You are on page 1of 1

რეკომენდაციის წერილი

ქრისტინა შაქარიშვილი იყო ჩემი სტუდენტი 2020-21 სასწავლო წლის შემოდგომის


სემესტრში საერთაშორისო ეკონომიკის კურსზე. მან წარმატებით დასძლია პროგრამა და
გამოავლინა მაღალი კომუნიკაციის უნარი; მას ახასიათებს პრობლემებზე
დამოუკიდებელი მუშაობა და განსაკუთრებული მონდომებით გამოირჩევა .

ქრისტინა ყოველთვის ერთვებოდა კურსის სხვადასხვა აქტივობებში და გამოავლინა


შესაძლებლობა, რომ მას აქვს უნარი ეფექტურად გამოიყენოს კურსის ფარგლებში
მიღებული ცოდნა პრაქტიკული პრობლემების გადაწყვეტის დროს.

კურსის მიმდინარეობისას მქონდა ქრისტინას გაცნობის შესაძლებლობა და მასზე


ჩამომიყალიბდა აზრი, რომ ის არის მაღალი ინტელექტუალური შესაძლებლობების მქონე
მომავალი პროფესიონალი რომელიც გამოირჩევა განსაკუთრებული
პასუხისმგებლიანობით და სანდოობით.

საჭიროების შემთხვევაში მზად ვარ მოგაწოდოთ დამატებითი ინფორმაცია .

პატივისცემით,

მარიამ ნანიტაშვილი

ეკონომიკის დოქტორი და კავკასიის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი

კავკასიის უნივერსიტეტი

კავკასიის ეკონომიკის სკოლა (CSE)

+995 599 20 22 24

mnanitashvili@cu.edu.ge

You might also like