You are on page 1of 261

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი

გეოგრაფიის დეპარტამენტის ასიატეტნტ - პროფესორის

ნაზიბროლა ფაღავას

სალექციო კურსი - ლანდშაფტმცოდნეობაში

ბათუმი - 2013
შინაარსი

თემა 1. ლანდშაფტმცოდნეობის,როგორც მეცნიერების საგანი, და მიზანი და

ამოცანები, დაყოფა ცალკეულ დისციპლინებად.

თემა 2. ცნება ბუნებრივ-ტერიტორ. კომპლექსის შესახებ. მისი სამი მოდელი.

თემა 3. ლანდშაფტმცოდნეობის განვითარების ისტორია, ეტაპები, ქართული

ლანდშაფტური სკოლა .

თემა 4. ლანდშაფტების მორფოლოგია, ფაციესი, მიგრაციის რეჟიმის ტიპები.

თემა 5. მორფოლოგიური ნაწილები - უროჩიშჩე, სანახი, ადგილი და

ლანდშაფტური ნაკვეთი.

თემა 6. ლანდშაფტის სამი გაგება ( ზოგადი, ტიპოლოგიური და რეგიონალური)

ლანდშაფტების კლასიფიკაცია, მეთოდები და

საკლასიფიკაციო ერთეულები .

თემა 7. ლანდშაფტების საზღვრები, სივრცე-დროითი თვისებები.

თემა 8. გეომასები

თემა 9. ლანდშაფტების ფუნქციონირება (მზის ენერგიის ტრანსფორმაცია).

თემა 10. ტენბრუნვა.

თემა 11. ბიოგეოციკლი.

თემა 12. ბტკ-ს სტრუქტურა.

თემა 13. ლანდშაფტების გეოქიმია (კლარკი, ტიპომორფული და დეფიციტი

ელემენტები) .

თემა 14. ქიმიური ელემენტების მიგრაციის სახეები ლანდშაფტში .


თემა 15. ლანდშაფტების ეთოლოგია.

თემა 16. ლანდშაფტების კვლევის მეთოდები (ექსპედიციური, სტაციონალური

და ნახევარსტაციონალური).

თემა 17. ლანდშაფტების ეკოლოგია , ლანდშფტების თანამედროვე მდგომარეობა.

თემა 18. ლანდშაფტებზე ბუნებრივი და ანთროპოგენური ზემოქმედება.

თემა 19. ლანდშაფტთა მდგრადობა, პოტენციალი , ფუნქციები .

თემა 20. ცნება ბუნებრივ-ანთროპოგენური ლანდშაფტების (ბალ-ის) შესახებ.

თემა 21. კულტურული ლანდშაფტები.

თემა 22. ბალ- ების კლასიფიკაცია და მოდიფიკაცია.

თემა 23. გამოყენებითი ( ანთროპოგენური ) ლანდშაფტმცოდნეობა.

თემა 24. აგროლანდშაფტები.

თემა 25. რეკრეაციული ლანდშაფტები.

თემა 26. აკვალური ლანდშაფტები.

თემა 27. ტექნოგენური ლანდშაფტები.

თემა 28. სატრანსპორტო კომუნიკაციების და ბელიგერატული ლანდშაფტები.

თემა 29. სელიტებური ლანდშაფტები.


თემა 1. ლანდშაფტმცოდნეობის,როგორც მეცნიერების საგანი, და მიზანი და

ამოცანები, დაყოფა ცალკეულ დისციპლინებად.

ცნება ლანდშაფტის შესახებ - ლანდშაფტი - გენეტიკურად ერთგვაროვანიბუნებრივ-


ტერიტორიული კომპლექსია რომელსაცახასიათებს ერთგვაროვანი გეოლოგიური ფუნ
დამენტი,რელიეფის ერთი ტიპი, ერთგვაროვანი ჰავა და სათანადონიადაგურ მცენარე
ული საფარი.ე.წ. ბუნებრივ ტერიტორიული კომპლექსი შედგებაურთიერთდაკავშირე
ბული და ურთიერთდამოკიდებულიგეოგრაფიული (ბუნების) კომპონენტისაგან.
გეოგრაფიული კომპონენტები - გეოგრაფიული გარსის ნივთიერი ნაწილები,რომლები
სთვისაც დამახასიათებელია ნივთიერებათა გარკვეული აგრეგატულიმდგომარეობა, მ
ასა და სიცოცხლის არსებობა - არარსებობა.ნივთიერებათა გარკვეული აგრეგატული მ
დგომარეობით ხასიათდება ბუნების ოთხიძირითადი კომპონენტი:
- ლითოგენური საფუძვლები (რელიეფი თავისი გეოლოგიური აგებულებებით)
- ჰაერის მასები
- წყლის მასები. (გვხვდება მდინარეებსა, ტბებსა და ჭაჴბებში ...)
- ბიოგენური კომპონენტები (შედგება ორი ნაწილისაგან - მცენარეული საფარისა დაცხ
ოველური სამყაროსაგან)
აღნიშნული კომპონენტები ერთმანეთთან მჭიდროდ არიან დაკავშირებული და სწორე
დმათი ურთიერთზემოქმედების შედეგად წარმოიქმნება ბუნების მეორადი კომპონენ
ტები.მათ შორის ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია ნიადაგი (წარმოქმნილი ბიოგენური
კომპონენტებისა და ლითოგენური საფუძვლის ურთიერთკავშირის შედეგად)
აგრეთვე აღსანიშნავია მცენარეული საფარარის მიერ ძლიერ გარდაქმნილი ჰაერის მას
ებიე.წ. "ფიტოკლიმატი"
მნიშვნელობის მიხედვით ბუნებრივი კომპონენტები ლაგდებიან შემდეგითანმიმდევრ
ობით: - ლითოგენური საფუძველი - ჰაერის მასები - ჰიდრო მასები -ბიომასები.
დაცული ლანდშაფტი – დაცული ტერიტორიის ერთ-ერთი სახე, რომელსაც
მინიჭებული აქვს სპეციალური სტატუსი. შეესაბამება IUCN V კატეგორიას.

დაცული ლანდშაფტი შეიძლება დაარსდეს ეროვნული მნიშვნელობის მქონე, მაღალი


ესთეტიკური ღირებულებით გამორჩეული, როგორც ბუნებრივი, ასევე ადამიანისა და
ბუნებრივი გარემოს ჰარმონიული ურთიერთქმედების შედეგად ჩამოყალიბებული
ბუნებრივ-კულტურული ლანდშაფტის დასაცავად, სასიცოცხლო გარემოს
შენარჩუნების, რეკრაციულ-ტურისტული, და ტრადიციული სამეურნეო
საქმიანობისათვის.

დაცული ლანდშაფტი საჭიროებს ეროვნული მნიშვნელობის მქონე ფართო


სახმელეთო ტერიტორიას და/ან აკვატორიას, სადაც თვითმყოფადი ბუნებრივ-
კულტურული ლანდშაფტი გამოიჩევა მაღალი ისტორიული და ესთეტიკური
ღირებულებით.

დაცული ლანდშაფტი შეიძლება შედიოდეს სხვა დაცული ტერიტორიის


(ბიოსფერული რეზერვატი, მსოფლიო მემკვიდრეობის უბანი) შემადგენლობაში ან
მოიცავდეს დაცულ ტერიტორიას (ბუნების ძეგლი).შესაძლებელია დაცული
ლანდშაფტში მოეწყოს სხვადასხვა ზონა.

ფართო გაგებით ლანდშაფტოლოგია არის მეცნიერება დედამიწის გარსის ფიზიკურ-


გეოგრაფიული დიფერენციაციის ძირითადი კანონზომიერებების, საკუთრივ
ლანდშაფტებისა (სტრუქტურა, მორფოლოგია, დინამიკა, კლასიფიკაცია და სხვ.) და
ფიზიკურ-გეოგრაფიული დარაიონების შესახებ. ლანდშაფტოლოგიის მნიშვნელოვანი
ამოცანაა ლანდშაფტების მორფოლოგიური სტრუქტურების, ანუ მისი შემადგენელი
დაბალი რანგის კომპლექსების — მიკროლანდშაფტებისა (უროჩიშჩეების) და
ელემენტარული ლანდშაფტების (ფაციესების) შესწავლა. მისი კვლევის ობიექტია
ასევე რეგიონული ბტკ-ები — ლანდშაფტების გარკვეული კანონზომიერი
დაჯგუფებით შექმნილი სხვადასხვა ტაქსონომიური რანგის ფიზიკურ-გეოგრაფიული
კომპლექსები. რამდენადაც ლანდშაფტოლოგიის ამოცანაა ლანდშაფტების
ყოველმხრივი კომპლექსური შესწავლა, სხვადასხვა ტერიტორიის კონკრეტული
ლანდშაფტების, მათი ტიპებისა და მათთვის ნიშანდობლივი სპეციფიური ბუნებრივ
თავისებურებათა კვლევა, ამდენად აუცილოებელია ბტკ-ების იმ მრავალფეროვნებაში
გარკვევა, რომელთანაც საქმე აქვს ლანდშაფტმცოდენს. ამ საკითხებს ამუშავებს
ლანდშაფტოლოგიის განსაკუთრებული დარგი - კლასიფიკაცია და სისტემატიკა.
ლანდშაფტოლოგია კონკრეტულ ლანდშაფტებთან ერთად სწავლობს მსხვილ
ტერიტორიული ერთეულებსაც, ადგენს, თუ რა ლანდშაფტებისაგან შედგება
ტერიტორია, როგორია თითოეულილანდშაფტის მორფოლოგიის სტრუქტურა,
ბუნებრივი თავისებურება, რესურსები და პოტენციური შესაძლებლობანი.

ყველა შემთხვევაში ლანდშაფტური გამოკვლევა ეყრდნობა ტერიტორიის უშუალო


საველე კვლევას, რომელიც ხორციელდება ექსპედიციური და სტაციონარული
მუშაობის პროცესში. საველე ექსპედიციური კვლევის დროს ხდება ძირითადად
მიკრო- და ელემენტარული ლანდშაფტების აგეგმვა. ექსპედიციური შესწავლით
წარმოებს ბტკ-ების საზღვრების დადგენა და შეგროვებული ძირითადი მასალის
საფუძველზე ცალკეული ლანდშაფტისა და მისი მორფოლოგიური ნაწილების
დახასიათება.

ამ საქმეში მნიშვნელოვანი დახმარების გაწევა შეუძლია აეროფოტოსურათების


გამოყენებას. ფართოდ სარგებლობენ კოსმოსურ სურათებსაც. ლანდშაფტოლოგიაში
დიდი ყურადღება ეთმობა ლანდშაფტების დინამიკის შესწავლას, რომელიც
ხორციელდება სტაციონარული დაკვირვებების შედეგად, იგი გულისხმობს ბტკ-ში
სითბოსა და სინესტის ბალანსის, ქიმიური ელემენტების მიგრაციის, ბიოლოგიური,
პროდუქტიულობისა და სხვა შესწავლას.

ლანდშაფტოლოგიისა და მონათესავე მეცნიერებათა მიჯნაზე ჩამოყალიბდა


გეოგრაფიის სპეციფიური დარგი - ლანდშაფტების გეოქიმია; დამუშავდა
ლანდშაფტების ფიზიკის (გეოფიზიკის) საფუძვლები (ლანდშაფტების გეოფიზიკა).
ლანდშაფტოლოგიას ზოგიერთი რამ საერთო აქვს ბიოგეოცენოლოგიასთან და
ეკოსისტემების მოძღვრებასთან. ლანდშაფტოლოგიაში დაკვირვებათა
სისტემატიზაცია და ემპირიული დამოკიდებულების დადგენა დაფუძვნებულია
უმთავრესად შედარებითი გეოგრაფიის (რომლის არსებითი ელემენტია
კარტოგრაფიული ანალიზი) და ისტორიული მეთოდების გამოყენებაზე.
XX საუკუნის 60-ან წწ. დაიწყო მათემატიკური სტატისტიკისა და მათემატიკური
ლოგიკის გამოყენება. ზოგი მეცნიერი ლანდშაფტს განიხილავს, როგორც
თვითრეგულირებულ სისტემას, რაც შესაძლებლობას გვაძლევს ბტკ-ების
შესწავლისათვის ვისარგებლოთ სტრუქტურულ-სისტემური მიდგომის მეთოდით.
თავდაპირველად ლანდშაფტს გამოყენებითი მნიშვენლობნა ჰქონდა. ამჟამად მისი
პრაქტიკული გამოყენების სფერო განუზომლად ფართოა. გამოყენებით
ლანდშაფტებში გამოიკვეთა აგროსაწარმოო სამელიორაციო, საინჟინრო, სამედიცინო
და სხვა მიმართულებანი.

სახალხო მეურნეობის სხვადასხვა დარგს ლანდშაფტოლოგია აწვდის გამოყენებით


(მიზნობრივი) და ზოგადგეოგრაფიულ ლანდშაფტურ რუკებს და ფიზიკურ-
გეოგრაფიული დარაიონების სქემებს, შესაფერისი ტექსტის დანართით.

ლანდშაფტოლოგიის მნიშვნელვანი პრაქტიული ამოცანაა ლანდშაფტების


(გეოსისტემების) მართვისა და კულტურული ლანდშაფტების ქცევის პროგნოზირება,
რაც განპირობებულია როგორც ბუნებრივი, ისე ანთროპოგენური ფაქტორებით.

ლანდშაფტოლოგიის ძირითადი ცნებები

ლანდშაფტოლოგიაში გამოიყოფა მისი ძირითადი ცნებები :

გ ე ო მ ა ს ე ბ ი — ბუნებრივ-ტერიტორიული კომპლექსის ელემენტარული ნაწილები,


რომლებიც ერთმანეთისაგან განსხვავდება მასით, დანიშნულებით და სივრცესა და
დროში ცვლილების სიჩქარით. ცნობილია :

 აერომასები (ჰაერის მასები);

 ფიტომასები (მცენარეების მასები);

 ლითომასები (გეოლოგიური მასები);

 ჰიდრომასები (წყლის მასები, მათ შორის ნიადაგის ტენი


და ორთქლი ატმოსფეროში);

 პედომასები (ნიადაგების ორგანულ-მინერალური ნაერთები ჰუმუსთან ერთად);

 მორტომასები (მკვდარი ორგანული წარმოშობის ნივთიერებები, მაგ.,: ტყის


ნაფენი);

 ზოომასები (ცხოველები).
გეომასების ერთობლიობის მიხედვით ბტკ-ში გამოიყოფა ერთგვაროვანი შრეები -
გეოჰორიზონტები. მათი შედგენილობა განსაზღვრავს ბუნებრივ-ტერიტორიული
კომპლექსის ვერტიკალურ სტრუქტურას.

ფუნქციონირება — ნივთირების წრებრუნვა და ენერგიის გარდაქმნა ბუნებრივ-


ტერიტორიულ კომპლექსში. მაგ.: მზის ენერგიის გარდაქმნა (ტრანსფორმაცია),
ტენბრუნვა, ბიოგეოციკლი (ორგანული მასის გარდაქმნა ბტკ-ში). ფუნქციონირების
ხასიათი ცვალებადია როგორც სივრცეში ისე დროში. ბუნებრივ ტერიტორიული
კომპლექსის მდგომარეობა ეწოდება ამ კომპლექსის სტრუქტურისა და
ფუნქციონირების თანაფარდობას დროის რომელიმე მონაკვეთში.

სტექსი — ბუნებრივ-ტერიტორიული კომპლექსის დღე-ღამური მდგომარეობა,


დაკავშირებული წლის სეზონთან, ამინდის დღე-ღამურ პირობებთან და ამ
კომპლექსის განვითარების ტენდეციასთან. სტექსების კრებადობა საშუალებას იძლევა
განვიხილოთ ბუნებრივ ტერიტოიული კომპლექსის სეზონური ან წლიური დინამიკა.

გეოგრაფია მოიცავს როგორც ცალკე დარგობრივ, ისე კომპლექსურ


დისციპლინებს. კომპლექსური დისციპლინების რიცხვს მიეკუთვნება
ლანდშაფტმცოდნეობა. იგი არის ფიზიკური გეოგრაფიის ის ნაწილი, რომელიც
სწავლობს ბუნებრივ-ტერიტორიულ კომპლექსებს (ბტკ), მათი ფორმირების,
განლაგების, განვითარებისა და დინამიკის კანონზომიერებებს. მაშასადამე, ბუნებრივ-
ტერიტორიული კომპლექსი არის ლანდშაფტმცოდნეობის კვლევის ობიექტი.
აქედან გამომდინარე ლანდშაფტმცოდნეობის განსაზღვრებას შეგვიძლია მივცეთ
ახალი შინაარსი - რომ ლანდშაფტმცოდნეობა არის მეცნიერება, რომელიც სწავლობს
ბტკ - ს, მათ სტრუქტურას, ფუნქციონირებას.

ლანდშაფტმცოდნეობის დაყოფა ცალკეულ დისციპლინებად

ლანდშაფტმცოდნეობა კომპლექსური მეცნიერებაა და იგი რამდენიმე მეცნიერულ


დისციპლინას მოიცავს, ესენია: ლანდშაფტების მორფოლოგია, ლანდშაფტების
გეოფიზიკა, ლანდშაფტების გეოქიმია, ლანდშაფტების ეთოლოგია, ბუნებრივ
ანთროპოგენური კომპლექსები და გამოყენებითი ლანდშაფტმცოდნეობა და
ლანდშაფტური კარტოგრაფირება. ყველა ძველი მათ შორის არის
ლანდშაფტებისმორფოლოგია. იგი შეისწავლის ლანდშაფტების დაყოფას უფრო მცირე
მორფოლოგიურ ერთეულებად. ლანდშაფტების გეოფიზიკა შეისწავლის ბტკ-ის
ზოგად ფიზიკურ თვისებებს, ნივთიერებების ბრუნვასა და ენერგიის გარდაქმნას
მათში. ლანდშაფტების გეოქიმია სწავლობს ბუნებრივ - ტერიტორიული
კომპლექსების ქიმიურ თვისებებს და ქიმიურ ელემენტთა მიგრაციის ძირითად გზებს
ლანდშაფტში.. მეცნიერების ეს დარგი საკმაოდ კარგად არის განვითარებული და მას
დიდი გამოყენება აქვს სხვადასხვა წიაღისეულის ძებნა-ძიების საქმეში, ცნობილია,
რომ ზოგიერთი მცენარე ახდენს გარკვეულ ნივთიერებათა აკუმულაციას, ამიტომ
ასეთი ასეთჳ მცენარეები ინფორმაციას იძლევიან რომელიმე წიაღისეულის არსებობის
შსახებ. ლანდშაფტების ეთოლოგია სწავლობს ბუნებრივ - ტერიტორიული
კომპლექსების მდგომარეობასა და ქცევებს. ე. ი. თუ როგორ ხდება ერთი
მდგომარეობის შეცვლა მეორეთი. ე. წ. ანთროპოგენური ლანდშაფტმცოდნეობა და
გამოყენებითი ლანდშაფტმცოდნეობა სწავლობს იმ ბტკ -ბს, რომლებიც ძლიერაა
გარდაქმნილი ადამიანის ზემოქმედების შედეგად და დაკავშირებულნი არიან მათ
რაციონალურ გამოყენებასთან. ლანდშაფტური კარტოგრაფირება სწავლობს ბტკ-ების
კარტოგრაფირების საკითხებს ( ე. ი. როგორ დგება ლანდშაფტური რუკები).

ზემოთ ჩამოთვლილია ლანდშაფტების ის დარგები, რომლებიც საფუძვლიანადაა


შესწავლილი რუსეთსა და საქართველოში. ისინი იკითხება თბილისის
უნივერსიტეტის ლანდშაფტების ძირითად კურსში ან ცალკე დისციპლინებად. გარდა
ამ ხუთი დისციპლინისა, ლანდშაფტმცოდნეობა მოიცავს კიდევ ორ დისციპლინას:
ლანდშაფტების ეკოლოგიასა და ლანდშაფტების პერცეფციას. ლანდშაფტების
ეკოლოგია განვითერებულია დასავლეთჳს ქვეყნებში, განსაკუთრებით გერმანიაში.
ისინი ლანდშაფტს განიხილავენ, როგორც ერთიან ორგანიზმს, შემდგომ სწავლობენ ამ
ლქანდშაფტების კავშირს სხვა მოვლენებთან და ამ კავშირის ანალიზის შედეგად
ადგენენ კანონზომიერებებს. ჩვენთან ხშირად მსჯელობენ ლანდშაფტურ-ეკოლოგიურ
მიდგომაზე, მაგრამ იგი არ არის ლანდშაფტების ეკოლოგიის სინონიმი. უბრალოდ,
როცა განიხილავენ ამა თუ იმ ტერიტორიის ლანდშაფტურ - ეკოლოგიურ ანალიზს,
გულისხმობენ მოვლენებს შორის კომპლექსური კავშირის შსწავლას.
დასავლეთის ქვეყნებში მწვავედ არ დგას ეკოლოგიური პრობლემები და მათჳ
გადაწყვეტა გეოგრაფიული, ან ეკოლოგიური საშუალებებით კი არ ხდება, არამედ
ტექნიკური საშუალებებით (ვთქვათ, ფილტრის დაყენება საკვამლე მილებზე).
ლანდშაფტების პერცეფცია კარდაგ არის განვითარებული საფრანგეთში, აგრეთვე,
ჰოლანდიაში, ბელგიასა და გერმანიაში. ასეთი გამოკვლევები ტარდებოდა რუსეთსა
და საქართველოში, თუმცა აქ იგი არ ჩამოყალიბებულა მძლავრ მიმართულებებად.
დასავლეთის ქვეყნებში რაიმე ნაგებობების ასაშენებლად აუცილებელიაარა მარტო
არქიტექტურული პროექტის შედგენა, არამედ ეკოლოგიური პროექტისა და
ესთეტიკური პასპორტის შემუშავებაც. ამიტომ ამ ქვეყნებისათვის პრაქტიკული
მნიშვნელობა აქვს ბუნებრივ-ტერიტორიული კომპლექსების აღქმას, პერცეფციას,
ჩამოყალიბებულია სპეციალური ფირმები, რომლებიც გამოკვლევებს ატარებენ ამ
მიმართულებით.
მეცნიერების ამ დარგს დიდი მნიშვნელობა აქვს ტურიზმისა და რეკრეაციის
საქმეშიც. სხვადასხვა ადამიანების სხვადასხვა ლანდშაფტი, პეიზაჟი იზიდავს (მთიანი
პეიზაჟი, ზღვის პეიზაჟი და ა.შ.), რის გათვალისწინებასაც დიდ მნიშვნელობას
ანიჭებენ დასავლეთის ქვეყნებში.

გეოგრაფიის დარგობრივი და კომპლექსური დისციპლინები -ტრადიციულად


მიჩნეულია, რომ გეოგრაფია იყოფა ფიზიკურ და ეკონომიკურ გეოგრაფიად,
გეოგრაფიის ეს ორი დარგი მჭიდროდ არის ერთმანეთთან ურთიერთდაკავშირებული,
შერწყმული.
უფრო მიზანშეწონილი იქნებოდა გველაპარაკა გეოგრაფიის დაყოფაზე
დარგობრივ და კომპლექსურ მეცნიერებებად. დარგობრივი მეცნიერებანი სწავლობენ
ცალკეულ გეოგრაფიულ კომპონენტებს, ხოლო კომპლექსური მეცნიერებანი -
გეოსისტემებს (ბუნებრივ - ტერიტორიულ კომპლექსებს და ბუნებრივ - საწარმოო
კომპლექსებს).
ლანდშაფთმცოდნეობა უშუალოდ დიზიკური გეოგრაფიის ნაწილია, მაგრამ
ამასთან ერთად იგი მთლიანად გეოგრაფიის მეტად მნიშვნელოვანი ნაწილია.
თემა 2. .ცნება ბუნებრივ-ტერიტორიული კომპლექსის შესახებ

მისი სამი მოდელი


ბუნებრივ-ტერიტორიული კომპლექსი - დინამიკური სისტემაა, რომელიც
შედგება ცალკეული, მაგრამ მჭიდროდ დაკავშირებული გეოგრაფიული (ბუნების)
კომპონენტებისაგანდა ვინაიდან ბტკ გეოგრაფიული კომპონენტების კანონზომიერი
კრებადობაა, საჭიროა განისაზღვროს ამ კომპონენტების რაობა. ამ საკითხთან
დაკავშირებით გეოგრაფიაში დიდი დისკუსიები მიმდინარეობს. ამჟამად,
დამტკიცებულია, რომ გეოგრაფიული კომპონენტი ეს არის გეოგრაფიული გარსის
ნივთიერი ნაწილები, რომლებისთვისაც დამახასიათებელია ნივთიერებათა
გარკვეული აგრეგატული მდგომარეობა, მასა და სიცოცხლის არსებობა - არარსებობა.
ფიზიკიდან ცნობილია, რომ არსებობს ნივთიერებატა 4 აგრეგატული
მდგომარეობა: მყარი, თხევადი, გაზისებრი და პლაზმური. დედამიწის ზედაპირზე
ბუნებრივად გვხვდება პირველი სამი მდგომარეობა. რაც შეეხება პლაზმურ
მდგომარეობას, მისი მიღება შეიძლება სამეცნიერო ლაბორატორიებში
ექსპერიმენტების გზით. ნივთიერებათა სამ აგრეგატულ მდგომარეობას ემატება
სპეციფიკური ’’ბიოლოგიური’’ მდგომარეობა - ცოცხალი ორგანიზმები (მცენარეები,
ცხოველები და მიკროორგანიზმები).
ნივთიერებათა გარკვეული აგრეგატული მდგომარეობით ხასიათდება ბუნების 4
ძირითადი კომპონენტი: დედამიწის ქერქი, ჰიდროსფეროს მასები, ატმოსფეროს
მასები და ცოცხალი ორგანიზმები. ყველა ეს კომპონენტი ’’ნივთიერია’’ და მათ მასა
აქვთ, ე.ი. შეიძლება მათი აწონა.
ბუნებრივ- ტერიტორიული კომპლექსის 3 მოდელი

იმისათვის, რომ უკეთ გავიგოთ რა არის ბუნებრივ- ტერიტორიული კომპლექსი,


უნდა ავაგოთ ბტკ-ის მოდელი.
ლანდშაფტმცოდნეობის განვითარების ისტორიიდან ცნობილია, რომ არსებობს
ბტკ-ის 3 მოდელი:
1. 50-იანი წლეების
2. 70-იანი წლეების
3. 80-იანი წლეების

ბუნებრივ-ტერიტორიული კომპლექსის 50-იანი წლების მოდელი

პირველი მოდელის (50-იანი წლეების) მიხედვით, გეოგრაფიული კომპონენტები


მჭიდრო კავშირშია ერთმანეთთან და ასრულებენ თანაბარ როლს ბტკ-ს ფორმირებასა
და განვითარებაში. ამ მოდელს 2 პრინციპული ნაკლი აქვს:
1) მასში ზუსტად არ არის განსაზღვრული თუ რას წარმოადგენს გეოგრაფიული
კომპონენტები. კერძოდ, ითვლება რომ ბუნებრივ-ტერიტორიული კომპლექსი
შედგება შმდეგი 7 კომპონენტისაგან:
GL- გეოლოგიური აგებულება;
GM – რელიეფი;
KL- კლიმატი;
HD- შიგა წყლები;
FT-მცენარეული საფარი;
ZC- ცხოველთა სამყარო;
PD - ნიადაგი.
მაგრამ აქ ჩამოთვლილთა შორის ყველა როდია გეოგრაფიული კომპონენტი.
ვინაიდან კომპონენტი დაკავშირებული უნდა იყოს ნივთიერებების გარკვეულ
აგრეგატულ მდგომარეობასთან და მას უნდა გააჩნდეს მასა. აქედან გამომდინარე
კლიმატი და რელიეფი არ არის გეოგრაფიული კომპონენტებ: კლიმატი - იმის გამო,
რომ ამინდის მრავალწლიანი რეჟჳმია, (ამინდი კი - ჰაერის მასების მდგომარეობა) და
მათი აწონა არ შიძლება); ხოლო რელიეფი კი მყარი მასების მდგომარეობაა და
გეოლოგიური განვითარების ისტორიის მიხედვით ცვალებადობას განიცდისისევე,
როგორც დავუშვათ, წყლისტალღები ოკეანეში. ამრიგად, გეოგრაფიული
კომპონენტებია ჰაერის მასები და არა კლიმატი, რელიეფის ფორმები თავისი
გეოლოგიური შინაარსით და არა რელიეფი.
2) ეს მოდელი ყველა გეოგრაფიულ კომპონენტს თანაბარ მნიშვნელობას ანიჭებს
ბტკ-ის ფორმირებასა და განვითარებაში (ნახ.1) კი ქმნის დიდ სირთულეებს
ცალკეული ბუნებრივ-ტერიტორიული კომპლექსების გამოყოფის დროს.
სინამდვილეში კი, გეოგრაფიული კომპონენტები ერთგვაროვანი არ არის და
ისინი საკმაოდ განსხვავებულ როლს ასრულებს ბუნებრივ-ტერიტორიული
კომპლექსის ფორმირება - განვითარებაში.
50-იანი წლების ბოლოსა და 60-იან წლებში ამ მოდელს კრიტიკულად
განიხილავდნენ და 70-იან წლებში შეიქმნება ახალი, მეორე მოდელი, რომლის
ავტორიც იყო მოსკოვის უნივერსიტეტის პროფესორი ნ. სოლნცევი.
ბუნებრივ-ტერიტორიული კომპლექსის 70-იანი წლების მოდელი
მეორე მოდელის მიხედვით, ბტკ შედგება 4 ძირითადი კომპონენტისაგან (ნახ. 2):
ნახ. 2. ბუნებრივ-ტერიტორიული კომპლექსის 70-იანი წლების მოდელი 1.
ფოტოკლიმატი. 2. მკვდარი მცენარეული საფარი. 3. ნიადაგი. 4. გამოფიტვის ქერქი.
- ლითოგენური საფუძვლები (რელიეფი თავისი გეოლოგიური შინაარსით);
- ჰაერის მასები;
- წყლის მასები (გვხვდება არა მარტო მდინარეებში, ტბებსა და ჭაობებში,
არამედ ნიადაგში, ჰაერში და სხვა);
- ბიოგენური კომპონენტი (3 ნაწილისაგან შდგება: მცენარეულის მასის,
ზოომასისა და მიკროორგანიზმებისაგან).
ეს ოთხი კომპონენტი ერთმანეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებულნი და
სწორედ მათი ურთიერთზე მოქმედების შედეგად წარმოიქმნება მეორადი
კომპონენტები: ნიადაგი (წარმოქმნილი ბიოგენური კომპონენტებისა და
ბიოლოგიური საფუძვლის ურთიერთკავშირის შედეგად), ფოტოკლიმატი
მცენარეული საფარის მიერ ძლიერ გარდაქმნილი ჰაერის მასები), მკვდარი
მცენარეული საფარი და გამოფიტვის ქერქი. ე. ი. წარმოიქმნება 4 სახის მეორადი
კომპონენტი.

ბუნებრივ - ტერიტორიული კომპლექსი და გეოსისტემა


ბტკ-ში ორი პრინციპულად განსხვავებული ნაწილი გამოიყოფა: აბიოიგენური
ნაწილი და ბიოგეოცენოზი. აბიოგენური (არაცოცხალი) ნაწილი მოიცავს 3
კომპონენტს: ჰაერის მასებს, წყლის მასებსა და ლითოლოგიის საფუძვლებს. ბტკ-ის ამ
ნაწილს ხშირად გეომას უწოდებენ. ბიოგეოცენოზი კი არა მარტო ბიოგენური
კომპონენტია, არამედ მასში ბტკ-ის ის აბიოგენური ნაწილიც იგულისხმება, რომელიც
ბიოგენური კომპონენტებისაგანაა გარდაქმნილი, ესენია: ბიოგენური (ცოცხალი)
კომპონენტები, ნიადაგი და მკვდარი მცენარეული საფარი.

1. ბტკ
2. გეომა
3. ბიოგენოცენოზი
4. ანტროპოგენური ფაქტორი
უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ერთობ საგრძნობია ადამიანობის ზემოქმედება
ბუნებრივ-ტერიტორიულ კომპლექსებზე. ამიტომ ბტკ-ები შესწავლისას აუცილებლად
გასათვალისწინებელია ანთროპოგენული ფაქტორი. ამ ფაქტორის ზემოქმედება ბტკ-
ზე განიხილება როგორც გეოსისტემა, ანუ გეოგრაფიული სისტემა (ნახ. 3).
ფაქტობრივად, ნებისმიერი გეოგრაფიული გამოკვლევა დაკავშირებულია
გეოსისტემებთან, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ ეკოლოგი მეტ ყურადღებას უთმობს
ბიოგეოცენოზს, კლიმატოლოგი და გეომორფოლოგი - აბიოგენურ კომპონენტებს.
მაგრამ ყოველთვის ასეთი კვლევისას ანთროპოგენურ ლანდშაფტმცოდნეობაში
წინა პლანზეა წამოწეული ბუნებრივ-ტერიტორიული კომპლექსი, ხოლო მეორეზე -
ანთროპოგენური ზემოქმედება მათზე.მაგალითისათვის ავიღოთ თბილისი, ქალაქი
თავდაპირველად თბილისი გაიზარდა, ქალაქი გაფართოვდა და იგი ქვაბურის
ფარგლებს გასცდა(მესამე სამგორის დასახლება, ლილო - იორის ზეგნის დასავლურ
ნაწილში; ნუცუბიძის პლატო და ა. შ. ). საინტერესოა, როგორ შეისწავლიან
ეკონომგეოგრაფი და ლანდშაფტმცოდნე თბილისს? ეკონომგეოგრაფი ქალაქს
შისწავლის მთლიანობაში და შმდეგ შიძლება განიხილოს მისი ცალკეული ნაწილები.
ვთქვათ, თბილისის ქვახური და მისი მიმდებარე ტერიტორიები, ან რაიონები. ხოლო
ლანდშაფტმცოდნე თავიდანვე ცალ-ცალკე განიხილავს თბილისის ქვახურსა და
მიმდებარე ტერიტორიებს, როგორც სხვადასხვა ბტკ-ებს, ვინაიდან ისინი
გეომორფოლოგიურად განსხვავებული ერთეულებია.
გეოგრაფიული და ეკონომიური მიდგომა-განასხვავებენ კვლევის გეოგრაფიულ და
ეკოლოგიურ მიდგომებს.
გეოგრაფიული მიდგომის დროს ბტკ განიხილება, როგორც ერთიანი, მთლიანი
სისტემა - არცერთი გეოგრაფიული კომპონენტი არ ექცევა
ნახ. 4. გეოგრაფიული მიდგომა ბუნების შესწავლის დროს.
L - ლითოგენური საფუძვლები
A - აერომასები
H - ჰიდრომასები
B - ბიომასები
განსაკუთრებული ყურადღება ქვეშ. რა თქმა უნდა, ეს იმას როდი ნიშნავს,
რომ ყველა კომპონენტი თანაბარი მნიშვნელობისაა, უბრალოდ ისინი თანაბრადაა
საინტერესო.
ეკოლოგიური მიდგომის დროს კი ყურადღების ცენტრში მოქცეულია ბიოგენური
კომპონენტი, სხვა გეოგრაფიული კომპონენტები კი ამ ბიოგენურ კომპონენტთან
კავშირში განიხილებიან .

პროფესორ სოლნცევის რიგი - საინტერესოა საკითხი იმის შსახებ, თუ რომელი


კომპონენტია უფრო მნიშვნელოვანი. მაგალითად, კლიმატის შცვლა იწვევს
ჰიდრომასების, მცენარეული საფარის და ცხოველთა სამყაროს მნიშვნელოვან
ცვლილებებს. მცენარეული საფარის შცვლა კი - ყველა დანარჩენი კომპონენტების
შედარებით უმნიშვნელო ცვლილებებს; ხოლო ლითოგენური საფუძვლის შცვლას
მივყავართ ყველა დანარჩენი კომპონენტების ძირეულ ცვლილებებისაკენ.
ამასთან დაკავშირებით ნ. სოლმცევმა გეოგრაფიული კომპონენტები დაალაგა
სიმძლავრისა და მნიშვნელობების მიხედვით:
- ლითოგენური საფუძველი
- ჰაერის მასები
- ჰიდრომასები
- ბიომასები
აქ წარმოქმნილი გეოგრაფიული კომპონენტების რიგს სოლნცევის რიგს
უწოდებენ, რომლიდანაც ჩანს, რომ უპირატესობა ენიჭბა ლითოგენურ საფუძველს.
წარმოვიდგინოთ, რომ მთლიანად გაიჩეხა ტყე კილიმანჯაროს მთაზე. ამის შედეგად,
ლითოგენური საფუძველი არ შეიცვლება, ჰიდროლოგიური და კლიმატური პირობები
- სუსტად. ლითოგენური საფუძვლის შეცვლა კი - გამოიწვევდა მთელი ბუნებრივ -
ტერიტორიული კომპლექსის შეცვლას, როდესაც შეუცვლელი არ დარჩებოდა
არცერთი გეოგრაფიული კომპონენტი.
გარდა სოლნცევისა სხვა მეცნიერებიც შეცადნენ გეოგრაფიული კომპონენტები
განელაგებინათ მნიშვნელობისდამიხედვით. უმთავრესი და საერთო სოლნცევისა და
ამ მეცნიერთა შხედულებებს შორის არის ის, რომ
ნახ. 5. ეკოლოგიური მიდგომა ბუნების შსწავლის დროს (აღნიშნული იხ. ნახ. 4-
ზე).
ლითოგენურ საფუძველს ენიჭება უპირატესობა მნიშვნელობა და იგი ბუნების
ყველაზე მძლავრ კომპონენტად ითვლება.

ბტკ- ს ფიზიონომიური და არაფიზიონომიური კომპონენტები

იმისათვის, რომ საველე პირობებში გამოვყოთ ბტკ, უნდა ვიცოდეთ რომ


გეოგრაფიული კომპონენტები იყოფა 3 ჯგუფად:
- ფიზიონომიური;
- არაფიზიონომიური;
- გარდამავალი.
ფიზიონომიურ კომპონენტებზე დაკვირვება უშუალოდ შგვიძლია, მას ვხედავთ,
ესენია: ლითოგენური საფუძვლები და მცენარეული საფარი. ფიზიონომიური
კომპონენტებს მიეკუთვნება წყლის მასებიც ნაწილობრივ(ტბებში, მდინარეებში,
ჭაობებში და სხვა.).
არაფიზიონომიური კომპონენტები დაუკვირვებადია - მათი დანახვა
შუძლებელია. ამ კომპონენტთა შესასწავლად აუცილებელია სპეციალური
ხელსაწყოებით გაზომვების ჩატარება. მაგალითად, კლიმატი, ნაწილობრივ, წყლის
მასები (ნიადაგში, ატმოსფეროში).
გარდამავალ ანუ ნახევრადფიზიონომიურ კომპონენტებზე საჭიროა სპეციალური
დაკავშირების ჩატარება. მაგალითად, ნიადაგის შესასწავლადაუცილებელია ჯერ
ნიადაგის ამოღება, შემდგომ კი მისი ტიპის დადგენა და შესწავლა. ამ ჯგუფს
მიეკუთვნება ასევე გეოლოგიური აგებულება და ზოგჯერ ბიოგენური კომპონენტებიც
(ცხოველთა სამყარო).
ამრიგად, ველზე მუშაობისას ყველა გეოგრაფიულ კომპონენტებზე დაკვირვება
შეუძლებელია. სწორედ ამიტომ წინასწარ უნდა განვსაზღვროთ ის, თუ რომელი
კომპონენტია ფიზიონომიური და რომელი - არა.

არც ისე იოლია ბუნებრივ-ტერიტორიული კომპლექსების გამოყოფა,


ნახ. 6. ეკოსისტემების, გომებისა და გეოსისტემების შედარება (აღსნა იხ. ტექსტი)
ვინაიდან საზღვარი კომპონენტებს შორის მკვეთრი არ არის და ხშირად ურთიერთში
ერევა.
მდინარის ხეობა, სადაც გეომორფოლოგიურად გამოიყოფა რამდენიმე ერთეული:
მთის თხემური ნაწილი, ფერდობი, ტერასა და მდინარის, კალაპოტი, თხემი და
ფერდობის ზედა ნაწილი აგებულია კრისტალური ქანებით, ფერდობი - დანალექი
ქანებით, ხოლო ტერასა და მდინარის კალაპოტი - ალუვიური ნაფენებით, ე. ი.
გეოლოგიური აგებულება არ ეთანხმება რელიეფის ფორმებს. ახლა განვიხილოთ
მცენარეული საფარი. თხემი და თხემისპირა ტერიტორიები ბალახოვანი მცენარეული
საფარითაა დაფარული, ფერდობის დიდ ნაწილზე კი გავრცელებულია ტყის
მასივები.ფერდობის ქვედა ნაწილზე და ტერასაზე ნაწილობრივ წარმოდგენილია
ბუჩქნარი მცენარეულობა, ტერასის მნიშვნელოვან ნაწილზე კი - მდელოს
მცენარეულობა. ამრიგად, მცენარეული საფარიც არ ეთანხმება ტერიტორიისწ
მორფოლოგიურ აგებულებას. თხემზე და ფერდობის ზედა ნაწილზე განვითარებული
ტყის ყომრალი ნიადაგები, ფერდობის ქვედა ნაწილზე გეოგრაფიული კომპონენტის
საზღვრები ეთანხმება ერთმანეთს, ზოგიერთი კი - არა.
ბუნებრივ-ტერიტორიული კომპლექსების გამოყოფისას არსებობს 3 მიდგომა:
ეკოლოგიური მიდგომის დროს ბუნებრივ - ტერიტორიულ კომპლექსებს შორის
საზღვარს ავლებენ მცენარეული ასოციაციის მიხედვით. ნახატზე მოცემულია 4
ეკოსისტემა: ბალახოვანი სტეპის (A), ტყის (B), ბუჩქნარი (C) და მდელოს
მცენარეულობა (D).
ლითოლოგიური ფაქტორის გათვალისწინებით ბუნებრივ- ტერიტორიულ
კომპლექსებს შორის საზღვარსადგენენ ლითოგენური საფუძვლით. ამ შმთხვევაში
გამოიყოფა 3 გეომა: 1. თხემი და თხემისპირა ნაწილი, აგებული კრისტალური
ქანებით, 2. ფერდობის შუა და ქვედა ნაწილი, აგებული დანალექი ქანებით, 3.
მდინარის ტერასა, აგებული ალუვიური ნაფენებით.
ამრიგად, ერთსა და იმავე ტერიტორიაზე შიძლება გამოიყოს ეკოსისტემებისა და
გეომების სხვადასხვა რაოდენობები.
გეოგრაფიული მიდგომის დროს - ბუნებრივ-ტერიტორიული კომპლექსებს
შორის საზღვარს ავლებენ გეომებისა და ეკოსისტემების თვისებების
გათვალისწინებით, რის შდეგადაც ზემოთ აღნიშნულ ტერიტორიაზე გამოიყოფა 8
ბტკ, აქედან 2 ერთი ტიპისაა.
მაგრამ ბტკ-ების გამოყოფა ასე მარტივად არ ხდება ყოველთვის, ხშირად
სიტუაცია უფრო რთულია. დავუშვათ, რომ ტყის მასივი მოიცავს მთელ ფერდობს
მთლიანად, მაგრამ მასზე არის მონაკვეთი, სადაც ტყის მცენარეულობა არ ემთხვევა
ლითოგენურ საფუძველს, ან თხემის მცენარეულობა მარტო თხემზე ელებული,
არამედ ფერდობის დიდ ნაწილზეც, ე. ი. გეოგრაფიულ კომპონენტებს შორის სრული
შეუთანხმებლობაა. ასეთ შემთხვევებში ბტკ-ების საზღვრების გავლება საკმაოდ
რთული, აუცილებელი და ამასთან საინტერესო ამოცანაა.
რით არის გამოწვეული ეს შუთანხმებლობა გეოგრაფიულ კომპონენტებს შორის?
ყველა გეოგრაფიულ კომპონენტს აქვს დროისა და სივრცის მასშტაბი. ერთი
კომპონენტის შეცვლას მეტი დრო სჭირდება, ვიდრე მეორე კომპონენტის შეცვლას.
მაგალითად, იმისათვის, რომ შეიცვლება მეტეოროლოგიური პირობები, საკმარისია
რამდენიმე საათი ან დღე მცენარეული საფარის შცვლისათვის - თვე ან წელი (ტყის
მცენარეულობის შცვლა სრამდენიმე ათეული წელი სჭირდება), ნიადაგის
შცვლისათვის ასეული წლები, ხოლო გეოლოგიური აგებულებისა და რელიეფის
შცვლისათვის - მილიონი წლები.
გამოდის, რომ ბტკ გეოგრაფიული კომპონენტების უბრალო კრებადობა არ არის,
არამედ ისეთი კრებადობა, სადაც ყოველ კომპონენტრს თავისი დროისა და სივრცის
მასშტაბი აქვს. სწორედ, ეს არის მიზეზი იმისა, რომ გეოგრაფიულ კომპონენტებს
შორის ხშირად შეუთანხმებლობაა.

70-იანი წლების მოდელს რამდენიმე ნაკლი აქვს, მათგან უმთავრესია ორი:


1) მოდელი არ იძლევა ბუნებრივ-ტერიტორიული კომპლექსების დინამიკურად
განხილვის შსაძლებლობას. გეოგრაფიული კომპონენტები შეისწავლებოდა
არა დღეების, თვეებისა და წლების მიხედვით, არამედროგორც სტაბილური
სისტემების ის ელემენტები, რომლებიც არ იცვლებიან დროსა და სივრცეში;
2) ლანდშაფტმცოდნეობის მთავარი ამოცანაა შევისწავლოთ ის გეოგრაფიული
კომპონენტები, რომელთა კვლევა ადვილი და შემდგომ გამოვიცნობთ
რთულად შესასწავლი კომპონენტები. ამ ამოცანის გადასაწყვეტად კი მეორე
მოდელი გამოუსადეგარი აღმოჩნდა.
ამან გამოიწვია ახალი მოდელის შექმნის აუცილებლობა.
80-იან წლებში შიქმნა ახალი, მესამე მოდელი, უმთავრესი რითაც ეს მოდელი
განსხვავდება წინა ორი მოდელისაგან, მდგომარეობს იმაში, რომ ბუნებრივ-
ტერიტორიული კომპლექსი დაყოფილია გარკვეულ ნაწილებად, რომლებსაც
გეომასებს უწოდებენ. გეომასები ბუნებრივ - ტერიტორიული კომპლექსის
ელემენტარული სტრუქტურულ - ფუნქციური დანიშნულებით და დროსა და
სივრცეში შეცვლის სიჩქარით. ისინი შიძლება შევადაროთ ატომებს, რისგანაც
აგებულია ბუნება.
გამოიყოფა გეომასების 7 კლასი: აერომასები(A), ფიტომასები (P), პედომასები (S),
ლითომასები (L), ჰიდრომასები (H), მორტმასები (M) და ზოომასაები (Z).
აერომასები არის ჰაერის მასები; ფიტომასები - ,ცენარეების ორგანული, ცოცხალი
ნაწილები; პედომასები - ნიადაგის ის ნაწილები, რომლებიც შეიცავენ ჰუმუსს
(ორგანულ - მინერალური ნაერთი); ლითომასები - მთის ქანები; ჰიდრომასები -
წყლის მასები; მორტმასები - მკვდარი ორგანული ნივთიერებები და ზოომასები -
ცხოველები.
საინტერესოა, რა განსხვავებაა გეომასებსა და გეოგრაფიულ კომპონენტებს შორის.
საქმე იმაშია, რომ ნებისმიერი კომპონენტი შდგება რამდენიმე გეომასისაგან.
მაგალითად, ნიადაგის შდგენილობაშ ი შდის ლითომასები ქვების სახით, ფიტომასები
- ფესვების სახით; ჰიდრომასები - წყლის სახით. ამასთან ზოგიერთ გეოგრაფიულ
კომპონენტში ერთი გეომასა, მეორეში კი - მეორე გეომასა სჭარბობს.
გეომასების ინტეგრაცია (გაერთიანება) შეიძლება არა მარტო გეოგრაფიული
კომპონენტების მიხედვით, არამედ ბუნებრივ - ტერიტორიული კომპლექსების
ჰორიზონტალური ფენებისა და ვერტიკალური სვეტების მიხედვითაც. ამ
ინტეგრაციის შედეგად მივიღებთ გეოჰორიზონტებს. ე. ი. ისეთ შრეებს, რომლებიც
ხასიათდებიან გეომასების გარკვეული კრებადობით.
ბუნებრივ - ტერიტორიულ კომპლექსებს ახასიათებთ ატრუქტურა და
ფუნქციონირება.
სტრუქტურა საერთოდ ნიშნავს რომელიმე მოვლენის ორგანიზაციას; ხოლო
გეოგრაფიაში - როცა ლაპარაკია სტრუქტურაზე იგულისხმება - მოვლენის
სივრცობრივი ორგანიზაცია. სივრცობრივი სტრუქტურა შეიძლება იყოს;
ვერტიკალური და ჰორიზონტალური.
ფუნქციონირება არის ბტკ - ების მუშაობა, ანუ ყველა იმ პროცესისა და მოვლენის
კრებადობა, რომლებიც მიმდინარეობენ ბუნებრივ - ტერიტორიულ კომპლექსში.
მაგალითად, მზის ენერგიის გარდაქმნა, წყლის ბრუნვა, ბიოლოგიური პროცესების და
სხვა.
ყოველი ბტკ შიცავს ისეთ ნაწილს, რომელიც ინვარიანტულია, უცვლელია
მისთვის, მაგალითად, ლითოლოგიური საფუძველი და რელიეფი არის ბტკ - ის
ინვარიალური ნაწილი, სოლო თოვლის საფარი (რომელიც გეომასების კრებადობაა) -
არა.
მაგრამ ბტკ აერთიანებს არა მარტო ამ უცვლელ, სტაბილურ ნაწილებს, არამედ
ცვალებადსაც. ცვალებადობას გარკვეული დროის განმავლობაში განიცდის ბუნებრივ -
ტერიტორიული კომპლექსის სტრუქტურა და ფუნქციონირება. სწორედ, ამ
ცვალებადობასთან დაკავშირებით გამოიყოფა ბტკ - ების მდგომარეობები. რომელთა
შეცვლის მიზეზები სხვადასხვაა.
ბუნებრივ - ტერიტორიული კომპლექსების მდგომარეობების შეცვლა შეიძლება
იყოს სტოქასტიკური და დეტერმინირებული.
სტოხასტიკური შეცვლის დროს ბუნებრივ - ტერიტორიული კომპლექსის ერთი
მდგომარეობის შეცვლა მეორეთი ხდება ქაოსურად, ხოლო დეტერმინირებული
შცვლის დროს კი - ბტკ-ს ერთი მდგომარეობა აუცილებლად იცვლება მეორე
კონკრეტული მდგომარეობით. მაგრამ ბუნებაში ბუნებრივ - ტერიტორიული
კომპლექსების ასეთი შეცვლა იშვიათად ხდება, უფრო დამახასიათებელია მათი
ნახევრად სტოხასტიკური და ნახევრად დეტერმინირებული ცვლილებაბი. ასე რომ
ბუნებრივ - ტერიტორიული კომპლექსების მდგომარეობათა ცვლილებები საკმაოდ
რთულია და ამიტომ ამბობენ, რომ მათ აქვთ გარკვეული ქცევა. ბუნებრივ -
ტერიტორიული კომპლექსის ქცევა არის მისი მდგომარეობების კანონზომიერების
შეცვლა.
დასკვნის სახით, შგვიძლია ვთქვათ, რომ მესამე მოდელის მიხედვით ბტკ
განიხილება როგორც სივრცე-დროითი სისტემა, რომელსაც ახალიათებს გარკვეული
სტრუქტურა, ფუნქციონირება და ქცევა.
თემა 3. ლანდშაფტმცოდნეობის ისტორიიდან
ლანდშაფტმცოდნეობის წარმოშობა,ქართული ლანდშაფტური სკოლა
მეცნიერებაში დამკვიდრებულ მრავალ ტერმინს აქვს: ორგვარი მეცნიერული და
ზოგადი გაგება. ზოგადი გაგება დაკავშირებულია სალაპარაკო ენაში. ტერმინი
’’ლანდშაფტი’’ გერმანულია და ნიშნავს პეიზაჟს, ხედა, პირველად იგი გერმანელმა
გეოგრაფმა გომეიერმა გამოიყენა 1805 წ. თავის სტატიაში, რის შემდეგაც დამკვიდრდა
სალაპარაკო ენაში. გომეიერის განმარტებით ლანდშაფტი არის ისეთი ტერიტორია,
რომელიც მოჩანს ამაღლებული ადგილიდან. გამოდის, რომ რაც უფრო ზევით
ავდივართ, მხედველობის არის გაზრდის შესაბამისად იზრდება ლანდშაფტიც.
შემდგომში ეს ტერმინი მრავალმა მეცნიერმა განიხილა, მაგრამ თანამედროვე
დეფინიციასთან მიახლოებული განმარტება მხოლოდ 1913 წ. ჩამოაყალიბა
გერმანელმა მეცნიერმა პასარგემ. იგი ლანდშაფტს განმარტავდა: ლანდშაფტი -
ოროგრაფია, გეოლოგიური აგებულება, კლიმატი, ჰიდროგრაფია, მცენარეული და
ნიადაგის საფარი. ამასთან პასარგემ ლანდშაფტის ფორმირებასა და განვითარებაში
დიდი მნიშვნელობა მიანიჭა მასზე ადამინის ზემოქმედებას. ასე ჩამოყალიბდა ბტკ-ის
პირველი მოდელი.
ყოველ მეცნიერულ დისციპლინას, მათ შორის ლანდშაფტმცოდნეობასაც, აქვს
თავისი განვითარების ისტორიული წინამძღვრები. ლანბდშაფტმცოდნეობის
განვითარებაში საკმაოდ დიდი როლი შეასრულეს დარგობრივ-გეოგრაფიული
დისციპლინების, ღრმა შინაარსობრივმა შსწავლამ (1859 წელს შიქმნა ევოლუციური
მოძღვრება ბიოლოგიაში - დარვინიზმი; გეოგრაფიული დისციპლინები მოვლენების
ანალიზური მეთოდიდან სინთეზურზე გადავიდნენ). ასეთმა შესწავლამ ანალიზური
შექმნა ლანდშაფტმცოდნეობის ჩამოყალიბების საფუძველი.
რუსეთში ლანდშაფტმცოდნეობის ფუძემდებლად ითვლება პეტერბულგელი
პროფესორი ვ. დოკუჩაევი, თუმცა ტერმინი ’’ლანდშაფტი’’ მას არ გამოუყენებია. მის
უდიდეს დამსახურებად ითვლება ის, რომ მან შექმნა მეცნიერება ნიადაგების შესახებ.
იგი აღნიშნავდა, რომ გეოგრაფიულ კომპონენტებს შორის მჭიოდრო კავშირია და რომ
ნიადაგი არის კომპონენტების ურთიერთზემოქმედების შედეგად წარმოქნილი
ერთეული.
დოკუჩაევმა შეიმუშავა მიმართულება გეოგრაფიული ზონების შესახებ. აქედან
გამომდინარე დოკუჩაევი მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აუცილებელია ახალი
მეცნიერების შექმნა - ცოცხალი და არაცოცხალი ბუნების კომპონენტების
ურთიერთდამოკიდებულების შესახებ. თვითონ დოკუჩაევს ამ ახალი
მეცნიერებისათვის ’’სახელწოდება’’ არ მიუცია, თუმცა მან ჩაუყარა საფუძველი
მოძღვრებას ლანდშაფტების შესახებ. უდიდესმა გეოგრაფმა ღ. ბერგმა მას
ლანდშაფტმცოდნეობის ფუძემდებელი უწოდა.
პროფესორი ა. კრასნოვი, სპეციალობით ბოტანიკოსი და გეოგრაფი იყო. მან
იმოგზაურა სამხრეთ ჩინეთში, სამხრეთ იაპონიასა და ინდონეზიაში. შისწავლა
მეჩაიეობის რაიონების ,ცენარეულობა და მათჳ განვითარების პირობები. იგი ითვლება
მეჩაიეობის პიონერად კავკასიაში. სწორედ, მისი ინიციატივით საქართველოშო
ფართოდ გავრცელდა ჩაის, ციტრუსისა და დაფნის კულტურა. მან დააარსა ბათუმის
ბოტანიკური ბაღი, სადაც არის იგი დაკრძალული. კრასნიოვმა 1895 წელს ბუნებრივი
კომპონენტების ტერიტორიულ ერთიანობას გეოგრაფიული კომპლექსი უწოდა. ეს
ტერმინი შემდგომ, ჩვენი საუკუნის დასაწყისში ტერმინ ’’ ლანდშაფტში’’ გარდაისახა.
1913 წელს პროფესორმა ღ. ბერგმა მოგვცა ლანდშაფტის ახალი განმარტება,
რომელიც ახლოსაა პასარგეს განმარტებასთან - ’’ბუნებრივი ნიადაგის საფარის
ხასიათი ერთიანდება ჰარმონიულ მთლიანობაში და ტიპურად მეორდება დედამიწის
გარკვეულ ზონაში. სწორედ, ბერგმა აღნიშნა პირველად, რომ ლანდშაფტი გეოგრაფიის
კვლევის ობიექტია. ისევე როგორც იმდროინდელ მრავალ მეცნიერს, ბერგსაც
ლანდშაფტი ესმოდა, როგორც ფართო ცნება. მისთვის ლანდშაფტია ჭაობი, ნაძვნარი,
ბორცვიანი ქვიშებიუ და ე. ი. სივრცეში განმეორებადი ბუნებრივი კომპლექსები), ასევე
ვალდაის მაღლობი, შუა ციმბირის ზეგანი ე. ი. ინდივიდუალური, სივრცეში
განუმეორებელი ბუნებრივი კომპლექსები).
ა. გრიგორიევი ბუნებაში მიმდინარე პროცესებს განიხილავდა როგორც ფიზიკურ -
გეოგრაფიულ პროცესებს. მაგალითად, მზის ენერგიის გარდაქმნას, ქიმიური
ელემენტების მიგრაციას და სხვა. იგი თვლიდა, რომ ფიზიკურ-გეოგრაფიული
პროცესები არსებობენ ლანდშაფტისაგან დამოუკიდებლად.
იმდროისათვის ლანდშაფტმცოდნეობასა და ზოგად დედამიწათმცოდნეობას
შორის დიდი ზღვარი იყო, რაც ნაკლს წარმოადგენდა. მართლაც, გრიგორიევმა შექმნა
მოძღვრება გეოგრაფიული გარსის შესახებ, მაგრამ ლანდშაფტმცოდნეებმა მაშინ ამას
დიდი ყურადღება არ მიაქციეს. მხოლოდ 1940 წელს აკდ. ს. კალესნიკმა აღნიშნა, რომ
თითოეული ლანდშაფტი დაკავშირებულია გეოგრაფიულ გარსთან, ამიტომ მისი
შესწავლაც ამ გარსის შესწავლასთან უნდა იყოს დაკავშირებული.
XX საუკუნის 50-60-იანი წლებგი ლანდშაფტმცოდნეობის განვითარების
ისტორიაში ’’ოქროს საუკუნედ’’ ითვლება. ამ წლებში გამოქვეყნდა 2000-მდე ნაშრომი.
ჩამოყალიბდა ლანდშაფტმცოდნეობის 3 მიმართულება. ამ მიმართულებათა შორის
გაიმართა დისკუსიები. მთავარი განსხვავება ამ მიმართულებათა შორის
მდგომარეობდა ლანდშაფტის ცნების გაგებაში - ლანდშაფტი, როგორც ზოგადი,
ტიპოლოგიური და რეგიონალური ცნება.
ლანდშაფტმცოდნეობის განვითარების ძირითადი ეტაპები
ლანდშაფტმცოდნეობის განვითარების ისტორიას მრავალი მეცნიერი სწავლობდა.
პირველ რიგში უნდა ავღნიშნოთ ნ. სუხოვას (1981), ვ. პრეობრაჟენსკისა და ვ.
მაკაროვის (1988), ა. ისაჩენკოს (1991) და სხვა ნაშრომები რუსულ ენაზე, G. Rouderie და
N.Beroutchachvili-ის წიგნი (1991) ფრანგულ ენაზე და მ. ხარატიშვილის (1991) ნაშრომი
ქართულ ენაზე.
ამჟამად ლანდშაფტმცოდნეობის განვითარების ისტორიაში გამოყოფენ 3 ეტაპს.
(იხ. მ. ხარატიშვილის წიგნში ’’ფიზიკურიმ გეოგრაფიის ზოგიერთი საკითხი’’ -
თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა, 1991.
I პერიოდი - ლანდშაფტმცოდნეობის კონცეფციის ჩამოყალიბება (XIX საუკუნის
80-იანი - 1940 წლები) ჯერ კიდევ არ არის გამოკვეთილი შეხედულებათა ის სისტემა,
რომელმაც განსაზღვრული მომართულება უნდა შექმნას კვლევაში. აღნიშნული
პერიოდი იყოფა 2 ეტაპად:
1. ცნება ’’ბუნებრივ-ტერიტორიული კომპლექსის’’ შქმნია შესახებ (XIX
საუკუნის80-იანი - 1914 წლები).
2. კონცეფციის დამტკიცება. ცნება ’’ლანდშაფტის, როგორც ბუნებრივი
კომპლექსის შემუშავება (1920-40 წლები):
II პერიოდი - ლანდშაფტმცოდნეობის როგორც მეცნიერებისა და სასწავლო
დისციპლინების ჩამოყალიბება (1945 – 1964 წლეები). იყოფა 2 ეტაპად:
1. ცოდნის თვითგამორკვევა ლანდშაფტის შესახებ (1945-1954 წლეები);
2. ლანდშაფტის თეორიული საფუძვლების დამუშავება მისი
ლანდშაფტმცოდნეობის სამეცნიერო საგნად დამკვიდრება (1955-1964 წლეები).
III პერიოდი - ლანდშაფტმცოდნეობის მეცნიერების განვითარება (1965 წლიდან
დღემდე). იყოფა 3 ეტაპად:
1. სისტემური გეოგრაფიული ბაზის ჩამოყალიბება და მეთოდური შეიარაღება
(1965-1974 წლეები). ამ პერიოდში დაარსდა ცნობილი ფიზიკურ-გეოგრაფიული
სტაციონარები (მათ შორის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
მარტყოფის სტაციონარიც), სადაც დაიწყო დეტალური ლანდშაფტური
გამოკვლევანი.
2. ცალკეული დარგების (ლანდშაფტების გეოფიზიკის, ეთოლოგიის და სხვა)
ჩამოყალიბდა ლანდშაფტმცოდნეობაში, ლანდშაფტმცოდნეობისთეორიის
შემდგომი განვითარება (1975-1986 წ.).
3. ლანდშაფტმცოდნეობის განვითარების თანამედროვე ეტაპი (1986 წლიდან
დღემდე).
ქართული ლანდშაფტური სკოლა
საქართველო ითვლება ლანდშაფტმცოდნეობის განვითარების ერთ-ერთ
მნიშვნელოვან კერად. 30-იან წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში
დაარსდა ზოგადი ქვეყნადმცოდნეობის კათედრა (პირველი ხელმძღვანელი
პროფესორი ლაისტერი), ამის შემდეგ დაიწყო საქართველოს კომპლექსური შესწავლა.
ომის დროს კათედრაზე მუშაობდა ცნობილი ლანშაფტმცოდნე - პროფესორი ბ.
დობრინინი. 1944 წელს მისი ხელმძღვანელობით შეიქმნა ’’საქართველოს სსრ
ფიზიკურ-გეოგრტაფიული ოლქების, მთავარი რაიონების და ზონების რუკა’’.
პროფ. ბ. დობრინინიდიდ სამეცნიერო-პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა. მისი
ხელმძღვანელობით შესრულდა ლანდშაფტური თემატიკის დისერტაციები.
ფაქტიურად პროფ. ბ. დობრინინის და აკდ. ა. ჯავახიშვილის ხელმძღვანელობით
საქართველოში ჩამოყალიბდა ლანდშაფტური სკოლა. 50-60 ან წლებში ინტენსიური
ლამდშაფტური გამოკვლევანი ტარდებოდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში
(დოც. მ. სანებლიძე, პროფ. კ. ჯაყელი, დოც. ა. ტერელაძე), გეოგრაფიის
ინსტიტუტებში (პროფ. დ. უკლება), სოხუმის (დოც. კ. მგელაძე, პროფ. შ. ლაშხია) და
ბათუმის (დოც. კ. ჯიბუტი) პედაგოგიურ ინსტიტუტში.
1949-1974 წლებში ფიზიკური გეოგრაფიის კათედრას ხელმძღვანელობდა დოც. მ.
სანებლიძე4, რომლის ინიციატივით თბილისის უნივერსიტეტში 1952 წლიდან
შემოღებულ იქნა ლანდშაფტმცოდნეობის სპეციალური კურსი.
1964 წელს საქართველოს ატლასში გამოქვეყნდა პირველად საქართველოს
ლანდშაფტური რუკა (მ. სანებლიძე, დ. უკლება, კრ. ჯაყელი და ა. ჯავახიშვილი), 1970
წელს კი გამოვიდა როგორც ცალკე რუკა (მ. სანებლიძე, დ. უკლება კრ.ჯაყელი).
60-80-იან წლეებში გეოგრაფიის ინსტირუტში პროფ. დ. უკლებას
ხელმძღვანელობით ტარდება საინტერესო ლანდშაფტური კვლევები. გამოიცა 1974 წ.
დ. უკლებას ’’აღმოსავლეთ საქართველოს მთიანი ოლქების ლანდშაფტური და
ფიზიკურ-გეოგრაფიული რაიონები’’. იგივე ავტორმა 1983 წ. გამოსცა მონოგრაფია
’’Антропогенные ландшафты Грузии’’ (გამომცემლობა მეცნიერებათბილისი)
საკმაოდსაინტერესო ლანდშაფტური გამოკვლევები ჩაატარა საქართველოს
გეოგრაფიის ერთერთმა უდიდესმა მოღვაწემ პროფ. ლ. მარუაშვილმა (საქართველოს
ფიზიკური გეოგრაფია, კავკასიის ფიზიკური გეოგრაფია და სხვა.).
თსუ-ს ფიზიკური გეოგრაფიის კათედრის გამგე 1974-87 წლეებში იყო პროფ. კრ.
ჯაყელი, ხოლო 1987 წლიდან დოც. მ. ხარატიშვილი. ბოლო წლეებში ამ კათედრაზე
მომზადდა რამდენიმე მონოგრაფია - დოც. მ. ხარატიშვილის ’’საქართველოს
ფიზიკური გეოგრაფია’’ (1990) და ’’ფიზიკური გეოგრაფიის ზოგიერთი საკითხი’’
(1991), დოც. ზ. სეფერთელაძის ’’ფიზიკურ-გეოგრაფიული დარაიონება’’ და სხვა.
ქართველი გეოგრაფები ითვლებიან მთიანი ლანდშაფტმცოდნეობის ერთ-ერთ
წამყვან ლიდერებად. ჯერ კიდევ 1958 წელს თბილისში ჩატარდა მესამე საკავშირო
ყრილობა ლანდშაფტმცოდნეობაში. 1979 წელს თბილისის უნივერსიტეტმა გამოსცა
კავკასიის ლანდშაფტური რუკა (პროფ. ნ. ბერუჩაშვილის ხელმძღვანელობით), ხოლო
1983 წელს პროფ. დ. უკლებას ხელმძღვანელობით დაიბეჭდა ამიერკავკასიის
ლანდშაფტური რუკა.
1965 წელს დოც. მ. სანებლიძის ინიციატივით დაარსდა მარტყოფის ფიზიკურ-
გეოგრაფიული სტაციონარი. ამ სტაციონარზე დაიწყო ლანდშაფტების დეტალური
სტრუქტურულ-ფუნქციური გამოკვლევები. 1979 წ. კი სტაციონარის ბაზაზე
თბილისის უნივერსიტეტში ჩამოყალიბდა ბუნების მდგომარეობის კვლევის
სამეცნიერო ლაბორატორია.
ლანდშაფტმცოდნეობის ამ ორ ცენტრში ჩაისახა ახალი მიმართულებანი -
ლანდშაფტების გეოფიზიკა (როგორც ცალკე კურსი პირველად თბილისის
უნივერსიტეტში იქნა შემოღებული, 1980 წელს მოსკოვში გამოვიდა პროფ. ნ.
ბერუჩაშვილის სახელმძღვანელო ’’Геофизика ландшафта’’). ლანდშაფტის სივრცე-
დროითი ანალიზი და სინთეზი (პროფ. ნ. ბერუჩაშვილის წიგნი ’’ Четыре измерения
ландшафта, М. Мыслъ 1986’’) დოც. გ. თედიაშვილის, დოც. ნ. ელიზბარაშვილის, დოც.
რ. მაღლაკელიძის, დოც. გ. ელიზბარაშვილის, დოც. რ. ბეშიძის, გეოგრაფიულ
მეცნიერებათა კანდიდატის (გ. მ. დ.) თ. ზირაქაშვილის, გ. მ. დ. ს. ჯიბლაძის, გ. მ. დ. თ.
გორდეზიანის, გ. მ. დ. გ. სოფაძის ნაშრომები), ლანდშაფტების ეთოლოგია (ნ.
ბერუჩაშვილის მონოგრაფია ’’Этологиа ландшафта и картографирование состояний
природной среды’’, თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა,(1989), დამუშავდა
ლანდშაფტურ კვლევის მეთოდიკა ( ნ. ბერუჩაშვილის წიგნი ’’Ьетодика ландшафтно-
геофизических исследований и картографирования состояний природно-
территориалъных комплексов’’ თბილისი, 1983) და სხვა.
როგორც დოც. მ. ხარატიშვილი აღნიშნავს, 1975 წლიდან ლანდშაფტური კვლევები
საქართველოში ორი მიმართულებით ვითარდებოდა:
1. ლანდშაფტურ-გეოფიზიკური, ლანდშაფტურ-გეოქიმიური პარამეტრების
კვლევა და ლანდშაფტების სივრცე-დროითი კანონზომიერების დადგენა -
(ლანდშაფტების ეთოლოგია).
2. ბუნებრივ-ანთროპოგენური ლანდშაფტების კვლევა, როგორც რეგიონული
ბუნებათ სარგებლობისა და ბუნების დაცვის ლანდშაფტურ-ეკოლოგიური
საფუძვლები.
პირველი მიმართულება განვითარდა ძირითადად მარტყოფის ფიზიკურ-
გეოგრაფიულ სტაციონარზე, ბუნების მდგომარეობის კვლევის სამეცნიერო
ლაბორატორიაში და თსუ-ს სოხუმის ფილიალში, ხოლო მეორე - თბილისის
უნივერსიტეტის ფიზიკური გეოგრაფიის კათედრაზე და მეცნიერებათა აკადემიის
გეოგრაფიის ინსტიტუტში. ლანდშაფტური კვლევები აგრეთვე ტარდება თბილისის
პედაგოგიურ ინსტიტუტსა და ბათუმის უნივერსიტეტში. 1992 წელს საქართველოში
ლანდშაფტმცოდნეობაში მუშაობდა 2 პროფესორი, გეოგრაფიულ მეცნიერებათა
დოქტორი და 20-მდე დოცენტი და მეცნიერებათა კანდიდატი.
თემა 4.ლანდშაფტის მორფოლოგიური ნაწილები
ლანდშაფტების მორფოლოგია,ფაციესი და მიგრაციის რეჟიმი

ცნობილია გეოგრაფიული გარსის შესწავლის რამდენიმე საფეხური: 1.


პლანეტარული - სწავლობს დედამიწის ზედაპირის დიდ ტერიტორიებს;
გეოგრაფიულ ზონებს, სარტყლებს, მათ განაწილებას და გეოგრაფიული გარსის
ზოგად თვისებებს. 2. რეგიონალური - სწავლობს ფიზიკურ-გეოგრაფიულ რეგიონებს -
ოლქებს, პროვინციებს და სხვა. მაგ. კავკასიას, 3. ლოკალური - სწავლობს მცირე
ერთეულებს მაგალითად, თბილისის ქვახურს, ცალკეული ბუნებრივ-ტერიტორიული
კომპლექსებს და ა. შ. 4. ტოპოლოგიური ანუ მორფოლოგიური - შეისწავლის
ლანდშაფტების შიდასტრუქტურულ თავისებურებებს.
მორფოლოგია ბერძნული სიტყვაა და სახეს, ფორმას ნიშნავს. ეს ტერმინი
მეცნიერების მრავალ დარგშია დამკვიდრებული: ფილოლოგიაში იგი სწავლობს
სიტყვის ფორმასა და სტრუქტურას, ბოტანიკაში - მცენარის ფორმების
მრავალნაირობას და მათი აგებულების კანონზომიერებებს. გეოგრაფიაში, კერძოდ,
გეომორფოლოგიაში - დედამიწის ფორმებს და ა. შ. ლანდშაფტების მორფოლოგია კი
სწავლობს ლანდშაფტების დაყოფას უფრო მცირე ბუნებრივტერიტორიულ
კომპლექსებად. ესენია: ფაციესი, უროჩიშჩე, სანახი, ადგილი და ლანდშაფტების
ნაკვეთი.
ლანდშაფტების მორფოლოგიის შესწავლა დაიწყო ჩვენი საუკუნის 40-იან წლებში.
მის ავტორად ითვლება მოსკოვის უნივერსიტეტის პროფესორი ნ. სოლნცევი;
ლენინგრადის უნივერსიტეტში ეს საკითხი დაამუშავა პროფესორმა ა. ისაჩენკომ,
ხოლო 60-იან წლებში ტუღუზის უნივერსიტეტში ჩამოყალიბდა მძლავრი სკოლა
პროფ. ბერტრანის თაოსნობით. (ფრანგები ლანბდშაფტს პეიზაჟს უწოდებენ).
ამგვარად, შეიქმნა ლანდშაფტების მორფოლოგიის შესწავლის სამივე ცენტრი. სამივე
ცენტრში ლანდშაფტის ყველაზე მცირე ერთეულად მიიჩნევენ ფაციესს.
ფაციესის განმარტება
ფაციესი - ტერიტორიის ისეთი მოირფოლოგიური წერთეულია, რომელიც
ხასიათდება ერთგვაროვანი გეოლოგიური აგებულებით, მდებარეობს რელიეფის
ერთი მიკროფორმის ფარგლებში, ხასიათდება ერთგვაროვანმი მიკროკლიმატით,
ნიადაგის საფარითა და მცენარეული ასოციაციით.
ფაციესების გამოყოფის დროს უნდა გვახსოვდეს რომ არსებობს რამდენიმე
კრიტერიუმი: 1. ფაციესზე არ უნდა გაიაროს რომელიმე კომპონენტის საზღვარმა, ე. ი.
ფაციესი იმდენად ერთგვაროვანი უნდა იყოს, რომ სხვადასხვა ტიპის ნიადაგები ან
მცენარეული ასოციაცია არ უნდა გვხვდებოდეს.
ამრიგად, ფაციესი ისეთი მორფოლოგიური ერთეულია, სადაც ყველა
გეოგრაფიული კომპონენტი ერთგვაროვანიადა მათ შორის საზღვრის გატარება
შეუძლებელია.

პერელმანის კრიტერიუმი ( ა. პერელმანი არის მოსკოვის უნივერსიტეტის


პროფესორი, გამოკვლევებს ატარებდა ლანდშაფტების გეოქიმიაში) მდგომარეობს
შემდეგში: ფაციესად ითვლება ის ტერიტორია, რომელიც შეგვიძლია წარმოვიდგინოთ
მეტი ფართობით.
მაგალითად, 1. ვთქვათ, კარსტული ძაბრის ფართობი რამდენიმე კვადრატული
მეტრია. არის თუ არა იგი ფაციესი? მისი წარმოდგენა შეიძლება მეტი ფართობით
ამიტომ იგი ფაციესია.
მაგალითად, 2. ტყეში მოჭრილია ხე. მის ირგვლივ მეტი განათებულობის გამო
ვითარდება ბალახოვანი საფარი, იცვლება ნიადაგში მიმდინარე პროცესები. ლპება ხე,
რომელიც ერთგვარ ზოოცენოზის არესაც წარმოადგენს, ე. ი. იცვლება თითქმის ყველა
გეოგრაფიული კომპონენტი, მაგრამ პერელმანის კრიტერიუმის მიხედვით, მოჭრილი
ხის მიდამო ფაციესად არ ჩაითვლება, ვინაიდან მას უფრო დიდი მასშტაბით ვერ
წარმოვიდგენთ.
მაგალითად 3. ჭაობებშინ არსებული პატარ - პატარა ტორფიანი ბორცვები (ბურცო,
კოლბოხი), რომელზედაც განსხვავებული მცენარეულობაა, ვიდრე მის გარშემო
წყალში, არ ითვლება ფაციესად, ვინაიდან მისი დიდი მასშტაბით წარმოდგენა
შეუძლებელია.
მაგალითად, 4. ტროპიკულ ტყეებში ნტერმიტები ქმნიან მიწის ბორცვებს,
რომელთა სიმაღლე 2-3 მეტრია. მათზე განვითარებულია ნიადაგის გენეტიკური
ჰორიზონტების მსგავსი ფენები და მათზე ტავისებური მცენარეულობა იზრდება.
მაგრამ ტერმიოტების მიერ შექმნილ ამ ბორცვებს უფრო დიდი ზომით ნვერ
წარმოვიდგენთ. ამიტომ ისინი ფაციესები არა რიან.
ასე, რომ პერელმანის კრიტერიუმის არსი მდგომარეობს იმაში, რომ შესაძლებელია
თუ არა ამა თუ იმ კომპლექსის უფრო მეტი ფართობით წარმოდგენა.
კომპონენტების ერთგვაროვნება. როდესაც ვლაპარაკობთ, რომ ფაციესი მოიცავს
ტერიტორიას ერთგვაროვანი გეოლოგიური აგებულებით, რელიეფის ფორმით,
ერთგვაროვანი მცენარეული და ნიადაგის საფარით. აუცილებელად უნდა გაირკვეს
რას ნიშნავს თითოეული მათგანის ერთგვაროვნება. ამისათვის გეოგრაფიული
კომპონენტები უნდა განვიხილოთ ცალ-ცალკე.
ცნობილია, რომ ბუნებაში მრავალი მინერალი და ქანი არსებობს, მაგრამ ფაციების
გამოყოფიუსათვის ყველა მათგანის გათვალისწინებასაჭირო არ არის. მაგალითად,
დუნიტი და სიენიტი მაგმური ქანების. მათ შორის გარკვეული განსხვავებაცაა, მაგრამ
ამ განსხვავებას ფაციესის გამოყოფისათვის სრულებით არა აქვს მნიშვნელობა.
გათვალისწინებულ უნდა იქნეს ქანების თვისებების მხოლოდ ის ნაწილი, რომელიც
გავლენას ახდენს გეოგრაფიულ კომპონენტებზე, ამიტომ ფაციესის გამოყოფისას
შემოიფარგლებიან ისეთი მსხვილი გეოლოგიური ერთეულების გათვალისწინებით,
როგორიცაა გეოლოგიური ფორმაციები: კარბონატული, სალიკატური, ვულკანური და
სხვა. თითოეული მათგანი გარკვეულ გავლენას ახდენს გეოგრაფიულ კომპონენტებზე.
გეომორფოლოგიიდან ცნობილია, რომ არსებობს სხვადასხვა სიდიდის რელიეფის
ფორმები:
მეგაფორმები - ყველაზე დიდი რელიეფის ფორმებია. მათ უკავიათ რამდენიმე
მლნ. თუ ასეული ათასი კვ. კმ. ფართობის ტერიტორია. მაგალითად, კავკასია,
კორდილიერები, რუსეთის ბაქანი.
მაკროფორმები - უკავიათ რამდენიმე ათეული თუ ათასეული კვ. კმ. ფართობის
ტერიტორია. მათ მიეკუთვნებათ ცალკეული ქედები თუ ხეობები. მაგალითად,
თრიალეთის ქედი, სურამის ქედი, შიდა ქართლის ვაკე.
მეზოფორმები - უკავიათ რამდენიმე ათეული კვ. კმ. ფართობის ტერიტორია.
მაგალიტად, თრიალეთის ქედი თბილისთან ვირგაციას განიცდის და გამოიყოფა
შემდეგი 5 განშტოება: მთაწმინდის, ლისის, არმაზის, თელეთიოსა და აოლოლაკის
ქედები. სწორედ ეს ქედები რელიეფის მეზოფორმებია.
მიკროფორმები - უკავიათ რამდენიმე ჰექტარი ტერიტორია. ესენია ხეობის,
რომელიმე ფერდობი, თხემი, მდინმარეული ტერასა და ა. შ. ,აგალიტად, მტკვრის
ტერასებზე (ვაკის, საბურთალოს, დიდუბისა და სხვა.)
ნანოფორმები - რელიეფის უმცირესი ფორმებია, უკავიათ რამდენიმე ფართობის
ტერიტორია და სიდიდით ფაციესზე ნაკლებია. მაგალითად, ბილიკები მთის
ფერდობებზე, 20-30 სმ. სიმაღლის ბორცვები და ჩადაბღებები. ჭაობებში ამოზიდული
ცალკეული ბორცვები.
ფაციესს უკავია მიკროფორმა ან მისი ნ აწილი. მაგალითად, ხეობა ფართობებითა
და ფსკერით ერთი მიკროფორმაა, ხოლო მისი ელემენტებია ფსკერი და ფერდობები
ცალკ-ცალკე, ე. ი. თითოეული მათგანი ფაციესებია . მაგრამ შეიძლება ისეთი
შმთხვევებიც, როცა ფაციესი
მიკროფორმას მთლიანად მოიცავს. კასპიისპირა დაბლობზე ხშირის 20-30 სიღრმის
ლამბაქისებრი დეპრესიები, რომლებიც მიკროფორმებად შეიძლება ჩაითვალონ და
ფაქტიურად ფაციესებსაც წარმოადგენენ.
მიგრაციის რეჟიმი. ფაციესს უნდა ახასიათებდეს მიგრაციის ერთი რეჟჳმი, ვინაიდან
მიგრაციის რეჟიმთან დაკავშირებულია ქიმიური აკუმულაცია და გადატანა.
მაგალითად, ჩერნობილის მიდამოებში აღმოჩნდა, რომ ზოგიერთი ფაციესი მდიდარი
იყო რადიონუკლიტებით, ზოგიერთი (ახლო მდებარე ფერდობები) კი - არა. ამის
მიზეზი კი არის ის, რომ რადიოაქტიურ ნივთიერებათა დაგროვება დაკავშიორებულია
მთელ რიგ პროცესებთან, რელიეფის ფორმებთან, მიგრაციის რეჟიმთან და სხვა.
შეადგინეს აღნიშნული ტერიტორიის ლანდშაფტური რუკები, რომლებზედაც
მკაფიოდ იყო ასახული ქიმიურ ელემენტთა სივრცობრივი განაწილება.
ნახ. 8. მოცემულია ბუნებრივ-ტერიტორიული კომპლექსების კლასიფიკაცია
მიგრაციის რეჟიმის მიხედვით:
1. ავტონომიური (ელუვიური) - ნიივთიერებები ასეთ ბტკ-ებში ხვდება მხოლოდ
ზევიდან, ატმოსფეროდან. ისინი იჟონებიან ნიადაგში და იქმნება ელუვიური
ჰორიზონტი. სწორედ, ამიტომ უწოდებენ ამ მიგრაციის რელიეფს ელუვიურს.
ეს რეჟჳმი მხოლოდ თხემებზე გვხვდება.
2. ტრანსელუვიური - გვხვდება ფერდობების ზედა ნაწილში, სადაც
განვითარებულია გვერდითი ნაკადები და ჩარეცხვა, ე. ი. ელუვიური
ტრანზიტული პროცესები. ნივთიერებათა ტრანზიტი სჭარბობს ელუვიურ
პროცესებს, ამიტომ მიგრაციის ამ რეჟიმს ტრანსელუვიურს უწოდებენ.
3. აკუმულაციურ-ელუვიური - მიგრაციის რჟიმი გვხვდება ისეთი რელიეფის
მიკროფორმებში, როგორიცაა ქვახურები, კარსტული ძაბრები, სადაც ბტკ-ების
ფორმირებაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ ჩარეცხვისას და აკუმულაციის
პროცესები.
4. ელუვიურ-აკუმულაციური - გვხვდება ფერდობის ქვედა ნაწილებსა და მშრალ
ლარტაფებში. აქ ხდება ნივთიერებათა ჩარეცხვა და აკუმულაცია.
5. სუპერაკვალური - გვხვდებან ჩაკეტილ დადაბლებებში, სადაც გრუნტის
წყლები მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ ბტკ-ების ფუნქციონირებაზე.
6. სუბაკვალური - გვხვდება მდინარეებისა და ტბების მიდამოებში, სადაც მყარი
და თხევადი ნივთიერებები გადაიტანება ტერასებზე.
ნახ. 8. ბუნებრივ-ტერიტორიული კომპლექსების კლასიფიკაცია მიგრაციის
რეჟიმის მიხედვით. 1. ნივთიერების შმოსვლა ლანდშაფტში. 2. ნივთიერების
გასვლა ლანდშაფტიდან. 1, 2, 3, 4, 5, 6 - მიგრაციის რეჟიმები(იხ. ტექსტში).
7. ტრანსაკუმულაციური - მიგრაციის რეჟიმი გვხვდება ისეთ ხევებში, სადაც
ნივთიერებათა ტრანზიტის გარდა განვითარებულია აკუმულაციური
პროცესები.
ზევით ჩამოთვლილი იყო მიგრაციის ძირითადი რჟჳმები, რომლებიც გვხვდება
დედამიწის ზედაპირზე. ფაციესისათვის დამახასიათებელია მხოლოდ ერთი მათგანი,
ე. ი. მიგრაციის ერთი რეჟიმი.
ფერდობზე, სადაც ხდება ნივთიერებათა ტრანზიტი და მათი ჩარეცხვა ნიადაგში,
მიგრაციის რეჟიმი შეიძლება განსხვავებული იყოს, ვინაიდან ფერდობის დახრილობა
იცვლება, მაგრამ ფერდობის დახრილობის შეცვლა ყოველთვის არ ნიშნავს ფაციესის
შეცვლისაც, ამიტომ ფერდობები დახრილობისდა მიხედვით დაყოფილია მსხვილ
ჯგუფებად.
მიგრაციის სხვადასხვა რეჟიმს ფერდობის დახრილობის სხვადასხვაკუთხე
შეესაბამება. ამასთან ერთი და იმავე დახრილობის ფერდობზე შეიძლება მიგრაციის
სხვადასხვა რეჟიმი იყოს. მაგალითად, ფერდობის ზედა ნაწილი ციცაბოა, ქვედა კი -
საშუალო დახრილობის (20-30), სადაც ხდება ზემოდან, ციცაბო ფერდობებიდან
წამოსულ ნივთიერებათა აკუმულაცია. კოლხეთის ვაკე - დაბლობებსა და იორის
ზეგანზე საშუალო დახრილობის ფერდობები იშვიათია, ამიტომ ეს ფერდობები
ტრანსევიურია, ე. ი. მიგრაციის რეჟიმის განსაზღვრისათვის მნიშვნელოვანია
ირგვლივ მდებარე ფერდობების დახრილობა.

