Professional Documents
Culture Documents
-si, si, Signora, brutto tempo(2). დიახ, ქალბატონო, ძალიან ცუდი ამინდია.
კატა სადღაც იქვე, მარჯვენა მხარეს უნდა ყოფილიყო. ქალი ზღურბლთან იდგა და
ფარდულის ქვეშ აპირებდა გავლას როცა მოულოდნელად მის ზურგსუკან
ვიღაცამ ქოლგა გაშალა. ეს სწორედ ის მსახური ქალი იყო, ვინც ყოველდღე მათ
ოთახს ალაგებდა.
-კატა?
-ნეტავ სად უნდა წასულიყო? - თქვა მან, თან კითხვისგან დაღლილ თვალებს
ასვენებდა.
უკვე ბინდდებოდა.
-მინდა რომ თმები ჩამოვისწორო, მაგრად შევიკრა უკან და დიდი ბანტი გავიკეთო
- განაგრძო ქალმა - კიდევ მინდა რომ კნუტი მყავდეს, და როცა მუხლებზე
დავიწვენ და მოვეფერები კრუტუნი დაიწყოს.
-და მაინც, მინდა კატა. კატა მინდა გესმის? ახლავე. თუ არ შეიძლება რომ გრძელი
თმები მქონდეს, კატა ხომ შეიძლება რომ მყავდეს?
კართან მსახური ქალი იდგა. მჭიდროდ ყავდა ტანზე მიკრული დიდი კოპლებიანი
კატა, რომელიც როგორც ჩანს მძიმე უნდა ყოფილიყო.
5)Avanti - მობრძანდით.(იტალ.)