You are on page 1of 3

ლექცია 2.

საზოგადოება განვითარების ყველა სტადიაში მჭიდროდ იყო დაკავშირებული გარე


სამყაროსთან, გამოიყენებდა მასში არსებულ რესურსებს და სახეს უცვლიდა ბუნებას.
საზოგადოებისა და ბუნების ურთიერთქმედება განსაკუთრებით გამწვავდა გასული
საუკუნის შუა წლებში.ურბანიზაციისა და საზოგაოებრივი ინდუსტრიალიზაციის
შედეგად მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში გამოვლინდა ეკოლოგიური და
დემოგრაფიული პრობლემები.
ზოგადი ეკოლოგია გარემოს დაცვის მეცნიერული ბაზაა, რომელიც უპასუხებს
კითხვაზე, თუ როგორი დიალექტიკური კანონებით არსებობს და ვითარდება სამყარო,
რა კავშირშია ადამიანთა საზოგადოებისა და ეკოსისტემების ურთიერთქმედება და ამ
ურთიერთქმედების კანონზომიერებები ინტეგრაციის ყველა დონეზე,რისი უფლება
გააჩნია საზოგადოების ბუნებრივ სისტემებზე ზღვრულად დასაშვები დატვირთვის
თვალსაზრისით ისე,რომ არ დაირღვეს ბუნებაში არსებული წონასწორობის პროცესი.

ეკოლოგია, როგორც მეცნიერება, შედარებით ახალგაზრდა სამეცნიერო დისციპლინაა.