ცხრილი 1. მიგრაციის რეჟიმის ტიპების გავრცელება რელიეფის დახრილობის


მიხედვით

მიგრაციის რეჟიმი
რელიეფის დახრილობა 1 2 4 5 6 3
სწორი ზედაპირი (0-40) + + + + +
დამრეცი (4-100) + + + +
სუსტედ დახრილი (10-200) + + +
საშუალოდ დახრილი (20-300) +
ძლიერ დახრილი (30-450) +
კლდეები (450-ზე მეტი) +

მცენარეული საფარი და ნიადაგები ფასიესის გამოყოფის დროს. ახლა განვსაზღვროთ


რას ნიშნავს მცენარეული საფარის ერთგვაროვნება. ადამიანი, ვინც ვერ ცნობს ტყის
ჯიშებს, მისთვის ყველა ტყე ერთგვაროვანია, ბოტანიკოსებისათვის კი -
მრავალფეროვანი. მათშიო გამოყოფენ მცენარეულ ფორმაციებს. მცენარეული
ფორმაციები მცენარეთა ისეთი დაჯგუფებაა, სადაც დომინანტურ იარუსში სჭარბობს
ერთი ან რამდენიმე მცენარეები. მაგალითად, მუხნარი ტყე, რცხილნარ-მუხნარი ტყე
და სხვა (ტყე, სადაც სჭარბობს ხის რამდენიმე სახეობა - ჰოლიდომინანტურია).
მცენარეული ფორმაციების ფარგლებში გამოყოფენ მცენარეულ ასოციაციებს, სადაც
ყველა იარუსში სჭარბობს ერთი და იგივე მცენარე. მაგალითად, წიფლნარი ტყე
მარადმწვანე ქვეტყით, მუხნარი ტყე ბალახოვანი საფარით, შიბლიაკის მცენარეულობა
უროიანი სტეპებით და ა. შ. ე. ი. მცენარეულასოციაციებში უფრო დაკონკრეტებულია
მცენარეთა სახეობები.
ამგვარად, ფაციესისათვის დამახასიათებელი უნდა იყოს ერთგვაროვანი
მცენარეული საფარი - ერთი მცენარეული ასოციაცია.
შედარებით რთულია ნიადაგის ერთგვაროვნების დადგენა. XIX საუკუნის ბოლოს
და XX საუკუნის დასაწყისში მძლავრი იყო რუსნიადაგმცოდნეობის სკოლა, რამაც
შექმნა საფუძველი საველე პირობებში ნიადაგის ერთგვაროვნების შედარებით იოლი
გზით დადგენისა. ამჟამად პრიორიტეტი მიეცა ნიადაგმცოდნეობის ამერილულ
სკოლას, რაც ითვალისწინებს უფრო ,ეტი რაოდენობის საკვალიფიკაციო
მაჩვენებლების შესწავლას. ბუნებრივია ამან გამოიწვის ნიადაგის კლასიფიკაციის
გართულება. ნიადაგების კლასიფიკაცია დღეისათვის საბოლოოდ დამუშავებულკი არ
არის. თუმცა შექმნილია რამდენიმე მიახლოება. ამჟამად არსებობს მეცხრე მიახლოება,
რომელიც საკმაოდ საფუძვლიანია და რამდენიმე ტოპს იტევს.
როდესაც ვლაპარაკობთ ნიადაგის ერთგვაროვნებაზე, ვგულისხმობთ უმცირეს
საკვალიფიკაციო ერთეულს - ნიადაგის სახეს. ფაციესისათვის დამახასიათებელია
ერთი სახის ნიადაგი. ნიადაგის სახე გამოიყოფა ნიადაგის ტიპის ფარგლებში,
გენეტიკური ჰორიზონტების ერთგვაროვნების საფუძველზე. მას უნდა ახასიათებდეს
ერთნაირი სიმძლავრე, ხირხატიანობა და მექანიკური შედგენილობა. მაგალითად,
ტყის ყომრალი ნიადაგები მსხვილი საკვალიფიკაციო ერთეულია (ნიადაგის ტიპი),
მათში ნიადაგის გენეტიკური ჰორიზონტების სიმძლავრის, მექანიკური
შედგენილობისა დფა ხირხატიანობის გათვალისწინებით გამოიყოფა ნიადაგის
შემდეგი სახე - ტყის ყომრალი საშუალო სისქის, მძიმე თიხნარი და ძლიერ
ხირხატიანი.
დედამიწის ზედაპირზე რომელიმე ერთეულის შესასწავლად იკვლევენ
ფიზიონომიურ და არა ფიზიონომიურ კომპონენტებს. საერთოდ, ფიზიონომიურ
კომპონენტებზე დაყრდნობით სწავლობენ არაფიზიონომიურს. მაგალითად მცე
ნარეულობის გარკვეული ტიპი განვიტარებულია ნიადაგის გარკვეულ ტიპზე, ამიტომ
მცენარეული საფარის ცოდნა ხშირად საშუალებას იძლევა ვიმსჯელოთ ამ საფარის
ქვეშ მდებარე ნიადაგებზე.
მახასიათებელი და გამოვლინების მინიმალური ფართობები. ნებისმიერ ფაციესს
გააჩნია ტავისი მახასიათებელი ფართობი, ე. ი. ეს საშუალო ფართობი, რომელიც
შეიძლება დაიკავოს ამა თუ იმ ფაციესმა. მაგალითად, ტყეების დიდი ტერიტორიები
უკავიათ, ამიტომ ტყის ფაციესის მახასიათებელი ფართობი შეიძლება რამდენიმე
ჰექტარს შეადგენდეს. ხოლო მდელოებს შედარებით მცირე ტერიტორიები უკავიათ და
მდელოს ფაციესის ფართობი შეიძლება ბმხოლოდ რამდენიმე კვადრატული მეტრი
იყოს.
გარდა მახასიათებელი ფართობისა ფაციესს უნდა ახასიათებდეს გამოვლინების
მინიმალური ფართობი. ეს ის ფართობია, რომელზედაც ფაციესის ყვალა ძირიტადი
თვისება ვლინდება. იგი სხვადსხვა ფაციესისათვის სხვადასხვაა.
მაგალითი 1. ტროპიკულ ტყეებში ზოგჯერ 40 მ-ზე მაღალი და 30-40 მეტრი
დიამეტრის ვარჯის მქონე ხე - მცენარეულობა იზრდება; თუ ერთ ფაციესში 100 ხეა და
ერთი ხის ვარჯს უკავია. დაახლოებით 3000 კმ. კვ. მაშინ ფაციესის მიერ დაკავებული
ტერიტოირიის მინიმალური ფართობი იქნება 3000 X 100 = 300000 კვ. კმ. ანუ 3 ჰა. ეს
იმის მაჩვენებელია, რომ მასზე პატარა ფართობზე ფაციესის ყველა ძირითადი თვისება
ვერ გამოვლინდება.
მაგალითი 2. ცნობილია, რომ კოლხური ტყე ჰოლიდომინანტური ტყე. აქ
გაბატონებულია ხე - მცენარეულობის რამდენიმე სახეობა: წიფელი, რცხილა, წაბლი,
მურყანი და სხვა. იმისათვის, რომ წარმოდგენა ვიქონიოთ კოლოხურ ტყეზე, უნდა
შევისწავლოთ საკმაოდ დიდი ფართობის ტერიტორია, მაგრამ არა იმდენი, რამდენიც
საჭირო იყო ტროპიკული ტყის შესასწავლად (ვინაიდან ხეებს კოლხურ ტყეებში
ნაკლები სიმაღლე და ნაკლებად გაშლილი ვაეჯი აქვთ).
მაგალითი 3. საწინააღმდეგო სურათია მაღალი მთის მდელოს ფაციესში. აქ 1 კვ.მ -
ის ფარგლებში შიძლება შეგხვდეს რამდენიმე ათეული სახეობისმცენარე, ამიტომაც
გამოვლინების მინიმალური ფართობი ბევრად ნაკლებია ტყის ფაციესთან შედარებით.
ასე რომ გამოვლინების მინიმალური ფართობი სხვადსხვა ლანდშაფტში
სხვადასხვა:
ტროპიკული ტყის - რამდენიმე ათეული ან ასეული ჰა.
ტყის - რამდენიმე ჰა.
ბუჩქნარი - რამდენიმე ასეული კვ. მ.
ბალახოვანი - რამდენიმე კვ. მ. ან რამდენიმე ათეული კვ. მ.
ამასთან უნდა აღინიშნოს ისიც, რომ გამოვლინების მინიმალური ფართობი
დამოკიდებულია არა მარტო მცენარეულ საფარზე, არამედ ნიადაგის, გეოლოგიური
აგებულებისა და სხვა კომპონენტების თვისებებზე.
ფაციესის გამოყოფისას შესაძლებელია თავი იჩინოს კონფლიქტურმა სიტუაციამ -
როდესაც რელიეფისა და მცენარეულობის გამოვლინების მინიმალური ფართობები
განსხვავებულია. მაგალითად, აჭარაში გორაკ - ბორცვების მიერ დაკავებული
ფართობი მცირეა - სულ 100 კვ. მ. კოლხური ფართობის ტერიტორია. ასეთ
შემთხვევაში გორაკ - ბორცვების ფართობი საკმარისი არ არის კოლხური ტყის
ძირითადი თვისებების შესასწავლად, მაგრამ ფაციესი გამოიყოფა სწორედ რელიეფის
მიხედვით.
იმ შემთხვევაში როდესაც ერთი გეოგრაფიული კომპონენტი გავლენას ახდენს
მეორეზე, მასზე ვრცელდება მეორე კომპონენტის ფრაგმენტული თვისება.
მაგალითად, ტყის ფრაგმენტები (დერივატები) მდელოზე.
თემა 5.უროჩიშჩე,სანახი, ადგილი და ლანდშაფტური ნაკვეთი

უროჩიშჩეს განმარტება. მეცნიერებაში არსებობს ე. წ. პრიორიტეტის ფაქტორი, რაც


იმაში მდგომარეობს, რომ ამა თუ იმ საგანს ან მოვლენას ეძლევა სახელწოდება იმ
ქვეყნის ენაზე, სადაც პირველად იქნას იგი შესწავლილი. მაგალითად, ’’კარსტი’’
საერთაშორისო ტერმინოლოგიაში შემოვიდა იუგოსლავიაში (სერბიაში) მდებარე
კარსტის (კრასის) პლატოს სახელწოდებიდან. ’’უროჩიშჩე’’ პირველად შეისწავლეს
რუსეთში და ამიტომ რუსული სახელწოდებით შევიდა საერთაშორისო
ტერმინოლოგიაში, მათ შორის ქართულშიც. ’’სანახი’’ კი ქართული სახელწოდებაა და
ასევე დამკვიდრდა სხვადასხვა ენებშიც.
თვითონ ტერმინი ’’უროჩიშჩე’’ პირველად შემოიტანა პროფ. რამენსკიმ 1936 წელს,
მაგრამ მეცნიერულ ლიტერატურაში იგი არ გამოიყენებოდა, მხოლოდ 1948 წელს
პროფ ნ. სიღნცევმა ხელმეორედ შემოიტანა ეს ტერმინი და დაამკვიდრა გეოგრაფიულ
ლიტერატურაში.
უროჩიშჩე არის გენერიკურად ერთგვაროვანი ფაციესების კრებადობა, რომელიც
ერთგვაროვანია გეოლოგიურ - გეომორფოლოგიური და სტრუქტურულ - ფუნქციური
თვისებებით, აქვს მიგრაციის ერთი რეჟიმი. იგი დაკავშირებულია რელიეფის ერთ
მიკროფორმოსთან, ან მეზორელიეფის რომელიმე რელიეფთან.
გენეტიკურად ერთგვაროვანი მფაციესების კრებადობა ნიშნავს, რომ მათ აქვთ
განვითარების ერთი და იგივე ისტორია. ამის კლასიკური მაგალითია პატარა ხევი,
სადაც მკაფიოდ არის გამოხატული ჩრდილოეთისა და სამხრეთ ექსპოზიციის
ფერდობები და ფსკერი .
ჩრდილოეთ ექსპოზიციის ფერდობებზე გავრცელებულია სინოტივის მოყვარული
მცენარეულობა (წიფლნარი ტყე), სამხრეთ ექსპოზიციის მოყვარული ფერდობებზე -
სიმშრალის მოყვარული მცენარეულობა (შიბლიაკი), ხოლო ფსკერზე - უფრო მეტი
სინოტივის მოყვარული მცენარეულობა (მურყნარი ტყე). შესაბამისად სხვასხვა აქვთ
ნიადაგის საფარიც. ე. ი. აღნიშნულ ტერიტორიაზე სამი ფაციესი გამოიყოფა. და
ვინაიდან სამივე ფაციესს (მთლიანობაში ხევი) წარმოშობის ერთიო ისტორია აქვთ,
მათი კრებადობა არის უროჩიშჩე.
უროჩიშჩეს გამოყოფა მთიანი რელიეფის პირობებში. უროჩიშჩეს გამოყოფა ვაკე -
დაბლობებსა და გორაკ - ბორცვებზე გაცილებით ადვილია, ვიდრე მთიან ადგილებზე.
ეს აიხსნება იმით, რომ მთიან ადგილებში უროჩიშჩე მოიცავს დიდ ფერდობებს და
მეზორელიეფის დიდ ნაწილს. ამიტომ მთიანი რეგიონებისათვის უროჩიშჩეს
სხვადასხგვარიგანმარტება ეძლევა : უროჩიშჩეს არის გენეტიკურად დაკავშირებული
ფაციესების კრებადობა, რომელიც ხასიათდება ერთგვაროვანი გეოლოგიურ-
გეომორფოლოგიური, სტრუქტურულ-ფუნქციური თვისებებითა და მიგრაციის
რეჟიმით, ე. ი. მთიანი რეგიონისათვის უროჩიშჩეს განსაზღვრისათვის მნიშვნელოვანი
ფაქტორია ლითოგენური საფუძველი, მაგალიტად, ფერსობის ქვედა ნაწილი
აგებულია კარსტული, ხოლო ქვედა ნაწილი კი - არაკარსტული ქანებით. ე. ი. გვაქვს
სხვადასხვა გენეზისის ქანებით აგებული უროჩიშჩე.
უროჩიშჩეს გამოყოფისას დიდი მნიშვნელობა აქვს მიგრაციის რეჟიმს. მაგალითად,
ფერდობი ხასიათდება ერთგვაროვანი გეოლოგიური აგებულებით, მაგრამ მიგრაციის
რეჟიმით განსხვავებულია: მისი ზედა ნაწილი ციცაბოა და ხასიათდება ტრანსევიური
რეჟიმით, ხოლო ქვემო ნაწილში რეჟიმი ელუვიალურ-აკუმულაციურია. ასეთ
ფერდობზე გამოიყოფა ორი უროჩიშჩე .
უროჩიშჩეები ფაციესების არა უბრალო, არამედ კანონზომიერი კრებადობაა, მისი
გამოყოფა ვერტიკალური ზონების ფარგლებში ხდებაე. ი. ერთი და იგივე უროჩიშჩე
არ შეიძლება იყოს წარმოდგენილი სხვადასხვა ზონაში. მაგალითად, მყინვარწვერი,
რომლის სიმაღლე 5033 მეტრია, კონუსის ფორმის ჩამქრალი ვულკანია. მწვერვალიდან
3400 – 3600 მეტრამდე წარმოდგენილია ნივალური სარტყელი, მის ქვემოთ3050 – 3100
მეტრამდე - სუბნივალური სარტყელი. უფრო ქვემოთ 2000 მეტრამდე კი სუბალპური
და ალპური სარტყელი. ამრიგად, აღნიშნულ ტერიტორიაზე 5000 - დან 2000 მეტრამდე
გამოიყოფა ფერდობი, რომელიც ხასიათდება ერთიანი გენეტიკით, ერთგვაროვანი
ლითოგენური საფუძვლით და მიგრაციის ერთი რეჟიმით. მაგარამ ეს ფერდობი
სხვადასხვა ზონებში მდებარეობს და ამიტომ აქ სხვადასხვა უროჩიშჩეები გვხვდება.
უროჩიშჩეს სხვადასხვა სახეები- უროჩიშჩე არსებობს რთული და მარტივი.მარტივი
უროჩიშჩე შედგება სამი ან ოთხი ფაციესისაგან, ხოლო რთული უროჩიშჩე - 10-20 ან
მეტი ფაციესისაგან. მარტივი უროჩიშჩეს მაგალითი მოცემული იყო მე-8 ნახაზზე.
რთული უროჩიშჩე არის ისეთი ხევი, რომელსაც მრავალი განშტოება (და ე. ი.
სხვადასხვა ფაციესი) აქვს.
გავრცელებისდა მიხედვით უროშჩიშჩეები იყოფა შემდეგ ჯგუფებად:
1. დომინანტი - გაბატონებული არის ლანდშაფტში და მას საერთო ფართობის
% - ზე მეტი უკავია.
2. სუბდომინანტი - უკავის ლანდშაფტის საერთო ფართობის 10-40 %.
3. კოდომინანტი - ორი ან მეტი უროჩიშჩე, რომელთაც დაახლოებით თანაბარი
ფართობი უკავიათ ლანდშაფტში. მაგალითად, 40-40 %, 30-30-30% და ასე
შმდეგ.
4. მახასიათებელი უროჩიშჩე - დამახასიათებელია რომელიმე
ლანდშაფტისათვის, ხშირად მახასიათებელი უროჩიშჩე დომინანტი არ
არის. მაგალითად, კოლხეთის ლანდშაფტებისათვის დამახასიათებელია
საკმაოდ მრავალფეროვანი უროჩიშჩეები: თხემებზე გავრცელებულია ბტკ
მუხნარი ტყეებით, ფერდობებზე - წიფლნარი ტყეები, ხოლო ხეობებში
ჰოლიდომინანტური ტყეები მარადმწვანე ქვეტყით. აქედან
დამახასიათებელი მხოლოდ უკანასკნელია, მაგრამ იგი არ არის დომინანტი.
5. სანდო უროჩიშჩე - გვხვდება მხოლოდ რომელიმე კონკრეტულ
ლანდშაფტში. ჩვეულებრივად ამ ტიპის ბტკ - ს დიდი ფართობი არ უკავია.
სანახი და ადგილი - სანახი - ეს არის უროჩიშჩეების კრებადობა, რომელიც
ჩვეულებრივ რელიეფის ერთი მეზოფორმის ( ან მეზოფორმის ნაწილის) ფარგლებში
მდებარეობს და ერთგვაროვანია რიგი მაჩვენებლების მიხედვით. ამ მაჩვენებლებიდან
ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია ჰიდროთერმული პირობები.
მაგალითად, მარტყოფის სტაციონარის მიდამოებში მდებარე ალის სერი რელიეფის
მეზოფორმაა. მის სამხრეთ და ჩრდილოეთ ექსპოზიციის ფერდობებზე
წარმოდგენილი სხვადასხვა ფაციესები, ჩრდილოეთ ექსპოზიციის ფერდობებზე
გავრცელებულია არიდული მეჩხერი ტყეები და შიბლიაკი, სამხრეთ ექსპოზიციის
ფერდობებზე - ფრიგანი და სტების მცენარეულობა. სხვაობა შეინიშნება აღმოსავლეთ
და დასავლეთ ექსპოზიციის ფერდობებს შორისაც. დასავლეთ ექსპოზიციის ფერდობი
უფრო თბილია, ვინაიდან მზე მას ანათებს მაშინ (დღის მეორე ნახევარში), როცა
ჰაერიც და მიწის ზედაპირიც უფრო გამთბარია.
თერმული პირობების მიხედვით, გამოყოფენ სანახების შემდეგ ტრადიციებს:
ჰიპერთერმული - (მაკროთერმული, მეგათერმული) - ექცევა მზის სხივების
ინტენსიური დასხივების გავლენის ქვეშ, რის გამოც ჰაერის ტემპერეტურა მაღალია.
მეზოთერმული - ხასიათდება ჰაერის საშუალო ტემპერატურით.
ჰიპოთერმული - ხასიათდება ჰაერის დაბალი ტემპერატურით.
დატენიანების პირობების მიხედვით გამოყოფენ სანახების შემდეგ გრადაციებს:
ჰიპერაკვალური - ხასიათდება ტენის ჭარბი რაოდენობით.
მეზოაკვალური - ხასიათდება ტენის საშუალო რაოდენობით.
ჰიპოაკვალური - ხასიათდება ტენის მინიმალური რაოდენობით.
ასე, რომ გამოიყოფა 3 თერმული და 3 ჰუმიდური გრადაცია და სანახების
გამოყოფისას ფაციესები ჯგუფდება 9 გრადაციაში (ცხრილი 2.)

ცხრილი 2. სანახები თერმული და დატენიანების პირობების მიხედვით.

ჰიპერაკვალური მეზოაკვალური ჰიპოაკვალური


ჰიპერთერმული + + +
მეზოთერმული + + +
ჰიპოთერმული + + +

ჰიდროთერმული პირობების სხვადასხვა ექსპოზიციის მიხედვით განსაკუთრებით


დიდია სუბტროპიკულ სარტყელში, ხოლო მცირე არქტიკულ და ტროპიკულ
სარტყელებში. თუმცა სუბტროპიკულ სარტყელში ზოგან ექსპოზიციური
სხვადასხვაობა უმნიშვნელოა სხვადასხვა მიზეზების გამო - მაგალითად, ბათუმის
მიდამოებში ღრუბლიანი დღეების დიდი რაოდენობის გამო.
ადგილი არის ბტკ-ების კრებადობა, რომელიც ხასიათდება გეოლოგიურ-
გეომორფოლოგიური (ლითოგენური) საფუძვლის უზოგადესის ნიშნების
ერთგვაროვნებით, რაც იწვევს ნივთიერებების მიგრაციის რეჟიმის თავისებურებებსა
და სანახების სპეციფიკურად კრებადობას. ადგილის გამოყოფისას უპირატესობა
ენიჭება ლითოგენურ საფუძველს. იგი მთლიანად მოიცავს ერთ მეზოფორმას,
მაგალითად, მარტყოფის სტაციონარის მიდამოებში სერებზე გავრცელებულია სტეპის
მცენარეულობა, ტერასებსა და ხევებში. ე. ი. შესაბამისად აღნიშნულ ტერიტორიაზე
რამდენიმე უროჩიშჩეა წარმოდგენილი, ხოლო ადგილი ორი: ერთი ადგილი -
ტერასები და ხეობის ძირი. აგებული ალუვიური ნაფენებით და მეორე ადგილი -
სერის ფერდობები და თხემი, ერთგვაროვანი ლითოგენური საფუძვლით.
სხვადასხვა ფიზიკურ-გეოგრაფიულ გარემოში ლანდშაფტის მორფოლოგიური
ერთეულების გამოყოფა შიძლება სხვადსხვანაირი იყოს, მაგალითად, კასპიისპირა
ვაკე-დაბლობებზე შეუძლებელია სანახის ან ადგილის გამოყოფა, ხოლო საქართველოს
მთიანი ტერიტორიებისათვის გამოიყოფა ფაციესიც, უროჩიშჩეც სანახიც და ადგილიც.
ზოგიერთი სკოლები გამოყოფენ ლანდშაფტის რეგიონალურ მორფოლოგიურ
ერთეულებსაც. მაგალითად, ლანდსაფტმცოდნეობის ლვოვის სკოლაში სანახების
ნაცვლად გამოყოფენ სტრიებს. ეს დაკავშირებულია კარპატების განსხვავებულ
ფიზიკურ-გეოგრაფიულ პირობებთან. კერძოდ, კარპატებში ჰიდროთერმული
პირობების ექსპოზიციური სხვაობა ნაკლებად არის გამოხატული. სამაგიეროდ,
საკმაოდ რთულია მისი გეოლოგიური აგებულება. ფერდობებზე ზოლების სახით
მკვეთრადაა გამოხატული სხვადასხვა გეოლოგიური ქანების მონაცვლეობა. ხშირად
ფერდობის ზედა ნაწილი აგებულია ვულკანური ქანებით, უფრო დაბლა - კარსტული
ქანებით, ხოლო ფერდობის ქვედა ნაწილი - ფლიშური ფენებით. სწორედ ამ ქანების
მონაცვლეობასთან არის დაკავშირებული სტრიების გამოყოფა. ამრიგად, კარპატებში
ლანდშაფტის მორფოლოგიური ერთეულების გამოყოფისას მნიშვნელოვანი ფაქტორია
არა ჰიდროთერმული პირობები, არამედ გეოლოგიური აგებულება.
ლანდშაფტური ნაკვეთი არის გენეტიკურად ერთგვაროვანი ტერიტორია, რომელიც
ხასიათდება ნივთიერებათა ერთგვაროვანი მიგრაციით, დაკავშირებულია რელიეფის
ერთ მორფოსტრუქტურასთან, ერთ ერთ გეოლოგიურ აგებულებასთან და მოიცავს
მეზორელიეფის ფორმების გარკვეულ კრებადობას.
ლანდშაფტური ნაკვეთი მდებარეობს ერთი სიმაღლითი სარტყელის ფარგლებში,
რომელიც თავის მხრივ, გეოლოგიურ - გეომორფოლოგიური ფაქტორების მიხედვით,
დაყოფილია უფრო მცირე რანგის გეომორფოლოგიურ კომპლექსებად, რომლებიც
გენეტიკურად ერთგვაროვანია, მაგალითად, ერთი სიმაღლითი ზონა; რომელიც
აგებულია განსხვავებ\ული ლითოგენური მყივარული ფორმებია ჩამოყალიბებული,
კირქვულ სუბსტრატზე - კარსტული, ხოლო ვულკანურ სუბსტრატზე - ვულკანური. ამ
ტერიტორიებს სრულად განსხვავებული გენეზისი აქვთ, ამიტომ ისინი სხვადასხვა
ლანდშაფტურ ნაკვეთში ექცევიან.
ლანდშაფტურ ნაკვეთს ახასიათებს ჰორიზონტალური (მორფოლოგიური)
სტრუქტურა, რომლის მაჩვენებელია სტრუქტურის სირთულე, ნაირგვარობა, სიჭრელე
და სხვა.
სირთულის მიხედვით გამოყოფენ შმდეგ ლანდშაფტურ ნაკვეთებს: მარტივი -
გამოიყოფა მხოლოდ ფაციესები და უროჩეშჩები. მაგალითად, კასპიისპირა ვაკე-
დაბლობი, ელდარის ვაკე და სხვა. საშუალო - გამოიყოფა ფაციესი, უროჩიშჩე და
სანახი. მაგალითად, აღმოსავლეთ საქართველოს გორაკ-ბორცვიანი ზონა. რთული -
გამოიყოფა ყველა, მორფოლოგიური ერთეული.
სტრუქტურის ნაირგვარობა ამა თუ იმ ლანდშაფტში განსაზღვრავს ბტკ-ების
რაოდენობა. მაგალითად, თბილისის მიდამოებში გამოიყოფა დაახლოებით 30 ბტკ,
ხოლო ბათუმის მიდამოებში - 5 – 10.
სტრუქტურის სიჭრელე კი ამა თუ იმ ლანდშაფტში განსაზღვრავს კონკრეტული
ბტკ-ების რაოდენობას. მაგალითად, კოლხეთის ვაკე-დაბლობზე შეიძლება გამოიყოს 2
ან 3 ბტკ. მაგრამ ამ ბტკ-ების მონაცვლეობა სივრცეში საკმაოდ, ხშირია და ამიტომ ამ
ლანდშაფტებს ჰორიზონტალური სტრუქტურის დაბალი ნაირგვარობა და მაღალი
სიჭრელე ახასიათებთ.
ელემენტარული ბტკების განლაგების ნახატის მიხედვით ლანდშაფტურ ნაკვეთებში
გამოყოფენ მორფოლოგიური სტრუქტურის გარკვეულ ტიპებს: დენდრიტირებულს,
მოზაიკურს და სხვა .
ლანდსაფტის მორფოლოგიური ერთეულების გამოსახვა ხდება სხვადასხვა
მასშტაბის რუკებზე. კერძოდ, ფაციესს, ჩვეულებრივ, გამოყოფენ მსხვიოლმასშტაბიან
რუკებზე (1:1 000), უროჩიშჩეს ისეთ რუკებზე, რომელთა მასშტაბია 1:1 000-1:10 000,
სანახებსა და ადგილებს - 1:10 000 – 1:100 000 მასშტაბის რუკებზე, ხოლო
ლანდშაფტურ ნაკვეთებს - 1:100 000 – 1:1 000 000 მასშტაბის რუკებზე.
თემა 6.ლანდშაფტის 3 გაგება.ლანდშაფტების კლასიფიკაცია

XX საუკუნის 50-60-იანი წლები ლანდშაფტმცოდნეობის განვითარების ისტორიაში


’’ოქროს საუკუნედ’’ ითვლება. ამ წლებში გამოქვეყნდა 2000-მდე ნაშრომი
ჩამოყალიბდა ლანდშაფტმცოდნეობის 3 მიმართულება. ამ მიმართულებათა შორის
გაიმართა მწვავე დისკუსიები. მთავარი განსხვავება ამ მიმართულებათა შორის
მდგომარეობდა ლანდშაფტის ცნების გაგებაში - ლანდშაფტი, როგორც ზოგადი,
ტიპოლოგიური და რეგიონალური.

ლანდშაფტის ზოგადი ცნება


I მიმართულება. ლანდშაფტი განიხილებოდა ზოგად ცნებად, როგორც ბუნებრივ-
ტერიტორიული კომპლექსის სინონიმი და რაკი ეს ასეა, რაღა საჭიროა ორი ტერმინის
შემოტანა ერთი და იგივე მოვლენისა თუ საგნის აღსანიშნავად. ამ მიმართულების
მიხედვით, შეგვიძლია ვილაპარაკოთ ტაიგის, უდაბნოს, ამერიკის, თბილისის,
კავკასიის ლანდშაფტებზე. ამ მოსაზრებას ბევრი მეცნიერი იზიარებდა და იზიარებს
(ნეუსტროევი, ატმანდი, ეფრემოვი, მილკოვი, საქართველოში ამ მიმართულებას
მიმდევრები არ ჰყოლია), თუმცა იგი დღეს მოძველებულად ითვლება.

ლანდშაფტის ტიპოლოგიური გაგება


II მიმართულება. ლანდშაფტი გაგებულია როგორც ტიპოლოგიური ერთეული, ე. ი.
ერთი და იგივე ლანდშაფტი შეიძლება კანონზომიერად განმეორდეს სხვადასხვა
ტერიტორიაზე და დროის სხვადასხვა მომენტში. ევროპაში, აზიასა და აფრიკაშიც,
ასევე სხვა ლანდშაფტებიც - ტუნდრის, ტაიგის, უდაბნოს, ჭაობის და ე. ი. ლანდშაფტი
ისეთი ერთეულია, რომელიც გავრ\ცელებულია არა მხოლოდ ერთ ადგილას, არამედ
ერთდროულად სხვადასხვა ტერიტორიებზე. კავკასიის ლანდშაფტებს (ზოგადი
გაგებით), არამედ კოლხეთის ლანდშაფტებს.
ამ მოსაზრებას საკმაოდ ბევრი მეცნიერი იზიარებს: პროფესორი ნ. გვოზდეცკი, ბ.
პოლინოვი, ა. პერელმანი და სხვა. საქართველოშიც აღმოჩნდნენ მისი მიმდევრები:
დოც. მ. სანებლიძე, პროფ. ქრ. ჯაყელი და პროფ. დ. უკლება.
ლანდშაფტის რეგიონული გაგება
III მიმართულება. ლანდშაფტი გაგებულია როგორც რეგიონალური ერთეული,
რომელიც დროის ერთ მონაკვეთში მხოლოდ ერთ ადგილას გვხვდება. ე. ი. იგი არ
მეორდება დროსა და სივრცეში. მაგალითად, თბილისის ქვაბურის ლანდშაფტები
მხოლოდ ქ. თბილისის მიდამოებში გვხვდება. თუმცა დროის სხვა მომენტში და
სივრცის სხვა ადგილას შეიძლება შეგვხვდეს მსგავსი ლანდშაფტები, მაგრამ ისინი
თბილისის ქვაბურის ლანდშაფტების ანალოგებია. ლანდშაფტის სინონიმად
გეოგრაფიული რაიონი ითვლება.
ლანდშაფტის კლასიკური განმარტება მოგვცა ნ. სოლნცევმა: ’’ლანდშაფტი
გენეტიკჯურად ერთგვაროვანი ბუნებრივ-ტერიტორიული კომპლექსია, რომელსაც
ახასიათეს ერტგვაროვანი გეოლოგიური ფუნდამენტი, რელიეფის ერთი ტიპი, ერთი
კლიმატი და შედგება ამ ტერიტორიებისათვის დამახასიათებელი უროჩიშჩების
კრებადობისაგა,’’. ამ განმარტებაში მითითებული არ არის მცენარეული და ნიადაგის
საფარის ხასიათი. ისინი კი შეიძლება საკმაოდ განსხვავებული იყოს ერთგვაროვანი
გეოლოგიური ფუნდამენტის, რელიეფის ერტი ტიპის, ერთი კლიმატის ფარგლებში.
ეს მიმართულება მეტად გავრცელებული დომინირებულია
ლანდშაფტმცოდნეობაში. მეცნიერთა უმრავლესობა უჭერს მას მხარს: რუსეთში -
პროფესორები ა. ისაჩენკო, საქართველოში პროფ. ნ. ბერუჩაშვილი, პოლონეთში -
პროფესორი ა. რიხლინგი. ჩეხოსლოვაკიაში - პროფ. მ. კონეჩნი, უკრაინაში -
პროფესორები - გ. მილერი და პ. შიშჩენკო.
ჩვენი აზრით, მიუხედავათ იმისა, რომ ლანდშაფტის რეგიონალურ გაგებას
უპირატესობა ენიჭება, გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ სიტყვა ლანდშაფტი
გამოიყენება როგორც სალაპარაკო ენაში, ისე მეცნიერულ ლიტერატურაში. ამასთან
რომ არ მოხდეს ტიპოლოგიური და რეგიონალური გაგების არევა, უმჯობესია
შემოღებულ იქნას ტერმინი - ლანდშაფტური ნაკვეთი. ხოლო რაც შეეხება
ტიპოლოგიურ ერთეულებს, მათთვის შეიძლება ტერმინი ’’ლანდშაფტი’’
მრავლობითში ვიხმაროთ, ე. ი. გარკვეულწილად გათვალისწინებულ იქნება
ლანდშაფტის ტიპოლოგიური გაგება.
ლანდშაფტების კლასიფიკაცია თითოეული ლანდშაფტი განუმეორებელია
სივრცესა და დროში, მაგრამ ეს იმას როდი ნიშნავს, რომ შეუძლებელია მათ შორის
მოიძებნოს ერთმანეთის მსგავსი. ლანდშაფტის შედარება ნათელყოფა, რომ შეიძლება
მათი დაჯგუფება წარმოშობის, სტრუქტურის, დინამიკისა და სხვა მაჩვენებლის
მიხედვით, ე. ი. მათი კლასიფიკაციის ჩამოყალიბება. ტოპოლოგიურად მსგავსი
ლანდშაფტებისათვის დამახასიათებელია მსგავსი ბუნებრივი პირობები და
რესურსები, ამასთან სავარაუდოა, რომ ისინი ერთნაირად რეაგირებენ სამეურნეო
ზემოქმედებაზე.
კლასიფიკაცია უნივერსალური ზოგადსამეცნიერო პროცედურაა, რომლის გარეშეც
არცერთი კვლევა დასრულებულად არ ითვლება. იგი ბუნების კომპონენტური
კვლევის ერთგვარი შედეგია. ლანდშაფტების კლასიფიკაცია შედარებით ახალი და
ამასთან რთული პრობლემაა, რომელიც ჯერ კიდევ არასაკმარისადაა დამუშავებული.
მისი შედგენის პრონციპები შეიძლება სხვადასხვა იყოს, ვინაიდან იგი
დამოკიდებულია იმაზე, თუ რა კრიტერიუმების საფუძველზე ხდება ლანდშაფტების
დაგჯუფება, მაგრამ როცა ლაპარაკია ლანდშაფტების ზოგად სამეცნიერო
კლასიფიკაციაზე. იგი არ უნდა შემოიფარგლებოდეს რეგიონული სქემებით.

ინდუქციური და დედუქციური მეთოდები- ლანდშაფტების კლასიფიკაცია


შეიძლება წარიმართოს 2 მეთოდით:
- ინდუქციური მეთოდით - როცა საწყის ერთეულად მიჩნეულია ისეთი
ლანდსაფტები, რომლებიც საერთო თვისებების გამოვლენის საფუძველზე
ერთიანდებიან დაბალი რანგის დაკლასიფიკაციო ერთეულებში. შემდეგ
ეტაპზე ხდება მათი დაჯგუფების უფრო მაღალი რანგისსაკლასიფიკაციო
ერთეულებში. სწორედ ამიტომ ამ მეთოდს, უწოდებენ კლასიფიკაციას
’’ქვემოდაც’’.
- დედუქციური მეთოდით - უპირველესად დგინდება მაღალი რანგის
საკლასიფიკაციო მერთეულები, რომლის ფარგლებშიც გამოყოფენ უფრო
დაბალი რანგის ერთეულებს. ამ მეთოდს უწოდებენ კლასიფიკაციას
’’ზემოდან’’. აღნიშნული მეთოდით ლანდშაფტების კლასიფიკაციას მომხრეა
მრავალიმეცნიერი: ნ. გეოზდეცკი, ა. ისაჩენკო და სხვა.
კლასიფიკაცია ინდუქციური მეთოდით შესაძლებლობას გვაძლევს
გავითვალისწონოთ ლანდშაფდტების ნაირფეროვნება და მათი ინდივიდუალური
თავისებურებანი, მაგრამ ასეთი კლასიფიკაცია წმინდა ემპირიული ხასიათისაა. მას ის
ნაკლი აქვს, რომ ჯერ კიდევ არ არის გამოვნელინი და შესწავლელი დედამიწის
ზედაპირის თითოეული ლანდშაფტის - პირვანდელი პროცესები, როგორიცაა
ტენბრუნვა, ბიოგეოციკლი და ნიადაგწარმოქმნა განპირობებულია ლანდშაფტების
სითბოთი და ტენით უზრუნველყოფა. ლანდშაფტების ტიპების გამოყოფისას
უპირატესი მნიშვნელობა სწორედ ორ ფაქტორს ენიჭება: სიტბოსა და ტენს (ანუ
ჰიდროთერმულ რეჟიმს).
თერმული პირობების მიხედვით კავკასიასიის ფარგლებში გამოიყოფა კლიმატის 5
ტიპი: სუბტროპიკული, ზომიერად თბილი, ზომიერ, ზომიერად ცივი და მაღალი
მთის. ტენიანობის მიხედვით კი, ამავე ტერიტორიაზე გამოყოფენ 6 ტიპს: ჰუმიდურს,
სემიჰუმიდურს, სემიიარიდულს, არიდულს, სუბხმელთაშუაზღვიურს (ცხრილი 3) და
ჰიდრომორფულს.

ცხრილი 3 ლანდშაფტების ტიპები კლიმატის ტიპების მატრიცაში

ჰუმიდური სემიჰუმიდური სემიარიდული არიდული ხმელთაშორის


ზღვისპირეთის

სუბტროპიკული А В,Л Г, М Б, К
ზომიერად თბილი Д, Н Е Ж
ზომიერი О П Р З,С
ზომიერად ცივი Т
მაღალი მთის У
ნივალური Ф

ვაკის ლანდშაფტები - А, Б, В, Г , Д, Е, Ж, З, И
მთის ლანდშაფტები - К, Л, М, Н, О, П, Р, С, Т, У, Ф
შენიშვნა: ასოებით აღნიშნული კავშასიის ლანდშაფტების, ტიპები (ბერუჩაშვილი,
1979, 1980)
ამ მატრიცაში ლანდსაფტების ტიპების გარკვეული ადგილი უნდა ეკავოს.
მაგალითად, ზომიერად თბილი სემიერიდული ლანდშაფტი და სხვ. ე. ი.
ლანდშაფტების ტიპები მოიცავს ორ მხარეს: ერთი - სითბოთი უზრუნველყოფას,
ხოლო მეორე - ენით უზრუნველყოფას. მატრიციდან ცანს, რომ კავკასიისათვის უნდა
იქნეს გამოყოფილი ლანდშაფტის 30ტიპი, მაგრამ თუ ლანდშაფტის ორივე კლასს
გავითვალისწინებთ, მაშინ - 60. კავკასიაში კი ლანდშაფტის მხოლოდ 40 ტიპი
გამოიყოფა, რით არის გამოწვეული? საქმე იმაშია, რომ ლანდშაფტები ამ მატრიცის
თითოეულ უჯრას არ იკავებენ ორი მიზეზის გამო: ან არ გვხვდება ასეთი ლანდშაფტი
კავკასიაში, ან უაზრობაა იგი (მაგალითად, მაღალმთის ზომიერი
სუბხმელთაშუაზღვიური).
ლანდშაფტების ტიპებს უნდა ახასიათებდეს მცენარეულობის გარკვეული ტიპი.
მაგალითად, სუბტროპიკული ჰუმიდური ლანდშაფტების დამახასიათებელი
კოლხური მცენარეულობა, ზომიერად ცივი ჰუმიდური ლანდსაფტებისათვის -
ბორეული ტაიგის ტიპის მცენარეულობა (კავკასიაში მუქწიწვიანები, სუბტროპიკულ -
არიდული ლანდსაფტებისათვის - უდაბნოს ტიპის მცენარეულობა.
ამრიგად, კლიმატის ტიპი უშუალოდ დაკავშირებულია მცენარეულობის ტიპთან
და მცენარეული საფარი კლიმატის ინდიკატორული მაჩვენებლია.
ლანდშაფტის ტიპი უნდა ხასიათდებოდეს ჰიდროლოგიური პირობების საერთო
ხასიათით (ჰიდრომორფული და სუბჰიდრომორფული), ხშირად გვხვდება
ჭარბტენიანი ლანდშაფტები, რაც დაკავშირებულია არა მარტო კლიმატთან, არამედ
ბევრ სხვა ფაქტორებთან. მაგალითად, ჭალის ტყეები წყალდიდობის დროს წყლით
იფარება, ამიტომ აღმოსავლეთ საქართველოში, შედარებითი სიმშრალის
მმიუხედევად, წალებში ტენის მოყვარული მცენარეულობაა გავრცელებული.

ლანდშაფტის ქვეტიპი - ლანდშაფტების ტიპებს შორის ზოგჯერ გამოყოფენ


ქვეტიპებს, რაც ხდება შედარებით მეორეხარისხოვანი ზონალური ნიშან-თვისებების
გათვალისწინებით. მაგალითად, ტენიანი სუბტროპიკულ ლანდშაფტის ტიპში 2
ქვეტიპი გამოიყოფა: კოლხეთისა და პირკანის.
ზოგიერთი მცენარე ლანდშაფტის ქვეტიპებს სრულიად განსხვავებული
კრიტერიუმებით გამოყოფს.
თითოეული ლანდშაფგტის ტიპის ძირითადი ტავისებურებანი საუკეთესოდ არის
გამოხატული ლანდშაფტის გავრცელების ცენტრალურ არეალში, პერიფერიებზე კი
შეიმჩნევა მოსაზღვრე ლანდშაფტიპებისაკენ გარდამავალი ნიშნები. სწორედ ეს
გარემოება განაპირობებს იმას, რომ ზოგიერთი მკვლევარი ლანდშაფტის ტიპის
ფარგლებში გამოყოფს ლანდშაფტების 3 ქვეტიპს: ცრდილოეთის, შუა და სამხრეთის.
(მაგალითად, ტუნდრის, ტ6აიგის ლანდსაფტები), მაგრამ მათი გამოყოფა ყოველთვის
არ შეიძლება, განსაკუთრებით გარდამავალი ხასიათის (ტყე - ტუნდრის, ტყე - სტეპის,
სუბხმელთაშუაზღვიური), ან და ფრაგმენტული გავრცელების ლანდშაფტებში. ასეთ
შმთხვევაში შეიძლება სრულებით არ გამოიყოს ქვეტიპები.
კავკასიისათვის ლანდშაფტების ქვეტიპების გამოყოფა ძირითადად
ხდებაშედარებით მეორეხარისხოვანი სექტორული ან ზონალური მაჩვენებლების
საფუძველზე. მაგალიტად, ნოტიო სუბტროპიკული ლანდშაფტების ტიპი იყოფა
კოლხეთის და პირკანის ლანდშაფტების ქვეტიპებად.

ლანდშაფტების გვარი - შემდგომი საკლასიფიკაციო მერთეულია ლანდსაფტების


გვარი. მათი რაოდენობა ლანდშაფტების ტიპების რაოდენობაზე 4-5-ჯერ მეტია.
მაგალითად, კავკასიის ტერიტორიისათვის გამოიყოფა ლანდშაფტების 40 ტიპი და 152
გვარი.
ლანდშაფტების გვარების გამოყოფა შემდეგ თვისებათა საფუძველზე ხდება:
- რელიეფის მორფოსტრუქტურის უფრო დეტალური თავისებურებანი, ვიდრე
მთტიპის სიჭარბე, ამ თვალსაზრისით საქართველოში გამოიყოფა ების
იარუსიანობა, ლანდსაფტების გვარები აერთიანებენ ისეთ ბუნებრივ -
ტერიტორიულ კომპლექსებს, რომლებგსაც ახასიათებთ რელიეფის რომელიმე
გეობოტანიკურ ნიშან-თვისებებზე დაყრდნობით არახელსაყრელი
(განსაკუთრებით გლობალური სქემისათვის), ხოლო ჰიდროთერმულ ნიშან-
თვისებებზე დაყრდნობით გამოყოფილი ლანდსაფტების ტიპოები უფრო
უნივერსალური და ხელსაყრელი, როგორც ვაკის, ისე მთის
ლანდშაფტებისათვის. მაგალითად, სუბბხორეალური ჰუმიდური
ლანდსაფტები შეიძლება შეგვხვდეს, როგორც ვაკის, ისე მთის
ლანდშაფტებშიც. ტიპის სიწარბე, ამ თვალსაზრისით საქართველოში
გამოიყოფა შემდეგი ტრადიციები: კარსტრული (დასავლეთ საქართველო),
ვულკანური (სამხრეთ საქართველო), პალეოგრაფიული (ძველ
გამყინვარებასთან დაკავშირებული) გლაციალური (მყინვართა მიდამოებში),
დენუდაციური (ფერდობის ცამორეცხვა, განვიტარებული ფერდობის ზედა
ნაწილში), ეროზიული (მდინარეთა ეროზიის შედეგად წარმოქმნილი
ფერდობის გასწვრივ), ეროზიულ-დენუდაციური, აკუმულაციური,
ეროზიულ-აკუმულაციური, ეოლური და ა. შ.
- გეოლოგიური აგებულების ზოგადი ტავისებურებანი, რომლებიც ერთი
რამდენიმე გეოლოგიური ფორმაციის სიჭარბეში გამოიხატება. ბუნებრივ-
ტერიტორიული კომპლექსის გეოლოგიური და გეომორფოლოგიური
თავისებურებანი ხშირად კერთმანეთზეა გადაჯაჭვული. მაგალითად,
კარსტული ტიპის რელიეფი ყალიბდება კარბონატულ ფორმაციაზე,
ვულკანური რელიეფი ვულკანურ ფორმაციაზე, აკუმულაციური რელიეფი -
ტერიგენულ ფორმაციაზე. (თუმცა ტერიგენულ ფორმაციაზე გარდა
აკუმულაციურისა, სეიძლება განვიტარდეს ეროზული და დენუდაციური
რელიეფის ტიპები):
- კლიმატის თავისებურაბანი, რომლებიც დაკავშირებულია ბუნებრივ-
ტერიტორიული კომპლექსის უფრო დეტალური დიფერენციაციასთან
სითბოსა და ტენის განაწილების მიხედვით. განსაკუთრებული მნიშვნელობა
ენიჭება კლიმატის კონტინენტურობას. ამასთან დაკავშირებით ლანდშაფტი
დაყოფილია შემდგომ გრადაციებად: ოკეანური, ზღვიური, სუსტ
კონტინენტურ, ზომიერად კონტინენტურ, კონტინენტურ და ძლიერ
კონტინენტურ გრადაციებად.
ოკეანური ტიპის კლიმატი საქართველოსა და კავკასიის ფარგლებში გვხვდება.
მაგალიტად, ირლანდიასა და ისლანდიაში, სადაც ზამთარში (იანვარის) საშუალო
ტემპერატურა +90 - ია. ე. ი. 30-ით თბილია ბათუმტან შედარებით. სამაგიეროდ,
ზაფხული უფრო გრილ;ია - ივლისისსაშუალო ტემპერატურა +16 0. დაახლოებით,
ასეთივე ტემპერატურაა სან-ფრანცისკოშიც (ზამთარში +8, +90 და ზაფხულში +14, +150).
ძლიერ კონტინენტური კლიმატისათვის დამახასიათებელია ზამთარში საშუალო
ტემპერატურა -40, -450, ხოლო ზაფხულის - +20, +30 0. ცხადია ასეთი ტემპერატურული
რეჟიმის კლიმატი საქართველოს ტერიტორიაზე არ გვხვდება.
ყველა დანარჩენი კლიმატის ტიპები გვხვდება საქართველოსა და კავკასიაში.
ზღვიური კლიმატი ძირითადად კოლხეთსა და ლენქორანშია წარმოდგენილი.
ბათუმში ზამთრის საშუალო ტემპერატურა +70, ზაფხულში +23, +240, ე. ი. სხვაობა
ზამთარის და ზაფხულის ტემპერატურებს შორის არც თუ ისე დიდია. დაახლოებით
ასეთივე ტემპერატურული რეჟიმია მაღალმთიან რაიონებში, ე. ი. სიმაღლის
მატებასთან ერთად ჰავის კონტინენტურობა კლებულობს.
სუსტად კონტინენტური კლიმატი საქართველოს ტერიტორიაზე წარმოდგენილია
მის აღმოსავლეთ ნაწილში, სადაც განსხვავება ზაფხულსა და ზამთრის
ტემპერატურებს შორის შედარებით მეტია.
კონტინენტური კლიმატი ძირითადად აღმოსავლეთ ამიერკავკასიაშია
გავრცელებული (განსაკუთრებით, აზერბაიჯანში). საქართველოს ფარგლებში იგი
მხოლოდ ელდარის ნახევარუდაბნოში გვხვდება.
ლანდსაფტების გვარებში გაერთიანებულია მცენარეული ფორმაციებით მათიუ
ჯგუფები. მაგალითად, ქართულმუხნბარი, შერეულმუხნარი, წიფლნარი ტყეები და
სხვა.
მცენარეული საფარი არის კლიმატის საუკეთესო ინდიკატორი. მცენარეები
შეიძლება განვალაგოთ ტენის მოყვარულობის შემცირებისდამიხედვით: მურყანი
(Alnus) - წაბლი - (Castanea) - წიფელი - (Fagus) - რცხილა - (Carpinus) - მუხა - (Duercus) -
ძეძვი - (Paliurus), მაგრამ საქართველოში მუხის რამდენიმე სახეობა გვხვდება და
სხვადასხვაა მათი ტენისადმი მოთხოვნილება. კერძოდ, ჰართვისის მუხა
(D.Hartwissiana)წაბლფოთოლა მუხა (Q. Castanifolia)უფრო ტენის მოყვარულია, ვიდრე
ქართული მუხა (Q. Iberica). სწორედ, ამ მიზეზთა გამო ზოგჯერ დაკონკრეტებულია
ლანდშაფტურ რუკებზე მცენარეთა სახეობები, ის სახეობები, რომლებიც
განსხვავებულ ჰუმიდურ პირობებში იზრდებიან:
- ჰიდროლოგიური პირობების უფრო დეტალური ტავისებურებანი
(ჰიდრომორფული და სუბჰიდრომორფული). ამასთან დაკავშირებით
გამოყოფენ შმდეგ ბუნებრივ-ტერიტორიულ კომპლექსებს: დელტის, ჭალის,
ტუგაისა და სხვა;
- მორფოლოგიური სტრუქტურის სირთულე და ნაირფეროვნება.

ლანდშაფტების სახე უმცირესი საკვალიფიკაციო ერთეულია, რომელიც


გამოყოფილია კავკასიის ლანდშაფტურ რუკაზე. მისთვის დამახასიათებელია
გეოლოგიურ გეომორფოლოგიური პირობების (რელიეფის ერთი ტიპი და ერთი
გეოლოგიური დორმაცია), ნიადაგ მცენარეული საფარისა (ერთი მცენარეული
ფორმაცია უნდა სჭარბობდესდ და არა მცენარეული ფორმაციის ჯგუფები) და
კლიმატის სახეები მათი შმდგომი ტავისებურებანი. მაშასადამე, ლანდშაფტების
სახეები მათი შემდგომი დეტალიზაციაა, დიდი მნიშვნელობა ენიჭება
მორფოლოგიური სტრუქტურის თავისებურებებს, კერძოდ, მის დანაწევრებას,
ლანდშაფტების გავრცელების სურათს და სხვა. მაგალითად, საშუალო მთის ტყის
ლანდშაფტებში წიფლის ტყეების სიჭარბით გამოიყოფა მლანდშაფტების სახეები,
რომლებიც განსხვავებული (გენედური, სუბგანედური, მერიდიანული,
სუბმერიდიანული) ორიენტაციითა და კონფიგურაციით ხასიათდებიან.
ფიზ.-გეოგრაფიული
ქვეყანა, ზონა

ფიზ.-გეოგრაფიული
ოლქი

ფიზ.-გეოგრაფიული
პროვინცია

ლანდშაფტური ლანდსაფტის ლანდშაფტის ლანდშაფტის ლანდშაფტის
ნაკვეთი სახე გვარი ტიპი კლასი

ადგილი

სანახი

უროჩიშჩე

ფაციესი
ნახ. ლანდშაფტის ადგილი საკლასიფიკაციო სისტემაში
ლანდშაფტის სახეები ჩვეულებრივ გამოიყოფა ისეთ რუკებზე, რომელთა მასშტაბი
1:500000, კვლევის საწყის ეტაპზე კავკასიის ტერიტორიიისათვის გამოყოფილი იყო
დაახლოებით 700-მდე ლანდშაფტის სახე, რომელთა რიცხვი ამჟამად მეტია, საკუთრივ
საქართველოს ტერიტორიისათვის გამოყოფილია ლანდშაფტთა 300-მდე სახე,
ლანდშაფტის სახეების ფარგლებში გამოყოფენ ნაკვეთებს, რომელთა რაოდენობა
შეადგენს 2000-3000.
გავეცანით რა ლანდსაფტის მორფოლოგიურ და ტიპოლოგიურ კლასიფიკაციებს,
შეგვიძლია განვსაზღვროთ ლანდშაფტის ადგილი ამ საკლასიფიკაციო სისტემებში
(ნახ. 12).
ამრიგად, ლანდშაფტში არის ფიზიკური გეოგრაფიის საკვანძო ერთეული. იგი
ისეთივე ერთეულია გეოგრაფიაში, როგორც მაგალითად, ბირთვი ფიზიკაში,
მოლეკულა ქიმიაში, ბიოლოგიური უჯრედი და სხვა. ლანდშაფტი რომ კვლევის
მნიშვნელოვანი ობიექტია, ამაზე ისიც მიუთითებს, რომ დისციპლინას მიეცა მისგან
სახელწოდება.

კავკასიის ლანდშაფტების კლასიფიკაცია


კავკასიის ლანდშაფტური რუკა
ლანდშაფტური რუკა ასახავს ბუნებრივ-ტერიტორიული კომპლექსების
განლაგებას და მათ სივრცით სტრუქტურას. კავკასიის ტერიტორიისათვის არსებობს
რამდენიმე ლანდშაფტური რუკა. ესენია: საქართველოს ლანდშაფტური რუკა
(სანებლიძე, ჯაყელი, უკლება, 1970), ამიერკავკასიიის ლანდშაფტური რუკა და სხვა.
მაგრამ ეს რუკები კავკასიის ტერიტორიას კი არ მოიცავს, არამდე მხოლოდ მის
ნაწილებს.
1979 წელს ნ. ბერჩაშვილის ავტორობით გამოვიდა კავკასიის ლანდშაფტური რუკა,
სადაც ერტიანი მეთოდიკის საფუძველზეა გამოყოფილი ლანდშაფტის ერთეულები
კავკასიის მთელი ტერიტორიისათვის.
რუკაზე გამოყოფილია ლანდშაფტების 2 კლასი (აღნიშნულია რომაული
ციფრებით), 20 ტიპი (რუსული ასომთავრულით) და 152 გვარი არაბული ციფრებით),
აქედან საქართველოს ტერიტორიაზე გამოიყოფა ლანდსაფტების 14 ტიპი და 72 გვარი.
არ არის გამოყოფილი ლანდშაფტების ქვეტიპები (ვინაიდან ეს გაართულებდა
ლანდშაფტების ტიპოლოგიური ერთეულების გამოყოფას) და სახეები (ეს
უკანასკნელი გამოყოფილია 1:500000-იანი მასშტაბების კავკასიისა და საქართველოს
ლანდშაფტების რუკაზე).

ლანდშაფტური დიფერენციისათვის მთავარი ფაქტორები


ლანდშაფტის ერთეულების სივრცობრივი განლაგება მრავალი ფაქტორითაა
განპირობებული, მაგრამ ამ მიზეზთა შორის გამოიყოფა რამდენიმე, რომელსაც
განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. გავეცნოთ ამ მიზეზებს კავკასიის
მაგალითზე:
1. განედური ფაქტორი. კავკასია ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ გადაჭიმულია
თითქმის 600 კმ-ზეე და ამიტომას ლანდშაფტების გავრცელებაზე გარკვეულ
გავლენას ახდენს განედური ფაქტორი.
2. კავკასია მთიანი ქვეყანაა და ლანდსაფტური ცვლა ვერტიკალური ზონალობის
მიხედვით ხდება.
3. დიდია ექსპოზიციის გავლენა. აქ იგულისხმება მაკროექსპოზიცია, მაგალიტად,
კავკასიის ქედის მთელი ჩრდილოეთის კალთა ჩრდილოეთის
მაკროექსპოზიციაა და მას სპეციფიკური ლანდშაფტები ახასიათებს. მზისაკენ
მიქცეული ფერდობების გარდა მნიშვნელოვანია ჰაერის მასების მიმართ
მდებარე ფერდობების განსაზღვრა.
4. ბარიერული ფაქტორი. ცალკეული ოროგრაფიული ელემენტები დიდ გავლენას
ახდენენ ტემპერატურის და ნალექების განაწილებაზე. ასევე მნიშვნელოვანია
გავლენა მცენარეული საფარის გავრცელება - განვიტარებაზე. მაფალითად,
ცნობილია, რომ ნალექების განაწილებაზემნიშვნელოვან გავლენას ახდენენ
კლიმატური ტერიტორიები: მთავარი კავკასიის ქედი, სურამის (ლიხის) ქედი.
შედარებით ნაკლები მნიშვნელობის კლიმატური ბარიერებია: ბზიფის, გაგრის,
ეგრისის, რაჭის ქედები, რომელთა კალთები მიმართულია შავი ზღვის მხარეს.
აღნოსავლეთ საქართველოში ასეთივე მნიშვნელობისაა თრიალეთისა და ცივ-
გომბორის ქედები.
5. სტრუქტურულ-პეტროგრაფიული ფაქტორი და მიკროსტრუქტურული
დიფერენციაცია. გეოლოგიური აგებულება და რელიეფის ხასიათი
მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ ლანდსაფტების გავრცელებაზე. მაგალითად,
კარსტრული ან ვულკანური ლანდშაფტების არსებობა მჭიდროდაა
დაკავშირებული ამ ფაქტორთან.
6. პალეოგრაფიული ფაქტორი. ტერიტორიის განვითარების ისტორია
განაპირობებს კავკასიის ლანდშაფტების გავრცელების ბევრ თავისებურებას.
ასე, მაგალითად, მსგავსი კლიმატური პირობების მქონე კოლხეთს და თალიშს,
პალეოგრაფიული განვითარების სხვადასხვა ისტორია აქვთ, ამიტომ აქ
სხვადასხვა (კოლხური და პირკანული) ლანდშაფტებია.
გარდა ამ ფაქტორებისა, კავკასიის ლანდშაფტების გავრცელებაზე სხვა
ფაქტორები ახდენენ გავლენას. მაგრამ მათი როლი ლანდშაფტების
დიფერენციაში სედარებით მეორეხარისხოვანია.

ლანდშაფტების დიფერენციაცია და ატმოსფეროს ცილკულაცია


კავკასიის ლანდსაფტების დიფერე ნციაციაზე დიდ გავლენას ახდენენ
ატმოსფეროს ცირკულაციის ძირიტადი თავისებურებანი. ცნობილია, რომ ნალექებისა
და ტემპერატურის განაწილებაზე მნიშვნელოვან გავლენას იხდენს ის, თუ რა გზით და
როგორ ხდება ჰაერის მასების შემოჭრა საქართველოს ტერიტორიაზე. ჰაერის მასები აქ
4 გზით აღწერს: - დასავლეთის შემოჭრით; აღმოსავლეთის სემოჭრით; ორმხრივი
შემოჭრით; სამხრეთის შემოჭრით.
ცნობილია, რომ ამ შემოჭრების წილად მოდის ნალექების სხვადასხვა რაოდენობა,
იცვლება ტემპერატურული რეჟჳმო. საქართველოს ფიზიკური გეოგრაფიის კურსში
განხილულია ატმოსფერული ცირკულაციის როლი კლიმატის ფორმირებაში. აქ კი
მოკლედ განვიხილოთ ატმოსფეროს ცირკულაციის გავლენა ლანდშაფტების
განაწილებაზე.
დასავლეთის შემოჭრა. იგი დაკავშირებულია ძირითადად იმ ციკლონებთან,
რომლებიც დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ მიემართებიან და საქართველოს
ტერიტორიის ნალექების 70% მოაქვთ. ეს მასები ძირითადად გავლენას ახდენენ
დასავლეთ საქართველოზე. ირგვლივ შემოფარგლული მაღალი ქედები იწვევენ
ჰაერის მასების აღმავალ დინებებს და აძლიერებენ კონვექციურ პროცესებს. ეს
პროცესები ვიტარდებიან ხეობებში, სადაც ჰაერის მასები იკუმშებიან და უხვად
გამოყოფენ ატმოსფერულ ნალექებს. ნალექების მაქსიმალური აღინიშნება მთა
მტირალაზე (4000-4500 მმ) და ბზიფის, გაგრის ქედების კალთებზე, ვინაიდან
პირველად ამ ქედებს ’’აწყდებიან’’ ტენიანი ჰაერის მასები და მათ კალთებზე ტოვებენ
ნალექების მნიშვნელოვან ნაწილს. ამავე მიზეზით შედარებით ტოვებენ ნალექებისა
მნიშვნელოვან ნაწილს. ამავე მიზეზით შედარებით მცირეა ნალექების რაოდენობა
სვანეთისა და რაჭის ქვაბურებში და ზემო იმერეთში. აჭარასთან შედარებით,
აფხაზეთში ატმოსფერული ნალექების წლიური რაოდენობა მცირეა იმიტომ, რომ
აფხაზეთში ქედები განლაგებულია ჰაერის მასების გაბატონებული ნაკადების
პარალელურად. შავ ზღვასთან სიახლოვის მიუხედავად მდ. აჭარისწყლის შუა ხეობაში
შეინიშნება ატმოსფერული ნალექების შემცირება (1000 მმ), რაც იმით აიხსნება,მ რომ
ეს ტერიტორია დაცულია დასავლეთის ჰაერის მასების ზემოქმედებისაგან.
აღსანიშნავია ისიც, რომ დასავლეთ საქართველოს მდინარეების (კოდორი, ენგური,
ცხენისწყალი, რიონი, აჭარისწყალი) განედური მიმართულების მონაკვეთებში
ატმოსფერული ნალექების წლიური რაოდენობა შემცირებულია.
ჰაერის მასების მოძრაობის ფერდობებზე ზემოდან ქვემოთ ნოჰყვება მასების
გამოშრობა და ნალექების შემცირება. მაგალითად, ხშირად არის ისეთი სიტუაცია
რაჭაში, როცა ნაქერალას ქედზე და საორის წყალსაცავის დაახლოებით შუა ნაწილამდე
წვიმაა, ხოლო ამბროლაურში კი მშრალი, მზიანი ამინდია.
დასავლეთის ჰაერის მასებს საგურამოსა და ცივ-გომბორის ქედები აკავებენ.
სწორედ, ამიტომაც ამ ტერიტორიაზე აღინიშნება წლიური ნალექების დიდი
რაოდენობა, რამაც განაპირობა აქ კოლხური ბუნებრივ-ტერიტორიული კომპლექსების
ფრაგმენტული გავრცელება.
აღმოსავლეთის შემოჭრა. ეს ჰაერის მასები შედარებით მშრალია, ვიდრე
დასავლეთის. შედარებით მეტი ატმოსფერული ნალექები გამოიყოფა მხოლოდ იქ,
სადაც ხელშემწყობი პირობებია კონვექციის პროცესების გასავითარებლად. ასეთია
კავკასიონის სამხრეთ ფერდობი, განსაკუთრებით, მდ. ალაზნის ხეობაში, თეიალეთისა
და ჯავახეთის ქედების აღმოსავლეთისკენ მიმარტული კალთები.
ორმხრივ შემოჭრას მაშინ აქვს ადგილი, როცა ჩრდილოეთის ჰაერის მასები
კავკასიონის მთავარი წყალგამყოფ ქედს ვერ გადალახავენ, ჩრდილოეთ კავკასიაში
ცივი ჰაერის მასები გროვდება და შემდგომ კავკასიონის შემოვლით ორივე მხრიდან
აღწევენ საქარტველოს ტერიტორიამდე. ამ პროცესის სედეგად შეიძლება
ატმოსფერული ნალექები საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მოდიოდეს, მაგრამ
დასავლეთ საქართველოში ნალექები მაინც მეტია, ვიდრე აღმოსავლეთ
საქართველოში, რაც კვლავ შავი ზღვის გავლენით აიხსნება.
სამხრეთის შემოჭრა. იშვიათად მოაქვთ ატმოსფერული ნალექები, სულ რაღაც 50
მმ მთელი წლის განმავლობაში. მაგალიტად, ჯავახეთის პლატოზე ატმოსფერული
ნალექების წლიური რაოდენობა მხოლოდ 400-500 მმ-ს სეადგენს, ამიტომ პლატოზე
1600-1700 მ. სიმაღლეზე გავრცელებულია სტეპის მცენარეულობა.ჯავახეთის ქედზე
ნალექების წლიური რაოდენობაა 600-700 მმ, წალკის პლატოზე - 400 მმ, უფრო ქვემოთ
- 800 მმ, ხოლო ქვემო ქართლის ვაკეზე - 350 მმ.
რა არის ამის მიზეზი? დასავლეთის ჰაერის მასები წალკის მიდამოებამდე ვერ
აღწევენ ირგვლივ შემოსაზღვრული ქედების (აჭარა-იმერეთის, აბულ-სამსარის,
ჯავახეთის, თრიალეთის) გამო. სამხრეთის ჰაერის მასები კი იმდენად უმნიშვნელოა,
რომ შეიძლება საერთოდ მათი უგულებელყოფა. შედარებით უკეთ აღწერენ
აღმოსავლეთის ჰაერის მასები. მაგრამ ისიც ნაწილობრივ, საქმე იომაშია, რომ
აღმოსავლეთის ჰაერის მასები გარ5და იმისა, რომ სედარებით მშრალია, მცირე
სისქისაცაა, სულ 1000-1500 ამიტომ ისინი ხშირად ვერ აღწერენ წალკის პლატომდე,
რომლის სიმაღლეა 1550 მ და ნალექების მნიშვნელოვან ნაწილს ფერდობებზეტოვებენ.
გარდა ჰაერის მასების გადაადგილებისა, აქ მნიშვნელოვან გავლენას ახდენს
დივერგენციის ეფექტი, რაც დაკავშირებულია ჰაერის მასების გაშლასთან და
ნალექების შემცირებასთან.
აღმოსავლეთ საქართველოს ატმოსფერული ნალექების მინიმალური
რაოდენობები აღინიშნება რამდენიმე ადგილას: ელდარის, ვაკეზე, გარდაბანსა და
სკრა-აგარას მონაკვეთზე. ამ უკანასკნელზე ატმოსფერული ნალექების სიმცირე
ფიონურ ეფექტთანაა დაკავშირებული, ხოლო აღმოსავლეთიდან შემოსული ჰაერის
მასების შემოღწევას ხელს უშლის სურამის, თრიალეთისა და ცივ გობორის ქედები.
ჰაერის ამსების შემოჭრა ნსაქართველოს ტერიტორიაზე უმტავრესად ამ გზებით
ხდება. გარდა ამისა, არის სხვა გზებიც, მაგრამ ისინი უმნიშვნელო როლს ასრულებენ
ნალექების განაწილებაზე.
ამრიგად, ატმოსფეროს ცირკულაცია განაპირობებს კლიმატის ძირითად
თავისებურებეს. ეს უკანასკნელი კი - ნიადაგ-მცენარეული საფარისა და საერთოდ
ლანდშაფტების განაწილებას.

კავკასიის ძირითადი ლანდშაფტები


კავკასიის ლანდშაფტურ რუკაზე მოიცემულია ლანდშაფტების 2 კალსი: ვაკის,
რომელიც 53 ლანდშაფტურ გვარს და მთის კლასი, რომელიც 99 ლოანდშაფტურ გვარს
აერთიანებს.
კავკასიის ლანდშაფტურ რუკაზე გამოიყოფა ლანდშაფტების შემდეგი ტიპები
(ფრჩხილებში მოცემულია ლანდშაფტების ტიპი რუსული ასომთავრულით და
ლანდშაფტების გვარი - არაბული ციფრებით);

ვაკის ლანდშაფტები
1. ვაკისა და ბორცვების სუბტროპიკული ჰუმიდური (A, 1-2).
გავრცელებულია ძირითადად კოლხეტსა და ლენქორანიაში. შესაბამისად, აქ
გაქმოიყოფა 2 ქვეტიპი: კოლხური ტყისა და პირკანული ტყისა და ტყე-მდელოს
ლანდსაფტები.
კოლხური ტყის ლანდშაფტებისათვის (A, 1) დამახასიათებელია ვაკე რელიეფი,
რომელიც გარშემო შემოსაზღვრულიაგორაკ-ბორცვიანზე ზოლით.
სოჭისა და ტუაფსის მონაკვეთზე ამ ლანდშაფტების გავრცელების ზედა
ზღვარია 200-300 მ, ხოლო აჭარაში - 600 მ. იშვიათად იგი 700 მ-მდეც აღწევს. ზემო
იმერეთში კი აღნიშნული ლანდშაფტები გაცილებით ნუფრო მაღალ
ჰიდროსომეტრიულ საფეხურებს იკავებენ. (800-1000 მ-მდე). ამას უმთავრესად 2
ფაქტორი განაპირობებს: გორაკ-ბორცვიანი რელიეფის გაბატონება და კლიმატური
ფაქტორი (კლიმატური უფრო კონტინენტურობის ნიშნებს ატარებს და ზაფხულის
თვეებს საშუალო ტემპერატურები შედარებით მაღალია. ეს კი პირობებს ქმნის
იმისას, რომ ვაკე - დაბლობის მცენარეულმა საფარმა უფრო მაღალი
ჰიდროსომეტრიული საფეხურები დაიკავოს).
ნალექების წლიური რაოდენობა 1000-1300 მმ-ს შეადგენს, ზოგიერთ ადგილას
კი - 3000მმ. ზაფხულის თვეების საშუალო ტემპერეტურაა +22,+24 0, ზამთრის
საშუალო ტემპერეტურა კი ყველგან 00 -ზე მაღალია და საშუალოდ +3, +6 0 - ს
შეადგენს, ყველაზე თბილი ზამთარი იცის ბათუმის მიდამოებში (იანვრის საშუალო
ტემპერეტურა +70). ტემპერეტურების მეორე მაქსიმალური ზამთარში აღინიშნება
გაგრის მიდამოებში (+6,+50), რაც დაკავშირებულია გაგრის ქედის მდებარეობასტან
(ქედს ისეთი ორიენტაცია აქვს, რომ მისი სამხრეთ ექსპოზიციის ფერდობები იღებენ
დამატებით ინსოლაციას).
ვაკე - დაბლობის ძირითადი ნაწილი ბუნებრივად ჭაობებს ეკავათ. ამჟამად,
მისი დიდი ნაწილი ამოშრობილია. კოლხური ლანდშაფტებისათვის ტიპურია
ჰოლიდომინანტური ტყე (წაბლი, რცხილა, ტმერეთის მუხა, იფანი) მარადმწვანე
ქვეტყით (შქერი, ბაძგი, ანუ ჭყირი, ბზა, წყავი, თაგვისარა). მცენარეული საფარით ეს
ლანდშაფტები ტროპიკულ ტყეებს მოგვაგონებს.
ნიადაგები ყვითელმიწა ან წითელმიწაა გორაკ-ბორცვიან ზოლში, ხოლო
ჭაობების ტიპის ან ალუვიური ნიადაგები - ვაკე-დაბლობებზე.
პირკანის ტყისა და ტყე-ბუჩქნარების ლანდშაფტები(A, 2).
2. ვაკისა და ბორცვების სუბხმელთაშუაზღვიური სემიჰუმიდური (Б, 13-21)
მთის ფარგლებში გამოიყოფა ლანდშაფტების 4 ქვეტიპი. აქედან 1. ქვეტიპი (Б,
1.კოლხურისკენ გარდამავალი, ტყის), ბიჭვინთა - მიუსერას მონაკვეთზე გვხვდება,
მეორე ქვეტიპი (Б, 2, საკუთრივ სუბხმელთაშუაზღვიური , ტყის, არიდული მეჩხერი
ტყის ) - ტუაფსე - ანაპის მონაკვეთზე, ხოლო მესამე ქვეტიპი (Б, 3, გარდამავალი
ზომიერად თბილისაკენ, სემიჰუმიდური, ტყისა და შიბლიაკის) - შიდა ქართლსა და
კახეთში.
ხმელთაშუაზღვიური კლიმატისათვის დამახასიათებელია თბილი და მშრალი ჰავა,
ნალექების მინიმალური მოდის ზაფხულზე, მაქსიმალური კი - ზამტარზე, რაც შეეხება
სუბხმელშუაზღვრული კლიმატს, მისთვის ასე მკვეთრად გამოხატული და ზამთრის
ნალექების შორის სხვაობა დამახასიათებელი არ არის, უბრალოდ, ზაფხული
შედარებით მშრალია, მაგრამ არა იმდენად მშრალი, როგორც ეს ხმელთაშუაზღვიური
სათვისაა დამახასიათებელი. იანვრის საშუალო ტემპერატურაა +3,+6 0, ივლისში
+23,+260, ატმოსფერული ნალექების წლიური რაოდენობა კი 1000-დან 1500 მმ-მდე
მერყეობს, მცენარეული საფარის მიხედვით მას ბევრი საერთო აქვს
ხმელთაშუაზღვიურთა, მაგრამ მასში უფრო მეტია კოლხური ელემენტები.
ხმელთაშუაზღვიურისათვის დამახასიათებელი მცენარეული საფარიდან გვხვდება
მარწყვის ხე, ბიჭვინთის ფიჭვი და მანანა და სხვა. ნიადაგებიდან გავრცელებულია
ყვითელმიწა და ყვითელ-ყომრალი ნიადაგები.
ამავე ტიპში გაერთიანებულია მეტად თავისებური ლანდსაფტი, რომლებიც
აღმოსავლეთ საქართველოშია გავრცელებული. მათ თბილისის მიდამოები და შიდა
ქართლის გორაკ-ბორცვები უკავიათ. შემდგომ ისინი ვიწრო ზოლის სახით მიუყვებიან
მცირე კავკასიონსა და ყარაბახის ქედა, ბოლოს უკავიათ მცირე კავკასიონის სამხრეთ
კალთები აზერბაიჯანის ფარგლებში. დამახასიათებელია გორაკ-ბორცვიანი რელიეფი,
ზღვის დონიდან გავრცელებულია დაახლოებით 800-1000 მ სიმაღლეზე. იანვრის
საშუალო ტემპერატურაა +0,+20,, ზაფხულის - +24,+260. ნალექების წლიური
რაოდენობა ცვალებადობს 400-დან 700 მმ -მდე.
რატომ მიაკუთვნებენ ამ ლანდშაფტებს სუბხმელთაშუაზღვიურს? საქმე იმაშია,
რომ ნალექების მაქსიმუმი მოდის გაზაფხულის თვეებზე(ძირითადად მაისში).
გაზაფხულზე წლიური ნალექების ¼ მოდის, ზაფხული მშრალია. ნალექების მეორე
მაქსიმუმი შემოდგომაზე მოდის, ზამთრი კი მშრალია, ხშირად უთოვლო.
მცენარეული საფარი ძირითადად წარმოიდგენილია შიბლიაკითა და ფრიგანით.
ნიადაგებიდან გავრცელებულია ტიპური ყავისფერი ნიადაგები.
3. ვაკისა და ბორცვების სუბტროპიკული სემიარიდული (В).
აერთიანებს ლანდშაფტის მხოლოდ 1 ქვეტიპს (В. 1.). მისი გავრცელების
უმთავრესი არეალია აღმოსავლეთ ამიერკავკასია (კავკასიონის სამხრეთ ფერდობისა
და მცირე კავკასიონის ჩრდილო-აღმოსავლეთ ფერდობის მთისწინები კახეთის,
ქართლის, ყარაბახის ფარგლებში). მას უკავია მტკვარ-არაქსის ვაკე-დაბლობი და ის
ბორცვები, რომლებიც ამ ვაკე-დაბლობს აკრავს.
წინა ლანდშაფტთან შედარებით იგი უფრო მშრალია, ნალექების წლიური
რაოდენობა 300-500 მმ-ს შეადგენს. თერმული პირობების მიხედვით მსგავსია
სუბხმელტაშუაზღვური ლანდსაფტებისა. იანვრის საშუალო ტემპერატურაა +3,+20,
ხოლო ივლისის +24,+250, მაგრამ ნალექების სიმცირის გამო აღნიშნულ ლანდსაფტებში
გავრცელებულია სემიარიდული შიბლიკი ზაფხულმწვანე ქსეროფილური ბუჩქნარია,
წარმოდგენილი ძეძვის, ჯაგ-რცხილის, გრაკლის, კუნელის, ცხრატყავას, ასკილისა და
სხვა სახით. ხშირად მეორედი წარმოშობისაა და გავრცელებულია. ფოთლოვანი
ტყეებისა და არიდული მეჩხერი ტყეების (ღვია, საკმლის ხე, ბერყენი, აკაკის ხე)
გაჩეხვის ადგილებში საქართველოს ტემპერეტურაზე უმტავრესად გავრცელებულია
მის აღმოსავლეთ ნაწილში, თუმცა გვხვდება დასავლეთ საქართველოშიც, ზ. დ. 800-
მდე. აღმოსავლეთ კავკასიაში მას უფრო მაღალი ჰიფსომეტრიული საფეხურებიც
უკავია. გავრცელებულია გორაკ-ბორცვებსა და მთის ლანდშაფტების ქვედა ნაწილშიუ,
სადაც ისინი მორიგეობენ სუბტროპიკულ სტეპებთან.
ფრიგანი ქსეროფილური ბუჩქები, ბუჩქბალახები ან ბალახები (ეკლიანი ან ბალიშა
ტიპის). წარმოდგენილია შემდეგი სახეობებით: ეკლიანი რძიანა, კურდღმლიცოცხა,
გღერძა, ზღარბა, სალბი და სხვა. საქართველოში გავრცელებულია მთის ზემო
სარტყლამდე მშრალხირხატიან ადგილებში. მისი გავრცელების კლასიკური მხარეა
ხმელთაშუაზღვისპირეთი. მცენარეულობა, თუმცა საკმაოდ დიდი ფართობები
უკავიათ სტეპებსა და შიბლიაკს.
4. ვაკისა და ბორცვების სუბტროპიკული არიდული (Г).
უკავიათ მტკვარ-არაქსის დაბლობის მნიშვნელოვანი ნაწილი და კასპიისპირა
სანაპირო ზოლი აზერბაიჯანის ტერიტორიის ფარგლებში.
ნალექების წლიური რაოდენობა მცირეა, სულ 200-300 მმ. გავრცელებუილია
ნახევრადუდაბნოს მცენარეულობა. ნიადაგები რუხი ან რუხი ყავისფერი.
საქართველოს ფარგლებში ამ ლანდშაფებს მცირე ფართობი უკავიათ და
წარმოდგენილია მხოლოდ ელდარის ვაკეზე, მინგუჩაურის წყალსაცავის ჩრდილოეთ
ნაწილში. წარსულში კი მათ გაცილებით მეტი ფართობი ეკავათ და გარდაბნის ვაკესაც
მოიცავდნენ, მაგრამ სამელიორაციო ღონისძიებების გატარების შედეგად აღნიშნულმა
ლანდშაფტებმა იცვალეს ბუნებრივი სახე.
საინტერესოა საკითხცი იმის შესახებ არსებობს თუ არა ნამდვილ უდაბნოები
კავკასიაში?
უდაბნო წარმოიქმნება მუდმივად ან სეზონურად ცხელჰავიან და მშრალ მხარეში.
მისთვის დამახასიათებელია მეჩხერი და ღარიბი მცენარეული საფარი. მაგრამ
’’უდაბნოს’’ ცნება სხვადასხვა მეცნიერს სხვადასხვანაირად ესმის. მაგალითად, ფრანგი
მკვლევარებისათვის(პროფ. დრეში), რომლებმაც საჰარა და აფრიკის სხვა უდაბნოები
შეისწავლეს, შუა აზიის უდაბნოები არ არის უდაბნოები, ხოლო ის მკვლევარები,
რომლებიც შუა აზიის უდაბნოებს სწავლობდნენ, კავკასიის უდაბნოებია.
მაგრამ კავკასიის ლანდსაფტების საერთო ფონისათვის განხილული ლანდშაფტები
უდაბნოები და ნახევრად უდაბნოებია. მისთვისდამახასიათებელია უდაბნოებისა და
ნახევრად უდაბნოს ნიადაგ-მცენარეული საფარი.
5. ვაკის ზომიერად თბილი ჰუმიდური და სემიჰუმიდური (Д).
აერთიანებს ლანდშაფტების 2 ქვეტიპს, ერთი გავრცელებულია ალაზნისა და
ალაზან-ავტორანის ველებზე (Д. 1.), ხოლო მეორე - მდ. ყუბანის (ქვემო წელი)
მარცხენა სანაპიროს ვაკე-დაბლობზე (Д. 2.). ასე, რომ ლანდშაფტის პირველი ქვეტიპი
მოიცავს, როგორც კახეთის, ასევე საინგილოს ტერიტორიებსაც. დამახასიათებელია
ნოტიო კლიმატი, ნალექების წლიური რაოდენობა 700-900 მმ-ს შეადგენს. ივლისის
საშუალო ტემპერატურაა +24,+260, ხოლო იანვრის საშუალო ტემპერატურა მეორე
ქვეტიპში მაღალია, ვიდრე აღმოსავლეთ საქართველოს სხვა ლანდსაფტებში.
მცენარეულობა ტყგაის ტიპისაა. ნოტიო ტყეები განვითარებულია არა მარტო იმიტომ,
რომ ატმოსფერული ნალექების შედარებით მეტი რაოდენობა მოდის აქ, არამედ
იმიტომაც, რომ ეს ლანდშაფტები მდინარეების მიერ დამატებით დატენიანებას
იღებენ.
6. ვაკისა და ბორცვების ზომიერად თბილი და ზომიერად სუბიჰუმიდური (E).
გავრცელებული მდ. ყუბანის მარცხენა სანაპიროზე ტამანის ნახევრადკუნძულსა
და მდინარეების ლაბის, ურუპის, დიდი და პატარაზეღენჩუკის შუა და ქვემო წელის
მიდამოებში, აგრეთვე, კავკასიონის [რდილოეთ-აღმოსავლეთ ფერდობის
მთისწინეთში (ლანდშაფტი ზომიერად თბილი იმიტომ არის, რომ იანვრის საშუალო
ტემპერერატურა უფრო მაღალია (ზომიერთად შედარებით, -3 0) და 0, -30შეადგენს. შავი
ზღვის გავლენა ამ ლანდშაფტებში დიდია, ამიტომ ნალექების წლიური რაოდენობა
500-700 მმ-ს შადგენს. ივლისის საშუალო ტემპერეტურა მაღალია, +25,+260.
მცენარეული საფარი ან ტყისაა, ან ბუჩქნარი. იგი ამჟამად მთლიანად გაჩეხილია და
ათვისებულია სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ქვეშ.

7. ვაკისა და ბორცვების ზომიერად თბილი და ზომიერად სემიარიდური (Ж ).


გავრცელებულია სტავროპოლის მაღლობზე, მდ. ყუბანის მარჯვენა სანაპიროზე და
მდინარეების თერგის, ბალკასა და ჩერეკის აუზებში. ატმოსფერული ნალექების
წლიური რაოდენობა 300-500 მმ. ტიპიური შავმიწა ნიადაგები.
8. ვაკისა და ზომიერად არიდური (З).
გავრცელებულია კავკასიისპირა ვაკე-დაბლობზე. იანვრის საშუალო
ტემპერატურაა -3,-620, ივლისის საშუალო ტემპერატურა კი +27,+270. ატმოსფერული
ნალექების წლიური რაოდენობა მცირეა, სულ 200-250 მ. გავრცელებულია ნახევრად
უდაბნო და უდაბნოს მცენარეულობა.
9. ჰიდრომორფული და სუბჰიდრომორფული. (Н).
გავრცელებულია დელტების გასწვრივ, იქ, სადაც ტერიტორიები დამატებითი
დატენიანებას იღებს და გრუნტის წყლები მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ
ბუნებრივ-ტერიტორიული კომპლექსების ფორმირება განვითარებაზე. მათი
გავრცელების ძირითადი არეალებია მდინარეები ტერგის, ყუბანის, მტკვრის არაქსისა
და სხვათა ხეობები და დელტები. აღმოსავლეთ ამიერკავკასიაში აღნიშნული
ლანდსაფტები ვიწრო ზოლის სახითაა გავრცელებული მდინარეთა ხეობების გასწვრივ
და წარმოდგენილია ჭალის ტყეების სახით. კლიმატური პირობების მხრივ, საკმაოდ
განსხვავებულია. საერთო არის ის, რომ აქ უმთავრესად გავრცელებულია ტუგაის
ტიპის მცენარეულობა აღუვიურ ნიადაგებზე.

მთის ლანდშაფტები
10. მთის სუბხმელთაშუაზღვიური სემიჰუმიდური (К).
ეს ლანდშაფტები ანალოგიურია ვაკის სუბხმელთაშუაზღვური სემიჰუმიდური
ლანდშაფტებისა, რომლებიც გავრცელებულია შიდა ქართლსა და სოჭი -ტუაფსის
მონაკვეთში. აქ კი გავრცელებულია მდ. ჭოროხია ხეობის შუა დინების აუზში.
აღნიშნული ლანდშაფტები კავკასიის სხვა ლანდსაფტებთან შედარებით, ყველაზე
ახლოს დგას ხმელთაშუაზღვიურ ლანდშაფტებთან. სწორედ, აქ (სინოპისა და
ჭოროხის მიდამოებში) ხდება ტიპიური ხმელთაშუაზღვისპირა ლანდშაფტების
შემოჭრა, რომელთათვისაც დამახასიათებელია გავრცელება ზღვის დონიდან 200-800
მ-ზე კლიმატური პირობების მხრივ, აღნიშნული ლანდშაფტები მსგავსია თავიანთი
ლანდშაფტური ანალოგიებისა ვაკეზე. ატმოსფერული ნალექების წლიური
რაოდენობაა 700-800 მმ. იანვრის საშუალო ტემპერეტურა +24,+260. გაბატონებულია
მუხნარი ტყეები ტყის ყავისფერნიადაგებზე, მაგრამ ტიპურია ასევე, ღვიის ტყეებიც.
გვხვდება ხმელთაშუაზღვიური ელემენტები (მარწყვის ხე, მანანა).
11. მთის სუბტროპიკული სემიარიდული (Л),
გავრცელებულია იორის ზეგანზე და მის აღმოსავლეთ გაგრძელებაზე
აზეირბანჯანში. იგი აირის ან ზეგნის, ან დაბალი მთის ლანდშაფტი.
ჰიფსომეტრიულად საკმაოდ განსხვავებული საფეხურები უკავფია, 300-დან 1000-მდე.
იშვიათად 1100 მ-მდეც აღწევს.
რელიეფი არიდულ-დენუდაციურია, რომელიც მშრალი ჰავის პირობებში
წარმოშობილი. ამიტომ რელიეფის ეროზიული ფორმების გარდა გავრცელებულია
რელიეფის ისეთი ფორმები, რომლებიც დაკავშირებულია პროდუივიდურ
პროცესებთან (დროებითი ნაკადების მიერ შექმნილი რელიეფის ფორმები. აპრილ-
ივნისში შედარებით უხვი ნალექები მოდის და იქმნება დროებითი ნაკადები,
ზაფხულში კი მდინარეები შრება, რის შედეგადაც გაზაფხულის პერიოდში
ფლუვიალური გეომორფოლოგიური პროცესები ვითარდებიან). მნიშვნელოვანი
ფართობი უკავიათ ე. წ. ბედლენდებს - (BED LEND - ცუდი მიწა), რომლებიც
მოკლებულია ნიადაგ-მცენარეულ საფარს, კლიმატი მშრალია, ატმოსფერული
ნალექების წლიური რაოდენობაა 400-600 მმ. იანვრის საშუალო ტემპერატურა 0 0-ის
ფარგლებში მერყეობს. საქართველოში ერთ-ერთი სიცივის პოლუსია სწორედ აქ;
შირაქის მიდამოებში, ზამთრში აქ გროვდება ცივი ჰაერის მასები და ტემპერატურის
აბსოლუტური მინიმალური -300-ს შეადგენს.
დამახასიათებელია სტეპური მცენარეულობა, რომელიც მცენარეულობის ორი
ფორმაციითაა წარმოდგენილი: უროიანი და ვაციწვეროვანი სტეპებით. სტეპები
ხშირად მორიგეობენ შიბლიაკის მცენარეულობისათვის.
12. მთის სუბტროპიკული არიდული. (М).
გავრცელებულია უმთავრესად აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, საქართველოში იგი
მხოლოდ ვიწრო ზოლის სახითაა გადაჭიმული ვაშლოვანის ნაკრძალში.
ატმოსფერული ნალექების წლიური რაოდენობაა 300-350მმ, აზერბაიჯანის
ტერიტორიაზე კი - იგი 200-250 მმ-მდე. დამახასიათებელია უდაბნოსა და ნახევრად
უდაბნოს მცენარეულობა.
13. მთის ზომიერად თბილი ჰუმიდური. (Н).
ყველაზე დიდი ლანდშაფტის ტიპია, რომელიც ლანდშაფტების 7 ქვეტიპსა და
27 გვარს აერთიანებს.გავრცელებულია 600-800 მ-დან 1400-1899 მ-მდე.
აქედან ქვედა მთის კოლხური ლანდშაფტები გავრცელებულია დასავლეთ
ამიერკავკასიაში კოლხეთში, ზღვის დონიდან 500-600 მ-დან 1000 მ-მდე. საშუალო
მთის ტყის კოლხური ლანდშაფტები კი 900-1000 მ-დან 1400-1500 მ-მდე ვრცელდებიან,
ხოლო იქ, სადაც მუქწიწვოვანი ტყეები არ არის, ეს ლანდშაფტები 1800-1900 მ
სიმაღლემდეც ვრცელდებიან. ქვედა და საშუალო მთის პირკანულ ლანდშაფტებს
უკავია თალიშია მთის კალთები.
შესაბამისად ასევეა გამოყოფილი ქვედა და საშუალო მთის ტყის ლანდშაფტები
ჩრდილოეთ კავკასიაში.
თუ დასავლეთ კავკასიაში ქვედა და საშუალო მთის ლანდსაფტებს შორის
სხვაობა მხოლოდ ტემპერატურული რეჟიმითაა გამოხატული (მცენარეული საფარის
შეცვლა ხდება თერმული პირობების შეცვლის შესაბამისად), აღმოსავლეთ
ამიერკავკასიაში სიმაღლის ზრდასთან ერთად არა მარტო ტემპერატურის ცვლა,
არამედ ნალექების მნიშვნელოვანი გაზრდაც ხდება. აქ ქვედა მთის ლანდშაფტებში
ნალექების წლიური რაოდენობაა 600-700 მმ, ხოლო საშუალო მთის ლანდშაფტებში -
800-1500 მმ. ეს კი საკმაოდ მნიშვნელოვანი სხვაობაა. კოლხეთის ლანდშაფტებისათვის
კი ასეთი სხვაობა არ აღინიშნება.
ამიტომ კოლხეთის ლანდშაფტებში სიმაღლის ზრდასთან ერთად
პოლიდომინანტური კოლხური ტყე იცვლება წიფლნარი ტყეებით (ხშირად
მარადმწვანე ქვეტყით, ხოლო კავკასიის სხვა ნაწილებში - შდარებით მშრალ მუხნარ
ტყეებს ცვლის უფრო ნოტიო წიფლნარები. თითქმის ყველგან არის გაბატონებული
მთის ტყის ყომრალი ნიადაგები, ხოლო რაიონებში ნეშომპალა-კარბონატული.
14. მთის ზომიერად ჰუმიდური (0).
წარმოდგენილია ჩრდილოეთ კავკასიაში. ისინი ტიპიური ზომიერი სარტყლის
ლანდსაფტებია. იანვრის საშუალო ტემპერატურაა -30-ზე მცირეა. აერთიანებს
ლანდშაფტების 2 ქვეტიპს: ქვედა მთისა (მუხნარი ტყეებათ) და საშუალო მთის
(წიფლნარ ტყეებით).
15. მთის ზომიერად სემიჰუმიდური. (П)
გავრცელებულია სომხეთსა და ჩრდილოეთ კავკასიაში. ატმოსფერული ნალექების
წლიური რაოდენობა შედარებით მცირეა, 500-700 მმ, ამიტომ ეს ლანდშაფტები
მოკლებულია ტყის მცენარეულობას და გავრცელებულია ბუჩქნარები და მდელო -
სტეპის მცენარეულობა.
16. მთის ზომიერი სიმიარიდული (Р).
გავრცელებულია ჩრდილოეთ კავკასიაში, წინა აზიაში, სომხეთია ზეგანსა და
ჯავახეთის პლატოს მნიშვნელოვან ნაწილზე. დამახასიათებელია სტეპური
მცენარეულობა შავმიწა ნიადაგებზე. ჩრდილოეთ კავკასიაში აღნიშნული
ლანდშაფტები ფრაგმენტულადაა გავრცელებული, ვინაიდან კარგად არის
გამოხატული ქვაბურის ეფექტი. აქ განლაგებული ქედები კუესტური ხასიათისაა,
ჰაერის მასები კი, მათზე მოძრაობისას ფიონურ ეფექტს განიცდის, ამიტომ
ატმოსფერული ნალექების წლიური რაოდენობა მკვეთრად იცვლება ქედების
სხვადსხვა ექსპოზიციის კალთებზე.
17. მთის ზომიერად არიდული (С).
წარმოდგენილია მხოლოდ სომხეთში. ხასიათდება მშრ5ალი, კონტინენტური
კლიმატითა და ნახევრად უდაბნოსა და უდაბნოს მცენარეულობით.
18. მთის ზომიერად ცივი (Т).
აერთიანებს ლანდშაფტების ორ ქვეტიპს:საშუალო მთის წიფლნარ-მუქწიწვიანს
(ყველაზე ხელსაყრელია ზაფხულის კურორტებისათვის და საქართველოს
კურორტებვის მნიშვნელოვანი ნაწილი აქაა თავმოყრილი) და ზედა მთის
ლანდშაფტებს. ზედა მთის ლანდსაფტებისათვის ტიპურია ფიჭვისა და არყის ტყეები.
იგი გარდამავალია მაღალი მთის ლანდშაფტებისაკენ.
19. მაღალი მთის მდელოს (У).
ლანდშაფტები სამ ქვეტიპს აერთიანებენ. პირველი ქვეტიპი (მაღალი მთის
სუბალპური ტყე - ბუჩქნარი - მდელოს, (У. 1). განსხვავებულია 1800-1900 მ-დან 2600-
2700 მ-მდე. შეიმჩნევა განსხვავება ლანდშაფტყების დასავლეთ (მცენარეულობა
მეზოფილური ხასიათისაა და ლანდშაფტების საზღვრები 300-500 მ-ით მეტრით
დაბლა მდებარეობს) და აღმოსავლეთ ნაწილებს (მცენარეულობა უფრო მშრალია)
შორის. რელიეფი დენუდაციურია, ეროზიულ - დენუდაციურიდა
პალეოგრაციალური, კლიმატი ნოტიო და ნამდვილ ზაფხულს მოკლებული.
გავრცელკებულია სუბალპურიტანბრეცილი ტყეები (წიფელი, არყის ხე), მდელოები
(მათ შორის მარალბალახოვნებიც) და ბუჩქნარები.ნიადაგის საფარი ტიპური მთა-
მდელოს ნიადაგებითაა (კორდიანი, კორდიან-ტორფიანი) წარმოდგენილი.
მეორე ქვეტიპს (მაღალი მთის ალპური მდელო-ბუჩქნარების, (У. 2). შედარებით
მაღალი ჰიფსომეტრიული საფეხური უკავია, ზ. დ. 2400-2500 მ-დან 3300-3500 მ-მდე.
რელიეფი ძველი მყინვარული ფორმებითაა დანაწევრებული, ხშირად შიშველი
კლდეები. განლაგებულია ალპური მდელოები მდეკიანის მონაწილეობით.
ნიადაგებიდან გვხვდება მთა-მდელოს ნიადაგები, ზოგჯერ ტორფიანი ნიადაგებიც.
მესამე ქვეტიპი (მაღალი მთის სუბნივალური У. 3) გვხვდება 3300-3500 მ-ის ზემოთ
და ხასიათდება მეჩსერი სუბნივალურის მცენარეულობით და პრიმიტიული ძლიერ
ხირხატიანი ნიადაგებით.
20. გლაციანულ-ნივალური(Ф).
მდებარეობს ზღვის დონიდან 3500 მ-ის ზემოთ (კავკასიის სხვადასხვა ადგილებში
ეს საზღვარი მერყეობს თითქმის 1000 მ. ფარგლებში). ახასიათებს გლაციალურ-
ნივალური ტერიეფის ფორმები, შიშველი ციცაბო კლდეები, მყინვარები, კლიმატი
ცივი და მკაცრია.
ნხხ. 13.
ლანდშაფტები:
1. კოლხური (ნოტიო სუბტროპიკული) ბარის ტყის. 2. კახური (ზომიერად
ტენიანი სუბტროპიკული) ბარის ტყის . 3. ივერული (ზომიერად მშრალი
სუბტროპიკული) ბარის ვულის. 4. ელდარის (მშრალი სუბტროპიკული) ბარის
უდაბნოს. 5. კოლხური (ჭარბტენიანი) მვაკე-დაბლობის დაჭაობებული ტყის. 6.
კოლხური (ჭარბტენიანი)ვაკე-დაბლობის ჭაობის. 7. კოლხური (ნოტიო
ზომიერად თბილი) მმთის ტყის. 8. კავკასიური ტენიანი ზომიერად ცივი).
საშუალო მთის ტყის. 9. ამიერკავკასიური (ზომიერად ტენიანი და თბილი)
ქვედა მთის ტყის. 10. ამიერკავკასიური (ტენიანი და ზომიერად თბილი)
საშუალო მთის ტყის. 11. ჯავახური (ზომიერად ცივი და მშრალი) მთის სტეპის.
12. კავკასიური მაღალი მთის (ნოტიო და ცივი) სუბალპური და ალპური.
თემა 7. სივრცე-დროითი თვისებები და საზღვრები

თანამედროვე ფიზიკის უმნიშვნელოვანესი ცნებებია სივრცე და დრო. ისინი


განიხილება, როგორც რეალური ფიზიკური სიდიდეები და ობიექტის ან მოვლენის
თვისებებს წარმოადგენენ. შესაბამისად, ბუნებრივ -ტერიტორიულ კომპლექსებს
ახასიათებთ ეს ორი თვისება - სივრცე და დრო. სივრცეს ახასიათებს სამი
განზომილება: სიგრძე (გრძედი - Х), სიგანე (განედი - У) და სიმაღლე (Z). ისინი
ცვალებადობას განიცდიან დროში, ამიტომ დრო მეოთხე განზომილებადაა (t)
მიჩნეული. სივრცის მაჩვენებლებთან დაკავშირებულია ბუნებრივ-ტერიტორიული
კომპლექსების ჰორიზონტალური სტრუქტურის თავისებურება, კერძოდ, კონტურის
ხასიათი და ფართობი. ბუნებრივ-ტერიტორიული კომპლექსების ჰორიზონტალური
სტრუქტურის საკითხები შედარებით კარგადაა შესწავლილი.
ბუნრბივ-ტერიტორიული კომპლექსის სივრცე სემოფარგლულია
ჰორიზონტალური და ვერტიკალური საზღვრებით.

