You are on page 1of 13

1.

მსოფლიოს მზარდი მოსახლეობა


დროის მიხედვით მოსახლეობის რაოდენობის ცვლილებას მოსახლეობის რაოდენობის
დინამიკა ეწოდება. ცნობილია,რომ ადამიანი პირველი მილიარდი 1820 წელს გახდა, 6
მილიარდი 1999 წელს, ხოლო 2016 წელს 7,4 მილიარდს გადააჭარბა. მოსახლეობის
რაოდენობის განსაზღვრა ქვეყნებში მათ აღწერას ეფუძნება. ეს როგორც წესი 10 წელიწადში
ერთხელ ხდება. მოსახლეობის ზრდა სწრაფი ტემპით დაიწყო 1950 წლიდან.

მოსახლეობის რაოდენობის ცვლილებას განაპირობებს შობადობისა და სიკვდილიანობის


დონე. შობადობის სიჭარბეს სიკვდილიანობასთან შედარებით ბუნებრივი მატება ეწოდება.
ხოლო შობადობისა და სიკვდილიანობის პროცესს მოსახულეობის ბუნებრივ მატებას
უწოდებენ. შობადობის, სიკვდილიანობის, ბუნებრივი მატების გაანგარიშება პრომილეში
ხდება. (1000 კაცზე პრომილე, 100 კაცზე პროცენტი)

მოსახლეობის ზრდის ამსახველ სურათს დემოგრაფიული გადასვლის მოდელი ეწოდება. ის


ოთხი ეტაპისგან შედგება. 1. მაღალი შობადობა მაღალი სიკვდილიანობა (ბანგლადეში) 2.
შობადობის მაღალი მაჩვენებელი შენარჩუნებულია სიკვდილიანობა კლებულობს (ეგვიპტე,
კენია, ინდოეთი) 3. შობადობა ეცემა, სიკვდილიანობა ნაკლებად (ბრაზილია) 4.შობადობის
შემცირება, სიკვდილიანობის დაბალი მაჩვენებელი (აშშ, იაპონია, გერმანია, იტალია) .
ამრიგად ეს მოდელი გვაჩვენებს როგორ იცვლება მოსახლეობის რაოდენობა ქვეყნებში, რა
ფაქტორებზეა დამოკიდებული, რა დონეზე იმყოფება ეს ქვეყანა.

სტაგნაცია - ნულოვანი მატება

დეპოპულაცია - სიკვდილიანობა ახასიათებს, შობადობა ნაკლებად.

2. აღწარმოების ტიპები, დემოგრაფიული პოლიტიკა

ადამიანთა მოდგმის მუდმივი განახლების უწყვეტ პროცესი - მოსახლეობის აღწარმოება,


კვლავწარმოება. მასზე გადამწყვეტ როლს სოციალურ-ეკონომიკური, კულტურული
ფაქტორები ახდენენ. ამაში იგულისხმება მატერიალური პირობები და გავრცელებული
ცხოვრების წესი. სიკვდილიანობაზე გავლენას ახდენს კვება, ჯანდაცვა, ჰიგიენა, სანიტარია.
განათლებულ საზოგადოებაში, დაბალია შობადობის დონე. აღწარმოებაზე ცუდად
მოქმედებს ომები, შიმშილობა, ეპიდემიები.

მოსახლეობის აღწარმოების ორი ტიპი არსებობს: 1. მისი მახასიათებლები დემოგრაფიული


გადასვლის მეოთხე საფეხურზე იმყოფებიანმას მარტივი ან რაციონალური კვლავწარმოება
ქვია. ეს ტიპი განაპირობებს უფროსი თაობის ჩანაცვლებას იგივე რაოდენობის ახალი
თაობით. აქ ბუნებრივი მატება 10 პრომილეს არ აღემატება. (უკრაინა, ბელარუსი,რუსეთი,
უნგრეთი, ბულგარეთი) 2. გაფართოებული აღწარმოება- მაღალი ან ძალიან მაღალი
შობადობა, დაბალი ან საშუალო სიკვდილიანობა. (ნიგერი, ბანგლადეში) ის
დამახასიათებელია განვითარებადი ქვეყნებისთვის. ისინი მეორე ან მესამე საფეხურზე
იმყოფებიან დემოგრაფიული გადასვლის.
დემოგრაფიული პოლიტიკა ორი სახისაა აქტიური და კონტროლის პოლიტიკა. პირველს
მიმართავენ საფრანგეთი, გერმანია, იაპონია, ხოლო მეორეს ჩინეთი და ინდოეთი.

1.3 მოსახლეობის შემადგენლობა


მოსახლეობის შემადგენლობა - საზოგადოების სტრუქტურა მრავალფეროვნების, სხვადასხვა
ნიშნის მიხედვით. სქესობრივ-ასაკობრივი სტრუქტურა - ასახავს ქალებისა და კაცების
რაოდენობრივ განაწილებას სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის მიხედვით. მარცხენა მხარეს
ლაგდებიან კაცები, ხოლო მარჯვენა მხარეს - ქალები. თითოეულ ასეთ ხუთწლიან ჯგუფს
კოჰორტა ჰქვია. ეს პირამიდა იძლევა დემოგრაფიული გადასვლის საფეხურის
ინფორმაციასს, შრომისუნარიან მოსახლეოობაზე და მასზე დამოკიდებულებზე. ( ბავშვები,
მოხცები) შრომის უნარიანების იმ ნაწილს, რომელიც რეალურად არიან დასაქმებულები
ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობი წევრებს უწოდებენ. (15-65) დიდი ბრიტანეთის
სტრუქტურა საკმაოდ გადახრილია პირამიდის ფორმისგან, შევიწროებული ფუძე ნიშნავს
დაბალ ფუძეს, გრძელი კოჰორტები სიცოცხლის მაღალ ხანგრძლივობას. ასევე მიგრაციის
დონეს ვიგებთ ამ პირამიდიდან.

სიცოცხლის ხანგრძლივობა - წლების ის საშუალო რაოდენობა, რომელსაც მოსალოდნელია


რომ მიაღწევს თავისი სიცოცხლის პერიოდში ამა თუ იმ ქვეყანაში დაბადებული ადამიანი.

1.4 მოსახლეობის ეთნიკური, ენობრივი, რელიგიური შემადგენლობა

მსოფლიოს მოსახლეობა 4 ძირითადი რასისგან შედგება : ევროპეიდული, მონღოლოიდური,


ნეგროიდული, ავსტრალოიდური. რასა - ადამიანთა ისტორიულად ჩამოყალიბებული
ერთობაა, მათი წარმომადგენლები ხასიათდებიან ერთიანი ან მსგავსი ფიზიოლოგიური და
მორფოლოგიური ნიშანთვისებებით. რასების წარმოშობა გარკვეულ გეოგრაფიულ
გარემოსთან არის დაკავშირებული.

