You are on page 1of 22

შრომის ბაზრის კვლევა

შპს საზოგადოებრივი კოლეჯი ამაგი


2023 წელი
სარჩევი

 შესავალი
 კვლევის მეთოდოლოგია
 მიზანი
 კვლევის ამოცანები
 კვლევის შეზღუდვები
 კვლევის შედეგები
 დასკვნა
 რეკომენდაციები
შესავალი

 2023 წლის ივლისის თვვეში პროფესილი უნარების სააგენტოს მიერ ჩატარდა შეხვედრა შიდა
ქართლში, ადგილობრივ ბიზნეს სექტორთან , რომელსაც საჯარო და კერძო სექტორის, ასევე
ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ⭕ შეხვედრა
პროფესიული უნარების სააგენტო • Skills Agency Georgia და Georgian Chamber of Commerce and
Industry • სავაჭრო სამრეწველო პალატა-ის ერთობლივი ინიციატივით და შიდა ქართლის
რეგიონის მხარდაჭერით გაიმართა

 ღონისძიების მიზანი გახლდათ, პროფესიული განათლების მიმართულებით რეგიონში არსებული


ვითარების განხილვა და ბიზნეს სექტორის საჭიროებების მოსმენა კვალიფიციურ კადრებთან
დაკავშირებით.

 შეხვედრას ესწრებოდა შპს საზოგადოებრივი კოლეჯი ამაგის ხარსხის მენეჯერი და კოლეჯის


დირექტორის მოადგილე.


შესავალი

 შეხვედრაზე ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებმა გამოთქვეს საკუთარი წინადადებები და


ინიციატივები რეგიონული განვითარების საჭიროებებთან დაკავშირებით. გორსა და გორის
მუნიციპალიტეტში მომუშავე მცირე მეწარმეების თქმით ძალიან უჭირთ საკალმახე თევზების
დაავადების დიაგნოსტირება და მოვლა, აღნისნული განპირობებულია არაკვალიფიციური
კადრით და ლაბორატორიული კვევების არ არსებობით,

 შეხვედრას ესწრებოდა უნარების სააგენტოს ხელმძღვანელი ქალბატონი თამარ ქიტიაშვილი, მან


ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს და კოლეჯის წარმომადგენლებს განუმარტა აღნული
პრობლემის აღმოფრისაკენ რა ნაბიჯების გადადგმას საჭიროებენ ისინი, ასევე აღუთქვა
მხარდაჭერა და ჩართულობა პრობლემის მოგვარების კითხით.
შესავალი

 შპს საზოგადოებრივი კოლეჯი ამაგის(შემდგომში კოლეჯი) მიერ დაიგეგმა


და ჩატარდა კვლევა კოლეჯის კვლევის მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით
 სამიზნე ჯგუფს წარმოადგენდა შიდა ქართლში არსებული საკალმახეების
პრობლემების შესწავლა,
 კვლევაში მონაწილეობა მიიღო შიდა ქართლში მოღვაწე -6 მა ბიზნეს
სექტორის წარმომადგენელმა.

.
კვლევის მეთოდოლოგია

 კვლევა ჩატარდა ჩაღრმავებული ინტერვიუს მეთოდის გამოყენებით;


მიზანი

 წინამდებარე კვლევის მიზანს წარმოადგენს შრომის ბაზარზე


დამსაქმებლების მხრიდან არსებული მოთხოვნებისა და საჭიროებების
შეფასება აკვაკულტურის მიმართულებით,
 ასვე დადგინდეს, რამდენად მოთხოვნადია შიდა ქართლის რეგიონისთვის
მიმართულება:თევზის მოვლის სპეციალისტი,
კვლევის ამოცანები:

 შიდა ქართლის რეგიონის არეალში არსებული საკალმახეთა მოძიება;


 შიდა ქართლის რეგიონის არეალში არსებული დამსაქმებრლთა დადგენა;
 შიდა ქართლის რეგიონის არეალში არსებულ დამსაქმებრლთა საჭიროებების
დადგენა;
კვლევის შეზღუდვები

 კვლევაში მონაწილეობა მიიღო ექვსმა პირმა


კვლევის შედეგები:
სპარტაკ მინაძე

 სპარტაკ მინაძე თევზის მოშენებით დაკავებულია 15 წელია ,ქარელის რაიონი


სოფელი ხები. იყენებს მთის წყლებს. მისი თქმით შიდა ქართლის მასტაბით
წყალსატევებში ყველაზე მეტად გავრცელებული თევზი ცისარტყელა
კალმახია.ცისარტყელა კალმახის ჯამური წარმოების 44%-ს შიდა ქართლზე
მოდის,
 მთავარი პრობლემა, რაც დღეისათვის მას აწუხებს არის სათანადო ცოდნის
დეფიციტი და კადრების არ არსებობამ , რომელსაც შეეზლება კალმახზე
ზრუნვა მოვლა კვება,
 მეწარმის თქმით უწევს ექპერიმენტების ტარება, სწორედ ეს არის იმის
მიზეზი, რომ ძალიან ბევრი ფერმერული მეურნეობა საქმიანობის
დაწყებიდან მოკლე პერიოდში წყვეტს ეკონომიკურ აქტივობას.
 მან თავისი 15 წლისნი მუსაობით დააგროვა ცოდნა და სურს გაიღრმაოს
განათლება თუ მიეცემა ამისი საშუალებს.
როინ თანდიაშვილი

