You are on page 1of 33

Skip to content

Society of Young Archaeologists


Archaeology, Georgia, NGO

 Home
 Blog
 About
 Contact
არქიტექტურული ორდერი: დასაწყისი
და განვითარების გზა
ორდერი ერთ-ერთი გამორჩეული
არქიტექტურული დეტალია, რომელსაც
არსებობისა და განვითარების ხანგრძლივი
ისტორია აქვს. ორდერზე და სვეტებზე,
პირველად, ალბათ, ძველი საბერძნეთის
ცნობილი ტაძრები – პართენონი და
ერეხთეიონი გვახსენდება, თუმცა
სინამდვილეში, არქიტექტურის ეს მიღწევა
ანტიკურ საბერძნეთზე ბევრად ადრე, ძველ
ეგვიპტეში ჩაისახა, სადაც საუკუნეების
მანძილზე იხვეწებოდა და ვითარდებოდა მისი
ფორმა. ეგვიპტეში ორდერმა, ფაქტობრივად,
სამეფოს უკანასკნელ პერიოდამდე იარსება,
შემდგომი განვითარება კი მან ანტიკურ
სამყაროში – საბერძნეთსა და რომში ჰპოვა. ის
დღესდღეობით იმდენად ინტეგრირებული
არის მსოფლიო კულტურაში, რომ მის
მინაბაძებს თანამედროვე შენობებზეც კი
ვხვდებით. გავადევნოთ თვალი ორდერის
ისტორიას ეგვიპტიდან დღევანდელ დღემდე
და ვნახოთ, თუ რამდენად წარუშლელი  კვალი
დატოვა მან მსოფლიოზე და, მათ შორის,
საქართველოზეც.

ადრეული
ეგვიპტური ორდერის ნიმუში
ეგვიპტური ორდერი

ეგვიპტეში ორდერი ძვ.წ. III ათასწლეულში


ჩნდება. აღსანიშნავია, რომ ის თავიდანვე
დამოუკიდებელ არქიტექტურულ დეტალად არ
ყალიბდება. მისი ადრეული ნიმუშები
კედელზეა მიდგმული და შეიძლება ითქვას,
რომ რელიეფურ დეტალს უფრო
წარმოადგენს, ვიდრე ცალკე მდგომ ორდერს.
ასევე საინტერესოა, რომ ადრეული ეგვიპტური
სვეტები ფორმით მრგვალი სულაც არ
ყოფილა, ისინი კედელთან სამკუთხედის
ფორმას ქმნიდნენ. გარდა ამისა, ისიც უნდა
ითქვას, რომ ეგვიპტური არქიტექტურა არ
ცნობს სვეტის საყრდენს, ძირს – ბაზას.
ეგვიპტურ ორდერში ყველაზე გამორჩეული
დეტალი კაპიტელი გახლავთ. სწორედ ის
ანიჭებს ორდერს უნიკალურობას და
ესთეტიკას. მისი ყველაზე ადრეული ნიმუში
ეგვიპტეში, კერძოდ  მემფისის ნეკროპოლისში,
საქარაში  გვხვდება. მისი თარიღი  ძვ.წ.  2890-
2686 წლებია. ერთ მათგანს უნაგირის მსგავსი
ფორმა აქვს და მოხრილ ლერწამს ან
ფოთოლს მოგაგონებთ, ხოლო მეორე –
ამოტრიალებულ ზარს. სავარაუდოდ, ოსტატს
პაპირუსის ფორმა უნდა ჰქონოდა მოდელად
აღებული. ეგვიპტური კაპიტელის
ორნამენტაცია ძირითადად მცენარეულ
მოტივებზეა აგებული. ეს მცენარეებია
პაპირუსი, ლოტოსი და პალმა. ასევე ვხვდებით
ზოომორფულ ორნამენტაციებსაც. ფორმების
გარდა, საოცარი იყო მათი მოხატულობაც,
რომელიც სამწუხაროდ აღარ არის
შემორჩენილი, თუმცა მათი რეკონსტრუქცია
შესაძლებელი იყო და გაკეთდა კიდეც.
ორდერის დეტალებში მნიშვნელოვანი
ცვილებები გვიან, პტოლემაიოსების დინასტიის
ხანაში შეიტანეს, ძვ.წ. III-I საუკუნეებში. ზემოთ
ხსენებული სამი ძირითადი მცენარეული
მოტივის გარდა, მათ  სხვა მრავალი ფორმაც
შემატეს ეგვიპტურ ორდერს. უმეტესობის
მოდელი დამყარებული იყო ზღვის
მცენარეებზე. ამან ეგვიპტურ ორდერს უფრო
მეტი მრავალფეროვნება შესძინა.
ეგვიპტური ორდერის ტიპები: 1 – პაპირუსი; 2 –
ლოტოსი; 3 – პალმა