ჰორიზონტალური საზღვრები
ჰორიზონტალური საზღვრები შეიძლება იყოს:
1. მკვეთრი - როცა გარდამავალი ზონის ფართობი გაცილებით ნაკლები ბუნებრივ-
ტერიტორიული კომპლექსების ფართობებთან შედარებით.
2. გარდამავალი - როცა გარდამავალი ზონის ფართობი ბუნებრივ-ტერიტორიული
კომპლექსების ფართობების გარკვეულ პროცენტს შეადგენს, ტერიტორიული
კომპლექსების ფართობების გარკვეულ პროცენტს შეადგენს. მაგალითად, ბტკ-ის
სიგანეა 100 მ, გარდამავალი საზღვრის კი - 7-8 მ.
3. ეკოტონი - გარდამავალი ზოლი იმდენად ფართოა, რომ რთულიაბუნებრივ-
ტერიტორიული კომპლექსების შორის საზღვრების გატარება. მაგალითად, კავკასიაში
მაღალი მთის სუბალპურ და ალპურ ლანდშაფტებს შორის სასაზღვრო
ზოლფერდობების ქვედა ნაწილი უკავია ტყის მასივებს, მძლავრ ნიადაგურ საფარზე
განვითარებულ ნაირბალახოვნებს, რომლებიც საკმაოდ მრავალფეროვანია
ფლორისტურლი შემადგენლობის მიხედვით, ხოლო ფერდობის ზედა ნაწილი უკავია
- მცირე სისქის ხირხარიან ნიადაგებზე განვითარებულ სპეციფიკური ფლორისტული
შემადგენლობის ალპურ მდელოებს.
ტყის მასივებსა და ბალახოვან ბუნებრივ-ტერიტორიულ კომპლექსებს შორის
საზღვრის გატარება ადვილია, მაგრამ თვით ბალახოვან ბტკ-ებს შორის რთულია. 2900
და 2100 მ სიმაღლეებზე ნათელია, რომ ერთგან ალპური ლანდსაფტებია, მეორეგან -
სუბალპური. იგივე სიტუაცია 2200 და 2800 მ, 2300 და 2700 მ სიმაღლეებზე, მაგრამ
2440 – 2600 მ სიმაღლით სარტყელში საკმაოდ რთულია იმის განსაზღვრა სუბალპურია
თუ ალპურია ეს ლანდშაფტები. სიმაღლის ეს ინტერვალი ეკოტონს შეესაბამება.
ეკოტონია ასევე ტყე - სტეპის ლანდშაფტები, რომლებიც წარმოდგენილია როგორც
ტყის, ასევე სტეპის ბუნებრივ-ტერიტორიულიკომპლექსებით. მათ შორის საზღვარი
რამდენიმე ასეულ კილომეტრზეა გადაჭიმული. ამიტომ შეუძლებელია იმის დადგენა
თუ სად გადის ზუსტი საზღვარი ტყისა და სტეპის ლანდშაფტებს შორის.
ბუნებრივ-ტერიტორიული კომპლექსების საზღვრის ხასიათი დამოკიდებულია
შემდეგ ფაქტორებზე: ბტკ-ის ხასიათისა და კვლევის მასშტაბებზე. ასე მაგალითჱად,
მდელოს ბუნებრივ-ტერიტორიული კომპლექსებისათვის დამახასიათებელია
გარდამავალი საზღვრები და მათი დადგენა საკმაოდ რთულია, ხოლო გუდაურთან
კაიშაურის პლატოზე, სადაც მედრი ნაკადია წარმოდგენილი, საზღვრის გატარება
ადვილია.
მასშტაბის გავლენა გამოიხატება იმაში, რომ მაგალითად, 1:100 000 მასშტაბის
რუკებზე ხმელეთსა და ზღვას შორის საზღვრის გატარება ადვილია, ვინაიდან იგი
ნათლადაა გამოხატული, მაგრამ თუ იგივე რუკას შევადგენთ მასშტაბში 1 სმ-ში 1 მ
(იგი ფაქტიურად გეგმაა), მაშინ გასათვალისწინებელია ტალღის მოძრაობა ზღვის
სანაპიროზე, ასეთ შემთხვევაში საზღვარი გარდამავალი ხასიათის იქნება და არა
მკვეთრი.ნორმანდიის სანაპიროსთან ზღვის მიქცევა -უკუქცევას შედეგად სენ-
მიშელის კუნძული (საფრანგეთი) ნახევარკუნძულად გადაიქცა ხოლმე. აქედან
გამომდინარე წვრილმასშტაბიან რუკებზე მრავალი ბტკ-ის საზღვარი მკვეთრი იქნება,
მაგრამ იგივე ეს საზღვრები მსხვილმასშტაბიან რუკებზე შეიძლება იყოს გარდამავალი
ან ეკოტონი.
საზღვარი შეიძლება იყოს სხვადასხვასახის:
4. სწორი (ჰორიზონტალური) - ხაზოვანი მიმართულების
5. ტალღისებური - კლაკნილი მომრგვალებული ფორმის.
საზღვარი შეიძლება იყოს სხვადასხვა სახის :
6. ხერხისებრი - კუთხოვანი და კლაკნილი ფორმის
7. თითისებრი - ძლიერ კლაკნილი ფორმის
8. დენდრიტისებრი - ტერიტორიული და საკმაოდ ცვალებადი ხასიათის
კონტურით
ბუნებრივ-ტერიტორიული კომპლექსების საზღვრების ხასიათის ჩვეულებრივ
ლანდშაფტური რუკის საფუძველზე სწავლობენ.

ვერტიკალური საზღვრები
ბუნებრივ-ტერიტორიული კომპლექსების ჰორიზონტალური სტრუქტურისაგან,
განსხვავებით, ვერტიკალური საზღვრები შედარებით ნაკლებადაა შესწავლილი,
მაგრამ მისი შესწავლა აუცილებელია, ვინაიდან ბტკ-ის მთელ რიგ ტავისებურებებს
განსაზღვრავს. საკამათოა საკითხი იმის შესახებ, თუ როგორ გატარდეს ბუნრბივ-
ტერიტორიული კომპლექსების ქვედა და ზედა საზღვრები.
ზოგიერთი მეცნიერი (პროფ. ა. რეტვიუმი, პროფ. კ. დიაკონოვი, აკად. ვ. სოჩავა)
თვლის, რომ ბუნებრივ-ტერიტორიულიკომპლექსების საზღვარი იზრდება
ტაქსონომიური ერთეულების გაზრდის შესაბამისად. ამის საპირისპირო მოსაზრება
გამოთქვა პროფ. ა. ისაჩენკომ, რომ ბტკ-ის ზედა საზღვარი გაურკვეველია, ვინაიდან
ამა თუ იმ ლანდსაფტის ზევით არსებული ჰაერის ხასიათი დამოკიდებულია არ
მარტო ამ ლანდშაფტის ფიზიკურ-გეოგრაფიულ პირობებზე, არამედ სხვა, ზოგჯერ
საკმაოდ შორ მანძილზე განლაგებულ, ლანდშაფტებზეც.
დედამიწის ზედაპირი გეოგრაფიული გარსის თავისებური ’’ფოკუსია’’, სადაც
ბუნებრივი კომპონენტების ურთიერთზემოქმედება, უსუალო ’’შეხება’’ ხდება, სადაც
ფიზიკურ-გეოგრაფიული პირობები ყველაზე დიდი მრავალფეროვნებით
გამოირჩევიან. აქედან გამომდინარე გასაკვირი არის ის, რომ საკამათოა საკითხი ბტკ-
ის ვერტიკალური საზღვრების შესახებ.
ბუნებრივ-ტერიტორიული კომპლექსების საზღვრები ყველაზე მკაფიოდ
გამოხატულია დედამიწისპირა ფენაში, მის ზევით და ქვევით კი ბუნებრივ-
ტერიტორიულ კომპლექსებს შორის განსხვავება მცირდება. შესაბამისად, გარკვეული
ხდება სხვადასხვა ტაქსონომიური რანგის ბუნებრივ-ტერიტორიული კომპლექსების
რანგის ვერტიკალური საზღვრებიც.
ლანდშაფტის სხვადასხვა მორფოლოგიური ერთეულების ქვედა და ზედა
საზღვრები სხვადასხვა სიმაღლეებზე გადიან. კერძოდ, ფაციესის საზღვრები უფრო
ახლოსაა ზედაპირთან, ვიდრე უროჩიშჩესი, ან სანახის და ადგილის.

ფაციესის ქვედა საზღვარი - ბიოგეოცენოზის ქვედა საზღვრის გატარება ადვილია.


იგი ნიადაგის საფარის ქვედა საზღვარს სეესაბამება, ხოლო ფაციესის საზღვრების
გატარება უფრო რთულია, ვინაიდან ფაციესი კომპლექსური ერთეულია, შესაბამისად
ვერტიკალური საზღვრების გატარებაც კომპლექსური მდგომარეობით უნდა მოხდეს.
საკითხი ფაციესის ქვედა საზღვრის შესახებ სადისკუსიოა. ზოგიერთი მეცნიერი
(პროფ. მ. გლაზოვსკაია, პროფ. ა. ისაჩენკო) ამ საზღვარს ატარებს მცენარეტა ფესვების
ძირიტადი ნაწილის (99 %) გავრცელების ქვედა საზღვარზე. ხშირად ეს საზღვარი
ნიადაგის გენეტიკური B და C ჰორიზონტების საზღვარს ემთხვევა.
ფაციესის ქვედა საზღვრის განსაზღვრისას საქმე გვაქვს ’’მარტივ’’, ’’რთულ’’
შემთხვევასთან. ’’მარტივი’’ შემთხვევების დროს საზღვრის გატარება დიდ სირთულეს
არ წარმოადგენს და იგი შესაძლებელია შეუიარაღებელი თვალითაც. იგი არ მოითხოვს
ხანგრძლივი დაკვირვებასა და ანგარიშებს (ნახ. 15).

მაგალითად1. ტერასასზე განვითარებულია გარკვეული ნიადაგ-მცენარეული


საფარი, რომელიც გამოფიტვის ქერქზე მდებარეობს. გრუნტის წყლის დონე
დედამიწის ზედაპირთან ახლოსაა და გარკვეულ გავლენას ახდენს. ბუნებრივ-
ტერიტორიული კომპლექსების ფორმირება-განვიტარებაზე. ფაციესის საზღვარი ასეთ
პირობებში გრუნტის წყლის დონეზე გაივლის. ამ შემთხვევაში მხედველობაში იღებენ
გრუნტის წყლის ყველაზე ღრმა დონეს და არ ი9თვალისწინებენ ამ დონის
ცვალებადობას წლის განმავლობაში.
მაგალითი 2. ბტკ მდებარეობს ტერასაზე, რომელიც აგებულია დიდი სიმძლავრის
(5-10) ქვიშაქვებით და მასზე მძლავრი ალუვიური ნალექია განვითარებული,
საზღვარი გაივლის ალუვიურ ნაფენსა და დედაქანს შორის. ამრიგად, ფაციესის ზედა
საზღვარი გადის დედაქანსა (კირქვა, ქვიშაქვა, გრანიტი და ა. შ.) და აკუმულაციური
წარმოშობის ქანებს (ალუვიური, პროლუვიური, კოლუვიური ნაფანები) შორია.
მაგალითი 3. ფერდობი აგებულია ქვიშაქვებით, რომლებიც მძლავრი გამოფიტვის
ქერქზეა განვითარებული, ასეთ შემთხვევაში ფაციესის საზღვარი დედაქანსა
(ქვიშაქვები) და გამოფიტვის ქერქს შორის გადის. აწარაში გორაკ-ბორცვიანი
ლანდსაფტები ვულკანოგენური ქანებითაა აგებული, რომლებზეც მძლავრი
გამოფიტვის ქერქი (10 მ) და წითელმიწა ნიადაგებია განვიტარებული. საზღვარი
ვულკანური ქანებისა და გამოფიტვის ქერქის კონტაქტზე გაივლის.
მაგალითად 4. როცა ფერდობი აგებულია ორი განსხვავებული დედაქანებით
(ქვისაქვებითა და კირქვებით), მაშინ ფაციესის ქვედა საზღვარი ქვისაქვებისა და
კირქვების საზღვარზე გადის.
ყველა ზემო ჩამოთვლილ მაგალითებში ფაციესის ქვედა საზღვარი ნათლადაა
გამოხატული, მაგრამ ’’მარტივი’’ შემთხვევები ბუნებაში იშვიათად გვხვდება. უფრო
ხშირია ისეთი შემთხვევები, როცა ფაციესის ქვედა საზღვრისნ გატარება მთელ რიგ
გართულებებთანაა დაკავშირებული.
ფაციესის ქვედა საზღვრის ,მდებარეობა (’’მარტივი’’ მაგალითები). A - ორი
სხვადასხვა ქანის კონტაქტზე. B - ალუვიური, პროლუვიური ან სხვა აკუმულაციური
ნაფენების კონტაქტზე დედაქანთან. C - გრუნტის წყლების დონეზე. 1 - ნიადაგი, 2-
აკუმულატიური ნაფენები, 3 - გრუნტის წყლები, 4 - ქვიშაქვები, 5 - კირქვები, 6 -
ფაციესის ქვედა საზღვარი.
განვიხილოთ რამდენიმე ’’რთული’’ შემთხვევა:
მაგალითი 1. ასხის, (სამეგრელო) და არბიკის( აფხაზეთი) კარსტული მასივები
აგებულია მძლავრი სისქის ერთგვაროვანი ქანებით - კირქვებით, რომელთა
სიმძლავრე 2000 მ-ია. სად უნდა გაიაროს ფაციესის საზღვარმა კარსტული ძაბრის
სუბალპურ პარკოსან-ნაიბალახოვან მდელოებზე, თუ გავატარებთ კარბონატულ და
სხვა ქანების კონტაქტზე, მაშინ ფაციესს ექნება სვეტის ფორმა, რომლის სიგრძე 2000 მ
იქნება, ხოლო სიგანე - რამდენიმე კვადრატული მეტრი. ამიტომ საზღვრის ასე
გატარება არ შეიძლება.
მაგალითი 2. ფაციესი მდებარეობს ფლიშურ წყებებზე, ე. ი. ისეთ წყებებზე,
რომლებიც ქანების (თიხა - ფიქლებისა და ქვიშაქვების) ხშირი მორიგეობით
ხასიათდებიან. თითოეული ამ წყების სისქე შეიძლება მხოლოდ რამდენიმე
სამტიმეტრი იყოს. ასეთი ფაციესები ხშირად გვხვდება კარპარებსა და ჩრდილო -
დასავლეთ კავკასიაში. სოჭი - ტუაფსის მონაკვეთზე ფლიშურ წყებებზე იზრდება
კოლხური ტყე (მარადმწვანე ქვეტყით), რომლის სიმაღლე 25-30 მ. რა თქმა უნდა, აქ არ
შეიძლება საზღვრის გატარება სხვადასხვა დედაქანის საზღვარზე.
ამ რთულ შემთხვევებისათვის აუცილებელია მოიძებნოს სხვა კრიტერიუმები. ამ
საკითხთან დაკავშირებით მეცნიერებებს სორის დისკუსიები გაიმართა და ბოლოს
ისინი მივიდნენ შემდეგ დასკვნამდე: ყველა მოვლენასა და პროცესს აქვს თავისი
სეზონური და დღე -ღამურირიტმიკა. ამ რიტმიკის შედეგად ტემპერატურული ტალღა
ვრცელდება ბუნებრივ-ტერიტორიული კომპლექსების გარკვეულ სიღრმემდე.
ტალღის შეღწევის სიღრმე რამდენიმე ფაქტორთანაა დაკავშირებული, აქედან
უმნიშვნელოვანესია ორი: ტემპერატურული ამპლიტუდა ნიადაგის ზედაპირზე (რაც
მეტია ტემპერატურული ამპლიტუდა, მით უფრო ღრმად აღწევს ეს ტალრა
დედამირის სიღრმეში) და თბოგამტარიანობა (რაც უფრო მეტია ქვეშფენილი
ზედაპირის თბოგამტარიანობაზე, მით უფრო ღრმად აღწევს ტემპერატურული ტალღა
დედამიწის სიღრმეში).
საქართველოს ტერიტორიაზე ტემპერატურის ტევადობა საშუალოდ 14-20 მ
სიღრმემდე აღწევს (თბილისის მიდამოებში 16-18 მ), ე. ი. 14-20 მ სიღრმეზე მუდმივი
ტემპერატურების ფენა მდებარეობს. ცნობილია, რომ ამ ფენის ტემპერატურა ჰაერის
საშუალო მრავალწლიანი ტემპერატურის ტოლია, მაგალიტად, დასავლეთ
საქართველოში ჰაერის საშუალო მრავალწლიურიტემპერატურაა 14, 5 0, ამიტომ
მუდმივი ტემპერატურების ფენის ტემპერატურაც 14, 5 0-ია. აღსანიშნავია ისიც, რომ
საქართველოს ტერიტორიაზე მუდმივი ტემპერატურების ფენის სიღრმე
ცვალებადობის 10 მ-დან (თიხიან ნიადაგებზე, ასეთ ნიადაგებს ხშირად ’’ცივ’’
ნიადაგებს უწოდებენ) 25 მ-მდე მსუბუქი მექანიკური მდგენილობის, დიდი
სინოტივის მქონე ნიადაგებსა და ქანებზე.
ტროპიკულ სარტყელში მუდმივი ტემპერატურების ფენა ყფრო ზევით
მდებარეობს, ვიდრე ზომიერ სარტყელში, ვინაიდან ამ უკანასკნელის
ტემპერატურული ამპლიტუდა მეტია.
მუდმივი ტემპერატურების ფენის ზევით მდებარე ქანები და ნიადაგი გავლენას
ახდენენ ფაციესის მთელ რიგ მაჩვენებლებზე, ამიტომ ფაციესის ქვედა საზღვრად
მიჩნეულია მუდმივი ტემპერატურების ფენა, ე. ი. ფენა, სადაც ტემპერატურა არ
იცვლება წლის განმავლობაში. იგი კომპლექსური მაჩვენებელია, ვინაიდან
დაკავშირებულია ფაციესის ყველა კომპონენტთან კერძოდ, თბოგამტარობა
დაკავშირებულია ნიადაგისა და ქანების ფიზიკურ-ქიმიურ თვისებებთან,
ტემპერატურული ამპლიტუდა კი - ჰავასა და მცენარეულ საფართან.
ამპლიტუდა მეტია იმ ტერიტორიებზე, რომლებიც ნიადაგ-მცენარეულ საფარსაა
მოკლებული, ხოლო ნაკლები - იმ ტემპერატურებზე, რომლებიც ტყის
მცენარეულობითაა წარმოდგენილი. ამ ფენის სიღრმე დაკავშირებულია ბუნებრივ-
ტერიტორიული კომპლექსების ჰიდროლოგიურ პირობებთანაც. რაც მეტია ტენი ქანსა
და ნიადაგში, მით უფრო ღრმად აღწევს ტემპერატურული ამპლიტუდა დედამიწის
სიღრმეში. ე. ი. მუდმივი ტემპერატურების ფენა თითქმის ყველა ბუნების
კომპონენტთანაა კავშირში და ამიტომ იგი კომპლექსური მაჩვენებელია.
ფაციესის ზედა საზღვარი. ფაციესის ზედა საზღვრის გატარებაც საკმაოდ რთულია,
ვინაიდან იგი სტაბილურად არ არის და ამინდის პირობების შესაბამისად იცვლება. ამ
საზღვრის დადგენისათვის აუცილებელია ჰაერის მასებისათვის დამახასიათებელი
მთელი რიგი სპეციფიკური პროცესების გათვალისწინება - ტემპერატურის დღე-
ღამური რყევადობა. მეტეოროლოგიური ელემენტების არაპერიოდული ცვლა,
მიკროფლორის, ფაუნისა და მინერალური მნაწილაკების გარკვეული შედგენილობა
და ა.შ. ამ მაჩვენებლების შესასწავლად საკმარისი არ არის დროის მცირე მონაკვეთი.
იგი მოითხოვს მეტეოროლოგიური დაკვირვებების ჩატარებას რამდენიმე წლის
განმავლობაში.
ვერტიკალურ პროფილში მეტეოროლოგიური პარამეტრები არათანაბრადაა
განაწილებული. მაგალითად, ტემპერატურის მატება შეინიშნება იმ ფენაში, რომელსაც
მომქმედი ზედაპირი ეწოდება (ყველაზე აქტიური ფენა, რომელიც გავლენას ახდენს
კლიმატის ფორმირებაზე, თუ ტერიტორია მოკლებულია ნიადაგ-მცენარეულ საფარს,
მაშინ მოქმედი ზედაპირის საზღვარი დედამიწის საზღვარს ემთხვევა).
დღის ტეპპერატურის მაქსიმუმი აღინიშნება მცენარეული საფარის ზედა
საზღვარზე, ხოლო ამ საზღვრის ქვემოთ - იგი მცირდება, ვინაიდან ხეების ვარჯი
აკავებს მზის სხივებს, ნიადაგის ზედაპირთან ახლოს კი ჰაერის ტემპერატურა კვლავ
იზრდება. ღამის ტემპერატურული რეჟიმი სარკისებრი ანარეკლი დღის რეჟიმისა (ნა.
16) ჰაერის ტემპერატურა მცენარეული საფარის ზედა საზღვარზე მაქსიმუმს აღწევს,
ვინაიდან იგი ინარჩუნებს დღის განმავლობაში მიღებულ სითბოს. ხოლო ვარჯის
ზედაპირზე აღინიშნება მინიმალური ტემპერატურა.
ჰაერის სინოტივის ცვლილება ვერტიკალურად პროფილში ისეთივეა, როგორც
ტემპერატურის. მაქსიმალურია იგი მცენარეული საფარის ზედა ნაწილში (მაღალი
ტემპერატურების გამო ტრანსპირაცია და აორთქლებაც მარალია), ხოლო მცირე -
ვარჯის ქვემოთ (დაბალი ტემპერატურების გამო ტრანსპირაცია და აორთქლება
მცირეა).
ქარის სიჩქარე მაქსიმუმს აღწევს მცენარეული საფარის ზევით, მასთან ახლოს კი
იგი კლებულობს, მცენარეული საფარის ქვემოთ კი იგი სწრაფად მცირდება.
როგორც ზემოთ დავინახეთ მეტეოროლოგიური პარმეტრები დიდ ცვალებადობას
განიცდიან ბუნებრივ-ტერიტორიული კომპლექსების ვერტიკალურ პროფილში. მაშინ
სად უნდა გატარდეს ფაციესის ზედა საზღვარი? თუ მას მცენარეული საფარის
სიმაღლეზე გავატარებთ, მაშინ ფაციესში არ მოხვდება ჰაერის მასები, რომლებიც
გავლენას ახდენენ ბუნებრივ-ტერიტორიული კომპლექსების ფუნქციონირებაზე. იგი
მხოლოდ ბიოგენოცენოზის საზღვარი იქნება.
ფაციესის ზედა საზღვარმა უნდა გაიაროს იმ სიმაღლეზე, სადაც ფაციესი ვეღარ
ახდენს გავლენას ჰაერის ტემპერატურაზე, სინოტივესა და ქარის სიჩქარეზე. ამ
საზღვრის ზემოთმეტეოროლოგიური პარამეტრები არ უნდა იცვლებოდეს (ან ეს
ცვლილება უნდა იყოს ძლიერ მცირე, ისეთივე როგორც თავისუფალ ატმოსფეროში),
ხოლო მის ქვემოთ მდებარე არე კი სტაბილურობის დაწყებას უნდა ემთხვეოდეს.
ფაციესის ზედა საზღვარი იცვლება როგორც დღის, ასევე წლის განმავლობაში. ეს
ცვალებადობა დაკავშირებულია ამინდის პირობებთან და ბიოგენურ კომპონენტების
ხასიათთან. მზიანი ამინდის დროს ეს საზღვარი ზემოთაა აწეული, ხოლო წვიმების
დროს - გადაადგილდება ქვემოთ, მაგრამ ჩვეულებრივ გულისხმობენ საზღვრის
საშუალომრავალწლიურ დონეს.
ნახ. 16. ფაციესის ზედა საზღვრის მდებარეობა. H - სიმაღლე. T - ჰაერის
ტემპერატურა (13ს). T1 - ჰაერის ტემპერატურა (01 ს). W - ჰაერის სინოტივე (13 ს). W1 -
ჰაერის სინოტივე (01 ს). V- ქარის სიჩქარე.
აღნიშნული საზღვრის დადგენა საკმაოდ რთული და შრომატევადი საქმეა.
მრავალწლიურმა დაკვირვებებმა გვიჩვენა, რომ იგი მცენარეული საფარის ორმაგ
სიმაღლეზე გადაის. მაგალიტად, თუ ტის სიმაღლე 10მ, ფაციესის ზედა საზღვრი
გაივლის 20 მ-ზე. უდაბნოებსა და მყინვარებზე. ფაციესის ზედა საზღვარი გადის 1,5-2
მ სიმაღლეზე.
ფაციესის ვერტიკალური პროფილის სიმძლავრე. ფაციესის ვეტიკალური პროფილის
სიმძლავრე ეს არის მანძილი ამ ბუნრბივ-ტერიტორიული კომპლექსებნის ქვედა და
ზედა საზღვრებს შორის ყველაზე დიდი სიმძლავრის ფაციესები გავრცელებულია
ტროპიკულ ტყეებში, სადაც ხეების სიმაღლე 90-100 მ-ია და ფაციესის ზედა საზღვარი
180-200 მ-ზე გადის, თუმცა სიმძლავრის ფაციესები აღინიშნება უდაბნოს, მდელოს,
სტების ლანდსაფტებში. ხოლო ყველაზე მცირე სიმძლავრისაა ზღვის სანაპიროს
ფაციესები, რომლებისთვისაც დამახასიათებულია დაბალი მცენარეულობა და
ტემპერატურული ამპლუტიდის შედარებითი (მაგალითად უდაბნოსთან) სიმცირე.
უროჩიშჩეს ვერტიკალური საზღვრების დადგენა გაცილებით პრობლემატურია,
ვიდრე ფაციესის, ამისათვის საჭიროა პოლიგონური გამოკვლევების ჩატარება - 20 ან
30 საკვანძო წერტილის გამოკვლევა უროჩიშჩეს სხვადასხვა ნაწილში. ამ
გამოკვლევების შედეგად დგინდება ჰაერის და წყლის მასების ცირკულაციური
პროცესები, მაგრამ პოლიგონური გამოკვლევების ჩატარება ზალიან ძვირია და ისინი
ჯერჯერობით სრული პროგრამით არცერთ ქვეყანაში არ ჩატარებულა. შემცირებულ
ვარიანტში ეს ექსპერიმენტები ტარდება საბჭოთა კავშირში მხოლოდ კოსმოსური
ექსპერიმენტების საშუალებით. ახლა ამ მხრივ, ლიდერობს ამერიკა, სადაც ტარდება
ასეთი პოლიგონური გამოკვლევები.
ვინაიდან ჩვენში არ წარმოებს პოლიგონური დაკვირვებები, უროჩიშჩეს ზედა და
ქვედა საზღვრად მიჩნეულია ყველაზე მაღლა და დაბლა მდებარე ფაციესების
საზღვრები.
ლოგიკურად, ასევე უნდა გატარდეს ბუნებრივ-ტერიტორიული კომპლექსების
სხვა მორფოლოგიური ერთეულების (სანახის, ადგილის, ლანდსაფტური ნაკვეთის)
საზღვრებიც.
ამრიგად, ბუნებრივ-ტერიტორიული კომპლექსების ვერტიკალური საზღვრები
მჭიდრო კავშირშია მის მორფოლოგიურ ერთეულებთან. რაც უფრო დიდია
მორფოლოგიური ერთეულების რანგი, მით უფრო მქვემოთაა დაწეული ბუნებრივ-
ტერიტორიული კომპლექსების ქვედა საზღვარი და ზემოთაა აწეული მისი ზედა
საზღვარი.

ბუნებრივ-ტერიტორიული კომპლექსების სივრცითი თვისებები- ბუნებრივ-


ტერიტორიული კომპლექსების სივრცითი თვისებების მრავალი მეცნიერული
ნაშროიმი მიეძღვნა. მათში განხილულია ბუნებრივ-ტერიტორიული კომპლექსების
კონფიგურაციის, ’’მეზობლობის’’, ფართობის, ლანდშაფტური სურათების საკითხები
და სხვა. ყველაზე მნიშვნელოვანი მათ შორის არის: გამოვლენების ფართობი და
მახასიათებელი ფართობი.
ცნება ’’გამოვლენების ფართობი’’ გეობოტანიკიდანაა ნასესხები და იგი იმ
ტერიტორიას გულისხმობს, სადაც ფიტოცენოზის ძირიტადი თვისებები ვლინდება. ეს
თვისებებია: მისი სახეობრივი შედგენილობა, იარუსინობა, პროექციული
დაფრულობა, სიმძლავრე და სხვა. შესაბამისად, ბტკ-ის გამოვლინების ფართობი ის
ტერიტორიაა, სადაც ვლინდება ბტკ-ის ძირითადი თვისებები. გამოვლინების
ფართობი სხვადასხვა ბუნებრივ-ტერიტორიულ კომპლექსებში სხვადასხვაა .
გამოვლინების ფართობები სხვადასხვა ბტკ-ში (კვ. მ-ში).
სუბნივატური 100000
უდაბნოები 100000
ალპური მდელოები 1-5
სუბალპური მდელოები 25-200
ტაიგა 1000-5000
ფართოფოთლოვანი ტყეები 500-5000
ტროპიკული ტყეები 100000-1000000
იგი დამოკიდებულია, როგორც მცენარეული საფარის სახეობრივი
შედგენილობაზე, ასევე მათ სიმაღლეზე და ა. შ.
რატომ იცვლება ასე ფართო მასშტაბებში ბუნებრივ-ტერიტორიულიკომპლექსების
გამოვლინების ფართობი? მაგალითად, ალპური მდელოები ხასიათდებიან სახეობათა
გარკვეული მრაოდენობით, ზირიტადად 20-30 ფართობის ტერიტორიაა საჭირო მათი
ძირითადი თვისებების გამოსავლენად. რომელთა სიმაღლე ზოგჯერ 60- მ-მდე აღწევს
და მრავალიარუსიანობით ხასიათდებიან, გამოვლინების ფართობი ცხადია დიდი
იქნება.
საინტერესოა სუბნივალურ ლანდსაფტებში და უდაბნოებში რატომ არის ეს
ფართობი დიდი? საქმე იმაშია, რომ ამ ლანდსაფტებში მცენარეტა სახეობები
ერთმანეთისაგან საკმაოდ დიდ მანძილზეა დაშორებული და მათი შესწავლისათვის
დიდი ფართობის ტერიტორიაა საჭირო.
მცენარეული საფარის გარდა ბუნების სხვა კომპონენტებსაც აქვთ გამოვლინების
ფართობი. ხშირად მათი გამოვლინების ფართობები ერთმანეთს არ ემთხვევიან.
მაგალიტად, ქვედა მთის ტყის ლანდსაფტებში ჩრდილოეთ ექსპოზიციის
ფერდობებზე წიფლნარი ტყეებია გაბატონებული, ხოლო სამხრეთექსპოზიციის
ფერდობებზე - მუხნარი ტყეები. მცენარეთა ორივე ეს დაჯგუფება გამოვლინების
დიდი ფართობით (100 მ0-ზე მეტი) ხასიათდება, მაგრამ თუ ფერდობები ძლიერ
დარალული ხევებით, მაშინ ამ ხევების ფერდობებზე მცენარეული დაჯგუფებების
ყველა თვისებები ვერ ვლინდებიან, ე. ი. ტყის გამოვლინების ფართობი რელიეფის
გამოვლინების ფართობზე მეტია. ამის შედეგად იქმნება ’’კონფლიქტური სიტუაცია’’,
რის გადაჭრაც შესაძლებელია რამდენიმე გზით:
- ფორმირდება არა სრულწლოვანი მცენარეული ასოციაციები, არამედ მისი
ფრაგმენტები. ასეთი ასოციაციები ჩვეულებრივ ყალიბდება მაშინ, როცა მცენარეული
თანასაზოგადოება ახლოსაა თავისი არსებობის არეალთან და ის ფაქტორები,
რომლებიც განსაზღვრავენ ამ არეალს, ახლოსაა იმ მნიშვნელობებთან, როცა ხდება
მცენარეული ასოციაციების შეცვლა.
- წარმოიშობა ’’შერეული’’ ტიპის მცენარეული ასოციაციები. მაგალითად, წიფლნარ-
მუხნარი ტყე, სადაც ვლინდება, როგორც წიფლნარისათვის, ასევე მუხნარისათვის
დამახასიათებელი ტვისებები;
- მცენარეული საფარი რეაგირებას ვერ ახდენს იმაზე, თუ როგორი თვისებებისაა
ლითოგენური საფუძველი, თითქოსდა არც არსებობს რელიეფის მრავალფეროვნება.
მაგალითად, აჭარაში ნოტიო სუბტროპიკული ტყეების ბტკ-ები (კოლხური
ჰოლიდომინანტური ტყე მარადმწვანე ქვეტყით (გავრცელებულია არა მარტო
ჩრდილო და სამხრეთ ექსპოზიციის ფერდობებზე, არამედ ხეობის ძირსა და
თხემებზეც.
გამოვლინების ფართობიდან უნდა გავარჩიოთ მახასიატებელი ფართობი. იგი
ცალკეული კომპონენტების, ან ბუნებრივ-ტერიტორიული კომპლექსების საშუალო
ტიპური მაჩვენებელია. აღმოსავლეთ საქართველოს ბტკ-ისათვის მცენარეულობის
საშუალო ფართობი 1-10 ჰექტარია, ხოლო ტყის ბტკ-ისა - რამდენიმე ჰექტარია.
ასევე, როგორც გამოვლინების ფართობი ბუნებრივ-ტერიტორიული კომპლექსების
მახასიათებელი ფართობიც დიდ ფარგლებში იცვლება. ეს ფართობები ჯერ არ არის
გამოთვლილი მიუხედავად იმისა, რომ მრავალი ლანდშაფტური რუკაა
გამოქვეყნებული. ამ მონაცემებმა შეიძლება საკმაოდ საინტერესო ინფორმაცია მოგვცეს
(ბუნებრივ-ტერიტორიული კომპლექსების რეალური ფართობების გადახრა
მახასიათებელი ფართობებისაგან გვიჩვენებს ბტკ-ების ხელსაყრელ ან არახელსაყრელ
პირობებს ).
ფაციესების კლასიფიკაცია შეიძლება ჩატარდეს მათი სიმძლავრის (ზედა და ქვედა
საზღვრებს შორის მანძილი) მიხედვით. გამოიყოფა 5 ჯგუფი:
- ძლიერ მძლავრი - 100 მ სიმძლავრის (ტროპიკული ტყეები)
- მძლავრი - 50-100 მ (სუბტროპიკული და ზომიერად სარტყლის ტყეები)
- საშუალო სიმძლავრის - 5—30 მ. (ქსეროფიტული ტყეები. ტყე-ტუნდრები და
- სუბალპური ტყეები)
- მცირე სიმძლავრის - 10-25 მ (ბალახოვანმი და ბუჩქნარი ფორმაციები)
- ძლიერ მცირე სიმძლავრის - 10 მ-ზე ნაკლები (ტროპიკული და
არქტროპიკული უდაბნოები და ნახევრად უდაბნოები)
ტყის ლანდსაფტებში სიმძლავრით მიწისზედა ნაწილი სჭარბობს მიწისქვედას,
ხოლო უდაბნოებში მდელოსა და სტეპის ლანდშაფტებში მიწისქვედა ნაწილი
სწარბობს მიწისზედას.
არანაკლებ მნიშვნელოვანი მაჩვენებლია ბტკ-ების მიწისზედა და მიწისქვედა
ნაწილების სიმძლავრეების შეფარდება. ეს სეფარდება 0, 05 -დან 0,1 -მდე იცვლება
მდელოსა და სტეპის ლანდშაფტებში. ტყე-ტუნდრებში, ტყე-სტებებსა და არიდულ
მეჩხერ ტყეებში ეს მაჩვენებელი ახლოსაა 1-თან, ხოლო ტროპიკულ ტყეებში იგი 10-15
-ის ტოლია.
ლანდშაფტმცოდნეობის ლიტერატურაში თითქმის არ არის განხილული საკითხი
ბტკ-ების სიმძლავრის შეფარდებისა მის ფართობთან (კოეფიციენტი K).

K =M:C
სადაც M - ბტკ-ების სიმძლავრეა, ხოლო C - მისი ფართობი.

კოეფიციენტი K შაიძლება დავყოთ 3 ჯგუფად:

როცა K<1, ბტკ-ის ფართობი ბევრად მეტია სიმძლავრეზე. მაგალიტად, ვაკის


ლანდშაფტებში რელიეფის დანაწევრება მცირეა და ფაციესებს გაცილებით დიდი
ფართობები უკავიათ.
როცა K=1, როცა ბტკ-ის ფართობი და სიმძლავრე დაახლოებით ერთნაირია,
მაგალითად, გორაფ-ბორცვიან ლანდშაფტებში.
როცა K>1, ბტკ-ის ფართობი ბევრად ნაკლების სიმძლავრეზე, მაგალითად, მთიან
რეგიონებში ლითოგენური საფუძველი ინტენსიურად დანაწევრებული, ამიტომ
ფაციესის ფართობი მცირეა.
ბუნებრივ-ტერიტორიული კომპლექსების დროითი თვისებები
ლანდშაფტმცოდნეობის ერთ-ერთი რთული საკითხია ბტკ-ების დროითი თვისებები.
დრო, განსხვავებით სივრცისაგან, ერთ განზომილებიანია, ამიტომ მას ორი საზღვარი
აქვს: დასაწყისი და დამთავრება.
გეოგრაფიაში დროსთან დაკავშირებით რამდენიმე ცნება განიხილება. ესენია:
პერიოდი, ციკლი და რიტმი.
პერიოდი (ბერძნ. Periodos) - დროის ის მონაკვეთი, რომლის განმავლობაშიც
მთავრდება რაიმე განმეორებადი პროცესები, ე. ი. როცა ხდება ობიექტის
მდგომარეობის ცვლა და იგი თავის საწყის მდგომარეობას უბრუნდება დროის ტოლ
მონაკვეთებში. მაგალითად, დედამიწის ბრუნვა თავისი ღერძის გარშემო, ან მზის
გარშემო. ლანდშაფტმცოდნეობაში პერიოდი ის დროა, როცა ბტკ უბრუნდება ტავის
საწყის მდგომარეობას. ამ დროს t=cont.
ციკლი (ბერძნ. cyklos) - წრე, წრეხაზი) - რაიმე მოვლენის ან პროცესების
ერთობლიობაა, რომელიც ქმნის რაიმე დასრულებულ წრეს დროის ნებისმიერ
მონაკვეთში, ე. ი. როცა ხდება ობიექტიე მდგომარეობის ცვლა და იგი ტავის საწყის
მდგომარეობას უბრუნდება დროის ნებისმიერ მონაკვეთში. მაგალიტად, სეზონური
ციკლი, რომელიც შეიძლება ყოველ წელს სხვადასხვა იყოს. ამ დროს t არ არის cont.
რიტმი (ბერძნ. rhythmos) - თანაბარზომიერი პერიოდული მონაცვლეობაა რაიმე
ელემენტების, ე. ი. როცა ხდება ობიექტის მდგომარეობის ცვლა და იგი უბრუნდება
თავის საწყის მდგომარეობას, ან შეიძლება მივიდეს მასთან ახლოს. ციკლისაგან იგი
იმით განსხვავდება, რომ რიტმის ტრაექტორია მოახლოებითია. მაგალითად, წლიური
რიტმი.
დროსტან ბტკ-ების ბევრი თვისებაა დაკავშირებული. განსაკუთრებით
მნიშვნელოვანია დროის ის მონაკვეთი, რომელიც ბტკ-ის არსებობიდან იწყება, ე. ი.
ბტკ-ის ასაკი. ამ საკითხთან დაკავშირებით ლანდშაფტმცოდნეობაში რამდენიმე
სეხედულება არსებობს. ჩვენ გავეცნობით უმთავრეს მათგანს.
აკად. ვ. სოჩავას მიხედვით, გეოსისტემების ასაკი არის ის დრო, რომლის
განმავლობაშიც ეს გეოსისტემა არსებობს, როგორც გარკვეული სტრუქტურულ-
დინამიკური ტიპი, ე. ი. ასაკი ის დროა, როცა გეოსისტემებში გამოხატულია
სტრუქტურულ-დინამიკური კავშირები.როგორც წესი რაც უფრო მაღალია
გეოსისტემის რანგი, მით უფრო მაღალია მისი ასაკი. ამასტან გეოსისტემების ერთი
რანგიდან მეორეზე გადასვლა აღინიშნება გაოსისტემების ინვარიანტის შეცვლა.
საინტერესო გამოკვლევები ჩაატარა პროფ. ვ. ნიკოლაევმა, შეადგინა ბუნების
კომპონენტების ასაკის ცხრილი, რის საფუძველზეც დაადგინა სხვადასხვა
ლანდშაფტის ასაკიც (ირტიშისპირა ტერიტორიებისათვის), მისი გამოკვლევების
შედეგად დადგინდა, რომ მთიან რეგიონებში ერთი ფაციესის მეორეთი შეცვლისას
მნიშვნელოვანი ფაქტორია რელიეფის ფორმის შეცვლა. ვაკეებზე კი, რელიეფის ფორმა
არსებით როლს არ თამაშობოს და ფაციესის შეცვლა ნიადაგის შეცვლითაა
განპირობებული.
პროფ. ვ. პრეობრაჟენსკის აზრით, ლანდშაფტის ასაკი არის დრო მონაკვეთი, როცა
ლამდსაფტური ფუნქციონირების ერთი ინვარიანტული სისტემემსი ფარგლებში.
რუსთსა და ევროპის ზოგიერთ ქვეყნებში გაბატონებული იყო აზრი, რომ ბტკ-ის
ასაკი ლითოგენური საფუძვლის ასაკის ტოლია. ასეთჳ აზრი იმიტომ შეიქმნა, რომ
ჩრდილოეთ რუსეთის ტერიტორიაზე ლითოგენური საფუძველი საბოლოოდ
ჩამოყალიბდა. უკანასკნელი გამყინვარევის (10-40 ათასი წლის წინ) შემდგომ, რის
შედეგადაც ნიადაგ-მცენარეულმაქ საფარმა მიიღო თანამედროვე სახე. ასეთ მიდგომას
ვერ გამოვიყენებთ ტროპიკული ქვეყნებისათვის, სადაც არ ყოფილა გამყინვარება.
მთიან ქვეყნებში, სადაც ინტენსიურად მიმდინარეობს გეომორფოლოგიური
პროცესები, ხდება რელიეფის ახალი ფორმების ცამოყალიბება. ამასთან დაკავშირებით
ლანდსაფტმცოდნეობაში გაბატონებული აზრი, რომ ბტკ-ის ასაკი დროის იმ
მონაკვეთის ტოლია, როცა ჩამოყალიბდა ძირითადი კავშირები სხვადასხვა
კომპონენტებს შორის.
სხვადასხვა კომპონენტებს სხვადასხვა ასაკი აქვს. ყველაზე ძველი კომპონენტი
თითქმის ყოველთვის არის ლითოგენური საფუძველი, ხოლო ყველაზე ახალგაზრდა -
მცენარეული საფარი. იგი უფრო მოხიბლულია და სწრაფად რეაგირებს გარემო
პირობებზე, ნიადაგებს კი შუალედური პოზიცია უკავია ლითოგენურ საფუძველსა და
მცენარეულ საფარს შორის, მაგალითად, თუ რელიეფის წარმოშობას სჭირდება 10000-
1000000 წელი, ნიადაგის წარმოშობას სჭირდება 1000-5000 წელი, ხოლო
მცენარეულისაფარის წარმოშობას - სულ 30-100 წელი (ტყეს მეტი დრო სჭირდება,
ვიდრე სტეპს, ან მდელოს). ცხრილიდან ცანს, რომ ბტკ-ების ძირითადი თვისებები
ჩამოყალიბდა დაახლოებით 7-9 ათასი წლის წინ. ამგვარად, ასეთი მეთოდით
შეიძლება ბტკ-ების ასაკის განსაზღვრა, მაგრამ იგი მიახლოებითია და საჭიროებს
დამატებითი რთული და ხანგრძლივი გამოკვლევების ჩატარებას.
რაკი ბუნების კომპონენტებს აქვთ ასაკი, შესაბამისად ლანდშაფტსაც უნდა ჰქონდეს
ტავისი ასაკი. ლანდშაფტის ასაკის ანგარიში იწყება იმ დროიდან, როცა ლანდშაფტის
ზირითადი კომპ[ონენტები ჩამოყალიბებულია იმ სახით, რა სახითაც ისინი
დღეისათვის არსებობენ. მაგალითად, თბილისის მიდამოებში ლანდშაფტების ასაკი
დაახლოებით 1000 წელია.
ასაკისგან უნდა განვასხვავოთ ბტკ-ის არსებობის ხანგრძლივობა. ე. ი. რამდენ ხანს
შეიძლება იარსებოს ამა თუ იმ ბუნებრივ-ტერიტორიულმა კომპლექსებმა.
ხანგრძლივობის მიხედვით, ბტკ-ები იყოფა 3 ჯგუფად:
- გრძელვადიანი აერთიანებს იმ ბტკ-ებს, რომელტა არსებობის დრო 1000 წელზე
მეტია, მათი შეცვლა უმტავრესად დაკავშირებულია ვაკისა და მცენარეული საფარის
შეცვლასთან, ასეთი ბტკ-ები გვხვდება ვაკისა და გორაკ-ბორცვების ლანდშაფტებში.
- საშუალოვადიანი, აერთიანებს ბტკ-ებს, რომელთა არსებობის დრო 10-1000
წელია. იგი დამახასიათებელია იმ მთიანი ლანდშაფტებისათვის, სადაც აქტიურია
ეროზიულ-დენუდაციური პროცესები. მაგრამ ფაციესების შეცვლა არა მარტო
რელიეფის ფორმის შეცვლის შედეგად ხდება, არამედ ნიადაგის შეცვლის შედეგადაც.
- მოკლევადიანი, აერთიანებს ბტკ-ებს, რომელთა არსებობის დრო 10 წელზე
ნაკლებია. ეს ჯგუფის მთიანი ლანდშაფტებისათვისაა დამახასიათებელი, მხოლოდ
აქტიური გეომორფოლოგიური პროცესების (ზვავების, მეწყერების, ღვარცოფების და
ა.შ.) განვითარების ადგილებში.
თემა 8. გეომასები

ბუნებრივ-ტერიტორიული კომპლექსების საერთო თვისებები


ჩვენ განვიხილეთ ბტკ-ების სივრცე-დროითი თვისებები, მაგრამ საინტერესოა
რომელი ელემენტარული ნაწილაკებისაგან შედგებიან თვითონ ეს კომპლექსები? რა
არის ის საერთო ზოგადი თვისებები, რომელთა გაერთიანების ბაზაზე ყალიბდებიან
ისინი? ბტკ-ების საერთო თვისებებია: სივრცითი თვისებები, დროითი თვისებები, მასა
(ნებისმიერ ბუნების კომპონენტს მასა აქვს, ე. ი. შეგვიძლია ვილაპარაკოთ ბტკ-ის
მასაზე), შინაგანი ენერგია მაგალიტად, მინერალებსა და ქანებს აქვთ კრისტალური
ბადის სინაგანი ენერგია; მცენარეთა და ცხოველთა ენერგია კი გამოიყოფა ამ
კომპონენტების წვის შედეგად. იგი იწვება სპეციალური ხელსაწყოების
კალორიმეტრული ბომბების საშუალებით. ეს ენერგია იზომება კილოკალორიებში -
კკალ), ფერი, რენტგენური თვისებები და სხვა.
სწორედ, ბტკ-ების ამ საერთო თვისებებს სწავლობს ლანდშაფტების გეოფიზიკური,
მხოლოდ განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ ექცევა ბტკ-ების ფიზიკური თვისებები,
ამით განსხვავდება ლანდშაფტების გეოფიზიკა დარგობრივ-გეოგრაფიული
დისციპლინებისაგან.
უნდა განვასხვავოთ ლანდშაფტმცოდნეობა და კომპლექსური ფიზიკური
გეოგრაფია. კომპლექსური ფიზიკური გეოგრაფია სხვადასხვა დარგების კრებადობაა,
ხოლო ლანდშაფტმცოდნეობა სპეციფიკური საგანია და არ არის საგანთა კრებადობა.
მაგალითად, ბოტანიკა სწავლობს თუ რა სახეობებისაგან შედგება ბუნებრივი
გარემო, რომელ იარუსებში ერთიანდებიან, ან რა ფენოლოგიის არიან ისინი;
ნიადაგმცოდნეობა სწავლობს ნიადაგების ქიმიურ შედგენილობას, ტენს, ph-ს
კოლოიდებს, მაგრამ ყოველივე ეს ცალკეული ბუნებუს კომპონენტების თვისებებია.
ლანდსაფტების გეოფიზიკა კი სწავლობს იმ თვისებებს, რომლებიც ახასიათენებ
მთლიანად ბტკ-ს. ე. ი. დარგობრივ-გეოგრაფიული დისციპლინები მბუნების
კომპონენტების შესწავლას სხვადასხვა მიდგომით აწარმოებენ, ლანდშფტების
გეოფიზიკა - ერთი მიდგომით.
გეომასის განმარტება. ამისათვის მოიძებნა ბტკ-ის ისეთი ელემენტარული
ნაწილაკები, რომელთა საშუალებიტაც მოხერხდა ლანდშაფტების შესწავლა. ეს ეს
ელემენტარული ნაწილები ასრულებენ იმ ’’აგურების’’ ფუნქციას, რომლითაც
აგებულია თვითინ ბტკ.
როგორც ავღნიშნეთ ბტკ-ებს ზოგადი თვისებებიდან საერთო ა მისი მასა. მასტან
დაკავშირებით ჩამოყალიბდა სპეციალური ტერმინი ’’გეომასა’’.
გეომასა ბტკ-ის ის ნაწილია, რომელიც ხასიათდება გარკვეული მასით,
სპეციფიკური ფუნქციური დანიშნულებით, დროსა და სივრცეში ცვლილებებისა და
გადაადგილების სიჩქარით.
ბტკ-ების ელემენტარული სტრუქტურულ-ფუნქციური ნაწილის (გეომასის) მასას
განსაზღვრავს ნივთიერებატა აგრეგატული მდგომარეობა. ყველაზე მძიმეა მყარი,
ხოლო ყველაზე მსუბუქია- ჰაერის მასები. როცა ლაპარაკია მასაზე, იგულისხმება
ნივთიერებათა სიმკვრივე. მყარი მასების სიმკვრივე ცვალებადობს 0,2 -დან 5,5 გრ/სმ 2-
მდე (ტორფის სიმკვრივეა 0,3 -0,4 გრ/სმ2. თუმცა უფრო მძიმე და მკვრივი ქანები
გვხვდება დედამიწის სიღრმეში). ღხევადი მასების სიმკვრივეა 1 გრ/სმ 2, ხოლოჰაერის
მასების - 0,01 გრ/სმ2.
გეომასების სპეციფიკურ-ფუნქციური დანიშნულების ქვეშ იგულისხმება ის
მუშაობა, რომლებსაც გეომასები ასრულებენ ბტკ-ებში. მაგალითად, ფოთლები
ახდენენ ფოტოსინთაზს, ტრანსპირაციას, სუნთქვას; მცენარეების ღეროები - ჩონჩხისა
და ტრანსპორტის ფუნქციებს ასრულებენ; ხოლო ნიადაგის ნაწილაკების ფუნქციური
დანიშნულებაა წყლის შთანთქვა, მცენარეებისადმი საკვების მიწოდედა და ა. შ. ე. ი.
ნებისმიერი გეომასა ასრულებს გარკვეულ ფუნქციურ დანიშნულებას ბტკ-ში.
შეიძლება წარმოიშვას საკითხი საერთოდ რა საჭიროა ბტკ-ის დაყოფა ასეთ
ელემენტურ ნაწილებად? მაგალიტად, თუ ბოტანიკოსს ან ლანდშაფტმცოდნეს
შეეკითხებიან რა არის საერთო პალმას, წიფელს, თხილსა და მთის წივანას შორის,
ისინი შეეცდებიან მათ შორის რაიმე გენეტიკური მსგავსება მოძებნონ (თუ
ერთიანდებიან ერთ გვარში, ოჯახში, კლასში), ან ამ მცენარეების გავრცელების
ანალიზის სედეგად დაასკვნიან, რომ ისინი არ ვრცელდებიან ნიადაგებზე, სადაც
კალციუმის მაღალი შმცველობაა.
მაგრამ თუ მათ დავყოფთ ელემენტარულ ნაწილებად (ფოთლები, სატრანსპორტო -
სკელეტოვანი ორგანოები და ფესვები), მაშინ ნათლად დავინახავთ, რომ ეს მცენარეები
განსხვავდებიან ერთმანეთისაგან. ემ ელემენტარული ნაწილაკების შედგენილობით,
მათი როლით ბტკ-ში. ამრიგად, ეს ელემენტარული ნაწილები საშუალებას იძლევიან
ბტკ-ის ყველა კომპონენტი შევისწავლოთ ერთი კუთხით.
გეომასები განიცდიან გადაადგილებასა და ცვლილებას დროსა და სივრცეში.
ამისდა მიხედვით ისინი დაყოფილია 3 ჯგუფეფად:
აქტიური გეომასები ისეთი გეომასებია, რომლებიც გადაადგილდებიან სივრცეში და
რაოდენობის მიხედვით ან იზრდებიან, ან მცირდებიან. მაგალითად, წვიმის
ნაწილაკები, ფოთლები (გაზაფხულზე ხდება მათი მატება, შმოდგომაზე კი -
შემცირება ), წყლის ნაკადი მდინარეებში და სხვა.
პასიური ისეთი გეომასებია, რომლებიც არც გადაადგილდებიან და თითქმის არ
იცვლებიან რაოდენობით, მაგრამ ამ გეომასებს გარკვეული მნიშვნელობა აქვთბტკ-
ების ფუნქციონირებაში, მაგალითად, ნიადაგი, იგი არც გადაადგილდება და არც
ცვალებადობას განიცდის (თუ არ განვითარდა რაიმე კატასტროფული მოვლენა),
მაგრამ არ არსებობს ბტკ ნიადაგის გარეშე.თვით ტერმინი ’’პასიური’’ გეომასა ბოლო
ხანებში დისკუსიებია საგნად იქცა. მის ნაცვლად ხშირად იყენებენ ’’სტაბილური’’
გეომასა.
ინერტიული გეომასა არ იღებენ (ან თითქმის არ იღებენ) მონაწილეობას ბტკ -ის
ფუნქციონირებაში. მაგალითად, დედამიწის სიღრმეში, მუდმივი ტემპერატურების
ქვემოთ მდებარე ქანები. ისინი დღეისათვის არავითარ გავლენას არ ახდენენ ბტკ-ების
ფუნქციონირებაზე. თუმცა მათ წარსულში დიდი როლი შეასრულეს ამ ბტკ-ების
ცამოყალიბებაში.
მსგავსად სივრცისა, გეომასები დროის მიხედვითაც განიცდიან ცვალებადობას.
შესაბამისად, აქაც გამოიყოფა აქტიური, პასიური და ინერტული გეომასები.
გრაფიკიდან (ნახ. 18 ) ჩანს, რომ ლითომასებს სჭირდება ყველაზე დიდი დრო
იმისათვისრომ გახდნენ აქტიურები, ყველაზე ნაკლები - აერომასებს. გეომასის
აქტიური მდგომარეობა დაკავშირებულია მასათან. რაც უფრო ნაკლები მასა აქვს
გეომასას, მით უფრო აქტიურია იგი.
ზოგიერთი გეომასა ხასიათდება სამივე ამ თვისებით. მაგალითად, ბიომასები
ზამთარში პასიურია (ციმბირში ინერტულიც), გაზაფხულ-ზაფხულში კი - აქტიური.
გემასა არ ნიშნავს იმას, რომ არსებობს რარაც სპეციფიკური გეოგრაფიული მასა.
უბრალოდ, ეს ტერმინი სამეცნიერო ლიტერატურაში შემოღებულ იქნა შემოკლებით
ბტკ-ების ელემენტური სტრუქტურულ-ფუნქციური ნაწილაკების საერთო სახელის
აღსანიშნავად.
ნახ. 18. გეომასების ცვალებადობა დროის მიხედვით 1- აერომასები, 2. - ფიტომასები
და ჰიდრომასები, 3 - ლითომასები და პედომასები.

რა განსხვავებაა გეომასებსა და კომპონენტებს შორია?


საინტერესოა საკითხი იმის შესახებ, თუ რა განსხვავაებაა გეომასებსა და
კომპონენტებს შორის?
1. კომპონენტები ბტკ-ის გარკვეული ნაწილებია, რომელთაც აქვთ ერთნაირი
აგრეგატული მდგომარეობა და ხასიათდებიან სიცოცხლის არსებობის ან
არარსებობით. ხოლო გეომასა ელემენტური სტრუქტურულ-ფუნქციური ნაწილაკებია.
2. კომპონენტები ერთიანებენ სხვადასხვა გეომასებს. ერთ კომპონენტში ერთი
გეომასა სწარბობს. მეორეში - მეორე, მაგალიტად, ნიადაგებში პედომასებისწარბობს,
თუმცა აქ გამოიყოფა მინერალური ნაწილაკებიც (ლითომასები), ფესვებიც,
სპეციფიკური ნიადაგური ფაუნაც. და სხვა. ჰაერის მასებში სწარბობს აერომასები,
თუმცა იგი მოიცავს ჰიდრომასებს, წყლის ორთქლის სახით, პედომასებსა და
ლითომასებს მტვრის ნაწილაკების სახით და ზოომასების მიკროორგანიზმების სახით.
ამრიგად, კომპონენტებში შეიძლება მოხდეს გეომასების რეალიზაცია, შეიძლება - არ,
ან მოხდეს რეალიზაცია ხანდახან. მაგალიტად, ზოომასებისა და ჰიდრომასების
რეალიზაცია ხდება მხოლოდ ცალკეულ შემთხვევებში. თუ ბუნების კომპონენტები
ბუნებრივ-ტერიტორიული კომპლექსებისათვის ისეთივეა, როგორც მოლეკულა
ფიზიკაში, გეომასა იგივეა რაც ატომი.
3. ბუნების კომპონენტებს სხვადასხვა განზომილება აქვთ, ხოლო გეომასებს -
ერთნაირი.
გეომასების კლასიფიკაცია
გეომასების დაყოფა ხდება შემდეგ საკლასიფიკაციო ერტეულებად: კლასებად,
ტიპებად, გვარებად და სახეებად. აქედან უმსხვილესი ერთეულია კლასი, შემდეგ
მოდის ტიპი, გვარი. უმცირესი საკლასიფიკაციო ერთეულია - გეომასის სახე.
გეომასების კლასების გამოყოფა ხდება ყველაზე მნიშვნელოვანი თვისებებით.
ესენია: ნივთიერებათა აგრეგატული მდგომარეობა და მასთან დაკავშირებული
სტრუქტურულ-ფუნქციური ნიშან-თვისებები. ამ თვისებათა საფუძველზე გამოიყოფა
გეომასების 7 კლასი (აღინიშნება ლათინური ასოებით):
A – აერომასები
P – ფიტომასები
M – მორტმასები
H – ჰიდრომასები
S – პედომასები
L – ლითომასები
Z – ზოომასები
ზოგიერთი გეოამასა (აერომასები, ფიტომასები, პედომასები, ლითომასები )
მაგალითად, ტაიგაში ხანძრის შედეგად ხდება მორტმასების ერთგვარი
რეალიზაცია, მაგრამ ეს დროებითია, ხანმოკლე. გაღაპაგოსის კუნძელზე ე. წ. ’’ჩიტების
ბაზარია’’, თითქოს აქაც ხდება ზოომასების რეალიზაცია, როგორც ცალკე
კომპონენტისა, მაგრამ ასეთი მოვლენაც იშვიათობაა. ჰიდრომასების რეალიზაცია ხან
ხდება (ტბებსა და მდინარეებში), ხან არა (ნიადაგსა და ჰაერში), ფოთოლი სხვადასხვა
ფუნქციურ დანიშნულებას ასრულებს, მაგრამ ბოტანიკოსებისათვის იგი მცენარის
ერთ-ერთი ნაწილია და მდგომარეობს კიდევ ერთი სხვაობა ეკოლოგიურ და
გეოგრაფიულ მიდგომას შორის.

ფიტომასების კლასიფიკაცია
გეომასების კლასებს შორის გამოყოფენ გეომასების ტიპებს ფუნქციური
დანიშნულებისა და სიმკვრივის მიხედვით (აღინიშნება პატარა ლათინური ასოებით).
გეომასების ტიპები განვიხილოთ ფიტომასების მაგალითზე:
1. Pf - ხე-ბუჩქების (ერთწლოვანი), ახდენენ ფოტოსინთეზს, ტრანსპირაციას,
სუნთქვას (წიფლის, რცხილის ფოთლები, იფანის, მუხის, ცაცხვის ფოთლები და სხვა).
ა) Ph - ხეების წიწვები. დაახლოებით ისეთივე ფუნქციური დანიშნულება აქვთ,
მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ მრავალწლიანი არიან (სოჭის, ნაძვის, ფიჭვია,
ურთხმელის, ღვიის და სხვა).
ბ) PI - მარადმწვანე მცენარეების ფოთლები (ბზის, ნაძვის, შქერის, წყავის, დაფნის და
სხვა). მათ ახასიათებთ დაფნისებრი, შედარებით უხეში ფოთლები, რომელთა
სიცოცხლის ხანგრძლივობაზე, ჩვეულებრივ, ბევრად მეტის სხვა ფოთლების
სიცოცხლის ხანგრძლივობაზე. მაგალითად, შქერის ფოთლები 5-7 წელი არსებობენ.
ფოთოლცვენა დამახასიატებელია არა შემოდგომაზე, არამედ გაზაფხულზე. ამასთან
ფოთლების დაცვენა ერთდროულად არ ხდება. ფოთლების ერთი ნაწილი ერთ წელს
ცვივა, მეორე ნაწილი - მეორე წელს და ა. შ.
Pi - ბალახების ღეროები და ფოთლები. ფოტოსინთეზის, ტრანსპირაციის და
სუნთქვის გარდა ეს გეომასები ასრულებენ სატრანსპორტო ფუნქციასაც.
P - ქსეროფიტული ბუჩქების ფოთლები და მწვანე ყლორტები, რომლებიც ფოთლების
ფუნქციას ასრულებენ, მაგალიტად, აკანტალიმონის, გღერძას ფოთლები. ისისნი
ისეთივე ფუნქციებს (ტრანსპირაცია, ფოტოსინთეზი, აორთქლება) ახდენენ, როგორც
Pf. მცირეა მათში ტენის რაოდენობა. რის შედეგადაც ფოთლებმა განიცადეს ერთგვარი
მეტამორფოზი და გარდაიქმნენ. ეს გეომასები გავრცელებულია ძირითადად მშრალ,
არიდულ ადგილებში.
Pb - ბორეალური და არქტიკული რეგიონების კრიოფილური (სიცივის მოყვარული) -
ჯუჯა არყის ხე, ძლიერ პატარა ფოთლებით. ამ ფოთლებს შეუძლიათ ფუნქციონირება
ძლიერ დაბალი ტენპერატურების დროსაც.
ზემოთ ჩამოთვლილ ფიტომასებს ის საერთო აქვთ, რომ ყოველი მათგან ახდენს
ფოტოსინთეზს და ქმნის მცენარეულ პროდუქტს. გარდა ამ ფიტომასებისა გვხვდება
სხვა ფიტომასებიც, ესენია:
2. Pg – გენერაციული ორგანოები (ყვავილები, ნაყოფი). მთავარი ფუნქციაა
მცენარეთა გამრავლების უზრუნველყოფა. ფოტოსინთეზსა და ტრანსპირაციას იგი ვერ
აწარმოებს, აქვს მხოლოდ აორთქლების უნარი.
3. Pt - ბუჩქების სატრანსპორტო - ჩონჩხისებრი ორგანოები - (ღეროები და
ტოტები), მათი უმთავრესი ფუნქციაა წყლის (მასში გახსნილი ნივთიერებებით)
გადატანა მცენარეების ფესვებოდან ფოთლების, ყვავილებისა და ნაყოფებისაკენ და
პირიქით. გარდა ამ ფუნქციისა ისინი ჩონჩხის ფუნქციასაც ასრულებენ.
4. Ps - მცენარეების ფესვები, მნიშვნელოვანი ფუნქციაა ის, რომ ახდენენ წყლისა და
მინერალური ელემენტების შთანთქმას, მათ პირველად გადამუშავებას. ამასთან
ფესვები მცენარისათვის საყრდენია, რომ არ წაიქცეს.
ფიტომასების თითოეულ ამ ტიპში გამოყოფენ ფიტომასებვის გვარებს, რომლის
დროსაც ითვალისწინებენ ფუნქციონირების პროცესების ინტენსიურობას. ე. ი.
გეომასების ფუნქციური დანიშნულების ნაკლებად მნიშვნელოვან ფაქტორებს,
მაგალითად, Pf - ში გამოყოფენ ფიტომასების შემდეგ გვარებს:
1. Pfh - ჰიდროფიტული ფოთლები, წყლის მცენარეების ფოთლები.
2. Pfg - პიგროფიტული ფოთლები. ამ მცენარეების ფოთლები, რომლებიც ძლიერი
დატენიანების პირობებში იზრდებიან. მაგალითად, მურყანის, ტირიფის ფოთლები
და სხვა.
3. Pfm - მეზოფიტური ფოთლები. იმ მცენარეების ფოთლები, რომლებიც საშუალო
ტემპერატურებისა და საკმარისი ტენიანობის პირობებში იზრდებიან. მაგალითად,
წიფლის, რცხილის, არყის ხე, თხილისფოთლები და სხვა.
4. Pfx - ქსეროფიტული ფოთლები. იმ მცენარეების ფოთლები, რომლებიც მშრალ
პირობებში იზრდებიან, მაგალითად, ხე-რკინის, ჯაგ-რცხილის და სხვა.
გეომასების სახეების გამოყოფისას იტვალისწინებენ ამა თუ გეომასის მეტრულ
მაჩვენებლებს. მაგალითად, როგორია ფოთლის ფორმა წაგრძელებული, ოვალური და
სხვა. ფოთლების ფორმა საკმაოდ მნიშვნელოვანი მახასიატებელია, ვინაიდან იგი
განაპირობებსპროექციულ დაფარულობას, ეს უკანასკნელი კი - მზის ენერგიის
შეღწევადობას, ტრანსპირაციასა და სხვა. მაგალითად, Pfm 2.2 - არის მეზოფიტური
ფოთლები მომრგვალებული სუბჰორიზონტული.

მორტმასების კლასიციკაცია
მორტმასების კლასის ფარგლებში გამოყოფენ შემდეგ ტიპებს:
Md - მკვდარი ხეები და გამხმარი, ჯერ კიდევშრჩენილი ტოტები, მკვდარი ხეები
ჩვეულებრივ წარმოიშობა, როცა მცენარე თავის ფენოლოგიურ ციკლს ამთავრებს.
ფართო სივრცეებში იგი გვხვდება ტაიგაში (ხანძრის შემდეგ).
Mm – (??? - ძველმანი, ძონძი). ბალახების მშრალი ღეროები, რომლებიც ჯერ კიდევ
მცენარეზეა მიმაგრებული და არ წაქცეულა.
Ml – (??? - საგები, ნაფენი). მცენარეული მასის მკვდარი ნაფენი, (ფოთლების,
ბალახების) დალექვის შედეგად წარმოიშობა, სადაც ნივთიერებათა მინერალიზაციის
პროცესები მიმდინარეობენ.
Mt - ტორფი. მკვდარი ორგანული მასალა. იგი უმეტესად ჭაობიან ტერიტორიებზე
გვხვდება.
Ma - ამორფული ორგანული მასალა, რომელიც არ არის დაკავშირებული ნიადაგის
მინერალურ ნაწილთან. იგი ძირითადად წარმოდგენილია სუსტად განვითარებული
ნიადაგების ზედაპირზე - კლდეებსა და ნაშალებში.

პედომასების კლასიფიკაცია
პედომასების ტიპების გამოყოფა ხდება ნიადაგის მექანიკური შდგენილობის
მიხედვით და ჰუმუსის მიხედვით:
Sa – თიხიანი პედომასები
Ss – თიხნარი პედომასები: Sas - მძიმე თიხნარი, Sss - საშუალო თიხნარი, Ssa -
მსუბუქი თიხნარი
Sc – ქვიშნარი პედომასები
Sp - ქვიშიანი პედომასები
ჰუმუსიონების მიხედვით, პედომასებს ყოფენ შემდეგ გრადაციებად:
SIII - ძლიერ ჰუმუსიანი
SaII - საშუალო ჰუმუსიანი
SaI - სუსტად ჰუმუსიანი
ხშირად მათ არ მიუთითებენ, ვინაიდან პედომასების ჰუმუსიანობაზე წარმოდგენას
გვიქმნის ის, თუ ნიადაგის რომელ გენეტიკურ ჰორიზონტშია წარმოდგენილი ეს
პედომასა.
ლითომასების კლასიფიკაცია
ლითომასებს შორის სამ ტიპს გამოყოფენ:
1.LK - კარბონატული ქანები და ქანები, რომლებისათვისაც დამახასიატებელია
ადვილადხსნადი მარილების მაღალი შემცველობა.
2.LS - სილიკატური ქანები და ყველა სხვა არაკარბონატული ქანები. ისინი
აერთიანებენ მაგმურ, დანალექ და ასევე, მეტამორფულ ქანებსაც. ამ ქანების
უმთავრესი თვისება ისაა, რომ მათში არ არის კარბონატები და ადვილად ხსნადი
მარილები.
3.Lb - გამოფიტვის ქერქის ქანები. ისინი ნიადაგსა და დედაქანს შორის მდებარეობენ
და ნაკლები სიმტკიციტა და სიმკვრივით გამოირჩევიან.
ლითომასების ტოპები გვარებისა და სახეების გამოყოფა ხდება ქანების სიმკვრივის
გათვალისწინებით.
ჰიდრომასების კლასიფიკაცია
ჰიდრომასებს შორის ტიპებს იმისდა მიხედვით გამოყოფენ, თუ სად მდებარეობს ეს
თუ ის ჰიდრომასა:
1.Hp - ჰიდრომასები ატმოსფეროში ტენის, წყლის წვეთების სახით.
2.Hs - ჰიდრომასები ნიადაგში. მათში სამ გრადაციას გამოყოფენ:
HsIII - ჭარბტენიანი
HsII - საშუალოდ ტენიანი
HsI - მსუბუქად ტენიანი, როცა ნიადაგში ტენის დეფიციტიაღინიშნება.
3.Hf – ჰიდრომასები მდინარეებში, ტბებში და ა. შ.
4. Hm – ჰიდრომასები წაობებში
5.Hn – ჰიდრომასები თოვლის სახით
6. Hb – ჰიდრომასები ყინულის სახით
7. Hg - ჰიდრომასები სეზონური მზრალობის დროს ნიადაგში.
ზოომასების კლასიფიკაცია
ზოომასების დაყოფა ხდება ისევე, როგორც ეკოლოგიაში. მაგალითად, მათ ყოფენ:
კონსუმენტებად ჰეტეროტროფებად. მათში კი გამოიყოფა II რიგირ კონსუმენტები.
აერომასების კლასიფიკაცია
აერომასების კლასებს შორის გვარებს გამოყოფენ თერმული პირობების მიხედვით.
მაგალითად,
Ag – კრიოთერმული (ყინვის)
An - ნანოთერმული (ძლიერ ცივი) და ა. შ.
გარდა თერმული პირობებისა ითვალისწინებენ ქარის სიჩქარესაც. ვინაიდან მასთან
მთელი რიგი ფუნქციური პროცესებია დაკავშირებული.
თემა 9. ლანდშაფტების ფუნქციონირება

ტერმინი ’’ფუნქციონირება’’ ძველი არ არის. მას 20 წლის ისტორია აქვს.


გეოგრაფიაში ეს ტერმინი ეკოლოგიიდან შემოვიდა.
თავდაპირველად ფუნქციონირების ქვეშ იგულისხმებოდა ბტკ-ის მოქმედება,
მუშაობა, მისი ცალკეული ნაწილების ურთიერთქმედება. ამჟამად ითვლება, რომ
ფუნქციონირება არის ნივთიერებატა ცვლისა და ენერგიის ტრანსფორმაციის
პროცესების კომპლექსი.
ამ საკითხების შესწავლაში საკმაოდ დიდი წვლილი აქვს თბილისის სახელმწიფო
უნივერსიტეტს. ბტკ-ის ფუნქციონირების შესწავლა შეუძლებელია ექსპედიციური
გამოკვლევებით. იგი ხანგრძლივ სტაციონალურ დაკვირვებებს მოითხოვს, თბილისის
უნივერსიტეტი კი ერთ-ერთი პირველი აღნოჩნდა, რომელმაც შეძლო ასეთი
სტაციონარის დაარსება. ეს არის მარტყოფის ფიზიკურ - გეოგრაფიული სტაციონარი,
რომელიც 1965 წ. დაარსდა.

ბტკ-ის ფუნქციონირება და ლანდშაფტების გეოფიზიკა


ბტკ-ის ფუნქციონირებას ლანდშაფტების გეოფიზიკა სპეციპიკური კუთხით
სწავლობს, რითაც იგი განსხვავდება ბიოლოგიისა და მით უფრო ფიზიოლოგიისაგან.
უკანასკნელ ამ ორ დარგში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა იმ პროცესებს,
რომლებიც თვით მცენარის შიგნით მიმდინარეობენ, ხოლო ლანდსაფტების
გეოფიზიკა სწავლობს მხოლოდ გარეგან, გეოგრაფიისათვის მნიშვნელოვან
ფიზიოლოგიურ და სხვა პროცესებს. კერძოდ, ფიზიოლოგიური პროცესის შედეგად
როგორ შეიცვალა ესა თუ ის გეომასა, იგივე შეიძლება ითქვას იმ პროცესებზე,
რომლებიც მიმდინარეობდნენ ნიადაგში, ქანებსა და ჰაერში. პროცესები, რომლებიც
ბუნების ამ კომპონენტებში მიმდინარეობენ, ნიადაგმცოდნეობის, გეოლოგიისა და
მეტეოროლოგიის კვლევის საგნებია, მაგრამ თუ ეს პროცესები გეომასების
რაოდენობის ცვლილებას ან მათ გადაადგილებასიწვევენ, მაშინ იგი ლანდშაფტებიუს
გეოფიზიკის კვლევის საგანია.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ბტკ-ის ფუნქციონირების არსის ახსნა მხოლოდ
ლანდშაფტურ-გეოფიზიკური მეთოდებით შეუძლებელია. იგი მოითხოვს
ლანდშაფტურ-გეოქიმიურ, ეკოლოგიურ-ფიზიოლოგიურ და სხვა მეთოდების
გამოყენებას. ამასთან, ლანდშაფტების გეოფიზიკა საშუალებას იძლევა გამოვლინდეს
და აიხსნას ბუნებრივ-ტერიტორიულ კომპლექსებში მიმდინარე მთელი რიგი
პროცესები.

ენერგიის ტრანსფორმაციის ძირითადი ტიპები ბტკ-ში


ბტკ-ში მიმდინარე ნივთიერებათა ცვლისა და ენერგიის ტრანსფორმაციის
პროცესებიდან უმნიშვნელოვანესია:
- მზის ენერგიის ტრანსფორმაცია;
- სიმძიმის ძალასთან დაკავშირებული ენერგიის გარდაქმნა (გრავიდაციული,
გრავიგენული);
მზის ენერგიისა და გრავიგენული ენერგიის ტრანსფორმაცია სრულად
საპირისპირო ენერგიის ნაკადებია. მზის ენერგიის ტრასფორმაციის შდეგად ხდება
ნაწილაკების გადაადგილება ქვემოდან ზემოთ (აორთქლება, ტრანსპირაცია,
მცენარეების ზრდა), ხოლო გრავიგენული ენერგიის ტრანსფორმაციის შედეგად -
ნაწილაკები გადაადგილდებიან ზემოდან ქვემოთ.
გრავიგენური ენერგია არის სხეულთა პოტენციური ენერგია, რომელიც
განპირობებულია მათი გრავიგენული ურთიერთზემოქმედებით. ამ ენერგიას ხშირად
პოტენციურ ენერგიასაც უწოდებენ. უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ გრავიგენული
ენერგიის უმნიშვნელო ცვლილებასთან დროის მიხედვით ამიტომ ამ ცვლილებების
დაფიქსირება საკმაოდ რთულია.
გარდა აღნიშნულისა, არსებობს ენერგიის სხვა წყაროებიც. ესენია:
- თერმული ენერგია, მისი გათავისუფლება ხდება მაშინ, როცა ტემპერატურული
სხვაობაა რომელიმე სხეულსა და გარემოს შორის. განსაკუთრებით ინტენსიურად
გამოიყოფა ხანძრების დროს. მაგრამ ასეთი პროცესები იშვიათად ხდება. და თუ მას
მზის ენერგიის წლიურ რაოდენობას სევადარებთ, იგი საკმაოდ მცირე აღმოჩნდება. ეს
ენერგია წარმოიშობა ასევე გაყინვა - დნობის, აორთქლება - კონდესაციის დროს, და
დაკავშირებულია მზის ენერგიის ტრანსფორმაციასთან.
- მექანიკური ენერგია. მაგალითად, ქარის, მყარი სხეულების ენერგია. ზვავების
შედეგად ხის ტოტები წვება, ხოლო როცა ზვავი გადაივლის და თოვლი დნება, ხის
ტოტები კვლავ სწორდება.
- - ქიმიური ენერგია. დაკავშირებულია ბუნებაში მიმდინარე ქიმიურ
პროცესებთან.
- ბიოგეოქიმიური პროცესების ენერგია.
- ელექტრული, ელექტროსტატიკური და მაგნიტოსტატიკური ენერგიები ბტკ-
ებში ქმნიან ფიზიკურ ველს, რომელიც ხშირ შემთხვევაში მცირე ინტენსივობით
ხასიათდება.
არცაა ცნობილი ზუსტად რანდენი სახის ენერგია არსებობს. მიჩნეულია, რომ
დაახლოებით 10-12 ტიპის ენერგიაა.
ენერგიის ყველა ამ ტიპებს გაცილებით ნაკლები მნიშვნელობა აქვთ მზის ენერგიასა
და გრავიგინულ ენერგიასტან შედარებით, რომელტა წილიდაც ბტკ-ის
ენერგეტიკული რესურსების 99% მოდის.
გარდა ამისა, ბტკ-ს ახასიათებს რადიოგამოსხივება. იგი შეიძლება იყოს აქტიური ან
პასიური, ბტკ-ების რადიოგამოსხივებას სწავლობს ლანდშაფტების გეოფიზიკის ერთ-
ერთი დარგი - ლანდშაფტების რადიოფიზიკა. სპეციალური ფრთოსანი რაკეტების
მეშვეობით იღებენ ბტკ-ის რადიოპორტრეტს, სადაც ნათლადაა გამოხატული მთელი
რიგი გეოგრაფიული ობიექტები.
ხშირად მსჯელობენ ენერგიის წრებრუნვაზე, მაგრამ ასეთი გამოთქმა სწორი არ
არის. შეიძლება ლაპარაკი არა ენერგიის წრებრუნვაზე, არამედ მის ტრანსფორმაციაზე.
ენერგიის ტრანსფორმაცია ნიშნავს მის გარდაქმნას, დისპერესიას. ე. ი. გაშლას ბტკ-
ებში, მაგალითადმზის ენერგიის ნაკადი იშლება და იგი სხვადასხვა კომპონენტში
შდის.