ეთნიკური შემადგენლობა - დედამიწაზე 4 ათასამდე ეთნოსი არსებობს, ყველაზე


დაწინაურებულები ერები არიან სხვები კი ხალხებად და ტომებად რჩებიან. ეთნოსი -
ხალხის ისტორიულად ჩამოყალიბებული მდგრადი ერთობაა, რომელსაც ახასიათებს ენის,
ტერიტორიის, მეურნეობის, კულტურისა და ეროვნულ შეგნებათა ერთიანობა. ყველაზე
ხალხმრავალ ეთნოსად ჩინელები ითვლებიან. მცირერიცხოვნები არიან ქართველები, 4
მილიონი მოსახლეობით. მონოეთნკური სახელმწიფო, არის სახელმწიფო სადაც ერთი ერის
წარმომადგენელი ძალიან სჭარბობს სხვა ერებს. (სომხეთი).

ენობრივი შემადგენლობა - ზოგ ქვეყანაში ერთზე მეტი სახელმწიფო ენაა


დაკანონებული( კანადა - ინგლისური, ფრანგული; შვეიცარიაში 4 სახელმწიფო ენაა
აღიარებული ) ეს ხშირად ისტორიული წარსულით არის განპირობებული. არის ისეთი
ენებიც, რომელიც რამდენიმე ქვეყნის სახელმწიფო ენაა. (გერმანული - გერმანია, ავსტრია,
შვეიცარია). დღეს ყველაზე გავრცელებული ინგლისურია მასზე 1,5 მილიარდი ადამიანი
საუბრობს. მონათესავე ენები- ერთი ენობრივი ძირიდან წარმოიშვნენ და განვითარდნენ. მაგ:
რომის იმპერიაში გავრცელებულმა ლათინურმა, საფუძველი დაუდო იდალიტურს,
ფრანგულს, ეპსანურს, რუმინულს. ისინი რომანულ ენობრივ ჯგუფში ერთიანდებიან.
მსოფლიოში ყველაზე მრავალრიცხოვანი არის ინდოევროპული ენათა ჯგური, რომელშიც 11
ენა შედის და 2.5 მილიონზე მეტი ადამიანი ლაპარაკობს. ასევე ჩინურ-ტიბეტური ,
რომელზეც 1 მილიარდი საუბრობს და აფრიკული ოჯახი, 250 მილიონი ადამიანი საუბრობს.

რელიგიური შემადგენლობა- რელიგია არის ადამიანის მიერ აღიარებული ღირებულებათა


სისტემა, რომელიც გულისხმობს სიწმინდის, ზებუნებრივისა და ღვთიურის თაყვანისცემას.
მონოთეიზმი - ერთღმერთიანობა (საქართველო, მართმადიდებლობა. პოლითეიზმი -
მრავალღმერთიანობა, ეგვიპტე, საბერძნეთი, რომის რელიგიები. სეკულარიზმი - საერთოდ
ემიჯნებიან რელიგიას. ყველაზე ფართოდ ქრისტიანობაა გავრცელებული 2 მილიარდზე
მეტი მორწმუნით, შემდეგ ისლამი 1, 6 მილიარდზე მეტით. მსოფლიო რელიგიები ცდება
ერთი ქვეყნის საზღვრებს ასეთებია, ქრისტიანობა, ბუდიზმი, ისლამი. ხოლო ეთნიკურია
რელიგია, რომელიც მხოლოდ ერთ ეთნოსშია გავრცელებული. ( კონფუციანობა - ჩინეთში,
ებრაელებში - იუდაიზმი)

1.5 მოსახლეობის მიგრაცია


მოსახლეობის წლიური მატების მონაცემები ხშირად განსხვავება ბუნებრივი მოძრაობის
მაჩვენებლებისგან. მაგალითად: იამაკიაშუ შობადობა 18 პრომილეა, ხოლო სიკვდილიანობა 7
ანუ ბუნებრივი მატება 11-ია. მიგრაცია - ადამიანის მიერ თავის საცხოვრებელი და სამუშაო
ადგილის ხანგრძლივი ან სამუდამო შეცვლა, რაც სხვა ერიტორიაზე გადაადგილებასთან
არის დაკავშირებული. მიგრაციას ორი მიმართულება აქვს: ემიგრაცია და იმიგრაცია. ამაში
მონაწილე ხალხს მიგრანტები ჰქვიათ. სხვაობას ემიგრანტებსა და იმიგრანტებს შორის
მიგრაციის სალდო, ან მიგრაციის ბალანსი ეწოდება. იმ ქვეყნებში სადაც ემიგრანტთა რიცხვი
ნაკლებია იმიგრანტებზე დადბითი სალდოა. დღეისთვის 40 მილიონამდე შრომითი
მიგრანტია, უმრავლესობა აშშ-სა და დასავლეთ ევროპაშია წასული. „კუნთების გადინება“ -
ღარიბი ქვეყნებიდან შედარებით დბალი კვალიფიკაციის მიგრანტთა გასვლა სხვა ქვეყნებში,
დაბალპრესტიჟული სამუშაოს საძებნელად. ხოლო მაღალი კვალიფიკაციის პერსონალის
ემიგრაციას „ტვინების გადინებას“ უწოდებენ. (პოსტსაბჭოთა სივრციდან ასევე ინდოეთიდან
და ბრაზილიიდან ხდება). არსებობს მუდმივი და დროებითი მიგრაციაც. ასევე არსებობს
საერთაშორისო და შიდა მიგრაციებიც. (მასშტაბური მაგალითი, ევროპელების გადასვლა
ამერიკაზე). არსებობს „ქანქარისებული მიგრაციაც“. ბოლოს მიგრაცია შეიძლება იყოს
ნებაყოფლობითი და იძულებითი (ლტოლვილი- სხვა ქვეყანაში წასულები იძულებით,
დევნილი - ქვეყნის შიგნით გადაადგილებულები.)
1.6 მოსალხოების განლაგება და სიმჭიდროვე

მოსახლეობის განლაგება გულისხმობს თუ როგორ არიან ადამიანები განლაგებულები


დედამიწაზე. მოსახლეობის განლაგებაზე მოქმედი ფაქტორები ერთიანდებიან ბუნებრივ და
ადამიანურ ანუ ანთროპოგენულ ფაქტორებად. ბუნებრივი ფაქტორია ტემპერატურა,
რელიეფის თავისებურებანი. ხოლო ანთროპოგენულია ეკონომიკური, სოციალური და
პოლიტიკური პირობები. მოსახლეობის სიმჭიდროვის მაჩვენებელი - დედამიწაზე
მოსახლეობის განაწილეობის და მის ცალკეულ ნაწილებში თავმოყრის საზომად იყენებენ. ის
გვიჩენებს თუ რამდენი ადამიანი ცხოვრობს საშუალოდ მოცემული ტერიტორიის ფართობის
ერთეულზე და გამოიანგარიშება ამ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის გაყოფით ამავე
ტერიტორიის ფართობზე. ამ ლოგიკით დედამიწის ყოველ კვადრატულ მეტრზე 49, 7
ადამიანი იცხოვრებს. მოსახლეობის დაბალი სიმჭიდროვე მეჩხერად დასახლებული
ტერიტორიისთვისაა დამახასიათებელი. მაღალი სიმჭიდროვე კი აღინიშნება ქალაქებში.

