You are on page 1of 3

ელენე

რა არის ბიომრავალფეროვნბა?

ბიომრავალფეროვნება სხვადასხვა ეკოსისტემის, ამ ეკოსისტემებში არსებული ცოცხალი


ორგანიზმების სახეობების, ამ სახეობების გენების ერთიანობას წარმოადგენს, რომელთანაც
ადამიანის კეთილდღეობა მჭიდრო კავშირშია. დედამიწაზე არაფერია ისე კომპლექსური,
დინამიური და მრავალფეროვანი, ვიდრე ამ ცოცხალი ორგანიზმების ერთობლიობა,
რომლებიც იკავებენ როგორც დედამიწის ზედაპირს, ასევე მის მსოფლიო ოკეანეს და,
ამავდროულად, არაფერი განიცდის უფრო მტკივნეულ ცვლილებებს ადამიანის ხელში,
ვიდრე სწორედ ამ ცოცხალ სიმდიდრეთა ერთობლიობა.

საქართველოს ბიომრავალფეროვნება (გაგრძელება)

წლების განმავლობაში საქართველოში ბიომრავალფეროვნების დეგრადაციას ხელი 06-


შეუწყო მაკონტროლებელი უწყებების შესუსტება/გაუქმებამ, კორუფციამ, მოსახლეობის
სიღარიბემ, კანონის აღსრულების დაბალმა დონემ. ხშირად, ყველა ეს მიზეზი მჭიდროდაა
დაკავშირებული ერთმანეთან. ამას შედეგად მოჰყვა ფართომასშტაბიანი ბრაკონიერობა,
ეკოსისტემების განადგურება (განსაკუთებით ტყიანი ეკოსისტემების), ველური ფლორითა
და ფაუნით არალეგალური ვაჭრობა, ბიომრავალფეროვნების გამორჩეულ ადგილებში
ინდუსტრიული პროექტების განხორციელება.

რატომ ავირჩიეთ ჯიხვი.

გავრცელება და რაოდენობა

ამ სახეობის არეალს წარმოადგენს ხაზი ფართობით 4500 კვ.მ რუსეთ-საქართველოს


საზღვრის გასწვრივ. XIX საუკუნიდან ეს, ისედაც პატარა არეალი უფრო მეტად დაპატარავდა
ადამიანთა ზემოქმედების გამო. დასავლეთ კავკასიის ჯიხვის პოპულაციის რაოდენობის
შემცირებაზე გავლენას ახდენს აგრეთვე შეჯვარება აღმოსავლეთ კავკასიის ჯიხვთან, რის
შედეგადაც უნაყოფო ინდივიდები იბადებიან. განსაკუთრებით უკანასკნელ ხანს დასავლეთ
კავკასიის ჯიხვის რაოდენობა დრამატულად დაეცა. ამ ცხოველების რაოდენობა ველურ
ბუნებაში დღეს 10 ათას ინდივიდად ფასდება.

გადაშენების საფრთხე

სამწუხაროა, მაგრამ ჯიხვი კავკასიონის ტერიტორიაზე გავრცელებული მტაცებლების ერთ-


ერთ უმნიშვნელოვანესს მსხვერპლ სახეობას წარმოადგენს, მასზე ნადირობს ფოცხვერი,
მგელი და ჯიქი.ჯიხვი იძლევა მაღალხარისხიან ხორცს, ტყავს, თივთიკს და რქებს. ამავე
დროს სპორტული ნადირობის ობიექტია. ადვილად შინაურდება, თავისუფლად ეჯვარება
შინაურ თხას და იძლევა მაღალპროდუქტიულ ჰიბრიდს.

ბოლო პერიოდში ამ ინდივიდის რიცხვი შემცირებულია, რისი მიზეზიც ბრაკონიერობაა.


ჯიხვი ტყვეობას ადვილად ეგუება და მალე თვინიერდება. ჯიხვებისთვის ძირითად
საფრთხეებს წარმოადგენს: ნადირობა, ასევე დერივატების გამოყენება - იგულისხმება ჯიხვის
რქების წარმოება. ჯიხვების ერთ-ერთ მთავარ საფრთხეს ასევე წარმოადგენს:
რეკრეაცია/ტურიზმი (მათ შორის ალპინიზმი) და რეგიონალური კონფლიქტები.

ჩვენი მოფიქრებული იდეა დასავლეთ კავკასიური ჯიხვის გადასარჩენად

ჩვენი აზრით, მოსახლეობაში უნდა გავავრცელოთ მეტი ინფორმაცია დასავლეთ კავკასიური


ჯიხვის შესახებ. იმის შესახებ თუ როგორი საფრთხის წინაშე დგას ეს სახეობა. ცოდნის
დონის ამაღლება არის საჭირო, არამარტო ამ კონკრეტულ სახეობაზე, არამედ წითელ
ნუსხაში შეტანილ ყველა სახეობაზე,რადგან მოსახლეობა გაუფრთხილდეს ამ უნიკალურ
არსებებებს და აღარ ინადირონ მათზე.

