You are on page 1of 8

კომპიუტერი და ინტერნეტი

კომპიუტერი და ინტერნეტი

ავტორი: ნათია ნაცვალაძე

რეფერატი შესრულებულია
საქართველოს უნივერსიტეტის
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლისთვის
აკადემიური წერის კურსისათვის

ხელმძღვანელი: ნინო ზარიძე

თბილისი
2020
კომპიუტერი და ინტერნეტი

კომპიუტერი და ინტერნეტი დღევანდელი თანამედროვეობის განუყოფელი ნაწილი


გახდა. თითქმის ყველა დაწესებულებასა და სახლში დგას ის და თითქმის ყველა
ადამიანმა იცის მისი გამოყენება. მას გამოიყენებენ ოფისებსა და სხვადასხვა
დაწესებულებებში, ინფორმაციის მიღების, შენახვის, გაცემისა და გადამუშავების
საშუალებად. სახლსა და სხვა არასამუშაო სივრცეში, კომპიუტერი და ინტერნეტი
შეიძლება გამოვიყენოთ, როგორც სამუშაოს შესრულების, ასევე გართობის,
კომუნიკაციისა და ინფორმაცის მიღებისა და გაცემის საშუალებად. მისი მეშვეობით
შეგვიძლია მივიღოთ ინფორმაცია ყველა თემაზე. იქნება ეს პოლიტიკა, მეცნიერება,
ხელოვნება, ლიტერატურა, სპირტი და ა.შ. რაც მთავარია ამის გაკეთება შეგვიძლია
ძალიან მარტივად, ხარიასხიანად და რაც მთავარია უმოკლეს დროში. აქედან
გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ, რომ კომპიუტერი და ინტერნეტი ნამდვილად გახდა
ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი, რადგან დღევანდელი ცხოვრების დონედან
გამომდინარე ძნელია აუწყო ფეხი ცხოვრება, მის გარეშე.

ძალიან ცოტა ადამიანი მოიძებნება საქართველოში, ვინც იცის თუ საიდან წარმოიშვა


ინტერნეტი. რა განვითარება ჰპოვა მან, როგორც მსოფლიოში ასევე ჩვენს ქვეყანაში.
პირველყოვლისა გეტყვით იმას, რომ ინტერნეტი (Internet) ეს არის, ერთმანეთზე
მიერთებული კომპიუტერების საჯაროდ ხელმისაწვდომი ქსელი. მას ზოგჯერ უბრალოდ
ეძახიან ქსელს ( The Net), ანუ ქსელთა ქსელ, სადაც მომხმარებელს, შეუძლიათ
ნებისმიერი ინფორმაციის მიღება. ინტერნეტი, აღნიშნავს გლობალურ კომპიუტერულ
ქსელს, რომელიც ეფუძვნება IP პროტოკოლს და ქმნის გლობალურ საინფორმაციო
სივრცეს და წარმოადგენს მაოფლიო ქსელის საფუძველს.
რაც შეეხება ინტერნეტის გავრცელებას, გეტყვით, რომ მისი პირველი ფართო მასშტაბის
ქსელი შეიქმნა 1983 წლის, 1 იანვარს. 1985 წელს, ამერიკის შეერთებული შტატების
ნაციონალური მეცნიერების ორგანიზაციამ (NSF) David L. Mills_ის ინვესტიციით, შეიქმნა
56მგ/წმ_ში სიჩქარის მქონე ქსელი. ამავე წელს ისევ გააარდა სიჩქარე NSF_მა და ის
1,5მგ/წმ_ში გახდა.
საქართველოში ინტერნეტის შექმნაში პირველი მაბიჯები გადადგა საქართველოს
დევნილთა ეროვნული ხელისუფლების ემიგრაციამ ფინეთიდან. პირველი ქართული ვებ-
გვერდი 1996 წელის დასაწყისში შექმნა პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას
წარმომადგენელმა ევროპაში, რენო სირაძემ. ეს იყო ,,დედა ენა’’ რომელიც უნიკოდ
კოდირებაზე იყო დაფუძვნებული. (sites.google.com)