ჭარბმოსახლეობა - ისეთ ადგილებში სადაც მოსახლეობის რაოდენობა აჭარბებს


სასიცოცხლოდ აუცილებელი ხელმისაწვდომი რესურსების ოდენობას ადგილი აქვს
ჭარბმოსახლეობას. ის გამოწვეულია მოსახლეობის რაოდენობის ზრდით, იმიგრანტთა
შემოსვით, რესურსების შემცირების ან ამოწურვის გამო. სუდანი და სომალი ჭარბმოსახლეა,
ეს ძირითადად განვითარებადი ქვეყნების პრობლემაა. ის მოსახლეობის საერთო
რაოდენობაზე კიარაა დამოკიდებული, არამედ მათი რესურსებით უზრუნველყოფაზე.

2.1 ბუნებრივი რესურსები და მათი ტიპები

გეოგრაფიული გარემო - ბუნების ის ნაწილი, რომელთანაც ადამიანთა საზოგადოება


უშუალოდ ურთიერთქმედებს თავისი ყოფა-ცხოვრებისა და სამეურნეო საქმიანობის
პროცესში, თავისი განვითარბეის მოცემულ ისტორიულ ეტაპზე. დღეს ის მოიცავს
დასახლებულ, დაუსახლებელ ადგილებს ასევე მსოფლიო ოკეანესა და ატმოსფეროს
ნაწილსაც. ბუნების კომპონენტებს ადამიანები იყენებენ : საკვებად, გასართობად,
კომფორტული გარემოს შესაქმნელად, ნივთების დასამზადებლად.

ბუნებრივი რესურსები - დედამიწის შემადგენელი ქიმიური ელემენტები და მათი


შენაერთები, ბუნებრივი წარმონაქმნები და მოვლენები. ბუნებრივი რესურსების მოპოვების
არეალები იყოფა მთავარ ჯგუფებად. შესაბამისად გამოიყოფა მინერალური, მიწის, წყლის,
ბიოლოგიური, კლიმატური და კოსმოსური, მსოფლიო ოკეანის რესურსები. ისინი, თავის
მხრივ, ქვეჯგუფებად იყოფა. მაგალითად : მინერალური რესურსების დაყოფა ხდება სამ
სახეობად: სათბობ-ენერგეტიკული, (ქვანახშირი, ნავთობი, ბუნებრივი გაზი) მადნეული
(რკინის, ფერადი,ძვირფასი, იშვიათი ლითონების მადანი) და არამადნეული (დარიშხანი,
ფოსფორიტები, აპატიტები). მინერალურ რესურსებს ხშირად სასარგებლო წიაღისეულს
უწოდებენ. ასევე ბიოლოგიური რესურსები შედგება მცენარეული, ტყის და ცოცხალი
ორგანიზმებისგან. მიწის რესურსები - სახნავ-სათესი მიწებისგან, სათიბებისგან და
საძოვრებისგან.
ზოგჯერ ერთსა და იმავე რესურს მრავალი მნიშვნელობა აქვს, მაგალითდ: წყლის რესურსი
მნიშვნელოვანია როგორც სატრანსპორტო, ისე საყოფაცხოვრებლო თვალსაზრისით. ასევე
სოფლის მეურნეობისთვის. აქედან გამომდინარე, ხშირად მოსახლეობა თავისი ერთი
რომელიმე მოთხოვნილების დაკმაყოფილებას სხვადასხვა რესურსული წყაროების
გამოყენებით ახერხებს. (მაგალითად საკვები მიწიდან, ხეებიდან, ოკეანეებიდან)

არსებობს ამოუწურავი, უსასრულო ბუნებრივი რესურსები ესენია: წყალი, მზე, ქარი. ხოლო
მეორეა შეზღუდული რაოდენობით, ანუ სასრული რესურსი. ასეთი რესურსების მუდმივი
გამოყენება მას ამცირებს და ოდესმე სულ გაქრება. (მინერალები - ქვანახშირი, ნავთობი,
რკინის მადანი ). ამოწურვადი რესურსებიც განახლებადი და განუახლებელია.
მინერალურები განუახლებელს მიეკუთვნება, ხოლო ბიოლოგიური რესურსები
განახლებადი.

მთავარი სათბობ-ენერგეტიკული წიაღისეულებია ქვანახშირი, ნავთობი და ბუნებრივი გაზი.


მათ საწვავ წიაღისეულსაც უწოდებენ, ზოგჯერ კი სტრატეგიულ ნედლეულს. ისინი
ადვილად იწვიან რის შედეგადაც იძლევიან სითბოს, რაც არა მარტო გასართობად, არამედ
სხვა მატერიალური ნივთებისთვისაც გამოიყენება. მისი აღდგენა ძნელია, რადგან ის
ცხოველების გარდაქმნის გზით, გახრწნით წარმოიქმნება, რაც იმას ნიშნავს, რომ ასეულობით
მილიონი წელი სჭირდება.

2.2 ბუნებრივი რესურსების განლაგება, რესურსებით უზრუნველყოფა.

ბუნებრივი რესურსების განლაგება საკმაოდ არათანაბარი და მრავალფეროვანია დედამიწის


მასშტაბით. მაგალითად, ქარის ენერგიის გამოყენება ძირითადად ზომიერ სარტყელშია
მიზანშეწოლილი. სპეციფიკური განაწილება ახასიათებს აგროკლიმატურ რესურსებს,
რომლებიც სითბოს, სინათლისა და ტენის შეთანაწყობით ფორმირდება. რადგან
კულტირებულ მცენარეთა უმრავლესობა ზომიერ, სუბტროპიკულ და ტროპიკულ
სარტყელში მოჰყავთ,შეგვიძლია დავასკვნათ, რომ აქ არის აგროკლიმატური რესურსების
გამოყენების საუკეთესო საშუალება. წყლის რესურსების ძირითადი მარაგი მტკნარი წყლის
სახით არქტიკულ და ანტარქტიკულ სარტყელშია წარმოდგენილი მყინვარების სახით.
მტკნარი წყლის სიჭარბე აღინიშნება ეკვატორულ და ზომიერი სარტყლის ჩრდილო ნაწილში.
აქ ერთ სულ მოსახლეზე 25 ათას კუბურ მეტრზე მეტი წყალი მოდის წელიწადში. ხე-ტყის
90%ზე მეტი ორ სარტყელშია წარმოდგენილი. ესენია ჩრდილოეთის სარტყელი (აშშ, კანადა,
რუსეთი, შვედეთი, ფინეთი ) და სამხრეთის სარტყელი (ჯუნგლებით დაფარული
ტერიტორიები). გაჩეხილი ხეების ტერიტორია კი მიწის რესურსების კატეგორიაში გადადის,
რომელიც მსოფლიო მიწის ფონდის სახელით არის ცნობილი, მისი ოდენობა 13 მილიონ
ჰექტარს აღემატება.

