You are on page 1of 61

სამგანზომილებიანი ვიზუალური ანალიზი

 ორი ცვლადის ჰისტოგრამები


 დიაპაზონთა 3D დიაგრამები
 გაბნევის 3D დიაგრამები
 გაბნევის სამგანზომილებიანი დიაგრამები
 ზედაპირის გრაფიკები
 დონის ხაზთა რუქები
 ტრასირების გრაფიკები
 ტერნალური გრაფიკები
 სამგანზომილებიანი კატეგორიზებული გრაფიკები
 კატეგორიზებული ტერნალური გრაფიკები
 მომხმარებლის ფუნქციათა გრაფიკები
 მატრიცული გრაფიკები

სამგანზომილებიანი ვიზუალური ანალიზი საშუალებას იძლევა გავაანალიზოთ მონაცემები


სამგანზომილებიან სივრცეში, მაგალითად, აიგოს საწყისი მონაცემების (დაკვირვებების) სამგანზომი-
ლებიანი გამოსახულება. არჩეული ცვლადები წარმოდგებიან Y ღერძზე, მიმდევრობითი დაკვირვებე-
ბი - X ღერძზე , ხოლო ცვლადების მნიშვნელობები (მოცემული დაკვირვებისთვის) გადაიზომ ებიან Z
ღერძზე, როგორც ეს ქვემოთაა ნაჩვენები:

ასეთი სამგანზომილებიანი გრაფიკები გამოიყენებიან რამდენიმე ცვლადის მნიშვნელობათა


თანმიმდევრობების ვიზუალიზაციისათვის. თავისი იდეით ისინი მსგავსნი არიან შედგენილი წრფივი
გრაფიკების, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ საწყისი მონაცემების 3D დიაგრამებისათვის ზონრები,
ხაზები, პარალელოპიპედები და თითოეული ცვლადის მნიშვნელობათა სხვა წარმოდგენები არ ფარა-
ვენ ერთმანეთს (როგორც ორგანზომილებიან გრაფიკზე), არამედ „იშლებიან“ სამგანზომილებიან პერ-
სპექტივაში.
საწყისი მონაცემების 3D დიაგრამები გამოიყენებიან როგორც მონაცემების ასახვისათვის, ასევე
ანალიზური კვლევებისათვის. საწყისი მონაცემების 3D დიაგრამები წარმოადგენენ არსებული ინფორ-
მაციის თვალსაჩინო წარმოდგენას (მაგალითად, ფასების შესახებ, მოსახლეობის ზრდის შესახებ, გა-
ყიდვების მოცულობასა და მოგების ურთიერთკავშირის შესახებ). ასეთი გრაფიკები საშუალებას იძლე-
ვიან მარტივად და ეფექტურად წარმოდგეს დაკვირვებების თანმიმდევრობები, ისეთები, მაგალითად,
როგორიცაა დროითი მწკრივების სხვადასხვა ტიპები.

სამგანზომილებიანი წარმოდგენის ძირითადი უპირატესობა ორგანზომილებიან შედგენილ


წრფივ გრაფიკებთან შედარებით იმაში მდგომარეობს, რომ მონაცემების ზოგიერთი სიმრავლისათვის
მოცულობითი წარმოსახვისთვის უფრო ადვილია გავარჩიოთ მნიშვნელობათა ცალკეული თანმიმ-
დევრობები. დაკვირვების შესაფერისი კუთხის არჩევით, მაგალითად ინტერაქტიული ბრუნვისას გრა-
ფიკის ხაზები არ გადაფარავენ ერთმანეთს ან „არ დაედებიან ერთმანეთს“, როგორც ხშირად ხდება
შედგენილ წრფივ ორგანზომილებიან გრაფიკებზე.
სამგანზომილებიანი დიაგრამები ასევე გამოიყენებიან ანალიზური მიზნებისათვის მატრიცუ-
ლი ფორმატის მქონე შესასვლელი მონაცემების კვლევის დროს.
ასეთი სამგანზომილებიანი განივი კვეთების ინტერაქტიული დათვალიერებისას შეიძლება გა-
მოვიყენოთ დინამიური დაშრევების მეთოდი.

