You are on page 1of 3

ორმოც წელზე მეტი ხნის წინ, ამერიკის პრეზიდენტმა რიჩარდ ნიქსონმა გამოაცხადა

ნარკოტიკების ბოროტად გამოყენება ხალხის პირველ მტრად, რის შედეგადაც დაიწყო


უპრეცედენტო გლობალური კამპანია: ომი ნარკოტიკების წინააღმდეგ. დღეს, ნარკოტიკების
წინააღმდეგ ბრძოლამ უზარმაზარი მარცხი განიცადა, რასაც დამანგრეველი
გაუთვალისწინებელი შედეგები მოჰყვა. ამან გამოიწვია დიდი რაოდენობის პატიმრების
რიცხვი ამერიკის ციხეებში და საქმე მიიყვანა კორუფციიდან, პოლიტიკურ
დესტაბილიზაციიდან და ძალადობიდან ლათინურ ამერიკაში, აზიასა და აფრიკაში,
სისტემატიური ადამიანის უფლებების ბოროტად გამოყენებამდე მსოფლიოს
გარშემო.ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლამ უარყოფითად იმოქმედა მილიონობით
ადამიანის სიცოცხლეზე. ეს ყველაფერი იმ დროს როდესაც, ჩვენ ვხარჯავთ მილიარდობით
დოლარს ყოველ წელიწადს, მხოლოდ იმისათვის, რომ შევქმნათ და უფრო გავაძლიეროთ
ძლიერი კარტელები, როდესაც მიზანი ნარკოტიკების წინააღმდეგ ომის მოგებისა უფრო
ნაკლებ მიღწევადია ვიდრე ოდესმე: მსოფლიო ნარკოტიკების გარეშე. როგორ შეიძლება ეს
მომხდარიყო? ძირითადი სტრატეგია ნარკოტიკების წინააღმდეგ არის: არ არის ნარკოტიკები,
არ არის პრობლემები.ასე რომ მთელი ძალისხმევა ბოლო ათწლეულების განმავლობაში
ფოკუსირებული იყო ნარკოტიკების მარაგის განადგურებისკენ და ნარკოტიკების
ტრეფიკერების დაპატიმრებისკენ. მაგრამ ეს ყველაფერი აიგნორებს საბაზრო ფუნდამენტს,
მარაგისა და მოთხოვნის წესს. თუ შენ შეამცირებ ნებისმიერი რამის მარაგს მოთხოვნის
შემცირების გარეშე, ამ ნივთის ფასი იწევს მაღლა. ამან შეიძლება შეამციროს ბევრი
პროდუქტის გაყიდვების რაოდენობა, მაგრამ არა ნარკოტიკებისა. ნარკოტიკების ბაზარი არ
არის ფასზე დამოკიდებული. ნარკოტიკების მოხმარების რაოდენობა არ არის
დამოკიდებული ფასზე. ასე რომ ეს ყველაფერი ახალისებს მეტი ნარკოტიკის წარმოებასა და
რეკრუტირებას მეტი ტრაფიკერებისა, რაც ზრდის ხელმისაწვდომობას.ეს მოვლენა
ცნობილია, როგორც ბუშტის ეფექტი: იმ შემთხვევაში თუ ნარკოტიკების წარმოება ან
ძირითადი მიწოდების მარშრუტი განადგურდება, მარაგი საბოლოო მომხმარებლისათვის არ
მცირდება. არაჩვეულებრივი მაგალითი ამისა არის მეტამფეტამინი. ამერიკის მთავრობა
ცდილობდა მისი წარმოების შეჩერებას მკაცრი რუგულირებით იმ ნივთიერებებზე,
რომლებიც გამოიყენებოდა ამ ნარკოტიკის წარმოებისათვის. ამან აიძულა დიდი
მეტამფეტამინის მწარმოებლები ბიზნესიდან გასულიყვნენ, მაგრამ გაუთვალისწინებელმა