ნივთიერების წრებრუნვისა და გადაადგილების ძირითადი ტიპებიბტკ-ში


როდესაც ვლაპარაკობთ წრებრუნვაზე, აქ იგულისხმება მხოლოდ ნივთიერებათა
წრებრუნვა.ეს წრებრუნვები (ტენბრუნვა და ბიოგეოციკლი) ასრულებენ გარკვეულ
ციკლს.
ტენბრუნვა დაკავშირებულია წყლის ბრუნვასთან ბტკ-ში. იგი უნდა განვასხვაოთ
წყლის ციკლისაგან გეოფეროში. წყლის ციკლი გულისხმობსოკეანეებიდან და
ზღვებიდან წყლის აორთქლებას, შემდეგ მის მოსვლას წვიმის სახით და ჩაჟონვას
ნიადაგში. ასე უბრუნდება წყალი ოკეანეს. ტენბრუნვა კი გულისხმობს ქყლის ბრუნვას
ბტკ-ში. აქ სრული ციკლი მიმდინარეობს, მაგრამ დამახასიატებელია ტენის ბრუნვა.
ბიოგეოციკლი არის ბიოლოგიური მასალის ციკლი ბტკ-ში. იგი საკმაოდ რთული
პროცესია და დაკავშირებულია მცენარეების ზრდასთა, ფესვებით ქიმიური
ელემენტების შთანთქმასთან, მათ აკუმულაციასთან ნიადაგში, ჰუმუსის
წარმოქმნასთან და ა. შ.
გარდა აღნიშნულისა, ბტკ-თვის დამახასიათებელია ლატერული (ჰორიზონტული)
ნაკადები. მაგალითად, ჰაერის მასების გადაადგილება, ცხოველთა და ფრინველთა
მიგრაციები, გრავიგენული ნაკადები და სხვა. გრავიგენული ნაკადები უნდა
განვასხვავოთ გრაგიგენული ენერგიისაგან. გრავიგენული ნაკადები ის პროცესებია,
რომლებიც გრავიგენული ენერგიის საშუალებით წარმოიშობიან. ესენია: ზვავები,
მეწყერები, ღვარცოფები და ა. შ.
ამ ნაკადების წილად მოდის ბტკ-ში მიმდინარე ყველა ნაკადების 99 %-ზე მეტი.
განვიხილოთ უფრო დეტალურად ბტკ-ში მიმდინარე ნივთიერებათა ცვლა და
ენერგიის ტრანსფორმაციის ზოგიერთი პროცესები.
მზის ენერგიის ტრანსფორმაცია
მზის (ელექტრომაგნიტური) ტრანსფორმაცია ნიშნავს არა მარტო რადიაციულ და
სითბურ ბალანს, არამედ ენერგიის გარდაქმნას ბიოგენურ ბტკ-ის სხვა კომპონენტებში.
ზოგიერთი საკითხები კლიმატოლოგიის შესწავლის საგანიცაა, მაგრამ მას გარკვეული
კუთხით სწავლობს ლანდშაფტების გეოფიზიკას.
დედამიწის ზედაპირზე მოსული რადიაცია (Cs) იყოფა 2 ნაკადად: პირდაპირ (Csp -
მოდის უშუალოდ მზის დისკოდან პარალელური სხივების კონის სახით) და გაბნეულ
(Csr) რადიაციაზე. ამ რადიაციის ნაწილი აირეკლება (Ca) და მას ალბედოს უწოდებენ.
მზის ენერგიის განაწილებას ლანდშაფტების გეოფიზიკა სწავლობს. ექსპოზიციის
მიხედვით, ნათელია, რომ სამხრეთ ექსპოზიციის ფერდობებზემდებარე ბტკ-ები მზის
რადიაციის გაცილებით მეტ ნაწილს იღებენ, ვიდრე ჩრდილოეთის ვაკის ბტკ-ებში
მზის რადიაცია თუ 100 %-ია, მაშინ თბილისის მიდამოებში. სამხრეთ ექსპოზიციის
ფერდობებზე იგი 120 % იქნება, ხოლო ჩრდილოეთის ექსპოზიციის ფერდობებზე კი -
70 %. ამას კი ჯაჭვური რეაქცია მოყვება: სამხრეთ ექსპოზიციის ფერდობებზე თოვლი
სწრაფად დნება, აორთქლება ინტენსიურია, ტენი ნიადაგში შედარებით მცირეა,
მცენარეულობა სიმშრალის მოყვარული და მეჩხერია, ჩრდილოეთის ექსპოზიციის
ფერდობებზე კი სრულიად განსხვავებული პირობებია.
ეს არის ტიპური გეოგრაფიული ჯაჭვური პროცესი, რომელიც მთიან
ლანდშაფტებში არც ისე იშვიათად ვლინდება. ეს განსხვავება განსაკუთრებით
ნათლადაა გამოხატული ფაციესების დონეზე, ხოლო ლანდშაფტების, ან
გეოგრაფიული ზონების დონეზე კი - ნაკლებად. სიმშრალის მცენარეულობაც კი,
ხოლო ჩრდილოეთის ექსპოზიციის ფერდობებზე - ტყის მცენარეულობა.
ნახ. მზის ენერგიის ტრანსფორმაცია ბტკ-ში (აღნიშნული იხ. ტექსტში)
ექსპოზიციური სხვაობა კლასიკურადაა გამოხატული სამხრეთ საქართველოში,
ასპინძის რაიონში (სოფ. ოთას მიდამოები). საკმაოდ მცირე ფართობებზე აღინიშნება
მძლავრი მუქწიწვიანი ტყეების (ჩრდილოეთ ექსპოზიციაზე) მონაცვლეობა ფრიგანის
ტიპის მცენარეულობასთან (სამხრეთის ექსპოზიციაზე).
ამრიგად, მზის ენერგიის ტრანსფორმაციის საკითხებს სწავლობს როგოსც
კლიმატოლოგია, ასევე ლანდშაფტების გეოფიზიკა. კლიმატოლოგია სწავლობს რა
რაოდენობის მზის ენერგია მოვიდა ბტკ-ში, ხოლო ლანდშაფტების გეოფიზიკა კი - თუ
როგორ განაწილდა ეს ენერგია ფაციესეფში ან ლანდსაფტების სხვა მორფოლოგიურ
ერთეულებში.
კლიმატოლოგები ცდიოლობენ მეტეოროლოგიური სადგურები ააგონ ერთნაირი
კლიმატური პირობების მქონე ტერიტორიებზე. ამასთან დაკავშირებით არსებობს
სტანდარტებიც, კერძოდ, სადგური უნდა აიგოს სწორ ზედაპირზე, ბუდრუგანა უნდა
მდებარეობდეს 2 მ სიმაღლეზე, სტაციონარის მიდამოებში უნდა იყოს
განვიტარებული ბალახოვანი საფარი და ა. შ. დასავლეთის ქვეყნებში
მეტეოროლოგიურ ბალახებსაც კი თესავენ, რათა ამით გამორიცხონ მომქმედი
ზედაპირის ზეგავლენა. ლანდშაფტების გეოფიზიკას კი პირიქით, სწორედ ამ
მომქმედი ზედაპირის ზეგავლენა აინტერესებს - თუ როგორ ალბედო აქვთ ხეებს,
ბუჩქებს, იმ მცენარეებს რომლებისაგანაც შედგება ესა თუ ის ბტკ.
ალბედო (ლათ. Albedo - სითეთრე) არის არეკვლილი რადიციის (La) შეფარდება
მოსულ, ჯამურ რადიაცისთან (Cs). ალბედო სრულყოფილად ჯერჯერობით არც არის
შესწავლილი. იგი საკმაოდ რთული და ძვირადღირებული სამუშაოების ჩატარებას
მოითხოვს.
მთის ლანდშაფტებისათვის საკამათოა როგორ უნდა დაიდგას ხელსაწყო
(ალბედომეტრი) ჰორიზონტალურად თუ ფერდობის პარალელურად. ტყის
ლანდშაფტებში ალბედოს შესასწავლად კი საჭიროა ანძების დადგმა, რომელთა
სიმაღლე ხეების სიმაღლეზე 2-ჯერ მეტი იქნება. ასეთი დაკვირვების ჩატარების
შესაძლებლობა დიდ იშვიათობას წარმოადგენს. მაგალითად, ვალდაის
ჰიდრომეტეოროლოგიურ ობსერვატორიაში, ნაძვნარის კორომებში, 100 ,ეტრიანი 3
ანძა დგას. ისინი ქმნიან ერგვარ ’’სამკუთხედს’’, რომელზედაც ხდება ხელსაწყოების
მოძრაობა.
ზოგადად ცნობილია, რომ ყველაზე დიდი ალბედო ახასიათებს თოვლს 50-60 %.
ამასთან თოვლისათვის დამახასიათებელია ალბედოის საკმაოდ დიდი რყევადობაც;
ახლად მოსული თოვლის ალბედოა 95 %, ხოლო გაზაფხულის ჭუჭყიანი თოვლის -
სულ 30 %. ბალახეულობის ალბედო 20-26 %-ია. მაგრამ ისიც განიცდის
ცვალებადობას. შემოდგომაზე ფოთლების გაყვითლების შედეგად ალბედო ან
მცირდება (თუ ფოთოლი მოწითალო - მურა ფერისაა), ან იზრდება ( თუ ფოთოლი
ყვითელია). ალბედოს ყველაზე დაბალი მაჩვენებლებით ხასიათდება მარადმწვანე
მცენარეები. განსაკუთრებით, წიწვოვანწბი, ნაძვისა და სოჭის კორომები, სადაც
ალბედო მხოლოდ 11 %-ია. წიფლნარებსა და მუხნარებში იგი 17-19-ს შეადგენს.
საკმაოდ დიდ ფარგლებში ცვალებადობს ნიადაგების ალბედოც. შავმიწებში იგი 15
% შეადგენს, ხოლო რუხ ნიადაგებში 125 130 %. ქვიშების ალბედობა უფრო მეტია, -30 -
40 %. გარდა ამისა ალბედობა დამოკიდებულია ტენის რაოდენობაზე ნიადაგიში. რას
უფრო ტენიანია ნიადაგი, მითუფრო მცირეა ალბედო. ეს მოვლენა საშუალებას იძლევა
მოახდინონ სითბური რეჟიმის ცვლილება სარწყავ მინდვრებში. კერძოდ, ნიადაგის
დატენიანებით ხდება შთანთქმული რადიაციის გადიდება.
არსებობს ინტეგრაციული და სპექტრული ალბედო. ინტეგრარული ალბედო არის
ჯამური ალბედო, სადაც მონაწილეობს სპექტრის ყველა სხივი (წითელი,
ნარინჯისფერი, ყვითელი, მწვანე, ცისფერი, ლურჯი, იისფერი). იგი დიდ ფარგლებში
არ მერყეობს. სპექტრული ალბედო კი დიდ ფარგლებში მერყეობს.
საინტერესოა საკითხი იმის შესახებ, თუ რატომაა ფოთლები მწვანე, რატომ
აღვიქვამთ მას მწვანედ? საქმე იმაშია, რომ ფოთოლს აქვს არეკვლიანობის გარკვეული
სპექტრი - კარგად შთანთქავს ლურჯ სხივებს , შთანთქავს ასევე წითელ სხივებს,
ხოლო მწვანეს - არეკლავს, სწორედ, ეს არეკვლილი სხივი ხვდება ჩვენს თვალებს და
მას მწვანედ აღვიქვამთ. ახალგაზრდა, ნორჩ ფოთლებს მოყვითალო - მომწვანო, ან
მოწითალო ფერი აქვთ. გაზაფხულის ფოთლები ნაზია, ამ დროს კი მზის რადიაცია
ინტენსიურია. ამიტომაც ფოთლები ცდილობენ ცხელი სხივები (მოწითალო)
აირეკლონ.
მაღალმთიან რაიონებში ხშირად ვხვდებით მცენარეებს, რომლებსაც მოცისფრო
ელფერი დაჰკრავს. ამ მცენარეებს მზის რადიაცია არ ყოფნით. ამიტომ არეკლავენ
უფრო ცივ (ცისფერ) სხივებს და შთანთქავენ უფრო თბილ (წითელ და მწვანე) სხივებს.
მაგალითად, ჰიმალაის მთებში გვხვდება ცისფერი ყაყაჩო, იქ ნაძვის წიწვებსაც აქვთ
მოცისფრო ელფერი.
ეს არის მზიოს რადიაციის სპექტრის ხილული სხივები. საიტერესოა საკითხი მისი
უხილავი ნაწილის შესახებ, ე. ი. იმ ნაწილის შესახებ, რომელიც ადამიანის თვალით არ
აღიქმება. ესენია ულტრაიისფერი და ინფრაწითელი სხივები.
ულტრაიისფერი სხივების როლი შედარებით მცირეა. ისინი 290 ნანომიკრონზე
ნაკლებია, მაგრამ ყოველგვარ ცოცხალ ორგანიზმს სპობენ. მათ იკავებს ოზონის შრე. ამ
სხივების როლი მცენარეებისათვის არც ისე დიდია.
ინფრაწითელი სხივების მნიშვნელობა კი დიდია, სხვადასხვა მცენარეს სხვადასხვა
(მაღალი, საშუალო და დაბალი) ალბედო აქვს. თბილ რეგიონებში ინფრაწითელი
არეკვლა დიდია, ალბედოც დიდია, იგი აღწევს 80-90 %-ს, ცივ რეგიონებში კი - 10-20
%-ს. შეადგენს მხოლოდ, ე. ი. მზის სხივები ბტკ-ში თერმორეგულატორის როლს
ასრულებენ. ამიტომ ლანდშაფტების გეოფიზიკისათვის მნიშვნელოვანია
ინფრაწითელი სხივების ალბედოს შესწავლა. კოსმოსურ სურათებზე აყენებენ
სპეციალურ ინფრაწითელ ხელსაწყოებს, ამიტომ თუ ჩვეულებრივ კოსმოსურ
სურათებზე ტყე ერთი და იგივე ფერით მოჩანს, ინფრაწითელი ხელსაწყოთი
გადაღებულ სურათზე - იგი ნაირფეროვანია.
ბოლოს უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ალბედოსათვის დამახასიათებელია დღე -
ღამური და სეზონური ციკლი. მისი უმცირესი მაჩვენებლი შეიმჩნევა დღე - ღამის
განმავლობაში დღისით და წლის განმავლობაში ზაფხულში.
ეფექტური გამოსხივება (Ce) არის სხვაობა დედამიწის გამოსხივებასა და
ატმოსფეროს შემხვედრ გამოსხივებას შორის. მას ზომავენ სპეციალური ხელსაწყოთი -
პირგალიომეტრით, მაგრამ ეს ხელსაწყო ჯერ კიდევ სრულყოფილი არ არის.
პრობლემას ისიც ემატება, რომ ეს ნაკადი მოძრაობს დედამიწის ზედაპირიდან
ღრუბლებისაკენ, შემდგომ კვლავ უბრუნდება დედამიწის ზედაპირს და ა. შ.
ეფექტური გამოსხივება სხვადასხვა ბტკ-ში სხვადასხვაა. იგი დამოკიდებულია
ძირითადად ორ მაჩვენებლზე; ჰაერის ტემპერატურასა და სინოტივეზე. რაც უფრო
მაღალია ჰაერის ტემპერატურა და დაბალია მისი სინოტივე, მით უფრო მეტია
ეფექტური გამოსხივება. მას შეიძლება ჰქონდეს როგორც დადებითი, ასევე ურყოფითი
მნიშვნელობაც. უარყოფითია იგი ღრუბლიანი ამინდის დროს.

რადიაციული ბალანსი ბუნებრივ-ტერიტორიულ კომპლექსებში


რადიაციული ბალანსი (Cr). მას ხშირად ნარჩენ რადიაციასაც უწოდებენ. იგი არის
მზის ენერგიის ის ნაწილი, რომელიც დარჩა ბტკ-ში და იხარჯება ბტკ-ში მიმდინარე
პროცესებზე. იგი იზომება ან კილომეტრებში, ან ჯოულებში.
პროფ. მ. ბუმიკომ და აკ. ა. გრიგორიევმა გამოთქვეს მოსაზრება, რომ არსებობს
პერიოდული ზონალობის კანონი. ამ კანონის შესაბამისად შეიძლება ბტკ-ების
დალაგება რადიაციული ბალანსისა და ჰაერის ტენიანობის მიხედვით.
მაგალითად, არქტიკულ რაიონებში რადიაციული ბალანსის წლიური რაოდენობა ან
უარყოფითია, ან 10 კკალ/სმ2 -ს შეადგენს, ხოლო ფოთოლმცივანი ტყის ლანდშაფტები
-40 -50 კკალ/სმ2 -ს. რადიაციული ბალანსის ყველაზე დიდი მაჩვენებლებით
გამოირჩევიან ნოტიო სუბტროპიკული (50-75კკალ/სმ2 -ს ) და ტროპიკული ტყის (75
კკალ/სმ2 -ზე მეტი) ლანდშაფტები. თბილისის მიდამოებშიო რადიაციული ბალანსი
საშუალოდ შეადგენს 50 კკალ/სმ2 .
რადიაციული ბალანსი კარგად ახასიათებს იმ ენერგიას, რომელიც დარჩა ბტკ-ში და
დაიხარჯა სხვადასხვა პროცესებზე. ეს პროცესებია:
- სითბოცვლა ნიადაგთან;
- ტურბულენტური სითბოცვლა ატმოსფეროსთან;
- სითბოს ხარჯვა აორთქლებაზე;
- სითბოს ხარჯვა ფოტოსინთეზზე.
რადიაციული ბალანსი სწორედ ამ 4 ძირითად პროცესზე იხარჯება, თუმცა არის
სხვა პროცესებიც (სითბოს ხარჯვა წყლის ფაზურ მდგომარეობაში გადასვლისას და ა.
შ.), რომელზეც მზის ენერგიის მხოლოდ მცირე ნაწილი მოდის.
სითბოცვლა ნიადაგთან (Cb) შეადგენს რადიაციული ბალანსის 1-2 %. იშვიათად 3
%-ს. გაზაფხულზე იგი დადებითია (გარემო თბილია და ნიადაგსაც ათბობს), ხოლო
შემოდგომაზე - უარყოფითი (გარემო ცივი და რადიაციულ ბალანს ნიადაგი უმატებს
ენერგიას). წლიურად ეს მაჩვენებლი 0 % -ის ტოლი უნდა იყოს. გაზაფხულსა და
ზაფხულში მოსული ენერგია შემოდგომასა და ზამთარში უნდა დაიხარჯოს. თუ იგი 0
% -ზე მეტია. მოხდება სითბოს აკუმულაცია ბტკ-ში, სადაც წლის შემდეგ ჰაერის
ტემპერატურა ძლიერ მოიმატებს.
ტურბულენტური სითბოცვლა ატმოსფეროსთან (Cp). ჰაერი უშუალოდ მზის
ენერგიით არ თბება. რაც არ უნდა ცხელი დღეიყოს, მზის სხივები ვერ ათბობენ
(შეიძლება მხოლოდ 0,5-1 მაჩვენებლებით გაზარდოს იგი). ჰაერის გათბობა ხდება
ტურბულენტური სითბოცვლით. ნიადაგი თბება ტურბულენტური ნაკადები ადის
ზევით, რის შდეგადაც თბება ჰაერი.
ტურბულენტური სითბოცვლა შეიძლება იყოს დადებითი, ან ყარყოფითი.
მაგალიტად, წლის ცივ პერიოდში შემოიჭრა თბილი ჰაერის მასები ადვექციის
შედეგად წარმოქმნილი ენერგია ემატება რადიაციულ ბალანს და მიმართულია
ზევიდან ქვემოთ, სწორედ ამიტომაა ამ დროს ტურბულენტური სითბოცვლა
უარყოფითი. ამ მოვლენას ადგილი აქვს უმთავრესად ზამთარში, მაგრამ იგი შეიძლება
აღინიშნოს წლის სხვა პერიოდშიც, როცა შედარებით თბილი ჰაერის მასები
შემოიჭრება ხოლმე.
ადვექციის შედეგად მოსული სითბო ბევრად ნაკლებია, ვიდრე ადგილზე
არსებული სითბო. იგი იგი მატულობს იქ, სადაც დიდის ოკეანის გავლენა.
მაგალიტად, ატლანტის ოკეანიდა ხშირად მოედინებიან დასავლეთ თბილი ჰაერის
მასები. მისგან მოტანილი სითბო გადაიტანება ევროპის დასავლეთ ნაწილში, ამიტომ
აქ მდებარე ბტკ-ში უფრო თბილია, ვიდრე აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ბტკ-ები.
ასეთ პირობებში ტურბულენტური სითბოცვლა ხშირად უარყოფითი და ზრდის
რადიაციულ ბალანს. ამრიგად, ზღვისპირა რაიონებისათვის დამახასიათებელია
უფრო მაღალი რადიაციული ბალანსი, მაგრამ გრილი ზაფხული და თბილი ზამთარი;
ხოლო კონტინენტურიჰავის ტერიტორიებისათვის - პირიქით, დამახასიატებლია
დაბალი რადიაციული ბალანსი, მაგრამ ცხელი ცხელი ზაფხული და ცივი ზამთარი.
ტურბულენტურ სითბოცვლას დიდი მნიშვნელობა აქვს ბტკ-ბის ფუნქციონირებაში.
იგი აყალიბებს მიკროკლიმატურ თავისებურებებს (მეტეოროლოგიური ელემნტების
განაწილებას).
სითბოს ხარჯვა აორთქლებაზე (Cl) საჭიროს 600 კილოკალორიანი სითბო
იმისათვის, რომ აორთქლდეს 1 გრ. წყალი. იგი მუდმივი სიდიდეა, აორთქლება კი არ
არის მუდმივი სიდიდე. იგი შეიძლება გაიზომოს ლიტრებში, ტონებში და
დამოკიდბულია ტერიტორიის ფართობზე.
აორთქლება მაღალია იქ, სადაც მაღალია ჰაერის ტემპერატურა და ტენი ნიადაგში.
ხოლო დაბალია იქ, სადაც ჰაერის ტემპერატურა დაბალია და ტენი მცირეა ნიადაგში.
ტურბულენტურ სითბოცვლისა და სითბოს ხარჯვის წილად აორთქლებაზე მოდის
ენერგიის 99 %. ფაქტიურად, გამოდის, რომ რადიაციული ბალანსი ამ ორი
მაჩვენებლის შეფარდებაა. ეს შეფარდება სხვადასხვა კლიმატურ რაიონში სხვადასხვაა,
დასავლეთ საქართველოში აორთქლებაზე მოდის რადიაციული ბალანსის 2/3, ხოლო
ტურბულენტურ სითბოცვლაზე - 1/3, ხოლო ტურბულენტურ სითბოცვლაზე - 2/3%,
გასაგების ასე რატომ ხდება - აღმოსავლეთ საქართველო უფრო მშრალია და ამიტომ
აურთქლება ნაკლებია. უდაბნოს ლანდშაფტებში აორთქლებაზე შეიძლება დაიხარჯოს
რადიაციული ბალანსის მხოლოდ 10 %, ხოლოდანრჩენი - ტურბულენტურ
სითბოცვლაზე.
ამიტომ აორთქლებასა და ტურბულენტურ სითბოცვლაზე დახარჯული სითბო
მნიშვნელოვანია კოეფიციენტია, მას ბოუერის შეფარდებას უწოდებენ:

Cp = Cp:C1
სადაც Cp არის ტურბულენტური სითბოცვლაა ატმოსფეროს, ხოლო C1 - სითბოს
ხარჯვა აორთქლებაზე.
ბოუერის კოეფიციენტები მუდმივია სხვადასხვა გეოგრაფიული ზონებისათვის. იგი
1-ზე მეტია (K6>1) იმ ტერიტორიებისათვის, სადაც სიმშრალეა და 1-ზე ნაკლები
(K6<1), სადაც ჰუმიდური პირობებია.
გარდა ამისა, ბოუერის კოეფიციენტისთვის დამახასიათებელია გარკვეული
წლიური დინამიკა, რომელიც მჭიდრო კავშირშია ბტკ-ის დღე-ღამურ
მდგომარეობებთან (სტექსებთან). გაზაფხულზე ეს კოეფიციენტი ყოველთვის 1-ზე
ნაკლებია, ზაფხულის სტექსების დროს კი - იგი 1-ზე მეტია.
ამრიგად, ბოუერის კოეფიციენტს დიდი მნიშვნელობა აქვს ბტკ-ის ენერგეტიკული
ბალანსის გაგებისათვის.
მზის ენერგიის ტრანსფორმაცია ბიოგენურ კომპონენტში
სითბოს ხარჯვა ფოტოსინთეზზე (Cf). მის წილად მოდის რადიაციული ბალანსის 1-
3 %, ეს არის სითბოს ის რაოდენობა, რომელიც იხარჯება 1 გრ. ორგანული მასალის
წარმოქმნისათვის. იგი მუდმივი სიდიდეა. ფოტოსინთეზი სხვადასხვა ბტკ-ში
სხვადასხვაა. ტროპიკულ ტყეებში იგი მეტია, ხოლო უდაბნოებში - ნაკლებია. მისი
სიდიდე დაკავშირებულია ბტკ-ის სტრუქტურასთან.
ეს საკითხი პირველად შეისწავლა 1935 წელს ცნობილმა ეკოლოგმა ლინდემანმა,
შემდეგ კი მისი უფრო დეტალური კვლევა ჩაატარა ამერიკელმა ეკოლოგმა ოდუმმა,
სწორედ, ამიტომ მზის ენერგიის გარდაქმნის ამ პროცესს ლინდემან-ოდუმის რიგს
უწოდებენ. მას დიდი მნიშვნელობა აქვს ეკოლოგიური პროცესების შეწავლისათვის,
მაგალიტად, მზის ენერგია შთაინთქნება მცენარეების მიერ, ნახევარი აქედან მოდის
სუნთქვაზე (ქიმიური ელემენტების დასლაზე, CO2-სა და D2-ის გამოყოფაზე - ეს არის
ბრუტი-ფოსინთეზი, ხოლო დანარჩენი ნახევარი მიდის ნეტოფოტოსინთეზზე (მზის
ენერგიის ის ნაწილი, რომელიც იხარჯება მცენარეების ზრდაზე და ფიტომანების
მომატებაზე).
მზის ენერგიის ნაწილი გადადის 1 რიგირ კონსუმენტებზე(ლათ. CONSUMO -
ვხარჯავ, ცხოველები, რომლებიც უშუალოდ იკვებებიან მცენარეული პროდუქტებით),
ნაწილი კი - არა. იგი ან არ გამოიყენება (NU-მცენარეთა ნაწილები, რომლებიც
ცხოველების მიერ არ იჭმება) , ან არაა ასიმილუცირებული (NA - ცხოველმა მიიღო
მცენარე, მაგრამ იგი ბოლომდე ვერ გადაამუშავა და ნაწილი დარჩა), I რიგის
კონსუმენტებში გადასული ენერგია ან იხარჯება აორთქლებაზე, ან ამ ცხოველების
ზრდაზე. I რიგის კონსუმენტებიდან ენერგია გადადის II რიგის კონსუმენტებზე
(მტაცებლებში), სადაც ხდება მზის ენერგიის გარდაქმნა.
ლინდემან- ოდუმის რიგში ადამიანს უკავია ან I რიგის, ან II რიგის კონსუმენტის
ადგილი, როგორც პროცედენტი იგი არ არსებობს.
ლინდემან-ოდუმის რიგირ ზოგადი სქემა (მზის ენერგიის ტრანსფორმაცია ბიოგენურ
კომპონენტში - აღნიშვნები იხ. ტექსტში).
ამ საკითთან დაკავშირებით ეკოლოგიასა და ლანდშაფტმცოდნეობაში შემოვიდა
ცნება ე. წ. ტროფიკული პირამიდის შესახებ. იგი გვიჩვენებს როგორ დაიხარჯა მზის
ენერგია ცოცხალ ორგანიზმებში.მზის ენერგიის დაახლოებით 1 % იხარჯება
აეროტროფებზე (მცენარეებზე), 0,15 - I რიგის კონსუმენტებზე, ხოლო 0,01 % - II
რიგის კონსუმენტებზე. ე. ი. რაც უფრო ზევით ავდივართ ამ პირამიდაში, მით უფრო
ნაკლები მზის რადიაცია იხარჯება ბტკ-ში.
ამ პირამიდაში დიდი მნიშვნელობა აქვს მინიჭებული ქვების ჯაჭვებს. ეს ჯაჭვები
არ არის ერთმანეთისაგან იზოლირებული, არამედ ურთიერთკავშირში არიან. ენ
ჯაჭვების გადახლართვას კვების ასელს უწოდებენ. რთულ ბუნებრივ
თანასაზოგადოებაში ორგანიზმები, რომლებიც საკვებს იღებენ მცენარეებისაგან,
მიეკუთვნებიან ერთ ტროფიკულ დონეს. პირველ ტროფიკულ დონეს I რიგის
კონსუმენტები - ბალახისმჭამელები და მესამე ტროფიკულ დონეს - II რიგის
კონსუმენტები - მტაცებლები .
აქედან ეკოლოგიაში დადგინდა ერთი კანონზომიერება - როცა ვიყენებთ II რიგის
კონსუმენტებს, მაშინ ნაკლებს ვიღებთ მზის ენერგიას, I რიგის კონსუმენტების
მიღებისას - კი შედარებით მეტ ენერგიას, ხოლო ავტოტროფების გამოყენებისას - მზის
ენერგიის დიდი რაოდენობით ვსარგებლობთ.
მზის ენერგიის შეღწევადობა
მზის ენერგიის შეღწევადობა დამოკიდებულია ბტკ-ის ვერტიკალურ
სტრუქტურაზე, ტყის ზედა საზღვარზე იგი 100 %-ს შეადგენს, ხეების ვარჯის ქვემოთ -
20 %, ბუჩქნარევის ქვემოთ - 5 % და ნიადაგის ზედაპირზე შეიძლება მხოლოდ 3 %
იყოს. ეს არის მზის ენერგიის შეღწევადობის ზოგადი სურათი, მაგრამ იგი
ცვალებადობას განიცდის, ბტკ-ების მიხედვით. თუ ტყეები ხეების ქვეშ შეაღწევს მზის
ენერგიის 10-20 %. განვითარდება ბუჩქნარი მცენარეულობა . ჱუ ხეების ვარჯის
ქვემოთ შეაღწევს ტყის ზედა საზღვარზე მოსული მზის ენერგიის 5-10 %, მაშინ
განვითარდება ბალახოვანი საფარი და თუ ეს მაჩვენებელი 3-4 % იქნება და
მკვდარსაფრიანი ტყეები განვითარედებიან. მაგალითად, მკვდარსაფრიანი წიფლნარი
მუქწიწვიანი ტყეები. ფიჭვნარი -ტყეებში ნიადაგის ზედაპირამდე აღწევს მზის
რადიაციის 20 %, სიმინდის ნათებში - 7 %, მზესუმზირის ნათებში - 9 %.
მზის ენერგიის შეღწევადობას დამოკიდებულია ხეების სტრუქტურასა და მთელ რიგ
სხვა მაჩვენებლებზე.
ბალახეული საფარის სიმძლავრე მცირე, მაგრამ მას მძლავრი პროექციული
დაფარულობა აქვს. ამიტომ 30 სმ სიმძლავრის ბალახოვანს საფარის ქვეშ ძეიძლება
შეაღწიოს მზის ენერგიის ისეთივე რაოდენობამ, როგორც ეს არის დამახასიათებელი
ტყეში ხეების ვარჯის ქვეშ.
საინტერესოა საკითხი იმის შესახებ, თუ როგორააა განაწილებული მზის ენერგიის
შეღწევადობა ტყის სხვადასხვა ტიპებში. მაგალითად, მაგალიტად, დასავლეთ
საქართველოს ბზის ტყეები ყველაზე მეტად დახურული ტყეებია და მათში ყველაზე
ნაკლები რაოდენობის (1-2%) მზის ენერგია აღწევს, მუქწიწვოვან ტყეებში (ბორჯომ-
ბაკურიანის მიდამოებში) აღწევს მზის ენერგიის 2-3 %, ხოლო მკვდარსაფრიან
წიფლნარ ტყეებში - 4-5 %.
გაზაფხულ-ზაფხულში როცა სითბოს დიდი რაოდენობაა, ბალახოვანი საფარი
ინტენსიურად იზრდება, შემდეგ რაღაც პერიოდის შემდეგ ბალახები წვება და
გარდაიქმნებიან ветощ - ში, ე. ი. ბალახი კვდება. თუმცა ეს პერიოდი შეიძლება
თბილიც იყოს და ჰუმიდურიც. ეს მოვლენა იმით აისახება, რომ მძლავრი ბალახოვანი
საფარის განვითარების შედეგად მის სიღრმეში მზის ენერგიის მხოლოდ 2-3 % აღწევს
და ბალახოვანი საფარის ქვედა ნაწილში ფოტოსინთეზი არ მიმდინარეობს. ეს
მოვლევა შეისწავლეს 1974 წელს მარტყოფის ფიზიკურ-გეოგრაფიულ სტაციონარზე,
მძლავრი ბალახოვანი საფარის წარმოქმნის შემდგომ ბალახი დაწვა, მიუხედავად
იმისა, რომ თბილი და წვიმიანი პერიოდი იყო ამ დროს. ამგვარად, მზის ენერგიის
ტრანსფორმაციასთან მრავალი საინტერესო და რთული საკითხია დაკავშირებული. ეს
დაკითხები არც კლიმატოლოგიისა და არც მიკროკლიმატოლოგიის შესწავლის
საგნებია. მას სწავლობს ლანდშაფტმცოდნეობა. ვინაიდან იგი იხილავს იმ პროცესებს,
რომლებიც მიმდინარეობენ ბტკ-ებში.
თემა10. ტენბრუნვა

ტენბრუნვა. მზისა და გრავიტაციული ენერგიის ტრანსფორმაციის საფუძველზე


ბტკ-ში მიმდინარეობს მთელი რიგი პროცესები. პროცესების მეშვეობით ხდება
გეომასების გადაადგილება. მათი რაოდენობის ცვლილება, ან ერთი გეომასის შეცვლა
მეორეთი. ამიტომ პროცესების განხილვას დიდი მნიშვნელობა აქვს, ერთ-ერთი ასეთი
პროცესია ტენბრუნვა, იგი წარმოადგენს იმ პროცესების კრებადობას, რომელიც
ახდენს ჰიდრომასების გარდაქმნას, გადაადგილებასა და რაოდენობის შეცვლას ბტკ-
ში. ჰიდროლოგიისაგან განსხვავებით (რომელი სწავლობს მდინარეთა აუზების
ტენბრუნვას) ლანდშაფტების გეოფიზიკა სწავლობს სხვადასხვა ბტკ-ების ტენბრუნვის
პროცესებს. ტენბრუნვის საკითხები შედარებით კარგადაა შესწავლილი და მის შსახებ
არსებობს დიდი რაოდენობის ლიტერატურული წყაროები.
ტენბრუნვასთან მჭიდრო კავშირშია წყლის ბალანსი. ა. ვოეიკოვმა გამოიანგარიშა
წყლის ბალანსის ფორმულა:
U=O+C
სადაც U არის აორთქლება, O - ატმოსფერული ნალექებე და C - ჩამონადენი.
ვოეიკოვის შემდგომაც სხვადასხვა მეცნიერებმა შემოგვთავაზეს წყლის ბალანსის
გაანგარიშების ფორმულები, მაგალითად, მ. ღვოვიჩმა. ამ საკითხს იგი უფრო
კომპლექსურად უდგებოდა და გაითვალისწინა ისეთი პარამეტრებიც, როგორიცაა
ზედაპირული და მიწისქვეშა ჩამონადენი, ჯამური აორთქლება და ტერიტორიის
საერთჴ დატენიანება.

ნიადაგის წყლის რეჟიმის ძირითადი ტიპები


ა. როდემ გამოყო ნიადაგის წყლის რეჟიმის 3 ძირითადი ტიპი:
- ჩარეცხვითი ტიპი. დამახასიათებელია ისეთი ტერიტორიებისათვის, სადაც
ატმოსფერული ნალექების წლიური რაოდენობა აორთქლებაზე მეტია. ამიტომ ბტკ-
ებში მიმდინარეობს ზედაპირის ერთიანი გადარეცხვა, ტენდაღმავალი ნაკადები
ნიადაგსა და ქანების წყებებში აღემატება აღმავალ ნაკადებს. წყლის დაღმავალი
ნაკადები გრუნტის წყლებამდე აღწევენ.
- არაჩარეცხვითი ტიპი. დამახასიათებელია ისეთი ტერიტორიებისათვის, სადაც
აორთქლება აღემატება ატმოსფერული ნალექების წლიურ რაოდენობას. ამიტომკ ბტკ-
ებში აღინიშნება ტენის დეფიციტი. წყლის ნაკადი ნიადაგში მხოლოდ გარკვეულ
სიღრმემდე აღწევს (და არა გრუნტის წყლის დონემდე) ბტკ-ში. გარკვეული ტენი
კვლავ უბრუნდება ატმოსფეროს აორთქლებისა და ტრანპირაციის მეშვეობით.
- მშრალი რეგიონების ტიპი. ყალიბდება მშრალი კლიომატის პირობებში, სადაც
გრუნტის წყლის დონე დედამიწის ზედაპირთან შედარებით ახლოსაა. მცენარეებს
გათვალისწინებული აქვთ ღრმა, მთავარღერძიანი ფესვები, რომელთა საშუალებითაც
წყალს იღებენ გრუნტის წყლებიდან, ტენი კი ტრანსპირაციის მეშვეობით უბრუნდება
ატმოსფეროს.

ტენბრუნვის ზოგადი სქემა


ვ. ლარხერმა შექმნა წყლის ბალანსის სქემა მუხნარი ტყეებისათვის. მან წყლის
შემოსვლა - გასაცლის წყაროები განიხილა წყლის სხვადასხვა პერიოდებში და
ზაფხულსა (როცა ტყე შეფოთლილია) და ზამთარში (როცა ტყე შეუფოთლავია), ამ
ტყეში წლიურად მოდის ატმოსფერული ნალექების დიდი რაოდენობა, დაახლოებით
950 მმ, აქედან 53 % კვლავ ატმოსფეროს უბრუნდება, ხოლო 47 % - გაიჟონება და
ხმარდება მცენარის ზრდა - განვითარებას.
გარდა ამისა, შდგენილ იქნა ტენბრუნვის ზოგადი სქემა ყველა ბტკ-თვის) ნ.
ბერუჩაშვილი, 1972). სქემა სშუალო მრავალწლიან დინამიკას გვიჩვენებს. მთავარ
საფუძველს ბტკ-ების ტენბრუნვისა წარმოადგენს მიწისპირა ატმოსფეროს აქტიური
ჰიდრომასები, რომლებიც ზემოდან ქვევით გადაადგილდებიან თხევადი (Hp ) თუ
მყარი ნალექების სახით.
ეს ჰიდრომასები განიცდიან გარკვეულ ტრანსფორმაციას სხვა გეომასების
მეშვეობით. მათი ნაწილი შეკავდება მცენარეული საფარის მიერ, ხოლო ნეტო -
ნალექები (რომლებიც ნიადაგის ზედაპირამდე აღწევენ)იხარჯება ზედაპირულ
ჩამონადენზე (-Hf) ნიადაგში ინფილტრაციაზე (-Hs) მიწისქვეშა ნაკადებზე (-Hb).
ნეტო-ნალექების ნაწილი ნიადაგის სცება, რის შედეგადაც ჰიდრომასების შემცველობა
(-Hs) მათი იზრდება. ნაწილი კვლავ ატმოსფეროს უბრუნდება ტრანპირაციისა (Hpf)
დაფიზიკური აორთქლების (Hpl ) მეშვეობით. ზამტარი ზოგიერთი ბტკ-ში შიძლება
გაიზარდოს (Ha), ან შემცირდეს. (Hn). შესაბამისად დინამიკით ხასიათდება
გაყინული (დამზრალი) ჰიდრომასები. ჰიდრომასები შედარებით კონტინენტური
კლიმატისა და ცივი ზამთრის პირობებში (Hg და Hg).
განვიხილოთ ცალ-ცალკე ამ სქემის თითოეული რგოლი.

ატმოსფერული ნალექების შეკავება მცენარეული საფრის მიერ


ატმოსფერული ნალექების დაყოფა შეიძლება სხვადასხვა კრიტერიუმების
საფუძველზე, მაგალითად, მისი ნაწილაკების აგრეგატული მდგომარეობის
გათვალისწინებით განარჩევენ: მყარ და თხევად ნალექებს; ნაწილაკების ფორმების
მიხედვით - წყლის წვეთებს, ყინულის კრისტალების სხვადასხვა ფორმებს; ნალექების
მოსვლის ხასიათით - გადაუდებელი და თავსხმა წვიმებს, სინოპტიკური სიტუაციის
მიხედვით - თბილი ან ცივი ფრონტის ნალექების და ა. შ. ეს ისეთი ნალექების,
რომლებიც უშუალოდ მოდის ბტკ-ში :
მაგრამ ატმოსფერული ნალექების ყველა ზემოჩამოთვლილი დაყოფა
ლანდშაფტების გეოფიზიკის კვლევის არეალში არ ექცვეა. ლანდშაფტურ -
გეოფიზიკური თვალსაზრისით, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ნალექების
დაყოფას აგრეგატული შედგენილობის მიხედვით.
როგორც უკვე ავღნიშნეთ, ატმოსფერული ნალექები სანამ ნიადაგის ზედაპირზე
მიაღწევდნენ, მისი ნაწილი კავდება მცენარეული საფარის მიერ. მცენარეებზე
მოხვედრილი წყალი კი არ ჩამოედინება ღეროებიდან და ფოთლებიდან და ნიადაგში
ჩაიჟონება, ან იხარჯება აორთქლებაზე. მათი მხოლოდ ძლიერ უმნიშვნელო ნაწილი
შეისრუტება ფოთლებისა და ღეროების მიერ. მცენარის კვება წყლით კი ძირითადად
ხდება იმ ნალექებით, რომლებიც ნიადაგშია.
აქედან გამომდინარე, ნიადაგის ზედაპირზე მიღწეული ატმოსფერული ნალექების
რაოდენობა დამოკიდებულია ყოფილა არა მარტო მოსული ნალექების ინტენსივობასა
და ხასიათზე, არამედ თვით ბტკ-ის მიწისზედა სტრუქტურაზე. ეიდმანმა შეადგინა
ატმოსფერული ნალექების სხვადასხვა ხეების ვარჯის მიერ გატარებული წყლის
რაოდენობისა. ცხრილის ანალიზმა ცხადყო, რომ წიფელი ატმოსფერული ნალექების
გაცილებით მეტ რაოდენობას აკავებს, ვიდრე ნაძვი.
ტენის გადატანა ბტკ-ის მიწისქვეშა ნაწილში
ტენის გადაადგილე ნიდაგში დამოკიდებულია ნიადაგის ტენიანობაზე, თუკი
ნიადაგის ფორების უმეტესი ნაწილი წყლითაა გაჯირჯლული, მაშინ ტენის
გადაადგილება ხდება თხევად მდგომარეობაში. მაგრამ თუკი ტენი მცირეა, მაშინ
გაცილებით უფრო რთულ პროცესებთანგვაქ ვს საქმე, თუ ტემპერატურა ნიადაგის
ყოველ წერტილში ერთნაირია, მაშინ ტენის გადაადგილება არის წყლის ორთქლისა და
წყლის ნაკადების ჯამი. მაგრამ ბუნებაში ასეთი სიტუაცია იშვიათად დაიკვირვება.
ჩვეულებრივ, ნიადაგის პროფილში აღინიშნება ტემპერატურული გრადიენტები.
ამიტომ საჭიროა ტენის გადაადგილების შესწავლა სწორედ ამ ტემპერატურული
გრადიენტის გათვალისწინებით. ნიადაგის ის ფენა, სადაც მცენარეტა ფესვებია
(ფესვთა სისტემების ხასიათი, მათჳ ფართობი, ფესვების მიერ წყლის
შთანთქმისუნარიანობა), გაცილებით ართულებს ტენსი მოძრაობას ნიადაგში.
ჯერჯერობით ვერ მოხერხდება ამ პროცესების რიცხობრივი გამოსახვა. წყლის
მოძრაობა ნიადაგში დამოკიდებულია აგრეთვე, წყალშემცველი ფენების ხასიათზე
გაატაროს წყალი, რელიეფის დახრილობაზე და ა. შ.
ცხადია, რომ ტენის გადადგილება ბტკკ-ის მიწისქვედა ნაწილში საკმაოდ რთული
პროცესია, ჰიდროლოგიაში ამ პროცესს სამ ფაზად ყოფენ:
პიველი ფაზა მიმდინარეობს ნიადაგის ზედა ფენაში, სადაც ძლიერ გავლენას
ახდენს მეტეოროლოგიური ფაქტორები: ჰაერის ტემპერატურა, მზის რადიაცია, ქარის
სიჩქარე და სხვა. ნიადაგის დატენიანებისას წვიმის ნაწილაკები ქვევითკენ
მიემართებიან, ხოლო ნიადაგის სიმშრალიანობის დროს წყლის ნაწილაკები შეიძლება
გადაადგილდეს ქვემოდან ზევით წყლის აფსკისებრი ან კაპილარული მოძრაობთ.
მეორე ფაზა იწყება იმ მომენტიდან, როცა ამინდის პირობები ვერავიტარ გავლენას
ვერ ახდენენ წყლის მოძრაობაზე. ასეთ პირობებში წყალი გადაადგილდება მხოლოდ
ზემოდან ქვემოთ წყალშმცველი ფენების მიღწევამდე.
ბტკ-ის ამ ფენას, სადაც პირველი და მეორე ფაზაა, უწოდებენ აერაციის ზონას, ე. ი.
აერაციის ზონა არის ნიადაგის სისქე ზედაპირიდან გრუნტის წყლის დონემდე.
მესამე ფაზა წარმოადგენს გრუნტის წყლების მოძრაობას წყალშემცავ ფენაში. ეს
მოძრაობა ხორციელდება გრუნტის წყლის ნაკადის დახრილობის საფუძველზე.
ჩვეულებრივ, ელემენტური ბტკ-ების ტენბრუნვის განხილვისას არ ითვალისწინებენ
წყლის ბრუნვას მიწისქვედა ნაკადებში, ვინაიდან ფაციესი ხშირად მოიცავს მხოლოდ
აერაციის ზონას. და თუ განიხილავენ მას მხოლოდ ფაციესის ქვედა საზღვარზე ტენის
ინფილტრაციასთან დაკავშირებით. მაგრამ უფრო მაღალი რანგის ბტკ-ებში
(ლანდშაფტის რანგის და უფრო მაღალი) მიწისქვეშა წყლები და მათი ნაკადი
მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ბტკ-ების ტენბრუნვაზე.
მიწისქვეშა წყლები იყოფა 4 ძირითად ჯგუფად:
1. ნიადაგის წყლები. მიწისქვეშა წყლები, რომლებიც ნიადაგშია შემავალი.
2. ნიადაგ-გრუნტის წყლები, რომელთა სარკე მუდმივად ან პერიოდულად
მდებარეობს ნიადაგში, ამასტან აქვთ კავშირი გრუნტის წყლებტან.
3. გრუნტის წყლები. მიწისქვეშა წყლები, რომლებიც ნიადაგის საფარის ქვევით
მდებარეობს, ისინი დომინირებას განიცდის მდინარეების მიერ.
4. არტეზიული წყლები. განიცდიან ჰიდროსტატიკურ წნევასა და ამით აღწევენ
დედამიწის ზედაპირზე.

ზადაპირული ჩამონადენი ბუნბრივ-ტერიტორიულ კომპლექსში


ზედაპირული ჩამონადენი აღინიშნება მაშინ, როცა მოსული ნალექებში
ინტენსივობა აღემატება მის ჩაჟონვას ნიადაგში. შესაბამისად, ზედაპირული
ჩამონადენი დამოკიდებულია ატმოსფერული ნალექების რაოდენოზე, მათ
ინტენსივობასა და რელიეფის ფორმაზე (ეს უკანასკნელი გავლენას ახდენს წყლის
შეკავებაზე).
სხვადასხვა ელემენტარულ ბტკ-ებში ზედაპირული ჩამონადენი სხვადსხვანაირად
მიმდინარეობენ. ზოგიერთ მათგანში ისინი საერთოდ არ წარმოიშობიან, ანდა
წარმოიშობიან მხოლოდ გამონაკლისს შემთხვევებში. მაგალიტად, ისეთ
ელემენტარულ ბტკ-ებში, რომლებისთვისაც დამახასიათებელია ავტონომიური
მიგრაციის რეჟიმი. დამრეცი და საშუალო დახრილობის ფერდობების ბტკ-ებში ტყის
მცენარეული საფარით. ასევე იშვიათია ზედაპირული ჩამონადენი. ეს
დაკავშირებულია იმასთან, რომ მკვდარი საფარი სწრაფად შეისრუტავს წყალს. ამიტომ
ასეთი ბტკ-თვის ტენბრუნვა სრულად გამოირიცხება ის რგოლი, ამიტომ ასეთი ბტკ-
თვის ჩამონადენთანაა დაკავშირებული.
უფრო მაღალი რანგის ბტკ-ების (უროჩიშჩე, ადგილი და ა. შ. ) ტენბრუნვაში
ზედაპირული ჩამონადენის როლი მნიშვნელოვანია. ამ მორფოლოგიური
ერთეულების ფარგლებში ხშირად შედის ხევების ძირი, რომელტატავისაც
ჩვეულებრივ დამახასიატებელია წყლის მუდმივი ნაკადები.

აორთქლება და ტრანსპირაცია
წყალი ატმოსფეროში სხვადასხვა გზით ხვდება: წყლის ღია ზედაპირებიდან,
ნიადაგიდან, მცენარეული საფარიდან აორთქლებითა და ტრანსპირაციით. ყოველივე
ამ პროცესს ზოგიერთჳ მეცნიერი ჯამურ აორთქლებას უწოდება, ზოგიერთი მეცნიერი
- კი უბრალოდ, აორთქლებას.
აორთქლება ნიადაგიდან და ტრანსპირაცია ბუნებრივ პირობებში მთელ რიგ
ფაქტორებზეა დამოკიდებული. ამ ფაქტორთა ნაწილი ძნელად ემორჩილებიან
ანგარიშებს. უფრო მეტი სირთულეებია ტრანსპირაციის ინტენსივობის
დადგენისათვის. თუმცვა არსებობს რამდენიმე მათემატიკური მოდელი. სადაც
განიხილება წყლის მოძრაობა სისტემაში: ნიადაგი - მცენარე - ატმოსფერო, მაგრამ
ყველა ეს მოდელი არ არის მოკლებული ნაკლოვანებებს, რომლებიც მდგომარეობს
შემდეგში:
- ანგარიშების სიდიდე და შრომატევადობა;
- შეიცავენ რიგ ემპირიულ სიდიდეებსა და კოეფიციენტებს, რომლებიც უმეტეს
შემთხვევაში, ძნელადგასაზომია;
- შექმნილია, გარკვეული მცენარეებისათვის ან მცენარეთა დაჯგუფებისათვის,
რომლებიც ჩვეულებრივ, ლაბორატორიულ პირობებში შეისწავლებიან;
- აგებულნი არიან ფიზიოლოგიასა და ნიადაგის ფიზიკის და არა ლანდშაფტის
გეოფიზიკის მექანიზმით.
ძლიერი წვიმების შემდეგ ნიადაგის ზედა ჰორიზონტები წყლითაა გაჯირჯვებული,
ამიტომ აორთქლება ასეთი ნიადაგებიდან ისეთივეა, როგორც წყლის ზედაპირებიდან,
შემდგომ ტენი ნელ-ნელა გადაადგილდება სიღრმისაკენ და ნიადაგის ტენიანობა
მცირდება. შესაბამისად აორთქლებადი ზედაპირიც სიღრმეში გადაადგილდება.
წყლის ორთქლი ახლა გაცილებით მეტ მანძილს გადის და მოძრაობისას მეტ
წინააღმდეგობას აწყდება, ამოტომ აორთქლება მცირდება. ე. ი. რაც უფრო მეტი დრო
გადის, მით უფრო მცირდება აორთქლება, მაგრამ საინტერესოა ის, რომ ეს შემცირება
უფრო და უფრო ნელა ხდება.
აორთქლება სხვადასხვა ბტკ-ში სხვადასხვანაირად მიმდინარეობს, ბტკ-ებში,
რომლებიც მძლავრი მცენარეული საფარითაა დაფარული, აორთქლება მეტის
(ვინაიდან იზრდება აორთქლების ზედაპირის ფართობი), ვიდრე იმ ბტკ-ში,
რომლებიც მცენარეულ საფარსაა მოკლებული. იგი შეიძლება მეტი იყოს ამავე
ფართობის წყლის ზედაპირებთან შედარებითაც. ეს განსხვავება განპირობებულია
უმთავრესასდ ორი ფაქტორით: ადვექციური პროცესების ინტენსივობითა და
მცენარეული საფარის სტრუქტურით. (დამატებითი სითბო, რომელიც ადვექციის
შედეგად წარმოიქმნება ადვილად იხარჯება ფოთლების აორთქლებაზე. სრულიად
განსხვავებულ სურათს ვაკვირდებით იმ ბტკ-ებში, სადაც წყლის დეფიციტია
მცენარეულ საფარში, ასეთ პირობებში ტრანსპირაცია მნიშვნელოვნად მცირდება
(ცხრილი 5).
ცხრილი 5. ფიტოცენოზების ტრანსპირაცია
ფიტოცენოზი აორთქლება, % ნალექების რაოდენობა
(წლიური, მმ)
ფოთლოვანი ტყეები 43-160 760-4200
წიწივიანი ტყეები 46-55 1250
ტუნდრა 16-20 500
სტეპი 46 430-560
ალპური მცენარეულობა 1,0-1,7 1100
ცხრილიდან ჩანს, რომ სხვადასხვა ფიტოცენოზებში აორთქმება სხვადასხვაა. იგი.
მაქსიმუმს აღწევს ტყისა და ლელქაშიან ფიტოცენოზებში, ხოლო მინიმუმს -
უდაბნოებში, ტუნდრასა და ალპურ მცენარეულობის ფიტოცენოზებში.

წყლის ხარჯვა ფიტოსინთეზზე


ფიტოსინთეზის პროცესებზე წყლის უმნიშვნელო რაოდენობა იხარჯება. შეიძლება
იგი არც იქნეს გათვალისწინებული ამა თუ იმ ტერიტორიის წყლის ბალანსში,
ვინაიდან მისი რაოდენობა ჩვეულებრივ ნაკლებია, ვიდრე წყლის ბალანსის ამა თუ იმ
მაჩვენებლის შეცდომაზე, მაგრამ ეს წყალი უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ბტკ-ის
ფუნქციონირების ისეთ პროცესებე, როგორიცაა ფოტოსინთეზი.
წყლის გარკვეული რაოდენობა აუცილებელია ჰეტგეროტროფების
სიცოცხლისუნარიანობისათვის. წყლის ამ რაოდენობის განსაზღვრა გაცილებით
რთულია, მაგრამ ცხადია, რომ გაცილებით ნაკლებია წყლკის იმ რაოდენოიბაზე,
რომელიც ფოტოსინთეზზე იხარჯება.

ტენბრუნვის ტიპები
ტენბრუნვა ძლიერ იცვლება ბტკ-ების მდგომარეობის მიხედვით, თოვლის ყინვიანი
მდგომარეობისათვის დამახასიათებელია შედარებით მარტივი სტრუქტურა,
ზაფხულის სტრუქტურის სტაბილიზიციის მდგომარეობების დროს კი -
პრინციპულად განსხვავებული სურათია. ამ დროს აორთქლების ინტენსივობის გამო
ნიადაგი შრება, ამიტომ მცირდება ჰიდრომასების რაოდენობაც ნიადაგში. აღნიშნული
მდგომარეობა შეიძლება გადავიდეს სემიარიდულ მდგომარეობაშიც, სადაც
ჰიდრომასების არასაკმარისი მარაგია ბტკ-ებში აქტიური ფუნქციონირებისათვის.
მაგალითად, ბალახოვან ბტკ-ებში ტენის უკმარისობა ამცირებს ფიტომასების
რაოდენობის ზრდას. ე. ი. ტენბრუნვის პროცესები ზაფხულში ასრულებენ
ლიმიტირებული ფაქტორის როლს.
რაკი ტენბრუნვა ძლიერ ცვალებადობას განიცდის ბტკ-ების მდგომარეობების
მიხედვით, ტენბრუნვის ტიპების გამოყოფა ხდება მათი გათვალისწინებით.
გამოიყოფა ტენბრუნვის შემდეგი ძირითადი (’’მარტივი’’)ტიპები:
1. პლუვიალური ინტენსიური ატმოსფერული ნალექებით, ზედაპირული და
მიწისქვეშა ნაკადით;
2. პლუვიალური ატმოსფერული ნალექების მცირე ან საშუალო რაოდენოიბით და
ნიადაგის ჰიდრომასების გაზრდით;
3. ნივალური თოვლის მოსვლითა და თოვლის საფარის შექმნით ან გაზრდით;
4. გასავლიანი ტენბრუნვა ინტენსიური ტრანსპირაციათა და ფიზიკური
აორთქლებით;
5. გასავლიანი ტენბრუნვა ფიიკური აორთქლებით, მაგრამ არა ტრანსპირაციით;
6. ნივალური და პისტნივალური თოვლის ინტენსიური დნობითა და
ზედაპირული ნაკადით;
7. პოსტპლუვიალური ინტენსიური აორთქლებითა და ფილტრაციით ნიადაგია
უფრო ღრმა ჰორიზონტებში;
გამოყოფენ ტენბრუნვის კიდევ 10 მარტივ ტიპს. მაგრამ ბუნებაში უფრო ხშირად
ტენბრუნვის რთული, შერეული ტიპები გვხვდება - როცა დრე-ღამის განმავლობაში
ტენბრუნვის ორი ენ მეტი ტიპი შეიმჩნევა. მაგალითად, პლუვიალური ნალექების
ინტენსიური რაოდენობით და პოსტპლუვიალური ინტენსიური აორთქლებითა და
ფილტრაციით.
თემა 11. ბიოგეოციკლი
ბიოგეოციკლის განმარტება
ბიოგეოციკლი ბტკ-ის ფუნქციონირების ერთ-ერთი მთავარი რგოლია, მისი
არსებობა უკვე დიდი ხანია არის ცნობილი. XX საუკუნის 20-30-იან წლებში ვ.
ვერნადსკიმ საფუძველი ჩაუყარა წარმოდგენას გეოქიმიური ციკლის შესახებ. ეს იდეა
შემდგომ განავითარებს ეკოლოგებმა, რომლებმაც დაამუსავეს და
გამოიანგარიშესაზოტის, ნახშირორჟანგის, ფოსფორისა და გოგირდის ციკლები
ბუნებაში. ამ მხრივ, განსაკუთრებული დამსახურება მიეკუთვნება ოდუმს, რომლებმაც
შექმნა ბიოგეოქიმიური წრებრუნვის სქემა ენერგიის წრებრუნვის სქემასთან
შეთავსებული, რითაც აჩვენა როგორ მოჰყავს მოძრაობაში ენერგიის ნაკადს
ნივთიერებები. ცალკეული ქიმიური ელემენტების წრებრუნვები შეისწავლა, აგრეთვე,
ვ. ვილიამსმა, ხოლო გეოგრაფიულ ასპექტში ეს საკითხი განიხილა ა. გრიგორიევმა.
იგი წერდა,

ბიოგეოქიმიური ციკლის ზოგადი სქემა (ოდუმის მიხედვით)PG -ჯამური


პროდუქცია, Pn – ნეტტო პროდუქცია, P- კონსუმენტების პროდუქცია, R-სუნთქვა. 1-
შთანთქმული რადიაცია, 2. - ავტოტროფები, 3- ნივთიერების შემოსვლა
ბიოგეოქიმიურ ციკლში, 4 - ნივთიერების გასვლა, 5 - საკვები ნივთიერების ფონდი, 6 -
ჰეტეტროფები, 7 - ბიოგეოქიმიური ციკლის რგოლი, 8 - სითბო
რომ გეოგრაფიის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა სწორედ ნივთიერებათა და ენებრგიის
ბალანსის შესწავლა ფიზიკურ-გეოგრაფიული ზონების მიხედვით. შემდგომ ბ.
პოლინოვმა შემოიტანა ტერმინი ’’გეოქიმიური ლანდშაფტის’’ შესახებ. ამან
თავისებური ანარეკლი ჰპოვა ნიადაგმცოდნეობაშიც და მთელი რიგი გამოკვლევები
ჩატარდა ამ მიმართულებით. ასე დაიწყო განვითარება წარმოდგენებმა ბიოქიმიური
წრებრუნვის შესახებ ეკოსისტემებში. შემდგომში კი ასეთი სამუშაოები ტარდება
ციმბირში, ტაიგასა და სტეპის სტაციონარებში, სადაც ამ საკითხს კომპლექსური
ფიზიკურ-გეოგრაფიული თვალსაზრისით იხილავენ.
ლანდშაფტებუის გეოფიზიკის ბიოქიმიური ციკლი აინტესებს მხოლოდ
ნივთიერებათა მიგრაციის მხრივ ბტკ-ებში, ხოლო ქიმიური ელემენტების მიგრაციის
შესწავლა მისი ინტერესის სფეროში არ ექცევა. ამიტომ ლანდშაფტების გეოფიზიკაში
მიღებულია არა ბიოგეოქიმიური ციკლი, არამედ ბიოგეოციკლი. ამით ხაზს გასმულია,
რომ შეისწავლება ორგანულ ნივთიერებათა ზოგადი მიგრაცია და არა მისი
შემადგენელი ქიმიური ელემენტების მიგრაცია.
ზოგიერთმა ეკოლოგმა შეადგინა არა ცაკლეული ელემენტების მიგრაციის სქემები,
არამედ ორგანულ ნივთიერებათა მიგრაციის ზოგადი სქემები, ამერიკის შეერთებულ
შტატებში ეკოლოგიურ ლაბორატორიაში (ვან დაინის ხელმძღვანელობით)
შემუშავებულ იქნა ნივთიერებათა პროდუქტიულობისა და ტრანსფორმაციის მოდელი
ბალახოვან ეკოსისტემებში. აქ მცენარეული საზოგადოება განიხილებოდა, როგორც
დინამიკური სისტემა, რომელიც შედგება რამდენიმე ქვესისტემისაგან (ბლოკებისაგან).
სწორედ, ამ ბლოკებს შორის ხდება ნივთიერებათა და ენერგიის ცვლა.
კიდევ მრავალი სხვა ციკლის შედგენილია ნივთიერებათა და ენერგიის ბრუნვისა
ბტკ-ის ბიოგენურ კომპონენტებში, მაგრამ ყველა ეს ციკლები განსხვავებულია იმ
ბიოგეოციკლისაგან, რომლეიც აგებულია ლანდშაფტურ-გეოფიზიკური
თვალსაზრისით. უმტავრესი რიტაც განსხვავდება ასეთი პრინციპით აგებული
ბიოგეოციკლი მდგომარეობს შემდეგში: იგი დეტალური ანალიზია ბიოგეოციკლის
პროცესების და არ არის მასში გათვალისწინებული გეომასების ტრაფორმაცია და
რაოდენობრივი შეცვლა.

ბიოგეოციკლის შესწავლის 3 დონე


ამრიგად, მცენარეული საფარის პროდუქტიულობისა და ტრანსფორმაციის
საკითხებს სხვა მეცნიერებებიც სწავლობენ, ე. ი. მისი შესწავლა სხვადასხვა დონეზე
ხდება. ამ მხრივ, გამოყოფენ 3 დონეს:
1. ინდივიდუალური დონე. მცენარე განიხილება როგორც ინდივიდი და მასში
მიმდინარე ფიზიოლოგიური პროცესები და პროდუქტიულობა. სწორედ ამ
ინდივიდთა კავშირშია შესწავლილი, მაგალითად, შეისწავლება ელემენტების
არსებობა ნიადაგში თუ როგორ გავლენას ახდენენ ამა თუ იმ მცენარის ინდივიდის
ზრდა - განვითარებაზე.
2. ცენოტური დონე. აწარმოებს ამა თუ იმ მცენარეული დაჯგუფების
პროდუქტიულობის გეობოტანიკურ კვლევას, ეს მცენარეული დაჯგუფებანი
განიხილება, როგორც ბიოგეოცენოზის ან ეკოსისტემის ნაწილი, მაგალითად,
ადგილმდებარეობის პირობები, განათებულობა ჰაერის ტემპერატურა როგორ
გავლენას ახდენენ მცენარეთა დაჯგუფებაზე და მათ გავრცელებაზე.
3. გეოგრაფიდლი დონე. გარკვეული ბუნებრივ-ტერიტორიული
კომპლექსებისათვის შეისწავლება მცენარეული საფარის პროდუქტიულობა, რომელიც
განიხილება მიკროკლიმატის, ჰიდროლოგიის, ნიადაგების, გეოლოგიისა და მთელი
რიგი სხვა პირობების გათვალისწინებით. ლანდშაფტების გეოპფიზიკა კი ამ საკითხს
განიხილავს გეომასებთან დაკავშირებით. აღსანიშნავია, რომ კვლევის ამ დონეზე
შეიძლება გამოყენებულ იქნეს წინა ორ დონეზე მიღწეული მცენარეული შდეგები,
მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ კვლევის ობიექტის გადაფარვას ნაქვს ადგილი.
ამრიგად, კვლევის სამივე დონეზე ხდება ამა თუ იმ ბუნებრივი წარმონაქმნის
დაყოფა ან გაერთიანება ნივთიერებათა და ენერგიის ტრანსფორმაციის მიხედვით,
რასაც გამოსახავენ ხარისხობრივად და რიცხობრივადაც.

ბიოგეოციკლის ორი მოდელი


მარტყოფის ფიზიკურ-გეოგრაფიულ სტაციონარზე შემუშავებულ იქნა
ბიოგეოციკლის ორი მოდელი. ერთი მოდელი აგებულია ბალახოვანი ბტკ-ბისათვის,
ხოლო მეორე მოდელი - ტყის ბტკ-ებისათვის.
პირველი მოდელი შედარებით უფრო მარტივია. მზის ენერგიის ტრანსფორმაციის
ხარჯზე სტეპისა და მდელოს ბტკ-ებში შეიმჩნევა ფიტომასის მწვანე ფრაქციის ზრდა (-
Pi). თუ ეს ზრდა მეტია იმ პროცესებზე, როცა ეს ფრაქცია გადადის ветощ-ში. მაშინ
ხდება ამ ფრაქციის გაზრდა (Pi ) და თუ არა - შემციება (Pi ). ძლიერ ხშირად ზრდა და
გადასვლა ветощ-ში თანაბარის, ამიტომ ფიტომასის მწვანე ფუნქცია მუდმივია (Pi) .
ასეთივე გადასვლების დამახასიათებელი ветощ-თვის და მკვდარი საფარისათვის.
უკანასკნელისათვის დამახასიათებელია აგრეთვე, გადასვლა პედომასებში (S).
ბიოგეოციკლს მიეკუთვნება ასევე მცენარეთა ფესვების მიერ მინერალურ
ნივთიერებათა შთანთქვა (SPs, ან HsPs);
მეორე მოდელს განსხვავებული ხასიათი აქვს. ტყის ფიტოსინთეზი ბტკ-ებში მზის
ენერგიის ტრანსფორმაციის შედეგად ფიტოსინთეზი მიმდინარეობს ფოთლებში (Pfm).
ფოთლები კი ორმხრივ კავშირშია ტოტებთან (Ptv) ხის ტანთან და ფესვებთან
(Ps).სატრანსპორტო - სკელეტოვანი ორგანოები გადადის მორტმასაში (Md Mv) ასევე
ფოთლები (Mi) და ფესვები (Ms). მთელი ეს მორტმასები კი, საერთო ჯამში გადადის
პედომასებში (S), სადაც ხდება მცენარეების წყლითა და მინერალებით კვება.
განვიხილოთ ცალკ-ცალკე ბიოგეოციკლის თითიოეული რგოლი.

ფიტომასების მწვანე ფრაქცია და ფიტოსინთეზი


ფიტოსინთეზის პროცესებს იხილავს ფიზიოლოგიაცა და ეკოლოგიაც.
ლანდშაფტების გეოფიზიკას კი იგი აინტერესებს როგორც პროცესი, რომელიც
ფოტოსინთეზურად აქტიური გეომასების რაოდენობის ცვლას იწვევს.
ტყის ბტკ-ებში ფოთლების ფიტომასის შეცვლას განაპირობებს შემდეგი პროცესები:
- მზის ენერგიის ტრანსფორმაცია ფიტოსინთეზის დროს:
- წყალსა და მინერალურ ნივთიერებებზე მოთხოვნილება;
- ნივთიერებათა ტრანსლოკაცია ფოთლებიდან ტოტებში, ხის ტანსა და ფესვებში;
- ფოთლების კვდომა და ცვენა;
- ნივთიერებათა დაკარგვა სუნთქვის დროს.
სწორედ ამ პროცესების ინტენსივობასა და ტანაფართობაზეა დამოკიდებული
ფოტოსინთეზურად აქტიური გეომასების ან გადიდება, ან შემცირება. ამასთან ამ
პროცესების ინტენსივობა და ცვლილების სიჩქარე დამოკიდებულია ბტკ-ის
მდგომარეობაზე. მაგალითად, წიფლის ბტკ-ებშიცვლ;ილების დადებითი სიჩქარე
მაქსიმუმს აღწევს აპრილ-მაისში (0.2-0,3 ტ/ჰა დღეში), ხოლო ცვლილების უარყოფითი
სიჩქარეა შემოდგომაზე (-0,1-0,3 ტ/ჰა დღეში). ზაფხულის სტექსების დროს კი
ფიტომასების ცვლილების ტემპები 0-ს უახლოვდება.
ბალახოვან ბტკ-ში მწვანე ფრაქციის ფიტომასები, შეცვლას განაპირობებს შემდეგი
პროცესები:
- მზის ენერგიის ტრანსფორმაცია ფოტოსინთეზის დროს;
- წყალსა და მინერალურ ნივთიერებებზე მოთხოვნილება;
- ნივთიერებატა ტრანსლოკაცია ფესვებში;
- გადასვლა ветощ-ში და შემდეგომ მკვდარ ნაფენში;
- ნივთიერებათა დაკავშირება სუნთქვის დროს;
შესაბამისად აქაც ამ პროცესების ინტენსივობა და ცვლილების სიჩქარე
დამოკიდებულია ბტკ-ების მდგომარეობაზე. მაგალითად, მარტყოფის სტაციონარის
მიდამოებში ტყე-მდელოს ბტკ-ში და არც ფერდობებზე მწვანე ფრაქციის ზრდის
მაქსიმუნი აღინიშნება მაისში(0,04-0.05 ტ/ჰა დღეში), მინიმუმი - შემოდგომაზე (-0,02-
0,05 ტ/ჰა დღეში). ზაფხულის თვეებში კი ცვლილების ტემპი მცირეა და იგი შეიძლება
იყოს დადებითიცა და უარყოფითი.

ნივთიერებათა ტრანსფორმაცის სატრანსპორტო ორგანოებსა და ფესვებში


ნივთიერებათა გადაადგილება ხდება ფოთლებიდან სატრანსპორტო სკელეტოვან
ორგანოებსა და ფესვებში ან პირიქით, ბტკ-ების ზოგიერთი მდგომარეობის დროს ეს
ტრანსფორმაცია დადებითია. ზოგიერთი მდგომარეობისას - უარყოფითი. არსებობს
მრავალი ცდა დააკავშიროს მერქნის ნამატი გარემო პირობებთან, მაგრამ ეს
გამოკვლევები მთლიანად არ არის მოკლებული ხარვებს, საკმაოდ რთული აღმოჩნდა
ბუნებრივი პირობების კომპლექსის გათვალისწინება. უკანასკნელ ხანს უფრო და
უფრო ფართო გავრცელება ჰპოვა პრეცეზიონურმა დენდრომერებმა. ამ ხელსაწყოს
მეშვეობით შეიძლება გაიზომოს ხის მერქნის ნამატი დროის მოკლე ინტერვალში
(საათში, დღე-ღამეში, კვირაში ან თვეში). ხელსაწყოს ციფერბლატზე აითვლება
მონაცემები 0,01-დან 10 მმ-მდე.
გაცილებით უფრო ძნელია ფესვების წლიური ზრდის განსაზღვრა, მის
გამოსაანგარიშებლად სარგებლობენ ფორმულას:
(საათში, დღე-ღამეში, კვირაში ან თვეშ). ხელსაწყოს ციფერბლატზე აითვლება
მონაცემები 0,01-დან 10 მმ-მდე.
გაცილებით უფრო ძნელია ფესვების წლიური ზრდის განსაზღვრა, მის
გამოსაანგარიშებლად სარგებლობენ ფორმულას:
k
z k =z c
c
არის ფესვების ზრდა Zც- ხის ტანისა და ტოტების ზრდა K - ფესვების წილი

სატრანსპორტო -სკელეტოვან ორგანოებსა და ფესვების ჯამიდან პროცენტებში და C -

ხის ტანისა და ტოტების წილი სატრანსპორტო-სკელეტოვანი ორგანოებისა და


ფესვების ჯამიდან პროცენტებში.
მრავალი გამოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ მრავალწლიანი მცენარეების
ფესვების ლითომასის ნამატი 1/3-ია ამ მცენარის საერთო მასისა.

მცენარეთა ტრანფორმაცია მორტმასაში


ეს საკითხი საკმაოდ კარგად არის შესწავლილი ეკოლოგების მიერ, რომლებიც
ნივთიერებათა ტრანსპორმაციას მორტმასებში განიხილავენ ორ ეტაპად: ცოცხალ
ორგანიზმთა პირველადი დაშლა და დენდრიტის დაშლა მიკროორგანიზმების მიერ.
ზოგჯერ მასამე ეტაპიც აღინიშნება - ნივთიერებათა პირდაპირი გადატანა
ბმცენარიდან მცენარეზე სიმბიოტიკური მიკროორგანიზმების მიერ.
ლანდშაფტების გეოფიზიკის ეს პროცესები აინტერესებს მხოლოდ ერთი კუთხით -
როგორ ხდება ფოტომასების გადასვლა მორტმასებში. ნივთიერებათა ტრანსფორმაცია
ფიტომასებიდან მორტმასებში სხვადასხვა ბტკ-ებში სხვადასხვანაირად
მიმდინარეობს. ბალახოვან ბტკ-ებში ფიტომასების მწვანე ფრაქცია გადადის ветощ-ში
და შმდგომ მკვდარ ნაფენში. რაც შეეხება ტყის ბტკ-ებს, მათთვის გაცილებით რთული
პროცესია დამახასიათებელი: ფოთლები ან პირდაპირ გადადიან მკვდარ ნაფენში, ან
და ამ გადასვლას ახდენენ ’’მკვდარი’’ ფიტომასების ხარჯზე, რომლებიც ხეებზეა
ზოგჯერ შერჩენილი.

სუნთქვა
იგი დამახასიათებელია ფიტომასებისათვის, ზოომასებისათვის და
მორტმასებისათვის. სუნთქვის ინტენსივობის განსაზღვრა შეიძლება გამოვყოთ CO2-ის
და შთანთქმული O2-ის რაოდენობით. ცნობილია, რომ ყველაზე აქტიური სუნთქვა
დამახასსიათებელია მცენარის სწრაფად მზარდი ორგაგანოებისა და ფოთლებისათვის,
ყველაზე - პასიური - ხის ტანის, ტოტებისა და ფესვებისათვის. ტენის მოყვარული
მცენარეები უფრო ნაკლებად სუნთქავენ, ვიდრე სუნათლისმოყვარულნი, იმ
მცენარეების ПОЧКИ, ფოთლები და წიწვები, რომლებიც გამოიზამთრებენ ზლიერი
ყინვების დროსაც სუნთქავენ.
ზოომასების სუნთქვის დროს საპირისპირო პროცესი ხდება - ცხოველთა
ორგანიზმში ხვდება ჟანგბადი და გამოიყოფა ნახშირორჟანგი.
მცენარეების მიერ მინერალურ ნივთიერებათა შთანთქვა ნიადაგიდან
მკვდარი საფარი თანდათანობით გარდაიქმნება და გამოყოფს მინერალურ
ელემენტებს, სითხეებსა და გაზს (მინერალიზაცია). ამის ბაზაზე ყალიბდება
კოლოიდური ჰუმუსოვანი კომპლექსები, რომლებიც შედარებით მდგრადია და
ძნელად ემორჩილებიან რაიმე ზემოქმედებას (ჰუმიფიკაციის). სწორედ ამ ორი
პროცესის - მინერალიზაციისა და ჰუმიფიკაციის ინტენსივობაზეა დამოკიდებული
ორგანულ ნივთიერებათა დაშლა. ეს საკითხები საკმაოდ კარგადაა განხილული
ნიადაგმცოდნეობის ლანდშაფტების გეოფიზიკის თვალსაზრისით, საინტერესოა
მხოლოდ როგორ გადადის პედომასა ჰუმუსოვან мелкозем -ში. ეს პროცესი საკმაოდ
ხანგრძლივია და ასეული და ათასეული წლები მიმდინარეობს. მაგალითად, ნიადაგის
მეტრულ ფენაზეპედომასების რაოდენობა 10000-15000 ტ/ჰა, ხოლო მორტმასების
წლიური ნამატია -5-10 ტ/ჰა. თუ მორტმასების მთელი ეს რაოდენობა მთლიანად
გადავა პედომასებში, იგი პედომასების მეათედი ნაწილი იქნება მხოლოდ, ამიტომ
დღეისათვის ჯერ-ჯერობით არ არსებობს ზუსტი მეთოდი ახლადწარმოქმნილი
(ყოველწლიურად) პედომასების რაოდენობის განსაზღვრისათვის. სიტუაციას
ართულებს ისიც, რომ ფირომასების წლიური მასების გაზომვა ხდება პერიოდულად.
ეს ნამატი არ არის სხვაობა ფიტომასის მაქსიმუმსა (ზაფხულში) და მინიმუმს შორის.
(ზამთარი) ნშორის, თუმცა ყოველთვის აღემატება მას. ეს იმით აიხსნება , რომ
ცოცხალი მასის ხარჯვა ხდება არა მარტო შემოდგომაზე ჭკნობისას, არამედ წლის სხვა
პერიოდშიც (მისი ხარჯვა სუნთქვაზე, ცხოველთა კვებაზე, სხვადასხვა მიზეზის გამო
მცენარის ნაადრევ კვდომაზე და ა. შ.) ე. ი. ფიტომასის ნამატის განსაზღვრისას
გასათვალისწინებელია ყველა ის პროცესი, რომელიც მის ხარჯვასთანაა
დაკავშირებული. ამასთან ფიტომასის წლიური ბალანსი სხვადასხვა ბტკ-ში
სხვადასხვაგვარია. მზარდ ტყეებში იგი ყოველთვის დადებითია. შმდგომ, როცა ტყე
სიმწიფეს მიაღწევს, ეს ბალანსი შეიძლება იყოს დადებითიც დაც უარყოფითიც.
დადებითი მაშინ, როცა ტყის ნორმალური ზრდა - განვიტარებისათვისხელსაყრელი
პირობებია და უარყოფითია, როცა - ნარახელსაყრელი პირობებია. ამრიგად,
ფიტომასის ნამატს ტყის ბტკ-ებში გარდა გარემო პირობებისა, განსაზღვრავს მისი
ასაკიც. რაც შეეხება ბალახოვან ბტკ-ებს, მათში ფიტომასის ნამატი მთლიანად
დამოკიდებულია გარემოს პირობებზე.
ნიადაგში არსებულ ნივთიერებებს მცენარეები იღებენ იონების სახით. მცენარეები
ამ ნივთიერებების სხვადასხვანაირად შთანთქავენ:
1. იონების შთანთქმა ნიადაგის ხსნარიდან. ეს იონები მცენარისათვის ადვილად
მისაღწევია.
2. იონების გაცვლითი შთანთქმა. ფესვთა სისტემის სუნთქვის შედეგად
წარმოიქმნება ნახშირორჟანგი. ისინი საშუალებას იძლევიან მოახდინონ
თიხოვანი და ჰუმისიანი ნაწილაკების იონური გაცვლა და ნახცვლად იღებენ
საკვები ნაწილაკების იონებს.
3. გამოყოფილი H იონისა დაორგანული მჟავის მეშვეობით საკვები

ნივთიერებების გახსნა.
მთელი ამ პროცესებიდან ლანდშაფტების გეოფიზიკის ინტერესის სფეროში ექცევა
მხოლოდ ის პროცესი, რომელიც დაკავშირებულია პედომასების გადასვლასთან
ფიტომასებში. შესაბამისად, ის იკვლევს აგრეთვე, მორტმასების ტრანსფორმაციას
პედომასებში და შემდგომ მათ დაბრუნებას ფიტომასებში.
თემა 12. ბუნებრივ-ტერიტორიული კომპლექსების სტრუქტურა

სტრუქტურა ეს არის რომელიმე ობიექტის ან მოვლენის შემადგენელი ნაწილების


გარკვეული ურთიერთდამოკიდებულება, აგებულება, მოწყობა, ბტკ-ის მრავალი
სტრუქტურა არსებობს: ფუნქციური, დროითი, სივრცითი და ა. შ. მათ შორის, როცა
სტრუქტურაზეა ლაპარაკი, ძირითდად სივრცით სტრუქტურას გულისხმობენ.
სივრცითი სტრუქტურა, თავის მხრივ, იყოფა ლატერალურ, ვერტიკალურ და
მორფოლოგიურ სტრუქტურებად.
ლატერალური სტრუქტურა (’’შიდა ფაციესის სტრუქტურა’’) დაკავშირებულია
გეომასების გაერთიანებასთან ’’მიკროკომპლექსებში’’, ანუ ისეთ კომპლექსებში,
რომელთა ფართობი მცირეა, ვიდრე ელემენტარული ბტკ-ისა (ფაციესისა). ამ
სტრუქტურის შესწავლისას ძირითადი ყურადღება ექცევა მიკროკომპლექსების
ურთიერთგანლაგებასა და ურთიერთკავშირს. მაგალითად, ბიოგენურ კომპონენტებს
ყოფენ სინუზიებად და პარცელებად.
გეოგრაფების ნუმრავლესობა (ნ. სოლნცევი, ა. ისაჩენკო, ვ. სოჩავა) თვლის, რომ
ფაციესი არის ბოლო საფეხური ტერიტორიის მორფოლოგიური ანალიზისათვის.
მასზე დაბალი რანგის ერთეულები დარგობრივი დისციპლინების (გეობოტანიკა,
ნიადაგმცოდნეობა), ან ბიოგეოცენოლოგიის კვლევის ობიექტია.

ვერტიკალური სტრუქტურა (გეოჰორიზონტები)


ვერტიკალური სტრუქტურა არის გეოჰორიზონტების ურთიერთგანლაგება და
ურთიერთკავშირი. გეოჰორიზონტები კი არის შედარებით ერთგვაროვანი ფენები,
რომლებიც ხასიათდებიან მთელი რიგი ლანდშაფტურ-გეოფიზიკური ნიშნებით,
რომელთაგან ყველაზე მნიშვნელოვანია გეომასების სპეციფიკური კრებადობა და
შეფარდება. გეოჰორიზონტები არც მცენარეთა იარუსებს შეესიტყვება, არც ნიადაგის
გენეტიკურ ჰორიზონტებს და არც ბიოგეოჰორიზონტებს. მთავარი განსხვავება ზემო
ჩამოთვლილ ჰორიზონტებსა და გეოჰორიზონტებს შორის მდგომარეობს შემდეგში:
1. გეოჰორიზონტები კომპლექსური წარმონაქმნია. მი ფარგლებში ექცევა ყველა ის
კომპონენტი, რომელიც აღინიშნება ბტკ-ის ამა თუ იმ ფენაში. მაგალითად, მცენარეთა
იარუსები მხოლოდ მცენარეებს მოიცავენ, ხოლო გეოჰორიზონტები აერთიანებენ,
როგორც ფიტომასებს, ასევე ჰაერის მასებს. ამასთან ზამთრის პერიოდში მიწისზედა
გეოჰორიზონტებში გამოიყოფა თოვლის გეომასები, წვიმის დროს კი- ჰიდრომასები.
2. გეოჰორიზონტების გამოყოფისას უმთავრესი ყურადღება ექცევა არა
ბიოლოგიურ პარამეტრებს (კერძოდ ფიზიოლოგიურ პროცესებს), არამედ
ლანდშაფტურ-გეოფიზიკურ მახასიათებლებს. სწორედ ამით განსხვავდება
გეოჰორიზონტები ბიოგეოჰორიზონტებისაგან.
3. გეოჰორიზონტების გამოყოფისას დიდი მნიშვნელობა აქვს მათ როლს ბტკ-ების
მიმდინარე ფუნქციონირებაში. ამიტომ მცენარეთა იარუსებში ან ნიადაგის
გენეტიკური ჰორიზონტები შეიძლება გაერთიანდეს ერთ გეოჰორიზონტში; ა\ნ
პირიქით, დაიწყოს რამდენიმე გეოჰორიზონტად.
4. გეოჰორიზონტები ცვალებადობას განიცდიან წლის განმავლობაში. ვინაიდან
ცვალებადს ლანდშაფტურ-გეოფიზიკური პარამეტრებიც, ხოლო მცენარეთა იარუსები
და ნიადაგის გენეტიკური ჰორიზონტები სტაბილურნი არიან და არ იცვლებიან წლის
განმავლობაში.
ისევე, როგორც ყველა ობიექტს, გეოჰორიზონტებისათვის დამახასიათებელია
სტრუქტურა და ტექსტურა.
ტექსტურა გეოჰორიზონტების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მახასიათებელია,
რომელიც დამოკიდებულია გეომასების არა მარტო განლაგებასა და სივრცით
ორგანიზაციაზე, არამედ ფუნქციონირების მრავალ პროცესზე. მაგალითად, მზის
რადიაციის შეღწევადობა და ნალექების შეკავება. ტექსტურას ლანდსაფტების
გეოფიზიკა კომპლექსური თვალთახედვით განიხილავენ. გათვალისწინებულია ამა
თუ იმ გეომასების არა მარტო ერთი თვისებები, არამედ სხვა გეომასების თვისებებიც.
ასე, მაგალითად, ნიადაგების გეოჰორიზონტებში მხედველობაშია მიღებულია არა
მარტო პედომასების ტექსტურა (გოროხოვანი, ბელტოვანი, მარცვლოვანი, კაკლოვანი
და ა. შ.), არამედ ფესვებისა (ღერძული, ფუნჯა) და ლითომასების (კენჭნარი ალუვიურ
ნიადაგებში) ტექსტურებიც.
გეოჰორიზონტის ტექსტურა დამოკიდებულია ძირითადად 4 ფაქტორზე:
გეომასების ელემენტების ფორმაზე, ელემნტების ზომებზე, მათ ორიენტაციაზე და ა. შ.
განარჩევენ რამდენიმე სახის ტექსტურას, გეოჰორიზონტების ელემენტარული
სტრუქტურა არის ისეთი სტრუქტურა, რომელიც აგებულია ერთი კლასის გეომასების
ელემენტებისაგან, რომელთაც ერთი ფორმა აქვსთ. თუმცა ზომითა და ორიენტაციით
ეს ელემენტები ძლიერ განსხვავდებიან ერთმანეთისაგან. ელემენტარული
სტრუქტურები გაერთიანებულნი არიან შედგენილ სტრუქტურებში. თუ გეომასების
ერთ კლასს ორი განსხვავებული ელემენტარული ტექსტურა აქვს, მაშინ ლაპარაკობენ
საშუალო სირთულის სტრუქტურაზე, თუ სამი - რთულ ტექსტურებზე და თუ ოთხი
და მეტი - ძლიერ რთულ ტექსტურებზე. ბუნებაში ელემენტარული სტრუქტურები
იშვიათია, უფრო ხშიარია შედგენილი ტექსტურები.
ტექსტურა ახასიათებს გეომასების მხოლოდ ერთ კლასს, თუ გეოჰორიზონტი
რამდენიმე კლასის გეომასებს აერთიანებს, მაშინ თითოეული ამ გეომასას თავისი
ტექსტურა აქვს. ტექსტურების კრებადობა კი არის სტრუქტურა და არა ტექსტურა.
გეოჰორიზონტების სტრუქტურა არის ცაკლეული გეომასების ტექსტურების
სივრცითი თანაფარდობა. იგი შეიძლება აერთიანებდეს ან ელემენტარულ ტექსტურას,
ან შედგენილ ტექსტურას.
გამოიყოფა შემდეგი სახის სტრუქტურა:
ჰომოგენური. შედგება ერთი ტექსტურისაგან, რომლის შემადგენელი ელემენტები
ერთმანეთთან ახლოსაა. მაგალითად, გეოჰორიზონტები კოლხური ქვეტყით.
ჰეტერიგენურ-ჰომოგენური. შედგება ერთი ტექსტურისაგან, მაგრამ მისი
ელემენტები გაფანტულია და მდებარეობენ მნიშვნელოვან მანძილზე. მაგალითად,
პარკული ტყეები.
ჰომოგენურ-ჰეტეროგენული. მოიცავს ორ ან მეტ ტექსტირას, რომლებიც
კანონზომიერად მეორდებიან სივრცეში. მაგალითად, ზოგჯერ გვხვდება წიფლნარ-
მუქწიწვიანი ტყეები, სადაც წიფლის გარკვეული რაოდენობის შმდეგ გვხვდება ფიჭვის
გარკვეული რაოდენობა.
ჰომოგენური. წარმოდგენილია ორი ან მეტი ტექსტურით, რომლებიც ქაოსური
გავრცელებით ხასიათდებიან.
სტრუქტურის მნიშვნებლოვანი მახასიათებელია მისი რეგულაცია, ამ მხრივ,
განარჩევენ შმდეგ სტრუქტურას:
1. რეგულარული სიმაღლისა და ჰორიზონტის მიხედვით. მოიცავს ერთ ან
რამდენიმე ტექსტურას, რომლებსაც ერთნაირი სიმძლავრე აქვთ და სივრცეში
კანონზომიერად მეორდებიან.
2. რეგულარული ჰორიზონტალის და ირეგულარული სიმაღლის მიხედვით.
ედგება ერთი ან რამდენიმე ტექსტურისაგან. რომლებიც კანონზომიერად
მეორდებიან სივრცეში, მაგრამ განსხვავებული სიმძლავრისანი არიან.
3. რეგულარული სიმაღლისა და ირეგულარული ჰორიზონტალის მიხედვით.
წარმოდგენილია ერთნაირი სიმძლავრის ერთი ან რამდე4ნიმე ტექსტურით,
მაგრამ სივრცეში ქაოსურად განლაგებულნი არიან.
4. ურეგულარული სიმაღლისა და ჰორიზონტალის მიხედვით. ჩვეულებრივი
დამახასიათებელია ჰეტეროგენული ტექსტურებისათვის, რომლებსაც
განსხვავებული სიმძლავრე აქვთ და ქაოსურად არიან განლაგებულნი სივრცეში.
გეოჰორიზონტებისათვის დამახასიათებელია ფუნქციონირება და ცალკეული
გეომასების თვისებები (ფორმა, ზომები, რეგულარობა, ორიენტაცია, პროექციული
დაფარულობა, მოცულობა, ფერი, ტენიანობა, ფიზიოლოგიური აგებულება,
ცვალებადობა დროში).
გეოჰორიზონტების გამოყოფისას უმთავრესი კრიტერიუმია გეომასების კრებადობა.
ამ კრებადობის შეცვლა მიუთითებს ახალი გეოჰორიზონტის არსებობაზე.
მაგალითად1.ბტკ-ის ვერტიკალურ პროფილში იმ ფენის ზემოთ, სადაც აერომასები და
ფიტომასების სატრანსპორტო - სკელეტოვანი ორგანოები სწარბობს, იწყება ფენა,
სადაც ახალი გეომასაა - მეზოფილური ფოთლები. ამ გეომასის არსებობა კი
მიუთითებს ახალი გეოჰორიზონტის გამოჩენას. ამ გეომასასთან დაკავშირებულია
ფუნქციონირების სპეციფიკური პროცესები:

ნახ. 24 ბტკ-ის ვერტიკალური პროფილის ჩანახატი


ფიტოსინთეზი, სუნთქვა და ტრანსპირაცია. მეზოხილური ფოთლების პროექციული
დაფარულობა დიდია, ამიტომ კავდება მზის რადიაცია. და ბოლოს, ამ
გეოჰორიზონტში ტრანსფორმაციას განიცდის ისეთი მეტეოროლოგიური
პარამეტრები, როგორიცაა ჰაერის ტემპერატურა და ტენიანობა.
მაგალითად 2. თუკი ბტკჯ-ის ვერტიკალური პროფილია მიწისქვეშა ნაწილში
აღინიშნება ყინულის ჰიდრომასები, ეს მიუთითებს ახალი გეოჰორიზონტის
არსებობაზე. ტაიგის ბტკ-ებში ზაფხულის დასაწყისში იმ ფენაში, რომელიც ყინულის
შრის ზევითაა, აქტიურად მიმდინარეობს მთელი რიგი პროცესები (მცენარეები
აქტიურად შთანთქავეს წყალსა და მინერალურ ნივთიერებებს).
მაგალითად 3. მუქწიწვიან ტყეებში ხის ტოტებზე ზამთარში აღინიშნება თოვლის
საფარი, ე. წ. ’’თოვლის ქუდების’’ სახით. ამ ახალი გეომასის გამოჩენა ახალი
გეოჰორიზონტის არსებობაზე მიუთითებს.

ვერტიკალური პროფილის ჩანახატი


24-ე ნახატზე მოცემულია ბტკ-ის ვერტიკალური პროფილის ჩანახატები. აქ
გამოიყოფა 9 გეოჰორიზონტი. გეოჰორიზონტების ინდექსაცია ხდება შმდეგი
პრინციპების დაცვით:
- გეომასების კლასები აღინიშნება ლათინური ასომთავრულით. ისინი
ერთმანეთისაგან მძიმით არაა გამოყოფილი. მძიმით გამოიყოფა გეომასების
კლასებზე უფრო დაბალი რანგის ერთეულები;
- პირველ ადგილას იწერება ყველაზე ’’მძიმე’’ გეომასა, ბოლო მეორე ადგილას
ყველაზე ’’მსუბუქი’’ გეომასა;
- თითოეული გეომასებისათვის მითითებულია მათი პროექციული
დაფარულობა პროცენტებში (ფიტომასებისა და მორტმასებისათვის), ან
მოცულობითი წილი გეოჰორიზონტების საერთო მოცულობიდან, პროცენტებში
(ლითომასებისა და ჰიდრომასებისათვის). აერომასებისა და
ჰიდრომასებისათვის არცერთი ეს მაჩვენებლი არ მიეთითება, ვინაიდან ორივე
ამ გეომასას ამორფული ფორმა აქვს;
- ფორმულის ბოლოს მიუთითებენ გეოჰორიზონტი ზედა და ქვედა საზღვარს.
ინდექსაციაში შდის ის გეომასები, რომელთა პროექციული დაფარულობა 5 %-
ზე მეტია.
1 60 20
გეოჰორიზონტის ფორმულა Am p t , fm ¿ 15მიუთითებს, რომ გეოჰორიზონტი ორი

კლასის გეომასისაგან (A და P) შედგება. აერომასები ერთი ტიპითაა წარმოდგენილი -


მიკროთერმული აერომასებით (Am), ხოლო ფიტომასები ორი ტიპით; სატრანსპორტო
-სკელეტოვანი ორგანოებითა (Pt პროექციული დაფარულობა 1%) და ერთწლოვანი
მეზოფიტული ფოთლებით (Pt პროექციული დაფარულობა 60 %). გეოჰორიზონტის
ზედა საზღვარი გადის 25 მეტრზე, ხოლო ქვედა საზღვარი 15 მ სიმაღლეზე.
0 , 08
გეოჰორიზონტი Sa Lk Hs Ps| არის პედოლითო ჰორიზონტის ჰიდრომასებისა
0,2
და ფიტომასების მონაწილეობით. Sa - თიხოვანი ჰიდრომასები, პროექციული
დაფარულობით 90 %. Lk - კარფბონატული ლითომასები (ჰორიზონტის მოცულობის
10 %). Hs - ჰიდრომასები ნიადაგში. Ps - ფესვების პროექციული დაფარულობით 20 %.
გეოჰორიზონტის ზედა საზღვარი გადის 0,08 მ სიმაღლეზე.

ვერტიკალური სტრუქტურის ძირითადი მაჩვენებლები


უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ბტკ-ის ვერტიკალური სტრუქტურის ძირითადი
თვისებების მისი სიმძლავრე და სირთულე.
სიმძლავრის (მანძილი ბტკ-ის ზედა და ქვედა საზღვრებს შორის) მიხედვით,
გამოყოფენ შემდეგ ბტკ-ებს:
0. ნანოსტრუქტურის სიმძლავრე, სიმძლავრე 1 მ-ზე ნაკლები
1. მიკრო ომეზოსტრუქტურის, 1-2 მ
2. მეზოსტრუქტურის, 2-4 მ
3. მეზომაკროსტრუქტურის 4-8 მ
4. მაკრო მეზოსტრუქტურია, 8-10 მ
5. მაკროსტრუქტურის, 16-32 მ
6. მეგასტრუქტურის, 32 მეტრზე მეტი სიმძლავრის
სირთულის მიხედვით გამოყოფენ შმდეგ ბტკ-ებს:
0. პრიმიტიული სტრუქტურის, გამოყოფენ 2-3 გეოჰორიზონტი
1. მარტივი სირთულის, 4-5 გეოჰორიზონტი
2. საშუალო სირთულია, 6-7 გეოჰორიზონტი
3. მომატებული სირთულის, 8-9 გეოჰორიზონტი
4. დიდი სირთულის, 10-11 გეოჰორიზონტი
5. ძლიერ დიდი სირთულის, 12 გეოჰორიზონტზე მეტი.

