You are on page 1of 6

1.

კარტოგრაფიული პროექციების შერჩევა მსოფლიოს, მატერიკებისა და საქართველოს რუკებისთვის

ფაქტორები რომლებიც გავლენას ახდენენ პროექციების შერჩევაზე შეიძლება შემდეგნაირად დავაჯგუფოთ:


•კარტოგრაფირებადი ტერიტორიის გეოგრაფიული თავისებურებები, დედამიწის მდებარეობა სფეროზე, ზომები და
კონფიგურაცია; რამდენიმე მრავალი
•რუკის დანიშნულება, მასშტაბი და თემატიკა, შესაძლო მომხმარებელთა წრე;
•რუკის გამოყენების პირობები და ხერხები, ამოცანები, რომელთა ამოხსნა იქნება შესაძლებელი მათზე;
• თვით პროექციების თავისებურებები – სიგრძეების, ფართობების კუთხეების დამახინჯებები და მათი განაწილება
ტერიტორიაზე, მერიდიანებისა და პარალელების ფორმა, მათი სიმეტრიულობა, პოლუსების გამოსახვა, უმოკლესი
მაძილის ხაზის სიმრუდე.
ფაქტორების პირველი სამი ჯგუფი მოცემულია თავიდანვე, მეოთხე კი დამოკიდებულია მათზე.

მსოფლიოს რუკებს როგორც წესი ადგენენ ცილინდრულ, ფსევდოცილინდრულ და პოლიკონუსურ პროექციებში.


დამახინჯებათა შესამცირებლად ხშირად გამოიყენება მკვეთი ცილინდრი, ხოლო ფსევდოცილინდრულ პროექციებს ზოგჯერ
ადგენენ ოკეანეებში წყვეტით.

ნახევარსფეროების რუკებს ყოველთვის აგებენ აზიმუტალურ პროექციებში.

მატერიკების რუკები: ევროპის, აზიის, სამხრეთ და ჩრდილოეთ ამერიკის, ავსტრალიის ოკეანეთთან ერთად, უფრო
ხშირად აგებენ ტოლდიდ ირიბ აზიმუტურ პროექციებში, აფრიკისათვის იყენებენ განივ, ხოლო ანტარქტიდისათვის –
ნორმალურ აზიმუტურ პროექციებს.

ცალკეული ქვეყნების, ადმინისტრაციული ოლქების, პროვინციების, შტატების რუკებს აგებენ ირიბ ტოლკუთხა და
ტოლდიდ კონუსურ ან აზიმუტალურ პროექციებში, თუმცა ბევრია დამოკიდებული ტერიტორიის კონფიგურაციაზე და
მდებარეობაზე დედამიწის სფეროზე.
პროექციების ამოცნობა ნიშნავს მისი სახელის დადგენას, ამა თუ იმ სახისა და კლასის მიკუთვნილობის განსაზღვრას,
რაც აუცილებებლია რათა გვქონდეს წარმოდგენა პროექციის თვისებებზე, დამახინჯებათა ხასიათზე, განაწილებაზე და სიდიდეზე
.
არსებობს პროექციის სპეციალური ცხრილები-დამდგენები მსოფლიოს ნახევარსფეროების, მატერიკებისა და ოკეანეების
რუკებისათვის. ბადეზე სპეციალური გაზომვების ჩატარებით ასეთ ცხრილში შეიძლება მოვძებნოთ პროექციის სახელი, რაც
წარმოდგენას მოგვცემს მის თვისებებზე, საშუალებას მოგვცემს შევაფასოთ მოცემულ რუკაზე რაოდენობრივი განსაზღვრებების
შესაძლებლობა, შესაბამისი რუკის შერჩევის შესწორებების შესატანი იზოკოლებით.
საქართველოს კარტოგარფიული პროექცია: საქართველოში 1999 წელს შემოღებული კარტოგრაფიული UTM პროექცია,
დიდი უზუსტობის (დამახინჯებების) გამო, მხოლოდ წვრილმასშტაბიანი რუკებისთვის გამოიყენება, ხოლო მსხვილმასშტაბიანი
რუკებისა და გეგმებისთვის საჭირო გახდა ახალი კარტოგრაფიული პროექციის შემუშავება. ცნობილი კარტოგრაფიული
პროექციებიდან შერჩეულ იქნა ისეთი პროექცია, რომელიც მათემატიკურად ყველაზე მეტად მიესადაგება საქართველოს
ტერიტორიას, რაშიც იგულისხმება:
გეოგრაფიული მდებარეობა, მისი ზომა, ფორმა;

