You are on page 1of 3

საცდელი ნაკვეთის აგეგმვა

ცდის სქემის, განმეორებათა რაოდენობისა და დანაყოფთა საცდელ ნაკვეთზე


განლაგების წესის განსაზღვრის შემდეგ საჭიროა შედგეს ცდის სქემატური გეგმა-ნახაზი.
სქემატური გეგმის მიხედვით დანაყიფის ნატურაში გადატანამდე საჭიროა
გამოვიანგარიშოთ ცდისათვის საჭირო ფართობი. ცდის საერთო ფართობში გარდა
დანაყოფების ფართობისა უნდა შევიდეს საფარი ზოლები (ბოლო და გვერდითი
სფარები), და-ნაყოფთაშორისი ბილიკები და გზები.
ცდისათვის საჭიროა ფართობის გაანგარიშებისათვის ვიყენებთ შემდეგ
ფორმულას:
S = (ბ. გ. დ) + (ე + ვ)
სადაც S–ცდისათვის საჭირო ფართობი;
ბ–ერთი დანაყოფის სააღრიცხვო ფართობი მ2–ობით;
გ–ვარიანტთა რაოდენობა;
დ–განმეორებათა რაოდენობა;
ე–ბილიკებისა და გზების საერთო ფართობი და
ვ–ბოლო და გვერთითი დამცავი ფართობი.
მაგალითი. ბ = 25 მ . 4 მ = 100 მ 2 ; გ = 4; დ = 4. ცდაში დანაყოფები განლაგებულია
ერთ ზოლად. დანაყოფებს შორის დატოვებულია 0,5 მ სიგანის ბილიკი. თითოეული
გარე გვერდის საფარის ფართობი ტოლია საცდელი დანაყოფის ფართობისა.
გამოვიანგარიშოთ ცდისათვის საჭირო ფართობი.
ცდაში ბ, გ და დ ცნობილია, საჭიროა გავიგოთ ე და ვ. ე=a.b(n-1), სადაც a ბილიკის
სიგანეა, b–ბილიკის სიგრძე, n–საცდელი დანაყოფების და გარე გვერდის საფარების
რაოდენობა.
ამრიგად, ე = 0,5 მ. (18–1) = 12,5 მ2. 17 = 212,5 მ2, რადგანაც გარე გვერდის საფარი
საცდელი დანაყოფის ტოლია და ასეთი საფარი კი ორი გვაქვს, 3 = 100 მ2 + 100 მ2 = 200 მ2,
თუ ჩავსვამთ ფორმულაში მიღებულ ციფრობრივ მონაცემებს, მივიღებთ S = (ბ. გ. დ) + +
(გ+3)=(100.4.4)+(212,5+200)=2012,5მ2–ს, ე. ი. მოცემული ცდისათვის საჭირო ყოფილა
2012,5 მ2 ფართობი.

1
თუ ცდა განლაგებულია ორ და მეტ ზოლად, მაშინ ბილიკების საერთო ფართობი
იანგარიშება ერთი ზოლისათვის და მიღებული სიდიდე გადამრავლდება ზოლთა
რაოდენობაზე. მას მიემატება აგრეთვე ზოლებს შორის დარჩენილი გზების ფართობი.
ვიცით რა ცდისათვის საჭირო ფართობი და დანაყოფთა ნატურაში განლაგების
წესი, ნაკვეთის აგეგმვამდე საჭიროა მომზადდეს ხელსაწყოები და ინვენტარი, ძველი
ტრადიციული მეთოდის შესაბამისად ეს შეიძლება გაკეთდეს ეკერით, საზომი ბაფთი
(ფოლადის ან მუშამბის), გრძელი თოკი, 1,5–2 მ სიგრძის სანიშნი საყეები, 30–50 სმ
გაშალაშინებული პალოები და კუთხის ოთხი რეპერი.
ნაკვეთის აგეგმვა იწყება მთელი ცდის საერთო კონტურების გამოყოფით.
ცდისათვის საჭრო ფართობი უნდა წარმოადგენდეს სწორკუთხედს, რისთვისაც საჭიროა
ფართობის ოთხივე წერტილში აგებული იყოს სწორი კუთხე. სწორი კუთხეების აგება
წარმოებს ეკერით, ხოლო თუ ეკერი არ გვაქვს ბაფთის და თოკის საშუალებით.
სწორი კუთხის ასაგებად საცდელი ნაკვეთის ერთ კუთხეში ვიღებთ ნებისმიერ ა
წერთილს და მოვნიშნავთ მას პალოთი.
სწორი კუთხის აგების ეს წესი ემყარება პითაგორას თეორემას: „მართკუთხა
სამკუთხედში კათეტების კვადრატების ჯამი უდრის ჰიპოტეზის კვადრატს“, ავაგებთ რა
სწორ კუთხეს, შემდეგ ვაგრძელებთ სხვა ვარიანტების აგეგმვას.
სწორი ხაზის გასაყვანად აუცილებელია სარებისა და ლარის გამოყენება.
საცდელი ნაკვეთის აგეგმვა და საზღვრების ფიქსირება თანამედროვე
ტექნოლოგიების გამოყენებით
უკანასკნელ წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა თანამედროვე ტექნოლოგიების,
კერძოდ გეოინფორმაციული სისტემების როლი ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური
განვითარების საქმეში. განვითარებულ ქვეყნებში იგი გამოიყენება მეურნეობის ყველა
დარგში ტერიტორიის დაგეგმარებიდან დაწყებული უბრალო თემატური რუკების
შედგენამდე, გეოინფორმაციული სისტემები გამოიყენება ინფორმაციული ნაკადების
სისტემური, ანალიტიკური და სინთეზური დამუშავებისათვის. აღნიშნული მეთოდი
წარმატებით შეიძლება გამოვიყენოთ საცდელინაკვეთის აგეგმისას და შემდგომი
პროექტირებისას კერძოდ ნაკვეთის საცდელ სექციებად ქაღალდზე დაყოფა-

2
პროექტირებისათვის და შემდგომ მისი ნატურაში ადგილზე გადატანისას მაღალი
სიზუსტის გეოდეზიური ხელსაწყო GPS-ის გამოყენებით, წინასწარ, ზუსტ
კოორდინატებში, განსაზღვრულ წერტილზე დადგმული საბაზო GPS სადგურისა და GPS
როვერის (მოძრავი სადგურის) საშუალებით; ტაქეომეტრული აგეგმვის მეთოდი;
ჰორიზონტალური აგეგმვის მეთოდი; შესაბამისი რეზოლუციის და მასშტაბის
ორთოფოტო გეგმის, საველე დეშიფრირებისა და ჰორიზონტალური აგეგმვის
კომბინირებული მეთოდი.
საცდელი ნაკვეთის აგეგმვისა და შემდგომ ქაღალდზე პროექტირებული
ნაკვეთების ადგილზე გადატანა-გამიჯვნისათვის ეს იქნება სწრაფად და ზუსტად
შესრულებული სამუშაო, რომელიც მაქსიმალურად გამორიცხავს ცდომილებას და ხელს
შეუწყობს საცდელი ნაკვეთის ელექტრონულად ინფორმულობას.

You might also like