ჰორიზონტალური სტრუქტურა
ბუნებრივ-ტერიტორიული კომპლექსების ჰორიზონტალური სტრუქტურის
სწავლის დროს იყენებენ ’’უიტეკერის სქემას’’ (ნახ. 25). ამ სქემაზე y - ღეძზე
დატანილია აბსოლუტური სიმაღლე, ხოლო x - ღერძზე რელიეფის ფორმები. ეს
ფორმები განლაგებულია სიმშრალის ზრდის მიხედვით, ვინაიდან სიმაღლის
ზრდასთან ერთად კლებულობს ტემპერატურა, უიტეკერის სქემა გვიჩვენებს არა
მარტყო ბუნებრივ-ტერიტორიულ კომპლექსების განლაგებას სიმაღლისა და
რელიეფის მიხედვით, არამედ - ჰიდროთერმულ პირობებთან დაკავშირებით
ლანდშაფტების სტრუქტურის შესწავლა რთული საკითხია და შეადგენს
ლანდშაფტის გეოფიზიკის მნიშვნელოვან ნაწილს (დეტალურად ეს საკითხი იხილეთ
წიგნში: Н Веручашвили. ’’Геофизика ландшафтов’’).
კოლხური (ნოტიო ზომიერად თბილი) მთის ტყის ლანდსაფტები
ბუნებრივ-ტერიტორიული კომპლექსების გავრცელება სიმაღლისა და რელიეფის
ფორმების მიხედვით
ვერტიკალური სტრუქტურა
ნახ. 25 უიტეკერის და ვერტიკალური სტრუქტურის სქემების მაგალითი.
თემა13. ლანდშაფტების გეოქიმია

ლანდშაფტების გეოქიმიის ისტორიიდან


ლანდშაფტების ერთ-ერთი ყველაზე მეტად განვითარებული ნაწილია
ლანდშაფტების გეოქიმია. მისი ასეთი განვითარება დაკავშირებულია ამ დარგის დიდ
პრაქტიკულ მნიშვნელობასთან. კერძოდ, სასარგებლო წიაღისეულის ძებნა - ძიების
დროს აუცილებელია იმ ფონის ცოდნა, სადაც მიმდინარეობს ესა თუ ის პროცესი.
ლანდშაფტების გეოქიმიას საფუძველი ჩაეყარა 40-50-იან წლერბში, როცა მოსკოვის
უნივერსიტეტის პროფესორმა ბ. პოლინოვმა ჩაატარა პირველი ლანდშაფტურ-
გეოქიმიური გამოკვლევა. მან შეისწავლა ნოტიო სუბტროპიკული ლანდშაფტების
გეოქიმია ბათუმის მიდამოებში. ასეთი კვლევები პოლინოვმა შემდეგ სხვაგანაც
ჩაატარა, რომელთა საფუძველზე დაარსდა საკმაოდ მძლავრი ლანდშაფტურ-
გეოქიმიური სკოლა. ამ სკოლის უთვალსაჩინოესი წარმომადგენლებია: პროფ. ა.
პერეღმანი და პროფ. მ. გლაზოვსკაია. მნიშვნელოვანი გამოკვლევები ჩაატარა პროფ. ნ.
კასინოვმა. (მოსკოვის უნივერსიტეტის გეოგრაფიის ფაკულტეტის დეკანი). ასე, რომ
ლანდშაფტების გეოქიმიას რუსეთში ჩაეყარა საფუძველი, მაგრამ დღეისათვის იგი
სხვა ქვეყნებშიცაა განვიტარებული: საფრანგეთში, კანადაში, ამერიკის შეერთებულ
შტატებში და სხვა. ამჟამად მეცნიერების ეს დარგი საკმაოდ პოპულარულია.

რას შეისწავლის ლანდსაფტების გეოქიმია?


ლანდშაფტების გეოქიმია არის ატომების ისტორია ლანდშაფტებში, მაგრამ ეს
ზოგადი განმარტებაა მხოლოდ ფართო გაგებით კი ლანდშაფტებიუს გეოქიმია არის
ლანდშაფტების ის ნაწილი, რომელიც სწავლობს ბტკ-ების ქიმიურ შდგენილობას,
ქიმიური ელემენტების მიგრაციასა და ბტკ-ების იმ თავისებურებებს, რომლებიც ამ
მიგრაციის ხასიათითაა განპირობებული.
ელემენტარული და გეოქიმიური ლანდშაფტები
არის ცნებები, რომელთა ცოდნა აუცილებელია ლანდშაფტების ნგეოქიმიისათვის.
ესენია: ელემენტარული ლანდშაფტი, გეოქიმიური ლანდშაფტი, კლარკი და სხვა.
ელემნტარული ლანდშაფტი სხვადასხვა მეცნიერს, სხვადასხვანაირად ესმის.
ლანდშაფტების გეოქიმიაში ნფაციესის ნაცვლად ხმარობენ ელემენტარულ -
გეოქიმიურ ლანდშაფტს, ხოლო ტრადიციულ ლანდშაფტმცოდნეობაში ისი ფაციესის
სინონიმად ითვლება.
გეოქიმიური ლანდშაფტი არის თითქმის იგივე, რაც ლანდშაფტური ნაკვეთი. პროფ.
ბ. პოლინოვმა ამტერმინს მისცა ლანდშაფტურ-გეოქიმიური დატვირთვა. იგი
თვლიდა, რომ გეოქიმიური ლანდშაფტი არის ელემენტარული ლანდშაფტების
პარაგენეტული ასოციაცია, რომელიც დაკავშირებულია ქიმიური ელემნტების
მიგრაციასთან.
პარაგენეტული ასოციაცია ნიშნავს, რომ გეოქიმიური ლანდშაფტი არის იმ
პარაგენეტული ლანდშაფტების კრებადობა, რომელიც სხვადასხვა გენეზისისაა, მაგრამ
მათ აქვთ ბევრი საერთოდ. ამ ასოციაციაში არსებობს გარკვეული ქიმიური კავშირები.
10-ზე ნახაზზე მოცემული იყო სხვადასხვა მიგრაციის მქონე ბტკ-ების ტიპები.
თითოეული ამ ბტკ-თვის დამახასიატებელია ქიმიური ელემნტების გარკვეული
მიგრაცია. ამასთან ამ ელემენტების მიგრაცია ხდება ერთჳ ბტკ-დან მეორე ბტკ-ში. ე. ი.
ეს არის ერთიანი მთლიანი პროცესი, რომელიც ხასიათდება ქიმიური ელემენტების
ცირკულაციით.
დისკუსიები მიმდინარეობდა იმ საკითხთან დაკავშირებით ემთხვევა თუ არა
გეოქიმიური ლანდშაფტების საზღვარი ლანდშაფტური ნაკვეთის საზღვარს. ბოლოს
მივიდნენ ერთ საერთო დასკვნამდე, რომ გეოქიმიური ლანდშაფტი არის იგივე
ლანდშაფტური ნაკვეთი, უბრალოდ მასში ჩადებულია ქიმიური შინაარსი (რომ
მიმდინარეობს ქიმიური ელემენტების მიგრაცია).
კლარკი არის ქიმიური ელემენტების საშუალო რაოდენობა დედამიწაზე. კლარკი
იყო ამერიკელი პროფესორი, რომელიც ჩვენი საუკუნის დასაწყისში მოღვაწეობდა.
ძლიერ დიდია მისი დამსახურება ლანდშაფტების გეოქიმიის განვიტარებაში. კლარკი
დედამიწის სხვადასხვა კუთხეში აღებული სინჯების (დაახლოებით 10000) ქიმიური
ანალიზი ჩაატარა და გამოთვალა დედამიწის ზედაპირზე ყველა ქიმიური ელემენტის
საშუალო რაოდენობა. თვით ერთი ანალიზის ჩატარებაც კი საკმაოდ შრომატევადი
სამუშაოა.
მენდელეევის პერიოდულ სისტემაში მოცემულია 107 ელემენტი. აქედენ ბუნებაში
გვხვდება 89, ხოლო დანარჩენი - ხელოვნურია. კლარკმა 89 ქიმიური ელემენტის
საშუალო რაოდენობა განსაზღვრა, საერთო ჯამში მან რამდენიმე ათეული ათასი
ასეთი ქიმიური ანალიზი ჩაატარა. მიღებული შედეგები (ქიმიური ელემენტების
საშუალო რაოდენობები) დაიტანა მენდელეევის ცხრილზე. ამიტომ ამა თუ იმ
ქიმიური ელემენტის საშუალო რაოდენობას მის საპატივცემულოდ კლარკი ეწოდა.
კლარკის შმდგომ მეცნიერებმა კიდევ გააღრმავეს ეს გამოკვლევები - ცალ-ცალკე
დააჯგუფეს ლითოსფეროს (ქანების), ბიოსფეროს (ცოცხალი ნივთიერებების) და
ჰიდროსფეროს (ქიმიური ელემენტები წყალში) კლარლები.

დედამიწის ზედაპირის საშუალო ქიმიური შედგენილობა


საბოლოოდ გამოირკვა, რომ არის ქიმიური ელემნტები, რომლებიც დედამიწის
ზედაპირის უმეტეს ნაწილს (84, 5%) შეადგენენ ესენია: ჟანგბადი (O 2), სილიციუმი (S1),
და ალუმინი (Al). თუ ამ ელემენტებს დავუმატებთ კიდევ სხვა ელემენტებს: კალციუმს
(Ca), კალიუმს (K)ნატრიუმს(Na), მაგნიუმს (Mg), მაშინ მათ წილად მოვა დედამიწის
ზედაპირის ელემენტების 99 %, ხოლო დანარჩენ ელემენტებზე - სულ 1 %.
შესაბამისად, შეიძლება ქიმიური ელემენტების დაყოფა ორ ჯგუფად: დაბალი
სიხშირის ელემენტები - მათი შეხვედრილობის პროცენტი საკმაოდ დაბალი და დიდი
სიხშირის ელემენტები - ხშირად გვხვდება და შეხვედრილობის პროცენტიც მაღალია.
ქიმიური ელემენტები შეიძლებას იყოს ფონური, იშვიათი (ხშირად არ გვხვდება.
ესენია: Zn, Cu, Pb) და ტიპომორფული (განაპირობებს ლანდშაფტების ტიპურ
თვისებებს, ეს ელემენტებია: Ca, H, Fe, S, Cl და სხვა.).

ტიპომორფული ქიმიური ელემენტები არის ისეთი ელემენტები, რომლებიც


განსაზღვრავენ ამა თუ იმ ლანდშაფტის თავისებურებებს. შეიძლება იგი დიდი
რაოდენობის არ იყოს, მაგრამ მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ლანდშაფტის მთელი
რიგი თავისებურებების ჩამოყალიბებაში. ტიპომორფული ელემენტებია: კალციუმი
(Ca), რკინა (Fe), ქლორი (Cl), გოგირდი (S), წყალბადი (H).
კალციუმი დამახასიათებელია იმ ტერიტორიებისათვის, რომლებიც აგებულნი
არიან კარბონატული ქანებით. კალციუმი აქ განაპირობებს კარსტულ პროცესებს.
თუმცა მისი რაოდენობა შეიძლება არ იყოს დიდი. ვთქვათ, რამდენიმე პროცენტი (3-4
%), მაგრამ ეს რაოდენობაც კი განსაზღვრავს მთელ რიგ პროცესებს ბტკ-ში.
წყალბადი განაპირობებს იმ თვისებებს, რომლებიც დამახასიათებელია ჭაობიანი
ადგილებისათვის. ტორფიან-ღებიან ნიადაგების გენეტიკური ჰორიზონტების
პროფილში გამოიყოფა რუხი - მომწვანო ფერის შრე, რომლის არსებობაც სწორედ ამ
ელემენტების არსებობითაა განპირობებული.
ქლორის არსებობა დაკავშირებულია არიდულ ტერიტორიებთან, უდაბნოებთან -
იქ, სადაც ნიადაგში დიდი რაოდენობითაა დაგროვილი მარილები, მარილების
არსებობა კი განაპირობებს ნიადაგების დამლაშებას, ბიცობიანობას.
გოგირდი განაპირობებს იმ თავისებურებებს, რომლებიც დამახასიათაბელია
ვულკანური ქანებით აგებულ ტერიტორიებისათვის ან ვულკანიზმის არეალებში.
გოგირდი დიდი რაოდენობითაა იმ ლანდშაფტებშიც, სადაც ახლოსაა მადნეული
საბადოები. რკინა გავრცელებულია იქ, სადაც რკინის საბადოებია.
ამრიგად, ტიპომორფული ქიმიური ელემნტები განაპირობებენ ლანდშაფტის
ძირითად ლანდშაფტურ გეოქიმიურ თვისებებს.

მაკროელემენტები და მიკროელემენტები
ცოცხალი ორგანიზმების საშუალო ელემენტარული შედგენილობის მიხედვით,
ქიმიური ელემენტები შეიძლება დაიყოს შემდეგ ჯგუფებად:
1. მაკროელემენტები. ისინი ცოცხალ ორგანიზმებში დიდი რაოდენობითაა -
რამდენიმე ათასი ან რამდენიმე ასეული პროცენტი. იყოფიან ორ ქვეჯგუფად: წყლისა
და ჰაერის მიგრანტებად.
წყლის მიგრანტებია: კალციუმი (Ca), კალიუმი (K), სილიციუმი (Si), მაგნიუმი (Mg),
ფოსფორი (P), გოგირდი (S), ნატრიუმი (Na), ქლორი (Cl), და რკინა (Fe). ამ
ელემენტების არსებობა ნიადაგში მჭიდროდაა დაკავშირებული ნიადაგის
ნაყოფიერებასთან. თუ ეს ქიმიური ელემენტები მცირეა ნიადაგში, მისი ნაყოფიერების
ასამაღლებლად შეაქვთ სასუქები.
ჰაერის მიგრანტების გადაადგილება ინტესიურად მიმდინარეობს ჰაერის
გადაადგილების დროს. ჰაერის მიგრანტებია: ჟანგბადი (O2), ნახშირორჟანგი (C),
წყალბადი (H), და აზოტი (N). ამ მიგრანტების წილად მოდის ცოცხალი
ორგანიზმების 98, 8 %.
2. მიკროელემენტები. ისინი ცოცხალ ორგანიზმებში მცერე რაოდენობით შედიან
(0,1-0, 001 %), მაგრამ მათი მნიშვნელობა დიდია. ეს ელემენტებია: ალუმინი (Al),
ბარიუმი (Ba), სტრონციუმი (Sr), ცინკი (Zn), რუბიდიუმი (Rb), სპილენძი (Cu), ტყვია
(Pb), თუთია (Sn), დარიშხანი (As), მარგანეცი (Mn), ბორი (B), ტიტანი (Tu), ფთორი (F),
ვანადიუმი (V), ქრომი (Cr), ბრომი (Br), გერმანიუმი (Ge), ნიკელი (Ni), კობალტი (Co),
ლათიუმი (Li), მოლიბდენი (Mo), იტრიუმი(Y), და სკანდიუმი (Sc).
3. ულტრამიკროელემენტების შემცველობა ცოცხალ ორგანიზმებში ძლიერ მცირე.
ეს ელემენტებია: ურაზი (U), ვერცხლისწყალი (Hg), და რადიუმი Ra).
ბიოგენური ელემენტების მიგრაციის უნტენსივობა განისაზღვრება რამდენიმე
ხერხით. მათ შორის საუკეთესოდ მიჩნეულია ბიოლოგიური შთანთქმის
კოეფიციენტის განსაზღვრა. იგი აღინიშნება Ax

1x
Ax=
nx
სადაც 1 xარის რომელიმე x ელემენტის შედგენილობა მცენარეთა ნაცარში, ხოლო nx
- ამ ელემენტის რაოდენობა ნიადაგში.
4, ზოგიერთი ელემნტი აქტიურად შთაინთქმება მცენარის მიერ და ხდება ამ
ელემენტის აკუმულაცია მცენარეში. ზოგიერთი ელემენტი კი - პირიქით, ძნელად
შთაინთქმება. ამასთან დაკავშირებით არსებობს ე. წ. ფავორიტული ელემენტები. ე. ი.
ელემენტები, რომლებიც უყვართ მცენარეებს. ამიტომ შესაძლებელი ხდება
ბიოლოგიური შთანთქმის კოეფიციენტის ( Ax ) მიხედვით მოხდეს ელემენტების
დაჯგუფება:
1. ელემენტები რომლებიც ენერგიულად შთაინთქმებიან მცენარეების მიერ. Ax
ასეთ ელემენტებში 100-ს აღემატება. ესენია: P, S, C, Br, და I. ამ ელემენტების
რაოდენობა მცენარეებშჳ 100-ჯერ მეტია, ვიდრე ნიადაგში.
2. ელემენტები, რომლებიც ძლიერ შთაინთქმებიან. ესენია: Ca, Na, Sr, Zn, B, და Se.
ამ ელემენტების რაოდენობა მცენარეებში რამდენჯერმე მეტია, ვიდრე ნიადაგში.
3. ელემენტები, რომლებიც საშუალოდ შთაინთქმებიან Ax , ეს ელემენტებია: MN, F,
Ba, Cu, Ga, Co, Pb, Sn, As, Mo, Hg, Ag დაRa.
4. ელემენტები, რომლებიც სუსტად ან ძლიერ სუსტად შთაინთქმებიან. მათი
რაოდენობა მცენარეებში 100-ჯერ ნაკლებია, ვიდრე ნიადაგში. იგი არ არის ხელმწყობი
მცენარის ნორმალური ზრდა-განვითარებისათვის. ამ ელემენტების რიცხვი ყველაზე
მეტია: Si, Al, Fe, Zr, V, Cr, Li, Y, Nb, Tb, Sc, Be, Cs, Ta, U, W, Sb და Cd.
საინტერესოა ის ფაქტი, რომ იმ ელემენტების რიცხვი, რომლებიც ენერგიულად
შთაინთქმებიან მცენარეების მიერ, მცირეა და მათი რაოდენობა თანდათანობით
იზრდება იმ ელემენტებისსაკენ, სადაც შთანთქმის ეს უნარიანობა იზრდება.
დეფიციტული და ჭარბი ელემენტები
ლანდშაფტში არსებობს დეფიციტული და ჭარბი ქიმიური ელემენტები.
დეფიციტური ელემენტები ისეთი ელემენტებია, რომელთა შეტანის შემდეგ ნიადაგში
მცენარეული საფარის პროდუქტიულობა იზრდება. ესენია: S, P, Ca, K, Mg - ის შეყვანა
სასუქების სახით. ჭარბი ელემენტები კი ისეთი ელემენტებია, რომელთა მოცილების
შემდეგ ნიადაგიდან, მცენარეული საფარის პროდუქტიულობა იზრდება. ეს
ელემენტებია: C I, Nd, Ni, Fe.
რაც შეეხება ცოცხალი ორგანიზმების დაშლასა და გახზრწნას, იგი რამდენიმე
ეტაპად მიმდინარეობს. ეს პროცესი დაკავშირებულია ფიტომასის გარდაქმნასთან
მორტმასაში. შემდეგომ ხდება მორტმასის მინერალიზაცია და წარმოიქმნება
გარკვეული ქიმიური ელემენტი. ამ პროცესთანაა დაკავშირებული ჰუმუსის
წარმოქმნა. ჰუმუსი არის ძველი ორგანული ნივთიერება, რომელიც მორტმასიდან
წარმოიქმნება, შემჭიდროებული ნიადაგის ნაწილებთან, მაგრამ არ არის მთლიანად
დაშლილი.
ცოცხალი ნივთიერების წარმოქმნისა და გახრწნის პროცესები
ურთიერთგადაჯაჭვულია - ჯერ ხდება ნივთიერების გადანაცვლება ნიადაგიდან
მცენარეში და შმდგომ იგი უბრუნდება ნიადაგს. ე. ი. სრულდება წრებრუნვა. ამიტომ
ლაპარაკობენ ბიოგეოციკლზე.
თემა 14. ქიმიური ელემენტების მიგრაცია

მიგრაციის ძირითადი მაჩვენებელი


სხვადასხვა ლანდსაფტები ქიმიური ელემენტების სხვადასხვარაოდენობას
შეიცავენ, ვინაიდან ეს ელემენტები განიცდიან გადაადგილებას, მიგრაციას. მათ
მიგრაციას განსაზღვრავს ორი ფაქტორი:
- შინაგანი ფაქტორი. დაკავშირებულია თვით ქიმიური ელემენტების
თავისებურებებთან. კერძოდ, ელემნტები შეიძლება იყოს სხვადასხვა აგრეგატულ
მდგომარეობაში. ისინი შეიძლება ადვილად ან ძნელად უერთდებოდნენ სხვა
ელემენტებს;
- გარეგანი ფაქტორები არის ის პირობები, რომლის ფონზეც ხდება ქიმიური
ელემნტების მიგრაცია, ესენია: ჰაერის ტემპერატურა, წნევა, pH, EN (ჟანგვა
აღდგენითი პროცესები).
pH -ის მიხედვით, ნიადაგი შეიძლება იყოს მჟავე (pH=4), ან ტუტე (pH=9). საშუალო
კი იგი 7-ის ტოლია (pH=7). ამასთან დაკავშირებით ზოგიერთი ქიმიური ელემნტი
აქტიური ხდება, ზოგიერთი - პასიური.
არსებობს მიგრაციის ინტენსიური და ექსტენსიური პარამეტრები.
ინტენსიური პარამეტრები არის სხვადასხვა მაჩვენებლები, რომელთა შორის
ყველაზე მნიშვნელოვანია ქიმიური ელემნტების მიგრაციის სიჩქარე. ზოგიერთი
ელემნტი დიდ მანძილზე გადაადგილდება, მაგრამ მათი გადაადგილების სიჩქარე
მცირეა, ან და პირიქით, ელემენტები გადაადგილდებიან მცირე მანძილზე, მაგრამ
მათი გადაადგილების სიჩქარე დიდია.
ექსტენსიური პარამეტრები არის ქიმიური ელემნტების ის მასა, და მანძილი,
რომელზეც ხდება ქიმიური ელემენტების გადაადგილება.
ქიმიური ელემენტების მიგრაციის ინტენსივობა გამოიხატება იმაში, თუ რა
სიჩქარით გადადის 1 გრ. ქიმიური ელემენტი უძრავი მდგომარეობიდან მოძრავ
მდგომარეობაში.
თუ ქიმიური ელემნტის საერთო რაოდენობას ავღნიშნავთ X - ით, მაშინ Bx -ით
შეიძლება ავღნიშნოთ ის რაოდენობა, რომლითაც ამ ქიმიური ელემენტისთვისაა
დამახასიათებელი მოძრავ მდგომარეობაში. ელემენტის მოძრაობა მოხდა dt დროის
განმავლობაში, ე. ი. Dt არის ის დრო, როცა 1 გრ. ქიმიური ელემენტი ინერტულიდან
მოძრავ მდგომარეობაში გადავიდა. ამით ვიღებთ ქიმიური ელემენტების მიგრა\ციის
ინტენსივობის Px ფორმულას:

1 dBx
Px= x
Bx dt
სადაც Bx არის ქიმიური ელემნტის რაოდენობა მოძრავ მდგომარეობაში, ხოლო dt -
დრო, რომლის განმავლობაშიც 1 გრ. ქიმიური ელემნტი გადადის ინერტულიდან
მოძრავ მდგომარეობაში. ეს ფორმულა მოცემულია დიფერენციული განტოლების
სახით და ასახავს 1გრ. ნივთიერების გადასვლას დროის გარკვეულ მომენტში.

მექანიკური მიგრაცია
არსებობს მიგრაციის სხვადასხვა სახეები: მექანიკური, ფიზიკურ-ქიმიური,
ბიოგენური, ტექნოგენური სა სხვა.
მექანიკური მიგრაციის შედეგად ლანდშაფტებში წარმოიმნება დელუვიური,
პროლუვიური, ალუვიური, მორენული სა სხვა სახის ნალექები.
ამ ნალექების წარმოშობა ხდება იმ აგენტების წყალობით, რომლებიც ემორჩილებიან
მექანიკის კანონებს და არ არიან დამოკიდებულნი ელემენტების ქიმიურ თვისებებზე.
ეს აგენტებია: სიმძიმის ძალა, ჩამომდინარე წყალი, ქარი, ყინული. საინტერესოა ის
ფაქტი, რომ დაახლოებით ერთნაირი ზომისა და სიმკვრივის ნალექები ერთად
ილექებიან.
ასე, მაგალითად, რაც უფრო შორსაა ესა თუ ის ნაკვეთი მწვერვალიდან და რაც
უფრო დამრეცია ფერდობი, მით უფრო წვრილი მასალა მასალა გროვდება ამ
აჰაკვეტებზე.
ამიტომ მთისა და გორაკ-ბორცვების ლანდშაფტებში ხშირად ფერდობის ზედა
ნაწილში მსხვილმარცვლიანი დელუვიური ნალექებია წარმოდგენილი, ხოლო
ფერდობის ქვედა ნაწილში - უფრო წვრილმარცვლიანი. მდინარეთა კალაპოტებში
ჩვეულებრივ კენჭებია, ხვიჭა და ქვიშა გროვდება, ხოლო ჭაღის ფაციესებში -
თიხნარები და თიხები. ამ პროცესს მექანიკურ დიფერენციაციას უწოდებენ.
ვინაიდან ნაწილაკებს სხვადასხვა ქიმიური შედგენილობა აქვს, მექანიკურ
მიგრაციას მაინც მივყავართ გარკვეულ ქიმიურ ცვლილებებისაკენ ლანდშაფტში.
ფიზიკურ-ქიმიური მიგრაცია. დაკავშირებულია იმ ფიზიკურ და ქიმიურ
პროცესებთან, რომლებიც ნიადაგში მიმდინარეობენ. იგი იყოფა ორ ჯგუფებად:
წყლისა და ჰაერის მიგრაციებად.
წყლის მიგრაციას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ლანდშაფტებისათვის.
მასთანაა დაკავშირებული ნიადაგში ქიმიური ელემენტების მიგრაციის ხასიათი.
ელემენტების გადატანის ინტენსივობა დამოკიდებულია pH-ზე. ცნობილია, რომ pH
ცვალებადობას განიცდია 1-დან 14-მდე.
მისი საშუალო მაჩვენებლია 7 (ნეიტრალური), ყველაზედ ხშირი ინტერვალი,
რომელიც დამახასიათებელია ნიადაგისათვის არის 4-დან 9-მდე. ნახაზიდან ჩანს, რომ
ქიმიური ელემენტების აქტიურობა დამოკიდებულია pH-ის რაოდენობაზე. pH-ის
ზრდის შსაბამისად იზრდება ქიმიური ელემენტების აქტიურობა. ამ ზღვრის შმდეგ კი
მისი აქტიურობა მცირდება. ანალოგიური გრაფიკის აგება შეიძლება EH-თვის.
შედეგსაც იგივეს ვიღებთ - ქიმიური ელემენტების აქტიურობა დამოკიდებულია EH-
ზე.
წყლის მიგრაციის საფუძველზე შსაძლებელია ლანდშაფტების დაყოფა ოთხ
ჯგუფად:
- ძლიერ მჟავე, სადაც pH < 4
- სუსტი მჟავე, pH = 4-6, 5
- ნეიტრალური და სუსტი ტუტე, pH = 6, 7-8
- ძლიერ ტუტე, pH > 8
თითოეული ამ ლანდშაფტისათვის დამახასიათებელია გარკვეული რაოდენობა
ტიპომორფული ელემენტებისა (ცხრილი 6).

ცხრილი 6 ტიპომორფული ელემენტები განაწილება ლანდშაფტებში


ძლიერ მჟავე H SO34 Al Fe H+ Cl Al Fe3+
სუსტი მჟავე H HCO3
ნეიტრალური და სუსტი ტუტე Ca Na Fe ზოგჯერ C ,Na, SO2, Ca, SO4
ძლიერ ტუტე OH Na HCO3 SiO2

ზემოთ მოცემული იყო ქიმიური ელემენტები, რომლებიც წყლის მიგრანტებთანაა


დაკავშირებული, მაგრამ არსებობს ქიმიური ელემენტები, რომლებიც
დაკავშირებულია ჰაერის მიგრანტებთან. ესენია: O2, H2S, და CO2, რომელთა
მიხედვითაც შესაძლებელია გამოიყოს ქიმიური ელემენტების მიგრაციის კლასებში,
სულ გამოიყოფა 21 კლასი.
ქიმიური ელემენტებიუს მიოგრაცია მჭიდრფო კავშირშია ბარიერებთან.
ბარიერებზე ხდება ზოგიერთი ელემენტის აკუმულაცია, ზოგიერთის - გაფანტვა.
მაგალითად, სპილენძის დიდი რასოდენობით აღმოჩენისას ნიადაგში, არ უნდა
გავაკეთოთ ნაჩქარევი დასკვნა, რომ აქ აუცილებლად იქნება სპილენძის საბადო.
სინამდვილეში, შეიძლება მოხდეს pH -ის შეცვლა, რაც წარმოშობს ბარიერს. ამ
ბარიერზე კი ხდება სპილენძის დალექვა. სწორედ, ეს არის მიზეზი იმისა, რომ
ნიადაგში დიდი რაოდენობით აღმოჩნდება სპილენძი.
ჰაერის მიგრაცია რამდენიმე გზით ხდება:
- ატმოსფერული ნალექების საშუალებით, ნალექებში არის ქიმიური
ელემენტების გარკვეული რაოდენობა, მაგალითად, ცნობილია ე. წ. მჟავე წვიმები. იგი
დამახასიათებელია ევროპის ტერიტორიისათვის და საკმაოდ დიდ ზიანს აყენებს დიდ
ფართობებს. წვიმის წყლის ანალიზის საფუძველზე შესაძლებელია იმის გაგება თუ
საიდან მოვიდა ეს წყალი. ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე ავარიის
შედეგად მოხდა ქიმიური ელემენტების ამოფრქვევა, რომლებიც მოხვდნენ
ქტმოსფეროში, ჰაერის მასების ცირკულაციური პროცესების მეშვეობით ისინი
გავრცელდნენ გაცილებით მეტ ფართობზე და დასავლეთ საქართველომდეც კი
მოაღწიეს. ამიტომ 1986-87 წლებში ჩაის ხარისხი დაეცა, ვინაიდან მათში დიდი
რაოდენობით აღმოჩნდნენ რადიონუკლიტები. ამჟამად, რადიოაქტიული დონე ნელ-
ნელა სტაბილურდება.
- აორთქლების საშუალებით, მაგალიტად, აორთქლების მაღალი მაჩვენებლების
გამო მლაშე და ბიცობ ნიადაგებში ხდება სხვადასხვა ქიმიური ელემენტების
დაგროვება.
- ქარის ნაკადებით.
- ბიოგენური მიგრაცია
ბიოგენური მიგრაცია. დაკავშირებულია იმ ბიოლოგიურ პროცესებთან, რომლებიც
მიმდინარეობენ ლადშაფტებში. მას უდიდესი მნიშვნელობა აქვს მთელი ბიოსფეროს
ჩამოყალიბებაში. აკ. ვ. ვერნადსკიმ თავის გამოკვლევებში აჩვენა ბიოგენური
მიგრაციების მნიშვნელობა და შექმნა მოძღვრება ბიოსფეროს შესახებ.
ბიოგენური მიგრაცია ორ ურთიერთსაწინააღმდეგო პროცესებს მოიცავეს. ესენია
ცოცხალი ნივთიერებების წარმოქმნა და მათი დაშლა-გახრწნა.
ცოცხალი ნივთიერებების წარმოქმნა ხორციელდება ფოტოსინთეზის მეშვეობით.
მზის რადიაციის ზემოქმედებით ნახშირორჟანგი (CO2) უერთდება წყალს (H2O) და
წარმოიმნება შაქარი (C6H16O6), რომლის შედეგადაც წარმოიქმნება ჟანგბადი. ჟანგბადის
გარეშე კი ცხოველებისა და ადამიანების არსებობა წარმოდგენილია. აქედან ნათელია,
თუ რა მნიშვნელობა აქვს მცენარეებს სიცოცხლისათვის.
გარდა ამ ლემენტებისა, მცენარეები შიცავენ: აზოტს, ფოსფორს, კალიუმს. კალციუმს
და ბევრ სხვა ელემენტებს, რომლებსაც ისინი ჰაერიდან კი არა, არამედ ნიადაგებიდან
ან წყლიდან იღებენ. ბუნებრივად (ნიადაგსა და წყალსატევებში) ქიმიური ელემენტები
უმთავრესად მარტივი ელემენტების ნაერთების სახით გვხვდება, ხოლო მცენარეების
მიერ შთანთქმული ქიმიური ელემენტები - რთული ნაერთის სახით. მაგალითად,
აზოტი და გოგირდი შდის ცილების შმადგენლობაში, ფოსფორი -
ნუკლეოპროტეიდებში და ა. შ. ე. ი. მცენარეებში ხდება ქიმიური ელემენტების
აკუმულაცია. ამის შდეგად ელემენტები ნაკლებად მოძრავ მდგომარეობაში გადადიან
და მათი მიგრაციის უნარიანობა მცირდება. ჰეტეროტროფებს მცენარეების
უმეტესობასა და უქლოროფილო მცენარეებს (სოკოები) უნარი აქვთ მინერალური
ნივთიერებებისაგან შექმნან ორგანული ნივთიერებები. ისინი ამ ორგანულ
ნივთიერებებს ღებულობენმცენარეებისაგან.
ლანდშაფტების გეოქიმიაში ხშირად ხმარობენ ისეთ ცნებებს, რომლებიც
ლანდშაფტების გეოფიზიკაშიც გამოიყენებიან, ესენი ბიომასის საერთო რაოდენობა და
პროდუქტიულობა. ბიომასის საერთო რაოდენობა (B) არის ცოცხალი ორგანიზმების
რაოდენობა ტერიტორიის გარკვეულ ნაწილზე. მაგალიტად, წიფლნარი ტყის
ფიტომასა 300 ტ/ჰა-ს შეადგენს. პროდუქტიულობა (P) კი არის ბიომასის ის
რაოდენობა, რომელიც წარმოიქმნება დროის გარკვეულ მონაკვეთში. ამ ორი
მაჩვენებლის შეფარდება (B/P) გვიჩვენებს ბიოგენური მიგრაციის აქტივობასა და
ინტესივობას. ამის მიხედვით, პერელმანმა გამოყო ლანდშაფტების შემდეგი ჯგუფები:
- ტყის ლანდშაფდტები, მათთვის დამახასიათებელია ბიომასის დიდი
რაოდენობა (რამდენიმე ათასი ცენტნერი ჰექტარზე), რომელიც მნიშვნელოვანწილად
მეტია ყოველწლიურ პროდუქტიულობა: - B/P = n x 10;
- სტეპის მდელოსა და სავანეების ლანდშაფტები. ბიომასების რაოდენობა 300-400
ც/ჰა-ს შეადგენს, რაც რამდენიმე ათეულ ან ათეულჯერ ნაკლებია ტყის
ლანდშაფტებთან შედარებით. ამიტომ B/P- = n. ეს გამოწვეულია სხვადასხვა
ფაქტორით, მაგრამ მათ შორის უმნიშვნელოვანესია კლიმატური ფაქტორი. იგი აქ
ლიმიტირებას ახდენს ბიომასების პროდუქტიულობაზე. სტეპის, მდელოსა და
სავანეების ლანდსაფტებში წლის განმავლობაში გამოიყოფა მშრალი პერიოდი და
სწორედ, ეს განსაზღვრავს აქ ბიომასის რაოდენობას. სხვა ლანდშაფტებში
ლიმიტირებული შეიძლება სხვა ფაქტორი იყოს. მაგალითად, მაღალი მთის მდელოს
ლანდშაფტებში ლიმიტირტებულია არა ტენის სიმცირე ზაფხულში, არამედ დაბალი
ჰაერის ტემპერატურები ამავე პერიოდში.
- უდაბნოს ლანდშაფტები. დამახასიათებელია ბიომასისა და პროდუქტიულობის
მცირე რაოდენობა. ამათგან მათ შორის სხვაობა დიდი არ არის. ჩვეულებრივ, ასეთ
ლანდშაფტებში სუსტი კავშირებია ბიომასასა და ნიადაგს, ატმოსფერულ ნალექებსა და
გრუნტის წყლებს (წვიმის წყალი ხშირად ვერ აღწევს გრუნტის წყლის დონემდე და
ორთქლდება) შორის.
- ტუნდრის ლანდშაფტები. მცირე ბიომასა და მცირე პროდუქტიულობით
გამოირჩევა. თუკი უდაბნოს ლანდშაფტებში ბიომასის რაოდენობისათვის
ლიმიტირებული ფაქტორი ტენი არის, ამ ლანდშაფტებისათვის ეს ფაქტორი ჰაერის
ტემპერატურა.
- პრიმიტიული უდაბნოს ლანდშაფტები. ასეთ ლანდშაფტებში ძლიერ მცირეა
ბიომასის რაოდენობა (B < 0,1 ტ/ჰა) და შესაბამისად, მცირეა პროდუქტიულობაც.
ამრიგად, ბიომასისა და პროდუქტიულობის მიხედვით, შეგვიძლია ვიმსჯელოთ
ბიოგენურ მმიგრაციაზე. ამასთან განვსაზღვროთ რომელ ლანდშაფდტშია ეს მიგრაცია
ინტენსიური და რომელ ლანდშაფტში - პასიური.

ტექტოგენური მიგრაცია (ტექტოგენეზი). მიგრაციის ყველაზე რთული სახეა,


რომელიც სოციალურ კანონებს ემორჩილება. ამიტომ ასეთი კვლევისას გარკვეული
მნიშვნელობა ენიჭება საზოგადოებრივ მეცნიერებებს. თუმცა ეს არ გამორიცხავს
ლანდსაფტურ-გეოქიმიური კვლევის აუცილებლობას. ეს ჯერ კიდევ ვ. ვერნადსკისა
და ა. ფერსმანისმიერ იქნა დადგენილი.
ტექტოგების შედეგად ძლიერ შეიცვალა მიწის ზედაპირი, მისთვის
დამახასიათებელი ხდება უფრო და უფრო რთული ტექტოგენური სისტემები.
შეიცვალა მსოფლიო ოკეანეც, ადამიანმა შეაღწია მიწის სიღრმეშიც და კოსმოსურ
სივრცეებშიც. ადამიანის საქმიანობის შედეგად მიმდინარეობს ბევრი ისეთი ქიმიური
რეაქცია, რომლებიც აქამდე არ არსებობდნენ ბიოსფეროში. მაგალიტად, ატომური
ენერგიის წარმოება, რადიაქტიული იზოტოპების მიღება დასხვა.
ძირითადი გეოქიმიური პროცესები:
ბუნებაში მიმდინარეობს შემდეგი გეოქიმიური პროცესები:
- ქიმიური ელემენტების ბიოგენური აკუმულაცია. მცენარე ახდენს რომელიმე
ელემენტის აკუმულაციას ღეროში, ფოთოლში და ა. შ. კვდომის შემდეგ ის კვლავ
უბრუნდება ნიადაგს და ხდება მისი აკუმულაცია. ეს პროცესი მიმდინარეობს ტყის და
ზოგან სტეპისა და მდელოს ლანდშაფტებში.
- ნიადაგის გამოტუტვა. ქიმიური ელემენტების ჩარეცხვის შედეგად ხდება მისი
აკუმულაცია უფრო ღრმა ფენებში. იგი მიმდინარეობს ტყისა და სტეპის
ლანდშაფტებში.
- აორთქლებითი კონცენტრაცია. მაგალითად, ნიადაგის ზედაპირზე დაგროვილი
მარილების არსებობა დაკავშირებულია აორთქლებასთან.

ლანდშაფტების დაყოფა მიგრაციის სახეების მიხედვით


მიგრაციის სახეების გათვალისწინებით ლანდშაფტებს ჰყოფენ სამ ჯგუფად:
აბიოგენური ლანდშაფტები, სადაც მიმდინარეობენ, როგორც მექანიკური, ისე
ფიზიკურ-ქიმიური მიგრაციები.
ბიოგენური ლანდშაფტები. მექანიკური და ფიზიკურ-ქიმიური მიგრაციების გარდა
მნიშვნელოვანია ბიოლოგიური მიგრაციებიც.
კულტურული ლანდშაფტები, სადაც ყველა ზემოთ ჩამოთვლილ მიგრაციების
გარდა გვხვდება ტექნოგენური მიგრაციებიც.
კონცენტრაციისა და გაფანტვის კლარკი
გარდა მიგრაციისა, ქიმიურ ელემენტებმა შეიძლება განიცადოს გაფანტვაც, ე. ი.
რაოდენობის მხრივ შემცირდება. ამასთან დაკავშირებით განიხილავენ გაფანტვისა და
კონცენტრაციის კლარკს.
კონცენტრაციის კლარკს აღინიშნება მაშინ, როცა ქიმიური ელემენტების რაოდენობა
(Lx) ამა თუ იმ ლანდსაფტში უფრო მეტია, ვიდრე კლარკი (Lx> K). ფორმულას აქვს
შემდეგი სახე:
Lx
Kk=
K
შესაბამისად ასეთ პირობებში ხდება ქიმიური ელემნტის დაგროვება - კონცენტრაცია.
კონცენტრაციის კლარკსაღინიშნავენ ’’პლიუს’’ ნიშნით. მაგალითად, +4, +6 და ა. შ.
გაფანტვის კლარკი აღინიშნება მაშინ, როცა რომელიმე ქიმიური ელემენტის
რაოდენობა აღემატება კლარკს. ფორმულას აქვს შემდეგი სახე:

K
K= . ასეთ პირობებში ხა ქიმიური ელემენტების გაბნევა, გაფანტვა. გაფანტვის
Lx
კლარკს აღნიშნავენ ’’მინუს’’ ნიშნით. მაგალითად, -4, -6 და ა. შ.
თუკი რომელიმე ქიმიური ელემენტის რაოდენობა კლარკის ტოლია, მაშინ
კონცენტრაციისა და გაფანტვის კლარკებიც 1-ის ტოლია (K = Ko = 1).
კონცენტრაციისა და გაფანტვის კლარკს დიდი მნიშვნელობა აქვთ, ვინაიდან ისინი
განსაზღვრავენ ამა თუ იმ პროცესებს ლანდშაფტში. მაგალითად, სპილენძის (Ca)
საბადოს არსებობისას სპილენძის მომატებული რაოდენობა ნიადაგში, მცენარეებში და
შესაბამისად ადგილი ექნება კონცენტრაციის კლარკს. მაგრამ თუ აღინიშნება
სპილენძის ნაკლებობა, მაშინ ადგილი ექნება გაფანტვის კლარკს.
ლანდშაფტის გეოქიმიის პრაქტიკული მნიშვნელობა
ლანდშაფტის გეოქიმიის პრაქტიკული მნიშვნელობა შემდეგში მდგომარეობს:
1. რომელიმე საბადოს არსებობისას მის ირგვლივ - ნიადაგებში, ქანებში, წყალში,
მცენარეულობასა და ატმოსფეროში შეიმჩნევა ამ საბადოს ელემენტების მომატებული
რაოდენობა. მაგალითად, სპილენძის საბადოს ზემოთ ლანდშაფტში ნიადაგის, წყლის,
მცენარეების ქიმიური ანალიზის საფუძველზე ვადგენთ სპილენძის გადადებულ
რაოდენობას.
2. ცნობილია, რომ ზოგიერთი დაავადების გავრცელება ამა თუ იმ რაიონში
დაკავშირებულია ნიადაგებისა და წყლების ქიმიურ შედგენილობასთან. მაგალითად,
მთებში გავრცელებული დაავადებაა ჩიყვი, ვინაიდან მთის წყალში მცირეა იოდის
შემცველობა, ამიტომ მაღალმთის მრაიონებში იყიდება იოდიანი მარილი. ასეთივე
დაავადებებია კბილების კარიესი, დაკავშირებულია ფტორის ნაკლებობასთან;
ფლუროზი - ფტორის სიჭარბესთან, პოდაგრა მოლიბდების სიჭარბესთან და ა. შ.
ამასთან სამკურნალო მიზნით იყენებენ მინერალურ წყლებს, სამკურნალო ტალახს.
თუმცა ლანდშაფტის ბევრი სამკურნალო თვისება ჯერ კიდევ შესწავლილი არ არის.
ხშირად ადგენენ სამედიცინო - გეოქიმიურ რუკებს, სადაც მოცემულია ამა თუ იმ
დაავადების გავრცელება, გარემოს გეოქიმიური ფაქტორების გავლენა ამა თუ იმ
დაავადებაზე და სხვა.
3. ლანდშაფტურ - გეოქიმიურმა გამოკვლევებმა დიდი როლი შეასრულეს
განვითარებაში. განსაკუთრებით, მეორად დამარილებასთან ბრძოლაში. ასევე საჭირო
გეოქიმიური გამოკვლევების ჩატარება ჭაობების ამოშრობისათვის და ნიადაგების
ნაყოფიერების გაზრდისათვის (მინერალური სასუქების შეყვანა ნიადაგში).
4. გარემოს გაჭუჭყიანებასთან დაკავშირებით. საჭიროა ჩატარდეს მისი
კომპონენტების ქიმიური ანალიზი.
თემა 15. ლანდშაფტების ეთოლოგია

ბუნებრივ-ტერიტორიული კომპლექსების მდგომარეობა


ლანდშაფტის ეთოლოგიის ძირითადი ცნებები
ლანდშაფტების ეთოლოგია დაფუძნებულია ორ ძირითად ცნებაზე. ესენია: ბტკ-ის
მდგომარეობა და ქცევითი აქტები.
ბტკ-ის მდგომარეობის ქვეშ იგულისხმება სტრუქტურისა და ფუნქციონირების
პარამეტრების გარკვეული თანაფარდობა დროის რომელიმე მონაკვეთში, სადაც
კონკრეტული შემავალი ზემოქმედებანი (მზის რადიაცია, ნალექები და ა. შ.)
ტრანსფორმირდებიან გარკვეულ გამომალ ფუნქციებში (ნაკადი, ზოგიერთი
გრავიგენული ნაკადი, ფიტომასებია ზრდა და ა. შ.).
ქცევითი აქტები კი განიხილება, როგორც ბტკ-ების მდგომარეობების ცვლა,
დაკავშირებულია ფაქტორთა ორი ჯგუფის ერთობლიობით. ამ ფაქტორთა პირველ
ჯგუფს მიეკუთვნება გარეგანი ფაქტორები, მაგალითად, ჰაერის ტემპერატურის ცვლა,
ატმოსფერული ნალექების მოსვლა და ა. შ.
ფაქტორთა მეორე ჯგუფია შინაგანი ფაქტორები, რომლებიც განისაზღვრებიან
თვით ბტკ-ების მზადყოფნით მდგომარეობასთან შეცვლისათვის. მაგალითად,
ზამთარში თბილი ჰაერის მასების შემოჭრის შედეგად ჯაერის ტემპერატურამ
შეიძლება 10-15 -მდე აიწიოს. ეს ტემპერატურული ინტერვალი კი სრულებით
საკმარისია გაზაფხულის ფუნქციონირების დაწყებისათვის, მაგრამ ზამთრის
მდგომარეობების შეცვლა გაზაფხულის მდგომარეობებით მაინც არ ხდება, ვინაიდან
ბტკ არ არის მზად ამისათვის.
შეიძლება პირიქით სიტუაციაც აღინიშნოს: ცივ ხანგრძლივ გაზაფხულზე ჰაერის
ტემპერატურა შეიძლება იყოს ზამთრის ტემპერატურაზე დაბალიც. მიუხედავად ამისა
მცენარეთა ვეგეტაცია მაინც დაიწყება., ვინაიდან ბტკ ამისათვის მზად არის. ასეთი
სიტუაცია აღინიშნება აჭარაში 1989 წელს. ზამთარი ნსაკმაოდ დიდთოვლიანი იყო და
გაზაფხულზე თოვლის დადნობა ვერ მოესწრო. მიუხედავად ამისა, მაისის თვეში
დაიწყო მცენარეთა აქტიური ვეგეტაცია.
ამრიგად, გარეგანი და შინაგანი ფაქტორების ზემოქმედების შედეგად
ხორციელდება ერთი ბტკ-ის მდგომარეობის შეცვლა მეორე მდგომარეობით.

ლანდშაფტების ეთოლოგიის კავშირი მეცნიერებებთან


ლანდშაფტების ეთოლოგია დაკავშირებულია ისეთ მეცნიერებებთან, როგორიცაა
ფენოლოგია, იორიტმოლოგია და სხვ. ფენოლოგია სწავლობს ბუნების სეზონურ
მოვლენებს, მაგრამ იგი ბიოლოგიის დარგია და სწავლობს ამ სეზონურ მოვლენებს
ორგანულ სამყაროში. ბიორიტმოლოგია კი სწავლობს ორგანული სამყაროს
რიტმულობასა და ციკლურობას. მათგან განსხვავებით, ლანდშაფტების ეთოლოგია
სწავლობს არა მარტო სეზონურ მოვლენებს, არამედ სხვა მოვლენებსაც. ამასთან ისი
სწავლობს არა მთლიანად ბუნებას, არამედ ბტკ-ების მდგომარეობებს და ქცევას.
გაომასების ფუნქციონირება და მდგომარეობა
ბტკ-ის ელემნტარული ნაწილაკები - გეომასები ხასიათდებიან გარკვეული
მდგომარეობით ე. ი. მდგომარეობების შეცვლითაც. ეს არ გულიცხმობს გეომასების
ფუნქციონირებას. მაგალითისათვის განვიხილოთ მეზოფილური ფოთლების
გეომასების ფუნქციონირებისა და მდგომარეობის საკითხები.
გაზაფხულზე ჯამური რადიაცია (Cs) შთაინთქმება ფოთლების მიერ და იხარჯება
ფოტოსინთეზზე (Cf), რომლის დროსაც ფოთლები ითვისებენ ჰაერიდან
ნახშირორჟანგს (A|CO2), წყალს (Hs) და მინერალურ ნივთიერებებს პედომასებიდან (S).
ამ პროცესების შედეგად ხდება ფოთლების მომატება (Ptm|), ხოლო საკვებ
ნივთიერებათა რაოდენობა პედომასებში რამდენადმე მცირდება (S|). იმავდროულად
ხდება ინტენსიური ტრანსპირაცია (Hp||), რის შედეგადაც მცირდება ტენის რაოდენობა
ნიადაგში (Hs|) და მცირდება ფოთლის სუნთქვაც, რის შედეგადაც გამოიყოფა ჟანგბადი
(A02|). ფოთლებამდე საკვები ნივთიერებები კი სატრანსპორტო - სკელეტოვანი
ორგანოების (Pt) საშუალებით აღწევენ, ყველა ეს ზემო ჩამოთვლილი გეომასების
ცვლილებები შეიძლება გამოისახოს რიცხვებში, ე. ი. ხარისხოვანი მოდელი გადავა
რიცხობრივ მოდელში.
სტექსი
მდგომარეობის კლასიფიკაცია ხანგრძლივობის მიხედვით მდგომარეობები იყოფა
მოკლევადიან, საშუალოვადიან და გრძელვადიან მდგომარეობებად.
მოკლევადიანი მდგომარეობების ხანგრძლივობა 1 დღე-ღამეზე ნაკლებია.
მაგალითად, აერომდგომარეობა, მეტეომდგომარეობა, შიდა დღე-ღამური
მდგომარეობა.
საშუალოვადიანი მდგომარეობების ხანგრძლივობა 1 დღე-ღამიდან 1 წლამდეა.
მაგალითად, სტექსები, ცირკულაციური მდგომარეობები, წლის ციკლის ფაზები,
სეზონები, წლიური მდგომარეობები.
ხოლო ხანგრძლივვადიანი მდგომარეობები 1 წელზე მეტ ხანს გრძელდება. ისი
დაკავშირებულია კლიმატის 11-წლიან რიტმებთან, მცენარეთა სუქცესიებთან (ლათ
successuo) და ა. შ.
ბტკ-ების მდგომარებების შესწავლისას ყველაზე დიდი ყურადღება ექცევა
სტექსებს, ანუ დღე-ღამურ მდგომარეობებს. მოკლევადიანი მდგომარეობების
შესწავლა ხდება დეტალური სტაციონალური გამოკვლევებისას, მაგრამ ისინი ბტკ-ის
მხოლოდ უმნიშვნელო ნაწილს მოიცავს.
სტექსებს გარკვეული უპირატესობა ენიჭებათ გრძელვადიან მდგომარეობებთან
შედარებით:
- სტექსები ბუნებრივი ციკლის ფარგლკებშია და მასთანაა დაკავშირებული ბტკ-ის
სტრუქტურისა და ფუნქციონირების ყველა პარამეტრი, რომელიც სტაციონარებზე
იზომება;
- სტექსებისათვის ადვილი დასათვლელია სხვადასხვა სიდიდეების ჯამი და
საშუალო მაჩვენებლები, ვინაიდან მათი ხანგრძლივობა ყოველთვის ერთნაირია;
- დღე-ღამეზე ყველაზე ოპტიმალური ვადაა ბუნებრივი გარემოს მდგომარეობებზე
კონტროლისა და შეფასების საწარმოებლად. თუ რომელიმე ორგანიზაციას მიეწოდება
ინფორმაცია წლის ციკლის ან სეზონური მდგომარეობების შესახებ, იგი ნაკლებად
შეძლებს გამოიყენოს ეს ინფორმაცია გარემოს მართვის ან მასზე ზემოქმედების
საქმეში;
- სტექსები საშუალებას იძლევიან ანალიზის საფუძველზე გადავიდეთ უფრო
მოკლევადიან მდგომნარეობებზე, ხოლო სინთეზის საფუძველზე - უფრო
გრძელვადიან მდგომარეობებზე.
სტექსების კლასიფიკაცია - თერმული პირობების მიხედვით (რომლების აერომასების
მდგომარეობითაა განპირობებული), სტექსები იყოფა 6 გრადაციად:
1. ქრიოთერმული (ყინვის), ჰაერის ტემპერატურა უარყოფითია, ამიტომ ნიადაგის
ზოგიერთ ტენს შეიცავს მყარი სახით. ბიოპროცესები შეჩერებულია.
2. ნანოთერმული (ძლიერ ცივი). ჰაერის ტემპერატურა დაბალია, 0-50, რომლის
დროსაც ფუნქციონირებს სითბოსადმი ნაკლებ მომთხოვნი მცენარეები. ბიოგენური
ფუნქციონირების პროცესოები უმთავრესად ჩახშობილია, ან ვითარდება იმ დროს,
როცა ეს პროცესები ან იწყებიან ან მთავრდებიან. ზოგჯერ აღინიშნება თოვლის
ინტენსიური დნობა და ინფინლტრაცია.
3. მიკროთერმული (გრილი). ჰაერის ტემპერატურა შდსარებით დაბალია და 5-100-ს
შეადგენს. ასეთი ტემპერატურული რეჟიმი განაპირობებს მცენარეული საფარის
აქტიურ ფუნქციონირებას, ტენბრუნვის ზოგიერთი პროცესები საკმაოდ აქტიურია,
ხოლო ტრანსპირაცია და აორთქლება - ძლიერ სუსტია.
4. მეზოთერმული (ზომიერად თბილი). ჰაერის ტემპერატურაა 10-150. მცენარეთა
უმეტესობა აქტიურად ფუნქციონირებს და წარმოქმნიან ფიტომასას.
5. მაკროთერმული (თბილი). ჰაერის ტემპერატურა მაღალია, 15-200. ბიოლოგიური
პროცესები მაქსიმალური ინტენსივობისაა. სხვა ხელსაყრელი პირობების დროს
ტენბრუნვისა და მზის ენერგიის ტრანსფორმაციის მაღალი მაჩვენებლია.
6. მეგათერმული (ცხელი). ჰაერის ტემპერატურა ძლიერ მაღალია,
+200-ზე მეტი. სითბოს სიჭარბე უარყოფით ზეგავლენას ახდენს მრავალი ბტკ-ის
ბიოგეოციკლის პროცესებზე.
მაგრამ ტემპერატურის ეს ინტენსივობა დოგმა არ არის. კონკრეტულ პირობებში
ისინი იცვლებიან. მაგალითად, ზედა მთის ტყის ლანდშაფტებში აქტიური
ბიოფუნქციონირების პროცესებისათვის ჰაერის ტემპერატურა 8 0-ზე მეტი უნდა იყოს
და არა 100-ზე მეტი, ვინაიდან ამ ლანდშაფტებში ყველაზე ფართოდ გავრცელებული
არყის ხის (BETULA)ფუნქციონირებისათვის საჭიროა ჰაერის ტემპერატურა 8 0-ზე მეტი.
იგივე შეიძლება ითქვას დაბალი მთის ტყის ლანდშაფტებზეც. აქ გავრცელებული
მუხისათვის (QUERCUS) ჰაერის ტემპერატურა +12-ზე მეტი უნდა იყოს. ამრიგად,
საყურადღებოა თვითონ პროცესები და არა ტემპერატურული ინტერვალები.
დატენიანების პირობების მიხედვით (რომლებიც ჰიდრომასების მდგომარეობითაა
განპირობებული), სტექსები იყოფა 4 გრადაციად;
- ექსტაჰუმიდური. ერთი ან მეტი გეოჰორიზონტი , სადაც სჭარბობს ჰიდრომასები
სხვა გეომასებს.
- ჰუმიდური (G). ჰიდრომასები საშუალო ან მომატებული რაოდენობით ყველა
გეოჰორიზონტებში.
- სემიარიდული (S). ერთი ან რამდენიმე გეოჰორიზონტით, სადაც ტენის
არასაკმარისი რაოდენობაა. ამის შედეგად ბტკ-ების ფუნქციონირების პროცესები
ლიმიტირებულია.
- არიდული (A). ტენის სრული დეფიციტი მთელს ვერტიკალურ პროფილში.
სჭარბობს აბიოგენური ფუნქციონირების პროცესები.
ფუნქციონირების მთავარი პროცესების ზოგადი ხასიათია მიხედვით, გამოყოფენ
შემდეგ სტექსებს:
N- ნივალური (თოვლის) თოვლის მოსვლის დროს
H-ნივალური, როცა თოვლი დევს ნიადაგის ზედაპირზე
P-პლუვიალური (წვიმის)
П-პიროგენული(ხანძრების დროს)
В-ეოლური (ნივთიერებათა გადატანა ქარის დროს)
Г-გრავიგენული *მეწყრების, ზვავებისა და ღვარცოფების დროს)
К-კრიოგენული. როცა ნიადაგში მზრალი ჰორიზონტია.
ვერტიკალური სტრეუქტურის შეცვლა ინტენსივობის მიხედვით, გამოყოფენ
შემდეგ ბტკ-ებს:
− სტრუქტურის შექმნა. მაგალითად, სტეპის ლანდსაფტებში შემოდგომაზე მოვიდა
თოვლი და შიქმნა ნივალური სტრუქტურა. ან გაზაფხულზე დადნა თოვლი, გაჩნდა
ბალახოვანი ასფარი და შეიქმნა ფიტოგენური სტრუქტურა.
− სტრუქტურის გართულება. მაგალითად, ფოირმირებულია ნივალური სტრუქტურა
და თოვლის მოსვლით გეოჰორიზონტების რაოდენობა იზრდება, ან ბალახოვანი
საფარია და ახალი ბალახების ამოსვლით იზრდება გეოჰორიზონტების რაოდენობა.
− სტრუქტურის გამარტივება.
-სტრუქტურის ნგრევა.
- სტრუქტურის სტაბილიზაცია (თუ ნიშანი ’’-’’ დასმულია სტექსის სახელწოდების
ზემოთ ზაფხულის სტაბილიზაციას აღნიშნავს, მაგრამ თუ მის ქვემოთაა დასმული -
ზამთრის სტაბილიზაციას).
განვიხილოთ სტექსის ფორმულის რამდენიმე მაგალითი:
1H-კრიოთერმული ნივალური ზამთრის სტაბილიზაციის.
46−მეზოთერმული ჰიმიდური ფიტოგენური სტრუქტურის გართულებით
6S- მეგათერმული სემიარიდული ზაფხულის სტაბილიზაციით

3G−მიკროთერმული ჰუმიდური სტრუქტურის გამარტივებით


თითოეული ლანდშაფტებისათვის დამახასიათებელია სტექსების გარკვეული
კრებადობა. ამასთან სტექსების გავრცელება ამა თუ იმ ტერიტორიაზე კანონზომიერად
იცვლება. განვიხილოთ ეს საკითხი საქართველოს მაგალითზე. სიმაღლის მატებასთან
ერთად საქართველოს მთელი ტერიტორიისათვის დამახასიათებელია ზამთრის
სტექსების შემცირება. ამასთან სიმაღლის მატებასთან ერთად ხდება სტექსების
საერთო რაოდენობის შემცირება. აღმოსავლეთ საქართველოსათვის
დამახასიათებელია სტექსების მეტი რაოდენობა, ვიდრე დასავლეთ საქართველოში
სჭარბობს ტყის ლანდშაფტები, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში მას მდელო -
სტეპის ლანდშაფტებიც ემატება, ამიტომ აქ გავრცელებულია არიდული სტექსებიც.
დედამიწის ზედაპირზე სტექსების გავრცელება შემდეგნაირია: პოლუსებიდან
ეკვატორისაკენ სტექსების რაოდენობა მატულობს და მაქსიმუმს სუბტროპიკებში
აღწევს, ხოლო სუბტროპიკებიდან ეკვატორის მიმართულებით - კლებულობს.

მდგომარეობის დინამიკა - ბტკ-ის მდგომარეობისათვის დამახასიათებელია


გარკვეული დინამიკა წლის განმავლობაში. ნახ. 26. მოცემულია სქემა რომელიც
ასახავს ბტკ-ის მდგომარეობებს ცვლის შესწავლის დროს გამოყენებულ ცნებებს.
მდგომარეობის დინამიკა არის მდგომარეობების თანმიმდევრული ცვლა დროის
მიხედვით. მდგომარეობების ცვლა კი - განიხილება, როგორც ქცევითი აქტი (ნახ. 27)
ქცევითი აქტების კრებადობას უწოდებენ ქცევით ტრაექტორიებს (ნახ. 28). იგი მოიცავს
გენეზისის რამდენიმე ქცევით აქტს.
ნახ. 26. ილუსტრაციები რომლებიც ასახავენ ბტკ-ას მდგომარეობების ცვლას
შესწავლის დროს გამოყენებულ ცნებებს. а- მდგომარეობების დინამიკა დროში. b-
მდგომარეობის პერიოდული ცვლა. c – მდგომარეობების ციკლური ცვლა, d -
მდგომარეობების რიტმული ცვლა, e – ბუნებრივი რეჟიმი, f - მდგომარეობების
სპექტრები.
განასხვავებენ 4 ძირითად ქცევით ტრაექტორიას:
1. თერმული ტრაექტორია. დაკავშირებულია თერმული პირობების შეცვლასთან.
მაგალითად, 2G−3G-4G- 5G - 4G-3G.
2. სემიარიდულ - არიდული ტრაექტორია. დაკავშირებულია ტენის თანდათანობით
შეცვლასთან. მაგალითად, 5G−6S – 6S - 6A.
3. ნივალური ტრაექტორია. დამახასიათებელია წლის ცივი პერიოდისათვის იგი
საკმაოდ რთული ტრაექტორიაა და დამახასიათებელია საწყის მდგომარეობაზე
დაბრუნება. მაგალითად, 2G-NH−NH−1H−H-H.
4. პლუვიალური ტრაექტორია (წვიმის).
ტრაექტორიის ეს ოთხი ტიპი არ გამოხატავს მდგომარეობათა მთელ
მრავალფეროვნებას, მაგარმ ისინი კარგად ახასიათებენ ზომიერი და სუბტროპიკული
ლანდშაფტების ყველაზე ტიპურ და ყველაზე გავრცელებულ ტრაექტორიებს. თუმცა
ზუსტად ასეთი ტრაექტორიები იშვიათად გვხვდება. უფრო ხშირია ’’შერეული’’
ტრაექტორიები.
ნახ. 27. ქცევითი აქტის ზოგადი სქემა.
BC - შინაგანი სტიმულები, ფაქტორები ნდა ზემოქმედებანი. ПЗ - შინაგანი ფაქტორები,
რომლების განაპირობებენ ბტკ-ის მზადყოფნას. С1 და С2 - შესაბამისად პირველი და
მეორე მდგომარეობა. A, b, c, d - მდგომარეობების სტადიები.
ბტკ-ების ცალკეული ტრაექტორიები ერთიანდებიან და ქმნიან სტექსების ’’
ჩკეტილ’’ ციკლას - ეთოციკლს. ამრიგად, ეთოციკლი არის ერთი მდგომარეობიდან
მეორეზე გადასვლისა და ტრაექტორიების კრებადობა. რომელსაც მივყავართ
სტექსების კანონხზომიერ ციკლურ ცვლასთან წლის განმავლობაში (ნახ. 28).
ქცევითი აქტების რამდენიმე სპეციფიკურ მაჩვენებელს გამოყოფენ:
- ლატერალური, ანუ ფარული პერიოდი. დროის ის მონაკვეთი, როცა ბტკ მზად
არის მდგომარეობების შეცვლისათვის. მაგალითად, გაზაფხულზე თბილი დღეების
დადგომის შემდეგ იწყება მოსამზადებელი პერიოდი, რომლის შემდეგაც ბტკ
გადადის მეორე მდგომარეობაში.
- შემდგომი მოქმედება (последействие). მაგალითად, ცივი უთოვლო ზამთრის
შემდეგ ნიადაგში ფორმირებულია მძლავრი მზრალი ჰორიზონტი (ე. ი. დაიკვირვება
კრიოთერმული კრიოგენული სტექსი - 1K) . დათბობის შემდეგ ზოგიერთ ბტკ-ში
ყინვიანი ჰორიზონტი კვლავ რჩება. ასეთი სიტუაცია ხშირად დაიკვირვება
გაზაფხულზე სუბალპური მდელოს ლანდშაფტებში, როცა ნანო - მიკროთერმული
(სტრუქტურის შექმნის ან გართულების) სტექსის დროს შეიმჩნევა ყინვის
ჰორიზონტი ნიადაგში.
- სუმაცია არის ბტკ-ის თვისება დააჯამოს ცალკეული ფაქტორები და მიაღწიონ
გარკვეულ მნიშვნელობას, რის შდეგადაც შეიცვლება ერთი მდგომარეობა მეორეთი.
- ინერცია არის ბტკ-ის მდგომარეობების ცვლის დაგვიანება. მაგალითად, ნიადაგის
გამოშრობის შემდეგ იქმნება ტენის დეფიციტი ნიადაგში, მაგრამ ეს დეფიციტი
იმავდროულად არ აირეკლება ბტკ-ის მიწისზედა ვერტიკალურ პროფილში და
მცენარეები რამდენიმე დღის განმავლობაში განაგრძობენ აქტიურ ვეგეტაციას.

ნახ. 26. ბტკ-ის მდგომარეობებეის ცვლილების ტრაექტორიები 1. თერმული, 2.


ნივალური. 3. ფიტოგენურ-თერმული, 4. სემიარიდულ-არიდული.
ზემოთ განხილული ნორმალური ტრაექტორიებიდა ქცევითი ??? როცა ხდება
სტექსების ტრივიალური შეცვლა. მაგრამ გარდა ამისი, არსებობს კიდევ 2 ტიპის
ტრაექტორიები. ესენია:
1. უჩვეულო ტრაექტორიები, როცა შეიმჩნება იშვიათი ან ნაკლებ დამახასიათებელი
მდგომარეობები და ტრაექტორიები მოცემული ბტკ-თვის.
2. კრიტიკული ტრაექტორიები. ისეთი ტრაექტორიები, რომლის შედეგაც იცვლება,
ან მთლიანად ნადგურდება ბტკ. განვიხილოთ ზოგიერთი მათგანი:
გეოციდი - ბტკ-ის მთლიანი განადგურება (მათ შორის ლითოგენური საფუძვლისაც).
ამას შიძლება ჰქონდეს ადგილი, როგორც ადამიანის ჩარევით, ასევე მიწისძვრების,
ქვათაცვენის, ვულკანის ამოფრქვევის დროს და ა.შ.
ეკოციდი - ნადგურდება არა მთლიანად, არამედ მისი ნაწილი. იგი უმთავრესად
დაკავშირებულია ბიოგენური კომპონენტის განადგურებასთან. მაგალითად,
ხანძრებისა და ზვავების შედეგად ნადგურდება. ცოცხალი სამყარო, ბტკ-ის
სტრუქტურის დარღვევისას ცელკეული გეოჰორიზონტები ნადგურდება, იცვლება
ლატერალური და მორფოლოგიური სტრუქტურა.
ნახ.29. ცვლილებები რომლებიც ხდება ბტკ-ში ვერტიკალური სტრუქტურის
ნაწილობრივი შეცვლის (1), ნაწილობრივი ეკოციდის (2), ეკოციდის (3) და გეოციდის
(4).
ბტკ-ის შეცვლის 3 საფეხური გამოიყოფა:
1. ძლიერ შეცვლილი. იცვლება გეოჰორიზონტების ნახევარზე მეტი.
2. საშუალოდ შეცვლილი. იცვლება გეოჰორიზონტების ნახევარი.
3. მცირედ შეცვლილი. იცვლება 1 და 2 გეოჰორიზონტი.
ხშირად კრიტიკული ტრაექტორიები ხასიათდებიან ’’ჯაჭვური’’ რეაქციით
პირველი ფაქტორი შეიძლება ასე გამანადგურებელი არ იყოს, როგორც მისი შმდგომი
ფაქტორები. მაგალითად, მიწისძვრამ შეიძლება ბტკ-ების ისეთი დიდი ცვლილებები
არ გამოიწვიოს, როგორც მიწისძვრის შედეგად ჩამოწოლილმა მეწყერმა.
ლანდშფტების ეთოლოგიაში დამკვირვებელია ცნება ’’ლანდშფტურ-
ეთოლოგიური სიტუაცია’’ (ლეს). იგი მსხვილი რეგიონების ფიზიკურ-
გეოგრაფიულიოლქებისა და ქვეყნების მდგომარეობების და დროის რაღაც გარკვეულ
მომენტს შეესაბამება. მაგალითად, ლანდშაფტურ-ეთოლოგიური სიტუაცია
საქართველოს ტერიტორიაზე 30 მაისს და სხვა.
ლანდშფტურ-ეთოლოგიური სიტუაცია ხასიათდება სირთულით, დაძაბულობით,
სიჭრელით და ა. შ.
ლეს-ის სირთულე არის ამა თუ იმ ტერიტორიაზე სტექსების რაოდენობა კვლევის
მომენტისათვის. მაგრამ გრადაციის ზუსტი შემოღება აქ მიზანშეწონილი არ არის.
სირთულის გრადაციები შემოღებულ უნდა იქნესმხოლოდ კონკრეტული
დაკვირვრბისას მაქსიმალურ და მინიმალურ მაჩვენებელთა გათვალისწინებით. თჲმცა
მიახლოებით გრადაციების შემოღება მაინც არის შესაძლებელი:
მარტივი - სტექსების რაოდენობა 3-ზე ნაკლებია.
საშუალო სირთულის - 4-7 სტექსი.
რთული - 8 სტექსზე მეტი.
ლეს-ის დაძაბულობა (H) არის სტექსების რაოდენობის თანაფარდობა
ლანდშაფტის რაოდენობასთან:
C
H=
Л
სადაც C არფის სტექსების რაოდენობა, ხოლო Л - ლანდშაფტების რაოდენობა.
ლანდშაფტურ-ეთოლოგიური სიტუაციები განიცდის ცვლილებას დროის რაღაც
მონაკვეთში. ეს ცვლილება არის ლანდშაფტურ-ეთოლოგიური სცენარი. მაგალითად,
ლანდშაფტურ-ეთოლოგიური სიტუაციების ცვლასაშუალო მთის ტყის ლანდშაფტებში
ერთი თვის მანძილზე და სხვა.
თემა 16. ლანდშაფტების კვლევის მეთოდები

ლანდშაფტის კვლევის მრავალი მეთოდი და ხერხი არსებობს: აღწერილობითი,


შედარებითი, ანალიზური, სინთეზური (კომპლექსური), მათემატიკური,
გეოფიზიკური, გეოქიმიური და ა. შ. მათ შორის არცერთი არ არის უნივერსალური და
ყოვლისმომცვლელი. ამასთან ლანდშაფტის შესწავლა წარმოუდგენელია საველე,
სტაციონარული და აეროკოსმოსიური კვლევებისგარეშეც. ამიტომ ცალ-ცალკე
განვიხილოთ თითოეული მათგანი.

ლანდშაფტის საველე კვლევა


ექსპედიციური კვლევები
გეოგრაფია და მათ შორის ლანდშაფტმცოდნეობაც, პრაქტიკული, გამოყენებითი
მეცნიერებაა, ამიტომ მისი სრულყოფილი შესწავლა საველე კვლევების გარეშე
წარმოუდგენელია.
ლანდშაფტის საველე, ანუ ექსპედიციური კვლევა, ჩვეულებრივი მიმართულება
ნაკლებ შესწავლილი ტერიტორიების გაცნობისათვის. საკვლევი ტერიტორიები ისე
ირჩევა, რომ გაადგილდეს მიღებულ მონაცემთა ინტერპოლაცია. კვლევისას
აწარმოებენ ამათუ იმ ტერიტორიის დეტალურ ფიზიკურ-გეოგრაფიულ აღწერას.
აღწერა ხდება, როგორც სწრაფცვალებად, აგრეთვე ნელა ცვალებად მახასიათებლებზე.
ფუნქციონირებაზე დაკვირვება კი ფაქტიურად არ წარმოებს.
ამასთან ლანდშაფტის საველე კვლევა არა მარტო ცალკეული დისციპლინების
თეორიულ და მეთოდურ დებულებებს უნდა ეყრდნობოდეს. არამედ, ბტკ-ების სივრცე
- დროითი ანალიზისა და სინთეზის კონცეფციასაც. ეს კონცეფცია ჯერ-ჯერობით
ერთადერთია, რომელიც ბუნების სხვადასხვაკომპონენტებსა და სხვადასხვა ბტკ-ებს
სწავლობს ერთიანი მეთოდიკით. ეს მეთოდიკა კი საშუალებას იძლევა ბტკ-ების
მდგომარეობები შესწავლილ იქნეს, როგორც ექსპედიციური, ასევე სტაციონარული და
სხვა სახის კვლევის საფუძველზეც.
ბტკ-ის მდგომარეობების საკვანძო ერთეულად მიჩნეულია სტექსი (ბტკ-ის
სტრუქტურისა და ფუნქციონირების დღე-ღამური მდგომარეობები) ბტკ-ების
მახასიათებლებიდან ყველაზე მეტი ყურადღება ექცევა ლანდშაფტურ-გეოფიზიკურ
მახასიათებლებს, რომლების ადვილად იზომებიან და არართული გამოთვლების
მეშვეობით მათგან იოლია ბტკ-ის სხვა მახასიათებლებზე.

სტაციონარული და ნახევრადსტაციონარული კვლევები


სტაციონარული და ნახევრადსტაციონარული კვლევები გამოკვლევების
მეთოდიკა ძლიერ განსხვავდება ერთმანეთისაგან. ბუნებრივია, რომ სტაციონარული
გამოკვლევები მეტი დეტალურობით გამოირჩევიან, თუმცა ამ დროს დაკვირვება არ
ხდება ნელა ცვალებად მახასიათებლებზე. მაგალითად, დაკვირვება არ აწარმოებს
გეოლოგიურ-გეომორფოლოგიურ თავისებურებებზე. ეს აიხსნება უბრალოდ იმ
მიზეზით, რომ საკვლევი ტერიტორია სტაციონარის მოწყობომდე ბტკ-ების
მდგომარეობების შესწავლა ყოველდღიურად ხდება მთელი წლის განმავლობაში
’’მყარი’’ პროგრამის საფუძველზე. ამიტომ ყველაზე მეტად უტყუარი ცნონების მიღება
სწორედ ასეთი სტაციონარების ბაზაზე შეიძლება. კავკასიაში ფიზიკურ-გეორაფიული
სტაციონარი. მისგან მიღებული ცნობები საშუალებას იძლევა წარმოდგენა ვიქონიოთ
არა მარტო მთისწინეთის სტეპის ლანდშფტებზე (იქ, სადაც თვით სტაციონარის ბაზა
მდებარეობს. არამედ, ქვედა მთის, საშუალო მთის, ზედა მთისა და სუბალპურ
ლანდშფტებზეც. ამრიგად, შეიძლება განისაზღვროს ცენტრალური ამიერკავკასიის
ყველაზე ტიპიური ლანდშფტების მდგომარეობები.
სტაციონარი გამოკვლევებისაგან განსხვავებით, ნახევრადსტაციონარული
გამოკვლევები არ წარმოებს ყოველდღიურად, არამედ ბტკ-ის გარკვეული
მდგომარეობის დროს. ე. ი. დაკვირვებები არ არის მუდმივი და დაკვირვებების შორის
შეიძლება 1-1, 5 თვემაც გაიაროს. სამუშაო პროგრამას ისე ადგენენ, რომ მოიცავან წლის
მანძილზე ტიპური მდგომარეობები, აქაც, ბტკ-ის ნელი ცვალებად მახასიათებლებზე
დაკვირვება არ წარმოებს. შეისწავლება ფუნქციონირების არა ყველა, არამედ
გარკვეული პროცესები.
საქართველოს ტერიტორიაზე რამდენიმე ფიზიკურ-გეოგრაფიული
ნახევარსტაციონარია: კოვალუკის, ბაკურიანის, ვაშლოვანის, ლაგოდეხისა და
ბევრეთის.
კოვალუკის ნახევარსტაციონარი მდებარეობს ამავე სახელწოდების მიუსერას.
ნაკრძალის ტერიტორიაზე. იგი საშუალებას იძლევა წარმოდგენა ვიქონიოთ
აფხაზეთის ვაკისა და ბორცვების სუბტროპიკული კოლხური და ქვედა მთის ტყის
კოლხური ლანდშაფტების შესახებ. ინტერპოლაციით შეიძლება ამ მოინაცემების
გავრცობა დასავლეთ საქართველოს ანალოგიურ ლანდშაფტებზეც.
ბაკურიანის მრავალსტაციონარი 6 ექსპერიმენტულ ნაკვეთს მოიცავს, რომლებიც
მთა კოხტაზე მდებარეობენ (ბაკურიანის მიდამოებში) 1700-2200 მ. სიმაღლეზე.
ნახევარსტაციონარის მონაცემების წარმოდგენას გვიქმნის თრიალეთის ქედის
საშუალო მთის წიფლნარ-მუქწიწვიანი ტყის, ზედა მთის ტყისა და მაღალი მთის
სუბალპური ლანდშაფტების შესახებ.
ვაშლოვანის ნახევარსტაციონარი მდებარეობს ამავე სახელწოდების ნაკრძალში,
შიდა კახეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში. ამ სტაციონარის მონაცემები
ახასიათებენ აღმოსავლეთ და ცენტრალური ამიერკავკასიიის ვაკისა და ბორცვების
სუბტროპიკული სემიარიდული და არიდული ლანდშაფტების მდგომარეობებს.
ლაგოდეხის ნახევარსტაციონარი დაარსეს ყაზბეგის ნახევარსტაციონარის
ნაცვლად. იგი მოიცავს კახეთის კავკასიონის სამხრეთ ფერდობის ლანდშაფტების
ფართო სპექტრს, 600-დან 2055 მ სიმაღლეზე.
ბევრეთის ნახევარსტაციონარი მდებარეობს თრიალეთის ქედის აღმოსავლეთ
დაბოლოებაზე. სტაციონარის მონაცემები საშუალებას იძლევა განისაზღვროს
კავკასიონის აღმოსავლეთ ნაწილის ქვედა მთის ტყისა და საშუალო მთის ტყის
ლანდშაფტების მდგომარეობები.

ექსპერიმენტალური ნაკვეთების შერჩევა საველე ლანდშაფტების კვლევის დროს


საველე პირობებში შეუძლებელი დაკვირვების ჩატარება ამა თუ იმ ლანდშაფტის
მთელ ტერიტორიაზე, ამიტომ მათ აწარმოებენ ექსპერიმენტალურ (საველე)
ნაკვეთებზე, რომლებიც ყველაზე ტიპიურია აღნიშნული ლანდშაფტისათვის. ამასთან
დაკავშირებით საკვანძო ნაკვეთებს აწყობენ შემდეგნაირად:
1. ყველაზე ტიპიური ბტკ-ში ისე, რომ შესაძლებალი იყოს მიღებული მონაცემები
განევრცოს მნიშვნელოვან ტერიტორიაზე;
2. ბტკ-ები, რომლებიც ტიპური ბტკ-ებისაგან განსხვავდებიან ვერტიკალური
სტრუქტურით, ან მდგომარეობით;
3. ერთსა და იმავე ბტკ-ში, თუ ისინისხვასხვა მდგომარეობით ხასიათდებიან.
ექსპერიმენტალურ ნაკვეთებზე ხდება აღწერითი დეტალური ფიზიკურ-
გეოგრაფიული და ლანდშაფტურ-გეოფიზიკური მახასიათებლების შესწავლა:
1. რომელი ლანდშაფტური გვარის ფარგლებში მდებარეობს (კავკასიის
ლანდშაფტური რუკის , 1979 მიხედვით);
2. ადგილის აბსოლუტური სიმაღლე, ზოგჯერ სიმაღლე ეროზიის ბაზისიდან;
3. გეოლოგიური ფორმაცია;
4. რელიეფის ტიპი, ფორმა, ელემნტები (დახრილობა, ექსპოზიცია);
5. თანამედროვე გეომორფოლოგიური პროცესები;
6. მიგრაციის რეჟიმი;
7. დატენიანების ხასიათი;
8. მცენარეული საფარის შედგენილობა და ხასიათი;
9. ნიადაგის ჭრილის აღწერილობა;
10. ზოგიერთი ლანდშაფტურ-გეოფიზიკური მახასიათებლები (გეომასები,
ვერტიკალური სტრუქტურა);
11. უიტეკერის სქემა;
12. ბტკ-ის ანთროპოგენული ტრანსფორმაციის ხასიათი და ა. შ.;
ექსპერიმენტული ნაკვეთების შერჩევა ხდება პროფილური ან რადიალური
მარშრუტებით. მათ აქვთ მართკუთხედის ფორმა, რომლის უდიდესი გვერდი
ფერდობის გასწვრივ მდებარეობს. ნაკვეთის ზომები დამოკიდებულია ბტკ-ის
ხასიათსა და კვლევის დეტალიზაციის ხარისხზე. მაგრამ ზოგიერთი პროცესისა თუ
მოვლენის შესწავლა წარმოებს საცდელი მიედნებისა და ნიადაგის პროცესების
მეშვეობით, იღებენ ნიმუშებსა და სინჯებს, ბალახოვან ფიტომასებსა და ზოგიერთ
მორტმასებზე დაკვირვება წარმოებს საცდელ მოედნებზე, რომელთა ფორმა
უმთავრესად კვადრატულია და ზომებია 1X1 ან 0,3Xო,5 მ. ჩვეულებრივ ერთ საკვანძო
წერტილზე რამდენიმე საცდელი მოედანი ეწყობა.
ნიადაგის ჭრილები არა მარტო ნიადაგების აღწერის საშუალებას ეძლევიან, არამედ
ფესვების, ზოომასების, ლითომასების რაოდენობის, ნიადაგის სინოტივისა და სხვათა
განსაზღვრას. ჭრილის ზომებია; 1მ. 0,5 X 1 მ. X 0,5 X 0,5 მ. ზოგჯერ მთის ქანები ისე
ახლოსაა ზედაპირთან, რომ 0,5 მ-მდეც კი არ ითხრება ნიადაგის ჭრილი.
ლანდშაფტი შედგება ბუნების კომპონენტებისაგან, მორფოლოგიური
ნაწილებისაგან, ამიტომ როცა ლაპარაკია ლანდშაფტების კარტოგრაფირებაზე,
უპირველესად უნდა განისაზღვროს კარტოგრაფირების ობიექტის რანგი.
თავდაპირველად ხდება ლანდშაფტის კარტოგრაფირება საველე პირობებში და
შემდეგ ხდება მისი გადამუშავება კამერალურ პირობებში. მსხვილმასშტაბიანი
რუკების შედგენა შესაძლებელია მხოლოდ ველის პირობებში.
ლანდშაფტურ რუკაზე არ არის ასახული ბუნების კომპონენტები, არამედ
მთლიანად ბტკ და მათი ტაქსონომიური რანგების. არცერთი პირობითი ნიშანი არ
გამოხატავს რომელიმე კომპონენტს, იგი კომპონენტთა კომპლექსის გამომხატველია.
ამრიგად, ლანდშაფტური რუკა სინთეზური, კომპლექსური რუკაა. ამიტომ მასზე
ასახვა უნდა ჰპოვოს ანალიზური რუკების მონაცემების სინთეზმა. ე. ი. მოპოვებულ
მონაცემთა კარტოგრაფიულმა განზოგადებამ.
ლანდშაფტურ რუკაზე მოცემული ტაქსონომიური რანგის სიდიდე
დამოკიდებულია კვლევის დეტალიზაციის ხარისხზე. მაგალითად, წვრილმასშტაბიან
რუკებზე გამოსახავენ ლანდშაფტურ ნაკვეთებს, 10000-1000-10000 მასშტაბის რუკებზე
- უროჩიშჩეს, ხოლო 1000 მასშტაბის რუკებზე - ფაციესისს. კავკასიის ლანდშაფტურ
რუკაზე (1:1000000, 1979) გამოყოფილია ლანდშაფტური რუკები, ხოლო 300000
მასშტაბის რუკაზე - ლანდშაფტის სახეები.
ლანდშაფტების საზღვრების დადგენას შემდგომ გამოყოფილ ერთეულს უნდა
მიეცეს სახელწოდება, რომელიც უნდა შეირჩეს კომპლექსური პრინციპით, მაგრამ
უმთავრესად ყურადღება უნდა მიექცეს ფიზიონომიურ თვისებებს (რელიაფსა და
მცენარეულ საფარს). აღსანიშნავია ისიც, რომ ლანდშაფტის სახელწოდებაში უნდა
მიეთითოს ბუნებრივი და არა ანთროპოგენული მცენარეულობის სახელწოდება.
ლანდშაფტის ფარგლებში მიმდინარე ზოგიერთი მოვლენისა თუ პროცესის
აღსანიშნავად ხშირად სარგებლობენ დამატებითი პირობითი ნიშნებითაც.
როგორც ავღნიშნეთ საველე პირობებში ლანდშაფტური რუკის შედგენა ხდება
მსხვილმასშტაბიანი ტოპოგრაფიული რუკების საფუძველზე. ტოპოგრაფიულ
რუკებზე აისახება ჰიდროქსელის სიხშირე. რელიეფის დახრილობა ექსპოზიცია,
აბსოლუტური სიმაღლე და სხვა. მათზე ადვილია მცენარეთა არეალების დადგენა,
რელიეფის ტიპის გამოყოფა. ყოველივე ეს კი საშუალებას იძლევა ტოპოგრაფიულ
რუკებზე გამოიყოს ბტკ-ები. ვერტიკალური სტრუქტურის ტიპების მიხედვით.
ლანდშაფტის კონტურში ჩაწერილია ბტკ-ის ვერტიკალური სტრუქტურის
К
აღმნიშვნელი ინდექსი. მაგალითად, SЕ n A3 (125). S აღნიშნავს მიგრაციის რეჟიმს, Т -
5
ფიტოგენური სტრუქტურის ხასიათს, К - ლითოგენურ აგებულებას, 5 ბტკ-ის
სიმძლავრეს, n დამატებით აღნიშვნას, რომელიც აზუსტებს ვერტიკალური
სტრუქტურის ხასიათს, A3 - ნიადაგ-ზედაპირულ ფორმაციის ტიპს, 125 - ლანდშაფტის
გვარის ნომერი (კავკასიის ლანდშაფტური რუკის 1979 მიხედვით).
ინდექსაციაში მითითებული მიგრაციის რეჟიმები აღინიშნება შემდეგნაირად:
1- ავტონომიური (0-40)
2- ავტონომიური (4-100)
3- ტრანსელუვიური (10-200)
4- ტრანსელუვიური (20-300)
5- ტრანსელუვიური (30-450)
6- ტრანსელუვიური (450-ზე მეტი)
7- ბედლენდები
8- კლდეები
9- ელუვიურ-აკუმულაციური (10-200)
10- ელუვიურ-აკუმულაციური (6-100)
11- ელუვიურ-აკუმულაციური( 0-40)
12- სუპერაკვალური (4-100)
13- ტრანსაკუმულაციური (4-100)
14- აკუმულაციურ-ელუვიური
ვერტიკალური სტრუქტურის ტიპი:
K- კოლხური ჰუმიდური ტყე-ბუჩქები
F-ჰუმიდური მეზოფიტური ტყე-ბუჩქები (წიფელი, რცხილა, ცაცხვი)
Q-სემიარიდული მეზოფიტული ტყე-ბუჩქები (მუხა)
T-ჰუმიდური მეზოფიტური ტყე-ბუჩქები (ნაძვი, სოჭი
P-სემიარიდული მეზოფიტული ტყე-ბუჩქები (ფიჭვი)
H-ექსტრაჰუმიდური ჰიდროფერული ტყე-ბუჩქები
L-მაღალი მთის ჰუმიდური ბალახოვანი (მაღალმთის მდელოები)
S-სემიჰუმიდური და სემიარიდული მეზო და ქსეროფიტული ბალახოვანი (მდელო-
სტეპები და სტეპები)
G-ჰუმიდური მაკრო და მეგათერმული ბალახოვანი (დაბალი და საშუალო მთის
მდელოები)
A-არიდული ქსეროფიტული უდაბნოები და ნახევარად უდაბნოები
B-ჭაობი
C-კლდის
D-მყინვარის
Ш-სასოფლო-სამეურნეო სავარგულები
Щ-სამოსახლო ტერიტორიები
დამატებითი აღნიშნები, რომლებიც აზუსტებენ ვერტიკალური სტრუქტურის
ხასიათს:
n – მკვდარი საფარი
i,ii,iii – ბალახოვანი საფარი სიმძლავრის მიხედვით
w – მარადმწვანე ბუჩქნარები
v- ფოთოლმცვივანი ბუჩქნარები
g – მარცვლოვნები
x – ქსეროფიტები
გეოლოგიური აგებულება:
c- კრისტალური
k – კარბონატული
t –ტერიგენული
a –ალევიური
p –პროლუვიური
g –გლაციალური და ა. შ.
ამრიგად, მსხვილმასშტაბიან რუკებზე გამოიყოფა ფაციესი და ლანდშაფტის სახე.
ამიტომ ასეთ რუკებზე გამოყოფილი ერთეულები განიხილებიან, როგორც რელიეფიდ
ერთი მიკრო ან მეზოფორმა განსაზღვრული დახრილობისა და მიგრაციის მიხედვით.

