You are on page 1of 1

მოგესალმებით,

ამ წერილით მინდა მოკლედ გაგაცნოთ თუ რატომ მსურს წარვადგინო ჩემი, გიორგი


კაკულიას კანდიდატურა კავკასიის უნივერსიტეტის მიერ შემოთავაზებულ ფაკულტეტზე -
Masters in science in management.

2020 წელს, დავამთავრე საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA), ბიზნეს


ადმინისტრირების განხრით. ვინაიდან, ამ უნივერსიტეტში არ მქონდა შესაძლებლობა
შემესწავლა რომელიმე მიმართულება (ფინანსები, მენეჯმენტი, მარკეტინგი)
საფუძვლიანად, მსურს მენეჯმენტის განხრით გავიღრმაო ცოდნა.

2017 წლიდან ვარ თვითდასაქმებული და ვმართავ საკვები ობიექტების ქსელ - „საბვეის“


ორ ფილიალს. როდესაც ასეთ რთულ და საპასუხისმგებლო საქმეს შევეჭიდე მე-2 კურსზე
ვიყავი, თითქმის ყველაფერის სწავლა პრაქტიკაში მომიწია. სწორედ ამიტომ ვთვლი, რომ
MSc მენეჯმენტში ჩემს კარიერაში ძალიან წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება, ვინაიდან
თეორიისა და პრაქტიკის სინთეზით ყალიბდებიან პროფესიონალებად. მინდა
გავაუმჯობესო და გავიღრმაო თეორიული ცოდნა, რისთვისაც კავკასიის უნივერსიტეტი
ჩემთვის შეუცვლელი არჩევანია.

რაც შეეხება ჩემს პიროვნებას, ჩემი საქმიდან გამომდინარე ჩამოვყალიბდი ძალიან


პასუხისმგებლიან და დეტალებზე ორიენტირებულ პიროვნებად. ასევე, გამოვიმუშავე
სტრესულ სიტუაციებში მუშაობისა და დროის მენეჯმენტის უნარი, რაც ვთვლი რომ ძალიან
დამეხმარება სწავლისა და სამსახურისთვის დროის სწორ გადანაწილებაში.

იმედი მაქვს, კიდევ ერთხელ მომეცემა შესაძლებლობა ვიმუშაო კავკასიის უნივერსიტეტის


გამოცდილ გუნდთან ერთად.

პატივისცემით,

გიორგი კაკულია

You might also like