შევნიშნოთ, გამოსახულების დეტალური კვლევისათვის გრაფიკზე ცალკეული დამოკიდებუ-


ლებები (ანუ ცვლადები) შეიძლება ამორჩევით გამოვყოთ ფერით. ამისათვის საჭიროა არჩეული დამო-
კიდებულების ნებისმიერ ადგილას დავაწვეთ თაგვის მარცხენა ღილაკს.

„გაშუქების“ პროცესი საშუალებას იძლევა დროებით ავსახოთ (განათების დახმარებით) მონა-


ცემების მთელი სერიები, მაშინაც კი როცა ისინი თითქმის მთლიანად არიან დაფარული სხვა მონაცე-
მებით.
სვეტური დიაგრამა

ეს მიმდევრობითი გრაფიკი წარმოადგენს X ღერძზე მონაცემების ერთი ან რამდენიმე სერიის


ცალკეულ მნიშვნელობებს სამგანზომილებიანი სვეტების (პარალელეპიპედების) სერიათა სახით.
ყველა სერია გამოყოფილია ერთმანეთიდან შუალედებით Y ღერძის გასწვრივ. თითოეული სვეტის
სიმაღლე Z ღერძის მიმართ პასუხობს მონაცემების შესაბამისი წერტილის მნიშვნელობას.

ბლოკური დიაგრამა

ეს მიმდევრობითი გრაფიკი წარმოადგენს მონაცემების ერთი ან რამდენიმე სერიის ცალკეულ


მნიშვნელობებს X ღერძზე „სამგანზომილებიანი ბლოკების“ სახით. ყველა სერია გამოყოფილია
ერთმანეთისაგან შუალედებით Y ღერძის გასწვრივ. თითოეული ბლოკის დასაწყისის სიმაღლე Z
ღერძის მიმართ პასუხობს მონაცემების შესაბამისი წერტილის მნიშვნელობას.

ზოლოვანი დიაგრამა

ეს დიაგრამა წარმოადგენს ცალკეულ მნიშვნელობებს მონაცემების ერთი ან რამდენიმე


სერიისა X ღერძის გასწვრივ სამგანზომილებიან სივრცეში „ლენტების“ სერიის სახით. ყველა სერია
გამოყოფილია ერთმანეთისაგან შუალედებით Y ღერძის გასწვრივ. თითოეული ლენტის დასაწყისის
სიმაღლე Z ღერძის მიმართ პასუხობს მონაცემების შესაბამისი წერტილის მნიშვნელობას.
წრფივი გრაფიკი

ეს მიმდევრობითი გრაფიკი წარმოადგენს მონაცემების ერთი ან რამდენიმე სერიის ცალკეულ


მნიშვნელობებს X ღერძზე სამგანზომილებიან სივრცეში უწყვეტი ხაზების რიგის სახით. ყველა სერია
გამოყოფილია ერთმანეთისაგან შუალედებით Y ღერძის გასწვრივ. თითოეული ხაზის დასაწყისის
სიმაღლე Z ღერძის მიმართ პასუხობს მონაცემების შესაბამისი წერტილის მნიშვნელობას.

Диаграмма всплесков

მოცემული მიმდევრობითი გრაფიკი წარმოადგენს მონაცემების ერთი ან რამდენიმე ნაკრების


ცალკეულ მნიშვნელობებს X ღერძზე всплескების სერიათა სახით (წერტილები ფუძეზე დაშვებული
პერპენდიკულარებით). ყველა სერია გამოყოფილია ერთმანეთისაგან შუალედებით Y ღერძის გასწვ-
რივ. თითოეული პერპენდიკულარის სიმაღლე Z ღერძის მიმართ პასუხობს სერიის შესაბამის მნიშვნე-
ლობას.
დონის ხაზების დისკრეტული რუქა

ეს მიმდევრობითი გრაფიკი შეიძლება განვიხილოთ როგორც 3D ზოლოვანი დიაგრამის ორ-


განზომილებიანი პროექცია.

