You are on page 1of 4

1.

დემოგრაფიული გადასვლის რომელ ფაზასთან გვაქვს საქმე, როდესაც


იწყება დემოგრაფიული კრიზისი? მეოთხე ფაზა
2. დემოგრაფიული გადასვლის რომელ ფაზასთან გვაქვს საქმე, როდესაც
მოსახლეობის რიცხვი საგრძნობლად იმატებს, ხოლო მოსახლეობის
ზრდის ტემპი ზომიერად.? მეორე ფაზა
3. დემოგრაფიული გადასვლის რომელ ფაზასთან გვაქვს საქმე, როდესაც
მოსახლეობა იზრდება ნელი ტეტმპით (შობადობა მაღალია,მოკვდავობა
მაღალია) ხოლო მოსახლეობის ზრდის ტემპი სტაბილურია? პირველი
ფაზა
4. როდესაც მოსახლეობის ზრდის ტემპი მაღალია და მოსახლეობის რიცხვი
მკვეთრად იმატებს, დემოგრაფიული გადასვლის რომელ ფაზასთან
გვაქვს საქმე? მესამე ფაზა
5. მსოფლიოს რომელი რეგიონისთვის არის დამახასიათებელი ძალიან
დაბალი სიკვდილიანობა, მაღალი ბუნებრივი მატება; საგარეო
მიგრაციების მაღალი დადებითი სალდო; სქესობრივ სტრუქტურაში
მამაკაცთა ძალზე მაღალი ხვედრითი წილი; საპენსიო ასაკის
ადამიანების უაღრესად დაბალი ხვედრითი წილი; შრომისუნარიანი
ასაკის ადამიანების ძალზე მაღალი ხვედრითი წილი? ახლო
აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის ენერგომატარებლებით მდიდარი
ქვეყნები/ არაბეთის გაერთიანებული საემიროები
6. მსოფლიოს რომელი რეგიონისათვის არის დამახასიათებელი მაღალი
შობადობა და ძალიან მაღალი სიკვდილიანობა; საგარეო მიგრაციის
უარყოფითი სალდო; სიცოცხლის ხანგრძლივობის დაბალი დონე;
შრომისუნარამდელი ასაკის ადამიანების მაღალი ხვედრითი წილი?
აფრიკის, აზიისა და ლათინური ამერიკის განვითარებადი ქვეყნები
7. მსოფლიოს რომელი რეგიონისათვის არის დამახასიათებელი დაბალი
ბუნებრივი მატება; საგარეო მიგრაციების მნიშვნელოვანი დადებითი
სალდო; საპენსიო ასაკის ადამიანების ძალიან მაღალი ხვედრითი წილი?
დას.ევროპის ქვეყნები/ნიდერლანდები
8. მოსახლეობის გეოგრაფიის რომელი თემატური მიმართულება სწავლობს
მოსახლეობის გადაადგილებას? მიგრაციების გეოგრაფია
9. მსოფლიოს რომელ მსხვილ რეგიონში მოდის ყოველ 100 ქალზე მამაკაცთა
ყველაზე დიდი რაოდენობა? აზია
10. მსოფლიოს რომელ მსხვილ რეგიონში მოდის ყოველ 100 ქალზე
მამაკაცთა ყველაზე მცირე რაოდენობა? ევროპა
11. ქრონოლოგიური თვალსაზრისით მოსახლეობის გეოგრაფიის თემატური
მიმართულების შესწავლა რომელ დონეზე შეიძლება მიმდინარეობდეს?
სტატიკურ/ დინამიკურ დონეზე
12. ქოროლოგიურ თვალსაზრისით მოსახლეობის გეოგრაფიის თემატური
მიმართულების შესწავლა რომელ დონეზე შეიძლება მიმდინარეობდეს?
მაკროგეოგრაფიული/ მეზოგეოგრაფიული/მიკროგეოგრაფიული
13. გეოგრაფიული დეტერმინიზმის ავტორად მიჩნეულია : ? ჰუმბოლტი და
რიტერი
14. მოსახლეობის გეოგრაფიის რომელი თემატური მიმართულება სწავლობს
მოსახლეობის ტერიტორიულ ორგანიზაციას? განსახლების გეოგრაფია
15. მე-19საუკუნის ბოლო და მე-20 საუკუნის დასაწყისში „ადამიანის
გეოგრაფია“ ჩამოყალიბდა: ? საფრანგეთში
16. მოსახლეობის გეოგრაფიის რომელი თემატური მიმართულება სწავლობს
მოსახლეობის სქესობრივი და ასაკობრივი სტრუქტურის გეოგრაფიულ
ასპექტებს? დემოგრაფია
17. მე-20 საუკუნის დასაწყისში ფრიდრიხ რატცელმა სათავე დაუდო:
ანთროპოგეოგრაფია
18. მსოფლიოს რომელ ქვეყანაში იყენებდნენ ძალდატანებით
სტერილიზაციას? ინდოეთში
19. რომელ ქვეყანაში ხდება არასრულწლოვანი ბავშვის დედებისათვის
28კვირიანი დეკრეტული შვებულების დროს ხელფასის 90%ით
ანაზღაურება? ჩეხეთში
20. 2010-2015 წლებში რომელი ქვეყნისთვის იყო დამახასიათებელი
მოსახლეობის მატების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი? ჩადი? ყატარი?
21. 2010-2015წლებში ქვემოთ ჩამოთვლილი რომელი ქვეყნისთვის იყო
დამახასიათებელი მოსახლეობის რაოდენობის კლება? 1.სირია;
2.ბულგარეთი 3.მოლდოვა; 4.ხორვატია?
22. 2010-2015წწ. ქვემოთ ჩამოთვლილი რომელ ქვეყნისთვის იყო
დამახასიათებელი მოსახლეობის რაოდენობის კლების ყველაზე მაღალი
მაჩვენებელი? 1. ლიტვა; 2.ესპანეთი;3. ხორვატია; 4.მოლდოვა?
23. 2010-2015წწ. ქვემოთ ჩამოთვლილი რომელ ქვეყნისთვის იყო
დამახასიათებელი მოსახლეობის რაოდენობის კლების ყველაზე მაღალი
მაჩვენებელი?
1. საქართველო; 2.რუმინეთი; 3. ბელგია; 4.ხორვატია?
24. 2010-2015 წლებში მსოფლიოს რომელ მსხვილ რეგიონში აღინიშნება
მოსახლეობის რაოდენობის ყველაზე მაღალი ბუნებრივი მატება?
1.აფრიკაში; 2.ლათინური ამერიკაში; 3.ევროპაში 4.ავსტრალიასა და
ოკეანეთში?
25. მსოფლიოს ქვემოთ ჩამოთვლილი ოთხი მსხვილი რეგიონიდან რომელში
არის მოსახლეობის რაოდენობის ყველაზე მაღალი საშუალო წლიური
მატების მაჩვენებელი 2010-2015წწში? 1. ავსტრალიასა და ოკეანეთში.
2.აზიაში; 3.ლათინურ ამერიკაში; 4.ჩრდ.ამერიკაში
26. მე20 საუკუნის დასაწყისში ანთროპოგეოგრაფიის და „ადამიანის
გეოგრაფიის“ საფუძველზე აღმოცენდა: ? მოსახლეობის გეოგრაფია
27. რომელ ქვეყანაში მოახდინა მიწის რეფორმამ უარყოფითი გავლენა
დემოგრაფიული პოლიტიკის განხორციელებაზე? ჩინეთში
28. რომელში არის სიკვდილიანობის ყველაზე დაბალი დონე? 1.ლიბანი; 2.
მალდივები; 3.ცენტრალური აფრიკის რესპ. 4,.იორდანია ?

