You are on page 1of 2

წერითი დავალება N1

დავალება 1 (2 ქულა)

შეაფასეთ კონცენტრაციის დონე ბაზარზე თუ ბაზარზე ერთი ფირმის წილი არის


7%,მეორის 33%,მესამის 20%,მეოთხის 5%,მეხუთის 35%. ასევე ახსენით რას აფასებს
კონცენტრაციის ინდექსი.
7^2+33^2+20^2+5^2+35^2=2788 ბაზარი არის მაღალკონცეტრირებული, ანუ არის
ოლიგოპოლია და მიისწრაფვის მონოპოლიისკენ.
კონცენტრაცია სამ ძირითად ასე ვთქვათ ფაქტორს უკავშირდება, პირველი ის
გულისხმობს ორი ან მეტი დამოუკიდებელი აგენტის შერწყმას, რის შემდეგადაც
წამოიქმნება ერთი. მეორე, პირს , რომელიც უკვე აკონტროლებს სულ ცოტა 1 ეკონომიკურ
აგენტს მაინც შეუძლია სხვადასხვა გზის საშუალებით, თუნდაც ფასიანი ქაღალდების ან
აქტივების შეძენით პირდაპირი ან ირიბი კონტროლი მოიპოვოს ეკონომიკურ აგენტზე,
და მესამე ის გულისხმობს ერთი და იმავე პირის სხვადასხვა ეკონომიკური აგენტის
მმართველ ორგანოებში მონაწილეობას.

დავალება 2.(1 ქულა)

რა დამოკიდებულებაა სრულ დასაქმებასა და ეკონომიკურ ზრდას შორის,ასევე ფასების


სტაბილურობასა და საგადასამხდელო ბალანსის სტაბილურობას შორის (პასუხი
ახსენით).
ყველა მთვარობას აქვს განსხვავებული შეხედულებები და აქედან გამომდინარე
განსხვავებულია სამთავრობო პოლიტიკა. შეგვიძლია ვთქვათ, რომ თითოეული მათგანი
არის სამთავრობო პოლიტიკის მიზნები, რომელებიც ასე ვთქვათ ერთ წრეში
ერთიანდებიან. მეორე მხრივ სრული დასაქმება და ეკონომიკური ზრდა არ არიან
ერთმანეთთან კორელაციაში. გამომდინარე იქედან, რომ სრული დასაქმება იწვევს, ბევრ
პრობლემას, მათ შორის ინფლაციას და ინფლაცია თავისთავად საზიანოა ეკონომიკური
ზრდისთვის, რაც შეეხება მეორე ვარიანტს, გამომდინარე იქედან რომ ბალანსი
გულისხმობს მშპში შემავალი თითოეული კომპონენტის სტაბილურობას, იშვიათადაა
სტაბილური, და ეს თუ მაინც მოხდა, მაშინ, ქვეყანაში შემომავალი და გამავალი
პროდუქტებისდა და მომსახურბეის რაოდენობა ერთმანეთშ უნდა გაუტოლდეს,ეს კი
თითქმის შეუძლებელია ფასების სტაბილურობისას, სწორედ ამიტომ ეს უკანასკენლებიც
არ არიან ერთმანეთთან კორელაციაში.
დავალება 3. (2 ქულა)

ახსენით მოცემული ნახაზი-თუ როგორ შეუძლია მთავრობას ჩერევით გარე ეფექტებით


გამოწვეული ბაზრის კრაზის აღმოფხვრა.
გამომდინარე იქედან, რომ ბაზრის კრახი არის სიტუაცია როცა რესურსები ეფექტურად
ვერ ნაწილდება, მთავრობას შეუძლია ერთგვარად ამის მოგვარება. ნახაზზე ლურჯად
აღნიშნული სამკუთხედი წარმოადგენს დანაკარგებს, რაც გამოწვეულია სხვადასხვა სახის
გარეგანი ეფექტის გამო, რასაც მოაქვს ზარალი და საბოლოოდ მივყავართ დანაკარგებადე.
ყოველივე ეს კი მთავრობას უბიძგებს იქეთ, რომ მან შექმნას, ან განახორციელოს
ეფექტური რეგულაცია, ან კანონი. ჩვენს შემთხვევაში შემოიღოს სხვადასხვა სახის
გადასახადები, ან თუნდაც რაიმე სახის აღმკვეთი ღონისძიებები, სანქციები და სხვა
მრავალი, რაც თავისთავად გამოასწორებს სიტუაციას. ნახაზის მიხედვით დაწესებულ
გადასახადს, ასე ვთქვათ ახალი წონასწორობამდე მივყავართ, ვინაიდან ახალი ფასი უკვე
ასახავს სოციალურ დანახარჯს და შესაბამისად ეფექტიანი წარმოების შესაბამისია.

You might also like