საშუალო და წვრილმასშტაბიანი ლანდშაფტური რუკები


საშუალმასშტაბიანი ლანდშაფტური რუკების შედგენისას ხდება რელიეფის
ფორმებისა და ვერტიკალური ტიპების ჯგუფების კარტოგრაფირება. თითოეული
რელიეფის ფორმების ჯგუფისათვის დამახასიათებელია მიგრაციის რომელიმე ტიპის
სიჭარბე. თუ ესა თუ ის ვერტიკალური სტრუქტურის ტიპია დომინირებული, მაშინ
მხოლოდ ამ ტიპის ინდექს მიუთითებენ; თუ ვერტიკალური სტრუქტურის ორი ტიპია
გავრცელებული, მაშინ ორივეს მიუთითებენ და ერთმანეთისაგან მძიმით გამოყოფენ.
მაგალითად, S, T, FSn(125).
წვრილმასშტაბიანი ლანდშაფტური კარტოგრაფირების დროს მხოლოდ
ლანდშაფტის ნომერი მიეთითება. ხოლო ლეგენდაში ან ტექსტში მიუთითებენ
ყველაზე მეტად გავრცელებული ბტკ-ის ვერტიკალური სტრუქტურის ტიპს.
ლანდშაფტური რუკა არის საფუძველი, რომლის ბაზაზეც ადგენენ მთელ რიგ სხვა
სახის რუკებს. მაგალითად, გეომასების, ბტკ-ის მდგომარეობების, ბტკ-ის
ანორიპოგენური ტრანსფორმაციის ხარისხის რუკებს და ა. შ.
მათემატიკური მოდელირება ლანდშაფტმცოდნეობაში
ბტკ-ის მათემატიკური მოდელები
ტეორიულ დებულებათა და ექსპერიმენტულ მონაცემთა დასამტკიცებლად
საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში სარგებლობენ ექსპერიმენტის ხელახალი
გამეორებით (რომელსაც ხშირად იგივე შედეგამდე მივყავართ), ან უკუამოცანის
(обратная задача) გადაჭრით. ჩვენს შემთხვევაში ამ შექმნაში, რომელიც საშუალებას
მოგვცემს არა მარტო აღიწეროს, არამედ საკმაოდ სიზუსტით გამოაჩინოს ბტკ-ების
ცალკეული პარამეტრების დინამიკა დროში. ამასთან ამოცანა გადაჭრილად
ჩაითვლება, თუ შესაძლებელი გახდება განოსაზღვროს ბტკ-ის პარამეტრების
მნიშვნელოვანი დროის ნებისმიერ მონაკვეთში.
მათემატიკური მოდელირების 2 ძირითადი მიდგომა არსებობს:
1) ფიზიკური, რომელიც ემყარება ბტკ-ებში მიმდინარე პროცესების სურათის შექმნას
და ეყრდნობა ამ პროცესების მექანიზმს. ეს მიდგომა ფართოდ გამოიყენება
ჰიდრომეტეოროლოგიასა და აგროკლიმატოლოგიაში, ხოლო
ლანდშაფტმცოდნეობისათვის, იგი ჯერ კიდევ მიუღწეველია;
2) ევრისტული მიდგომა (ბერძ. Heurisko ვპოულობ) უარყოფს შესასწავლო
პროცესების არსის განხილვასა და ემპირიულ კავშირებს. ფართოდ გავრცელებულდა
იგი ეკოლოგიასა და ლანდშაფტმცოდნეობაშჳ.
დღეისათვის უფრო ხშირად სარგებლობენ კომბინირებული მიდგომით. რომელსაც
შუალედური ადგილი უკავია ზემოთ აღნიშნულ ამ ორ მიდგომას შორის.
მარტყოფის ფიზიკურ-გეოგრაფიულ სტაციონარზე დამუშავდა ბტკ-ის
მდგომარეობების დინამიკის მათემატიკური მოდელი. ექსპერიმენტულ და
გამოთვლილ მონაცემთა შედარებამ აჩვენა, რომ ზოგადად ხდება ამ მონაცემთა
თანხვედრა, ხოლო ზოგჯერ - საკმაოდ დიდი შეუთანხმებლობაა მათ შორის. ამიტომ
მატემატიკური მოდელები შედგა შემდეგი პრინციპებით:
- ეგვ-ის მეშვეობით განისაზღვრება ცალკეული პარამეტრების
ურთიერთდამოკიდებულება;
- გამოირიცხება ის პარამეტრები, რომლებიც ასახავენ სტექსების ხარისხობრივ
სხვაობებს;
- ის ურთიერთდამოკიდებულება პარამეტრებს შორის, რომელიც ვერ პასუხობს
საჭირო სიზუსტეს, შეიცვალა უფრო რთული ურთიერთკავშირებით, რომლებიც
ემპირიული და თეორიული მონაცემების საფუძველზეა შედგენილი;
- დაემატა ზოგიერთი მნიშვნელოვანი პარამეტრები;
- გამოირიცხება ის პარამეტრები, რომლებიც არ არის, საჭირო აღნიშნული
სტექსისათვის;
ზემოთჩამოთვლილის გათვალისწინებით დადგინდა ბტკ-ის მდგომარეობების
ცელკეული პარამეტრების ცვლილებები.
შემდგომმა კვლევებმა აჩვენა, რომ კლასიკური მათემატიკური მოდელირების
მეთოდებმა დადებითი შედეგები არ მოგვცა. სწორედ, ამიტომ გამოყენებულ იქნა ე. წ.
კონცეპტების მეთოდი (დაამუშავა ალად. ვ. ჭავჭანიძემ). ეს თორია საშუალებას იძლევა
ბტკ-ები და მათი მდგომარეობები აღიწეროს კონფეფტებით, ანუ გამოთვლითი
ცნებებით.
კონცეფტური სისტემების ზოგადი თეორიის მეთოდები ტრანსფორმირებულ იქნა
გეოგრაფიულ კონკრეტულ ამოცანებში, იგი მნიშვნელოვანწილად გამარტივდა, რამაც
საშუალება მისცა ’’შემჭიდროვებულიყო’’ დიდძალი ინფორმაცია.
ყველა თვისებები, რომლებიც ახასიათებენ ბტკ-ებსა და მათ მდგომარეობებს,
დაყოფილია 4 ძირითად ჯგუფად:
1. კონსტანტური და კვაზიკონსტანტური მახასიათებლები - აქვთ დიდი
მახასიათებელი დრო და უცვლელი რჩებიან მრავალი წლის მანძილზე, მაგალითად,
ფიზიკურ-გეოგრაფიული და ზოგიერთი ლანდშაფტურ- გეოგრაფიული
მახასიათებლები, მდგომარეობების ცვლილების ტიპები და სხვა.
2. სტექსური კონსტანტები. იცვლებიან წლის განმავლობაში, მაგრამ გარკვეული
სტექსის განმავლობაში უცვლელი რჩებიან. ეს არის გეომასებისა და
გეოჰორიზონტების კრებადობა, აღბედო, პროექციული დაფარულობა და ა. შ.
3. სტექსური ცვლადები. ახასიათებენ ბტკ-ის ფუნქციონირებას და იცვლებიან ერთი
სტექსის განმავლობაში. მაგალითად, მზის ენერგიის, ტრანსფორმაციის, ტენბრუნვის,
ბიოგეოციკლის პარამეტრები, ჰაერის ტემპერატურა, სინოტივე და სხვა.
4. პარამეტრები, რომლებიც განსაზღვრავენ ბტკ-ის ვერტიკალურ სტრუქტურას.
აერთიანებენ იმ პარამეტრებს, რომლებიც წინა სამ ჯგუფს ეკუთვნიან, მაგრამ
ახასიათებენ არა მთლიანადბტკ-ს, არამედ მხოლოდ გეოჰორიზონტებს.
კონცეფტების მმეთოდი შემდეგნაირად გამოიხატება: ვერტიკალურ ღერძებზე
(სვეტებზე) დატანილია სხვადასხვა პარამეტრები - ჰაერის ტემპერატურა (T), სინოტივე
(W), ჯამური რადიაცია, ალბედო და ა. შ. თეორიულად ამ ღერძების რაოდენობა
შეიძლება უსასრულო იყოს, ამიტომ დაახლოებით იღებენ 30-ს. ღერძებზე აღნიშნულია
დანაყოფები, რომლებიც დაიტანენ ამა თუ იმ პარამეტრის მნიშვნელობებს გარკვეული
სტექსისათვის. წერტილებს აერთებენ და ასე ადგენენ კვაზიტრაექტორიებს.
სხვადასხვა სტექსისათვის შესაბამისად სხვადასხვა კვაზიტრაექტორი იქნება
დამახასიათებელი. კვაზიტრაექტორიის კრებადობას უწოდებენ კრეოდს.
კონცეფტების მეთოდის საფუძველზე დადგინდა: დეტალური გამოკვლევების
ჩატარება საკმარისია მხოლოდ იმ ფაციესებში, რომლებიც ძლიერ განსხვავდებიან
ვერტიკალური სტრუქტურის ხასიათის მიხედვით. მსგავს ფაციესებში კი ცალკეული
პარამეტრების დინამიკა შეიძლება განისაზღვროს საბაზო ბტკ-ების მდგომარეობათა
კონცეფტებით. გარდა აღნიშნულისა, კონცეფტების მეთოდი საშუალებასიძლევა
გამოვიანგარიშოთ ამ პერიოდის სტექსების დინამიკაც. როცა ასეთი მეთოდით კვლევა
მიმდინარეობდა, მაგრამ არსებობს მათზე მონაცემები. ეს კი საშუალებას იძლევა ბტკ-
ის სტრუქტურისა და ფუნქციონირების ცალკეული პარამეტრების დინამიკის
პროგნოზირებას.
გეოინფორმაციული სისტემები
თანამედროვე გეოგრაფიულ მეცნიერებაში სულ უფრო მეტი მნიშვნელობას იძენს
გეოინფორმაციული სისტემების შექმნა, ვინაიდან უხვად დაგროვილი ინფორმაცია
კილასიფიცირებას, დალაგებასა და შენახვას მოითხოვს. იმგვარად, რომ შესაძლებელი
გახდეს ხანგრძლივი დროით და ოპერატიული მათი გამოყენება.
გეოინფორმაციული ინფორმაცია (გეოინფორმაციული) არის სპეციალური
ინფორმაცია სისტემა ბუნების, მო0სახლეობისა და მეურნეობის ტერიტორიული
ორგანიზაციის შესახებ, ხოლო სისტემებს, რომლებიც ამგვარ ინფორმაციას
მოიპოვებენ, შეინახავენ და გადაამუშავებენ, გეოინფორმაციულ სისტემებს (გის)
უწოდებენ. ამ სისტემების ღირებულება მდგომარეობს გეოგრაფიის როგორც
მეცნიერების კონსტრუქციულ გამოყენებითი მხარის განვითარებაში.
გეოინფორმაციულ სისტემები პირველად 60-იან წლებში შეიქმნა კანადაში. ამჟამად,
კი მსოფლიოში წარმატებით ფუნქციონირებს 500-მდე მომქმედი გეოინფორმაციული
სისტემა.
გეოინფორმაციულ სისტემათა ჩამოყალიბება მჭიდროდ უკავშირდება
ავტომატიზებული კარტოგრაფიული სისტემების არსებობას. ამ ორი სისტემის
კონფიგურაციისა და სტრუქტურის შედარებითი ანალიზი ბევრ საერთო მსგავსებას
ადასტურებს მათ შორის. კერძოდ, ავტომატიზებულ კარტოგრაფიულ სისტემათა
ოპერატიული ფუნქციონირება გეოგრაფიული ინფორმაციის მონაცერმთა ბანკის ა\
რსებობას საჭიროებს. ხოლო თვით სრულყოფილი გეოინფორმაციული სისტემები
წარმოუდგენელია განვითარებული ოპერატიული კარტოგრაფიული ბლოკის გარეშე.
გეოინფორმაციული სისტემები მძლავრ ბიძგს აძლევენ ავტომატიზაციის
განვითარებას კარტოგრაფიაში. იგი მისი საინფორმაციო წყაროა, ინფორმაცია
კარტოგრაფიული მოდელირებისათვის იგივეა, რაც რესურსი წარმოებისათვის.
აჟამად, კარტოგრაფია ხდება არა მარტო კვლევის ინსტრუმენტი, ამნ
გადაწყვეტილების მიღების საშუალება, არამედ ინფორმაციის ამსახველი
საზოგადოებისა და ბუნების რთული ურთიერთკავშირის შესახებ.
გეოინფორმაციული სისტემები სხვადასხვა ხასიათისაა, მაგრამ საერთო არის ის,
რომ ყველა ეს სისტემა აგებულია გარკვეული წესის, პრინციპის მიხედვით, ხოლო
სივრცობრივი ორგანიზაცია მხოლოდ ერთი საშუალებით ხდება - გეოგრაფიული
რუკით.
გეოინფორმატიკის განვითარებაში 3 ძირითად ეტაპს გამოჰყოფენ:
1. 60-იანი წლების. რუკებს ადგენენ ანბანურ - ციფრული მეთოდით. მაგალითად,
ამიერკავკასიის პოლიტიკურ-ადმინისტრაციულ რუკაზე რესპუპლიკების კონტურებს
შიგნით წერია ციფრები. ვთქვათ, საქართველოს კონტურზე - 1, სომხეთის - 2,
აზერბაიჯანის - 3, რუსეთის - 4, თურქეთის - 5 და ა. შ. ყოველივე ეს საბეჭდი მანქანით
წარმოებდა. ეს საკმაოდ პრიმიტიულიმეთოდია. ეგმ-ის მეხსიერებაში დიდი
ინფორმაცია ინახებოდა. აქმა თუ იმ ტერიტორიის ამობეჭდვა ხდებოდა ბრძანებით -
’’ამობეჭდე ერთიანი, ორიანი’’ და ა. შ.
2. 70-იანი წლების. შემუშავებულ იქნა მათემატიკურ-კარტოგრაფიული მოდელი.
საკმაოდ დიდი სამუშაოები ჩატარდა, მაგრამ გამოყენებულ იქნა მისი მხოლოდ
უმნიშვნელო ნაწილი. საერთოდ, მეცნიერება პირველადი მონეცემების მხოლოდ 20 %
იყენებს, დანარჩენი 80% კი - არასაჭირო აღმოჩნდა ხოლმე, და რაც უფრო წინ მიდის
მეცნიერება, მით უფრო იზრდება გამოუყენებელი მასალების რაოდენობა.
მატემატიკურ-კარტოგრაფიული მეთოდით ცდილობდნენ მათემატიკური
განტოლებებით აღეწერათ მთელი საქართველო, მაგრამ მრუდეებზე მათი განლაგება
საკმაოდ რთული აღმოჩენა და მეთოდი - გამოუყენებელი.
3. 80-იანი წლების. გეოინფორმაციული სისტემების გამოყენების ძირითდი ეტაპია.
დამუშავდა რუკების შედგენის 2 ძირითადი მეთოდი:
ა) ვექტორული მეთოდი;
ბ) სარტრული მეთოდი;
ვექტორული მეთოდის მიხედვით, საზღვარი აღიწერება შემდეგნაირად: ვთქვათ,
’’გადაადგილდა 5 პიქსელი მარჯვნივ, მარცხნივ, ზევით, ქვევით და ა. შ. ’’ ე. ი.
თითოეული ხაზი აღიწერება ვექტორების მეშვეობით. ამიტომ რაც მეტია ხაზი, მით
უფრო რთუალია საზღვრების აღწერილობა. მაგრამ საერთო ჯამში, ინახება მხოლოდ
კონტურის აღწერილობა და ფაილი პატარაა.
რასტრული მეთოდის მიხედვით, დისპლეის ეკრანი დაყოფილია პატარა უჯრებად
(350 X 640), ანუ მარალი ხარისხისაა დისპლეი. არსებობს დისპლეები, სადაც
პიქსელების რაოდენობა 1000 X10000 მათზე შედგენილი რუკები დიდი სიზუსტით
გამოირჩევიან. თითოეულ პიქსელს შეიძლება მიეცეს ნებისმიერი ფერი, ან შტრიხი,
ამიტომ ამგვარი ფაილები დიდია.
ვექტორული მეთოდის დადებითი მხარე იმაში მდგომარეობს, რომ თითოეულ
კონტურს აქვს ტავისი საბელი, მაგრამ მათი შეყვანა საკმაოდ რთულია. რასტრული
მეთოდით შედგენა კი უფრო იოლია, მაგრამ მათ არ ესმის კონ ტურში ცადებული
შინაარსი.
თემა 17. ლანდშაფტების ეკოლოგია

საკითხი ადამიანისა და ბუნების ურთიერთკავშირის შესახებ დიდი ხანია


აინტერესებთ გეოგრაფებს. ასევე ფილოსოფოსებს, ისტორიკოსებსა და სოციოლოგებს.
მაგრამ ეს საკითხი ადრე ცალმხრივად განიხილებოდა (გეოგრაფიული
დეტერმინიზმი). ამჟამად კი, განიხილება ისიც, თუ როგორ ზეგავლენას ახდენს
დაკავშირებით ლანდშაფტური კვლევები უნდა შედგებოდეს ორი უმთავრესი
ნაწილისაგან:
1. კვლევის ფუნდამენტური ნაწილი, რომელიც ყოველმხრივ იხილავს ადამიანთა
საზოგადოების ზემოქმედებას ბტკ-ის სტრუქტურასა და შექმნილი მოდიფიკაციების
ხასიათასა და დინამიკას.
2. გამოყენებითი ნაწილი. მირებული თეორიული დასკვნები გამოყენებულია
კონკრეტული პრაქტიკული ამოცანის გადასაჭრელად ეკოლოგიის\, ბუნების დაცვის,
რაციონალური გამოყენებისა და გაუმჯობესების (მელორაცია, რეკულტივაცია)
საქმეში.
დღეისათვის ეკოლოგიის სამგვარი გაგება არსებობს: მეცნიერული,
ტექნოლოგიური და პოლიტიკური.
მეცნიერული გაგებით, ეკოლოგია (ბერძ. Oikis - სახლი, logos - მოძღვრება)
ბიოლოგიის ის ნაწილია, რომელიც სწავლობს ცოცხალი ორგანიზმებისა და მათი
გარემოს ურთიერთდამოკიდებულებას. აკოლოგიის ტექნოლოგიური და მათი
გარემოს ურთიერთდამოკიდებულებას. ეკოლოგიის ტექნოლოგიური გაგება
გულისხმობს მთელ იმ მეთოდებსა და ხერხებს, რომლებიც მიმართულია ბუნების
დაცვისა და მისი რაციონალური გამოყენებისაკენ. რაც შეეხება ეკოლოგიის
პოლიტიკურ გაგებას იგი ხშირ შემთხვევაში მეცნიერებისაგან შორსაა. მისი
მიმდევრები ეკოლოგიას ბუნების დაცვასთან აიგივებენ, ამიტომ სადისკუსიოპ ხდება
ისეთი საკითხები, როგორიცაა ვთქვათ, ჰეს-ების მშენებლობა, ღია კარიერების
მოწყობა და ა. შ.
როგორც ზემოთ ავთნიშნეთ, არსებობს გარემოს კვლევის ეკოლოგიური და
გეოგრაფიული (ლანდშაფტური) მიდგომა. ეკოლოგიური მიდგომით გარემოს
ცენტრშია ბიოსამყარო, ხოლო ბუნების დანარჩენი კომპონენტების განიხილებიან
მასთან კავშირში. ხოლო ლანდშაფტური მიდგომით, ეს კომპონენტი არ არსებობს.
მაგრამ ლანდსაფტმცოდნეობასა და ეკოლოგიას შორის მჭიდრო კავშირშია.
ლანდშაქფტმცოდნეობა ეკოლოგიიდან იყენებს ტრანსფორმაციას და ა. შ. თავის მხრივ,
ეკოლოგია სარგებლობს ბტკ-ების იერარქიით, ლანდშაფტმცოდნეობის გეოფიზიკითა
და ეთოლოგიით.
ლანდშაფტმცოდნეობის გავლენა ადამიანის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე
ლანდშაფტები გარკვეულ გავლენას ახდენენ ადამიანთა საზოგადოების ცხოვრებასა
და მოღვაწეობაზე. ამაზე მღავალი ფაქტი მეტყველებს. თუ შევადარებთ ლანდშაფტურ
და მოსახლეობის სიმჭიდროვის რუკებს დავინახავთ, რომ გარკვეული ლანდშაფტები
მოსახლეობის გარკვეული სიმჭჳდროვით ხასიათდებიან. მაგალითად, საქართველოს
ნოტიო სუბტროპიკული გორაკ-ბორცვების ლანდშაფტები ყველაზე დასახლებულია
(200-300 კაცი 1 კვ. კმ-ზე). ანალოგიური სურათია აღმოსავლეთ საქართველოს მშრალი
სუბტროპიკების ლანდშაფტებშიც. მაგრამ საშუალო მთის ტყის ლანდშაფტებში
მოსახლეობის სიმჭიდროვე შემცირებულია 10 კაცი 1 კვ. კმ-ზე წიფლნარი ტყეების და
3-5 კაცი 1კვ. კმ-ზე მუქწიწვიანი ტყეების გავრცელების ზოლშჳ. მაღალი მთის
ლანდშაფტებში კი მოსახლეობის სიმჭიდროვე უფრო ნაკლებია.
თავისებური ზეგავლენას ახდენს ლანდშაფტები ადამიანთა ქცევაზე, მაგრამ ეს
საკითხები ნაკლებადაა შესწავლილი და საკმაოდ რთულიცაა, ვინაიდან ადამიანის
მოღვაწეობა ჩვეულებრივ რამდენიმე ლანდშაფტში მიმდინარეობს, მაგალითად,
სვანეთში დღემდე შემორჩენილ შურისძიების ახსნა გარემოს თავისებურებებითაც
შეიძლება. აქ არსებული ვიწრო ხეობები მტრის შემოსვლას ზღუდავდა (მითუმეტეს
ზამთარში), ამიტომ ძირითადი წინააღმდეგობანი მოსახლეობის შიგნით
მიმდინარეობდა.

ლანდშაფტი და ეთნოსი

ლანდშაფტებისა და მოსახლეობის განაწილების რუკების შედარება მოახდინა ლ.


გუმილევმა (ლენინგრადელი მეცნიერი, ისტორიულ და გეოგრაფიულ მეცნიერებათა
დოქტორი). მან დაამუშავა კონცეფცია, რომლის თანახმადაც ეთნოსის არსებობა და
განვითარება მჭიდრო კავშირშია ლანდშაფტთან. გუმილევის მიხედვით, ეთნოსი
ადამინთა კრებადობა, რომელიც დაკავშირებულია კონკრეტულ ლანდშაფტთან
დროის გარკვეულ მონაკვეთში. ეთნოსი არ არის ერის სინონიმი. მაგალითად,
ბერძნები ერია, მაგრამ მათში მრავალი ეთნოსია: თანამდეროვე, ძველი ბერძნები,
თურქების მიერ დაპყრობილი ბერძნები და სხვა. თითოეული ეთნოსისათვის
დამახასიათებელია წარმოშობა, განვიტარება და კვდომა.
გუმილევი ანსხვავებს ეთნოსის რამდენიმე ჯგუფს:
1. ეთნოსი, რომელიც ცხოვრობს თავის წარსულით. ჩვეულებრივ, ეს პატარა
ერებია, დაახლოებით 5-10 მლნ. კაცი. მათთვია მთავარია წარსულის ძლიერება.
2. ეთნოსი, რომელიც ცხოვრობს დღევანდელი დღით. ეს საკმაოდ განვიტარებული
და დიდი ეთნოსია, მაგალიტად, ამერიკელები, შუა საუკუნეების მონღოლები.
3. ეთნოსი, რომელიც ცხოვრობს მომაბლით. ისინი გარკვეულ საშიშროებას ქმნიან
კაცობრიობისათვის. მათთვის დამახასიათებელია დიქტატორული რეჟიმი,
ფანატიკური სწრაფვა დასახული მიზნის მისაღწევად, მაგალითად, ძვ. წ. VI
საუკუნის ჩინეთში. მათ მიერ გატარებული პროგრამის შდეგად 7 წლის
მანძილზე 50 მლიონიანი მოსახლეობა შემცირდა 7 მლნ-მდე.
4. საინტერესოა ის ფაქტი, რომ რუსები ორი მეთნოსის ნაჯვარია: ტყისა და სტეპის
რუსების, რომლებიც მკვეთრად განსხვავდებიან თავისი ხასიათითა და ქცევით.
კაცობრიობის განვითარების ოსტორიაშჳ არსებული ცივილიზაციები
ლაგდებოდნენ გარკვეული ზონების მიხედვით:
1. ინდოეთი, მესოპოტამია
2. ხმელთაშუაზღვისპირეთი
3. დასავლეთ ევროპა
4. ამერიკა
5. იაპონია, კორეა, ტაილანდი
თითოეულ ეთნოსებში წარმოიქმნებოდნენ მუტანტები (ლათ. Mutation), რომლებიც
შეიძლება ყოფილიყვნენ დადებითაიც და უარყოფითიც. შესაძლებელია, დედამიწის
გარკვეულ ოლქებში პერიოდულად ვრცელდებიან მკვრივი კოსმოსური გამოსხივება,
რის შედეგადაც იბადებიან მუტანტები, პასიონარები და სხვა.
მაღალგანვითარებულ ქვეყნებში ამა თუ იმ ტერიტორიის ეკოლოგიური შეფასების
გარდა, დიდი ყურადღებას აქცევენ ესთეტიკურად ლამაზი პეიზაჟებისა შექმნას.
საფრანგეთში არსებობს პეიზაჟების უმაღლესი სკოლაც კი, სადაც მხოლოდ
უმაღლესდამთავრებულებს იღებენ, ესთეტიკურ გაუმჯობესებას, მაგრტამ
ესთეტიკურად ლამაზი პეიზაჟების შესაქმნელად აუცილებელია პერცეფციის
საკითხების შესწავლა.
პერცეფცია არის ბტკ-ის აღქმის პიროვნების, ან პიროვნებათა ჯგუფის მიერ. ეს
ტერმინი მჭიდრო კავშირშია ტერმინ ’’პეიზაჟთან’’. ეს უკანასკნელი ფრანგული
სიტყვაა და გეოგრაფიაში მას ზოგჯერ ’’ლანდშაფტების’’ სინონიმად იყენებენ (პეიზაჟი
5 განზომილებიანია: სიგრძე, სიგანე, სიმაღლე, დრო და პერცეფცია). მაგრამ ხშირად
მასში ლანდშაფტის სუბიექტური ხედვასაც გულისხმობენ, ყველა ადამიანი
ერთნაირად არ აღიქმვამს ლანდშაფტს. ლანდშაფტის აღქმა სუბიექტების მიერ
უშუალოდ არ ხდება. იგი გადის ე. წ. პერცეფციულ პრიზმას და შემდგომ აღწევს იგი
სხვადასხვა სუბიექტებამდე.
პერცეფციული პრიზმა დაკაცშირებულია ადამიანის მრავალ თვისებებზე: სქესზე,
ასაკი, გამოცდილებაზე, საცხოვრებელ ადგილზე, განათლებასა და ა. შ. გარდა ამისა,
პერცეფციებზე გავლენას ახდენს სხვადასხვა ფაქტორები:
- ფიზიოლოგიური
- ფსიქოლოგიური
- სოციალური
- ეკონომიკური
- პოლარული (კონფლიკტური სიტუაციაა, როცა სუბიექტს მოსწონს ესა თუ ის
ხედი, მაგრამ ეკონომიკური პირობები არ აძლევს მას საშუალებას იგიაღიქვას
კარგად).

პერცეფციის კვლევის მეთოდები


ვინაიდან ლანდშაფტების პერცეფციას კავშირი აქვს ამა თუ იმ ლანდშაფტის
სუბიექტურ აღქმასთან, ცხადია, რომ მისი შესწავლა მთელ რიგ თავისებურებებთანაა
დაკავშირებული. ჩვეულებრივ, ლანდშაფტების პერცეფცია სარგებლობს
სოციოლოგიისა და ფსიქოლოგიია მეთოდებით.
პერცეფციის შესწავლის ორი მეთოდი არსებობს:
1) პირდაპირი, როცა დაკავშირებები უშუალოდ ველზე ხდება.
2) არაპირდაპირი, ისი ანალიზური მეთოდია.
გარდა ამისა, არსებობს სივრცის ანალიზის მეთოდი ეს მეთოდი ნასესხებია
არქიტექტურიდან, იგი ჯერ კიდევ აღოსძინების ხანიდანაა ცნობილი). თითოეულ
სურათს აქვს რამდენიმე პლანი. მაგალითად, პირველ პლანზე შეიძლება იყოს ხეები,
მეორეზე - მინდვრები, მესამეზე - მთები და ა. შ. ხდება ამ პლანების ცალ-ცალკე
ანალიზი - იკვლევენ ამაღლებულ თუ ჩადაბლებულ წერტილებს. გარდატეხის ხაზებს,
რეკურსებს, პლანების რაოდენობას და სხვა, მაგრამ ხშირად პერცეფციული შეფასება
არ ეთანხმება ამ მეთოდს, ვინაიდან აქვს 5 შეგრძნება: მხედველობა, ყნოსვა, შეგრძნება,
გემო, სმენა. ლანდშაფტური ანალიზის დროს ამ შეგრძნებების სხვადასხვა
პროცენტები მოდის. მხედველობის წილად მოდის 85%, სმენაზე - 10 %, ყნოსვაზე - 5%
და ა. შ. მაგრამ მხედველობის ფაქტორი დომინანტი არ არის ფაქტორი. მაგალითად,
ლამაზი პეიზაჟის ყურებისას პარალელურად ვისმენთ ხმაურს, ან ვგრძნობთ ცუდ
სუნს - ასეთ შემთხვევაში პეიზაჟის სილამაზის აღქმა შემცირებულია. ამრიგად, აღქმის
პროცესი რომელიმე ფაქტორი კრიტიკულ დონეზე გადის, მაშინ აღქმის პროცესი
არასწორია.
პერცეფციის სპეციალისტი (ექსპერტი) უშუალოდ ველზე აფასებს პეიზაჟებს. ხშირად
ველზე აწარმოებენ გამოკითხვას პეიზაჟის შესახებ (გამოკითხვის მეთოდი). იგი
შეიძლება ჩატარდეს ინტერვიუების სახით, ინდივიდუალურად (ამ მეთოდს ნალიც
აქვს, სუბიექტური პეიზაჟის ხილვისას კარგავს უშუალობას და თვის პეიზაჟითაა უკვე
დაინტერესებული) ან ტესტების სახით (კითხვარები შედგენილია
ერთიერთსაწინააღმდეგო კითხვებისაგან. მეთოდი შედარებით ზუსტია, ვინაიდან აქ
გამოირიცხება საბიექტურის მიერ ინტელექტის გამოხატვის სურვილი. მასთან ეს
კითხვარები საშუალებას იძლევა შეფასდეს სუბიექტის ინტელექტი და თვისებები, რაც
შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს ტესტების ანალიზის დროს.
თემა 18. ლანდშაფტებზე ბუნებრივი და ანთროპოგენური ზემოქმედება

ბუნებრივ კომპლექსებზე ანთროპოგენური ზემოქმედების შედეგად სახეშეცვლილი


კომპლექსები უმეტეს შემთხვევაში გადიან მოდიფიკაციის რამოდენიმე სტადიას.
ბუნებრივ-ტერიტორიულ კომპლექსებში შიგაკავშირების რღვევის ერთ-ერთი
ძირითადი მიზეზია ადამიანის მიერ ბუნებაზე ზემოქმედების სპეციფიკური
ხასიათი.ეს ზემოქმედება (განსაკუთრებით ეკოსისტემაზე) ხშირად ომდენად უეცარი,
ძლიერი და არითმულია, რომ ცოცხალი ორგანიზმი ხშრად ვერ ასწრებს მასთან
შეგუებას.

დღესდღეობით მსოფლიოს ეკოლოგიური მდგომარეობა ეგზომ სავალალოა. პირველ


ადგილზე ატმოსფეროს თანამედროვე ეკოლოგიური მდგომარეობა და გლობალური
დათბობის პრობლემები დგას. ატმოსფერო დედამიწაზე სიცოცხლის არსებობის
აუცილებელი პირობაა. ადამიანს საკვების გარეშე შეუძლია იცოცხლოს ორ თვემდე,
უწყლოდ ერთ კვირამდე, უჰაეროდ კი მხოლოდ რამდენიმე წუთი ძლებს. იგი
არეგულირებს და განსაზღვრავს ჩვენი პლანეტის ჰავას, მის წიაღში ხდება ამინდის
ჩამოყალიბება. ატმოსფერო წარმოადგენს ბიოსფეროს სასიცოცხლო
თერმორეგულატორს, მის გარეშე დედამიწის ზედაპირზე ტემპერატურის დღეღამური
რყევა (ამპლიტუდა) მიაღწევდა 200 გრადუსს (დღისით +100 გრადუსს, ღამით -100
გრადუსს), რომელსაც ცოცხალი არსება ვერ გაუძლებდა. ასევე იგი იცავს ბიოსფეროს
მეტეორიტების ”წვიმისაგან” და მავნე რადიაციისაგან (უპირველესად ოზონის გარსი),
არეგულირებს ტენიანობას და წნევას. ატმოსფერული ჰაერი, როგორც ფიზიკური
სხეული პრაქტიკულად გამოულეველი ბუნებრივი რესურსია, მაგრამ თანამედროვე
ეპოქაში ძლიერი ანთროპოგენური გაბინძურება, მას თვისობრივი გამოლევის
საშიშროებას უქადის.თანამედროვე სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესის ეპოქაში
მსოფლიო მეურნეობის კოლოსალურმა მასშტაბებმა, უპირველესად მინერალური
საწვავის (ნახშირის, ნავთობის, ბუნებრივი აირის) მოხმარების, აგრეთვე საწარმოების
და ტრანსპორტის (ქარხნებში, ფაბრიკებში, თბოელექტროსადგურებში, ატომურ
ელექტროსადგურებში, ავტო, საჰაერო და წყლის ტრანსპორტზე, კომუნალურ
მეურნეობაში და სხვა.) გიგანტურმა მოცულობამ გამოიწვია ატმოსფეროს ძლიერი
გაბინძურება (დამტვერიანება), გამონაბოლქვი და გამონაფრქვევი მყარი და
გაზობრივი ნივთიერებებით. ატმოსფეროში არსებული მტვერი არის ბუნებრივი და
ანთროპოგენური (საწარმოო) წარმოშობის.პირველი ატმოსფეროს მუდმივი
შემადგენელია, იგი ეკოლოგიურად უსაფრთხოა მიუხედავად მისი წარმომქმნელი
წყაროების სიმრავლისა (ქანების და ნიადაგის გამოფიტვა, ვულკანიზმი, ხანძრები,
მტვრიანი ქარიშხლები, აორთქლება ოკეანის ზედაპირიდან, კოსმოსური მტვერი და
სხვა.). ბუნებრივი მტვერი გარკვეულწილად, დადებით როლს ასრულებს რიგ
პროცესებში, ხელს უწყობს წყლის ორთქლის კონდენსაციას და ნალექების
წარმოქმნას, შთანთქავს მზის პირდაპირ რადიაციას, ცოცხალ ორგანიზმებს იცავს
მზის საზიანო გამოსხივებისაგან და სხვ. ატმოსფეროს ანთროპოგენური
დამტვერიანება მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს კლიმატურ პირობებზე.
სხვადასხვა მექანიკური შედგენილობის მტვერი იჭრება ატმოსფეროს ფენებში და
გავლენას ახდენს, როგორც მოკლეტალღოვან ისე გრძელტალღოვან რადიაციაზე.
გამოანგარიშებულია, რომ ატმოსფეროში ყოველწლიურად ხვდება 300-400 მლნ ტ.
ანთროპოგენური აეროზოლური მასა, რაც მოწმენდილ ამინდში პირდაპირ რადიაციას
ამცირებს დაახლოებით 6%ი-ით, ეს კი შეესატყვისება ჯამური რადიაციის 1%-ით
შემცირებას (ბუდიკო, 1977). საქალაქო დასახლებისა და სამრეწველო ცენტრების
არეალში ატმოსფეროში არსებულ მტვერს ემატება მრავალი სახეობის საწარმოო
(ანთროპოგენური) მტვრისა და მავნე გაზების კოლოსალური რაოდენობა, რაც იწვევს
მის გაბინძურებას, თანმხლები უარყოფითი მოვლენებით. ცნობილია, რომ
ატმოსფეროში არსებული მტვრიდან კოსმოსურ მტვრის წილად მოდის 1%,
დედამიწაზე კი დღე-ღამეში 10 000 ტ კოსმოსური მტვერი ვარდება. ეოლურ მტვერზე
კი მოდის 70%, რომლის რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება; ვულკანური
წარმოშობის მტვერმა XIX საუკუნეში დაახლოებით 230 კუბ. (520 მრდ ტ) კმ შეადგინა.
მარტო ვულკან კრაკატაუს მტვერი დედამიწის ირგვლივ ვრცელდებოდა 120 კმ/სთ
სიჩქარით, რამაც ატმოსფეროს გამჭირვალობა 3-4 %-ით შეამცირა და 5 წლის
განმავლობაში იწმინდებოდა. ეკოლოგიური თვალსაზრისით, გადამწყვეტი
მნიშვნელობა აქვს არა თავისთავად გამაბინძურებელი ნივთიერებების არსებობას
ჰაერში, არამედ მათი კონცენტრაციის დონეს (რაოდენობას). აქედან გამომდინარე,
ატმოსფეროს გაბინძურებაში იგულისხმება ეკოლოგიური სიტუაცია, რომლის
დროსაც ჰაერში მოხვედრილი სამივე აგრეგატულ მდგომარეობაში არსებული
სხვადასხვა სახის მავნე ნივთიერებათა კონცენტრაცია, აღემატება ზღვრულად
დასაშვებ ნორმას, რაც უარყოფითად მოქმედებს ცოცხალ ორგანიზმებზე, აუარესებს
სასიცოცხლო პირობებს და იწვევს მნიშვნელოვან მატერიალურ ზარალს.
გამაბინძურებელი წყაროები არის სტაციონარული (სამრეწველო საწარმოები,
საქვაბეები, თბო - და ატომური ელექტროსადგურები და სხვა.) და გადაადგილებადი
(ავტო, სარკინიგზო, საჰაერო, წყლის ტრანსპორტი და სხვა.).
ყველაზე დიდი წილი მოდის სათბობის (ნახშირის, ნავთობი, ბუნებრივი აირი და
სხვ.) წვით გამოწვეულ გაბინძურებაზე. სათბობის სრული წვისას ატმოსფეროში
მოხვედრილ ნივთიერებათა (ნახშიროჟანგი, გოგირდის ჟანგი, აზოტი და სხვ.)
რაოდენობა არ ქმნის საშიშ ეკოლოგიურ სიტუაციას, მაგრამ მეტწილ შემთხვევებში
წვა არასრულად მიმდინარეობს (განსაკუთრებით ავტოტრანსპორტში), რის გამოც
ატმოსფეროში ხვდება დაუწვავი სათბობის მყარი ნაწილაკების, ნაცრის, მავნე გაზების
დიდი რაოდენობა. მათგან ძირითადად გამაბინძურებელია ნახშირბადის, გოგირდის,
აზოტის, ჭვარტლის, მტვრის ნაერთები. განსაკუთრებით მავნეა მხუთავი გაზი
(ნახშირჟანგი) და გოგირდოვანი აირი. ატმოსფეროში მოხვედრილი ნახშირჟანგის
მხოლოდ მცირე ნაწილი მიეკუთვნება ბუნებრივ წარმონაქმნს. ძირითადი ნაწილი
ტექნოგენურია, მათგან 80% ავტოტრანსპორტზე მოდის. ავტომობილების
გამონაბოლქვში დიდი რაოდენობითაა აგრეთვე ნახშირწყალბადი, გოგირდოვანი
გაზი, აზოტის ჟანგი, ტყვია და სხვ. ტექნიკურად გაუმართავი (დაურეგულირებელი)
ძრავის მუშაობის პირობებში გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებათა რაოდენობა
შეიძლება გაიზარდოს 10-15 -ჯერ, საავტომობილო ტრანსპორტთან დაკავშირებული
გაბინძურება მაქსიმალურ კონცენტრაციას აღწევს ინტენსიური მოძრაობის ქუჩებში
და მაგისტრალებზე. მკვლევარების შეფასებით ერთი ავტომობილი საშუალოდ ყოველ
1000 კმ-ზე წვავს ერთი ადამიანის წლიურ ნორმა ჟანგბადს.
ატმოსფეროს გაბინძურებაში მნიშვნელოვანი წილი მოდის საჰაერო, სარკინიგზო და
წყლის ტრანსპორტზე. ისინი ხარჯავენ ჟანგბადის დიდ რაოდენობას. ერთ
თვითმფრინავს 1000 კმ მანძილზე ფრენისას საშუალოდ სჭირდება ერთი ადამიანის
წლიური ნორმა ჟანგბადი. ზოგიერთი მკვლევარის შეფასებით ორძრავიანი
რეაქტიული თვითმფრინავი სრული დატვირთვით აფრენისას, ასაფრენ ბილიკზე
ტოვებს მავნე აირების იმ რაოდენობას, რომელიც 6350 ავტომანქანის გამონაბოლქვის
ტოლია. გაბინძურების ყველა წყაროდან ატმოსფეროში წლიურად ხვდება საშუალოდ
2 მილიარდი ტონა მტვერი. მსოფლიოს ბევრი ინდუსტრიული ქალაქისთვის ნამდვილ
უბედურებად იქცა ე.წ. ”სმოგი” - ტოქსიკური სქელი ნისლი, რომლის მსხვერპლიც
ათასობით ადამიანია, მის ”სამშობლოდ” ლონდონი ითვლება. ბოლო პერიოდში
სმოგების ”დედაქალაქად” მიჩნეულია ლოს-ანჟელესი (აშშ).
ატმოსფეროს გაბინძურების ცოცხალი ბუნებისათვის ძლიერ საზიანო გამოვლინებას
წარმოადგენს მჟავური წვიმები (მჟავური ატმოსფერული ნალექები), რასაც იწვევს
ატმოსფეროში გოგირდისა და აზოტის ჟანგების დაგროვება. მჟავური ატმოსფერული
ნალექების (იგი შეიძლება მოვიდეს როგორც წვიმის, ასევე თოვლის სახით) ბუნებრივ
წყაროს ძირითადად წარმოადგენს ვულკანიზმი, რომელიც მეცნიერთა შეფასებით,
ყოველწლიურად ატმოსფეროს ”ტვირთავს” 4-16 მლნ ტონა გოგირდის ნაერთებით.
ლომის წილი მჟავურ ატმოსფერული ნალექების წარმოქმნაში მაინც ანთროპოგენურ
წყაროებს - გოგირდს და აზოტს ეკუთვნის. გოგირდოვანი გაზი წარმოიქმნება
ნახშირისა და ნავთობპროდუქტების წვის და ფერადი ლითონების მოპოვება-
გადამუშავების პროცესში. აზოტის ჟანგი წარმოიქმნება ჰაერში აზოტის ჟანგბადთან
შეერთების შედეგად, მაღალი ტემპერატურის პირობებში, უმთავრესად შიგა წვის
ძრავებში და საქვაბეებში. მჟავური წვიმები დიდ ზიანს აყენებს ბუნებას
(განსაკუთრებით ცოცხალ), სოფლის მეურნეობას და თვით შენობა-ნაგებობებსაც. იგი
უარყოფითად მოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობაზე. აშშ -ისა და დასავლეთ
ევროპის სამრეწველო კომპლექსებისაგან ძლიერ ზარალდება სკანდინავიის ქვეყნები,
აგრეთვე ევროპული რუსეთი და ბალტიისპირეთი, ვინაიდან გამაბინძურებელ
ნივთიერებათა ნაკადის ტრანსპორტირებას ახდენს დასავლეთი ქარები. არსებული
ინფორმაციით, ამ მიზეზით შვედეთის ოთხიათასამდე ტბაში თევზი არ ბინადრობს,
ხოლო ნორვეგიის ტბების 80% მძიმე ეკოლოგიურ მდგომარეობაშია.
ატმოსფეროს გაბინძურებასთან დაკავშირებულ გლობალური პრობლემებიდან ერთ-
ერთი ყველაზე უფრო საგანგაშოა გლობალური დათბობის ტენდენცია. მისი მიზეზია
სათბური ეფექტის წარმოქმნა, რაც დაკავშირებულია ატმოსფეროში სათბური
გაზების, უპირველესად ნახშირორჟანგის , მეთანის წყლის ორთქლის, ფრეონის,
ოზონის და სხვ. კონცენტრაციით. ყველაზე დიდი წილი მის შექმნაში CO2-ს აქვს.
სათბური გაზები მზის სითბოს თავისუფლად ატარებენ დედამიწის ზედაპირისაკენ,
ხოლო მისგან გრძელტალღოვანი სითბურ გამოსხივებას აკავებენ. ამიტომ
ატმოსფეროს მიწისპირა ფენაში გროვდება სითბო და აღინიშნება პლანეტარული
დათბობა, რაც მეტეოროლოგიურ პროცესებში გამოიწვევს მსოფლიო ოკეანის დონის
აწევას, რაც კატასტროფის ტოლფასი იქნება, ვინაიდან მსოფლიო მოსახლეობის და
დიდი ქალაქების მნიშვნელოვანი ნაწილი თავმოყრილია მსოფლიო ოკეანის სანაპირო
ზოლში.
გლობალური დათბობის ერთ-ერთი ხელშემწყობია ტექნოგენური სითბოს გამოყოფა,
რაც უდაოდ, გარკვეულ გავლენას ახდენს ტემპერატურის გლობალურ აწევაზე, რაზეც
ჯერ კიდევ გასული საუკუნის 70-იან წლებში მიუთითებდნენ მეცნიერები (მილანოვა,
რიაბჩიკოვი, 1979), რომ წარმოების ზრდის და ენერგიის მოხმარების ახლანდელი
ტემპით (წლიურად 5,5-6 %), 2050 წლისათვის ის გაიზრდება 60-70 %-ით, რაც
გამოიწვევს პლანეტის ჰაერის საშუალო ტემპერატურის ნორმიდან მნიშვნელოვან
გადახრას. ეს მოსაზღება, როგორც ჩანს მართლდება კიდეც.
ატმოსფეროს გაბინძურებასთან დაკავშირებული მწვავე ეკოლოგიური (გლობალური
მასშტაბის) გართულებებიდან ერთ-ერთი ყველაზე საგანგაშოა ბიოსფეროს, მზის
მომაკვდინებელი ულტრაისფერი გამოსახივებისაგან დამცავი ფარის,
სტრატოსფერული ოზონის ფენის რღვევის ნიშნები, ოზონის ხვრელების წარმოქმნა
და გაფართოება. იგი ძირითადად გამოწვეულია ატმოსფეროში ფრეონის და აზოტის
ჟანგის კონცენტრაციით. პირველის წყაროს ძირითადად წარმოადგენს აეროზოლური
ბალონებისა და საყოფაცხოვრებო ქიმიის პროდუქტების მოხმარება. აზოტოვანი
ჟანგისა კი - ზებგერითი თვითმფრინავების ძრავების მუშაობა და ზოტოვანი
სასუქების გამოყენება. ეკოლოგიური სიტუაცია სახარბიელო არც საქართველოს
თავზეა. არსებული ინფორმაციით (ახლო წარსულში), რესპუბლიკის ტერიტორიიდან
ატმოსფეროში მოხვედრილი (გამოფრქვეული) მავნე ნივთიერებათა მთელი მასა
შეადგენდა თითქმის მილიონნახევარ ტონას, აქედან სამრეწველო საწრამოებზე
მოდიოდა დაახლოებით 35 %, ხოლო ავტოტრანსპორტზე 65%. გაბინძურების
ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აღინიშნება მთავარ სამრეწველო და ინტენსიური
ავტოსატრანსპორტო მოძრაობის ქალაქებში. ატმოსფეროს გაბინძურებაში
ავტოტრანსპორტის წილი ყველაზე დიდია (80%-ზე მეტი) ქალაქ თბილისში. ერთ
სულ მოსახლეზე გაბინძურების მასა მაქსიმალური იყო (დაახლოებით 2400 კგ)
ზესტაფონში (ძირითადი წყარო ”ფერომშენი”), ასევე მაღალი მაჩვენებელია რუსთავში
და კასპში. ატმოსფეროს ანთროპოგენური გაბინძურებისაგან დაცვის
ღონისძიებებიდან უმთავრესია: წარმოებაში უახლესი ტექნოლოგიების დანერგვა;

 ეკოლოგიურად უსაფრთხო ალტერნატიული ენერგეტიკის განვითარება (მზის,


ქარის, ჰიდრო, ზღვის ტალღების და სხვ.);
 საკვამლე მილების ეფექტური მტვერ - და გაზდამჭერი მოწყობილობებით
უზრუნველყოფა;
 ტყის არაგონივრული ჭრის აღკვეთა და მისი მასივების გაფართოება;
 ავტოტრანსპორტის გადაყვანა ეკოლოგიურად უსაფრთხო ენერგოწვაზე
(ელექტრო და მზის);
 მსოფლიო ოკეანის დაცვა გაბინძურებისაგან, ვინაიდან ატმოსფერული
პროცესები და მასში ჟანგბადისა და ნახშირორჟანგის კონცენტრაცია ბევრად
არის დამოკიდებული ოკეანის საერთოდ და კერძოდ, ფიტოპლანქტონის
ეკოლოგიურ მდგომარეობაზე;
 იურიდიულ-საკანონმდებლო უზრუნველყოფა და ადამიანის ეკოლოგიური
კულტურის ამაღლება;

ატმოსფეროს ძლიერი ანთროპოგენური დაბინძურების პირობებში, მისი


თვითგაწმენდის უნარი ვერ უზრუნველყოფს კონცენტრაციის დონის
უსაფრთხო მდგომარეობის შენარჩუნებას. რის გამოც აუცილებელი ხდება
გლობალური მასშტაბის ეფექტურ ღონისძიებათა გატარება, რათა თავიდან
იქნას აცილებული კრიზისული (ზოგჯერ კატასტროფული) ეკოლოგიური
სიტუაციის წარმოქმნის საფრთხე. საქართველოს შემთხვევაში, იმასთან
დაკავშირებით, რომ სამრეწველო საწარმოთა მეტი წილი გაჩერებულია (ზოგი
ჭირი მარგებელია) ნაწილი კი არასრული დატვირთვით მუშაობს,
საგრძნობლად შემცირდა ატმოსფეროს დაბინძურების სტაციონარული
წყაროების წილი. ატმოსფეროს დაბინძურების წინააღმდეგ მიმართულ
ღონისძიებათა შორის ასევე ერთ-ერთი უმთავრესია გაზდამჭერი
დანადგარების მოწყობა და მავნე ნივთიერებათა გამონაბოლქვოს შემცირება
ტექნოლოგიური პროცესების სრულყოფის გზით. მოსახლეობის რიცხობრივ
ზრდასთან ერთად იზრდება ტურისტულ-რეკრეაციული ნაკადების სიმძლავრე,
განსაკუთრებით კი ურბანიზებულ ქვეყნებსა და რაიონებში. შესაბამისად
იზრდება ანთროპოგენულ-რეკრეაციული დატვირთვები და ზემოქმედება
ბუნებრივ ლანდშაფტებზე. მდინარეების, ტბებისა და წყალსატევების
სტიქიურმა და არარაციონალურმა გამოყენებამ შეიძლება ბუნებრივი
წონასწორობის სერიოზული დარღვევა გამოიწვიოს. ზოგიერთი მკვლევარის
მიერ ”რეკრეაციის” ცნება ცალსახად არის გაგებული - ”ბუნებაში დასვენება”,
მაგრამ ასეთი განმარტება არასწორია. რეკრეაცია - უპირველესად ეს არის
ადამიანიოს ბუნებასთან კავშირ-ზემოქმედების პროცესი, როდესაც ადამიანი
ფიზიკური და სულიერი ძალების აღსადგენად პირდაპირ ან არაპირდაპირ
იყენებს სხვადასხვა ბუნებრივ რესურსებს: ჰიდროთერმულ, მინერალურ,
მიწის, ხმელეთისა და წყლის ფიტო და ზოორესურსებს და სხვ. მოსახლეობის
დასვენებასა და ბუნებრივი რესურსების გამოყენებას შორის შეინიშნება
პირდაპირი და უკუკავშირები. ამ პროცესში მონაწილე ორივე მხარის რთული
ურთიერთზემოქმედების შედეგი რეკრეაციისათვის შეიძლება დადებითიც
იყოს და უარყოფითიც, რაც საზოგადოებასა და გარემოზე ერთდროულად
ვლინდება. დადებითი შედეგია, რომ ადამიანი აღიდგენს ძალებს და
ჯანმრთელობას, ხოლო შედეგი უარყოფითი იქნება, თუ მოხდება ბუნებრივი
რესურსების უკონტროლო გამოყენება. გარემოს შენარჩუნებისა და აღდგენის
მიზნით აუცილებელია ბუნებაზე რეკრეაციული ზემოქმედების კონტროლი,
პროგნოზი და მართვა. წყალსატევების სანაპიროები მეტად მგრძნობიარეა,
მათი რეკრეაციული ტევადობა და აღდგენის უნარი კი - საკმაოდ შეზღუდული.
დაკვირვებებმა ცხადყო, რომ დამსვენებლები დასვენების ზონაში ტოვებენ
ნარჩენებს და ნაგავს, ხელს უწყობენ ნაპირების ეროზიას, ტყეში ხანძრის
გაჩენას, სანაპიროს ხედები კი შეცვლილი და დამახინჯებულია რეკრეაციული
ნაგებობების სტიქიური მშენებლობების გამო.წყალსატევებზე ჰიდროკვანძების
პროექტირებისას მნიშვნელოვანია რეკრეაციული ზემოქმედების
გათვალისწინება, რაც საშუალებას იძლევა მოხდეს მისი გარემოზე გავლენის
უფრო საფუძვლიანი პროგნოზირება. წყალსაცავის შექმნიდან რამდენიმე წლის
შემდეგ დასვენების საგარეუბნო ზონაში თავს იჩენს დამსვენებელთა
ზეგავლენა მცენარეულ საფარზე, რის შედეგადაც თითქმის მთლიანად
ნადგურდება ქვეტყე და ნაზარდი, იცვლება ნიადაგის ფიზიკური თვისებები.
ტურიზმი იწვევს პლაჟების შემცირებას, ის ხელს უწყობს ქვიშის დიუნების
გადაადგილებას და ნგრევას. ირლანდიაში, დიდ ბრიტანეთში, დანიასა და
ნიდერლანდებში მნიშვნელოვანმა რეკრეაციულმა დატვირთვებმა გამოიწვიეს
დიუნების ეროზია და სერიოზული ზიანი მიაყენეს სანაპიროს
მცენარეულობას.
გარემოზე ტურისტთა ნაკადისა და დამსვენებელთა უშუალო ზეგავლენის
გარდა გასათვალისწინებელია აგრეთვე, იგივე გარემოზე საკურორტო
დასახლებების, სპეციალური შენობა-დაწესებულებების, სატრანსპორტო
კომუნიკაციების, წყალგაყვანილობისა და საკანალიზაციო ქსელის და ა.შ.
ზეგავლენაც. შიდა წყალსატევების სანაპიროებზე რეკრეაციული ობიექტების
დიდი კონცენტრაცია იწვევს ნეგატიურ ეკოლოგიურ და სანიტარულ-ჰიგიენურ
ეფექტს.
წყლის ობიექტის სანაპიროებზე დასვენების ზონების ქაოტურმა არამართულმა
განვითარებამ რამდენიმე წლის შემდეგ შეიძლება ბუნებრივი ლანდშაფტების
ნგრევის შეუქცევადი პროცესი გამოიწვიოს. ამრიგად, წყალსატევების
ნაპირებზე რეკრეაციის შედეგად ძირითადი ნეგატიური ეკოლოგიური
ზემოქმედებებია:

 ტყისა და მინდვრების მცენარეული საფარის დიგრესია, რაც იწვევს მეწყერს,


წყლისა და ქარისმიერ ეროზიას;
 საგზაო-საბილიკო ქსელის გადატვირთვა, რაც ლანდშაფტის ჰიგიენურ და
სანკურნალო თვისებებს აუარესებს;
 სანაპირო ფერდობების რეკრეაციული დაწესებულებებით გადატვირთვა, რაც
იწვევს მეწყრებს, ხრამებს და აუარესებს ლანდშაფტის ესთეტიკურ-თვისებებს;
 პლაჟების, წყალსატევების სანაპირო ზოლის გადატვირთვა, რაც იწვევს მათ
ქიმიურ და ბაქტერიალურ დაჭუჭყიანებას. გამოკვლევები ამტკიცებს, რომ წყლის
ობიექტების რეკრეაციული გამოყენება იწვევს არახელსაყრელ ზემოქმედებას,
კერძოდ კი ხელს უწყობს წყლის ფიზიკურ-ქიმიურ მახასიათებლების ცვლილებებს,
მის ბაქტერიალურ დაჭუჭყიანებას, წყალსატევების ევტროფიკაციის განვითარებას,
ცალკეულ შემთხვევაში კი შეიძლება ეკოსისტემის შეცვლაც კი გამოიწვიოს. უნდა
აღინიშნოს რომ რეკრეაციული ზეგავლენა წყალსატევებზე ნაკლებადაა შესწავლილი.
ხმელეთისა და წყლის ბუნებრივი კომპლექსების რღვევა წყლის ობიექტების
რეკრეაციული გამოყენებისას, შეიძლება სხვადასხვა მექანიკური დაზიანებების
შედეგადაც მოხდეს; აგრეთვე წყლის ობიექტებში დასვენების ზონიდან
დამაჭუჭყიანებელი და ევტროფირებული ნივთიერებების მოხვედრით.
წყლის ობიექტების რეკრეაციული გამოყენების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი
არახელსაყრელი შედეგია წყლის დაჭუჭყიანება, რაც მის სანიტარიულ-ჰიგიენური
პირობების გაუარესებას იწვევს. მართალია, რეკრეაცია წყალსატევების
დაჭუჭყიანების ერთადერთი მიზეზი არ არი, მაგრამ ბევრ რაიონში აღმავებს მას,
რამაც თავის მხრივ შეიძლება ტურიზმისა და რეკრეაციის პირობებზე
დამღუპველად იმოქმედოს. ასე მაგალითად, 1972 წელს მთელი რიგი ქვეყნების
ადმინისტრაციულმა ორგანოებმა ევროპის ზოგიერთი სანაპიროს დაჭუჭყიანების
გამო ზღვა საბანაოდ არახელსაყრელად გამოაცხადეს. მართალია, ეს დაჭუჭყიანება
ძირითადად ტურიზმით არ იყო გამოწვეული, მაგრამ იგი აძლიერებდა მას.
დაჭუჭყიანებამ ასევე დიდი ზიანი მიაყენა ზღვის ფლორასა და ფაუნას. ტურიზმის
განვითარებამ ხელი შეუწყო ხმელთაშუა ზღვის დაჭუჭყიანებას, რამაც თავის მხრივ,
სერიოზული გავლენა მოახდინა ტურიზმზე. დასვენების მასიურ ზონებში წყლის
ნაკადები საშიშია ბაქტერიალური კუთხითაც. გამოკვლევებით დადგინდა, რომ აშშ-ს
სხვადასხვა შტატებში მდებარე 18 წყალსატევზე წყლის ხარისხის ბაქტერიალური
მაჩვენებლის გაუარესება დაკავშირებულია რეკრეაციული დატვირთვების ხასიათსა
და დონეზე. ეს მონაცემები ეხება ნაწლავური ჩხირების ბაქტერიების ჯგუფსა და
ფეკალურ სტრეპტოკოკებს. მნიშვნელოვნად იყო დაჭუჭყიანებული ამ
წყალსატევების ნაპირებიც საბანაო და თევზჭერის ზონებში. ევტროფიკაციის
შედეგად წარმოიქმნება ფერადი წყლები, კლებულობს მისი გამჭვირვალობა, წყალს
უჩნდება უსიამოვნო გემო და სუნი, შეინიშნება ჟანგბადის დეფიციტი, იცვლება
იხტიოფაუნის სტრუქტურა, ქრება თევზის ძვირფასი სახეობები.
წყლის ობიექტების მდგომარეობაზე გავლენას ახდენენ დასვენების ისეთი სახეები,
როგორიცაა დასვენება სანაპიროზე (ტურიზმი, ჰაერისა და მზის აბაზანების მიღება,
პიკნიკი და სხვ.), ბანაობა, სამოყვარულო თევზჭერა (ზაფხულსა და ზამთარში),
მცირე ტონაჟის ფლოტის გამოყენება, ექსკურსიები გემებით. რეკრეაციამ
მნიშვნელოვანი როლი შეიძლება შეასრულოს სანაპიროდან ჩამდინარე კომუნალურ-
საყოფაცხოვრებო ნაკადების ფორმირებაშიც. სანაპიროზე არაორგანიზებული
დასვენება - ტურიზმი, პიკნიკები, მზისა და ჰაერის აბაზანების მიღება და სხვ.
მთელი რიგი მდინარეების, ტბებისა და წყალსაცავების დაჭუჭყიანების ერთ-ერთი
მნიშვნელოვანი წყაროა. გამოკვლევებით დადგენილია, რომ სანაპიროებისა და
თავთხელი ზონების ბუნებრივ კომპლექსებში ხვდება სხვადასხვა
დანაჭუჭყიანებელი და ბიოგენური ნივთიერებები ამ ადგილებში დამსვენებელთა
დიდი კონცენტრაციის გამო. ისინი უშუალოდ ან წყალში ხვდებიან, ან ნაპირებზე
რჩებიან, და შემდეგ კი ჩამდინარე ნაკადებით ირეცხებიან, ან ნიადაგში
ჩაირეცხებიან და გრუნტის წყლებით ხვდებიან წყალსატევებში.
აშშ-ში წყლის ეკოსისტემებზე და წყლის ხარისხზე ტურისტების მავნე ზეგავლენის
შესაფასებლად მოდელირების სხვადასხვა მეთოდების გამოყეებით გამოკვლევები
ჩატარდა ჯორჯიის ტბაზე. ამ შეფასების ეფექტური საშუალება იყო მკვდარი
დატომური წყალმცენარეების გროვების მრავალფაქტორული ანალიზი, რომელიც
ტბის ირგვლივ მდებარე 125 საცდელ სადგურში აიღეს. შედეგად მიღებული იქნა
ტბის ცალკეულ ადგილებზე მკვებავი ნივთიერებების ზეგავლენის რუკა.
იმიტაციური მოდელის საფუძველზე შესწავლილი იქნა ამ ტბის ეკოსისტემების
რთული ურთიერთკავშირები. ძირითადი მოდელების ცვლილებით, როგორიცაა
წყალში ფოსფატების შემცველობა, მოდელირებული იყო ეკოსისტემების ყველა
კომპონენტის მიხედვით დატვირთვების ზემოქმედება გარემოზე.
დასვენების მრავალ ზონაში არ არის გადაწყვეტილი ტერიტორიების სანიტარული
დასუფთავების საკითხი; ნარჩენებს ნაპირზე მარხავენ, ყრიან ბუნებრივ ღრმულებში
ან ტოვებენ ადგილზე. ეკოლოგიური კატასტროფის თავიდან ასაცილებლად
ადამიანმა უნდა გამოიჩინოს კეთილგონიერება. მან ყური უნდა დაუგდოს
დედამიწის გულისფეთქვას და მოუაროს ბუნებრივ გარემოს, წინააღმდეგ
შემთხვევაში იმ შეუქცევადი პროცესების მიმდინარეობა, რომელიც ერთიან
ჯაჭვადაა წარმოდგენილი დაირღვევა, რაც ჩვენთვის, დედამიწაზე მცხოვრები
როგორც ადამიანებისთვის ასევე სხვა ცოცხალი ორგანიზმებისათვის სასიცოცხლო
მნიშვნელობისაა.
ასევე აუცილებლად უნდა მოხდეს ტრადიციული ეკოლოგიურად
დამაბინძურებელი ენერგეტიკისა თუ მისი დარგების ალტერნატიული უსაფრთო
ენერგეტიკით ჩანაცვლება და გარემოსდაცვითი ღონისძიებების მასშტაბური
გატარება
თემა 19. ლანდშაფტთა მდგრადობა, პოტენციალი ფუნქციები

ბუნებისა და საზოგადოების ურთიერთობის თანამედროვე პირობებში, როცა


„ადამიანი-ბუნების“ - ამ ორი სუპერსისტემის ურთიერთქმედებამ არნახულ
მასშტაბებს მიაღწია და როცა ბუნებისმეტყველები იძულებულნი არიან ეძებონ გზები
ამ ურთიერთობის მეტ-ნაკლებად მოწესრიგებისა, აქტუალურია ანთროპოგენური
ზემოქმედების მიმართ ბუნების ცალკეული კომპონენტებისა და მთლიანად
ბუნებრივ-ტერიტორიული კომპლექსის მდგრადობის საკითხი. ამ საკითხს გასული
საუკუნის 60-70-იან წლებში განსაკუთრებით დიდი ყურადღება მიექცია სოჩავას
(1974), დიაკონოვის (1974), ნეეფის (1974), ისაჩენკოს (1974), კაზაკოვას (1978) და სხვათა
თეორიულ კვლევებში. ბუნებრივ სისტემებს-გლობალური ველებით (მსოფლიო
ოკეანე, კონტინენტი, ლითოსფერო , ატმოსფერო და სხვა) დაწყებული და
მიკროლანდშაფტით დამთავრებული - ანთროპგენეზისის მიმართ აბსოლუტური
მდგრადობა არ გააჩნია.
ლანდშაფტის მდგრადობა განიხილება, როგორც ბტკ-ს უნარი წინ აღუდგეს
ანთროპოგენურ ზემოქმედებას და დაუბრუნდეს წონასწორობის პირვანდელ
მდგომარეობას. ეს თვისება მეტ-ნაკლებად ყველა ბუნებრივ კომპლექსს ახასიათებს.
ლანდშატთა მდგრადობა ერთის მხრივ ანთროპოგენური ზემოქმედების
ხარისხის , ხოლო მეორეს მხრივ ბტკ-ის სტრუქტურის, დინამიკისა და
ფუნქციონირების თავისებურებების გათვალისწინებით, ის სხვადასხვა მოდიფიკაციის
შემთხვევაში განსხვავებულ ხასისთს იძენს.
ლანდშაფტთა პოტენციალი არის ბტკ-ს უნარი, მისცეს ადამიანს მისი
მრავალმხრივი გამოყენების შესაძლებლობა სულიერი და ყოფითი მოთხოვნილებების
დაკმაყოფილების მიზნით (სასოფლო-სამეურნეო, სელიტებური, ტექნოგენური,
ტურისტულ-რეკრეაციული და სხვ.). აქედან გამომდინარე, ლანდშაფტთა
პოტენციალი იგივე ლანდშაფტურ-სარესურსო პოტენციალია, განსაზღვრული
ლანდშაფტური მდგრადობისა და ჰომეოსტაზის პირობებით.
„ჰომეოსტაზი“ - ეს არის ლანდშაფტის უნარი აიცილოს მის სტრუქტურაში
ანთროპოგენური ზემოქმედებით გამოწვეული უარყოფითი შედეგები, როგორიცაა:
ლანდშაფტის განსაზღვრული გადახრა იმ მდგომარეობიდან, როდესაც
სტრუქტურული კავშირები ჯერ კიდევ ემორჩილება თვითრეგულაციას,
თვითაღდგენას, ანუ ადგილი აქვს პროცესების კვაზისტატიკური მდგრადობის
მდგომარეობას.
ლანდშაფტთა პოტენციალის გამოვლენა, ანალიზი და სინთეზი ერთ-ერთი
ძირითადიამოცანაა ლანდშაფტურ დაგეგმარებაში. ლანდშაფტთა პოტენციალის
ჯეროვანი განსაზღვრა მათთვის სოცილურ-ეკონომიკური ფუნქციების მისადაგების
და მათი რაციონალური გამოყენების არსებითი წინაპირობაა. ლანდშაფტს შეიძლება
გააჩნდეს რამდენიმე ტიპის პოტენციალი, რომელთაგან მნიშვნელოვანია: ბუნებრივ-
რესურსული, გარემოსდაცვითი (ეკოლოგიური), გარემოსაღმდგენი, რეკრეაციული და
სელიტებური.
ლანდშაფტის ბუნებრივ-რესურსული პოტენციალი მისი ძირითადი
თავისებურებაა, რაშიც იგულისხმება იმ რესურსების ერთობლიობა, რომლებიც
შესაძლებელია გამოყენებული იქნას ეკონომიკური განვითარების ან
გაუმჯობესების მიზნით. ბუნებრივ-რესურსულ პოტენციალში, თავისმხრივ,
ერთიანდება:
 ეკონომიკური (სასოფლო-სამეურნეო) პოტენციალი - ლანდშაფტის უნარი,
აწარმოოს სხვადასხვა სახის სასოფლო-სამეურნეო (მემცენარეობის)
პროდუქცია;
 ბიოლოგიური პოტენციალი - ლანდშაფტის უნარი, აწარმოოს სხვადასხვა
სახის ბიომასა;
 ენერგეტიკული პოტენციალი - ლანდშაფტის უნარი, გააჩნდეს ან აწარმოოს
სხვადასხვა სახის ენერგია (ქარის, მზის, შეშის, გეოთერმული).
მსოფლიოს (ბუნებრივი ზონების) და საქართველოს (ბუნებრივი ზონების ანალოგი
ლანდშაფტები) მასშტაბით ბუნებრივ-რესურსული პოტენციალი დღემდე არ
შეფასებულა და არ შედარებული.
ნებისმიერი ტერიტორიის სამეურნეო ათვისება და მისი რესურსების ოპტიმალური
გამოყენება უკავშირდება მისი პოტენციალის გამოვლენას შესწავლას. ეს
განსაკუთრებით ეხება თანამედროვე საქართველოს, სადაც აქტიურად ხორციელდება
არაერთი მასშტაბური სამეურნეო პროექტი, მიმდინარეობს ზოგიერთი რეგიონის
სამეურნეო პროფილის ცვლილება, იქმნება დაცული ტერიტორიების ახალი სისტემა
და ა.შ. მხოლოდ სწორად განსაზღვრული ლანდშაფტის პოტენციალი შეიძლება
გახდეს როგორც მსხვილი ენერგეტიკული და ინფრასტრუქტურული პროექტების,
ისე სოფლის მეურნეობის განვითარების და ეკოლოგიური ვითარების შენარჩუნების
არსებითი წინაპირობა. ბუნების კომპლექსური, უახლეს მეთოდებსა და
ტექნოლოგიებს დამყარებული კვლევა მეურნეობის მდგრადი განვითარების
საფუძველია. მეცნიერების განვითარების თანამედროვე დონის შესაბამისად, დღეს
სამეცნიერო მუშაობა გეოგრაფიაში ითვალისწინებს რეგიონების კომპლექსურ
კვლევას ბუნების ოპტიმალურად გარდაქმნის, გეოგრაფიული გარემოს
გაუმჯობესებისა და ბუნებრივი რესურსების რაციონალურად გამოყენების
მიზნით.
ლანდშაფტების პოტენციალის გამოვლენა და მისი ანალიზი კიდევ უფრო უწყობს
ხელს ბუნებრივი პირობებისა და რესურსების რაციონალურ გამოყენებასა და დაცვას.
მეტ ყურადღებას იმსახურებს ლანდშაფტური მონიტორინგიც, რომლის დროსაც
მუშავდება გარემოს მდგომარეობაზე დაკვირვების, რეგულირების, პროგნოზისა და
მართვის მეთოდები და ხერხები. ამიტომ რაციონალური ბუნებათსარგებლობის,
გეოგრაფიული გარემოს დაცვის,
საქართველოს ლანდშაფტთა პოტენციალის ანალიზისა და გამოყენების
თავისებურებათა განსაზღვრა ქართველ გეოგრაფთა ერთ-ერთი უპირველესი
ამოცანაა.ლანდშაფტთა პოტენციალის სრულფასოვანი გამოვლენა და ჯეროვანი
შესწავლა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა ლანდშაფტმცოდნეობაში, ლანდშაფტთა
ეკოლოგიაში და ეკოლოგიურ ორიენტირებულ ტერიტორიულ დაგეგმარებაში.
ლანდშაფტთა პოტენციალის ჯეროვანი განსაზღვრა მათთვის სოციალურ-
ეკონომიკური ფუნქციების მისადაგების, ლანდშაფტთა დაცვისა და რაციონალური
გამოყენების მნიშვნელოვანი წინაპირობაცაა (ნ. ელიზბარაშვილი, 2005). ლანდშაფტის
ბუნებრივ- - რესურსული პოტენციალი მისი ძირითადი თავისებურებაა, რაშიც
იგულისხმება იმ რესურსების ერთობლიობა, რომლებიც შესაძლებელია
გამოყენებული იქნას ეკონომიკური განვითარების ან ამგვარი ვითარების
გაუმჯობესების მიზნით (Охраналандшафтов, 1982).
ლანდშაფტთა პოტენციალი შესაძლებელია გაიგივებული იქნას მის ბუნებრივ
პოტენციალთან. მასში იგულისხმება:
 იმ რესურსულ საშუალებათა ერთობლიობა, რომლებიც შესაძლებელია
გამოყენებულ იქნას ამჟამად ან პერსპექტივაში ცხოვრების პირობების დაცვისა და
გაუმჯობესების, ეკონომიკური აღმავლობისა და მომავალი თაობების კომპლექსური
განვითარების მიზნით (Реймерс, 1978);
 იმ თვისებათა ერთობლიობა და თავისებურებანი, რომლის საფუძველზე და
რომლის მიხედვითაც შეუძლია ლანდშაფტს შეასრულოს ესა თუ ის სოციალურ-
ეკონომიკური ფუნქცია. იგი თავისებურად ასახავს ლანდშაფტის მონაწილეობის
ხარისხს საზოგადოების სხვადასხვაგვარ მოთხოვნილებათა დაკმაყოფილების საქმეში
(Охрана ландшафтов, 1982).
ლანდშაფტთა პოტენციალს ცალკეულ შემთხვევევბში (Nieman, 1985) მიაწერენ
მის კომფორტულობას, ლანდშაფტის ცალკეული კომპონენტის რაოდენობრივ
მაჩვენებლებს, რაც მხოლოდ ზოგად წარმოდგენას გვაძლევს რეალურ პოტენციალზე
(ნ.ელიზბარაშვილი, 2005).
ლანდშაფტთა პოტენციალი შეიძლება ტრანსფორმირდეს საზოგადოების
მოთხოვნათა შესაბამისად, რომელთა შორის, თანამედროვე ეტაპზე, ძირითადია
რესურსული და ეკოლოგიური, მეორე ¬ ხარისხოვანი კი სელიტებური და
რეკრეაციული მოთხოვნილება.
ლანდშაფტის პოტენციალის საჭირო მდგომარეობაში შენარჩუნების მიზნით
საზოგადოება თავის საქმიანობაში მკაფიოდ უნდა ითვალისწინებდეს
ლანდშაფტების ისეთი მახასიათებლების შენარჩუნებას, როგორიცა სტრუქტურა და
ფუნქციონირება, მდგრადობა,ბიომრავალფეროვნება და სხვ.
ლანდშაფტთა პოტენციალში, უპირველეს ყოვლისა, უნდა განიხილებოდეს როგორც
ტრადიციული, ასევე არატრადიციული რესურსული (მზის, ქარის, გეოთერმული,
სელიტებური, რეკრეაციული და სხვ.) პოტენციალი. ამგვარი მიდგომა ამაღლებს
ლანდშაფტის კომპლექსური და კომპონენტური რესურსის, კომპლექსური და
კომპონენტური პოტენციალის შესწავლის თეორიულ და პრაქტიკულ მნიშვნელობას,
რაც თანადროულად ტრადიციული ფიზიკურ-გეოგრაფიული და ეკონომიკურ-
გეოგრაფიული კვლევის განვითარებისა და
ინტეგრაციის მყარი საფუძველია. ლანდშაფტის პოტენციალი შესაძლებელია იყოს:
ეკონომიკური ანუ ბუნებრივ-რესურსული, ეკოლოგიური ანუ გარემოსდაცვითი და
გარემოსაღმდგენი, სელიტებური და რეკრეაციული.
ბუნებრივ- - რესურსულ პოტენციალში შესაძლებელია გაერთიანდეს ზოგიერთი
ბუნებრივი რესურსების ლანდშაფტის მიერ კვლავწარმოების საშუალება,
ეკოლოგიურში -ადამიანის საცხოვრებელი გარემოს ეკოლოგიური მდგომარეობის
გაჯანსაღების, ლანდშაფტის მიერ თვითწმენდის, გენოფონდისა და
ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების თვისება; სელიტებურში -ეკოლოგიური
საიმედოობა; რეკრეაციულში _ ბუნებრივი, ისტორიული და კულტურული
მნიშვნელობის ობიექტთა სიმრავლე, მაღალ ესთეტიკური, ბალნეოლოგიური თუ
გამაჯანსაღებელი პოტენციალის მქონე ლანდშაფტების არსებობა.
ლანდშაფტის ბუნებრივ- - რესურსული პოტენციალის კლასიფიკაცია
ლანდშაფტს შესაძლებელია ჰქონდეს, როგორც ერთგვარი, , ასევე მრავალგვარი
პოტენციალი, რომელიც მისი სტრუქტურულ-ფუნქციონალური და გამოყენებითი
(დანიშნულებითი) თვისებებიდან გამომდინარეობს. პოტენციალის ცვალებადობას
ლანდშაფტის სეზონური და ეთოლოგიური თავისებურებანიც განაპირობებს, რაც მისი
სტრუქტურულ-ფუნქციონალური მდგომარეობების დინამიკას უკავშირდება.
მაგალითად, მაღალი მთის სუბალპური და ალპური ლანდშაფტები ზამთარში
რეკრეაციული, ხოლო ზაფხულში რესურსული პოტენციალის მაღალი ხარისხით
გამოირჩევიან. უმეტეს შემთხვევაში ლანდშაფტი ერთდროულად სხვადასხვაგვარ
პოტენციალს ფლობს. მაგალითად, ქ. თბილისის მიდამოებში წარმოდგენილი
საშუალო მთის ტყის ლანდშაფტები რესურსული, ეკოლოგიური და რეკრეაციული
პოტენციალის მქონეა. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია ლანდშაფტთა
პოტენციალის როგორც თვისებრივი (ხარისხობრივი), ასევე სივრცე-დროითი
ცვალებადობის შესწავლა და კლასიფიკაცია (ნ.ელიზბარაშვილი, 2005).ხშირად
ლანდშაფტის ბუნებრივ-რესურსულ, განსაკუთრებით კი ბიოლოგიურ ან სასოფლო-
სამეურნეო პოტენციალს ლანდშაფტის პროდუქტიულობასთან აიგივებენ, რაშიც მის
მიერ დროის გარკვეულ მონაკვეთში ნივთიერებისა და ენერგიის კვლავწარმოების
უნარი იგულისხმება. უფრო მეტიც, ლანდშაფტთა პოტენციალის შენარჩუნება ან
ამაღლებ ამისი პროდუქტიულობის შენარჩუნებასა და ზრდასთანაა გაიგივებული.
ამგვარი თვალსაზრისი გამართლებულია იმ შემთხვევაში, თუკი ლანდშაფტი და მისი
პოტენციალი მხოლოდ საზოგადოების მუდმივად მზარდი მოთხოვნილებების
დაკმაყოფილებისთვის იქნება განკუთვნილი. თუმცა, ლანდშაფტი სსხვაგვარი
თვისებებისა და პოტენციალის გაუთვალისწინებლობა სამეურნეო და სოციალური
განვითარების, მოსახლეობის კეთილდღეობის შემაფერხებელ გარემოებად შეიძლება
წარმოჩინდეს.ბუნებრივ-რესურსულ პოტენციალში, თავის მხრივ, ერთიანდება (ნ.
ელიზბარაშვილი, 2005):
• სასოფლო- - სამეურნეო პოტენციალი - ლანდშაფტისუნარი, აწარმოოს სხვადასხვა
სახის მემცენარეობის პროდუქცია. ამგვარი უნარის გამოსავლენად საჭიროა:
რელიეფის მორფოსტრუქტურული და ჰიფსომეტრიული ანალიზი, გეოდინამიური
პროცესების ინტესიობის, აგროკლიმატური რესურსების, ზედაპირული ჩამონადენის,
ნიადაგის ნაყოფიერებისა და სტრუქტურული თავისებურებების, ლანდშაფტის
ვერტიკალური და ჰორიზონტალური სტრუქტურის, გეომასების რაოდენობრივ-
ხარისხობრივი მაჩვენებლების კომპლექსური ანალიზი;
• ბიოლოგიური პოტენციალი - ლანდშაფტის უნარი აწარმოოს, განაახლოს და
აღადგინოს ბიომასა. ბიოლოგიური პოტენციალი პირდაპირ კავშირშია
ბიოლოგიურ პროდუქტიულობასთან რაც თავის მხრივ განპირობებულია სითბოსა და
ტენის ურთიერთდამოკიდებულების ფიზიკურ-გეოგრაფიული პირობებით.
ენერგეტიკული პოტენციალი - პოტენციალში ლანდშაფტის მიერ ან მის წიაღში
კვლავწარმოებული ან ტრანსფორმირებული სამეურნეო დანიშნულების ენერგია უნდა
ვიგულისხმოთ. ლანდშაფტთა ენერგეტიკულ პოტენციალში უნდა განიხილებოდეს
ტრანსფორმირებული წყლის ენერგეტიკული პოტენციალი, სათბობ-ენერგეტიკული
რესურსების (ნავთობი, ქვანახშირი, გაზი, ტორფი, საწვავიფიქლები) რაოდენობრივ-
ხარისხობრივი თავისებურებანი, შეშის დამზადების და მოხმარების, ჰელიო და ქარის
ენერგიის გამოყენების საშუალებანი. აქვე შეიძლება საუბარი გეოთერმულ
ენერგიაზეც, თუმცა იგი სრულიად არ ემორჩილება ლანდშაფტური დიფერენციაციის
პრინციპს. ჩვენ ყურადღებას გავამახვილებთ ჰელიო ენარგიაზე.

საქართველოს და მსოფლიოს ლანდშაფტების ბუნებრივ- რესურსული პოტენციალი


საქართველო უკანასკნელ ათწლეულებში აგრარულ-ინდუსტრიულიდან აგრარულ
ქვეყანად იქცა. მიუხედავად ბუნებრივი მრავალფეროვნებისა და სოფლის
მეურნეობის უზარმაზარი პოტენციალისა, ჩვენი მოსახლეობა დიდი რაოდენობით
მოიხმარს საზღვარგარეთიდან შემოტანილ კვების პროდუქტებს. სოფლის მეურნეობამ
დაკარგა მსუბუქი მრეწველობის სანედლეულო ბაზის ფუნქცია, რის გამოც ეს დარგი
მხოლოდ იმპორტირებული საქონლის იმედით სულდგმულობს. კვების და მსუბუქი
მრეწველობის დეგრადაცია და არადამაკმაყოფილებელი დონე დემოგრაფიულ
ვითარებაზე და სოფლის მეურნეობაზეც აისახა.
მოსახლეობა მასიურად ტოვებს სოფელს, ხოლო დაუმუშავებელი მიწების
ხვედრითმა წილმა არნახულ მასშტაბებს მიაღწია.საქართველო ისტორიულად
აგრარული ქვეყანაა. აქ ათასწლეულების მანძილზე მაღალ დონეზე განვითარდა
სოფლის მეურნეობის ის დარგები, რომლებიც ევროპისა და აზიის სუბტროპიკული და
ზომიერი სარტყლების, ნოტიო და თბილი, ცხელი და მშრალი კლიმატის
ტიპებისთვის იყო დამახასიათებელი. ქართული ვაზი და ხორბალი, ხილი, ციტრუსი,
ფუტკარი, შინაურ ცხოველთა არაერთი სახეობა, მაღალი კვებითი თვისებებით თუ
ენდემიზმით, მთელ მსოფლოშია ცნობილი. ამგვარი ვითარება უკავშირდება როგორც
ბუნებრივ მრავალფეროვნებას, ისე ქართველი კაცის გონიერებას და პატრიოტიზმს.
თანამედროვე საქართველოში აქტიურად მიმდინარეობს ეკონომიკური
გარდაქმნები,მიწათსარგებლობის რევიზია, სოფლის მეურნეობის რეგიონული
სპეციალიზაციის მორგება საბაზრო ეკონომიკაზე და ა.შ. მიუხედავად ამისა, ქვეყანა
აგრარული მიმართულებით სტიქიურად ვითარდება. მოსახლეობას პრაქტიკულად არ
გააჩნია ინფორმაცია სოფლის მეურნეობის ტრადიციული დარგების და მათი
მნიშვნელობის შესახებ. არადა, ივანე ჯავახიშვილის „საქართველოს ეკონომიური
ისტორია“ მრავალ საყურადღებო ცნობას გვაწვდის საქართველოს მეურნეობის იმ
ტრადიციების და მიმართულებების შესახებ, რომელთა გათვალისწინებამ არსებითი
როლი შეუძლია ითამაშოს ქვეყნის სასურსათო კრიზისიდან გამოყვანის საქმეში.