 დანიშნულება და სპეციალიზაცია, მასშტაბი და რუკის შინაარსი, მასზე გადასაწყვეტი ამოცანები, საჭირო სიზუსტე;
 კუთხეების, მანძილების და ფართობების მინიმალური დამახინჯების უზრუნველყოფა,

გაუსს კრუგერის, UTM და TM (მერკატორის განივ ცილინდრული) და LCC (ლამბერტის კონუსურ კომფორმულ) პროექციების
განხილვისა და SIDA/ LANTMATERIET შვედეთის ინსტიტუტის, EUROPEAN UNION’S ENPI /DIADIKASIA S.A. ბიზნესის
საკონსულტაციო ფირმის და საფრანგეთის INSTITUT GEOGRAPHUNE NATIONAL ინსტიტუტთან კონსულტაციების შედეგად
შერჩეული იქნა GRS80 ელიფსოიდი, IGS08 საკოორდინატო სისტემა და LCC კარტოგრაფიული პროექცია.
პროექციების შეფასება განხორციელდა იზოკოლების გატარებით.
LCC პროექცის დადებითი მაჩვენებლები:
 საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, UTM-ის (ორი ზონა) და TM-ის (ხუთი ზონა, მათ შორის 1 საერთო წვრილი
მასშტაბებისთვის და 4 მსხვილი მასშტაბისთვის) პროექციებთან შედარებით LCC –ში მხოლოდ ერთი ზონის არსებობა;
 UTM-ის და TM-ის პროექციებთან შედარებით ყველაზე ნაკლები უზუსტობების (დამახინჯებების) არსებობა;
 ერთიან საკოორდინატო სისტემაში სხვადასხვა დანიშნულების მონაცემთა ბაზების შექმნა;
 თავსებადობა საერთაშორისო საკოორდინატო სისტემებთან.
2. კარტოგრაფიის საგანი და მისი შემადგენელი ნაწილები

კვლევის საგანი. კარტოგრაფია უძველესი მეცნიერებაა. XX საუკუნის 30-იანი წლებიდან მოხდა კარტოგრაფიის
„გეოგრაფიზირება”.კარტოგრაფია არის მეცნიერება ობიექტური სინამდვილის მოვლენათა სტრუქტურისა და სივრცითი მიზეზ-
შედეგობრივი კავშირების შესახებ რუკების, როგორც ნიშნობრივ-ხატებრივი მოდელების საშუალებით.

კარტოგრაფია რთული სისტემაა და რამდენიმე ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული რგოლისაგან შედგება, რომელთა
მთავარი ამოსავალი ქვესისტემაა მისი ზოგადი თეორია - მოძღვრება საგანზე, მეთოდსა და ენაზე.

კარტოგრაფია როგორც აკადემიური მეცნიერება ეფუძნება ოთხ ძირითად რგოლს, რომლებიც მართავენ კარტოგრაფირების
რთული პროცესისა და კონკრეტული სივრცის.

