You are on page 1of 6

ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი

ეკონომიკის სპეციალობა

მიგრაცია და მისი თანმდევი პრობლემები საქართველოში

ლექტორი: დარეჯან ჩხუბაძე

სტუდენტები: ბალაძე ანა, აბუსელიძე მაგდა, გათენაძე ნინო


შესავალი

ნებისმიერი ადამიანი ეძებდა ახალ შესაძლებლობებს ცხოვრების გასაუმჯობესებლად


და ზოგჯერ საცხოვრებელი ადგილის შეცვლასაც მოითხოვდა. მაგრამ დღესდღეისობით
მიგრაციამ უფრო ფართო მასშტაბებს მიაღწია. წლების განმავლობაში მრავალი
ცვლილება განიცადა მსოფლიო ეკონომიკამ, განვითარდა ტექნოლოგიები, წარმოება,
მასიური ცვლილებები მოხდა წარმოებაში და შრომის ბაზარზე და შესაბამისად უფრო
მასშტაბური სახე მიიღო მიგრაციამ. გლობალიზაციამ გაადვილა ერთი ქვეყნიდან
მეორეში გადასვლა და შესაბამისად გაზარდა მიგრაცია. თუმცა, პანდემიამ და მის
შედეგად გამოწვეულმა კრიზისმა მიგრაციული ნაკადების უპრეცედენტო კლება
გამოიწვია.

კვლევის საგანი: მიგრაციის გამომწვევი მიზეზების ანალიზი.

კვლევის ობიექტი: საერთაშორისო და ადგილობრივი მიგრანტების ნაკადები.

საკვლევი საკითხი: რა დადებითი და უარყოფითი ასპექტები აქვს მიგრაციას.

კვლევის თეორიულ-მეთოდოლოგიური საფუძვლები: მონაცემთა შეგროვება, ანალიზი,


ანალიზის გრაფიკული წარმოდგენა…

მიგრაციული ტენდენციები

ვინაიდან, მიგრაცია დაკავშირებულია სოციალურ-პოლიტიკურ, ეკონიმიკურ თუ სხვა


გადაწყვეტილებებთან, რთულია ერთი ძირითადი ფაქტორის გამოყოფა, რომელიც ხელს
უწყობს მიგრაციის ზრდას. ბოლო ათწლეულში ქვეყანაში გატარებულმა ეკონომიკურმა
რეფორმებმა ხელი შეუწყო იმიგრაციული ნაკადების ზრდას, თუმცა ემიგრაციის
მასშტაბი არ შეცვლილა, რადგან საქართველოს ეკონომიკა შედარებით შეზღუდულ
შესაძლებლობებს სთავაზობს ქართველ მოქალაქეებს. 2016 წლის მონაცემებით,
საქართველო 188 ქვეყანას შორის 70-ეა და მიეკუთვნება ადამიანის განვითარების
მაღალი ინდექსის მქონე ქვეყნების ჯგუფს. მიუხედავად ამისა, სიღარიბე კვლავ რჩება
ერთ-ერთ გამოწვევად. გარდა ამისა, გადამწყვეტია ისეთი ფაქტორები, როგორიცაა
ცხოვრების, განათლების, ჯანდაცვის ხარისხი, სიღარიბე, ვიდრე პოლიტიკური
სტაბილურობა და უსაფრთხოება.
ემიგრაცია

საქართველოს ისტორიაში მიგრაცია განსაკუთრებულ როლს თამაშობს.


გეოპოლიტიკური მდებარეობის გამო ომების შედეგად, მოსახლეობა მუდმივად
მიგრირებდა ქვეყნის შიგნით ან მის ფარგლებს გარეთ.

საქართველოს ისტორია ემიგრაციის რამდენიმე ტალღას გამოყოფს:

1. 1950-იან წლებამდე, რომელიც პოლიტიკური რეპრესიების შედეგად იძულებითი


გადასახლებით ხასიათდება;
2. 1950-1990 წლებში, როდესაც საქართველოს მოსახლეობის მიგრაცია საბჭოთა
კავშირის ტერიტორიის ფარგლებში მიმდინარეობდა;
3. 1990-იანი წლების მასობრივი ემიგრაცია, რომელიც, უკავშირდება მძიმე
სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობასა და სამხედრო კონფლიქტებს.