ამ გრაფიკზე მონაცემთა თითოეული წერტილი წარმოდგენილია მართკუთხა ზონის სახით;


მონაცემთა წერტილების მნიშვნელობებს (ან მნიშვნელობათა დიაპაზონს) შეესაბამებიან სხვადასხვა
ფერები ან შაბლონები (ფერადი შაბლონების აღწერა მოცემულია გრაფიკის მარჯვნივ. მონაცემები
ერთი სერიიდან წარმოდგენილია X ღერძზე, ხოლო თავად სერიები გადაიზომებიან Y ღერძზე.

ზედაპირის გრაფიკი

მიმდევრობით გრაფიკზე საწყისი მონაცემების წერტილებზე ხდება სპლაინებით გაგლუვებუ-


ლი ზედაპირის მორგება.
თითოეული სერიის მიმდევრობითი მნიშვნელობები დაიტანებიან X ღერძზე, ხოლო თავად
მიმდევრობითი სერიები წარმოდგენილებია Y ღერძზე.

დონის ხაზების რუქა

დონის ხაზების რუქა წარმოადგენს სპლაინებით გაგლუვებული ზედაპირის


ოერგანზომილებიან პროექციას, მისადაგებულს საწყის მონაცემებთან.

თითოეული სერიის მიმდევრობითი მნიშვნელობები დაიტანებიან X ღერძზე, ხოლო თავად


მიმდევრობითი სერიები წარმოდგენილებია Y ღერძზე.

ორი ცვლადის ჰისტოგრამები

სამგანზომილებიანი, ან 3D, ორი ცვლადის ჰისტოგრამები გამოიყენებიან ორი ცვლადის


ტაბულირებული მნიშვნელობების ვიზუალიზაციის ან ორი ცვლადის შეუღლებული ცხრილების
ვიზუალიზაციისათვის. შეიძლება ისინი განვიხილოთ როგორც ორი მარტივი ჰისტოგრამის შერწყმა
(ანუ ერთცვლადიანი ჰისტოგრამები), იმგვარად შეერთებულები, რომ შესაძლებელი იყოს ორი
ცვლადის მნიშვნელობების ერთდროულად გამოჩენის სიხშირეთა კვლევა.
სამგანზომილებიან ჰისტოგრამებზე სიხშირეთა განაწილება ორი მიზეზით იწვევს ინტერესს:
 განაწილების ფორმის მიხედვით შეიძლება გავაკეთოთ დასკვნა გამოსაკვლევი ცვლადის
ბუნების შესახებ (მაგალითად, თუ განაწილება ბიმოდალურია, მაშინ შეგვიძლია
ვივარაუდოთ, რომ ამონაკრები არ არის ერთგვაროვანი და შედგება დაკვირვებებისაგან,
რომლებიც ეკუთვნიან ორ დაახლოებით ნორმალური განაწილების მქონე ერთობლიობას);
 ბევრი სტატისტიკა დაფუძნებულია გასაანალიზირებელი ცვლადების განაწილების შესახებ
გარკვეულ წინაპირობებზე; ორი ცვლადის 3D ჰისტოგრამები გვეხმარებიან შევამოწმოთ
ცვლადთა წყვილის შესახებ ამ წინაპირობების შესრულება.

3D ჰისტოგრამები და კროსტაბულაცია

ორი ცვლადის 3D ჰისტოგრამები წარმოგვიდგენენ იგივე ინფორმაციას, რასაც შეუღლების


ცხრილები. თუმცა ზოგიერთი (რიცხვითი) მონაცემი სიხშირეთა მიხედვით უფრო ადვილია
აღვითქვათ ცხრილის სახით, მაგრამ ორი ცვლადის საერთო ფორმა და განაწილების გლობალური
აღწერითი მახასიათებლები უფრო ადვილია გამოვიკვლიოთ გრაფიკზე.
უფრო მეტიც, გრაფიკი იძლევა ხარისხოვან ინფორმაციას განაწილების შესახებ, რომელიც არ
შეიძლება სრულად ავსახოთ რომელიმე ერთი მაჩვენებლით. მაგალითად, ორი ცვლადის
ასიმეტრიული განაწილება - დაფარული ამოძახილი და რეაქციის დრო (ექსპერიმენტში რეაქციის
დროის გაზომვა) - შეიძლება გამოწვეული იყოს სუბიექტთა ქცევის ცვლილებით დაღლილობის გამო.
მნიშვნელობების კატეგორიზაცია