რუკათმცოდნეობა - მეცნიერული დისციპლინა რუკისა და მისი ანალიზის, კარტოგრაფიული წყაროთმცოდნეობის,


კარტოგრაფიულ გამოსახულებათა კლასიფიკაცი-ისა და კარტოგრაფიის ისტორიის შესახებ.
მათემატიკური კარტოგრაფია - დისციპლინის თეორიული დარგია ათვლის სივრცითი სისტემის სიბრტყეზე ასახვის
შესახებ, რომელიც იკვლევს ყველა სახისა და დანიშნულების კარტოგრაფიული პროექციების აგების ხერხებსა და მეთოდებს.
რუკათშედგენა და რედაქტირება - ემპირიული მასალის შეგროვების, კარტოგრაფიული გადამუშავებისა და ასახვის თეორია.
რუკათგამოყენება ანუ კარტომეტრია - რუკებისა და სხვა სახის კარტოგრაფიული გამოსახულებების საშუალებით გაზომვებისა
და კონკრეტული კვლევების ჩატარების გზით ინფორმაცის მოპოვება.
გეოინფორმაციული კარტოგრაფია - კარტოგრაფიის დარგი, რომელიც დაკავებულია რუკების როგორც გეოსისტემათა
მოდელების ავტომატიზირებული შექმნითა და გამოყე-ნებით, გის-ტექნოლოგიებისა და გეოგრაფიული (გეოლოგიური,
ეკოლოგიური, სოცია-ლურ-ეკონომიკური და სხვ.) მონაცემთა ბაზების გამოყენებით. გეოინფორმაციული კარ-ტოგრაფირება
არის გეოგამოსახულებათა შექმნის ერთ-ერთი მთავარი თანამედროვე მეთოდი.

გეოგრაფიული კარტოგრაფია - გეოგრაფიული გარსის საგნებისა და მოვლენების კონკრეტული სივრცის ასახვა. გეოგრაფიული
კარტოგრაფიის წიაღში ჩამოყალიბდა ახალიქვემიმართულება - ლანდშაფტური კარტოგრაფია, რომლის საგანია ყველა რანგის
გეოსისტემათა კონკრეტული სივრცე და მისი დროული ცვალებადობა.

ზემოთჩამოთვლილი ხუთი სამეცნიერო-კარტოგრაფიული დისციპლინის ურთიერთ თანამშრომლობის საფუძველზე


კარტოგრაფიის შინაგან სტრუქტურაში ყალიბდება ორი სინთეზური მიმართულება: გეოგრაფიული კარტოგრაფია და
ასტრონომიული კარტოგრაფია-აეროკოსმოსური კარტოგრაფია, რომელიც ძირითადად დაკავებულია აერო და კოსმოსური
სურათების გამოყენების საფუძველზე ყველა მასშტაბის, შინაარსის, დანიშნულებისა და ტერიტორიული მომცველობის
რუკებისა და სხვა სახის კარტოგრაფიული გამოსახულებების შექმნით.

გეოგრაფიული კარტოგრაფია თავის მხრივ იყოფა ორ ძირითად ქვემიმართულებად: ა) ზოგადგეოგრაფიული კარტოგრაფია,


რომელიც ასახავს გეოგრაფიული გარსის ხილულად დაკვირვებადი საგნებისა და მოვლენების კონკრეტულ სივრცეს და მის
დროულ ცვალებადობას; ბ) სპეციალური (თემატური) კარტოგრაფია, რომელიც ასახავს გეოგრაფიული გარსის ხილულად
დაუკვირვებადი საგნებისა და მოვლენების კონკრეტულ სივრცეს და მის დროულ ცვალებადობას.
ზოგადგეოგრაფიული კარტოგრაფია თავის მხრივ იყოფა ორ ქვედარგად, ესენია: ტოპოგრაფიული კარტოგრაფია და
სამიმოხილვო კარტოგრაფია.
3. ცილინდრული პროექციები, ზოგადი დახასიათება

კარტოგრაფიულ პროექციებს ყოფენ ჯგუფებად: ცილინდრულ, აზიმუტურ და კონუსურ პროექციებად. ცილინდრის


შემთხვევაში პროექციას ცილინდრული პროექცია ეწოდება. მასში მერიდიანები და პარალელები ურთიერთგადამკვეთი სწორი
ხაზებით არის წარმოდგენილი.

