You are on page 1of 4

შუალედური გამოცდა

გიორგი შონია

ჯგუფი 108030

ლექტორი- ლევან იმნაიშვილი

11დეკემბერი 2020

1.დღეს ადამიანები იყენებენ თვლის ათობით სისტემას, ხოლო დღევანდელ


კომპიუტერებში გამოიყენება თვლის ორობითი სისტემა. რამ განპირობა ეს?

თვლის სისტემა ეწოდება რიცხვთა ჩაწერის სიმბოლურ მეთოდს, რომელიც განსაზღვრავს


რიცხვთა წარმოდგენის წესებს.

ადამიანს უძველესი დროიდან უწევდა სხვადასხვა საგნების დათვლა . ამის გამო,


სავარაუდოდ, თავდაპირველად თვლის უნარული სისტემა შეიქმნა, სადაც რიცხვები
აღინიშნებოდნენ შესაბამისი რაოდენობის.

თვლის სისტემებს შორის ყველაზე გავრცელებულია ათობითი სისტემა, რომელშიც


გამოიყენება ათი ციფრი: 0, 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8 და 9. ყველაზე მარჯვენა ციფრი აღნიშნავს
ერთეულთა თანრიგს, მარჯვნიდან მეორე - ათეულთა თანრიგს, მარჯვნიდან მესამე -
ასეულთა თანრიგს და ა. შ. მაგ.: 746=7*100+4*10+6.

ელექტრონულ გამომთვლელ მანქანებში ფართოდ გამოიყენება ორობითი სისტემა ეს


განპირობებულია კომპიუტერის პროცესორისა და მეხსიერების ორგანიზაციის
თავისებურებებით. თანამედროვე კომპიუტერებში ეს მოწყობილობები დამზადებულია
მკაცრად მოწესრიგებული კრისტალური მესრის მქონე ნივთიერებებისაგან (ან
შენადნობებისაგან) და შეიცავენ ერთმანეთისაგან იზოლირებულ მილიარდობით
უბანს.სწორედ იმის გამო, რომ ბიტს შეუძლია მხოლოდ ორნაირი მნიშვნელობა მიიღოს,
ელექტრონული გამომთვლელი მანქანები დაფუძნებულია თვლის ორობით სისტემაზე.

2.ბოლნისის სიონის ასომთავრულმა წარწერამ გაუძლო 15 საუკუნეს. ინფორმაციის


შენახვა ქაღალდზე უფრო საიმედოა თუ კომპიუტერის მაგნიტურ დისკოზე?

პერსონალური კომპიუტერი შექმნამ ყველა პროცესი ბევრად უფრო გააადვილა და


დააჩქარა. ახლა ავტორი ტექსტს წერს არა ქაღალდზე, არამედ კრეფს თავის
პერსონალურ კომპიუტერში. იქვე ასწორებს და შემდეგ დისკით მიაქვს ან სულაც
ელექტრონული ფოსტით აგზავნის რედაქციში. ტექსტის პრინტერზე დაბეჭდვის საჭიროება
დაყვანილია მინიმუმამდე. მთელი სარედაქციო პროცესი მიმდინარეობს კომპიუტერში და
თანაც სპეციალური სარედაქტორო პროგრამების საშუალებით . ამ პროგრამების
საშუალებით ხდება ტესტისგანლაგება გვერდებზე, დაყოფა სვეტებად . ყველაფერი ეს
ხდება კომპიუტერის მონიტორზე. ამ საქმიანობისათვის შექმნილია სპეციალური სამაგიდო
საგამომცემლო სისტემებიქაღალდზე დაბეჭდილი წიგნისგან განსხვავებით ,
ელექტრონულ გამოცემაში (eBook -electronic Book) შესაძლებელია ინფორმაციის
რამდენიმე სახეობის გაერთიანება, რისი წარმოდგენაც კომპიუტერის
შესაძლებლობებშია, მაგალითად ხმის და მოძრავი გამოსახულებების. ქაღალდზე
დაბეჭდილ წიგნებთან შედარებით ელექტრონულ წიგნებს გააჩნიათ კიდევ მრავალი
უპირატესობა. მაგალითად მათი მოცულობა ძალიან მცირეა, ერთ CD დისკზე
შესძლებელია ჩაწერილი იქნას ასეულობით წიგნი. ელექტრონული წიგნების გამოცემა
ბევრადუფრო ადვილია, ბევრად უფრო სწრაფად და იაფად ხდება მაღი გამოცემა .
კითხვის დროს ელექტრონულ წიგნებში შესაძლებელია შრიფტის ტიპის, ზომების და
ფერის შეცვლა, შესაძლებელია სიტყვების ძებნა და კიდევ მრავალი სხვა .