სპეციფიკით ხასიათდება სასარგებლო წიაღისეულის გავრცელება. ის გეოლოგიურ


პროცესებთან არის დაკავშირებული . მადნეული და არამადნეული წიაღისეული
ჩვეულებრივ თანხვდებიან ძველ ბაქნების საფუძვლებს ან ფარებს, ასევე დედამიწის
დანაოჭებულ უბნებს. ასევე სპეციფიკურია მინერალური რესურსების ანლაგება ოკეანეთა
ფსკერზე. კერძოდ გაზისა და ნავთობის საბადოები კონტინენტური შელფების ფარგლებშია
წარმოდგგენილი, ხოლო რკინა-მარგანეცი - ოკეანის ფსკერზე.

ესეთი განლაგება გავლენას ახდენს რესურსებით უზრუნველყოფაზე. რესურსებით


უზრუნველყოფა არის შეფარდება ცალკეული რესურსების რაოდენობასა და მათი
მოხმარების მოცულობებს შორის განსაზღვრულ ტერიტორიაზე. ის განისაზღვრება მისი
მარაგის რაოდენობით ერთ სულ მოსახლეზე, ასევე წლების რაოდენობით როდესაც მარაგი
ეყოფა მოსახლეობას.

2.3 მსოფლიო მეურნეობა : ზოგადი ნიშნები და დახასიათება

მეურნეობა- ეკონომიკა, საქმის კეთების, შრომის, საქმის გაძღოლის უნარს, ხელოვნებას


აღნიშნავს. ეკონომიკა ბერძნული სიტყვაა და ნიშნავს საოჯახო საქმის გაძღოოლის
ხელოვნებას. მეურნეობა ხასიათდება დროითი ცვლილებებით (დას. ევროპის ქვეყნების
მეურნეობა შეიცვალა მე-2 მსოფლიო ომის შემდეგ. ) და ტერიტორიული სხვაობებით.
(საქართველოში ბარის მეურნეობა განსხვავდება მაღალმთიანი კავკასიონის მეურნეობისგან.)
მეურნეობა საზოგადოებრივი გეოგრაფიის ერთ-ერთი დარგია. ერთი ქვეყნის ტერიტორიაზე
არსებული სამეურნეო რგოლთა ერთობლიობა ქვეყნის მეურნეობას, ანუ ეროვნულ
ეკონომიკას ქმნის. ხოლო ისტორიულად ჩამოყალიბებულ და ეკონომიკური
ურთიერთობებით დაკავშირებულ მსოფლიოს ყველა ქვეყნის მეურნეობათა ერთობლიობას
მსოფლიო მეურნეობა ეწოდება. მსოფლიო მეურნეობის ჩამოყალიბების ეტაპებია: დიდი
გეოგრაფიული აღმოჩენების ეპოქა, სამრეწველო გადატრიალების ხანა,(დასავლეთ ევროპასა
და აშშ-ში, მოხდა მსხვილი მანქანური წარმოების და ტრანსპორტის განვითარება)
სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესის პერიოდი. (ის დღემდე გრძელდება და ტექნოლოგიების
განვითარებით ხასიათდება). ბოლო პერიოდის გამოგონებები სულ ცოტა ხნის წინ
ფანტასტიკას წარმოადგენდნენ. ამ დროს მოხდა ერთიანი ძალზე მჭირო კავშირებით
შეკრული, მსოფლიო ბაზრის ფორმირება.

ცალკეულ ტერიტორიებს შორის არსებობს განსხვავებები ესენია: მდებარეობა, ბუნებრივი


პირობები, მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური პირობები. ამათ განლაგების
გეოგრაფიულ ფაქტორებს უწოდებენ. ასე რომ ზოგჯერ საქმიანობის გარკვეული სფეროები
ებმიან ტერიტორიებს. მაგალითად: არაბეთი ცნობილია ნავთობის მარაგით, საფრანგეთი
ღვინის წარმოებით, ტაილანდი ტურიზმით.

2.4 მეურნეობის დარგობლივი სტრუქტურა

მეურნეობის დარგი არის წარმოებათა ერთობლიობა, რომლებიც ქმნიან ერთნაირ


პროდუქციას ან ეწევიან მსგავს მომსახურებას. დარგებს რომლებიც უშუალოდ გარემოდან
იღებენ ან მოიპოვებენ ნედლეულს და პროდუქტებს პირველადი დარგები ეწოდებათ.
(მეთევზეობა, მეტყევეობა). მეორადი დრგები პირველადი დარგებიდან იღებენ ნედლეულს
და მათგან აკეთებენ საგნებს. (მრეწველობა თავისი ფაბრიკებით.) მესამეული დარგები
მომსახურეობის დარგები, რომლებიც არაფერ მატერიალურს არ აწარმოებენ. (ვაჭრობა,
ტრანსპორტი). მეოთხეული დარგები - ცოდნის ინდუსტიის სფეროები. ( ფიქრობენ და
ცდიან).

მეურნეობის დარგობლივი სტრუქტურის განსაზღვრის საუკეთესო საშუალებად ამ ქვეყნის


მოსახლეობის დასაქმების სტრუქტურას, ანუ ცალკეულ დარგებში დასაქმებული
მოსახლეობის თანაფარდობას მიიჩნევენ. მეურნეობის დარგობლივი სტრუქტურის
მიხედვით მსოფლიო ქვეყნებს სამ ჯგუფში აერთიანებენ: აგრარული ეკონომიკის ქვეყნები
(გამბია- პირველადი დარგი), ინდუსტრიული ეკონომიკის ქვეყნები (სამხ. კორეა - მეორადი
დარგი) , პოსტინდუსტრიული ეკონომიკის ქვეყნები (დიდი ბრიტანეთი, მესამე-მეოთხე
დარგები). მეურნეობის დარგობლივი სტრუქტურა გამოიყენება ტერიტორიის ეკონომიკური
განვითარების სარწმუნო მახასიათებლად. ამაზე დაყრდნობით არის მეურნეობის
გეოგრაფიის განზოგადების მოდელი, რომელთაგანაც ყველაზე პოპულარულია მსოფლიო
მეურნეობის ორწევრიანი მოდელი: მსოფლიოს „განვითარებულ ჩრდილოეთად“ (ამერიკა,
გერმანია) და „განვითარებად სამხრეთდ“ ჰყოფს. (აგრარული ქვეყნები)

2.5 სოფლის მეურნეობის გეოგრაფია

ის უძველესი დარგია მეურნეობის სხვა დარგებიდან. ის შეგვიძლია წარმოვიდგინოთ


შემდეგი სისტემის სახით: დანახარჯი (წყალი,სითბო,მუშახელი,კაპიტალი) -
პროცესი(ხვნა,თესვა,მორწყვა) - გამოშვება(საბოლოო პროდუქტი) სოფლის მეურნეობის
გავრცელება დამოკიდებულია, გარემო-პირობებზე. მასზე მოქმედებს ორი სახის ბუნებრივი
და საზოგადოებრივი ფაქტორები. ბუნებრივია - ტემპერატურა, ტენიანობა, მზის სინათლე,
ნიადაგები, რელიეფი. ხოლო საზოგადოებრივი ფაქტორებია - პოლიტიკა, ტრადიციები,
ბაზარი, ფინანსები, მუშახელი.