ბერძნული ორდერი

როგორც ვნახეთ, ორდერის ისტორია


ეგვიპეტში დაიწო. მოგვიანებით კი, ბერძნულმა
ცივილიზაციამ არაჩვეულებრივად შეითავსა ეს
ელემენტი და საკუთარი სტილიც ჩამოაყალიბა.
დორიული, იონური და კორინთული – ეს
სწორედ ძველ საბერძნეთში წარმოქმნილი
ორდერის ტიპები გახლავთ, რომლებიც
დღესდღეობით ამ არქიტექტურული დეტალის
ყველაზე ცნობილ სახეებს წარმოადგენენ და
მეტიც, მათ სათავე დაუდეს შემდგომში
აღმოცენებულ რომაულ და შუა საუკუნეების
ორდერულ ტრადიციას.

დორიული ორდერი

დორიული ორდერი უძველესია სამთა შორის.


მისი ყველაზე ადრეული ნიმუში აღმოჩენილია
ბაკლანეთს ნახევარკუნძულის სამხრეთ
ნაწილში, სადაც ძვ.წ. VIII საუკუნეში დორიული
ტომები სახლობდნენ. რაც შეეხება მის
აგებულებას, ის შემკულია ვერტიკალური
ღარებით (კანელურებით). მას არ გააჩნია
საგანგებოდ გამოკვეთილი ძირი (ბაზა/ბაზისი),
ის პირდაპირ  არის დადგმული იატაკზე და
შესამჩნევად ვიწროვდება თავისკენ. დორიული
კაპიტელი, ანუ სვეტისთავი, ორი ნაწილისგან
შედგება – ბალიშისებრი მოყვანილობის 
ექინზე დევს სწორკუთხა ფილა –
აბაკოსი, ხოლო ანტაბლემენტი სამ
ნაწილიანია. მას გააჩნია არქიტრავიც,  ფრიზიც
და ლავგარდანაც (ყველა ხსენებული დეტალი
მოცემულია ჩანახატზე ქვემოთ). ის
გამოირჩევა მონუმენტური ფორმებით,
სისადავითა და მკაცრი დახვეწილობით.
ვიტრუვიუსის აზრით, დორიული სვეტი
ტანშიშველ მამაკაცს მოგაგონებთ, ამიტომაც
არის ის გამოყენებული  ზევსის, ათენას და
არესის  ტაძრებისა და ჰერაკლეს საკულტო
ნაგებობის დასამშვენებლად,  რადგან მასში
შესანიშნავად აისახება  ძალა და მეომარი
ბუნება იმ ღმერთებისა, რომლებიც ამ
ტაძრებში დაისადგურებენ.
ორ
დერის დეტალები

რაც შეეხება დორიული ორდერის ყველაზე


ადრეულ ნიმუშებს, მართალია ვახსენეთ, რომ
ის ძვ.წ. VIII საუკუნეში უკვე არსებოს, მაგრამ 
უძველესი არქიტექტული ძეგლები, რომლებმაც
ჩვენამდე მოაღწიეს, უფრო ძვ.წ. VII საუკუნეს
მიეკუთვნებიან. ესენი გახლავთ  ჰერას 
ტაძრები ოლიმპიასა და ტირინთოში, ასევე
არტემიდას ტაძარი ეფესოსა და ოქრომენში.
სწორედ ამ საკულტო ნაგებობებში ვხვდებით
დორიული ორდერის გამოყენების ყველაზე
ადრეულ ნიმუშებს.
იონიური ორდერი

