You are on page 1of 3

წყალი

მარიამ კურტანიძე
ლიზი ბერიძე
სსიპ. ქ.ბათუმის №7 საჯარო სკოლა

წყლის მოლეკულა შედგება წყალბადის ორი და ჟანგბადის ერთი ატომისაგან,


რომლებიც ერთიანდებიან კოვალენტური კავშირით. ჩვეულებრივ პირობებში
წარმოადგენს უსუნო, უგემო და უფერული სითხეს (სქელ ფენებში ან
აპარატურით დაკვირვებისას ცისფერია). მყარ მდგომარეობაში იგი
წარმოგვიდგება ყინულის სახით, ხოლო აიროვან მდგომარეობაში, როგორც —
წყლის ორთქლი. წყალი ბიოსფეროში ყველაზე გავრცელებული ქიმიური
ნაერთია და იგი აუცილებელია ყველა ცნობილი ცოცხალი ორგანიზმის
არსებობისთვის. წყალი გვხვდება ოკეანეების; მიწისქვეშა წყლების,
მყინვარების, ტბების, ნიადაგის ტენის და მდინარეების სახით.

ადამიანს ჯანსაღი და სრულფასოვანი კვების გარდა ესაჭიროება წყალიც.


წყალი ჩვენი ორგანიზმის შემადგენელი უმნიშვნელოვანესი ნაწილია. ის
ზრდასრული ადამიანის სხეულის საერთო მასის 60-65%-ს შეადგენს.
ზრდასრულ ორგანიზმს დღე-ღამეში 2-2,5 ლიტრი წყალი სჭირდება. ეს
დღეისათვის ყველამ კარგად იცის, თუმცა მსოფლიოს მოსახლეობის ნახევარი
არ იღებს ორგანიზმისთვის საჭირო წყლის რაოდენობას.

წყლის ფუნქციები

ყველა ცოცხალი ორგანიზმის ცხოვრებაში წყლის პირველხარისხოვან როლს ის


ფაქტორი განაპირობებს, რომ იგი უამრავი ქიმიური ნაერთის უნივერსალური
გამხსნელია და, ფაქტობრივად, ის გარემოა, რომელშიც ცხოველქმედების მთელი
პროცესი მიმდინარეობს. გარდა ამისა, იგი:
 არეგულირებს სხეულის ტემპერატურას;
 ატენიანებს ჰაერს;
 უზრუნველყოფს ჟანგბადისა და საკვები ნივთიერებების ყველა
უჯრედამდე მიტანას;
 ეხმარება ორგანიზმს საკვებისგან ენერგიის წარმოქმნაში;
 ეხმარება საჭმლის მომნელებელ ორგანოებს საკვები ნივთიერებების
ათვისებაში;
 ფორმას უნარჩუნებს და იცავს ორგანოებს;
 გამოდევნის ორგანიზმიდან წიდასა და ცხოველქმედების შედეგად
წარმოქმნილ უვარგის ნივთიერებებს.
ამრიგად, ორგანიზმში წყალი 4 ძირითად ფუნქციას ასრულებს: იგი
უნივერსალური ამავსებელი (ორგანოთა სტრუქტურული კომპონენტი), გამხსნელი,
თერმორეგულატორი და დამტარებელია.
წყალი ჩვენი პლანეტის საფუძველს წარმოადგენს. არ არსებობს ბუნებრივი
სხეული, რომელიც წყალს ყველაზე მნიშვნელოვან და გრანდიოზულ
გეოლოგიურ პროცესებზე გავლენის მოხდენაში შეედრებოდა. წყალი
ფარავს დედამიწის ორ მესამედს და ზემოქმედებას ახდენს პრაქტიკულად
ყველა პროცესზე, რაც ხდება ჩვენს პლანეტაზე. იგიყველა ცოცხალი
არსების აკვანია და მუდმივად უწყობს ხელს სიცოცხლის შენარჩუნებას
უკვე მილიარდი წლების განმავლობაში. რთულია მოიძებნოს ბუნებრივი
სხეული, რომლის შემადგენლობაშიც არ იყოს წყალი. წყლისგან შედგება
მცენარეთა სამყაროს 70-95%. წყალი იკავებს განსაკუთრებულ
მდგომარეობას ბუნებაში და უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს ორგანული
სიცოცხლის არსებობაში. მიიჩნევა, რომ წყალი წარმოადგენს ცხოვრების
წმიდათწმიდა საფუძველს. საკვების გარეშე ადამიანს შეუძლია გაძლოს 4
კვირა, მაშინ, როცა წყლის გარეშე იგი ვერ გაძლებს არაუმეტეს 7 დღისა.

