You are on page 1of 1

გეოგრაფია (ბერძ. γεωγραφία < ბერძ.

gē — მიწა და graphō — აღწერა) —


საბუნებისმეტყველო და საზოგადოებრივ მეცნიერებათა ერთიანი კომპლექსი , რომელიც
შეისწავლის დედამიწის გეოგრაფიული გარსის განვითარების კანონზომიერებებს ,
სტრუქტურას, ბუნებრივ და სოციალურ-ეკონომიკურ სისტემათა ფუნქციონირებასა და
ურთიერთკავშირს, რომელიც ამუშავებს რაციონალურ ბუნებათსარგებლობის პრინციპებს ,
საზოგადოების ოპტიმალურ ტერიტორიულ ორგანიზაციასა და ეკოლოგიურად მდგრადი
ცხოველმოქმედი გარემოს ფორმირებას. შეისწავლის დედამიწაზე არსებული
ობიექტებისა და სისტემების ორგანიზაციისა და ფუნქციონირების სივრცით -დროით
ასპექტებს.

გეოგრაფიის შესწავლის ზოგადი ობიექტი შეიძლება იყოს ნებისმიერი მოვლენა, პროცესი


და სისტემა, რომელსაც გააჩნია ან შეიძლება პოტენციურად გააჩნდეს სივრცითი
სტრუქტურა. საბუნებისმეტყველო და საზოგადოებრივ გეოგრაფიულ დისციპლინათა
გაერთიანება მეცნიერებათა ერთ სისტემაში განპირობებულია მათი საკვლევი ობიექტების
მჭიდრო კავშირითა და მეცნიერების ამოცანათა ერთობით. გეოგრაფიის მთავარი მიზანია
საზოგადოების გონივრული ტერიტორიული ორგანიზაციისა და ბუნებათსარგებლობის
საშუალებების გამოკვლევა, საზოგადოების ეკოლოგიურად უსაფრთხო განვითარების
სტრატეგიის ფუნდამენტის შექმნა. გეოგრაფიული კვლევის მნიშვნელოვანი ობიექტია
ადამიანის და ბუნების ურთიერთგავლენა, გეოგრაფიული გარემოს კომპონენტების
განაწილებისა და ურთიერგავლენის კანონები ლოკალურ, რეგიონულ, ეროვნულ ,
კონტინენტურ, ოკეანურ და გლობალურ დონეებზე.

გეოგრაფიის როგორც მეცნიერების შესწავლის ზოგადი ობიექტია გეოგრაფიული გარსი ,


ანუ ლანდშაფტური გარსი, რომელშიც ერთმანეთს ეხებიან და ურთიერთქმედებენ
ლითოსფერო, ჰიდროსფერო, ატმოსფერო და ბიოსფერო. გეოგრაფიული გარსის
განვითარება იცვლება დროსა და სივრცეში. დროში ცვალებადობა არის რიტმულიც და
ურიტმოც, შესაბამისად, პერიოდული და ეპიზოდური. სივრცეში განვითარების
უთანაბრობა გამოიხატება, უწინარეს ყოვლისა, ჰორიზონტალური და ვერტიკალური
ზონალურობით

You might also like