სოფლის მეურნეობის ტიპებს სხვადასხვა ნიშნით აჯგუფებენ ესენია:

1. სამომხმარებლო(ნატურალური) და კომერციული(საბაზრო) სოფლიოს მეურნეობა.


პირველ შემთხვევაში გლეხური ოჯახები მოყვანილ პროდუქტს თავადვე იყენებენ,
საკვებად, ხოლო მეორე შემთხვევაში სოფლის მეურნეობა ბიზნესის სფეროს
წარმოადგენს, რადგან ხშირად მოყვანილი მოსავალი და მოშენებული პირუტყვი
გასაყიდად არის განკუთვნილი.
2. ინტენსიური და ექსტენსიური, პირველს ახასიათებს დიდი შრომითი და ფინანსური
დანახარჯები მაღალი პროდუქტიულობისთვის ფართობის ერთულზე. (საბაზრო
მებაღობა დიდი ქალაქების გარეუბნებში, ბრინჯის მოყვანა აღ. აზიაში) ხოლო
ექსტენსიურ მეურნეობაში დაბალია დანახარჯებიც და მოსავლიანობაც ერთ
ჰექტარზე. სათანადო რაოდენობის მოსავლის მიღბა აქ დიდი ფართობის
დამუშავებით მიიღწევა. (განვითარებად ქვეყნებშია ხშირად)
3. მკვიდრი ( მუდმივი) და მომთაბარე (ნომადური) , პირველ შემთხვევაში მუშხელი
სოფელში ცხოვრობს და ყოველწლიურად ამუშავებს თავის ნაკვეთს. ხოლო მეორე
შემთხვევაში ისინი გადაადგილდებიან საქონლისთვის ახალი საძოვრების
საპოვნელად ან მიწის ახალი ნაკვეთების ასათვისებლად.

სოფლის მეურნეობას დარგობლივი სტრუქტურაც გააჩნია გამოიყოფა ორი დარგი ესენია :


მემცენარეობა და მეცხოველეობა. მემცენარეობის მთავარი ქვედარგია მარცვლეული
კულტურების მოყვანა. ყველაზე ფაართოდაა გავრცელებული სამი მთავარი „პურეული“
კულტურა: ხორბალი,ბრინჯი და სიმინდი. ხორბლის წარმოშობის კერა წინა აზია და
ხმელთაშუაზღვისპირეთია. უდიდესი მწარმოებლები არიან აშშ,კანადა, ავსტრალია.
ბრინჯის წარმოშობის კერა ჩინეთია და ძირითადად სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში
მოჰყავთ. ხლო სიმინდი მექსიკაში წარმოიშვა და აშშ,ბრაზილია,ჩინეთი არიან უმთავრესი
მწარმოებლები. ასევე მემცენარეობის სხვა საკვები არამარცვლეული კულტურებია
ზეთოვანი, ბოლქვოვანი და შაქრის შემცველი. ასევე ხილი და ბოსტნეული.
მემცენარეობის კიდევ ერთი ქვედარგია ტექნიკური კულტურის წარმოება, ამის
მაგალითია ბამბა, რომელიც ძირითადად აზიის ქვეყნებში მოჰყავთ. (ასევე ბოჭკოვანი
კულტურაა ჯუთი და სელი)

მეცხოველეობის ქვედარგებია: მსხვილფეხა პირუტყვის მოშენება, მეღორეობა და


მეცხვარეობა. მსხვილფეხა პირუტყვი თავის მხრივ იყოფა სახორცე, სარძევე და სახორცე-
სარძევე მიმართულებებად. ხორცის წარმოებაში ლიდერობს აშშ, კანადა, არგენტინა.
სარძევეში - აშშ, რუსეთი, ინდოეთი. მეღორეობა მჭიდროდდასახლებულ რეგიონებშია
გავრცელებული, ღორი დიდი რაოდენობით ჩინეთშია. მეცხვარეობა მატყლსაც იძლევა,
მისი სულადობით გამოირჩვა ავსტრალია, ახალი ზელანდია, დიდი ბრიტანეთი, ჩინეთი.
წარმოებით- ავსტრალია, ჩინეთი. ასევე სოფლის მეურნეობის სხვა დარგებიდან დიდი
მნიშვნელობა აქვს მეფრინველეობას და მეთვზეობას.

„მწვანე რევოლუცია“ - მეორე მსოფლიო ომის შემდეგ საერთაშორისო ორგანიზაიებმა


შეიმუშვეს პროგრამა აზიის, აფრიკის და ლათინური ამერიკის ქვეყნებისთვის.
ძირითადად მიმართული იყო აგრიკულტურების გაუმჯობესებისკენ, სასუქის
გამოყენებისკენ, ტრაქტორების გავრცელებისკენ, ირიგაციის დანერგვისკენ. მიზნათ
ისახავდა, რომ შიმშილით არ მომკვდარიყო ხალხი და მართლაც 1 მილიარდი ადამიანი
გადაარჩინა ამ პროგრამამ.

2.6 მრეწველობის გეოგრაფია, მრეწველობის ტიპები და განლაგების ფაქტორები.


მრეწველობის დარგობლივი სტრუქტურა.

მრეწველობა საზოგადოებრივი წარმოების წამყვანი დარგია. ის სოფლის მეურნეობის


მსგავსად საწარმოო სისტემას წარმოადგენს და შესაბამისად დანახარჯის, პროცესისა და
გამოშვების კომპონენტებისგან შედგება. მრეწველობა იღებს ნედლეულს მეურნეობის
ირველადი დარგებიდან ან სხვა სამრეწველო საწარმოებიდან და მათი დამუშავების ან
აწყობა-შეერთბის გზით ქმნის საბოლოო პროდუქტს, ამრიგად მრეწველობა ნედლეულის
გადამამუშვებელი დარგია. სამრეწველო საწარმოების განლაგებაზე მოქმედი
ფაქტორებია: ტრანსპორტი, კავშირგაბმულობა, კაპიტალი, ენერგია, მუშახელი,
პოლიტიკა,ბაზარი.

მრეწველობის დარგები იყოფა მძიმე და მსუბუქ მრეწველობად. მძიმე მრეწველობა


აერთიანებს იმ დარგებს, რომელთა მთავარი დანიშნულებაა წარმოების საშუალებათა
წარმოება. ესე იგი, მხოლოდ ნაწილი გამოიყენება საყოფაცხოვრებლოდ, ხოლო დანარჩენი
დიდი წარმოებისთვის და სხვა დარგების გაფართოებისთვის არის განკუთვნილი.
მსუბუქი მრეწველობის დარგები ძირითადად, მოხმარების საგნების წარმოებაზეა
სპეციალიზებული, ანუ იმ პროდუქტის შექმნაზე, რასაც უშუალოდ იყენებს მოსახლეობა
ყოფა-ცხოვრებაში. მძიმე მრეწველობაში შედის : სათბობენერგეტიკული და
ელექტროენერგეიკა,მეტალურგია, მანქანათმშენებლობა, ქიმიური მრეწველობა. მსუბუქი
მრეწველობაა, საფეიქრო, კვების. მრეწველობის ტრადიციული დარგებია კვების და
საფეიქრო წარმოება, რადგან უფრო დიდი ისტორია აქვთ, ხოლო მანქანათმშენებლობა და
ქიმიური მრეწველობა თანამედროვე დარგებს მიეკუთვნება. დღეს უკვე მრეწველობა
იყოფა სამ დარგად: მძიმე, მსუბუქი და ჰაი-ტეკი, ესე იგი, მაღალი ტექნოლოგიების
დარგი. (კომპიუტერები, ბიზნესსისტემები, ტელფონები). მრეწველობის ზოგიერთ დარგს
სტრატეგიულ დარგსაც უწოდებენ, რადგან მნიშვნელოვანია ამა თუ იმ ქვეყნის
ეკონომიკისთვის. მათ შორის გამოირჩევა სათბობენერგეტიკული და
ელექტროენერგეტიკა.