იონიური ორდერი ძვ.წ. VII საუკუნის მეორე


ნახევარში ჩნდება. დორიული ორდერისგან
განსხვავებით, რომელიც სისადავითა და
მკაცრი ფორმებით გამოირჩევა, იონიური
ორდერი უფრო მეტად მორთულია, 
გამოირჩევა სიმსუბუქით და სინაზით. თუ
ვიტრუვიუსი დორიულ სვეტს ტანშიშველ
მამაკაცს ადარებს, იონიურის შემთხვევაში ის
პარალელს ტურფა ქალთან ავლებს. სწორედ
მისი  სისადავისა და სიმსუბუქის გამო, ის
გამოყენებულია ისეთი ღმეთების ტაძრების
შესამკობად, როგორებიც არიან აფროდიტე და
დიონისე. იონიური ორდერი მათ ტაძრებს მეტ
ელეგანტურობასა და სინატიფეს სძენს.

რაც შეეხება იონიური ორდერის აგებულებას,


მას გაჩნია თავისი ბაზა და ოდნავ
დავიწროებულია თავისაკენ. მისი კაპიტელი
სრულიად განსხვავებულია დორიულისაგან. ის
ვოლუტებით არის შემკული. ვიტრუვიუსი მას
ქალის თმის ხვეულ კულულებს ადარებს.
განსხავებულია ანტაბლემენტიც, რომელიც
სამნაწილიანია დორიულის მსგავსად ან
ორნაწილიანი, რომელსაც ფრიზი არ ახლავს.
უძველესი ნაგებობები, რომლებიც იონიური
ორდერებით არის შემკული, ძვ.წ. VI საუკუნიდან
გვხვდება. ესენია – არტემიდას ტაძარი
ეფესოში, ჰერას ტაძარი კუნძულ  სამოსზე და
აპოლონის ტაძარი  დიდიმში, მილეტის
მახლობლად.

კორინთული ორდერი

კორინთული ორდერი არის მესამე და


ორდერის ბოლო ნაირსახეობა ბერძნულ
სამყაროში, რომელიც ძვ.წ. V საუკუნეში
ყალიბდება. როგორც სახელწოდება გვეუნება,
ის ქალაქ-სახელმწიფო კორინთოსთან არის
დაკავშირებული.  წერილობით წყაროებში
საინტერესო ცნობებია მის წარმოშობასთან
დაკავშირებით.  ვიტრუვიუსი მის შექმნას
ცნობილ ხუროთმოძღვარ კალიმაქსეს მიაწერს.
ის მოგვითხრობს ლეგენდას თუ როგორ შექმნა
კალიმაქსემ კორინთული ორდერი. ლეგენდა
მოგვითხრობს ლამაზ ქალწულზე, რომელიც
ახალგაზრდა გარდაიცვალა, ხოლო მისმა
ძიძამ  ქალწულის საყვარელი და
განუშორებელი ნივთები კალათში ჩააწყო და
მის საფლავთან მიიტანა. შემთხვევით, ძიძას
კალათი აკანთიას ფესვებზე დაუდგამს. დროთა
განმავლობაში  მცენარემ  ტანი აიყარა,
კალათს შემოეხვია და დაწნულ ძირშიც
გაიარა. ერთხელ სასაფლაოზე ცნობილმა
ხუროთმოძღვარმა, კალიმაქსემ გაიარა და
სანახაობით აღტაცებულმა მისი მსგავსი სვეტი
შექმნა. ლეგენდის მიხედვით, სწორედ ამიტომ
არის კორინთული ორდერის კაპიტელი 
აკანთიას ხვიებით და ფოთლებით შემკული
კალათის ფორმის მსგავსი. რაც შეეხება მის
ფორმას, ის ზუსტად იონიურის მსგავსია,
ამიტომ ზოგიერთი მკვლევარი მას
დამოუკიდებელ ორდერად არც მიიჩნევს.  მათ
შორის ერთადერთი განმასხვავებელი ნიშანი
კაპიტელის ფორმაა. კორინთულის ყველაზე
ადრეული ნიმუში ბასაეაში, ძვ.წ. 450-420
წლებით დათარიღებულ აპოლონის ტაძარში
გვხვდება, მაგრამ საინტერესო ის არის, რომ ის
სვეტების რიგში არ შედის. ტაძარს გარედან
დორიული, ხოლო შიგნიდან იონიური სვეტები
ამშვენებს. ტაძრის შიგნითვე, განცალკევებით
დგას კორინთული ორდერი, რომელიც
ყველაზე ადრეულ ნიმუშს უნდა
წარმოადგენდეს.

