You are on page 1of 2

გაკვეთილი 1

რას შეისწავლის ზოოლოგია?

ცხოველთა სამეფოს შეისწავლის ზოოლოგია. ზოოლოგია ბერძნული სიტყვაა ( zoon-


ცხოველი და logos-მოძღვრება, შესწავლა). ზოოლოგიის ძირითადი მიზანია შეისწავლოს
ცხოველთა გარეგანი და შინაგანი აგებულება, მათი ცხოვრების ნირი, გავრცელება,
ცხოველისა და გარემოს ურთიერთდამოკიდებულება, სამეურნეო მნიშვნელობა და სხვა.
ცხოველთა სამყარო, როგორც ცოცხალ ორგანიზმთა ერთ-ერთი მთავარი ჯგუფი,
დიდ როლს ასრულებს დედამიწის სიცოცხლით დასახლებული გარსის - ბიოსფეროს,
მისი ეკოსისტემების არსებობისა და წონასწორობის შენარჩუნებაში. ცხოველებს დიდი
მნიშვნელობა აქვთ ასევე ადამიანის ყოფასა და არსებობისათვის. ისევე როგორც ყველა
მეცნიერებას, ზოოლოგიასაც თავისი ისტორია აქვს. პირველი სერიოზული შრომა
ზოოლოგიაში ეკუთვნის არისტოტელეს, იგი სამართლიანად ითვლება ზოოლოგიის
ფუძემდებლად, მან მდიდარი მემკვიდრეობა დატოვა მეცნიერების აღნიშნულ დარგში.
მისი ნამუშევრებია : „ცხოველთა ისტორია“, „ცხოველთა წარმოშბა“ და სხვა. მან აღწერა
ცხოველთა 520 სახეობა. მას შემდეგ რაც აღამოაჩინეს ხუთივე, ცოცხალი ორგანიზმებით
დასახლებული კონტინენტი, უამრავი კუნძული, მეცნიერებს სხვა ინფორმაციასთან
ერთად, დიდძალი მასალა დაუგროვდათ ცხოველთა სამყაროს შესახებ. ზოოლოგის
განვითარებაში დიდი წვლილი მიუძღვის ისეთ მეცნიერებს როგორებიც არიან კარლ
ლინე თავისი ნაშრომით „ბუნების სისტემა“, მისი თანამედროვე ლამარკი ნაშრომით
„ზოოლოგიის ფილოსოფია“. ასევე ზოოლოგიის განვითარებაში უნიდესი წვლილი
შეიტანა ევულუციის მეცნიერული საფუძვლის ფუძემდებელმა ჩარლზ დარვინმა.

ჩარლზ დარვინი კარლ ლინე


მე-20-21 საუკუნეების ზოოლოგიის გავნითრება მჭიდროდ არის დაკავშირებული
საერთო სამეცნიერო-ტექნიკურ პროგრესთან (ელექტრონული მიკროსკოპის გამოგონება,
კვლევის ქიმიური, გენეტიკური და სხვა მეთოდების შემოღება) ასევე შეიქმნა
ზოოლოგიის არაერთი მეცნიერული მიმართულება. გამოსაკვლევი ობიექტის მიხედვით,
არსებობს ენტომოლოგია - შეისწავლის მწერებს, არაქნოლოგია - ობობასნაირებს,
ჰერპეტოლოგია - ამფიბიებს, ორინთოლოგია - ფრინველებს, თერიოლოგია -
ძუძუმწოვრებს.

ბიოსფერო - დედამიწის სიცოცხლით დასახლებული გარსი.

ეკოსისტემა - ცოცხალ ორგანიზმებისა და მათი საარსებო გარემოს


ერთობლიობა.

You might also like