ინდუსტრიული ქვეყნები და ტრანსნაციონალური კორპორაციები

წარმოების გატანის სტრატეგია- განსაკუთრებით ნედლეული, ენერგოტევადი და


გარემოს დამაბინძურებელი დარგების გატანა ხდება საზღვარგარეთ, განვითარებად
ქვეყნებში,რაც განპირობებულია მუშახელის სიიაფით და ნედლეულთან სიახლოვით. ამ
ხერხს პირველად წარმატებულმა კომპანიებმა მიმართეს, რომლებიც შემდეგ
ტრანსნაციონალურ კორპორაციებად ჩამოყალიბდნენ. ესენი არის მულტინაციონალური
კორპორაციები, რომელბსაც აქვთ მრავალმხრივი ბიზნეს ინტერესები ბევრ ქვეყანაში.
სათავო ოფისი ხშირად იქარის საიდანაც დაიწყო გავრცელება. (მაგ: ბრითიშ
პეტროლიუმი, ფორდი, მიცუბიში, კოკა-კოლა, ნესტლე და ა.შ) ხშირად იმ ქვეყნის
ეკონომიაა წარმატებული, რომელიც მაღალტექნოლოგიურ საწარმოს განალაგებს. ხოლო
სადაც ნედლეულის წარმოება ხდება პირიქით, მოგება უმნიშვნელოა.

რეგიონში წარმოების მიმზიდველი ფაქტორები: ტრანსპორტი, ბაზარი, სამთავრობო


პოლიტიკა. ამ პროცესების შედეგად „ეკონომიკურმა ვეფხვებმა“ დიდ წარმატებას
მიაღწიეს. (ჰონგ კონგი, სინგაპური, ტაივანი, სამხ. კორეა). პოსტინდუსტრიულია ის
ქვეყანა, რომელშიც მრეწველობის ხვედრითი წილი ძალიან შემცირდა ეკონომიკის
მესამეული და მეოთხეული დარგების სასარგებლოდ.

2.7 მესამეული და მეოთხეული დარგების გეოგრაფია


მესამეული სექტორის დარგები ვაჭრობენ არა საქონლით, არამედ მომსახურებით. მათი
უმრავლესობა თავმოყრილია ქალაქებში. ეს დარგი განსაკუთრებით სწრაფად იზრდება
ეკონომიკურად მაღალგანვითარებულ ქვეყნებში, ეს ქვეყნები უკვე პოსტინდუსტრიულ
ქვეყნებად გარდაიქმნებიან. იმის გასაგებად, თუ როგორ იცვლება მესამეული დარგის ზრდის
მასშტაბები ყველაზე კარგი საზომია ცვლილებები მოსახლეობის დასაქმების სტრუქტურაში.
ეკონომიკის მესამეული დარგების მნიშვნელობაზე ასევე მკაფიოდ მოქმედებს ამ სექტორის
წილი ამა თუ იმ ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტში. ეს ყველაფერი ასახავს ქვეყნის
ეკონომიკურ ინტეგრაციას მსოფლიოში. სამომხმარებლო ეკონომიკის მქონე ქვეყნებში
მიღებულია საქკვების წარმოება, დამზადება და მიღება ოჯახში, ხოლო პოსტინდუსტრიულ
საზოგადოებაში უპირატესობა ენიჭება კვებას ოჯახის გარეთ რესტორნებსა და კაფეებში.
მესამეულ სექტორში ვხვდებით დამხმარე სამუშაოების გარეშეთათვის გადაცემას ანუ
„აუთსორსინგს“. მაგალითად: (ა) კომპანიას ჰყავს დამლაგებელი, კარისკაცი და ა.შ ოღონდ,
რომელიმე (ბ) სხვა კომპანიის დაქვემდებარების ქვეშ, რომელიც უზრუნვეყოფს მათ
მუშაობას პირველი კომპანიისთვის. (ა) მესამეულ დარგში შედის ტურიზმიც.

საქმიანობებს, რომლებსაც მეოთხეულ დარგებს მიაკუთვნებენ ძირითადაც ახორციელებენ


ოფისებში,უნივერსიტეტებში, ლაბორატორიებში, კლინიკებში, თეატრებში, ბანკებში. მათ
„ცოდნის სექტორს“ უწოდებენ. მეოთხეული დარგის მიერ განხორციელებული ქმედება
უფრო მაღალი რანგისაა, ვიდრე მესამეულის. ის დაფუძნებულია, ცოდნაზე, უნარებსა და
თანამედროვე ტექნოლოგიების ორიენტირებულობაზე. ასევე ტერიტორიული
გადაადგილების მიხედვით მეოთხეული დარგები, უფრო კომფორტულები არიან. მაგ:
კომპიუტერული პროგრამის დაწერა, კვლევის ჩტარება და ა.შ.

ხშირად მეხუთეული საქმიანობა გამოიყოფა, მას „ოქროს საყელოებს“ აერთიანებს, ვიდრე


უშუალოდ ეკონომიკის დარგებს. ის არის ელიტარული და ექსკლუზიური ცოდნის, უნარის
მქონე ადამიანების ერთობა. მაგ: მთავრობის პირები, უდიდესი კომპანიების მფლობელები,
მსოფლიო დონის ვარკსვლავები. ისინი თავს იყრიან ვოლ სთრითზე, ჰოლივუდში და მსგავს
ადგილებში.

