You are on page 1of 16

Iot-ის პრაქტიკული გამოყენება.

ელექტრონული
მონიტორინგის ტექნოლოგია. მოძრავი ობიექტების
მონიტორინგი. ორიენტირების გლობალური სისტემები
ლექციის თემა:

• IoT-ის პრაქტიკული გამოყენების მიმართულებები


• IoT-ის პრაქტიკული გამოყენების მაგალითები
• ორიენტირების გლობალური სისტემის მუშაობის
პრინციპები
„ინტელექტუალური“ სენსორის ფუნქციონალური სქემა
ინტელექტუალური სენსორი – ეს არის
სენსორი, რომელსაც თავის
შემადგენლობაში
აქვს :მიკროკომპიუტერი და სწორედ
ამის გამო აქვს უნარი განახორციელოს
პირველადი ინფორმაციის საკმაოდ
რთული დამუშავების პროცედურა;
შეუძლია გასცეს მონაცემები
მომხმარებლისათვის მოხერხებულ
ფორმაში; აქტიურად იმოქმედოს
დაკვირვების ობიექტზე, აღიქვას და
გაანალიზოს ამ ზემოქმედებით
გამოწვეული ცვლილებები;
განახორციელოს თვითკონტროლი და
თვითდიაგნოსტიკა; დააგროვოს და
სისტემატიზება გაუკეთოს მონაცემებს;
იქონიოს ინფორმაციული კავშირი გარე
სამყაროსთან; შეცვალოს მუშაობის
რეჟიმები, მოახდინოს ადაპტაცია
ცვლილებებთან, გადავიდეს სხვა
ფუნქციების შესრულებაზე და ა.შ.
IoT-ის პრაქტიკული გამოყენების მიმართულებები

საგნების ინტერნეტის საფუძველზე შეიძლება რეალიზებულ იქნეს


ყოველგვარი „ჭკვიანი“ (smart) აპლიკაციები ადამიანების ცხოვრებისა და
მოღვაწეობის სხვადასხვა სფეროშ

• „ჭკვიანი პლანეტა“
ადამიანი პირადაპირი გაგებით შეძლებს „ხელი ეკავოს პლანეტის პულსზე “, დროულად
მოახდინოს რეაგირება მეურნობის დაგეგმვისას დაშვებულ შეცდომებზე, დაბინძურება და
სხვა ეკოლოგიურ პრობლემებზე. ეს კი იმას ნიშნავს, რომ საზოგადოება შეძლებს ეფექტურად
განკარგოს არააღდგენადი რესურსები.
საქალაქო ინფრასტრუქტურა და მისი თანმდევი
მუნიციპალური სერვისები: განათლება, ჯანდაცვა,
ჭკვიანი ქალაქი საზოგადოებრივი უსაფრთხოება, საყოფაცხოვრებო
მომსახურების სამსახურები გახდება მეტად
დაკავშირებული და ეფექტური

"ჭკვიანი ქალაქის" ძირითადი ქვესისტემები


„ჭკვიანი სახლი“
სისტემა ამოიცნობს სახლში მიმდინარე კონკრეტულ პროცესებსა და შეძლებს მათზე სათანადოდ რეაგირებას, რაც
უზრუნველყოფს მობინადრეთა უსაფრთხოებას, კომფორტსა და მათ მიერ რესურსების დაზოგვას.  „ჭკვიანი
ენერგეტიკა“  უზრუნველყოფილი იქნება, ელექტროენერგიის საიმედო და ხარისხიანი გადაცემა წყაროდან
მომხმარებლისკენ საჭირო დროსა და რაოდენობით.