ცილინდრული პროექციებიში სფეროს (ელიფსოიდის) პროექტირება ხდება მხებ ან მკვეთ ცილინდრის ზედაპირზე, შემდეგ
მისი გვერდითი ზედაპირი იჭრება ერთერთ მსახველზე და იშლება სიბრტყეზე. ამასთან, ცილინდრის ღერძი შეიძლება
ემთხვეოდეს სფეროს ღერძს ან იყოს მისი პერპენდიკულარული ან კიდევ ქმნიდეს მასთან რაიმე კუთხეს. ასეთ პროექციებში
ნაკლებად მახინჯდება ტროპიკული და ეკვატორული მხარის ტერიტორიები.

კვადრატული ცილინდრული პროექცია. კვადრატული ცილინდრული პროექციაში ცილინდრის გრძივი ღერძი უნდა
ემთხვეოდეს დედამიწის პოლარულ ღერძს. ცილინდრი და გლობუსი ერთმანეთს ეკვატორის გასწვრივ ეხებიან, რომელიც
ცილინდრის ზედაპირზე დაგეგმილებისას ინარჩუნებს თავის სიგრძეს. კარტოგრაფიული ბადე შედგება კვადრატებისაგან,
განსხვავებით გლობუსზე არსებული სფერული ტრაპეციებისგან, აქედან მომდინარეობს მისი სახელწოდება კვადრატული.

მანძილები ეკვატორიდან პარალელამდე განისაზღვრება ფორმულით:

x=R.

 მერკატორის ტოლკუთხა (კონფორმული) პირდაპირი ცილინდრული პროექცია. მერკატორის ტოლკუთხა პირდაპირი


ცილინდრული პროექცია ერთ-ერთი მთავარი კარტოგრაფიული პროექციაა, რომელიც ინარჩუნებს კუთხეებს მიმართულებებს
შორის. მასში ყველა ლოქსოდრომი გამოსახულია სწორი ხაზებით. როგორც წესი, მერკატორის პროექციაში რუკას
შემოფარგლავენ ჩრდილოეთ და სამხრეთ განედების 80-85° მდე ტერიტორიებით.

ლოქსოდრომი და ორთოდრომი. მრუდს რომელიც მუდმივი მიმართულებით (=const) კვეთს ყველა მერიდიანს ლოქსოდრომი
ეწოდება. იმ შემთხვევაში კი, როდესაც =90 ლოქსოდრომი გახდება KK პარალელი, ხოლო =0-სას გადაიქცევა მერიდიანად.

მართკუთხა პირდაპირი ცილინდრული პროექცია. ცილინდრული პროექციები, ისევე როგორც კონუსური, შეიძლება იყოს
მხები ან მკვეთი. კვადრატულ ცილინდრულ პროექციას დიდი დამახინჯებები ახასიათებს.

პარალელები φ1φ1 და φ2φ2 ემთხვევა სფეროს, ღერძის სიმეტრიულად იქნებიან განთავსებული ეკვატორის მიმართ. ცილინდრის
ღერძი ემთხვევა სფეროს PP ღერძს. კვეთის პარალელები შეირჩევა ტერიტორიის სიდიდისა მოყვანილობის შესაბამისად ისე,
რომ დამახინჯება მივიღოთ მინიმალური. პოლუსებზე გამავალი φ1φ1 φ2φ2 სიბრტყე სფეროზე წარმოშობს მერიდიანს ხოლო
ცილინდრზე სწორ ხაზს. ცილინდრის სიბრტყეზე გაშლის შემდეგ მერიდიანები გაამოისახება ურთიერთ პარალელურ ხაზებად,
რომელთა შორის მანძილი ტოლი იქნება მკვეთი პარალელის იმ ნაწილისა, რომელიც მოთავსებულია ორ მოსაზღვრე მერიდიანს
შორის.
4. დაახასიათეთ გეოგრაფიული გლობუსი, მისი დადებითი და უარყოფითი მხარეები

გლობუსი - (Globus - სფერო) - დედამიწის დაუმახინჯებელი კარტოგრაფიული გამოსახულება სფეროზე; დედამიწის მოდელი,
ყველა მიმართულებით სიგრძეებისა და ფართობების ერთი და იგივე მასშტაბით.