ფერადი საყელოები : მუშახელის სოციალური გრადაცია

ინლისურენოვან ქვეყნნებში, ისეთი მუშახელის აღსანიშნავად, რომელიც ფიზიკურ შრომას


ასრულებს ხშირად ხმარობენ „ლურჯ საყელოს“, ისინი საათობრივ ანაზღაურებაზე არიან
დაქირავებულნი. ლურჯი ფერი ჭუჭყის ამტანია და სწორედ ამიტომ მიენიჭა ამ საფეხურს.
მესამეული და მეოთხეული დარგების ადამიანებს „თეთრ საყელოდ“ მოიხსენიებენ,ისინი
ყოველთვიურ ხელფასს იღებენ, მათ ძირითადად საშუალო ან საშუალოზე მაღალ კლასს
მიაკუთვნებენ. ხშირად მეხუთეული საქმიანობა გამოიყოფა, მას „ოქროს საყელოებს“
აერთიანებს, ვიდრე უშუალოდ ეკონომიკის დარგებს. ის არის ელიტარული და
ექსკლუზიური ცოდნის, უნარის მქონე ადამიანების ერთობა. მაგ: მთავრობის პირები,
უდიდესი კომპანიების მფლობელები, მსოფლიო დონის ვარკსვლავები. ისინი თავს იყრიან
ვოლ სთრითზე, ჰოლივუდში და მსგავს ადგილებში. (მაღალი კლასი) „ვარდისფერი საყელო“
კი ძირითადად ქალის შრომასთან ასოცირდება. (მიმტანები, მოახლეები, კოსმეტოლოგები)
ტურიზმი- ადამიანთა შედარებით ხანმოკლე მოგზაურობა თავიანთი ჩვეული გარემოდან
მოშორებით, უპირატესად რეკრეაციული და თავისუფალი დროის გატარების მიზნით.
ტურისტი ადამიანი ხარჯავს ფულს და არ გამოიმუშავებს მას. 2014 წელს მსოფლიოში
ტურიზმით მიღებულმა შემოსავალმა 1,4 ტრილიონ ამერიკულ დოლარს გადააჭარბა.
ტურიზმის განვითარების მიზეზი არის ტრანსპორტის განვითარება ასევე ეკონომიკის
ცალკეულ ქვეყნებში და გლობალიზაცია. ტურიზმი სწრაფად ვითარდება ისეთ ქვეყნებში,
სადაც ეგზოტიკური ბუნებააა, ასევე კულტურული ძეგლები და კარგი ინფრასტრუქტურა.
ტურიზმის დადებითი მხარეებია: ინვესტიციების მოზიდვა, ვალუტის შემოდენა, ახალი
სამუშაო ადგილების შექმნა ტურიზმში, ადგილობრივი საკვების გავრცელება. უარყოფითი-
კომპანიების მიერ მოგების საზღვარგარეთ გატანა, ალკოჰოლის, ნარკოტიკების,
პროსტიტუციის, თამაშების გაძლიერება, ბუნებრივი და კულტურული გარემოს
დეგრადაცია. ტურიზმს ზოგჯერ უხილავ ექსპორტსაც უწოდებენ, რადგან მისი საშუალებით
ტურისტებს შტაბეჭდილებები და ქვეყნის იმიჯი გააქვთ.

3.1 მსოფლიოს პოლიტიკური გეოგრაფია

პოლიტიკა ბერძნული სიტყვაა და სახელმწიფო საქმეს ნიშნავს. ფართო გაგებით


სახელმწიფოს მართვის ხელოვნებასა და მეცნიერების პრაქტიკაში განხორციელებას
გულისხმობს, ამიტომ მისი შესწავლის მთავარ ობიექტს სახელმწიფო წარმოადგენს.
პოლიტიკური გეოგრაფია საზოგადოებრივი გეოგრაფიის დარგია, რომელიც პოლიტიკური
პროცესების ტერიტორიულ გამოვლინებას სწავლობს. მისი კვლევის ძირითადი თემებია:
მსოფლიო პოლიტიკური რუკის ჩამოყალიბება, საერთაშორისო ურთიერთობები,
საზღვრებისა და წყობის ფორმირება, პოლიტიკურ ძალათა განლაგება. ასევე არსებობს
გეოპოლიტიკა, ის შეისწავლის ქვეყნის საგარეო პოლიტიკის კავშირს, გეოგრაფიულ
მდებარეობას და გარემოს.

მსოფლიო პოლიტიკური რუკა ამა თუ იმ ეპოქის პოლიტიკური მდგომარეობის თვალსაჩინო


სურათს იძლევა. მასზე აისახება არსებული სახელმწიფოების ტერიტორიები, საზღვრები,
ქალაქები, დანიშნულება. იგი მუდმივად იცვლება დაპყრობითი ომების გამო. შეიძლება
გამოიყოს მისი ფორმირების 4 ძირითადი ეტაპი: ძველი (ძვ.წ მესამე ათასწ-შუა
საუკუნეებამდე); შუა საუკუნეები(დიდ გეოგრაფიულ აღმოჩენებამდე); ახალი (პირველ
მს.ომამდე); უახლესი (დღემდე). ევროპაცენტრული მიდგომა - როდესაც ევროპა, აზიის
ნაწილი და ჩრ. აფრიკა იზოლირებულად ვითარდება. ტერიტორიული ექსპანსია - სხვა
ქვეყნების ტერიტორიების დაპრყობა და აგრესია მათი მოსახლეობის მიმართ. (მაგ:
რომი,მონღოლთა იმპერია). ახალი პერიოდის განმავლობააში თანდათან დაიწყო
კოლონიების შექმნა, კოლონია ეს არის ტერიტორია, რომელიც მთლიანად სხვა სახელმწიფოს
დამოკიდებულების ქვეშ იმყოფება და იმართება. ასევე მასთან ერთად არსებობენ
პროტექტორატები, დომინიონები, სამანდანტო ტერიტორიები, სამეურვეო ტერიტორიები. ამ
პერიოდში ესპანეთისა და პორტუგალიის კოლონიების ნაწილი აშშ-სა და ბრიტანეთს
გადაეცა. უახლეს პერიოდში პოლიტიკური რუკის ფორმირებას იწვევს მსოფლიო
კოლონიური სისტემის რღვევა და სოციალისტური ბანაკის შექმნა და დაშლა.
დეკოლონიზაციამ სულ სამი ეტაპი მოიცვა. (ლათინური ამერიკაში, აფრიკისა და აზიის 60-
ამდე ქვეყანამ დამოუკიდებლობა მოიპოვა, საბჭოთა კავშირს)

სოციალისტურმა ქვეყნებმა ძალიან დიდი გავლენა მოახდინეს მს. რუკის ფორმირებაზე.


ისინი კომუნიზმის საფუძველზე შეიქმნენ და საბჭოთა კავშირი იყო ლიდერი,
უპირისპირდებოდნენ „კაპიტალისტურ სამყაროს“. ეს დაპირისპირება იყო „დასავლეთ-
აღმოსავლეთის“ დაპირისპირების სახელით ცნობილი, რომელიც შემდეგ „ცივ ომში“
გადაიზარდა. დღეს მსოფლიოში მხოლოდ 3 სოციალისტური ქვეყანა არსებობს. სულ 270
ქვეყანაა აქედან, 195 სუვერენული.