ეს იყო მოკლე ისტორია ინტერნეტის განვითარების შესახებ. ეხლა, კი ვისაუბროთ,


უშუალოდ ინტერნეტის გამოყენებაზე. როგორც დასაწყისში ავღნიშნეთ, კომპიუტერისა
და ინტერნეტის საშუალებით ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ ულევი ინფორმაცია, ყველა იმ
კომპიუტერი და ინტერნეტი

თემასთან და საკითხთან დაკავშირებით რაც გვაინტერესებს.ე ს ყველაფერი კი შეგვიძლია


გავაკეთოთ უმარტივესად, ღილაკზე თითის რამოდენიმეჯერ დაჭერით. ალბათ ყველა
დამეთანხმება, რომ ძალიან მოსახერხებელია იჯდე შენთვის კომფორტულ გარემოში და
იღებდე ყველა იმ კითხვაზე პასუხს რაც გაქვს. ატარებდე დროს შენს მეგობრებთან,
ესაუბრებოდე მათ ისე, რომ ვერც კი ხვდებოდე მათ გვერდით არ ყოფნას. იღებდე ყველა
იმ ინფორმაცია რისი გაგებაც გინდა, არააქვს მნიშვნელობა რა თემაზე იქნება ის. ასევე
შესაძლებელია დაესწრო სხვადასხვა შემეცნებით კურსებსა თუ ტრენინგებს, ჩაატარო
შეხბედრები, გაკვეთილები, ლექციები, სემინარები ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში. შეიძინო
სხვადასხვა ნივთები სახლიდან გაუსვლელად, გამოიძახო ნებისმიერი სახის საჭმელი თუ
სასმელი. დაჯავშნო ბილეთები სხვადასხვა წარმოდგენებზე. განახორციელო საბანკო
ტრანზაქციები. სხვადასხვა გადახდები, იქნება ეს კომუნალურის გადასახადი, ჯარიმის
გადასახადი, ტელეფონზე ჩარიცხა და მრავალი სხვა. ესაა ყველა ის დადებითი თვისება
რაც ინტერნეტს და კომპიუტერს გააჩნია. რათქმაუნდა ყველაფერს აქვს უარყოფითი მხარე
და არც კომპიუტერი და ინტერნეტია გამონაკლისი.

ინტერნეტისა და კომპიუტერის გამოყენებას როგორც დადებითი ასევე უარყოფითი


შედეგებიც აქვს. მისმა ხშირმა გამოყენებამ შეიძლება სხვადასხვა ჯამრთელობის
პრობლემები გამოიწვიოს. დრო ისე გავიდეს, რომ ვერც შეამჩნიო რაში დაკარგე ის.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ინტერნეტი არარის ძლიერად დაცული ქსელი და
ჩვეულებრივად შეიძლება ის ინფორმაცია რასაც მასში ანთავსებ შენს პირად
მომაცემებთან დაკავშირებით სხვის ხელში აღმოჩნდეს, ასევე შესაძლებელია ძალიან
ადვილად სხვა ადამიანმა და ადამიანთა ჯგუფმა მოახდინოს შენზე ფსიქოლოგიური
ზეწოლა, და ეს გააკეთოს ცრუ ინფორმაციის გავრცელების შედეგად. ერთი სიტყვით,
მოდით უფრო დაწვრილებით ვისაუბროთ, კომპიუტერისა და ინტერნეტის გამოყენების
დადებით და უარყოფით მხარეებზე.
რა დადებით და უარყოფით გავლენას ახდენს კომპიუტერისა და ინტერნეტის გამოყენება
ადამიანზე? პირველ რიგში, ვისაუბროთ იმაზა თუ რა დადებითი თვისებები აქვს მას, და
რამდენად უადვილებს ადამიანს ცხოვრებას, მისი გამოყენება.
1. კომუნიკაცია. როგორც ვიცით, ადამიანები უხსოვარი დროიდან კომუნიკაციის
დასამყარებლად იყენებდნენ სხვადასხვა საშუალებებს, როგორიცაა ზეპირი
გადაცემა, წერილის გაგზავნა, საფელეფონო კავშირები და მრავალი სხვა.
ინტერნეტმა კი საკმაოდ გაამარტივა ეს ყველაფერი. ისეთი კომპიუტერული
კომპიუტერი და ინტერნეტი