ემიგრანტთა რაოდენობა მოქალაქეობის მიხედვით 2015-2016 წლებში


იმიგრაციიის შედეგები
შიდა მიგრაცია

საქართველოში შიდა მიგრაცია გამოწვეულია შეიარაღებული კონფლიქტებით,


სტიქიური მოვლენებითა და სოციალურ-ეკონომიკური ფაქტორებით. შესაბამისად,
შიდა მიგრანტების ძირითადი ნაწილი შედგება იმ პირებისგან, ვინც იძულებული იყო
დაეტოვებინა საცხოვრებელი ადგილი შეიარაღებული კონფლიქტების გამო
(დევნილები), ან ეკოლოგიური საფრთხის გამო მიატოვა საცხოვრებელი ადგილი
(ეკოემიგრანტები), ან სოციალურ-ეკონომიკური მიზეზების გამო სოფლიდან ქალაქში
და ქალაქიდან სოფლად გადავიდა საცხოვრებლად.
საქართველოს მიგრაციის სტრატეგიის გრძელვადიანი ხედვა

საქართველოს მიგრაციის პოლიტიკის მიზანია, 2020 წლისთვის საქართველოში


მიგრაციის მართვის ისეთი საკანონმდებლო და ინსტიტუციური სივრცის შექმნა,
რომელიც უზრუნველყოფს ქვეყნის ევროკავშირთან კიდევ უფრო დაახლოებას; ხელს
შეუწყობს სხვადასხვა რელიგიური, კულტურული და ეთნიკური ჯგუფების
მშვიდობიან თანაცხოვრებას, იმიგრანტთა უფლებების დაცვას და საზოგადოებაში
წარმატებულ ინტეგრაციას; ხელს შეუწყობს დაბრუნებული მიგრანტების
რეინტეგრაციას, მიგრაციის დადებითი ეკონომიკური და დემოგრაფიული ასპექტების
გამოყენებას ქვეყნის განვითარებისთვის და გაზრდის საქართველოს მოქალაქეების
ლეგალური მიგრაციის შესაძლებლობებს.

დასკვნა

მაშ ასე, მიგრაციის ძირითადი უარყოფითი მხარე ინტელექტის გადინებაა, რომელიც


პირდაპირ კავშირშია ქვეყნის განვითარებასა და ეკონომიკასთან. მოსახლეობის დიდი
ნაწილი ვერ ახერხებს საკუთარი თავის რეალიზაციას უნარ-ჩვევებითა თუ განათლებით.

გამოცდილებამ ცხადყო, რომ შრომითი მირაცია ერთ-ერთი მამოძრავებელი ძალაა


ეკონომიკისათვის და მისი არსებობა ასე თუ ისე - საჭიროა. საჭიროა იმისათვის, რომ
არსებობდეს საერთაშორისო გზავნილები, მოსახლეობამ შეისწავლოს
მაღალგანვითარებადი ტექნოლოგიები. თუმცა, თითოეული ქვეყანა უნდა
აკონტროლებდეს შრომითი მიგრაციის შედეგებს, რათა მიგრაცია იქცეს არა
შემაფერხებელ, არამედ მასტიმულირებელ ფაქტორად.

რაც შეეხება საქართველოს, შრომითი მიგრაციის რეგულირების მიზნით მნიშვნელოვანი


არაფერი კეთდება. სოფლები გაცარიელდა, დედაქალაქი კი გადაიტვირთა, ქვეყანა
ყოველწლიურად კარგავს ასობით და ათასობით ადამიანს, რომელთა უმრავლესობა
სწორედ საზღვარგარეთ ეძებს გადარჩენის საშუალებას.

გამოყენებული ლიტერატურა:

www.migration.commission.ge/files/mp19_web3.pdf

www.migrationdataportal.org/

www.geostat.ge

www.imf.org/

ჯანგველიძე გ. „სამუშაო ძალის მიგრაცია და მისი მაკროეკონომიკური შედეგები“,


სამაგისტრო ნაშრომი, თსუ, 2019

You might also like