ღია კითხვები:

1. ერთ-ერთ ქვეყანაში 2015 წელს ყოველ ათას ადამიანზე დაიბადა 25


ბავშვი, ყოველ ათას ადამიანზე გარდაიცვალა 15 ადამიანი.ქვეყანა
დატოვა ყოველ ათას ადამიანზე 5მა ადამიანმა, ხოლო ქვეყანაში ყოველ
ათას ადამიანზე შემოვიდა 3 ადამიანი. რამდენ პრომილეს შეადგენს ამ
ქვეყნის მოსახლეობის წლიური ზრდის ან კლების მაჩვენებელი? (თუ
ადგილი აქვს მოსახლეობის ზრდას ამ შემთხვევაში მაჩვენებლის წინ
დასვით ნიშნანი (+), ხოლო მოსახლეობის კლების შემთხვევაში (-).
2. ერთ-ერთ ქვეყანაში 2000წელს ყოველ ათას ადამიანზე დაიბადა 21ბავშვი,
ყოველ ათას ადამიანზე გარდაიცვალა 12 ადამიანი, ქვეყანა დატოვა
ყოველ ათას ადამიანზე 6მა ადამიანმა, ხოლო ყოველ ათას ადამიანზე
ქვეყანაში შემოვიდა 4 ადამიანი. რამდენ პრომილეს შეადგენს ამ ქვეყნის
მოსახლეობის წლიური ზრდის/კლების მაჩვენებელი?(თუ ადგილი აქვს
მოსახლეობის ზრდას ამ შემთხვევაში მაჩვენებლის წინ დასვით ნიშნანი
(+), ხოლო მოსახლეობის კლების შემთხვევაში (-) )
3. ერთ-ერთ ქვეყანაში 2000 წელს ყოველ ათას ადამიანზე დაიბადა 20
ბავშვი, ყოველ ათას ადამიანზე გარდაიცვალა 15 ადამიანი, ქვეყანა
ყოველ ათას ადამიანზე დატოვა 8მ, ხოლო ქვეყანაში ყოველ ათას
ადამიანზე შემოვიდა 2. რამდენ პრომილეს შეადგენს ამ ქვეყნის
მოსახლეობის წლიური ზრდის ან კლების მაჩვენებელი?
4. 2005წელს ყოველ ათას ადამიანზე დაიბადა 25ბავშვი; ყოველ ათას
ადამიანზე გარდაიცვალა 15ადამიანი. ქვეყანა დატოვა ყოველ ათას
ადამიანზე 5მა, ხოლო ქვეყანაში ყოველ ათას ადამიანზე შემოვიდა
5ადამიანი. რამდენ პრომილეს შეადგენს ამ ქვეყნის მოსახლეობის
ზრდის ან კლების მაჩვენებლი?

You might also like