სერვისები როგორიცაა ელ-ფოსტა, ხმოვანი და ვიდეო მესიჯები, სოციალური


ქსელები ადამიანებს საშუალებას აძლევს უმოკლეს დროში დაამყაროს კავშირი
სხდასხვა ადამიანებთან, მიიღოს ან გაცვალოს ინფორმაცია მათთან, დაამყარონ
სხვადასხვა ბიზნეს თუ პარტნიორული კავშირები და ეს ყველაფერი გააკეთოს
უმარტივესად და წარმოუდგენლად მოკლე დროში.
2. ულევი ინფორმაციის წყარო. დღევანდელ ცხოვრებაში, ინტარნეტის მეშვეობით,
ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, მიიღოს ინფორმაცია, მისთვის საჭირო ნებისმიერ
თემასთან დაკავშირებით. იქნება ეს, ახალი ამბები, განათლება, მეცნიერება,
ხელოვნება, მედიცინა, კინო-მატოგრაფია და სხვა. გაეცნოს სხვადასხვა ქვეყანაში
მომხდარ ამბებს, თვალი ადევნოს სად რა ხდება. ნახოს როგოც თავისი ქვეყნის,
ასევე სხვა ქვეყნების მეცნიერებისა თუ მოაზროვნეების ნაშრომები, სტადიებს.
თვალი გადაავლოს მსოფლიოს გამოჩენილი ადამიანთა მოღვაწეობას, მათ
შემოქმედებას. მიიღოს ინფორმაცია იმის შესახებ თუ რომელ ქვეყანაში რა
მდგომარეობაა. ერთი სიტყვით ადამიანს კომპიუტერისა და ინტერნეტის
საშუალებით შეუძლია მიიღოს ინფორმაცია ნებისმიერ თემაზე და საკითხზე.
3. განათლების მიღების საშუალება. ინტერნეტის საშუალებით შეგვიძლია მივიღოთ
და გავცეთ განათლება. შესაძლებელია დავგეგმოთ სხვადასხვა საგანმანათლებლო
ღონისძიებები, ტრენინგები, სემინარები და ა.შ. ასევე შესაძლებელია მოვიძიოთ და
გადმოვწეროთ ყველა ის ლიტერატურა, რაც სწავლისთვის იქნება საჭირო.
აღსანიშნავია ისიც, რომ სხვადასხვა უნივერსიტეტებში არსებობს ონლაინ სწავლის
დისტანციური განათლების სისტემები, რისი მეშვეობითაც ინტერნეტ
მომხმარებლებს შესაძლებლობა ეძლევათ ნებისმიერი ქვეყნიდან, გაიარონ
მისთვის სასურველი კურსი და მოიპოვოს შესაბამისი სერთიფიკატი, ატესტატი ან
უნივერსიტეტის ხარისხი.

4. გართობა. ინტერნეტ სივრცეში არსებობს უამრავი რესურსი იმისა, რომ ინტერნეტ


მომხმარებელმა დრო სასიამოვნოდ გაატაროს. მოუსმინოს მისთვის სასიამოვნო
მუსიკას, უყუროს იმ ჟანრის ფილს, რომელი მას მოსწონს, ითამაშო სხვადასხვა
ინტელექტუალური თუ გასართობი თამაშები, უამრავი აპლიკაციის საშუალებით
რომლებიც მოიძიება ინტერნეტ ქსელში, შეგიძლია გადმოწერო ონლაინ
ბიბლიოთეკა და იკითხო წიგნები, ასევე შეგიძლია გადმოიწორე ელექტო სახატავი
კომპიუტერი და ინტერნეტი