საქართველოს ტერიტორიის ჰიფსომეტრიული დანაწევრებიდან გამომდინარე, 54%


მთებს, 33% მთისწინეთსა და გორაკ-ბორცვებს, 13% დაბლობებს უჭირავს და
აგრეთვე ის, რომ დაახლოებით 20% ზღვის დონიდან 2000 მ-ს ზემოთაა, 34% 1000-დან
2000 მ-მდე, 46% კი 1000 მ-მდეა, მოითხოვს მთიანი რეგიონების ბუნებრივ-სარესურსო
პოტენციალის და, საერთოდ, რაციონალური ბუნებათსარგებლობის თვალსაზრისით
განსაკუთრებულ გონივრულ მიდგომას. (ზ. სეფერთელაძე).
მთიანი რეგიონების ნიშან-თვისებებიდან, მათ ჰიფსომეტრიულ განვითარებასთან
ერთად,უნდა აღინიშნოს ამგები ქანების ასაკობრივი და ლითოლოგიური
ნაირგვარობა. მთები დედამიწის ქერქის მობილური უბნებია, გარდა ამისა, ჰავის
ელემენტების განაწილებაში სხვაობანი, რომელიც დამახასიათებელია ბარსა და მთას
შორის (მთები გაცილებით მეტ მზისმიერ ენერგიას ღებულობს და ჰაერის
ტემპერატურის მეტ რყევას განიცდის), განაპირობებს ინტენსიურ ფიზიკურ
გამოფიტვას. მთები ნაკლებ სტაბილურია დესტრუქციული პროცესების მიმართ,
მთებში ადვილად ირღვევა ეკოლოგიური წონასწორობა და ხშირ შემთხვევაში ამას
დამანგრეველი - კატასტროფული ხასიათი აქვს. მყინვარების - დევდორაკის, ამალის
და გველეთის არაერთი შემთხვევაა ძლიერი ღვარცოფული ნაკადების მიერ
ტერიტორიის დატბორვისა, დროთა განმავლობაში ამ ტბორების გარეცხვა-გარღვევისა.
ყოველივე ამის შედეგად ვითარდება კატასტროფული წყალდიდობები. სეტყვა,
რომლის ხანგრძლივობა მთიან რეგიონებში ზოგჯერ 1 სთ-ს და მეტს გრძელდება, დიდ
ზიანს აყენებს მოსახლეობას და მეურნეობას. ნიდაგ-მცენარეულ საფარს მოკლებულ
მაღალ მთიან სარტყლებში ნიშანდობლივია მეწყერები, ქვაზვავები, თოვლ-ზვავები,
ძლიერი ეროზიული პროცესები და სხვა, რაც ვაკეზე არ შეინიშნება. ცნობილია, რომ
ბუნებას გააჩნია წინააღმდეგობის უნარი ანთროპოგენური ზემოქმედების მიმართ,
მაგრამ ზოგჯერ ბუნებრივ კომპლექსებზე ზემოქმედების მაშსტაბები ძალზე აჭარბებს
ბუნების კომპენსატორულ შესაძლებლობებს, შეინარჩუნოს ეკოლოგიური
წონასწორობა და მდგარადობის უნარი არასასურველი გარეგანი ფაქტორების მიმართ.
მთები არამარტო ფიზიონომიურად და მათთვის დამახასიათებელი ბუნებრივი
მოვლენებისა და პროცესების მიხედვით, არამედ თვისობრივად და სამეურნეო
ათვისებითაც მკვეთრად განსხვავდება ბარისაგან.
ბუნებათსარგებლობის სიმაღლებრივი ზონალურობის რთული სპექტრი და მისი
თავისებურებანი განსაკუთრებით ნათლად არის გამოხატული აგროკლიმატური
და
ტურისტულ-რეკრეაციული რესურსებით სარგებლობაში. მაგალითად:
 დაბალ მთიან სარტყელში ხელსაყრელი ბუნებრივ-სარესურსო პორენციალია
ნოტიო,ზომიერად ნოტიო და მშრალი სუბტროპიკრებისთვის დამახასიათებელი
სოფლის მეურნეობის დარგების გავითარებისა და ტურიზმის უწყვეტი
ფუნქციონირებისათვის. გარემოს დაცვის პროფილაქტიკა ეროზია-
მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებების გატარებას საჭიროებს.
 დაბალ მთიანეთის ზედა და საშუალო მთიანეთის ქვედა სარტყელში (ზ.დ. 700-800
მ-დან 1500 მ-მდე) ბუნებრივ-სარესურსო პოტენციალი ვარგისია სოფლის მეურნეობის
დარგების - მემინდვრეობის, მეხილეობისა და მეცხოველეობის განვითარებისათვის,
აგრეთვე ტურისტულ-რეკრეაციული ინდუსტრიის ფუნქციონირებისათვის. გარემოს
დაცვის ღონისძიებანი მოითხოვს ეროზია-მეწყერ და ზვავ საწინააღმდეგო
ღონისძიებების გატარებას.
 საშუალო მთიანეთის ზედა სარტყლის (ზ.დ. 1500-2000 მ.) ლანდშაფტურ-
სარესურსო პოტენციალი უზრუნველყობს მემინდვერეობის, მეხილეობის,
მეცხოველეობის, ტურისტულ-რეკრეაციული ინდუსტრიის და სამთო-
სათხილამურო სპორტის განვითარების საჭირო პირობებს. გარემოს დაცვის
ღონისძიებანი ეროზია-მეწყერ და ზვავ საწინააღმდეგო ბუნებრივი-სტიქური
მოვლენების წინააღმდეგ უნდა იყოს მიმართული.
 მაღალ მთიანეთის ქვედა სარტყელში (2200-3000 მ-მდე) ხელსაყრელი ბუნებრივ-
რესურსული პოტენციალია მეცხოველეობის, ტურიზმის, სამთო-სათხილამუროს
პორტის და ალპინიზმის განვითარებისათვის. ყველა სიმაღლებრივ სარტყელში
ჰიდროენერგორესურსების და საშენი მასალების მძლავრი პოტენციალია.
განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ტყეების დაცვა-გაშენებას.
სასოფლო- - სამეურნეო პოტენციალი საქართველოს 11 ტიპის ლანდშაფტშია:
1. კოლხეთის ბარის ტყის ლანდშაფტებში წარმოდგენილია სასოფლი-სამეურნეო
დარგები: მეჩაიეობა და მეთხილეობა, მეთანბაქოეობასთან, მევენახეობასთან,
მეხილეობასთან შეხამებით; ასევე სარძევე-საძროხე მესაქონელეობა, მეღორეობა და
მეფრინველეობა მარცვლეულის მეურნეობასთან, მებოსტნეობასთან და
მეციტრუსეობასთან შეხამებით.
2. კახეთის ბარის ტყის ლანდშაფტები - მევენახეობა და მეხილეობა მარცვლეულის
მეურნეობასთან შეხამებით; სახორცე მესაქონლეობა, მეცხვარეობა, მეღორეობა და
მეფრინველეობა.
3. ივერიის ბარის ველის ლანდშაფტები - მეხილეობა და მებოსტნეობა,
განვითარებული მევენახეობა, მარცვლეულის მნიშვნელოვანი ნათესები (ხორბალი);
ასევე განვითარებული სახორცე-სარძეო მესაქონლეობა, მეღორეობა, მეცხვარეობა და
მეფრინველეობა; საგარეუბნო მეურნეობა საწელიწადო მებოსტნეობით,
მევენახეობოთა და მეხილეობით, მარცვლეულის მნიშვნელოვანი ნათესებით
(ხორბალი, სიმინდი); საგარეუბნო მიმართულების მეცხოველეობა და მეცხვარეობა.
4. ელდარის ბარის ნახევრადუდაბნოს ლანდშაფტები - საგარეუბნო მეურნეობა
საწელიწადო მებოსტნეობით, მევენახეობოთა და მეხილეობით, მარცვლეულის
მნიშვნელოვანი ნათესებით (ხორბალი, სიმინდი); საგარეუბნო მიმართულების
მეცხოველეობა და მეცხვარეობა. აღნიშნულ ლანდშაფტში ვრცელ ტერიტორიაზე
წარმოდგენილია მეცხვარეობა ზამთრის საძოვრებზე.
5. კოლხეთის მთის ტყის ლანდშაფტები - მთის მეტყევეობა სახორცე
მესაქონლეობის ნაწილობრივი განვითარებით.
6. კავკასიია მთის ტყის ლანდშაფტები - მესაქონლეობა, მეცხვარეობა და
მეფრინველეობა მარცვლეულის მეურნეობასთან და მეკარტოფილეობასთან
შეხამებით; სახორცე-სარძეო მესაქონლეობა ზაფხული საძოვრებზე; მთის მეტყევეობა
სახორცე მესაქონლეობის ნაწილობრივი განვითარებით.
7. აღმოასავლეთ საქართველოს ქვედა მთის ტყის ლანდშაფტები - მთის მეტყევეობა
სახორცე მესაქონლეობის ნაწილობრივი განვითარებით.
8. აღმოსავლეთ საქართველოს საშუალო მთის ტყის ლანდშაფტები - მთის
მეტყევეობა სახორცე მესაქონლეობის ნაწილობრივი განვითარებით.
9. სამხრეთ საქართველოს მთის სტეპის ლანდშაფტები - სარძეო და სარძეო-
სახორცე
მესაქონლეობა, მეცხვარეობა და მეფრინველეობა მარცვლეულის მეურნეობასთან
(საგაზაფხულო თავთავიანებია), მეკარტოფილეობასთან და მებოსტნეობასთან
შეხამებით; ამასთან მეცხვარეობა ზაფხულის საძოვრებზე.
10. კავკასიის მაღალი მთის ლანდშაფტები - მთის მეტყევეობა სახორცე
მესაქონლეობის ნაწილობრივი განვითარებით; ამასთან მეცხვარეობა ზაფხულის
საძოვრებზე.
11. გლაციალურ- - ნივალური ლანდშაფტები - არასამიწათმოქმედო ტერიტორიები.
ენერგეტიკული პოტენციალი ( ალტერნატიული ენერგეტიკული პოტენციალის
გეოგრაფია) ჰელიორესურსები ეკოლოგიურად სუფთა, თუმცა ძვირად ღირებული
ენერგიის წყაროა. მის მისაღებად დიდი ტერიტორიაა საჭირო. მაგალითად, იმისათვის
რომ დაკამაყოფილდეს საქართველოს მოთხოვნილება ელექტროენერგიაზე, საჭირო
იქნება 140კმ 2 ჰელიოსადგურებით დაფარული ფართობი. მზის ნათების მაქსიმუმი
(2633 სთ/წელიწადში) აღრიცხულია სოფ. როდიონოვკაში (ნინიწმინდის რ-ნი),
აგრეთვე სამხრეთ-აღმოსავლეთ საქართველოში; მინიმუმი(1147 სთ/წელიწადში) -
საირმეში. ჰელიორესურსების გამოყენების ეფექტურობას ამცირებს ღრუბლიანობა,
ჰაერის მტვრიანობა, სეზონურობა, დღე-ღამის მონაცვლეობა. ამის გამოა, რომ
ჰელიოენერგიის მისაღებად (180-230 კვტ/მ 2 -ზე) ყველაზე ხელსაყრელი
ადგილებია აღმოსავლეთ და სამხრეთ საქართველოს არაერთ რაიონში, აგრეთვე
კავკასიონის მაღალმთიანეთში, ზ.დ. 3000 მეტრზე მაღლა. სათბობ-ენერგეტიკული
რესურსების გამოყენების თანამედროვე მასშტაბები და ზრდის ტენდენცია
გვაეწმუნებს, რომ ამავე საუკუნესი საქართველოს ყოველწლიურად სასჭირდება 6-7
მლნ ტონა პირობითი მინერალური საწავავი, ჰელიორესურსების ეფექტური
გამოყენება კი მისი ეკონომიის საშუალებას იძლევა (საცხოვრებელი ბინების
გათბობა, რეკრეაციული ობიექტების მომსახურება, სასათბურე მეურნეობა და სხვ.),
რაც გარდა ეკონომიკური ეფექტიანობისა, ხელს სეუწყობს ქალაქებისა და
კურორტების ეკოლოგიური გარემოს გაჯანსაღებას. ქარის ენერგია ამოუწურავი
ბუნებრივი რესურსია. ქარის ელექტროსადგურები იდგმება იქ, სადაც მისი საშუალო
წლიური სიჩქარე აღემატება 3-4 მ/წმ-ს. ამგვარი ადგილები საქართველოში საკმაოდაა
და მისი სრულად გამოყენების შემთხვევაში შესაძლებელია მივიღოთ 4-5 მლრდ.
კვტ/სთ ელექტროენერგია. ქარის ენერგიის ყველაზე მნიშვნელოვანი პოტენციით
გამოირჩევა საქართველოს მთათაშორისი ბარი, მდინარეების: მტკვრისა და რიონის
ხეობები. კარგი პირობებია მთათაშორის ხეობებსა და ღია პლატოების მონაცვლეობის
არეალებში. გარდა ზემოთ აღნიშნულისა, ქარის ენერგიის მიღება განსაკუთრებით
ხელსაყრელია იმ ადგილებში (რიონის ხეობა ქ. ქუთაისთან, მტკვრის ხეობა თბილისის
შემოსასვლელში), სადაც ხშირია ისეთი დღეები, როცა ქარის სიჩქარე 15 მ/წმ-ს
აღემატება. ამგავრი დღეთა რიცხვი ქუთაისში წელიწადში 88, ხოლო თბილისში 132-
ია. ასევე მაღალია ეს მაჩვენებელი უღელტეხილებზე, მაგალითად, იგი ყაზბეგის
მეტეოსადგურზე - 98-ია, ხოლო მთა საბუეთის მეტეოსადგურზე - 142.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ ქარის მაქსიმუმი მოდის ზამთარზე, ე.ი. მაშინ, როცა
ყველაზე მეტი ენერგიაა საჭირო. თუ მნიშვნელად ავიღებთ იმ მაჩვენებელს (>3 მ/წ),
რაც საჭიროა ქარის ელექტროძრავების ასამოქმედებლად, აღმოჩნდება, რომ
საქართველოს მთელ რიგ რეგიონებში (მთათაშორისი ბარი, ჯავახეთის ზეგანი,
ცხრაწყაროსა და მამისონის უღელტეხილები, მთა საბუეთის მიდამოები) ნახევარი
წლის განმავლობაში ქრის მაღალენერგეტიკული მნიშვნელობის ქარი.
ამჟამად საქართველოში ქარის ენერგიის მიღება და გამოყენება პრაქიკულად არ
ხდება. სავარაუდოაა, რომ მისი ეფექტური გამოყენების შემთხვევაში შესაძლებელი
იქნება 1-1,5 მლნ.კვტ/სთ ელექტროენერგიის მიღება, რაც მნიშვნელოვნად
დაეხმარება საქართველოს ენერგეტიკას.
ცნობილია, რომ მზიდან დედამიწაზე მიღებული სხივური ენერგია (1,7 x10 24
ერგი წმ -1 ანუ 5,4 x 10 31 ერგი წწ -1 ) 1,37 x 10 24 კალ წწ. შეადგენს. (მ.ალფანიძე).
სითბოს ეს რაოდენობა გამოიყოფოდა 2 x 10 10 ტონა ქვანახშირის დაწვის შემთხვევაში.
აღნიშნულ სითბურ ენერგიას დედამიწა წლის განმავლობაში არათანაბრად იღებს:
ზამთარში მზიდან შემოსული სითბო 3,4 %-ით მეტს, ხოლო ზაფხულში 3,5 %-ით
ნაკლებს შეადგენს. მზის რადიაციის სიდიდე დამოკიდებულია აგრეთვე დედამიწის
ზედაფირზე მზის სხივთა დაცემის კუთხის არაერთგვაროვნებაზე, რაც თავის მხრივ,
ადგილის გეოგრაფიული განედითაა განსაზღვრული. მასვე განაპირობებს მზის
სიმაღლე ჰორიზონტის მიმართ, რომელსაც ადგილი აქვს გეოგრაფიული მოვლენების
როგორც დღეღამური, ისე სეზონური მორიგეობის შედეგად და კონტროლს რელიეფის
ხასიათის მიხედვით განიცდის. სხივური ენერგიის მნიშვნელოვანი ცვლილებებია
მოსალოდნელი ატმოსფეროსა (გაბნევა, შთანთქმა, არეკვლა) და დედამიწის
ზედაპირის (შთანთქმა, გამოსხივება, სითბოგაცვლა) ფარგლებში.
მზის ნათების ხანგრძლივობაზე დაკვირვებათა მონაცემების გამოცენების
გარეშე შეუძლებელია მზის მოყვარული სასოფლო-სამეურნეო კულტურების ახალ
ფართობებზე განაშენიანება, კურორტოლოგიური მკურნალობა, სხვადასხვა სახის
სამშენებლო ობიექტების მზის პირადპირი რადიაციის მიმართ ოპტიმალური
დაგეგმარება და რაც მთავარია, მზის სხივური ენაერგიის გამოყენებით ეკოლოგიურად
უსაფრთხო ელექტროენერგიის მიღება.
ბუნებრივია, რომ დედამიწის ნებისმიერ პუნქტში მზის ნათების
ხანგრძლივობა პირველ რიგში დამოკიდებულია პუნქტის ღრუბლიანობის რეჟიმზე და
დედამიწის ჩრდილოეთ ნახევარსფეროში მზის ნათების ხანგრძლივობის ზრდაზე
ჩრდილოეთიდან სამხრეთი მიმართულებით.
თემა 20. ცნება ბუნებრივ-ანთროპოგენურ ლანდშაფტებზე

როგორც განმარტებიდან ჩანს, ტერმინი ორი ნაწილისაგან შედგება:


ანთროპოგენური და ლანდშაფტები, ე. ი. აქ ლაპარაკია ლანდშაფტებზე, რომელთა
სტრუქტურა და ფუნქციონირება მეტ-ნაკლებად დამოკიდებულია ადამიანის
სამეურნეო და სოციალურ-ეკონომიკურ საქმიანობაზე.
ანთროპოგენულ ლანდშაფტს მიეკუთვნებიან ჩვენი პლანეტის ლანდშაფტთა დიდ
ჯგუფს, რომელთა ნაწილი წარმოიშვა ადამიანის მიზანმიმართული, ხოლო მეორე
ნაწილი - არამიზანმიმართული სამეურნეო საქმიანობის შედეგად.
ტერმინმა ’’ანთროპოგენური ლანდშაფტი’’ განსაკუთრებულიო პოპულარობა
შეიძინა მას შემდეგ, რაც გამოიცა ვორონეჟის უნივერსიტეტის ფიზიკური გეოგრაფიის
კათედრის შრომები პროფ. ფ. მილკოვის ხელმძღვანელობით. ამ ტერმინის ქვეშ
სადღეისოდ იგულისხმება რამდენიმე ათეული ტიპის ლანდშაფტი. საკმარისია
აღინიშნოს, რომ ანთროპოგენულ ლანდშაფტთა კლასიფიკაციის უდიდესი ერთეული -
კლასი - მოიცავს რამდენიმე სახეს, კერძოდ, სასოფლო-სამეურნეო, სამრეწველო,
სატრანსპორტო მაგისტრალების. წყალსამეურნეო, ტყის, კულტურულ და სამოსახლო
ლანდშაფტებებს.
ანთროპოგენურ ლანდშაფტთა მრავალსახეობა იწვევს იმას, რომ ამჟამად შექმნილია
მათი კლასიფიკაციის მრავალი ვარიანტი. განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს
პროფ. დ. უკლებას (1983) საქართველოს ანთროპოგენული ლანდშაფტების
კლასიფიკაცია და აღწერა.
ხშირად, კლასიციკაციისას, უპირველეს ყოვლისა, ითვალისწინებენ ბუნებრივი
ლანდსაფტების გარდაქმნის ხარისხს, გამოყენების ფორმებს, წარმოშობის
მიზანმიმართულებას, არსებობის ისტორიას და სამეურნეო ფასეულობის ხარისხს.
ჯეროვან ყურადღებას იმსახურებს საკლასიფიკაციო ერთეული, რომელიც ეხება
ლანდსაფტთა მიერ ამა თუ იმ სახის სოციალურ ეკონომიკურ ფუნქციათა შესრულების
თავისებურებებს. ამის მიხედვით განარჩევენ: სასოფლო-სამეურნეო, სატყეო
მეურნეობის, სამრეწველო (საინჟნრო, ტექნოლოგიური), საქალაქო (ურბანიზებულ),
რეკრეაციულ, სანაკრძალო მეურნეობის. გარემოს დაცვით (წყალდაცვითი,
ნიადაგდაცვითი და ა. შ.) ლანდშაფტებს. ცალკეულ შემთხვევაში ერთი ტიპის
ანთროპოგენული ლანდშაფტი ერთდროულად ასრულებს ორ ან რამდენიმე ფუნქცია.
წარმოშობის მიზანმიმართულების ხასიათის მიხედვით განარჩევენ კულტურულ
(მიზანმიმართულად შექმნილი ლანდშაფტი, რომელიც გამოიყენება საზოგადოების
ამა თუ იმ სოციალურ-ეკონომიკური მოთხოვნილებისათვის); კილტურულ
არარაციონალური საქმიანობის შედეგი. აქვე აერთიანებენ დეგრადირებულ
ტერიტორიულ კომპლექსებსაც) ლანდშაფტებს.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აეროკოსმოსურ ლაბორატორიებში


მიღებულია ბუნებრივი გარემო განხილულ იქნას სამი ტიპის
ურთიერთდაკავშირებული ტერიტორიული კომპლექსის ფონზე. ესენია: ბუნებრივი,
სოციალურ-ეკონომიკური და ბუნებრივ-ტერიტორიული კომპლექსები.
სოციალურ-ეკონომიკურ ტერიტორიული კომპლექსებში იგულისხმება სისტემა,
რომლის ფუნქციონირებაშიც ბუნებრივ კომპონენტთა როლი მეტად შემცირებულია
და რომელთა სტრუქტურა ფუნქციონირება ძირითადად განპირობებულია ადამიანის
სამეურნეო საქმიანობით.
ბუნებრივ და სოციალურ-ეკონომიკურ ტერიტორიულ კომპლექსებს შორის
აღინიშნება ტერიტორიულ კომპლექსთა მთელი რიგი, რომელთაგან ყველაზე
გავრცელებული და მრავალფეროვანია ბუნებრივ-აგრარული ტერიტორიული
კომპკლექსები (აგროლანდშაფტები).
სამწუხაროდ, გეოგრაფიულ ლიტერატურაში არაა მიღებული აგროლანდშაფტების
ერთიანი განმარტება. კიდევ მეტიც თვით ტერმინსაც რამდენიმე ათეული სინონიმი
გააჩნია: ასე მაგალითად, აგრარულ-ტერიტორიული კომპლექსი, ანთროპოგენულ-
სასოფლო სამეურნეო, სასოფლო-სამეურნეო, კულტურული ბუნებრივ-ტექნიკური
ლანდშაფტი და სხვა.
აგროლანდშაფტი გეოგრაფიული გარემოს ის ნაწილია, სადაც ბუნებრივი
წონასწორობა მუდმივად რეგულირდება ადამიანის მიერ. აგროლანდსაფტები
ადამიანის მიერ ბუნებრივი გეოსისტემის საფუძველზე შექმნილი ლანდშაფტის
ფარგლებში, რომელიც წარმოიშვა ადამიანის სამეურნეო საქმიანობის შედეგად. ასე
მაგალითად, სხვადასხვა ბუნებრივი ლანდშაფტის ფარგლებში განლაგებული
ერთგვაროვანი ნათესები ან ნარგავები, როგორც ბუნებრივ-აგრარული ტერიტორიული
კომპლექსები განსხვავებული იქნებიან.
აგროლანდშაფტთა სტრუქტურულ-მორფოლოგიური ანალიზი გვიჩვენებს, რომ
მასში გამოიყოფა შემდეგი კატეგორიები: აგროფაციესი, აგროუროჩიშჩე,
აგროადგილი, თუმცა აგროფაციესის ერთეულად გამოყოფა გეოგრაფიულ სამყაროში
საკამათოდ ითვლება. ბევრი მეცნიერი თვლის რომ სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის
შედეგად ხდება აგროფიკაცია ნიველირება. ჩვენი აზრით, ეს შეიძლება ითქვას
მხოლოდ ვაკეებზე განლაგებული აგროლანდშაფტების შესახებ. მთიან რეგიონებს,
სადაც კარტფგადაა გამოხატული ბუნებრივ-ტერიტორიულ კომპლექსთა
მრავალფეროვნება, სამეურნეო საქმიანობის მიუხედავად შენარჩუნებულია
აგროლანდშაფტთა მორფოლოგიური დიფერენციაციის ყველა ერთეული.

ლანდშაფთმცოდნეობის დაყოფა ანტროპოგენული ზემოქმედების მიხედვით


საქართველოს ტელიტორიაზე არსებული ლანდშაფტები ანთროპოგენული
ზემოქმედების მიხედვით შესაძლებელია დაიყოს ხუთ ტიპად:
1. პრაქტიკულად მთლიანად გარდაქმნილი ლანდშაფტები, სადაც ბუნებრ-
ანთროპოგენული კომპლექსებს უჭირავს ტერიტორიიის 95-100%.
2. ძლიერ სახეშეცვლილი ლანდშაფტები. აქ ბუნებრივ და ბუნებრივ-ანთროპოგენულ
ტერიტორიულ კომპლექსებს დაახლოებით ტერიტორიის 80-95% უკავიათ.
3. საკმაოდ გაედაქმნილია ლანდშაფტები, სადაც სახეშცვლილ ბტკ-ებს უჭირავთ-80
%.
4. საშუალოდ სახეშეცვლილი ლანდშაფტები, სადაც ბუნებრივ-ანთროპოგენულ
ტერიტორიულ კომპლექსებს დაახლოებით ტერიტორიის 20-50% უკავიათ. აქ
გაერთიანებულია ქვედა ტყისა და საშუალო მთის ტყის ლანდშაფტთა უმრავლესობა.
5. სუსტად სახეშეცვლილი ლანდშაფტები, რომლებიც მთლიანად ან თითქმის
შეინარჩუნეს პირვვანდელი სახე.
თემა 21. კულტურული ლანდშაფტები
კულტურული ლანდშაფტი — ადამიანის სამეურნეო საქმიანობის შედეგად
შეცვლილი გეოგრაფიული ლანდშაფტი. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ცნობიერების
გაფართოვებისა და ცხოვრების გლობალიზაციის კვალობაზე ჩვენმა საციცოცხლო
სივრცემ უკვე მთელი დედამიწა მოიცვა, მაინც მიდრეკილნი ვართ ასეთად ჩვენი
უშუალოდ აღქმადი, შედარებით ახლოს მყოფი გარემო განვიხილოთ. იმისდა
მიხედვით თუ სადამდე სწვდება ჩვენი აღქმის საზღვრები შეგვიძლია მკაფიო
წარმოდგენები შევიქმნათ მეტნაკლებად დიდ ან პატარა სასიცოცხლო სივრცეებზე.
საბოოლოოდ კი მთელი ჩვენი არსებით, ყველაზე ძლიერად ჩვენს უშუალო საარსებო
სივრცესთან, ჩვენს საცხოვრებელ გარემოსთან ვართ დაკავშირებულნი. მაგრამ ჩვენი
ადამიანური ბუნება გვიბიძგებს ამ უბრალო კავშირით არ დავკმაყოფილდეთ,
მხოლოდ აღქმას არ დავჯერდეთ და შინაგანი აქტივობით ამ გარემოს ერთიანი
სურათი შევქმნათ, შევქმნათ სურათი, რომლისადმიც შინაგანი მიმართება
გაგვიჩნდება.

ეს უნარი, მოვიხელთოთ ჩვენი უშუალო გარემო როგორც მთლიანობა და


გავაცნობიეროთ ჩვენი მიმართება მასთან როგორც სუბიექტისა ობიექტთან,
დაახლოვებით ჰუმანიზმის დამკვიდრებასთან ერთად მოგვეცა და სხვა მოვლენებთან
ერთად (პერსპექტივის შემოტანა მხატვრობაში, რუკების შექმნა, სწორხაზოვანი,
პერსპექტიულ აღქმაზე გათვლილი ქუჩათა ქსელებისა და მოედნების წარმოშობა
ქალაქებში და სხვ.) ლანდშაფტის ცნების გაჩენითაც აღინიშნა. პირველად
კაცობრიობის ისტორიაში შესაძლებელი გახდა ადამიანის, როგორც სუბიექტის
გარემოს წინაშე გაცნობიერებული დგომა და ამ დაპირისპირების განცდა.
დაპირისპირებისა, რაც აუცილებელი პირობაა გარემოს მთლიანობად
მოხელთებისთვის.

შემთხვევითი არაა, რომ მხატვრობაშიც სწორედ ამ დროს გაჩნდა ლანდშაფტი


(პეიზაჟი) როგორც ჟანრი. ეს მოვლენაც ლოკალური გარემოს ერთიანობად
მოხელთების შედეგია, რაც სურათზე გამოხატული ლანდშაფტის კომპოზიციურ
მთლიანობაში ვლინდება.
მოკლედ რომ ვთქვათ, ჩვენი განვითარების ერთ-ერთ ეტაპზე მოგვეცა უნარი ჩვენს
ცნობიერებაში გამოვყოფოდით ჩვენს სასიცოცხლო გარემოს, გარედან შეგვეხედა
მისთვის და მისი მთლიანობად მოხელთებით ესთეტურ ფასეულობად, ანუ
ლანდშაფტად გვექცია იგი. ეს უნარი გვაძლევს საშუალებას თანამედროვე გაგებით
შევიმეცნოთ და ესთეტურად განვიცადოთ ის. მის შექმნაში ჩვენი პიროვნული
თანამონაწილეობის გაცნობიერება კი წარმოშობს ჩვენი მისდამი სრულიად
ინდივიდუალური პასუხისმგებლობის საფუძველს.

ასე რომ შეგვიძლია ლანდშაფტის გაფართოვებული ცნება შემდეგნაერად


ჩამოვაყალიბოთ:

ლანდშაფტი ეთქმის ისეთ რამეს, რაც ჩვენი ცნობიერების მეშვეობით, ე.ი. ჩვენი
უშუალო მონაწილეობით წარმოსდგება როგორც მთლიანობა ობიექტურად
არსებული ლოკალური გარესამყაროსი.
ლოკალური გარესამყაროს სწორედ ამ მთლიანობად მოხელთების გამო არის
ლანდშაფტი შესაფერი ცნება ადამიანის სასიცოცხლო სივრცის აღსანიშნავად,
მიუხედავად იმისა, საქმე შეეხება დაუსახლებელ თუ დასახლებულ სივრცეებს.

ლანდშაფტი - ბუნებისა და კულტურის როგორც პროცესების შედეგი

ლანდშაფტის როგორც მხოლოდ ბუნების ქმნილების ჩვეული გაგება კორექტული რომ


არაა იქედანაც ჩანს, რომ ადამიანის აქტივობის გამო არ მოიძებნება დედამიწის ისეთი
ადგილი, სადაც ადამიანის ქმედების, ანუ კულტურის კვალი რაიმე ფორმით მაინც არ
არსებობდეს. ეს მხოლოდ დღევანდელი გლობალიზებული და
ინდუსტრიალიზებული დედამიწის სურათი არაა. ადამიანი თავისი განვითარების
ყველა ეტაპზე რამდენადაც კი ხელი მიუწვდებოდა ანაბეჭდს აკეთებდა თავის
საარსებო გარემოზე. ერთის მხრივ ბუნებრივი და მეორეს მხრივ ადამიანის ნებიდან
გამომდინარე, ანუ კულტურული პროცესები ყოველთვის ერთდროულად
მოქმედებდნენ და შედეგად მატერიალურ გარემოს ქმნიდნენ. როგორც
განხორციელებული ბუნება არ არსებობს სუფთა, ადამიანისგან ხელუხლებელი სახით,
ასევე ადამიანის ყოველი ქმნილება, ე.ი. კულტურის ობიექტი გულისხმობს ბუნებრივ
მატერიას, როგორც თავის აუცილებელ მასალას. ამდენად ბუნებაზე და კულტურაზე
სუფთა სახით შეიძლება მხოლოდ როგორც პროცესებზე და არა როგორც
განხორციელებულ საგნობრივობაზე ლაპარაკი. დასახლებულ გრემოში კულტურის
პროცესები სჭარბობენ, ხოლო დაუსახლებელში - ბუნებისა. ამდენად გარემოს
ლანდშაფტებად და არალანდშაფტებად დაყოფა არაარსებითია და ხშირად
გაუგებრობათა მიზეზი ხდება.

ლანდშაფტი როგორც სოციალურისა და მატერიალურის ერთობლიობა

ეს მსჯელობა სრული ვერ იქნება თუ ჩვენი სასიცოცხლო სივრციდან სოციალური


გარემო გამოვრიცხეთ. ხომ ვლაპარაკობთ დემოგრაფიულ, ეთნიკურ, კონფესიურ და
ა.შ. ლანდშაფტებზე და მათში თავის თავში მრავალფეროვან მთლიანობებს
ვგულისხმობთ. ეს ლანდშაფტები ყოველთვის კონკრეტულ მატერიალურ გარემოში
არიან განფენილნი. ისინი ერთის მხრივ განაპირობებენ მატერიალურ გარემოს და
მეორეს მხრივ თვითონ არიან მისგან განპირობებულნი. ამდენად ლანდშაფტი
ყოველთვის სოციალურისა და მატერიალურის ურთიერთზემოქმედების შედეგი და
მათი ერთობლიობაა.

სოციალურისა როგორც:

 კულტურული სივრცე
 სამართლებრივი სივრცე
 სამეურნეო სივრცე
და მატერიალურისა როგორც:

 ბუნებისა და კულტურისაგან როგორც პროცესებისგან შექმნილი და ჩვენს


წინაშე წარმომდგარი მატერიალური გარემო
ლანდშაფტი თავისი სოციალური და მატერიალური კომპონენტებით შეიძლება
ძალიან დიდი იყოს (როგორც მაგალითად მთელი ქვეყანა, ან რომელიმე, სხვადასხვა
ქვეყნისგან ან მათი ნაწილებისგან შემდგარი რეგიონი), მაგრამ ლანდშაფტი შეიძლება,
როგორც მაგალითად სოფელი, თავისი სამწევროვანი სოციალური სტრუქტურით,
ძალიან პატარაც იყოს. დიდი ქალაქის სხვადასხვა უბნების ლოკალური სამეურნეო
სივრცეები შეიძლება არსებობდნენ ისე, რომ წინააღმდეგობაში არ მოდიოდნენ მათს
მომცველ, უფრო დიდ სამეურნეო სივრცესთან (მაგალითად ნაციონალურ სამეურნეო
სივრცესთან). იგივე ითქმის სამართლებრივ და კულტურულ სივრცეებზე, რომლებიც
თავიანთი ლოკალური ან რეგიონული ტრადიციებით, ეთნიკური ან კონფესიური
თავისებურებებით, სოციალური ფენებისთვის დამახასიათებელი ნიშნებითა და ა.შ.
შეიძლება იყვნენ პატარა, ადვილად მოხილვადი ლანდშაფტების სოციალური
კომპონენტები.

ლანდშაფტის ინდივიდუალობა

თუ ეს ასეა, რომ ლანდშაფტი სოციალურისა და მატერიალურის ერთობაა, მაშინ იგი


სოციუმთან ერთად მუდმივ განვითარება-ჩამოყალიბებაშიცაა, რამდენადაც სოციუმში
მოქმედი, თვით ადამიანია მუდმივ განვითარება-ჩამოყალიბებაში. ეს უკანასკნელი
თავისი განვითარების ყოველ ეტაპზე ქმნიდა ამ ეტაპის შესაფერ საზოგადოებრივი
ცხოვრების ფორმებს, რომლებიც მნიშვნელოვნად განაპირობებდნენ ადამიანის მიერ
გარემოზე ზემოქმედების ხასიათს, მის მიერ გაკეთებული ანაბეჭდის თავისებურებას.
ამდენად ლანდშაფტები ამ ფორმების განვითარების კვალობაზე იცვლებოდნენ, ე.ი.
ვითარდებოდნენ.

ყოველი კონკრეტული ლანდშაფტი კონკრეტული ბუნებრივი პროცესების


კომბინაციის განუმეორებლობის გარდა მასში მოქმედი ადამიანის ინდივიდუალობით
იძენს თავის ინდივიდუალობას. ეს ისეთი ლანდშაფტის მოხილვისას უფრო კარგად
ჩანს, რომელშიც ადამიანის შემოქმედებით გაკეთებული აქცენტი თვალსაჩინო როლს
თამაშობს.

კულტურის კონტრასტული აქცენტი ბუნებრივი რელიეფით „შემოთავაზებულ“


ადგილას როგორც ბუნებაზე ადამიანის თავისუფალი სულის ანაბეჭდი. სამწევრისი.
გვიჩნდება გრძნობა, რომ ამ აქცენტის გარეშე ამ ლანდშაფტს რაღაც აუცილებელი
დააკლდებოდა, რაღაც ისეთი დააკლდებოდა, რამაც მას სრულყოფილება შესძინა. ეს
ის შემთხვევებია, როცა ადამიანმა გარემოზე თავისი სულის ანაბეჭდი გააკეთა და
ამით სრულჰყო იგი.

ადამიანის მიერ ბუნების კონკრეტული სივრცული ჟესტის გამძაფრება და ამით


ადგილის ინდივიდუალობის წარმოჩენა. შატილი.

ასეთ ანაბეჭდთა განვითარების გაცნობიერება გვაძლევს უფლებას ვთქვათ, რომ


საზოგადოების მსგავსად ლანდშაფტსაც აქვს ისტორია და ადამიანის მსგავსად -
ბიოგრაფია.
კონკრეტული ისტორიული მოვლენები, როგორც ქალაქის ბიოგრაფიის და ამდენად
მისი ინდივიდუალობის განმსაზღვრელი. კატართა ციხე-ქალაქი კარკ

ლანდშაფტი როგორც სამშობლო

როგორც ცნობილია, ბავშვები თავისი ქვეყნის სახელს, რომელიც უფროსებისგან


ხშირად ესმით, თავის უშუალო გარემოს მიაწერენ. იციან, რომ ეს სახელი რაღაც
ახლობელს, მშობლიურს უნდა აღნიშნავდეს. ასეთად ისინი თავისი ცნობიერი
ცხოვრების დასაწყისში თავიანთ სახლს, მათს კარ-მიდამოს განიცდიან და ამ ქვეყნის
სახელსაც სწორედ მათ არქმევენ.

მერე და მერე მათი თვალსაწიერის გაფართოვების კვალობაზე ამ სახელის მოქმედების


არეალიც ფართოვდება, ლანდშაფტის ნიშნებს იძენს და ნელ-ნელა სამშობლოს ცნებას
უკავშირდება. რაც უფრო ლამაზი და ჰარმონიულია ეს ლანდშაფტი, მით უფრო
იზიდავს ის ბავშვის შინაგან არსებას, სიმპატიის ძალებს აღძრავს მასში და ამით თავის
გარემოსთან აქტიური დამოკიდებულებისაკენ უბიძგებს მას. მოსიყვარულე და
პასუხისმგებლობიანი დამოკიდებულება თავის გარემომცველ ლანდშაფტთან როგორც
სამშობლოსთან სწორად აკავშირებს მოზარდ ადამიანს მიწიერ პირობებთან და
თანამედროვეობის შესაფერი იდეალებით აღბეჭდილი აღზრდის პირობებში უქმნის
მას მყარ საფუძველს მსოფლიო მოქალაქედ განვითარებისათვის. ამდენად, ეს პატარა
კულტურული ლანდშაფტები, როგორც უშუალო სასიცოცხლო სივრცეები, ჰქმნიან
საფუძველს სამშობლოს გრძნობის განვითარებისა და ამით უმნიშვნელოვანეს
ელემენტს ადამიანთა იდენტობის ჩამოყალიბებისათვის.

მაგრამ მაინც შეიძლება ითქვას, რომ თანამედროვე პირობებში გარემოსთან შინაგანი


ძაფის გაბმა ზრდასრული ადამიანის შინაგანი აქტივობის, მისი გააზრებული
პასუხისბგებლობის საქმეცაა. ადამიანი, რომელიც შესძლებს თავის სოციალურ და
მატერიალურ გარემოს ისე შეხედოს, რომ ამ უკანასკნელისგან ლანდშაფტი, ე.ი.
ერთიანი ესთეტური ფენომენი შექმნას, აღმოაჩენს, რომ თავისი უშინაგანესი არსებით
დაკავშირებია მას, შეჰყვარებია იგი, ამის გამო პასუხისმგებლობა გასჩენია მის მიმართ
და ამას თუ მისდამი ზრუნვაც დაამატა, სამშობლოდაც შეუძენია ის. ესაა სამშობლოს
თანამედროვე, სამომავლოდ ორიენტირებული გაგება, რომელიც ადამიანის
სამშობლოდ აქცევს დედამიწის ყოველ კუთხეს, რომელსაც იგი გულის ძალებით
დაუკავშირდება და რომლისადმი პასუხისმგებლობას თავისი ღირსების საქმედ
აქცევს.

ასე რომ ლანდშაფტი თავისი სოციალური და მატერიალური კომპონენტებით როგორც


სამშობლო ერთის მხრივ მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს ადამიანის იდენტობის
ჩამოყალიბებაზე, ხოლო მეორეს მხრივ თვითონ ატარებს ადამიანის შემოქმედებითი
საქმიანობის ანაბეჭდს. ურთიერთზემოქმედების ეს ველი ქმნის საზოგადოებრივი
ცხოვრების არენას, რომელზეც ადამიანებს ეძლევათ შესაძლებლობა თავისი
ინდივიდუალური და სოციალური უნარების გაწონასწორებული, ჰარმონიული
განვითარება-გაფურჩქვნისა, რითაც ისინი ამ საზოგადოების კონფიგურაციას ქმნიან
და მის განვითარებას განაპირობებენ.

ლანდშაფტის ევროპის კონვენცია

ლანდშაფტის ასეთი გაგება აისახა ლანდშაფტის ევროპის კონვენციაში, რომელიც


ევროსაბჭოს მიერ 2000 წლის 20 ოქტომბერს ფლორენციაში იქნა წარმოდგენილი
ხელმოსაწერად და 10 სახელმწიფოს მიერ რატიფიცირების შემდეგ 2004 წლის 1 მარტს
შევიდა ძალაში. დღეისთვის ევროსაბჭოს წევრი 38 ქვეყანაა (მათ შორის საქართველოც,
სადაც ის 2011 წლის 1 იანვრიდან შევა ძალაში) გაერთიანებული ამ კონვენციაში,
რომელიც პირველად ევროპის ისტორიაში ლანდშაფტს როგორც ასეთს განიხილავს
კულტურულ მემკვიდრეობად, რომლის დაცვა და განვითარება საზოგადოების
ამოცანადაა დასახული. ეს კონვენცია ეხება როგორც ეგრეთწოდებულ ბუნებრივ ასევე
კულტურულ, როგორც ურბანულ ასევე პერიურბანულ და რურალულ ლანდშაფტებს
მიუხედავად მათი განსაკუთრებულობის ხარისხისა. აქ გადამწყვეტია ის, რომ
ლანდშაფტი ადამიანის სოციალური და მატერიალური საციცოცხლო გარემოა,
რომელიც მისი იდენტობის ჩამოყალიბებაზე გადამწყვეტ ზეგავლენას ახდენს და
რომელიც მისთვის ეგზისტენციალური მნიშვნელობისაა. ამით გამოკვეთილია მისი
უფლებაც თავის ლანდშაფტზე, რომლის ხელყოფა ადამიანის ერთ-ერთი უფლების
ხელყოფაცაა. მეორეს მხრივ ხაზგასმულია ის პასუხისმგებლობაც, რომელსაც ყოველი
ადამიანი უნდა ატარებდეს ლანდშაფტის დაცვისა და განვითარებისადმი. კონვენციის
ხელმომწერი სახელმწიფოების მთავრობები (მათ შორის საქართველოსიც)
კისრულობენ ვალდებულებას, შექმნან შესაბამისი ინსტრუმენტები ლანდშაფტის
დაცვის, მოვლის, აღდგენისა და განვითარებისთვის, და რაც მთავარია შექმნან
ლანდშაფტის თემის განათლების სისტემაში ინტეგრირების ინსტრუმენტები, რათა
სასიცოცხლო გარემოსადმი სწორი, პასუხისმგებლობიანი დამოკიდებულების
დანერგვა განათლების ერთ-ერთ ამოცანად იქცეს.
თემა 22. ბუნებრივ - ანთროპოგენური ლანდშაფტების მოდიფიკაცია და
კლასიფიკაცია

თანამედროვე ანთროპოგენურმა ლანდშაფტებმა, რომლებიც საკმაოდ მდგრად


ბუნებრივ-ანთროპოგენურ კომპლექსს წარმოადგენენ, თავიანთი განვითარების
რამდენიმე ეტაპი გაიარეს. ანთროპოგენური ლანდშაფტების გენეზისი და
მოდიფიკაციის სახის დასადგენად აუცილებელია სხვადასხვა მეთოდების, პირველ
რიგში, პალეოგეოგრაფიული მეთოდის გამოყენებით აღსდგეს კონკრეტული
ტერიტორიის პირვანდელი სახე, ანუ გამოვლინდეს ფონური ლანდშაფტები, რომლის
წიაღშიც აღმოცენდა ესა, თუ ის ანთროპოგენური ლანდშაფტი. თუმცა ისიც უნდა
აღინიშნოს, რომ ეს გარკვეულ სიძნელეებთან არის დაკავშირებული.ჯერ ერთი
იმიტომ, რომ საკმაოდ ხშირად ერთი და იმავე სახის ანთროპოგენური ლანდშაფტი
შესაძლებელია აღმოცენდეს და ჩამოყალიბდეს სრულიად სხვადსხვა გენეზისის
ბუნებრივი ლანდშაფტის ფონზე და მეორეც, ერთი და იმავე გენეზისის ბუნებრივი
ლანდშაფტი შეიძლება იყოს ანთროპოგენური ლანდშაფტის სხვადასხვა
მოდიფიკაციის საფუძველი. მაგალითად, მშრალი სუბტროპიკულიიორის ზეგბია
ბოსტნეულ-ბაღჩეული კულტურების ანთროპოგენური კომპლექსი ჩამოყალიბდა
ტუგაის ტყის ლანდშაფტის ადგილზე,ძირითადად მდინარეთა ჭალებში. აღნიშნულ
ტერიტორიაზე, ზეგნის მეირეული სტეპის წიაღში, ასევე ჩამოყალიბდა კულტურუკი
ლანდშაფტი. თუ პირველ შემთხვევაში ანთროპოგენური ლანდშაფტის ამ
მოდიფიკაციამ მისი განვითარების მხოლოდ ერთი სტადია გაიარა ( ტყის
ლანდშაფტის განადგურების შემდეგ მაშინვე შეიქმნა კულტურული ლანდშაფტი),
მეორე შემთხვევაში კულტურული ლანდშაფტის „ფესვები“ უსრო ღრმაა, კერძოდ,
ადამიანის ჩარევამდე აქ, ტყის ყავისფერ ნიადაგებზე ფუნქციონირებდა არიდული
მეჩხერი ტყის ლანდშაფტი, რომელიც შემდგომ (ტყის გაჩეხვის შედეგად) გარდაიქმნა
ჯაგ-ეკლიანი სტეპის ლანდშაფტად (მოდიფიკაციის I სტადია). თუმცა, ბუნებრივი
კომპლექსის მოდიფიცირება ამით არ დამთავრებულა: ბუჩქნარების გაჩეხვამ,
გადამეტძოვებამ სა სხვ. ჯაგეკლიანი სტეპი შეცვალა მეორეული სტეპით
(მოდიფიკაციის II სტადია) და უკანასკნელი სტადია (III)ამ მოდიფიკაციისას უკვე
კულტურული ლანდშაფტია - სტეპის ბტკ ბოსტნეულ-ბაღჩეული კულტურებით
ათვისებული. ზემოთ მოყვანილი მაგალითი ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ
ლანდშაფტის ფუნქციონირება სხვადასხვა პირობებსა და სხვადასხვა ინტენსივობით
მიმდინარეობდა და, თუ ჩვენ გვინდა, ანთროპოგენური ლანდშაფტების შეწავლა და
მისი დინამიკის პროგნოზირება, პირველ რიგში, აუცილებელია მისი წინამორბედი
(ფონური) ლანდშაფტის ხასიათის გამოკვლევა.
ლანდშაფტების კვლევის მეთოდიკაში დადგენილია, რომ ანთროპოგენური
ლანდშაფტების მოდიფიცირება სამი ძირითადი, ურთიერთგანსხვავებული
პროცესების ზემოქმედებით და წარმოიქმნება : ა) ბუნებრივი კომპლექსების
მოდიფიკაცია, განპირობებული მხოლოდ ბუნებრივი პროცესებით; ბ) მოდიფიკაცია,
განპირობებული ბუნებრივ-ანთროპოგენური პროცესებით და გ) მოდიფიკაცია,
რომელიც მხოლოდ ანთროპოგენური პროცესებითაა განპირობებული;პირველი
კატეგორიის ლანდშაფტების სახეცვლილებაში მონაწილეობს როგორც
გლობალური,ისე ადგილობრივი ფიზიკურ-გეოგრაფიული პროცესები,რომლებიც
ადამიანის ნებისაგან დამოუკიდებლად მოქმედნებ და ერთდროულად მთაშიც და
ბარშიც გვხვდებიან. ამ პროცესების ზემოქმედენით ლანდშაფტების
მოდიფიცირებისას ახლწარმოქმნილი ანთროპოგენური კომპლექსები ყალიბდება
„ძველი“ ბუნებრივი ლანდშაფტების ფონზე და შედის ნივთიერ-ენერგეტიკულ
ურთიერთობაში მათ მეზობელ ძველ ბუნებრივ კომპლექსებთან. მხოლოდ ფიზიკურ-
გეოგრაფიული პროცესებით ფორმირებული ანთროპოგენური ლანდშაფტების
მაგალითად შეიძლება დასახელდეს კავკასიონის ბორცვიან-მორენული ლანდშაფტი
მყინვარის ენის მიმდებარე ტერიტორიაზე. ეს ლანდშაფტი ყალიბდება მთის
მყინვარის უკან დახევის და მათ ადგილზე უზარმაზარი მორენული მასალის
დაგროვების გლობალური ხასიათის პროცესებით.საქართველოს ტერიტორიაზე ასეთი
ლანდშაფტი განსაკუთრებით ფართოდაა ფორმირებული მდ.ენგურის ზემო წელის
ხეობაში - სუბალპური და ალპური მდელოებით, ზოგან ბუჩქნარებითა და ტყეებით
(კერძოდ, არყნარით), შესაბამისის ნიადაგური საფარით და სიმაღლითი ზონისათვის
დამახასიათებელი ზოოცენოზით. ასე, რომ მყინვარული (ნივალური) ლანდშაფტი
ფიზიკურ-გეოგრაფიული პროცესების ზემოქმედებით გარგაიქმნა სუბალპურ და
ალპურ მთა-მდელოს ლანდშაფტად. ანალოგიურ მაგალითად გამოდგება
საქართველოს მთათაშორისი ბარისა და მიმდებარე ქედების მიჯნაზე, დამრეცი
ფერდობების ძირში, თანამედროვე ფიზიკურ-გეოგრაფიული პროცესების გავლენით
ჩამოყალიბებული საკმაოდ დიდი სიმძლავრის (50-100 მ.) გამოზიდვის კონუსები,
რომლებიც დაფარულია ბუჩქნარ-ბალახოვანი მდელოების ქვეშ ჩამოყალიბებული
ნიადაგის საკმაოდ მძლავრი ფენით და შესაბამისი ზოოცენოზებით. ამგვარად
ადამიანის ირიბი ზემოქმედების გარეშეც, აქ ჩამოყალიბდა ბუნებრივი ლანდშაფტი -
გამოზიდვის კონუსები და შლეიფები ტყე-ბუჩქნარ-ბალახოვანი მდელოებით,
ალუვიურ და პროლუვიურ ტყე-მდელოს ნიადაგებზე. ლანდშაფტის ეს სახე
ტიპურადაა დამახასიათებელი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ამიერკავკასიისათვის. ეს
არის ახალშექმნილი ბუნებრივი ლანდშაფტ უფრო ძველი ბუნებრივი ლანდშაფტის
ფონზე. მოცემული მაგალითი გვიჩვენებს, რომ ბუნებრივი კომპლესქსის
მოდოფიცირება ამ შემთხვევაში მოხდა მხოლოდ ბუნებრივ-ფიზიკურ-გეოგრაფიული
პროცესების ზემოქმედებით.
ბუნებაზე ადამიანის ესოდენ დიდი მასშტაბით ზემოქმედების პირობებში,
ფართოს არის გავრცელებული ბუნებრივ-ანთროპოგენური ოროცესებით
მოდიფიცირებული ლანდშაფტები. არსებითად, თითქმის ყველა სახეშცვლილი
(დარღვეული) ლანდშაფტი, როგორიცაა, მეორეული მდელოები და საძოვრები,
მეორეული ჯაგ-ეკლიანი სტეპები, მეორეული სუბალპური და ალპური მდელოები და
ა.შ. თავის მხრივ, წარმოადგენს ბუნებრივ ლანდშაფტებს, წარმოქმნის ბუნებრივ-
ანთროპოგენური პროცესებით. მიუხედავად იმისა, რომ კომპლექსები დარღვეულია
ადამიანის ზემოქმედებით, მათი განვითარება და ფუნქციონირება ბუნების ზოგადი
კანონებით მიმდინარეობს. რაც შეეხება ანთროპოგენურ პროცესებს, ის გამოიხატება
ტყის და ბუჩქნარის განადგურებით,გადამეტძოვებით, საძოვრების უზომო
გადატვირთვით და სხვ. ამ ორი პროცესის (ბუნებრივი და ანთროპოგენური)
ურთიერთმოქმედბით კი მოდიფიცირდება ანთროპოგენური ლანდშაფტის სხვადასხვა
სახე.
დაბოლოს, ლანდშაფტების მოდოფოკაცია შესაძლებელია მხოლოდ ადამიანის
ფაქტორის ზემოქმედებით. ამასთან, თუ ადამიანის მოღვაწეობა წინასწარ არის
დაგეგმილი, ჩვენ საქმე გვაქვს ადამიანის მიერ ბუნების მიზანდასახულ
გარდაქმნასთან. ამ პროცესის შედეგად ამ შემთხვევაში წინამორბედი (დარღვეული)
ლანდშაფტების ადგილზე ფორმირდება კულტურული ლანდშაფტები: სასოფლო-
სამეურნეო (აგროლანდშაფტი), სამრეწველო (ტექნოგენური), საწყლო-აკვალური,
სელიტებური (ურბოლანდშაფტები),ტყის ანთროპოგენური, საგზაო-სატრანსპორტო,
რეკრეაციული, ბელიგერაციული და სხვა.
ანთროპოგენური ლანდშაფტების ნებისმიერი მოდიფიკაციის შესწავლა უნდა
ემყარებოდეს ბუნებრივი (ფონური) ლანდშაფტების კვლევას, ვინაიდან ყოველი
სახეშეცლილი, გარდაქმნილი და შელოვნური ლანდშაფტებიც კი წარმოიქმნება
მხოლოდ ბუნებრივი ლანდშაფტების ფარგლებში და მის საფუძველზე.
ანთროპოგენური ლანდშაფტების კლასიფიკაციის საკითხს მრავალი ავტორი შეეხო
( მილკოვი, 1972, 1978; რიაბჩიკოვი, 1972; უკლება, 1983 და სხვა), რაც თავის თავად
გამოწვეულია ამ საკითხის დიდი სამეცნიერო პრაქტიკული მნიშნელობით.
მიუხედავად ამისა ჯერ კიდევ არ არის მიღებული და შეთანხმებული
ანთროპოგენური ლანდშაფტების ერთიანი საკლასიფიკაციო ერთეულთა სისტემა,
განსაკუთრებით მთიანი რეგიონებისათვის.ეს კი გარკვეულ უარყოფით გავლენას
ახდენს ამ კომპლექსის სისტემურ კვლევასა და შემდეგ პროგნოზირებაზე.
ანთროპოგენური ლანდშაფტების არსებული საკლასიფიკაციო სისტემები ემყარება
სხვადასხვა კრიტერიუმს: შინაარსს, გენეზისს,სამეურნეო გამოყენებას,
თვითრეგულაციიც ხარისხსა და არსებობის ხანგრძლივობას, ადამიანის ბუნებაზე
ზემოქმედების სიღრმეს, წამროშობის მიზანდასახულობას, ასევე ლანდშაფტის
რღვევის ხასისხსადა და ანთროპოგენიზაციის პროცესის თავისებურებას. განვიხილოთ
ანთროპოგენური ლანდშაფტების კლასიფიკაციის რამდენიმე სქემა.
ა. რეაბჩიკოვი ბუნებრივი ლანდშაფტების სტრუქტურის ცვლილების ხარისხის
მიხედვით გამოყოფს ანთროპოგენური ლანდშაფტების შემდეგ ძირითად ჯგუფს:
1. პრაქტიკულად უცვლელი ბუნებრივი ლანდშაფტი (მყინვარები როგორც
პოლარული ისე მაღალი მთის, ექსტრაარიდული უდაბნოები არა
ექსპლუატირებული ტყეები და მდელოები, მათ შორის ნაკრძალები და
სხვა დაცული ტერიტორიები.
2. სუსტად სახე შეცვლილი ლანდშაფტები, სადაც ძირითადი ბუნებრივი
კავშირები არ არის დარღვეული (რაციონალურად ექსტლუატირებული
ტყეები, ბუნებრივი მდელოები, გეგმაზომიერი საძოვრები, წყალსატევები
და ეროვნული პარკები;
3. დარღვეული ლანდშაფტები ადამიანის მიერ ბუნებრივი რესურსების
ხანგრძლივი არარაციონალური გამოყენებით ( მეორადი ტყეები,
ჯუნგლისა და მაქვისის ჯიშის ნარგავები, სავანეენი, ბუქჩნარები და
მეჩხერი ტყეები);
4. ძლიერ დარღვეული ლანდშაფტები ანუ ანთროპოგენული ბედლენდები,
წარმოქმნილი ზემოაღნიშნულ მიზეზებთან ერთად, ბუნებრივი
პროცესების არამდგრად პირობებში ( ეროზიული ბედლენდი, მეორედი
დამლაშება და დაჭაობება, ლატერიტური და თაბაშირის ქერქი, მოძრავი
ქვიშები, ანთროპოგენური კარსტი, მიტოვებული სამთო გამონამუშევარი
და სხვა);
5. გარდაქმნილი ანუ კულტურული ლანდშაფტი (ბაღები, მრავალწლიანი
კულტურების პლანტაციები, ნათესები, ტყის ნარგავები, საგარეუბნო ტყე-
პარკები, ქარსაცავი ზოლები და სხვა);
6. ადამიანის მიერ ბუნებრივ საფუძველზე შექმნილი ხელოვნური
ლანდშაფტები, მათ შორისაა დასახლებული პუნქტები ქალაქები და
სოფლები, სამრეწვლო-ენერგეტიკული და სატრანსპორტო კვანძები,
მიწისზედა კომუნიკაციები, წყალსაცავები და სხვა;
როგორც ვხედავთ, აქ მოცემულია თანამედროვე ლანდშაფტების კლასიფიკაცია მათი
სტრუქტურის ცვლის ხარისხის მიხედვით და არა ანთროპოგენულლი ლანდშაფტების
დაჯგუფება ამასთან, ძლიერ დარღვეული ლანდშაფტები წარმოდგენილია მხოლოდ
ბედლენდებით. თუმცა ადამიანის ზემოქმედებიტ ძლიერ დარღვეული ბუნებრივი
ლანდშაფტების არეალი უფრო ფართოა.
საქართველოს ანთროპოგენულ ლანდშაფტებს ეხება ალ. ჯავახიშვილის შრომები.
იგი გამოყოფს ლანდშაფტების ორ ძირითად ჯგუფს 1. ფიზიკურ-გეოგრსფიული ანუ
ბუნებრივი და 2. კულტურულს.
მიმოიხილავს რაზემოაღნიშნულ სქემებს, ქართველი გეოგრაფი დ. უკვება (1983)
აღნიშნავს, რომ ანთროპოგენური ლანდშაფტების კლასიფიკაციისას, თითოეული
ტაქსონისათვის ერთდროულად როგორც სამეურნეო ისე ბუნებრივი
თავისებურებების მითითება ართულებს მის პრაქტიკულ გამოყენებას. ამ
შემთახვევაში საკმარისია ანთროპოგენური ლანდშაფტების დაჯგუფება შინაარსისა და
გენეზისის, ასევე, მიწის გამოყენების ფორმების მიხედვით.
სქემა
ანთროპოგენური ლანდშაფტების კლასიფიკაცია (დ. უკლება, 1983)

ანთროპოგენური ლანდშაფტები მიწის გამოყენების


ძირითადი ფორმები
ლანდშაფტის ლანდშაფტის ტიპი ლანდშაფტის სახე
კლასი
1.კულტურული სასოფლო - ა)მრავალწლიანი 1.ციტრუსების კულტურები
ლანდშაფტები სამეურნეო კულტურების 2.ჩაის პლანტაციები
ლანდშაფტები ლანდშაფტები 3.ვენახები
4.ხეხილის ბაღები
ბ)მარვცლეული 1.სიმინდის ყანები
კულტურების 2.ხორბლის, ქერის, ჭვავის
ლანდშაფტები ყანები
3.სასილოსე კულტურები
გ)ბაღჩეულ - 1.ბოსტნეული კულტურები
ბოსტნეული 2. ბაღჩეული კულტურები
კულტურების
ლანდშაფტები
დ)ტექნიკური 1.მზესუმზირის ნათესები
კულტურების 2.ეთერ-ზეთოვანი
ლანდშაფტები კულტურების ნათესები
3.ბამბის ნათსები
4.ჯუთის, სელის, კანაფის
ნათესები
ე)ხელოვნური 1.მთა-ხეობის ტერასული მ
ტერასული მიწათმოქმედება
მიწათმოქმედება
2.სამრეწველო ა)საფაბრიკო 1.ღია კარიერები
(ტექნოგენური) საქარხნოკომპლექსე
ლანდშაფტები ბი
ბ)სამთო 1.ექპლოატირებული და
გამონამუშევრების მიტოვებული კარიერები
ლანდშაფტები 2.ტერიკონები
3.ნავთობ-გაზის კოშკურები
გ)სატრანსპორტო 1.სარკინიგზო
კომუნიკაციების 2.საავტომობილო გზები
ლანდშაფტები 3.მილსადენები
3.ანთროპოგენურ - ა)წყალსატევების, 1.წყალსატევები
აკვალური სარწყავი და 2. სარწყავი და დასაშრობი
ლანდშაფტები დასაშრობი არხები
სისტების
ლანდშაფტები
4.სელიტებური ა)დასახლებული 1.საქალაქო განსახლების
ლანდშაფტები პუნქტების მიწები
ლანდშატები 2.სასოფლო განსახლების
მიწები
3.პოსტსელიტებური მიწები
5.ტყის ა)ტყე-ბუჩქნარების 1.ხელოვნური ტყის
ანთროპოგენური ლანდშაფტები ნარგავები
ლანდშაფტები 2.ქარსაცავი ტყის ზოლები
3.პარკები და ბაღბი
6.ბელიგერაციულ 1.დამცავი მიწის თხრილები
ი ლანდშაფტები 2.ტრანშეები და
სიანფორმაციო ტერასები
3.საბრძოლო მოქმედების
მიწაყრილები
2.სახეშეცვლილი 7.მდელო- ა)მეორეული 1.ნატყევარი მდელოები და
(დარღვეული) საძოვრული მდელოები და მდელოს სტეპი
ლანდშაფტები ლანდშაფტები საძოვრები 2.მეორეული სუბალპური
მდელოები
3.მეორეული ბუჩქნარული
სტეპი
4.მეორეული (დარღვეული)
სტეპი
ბ)პასკვალურ - 1.დარღვეული
დეგრესიული (დეგრადირებული
მდელო სუბალპური)მდელოები
2.დარღვეული ალპური
მდელოები
8.ტყის ა)მეორეული 1.სუბალპური ბუჩქნარიანი
დარღვეული მეჩხერი ტყე მეჩხერი ტყე
ლანდშაფტები 2.არიდული მეორეული
ტყე-ბუჩქნარი
ბ)მეორეული 1.მთისწინეთის მეორეული
მთისწინეთის საშ. ტყე-ბუჩქნარი
მთების ტყე 2.დაბალ და საშ. მთის
ბუჩქნარები

გ)მეორეული ტყე- 1.ვაკის მეორეული


ბუჩქნარიანი ვაკის მდელო-ბუჩქნარი
ლანდშაფტები 2.მეორეული ვაკის
ტყეები

თემა 23. გამოყენებითი ლანდშაფტმცოდნეობა


ლადშაფტმცოდნეობა თავის მხრივ, მთელი თავისი ისტორიის მანძილზე მჭიდროდ
უკავშირდებოდა სამეურნეო პრაქტიკას. ამგვარ ურთიერთობათა სფერო
განსაკუთრებით გაიზარდა უკანასკნელი 10-15 წლის განმავლობაში. თვით
გამოყენებით ლანდშაფტმცოდნეობაში განვითარება დაიწყო მთელმა რიგმა
მიმართულებებმა: საინჟინრო, სამედიცინო, რეკრეაციულმა, არქიტექტურულმა,
დაგეგმარებითმა, საინფორმაციო მიმართულებებმა და სხვა.
განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიება ლანდშაფტმცოდნეობაში გეოეკოლოგიურ
გამოკვლევებს, რომლებიც საშუალებას იძლევა კომპლექსურად იქნეს შესწავლილი
გარემოში მიმდინარე ეკოლოგიურ პროცესთა ხასიათი. გეოგრაფიული გარემოს
ოპტიმაცია წარმოუდგენელიაქ ბუნებრივ კომპლექსთა: გეოსისტემათა ყოველმხრივი
შესწავლის გარეშე. ლანდშაფტმცოდნეობაში ფართოდაა გავრცელებული აზრი, რომ
რაციონალურ ბუნებათსარგებლობა ესაა გეოსისტემათა ოპტიმაცია, და საბოლოო
ჯამში, კულტურულ ლანდშაფტთა შექმნა.
სწორედ კულტურულ ლანდშაფტთა დაგეგმარება წარმოადგენს გამოყენებითი
ლანდშაფტმცოდნეობის ძირითად მიზანს.
გამოყენებითი სახის ლანდშაფტურმა გამოკვლევებმა გვიჩვენა, რომ ისი საჭიროა
ეყრდნობოდეს ლანდშაფტურ გამოკვლევათა შედეგებს. კერძოდ, უდიდესი
მნიშვნელობა ენიჭება ლანდშაფტურ რუკას, როგორც საფუძველს სხვადასხვა სახის
ბუნებრივ-ტერიტორიულ კომპლექსთა გამოყენებითი შეფასებისათვის, მათი -
ათვისების რეკომენდაციებისათვის, მელიორაციისათვის და ა. შ.
გამოყენებითი სახის ლანდშაფტური გამოკვლევები სამ თანმიმდევრულ ეტაპად
დაიყოს. პირველია - გასისტემითი ინვენტარიზაცია. ანუ მათი გამოვლენა,
კიარტოგრაფირება, აღწერა, სისტემატიზაცია, შემდეგი ეტაპია გეოსისტემათა შეფასება
ანუ მათი დაჯგუფება სამეურნეო ათვისებულობის ან ადამიანისათვის გამოდგომის
კრიტერიუმების მიხედვით. შეფასებაში ამავე დროს იგულისხმება ბუნებრი-
ტერიტორიულ კომპლექსთა სტრუქტურის, ბუნებრივი პირობებისა და რესურსების
ყოველმხრივი ანალიზი, ასევე ფასდება მისი ’’ურთიერთდამოკიდებულება’’
მოსახლეობასთან, საინჟინრო კომუნიკაციებთან და ნაგებობებთან, ადამიანთა
სამეურნეო საქმიანობის სხვადასხვა ფორმებთან. მესამე ეტაპია რეკომენდაციების
შემუშავება, რომელიც ტავის მხრივ უნდა ეყრდნობოდეს მოცემული პერიოდისთვის
ლანდსაფტების სტრუქტურის მოსალოდნელი ცვლილებების ფართო ანალიზსა და
პროგნოზს. ლანდშაფტურ-გეოგრაფიული პროგნოზირება კი ახალი პრობლემაა
ლანდშაფტმცოდნეობაში.
გამოყენებითი ლანდშაფტური გამოკვლევების პირველი ორი ეტაპი მეტ-ნაკლებად
განხილული იქნება ქვემოთ ამჟამდ ჩვენ შევჩერდებით მხოლოდ მესამე -
ლანდშაფტურ-გეოგრაფიული პროგნოზირების საკითხებზე.
ლანდშაფტურ-გეოგრაფიული პროგნოზი ტავისი შინაარსითა დაშემუშავების
მეთოდიკით შეიძლება წარმოდგენილ იქნეს სხავადასხვა ფორმით. ეს ფორმები
დაკავშირებულია პროგნოზის სივრცობრივ და დროით მასშტაბებზე,
მიმართულებებზე, გეოსისტემათა თავისებურებებზე.
სივრცობრივ პროგნოზულ მასშტაბებს მიეკუთვნებათ პლანეტარიუმი,
რეგიონალური და ლოკალური გეოსისტემური პროგნოზი. გეოგრაფიული პროგნოზის
დროითი მასშტაბი შეიძლება ასევე განხილული იქნეს ფართო დიაპაზონში-
პროგნოზის დაგეგმილი, საჭირო პერიოდიდან გამომდინარე.
ლანდშაფტურ-გეოგრაფიული პროგნოზირების მეთოდები საკმაოდ
მრავალფეროვანია და გამოიყენებიან პროგნოზის ტიპისა და მასშტაბის მიხედვით.
ყველაზე გავრცელებულია ექსტრაპოლაციია მეთოდი, რომელიც ეყრდნობა წარსულში
დაკვირვებადი მოვლენის შესახებ არსებულ მონაცემბს, რომელთა განზოგადებაც
ხდება შემდგომ მომავალზე, ასევე ფართოდ გამოიყენება მათემატიკური
იმიტაციისათვის.
ცალკეულ პროგნოზთა ვერიფიკაცია ხდება მეთოდით, რომელსაც ექსპერტული
შეფასება ეწოდება (სპეციალისტთა პასუხების გადამუშავება).
ლანდშაფტურ-გეოგრაფიული პროგნოზირებაში სულ უფრო და უფრო ჯეროვან
ადგილს იკავებს გეოგრაფიულ ანალოგთა და ინდიკაციური მეთოდები (თანამედროვე
პროცესთა ინდიკაცია ხშირად მიგვანიშნებს მათი განვითარების ტენდენციაზე -
დაჭაობება, ტბების ამოშრობა, მრავალწლიანი მზრალობის დინამიკა და ა. შ.).
ლანდშაფტურ-გეოგრაფიული პროგნოზირების შემდგომი განვითარებისათვიოს
არსებითია ორი ძირიოთადი პირობა. პირველი - ლანდსაფტმცოდნეობის თეორიული
განვითარება, განსდაკუთრევით იმ ნაწილებისა, რომლებიც ეხება გეოსისტემათჱა
სტრუქტურას, ფუნქციონირებას, დინამიკასა და ევოლუციას, მეორეც - საჭიროა
არსებული გეოგრაფიული ინფორმაციის მუდმივი, ხარისხობრივი და რაოდენობრივი
განახლება.
ლანდშაფტთა დაგეგმარება
ლანდშაფტთა ეკოლოგიური თავისებურებების გამოვლენა და შესწავლა მჭიდროდ
უკავშირდება მათი დაგეგმარების ძიტრითად პრინციპს, რაც გეოსისტემათა
პრაქტიკული გამოყენების ყოველმხრივ დასაბუთებული გეოსისტემათა შექმნაში
გამოიხატება. ამგვარი პროექტები სასურველია ასახავდეს ლანდშაფტთა სოციალურ-
ეკონომიკური გამოყენების მიზანმიმართულებას, საზოგადოების მზარდ მოთხოვნათა
დაკმაყოფილების გზებს, ლანდშაფტთა მიერ გარემოს აღმდგენ ან რესურსაღმდგენ
თვისებათაპოტენციურ შესაძლებლობებს.
სწორედ ამგვარ მიდგომითაა განპირობებული ის, რომ ლანდშაფტური გეგმიდან
დაგეგმარება მთელ რიგ ქვეყნებში ტერიტორიული, რეგიონული და დარგობრივი
დაგეგმარების ერთიანი სისტემის ნაწილად იქცა.
ლანდშაფტური დაგეგმარება მოცემული ტერიტორიის ლანდშაფტური გეგმიდან
უნდა გამომდინარეობდეს, ლანდშაფტური გეგმა კი თავისი არსით ბტკ-თა
შენარჩუნებისაა და ოპტიმალური გამოყენების მიზანმიმართულ პროგრამას უნდა
წარმოადგენდეს.
ლანდშაფტური გეგმის შემუშავება სამი საფეხურისაგან შედგება. პირველი
ლანდშაფტური ანალიზია, მეორე - ანალიზზე დამფუძნებელიპროგნოზი, ხოლო
მესამე - კონსტრუქციულ წინადადებათა შემუშავების პროცესი.
ლანდშაფტური გეგმის შემუშავების სრულყოფილი პროცესი მთელი რიგი
ლანდშაფტურ-გეიგრაფიოული თავისებურებების გამოვლენასა და შესწავლას
მოითხოვს. კერძოდ, საჭიროა ჩატარდეს ლანდშაფტთა ეკოლოგიური ინვერტარიზაცია
(პასპორტიზაცია), შევისწავლოთ მათი თანამედროვე მდგომარეობა, პოტენციალი,
პროდუქტიულობა, მდგომარეობა ბუნებრივ თუ ანთროპოგენულ ზემოქმედებათა
შესრულების ეფექტიანობა.
ლანდშაფტთა ეკოლოგიური პასპორტი უნდა მოიცავდეს ინფორმაციას მოცემული
გეოსისტემის ფარგლებში მიმდინარე გეომორფოლოგიური პროცესების შესახებ,
დატენიანებიუს ხასიათზე, მცენარეულ პოპულაციაზე, ნიადაგურ პროფილის
მორფოლოგიურ თავისებურებებზე, ვერტიკალური სტრუქტურის ტიპებზე, აერო-,
ლითო-, ჰიდრო-, ფიტო და პედომასათა რაოდენობასა და ხარისხზე, ფუნქციონირების
ტიპზე (მზის ენერგიის ტრანსფორმაცია, ტენბრუნვა, ბიოგეოციკლი, გრავიგენული და
სხვა პროცესები) ლანდშაფტურ -გეოფიზიკურ მდგომარეობაზე , ანთროპოგენული
ტრანსპორმაციის ხასიათზე.
ლანდშაფტთა ეკოლოგიურ პასპორტში აღნუსხული ინფორმაციის ანალიზი
საშუალებას იძლევა დავადგინოთ ბუნებრივი გარემოს თანამედროვე მდგომარეობა. აქ
შესაძლებელია გამოიყოს შემდეგი ტიპები - პირობითად უცვლელი, მცირედ
შეცვლილი, სახეშეცვლილი, კულტურული, საქალაქო თუ სასოფლო დასახლებათა,
ნაკრძალ ტერიტორიათა ლანდშაფტები.
ლანდშაფტური გეგმის შემუშავების შემდეგი ეტაპი ბტკ-ის პოტენციალის
დადგენაა. იგი მთლიანადაა დამოკიდებული ლანდშაფტთა ბუნებრივ თვისებებზე.
გამოყენების მიმართულებასა და ფართობზე. პოტენციალი შეიძლება იყოს: ბიოტური,
წყლის, მინერალურ-სარესურსო, სამშენებლო, რეკრეაციული, თვითგამწმენდის და
ბიოტური რეგულირების. არის შემთხვევები, როცა ლანდშაფტს ერთდროულად
რამდენიმე სახის პოტენციალი გააჩნია.
ლანდშაფტთა პოტენციალი მიდროდ უკავშირდება მათ პროდუქტიულობას. მასში
იგულისხმება ნივთიერებისა და ენერგიის რაოპდენობა, რომელსაც განსაზღვრულ
პერიოდში გამომუშავებას ან ქმნის ბტკ.
ლანდშაფტური დაგეგმარების შემდეგი ეტაპია ლანდშაფტთა მდგომარეობის
გარკვევა ბუნებრივი თუ ანთროპოგენული ხასიათის ზემოქმედების მიმართ.
ლანდსაფტთა მდგრადობა ჯერაც შეუსწავლელი საკითხია ლანდშაფტმცოდნეობაშჳ.
თეორიული თვალსაზრისით, ესაა თვისება, უნარი, რომლითაც ბტკ წინააღმდეგობას
უწევს ეკოლოგიური წონასწორობიდან გამომყვან ძალებს. ბუნებრივ ძალებში
ძირითადად იგულისხმება მოვლენები, ხოლო ანთროპოგენული ხასიათის
ზემოქმედებაში - სასოფლო. სატყეო და საქალაქო მეურნეობის ტიპები. ლანდშაფტები
მდგრადობის მიხედვით იოფიან შემდეგი ერთეულებად:
1. მთლიანად ან პრაქტიკულად მდგრადი (იცვლება ლანდშაფტის ვერტიკალური თუ
ჰორიზონტალური 10%) ზომიერად მდგრადი (იცვლება 10-30 %), ნაწილობრივ
მდგრადი (30-50%), არამდგრადი (იცვლება 50-75%), ეკოციდი (ლანდშაფტში
მთლიანად იცვლება ბიოგეონოზი) ან გეოციდი (იცვლება ან ნადგურდება
ლანდშაფტის ყველა კომპონენტი.
იმისდა მიხედვით, თუ როგორია ლანდსაფტთა მდგრადობის ხარისხი, მათში
ცალკეულ პროცესთა მიმდინარეობის ხასიათი, პროდუქტიულობა, სტრუქტურა,
ფუნქციონირებისა და დინამიკის თავისებურებანი, დგინდება ლანდშაფტის მიერ ამა
თუ იმ სოციალურ-ეკონომიკური (საზოგადოებრივი)ფუნქციის შესრულების
შესაძლებლობა.
ლანდშაფტთა სოციალურ-ეკონომიკური ფუნქციები მრავალფეროვანია. მათგან
ძირითადია სამი: რესურსწარმოებითი, გარემოს შემქმნელი და ბუნების დაცვითი.
ლანდშაფტს შეუძლია ერთდროულად რამდენიმე სახის ფუნქცია შეასრულოს.
ამასთან, არსებობს ფუნქციებში გარკვეული შეზღუდვებიც, რაც გამოწვეულია
ლანდშაფტში ერთი რომელიმე პროცესის უპირატესობა განვითარებით (საკურორტო-
რეკრეაციული დატვირთვა ხელს უშლის მრეწველობის განვითარებას,
ქალაქმშენებლობა - სოფლის მეურნეობის და ა. შ.).
კონკრეტული ლანდშაფტისათვის ამა თუ იმ სოციალურ ეკონომიკური ფუნქციის
დადგენა ტერიტორიული, ლანდშაფტური დაგეგმარების საკვანძო საკითხია. სწორედ
ამ გზით უნდა წარიმართოს ლანდშაფტთა მართვა, ბუნებრივ გფარემოს პროგნოზულ
მდგომარეობათა და ბუნების ურთიერთობის რთული პრობლემების გადაჭრა.

საქართველოს გეოინფორმაციული სისტემა


ლანდშაფტმცოდნეობაში თეორიული კონცეფციის - სივრცე-დროითი ანალიზისა
და სინთეზის გამოყენებამ სდაშუალეა მოგვცა შექმნილიყო მოქმედი გეოგრაფიული
ინფორმაციული სისტემა. ამგვარ სისტემათა ძირითდი ამოცანაა დაინტერესებულ
ორგანიზაციებს ოპერატიულად მიაწოდოს ინფორმაცია ბუნებრივი გარემოს
მდგომარეობათა და მათ ცალკეულ მახასიათებელთა რაოდენობრივ-ხარისხობრივი
მაჩვენებლის შესახებ.
ამჟამად თსუ აეროკოსმოსურ ლაბორატორიაში წარმატებით მოქმედებს
საქართველოს გეოინფორმაციული სისტემა, რომელიც ოპერატიულად ამუსავებს
ინფორმაციას რესპუბლიკის ლ;ანდსაფტთა დღე-ღამური მდგომარეობებისა და მათი
ლანდშაფტურ-გეოფიზიკური მახასიათებლების შესახებ.
საქართველოს გეოინფორმაციული სისტემა მოიცავს შემდეგ ქვესისტემებს:
1. ინფორმაციის. მისი წყაროებია: მარტყოფის ფიზიკურ-გეოგრაფიული სტაციონარი,
ლაგოდეხის, ვაშლოვანისა და მიუსერას ნაკლძალში ორგანიზებული
ნახევარსტაციონარები, აეროვიზუალური გამოკვლევების კონკრეტული შედეგები,
ჰიდრომეტრსამსახურის - მონაცემები და სხვა საჭირო მასალები.
2. ინფორმაციის დამუშავებისა და ანალიზის: აქ ხორციელდება მიღებულ მონაცემთა
შედარებითი ანალიზი. მათი სივრცე-დროითი დიფერენციაცია: დგინდება
ლანდშაფტთა დღე-ღამური მდგომარეობები და მათი მახასიათეაბლების
თავისებურებანი.
3. მონაცემთა ბანკის: ეს გეოინფორმაციულ სისტემათა ერთ-ერთი ძირითადი
ნაწილია. აქ თვმოყრილია ლანდშაფტების შესახებ არსებული მთელი ინფორმაცია,
ინახება ის პროგრამები, ალგორითმები და კონცეფტები, მათი ლანდშაფტურ-
გეოფიზიკური მახასიათებლები.
4. კარტოგრაფირების: მისი საშუალებით ხორციელდება როგორც ძირითად
მონაცემთა (ლანდშაფტთა მდგომარეობის), ასევე ნაწარმოებ (ცალკეულ ლანდშაფტურ-
გეოფიზიკურ თავისებურებათა( რუკათა ოპერატიული შექმნა და გამობეჭდვა.
გეოფორმაციული სისტემები საჭიროა შეიქმნას ან დაინერგოს სახალხო მეურნების
მთელ რიგ დარგებში. ამჟამად, მომქმედი სისტემის გამოყენება უკვე შსაძლებელია
საქართველოს სოფლის ან სატყეო მეურნეობის ოპერატიული ინფორმაციული
უზრუნველყოფით საქმეში. ცალკეულმა გამოთვლებმა გვიჩვენა, რომ სოფლის
მეურნეობაში ოპერატიული ინფორმაციის ჯერ კიდევ მაშინ, თუკი ერთიანი ამ დარში
წარმოებუ8ლი პროდუქციის მოცულობა გაიზრდება 0. 05 %-ით.

თემა 24. აგროლანდშაფტები


სასოფლო-სამეურნეო (აგრო) ლანდშაფტები

კულტურული ლანდშაფტების კლასში ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული


მოდიფიკაციაა სასოფლო-სამეურნეო (აგრო) ლანდშაფტების ტიპი.

აგრო ლანდშაფტების ფართობმა ჩვენს პლანეტაზე უკვე ტყის ფართობს გადააჭარბა.


ისინი ძირითადად ფორმირდებიან სარწყავი, არა სარწყავი და საძოვრული
მიწატმოქნედების რაიონებში და თავისი ფუნქციონირების თავისებურებით
წარმოადგენენ ანთროპოგენური ლანდშაფტების განსაკუთრებულ კატეგორიას. ის არა
მარტო ყველაზე ფართოდ გავრცელებული მოდიფიკაცია, არამედ ანთროპოგენური
ლამდშაფტების უძველესი ტიპია, წარმოქმნილი დაახლოებით 7-8 ათასი წლის წინ.

საქართველოს ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტია


აგროკულტურები.თუმცა სასოფლო-სამეურნეო სავარგულების მაღალი ხარისხის
მიუხედავად, მოსავლიანობა აქ საკმაოდ დაბალია და სულ მცირე, ორჯერ ჩამორჩება
საშუალო ევროპულ მაჩვენებელს.

საქართველოს სასოფლო-სამეურნეო კულტურების ნათესი ფართობები და წარმოება


(2000 წ.)

კულტურა ფართობი წარმოება მოსავლიანობა


ათ.ჰა ათ.ტონა ც/ჰა
სულ 594,7
მარცვლოვანი დამარცვლოვან პარკოსანი 378,8
მათ შორის;
საშემოგომო ხორბალი 107,2 219,2 20,4

საგაზაფხულო ხორბალი 4,0 6,9 17,3

საშემოდგომო ქერი 10,7 19,4 18,2

საგაზაფხულო ქერი 17,6 31,4 17,8

სიმინდი 223,4 490,5 22,3


10,2 9,4 5,3
მარცვლოვან-პარკოსანი
75,8
ტექნიკური კულტურები
მათ შორის: 1,8 2,1 11,9

თამბაქო 71,4 40,5 6,2

მზესუმზირა 1,9 1,1 5,8

სოიო 85,7

კარტოფილი და ბოსტნეული
მათ შორის: 34,1 443,3 130,0

კარტოფილი 43,4 417 96,0


8,2 108,2 131,7
ბოსტნეული
54,4
ბაღჩეული
21,0 48,4 23,0
საკვები, მათ შორის:
33,0 78,9 23,9
ერთწლიანი ბალახები
0,1 0,6 54,3
მრავალწლიანი ბალახები
სასილოსე სიმინდი

საქართველოს ტერიტორიაზე აგრო ლანდშაფტები სახეთა მთელი კომპლექსით


წარმოდგენილია მთათაშორის ბარში და ეს ბუნებრივიცაა, ვინაიდან სწორედ აქაური
ბუნება განაპირობებს მრავალდარგოვანი სასოფლო-სამეურნეო, მათ შორის
სუბტროპიკული კულტურების (დასავლეთ საქართველოში) ოპტიმალურ
განვითარებას.დასავლეთ საქართველოში სასოფლო-სამეურნეო ლანდშაფტების ტიპი
წარმოდგენილია რამდენიმე სახით: 1. მრავალწლიანი კულტურები, 2. მარცვლოვანი
კულტურები, 3. ბაღჩეულ-ბოსტნეული კულტურები, 4. ტექნიკური კულტურები, 5.
ხელოვნური ტერასული მიწათმოქმედება, 6. სუბტროპიკული კულტურები და ა.შ.

ბუნებაზე ადამიანის ზემოქმედების სიღრმისა და მასშტაბის მიხედვით, სასოფლო-


სამეურნეო ლანდშაფტები აქ რამდენიმე ჯგუფად იყოფა:

1.ფიტოგენური ლანდშაფტები - ძირეულად სახეშეცვლილია ბუნებრივი


მცენარეულობა ( ნათესები, ბაღები სა საძოვრები).
2.პედოგენური ლანდშაფტები - ძირეულად შეცვლილია ნიადაგური საფარი,
მაგალითად, ოაზისები აგროირიგაციული ნიადაგებით; კოლხეთის პლანტაციებით და
ბაღებით ათვისებული ტერიტორიები ადრე დაჭაობებული ნიადაგებით; დაშრობითი
მელიორაციით წარმოქმნილი მდელოები, ბაღები და ველის ლანდშაფტები მდელო-
ველის ნიადაგებით.

3.ლითოგენური ლანდშაფტები - ძირეულად შეიცვალა გრუნტი და რელიეფი,


მაგალითად, ბაღები, სიმინდის, ჩაის და სხვა კულტურების პლანტაციები ადამიანის
მიერ ხელოვნურად შექმნილ ტერასებზე; სასოფლო-სამეურნეო ლანდშაფტების ეს
ჯგუფი ტიპურადაა წარმოქმნილი კოლხეთის გორაკ-ბორცვებზე; მეორე სახესხვაობას
წარმოადგენს ბაღები, ვენახები, მდელოები კარიერებისა და ნაყარი კომპლექსების
ლეკულტივაციის შედეგად შექმნილ ტერიტორიებზე.

4.ხელახლა შექმნილი სასოფლო-სამეურნეო ლანდშაფტები ანუ ნეოლანდშაფტები -


წარმოიქმნება ადამიანის ზემოქმედებით ტერიტორიის ერთი ვარიანტის მეორეთი
შეცვლის შედეგად. ამის ტიპური მაგალითია ე.წ. პოლდერები (ჰოლანდია). ჩვენშიც,
შავი ზღვისპირა თხელი შელფის ათვისების შედეგად, შესაძლებელია მაღალ
ნაყოფიერი ბაღების და ველების მიღება.

ბუნებაზე ანთროპოგენური ზემოქმედების საკმაოდ მაღალი ხარისხით გამოირჩევა


სასოფლო-სამეურნეო, კერძოდ, სამიწათმოქმედო (აგრო) ლანდშაფტები, რომელიც
აძლიერებს ზედაპირულ და ხაზობრივ ეროზიას, ნიადაგის დეფლაციას, ხელს უწყობს
ტერასული საფეხურების გამარტივებას, ეგზოდინამიკური პროცესების გააქტიურებას,
საბოლოოდ კი, რელიეფის მიკრო და ნანოფორმების ნიველირება-გაქრობას. ეს
უკანასკნელი სახნავ-სათესი ფართობების პირდაპირ პროპორციულია, რაზეც
მეტყველებს შემდეგი მონაცენები.

საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ფართობების დინამიკა (ათ. ჰა)


(ჟ. ზონენაშვილი, 2003)

ნათესი კულტურები წ ლე ბ ი
1940 1960 1980 1988 1995 1998
ნათესი სართობი - სულ 896 829 739 734 453 616
მათ შორის: 748 472 317 272 260 405
მარცვლოვანი კულტურები
სიმინდი 355 226 125 109 142 220
ხორბალი და ქერი 366 175 166 134 95 179
ტექნიკური კულტურები 52 40 48 41 41 59
კარტოფილი 25 22 34 30 23 34
ბოსტნეული 14 23 35 39 29 42
საკვები კულტურები 53 270 298 345 98 53

საკმაოდ საინტერესოა ანთროპოგენური ზემოქმედების კოეფიციენტის


საშუალებით (ბალური შეფასებით) „ანთროპოწნეხის“ ინტენსივობის დადგენის
საკითხი .

ზემოაღნიშნულთან ერთად, აღსანიშნავია ისიც, რომ როგორც მთლიანად


კომპლექსი, ისე მისი ცალკეული კომპონენტი (სახეშეცვლილ მდგომარეობაშიც)
გავლენას ახდენს სოფლის მეურნეობაზე. მათ შორის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკაზე.
ზოგი მეცნიერი (жученко, 1981) მიუთითებს იმაზე, რომ სოფლის მეურნეობის
დაგეგმარებაში აუცილებელია ბუნებრივი ლანდშაფტების მდგომარეობის
გათვალისწინება. ამიტომ, ისინი მიღებულია სოფლის მეურნეობის ტერიტორიული
ორგანიზაციის ერთ-ერთ ძირითად ობიაექტად (федина, 1984). ამდენად,
ლანდშაფტები და სოფლის მეურნეობა ერთიანობაშია, რის გამოც ისინი უნდა
განიხილებოდეს ერთიან ლანდშაფტურ-სამეურნეო სისტემად, სადაც
ურთიერთზემოქმედებს ბუნებრივი და ადამიანის მიერ შექმნილი კომპონენტები.
აღნიშნული სისტემა ძირითადად მოიაზრება ორი - ბუნებრივი და სასოფლო-
სამეურნეო - ქვესისტემის სახით. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ თითოეული
აგროკულტურა მოითხოვს განსაზღვრულ ლანდშაფტურ გარემოს. მაგალითად,
კავკასიის მთისა და ბარის ლანდშაფტებში დომინირებს ლანდშაფტურ-საძოვრული
და ლანდშაფტურ-სამიწათმოქმედო სისტემები, თუმცა ეს უკანასკნელი მთებში
შეზღუდულადაა გავრცელებული.

„ანთროპოწნეხის“ ინტენსივობა

(პაივნკო, 2006)

სასოფლო-სამეურნეო სამრეწველო- საქალაქო და


№ ზემოქმედება ტექნოგენური სატრანსპორტო
ზემოქმედება მშენებლობების
ზემოქმედება
კოეფიციენტ ბაღები კოეფიციენტ ბაღები კოეფიციენტი ბაღები
ი ი

1 0,345 -0,550 1 0,001-0,004 1 0,001-0,010 1


2 0,551-0,700 2 0,005-0,010 2 1,011-0,035 2
3 0,701-0,830 3 0,011-0,016 3 0,,36-0,070 3

ლანდშაფტურ-საძოვრულსისტემაში, განსაკუთრებით ძოვების პერიოდში,


შეინიშნება მცენარეთა სახეობრივი (ზოგჯერ ასოციაციური) ცვლა, ბალახეული
საფარის პროდიქტიულობა, ეროზიული პროცესების გაძლიერება და ა.შ.
აშსანიშნავია, რომ ეს ქვესისიტემა ძირითადად ყალიბდება ადამიანის უშუალო
ზემოქმედების გარეშე და ადამიანიც სარგებლობს ბუნების „წყალობით“.
მოგეხსენებათ, სასოფლო-სამეურნეო ზემოქმედება ბუნებაზე ანთროპოგენური
ფაქტორის ერთ-ერთი უძველესი სახეობაა, რომელიც ოდითგანვე იყენებდა
ოპტიმიზაციის ისეთ ხერხებს, როგორიცაა ხელოვნური სასუქების, შხამ-ქიმიკატების
და ბიოსტიმულატორების გამოყენება, რასაც თან ახლდა ბუნებრივი გარემოს ქიმიური
წონასწორობის რღვევა და ცოცხალი ორგანიზმების , მათ შორის ადამიანის
ფუნქციური მდგომარეობის გაუარესება. ცნობილია, რომ მოსავლიანობის გაზრდის
მიზნით, აუცილებელია სასუქების რაოდენობას თანდათანობით გაზრდაც.
ამასთანავე, მცენარის მიერ აუთვისებელი სასუქის გარკვეული ნაწილი ამოვარდება
ხოლმე ბუნებრივი წრებრუნვიდან. ხოლო მავნე მწერებს უმუშავდებათ იმუნიტეტი
პესტიციდების მიმართ. ამ შემთხვევაში , ბუნებრივია, აუცილებელია პესტიციდების
რაოდენობის ზრდა და ახალი ტექნილოგიების დანერგვა მავნებლების
წინააღმდეგ.ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბ. კომონერი (1974), სავსებით
მართებულად, აზოტოვან სასუქებს ნარკოტიკს ადარებს: რაც მეტი დოზით
გამოიყენებენ , მით მეტია მასზე მოთხოვნილება. ამგვარად, აგროლანდშაფტი
თავისთავად საკმაოდ სახეშეცვლილი ანთროპოგენური მოდიფიკაციაა, რომელიც
შესაბამისად, ბუნებრივი გარემოს წონასწორობის საკმაოდ ძლიერ რღვევას იწვევს.

რაც შეეხება ლანდშაფტურ-სამიწათმოქმედო სისტემას, მას ძირითადად ადამიანი


ქმნის ტექნიკის გამოყენებით, ამიტომ შეინიშნება ბუნებრივი ლანდშაფტის
(ძირითადად მცენარეულობის და ნიადაგის) საგრძნობიცვლილებები. მიუხედავად
ამისა, სისტემის ფუნქციონირება უმთავრესად კვლავ ბუნებრივი კანონზომიერებებით
მიმდინარეობს.

კავკასიის ლანდშაფტური-სასოფლო-სამეურნეო სისტემები

(პაენკო, 2006)

სასოფლო- საძოვრული სამიწათმოქმედო


სამეურნეო
მარცვლეული ბაღები ვენახები ბოსტნეულ. ჩაის
ქვესისტემები
კულტურები კულტურებ პლანტაციები

ლანდშაფტური ი
სისტემები

მთის მდელოს + - - - -

მთის მდელო - + + + - -
სტეპური

მთის სტეპური + + + - -

მთის ტყე- + + + + +
სტეპური

მთის არიდულ + + + + +
მშრალ-სტეპური
მთის ტყის ნოტიო - - - - -

სუბტროპიკული - - + + + +

როგორც ცხრილიდან ჩანს, კავკასიის ლანდშაფტურ-სამიწათმოქმედო სისტემაში


დომინირებს მთის სტეპური მარცვლობები, მთის სტეპური მებაღეობა, მთის სტეპური
მებოსტნეობა და მეხილეობა; არის სისტემები, რომლებიც დამახასიათებელია
მხოლოდ ცალკეული ტერიტორიებისათვის, მაგალითად, მთის ტყის ნოტიო
სუბტროპიკული მეჩაიეობა დასავლეთ ამიერკავკასიაში.

ლანდშაფტური აგროსისტემები ღია სისტემების და მასში მიმდინარეობს


ნევთიერებისა და ენერგიის მუდმივი ცვლა როგორც სტრუქტურის შიგნით, ისე
მეზობელ სისტემებს შორის. როგორც აღინეშნა, აგროლანდშაფტების სივრცითი
სტრუქტურა ძირითადად განპირობებულია ბუნებრივი ფაქტორებით, ამიტომაც, მისი
ეფექტურობა და პროდუქტიულობა დამოკიდებულის როგორც ლანდშაფტის
ბუნებრივ პოტენციალზე, ისე სოციალურ-ეკონომიკურ და ტექნიკურ ფაქტორებზე.

ლანდშაფტური სასოფლო-სამეურნეო სისტემა შესაძლებელია ფუნქციონირებდეს


განუსაზღვრელად ხანგრძლივ პერიოდში, მის მდგომარეობაზე მუდმივი
მონიტორინგის (კონტროლის) პირობებში. თუ ადამიანი შეწყვეტს ლანდშაფტის
გამოყენებას სასოფლო-სამეურნეო მიზნით, სისტემა ირღვევა და მის ნაცვლას ადგილს
იკავებს მეორეული ბუნებრივი ლანდშაფტი ( ბუნებრი-ანთროპოგენური).

