You are on page 1of 2

ესე

არსებობს მოსაზრება, რომ სახელმწიფოს მკაცრი პოლიტიკა ნარკომანიის მიმართ


გაუმართლებელია, ~რადგანაც სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაკისრებით ამ
პრობლემის მოგვარება შეუძლებელია.

ნარკოტიკების თემა ადამიანისთვის ყოველთვის ბურუსით იყო მოცული, დიდი ხნის


განმავლობაში , ის ბევრი მეფის და ლიდერის, მხატვრის და მეცნიერის, უცნობი თუ
ცნობილი ადამიანის ცხოვრების ნაწილი იყო, მეცნიერების განვითარებამდე, ნარკოტიკის
ცუდ შედეგებსა და დამოკიდებულებაზე არავინ ფიქრობდა, არავინ განიხილავდა მის
კანონებს და მის წინაამღდეგ ჩატარებულ რეფორმებს. ადამიანს მასთან ყოველთვის
შორიახლო ურთიერთობა ჰქონდა. ეს ყველაფერი 20-ე საუკუნეში შეიცვალა, როდესაც
ნარკოტიკი უბრალო , ჯადოსნური ნივთიერებისგან დამანგრეველ, ბოროტ ნივთიერებად
გარდაიქცა, რომელიც ნებისმიერ შემხებ ადამიანს გაანდაგურებდა. შეგვიძლიათ ვთქვათ,
რომ ნარკოტიკის საფრთხის აღმოჩენასთან ერთად შეიქმნა ის მტერიც , რომელსაც
სახელმწიფო ებრძვის. მინდა ავღნიშნო, რომ სახელმწიფოს დღევანდელი ბრძოლის ტაქტიკა
ნარკომანიის წინაამღდეგ, სრულიად აზრს მოკლებულია, ის აუცილებლად მოითხოვს
უამრავ ცვლილებას, რადგან სახელმწიფოს ყოველი არასწორი ნაბიჯი სწორედ
მოსახლეობაზე ისახება. პირველ რიგში , უნდა გავიაზროთ ეგრედწოდებული „ნარკომანი“
ადამიანის ცნება, საზოგადოების ნაწილი მას კრიმინალ, კანონდამრღვევ, უპასუხისმეგბლო
ადამიანად წარმოიდგენს, რომელიც არ ფიქრობს თავის თავსა და მის ირგვლივ
გარშემომყოფებზე, ის ქვეყნისა და ახალგაზრდობისთვის დიდ საფრთხეს წარმოადგენს, ეს
მოსაზრება, ნაწილობრივ გამართლებულია, იმ შემთხვევაში, თუ ზურგს შევაქცევთ
ადამიანის ისტორიასა და ნიშან-თვისებებს, დაავადებებსა და დანარჩენ პრობლემებს, მაშინ
ამ პრობლემაზე საკმაოდ მარტივი დასკვნის გამოტანა შეიძლება, ყველა „ნარკომანი“ ციხეში
უნდა ჩაჯდეს. მაგრამ, ცხადია, რომ ადამიანის ბუნება ასეთი მარტივი არ არის,განვიხილოთ
ძლიერი ნარკოტიკების შემთხვევა, ადამიანი, რომელიც იაზრებს მის საფრთხეს და მას მაინც
იყენებს, ძირითად შემთხვევაში ნარკოტიკს ერთადერთ გამოსავლად ხედავს, მას ეფარება და
თავის გადარჩენის ილუზიას იქმნის, ეს ილუზია კი სულ მალე, უდიდეს მონსტრად
ყალიბდება და ადამიანს კონტროლის უნარს ართმევს, „ნარკომანი“ ამ სიტუაციაში ერთერთი
დაზარალებულია, ნარკოსამყარო კი ის კრიმინალი, რომელიც ადამიანებს აზარალებს.
სახელმწიფო ნარკობაზრის წევრებთან ერთად, უმკაცრესად სჯის თავად დაზარალებულებს,
რომლებსაც ციხეში ჩასმის მაგივრად, ფსიქიატირული დახმარება სჭირდებათ. ციხე
ვერასდროს გააქრობს დამოკიდებულებას და ლტოლვას ნარკოტიკისამდი, ადამედ მას
გაანძვიფრებს „ნარკომანს“ უნდობლობის გრძნობას გაუჩენს და უფროდაუფრო შეეფარება
ეგრედწოდებულ „მძიმე“ ნარკოტიკებს, იმ სახელმწიფოში, სადაც შედარებით უსაფრთხო,
არადამოკიდებულ ნარკოტიკსა და მძიმე ნარკოტიკს ერთი კანონი და ერთი სადამსრჯელო
ღონისძიება მიესადაგება, ვერასდროს გაქრება ნარკომანიის პრობლემა. ამ პრობლემის
მოგვარების ერთერთი გზა , „შუამავალი“ ნარკოტიკების ლეგალიზება ან
დეკრიმინილიზაციაა, შედეგად იკლებს უფრო მძიმე, დამანგრეველი ნარკოტიკების
მოხმარებაც. მაგალითად ავიღოთ ისტორიული ფაქტი , ამერიკის ისტორიის განმავლობაში ,
ალკოჰოლიზმის ერთერთი პიკი სწორედ 1920-1933 წლებში იყო, როდესაც მთავრობამ
ალკოჰოლის წინაამღდეგ „მშრალი კანონი“ შემოიტანა. მაშასადამე, ამ ფაქტების
გათვალისწინებით შეიძლება იმ აზრის გამოტანა, რომ ციხე და სასამართლო ამ შემთხვევაში
ვერ იქნება პრობლემის ეფექტური და სამართლიანი გადაჭრის გზა, სახელმწიფოს ტაქტიკა კი
აუცილებლად უნდა შეიცვალოს.

You might also like