You are on page 1of 3

1. ორდერი ეწოდებოდა ტაძრის არქიტექტურული სისტემის განმსაზღვრელ სიტყვას .

იმის
მიხედვით თუ როგორი იყო სვეტის არქიტექტონიკა

არსებობდა სამნაირი ორდერი : იონური დორიული და

დორიული – მკაცრი გეომეტრიული პრინციპით კონსტრიურებული თავი. მის საფუძველზე


აიგო არქაული და კლასიკური ეპოქის უმნიშვნელოვანესი ტაძრები. თავისი სიმძიმით
მამაკაცური საწყისის მქონე ორდერია .

იონიური – დორიულისგან მეტი სიმსუბუქე და სინატიფე განასხვავებს, ამიტომაც იონიური


ქალური საწყისის მქონე ორდერია . მას აქვს ვოლუტები ანუ ორმხრივ დახვეულ ხვიანას
ტიპის სვეტის თავები.

კორინთული – ეს წინა ორთან შედარრბით უფრო ახალია , იგი გვიან იწყებს ფეხის
მოკიდებას, რომელსაც სტილიზებული ფოთოლნარის ფორმა აქვს და აყვავებულ ,
გაფურჩქნულ მცენარეს გავს .

2. - პართენონი სიტყვასიტყვით ქალწულის ბინას, სახლს ნიშნავს. ტაძარი მთლიანად


მარმარილოსაგან არის აგებული . ეფუძნება სამსაფეხურიან საფუძველს – რომელსაც
კრეპიდომას უწოდებენ . სულ 46 სვეტისაგან შედგება. ახასიათებთ ერთგვარი გაბერილობა,

ამ ყოველივეთი ამგებლები ცდილობდნენ თითქოს გაესულიერებინად, გაეცოცხლებინათ


ნაგებობა .

აკროპოლისი - ძველი ბერძნული ქალაქის ყველაზე მაღალი და გამაგრებული წერტილი ანუ


ზედა ქალაქი იყო. იგი ასევე წარმოადგენდა ქალაქის რელიგიურ და პოლიტიკურ ცენტრს.
მის გარშემო კი შენდებოდა დანარჩენი შენობა ნაგებობები ანუ ქვედა ქალაქი. იგი ასევე
ციხესიმაგრის როლსაც ითავსებდა , რომელშიც ომიანობის დროს მოსახლეობა თავს
აფარებდა .
3.სამ დიდ სახელს გამოარჩევენ, რომლებმაც წვლილი შეიტანეს , არამარტო კლასიკური,
ზოგადად სკულპტურის განვითარების ისტორიაში.

მირონი – სხეულს იმგვარად წარმოგვიდგენდა, რომ წარმოსახვაში

ერთიანდებოდა სამი მომენტი:

ა) ქანდაკებაზეწარმოსახული ფიგურის რეალური პოზა

ბ) მდგომარეობა, რაც მას მანამდე ჰქონდა.

გ) მდგომარეობა, რომელსაც შემდეგ მიიღებდა.

მირონს სკულპტურაში დაჭერილი აქვს მოძრაობის მთელი მიმდონარეობის გადმოცემის


საიდუმლო. (ნამუშ. დისკოსმტყორცნელი)

პოლიკლეტე - მან სცადა თეორიულად გაეაზრებინა ადამიანის სახისა და სხეულის


სილამაზის კრიტერიუმები და პრაქტიკულად შეესხა ხორცი. მან შექმნა ახალი თეორია -
ადამიანის სხეულის იდეალური პროპორციების თეორია. პირველი მოქანდაკე იყო,
რომელმაც გაბედა ადამიანური მშვენიერების

ფორმალიზება როგორც თეორიის ისე პრაქტიკის დონეზე.

ფიდიასი - მისი შემოქმედება უნივერსალურია (მრავალმხრივი,

ყოვლისმომცველი). მისთვის დამახასიათებელი იყო კლასიკური ჰარმონიულობის


პრინციპთა ერთგულება, სინთეზი, მრავალმხრივობა, მრავალჟანრულობა. (ნამუშ.ათენა
პრომაქოსის ქანდაკება)
4.4.ბერძნული კერამიკის ისტორიაში ყველაზე გავრცელებულია შემდეგი სახეობები :
ამფორა-ორსახელურიანი ჭურჭელი, ღვინისა და ზეითუნის შესანახად იყო გამიზნული,
ჰიდრია-საგანგებო ჭურჭელი წყლისთვის, კანთაროსი-ღრმა ჭურჭელი, სკითოსი კი თასის
ფორმის მქონე ჭურჭელი . ასევე არიბალოსი- ჭურჭელი პარფიუმერიისათვის.

ხოლო რაც შეეხება ვაზათმხატვრობას . ბერძნული კერამიკისათვის გამოიკვეთა ფერწერული


საშუალებების ორი ძირითადი სტილი: ადრეული-შავფიგურული და გვიანდელი-
წითელფიგურული.

.ილია შალუტაშვილი

You might also like