3.რაში მდგომარეობს კაცობრიობის წინაშე ფონ–ნეიმანის დამსახურება?

პირველი თაობის კომპიუტერების არქიტექტურის ჩამოყალიბებას საფუძვლად დაედო


სამი დიდი მეცნიერის შრომები. ესენიიყვნენ: კლოდ შენონი, ალან ტიურინგი და ჯონ ფონ
ნეიმანი.

განსაკუთრებული ღვაწლი პირველი თაობის კომპიუტერების არქიტექტურის


ჩამოყალიბებაში მიუძღვის იმ დროის ცნობილ მათემატიკოსს ჯონ ფონ ნეიმანს.იგი
დარწმუნდა, რომ კომპიუტერების შექმნა დიდი როდენობით გადამრთველებითა და
კაბელებით საკმაოდ შრომატევადი, ხანგრძლივი და ძვირი პროცესია. ამიტომ, უმჯობესი
იქნებოდა კომპიუტერის აგება ისეთნაირად, რომ პროგრამა მოთავსებული იქნას
კომპიუტერის დამმახსოვრებელ მოწყობილობაში კოდირებული სახით – ციფრულ
ფორმაში, მონაცემებთან ერთად.მან ასევე შესთავაზა ENIAC–სა და სხვა ადრეულ
კომპიუტერებში ათობითი არითმეტიკა (ერთი ათობითი თანრიგის შექმნისათვის
გამოიყენებოდა 10 ელექტრონული მილაკი –1 ჩართული და 9 გამორთული) შეეცვალათ
ბინარული არითმეტიკით. მის მიერ შექმნილი პროექტი დღეს ცნობილია, როგორც ფონ
ნეიმანის გამომთვლელი მანქანა. ეს პროექტი გამოყენებული იქნა კომპიუტერში EDSAC,
რომელმაც დიდი გავლენა იქონია კომპიუტერული ტექნიკის შემდგომ
განვითარებაზე.ფონ ნეიმანის იდეები დღესაც საფუძვლად უდევს თანამედროვე
კომპიუტერების არქიტექტურას. ამ კომპიუტერის არქიტექტურა შეიძლება განზოგადებული
იქნას, როგორც პირველი თაობის კომპიუტერების არქიტექტურა

4.მობილურ ფიჭური კავშირის იდეა ცნობილი იყო ჯერ კიდევ გასული საუკუნის 40–
იან წლებში, მაგრამ არ იყო განვითარებული კომპიუტერული ტექნოლოგიები. რაში
დაეხმარა ეს უკანასკნელი ფიჭური კავშირის იდეას?