სტანდარტული ჭკვიანი სახლის პროექტში


შეიძლება გამოიყოს სამი ძირითადი ქვე
ქსელი:

• მულტიმედიური მოწყობილობების
ქსელი,

• ელექტრო განათების მოწყობილობების


ქსელი

• და სენსორული ქსელი.
ჭკვიანი ქსელები მიმწოდებელი და მომხმარებელი მიიღებენ ობიექტურ
სურათს ენერგორესურსების გამოყენების შესახებ ქსელის
ყველა მონაკვეთზე მონიტორინგის საშუალებით და
შედეგად მიიღებენ ოპერაციული მართვის
შესაძლებლობას. საგანგებო ვითარების შემთხვევაში,
ასეთ ქსელებს საშუალება აქვთ ავტომატურად ამოიცნონ
პრობლემური ადგილები და მოკლე დროში
ელექტროენერგიის გაგზავნა სარეზერვო სქემების
შესაბამისად, ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენ
მგზავრების გადაყვანა ერთი წერტილიდან მეორეში
ჭკვიანი ტრანსპორტი“ გახდება უფრო მოსახერხებელი და უსაფთხო

ინტელექტუალური სატრანსპორტო სისტემები ITS


(Intelligent Transport System), დაფუძნებული IoT
ტექნოლოგიებზე, უკაბელო კომუნიკაცია მანქანებს
შორის რამდენიმე ასეულ მეტრამდე მანძილზე. V2I
სისტემების გაცვლა ავტოსატრანსპორტო
საშუალებებსა და მოძრაობის მართვის ცენტრებს,
საგზაო ოპერატორებსა და მომსახურების კომპანიებს
შორის. ინფრასტრუქტურული ობიექტების მიერ
გადაცემული მონაცემები ინტეგრირებულია საერთო
სისტემაში და გადაეცემა მიმდებარე მანქანებს. ორივე
ჯგუფის ტექნოლოგიამ შეიძლება მნიშვნელოვნად
გაზარდოს ტრანსპორტის უსაფრთხოება და
ეფექტურობა.
ჭკვიანი წარმოება

IoT ტექნოლოგიების გამოყენებით, მწარმოებელ კომპანიებს შეეძლებათ ოპტიმიზაცია


გაუწიონ ყველაფერს - საწყობის მუშაობიდან საწარმოო დავალებების შესრულებამდე, თუ
ყველა ინდუსტრიული შენობა, მანქანა და კიდევ ინსტრუმენტი აღჭურვილია სენსორებით და
რეგულარულად აგზავნის ანგარიშს მისი მდგომარეობის, ადგილმდებარეობისა და სხვა
მახასიათებლების შესახებ.
მაგალითი. მას შემდეგ რაც სტაბილურად იზრდება მოთხოვნები ავტომობილების ხარისხსა
და უსაფრთხოებაზე, მწარმოებლები დაინტერესებულები არიან, რომ შეძლონ
გააკონტროლონ უკვე წარმოებული და გაყიდული მანქანების ძირითადი სისტემები და
ნაწილები. ვტომობილების ქარხანას სურს მათთან კონტაქტი დარჩეს და მსოფლიო ქსელის
წყალობით, ეს შესაძლებელია. მომავალში, ნებისმიერი მანქანა გახდება ინტერნეტ – საგნების
ნაწილი. მანქანას შეეძლება დაუკავშირდეს მის მწარმოებელს და, მაგალითად, აცნობოს მას,
რომ მას სჭირდება,
„ჭკვიანი მედიცინა“
ექიმები და პაციენტები შეძლებენ მიიღონ დაშორებული წვდომა ძვირადღირებულ სამედიცინო აპარატურასა
ან პაციენტის ავადმყოფობის ელექტრონულ ისტორიასთან, რეალიზებული იქნება ჯანმთელობის
დისტანციური მონიტორინგის, ავადმყოფებისათვის წამლების გაცემის ავტომატიზებული სისტემები და
მრავალი სხვ. დაფუძნებულია ინტერნეტის საგნებზე,
ჩვეულებრივ ხორციელდება ადამიანის ჯანმრთელობის
მონიტორინგის სისტემის სახით, სხვადასხვა
ბიოსენსორისა და სენსორისა და დისტანციური
სამედიცინო სისტემის გამოყენებით. მედიცინაში
სენსორული ქსელების საფუძველზე მონიტორინგის
სისტემების შესაძლო გამოყენება:
1. ადამიანის ფიზიოლოგიური მდგომარეობის
მონიტორინგი: სენსორული ქსელების მიერ
შეგროვებული ფიზიოლოგიური მონაცემების შენახვა
შესაძლებელია დიდი ხნის განმავლობაში და მათი
გამოყენება სამედიცინო კვლევისთვის.
2. საავადმყოფოში ექიმებისა და პაციენტების
მონიტორინგი:
3. . საავადმყოფოებში მედიკამენტების მონიტორინგი:
სენსორული კვანძები შეიძლება დაერთოს
მედიკამენტებს, შემდეგ შეიძლება შემცირდეს
არასწორი წამლის გაცემის შანსი.
. თანამედროვე მედიცინის გაუმჯობესების ერთ-ერთი
ორიენტირების გლობალური სისტემის
მუშაობის პრინციპები და GPS სენსორები
მნიშვნელოვანია გვქონდეს ინფორმაცია ადამიანების, ცხოველების, სატრანსპორტო
საშუალებების, ტვირთის და სხვა ობიექტების ადგილმდებარეობისა და გადაადგილების
შესახებ.