კარტოგრაფია კონკრეტული სივრცის შემსწავლელი მეცნიერებაა, იგი თავისი ლოგიკურ-მეთოდოლოგიური სისტემით


გეოგრაფიას უკავშირდება, ამიტომ მისი მოღვაწეობის შედეგის – რუკისა და სხვა სახის კარტოგრაფიული გამოსახულებების
ყველაზე მასშტაბური მომხმარებელი სწორედ გეოგრაფიაა, რომელიც გეოგრაფიული გარსის ფარგლებში იკვლევს ბუნებრივი
და სოციალურ-ეკონომიკური (საზოგადოებრივი) მოვლენათა სივრცე-დროით კანონზომიერებებს.

ციური სხეულების კონკრეტული სივრცის სიბრტყეზე ასახვის აუცილებლობის გამო უკავშირდება ასტრონომია კარტოგრაფიას,
რომელიც მისთვის ქმნის ასტრონომიული ციკლის რუკებს, გლობუსებს, ატლასებს და ა.შ.

დედამიწის ნამდვილი სახის ასახვაში მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა ცნობილი ასტრონომის - ჰიპარხის მიერ, რომელმაც
წამოაყენა წინადადება, მერიდიანებისა და პარალელების ბადეზე დაყრდნობით რუკის შედგენაზე, სადაც შესაძლებელი
იქნებოდა დედამიწის ზედაპირის ნებისმიერი წერტილის მდებარეობის განსაზღვრა.

სტრაბონმა თავის შრომაში ,,გეოგრაფია 17 წიგნად’’, გადმოგვცა გეოგრაფიული მეცნიერების ძირითადი მიზნები და
გლობუსის მნიშვნელობა.

კარტოგრაფიის განვითარებაში უზარმაზარი როლი შეასრულა ასევე, წიგნის ბეჭდვის გამოგონებამ (XV საუკუნე), რომლის
შემდეგ დაინერგა რუკების ბეჭდვაც. 1472 წელს აუგსბურგში სევილიელმა ისიდორმა (დაახლ.1560-1636 წ.წ.) შექმნა პირველი
ნაბეჭდი ხეზე გრავირებული მსოფლიო რუკა). პტოლომეს ,,გეოგრაფიის’’ პირველი სპილენძზე გრავირებული გამოცემა
რუკების თანხლებით გამოჩნდა 1477 წ. ბოლონიაში. სულ XV ს-ში გამოვიდა ,,გეოგრაფიის’’ ექვსი გამოცემა, ხოლო XVI ს-ის
ბოლოს მათმა რიცხვმა ორმოცს მიაღწია.
XVI საუკუნეში, ფეოდალური ურთიერთობის რღვევისა და კაპიტალიზმის ჩასახვის ეპოქაში, ფეოდალური საზოგადოების
წიაღში შეიქმნა პირობები, რომელმაც ხელი შეუწყო კარტოგრაფიული მეცნიერებისა და წარმოების განვითარებას.

თურქ ზღვაოსანს, ადმირალ პირი-რეისს ეკუთვნოდა (ნახ. 9 ). გაზელის ტყავზე დახაზული რუკა 1513 წლით თარიღდება,
მაგრამ მასზე უკვე გამოსახულია ევროპისა და ჩრდილოეთ აფრიკის დასავლეთი სანაპიროები და ატლანტის ოკეანის
კუნძულები. საკმაოდ ზუსტადაა მონიშნული სამხრეთი ამერიკა ანდებით, ანტარქტიდა, რომელიც მხოლოდ 1820 წელს
აღმოაჩინეს, მაგარმ ეს არცაა გასაკვირი: ძველი დროის ბევრი კარტოგრაფი ვარაუდობდა ე.წ. „სამხრეთი მიწების“ არსებობას,
რომლებიც იმხანად
ჯერკიდევ არ იყო აღმოჩენილი, აქვე წარმოდგენილია ბუონსინიორის მიერ შედგენილი ტოსკანიის რუკა.

