You are on page 1of 4

კაპიტელი 

(გვიანდ. ლათ. capitellum „თავი“), სვეტისთავი.


ვერტიკალური საყრდენის (ბოძის ან სვეტის) დამაგვირგვინებელი
ნაწილი, რომელიც პლასტიკურად არის გამოყოფილი. კაპიტელი
საყრდენს გადასცემს არქიტრავისა და მის ზემოთ მდებარე ნაწილების
დატვირთვას. კაპიტელი ცნობილია უძველესი დროიდან. მას ჯერ
კიდევ ძველ აღმოსავლეთის ნაგებობებში იყენებდნენ. ანტიკურ
ეპოქაში ჩამოყალიბდა კაპიტელის სამი ძირითადი
ტიპი: დორიული, იონიური და კორინთული, ორი უკანასკნელის
შეხამებას წარმოადგენს კომპოზიტური კაპიტელი. კაპიტელის
თავისებური ტიპები ცნობილია ჩინურ, იაპონურ, მექსიკურ,
ბიზანტიურ, რომანულ, ძველ რუსულ, ქართულ, სომხურ, შუა აზიის
სახელმწიფოთა და სხვა არქიტექტურაში.

არქიტრავი (ბერძ. arche — საწყისი, მთავარი და ლათ. trabs — კოჭი)


— ანტაბლემენტის ქვედა ჰორიზონტალური ნაწილი, ერთ-ერთი
ძირითადი კონსტრუქციული ელემენტი, რომელიც უშუალოდ
სვეტისთავებს ეყრდნობა. დორეულ და ტოსკანურ ორდერებში
ფართო, სადა ქვის კოჭია, იონურსა და კორინთულში -
დანაწევრებულია ჰორიზონტალური შვერელებით.

ანტაბლემენტი (ფრანგ. entablement წინდ. en, table - მაგიდა, ფიცარი)


— კლასიკური არქიტექტურული ორდერის სვეტებზე დაყრდნობილი
ჰორიზონტალური ნაწილი. შედგება (ქვევიდან ზევით) მზიდავი
ნაწილის - არქიტრავის, მასზე დაყრდნობილი ფრიზისა და
დამაგვირგვინებელი ნაწილის - კარნიზისაგან. სხვადასხვა
არქიტექტურულ ორდერში ანტაბლემენტის პროპორციები და
პლასტიკურრი დამუშავება სხვადასხვანაირია. ანტაბლემენტი
წარმოიშვა ხის კოჭოვანი გადახურვის საფუძველზე და
შენარჩუნებული აქვს მისი სტრუქტურა.

კარიბჭე — შენობის წინ გამოწეული ნაწილი,


რომელიც სახურავის საყრდენი სვეტებით ან თაღებით არის შექმნილი
და ღიაა ერთი მხრიდან. ქალაქის, სასახლის და და სხვა საზეიმო
შესასვლელი. დაგვირგვინებულია ფრონტონით და ატიკით. ფართოდ
იყო გავრცელებული ანტიკურ ეპოქაში ძველ საბერძნეთში. ამ
პერიოდში ხშირად განცალკევებულად მდგომ კარიბჭეებსაც
აგებდნენ. კარიბჭემ განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა ევროპის
არქიტექტურაში (ძირითადად კლასიციზმის ხანაში — XVIII ს.—XIX
საუკუნის I მესამედი). საქართველოს მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვან
ეკლესიებს სამხრეთით (ან ორივე — სამხრეთის და დასავლეთის
მხრიდან) უკეთებდნენ კარიბჭებს, რომლებსაც ხშირად ამკობდნენ
მდიდრული დეკორით. ცნობილია დმანისის
სიონის, ნიკორწმინდის, სვეტიცხოვლის, მანგლისის, ბეთანიისა და
სხვა ტაძართა კარიბჭეები.

ფრონტონი (ფრანგ. fronton < ლათ. frons, ნათესაობითი ბრუნვა frontis


- შუბლი, წინა მხარე) — არქიტექტურაში, შენობის
ფასადის, პორტიკის, კოლონადის დამაგვირგვინებელი ნაწილი
(ჩვეულებრივ სამკუთხედის ფორმისა), რომელიც შემოფარგლულია
სახურავის 2 ფერდითა და კარნიზით. ფრონტონის არეს (ტიმპანი)
ხშირად ამკობენ ქანდაკებით, რელიეფით და სხვა.

ატიკი (ბერძნ. Atiikos - ატიკური), არქიტექტურული ნაგებობის


დამაგვირგვინებელი, კარნიზის თავზე დაშენებული, კედელი.
ხშირად შემკულია წარწერებით ან რელიეფით. ძირითადად
იყენებენ ტრიუმფულ თაღებში.

ტერმინს ატრიუმი (ლათ. atrium) რამდენიმე მნიშვნელობით იყენებენ:

1. ძველ იტალიური და რომაული საცხოვრებელი სახლის


ცენტრალური ნაწილი, რომლის ირგვლივ განლაგებულია
სხვადასხვა დანიშნულების სადგომები. თავდაპირველად
ატრიუმის შუაგულში კერა იყო მოთავსებული და მის თავზე
სახურავს საკვამური ჰქონდა დატანებული. კვამლისაგან
ატრიუმის ჭერი და კედლები იმურებოდა, ამიტომ დაერქვა
ატრიუმი (ლათ. ater - შავი). შემდეგ კერა შეცვალა პატარა აუზმა
(იმპლუვიუმი), რომელშიც სახურავის დიობიდან
(კომპლუვიუმი) წვიმის წყალი ჩადიოდა. გვიანდელი
რესპუბლიკის და იმპერიის ხანაში ატრიუმი რომაული
საცხოვრებელი სახლის ერთ-ერთი საზეიმო - მისაღებ დარბაზად
იქცა.
2. სვეტებით შემოსაზღვრული ღია ეზო გვიანდელ რომაულსა და
ბიზანტიის არქიტექტურაში.

აფრა, პანდატივი — კონსტრუქციული ელემენტი, სამკუთხედის


ფორმის სფერული კამარა, რომელიც შესაძლებელს ხდის ოთხკუთხა
ფუძიდან გუმბათოვან გადახურვაზე თანდათან გადასვლას, ავსებს
ოთხკუთხა სადგომის კედლებზე ამოყვანილ თაღებს შორის
კუთხეებში დარჩენილ სივრცეს.
აფრა, როგორც კონსტრუქციული და მხატვრული სისტემა, პირველად
გამოიყენეს ბიზანტიელმა ხუროთმოძღვრებმა VI საუკუნეში (აია-
სოფიას ტაძარი კონსტანტინოპოლში). საქართველოში ჩნდება VIII-IX
საუკუნეებში (ვაჩნაძიანის ყველაწმინდა კახეთში და სხვა) და ცვლის
მანამდე გავრცელებულ ტრომპებს. საბოლოოდ კი X საუკუნიდან
მკვიდრდება.
აფსიდა, აბსიდი (ძვ. ბერძნ. ἁψίς, ἁψῖδος — თაღი, კამარა) —
შენობის ნაწილი, გეგმით წრიული ან მრავალწახნაგოვანი ფორმის
მოცულობა, რომელიც გადახურულია ნახევარგუმბათით. პირველად
გამოიყენეს ძვ. რომის ბაზილიკაში. ქრისტიანულ ტაძრებში აფსიდა
ჩვეულებრივ აღმოსავლეთკენაა მიმართული და შიგ მოთავსებულია
საკურთხევლის ნაწილი.

You might also like