კავშირგაბმულობის თანამედროვე საშუალებებს განეკუთვნებიან საკაბელო


კავშირგაბმულობის ელექტრული და ოპტიკური, ფაქსიმილური, ოპტიკურ–ბოჭკოვანი
საშუალებები. ასევე უსადენო კავშირის საშუალებები: რადიოტელეგრაფი ,
რადიოსარელეო, თანამგზავრული, პეიჯერული, ფიჭური სატელეფონო, ინტერნეტ–
ტელეფონია, თანამგზავრული ციფრული ტელევიზია.უსადენო კავშირგაბმულობა
შეიძლება განხორციელებული იქნას გრძელი, საშუალო, მოკლე და ულტრამოკლე
რადიოსიხშირულ დიაპაზონებში, თანამგზავრული კავშირის არხების და კოსმოსური
რეტრასლიატორების საშუალებით და ფიჭური კავშირგაბმულობის საშუალებით.მ
ობილური ფიჭური კავშირგაბმულობის იდეა ემყარებოდა ასევე აბონენტისაგან მიღებული
სატელეფონო სიგნალის კომპიუტერულ კონტროლს, როდესაც ეს სიგნალი ფიჭის ერთი
ურედიდან გადადიოდა მეორე უჯრედში. სწორედ კომპიუტერული კონტროლი
უზრუნველჰყოფდა წამის მეათასედ ნაწილებში მობილური ტელეფონის ერთი გადამცემი
ანტენიდან მეორეზე გადართვას. ყველაფერი ეს იმდენად სწრაფად ხდება , რომ აბონენტი
ვერაფერს ვერ გრძნობს. მობილური კავშირგაბმულობის ცენტრალურ ნაწილს
წარმოადგენს კომპიუტერები. მათი საშუალებით ხდება ფიჭის უჯრედებში აბონენტების
მოძიება და მათი სატელეფონო ქსელთან მიერთება. აბონენტი როდესაც
გადაადგილდება ფიჭის ერთი უჯრედიდან მეორეში კომპიუტერების საშუალებით ხდება
მათი ერთი საბაზო სადურიდან მეორეზე გადაცემა და უკან დაბრუნებაც, ანუ
ხორციელდება როუმინგი.

5.ახლა ექსპლუატაციაში გვაქვს LCD–მონიტორები. რაში მდგომარეობს მისი


ძირითადი უპირატესობა СRT მონიტორთან შედარებით?

არსებობს გამოსახულების ასახვის ტრადიციული სისტემები. მათ რიცხვს მიეკუთვნება


კინოპროექტორები, დიაპროექტორები, ტელევიზორები, კომპიუტერის მონიტორები.
უკანასკნელ ხანებში ასახვის ტრადიციულ სახეობებს დაემატა კიდევ ასახვის
თანამედროვე საშუალებები, როგორებიცაა მულტიმედიური პროექტორები, LCD–
მონიტორები, პლაზმური მონიტორები, კედლის მონიტორები, ინტერაქტიული დაფები ,
პლანშეტები, სასწავლო კომპლექსები და მართვის ინტეგრირებული სისტემები . შეიქმნა
ასახვის სისტემების გამოფენებისათვის, საკონფერენციო დარბაზებისათვის,
სკოლებისათვის, სტადიონებისათვის და ა.შ.

LCD–პროექტორებში ფერადი გამოსახულების მისაღებად სამი პანელი – წითელი , მქვანე


და ლურჯი ფერების მისაღებად. ფერების მისაღებად სამი მიკროსარკული ზედაპირი კი
გამოიყენება მაღალხარისხიან პროფესიონალურ მულტიმედია–პროექტორებში .

LCD–პანელის კონსტრუქციის, ხარისხის, სიმძლავრის და ნათურის ტიპის მიხედვით


მულტიმედიურ პროექტორებს შეუძლიათ სინათლის სხვადასხვა ნაკადის შექმნა და
შესაბამისად ეკრანზე მიიღება სხვადასხვა სიკაშკაშისა და სიმკვეთრის
გამოსახულება.მულტიმედიური პროექტორების ზოგიერთი მოდელი აღჭურვილია
ჩამონტაჟებული დინამიკებით ვიდეოფილმის ხმოვანი ბილიკის გასახმოვანებლად .
პრეზენტაციის ჩატარების დროს ძალიან მოსახერხებელი იქნება ხმის პულტის
საშუალებით რეგულირება. ეს ყველაფერი კარგია, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ , რომ
დიდი აუდიტორიის წინაშე პრეზენტაციისათვის პროექტორის დინამიკები საკმარის
ხარისხს ვერ უზრუნველყოფენ და საჭირო იქნება სპეციალური აკუსტიკური სისტემის
გამოყენება.