მერკატორმა, რუკათა კრებულისათვის პირველმა, შემოიტანა ატლასის (ატლასი - მოდის ლეგენდარული


მავრი მეფის ატლასის სახელიდან, რომელიც იყო მეცნიერებათა მფარველი, ფილოსოფოსი და
კარტოგრაფი, პირველი ციური გლობუსის შემქნელი). სახელი მყარად დამკვიდრდა მეცნიერებაში და
არამარტო კარტოგრაფიაში, მაგალითად, არსებობს მცენარეების, ცხოველების, ღრუბლების ატლასი და
ანატომიური ატლასები.
ცნება. შეფარდებითი სიზუსტითა და შინაარსით, მერკატორის ატლასი იმ ეპოქის მოვლენად შეიძლება ჩაითვალოს.
საინტერესოა გრავირების მეთოდით შედგენილი მოსკოვის რუკა რომელიც შესულია მერკატორის მიერ 1819 წელს
გამოქვეყნებულ ატლასში. მართალია ორტელისა და მერკატორის ატლასები უმნიშვნელოვანესი შენაძენი იყო იმ ეპოქის
კარტოგრაფიისათვის, მაგრამ არა ერთადერთი.
XVI ს-ში ახალი კარტოგრაფიული პროექციების დამუშავების შედეგად საუკუნის ბოლოს მათმა რიცხვმა 20-ს მიაღწია.
თვისებების გამოვლენასა და უზუსტობების დადგენაში დიდი ღვაწლი მიუძღვის მერკატორს. მსოფლიო რუკებისათვის
იყენებდნენ ნახევარსფეროების ,,გულისებურ’’ ცილინდრულ და ფსევდოცილინდრეულ პროექციებს.
მიუხედავად კარტოგრაფიული წარმოების განვითარებისა, კარტოგრაფია მოკლებული იყო ისეთ მეცნიერულ იდეებს,
როგორითაც მაგალითად, გამოირჩეოდა მერკატორის შრომები. ახალ გეოგრაფიულ მონაცემთა წყაროები არასრულფასოვანი და
შემთხვევითი იყო. შემდგომი განვითარებისათვის კი კარტოგრაფიას ესაჭიროებოდა მეცნიერულად დასაბუთებული ზუსტი
გეოგრაფიული წყაროებით დამოწმებული იდეები. ასეთი მოთხოვნები ასახვას პოულობენ ფრანგი გეოგრაფის, ნ. სანსონის
შრომებში, განსაკუთრებით, მის დიდ ატლასში - ,,საფრანგეთის მიმოხილვა’’.

ცილინდრი და გლობუსი ერთმანეთს ეკვატორის გასწვრივ ეხებიან, რომელიც ცილინდრის ზედაპირზე დაგეგმილებისას
ინარჩუნებს თავის სიგრძეს.
5. კონუსური პროექციები, ზოგაი დახასიათება

კონუსური პროექციის ასაგებად გამოიყენება გეომეტრიული ფიგურა-კონუსი. სფეროს ზედაპირის პროექტირება ხდება მხებ ან
მკვეთ კონუსზე, რომლის შემდეგ წარმოსახვით იჭრება ერთ-ერთ მსახველზე და იშლება სიბრტყეზე. განასხვავებენ, ნორმალურ
(პირდაპირ) კონუსურ პროექციას, როცა კონუსის ღერძი ემთხვევა დედამიწის ბრუნვის ღერძს, განივ კონუსურს – კონუსის ღერძი
ბრუნვის ღერძის პერპენდიკულარულია და დევს ეკვატორის სიბრტყეში და ირიბ კონუსურს, როცა კონუსის ღერძი დახრილია
ეკვატორის სიბრტყის მიმართ. ასეთ პროექციაში მერიდიანები გამოსახულია ერთი წერტილიდან (პოლუსიდან) გამომავალი
სწორი ხაზებით, ხოლო პარალელები - კონცეტრირებული წრეხაზების რკალებია. წარმოსახვითი კონუსი, ეხება დედამიწის
სფეროსან კვეთს მას საშუალო განედებზე.