დაფა და ყოველგვარი ფუნჯებისა და სახატავების გარეშე, თითით დახატო ის რაც


შენ გსურს.
გაატარო დრო შენს მეგობრებთან ერთად სოციალური ქსელების საშუალებით.
სოციალური ქსელები ხომ გასაოცარ საშუალებებს გვთავაზობენ: ინფორმაციის
გაზიარებისთვის, ახალი მეგობრების გასაცნობათ და ძველი ნაცნობების
აღმოსაჩენად, ახალი ამბების გასაგებად, სარეკლამო ბიზნესში ჩასართავად,
ზოგადად თვითრეალიზაციისათვისდა ა.შ. (ცირამუა, 2016, გვ. 83)
5. ბიზნესი. აღსანიშნიავია ასევე, რომ ინტერნეტის საშუალებით, ჩვენ შეგვიძლია
შევქმნათ ჩვენი ბიზნესი და ვაწარმოოთ ის. ამისათვის საჭიროა, შევქმნათ ჩვენი
ბიზნეს გვერდი ონლაინ სივრცეში, მივუთითოთ მასში ზუსტი ინფორმაცია ჩვენი
პროდუქციის შესახებ, ზუსტად გავაცნოთ მომხმარებელს თუ რას ვთავაზობთ მას,
მივუთითონ თუ როგორ შუძლიე ჩვენი პროდუქციის შეძენა, ონლაინ გამოწერით
იქნება ეს შესაძლებელი თუ ადგილზე მიწოდებით, მივიწვიოთ მომხმარებლები
რათა დაალაიქონ გვერდი და რაც იფრო მეტ ლაიქებს დავაგროვებთ, მით უკეთ
გაიზრდება იმის შანსი, რომ ჩვენს პროდუქციას რეალიზაციას გავუკეთებთ.

ეხლა კი ვისაუბროთ კომპიუტერისა და ინტერნეტის უარყოფით მხარეებზე. დადებით


მხარეებთან ერთად კომპიუტერსა და ინტერნეტს აქვს ასევე იაყოფითი მხარეებიჩ,
რომელთაც ადამიანები რატომღაც ვერ აღიქვამენ და მაინც იმდენ დროს ატარებან მასთან,
რამდენიც სურთ. ვერ ხვდებიან ისინი თუ რა ზიანი შეიძლება მიაყენოს მათ, მისმა ხშირმა
და დიდი დროით გამოყენებამ. მოდი კონკრეტულად ვისაუბროთ, თითოეულ მათგანზე.
1. ყალბი ამბავი, ანუ fake news_ები. თავდაპირველად განვმარტოთ რა არის fake
news_ი.
ყალბი ამბავი შეიძლება ჩვეულებრივი ინფორმაციის მსგავსად
გამოიყირებოდეს, მაგრამ ის ტყულს, დამახინჯებულ ან განზრახ
უგულობელყოფილ ფაქტებს შეიცავდეს. ის აშკარად ახდენს მცდარი
იმფორმაციის რეალურ ფაქტებში აღრევას ან აშკარა ტყუილს, როგორც
რეალირ ინფორმაციას, ისე გვაწვდიან. ის შეიძლება იყოს სერიოზული
ფაბრიკაცია, ფართომასშტაბიანი ტყუილი და იუმორისტული ყალბი
ამბავი.სერიოზულ ფანრიკაციას სოცუალურ მედიაში ვხვდებით.
ფართომასშტაბიან ტყუილებს ასევე სოციალური მედიები უნებურად
იტაცებენ ხოლმე მკითხველის მიზიდვის მიზნის. იუმორისტულს ყალბი
კომპიუტერი და ინტერნეტი

