You are on page 1of 4

თუ მოინდომებთ, ჩვენს დროში, ცოტაოდენი ფულის

გამომუშავება ძალიან გამარტივებულია, ინტერნეტში


ყოველდღიურად ჩნდება დამატებითი შემოსავლის
მიღების ახალი გზები, თუმცა მათი მიგნება ძნელია,
რადგან ამას მხოლოდ მაშინ ვცდილობთ, როდესაც
ხელფასი აღარ არის საკმარისი და სამყარო თავზე
გვემხობა
ჩვენ მოვამზადეთ 5 მარტივი რჩევა, რომელიც დაგეხმარებათ სწრაფად
გამოიმუშაოთ საჭირო თანხა

რჩევა #1: გახდით Freelancer და იმუავეთ თავისუფალ დროს!


შეისწავლეთ ვებსაიტის შექმნა, სცადეთ საინტერესო სტატიების წერა, იქნებ
ვიდეოების ან სურათების გადაღება და დამუშავება გამოგდით კარგად,
დოკუმენტების ფორმატირება, სხვადასხვა ენაზე თარგმნა და ა.შ... ეს
ყველაფერი შეგიძლიათ აქციოთ კონკრეტულ შემოსავლის წყაროდ,
არსებობს საიტები, სადაც შეგიძლიათ თავისუფალ დროს გამოიყენოთ
არსებული უნარები და შესთავაზოთ თქვენი ნიჭი მსოფლიოს ნებისმიერ
წერტილში.

ეცადეთ აირჩიოთ მოთხოვნადი და საუკეთესოდ ანაზღაურებადი


მიმართულებები, დრო დააბანდეთ ისეთი უნარების განვითარებაში,
როგორიცაა: Front-End ვებ-პროგრამირება, ციფრული მარკეტინგი და
დიზაინი, 3D გრაფიკა და დიზაინი, 2D გრაფიკა და UI/UX
დიზაინი, ინტერიერის დიზაინი, IT Support
ყველაფერი ეს მოთხოვნადია პლატფორმა Upwork.com-ზე,
დარეგისტრირდით, იპოვეთ თქვენს უნარებზე მორგებული სამუშაო და
გამოიმუშავეთ თანხა სახლიდან გაუსვლელად, მართლაც, ტექნოლოგიებს
თუ ფეხს აუწყობთ შეამჩნევთ, რომ ჩვენ გარშემო ფულის შოვნის
უსასრულოდ ბევრი შესაძლებლობა არსებობს ონლაინ პლატფორმების
გამოყენებით.
ჩაერთეთ ჩვენს ონლაინ აკადემიაში, შეისწავლეთ 2D გრაფიკა და
UI/UX დიზაინი მსოფლიო ბრენდისგან

→ დარეგისტრირდი ახლავე!

რჩევა #2: შექმენით და გაყიდეთ თქვენი ხელნაკეთი ნივთები


თუ გიყვართ ქსოვა, შეგიძლიათ მოქსოვოთ ჯემპრები, შარფები ან
ხელთათმანები და გაყიდოთ ინტერნეტში. თუ გაქვთ მარჯვე ხელები და
სიამოვნებას იღებთ რაღაცების შექმნისგან, შეგიძლიათ გააკეთოთ ისეთი
ხელნაკეთი ნივთები, როგორებიცაა:

 ყელსაბამები, სამაჯურები
 ორიგინალური ალბომი ფოტოებისთვის (ბუნებაში ნაპოვნო ფოთლებითა და ყვავილებით
გაფორმებული)
 საყურეები ან თმის აქსესუარები
 დაწნული კალათები და დეკორაციული ნივთები
 ბარათები ან მათი ჩასადები
 სათამაშოები
 ორიგინალური დეკორაციები საშობაო ან სააღდგომო თემატიკით

ამ ხელნაკეთი ნივთების გაყიდვა ევროზე, დოლარზე და ფუნტებზე


შეგიძლიათ ისეთ საიტებზე, როგორიცაა Etsy, ეს საიტი სპეციალურად
ხელნაკეთი ნივთებისთვისაა მიძღვნილი, კარგი იდეაა facebook გვერდის
შექმნა, რომელზეც განათავსებთ თქვენს ნივთებს და მცირე ბიზნესს
წამოიწყებთ.

თუ გიყვართ ჯემების ან კომპოტების გაკეთება, ასევე ორცხობილების ან


ისეთი გემრიელობების მომზადება, რომლებიც დიდხანს ინახება,
შეგიძლიათ, გაყიდოთ თქვენს ირგვლივ მყოფ ნაცნობებში, მეზობლებსა
თუ კოლეგებში, ჯანსაღი და გემრიელი საკვები ჩვენში ძვირად ფასობს!

You might also like