აღსანიშნავია, რომ ორდერის ყველა ტიპი


ფერადოვნებით გამოირჩევა. მათ დაფერვის
ტექნიკით ღებავდნენ. თითოეულ მათგანს
საკუთარი ფერთა გამა გააჩნდა.

ორდერების განვითარებაში მნიშვნელოვანი


წვლილი შეიტანეს რომაელებმა და მათზე
ადრე – ეტრუსკებმა. სწორედ ამ ხალხს
უკავშირდება რომაული ორდერის ადრეული
ტიპის შექმნა, რომელიც ტოსკანურის სახელით
არის ცნობილი. მეორე ტიპი კი, რომელიც
თავად რომის იმპერიის ხანაში ჩნდება,
კომპოზიტური ორდერი გახლავთ.

რომაული ორდერი

ტოსკანური ორდერი

ტოსკანური ორდერი ძალიან წააგავს
დორიულ ორდერს. მეტიც, ის ამ უკანასკნელის
გამარტივებული ვარიანტია. პირველად
ორდერის ამ ტიპს ეტრუსკებთან ვხვდებით,
ხოლო მოგვიანებით, როცა რომაელებმა მათი
ასიმილირება მოახდინეს, შეითავსეს მათი
ცხოვრებისა და ტრადიციების მნიშვნელოვანი
დეტალები, მათ შორის არქიტექტურაც.
ტოსკანური ორდერის ყველაზე ადრეულ
ნიმუშს იუპიტერ ოპტიმუს მაქსიმუსის ტაძარში
ვხვდებით, რომელიც ძვ.წ. 509 წელს აიგო. ის
ძველი რომის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ტაძარს
წარმოადგენდა, შესაბამისად მის ცენტრში –
კაპიტოლიუმის ბორცვზე მდებარეობდა. ძვ.წ. 83
წელს ტაძარი ხანძრის შედეგად განადგურდა,
თუმცა მალევე, ძვ.წ. 69 წელს აღდგა
შეცვლილი სახით.

ტოსკანური ორდერის სიმაღლე ექვსი მეტრია.


მისი ბაზა, სხვა ორდერების ბაზებთან
შედარებით, უფრო მომრგვალებული
ფორმისაა. კაპიტელიც მეტად მარტივი
ორნამენტით შემოიფარგლება, რომელსაც
თავზე ოთხკუთხა აბაკოსი და მრგვალი ექინი
ადგას.

აღსანიშნავია, რომ ასეთი მკაცრი ფორმის


მქონე ორდერი ძირითადად სამხედრო
ნავსადგურებისა და ქალაქის ჭიშკრებისათვის
გამოიყენებოდა.
კომპოზიტური ორდერი

კომპოზიტური ორდერი, სახელწოდებიდანაც
ჩანს, რომ ორი სხვადასხვა ორდერის
შერწყმითაა მიღებული. ის აერთიანებს
იონიური კაპიტელის ვოლუტებსა და
კორინთული კაპიტელის აკანთიას ფოთლების
მოტივს. ტრადიციულად, კომპოზიტური
ორდერის სვეტის სიმაღლე ათი მეტრია.
რენესანსის ეპოქამდე ის საერთოდ არ
აღიქმებოდა დამოუკიდებელ ორდერად.