პირველად ტერმინი ,,ეკოლოგია’ (ბერძნ. იოკოს-სახლი)’ გერმანელმა ზოოლოგმა
ერნესტ ჰეკელმა შემოიღო 1866 წელს. ეკოლოგია არის კომპლექსური მეცნიერება,
რომელიც შეისწავლის ,,ბუნებრივ სახლში მცხოვრებ ყველა ორგანიზმს და იმ
პირობებს, რომლებიც სახლს ხდის საცხოვრებლად გამოსადეგს“ - ასეა განმარტებული
ეკოლოგია ვებსტერის პოპულარულ ლექსიკონში.
ეკოლოგიას ყოფენ სამ ნაწილად
1. აუტეკოლოგია - შეისწავლის ცალკეულ ორგანიზმებზე სხვადასხვა ფაქტორის
ზემოქმედებას
2. დემეკოლოგია -პოპულაციების ეკოლოგია - იკვლევს სახეობის შემადგენელ
ორგანიზმთა ბუნებრივი დაჯგუფებების (პოპულაციების) რეაქციას გარემო
პირობების ცვლილებებზე,მათი თვითორგანიზაციისა და თვითრეგულაციის
მექანიზმებს.
3. სინეკოლოგია -თანასაზოგადოების ეკოლოგია შეისწავლის ეკოსისტემების
ორგანიზაციის კანონზომიერებებს, მათ სტრუქტურასა და ფუნქციას. იგი, უპირველეს
ყოვლისა, კვებით ჯაჭვებში ნივთიერებათა წრებრუნვასა და ენერგიის
ტრანსფორმაციაში ვლინდება.
მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში ეკოლოგიური პრობლემატიკა გაფართოვდა და
შეიჭრა ჩვენი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში. შეიქმნა ,,ადამიანის ეკოლოგია’’,
სამრეწველო ეკოლოგია, ,,სატრანსპორტო ეკოლოგია’’, სოფლის მეურნეობის
ეკოლოგია’’, სოციალური ეკოლოგია’’, ,,სულის ეკოლოგია‘’და სხვა. პოპულარული
გახდა გამოთქმა ,,კულტურის ეკოლოგია’’, რომლის მიზანია მონახოს კაცობრიობის
მიერ ისტორიულად. შექმნილია კულტურული გარემოს აღდგენის და შეინარჩუნების
გზების ძიება, ეს კი ნიშნავს ადამიანთა ჰუმანიტარულ განათლებას . განათლებული
ადამიანი გაუფრთხილდება და არ დააზიანებს ეკოლოგიურ ლანდშაფტებს.
ლანდშაფტი არის დედამიწის ზედაპირის ნაწილი, რომლისთვისაც დამახასია
თებელია რელიეფის, ჰავის,ნიადაგის, მცენარეულობის, ცხოველების გარკვეული
შეხამება და განსხვავება სხვა ნაწილებისგან.
რაც შეეხება გამოყენებით ეკოლოგიას, მეცნიერების კომპლექსური დარგია, რომელიც
ტრადიციული ეკოლოგიის პრინციპებისა და კანონების საფუძველზე შეისწავლის
გარემოს უარყოფითი ცვლილების მიზეზებს და წყაროებს, ამ ცვლილებების თავიდან
აცილების და გარემოს სტაბილური მდგომარეობის შენარჩუნების გზებს, ბუნებრივი
რესურსების რაციონალური გამოყენების შესაძლებლობებს საზოგადოებისა და მისი
საარსებო გარემოს ურთიერთობის სრულყოფის მიზნით.
ბუნებრივი რესურსების ათვისებისა და გამოყენების მასშტაბები გამუწყვეტლივ
ფართოვდება და ეს ბუნებრივიცაა, რადგან მოსახლეობის ზრდა მოითხოვს წარმო ების
მოცულობის გაფართოებას, ეს უკანასკნელი კი, ბუნებრივ რესურსებზე მოთხოვ
ნილებების გაზრდას. წარმოება ღია სისტემაა. ბუნებრივი სიმდიდრეებიდან ვიდრე
საბოლოო პროდუქტი მივიდოდეს მომხმარებლამდე, გაივლის გადამუშავების რამდე
ნიმე სტადიას და გადამუშავების თითქმის ყველა სტადიაში ბუნებრივ გარემოში
გამოიყოფა სხვადასხვა სახის ნარჩენი. ამრიგად, საზოგადოების მიერ ბუნებრივი
რესურსების უყაირათო, არაეკონომიურმა გამოყენებამ გარემოს დეგრადაცია
გამოიწვია, წარმოების განვითარებამ კი, მისი დაბინძურება. მაგალითად, ნიადაგის
ხანგრძლივმა ირიგაციამ გამოიწვია დამლაშება, დაჭაობება ან ეროზია, ღრმა ხვნამ-
გაეწერება ტროპიკული ტყეების ზონაში მიწათმოქმედების არასწორმა განვითარებამ -
- ტყის გაჩანაგება,წიაღისეულის ღია წესით დამუშავებამ-კარიერები წარმოქმნა.
სატრანსპორტო კომუნიკაციების, სამრეწველო ობიექტების მშენებლობამ-ტერიტო
რიის ანტროპოგენული ცვლილება, საწარმოებში გამწმენდი ნაგებობების მუშაობის
დაბალეფექტიანობამ ან არარსებობამ-ატმოსფეროს, წყლისა და ნიადაგის
დაბინძურება.
ბუნებასა და საზოგადოებას შორის ურთიერთკავშირი უნდა განვითარდეს ისე, რომ არ
დაირღვეს ეკოლოგიური წონასწორობა ბუნებაში ამიტომ ბუნებრივი რესურსების -
ნიადაგის, ტყის, წყლის, ფლორისა და ფაუნის გამოყენების პროცესში აუცილებელია
მათი თვითაღდგენის უნარის შენარჩუნება.
სიტყვა ,,რესურსი’’ფრანგულია და ნიშნავს მარაგს, საშუალებას, კერძოდ საარსებო
საშუალებას’’. ბუნებრივი რესურსები ბუნების შემადგენელი ელემენტია, რომლებიც
გამოიყენება ( ან მომავალში იქნება გამოყენებული) საზოგადოებრივი წარმოების
პროცესში ნედლეულად, ენერგიის წყაროდ ან ადამიანის მიერ უშუალოდ
მოხმარებისათვის.
რესურსებს ყოფენ ამოწურვად და ამოუწურავ რესურსებად. ამოწურვადი რესურსები
იყოფა 1აღდგენად (მცენარეული და ცხოველური სამყაროს წარმომადგენლები,
ზოგიერთი ბუნებრივი რესურსი. მაგ, მარილები,რომლებიც წარმოიქმნებიან
ბუნებრივი ტბებისა და ზღვების ლაგუნებში).
2 შედარებით აღდგენად (ნიადაგი, მაგრამ მის აღდგენას დიდი დრო სჭირდება),
3 აღუდგენელ (წიაღისეული სიმდიდრეები-ქვანახშირი, ნავთობი, ტორფი, დანალექი
ქანები და სხვა.) მათი აღდგენა არ ხდება და თუ ხდება მას საკმაოდ დიდი პერიოდი
სჭირდება.
ამოუწურავი რესურსებია:
1. კოსმოსური (მზის რადიაცია,ზღვის დინებები) 2. კლიმატური (ატმოსფერული
ჰაერი,ქარის ენერგია) 3. წყლის რესურსები.
გამოყენების მიხედვით ბუნებრივი რესურსები იყოფა ორ ჯგუფად; სამრეწველო და
სამეურნეო.
გარემო და მისი ძირითადი ტიპები
გარემოს უწოდებენ მატერიალური სხეულებიის ერთობლიობას, ენერგიიას და
მოვლენებს, რომლებიც პირდაპირ ან არაპირდაპირ მოქმედებს ცოცხალი
ორგანიზმების ცხოველქმედებასა და განვითარებაზე. გარემო არენაა, სადაც
მიმდინარეობს ცოცხალი არსებების განვითარება, შეგუება, გადაშენება.
საარსებო გარემო - სიცოცხლისთვის აუცილებელი გარემო, რომელთანაც შეგუებული
არიან ორგანიზმები.
საარსებო პირობები - ანუ ორგანიზმთა ცხოველქმედებისათვის აუცილებელი
კონკრეტული ფაქტორები. რუსი მეცნიერის - დ. კაშკაროვის განმარტებით: საარსებო
პირობებისაა სახეობის ევოლუციის პროცესში ჩამოყალიბებული ეკოლოგიური
მოთხოვნილებების ერთობლიობა.
ნორმალური გარემო - იგულისხმება ცოცხალი და არაცოცხალი კომპონენტების
ისეთი ურთიერთმოქმედება, როდესაც ნივთიერებათა წრებრუნვა და ენერგიის
ნაკადი მეტნაკლებას სტაბილურად ხორციედება, რაც უზრუნველყოფს გარემოს
გაწონასწორებულ მდგომარეობას.

You might also like