You are on page 1of 3

4.3.8.

მონაცემთა გარდაქმნა
სამედიცინო პრაქტიკაში მონაცემთა შენახვა ხდება სხვადასხვა სახით -
ანალოგიური ან ციფრული სახით, ქაღალდის ან მაგნიტურ მატარებელზე. მონაცემთა
გარდაქმნა საჭირო ხდება მაშინ, როდესაც აუცილებელია მონაცემთა შენახვის
ფორმის ცვლილება - კომპიუტერული ან სტატისტიკური დამუშავება ან
ტრანსპორტირება.

ხელნაწერი ან პრინტერით ამობეჭდილი ტექსტი კომპიუტერში შეიძლება


შეყვანილ იქნას სკანერის ან ციფრული კამერის მეშვეობით და მივიღოთ
დოკუმენტის ფაქსიმილიური ასლი. კომპიუტერში დოკუმენტი შეიძლება
შევიყვანოთ კლავიატურით, ეგრეთ წოდებული ფორმის შევსება - ეს არის
ელექტრონული დოკუმენტი. მისი უპირატესობა მდგომარეობს იმაში, რომ შეიძლება
მისი დამუშავება საოფისე პროგრამებით და ტექსტური რედაქტორებით.

ფაქსიმილიიდან ელექტრონული ვერსიის მისაღებად გამოიყენება ტექსტის


ამოცნობის კომპიუტერული პროგრამა Fine Reader.

ციფრულ მონაცემთა ანალოგიური სიგნალით გადაცემის შემთხვევაში


გამოიყენება სპეციალური მოწყობილობა - მოდემი, მისი მეშვეობით ხდება
შებრუნებული პროცესი - ანალოგურის გარდაქმნა ციფრულად. სამედიცინო
პრაქტიკაში ფართოდ არის გავრცელებული ანალოგურ-ციფრული გარდამქმნელები -
აცგ. ბიოპოტენციალების კომპიუტერული ანალიზისათვის (ელექტროკარდიოგრამა,
ელექტროენცეფალოგრამა და სხვა) ციფრული ინფორმაციის ანალოგურად
გარდაქმნისათვის ანალოგურ-ციფრული გარდამქმნელები (აცგ) გამოიყენება.

4.3.9. მონაცემთა შეკუმშვა და არქივირება


სამედიცინო პრაქტიკაში გამოიყენება მონაცემთა ჭარბი რაოდენობა, რათა
გაიზარდოს ინფორმაციის ხარისხი. მონაცემთა რიცხვის ზრდა ხელს უწყობს მათი
აღქმის ხარისხს, მაგალითად ვიდეო ფაილის, თუმცა ამ შემთხვევაში მათი შენახვა ან
გადაცემა დიდი მოცულობის გამო კავშირგაბმულობის არხების მეშვეობით
რთულდება. ამიტომ ინფორმაციულ ტექნოლოგიებში გამოიყენება მონაცემთა
შეკუმშვის მეთოდი ანუ მონაცემთა არქივაცია და არქივირების პროგრამები.

1
არსებობს არქივირების ორი მეთოდი:

1. შეკუმშვა ანუ არქივირება საქაღალდეში;


2. შეკუმშვა ანუ არქივაცია დისკებზე, რათა მოხდეს დისკის სამუშაო სივრცის
გაზრდა.

ორივე პროცედურა სრულდება ორი გზით:

1. მონაცემთა ნაწილობრივი დაკარგვით;


2. საქაღალდეში არსებულ მონაცემთა სრული შენარჩუნებით.

მონაცემთა შეკუმშვისათვის გამოიყენება შემდეგი პროგრამები: ნაწილობრივი


დაკარგვის დროს - JPG გრაფიკული მონაცემებისათვის, MPG - ვიდეო
ფაილებისთვის, MP3 - ფონოგრამისთვის. მონაცემთა დაკარგვის გარეშე გამოიყენება
შემდეგი პროგრამები: გრაფიკული მონაცემებისათვის - GIF, DjVu, ვიდეო
ფაილებისთვის - AVI, დეარქივაციისთვის - ZIP, RAR.

4.3.10. მონაცემთა დაცვა


სამედიცინო ინფორმაცია მაგნიტურ მატარებელზე, რომელიც ცირკულირებს
საავადმყოფოს შიდა ქსელში და გადაეცემა ინტერნეტით, საჭიროებს დაცვას
არასანქცირებული ჩარევისაგან. ეს არის არა მარტო საექიმო საიდუმლოების შენახვის
აუცილებლობა, არამედ იგი წარმოადგენს იურიდიულ და ფინანსურ პრობლემას.
ყველაზე მარტივია დაცვა პაროლის (Password) მეშვეობით. ზოგიერთ შემთხვევაში
საჭიროა მომხმარებლის სახელის მოთხოვნა (Login). არასანქცირებული შეჭრისაგან
დაცვის უფრო სერიოზული მეთოდია შიფრი ანუ გასაღების არსებობა. ინფორმაციის
დაშიფვრის მეცნიერებას ეწოდება კრიპტოგრაფია. ამ შემთხვევაში ინფორმაციის
გამგზავნსა და მიმღებს უნდა ქონდეთ სპეციალური გასაღები.

არსებობს დაშიფვრის ორი მეთოდი: სიმეტრიული და ასიმეტრიული. პირველ


შემთხვევაში ორივე მომხმარებელს აქვს ერთიდაიგივე გასაღები, მეორეს დროს -
სხვადასხვა: ღია (public) და დახურული, პირადი (private).

ამ შემთხვევაში დოკუმენტი, რომელიც დაიშიფრა მხოლოდ მეორე გასარების


საშუალებით გაიღება. გასაღების სანდოობა განისაზღვრება მისი სიდიდით. ყველაზე
სანდოა 128 და მეტი ბიტის მქონე გასაღები.

2
4.3.11. სამედიცინო მონაცემთა ტრანსპორტირება
სამედიცინო ინფორმაციის ტრანსპორტირება ხდება ქაღალდით, ოპტიკური ან
მაგნიტური მატარებლით და კავშირის კომუნიკაციური არხით.
ტელეკომუნიკაციური არხების გამტარობა იზომება ბიტებში (კილობიტი წამი,
მეგაბიტი წამი და ტერაბიტი წამი). ოპტიკურ კავშირს აქვს გამტარობის ყველაზე
დიდი ხარისხი, იგი დღეისათვის ყველაზე პროგრესულია. ბოლო დროს უფრო
გავრცელდა WAP ტექნოლოგიები (Wireless Application Protocol), უსადენო კავშირის
პროტოკოლი, რაც იძლევა მობილური ტელეფონის გამოყენების საშუალებას. ასევე
ფართოა თანამგზავრის მეშვეობით კავშირი ინტერნეტთან. არსებობს
თანამგზავრული მოდემები და ტელეფონები. უსადენო კავშირი – ტექნოლოგია Wi-Fi
(Wirless Fidelity) გამოიყენება შიდა კორპორაციული ქსელისათვის და ინტერნეტში
უსადენოდ ჩართვისათვის. მისაღები სტანდარტი 802, სიჩქარე 480 მეგა ბაიტი წამში,
გავრცელება რამდენიმე ასეული მეტრი. გამოიყენება სასტუმროებში,
თვითმფრინავებში, ავტობუსებში, ქუჩებში და ა.შ. ბოლო დროს გავრცელდა 4G
(fourth generation) და LTE (long-term evolution) კავშირი, როგორც ზეჩქარი კავშირი.

You might also like