 როინ თანდიაშვილის ოჯახი 8 წელზე მეტია გორის რაიონ სოფელ ახალდაბაში


ეწევა თევზის მოსენებას. საქმიანობას უძღვება ოჯახის უფროსი მამა გიორგი
თანდიაშვილი, რომელსაც აქვს წლების მანძილზე დაგროვილი გამოცდილება,
 როინის თქმით საქართველოში არ არსებობენ იხტიოპათოლოგები, ვისგანაც
მწარმოებლები შეძლებენ კვალიფიციური კონსულტაციის მიღებას იმ
დაავადებებთან დაკავშირებით, რაც შესაძლოა იყოს გავრცელებული მათ
მეურნეობაში.
 მსხვილ მწარმოებლებს აქვთ იმის შესაძლებლობა, რომ კონსულტაციები მიიღონ
უცხოელი ექსპერტებისგან, თუმცა ეს იმდენად დიდ ხარჯებთან არის
დაკავშირებული, რომ მცირე მწარმოებლებისთვის ეს ყოველივე მიუწვდომელია.
 როინ თანდიაშვილმა გამოთქვა მზაობა შეისწავლოს თევზის მოშენება და
გააგრძელოს ოჯახის დაწყებული ბიზნესი.
თორნიკე ზარხოზაშვილი

 თორნიკე ზარხოზაშვილი თევზის მოშენებით დაინტერესდა 9 წლის წინ


.გორის რაიონ სოფელ ახალდაბაში-- მამაპაპისეულ მიწაზე მოაშენა თევზი.
მისი ცოდნა დაფუძნებულია პირად გამოცდილებაზე.
 თორნიკეს თმით საკუთარი ბიზნესის წარმოებისათვის აუცილებელია
არსებობდეს ლაბორატორიები, რომელებიც მნიშვნელოვნად გაუადვილებს
ფერმერს წარმოებას,
 აუცილებელია ხელი შეეწყოს ამ კუთხით საქართველოში დაგრგის
განვითარებას. მომზადდეს კვალიფიციური კადრი და შეიქმნას
ლაბორატორიები, ფერმერების გაძლიერებისათვის წინ გადადგმული
ნაბიჯია. შიდა ქართლი მდიდარია წყლის რესურსით ამის გამოყენება და
განვითარება მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკისათვის.
შოთა შავშიშვილი

 შოთა შავშიშვილი თევზის მოშენებით დაინტერესდა 2008 წლიდან . თევზის


ფერმა აქვს ქალაქ გორის რაიონში სოფელი კარალეთი . ბიზნესში
ჩართულები არიან მისი ოჯახის წევრები. ბიზნესის წარმართვაში ეხმარება
ინტერნეტით მოძიებული ინფორმაცია ასევე წლების მანძილზე დაგროვილი
გამოცდილება.
 ბიზნესის წარმოებისას წააწყდა ბევრ გამოწვევას , კერძოთ ზაფხულის თვეში
თევზს უჩნდება დაავადება , რისი მართვაც საკუთარე ძალებით უჭირს.
შეეცადა მოემოძია შიდა ქართლის რეგიონში კვალიფიციური კადრი თუმცა
ვერ იპოვა.
მიხეილ ხორბალაძე

 მიხეილ ხორბალაძე 2015 წლიდან დაინტერესდა აკვაკულტურთ. მანდამდე


საბანკო სექტორში საქმიანობდა. საბანკო საქმიანობამ აჩვენა , რომ ყველაზე
მეტი სესხი და მაღალი გადამხდელუნარიანი პირები იყვნენ თევზის
ფერმერები. ბანკს წარუდგინა კვლევა და სესხების შეთავაზება
მეწარმეებისათვის წარმართა.
 2022 წელს მიიღო მონაწილეობა აწარმოე საქარტველოს პროექტში და
მოიპოვა დაფინანსება. დაარსა საწარმო ‘’ფრესკო’’ , რომელიც
თანამშრომლობს საკალმახეებთან და აწარმოებს მაღალი ხარისხის
ხიზილალას.
 მისი კომპანიისათვის ხარისხი უმთავრესია და მომავალში გეგმავს საწარმოს
ბაზაზე ლაბორატორიის გაკეთებას.
გიორგი მეზვრიშვილი

 გიორგი მეზვრიშვილმა თევზის მოშენება გადაწყვიტა მეგობრის რჩევით.