3.2 ქვეყნები და მათი დაჯგუფება გეოგრაფიული ნიშნის მიხედვით

საყოველთაოდ მიღებულია ქვეყნების დაჯგუფება გეოგრაფიული ნიშნით, ტერიტორიის


სიდიდთა და მოსახლეობის რაოდენობით. (მაგ: ფართ-რუსეთი, რაოდ-ჩინეთი). ისეთი
ქვეყნები, რომლებიც ტერიტორიის ან რაოდენობის სიდიდით გამოირჩევიან დიდი ქვეყნები
არიან. ზოგიერთს კი „გიგანტ ქვეყანასაც“ ვუწოდებთ. (მაგ:აშშ, რუსეთი, ინდოეთი). არსებობს
დიდი საშუალო და მცირე ქვეყნები. არსებობს ჯუჯა ქვეყნებიც, მისი ტერიტორია 1000 კვ. კმ-
ს არ აღემატება, მოსახლეობა კი რამდენიმე ათასს. ქვეყნები რეგიონების მიხედვითაც
ჯგუთდება მაგალითად: ბრაზილია ლათინურ ამერიკას ეკუთვნის, ხოლო ინდოეთი სამხ.
აზიას. რეგიონები თავის მხრივ სუბრეგიონებად იყოფა. (სამხ. ევროპა,შუა.ევროპა). ზოგიერთ
სუბრეგიონს პარალელური სახელიც აქვს მაგალითად: სამხრეთ-დასავლეთი აზია- „ახლო
აღმოსავლეთი“, საჰარის სამხრეთი - „შავი აფრიკა“, სამხ-აღმოსავლეთ აზია - „მუსონური
აზია“. ასევე ქვეყნები ჯგუფდება მერიდიანების, ოკეანეების სიახლოვის, საზღვაო და
სახმელეთო ქვეყნებადაც.

3.3 ქვეყნების მმართველობისა და ტერიტორიული მოწყობის ფორმები

მმართველობის მიხედვით გამოიყოფა რესპუბლიკური და მონარქიული მმართველობა.


რესპუბლიკურში უმაღლესი საკანონმდებლო ძალაუფლება ეკუთვნის პარლამენტს. ის
შეიძლება იყოს საპრეზიდენტო და საპარლამენტო. (აშშ,გერმანია) საპარლამენტოში მთავარი
პირი პრემიერ-მინისტრია, საპრეზიდენტოში კი პრეზიდენტი. არსებობს შერეული
საპრეზიდენტო-საპარლამენტო რესპუბლიკაც, მაგალითად: საფრანგეთი. მონარქიის დროს
კი სახელმწიფოს ჰყავს ერთპიროვნული სამუდამო მმართველი სხვადასხვა სახელწოდებით.
მონარქიაც არსებობს კონსტიტუციური და აბსოლუტური. კონსტიტუციურში პარლამენტს
ეკუთვნის საკანონმდებლო ძალაუფლება.(დიდი ბრიტანეთი, შვედეთი, ნორვეგია)
აბსოლუტურებში მონარქი განაგებს ყველანაირ ხელისუფლებას. ასევე არის თეოკრატიული
მონარქიებიც, ესე იგი, რელიგიური წინამძღოლიც არის მონარქი. ასეთია ვატიკანი, საუდის
არაბეთი.

ასევე განარჩევენ უნიტარულ და ფედერაციულ სახელმწიფოებს ადმინისტრაციულ-


ტერიტორიული მოწყობის მიხედვით. უნიტარულია სახელმწიფო სადაც თანაბრად
ვცრელდება მმართველობა, ხოლო ფედერაციულში ავტონომიები ფართო
თვითმმართველობით სარგებლობენ. ასეთია, რუსეთი, შვეიცარია, ინდოეთი, ნიგერია. აქ
ტერიტორიები ხან ისტორიული წარსულით არის გამოყოფილი, ხან ეთნიკური პრინციპით.

სახელმწიფოებ ასევე აჯგუფებენ სოციალურ-კულტურული განვითარების დონითაც. ამის


დასადგენად მნიშვნელოვანია ქვეყნის შემოსავალი ერთ სულ მოსახლეზე. განვითარებულ
და განვითარებად ქვეყნებსაც განასხვავებენ, განვითარებულებიდან 7 ყველაზე ძლიერია
„დიდი შვიდეულის“ სახელით. (აშშ,იაპონია, გერმანია და ა.შ) განვითარებადია ინდოეთი და
ბრაზილია. ჩვენ ვხვდებით გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნებსაც, ასეთია 25 სახელმწიფო,
მათ შორის პოსტსაბჭოთა ქვეყნები.

3.4 საერთაშორისო ურთიერთობები და საერთაშორისო ორგანიზაციები

ცალკეული ქვეყნების საგარეო კავშირურთიერთიბები მსოფლიოს მასშტაბით


ურთიერთობათა და დამოკიდებულებათა რთულ სისტემას ქმნის, რაც საერთაშორისო
ურთიერთობების სახელითაა ცნობილი. აქ მთელი ისტორიის განმავლობაში წამყვან როლს
თამაშობდა ძალადობრივი პოლიტიკა. მე-20 საუკუნიდან კი თანაარსებობის პრინციპი გახდა
ურთიერთგაგება, მშვიდობა და მეზობლობა. კოფნლიქტები ტავისი მასშტაბით შეიძლება
დავყოთ გლობალურ, რეგიონულ და ლოკალურ კონფლიქტებად. ლოკალური ხდება
რომელიმე ქვეყნის შიგნით (აფხაზეთი-ცხინვალის კონფლიქტი საქართველოში),
რეგიონალურსა და გლობალურში კი სხვადასხვა ქვეყნები არიან ჩართულნი. კონფლიქტი
თავისი ბუნებით შეიძლება იყოს ტერიტორიული, ბუნებრივ-რესურსული ან ეკოლოგიური.
ტერიტორიული კონფლიქტი როდესაც გადაიზრდება შეიარაღებულ დაპირისპირებაში იმ
ადგილს „ცხელ წერტილს“ უწოდებენ. თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობების დიდი
პრობლემა არის ბირთვული შეიარაღების არსებობა და ტერორიზმი. 1970 წელს აშშმ, სსრკმ,
ბრიტანეთმა, საფრანგეთმა და ჩინეთმა მოაწერა ხელი ხელშეკრულებას ბირთვული იარაღის
გაუვრცელებლობის შესახებ, მაგრამ ბევრმა ქვეყანამ გააგრძელა მისი წარმოება. ამ
პრობლემებმა გამოიწვია საერთაშორისო ორგანიზაციების შექმნა. ისინი დანიშნულების
მიხედვით შეიძლება იყვნენ უნივერსალურნი(გაერო), სამხედრო-პოლიტიკურნი ან
ეკონომიკურნი.

გაერო შეიქმნა 1945 წელს, მისი შტაბი ნიუ იორკშია. მისი ძირითადი მუშა ორგანოა
უშიშროების საბჭო,რომელიც 5 მუდმივი წევრისგან შედგება და თითოეულ მათგანს აქვს
ვეტოს უფლება. სამხედრო-პოლიტიკურია ნატო, რომლის მიზანია წევრი ქვეყნების
უსაფრთოხოების დაცვა. იგი 1949 წელს შეიქმნა და შტაბ-ბინა ბრიუსელშია და 28
სახელმწიფოა ნატოს წევრი. ასევე ასეთი ორგანიზაციააა ევროპული თანამეგობრობა იგივე
ევროკავშირი, რომელიც დემოკრატიულობისა და სამართლიანობის საყრდენს წარმოადგენს.
(1952) მასში აღმასრულებელი ორგანოს ფუნქცია აკისრია ევროპის კომისიას. ეკონომიკური
ორგანიზაციებიდან კი შეგვიძლია გამოვყოთ ნავთობის ექსპორტიორ ქვეყანათა გაერთიანება
ოპეკი.

You might also like