მეცნიერები კომპოზიტური ორდერის შექმნას


ავგუსტუსის (ძვ.წ. 63 – ახ.წ. 14 წწ.)
იმპერატორობის დასაწყისს უკავშირებენ,
რადგან მისი სიცოცხლის ბოლო წლებში ის
უკვე მყარად იყო დამკვიდრებული რომაულ
არქიტექტურაში. მართალია კომპოზიტური
ორდერის ჩვენამდე მოღწეულ ნიმუშთაგან
ყველაზე ადრეული ტიტუსის თაღია, რომელიც
ახ.წ. 82 წელს აიგო, თუმცა მეცნიერები
ვარაუდობენ, რომ ეს ამ ორდერის საკმაოდ
განვითარებულ და გვიანდელ ნიმუშს
წარმოადგენს.

საინტერესოა, რომ კომპოზიტურ ორდერს


სიმდიდრისა და გრანდიოზულობის
გამოსახატავად იყენებდნენ, თუმცა მისივე
დელიკატური აგებულების გამო, მას
ეკლესიებშიც დიდი რაოდენობით ვხვდებით,
კონკრეტულად კი, წმინდანი ქალებისადმი
მიძღვნილ ტაძრებში, როგორიც ქალწული
მარიამი იყო.

ჩვენ უკვე გავეცანით კლასიკური ხანის სამ და


რომაული ხანის ორ ორდერს, მანამდე კი
ეგვიპტურ ორდერებს. მოგვიანებით, მათზე
დაყრდნობით, შუა საუკუნეების ცივილიზებულ
სამყაროში ორდერის ახალი ტიპები გაჩნდა –
გოთიკური, ისლამური, სპარსული და ა.შ.
რასაკვირველია, ხელოვნებისა და
არქიტექტურული მოდის ტენდენციებს
ანტიკური თუ შუა საუკუნეების საქართველოც
უწყობდა ფეხს, რასაც არქეოლოგიური
გათხრებიც ადასტურებს.

ორდერი საქართველოში

ორდერების კულტურა, როგორც ზემოთ


მოგახსენეთ, არც საქართველოსთვის იყო
უცხო. ორდერის სხვადასხვა ტიპები ანტიკური
ხანის უამრავ ძეგლზე გვხვდება, ესენია –
ციხიაგორა, საირხე, ვანი, სარკინე, დედოფლის
მინდორი, შიო მღვიმე, არმაზციხე და სხვა.
ბუნებრივია, თითოეულ ძეგლზე აღმოჩენილი
ორდერის დეტალური განხილვა რთული
იქნება, ამიტომ მოკლედ გაგაცნობთ
რამდენიმე მათგანს.

ელინისტურ სამყაროსთან პოლიტიკურ და


სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს თან
მოჰყვა ელინისტური კულტურის გავრცელება
ჯერ კოლხეთში, შემდგომ კი იბერიაში.
როგორც მოსალოდნელი იყო, ეს პირველ
რიგში, ქალაქთმშენებლობაში აისახა.
ბუნებრივია, რომ ელინისტური სამყაროს
გავლენის გარდა, აქვე ვხვდებით
აღმოსავლურ სამყაროსთან აქტიურ
კავშირსაც.

იონიური
კაპიტელი სარკინედან

ამ თვალსაზრისით ჩვენს ყურადღებას იპყრობს


იონიური კაპიტელის აღმოჩენა სარკინეში.
კაპიტელი ორფასადოვანია, იგი ვოლუტებითა
და იონიკებითაა შემკული, ხოლო ბალიშზე
ლოტოსის ყვავილში ჩასმული ვარდულია
გამოსახული. ეს კაპიტელი ძვ.წ. III-II საუკუნის
ნაგებობაშია აღმოჩენილი.
კორინთული კაპიტელი ვანიდან და მისი
რეკონსტრუქცია (ავტორი გ. ლეჟავა)

ასევე აღსანიშნავია ვანის ნაქალაქარზე


აღმოჩენილი ორდერები, განსაკუთრებით კი,
1971 წელს, მოზაიკურიატაკიანი ტაძრის
გათხრის დროს აღმოჩენილი თეთრი
კირქვისგან დაზადებული კორინთული
კაპიტელი. მას ორი მხარე დაზიანებული
ჰქონდა, დანარჩენი ორი კი – დაუზიანებელი.
შედეგად მოხერხდა მისი სრული
რეკონსტრუქცია. კაპიტელის სიმაღლე 47 სმ-
ია, ბაზის – 40 სმ. შემკულია აკანთიის
ფოთლების ორი წყობით  და მაღალი
რელიეფით შესრულებული ქალის ბიუსტით,
რომელიც, სავარაუდოდ, ოთხივე მხარეს
ამშვენებდა კაპიტელს.
ორმაგპროტომიანი კაპიტელი, ციხიაგორა.