მეხუთე თვეა მამაპაპეულ ნაკვეთში პაპის შექმნილ ტბაში ჩაუსვა კალმახი ,
გორის რაიონი სოფელი პატარა გარეჯვარი.
 გიორგის თქმით მას არანაირი გამოცდილება და ცოდნა არა აქვს და
სურვილი აქვს განავითაროს მისი წამოწყებული საქმე ,რათა არ დატოვოს
რეგიონი არ წავიდეს საზღვარგარეთ ოჯახის სარჩენად.
2023 წლის 1 მარტიდან ამოქმედდა
საქართველოს კანონი ,,აკვაკულტურის
შესახებ".
 სახელმწიფოს მიზანია, ხელი შეუწყოს ქვეყანაში ეკონომიკურად მომგებიანი
აკვაკულტურის დარგის მდგრად განვითარებას. დღეისათვის ქვეყანაში მოქმედი
კანონმდებლობით განსაზღვრული აკვაკულტურის რეგულაციების დაცვა, მათ
შორის, აკვაკულტურის ნებართვის საფუძველზე საქმიანობის განხორციელება,
მნიშვნელოვანია აღნიშნულ სფეროში ადგილობრივი წარმოების განვითარებისთვის
და საერთაშორისო ბაზრებზე ადგილის დამკვიდრებისთვის.
 აკვაკულტურის მეურნეებს კანონი ავალდებულებს აწარმოონ წყლის ხარისხი,
დაიცვან ჰიგიენა და სხვა . ეს მოწმობს იმარ რომ საჭიროა მომზადდეს
კვალიფიციური კადრი რომელიც შეძლებს თევზის ფერმის წარმართვას.
2023 წლის 1 მარტიდან ამოქმედდა
საქართველოს კანონი ,,აკვაკულტურის
შესახებ
 ე) უზრუნველყოს წყლის ხარისხის სისტემატური მონიტორინგი და
მოხმარებული წყლის ზედაპირული წყლის ობიექტში ჩადინებამდე
გაწმენდა;
 ვ) დაიცვას ჰიგიენური და სანიტარიული მოთხოვნები;
 კ) აწარმოოს და შეინახოს აკვაკულტურის საქმიანობის არეალში
გამოყენებული ქიმიური ნივთიერებებისა და სამკურნალო საშუალებების,
წყლის ცხოველური ორგანიზმების მიღებისა და გადატანის შესახებ
ჩანაწერები
 აკვაკულტურის ნებართვის მფლობელმა უნდა მიიღოს ყველა შესაძლო ზომა,
აკვაკულტურის ობიექტის განადგურებისა და დეზინფექციის ჩატარების
ჩათვლით, რათა თავიდან აიცილოს დაავადების როგორც აკვაკულტურის
კონსტრუქციაში, ისე აკვაკულტურის კონსტრუქციიდან გარემოში
გავრცელება
კითხვაზე ხართ თუ არა აკვაკულტურის
მიმართულებით მიიღოთ განათლება პასუხი
დასკვნა

 მილიონობით ადამიანი მთელს მსოფლიოში დამოკიდებულია თევზზე საკვებისა


და საარსებო წყაროსთვის. აკვაკულტურა არის ათასწლეულის წინანდელი
საქმიანობა, რომელიც დღეს ამარაგებს მთელ მსოფლიოში მოხმარებული თევზის
ნახევარზე მეტს, კვაკულტურას მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ჩვენი საკვების
მიწოდებაში, ამიტომ ეს უნდა გაკეთდეს ისე, რომ იყოს მდგრადი,
 2018 წლის მონაცემებით ქვეყანაში წარმოებული თევზის რაოდენობამ 2.4 მლნ.
ტონა შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელს 17%-ით აღემატება. წარმოების
უდიდეს ნაწილს ადგილი ჰქონდა კახეთსა და შიდა ქართლის რეგიონებში.
 2015 წელს შეიქმნა ორგანული აკვაკულტურის განვითარების ასოციაცია
„ფორეჯი“, რომელიც დღეის მდგომარეობით 65 მწარმოებელს აერთიანებს მთელი
ქვეყნის მასშტაბით. ასოციაციის არსებობა ფერმერებს/მეწარმეებს უმარტივებს
წვდომას საჭირო ინფორმაციასთან და რესურსებთან, თუმცა არის პრობლემები,
რომელთა გადაჭრაც სცდება კერძო სექტორის ძალისხმევას .
დასკვნა

 საქართველოში აკვაკულტურისათვის განკუთვნილი წყალსატევების


ფართობი 4,309 ჰექტარია, თევზის წარმოების მოცულობა 2,042 ტონას
შეადგენს, ფერმის კართან ყველაზე მაღალი ფასი ფიქსირდება ცისარტყელა
კალმახის შემთხვევაში.
 შიდა ქართლის რეგიონში 20 ზე მეტი აკვაფერმაა, რომელიც საჭიროებს
კვალიფიციურ კადრს.
რეკომენდაცია

 აღნიშნული კვლევიდან გამომდინარე რეკომენდირებულია კოლეჯმა


იზრუნოს აკვაკულტურის განვითარებაზე შიდა ქართლში , რათა უპასუხოს
შრომის ბაზრის გაზრდილ მოთხოვნებს.
 კოლეჯის მიერ შემუშავდეს დამსაქმებლებზე მორგებული პროფესიული
მომზადების/გადამზადების პროგრამები აკვაკულტურის მიმართულებით.

You might also like