ამბები ამათგან იმიჯნება, რადგან თუ ისინი სატირულ საიტზე არის


განთავსებული მაშინ ვიცით მისი მიზანი, არის ხოლმე შემთხვევები, როცა
მისი კონტექსტიდან ამოგლეჯილად გაზიარება ხდება და მისი აღქმაც
უჭირა ადამიანს ამ შემთხვევაში.
(http://mdfgeorgia.ge/uploads/library/99/file/DW-Publication-web.pdf. გვ. 34)
2. პირადი ინფორმაციის დაუცველობა. ინტერნეტში სხვადასხვა სატენზე
შესასვლელად, სოციალურ ქაელებზე დასარეგისტრირებლად, ჩვენ ვიყენებ ჩვენს
პირად ინფორმაციას, დაბადების თვეს, რიცხვა, წელს. პირად ნომერს, თუ
მოთხოვნა იქნება საიტის შემქმნელებთან სურათსაც კი ვგზავნით ჩვენი
პირადობის დაამადასტურებელი დოკუმენტის. ასევე ვტვირთავს ჩვენის პირად
ფოტოებს, ვიდეოებს, დამეთანხმებით ალბათ, რომ ეს ყველაფერი ნდვილად არის
ადამიანის პირადი ცხოვრების ამსახველი დეტალი და დოკუმენტი და ის
შეიძლება ყველასათვის ხელმისაწვდომი გახდეს. არსებობენ სხვადასხვა
ქვეყანაში ,,ჰაკერთა“ დაჯგუფებები რომლებიც კარგად ფლობენ, კომპიუტერულ
პროგრამებს და თავისუფლად შეუძლიათ გატეხონ თქვენი პირადი სივრცე
ინტერნეტში და თქვენი პირადი ინფორმაცია გახდეს ხელმისაწვდომი, როგორც
მათთვის ასევე სხვა ადამიანებისათვის. აქედან გამომდინარე შეიძლება
დავასკვნათ, რომ ინტერნეტ სივრცე ვერ გვაძლევს იმის გარანტიას, რომ ჩვენი
პირადი მონაცემები დაცული იქნება, ამიტომ როცა ინტერნეტ სივრცეს ვიყენებთ,
ეს მთლიანად ჩვენი გადასაწყვწტია, გვაწყობს კი მსგავს სიტუაციააი ჩავიგდოთ
თავი?
3. ჯანმრთელობა. როგორც ზემოთ ავღნიშნე, ადამიანები იმდენად დამოკიდებულნი
გავხდით კომპიუტერსა და ინტერნეტზე და იმდენ დროს ვატარებ მათთან, ვეღარ
ვფიქრობთ, თუ რა უარყოფითი შედეგები შეიძლება მოგვიტანოს, მისმა ესეთი
სიხშირით გამოყენებამ. ეს შეიძლება სვალალო აღმოჩნდეს ჩვენი
მხედველობისთვის, რადგან მისი ხშირი გამოყენება აზიანებს მხედველობას და
იწვევს მხედველობის დაქვეითაბას, ასევე მისი ხშირი გამოყენება იწვევს
ადამიანთა სიზარმაცეს, რაც დამეთანხმებით, რომ დამღუპველია სენია. აიზარმაცე
ადამიანს უკარგავს მოძრაობის, საქმის კეთების და ცხოვრებაში რამის მიღწევის
სურვილს.
კომპიუტერი და ინტერნეტი

და ბოლოს, ვიტყვი იმას, რომ მართალია დღევანდელ ცხოვრებაში ინტერნეტი და


კომპიუტერი ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა და წარმოუდგენელია XXI
საუკუნეში იცხოვრო მის გარეშე, ეს არ ნიშნავს იმას, რომ სულ მასზე უნდა ვიყოთ
ჩამოკიდებულნი და დრო აღარ დავიტოვეთ სხვა უფრო მნიშვნელოვანი
რაღაცეებისათვის, იქნება ეს ახლობლების, მეგობრების, ნათესავწბის მონახულება,
დროის მათთან გატარება. სხვადასხვა ღონისძიებებზე სიარული, კინოსა და
ბიბლიოთეკის რიგებში დგომა და ა.შ. დროთა თანამედროვეობამ არუნდა დაგვავიწყოს
ჩვენი წარსული.
4.
კომპიუტერი და ინტერნეტი

გამოყენებული ლიტერატურა

ცირამუა, ზ. (2016). კომპიუტერული ქსელის საფუძვლები.

ინტერნეტწყაროები
https://sites.google.com/site/chemiproekti/internetis-ganvitarebis-istoria
http://elearning.grena.ge/pluginfile.php/901/mod_resource/content/2/chapter1.pdf
http://mdfgeorgia.ge/uploads/library/99/file/DW-Publication-web.pdf

You might also like