ნუცა

საქართველოს ბიომრავალფეროვნება ხასიათდება ერთის მხრივ დიდი სახეობრივი


მრავალფეროვნებით, ენდემიზმის მაღალი დონით და გლობალური მნიშვნელობის მქონე
ეკოსისტემებით, ხოლო მეორეს მხრივ – ეს ბიომრავალფეროვნება მნიშვნელოვანი საფრთხის
წინაშე იმყოფება. სწორედ ამიტომ, საქართველოს ტერიტორია შეტანილია მსოფლიოს
ბიომრავალფეროვნების 36 ცხელი წერტილიდან (ტერიტორიები, რომლებიც გამოირჩევიან
უმდიდრესი, მაგრამ სერიოზული საფრთხის ქვეშ მყოფი ბიომრავალფეროვნებით) ორი
მათგანის – კავკასიისა და ირან-ანატოლიის შემადგენლობაში. ბიომრავალფეროვნებაზე
მოქმედ ძირითად საფრთხეებს, როგორც მთელს მსოფლიოში, ისე ჩვენთანაც წარმოადგენენ
ჰაბიტატების განადგურება, დეგრადაცია და ფრაგმენტაცია (გარემოს დაბინძურების
ჩათვლით), ჭარბი მოპოვება, უცხო სახეობების გავრცელება და კლიმატის ცვლილება..

სახეობის ზოგადი მიმოხილვა

დასავლეთ კავკასიური ჯიხვი შედარებით უფრო მომცრო ტანისაა. მისი რქების ფორმაც
განსხვავებულია - რქები ზევით მიემართება და შემდეგ იხრება.იგი მხოლოდ კავკასიონის
დასავლეთ ნაწილშია გავრცელებული, მისი არეალი კი მოიცავს მთა ჩუგუშიდან მდინარე
ბაქსანის სათავემდე ტერიტორიას. თუმცა გასულ საუკუნეში, ყოფილა შემთხვევები როცა
დასავლეთ კავკასიური ჯიხვი ამ არეალის გარეთაც კი გვხვდებოდა, მაგალითად
ბალყარეთის ჩერეკის სათავებამდე.დასავლეთ კავკასიური ჯიხვი, ძირითადად გვხვდება
სუბალპურ და ალპურ მდელოებზე დაახლოებით 800-დან 4000 მეტრამდე ტერიტორიაზე
ზღვის დონიდან. ძირითადი სტუმრობს ტყით დაფარულ ფერდობებს, კლდეების
მახლობლად.ჯიხვისთვის ჯგუფური ცხოვრებაა დამახასიათებელი. გამრავლების სეზონამდე
მდედრებიც და მამრებიც საკმაოდ მრავალრიცხოვან ჯგუფებს ქმნიან და ცალ-ცალკე,
ერთმანეთისგან დაშორებით ცხოვრობენ. მხოლოდ გამრავლების პერიოდში
გადაადგილდებიან მამრები მდედრების საძოვრებისკენ. ეს პერიოდი საკმაოდ მძაფრი,
შთამბეჭდავი რიტუალური ორთაბრძოლებით გამოირჩევა.ინდივიდების გამრავლების
პერიოდი იწყება ნოემბრის შუა რიცხვებიდან და იანვრის ბოლომდე გრძელდება. ამ დროს
წარმოიქმნება მდედრებისა და მამრების შერეული ჯგუფები.

მის ძირითად საკვებს სუბალპური და ალპური ბალახეულობა წარმოადგენს, თუმცა ასევე


იკვებება ხის ფოთლებით, ხის ქერქითა და წიწვებით. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ
დასავლეთ კავკასიური ჯიხვი ძლიერ ეტანება მლაშე წყლებს და ხელოვნურ სამარილეებს.

მთავრობისა და კერძო ორგანიზაციების მიერ შემუშავებული სამოქმედო გეგმები სახეობის


გადასარჩენად

სახელმწიფო ზრუნავს ჯიხვებზე.

ჯიხვის ორივე სახეობა წითელ ნუსხაშია შეტანილი,ასევე ისინი დაცულ ტერიტორიებზე


იმყოფებიან,მაგალითად: ლაგოდეხის ნაკრძალი.ჯიხვზე ნადირობა ისჯება კანონით და
დასჯა მოიცავს როგორც ფულად ჯარიმას ასევე თავისუფლების აღკვეთასაც.

You might also like