ორიენტირების გლობალური სისტემა (Global Positioning System – GPS )


GPS შედგება:
• დედამიწის ორბიტის გარშემო მოძრავი
თანამგზავრი,
• ოთხი საკონტროლო სადგური დედამიწაზე და
• GPS მიმღები, რომელიც მომხმარებელს უნდა
GPS სატელიტები კავშირის სიგნალს აძლევს
გააჩნდეს
სივრციდან, სადაც გამოყენებულია მომხმარებლის
მიერ GPS მიმღები იმისათვის, რომ მიიღოს
სამგანზომილებიანი მდებარეობა (განედი, გძედი,
სიმაღლე) და დრო
თანამგზავრები წამში რამდენიმეჯერ გადასცემენ
რადიოსიგნალებს თავიანთი ზუსტი კოორდინატებისა და დროის
მიმდინარე მომენტის შესახებ. ორბიტების პარამეტრები
გათვლილია ისე, რომ დროის ნებისმიერ მომენტში ნებისმიერი
წერტილიდან დედამიწის ზედაპირზე ჩანს 5–დან 12
თანამგზავრამდე. სისტემის მუშაობისთვის საკმარისია ჩანდეს 4
ორიენტირების გლობალური სისტემა (Global
Positioning System – GPS )

თავდაპირველად GPS სისტემა შემუშავდა აშშ–ს თავდაცვის სამინისტროს დაკვეთით მხოლოდ და


მხოლოდ სამხედრო მიზნებისათვის. მთლიანად მის შექმნაზე დაიხარჯა 12 მილიარდი აშშ
დოლარი. ამ სისტემის პირველი თანამგზავრი გაშვებულ იქნა 1978 წელს. 1989 წლიდან დაიწყეს
ახალი თაობის ნავიგაციური თანამგზავრების გაშვება. მეოცე საუკუნის 90–იანი წლებიდან
სისტემა მთელი ძალით ამუშავდა. 2000 წლიდან GPS სისტემა ღია გახდა სამოქალაქო
გამოყენებისათვის.
ორიენტირების გლობალური სისტემა (Global
Positioning System – GPS ) თითოეულ ნავიგაციურ თანამგზავრზე
დაყენებულია მაღალი სიზუსტის ეტალონური
საათები (საიმედოობისათვის დაყენებულია
სხვადასხვა ტიპის ორი საათი). GPS
თანამგზავრებზე ყველა საათის სვლის
სიზუსტესა და სინქრონიზაციას და
თანამგზავრების ორბიტების სტაბილურობას
თვალყურს ადევნებს საკონტროლო–გამზომი
სადგურების ქსელი, რომლებიც მთელს
დედამიწაზეა განლაგებული. თითოეულ
თანამგზავრზე ასევე განლაგებულია
კომპიუტერი (ითვლის თანამგზავრის ზუსტ
კოორდინატებს რადიოსიგნალის გაგზავნის
მომენტში) და რადიოგადამცემი, რომელიც
მუშაობს 1 გჰც–ზე უფრო მაღალ სიხშირულ
დიაპაზონში. ასევე არის ძრავა ორბიტის ზუსტი
კორექტირებისთვის. დროის საკმაოდ მცირე
შუალედებში თანამგზავრი განსაზღვრული
ფორმატით გადასცემს თავის ნომერს,
საათების ჩვენებას და მიმდინარე
კოორდინატებს. ათვლის სისტემის რანგში
აღებულია საზოგადოდ მიღებული
გეოგრაფიული გრძედი და განედი, სიმაღლე
ორიენტირების გლობალური სისტემა (Global
Positioning System – GPS )