შედეგებმა გამოიწვია ათასობით პატარა ზომის ოპერაციის დაწყება მთელი ქვეყნის გარშემო,
ძირითადად პატარა ქალაქებსა და სოფლებში, იმ ნივთიერებების გამოყენებით რომლებიც არ
იყო რეგულირებული. ამის საპასუხოდ, რამდენიმე ამერიკის შტატს სურდა შეემცირებინა
სახლში გაკეთებული მეტამფეტამინის მარაგი მეტი რეგულაციების შემოღებით მეტ
ნივთიერებაზე, რამაც აქტიურად შეამცირა ნარკოტიკის წარმოება. მაგრამ მეტამფეტამინის
მარაგი არ შეცვლილა. მექსიკურმა კარტელებმა სასწრაფოდ აიღეს და გახსნეს დიდი
პროდუქციული ოპერეციები. მათი მეტამფეტამინი უკეთესი იყო ვიდრე მანამდე და მათ
ბევრი გამოცდილება ჰქონდათ კონტრაბანდაში. ასე რომ ყველა ამ მცდელობამ
მეტამფეტამონის წარმოება უფრო პროფესიონალური გახადა,ნარკოტიკი გახადა უფრო
ძლიერი და ამავდროულად მარაგი არ შემცირებულა.შენ არ შეგიძლია მოიგო ეს ომი მარაგის
შემცირებით. ნარკოტიკები არამარტო ხელმისაწვდომია, მოთხოვნა შეუმცირებადი, ზოგი
მათთაგანი უფრო ძლიერი ვიდრე ადრე იყო , 30 მილიარდიანი ბიუჯეტით, არამედ ამერიკის
ნარკოტიკების აღსრულების სააგენტოს ეფექტურობის მაჩვენებელი 1%-ზე ნაკლებია,
როდესაც ამერიკაში შეტანილი ნარკოტიკების მიწოდებასთან მიდის საქმე.
არასრულწლოვნებისთვის ნარკოტიკებისა და ალკოჰოლის მოპოვება ერთნაირ სირთულეს
წარმოადგენს. მაგრამ ეს ყველაფერი აქ არ ჩერდება. აკრძალვამ შესაძლოა შეამციროს
მომხმარებლების რაოდენობა, მაგრამ ამ ყველაფრის პროცესში სოციუმს დიდი ზიანი
აყენდება. ბევრ პრობლემას რომელთაც ჩვენ ნარკოტიკების მოხმარებას ვუკავშირებთ,
სინამდვილეში მათ წინააღმდეგ ბრძოლა იწვევს. მაგალითად, აკრძალვა ნარკოტიკებს
აძლიერებს. რაც უფრო მეტ ძლიერ ნარკოტიკს ჩაატევ პატარა სივრცეში, მით უფრო მეტ
მოგებას იპოვი. იგივე მოხდა ალკოჰოლის აკრძალვისას, რამაც გამოიწვია ძლიერი ლიქიორის
მოხმარების ზრდა ლუდთან შედარებით. ნარკოტიკების აკრძალვამ ასევე გამოიწვია მეტი
ძალადობისა და მკვლელობის ფაქტები მსოფლიოს გარშემო. ბანდებისა და
კარტელებისათვის ხელმიუწვდომელია ლეგალური სისტემა დავების მოსაგვარებლად, ასე
რომ ისინი იყენებენ ძალადობას. ამან გამოიწვია სისასტიკის მაჩვენებლის გაზრდა.
რამდენიმე კვლევაზე დაყრდნობით , ჰომოციდის მაჩვენებელი ამერიკაში 25-75%-ით უფრო
მაღალია ნარკოტიკებთან ბრძოლის გამო. და მექსიკაში, წინა ხაზზე მყოფ ქვეყანაში 2007-14
წლებში 164 ათასი ადამიანი იქნა მოკლული, მეტი ადამიანი ვიდრე ავღანეთისა და ერაყის
საომარ ზონებში ერთად აღებული. მაგრამ ყველაზე დიდი ზიანი სადაც ნარკოტიკებთან
ბრძოლამ შეიძლება მიაყენოს საზოგადოებას არის უდანაშაულო ხალხის ციხეში ამოკეტვა.