6. მიჩნეულია, რომ ადამიანს გააჩნია გრძნობის ხუთი ორგანო: სმენა, ხედვა, ყნოსვა,
გემო, ფიზიკური შეხება. თქვენი სმარტფონიდან გამოყავით ადამიანის გრძნობის
ორგანოს შესაბამისი სენსორები?

სენსორული პანელი ეფუძნება ოთხ ძირითად ეკრანის ტექნოლოგიას:


Resistive(რეზისტივური), Capacitive (მოცულობითი), Surface Acoustical Wave (SAW) და Infrared
(IR). ზოგადად სენსორულ ეკრანს აქვს სამი ძირითადი კომპონენტი: შეხების
სენსორი,კონტროლერი და პროგრამული უზრუნველყოფა. სენსორული ეკრანი
შეტანისმოწყობილობაა, ასე რომ ის უნდა იყოს ეკრანთან და კომპიუტერთან ან სხვა
მოწყობილობასთან ერთად რათა შეიქმნას სრული შეყვანის სისტემა.

ადამიანისა და კომპიუტერის ურთიერთქმედების არსებული სისტემების დიზაინი


შეიძლება მივაკუთვნოთ ადამიანის გრძნობის ორგანოების ტიპის კატეგორიას . თუმცა , ეს
მოწყობილობები ადამიანის მხოლოდ სამ გრძნობაზე არის დამყარებული :
მხედველობით, სმენით და შეხების გრძნობებზე.
ინფორმაციის შესაყვანი მოწყობილობები, რომელიც მხედველობაზეა დამყარებული
ყველაზე გავრცელებულია, ესენია ან ღილაკის ტიპის ანდა კურსორიანი მოწყობილობები .
ღილაკის ტიპის მოწყობილობაში იგულისხმება, მაგალითად, კლავიატურა . კურსორიან
მოწყობილობაში კი, მაგალითად, მაუსები, ჯოისტიკები, სენსორული (touch-screen)
პანელები, გრაფიკული ტაბლეტები, ბურთულიანი მაუსები და მოწყობილობები
ელექტრონული კალმით. ჯოისტიკს ღილაკებიც აქვს და კურსორიან მოწყობილობადაც
ითვლება. ინფორმაციის ჩვენების (გამოშვების) მოწყობილობებად ითვლება ყველა ტიპის
ვიზუალური დისპლეი და საბეჭდი მოწყობილობები.

სმენითი ტექნიკა გაცილებით დახვეწილი მოწყობილობებია , რომლებსაც მეტყველების


აღქმის უნარი აქვთ. მათი მიზანია, რაც შეიძლება გაამარტივოს ურთიერთქმედება
ადამიანსა და სისტემას შორის, ამის გამო, გაცილებით რთულია მათი შექმნა . თუმცა ,
მარტივია ინფორმაციის გამომშვები მოსასმენი მოწყობილობების დამზადება.

დღესდღეისობით, ყველა ტიპის სიტყვითი თუ არასიტყვითი სიგნალი და შეტყობინება


კომპიუტერით იქმნება. მარტივი მაგალითებია ხმოვანი სიგნალები , განგაშის ხმა და GPS
მოწყობილობის სანავიგაციო სიგნალები. ყველაზე რთული და ძვირადღირებული არის
კონტაქტური მოწყობილობები. „ასეთი ტიპის ინტერფეისები შეხების, წნევის და სიხისტის
წყალობით ახდენენ კანზე და კუთნებზე ზემოქმედებას“. კონტაქტური მოწყობილობები
ზოგადად, ვირტუალური რეალობის შესაქმნელად ან უნარშეზღუდულთა დამხმარე
აპლიკაციებში გამოიყენება.

You might also like