GPS მიმღების შემადგენლობაში შედის GPS თანამგზავრებიდან რადიოსიგნალების


მრავალარხიანი მიმღები, მიკროპროცესორი და ზუსტი საკუთარი საათები, რომლებიც აითვლიან
GPS დროს. მას შემდეგ, რაც GPS მიმღები მიიღებს სიგნალებს ოთხი GPS თანამგზავრიდან,
მიმღების მიკროპროცესორი განსაზღვრავს თითოეული სიგნალისთვის დაგვიანების დროს,
გამოთვლის შესაბამის მანძილს თითოეულ თანამგზავრამდე და ხსნის ოთხი განტოლებისგან
შემდგარ განტოლებათა სისტემას, რომელშიც არის 4 ცვლადი: GPS მიმღების სამი სივრცული
კოორდინატი და მისი საათების დროითი შესწორება. გამოთვლილი კოორდინატები გადაეცემა
მომხმარებელს. თუ სიგნალების მიღება ხდება 4–ზე მეტი თანამგზავრიდან, მაშინ განტოლებების
რაოდენობაც 4–ზე მეტია, რაც საშუალებას იძლევა გამოთვლის ცდომილება მნიშვნელოვნად
შემცირდეს, საშუალო კვადრატული გადახრის მინიმიზაციის ალგორითმების გამოყენებით.
მასობრივი გამოყენების GPS მიმღებებს თავისი გეოგრაფიული კოორდინატების განსაზღვრაში
აქვთ ცდომილება 10–20მ, მაღალი სიზუსტის GPS მიმღებებში, რომელთაც გეოდეზიური
გაზომვებისთვის იყენებენ, ეს ცდომილება რამდენიმე სანტიმეტრზე მეტი არ არის .
https://www.youtube.com/watch?v=ArTFENqvrFQ
https://www.youtube.com/watch?v=0ArABLo8Mog
https://www.youtube.com/watch?v=iInmjjQ0oBE
GPS ნავიგატორები
თითოეულ ნავიგაციურ თანამგზავრზე დაყენებულია მაღალი სიზუსტის ეტალონური საათები
(საიმედოობისათვის დაყენებულია სხვადასხვა ტიპის ორი საათი). GPS თანამგზავრებზე ყველა საათის
სვლის სიზუსტესა და სინქრონიზაციას და თანამგზავრების ორბიტების სტაბილურობას უწყვეტად
ადევნებს თვალყურს საკონტროლო–გამზომი სადგურების ქსელი, რომლებიც მთელს დედამიწაზეა
განლაგებული. თითოეულ თანამგზავრზე ასევე განლაგებულია კომპიუტერი (ითვლის თანამგზავრის
ზუსტ კოორდინატებს რადიოსიგნალის გაგზავნის მომენტში) და რადიოგადამცემი, რომელიც მუშაობს 1
გჰც–ზე უფრო მაღალ სიხშირულ დიაპაზონში. ნავიგაციური თანამგზავრების ახალ მოდელებში ასევე
არის ძრავა ორბიტის ზუსტი კორექტირებისთვის. დროის საკმაოდ მცირე შუალედებში თანამგზავრი
განსაზღვრული ფორმატით გადასცემს თავის ნომერს, საათების ჩვენებას და მიმდინარე
კოორდინატებს.

You might also like