მაგალითად, ამერიკის შეერთებული შტატებს, ერთ-ერთ მამოძრავებელი ძალას
ნარკოტიკებთან ბრძოლაში, ყავს მსოფლიოს მოსახლეობის 5%, მაგრამ 25% მსოფლიო
ციხეების პოპულაციისა. ეს გამოიწვია მკაცრმა სასჯელებმა და სავალდებულო მინიმუმებმა.
უმცირესობები იტანჯებიან ძირითადად ამის გამო. აფრო-ამერიკელები შეადგენენ
პატიმრების 40%-ს. და როდესაც თეთრკანიან ბავშვებს უფრო მეტი შანსი აქვთ ნარკოტიკების
ბოროტად გამოყენებისა, შავკანიან ბავშვებს 10-ჯერ უფრო ხშირად იჭერენ
ნარკოდანაშაულებთან დაკავშირებით. კარგი, შეგვიძლია თუ არა სხვა რამის გაკეთება? არის
თუ არა გამოსავალი ამ არეულობიდან? 1980 წელს შვეიცარიამ გამოიარა საჯარო
ჯანმრთელობის კრიზისი, ჰეროინის გამოყენებასთან დაკავშირებით. შიდსის მაჩვენებელი
კატასტროფულად გაიზარდა და ქუჩის დანაშაული პრობლება გახდა. შვეიცარელმა
ავტორიტეტებმა სხვა მეთოდი სცადეს: ზიანის შემცირება. მათ გახსნეს უფასო ჰეროინზე
დამოკიდებული ხალხის შესანარჩუნებელი ცენტრი, სადაც დამოკიდებულები
განიკურნებოდნენ. აქ ხალხს აძლევდნენ უფასო მაღალი ხარისხის ჰეროინს, იღებდნენ
სუფთა ნემსებს და ჰქონდაღ უფასო წვდომა უსაფრთხო ინექციის ოთახებზე, საშხაპეებზე,
საწოლებსა და სამედიცინო ზედამხედველებზე. სოციალური მუშაკები ეხმარებოდნენ მათ
სახლის მოძებნაში და მათ ცხოვრებაში სხვა პრობლემების დაძლევაში. რეზულტატი იყო ის,
რომ მკვეთრად შემცირდა ნარკოტიკებთან დაკავშირებული დანაშაულებები და ცენტრში
მყოფი ხალხის ორ მესამედს გაუჩნდა სამსახური, რადგან მათ უკვე შეეძლოთ ეფიქრათ
გაუმჯობებისაკენ იმის მაგივრად რომ ეძებნათ ფინანსები მათი დამოკიდებულების
დასაკმაყოფილებლად. დღესდრეობით შვეიცარიაში 70% ჰეროინზე დამოკიდებულებისა
განიკურნენ, შიდსით დაავადებულთა რაოდენობა დრამატულად შემცირდა. ჰეროინის ჭარბი
დოზით სიკვდილიანობა 50% -ით შემცირდა. და ნარკოტიკთან დაკავშირებით ქუჩის სექსისა
და დანაშაულების რაოდენობა მკვეთრად შემცირდა.ასე რომ არის მეთოდები რომლებიც არა
მარტო შედარებით იაფია, არამედ მუშაობენ იმის მაგივრად, რომ მეტი პრობლემა შექმნან.
ნარკოტიკების აკრძალვამ გამოიწვია სისტემის შექმნა, რომელიც ადამიანს უფლებებს
ლახავს, ღირს ძალიან დიდი ფული და ქმნის ბევრ ადამიანურ უბედურებას. 40 წლის
ბრძოლის შემდეგ დროა რომ საბოლოოდ მოვრჩეთ ბრძოლას ნარკოტიკების წინააღმდეგ და
გადავინაცვლოთ რაიმე უკეთესზე.

You might also like