ბევრი მეცნიერი თვლის, რომ ადამიანის სიცოცხლე წარმოადგენს


„ბრძოლას წყლის მოსაპოვებლად“. ბევრი მეცნიერი იხრება იმ აზრისკენ,
რომ ახლგაზრდობის შენარჩუნების საიდუმლო ორგანიზმის ხარისხიანი
წყლით და იმ რაოდენობით მომარაგებაშია, რომელიც აუცილებელია
ნორმალური ნივიერებათა ცვლის პროცესისთვის. წყალი ხელს უწყობს
ადამიანის სხეულის თითქმის ყველა ნაწილის ფუნქციონირებას.

წყალზე ორგანიზმის დღიური მოთხოვნილება განისაზღვრება შინაგანი


გარემოს პირობებით, და იმ სამუშაოს ხასიათით, რასაც ასრულებს
ადამიანი. ნორმალურ პირობებში, წყლის ბალანსის შენარჩუნებისთვის,
აუცილებელია ყოველდღიურად 2-3 ლიტრი სითხის მიღება.

ორგანიზმში წყლის რაოდენობის შემცირება, მხოლოდ 1,5%-ით იწვევს


ძლიერ წყურვილს, ცუდ თვითშეგრძნებას, ძილიანობას, შენელებულ
მოძრაობას, გულისრევას და ზოგჯერ კანის გაწითლებას. ხოლო თუ
ორგანიზმი კარგავს წყლის 25%-ს, ეს იწვევს სიკვდილს. ორგანიზმის წყლის
მიმართ მოთხოვნილების ცვლილებაზე მოქმედებს ჰაერის ტემპერატურა
და ტენიანობა, ყავისა და ალკოჰოლური სასმელების მოხმარება,
ორგანიზმის მდგომარეობა ქალებისთვის ასეთი ფაქტორი შეიძლება იყოს
ძუძუთი კვება და ა.შ.

ყოველდღიურად, ჩვენი პლანეტის მოსახლეობა მოიხმარს 7-8 მილიარდ


ტონა წყალს. მართალია მეცნიერები მიიჩნევენ, რომ რაციონალური
მოხმარების შემთხვევაში წყლის რესურსები ამოუწურავია, მაგრამ
ადამიანის ზრდად მოთხოვნებს, შეიძლება მოჰყვეს წყლის რესურსების
ბუნებრივი აღდგენის შესაძლებლობებისა და ბუნების წონასწორობის
დარღვევა.

პლანეტის დაახლოებით 1 მილიარდი ადამიანი იტანჯება


ავადმყოფობებით, რომელიც გამოწვეულია წყლის ნაკლებობით ან
არასრულფასოვანი წყლის მოხმარებით. წყლის ხარისხზეა დამოკიდებული
ჩვენი ცხოვრების ხარისხიწყლის ხარისხზეა დამოკიდებული ჩვენი
ცხოვრების ხარისხი.

დედამიწაზე არსებული წყლის 96,5 პროცენტი ზღვის წყალია, რომელიც


ადამიანისთვის გამოუსადეგარია. როგორც იცით, ცხოველების უმეტესობას
გადარჩენისთვის მტკნარი წყალი სჭირდება, თუმცა ამავდროულად,
სიცოცხლის უდიდესი ნაწილი ოკეანეებსა და ზღვებში ცხოვრობს.

როგორ ახერხებენ ეს ცხოველები წყლის მიღებას? წყალში მცხოვრები


ცხოველები საჭიროების მიხედვით მარილიან წყალსაც სვამენ და
მტკნარსაც, მიღებული წყლის რაოდენობა იმის მიხედვით განსხვავდება,
თუ რა გარემოში ცხოვრობენ ისინი. წყლის ცხოველების დიდ ნაწილს
სპეციალიზირებული თირკმელები აქვთ, რომლებიც მათ საშუალებას
აძლევს, რომ შარდი განსაკუთრებით კონცენტრირებული გახადონ. ამ
ადაპტაციის წყალობით ასეთ ცხოველებს ზღვისა და ოკეანეების წყლის
მიღებისას გაუწყლოება არ ემართებათ.

მტკნარი წყლის თევზების ორგანიზმში მარილების კონცენტრაცია მათ


საცხოვრებელ გარემოში არსებულზე უფრო მაღალია, რის გამოც წყალი
მათ სხეულში დიფუზიის საშუალებით ადვილად აღწევს. შესაბამისად,
ასეთ თევზებს წყლის დიდი რაოდენობით დალევა არ სჭირდებათ. მათი
შარდი კი წყლით ძლიერად ზავდება, რათა არ მოხდეს წყლით
მოწამვლა. ოკეანეებისა და ზღვების თევზების შემთხვევაში საქმე
საპირისპიროდაა. მათ საცხოვრებელ გარემოში მარილები თევზების
ორგანიზმში არსებულზე უფრო მაღალი კონცენტრაციითაა, რის გამოც,
წყალი ორგანიზმს მუდმივად ტოვებს. ამის გამო, ასეთი თევზები წყალს
ხშირად სვამენ, მათი თირკმელები კი სხეულში წყლის შესანარჩუნებლად
ორგანიზმიდან მარილებს მუდმივად დევნის.

You might also like