როგორც ცილინდრული ისე კონუსური და აზიმუტალური პროექციებისათვის დამხმარე გეომეტრიული ზედაპირის


ნორმალურთან ერთად გამოიყენება სხვა სახის ორიენტირებაც: განივი, როცა ცილინდრის ღერძი დევს ეკვატორის სიბრტყეში,
ხოლო სიბრტყე ეხება სფეროს ეკვატორის ერთერთ წერტილში; ირიბი როდესაც ცილინდრის (კონუსის) ღერძი (სიბრტყის
შემთხვევაში შეხების წერტილზე გამავალი შვეული ხაზი) პოლარულ ღერძთან ქმნის მახვილ კუთხეს, ხოლო სიბრტყე ეხება
სფეროს რომელიმე წერტილს პოლუსსა და ეკვატორს შორის.

ზოგადად, განივ და ირიბ ცილინდრულ, კონუსურ და აზიმუნტარულ პროექციებში მერიდიანებისა და პარალელების ბადე
შექმნილია მრუდი ხაზებისაგან, და ამიტომ პროექციების კლასიფიკაცია მერიდიანებისა და პარალელების სახის მიხედვით
წარმოებს ნორმალური ბადეების მიმართ.
6. კატოგრაფიის განვითარების მოკლე ისტორია

ისე, როგორც ნებისმიკერ მეცნიერებებას, კარტოგრაფიასაც გააჩნია თავისი განვითარების ისტორია. იგი შეისწავლის
კარტოგრაფიის განვითარების ეტაპებსა და კანონზომერებებს. კარტოგრაფიის ისტორიისათვის განსაკუთრებულ ფასეულობას
წარმოადგენს რუკები, გეოგრაფიული შრომები და სხვა წერილობითი წყაროები, რომლებიც წარსულის უშუალო მოწმობად
ითვლება.

უმარტივესი კარტოგრაფიული გამოსახულებები, რომლებიც უკვე პირველყოფილი დროიდან, ჯერ კიდევ დამწერლობის
შემოღებამდე არის ცნობილი, დღემდე შემონახულია კლდეებზე ამოკვეთილი და საყოფაცხოვრებო ნივთებზე დახატული
კარტოგრაფიული გამოსახულებების სახით.

მაიკოპთან ახლოს ნაპოვნ ვერცხლის ლებები ჩრდ. იტალიაში, მათ შორის გეგმა (დაახლოებით 2მ X 4მ), რომელიც გვიჩვენებს
ველკამონიკის (ჩრდილოეთ იტალია) ნაკვეთებს. კედლის ამ ნახატის შინაარსი შეიცავს შემდეგ ელემენტებს: პატარა
მდინარეებს და სარწყავ არხებს, გზებს. (ნახ. 2). ეს გეგმა მიეკუთვნება უძველეს კადასტრულ გეგმათა რიცხვს.

აღმოჩენილია ძვ.წ. 3200 წლის წინანდელი, ცის თაღის 32 სმ. დიამეტრის ნებრა-რუკა ანუ თეფში-რუკა, მზით, მთვარით და
ვარსკვლავებით. ითვლება ცის თაღის ყველაზე ძველ ისტორიამდელ რუკად.

საინტერესოა ასევე ამ პერიოდის თავისებური ,,საზღვაო რუკები’’ რომლებსაც ნაოსნობისათვის იყენებდნენ მარშლის
კუნძულების მცხოვრებნი. საზოგადოებრივ ფორმაციათა ევოლუციის კვალდაკვალ ეს უმარტივესი გამოსახულებები
კარტოგრაფიულ ნაწარმოებებში გადაიზარდა, რომლებშიც იკვეთებოდა მეცნიერული მიდგომა სამყაროს აღქმის შესახებ - არის
ის ქაოტურ მდგომარეობაში, თუ გარკვეულ საგანთა დამოვლენათა ერთობლიობის კანონზომიერი პროცესია, მიუხედავად
იმისა, რომ ამ პერიოდის გამოსახულებები მცირე არეალით შემოიფარგლებოდა, უშუალო კავშირში იყო საზოგადოებრივი
ცივილიზაციის მეცნიერულ პოტენციალთან.

You might also like