გამოსარჩევია ციხიაგორას ორმაგპროტომიანი


კაპიტელი, რომელიც აღმოსავლურ მოტივებს
ეფუძნება. ის აქემენიდური ირანის კულტურის
გავლენითაა შექმნილი, თუმცა უნდა
აღინიშნოს, რომ აღმოსავლეთის იმპერიის
კოლოსალურ ორდერებს ზომით ბევრად
ჩამოუვარდება და არც მათ კაპიტელებზე
გამოსახული ცხოველების მრისხანებას
იმეორებს. შესაძლოა ეს განსხვავება
აქემენიდური ირანის პოლიტიკურ გავლენაზე
მიანიშნებდეს იმდროინდელი იბერიის
სამეფოსადმი.

არმაზციხე – დიდი მცხეთის აკროპოლისი,


სადაც სხვადასხვა პერიოდის არაერთი
შენობაა გამოვლენილი, ჩვენი ამჟამინდელი
თემის კუთხითაც გამოსარჩევი ძეგლია.
არმაზციხის ტერიტორიაზე, 1994 წელს
გაითხარა სვეტებიანი დარბაზი, რომელსაც
მართკუთხედის ფორმა აქვს. დარბაზის გრძივ
ღერძზე განლაგებულია ექვსი ბაზა, რომლებიც
ქვისგანაა დამზადებული და თავისსავე ქვის
კაპიტელებთან ერთად აღმოჩნდა. ბაზები
მარტივი ფორმით ხასიათდება, რომელთაც ხის
სვეტის ჩასადგმელი ფოსოები გააჩნდათ. აქვეა
ნაპოვნი ოქროს ფურცლის ფრაგმენტები.
შესაძლოა, ორდერის სვეტები ოქროთი
ყოფილიყო მორთული. დარბაზი ძვ.წ. III-I
საუკუნეებით თარიღდება.
არმაზციხე,
სვეტებიანი დარბაზის გეგმა

ასეთია ორდერის, ამ გამორჩეული


არქიტექტურული დეტალის წარმოშობისა და
განვითარების ისტორია, რომელიც თავის
აქტუალობას, შეიძლება ითქვას, რომ დღემდე
ინარჩუნებს.

სტატია მოამზადა ლევან ვარდოსანიძემ

ახალგაზრდა არქეოლოგთა საზოგადოება

P.S. აქვე გთავაზობთ სხვადასხვა ფოტოებსა და


ჩანახატებს მსოფლიოს ცნობილი
არქიტექტურული ძეგლებიდან, რომელთაც
ჩვენ მიერ განხილული ორდერები ამშვენებთ.

ისიდას ტაძრის რეკონსტრუქცია, ეგვიპტე


ჰიპოსტალური დარბაზი. კარნაკი, ეგვიპტე
აკროპოლისი, საბერძნეთი. ავტორი Leo von
Klenze, 1846 წელი
პართენონი, აკროპოლისი. ერთი და
იგივე ფოტო, ქვედ

ოტოზე
ვირტუალურად აღდგე
ილი ტაძარი
კარია
ტიდები, აკროპოლისი
პე
რსეპოლისი, ირანი
Share this:

 Twitter
 Facebook

Posted bylosaarchaeologyMay 10, 2020Posted


inUncategorized
Published by losaarchaeology

archaeologist View more posts


Post navigation
Previous PostPrevious post:
მესოპოტამიაზე შეყვარებული
Leave a Reply
Society of Young Archaeologists, Create a free
website or blog at WordPress.com.
Create your website with WordPress.com
Get started
 Follow
 

Privacy & Cookies: This site uses cookies.


Close and accept

By continuing to use this website, you agree to


their use.
To find out more, including how to control
cookies, see here: Cookie Policy

You might also like