რაც შეეხება ლანდშაფტურ სასოფლო-სამეურნეო (აგრო) სისტემის მდგომარეობას, ეს


იმდენად მრავალრიცხოვან ფაქტორზეა დამოკიდებული, რომ საკითხი დგემდე
სადავო და გადაუჭრელია. თუმცა, არსებობს მოსაზრება იმის შესახებ, რომ
ლანდშაფტები, რომლებმაც განიცადეს სასოფლო-სამეურნეო ზემოქმედება,
მაკლებმდგრადი, ან თითქმის არამდგრადია (звонкова, 1980), რაც, ჩვენი აზრით, სხვა
მრავალ ფაქტორთან ერთად, უმთავრესად დამოკიდებულის თვით სასოფლო-
სამეურნეო კულტურის მდგრადობაზე.
ბუნებრიბ ლანდშაფტებთან შედარებით გამარტივებულია აგროლანდშაფტების
სტრუქტურაც, განსაკუთრებით შეცვლილია ფიტოკომპონენტი. აქ იქმნება
კულტურული მცენარეულობის ერთი თანასაზოგადოება (მონიკულტურა), თუმცა,
ბუნებრივია, ის ცვლის ნიადაგის ზოგ თვისებას, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ
კულტურული მცენარეულობა განსაკუთრებით „ხარბად“ შთანთქავს ორგანულ და
ქიმიურ ნივთიერებებს და ხელს უშლის აღდგენით პროცესებს. მაგალითად, ნოტიო
სუბტროპიკულ მთისწინეთის ტყის ლანდშაფტების ჩაის პლანტაციებში, ცაცხვის და
წაბლის ფოთლებთან შედარებით ჩაის ფოთლები ნიადაგებიდან ნიკელის 3-ჯერ,
ხოლო მანგანუმის 16-ჯერ მეტ რაოდენობას შთანთქავს, ასევე 2-ჯერ მეტია მათში
ალუმინის შემცველობა (козаренкоб 1980).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასოფლო-სამეურნეო რესურსების შემდგომი


ათვისებისა და ინტენსიფიკაციის მიზნით, აუცილებელია აგროლანდშაფტების უფრო
ღრმა კვლევა და მასში მიმდინარე ბუნებრივი პროცესების ინტენსივობის მეცნიერული
ანალიზიდა კარტოგრაფირება, არც ხელს შეუწყობს ამ სისტემების მდგრადობის და
ბუნებრივი წონასწორობის შენარჩუნებას, ასევე კულტურული მცენარეულობის
მოსავლიანი ჯიშების დანერგვას, წარმატებული აგროტექნიკური ღონისძიების
შემუშავებას. ყოველივე ეს კი შექმნის სასოფლო-სამეურნეო წარმოების
პროდუქტიულობის ამაღლების საკმაოდ მყარ და საიმედო საფუძველს.

ქვემოთ, კონკრეტულ მაგალითად მოგვყავს ერთ-ერთი ანთროპოგენური


აგროლანდშაფტის - კოლხეთის ვაკე-დაბლობის ფარგლებში ჩამოყალიბებული
ნოტიო სუბტროპიკული ბორცვიანი ვაკე-დაბლობები, ერთწლიანი კულტურებით,
ჩაის პლანტაციებით, სუბტროპიკული კულტურებით ( უმთავრესად
ეთერზეთოვნებით) ყვითელმიწა და წითელმიწა ნიადაგებზე - კომპლექსური
დახასიათება.

აგროკომპლექსის რელიეფი წარმოადგენს მცენარეთა საკმაოდ ხშირი ქსელით


დანაწევრებულ ბორცვიან ვაკეს, დაბალი ტერასებით. რელიეფის მითოლოგიური
საფუძველია თიხებით, თიხნარებითა და ქვიშებით აგებული მეოთხეული ნაფენები.
თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი დაფარული
თიხნარი ნაფენების საკმაოდ მძლავრი ფენით. გარდა ამისა, აღნიშნული ლანდშაფტის
რელიეფის აგებულებაში მონაწილეობას ღებულობს თანამედროვე თიხნარი-ქვიშნარი
სა დელუვიურ-პროლოვიური ნაფენები, რომლებიც ძირითადად ლოკალიზებულია
ბორცვების შედარებით დამრეც ფერდობებზე შლეიფების სახით. მათვე მიეკუთვნება
ე.წ. ლატერიტები, რომელთა გამოფიტვის ქერქზეც ხდება წითელმიწების ფორმირება.

ლანდშაფტის რელიეფი - ბორცვიანი ვაკე-დაბლობი,ერთი შეხედვით, მარტივი და


ერთფეროვანია, თუმცა, მისი უფრო დეტალური კვლევის შედეგების ანალიზით, ის
ლანდშაფტის საკმაოდ რთული, მრავალფეროვანი კომპონენტია, რომელიც იყოფა
რამდენიმე მიკრომორფოლოგიურ ერთეულად: ა) დაბალი ბორცვები - მოსწორებული
ზედაპირებით, მეოთხეული ნაფენებით, ბ) მდინარეთაშორისი ტალღოვანი ვაკეები -
მეოთხეული და თანამედროვე ნალექებით და გ) მდინარეთა სახეობები - დაბალი
ტერასების ფრაგმენტებითა და ალუვიური ნაფენებით.

აღნიშნული ბუნებრივი კომპლექსის რელიეფი, სამეურნეო გამოყენების


თვალსაზრისით, საკმაოდ ხელსაყრელია მთელი რიგი სასოფლო-სამეურნეო
კულტურის ოპტიმალური განვითარებისათვის. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ
ტერიტორიის უმეტეს ნაწილში საკმაოდ ინტენსიურია ეროზიული და დენუდაციური
პროცესები. ამ უკანასკნელთა უარყოფითი ზემოქმედებისაგან რელიეფის დაცვის ერთ-
ერთი მნიშვნელოვანი ღონისძიებაა ხელოვნური ტერასების მოწყობა (მთა-ხეობური
ტერასული მიწათმოქმედება). სწორწდ ასეთ ტერასებზეა „შეფენილი“ ჩაის
პლანტაციები.

ზღვის ნოტიო სუბტროპიკულ ოლქში ფორმირებული ლანდშაფტი, ბუნებრივია,


განიცდის შავი ზღვიდან მონაბერი დასავლეთის ჰაერის მასების განსაკუთრებით
ძლიერ გავლენას. ამიტომაც, მთელი წლის განმავლობაში დამახასიათებელია
ზღვიური,ჭარბტენიანი, სუბტრიპიკული კლიმატი, რბილი ზამთრით და ცხელი
ზაფხულით: ყველაზე ცივი თვის, იანვრის, საშუალო ტემპერატურა აქ მერყეობს 4,7 -
5,20C (ოჩხამური - 4.70, ცეცხლაური - 5,20 ) ფარგლებში; ყველაზე ცხელი თვის,
აგვისტოს, ტემპერატურა კი 220C აჭარბებს, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ლანდშაფტი
სითბოს საკმაოდ დიდ რაოდენობას ღებულობს.
საკმაოდ მაღალი, მაგრამ იშვიათია ჰაერის აბსოლუტური მაქსიმალური
ტემპერატურა და აღწევს 410C (70 წელიწადში ერთხელ ან ორჯერ). აბსოლუტურ
ტემპერატურათა საშუალო მაჩვენებელი კი 35-360 -ია. სასოფლო-სამეურნეო მიზნით,
საკმაოდ მნიშვნელოვანია .

ლანდშაფტის თერმული პირობები სავსებით დამაკმაყოფილებელია არა მარტო ჩაის,


არამედ ერთწლიანი და ზოგი ციტრუსოვანი კულტურის ზრდა-განვითავრებისთვის.

აგროლანდშაფტების პოტენციალის განმსაზღვრელი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი


ფაქტორია ჰაერის ფარდობითი სინოტივე, რომელიც ლანდშაფტის გავრცელების
ფარგლებში წლის ყველა თვეში და, განსაკუთრებით სავეგეტაციო პერიოდში, ჰაერის
შეფარდებითი სინოტივე საკმაოდ მაღალია, რაც, შესაბამისად, ფიტომასის
პროდუქტიულობის მაღალ მაჩვენებელს უზრუნველყოფს. ჰიდრომაჩვენებლებს
შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ლანდშაფტგანმსაზღვრელი ფაქტორია
ატმოსფერული ნალექების რაოდენობა და მისი სივრცითი გავრცელების

ცხრილში მოყვანილი მონაცემები იმაზე მეტყველებს, რომ წლის ყველა სეზონში ეს


მაჩვენებელი ხელს უწყობს ლანდშაფტის ბიოკომპონენტების ხელსაყრელ
განვითარებას.

საკვლევი ლანდშაფტის არეალში ბატონობს დასავლური და სამხრეთ-დასავლური


ქარები, საკმაოდ ხშირია სამხრული ქარების მოქმედებაც. იშვიათია აღმოსავლური და
ჩრდილო-აღმოსავლური რუმბის

ამგვარად, შეიძლება დავასკვნათ, რომ ლანდშაფტის ჭარბტენიანი ზღვიური


სუბტროპიკული კლიმატი - რბილი, თბილი ზამთრით, ხანგრძლივი და საკმაოდ
ცხელი ზაფხული; ვეგეტაციური პერიოდის საკმაო ხანგრძლივობა და სითბოს დიდი
მარაგი, ასევე, ჰაერის მაღალი სინოტივე მთელი წლის განმავლობაში, ქარების
ზომიერება და სხვ. სავსებით საკმარისი და კომფორტულია ლანდშაფტის ან სასოფლო-
სამეურნეო ტიპის განვითარებისათვის. აღსანიშნავია, რომ ადამიანის ხანგრძლივი
სასოფლო-სამეურნეო ზემოქმედება აისახება ბუნების არა მხოლოდ
ბიოკომპონენტებზე, არამედ მის შედარებით კონსერვატულ კომპონენტებზეც,
როგორიცაა ნიადაგი, რელიეფი და ა.შ. მაგალითად შეიძლება მოვიყვანოთ ოჩხამურის
მიდამოების ნიადაგური საფარი, სადაც ეს უკანასკნელი ძირითადად წითელმიწებითაა
წარმოდგენილი. ნიდაგწარმომქმნელი ფაქტორებისა და, უმთვრესად, ადამიანის
სამეურნეო ზემოქმედებით ისინი აქ რამდენიმე სახესხვაობით გვევლინებიან. მათი
ჰუმუსოვანი ჰორიზონტი საკმაოდ მძლავრია ( 25-30 სმ), ჰუმუსის შემცველობა კი
5-7 %-ია. რაც საკმაოდ მყარ საფუძველს ქმნის მრავალფეროვანი სასოფლო-სამეურნეო
კულტურების ზრდა-განვითარებისათვის.

ბუნებაზე ხანგრძლივი და მრავალმხრივი ზემოქმედება განსაკუთრებით ნათლად


აისახა აღნიშნული ლანშაფტის მცენარეულ საფარზე, რის შედეგადაც ბუნებრივი
მცენარეულობა აქ თითქმის მთლიანად განადგურებულია და შეცვლილია სასოფლო-
სამეურნეო სავარგულებით, კერძოდ, ერთწლიანებით, ჩაის და სუბტროპიკული
კულტურებით. თუმცა, ჯერ კიდევ შემორჩენილი ტყის ცალკეული ელემენტები იმის
საშუალებას იძლევიან, რომ აღვადგინოთ წარსული მცენარეული საფარი. მით უმეტეს
ახლო ისტორიულ-გეოგრაფიული წყაროების ანალიზი გვიჩვენებს, რომ ბორცვიანი
ვაკე-დაბლობები თითქმის მთლიანად დაფარული იყო ( ადამიანის ჩარევამდე)
ტყეებით, რომელსაც ქმნიდა თხმელა ( მურყანი), იმერული მუხა, ჰართვისის მუხა,
წაბლი, რცხილა, ცაცხვი და სხვ. ხშირი ქვეტყითა და ლიანებით.

ამჟამად კოლხეთში, სასოფლო-სამეურნეო ლამდშაფტების გარდა, ათვისებულ


ტერიტორიების გამოყენება ხდება ტყე-პარკების, ტყის ხელოვნური ნარგავების (ფოთი,
ქობულეთი) და სხვ. გასაშენებლად.
თემა 25. რეკრეაციული ლანდშაფტები

კულტურულ ლანდშაფტთა ჯგუფის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოდიფიკაციაა


რეკრეაციული ტერიტორიული სისტემები (რტს), რომლებიც თავის მხრივ ,
ტურისტულ-რეკრეაციული რესურსის ერთ-ერთი ძირითადი შემადგენელი ნაწილია.
რეკრეაციული სისტემა, ზოგადად, საკურორტო მკურნალობის,დასვენებისა და
ტურიზმისათვის განკუთვნილი დაწესებულებების, ასევე რეკრეაციული რესურსების ,
დამსვენებელთა (რეკრეანტთა) კონტიგენტის, მოსამსახურე პერსონალისა და
მართვითი ორგანოების ერთობლიობაა, რომელიც გაარკვეულ ტერიტორიაზე
ჩამოყალიბდა ბუნებრივი პირობების შესატყვისად.
უკანასკნელ პერიოდში უაღრესად დიდი მნიშვნელობა შეიძინა ფიზიკურ-
გეოგრაფიულმა (ლანდშაფტურმა) კვლევებმა ტურიზმისა და დასვენების
ორგანიზაციის მიზნით. შეიქმნა გეოგრაფიული მეცნიერების ახალი მიმართულება -
რეკრეაციული გეოგრაფია, რომლის კვლევის ობიექტია რეკრეაციული სისტემები
მჭიდროდ ურთიერთმოქმედი ქვესისტემები: დამსვენებლები (რეკრეანტები),
ბუნებრივ-ტერიტორიული კომპლექსები, ტექნიკური სისტემები, მოსამსახურე
პერსონალი.
ბუნებრივია , პრობლემის აქტუალობა შემთხვევითი არ არის, ვინაოდან ადამიანთა
მნიშვნელოვან ნაწილს წელიწადში 100-120 დღე გამოთავისუფლებული აწვს და მისი
რაოდენობა (თანამედროვე ტექნოლოგიების პირობებში) თანდათან იზრდება. ამასთან
ერთად, დღითი დღე მატულობს (განსაკუთრებით დიდ ქალაქებში)
დისკომფორტული პირობები, როგორიცაა სატრანსპორტო ხმაური, ჰაერის
დაჭუჭყიანება, ინფორმაციის სიუხვე სა სხვ. ყოველივე ეს უბიძგებს ადამიანს
მყუდროება და სიმშვიდე (დროებით მაინც) ეძებოს ბუნების წიაღში. აქვე უნდა
აღვნიშნოთ ისიც, რომ მშობლიურ გარემოსთან, ისტორიულ-ხუროთმოძღვრულ
ძეგლებთან, ეთნოგრაფიულ ობიექტებთან მუდუმივი სიახლოვე და ურთიერთობა
ადამიანს (განსაკუთრებით ახალგაზრდას) უღვიძებს პატრიოტიზმის გრძნობას,
უყალიბებს პიროვნებას დადებით მორალურ თვისებებს სა ა.შ.
დასვენების ობიექტების არაორგანიზებული კონცეტრაცია, თავის მხრივ, იწვევს
ბუნებრივი კომპლექსების გადატვირთვას რეკრეანტთა ჭარბი რაოდენობით, რომელიც
ხშირად იმ ზომამდე იზრდება, რომ იწვევს ბტკ-ს რღვევას ეკოციდის დონეზე და
ზოგჯერ მის მის სრულ გაუდაბურებასაც კი (გეოციდი).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აუცილებელია მეცნიერულ დონეზე
დაფუძვნებული დასვენების სწორი ორგანიზაცია, რაშიც, უპირველეს ყოვლისა,
ფიზიკური გეოგრაფიის სპეციალისტის (ლანდშაფტმცოდნის) უშუალო მონაწილეობაა
აუცილებელი, რამდენადაც რეკრეაციული სისტემის ერთ-ერთი ძირითადი
შემადგენელი ნაწილია ბუნებრივი გარემო. ამ მიზნით აუცილებელია:
1.სარეკრეაციო ობიექტის ბუნებრივი პირობების შეფასება რეკრეაციული მიზნით,
ანუ ბუნებრივი გარემოს რეკრეაციული ხელსაყრელობის (კომფორტულობის)
ხარისხის განსაზღვრა.
2)ბუნებრივი კომპლექსების რეკრეანტთა დატვირთვის მიმართ მდგრადობის (მასზე
ზემოქმედების ოპტიმალური ნორმის) დადგენა ბტკ-ს კეთილსასურველი თვისებების
შენარჩუნების მიზნით.
3) ბუნებრივი კომპლექსების რეკრეაციული ზონირება, მათ შორის იმ ბტკ-ის
გამოვლენა, რომელიც ნაკლებ ან თითქმის გამოუსადეგარია ლანდშაფტურ-
რეკრეაციული თვალსაზრისით. ბუნებრივ-რეკრეაციული რესურსების ოპტიმალური
გამოვლენის მიზნით ტერიტორიის დაგეგმარება მიზანშეწონილია ჩატარდე ორ
ეტაპად:
ა) რეკრეაციული ზონების დაპროექტება დასვენების ობიექტების ოპტიმალური
განლაგების რელომენდაციის მიზნით (რაიონული დარაიონება)
ბ) დასვენების ობიექტების დეტალური (მსხვილმასშტაბიანი) არქიტექტურული
დაგეგმარება.
გარემოს რეკრეაციულ შეფასებაში ყველაზე საპასუხისმგებლო და რთული იმ
ფაქტორების შერჩევა, რომელიც უშუალოდ ზემოქმედებს ბტკ-ს მიმზიდველობაზე.
აქ ყურადღება უნდა მიექცეს იმას, თუ რა მოთხოვნას უყენებს რეკრეანტი ბუნებას
დასვენების პერიოდში. ამას კი, თავის მხრივ, განსაზღვრავს რეკრეანტის ასაკი,
განათლება, კულტურის დონე, ჯანმრთელობის მდგომარეობა და სხვ.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე,აუცილებელია ტერიტორიის
დიფერენციაცია (ზონირება) ბტკ-ს მიმზიდველობის ზუსტი რაოდენობრივი
კრიტერიუმების საფუძველზე. კერძოდ, სად განლაგდეს წყნარი დასვენების
ობიექტები, სპორტული კომპლექსები, საბანაო-სათევზაო ადგილები სა ა.შ.
ბუნებრივ-რეკრეაციული დაგეგმარების პირველ, რაიონულ ეტაპზე,
შესაძლებელი და საკმარისია მხოლოდ რეკრეანტთა ინტეგრალური
მოთხოვნილებების გათვალისწინება და შესაბამისად, ბტკ-ის მიმზიდველობისა და
ცალკეული ღირებულებების ზოგადი შეფასება. ამ ეტაპზე უნდა შემოვიფარგლოთ
მხოლოდ გარემოს იმ კანონზომიერებების შეფასებით, რომელიც მას რეკრეანტთა
დიდი ნაწილისათვის ხელსაყრელია და მიმზიდველს ხდის. ამ უკანასკნელს კი
განსაზღვრავს: ბტკ-ის ესთეტიკური ხარისხი, მისადგომლობა, წყლით
(განსაკუთრებით სასმელი) უზრუნველყოფა, ფაქტორთა მრავალფეროვნება და .აშ.
ბუნებრივია, ბტკ-ის ესთეტიკური (პეიზაჟური) ღირებულება განსხვავებულია მთის
და ბარის ზონაში, რაც განისაზღვრება შემდეგი მაჩვენებლებით: რელიეფის
ჰორიზონტალური დანაწევრებით, ზედაპირის დახრილობის კუთხის საშუალო
მაჩვენებლებით (ვერტიკალური დიფერენციაცია), ტყიანობით (%-ში), ტყის
სახეობრივი შემადგენლობით, საწყლო ქსელის სიხშირით ერთეულ ფართობზე(კმ/კმ 2).
კვლევების შედეგად დადგენილია, რომ ზემოთ ჩამოთვლილ ფაქტორთაგან ბტკ-ს
მიმზიდველობაზე მოქმედი ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორია ტყიანობის
კოეფიციენტი. ამიტომაც, 10 -ბალიანი შეფასებით, ამ მაჩვენებელს შეიძლება მიენიჭოს
2 ბალი, დანარჩენს კი - 1 ბალი.
რაც შეეხება ესთეტიკურობის მაჩვენებელს მდინარის ხეობაში, აქ ძირითადი
ხეობის განფენილობა (სიგანე), სიღრმე, აგებულება (ჭალისზედა ტერასების არსებობა,
ფერდობის დანაწევრება, რღვევის ხარისხი), ტყიანობის მაჩვენებელი და ტყის
სახეობრივი შემადგენლობა.
საქართველოს რეკრეაციული რესურსების პოტენციალი
(1000ადგილი/დღე) (მ.ბლიაძე-ბორძიკული,1998)

სარეკრეაციო პოტენციალი სარეკრეაციო პოტენციალი


რაიონი 1000ადგილი/დღე რაიონი 1000ადგილი/დღე
დასავლეთი 518,8 აღმოსავლეთი 241,2
საქართველო საქართველო
აფხაზეთი 225,0 თბილისი 95,7
აჭარა 75,0 ბორჯომ-ბაკურიანი 55,6
კოლხეთი 115,0 მთიანეთი 21,7
ქუთაისი 58,4 მესხეთ -ჯავახეთი 24,2
სვანეთი 20,8 კახეთი 27,0
რაჭა-ლეჩხუმი 19,6 სამაჩაბლო 17,0

როგორვ ცხრილში მოყვანილი მონაცემებიდან ირკვევა, საქართველოს შეეძლო


(1998 წლისათვის) 750 ათასი რეკრეანტის განთავსება. ბუნებრივია ეს ძველ, საბჭოთა
სტანდარტებს ეფუძვნება, მაგრამ ბოლო წლების ინვესტიციებმა ტურისტულ
ბიზნესში დაგვანახა, რომ ჯეროვანი მართვის პირობებშიშესაძლებელი იქნება ამ
რესურსის თანდათანობით ამოქმედება.
რეკრეაციული თვალსაზრისით საინტერესოა საქართველოს ბუნებრივ-
კომპონენტური შეფასებ. პირველ რიგში, აღსანიშნავია საქართველოს კონტესტული და
მრავალფეროვანი რელიეფი (0-5000 მ-ზე მეტი დიაპაზონით),რომელიც დიდ გავლენას
ახდენს საკურორტო-ტურისტული მეურნეობის განვითარებაზე. რეკრეაციული
ინფასტრუქტურის მშენებლობისა და სათანდო განაშენიანებისათვის ერთობ
ხელსაყრელი პირობებია შავიზღვისპირა ზოლში. რელიეფით განპირობებული
ლამაზი პეიზაჟები, ჯამრთელი კლიმატი და მიმზიდველი გარომო დადებითად
მოქმედებს ავადმყოფისა და რეკრეანტის გუნება-განწყობილებაზე. ასვე
მნიშვნელოვანი ადგილი უკავია რეკრეაციულ რესურსებს შორის კლიმატს.
საქართველოს ახასიათებს განსაკუთრებული კლიმატური მრავალფეროვნება
(დაწყებული მაღალი მთის მარადი თოვლისა და მყინვარების ნანო კლიმატით,
დამთავრებული შავიზღვისპირეთის ნოტიო სუბტროპიკული და აღმოსავლეთ
საქართველოს არიდული ველის კონტინენტური კლიმატით). ზოგადი სამედიცინო
კლიმატური მაჩვენებლების (მზის რადიაცია, მზის ნათების ხანგრძლივობა,
ატმოსფერული ცირკულაცია და სხვ.) მიხედვით, საქრთველოს ტერიტორიაზე
შესაძლებელია გამოიყოს სამი კლიმატურ-საკურორტო ზონა:1. შავიზღვისპირა
სანაპირო, 2. მთის, 3. ველის ცხელი და მშრალი.
ბუნებრივ-ესთეტიკურ ფაქტორებთან ერთად, დამსვენებელსა და რეკრეანტს
იზიდავს ზღვის საუკეთესო სამკუნალო თვისებები - მარრილებითა და იოდით
მდიდარი ჰაერი, მტვრისა და მავნე ბაქტერიების სიმცირე, ჰაერის თანაბარი
ტემპერატურა და სისუფთავე, ასევე მუდმივი, სასიამოვნო სანაპირო ქარები და სხვა.
განსაკუთრებული სამკურნალო მნიშვნელობა აქვს მთის ჰავას. ის დადებითად
მოქმედებს ისეთ დააავადებებზე, როგორიცაა - ფილტვის ტუბერკულოზი, პლევრიტი,
სისხლნაკლებობა, ბრონქიალური ასთმა, ნერვასთენია და სხვა. ცნობილია, რომ მთის
ჰავა ხასიათდება მსუბუქი იონების სიჭარბით, სასარგებლო არომატული
ნივთიერებების შემცველობით, ეს უკანასკნელი კი უხვადაა წიწვოვანი ტყის ზონაში.
არანაკლები საკურორტო-რეკრეაციული პირობებით გამოირჩევა საქართველოს
დაბალმთანეთი (500-1000 მ.ზ.დ.) და საშუალომთიანი (1000-1500 მ.ზ.დ.) ზონები.
სწორედ აქ არის თავმოყრილი ჩვენი ქვეყნის სამთო-კლიმატური და ბალნეოლოგიური
კურორტების (ნაბეღლავი,ზვარე, ნუნისი) უმეტესი ნაწილი. ზღვის დონიდან 1500 მ-
ზე მაღლა, უპირატესად, სამთო-კლიმატური კურორტებია (აბასთუმანი, წაღვერი,
ცემი, ბორჯომი, ლიკანი, კიკეთი, მანგლისი), ზომიერად თბილი ზამთრით,
ხანგრძლივი და მძლავრი თოვლსაფარით და ზომიერად გრილი ზაფხულით.
მაღალეფექტური საკურორტო-სამკურნალო ფაქტორია მინერალური წყლები,
რომლის ფართო არჩევანია საქართველოში. ისინი განსხვავდებიან აირნაჯერობით,
საერთო მინერალიზაციით, ბიოლოგიურად აქტიური მიკროკომპონენტების
შემადგენლობით და სხვა მაჩვენებლებით. მინერალური წყაროს რიცხვი ჩვენში 2000-ს
მლრდ/
აჭარბებს, 130 ლ დღეღამური დებიტით. მათი უმეტესი ნაწილი კი
ჰიდრიკარბონატული და გოგირდ-წყალბადიანი წყაროებია.მთათაშორის ბარში
ძირითადად აღნშნულია ჰიპერთერმული წყლების ქლორ-ნატრიუმიანი და ნატრიუმ-
კალციუმიანი მინერალიზაციით. მათ ბაზაზე ფუნქციონირებს კურორტები - მენჯი,
ცაიში, გაგრა, სოხუმი, უჯარმა, სულორი, თბილისი ნუნისი და სხვა. მნიშვნელოვანი
ბალნეოლოგიური რესუსრსია აგრეთვე ახტალის, კუმისის,, ქილაკუპრას და სხვ.
სამკურნალო ტალახები.
თემა 26. აკვალური ლანდშაფტები
ანთროპოგენურ - აკვალური ლანდშაფტები

ანთროპოგენულ ლანდშაფტთა მოდიფიკაციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სახეა


ანთროპოგენურ-აკვალური კომპლექსები, რომლებიც წარმოდგენილი
ანთროპოგენური წყალსატევებით, სარწყავი და საშრობი არხებით და მათი მიმდებარე
ტერიტორიებით. განსაკუთრებით მკვეთრია ანთროპოგენური ცვლილებები
ჰიდრიტექნიკურ ნაგებობათა მშენებლობისას. მნიშვნელოვანი ფართობების
დატბორვასთან ერთად, ამ დროს აქ ადგილი აქვს წყალსატევების სანაპიროებზე
აბრაზიული, გრავიტაციული, კარსტული და სხვ. პროცესების გააქტიურებას.

ჩვენს პლანეტაზე შექმნილია ათასობით წყალსაცავი საერთო ფართობით 300 ათასი კმ 2


(კასპიის ზღვის ფართობზე მცირედ ნაკლები), მათი ჯამური მოცულობა კი 5000 კმ3-ია.

წყლის რესურსის მარაგით საქართველო პირველ ადგილზეა დსთ-ის ქვეყნებს შორის


და ამ მხრივ ერთ-ერთი უმდიდრესი ქვეყანაა მსოფლიოში (გ.ხმალაძე,1997).
ენერგეტიკული და მელიორაციული გამოყენების მიზნით, საქართველოშ
ფუნქციონირებს 44 წყალსაცავი, რომელთა საერთო ფართობი 163 კმ2-ია .

წყალსაცავების მნიშვნელობასა და მათი შექმნის აუცილებლობაზე აქ არ


შევჩერდებით. ყურადღებას მივაქცევთ მხოლოდ იმ ნეგატიურ მოვლენებსა და
შედეგებს ( ფიზიკურ-გეოგრაფიულ, სოციალურ-ეკონომიკურ და ეკოლოგიურ), რაც
მათ ფუნქციონირებას თან სდევს:

1.ძირეულად იცვლება მდგომარეობა წყალსაცავის მთელ ტერიტორიაზე; იქმნება


ახალი ბუნებრივი კომპლექსი განსაკუთრებული ჰიდროლოგიური რეჟიმით; დინების
სიჩქარის და წყალცვლის შემცირება იწვევს ნალექების აკუმულირებას და მოლამვას,
რაც აძნელებს დაბინძურებული წყლების თვითგაწმენდის პროცესს; ზედაპირზე
ადგილი აქვსტენიანობის მომატებას და აორთქლების შედეგად ჩამონადენი საერთო
რაოდენობის შემცირებას. მაგალითად, ერთ-ერთი უდიდესი, ვოლგა დონის არხის
ფუნქციონირების გამო, ვოლგის, დნეპრის და დონის წყალსაცავებიდან აორთქლების
საერთო რაოდენობა შეადგენს 12კმ3-ს, რაც ამ მდინარეთა ჩამონადენის 3%-ია.

როგორც ზემოთ აღინიშნა,წყალსაცავი ხასიათდება სპეციფიკური ჰიდროლოგიური


პირობებით. წყალდიდობისას წყლით იფარება ფსკერის საკმაოდ დიდი ნაწილი (50%),
რასაც თან სდევს ჟანგბადის რეჟიმის ცვლილება (სეზონების მიხედვით) და
იქთიოფაუნის განადგურება. ზოგ წყალსაცავში, ამ პირობების გამო, ე.წ. მოცურავე
ტორფის კუნძულებიც კი წარმოიქმნება.

დიდ ეკონიმიკურ ზარალთანაა დაკავშირებული სავარგულების დატბოტვა,


რომელთა დიდი ნაწილი უჭირავს ჭალის მდელოებს და ბაღ-ბოსტნებს. საკმაოდ
დიდი ზარალის მომტანია ასევე მოსახლეობის გადასახლება სხვა ადგილებში,
მსხვილი საწარმოების, სატრანსპორტო კომუნიკაციების გადატანა, ტყეების გაჩეხვა,
დამეწყვრა და ა.შ.

2.კაშხლის ქვემოთ, რამდენიმე ათეულ, ზოგჯერ ასეულ კმ-ზე იცვლება


ჰიდროლოგიური პირობები. მწყობრიდან გამოდის საკმაოდ მაღალი ღირებულების
სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, კვების პროდუქტების შემცირების გამო
უარესდება იქთიოფაუნის საარსებო პირობები. დაბოლოს, ჰეს-ის ფუნქციონირების
რიტმმა შესაძლებელია უარყოფითად იმოქმედოს ნაოსნობაზე, კაშხლის ქვედა ბიეფში.

3.მსხვილი წყალსატევები სხვადასხვანაირად მოქმედებს მიმდებარე ლანდშაფტურ


კომპლექსებზე. მათი დატბორვის შედეგად ადგილი აქვს სანაპიროს კონფიგურაციის
შეცვლას, რასაცთან სდევს წარეცხვა, მეწყრები, ზვავები; წყალსაცავები ცვლიან
მიწისქვეშა წყლების რეჟიმს ( მაღლა იწევა მათი დონე); იტბორება ტყეები და სახნავ-
სათესები. ზემოაღნიშნულ პროცესებს სხვსდსსხვსნაირი გამოხატულება აქვს
სხვსდასხვა სტრუქტურის ლანდშაფტებში. მაგალითად, მარადი მზრალობის
პირობებში წყალსაცავები ერთ შემთხვევაში იწვევს ლანდშაფტების დეგრადაციას.
ხოლო მეორე შემთხვევაში - პროგრესირებას. გარდა ამისა, წყალსაცავები გარკვეულ
ზეგავლენას ახდენს კლიმატურ პირობებზე, იქმნება განსაკუთრებული
მიკროკლიმატი (ტემპერატურების გათანაბრება, ჰაერის ტენიანობის მომატება)
რამდენიმე კილომეტრის მანძლზე.
აღსანიშნავია, რომ წყალსაცავები ცვლიან მიმდებარე ტერიტორიის სანიტარულ-
ჰიგიენურ პირობებს, ზოგი ბუნებრივ-კეროვაბი დაავადებებისათვის (მალარია,
ტულარემია) შესაძლებელია შეიქმნას ოპტიმალური პირობები; დასახლებული
პუნქტებისა და საყოფაცხოვრებო საწარმოების მიერ დაბინძურებული წყლები იწვევს
გარემოს დაბინძურებას და მისგან გამოწვეულ დაავადებებს და ა.შ.

4.მსხვილი ჰიდროკვანძების „შორსმოქმედი“ გავლენა განსაკუთრებით


დაკავშირებულის შიდა წყალსატევების ხარჯის რეგულირებასთან, რამაც შექმნა ე.წ.
კასპიის, არალისა და ბალხაშის ტბების პრობლემა. კერძოდ, მათი გაღარიბება თევზის
რესურსით.

ხმელეთის წყლის ბალანსის გარდაქმნის ერთ-ერთი რადიკალური მეთოდია


ხელოვნური რწყვა. აღსანიშნავია, რომ ამჟამად ირწყვება დედამიწის ფართობის 2-3%.
გამოანგარიშებულია, რომ 1 ჰა მიწის ირიგაციისას იხარჯება საშუალოდ 10 ათასი მ 3
წყალი, მათი მნიშვნელოვანი ნაწილი ტრანსპირდება კულტურულ მცენარეობაში
ბიომასის პროდუცირებისათვის. სარწყავი მიწებიდან ჯამური აორთქლება
რამდენჯერმე (15-20-ჯერ) აღემატება ბუნებრივი აორთქლების პროცესს, რასაც თან
სდევს სითბოს დიდი რაოდენობით დაკარგვა, თუმცა რადიაციული ბალანსის
წლიური რაოდენობა ოაზისებში იზრდება ალბედოს და ეფექტური გამოსხივების
ძლიერი შემცირების შედეგად. რამდენამდე იზრდება ჰაერისა და ნიადაგის
ტემპერატურა, მათი დღეღამური მსვლელობა კი მნიშვნელოვნად გათანაბრებულია
(10-120-ით). რაც შეეხება ირიგაციის „გვერდით“ უარყოფით შედეგებს, მასზე ჩვენ
გარკვეულწილად გვქონდა საუბარი, თუმცა შეიძლება დავამატოთ, რომ გრუნტის
წყლის დონის აწევა დაკავშირებულის არა მხოლოდ ნიადაგის დამლაშებასთან, არამედ
საინჟინრო-სამშენებლი პირობებთან და ფუნდამენტის გაძლიერებულ ნგრევასთან.

როგორც ჩანს, ჩვენ შევეხეთ აკვაკომპლექსების ტექნოგენური ცვლილებების


რაოდენობრივ მახასიათებლებს. რაც შეეხება მათ ხარისხობრივ ცვლილებებს, ანუ
წყლების ქიმიური შემადგენლობის და ტემპერატურული რეჟიმის გარდაქმნას, ეს
საკმაოდ აქტუალურია. ცნობილის, რომ დაბინძურებული წყლების ბუნებრივ
კოლექტორებად მიჩნეულის წყალსატევები - ტბები და წყალსაცავები, სადაც
ნივთიერებათა წრებრუნვა საგრძნობლად შენელებულია (მდინარესთან შედარებით.
შესაბამისად, გაუარესებულის თვითგაწმწნდის პირობებიც. დამაბინძურებელი
ინგრედიენტების განუწყვეტელ დაგროვებას კი თან ახლავს ჰიდროქიმიური და
ჰიდრობიოლოგიური რეჟიმის მკვეთრი, ხშირად შეუქცევადი ცვლა.

ამ უკანასკნელ პერიოდში განსაკუთრებით ფართო გავრცელება პოვა ე.წ.


წყალსატევების ანთროპოგენურმა ევტროპოკაციამ, რაც დაკავშირებულია აზოტის და
განსაკუთრებით ფოსფორის დაგროვებასთან, რამაც გამოიწვია წყალმცენარეების
არნახული მომრავლება და მათი ჟანგბადით გაღარიბება, შესაბამისად, თევზისა და
სხვა აკვაპლანქტონის საარსები პირობების გაუარესება, ანაერობული ზონის
გაფართოება და სხვ.

აღსანიშნავია ისიც, რომ ევტროფიზაციის პროცესის ინტენსივობა გარკვეულწილად


დაკავშირებულია წყალშემკრები აუზის ლანდშაფტურ თვისებებსა და მის ბუნებრივ
სტრუქტურასთან (რელიეფი, გრუნტი, ნივთიერებათა ცვლა, ბუნებრივი ქიმიზმი და
ა.შ.). ამ მხრივ საქართველოში ტიპური ობიექტია კოლხეთი, სადაც შედარებით
ახალგაზრდა ანთროპოგენურ-აკვალური კომპლექსების სტრუქტურა, დინამიკა და
ფუნქციონირება, გეოგრაფიულ მდებარეობასა და კლიმატურ პირობებთან
დაკავშირებით, განსხვავებულია. ამიტომაც, წყალსაცავების (ტყიბულის, ლაჯანურის,
გუმათის, ნამახვანის, გალის, ვარციხის) გამოყენება-ექსპლუატაცია განსხვავებულ
პირიბებში ხდება. მაგალითად, ტყიბულის წყალსაცავი განლაგებულია ბორცვიანი
მთისწინეთის რელიეფზე, სარკის ფართობი 12კმ2-ია, ხოლო სიღრმე 7-12 მ-ის
ფარგლებში მერყეობს. ქვაბული და მისი მიდამოები აგებულია ძირითადად იურული
და ცარცული ქვიშაქვებით, ფიქლებით პორფორიტებითა და მერგელებით.
წყალსაცავის ნაპირების სიმაღლე მცირეა და განიცდის ხშირ წარეცხვას.
წყალსაცავების მიდამოები შემოსილია მეორეული ტყე-ბუჩქნარებით, რომელთა ქვეშ
განვითარებულია ტყის მურა და ნეშომპალა-კარბონატული ნიადაგები; ალაგ-ალაგ კი
საშუალო და დიდი სისქის ალუვიურ თიხნარი ნიადაგებია.

განსხვავებულ ფიზიკურ-გეოგრაფიულ პირობებში მოქცეული სხვა წყალსაცავები,


რომელთა დეტალურ დახასიათებას აქ არ შევუდგებით. აღვნიშნავთ მხოლოდ, რომ
საქართველოს ნებისმიერი ჰიდროტექნიკური ნაგებობა საკმაოდ დიდ ზეგავლენას
ახდენს გარემოზე. ეს ურთიერთკავშირი და ურთიერთქმედება პირველ რიგში
ვლინდება ჰიდროგეოლოგიურ, გეოქიმიურ, გეომორფოლოგიურ და მიკროკლიმატურ
პროცესებში, რაც, თავის მხრივ, იწვევს ლანდშაფტის კომპონენტების ( მცენარეულობა,
ნიადაგი და სხვ.) გარდაქმნას და, საბოლოოდ, ბუნებრივი კომპლექსის
სახეცვლილებას.

იკვლევდა რა მსხვილი ჰიდროელექტროსადგურების მიკროკლიმატს, კ. დიაკონოვი


(1974) მივიდა იმ დასკვნამდე, რომ წყალსაცავი მის ირგვლივ ქმნის სპეციფიკურ
ადგილობრივ მიკროკლიმატს, რომელიც ხასიათდება მთელი რიგი მდგრადი
ნიშნებით, 25-30კმ რადიუსში. ა. ფედინას (1977) მონაცემებით კი, ეს არეალი 3-10 კმ
რადიუსს მოიცავს. ეს მტკიცება ძალიან კარგად დასტურდება ჩვენშიც, კერძოდ,
გუმათის წყალსაცავის მიდამოებშ, სადაც, მეზოფილური ჭალის ტყე-ბუჩქნარის
ნაცვლად, ჩამოყალიბდა ჭალის ტყე, ე.წ. ჰიდრომორფული ლანდშაფტი, დაახლოებით
7-8 კმ-ის რადიუსშ. ანალოგიური პროცესები შეიქმნა საქართველოს სხვა წყალსაცავის
მიდამოებშიც.

ანთროპოგენურ-აკვალური კომპლექსები, გარდა წყალსაცავების მიდამოებისა,


წარმოდგენილია ასევე სარწყავი და დაშრობითი სისტემების მიდამოებში. ამ მხრის
ერთობ მნიშვნელოვანია ერისწყლის არხი, რომლის ორივე ნაპირზე ხელოვნურადაა
შექმნილი მიწაყრილები, რომელთა შეფარდებითი სიმაღლე 10-15 მეტრია.
მიწაყრილების 25-300-იანი დახრის კუთხის მქონე აღმოსავლეთ ფერდობზე შექმნილია
ნიადაგური საფარი, ალაგ-ალაგ თხმელის კორომებით, ხოლო დასავლეთ ფერდზე
ძირითადად ადვენტური მცენარეულობა იზრდება.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში ბოლო წლებში შეიმჩნევა წყალმოთხოვნილების


ინტენსიური ზრდა, რის შედეგადაც აუცილებელი გახდა ზედაპირული ჩამონადენის
ხელოვნური რეგულირება, რის გამოც მდინარეთა ნაპირებზე წარმოიშვა და
გააქტიურდა ისეთი ტექნოგენური პროცესები როგორიცაა მეწყერები, ზვავები,
სუფოზური და კარსტული პროცესები, დაწევები და ა.შ. ქვედა ბიეფზე და
კაშხალსქვემოთ შეიმჩნევა არიდიზაცია, დეფლაციის პროცესები და სხვ. გარდა
აღნიშნულისა, ზედაპირული წყლების რეგულირებამ გამოიწვია მცირე მდინარეთა და
ნაკადულების ჰიდროგრაფიული ქსელის დეგრადაცია და მოლამეა; დინების
მიმართულებისა და კონფიგურაციის შეცვლა; მინერალიზაციის, ტორფიანი მასივების
„დაჯდომის“ (1,3-7,7 სმ. სთ), ქვიშების დეფლაციის, ნიადაგის ეროზიის და სხვ.
პროცესების პროვოცირება. ასევე, ფართომასშტაბიანმა უსისტემო მორწყვითმა
ღონისძიებებმა (კოლხეთში) გამოიწვია მიწისქვეშა ფენების „გადახურება“ და მასთან
დაკავშირებული კარსტული, სუფოზურ- დანალექი, გრავიტაციული და ირიგაციული
პროცესების გააქტიურება.

ამგვარად, წყალსატევების და საერთოდ ჰიდროკვანძების მიმდებარე ლანდშაფტები


საკმაოდ მაღალი ეკოლოგიური რისკის ზონას წარმოადგენს და მათი დაცვისა და
რეგულირების მიზნით, აუცილებელია გადაუდებელ ღონისძიებათა გატარება.
თავი 27. სამრეწველო-ტექნოგენური ლანდშაფტები

ადამიანი და ბუნება დასაბამიდან მჭიდრო ურთიერთკავშირში იმყოფებიან.


საზოგადოებისათვის ბუნება წარმოადგენს არამარტო საარსებო გარემოს, არამედ
არსებობისათვის აუცილებელი რესურსების წყაროსაც. Bბუნება და მისი ბუნებრივი
რესურსები ეს არის ბაზა, რომელშიაც ცხოვრობს და ვითარდება ადამიანთა საზოგადოება.
ადამიანი, როგორც ბუნების ნაწილი და ცოცხალი არსება თავის მხრივ, საგრძნობ გავლენას
ახდენს ბუნებრივ გარემოზე, მაგრამ ეს გავლენა შეუდარებელია იმ ზემოქმედებასთან,
რომელსაც ის ახორციელებს ბუნებაზე თავისი სამეურნეო მოღვაწეობით.

თანამედროვე ადამიანთა საზოგადოება დედამიწის ლანდშაფტური გარსის


განვითარების განმსაზღვრელი ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორია, მისი როლი საწარმოო
ძალების განვითარებასთან ერთად, თანდათან ძლიერდებოდა და ღრმავდებოდა. უძველეს
ისტორიულ ეპოქაში ადამიანი პრაქტიკულად უმნიშვნელო ზეგავლენას ახდენდა დედამიწის
ზედაპირზე. მცირე იყო ზემოქმედების ხარისხი მრეწველობამდელ ეპოქაშიც. სამრეწველო
პერიოდის დადგომასთან ერთად, მდგომარეობა მკვეთრად შეიცვალა. ბუნებისა და
საზოგადოების ურთიერთზემოქმედებამ განსაკუთრებით არნახულ მასშტაბებს მიაღწია
ტექნიკური პროგრესის მრავალმხრივი განვითარების პერიოდში, როცა პრობლემა _
,,ადამიანი-ბუნება” პირველ პლანზეა წამოწეული, როცა საზოგადოების სამეცნიერო- ტექნიკურ
მოთხოვნილებებმა და მისი დაკმაყოფილების სიმძლავრეებმა არნახულად უცვალეს სახე
ბუნებრივ პროცესებს. ის უკვე გასცდა ლოკალობის ფარგლებს და გლობალური სახე მიიღო,
ამიტომაც სავსებით სამართლიანად აღნიშნავდა თავის დროზე აკად. ვერნადსკი
(1918): ,,ადამიანის სამეურნეო მოღვაწეობას ამჟამად გეოლოგიური ფაქტორის რანგით
გვევლინება“-ო. ამ აზრს იზიარებდა მისივე მოწაფე ა. ფერსმანი (1934) _,,ადამიანის სამეურნეო
და სამრეწველო მოღვაწეობა თავისი მნიშვნელობითა და მასშტაბებით თვით ბუნებრივ
პროცესებს გაუტოლდა”.ნებისმიერი ქვეყნის მეურნეობის წინაშე დადგა მწვავე
ცხოვრებისეული პრობლემა -ბუნებრივი გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების
რაციონალური გამოყენებისა. ეს პრობლემა განსაკუთრებით იგრძნობა მთიან რეგიონებში,
სადაც ადამიანს სამეურნეო საქმიანობა საკმაოდ ძნელ ბუნებრივ პირობებში უხდება
(მთაგორიანი, ძლიერ დანაწევრებული რელიეფი, ეგზოდინამიკური პროცესების გააქტიურება
და სხვ.). ეს კი თავისთავად, განსაზღვრავს ბუნების, როგორც ცალკეული კომპონენტის, ისე
მთელი ბუნებრივ-ტერიტორიული კომპლექსის სახეცვლილებების თავისებურებას მთიან
მხარეებში. წარმოიქმნება ანთროპოგენური ლანდშაფტების სხვადასხვა მოდიფიკაცია,
რომელთ ფორმირების, დაცვისა და აღდგენის პროცესების შესწავლა თანამედროვე
კონსტრუქციული გეოგრაფიის ერთ-ერთი აქტუალური ამოცანაა. ანთროპოგენური
ლანდშაფტები იგივე ბუნებრივი ლანდშაფტებია, რომელთა სტრუქტურა და ფუნქციონირება
ადამიანის ზეგავლენით შეიცვალა, ან ხელახლა მოხდა მათი ფორმირება და გარდაიქმნა ერთ
შემთხვევაში, კულტურულ ლანდშაფტებად, მეორე შემთხვევაში სხვადასხვა გენეტური რიგის
დარღვეულ ლანდშაფტად (უკლება, 1983). როგორც ამ განმარტებიდან ჩანს, ანთროპოგენური
ლანდშაფტების ფორმირებისას თავდაპირველად ხდება მისი ერთი ან რამდენიმე
ლანდშაფტშემქმნელი კომპონენტის სახეცვლილება. რაც შეეხება ტექნოგენურ ლანდშაფტებს,
მისი ფორმირების პროცესში ხშირად ადგილი აქვს არა ერთი, ან ორი კომპონენტის
სახეცვლილებას, არამედ დროის შედარებით მცირე შუალედში, ძირეულად იცვლება მისი
ყველა კომპონენტი, დაწყებული დედა-ქანიდან, ნიადაგ- მცენარეული საფარით და ცხოველთა
სამყაროთი დამთავრებული. ტექნოგენურ ლანდშაფტთა მრავალსახეობიდან
განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ე. წ.

სამთო-სამრეწველო ლანდშაფტებს, რომლებიც წარმოიშვებიან სამთო-მომპოვებელი


დასამთო-დამმუშავებელი ტექნიკის ბუნებაზე ზემოქმედებისას. ტერმინი ,,სამთო-სამრეწველო
ლანდშაფტი”, შემოღებულ იქნა ვ. ბონდარჩუკის (1949) მიერ. გაამახვილა რა, ყურადღება მის
გენეტურ ბუნებაზე, მანვე პირველად მოგვცა მისი მეცნიერული განსაზღვრება: ,,სამთო
სამრეწველო ლანდშაფტი იგივე ანთროპოგენური კომპლექსია, რომელიც ფორმირდება
ბუნებრივი კომპლექსებისა და გეოსამთო-ტექნიკური სისტემების ურთიერთზემოქმედების
შედეგად და ხასიათდება მინერალური და ბიოგენური ნივთიერებების აქტიური მიგრაციით”.
ჩემი აზრით, სწორედ ამ უკანასკნელი ნიშნითაა განპირობებული სამთო- სამრეწველო
კომპლექსების განსაკუთრებული ადგილი ანთროპოგენურ ლანდშაფტთა მრავალსახეობებს
შორის. აქვე უნდა ავღნიშნო, რომ ლანდშაფტების ცვლის ხარისხის (დონის) მიხედვით,
ტექნოგენური კომპლექსები ყველაზე ღრმა ცვლილებებით გამოირჩევიან.

ადამიანის ბუნებაზე ტექნიკური ზემოქმედება, პირველ რიგში იწვევს ზედაპირის


კონტრასტულობის გაძლიერებას და მასთან დაკავშირებული მიკროლანდშაფტების
ჩამოყალიბებას, განსაკუთრებით საბადოს ღია კარიერული წესით დამუშავებისას. ეს მეთოდი
კი, ეკონომიკური ხელსაყრელობის გამო, ფართოდაა დანერგილი მთელ ქვეყანაში. კერძოდ,
ჭიათურის სამთო რეგიონზე ამ მეთოდით მანგანუმის მოპოვება ყველა ზეგანზე წარმოებს და
მათ უჭირავთ 800 ჰა-ზე მეტი ფართობი (მთელი საბადოს ფართობის 70%). წარმოქმნილია
რელიეფის სხვადასხვა სახის ზედაპირული ფორმები: ანთროპოგენურ _ დენუდაციური _
კარიერები, ტრანშეები, ჩანაქცევები და სხვ.

ანთროპოგენური ფაქტორის როლსა და მის ინტენსივობაზე ნათელ წარმოდგენას


იძლევა სამთო-მომპოვებელი საწარმოებიდან მიღებული საკმაოდ ზუსტი მონაცემები, რის
მიხედვითაც, ჭიათურის პლატოდან ყოველწლიურად გამოჰქონდათ (გასული საუკუნის 60- 70
-იანი წლები) საშუალოდ 5,5-6 მლნ მ3 მანგანუმის მადანი და 500 000 მ3 კვარცის ქვიშა
(ანთროპოგენური დენუდაცია), უშუალოდ მოპოვების ადგილზე დაგროვილია დაახლოებით
100 000 მ3 ფუჭი ქანი (ანთროპოგენური აკუმულაცია). ამდენად, სამთო სამუშაოების შედეგად
მინერალური მასის წლიური გადაადგილების ჯამური სიდიდე 3,1 მლნ მ3-ის ტოლია თუ
გავითვალისწინებთ იმას, რომ ჭიათურაში უშუალოდ ექსპლუატაციის ზონაში ბუნებრივი
ფაქტორის მოქმედების ინტენსივობა მინერალური მასის გადაადგილებაში შეადგენდა 69 950
მ3/წწ, სამთო სამუშაოების მოქმედების ინტენსივობა 44-ჯერ აღემატება ბუნებრივი პროცესების
ზემოქმედების ინტენსივობას. (მ. გონგაძე, 1985). ჭიათურის რეგიონში ინტენსიური
ეროზიული პროცესები ძირითადად გამოიხატება ნიადაგების წყლისმიერ ჩამორეცხვაში,
მეწყერებსა და ზვავებში. ასე მაგალითად, ვიზუალური შეფასებით სოფლების-ჭილოვანისა და
სკინდორის მიდამოებში წყლისმიერი ეროზიისაგან დაზიანებულია დაახლოებით 55 Hჰა
ბუჩქნარი, დეფორმირებულია 25 ჰა საკარმიდამო ნაკვეთი; სოფ. ხრეითის 35,09 ჰა ფართობი
განიცდის დამეწყვრას. სულ რაიონში დამეწყრილია დაახლოებით 6300Hჰა-მდე ფართობი,
(1992 წ. მონაცემებით) ზოგან კი, ეროზიულმა პროცესებმა იმ ზღვარს მიაღწია, როცა
შეუძლებელი ხდება ადგილის გატყევებაც კი და, ამ მიწების ახლო მომავალში გამოყენება
შესაძლებელია მხოლოდ დატერასებისა და ნიადაგის ფენის ხელოვნურად შემოზიდვის გზით.
Mმიუხედავად იმისა, რომ მეწყრული მოვლენებისაგან მოსახლეობაზე და სასოფლო-
სამეურნეო სავარგულებზე მიყენებული ზარალი ძალზე დიდია, რეგიონში დღემდე თითქმის
არ გატარებულა არც ერთი მარტივი მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებაც კი (წყალამრიდი
არხები, მცირე ზომის საყრდენი კედლები), რომ არაფერი ვთქვათ, ბუნებრივი პროცესების
გონივრულ რეგულირებაზე. Mმთელი მეწყერსაწინააღმდეგო ბრძოლა გამოიხატება
მოსახლეობის დამეწყრილი ადგილებიდან უსაფრთხო ადგილებში გადასახლებით, რის გამოც
შესამჩნევია მთაში განლაგებული სოფლების მოსახლეობის ინტენსიური მიგრაცია.

ჭიათურის სამთო- მადნო რაიონის ფონური ლანდშაპტების ფუნქციონირების

თავისებურებანი და ძირითადი კანონზომიერებები


საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილია მანგანუმის ასზე მეტი საბადო, მათ შორის
აღსანიშნავია ბაღდათის, ჭიათურის, საჩხერის, ქუთაისის, სენაკის, წალენჯიხის, ონის,
ამბროლაურის, ქარელის და თეთრიწყაროს. გენეტური ნიშნების მიხედვით ისინი
მიეკუთვნებიან საბადოთა ორ ტიპს _ დანალექი და ჰიდროთერმული. ძირითადი და
მნიშვნელოვანი საბადოები (ჭიათურის, ჩხარი-აჯამეთის, ბაღდათის და სხვ.) დანალექი
ტიპისა, ხოლო ჰიდროთერმალურ საბადოებს მეორეხარისხოვანი მნიშვნელობა ენიჭებათ.
ჭიათურის მანგანუმის მადნის საბადო მდებარეობს მდ. ყვირილას შუა დინების აუზში და
ვრცელდება მდინარეების _ ყვირილასა და ძირულას შეერთების ადგილიდან ჩრდილო-
აღმოსავლეთით 25-30 კმ-ზე. განსახილველი ტერიტორია ჩრდილოეთიდან და ჩრდილო-
აღმოსავლეთიდან ისაზღვრება რაჭის ქედის სამხრეთი ფერდობების მთისწინებით,
დანარჩენი საზღვარი პირობითია და მიუყვება მდ. ყვირილას მცირე შენაკადების
წყალგამყოფებს. მანგანუმის საბადო მდ. ყვირილას მიერ დაყოფილია ორ ძირითად _
ჩრდილო-დასავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილებად. თავის მხრივ, თითოეული
მათგანი დანაწევრებულია ცალკეულ ზეგნებად, მდ. ყვირილას მარჯვენა მხარეს შვიდი ასეთი
ზეგანია-დარკვეთი, მღვიმევი, სარეკი, თაბაგრები, ზედა რგანი, რგანი და ბუნიკაური;
მარცხნივ კი ხუთი- ითხვისი, მერევი, შუქრუთი, პერევისა, პასიეთი (ბჟინევი), რომლებზეც
ამავე სახელწოდების სოფლები მდებარეობენ. ზეგნები რელიეფურად ძალიან ემსგავსებიან
ერთმანეთს და მდებარეობენ ზ. დ. 500-800 მ სიმაღლეზე. გეოლოგიურ-გეომორფოლოგიური
თვალსაზრისით, ჭიათურის სტრუქტუ-რული პლატო ძალზე რთული და ორიგინალური
რეგიონია. აქ ადგილი აქვს ზეგნებისა და კანიონისებური ხეობების მორიგეობას. საკმაოდ
დიდია ზედაპირის დანაწევრების ხარისხი. თუ გავითვალიწინებთ იმას, რომ დანაწევრების
კოეფიციენტის გაზრდისას, ლანდშაფტების ტექნოგენური მოდიფიკაცია რაოდენობრივად
მცირდება, ხოლო ფართობები იზრდება, საჭიროდ ჩავთვალეთ მორფომეტრული
მაჩვენებლების რუკების შედგენა. ჩვენს მიერ შედგენილი მსხვილმასშტაბიანი (1 : 25000)
რუკების მიხედვით, ეროზიული დანაწევრების საშუალო მაჩვენებელი აქ 50-100 მ/კმ2 –ს
უდრის, მაქსიმალურია ის ქ. ჭიათურის მიდამოებში და 300-350 მ/კმ2 –ის ტოლია.
კანიონისებური ხეობების სიხშირის გამო დახრის კუთხის მაჩვენებელი 70-800 აღემატება.
რელიეფის სირთულისა და მაქსიმალური ანთროპოგენური დატვირთვის გამო, აღნიშნული
რაიონი თანამედროვე გეომორფოლოგიური პროცესების აქტიური გამოვლინებით
ხასიათდება, განსაკუთრებით ხშირია მეწყრული მოვლენები მღვიმევის, პასიეთის,
კოროხნალის, პერევისას ზეგნებზე. ხელსაყრელ ტოპოგრაფიულ და ჰიდროგეოლოგიურ
პირობებთან ერთად, ამ პროცესების სიხშირეს ხელი შეუწყო აქ მანგანუმის საბადოს
ხანგრძლივმა ექსპლოატაციამ. ზედა ცარცული კირქვების ფართო გავრცელებამ კი, განაპირობა
თავისებური კარსტული ფორმების-ქვაბულები, ღრმულები, ცირკები და სხვ. არსებობა რგანის,
პერევისას და სხვ. ზეგნებზე.

ჭიათურის სტრუქტურული პლატოს გეოლოგიური აგებულება შედარებით მარტივია:


ძველ კარსტულ სუბსტრატზე თითქმის პორიზონტალურად არის განლაგებული ზედა
ცარცული კირქვებისა და მესამეული ნალექების შრეები, რაც განსაზღვრავს პლატოების ვაკე
ხასიათს. თუმცა ეს მარტივი სურათი ხშირად დარღვეულია დესტრუქციული ფაქტორების
(ზედაპირის არათანაბარი გადარეცხვა, ანთროპოგენური ზემოქმედება და სხვ.)
განვითარების გამო. ფერდობების ქვედა ნაწილი, ძირითადად ცარცული ქანებითაა აგებული
და ციცაბო კლდეების სახით არის დაკიდული მდინარისაკენ, ხოლო შედარებით
ადვილადშლადი ქანებით აგებული ზედა ნაწილი, ნაკლებად დაქანებულია. ამ ორი ასაკის
ქანების მიჯნაზე აშკარად შეიმჩნევა ერთგვარი გარდატეხა, სწორედ ამ გარდატეხის ხაზს
ემთხვევა მანგანუმიანი შრეების გამოსასვლელები. მანგანუმის შემცველი ქანები
განლაგებულია მდ. ყვირილას დინიდან 150-200 მ სიმაღლეზე ჰორიზონტალურად. თვით
მადნის სისქე 2-3 მ-ია და მხოლოდ ცალკეულ შემთხვევაში აღწევს 4-5 მ-ს. მადნიანი ფენის ქვეშ
ჰორიზონტალურად გაწოლილია ზედა ცარცული კირქვების მძლავრი ფორმაცია, რომელსაც
ზემოთ თანხვედრულად აძევს მიოცენ-ოლიგოცენური ნალექები. წარმოშობისა და, იმ
პროცესების მიხედვით, რომელთა გავლენითაც მოხდა აქ მანგანუმის მადნის ფორმირება,
ჭიათურის საბადოზე გამოიყოფა დანალექი, ინფილტრაციული და მეტამორფიზებული ქანები
(ბეტეხტინი, ავალიანი, დოლიძე, 1964) _ თიხები, ქვიშაქვები, კვარცის ქვიშები და ტოქსიკური
გოგირდოვანი თიხები. საბადოზე დადგენილია 50-ზე მეტი მინერალი, მათ შორის მთავარია:
ფსილომელანი, პიროლუზიტი, მანგანიტი და მანგანუმის კარბონატი.
თემა 28. სატრანსპორტო კომუნიკაციებისა და ბელიგერაციული
(სამხედრო-საკომუნიკაციო) ლანდშაფტები

სატრანსპორტო - საკომუნიკაციო ნაგებობებისა და ტრანსპორტის სახეობის


განვითარება , განსაკუთრებით თანამედროვე პერიოდში, ძალზე დიდ გავლენას
ახდენსბუნებტივ გარემოზე. ამ მხრივ გამორჩეულია საავტომობილო ტრანსპორტი და
ვიაცია. ბ.კომონერის (1974) მიხედვით, ავტოტრანსპორტით 1 ტონა ტვირთის
გადატანას სჭირდება 6-ჯერ მეტი ენერგია, ვიდრე იმავე რაოდენობის ტვირთის
სარკინიგზო ტრანსპორტით გადაზიდვას.შესაბამისად ატმოსფეროში გამოიბოლქვება
6-ჯერ მეტი მავნე ნივთიერება. სწორედ ეს უკანასკნელია ძირითადი მიზეზი
ფოტოქიმიური „სმოგისა“, რომელიც არა მარტომსოფლიოს დიდ ქალაქებს, არამედ
ჩვენი ქვეყნის დედაქალაქს და, მასთან ერთად, ზესტაფონს,კასპს, რუსთავს და სხვ.
სამრეწველო ქალაქებს ემუქრება. სათანადო მონაცემების მიხედვით, სარკინიგზო
ქსელის სიხშირე საქართველოში შეადგენს 2 კმ-ს 100კმ 2-ზედაამ მხრივ საქართველოს
კავკასიაში პირველი ადგილი უჭირავს . სარკინიგზო მაგისტრალის სიგრძე 1420 კმ-ია,
საავტომობილოსი კი- 26,9 ათასი კმ-ია. ამდენად, ყოველი 100 კმ 2 ფართობზე მოდის
30,3 კმ. ეს მონაცემები ნათლად მეტყველებს იმაზე, რომ საქართველოს ტერიტორია
დაქსელილია ავტო და სარკინიგზო მაგისტრალების ხშირი ქსელით.
აღსანიშნავია, რომ საავტომობილო-სარკინიგზო გზების ხაზოვანი
ინფრასტრუქტურა და მიწისქვეშა მილსადენების მშენებლობა, პირველ რიგში
გავლენას ახდენს რელიეფზე და ხელს უწყობს რელიეფწარმომქმნელი პროცესების
გააქტიურებას - მეწყერების, ზვავების, ქვათაცვენის პროვოცირებას. მაგალითად, 1995
წლის მონაცემებით, საქართველოში სარკინიგზო მაგისტრალების მშენებლობამ
გამოიწვია მეწყერის 100-ზე მეტი შემთხვევა (1950 წ. მონაცემებით - 30), ასევე
დაფიქსირებულია სუსტი გრუნტის დეფლაციის შემთხვევები სარკინიგზო გზების
მშენებლობისას, მათი ნაყარით დატვირთვის შედეგად. ხშირია კარსტული და
დატბორვითი პროცესების გააქტიურების შემთხვევები (ზესტაფონი - ქუთაისის
მონაკვეთი).
განსაკუთრებით ძლიერია ბუნებაზე ზემოქმედების ხარისხი ფართოპროფილიანი
ავტოსტრადების მშენებლობისას, როცა ადგილი აქვს ზედაპირის ნიველირებას
დედაქანის გაშიშვლების, მიწის დიდი მასების დაგროვების შედეგად, აგრეთვე, მთიან
რეგიონებში სუფოზური და ჩაქცევითი პროცესების შემთხვევებს ზედაპირის გრუნტის
„დაჯდომის“ გამო.
მნიშვნელოვანია ისისც, რომ არც თუ იშვითად, განსაკუთრებით მილსადენების
მშენებლობისა და ექსპლოატაციისას, მთიან მხარეებში ადგილ აქვს რელიეფის
შეუქცევად სახეცვლილებას, კერზოდ, მეწყერების, ქვათაყრილების პროცესებთან
ერთად ( ძველის გააქტიურება, ახლის წარმოქნმა), ხშირია მდინარეთა კალაპოტის
მიმართულების ცვლილება, ჩაქცევითი ბლოკების წარმოქმნა და სხვა. მილსადენის
დიამეტრზე დამოკიდებულებით, სამშენებლო ზოლის სიგანე უმთავრესად მერყეობს
20-45 მ-ის ფარგლებში, თუმცა მისი გავლენა გაცილებით მეტ (თითქმის ორჯერ)
მანძილზე ვრცელდება. ე.სერგეევის მონაცემებით (1989), 1 კმ. მილსადენი აზიანებს
დაახლოებით 2 ჰა ფართობს. მილსადენების სიგრძე საქართველოში 1000 კმ-ზე მეტია,
რის გამოც 2000 ჰა ფართობია მწყობრიდან გამოყვანილი. ვაკე ტერიტორიებზე კი
მაგისტრალური მილსადენების გაყვანა იწვევს სუფოზურ-დენუდაციურ,
გრავიტაციულ, კარსტულ და სხვა პროცესების ინტენსიფიკაციას.
აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოს მაგისტრალური მილსადენის
მნიშვნელოვანი ნაწილი კავლასიონის ქედს კვეთს, რის გამოც, წვიმიან და და
თოვლიან პერიოდში აქ ხშირია ქვათაცვენა, თოვლზვავები და ღვარცოფები. ზოგან
ისინი, განსაკუთრებით რთულ მონაკვეთში, გვირაბებშია მოქცეული (7 გვირაბი
დარიალის ხეობაშია, 2 კი მლეთა-ფასანაურის მონაკვეთში), რაც, თავის მხრივ, კიდევ
უფრო მეტად უწყობს ხელს ეგზოდინამიკური პროცესების გააქტიურაბას და,
საბოლოო ჯამში, ბუნებრივ-ტერიტორიული კომპლექსების მდგრადობის შემცირებას.
ავტორთა უმრავლესობა (Федина, 1977) სავსებით სამართლიანად თვლის, რომ
სატრანსპორტო კომუნიკაციების მშენებლობა და ექსპლოატაცია იწვევს ბუნებრივი
ლანდშაფტების ხაზოვან-მაგისტრალურ ცვლილებებს და ახალი წრფივ-
ანთროპგენური ლანდშაფტების წარმოქმნას, მაგისტრალის სიგანესთან შედარებით,
თითქმის ორჯერ მეტ მანძილზე. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სატრანსპორტო
კომუნიკაციები კვეთენ სხვადასხვა ბუნებრივ - ლანდშაფტურ ზონებს, ამიტომაც მათ
მიერ გამწვეული შედეგებიც (ძირითადად უარყოფითი) განსხვავებულია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოში გამოიყოფა შემდეგი
სატრანსპორტო-საკომუნიკაციო ანთროპოგენური კომპლექსები (უკლება 1983):
1. სარკინიგზო მაგისტრალები და ფართფოთლოვანი და ბჩქნარის დამცავი
ზოლებითა და ნაყარი კომპლექსებით;
2. სარკინიგზო მაგისტრალები ნაყარი კომპლექსების გარეშე;
3. სარკინიგზო მაგისტრალები ნაყარი კომპლექსებით, შერეული და
წიწვიანი ტყეების დამცავი ზოლებით;
4. სარკინიგზო მაგისტრალები შერეული და წიწვიანი ტყეების დამცავი
ზოლებით, ნაყარი კომპლექსების გარეშე;
5. საავტომობილო ასფალტირებული გზები ხელოვნური ნაყარით და ტყე-
ბუჩქების დამცავი ზოლებით;
6. საავტომობილო ასფალტირებული გზები ხელოვნური ნაყარის გარეშე
და ტყე-ბუჩქების დამცავი ზოლებით;
7. გზები სქელი საფარითა და შერეული ტყე-ბუჩქების ქარსაცავი
ზოლებით;
8. სქელსაფრიანი გზები ქარსაცავი ზოლების გარეშე;
რაც შეეხება ნავთობ და გაზსადენებს, შეიძლება გამოიყოს ზედაპირული
(ღია) და დახურული მაგისტრალები.
მიუხედავად ზემოაღნიშნული პრობლემისა, დროისა და პოლიტიკურ-
ეკონომიკური მოთხოვნილებების შესაბამისად, ტრანსპორტის თითქმის ყველა
სახეობა კიდევ უფრო ვითარდება. გამოსავალი ისაა, რომ სანამ დაიწყება მათი
მშენებლობა და ექსპლოატაცია, აუცილებელია ტერიტორიის დეტალური
ფიზიკურ-გეოგრაფიული შესწავლა ბუნებრივი დ ანთროპოგენურ-ტერიტორიული
კომპლექსების ფუნქციონირების პროცესების მართვა და მათი მაქსიმალური
თანხვედრა.

ბელიგერაციული (სამხედრო-საკომუნიკაციო) ლანდშაფტები


სამხედრო ნაგებობებით (ძველი თუ თანამედროვე ) დაკავებულ
ტერიტორიებზე ყალიბდება ანთროპოგენური ლანდშაფტების განსაკუთრებული
მოდიფიკაცია, ე.წ. „ბელიგერაციული“ („Beligeracio“ - საომარი) ლანდშაფტები. ის
მიოცავს ანთროპოგენური კომპლექსის ორ ტიპს: 1) თავდაცვითი ნაგებობებს 2)
ყორღანებს.
თავდაცვითი ნაგებობები წარმოდგენილია სხვადასხვა რანგის
ბელიგერაციული კომპლექსებით , რომელიც იქმნება ცალკეული რეგიონებისა და
დასახლებული პუნქტების დაცვის მიზნით: მათი ფართობი, ჩვეულებრივ, მცირე - 2-
100 ჰა (ლანდშაფტური ნაკვეთი) და, როგორც წესი, წყალგამყოფების, მდინარეთა
ხეობების,კონცხების, ცალკეული ფერდობის ნაწილებს წარმოადგენს. ისინი ხშირად
ცნობილია სამხედრო დასახლებებბის, ე.წ. „გარადოკების“ სახელწოდებით. ასთები
მრავლადაა საქრთველოში (თბილისში,, კერძოდ, ვაზიანში, ზესტაფონი-ქუთაისის
ზონაში, აჭარაში, სენაკში, გორში და სხვ.). თუმცა, ყველა თავდაცვითი კომპლექსი
ლანდშაფტური ნაკვეთის რანგში არ გვევლინება, მათ შორის ბევრი გამოიყოფა
როგორც რთული უროჩიშჩე - ისინი შედარებით კარგად არიან შემორჩენილი
(ზესტაფონი-ქუთაისის ზონაში, ეკლარის მიდამოებში), წარმოდგენილი არიან
ძირითადად მიწის ნაყარი კომპლექსებით, თუმცა არა ჩვეულებრივი, არამედ
რთული, მრავალშრიანი ნაგებობებით, რომელის არაეთხელ იქნა დაშენებული.
ამჟამად, რუსეთის არმიის მიერ მიტოვებული ან არქეოლოგიური გათხრების
ანთროპოგენური კომპლექსები ( მოსახლეობა მათ ხშირად „აკოპებს“ უწოდებს)
უმეტესად გადახნულია. უკრაინაში კი ამ სახელწოდებით - „ოკოპი“- სოფელია
ტერნოპოლის ოლქში.
რაც შეეხება ბელიგერაციული ლანდშაფტების ყორღანულ ტიპს, მისი
გამოყოფა ანთროპოგენური ლანდშაფტის ამ საკლასიფიკაციო რანგში შეიძლება
სადაოვც იყოს , ვინაიდან ის ძალზე ხშირად უროჩიშჩესაც არ შეესაბამება,მაგრამ
იმდენად მრავალფეროვანი და თავისებურია, რომ მისი ამ რანგში გამოყოფა
აუცილებელიცაა. მათი ფორმა სხვადასხვაგვარია : მრგვალი, ე.წ. „გრძელი“
ყორღანები, კონუსისებრი და სხვა. ნიადაგების გავრცელებული ტიპია ლიოსისებრი,
თიხნატი ნიადაგები, ხშირად ქვის მინარევებით. სიმაღლის მიხედვით ყორღანები
იყოფა: დაბალ (ო,5-3 მ.), საშუალო (3-8 მ.) და მაღალ (8-10 მ.) ყორღანებად.
განსაკუთრებით მძლავრო ყორღანებია უკრაინის, რუსეთის სტეპურ ზონაში; ტყე-
სტეპში ის იშვიათია და სრულად არ გვხვდება ფართოფოთლოვანი ტყის ზონაში.
საქართველოში ის ტიპური სახით თითქმის აერ არის. მათი უმეტესი ნაწილი
გადახნულია, წლიდან წლამდე ნაკლება შესამჩნევი და, შეიძლება ითქვას, სწრაფად
ქრება. აუთვისებელი ყორღანები სივრცეში ადვილად შესამჩნევია ციცაბო
ფერდობებითა და სარეველა მცენარეთა თანასაზოგადოების სიჭარბით.ისინი დაცვის
ობიექტებს წარმოადგენენ.
დიდი ყორღანების მცენარეულობა და ცხოველთა სამყარო საკმაოდ მდიდარია
იშვიათი სახეობებით. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ყორღანების ათისება ძალზე
რთულია, მასზე მარცვლეული კულტურების მოსავლიანობა 5-7 ც/ჰა-ია, ხოლო
საკვები კულტურებისა - 12-18 ც/ჰა-ს არ აღემატება. ისინი სასოფლო-სამეურნეო
სავარგულის განსაკუთრებულ კატეგორიას განეკუთვნება, ამიტომ
მათთვისშემუშავებული იქნეს საგაგებო აგროტექნიკური ღონისძიებები, რათა
დროთა ვითარებაში ბელიგერაციული ანთროპოგენური კომპლექსები, კერძოდ კი
ყორღანები, „უცხო სხეულს“ არ წარმოადგენდეს იმ ტერიტორიაზე, სადაც ისინი
გავრცელებულია.
თემა 29. სელიტებური ლანდშაფტები
სელიტებური (ურბო) ლანდშაფტები

ბუნებისა და სოციალურ-ეკონომიკური სისტემების ურთიერთკავშირები


ფოკუსირდება დასახლებულ პუნქტებში - სელიტებურ ლანდშაფტებში, ანუ
სელიტებურ გეოსისტემებში ( воропай, 1975).სელიტებური ლანდშაფტების
განვითარებასა და სივრცით განაწილებაში, სხვა ფაქტორებთან ერთად, გადამწყვეტი
მნიშვნელობა აქვს ბტკ-ს, როგორც ერთიანი კომპლექსური სისტემის სტრუქტურას,
სირთულეს, კონტრასტულობას და სხვ. ამ მაჩვენებლების რიცხვითი
მახასიათებლების განსაზღვრის მიზნით, გამოიყენეს ინფორმაციული ანალიზის
მეთოდი (куница, 1988), რომლის განხილვასაც აქ არ შევუდგებით, აღვნიშნავთ
მხოლოდ, რომ ამ შემთხვევაში მოსახლეობა, როგორც თვითრეგულირებადი სისტემა,
გვევლინება ინფორმაციის მიმღებლად. ბუნებრივი სისტემის ზემოქმედებისას მას
უვითარდება მიღებული ინფორმაციის რეგულირებისა და გამოყენების უნარი,
სელიტებური სისტემის ფუნქციონირებისა და განვითარების პროცესების მართვის
მიზნით.

დასახლებული პუნქტი რთული სისტემაა. მისი მახასიათებლებია:


ფუნქციონირების ტიპი, მოსახლეობის რაოდენობა, ფართობი, არქიტექტურულ-
დაგეგმარებითი სტრუქტურა სა სხვ.

საქართველოს სელიტებური ლანდშაფტები დიდი მრავალფეროვნებით გამოირჩევა,


რაც პირველ რიგში, განპირობებულია ბუნებრივი პირობების მრავალფეროვნებით,
ასევე მეურნეობის განვითარების ისტორიით, ადამიანთა სამეურნეო მოღვაწეობის
ტრადიციებით და ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პირობებით.

შეიძლება გამოიყოს სელიტური ლანდშაფტების სამი ქვესახე: საქალაქო განსახლება,


სასოფლო განსახლება და ნაქალაქარ- ნასოფლარები.

კულტურულ ლანდშაფტთა შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანია სელიტებური


(საქალაქო და სასოფლო) კომპლექსები, რომლებმაც ბუნებრივ კომპლექსებს
ძირფესვიანად უცვალეს სახე. ამ მხრივ განსაკუთრებით გამოირჩევა საქალაქო -
სელიტებური - ლანდშაფტი, რომელიც, ფ. ტარასოვის (тарасав, 1977) საკმაოდ
მართებული განმარტებით, ბუნებრივი, ეკონომიკური, ტექნიკური და
საზოგადოებრივი ფაქტორების მჭიდრო ურთიერკავშირისა და სინთეზის
პროდუქტია. გეომორფოლოგიური პირობების მიხედვით გამოიყოფა საქალაქო
დასახლების რამდენიმე ტიპი: მდინარისპირა, ზღვისპირა, დიდ მდინარეთა ხეობაში
მდებარე, წყალგამყოფ-ფერდობული და სხვ. ისინი ხასიათდებიან ბტკ-ის
ტრასფორმაციის სხვადასხვა ხარისხით და ბუნებრივ-ტექნოლოგიური პროცესების
გააქტიურებით; წარმოიქმნება ხელოვნური ტერასები, წყალსატევები, ტრაშეები,
გვირაბები, ნაგავსაყრელების ჭაობები და არიდული ტერიტორები, რაც დღის
წესრიგში აყენებს ამ ნეგატიური მოვლენების დაცვის საკითხს.

საქართველოში ქალაქისა და სხვა დასახლებული პუნქტის საერთო რაოდენობა


4500-ია, მათ შორის ქალაქი და ქალაქის ტიპის დასახლება 112-ია. ისისნი ანჟამად
წარმოადგენენ საკმაოდ მდგრად ანთროპოგენურ ლანდშაფტებს, რომლებიც მჭიდრო
კავშირშია მიმდებარე ლანდშაფტებთან და მოქმედებენ მათზე არა მხოლოდ
სოციალურ-ეკონიმიკურად, არამედ ფიზიკურ-გეოგრაფიულად. თავის მხრივ,
სელიტებური ლანდშაფტების ინდივიდუალური ნიშნების ფორმირებაში არა ნაკლები
მნიშვნელობა აქვს ქალაქის „ლანდშაფტურ მდებარეობასაც“.

ანთროპოგენური ზემოქმედებით გამოწვეული ატმოსფეროს გაჭუჭყიანების გავლენა


ყველაზე აშკარად სწორედ ქალაქებსა და დამრეწველო ცენტრებში შიმჩნევა, სადაც
კლიმატური პირობები განსხვავებულია გარეუბნებთან შედარებით. ეს გავლენა მით
უფრო დიდია, რაც უფრო დიდია ქალაქი.

ქალაქის ტერიტორიაზე არსებული ფაბრიკები, ქარხნები, ტრანსპორტი,


საცხოვრებელი ბინების გამთბობი და სავენტილაციო სისტემები გამოყოფენ სითბოს
დიდ რაოდენობას. ასევე, ზაფხულში გახურებული შენობები, ქუჩებისა და მოედნების
ასფალტი სითბოს დამატებითი წყაროებია. ყოველივე ეს კი განაპირობებს ქალაქის
კლიმატური პირობების ცვლილებას და ე.წ. „ სითბური კუნძულის“ წარმოქმნას.
შეფასებულია, რომ ქარის მცირე სიჩქარის დროს ჰაერის ტემპერატურა ქალაქის
ცენტრში დაახლოებით 20-ით მეტია, ვიდრე გარეუბნებში, ხოლო ცივ პერიოდში ამ
მაჩვენებელმა შესაძლებელია 6 – 80-ს მიაღწიოს.

რაც შეეხება “სითბურ კუნძულებს“ (Берлянд, 1975), მათ აქვს ძალზე რთული
სისტემა, რაც იმითაა განპირობებული, რომ ქალაქის ყოველი განაშენიანებული
კვარტალი დამატებითი სითბოს წყაროა მეზობელთან მდებარე გაუნაშენიანებული
ადგილებისათვის.

ქალაქის ატმოსფეროში აეროზოლების სიმრავლე იწვევს ნისლიანობას, ე.წ.


„ნისლიანი სმოგების“ მომატებას, ეს უკანასკნელი კი შეიცავს ატმოსფეროს
გამაჭუჭყიანებელ ნივთიერებებს.

საყურადგებოა ის გარემოებაც, რომ მოსახლეობისა და სამრეწველო ნაგებობების


თავმოყრას დიდ ქალაქებში შეუძლია გამოიწვიოს კლიმატური ცვლილებები
ქალაქიდან ათობით კმ მანძილზე. ამასთან ცნობილია, რომ წყლის ორთქლისაგან
წარმოქმნილი ღრუბლის წვეთები ზრდას იწყებენ მყარ ნაწილაკებზე, ე.წ.
კონდენსაციის ბირთვებზე. წვის პროდუქტების შეტანის შემდეგ, წყლის ორთქლით
გაჯერებულ ჰაერშიც კი, ადგილი აქვს ღრუბლიანობის მომატებას. მაგალითად,
თბილისის აეროპორტზე დაკვირვებით დადგენილია, რომ 1940-50-იან წლებში
შეზღუდული ხილვადობის დღეთა რიცხვი ცვალებადობას არ განიცდიდა, ხოლო 1951
წლიდან (რუსთავის მეტალურგიული ქარხანის ამოქმედების შემდეგ) მკაფიოდ
გამოხატული ზრდის ტენდენცია შეინიშნება. რაც შეეხება ატმოსფეროს
აეროზოლებით დაჭუჭყიანებას, მისმა რაოდენობამ 70%-ს გადააჭარბა, აქედან 34%
მოდის თბილისსა და რუსთავზე ( რუსთავი - 26%, თბილისი - 8%).

როგორც ცნობილია, ქალაქებში ( განსაკუთრებით დიდ ქალაქებში) ძირფესვიანად


იცვლება როგორც ბუნებრივი კომპონენტები ( მცენარეული საფარი, რელიეფი,
კლიმატი, ნიადაგი, ცხოველთა სამყარო), ისე მთლიანად ლანდშაფტური კომპლექსი.
მაგალითად, მკვეთრად შეცვლილია კლიმატური პირობები ქ. თბილისში. მიმდებარე
ტერიტორიებთან შედარებით ქალაქში ნაკლებია მზის რადიაციის შემოდინება.
შესაბამისად, შემცირებულია მზის ნათების ხანგრძლივობაც. ქალაქი ხასიათდება
მომატებული ტემპერატურული რეჟიმით: იანვრის საშ. ტემპერატურა 0,5 0 -ით,
ივლისის 0,80 -ით; საშ. წლიური 0,50 -ით, ხოლო აბს. მაქსიმუმი - 10 -ით.

თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ ქალაქის ჰაერი, სხვადასხვა ფაქტორების


ზემოქმედებით, ძლიერ დაჭუჭყიანებულის, გასაგების იქნება ქალაქის ჰავის სხვაობა
მიმდებარე ( საგარეუბნო) ტერიტორიებთან შედარებით. ამასთანავე, ქალაქის შიდა
ლანდშაფტურ დიფერენციაციაში შეინიშნება მიკროლანდშაფტური სხვაობანი. ამაში
კი, ქალაქის ისტორიულ განვითარებასა და მისი გარკვეული უბნების ფუნქცუირ
დანიშნულებასთან ერთად, დიდი მნიშვნელობა აქვს ბუნებრივ ფაქტორებს
( ჯაოშვილი, 1971). თბილისში მრავლადაა სელიტებური მიკროლანდშაფტები,
ჩამოყალიბებური რელიეფური პირობების ( ტერასული განაშენიანების) საფუძველზე.
შეინიშნება კლიმატური სხვაობაც მის ცალკეულ უბნებს შორის, ასე მაგალითად,
ქალაქის ცენტრალურ ნაწილში ( აღმაშენებლის პროსპექტი) იანვრის მაშ.
ტემპერატურა 0,90 -ის ტოლია, ივლისის - 24,40 -ია, საშ. წლიური - 12,70, ქალაქის
სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში შესაბამისად 0,40, 24,00, 12,30 -ია, ხოლო სამხრეთ-
დასავლეთით - 0,30, 23,60, 12,10. ასევე სხვაობაა ქალაქის ცალკეულ უბნებს შორის
ატმოსფერული ნალექების განაწილებაში.

თბილისი, რომელიც მდებარეობს ამავესახელწოდების ქვაბულში, მტკვრის ორივე


სანაპიროზე, ხასიათდება საკმაოდ დიდი ჰიფსომეტრული კონტრასტებით. ეს და სხვა
ზემოაღწერილი ფაქტორები გათვალისწინებულ უნდა იქნეს ქალაქის სელიტებულში-
შიდალანდშაფტური დაგეგმარებისას.

საქართველოს სელიტებურ ლანდშაფტთა შორის ყველაზე დიდი ფართობის


მომცველია სასოფლო-სელიტებური ლანდშაფტები, რომელის ერთობ დიდი
მრავალფეროვნებით გამოირჩევა. გამოყოფენ ( ჯაოშვილი, 1980) სასოფლო
განსახლების სამ ჯგუფს ( ადგილდებარეობის მიხედვით): 1) ვაკე-დაბლობის
სოფლები; 2) მთისწინეთის სოფლები და 3) მთის სოფლები.

სასოფლო სელიტებური ლანდშაფტების გამოყოფისას განსაკუთრებულ ინტერესს


იწვევს სასოფლო განსახლების მორფოლოგიური ტიპოლოგია, რომლის ძირითადი
პარამეტრების: სოფლიდ განლაგება და ადგილ მდდებარეობა, დაგეგმარებითი და
გენეტიკური თავისებურებანი, მცხოვრებთა რაოდენობა, ფუნქციური დანიშნილება,
საცხოვრისთა და სამეურნეო ნაგებობათა ტიპები. ყველა ეს პარამეტრი, და, უპირველეს
ყოვლისა, ბუნებრივი, საფუძვლად უნდა დაედოს სასოფლო-სელიტებური
ლანდშაფტების ტიპოლოგიას. როგორც ჩანს, დაგამწყვეტი როლი ენიჭება ბუნებრივ
და არა ანთროპოგენურ ფაქტორებს. გარდა ამისა, ანთროპოგენური
ლანდშაფტმცოდნეობის თვალსაზრისით, უფრო მნიშვნელოვანია არა ის, რომ
არსებობს მთისწინეთის სასოფლო განსახლებანი, არამედ ის, რომ ეს უკანასკნელი
ქმნის უწყვეტ ზოლს (მაგალითად, შიდა კახეთში).

საქართველოში მრავლადაა ( სამწუხაროდ) ნასოფლარები. სელიტებური


ლანდშაფტების ქვესახეში მოიაზრება სასოფლო ნანგრევები, მიტოვებული ბაღ-
ვენახები, ხელოვნური ტერასები, არხები. ასეთი ლანდშაფტები გვხვდება თუშეთში,
ხევსურეთში, მდ. ლიახვის ზემო წელის ხეობაში, აჭარაში და სხვ., რაც უმთავრესად
დაკავშირებულია მთიდან ბარში მოსახლეობის გეგმაზომიერ (ზოგჯერ სტიქიურ)
ჩამოსახლებასთან ( ეკომოგრანტები).

სელიტებური ( საქალაქო და სასოფლო) ლანდშაფტები გამოიყოფა და


კარტოგრაფირდება ზემოაღნიშნული პარამეტრების გათვალისწინებით, ხოლო მათი
ფორმულირება ლეგენდის სახით შეიძლება მოხდეს შესაბამისად ( მოვიყვანთ
რამდენიმე მაგალითს ნიმუშის სახით):

1.საქალაქო-სელიტებური ლანდშაფტი - ნოტიო სუბტროპიკულ მდინარეთაშორის


ვაკე-დაბლობზე, კულტურული მცენარეულობით, ალუვიურ, მდელოს ალუვიურ და
სუბტროპიკულ ეწერ ნიადაგებზე;

2.საქალაქო-სელიტებური ლანდშაფტი - ზომიერად ნოტიო საშუალომთის ქვაბულებსა


და პლატოებზე, ძირითადად ბუნებრივი ( მთა-მდელოს, ტყის) მცენარეულობით, მთა-
მდელოს ნიადაგებზე და ა.შ.

ა. სასოფლო-სელიტებური ლანდშაფტი - ნოტიო სუბტროპიკულ ზღვისპირა დიუნურ


დაბლობებზე, ბუნებრივ კულტურული მცენარეულობით, ქვიშიან-სილიან, ჭაობის
ლამიან და სუბტროპიკულ-ეწერ ნიადაგებზე.
ბ. სასოფლო-სელიტებური ლანდშაფტი - ზომიერად არიდულ ტალღოვან
(წვრილმთიანეთი) ვაკეზე, კულტურულ-ბუნებრივი მცენარეულობით; წაბლა, შავმიწა
და გაჯიან ნიადაგებზე.

გ. ნასოფლარი-სელიტებური ლანდშაფტი - ნოტიო და ზომიერად ნოტიო და


ზომიერად ნოტიო მაღალ მთიანეთში, მიტოვებული ხელოვნური ტერასებით, ქვის
მაგებობათა ნაშთებით დარღვეული მცენარეთა საფარით, მთა-მდელოს ტყის
ნიადაგებზე და ა.შ.

ამგვარად, როგორც საქალაქო, ისე სასოფლო სელიტებური ლანდშაფტების


ფორმულირესისას უნდა მიუთითოს თითქმის ყველა ბუნებრივი და სახეშეცვლილი
კომპონენტი, ასევე ანთროპოგენური ზემოქმედება ბუნებაზე, რის შედეგადაც
ყალიბდება მთლიანად კომპლექსი.
ლიტერატურა

1.ბერუჩაშვილი ნ. ლანდშაფტმცოდნეობა (მოკლე კურსი). თბილისი.1992.

2, ელიზბარაშვილი ნ. ლანდშაფტების გეოეკოლოგიური დარაიონებისა და

დაგეგმარების საკითხები. თბილისი., 2004.

3. დავითაია ე., სეფერთელაძე ზ.,- ანთროპოგენური ლანდშაფტები.

თბილისი - 2008.

4.Беручашвиди Н- Этология ландшафта. Тбилиси-1989

5.Перельман А. Геохимия ландшафта. М. 1975

6.Уклеба Д. Антропогенные ландшафты Грузий. Тб.1983 .

7. Беручашвиди Н- Геофизика ландшафта. Тбилиси-1989.

8. Исаченко А.Г. Ландшафтоведение и физико-географическое районирование. Москва., 1991.

You might also like