You are on page 1of 2

ესე

კომპიუტერი ტექნიკური ცივილიზაციის მიღწევაა, რომელიც 21-ე საუკუნეში ჰაერივით


საჭიროა.

კომპიუტერი 21-ე საუკუნის ყოველდღიურ ცხოვრებაში უდიდეს როლს თამაშობს. დღეს


არსებული ტექნიკა,მაგალითად:სმარტ-ტელეფონი, ლეპტოპი, სმარტ- ტელევიზორი და ა.შ.
სწორედ კომპიუტერის კონცეფციით შეიქმნა, ჩემი და უამრავი ადამიანის აზრით, მისი
გამოგონების გარეშე სამყარო ვერასდროს მიაღწევდა ისეთ მწვერვალებს, რომელთა
მიღწევასაც 21-ე საუკუნის ადამიანები ახერხებენ, არ არსებობს დარგი, რომელზეც ამ
გამოგონებამ გავლენა არ იქონია: ტექნიკა, მეცნიერება, ფსიქოლოგია, ბიზნესი, მედია და ა.შ.
კომპიუტერი არის ცივილიზაციის ის უდიდესი მიღწევა, რომელმაც შეძლო კაცობრიობის
ერთმანეთთან დაკავშირება, პირველად ცივილიზაციის არსებობის განმავლობაში,
სხვადასხვა კონტინენტებზე მყოფმა ადამიანებმა ერთმანეთთან კომუნიკაცია სრულიად
უპრობლემოდ, წამებში შეძლეს. უნდა ავღნიშნოთ, რომ თავდაპირველად კომპიუტერს
სრულიად სხვა ფუნქცია გააჩნდა, არავინ ფიქრობდა, რომ ეს საგანი თითქმის ყველა
ადამიანის ცხოვრების ნაწილი გახდებოდა. ტურინგის მანქანა, რომელიც შეიძლება
კომპიუტერების „მამა“-თაც ჩაითვალოს, გერმანელებს შორის არსებულ კრიპტურ საუბრებს
ხსნიდა, ეს ისტორია კარგადაა აღწერილი ფილმ „იმიტაციის თამაშში“, ალან ტურინგმა,
რომელმაც ომის მოგებაში უდიდესი წვლილი შეიტანა, უფრო დიდი როლი ითამაშა
მომავალი ცივილიზაციის ცხოვრების შეცვლაში, მიუხედავად იმისა , რომ ის ამის მომსწრე
არ გამხდარა.

იმის დამტკიცება , რომ კომპიუტერი ერთერთი ყველაზე გენიალური გამოგონებაა, ბევრი


მაგალითით შემიძლია. დავიწყოთ იმ ფაქტით, რომ დღეს მე, სკოლის მოსწავლე, ისეთივე
საგნის მეშვეობით ვახერხებ დავალების დაწერას, როგორი საგნითაც ალან ტურინგმა მეორე
მსოფლიო ომი, ფაქტობრივად, მოიგო. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მიზნებს შორის დიდი
განსხვავებაა, ამ ყველაფრის მიღწევა ერთი საგნის მეშვეობით შევძელით, მისი კომპიუტერი
ბევრად განსხვავდება ჩემისგან, მისი წყობა ბევრად უფრო არაგაწონასწორებული და უხეშია,
შეიძლება ითქვას, არაპრაქტიკულიც კი, ჩემი კომპიუტერის წყობა მასთან შედარებით,
მოკლედ რომ ვთქვათ, გასაოცარია. დავალების დაწერასთან ერთად, შემიძლია შევამოწმო
დრო, შემიძლია მოვიძიო საჭირო ინფორმაცია წიგნების გარეშე, შემიძლია დავალების
დაწერის შემდეგ გამოვიწერო ტანსაცმელი და დავუკავშირდე მეგობრებს, შემდეგ ვუყურო
ფილმს სწორედ მისი ცხოვრების და კომპიუტერის შესახებ,ჩვენთვის 1940 წლის კომპიუტერი
მეტად უბრალოა, მისი დაპროგრამება ნებისმიერ პროგრამისტს შეუძლია, მაგრამ ჩვენი
კომპიუტერები ერთი და იმავე ბაზისგან აიგო, ორივეში არსებობს პროგრამა, ორივეში
არსებობს რაღაც, რაც ადამიანისგან დამოუკიდებლად ახერხებს დავალებების ამოხსნას,
პროცესორი. ამ საუბრით ხაზი გავუსვი კომპიუტერის ევოლუციას და მის განსხვავებას
თავდაპირველ კომპიუტერებთან შედარებით. შემდეგ შეიქმნა მულტიფუნქციური
კომპიუტერები, რომელთაც დღეს ჩვენ ვხმარობთ, ამის შექმნის შემდეგ გაჩნდა ინტერნეტი,
ინტერნეტის გაჩენასთან ერთად შეიქმნა ქსელები, შეიქმნა საიტები, სოციალური მედია,
დღესდღეობით ადამიანებისთვის წარმოუდგენელია ამ ყველაფრის გარეშე არსებული
დედამიწა, მარკ ზუკემბერგმა, რომელმაც შექმნა ფეიბუკი, ვერასდროს შექმნიდა ამ უდიდეს
საიტს, თუ არ იარსებებდა სწორედ კომპიუტერი, სოციალურმა მედიამ სრულიად შეუცვალა
კომპიუტერის ფუნქცია, სწორედ ამით გახდა მისი მთავარი ხიბლი კომუნიკაცია,
სოციალური მედიის შექმნის შესახებ ბევრი ფილმი არსებობს , როგორიცაა “სოციალური
ქსელი“. ყველა საგანს, რომელსაც უდიდესი სიკეთე და პროგრესი მოაქვს
საზოგადოებისთვის, შეუძლია მოიტანოს ასეთივე ზომის უბედურებაც, კომპიუტერის
შექმნასთან ერთად მაშინვე დაიბადა ისეთი პრობლემები, როგორიცაა ღრმა ქსელები, კიბერ
ბულინგი, პირატინგი და ა.შ. მან დიდი პრობლემები შეუქმნა საზოგადოების მენტალურ
ჯანმრთელობას და ხელი შეუწყო არარეალური ინფორმაციის გავრცელებას, ამ პრობლემების
მიუხედავად, საზოგადოება სრულად მიბმულია მის არსებობაზე, მის გარეშე ვერ იარსებდა
მილიონობით ბიზნესი და დარგი, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ინტერნეტის არსებობის
გამო შეიქმნა.

ამ ყველაფრის განხილვის შემდეგ, ადვილი დასანახია ის ფაქტი , რომ სასიკეთოდ თუ


საუბედუროდ, ჩვენი ცხოვრება სრულად მიბმულია ტექნიკაზე, მათ გარეშე ჩვენი ცხოვრება
ბევრად არაპროდუქტიული და უინტერესო იქნებოდა, ამიტომ კაცობრიობა სრულიად უნდა
ეცადოს მისი ნაკლის აღმოფხვრას და კარგის გაუმჯობესებას, ის ფაქტი, რომ ტექნიკური
სამყარო პრობლემებით სავსეა, სწორედ კაცობრიობის ანარეკლია. ის სიბოროტე, რომელსაც
ინტერნეტი ბადებს, სწორედ ადამიანებისგან ჩნდება, ამიტომაც შეუძლებელია ყველა
პრობლემის აღმოფხვრა, მიუხედავად ამისა, კომპიუტერი კიდევ დიდ ხანს შეძლებს
კაცობრიობის და სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლას.

You might also like