ჰისტოგრამების აგების ყველა პროცედურას გააჩნია კატეგორიზაციის მეთოდების სტანდარ-


ტული ნაკრები, ან დაკვირვებათა დაყოფა ჯგუფებად. ამ მეთოდების მიხედვით თითოეული ორი არ-
ჩეულისათვის მნიშვნელობათა დიაპაზონი ცვლადთა გრაფიკისათვის იყოფა კატეგორიებად (კლასე-
ბად), რომლისთვისაც ითვლება სიხშირეები, ასახულნი ცალკეული სამგანზომილებიანი სვეტების
სახით. მაგალითად, შეიძლება ავაგოთ სამგანზომილებიანი ჰისტოგრამა, რომელზეც თითოეული სვე-
ტი შესაბამისი იქნება ცვლადისათვის გამოყენებული შკალის 10 ერთეულს; თუ მინიმალური მნიშვნე-
ლობა 0-ის ტოლია, ხოლო მაქსიმალური ტოლია 120-ის, მაშინ აგებული იქნება სვეტების 12 რიგი. მე-
ორე მაგალითში შეგვიძლია დავყოთ ცვლადთა მნიშვნელობების დიაპაზონი ტოლი ინტერვალების
განსაზღვრულ რიცხვად (მაგალითად, 10); მეორე შემთხვევაში თუ მინიმუმი 0-ის ტოლია, ხოლო მაქ-
სიმუმი ტოლია 120-ის, მაშინ თითოეული ინტერვალი ტოლი იქნება შკალის 12 ერთეულის. არის შე-
საძლებლობა ჩატარდეს უფრო რთული კატეგორიზაცია.
ასე შეიძლება შევქმნათ დაჯგუფების არათანაბარი ინტერვალები, მათი საზღვრების მითითე-
ბით (მაგალითად, ადვილად ინტერპრეტირებადი ნახატის შექმნით ან ამოვარდნების დასაკავშირებ-
ლად და ჰისტოგრამის საშუალო ნაწილის წარმოდგენის გასაუმჯობესებლად, რომელშიც მოთავსებუ-
ლია დაკვირვებათა დიდი რაოდენობა). დიაპაზონები ასევე შეიძლება შეიქმნან ლოგიკური გამოსახუ-
ლებების დახმარებით (მაგალითად, ჰისტოგრამის პირველი შე4საძლებელია წარმოადგენდნენ ადამია-
ნებს, რომლებიც წინა წელს თვითფრინავით 10-ზე მეტჯერ, და მათ, რომლებიც დროის 20%-ზე მეტს
საქმიან მგზავრობებში ატარებენ და ა.შ.).

კატეგორიზაციის სხვადასხვა ხერხები ერთ გრაფიკზე

ორი ცვლადიდან თითოეულზე, რომელთა განაწილება წარმოდგენილია გრაფიკზე, შეიძლება


გამოყენებული იყოს კატეგორიზაციის სხვადასხვა მეთოდები, როგორც ნაჩვენებია ქვემოთ მოტანილ
ტემპერატურისა და კომფორტის ხარისხის მნიშვნელობების ორი ცვლადის 3D ჰისტოგრამაზე.

კერძოდ, დროის რეაქციის განაწილების ამ გრაფიკზე (უწყვეტი ცვლადის, კატეგორიზებული


მნიშვნელობათა მთელი დიაპაზონის თანაბარი სიგრძის 12 ინტერვალლად) წარმოდგენილია ექსპერი-
მენტის სამი პირობისათვის (დიკრეტული ცვლადი სამი დონით, რომლებსაც სხვადასხვა ნიშნულები
აქვთ: ძირითადი - BASE, ნორმირებული - NORMAL და ორმაგი - DOUBLE).
დაიმახსოვრეთ, რომ შესაძლებელია გრაფიკის ელემენტების შეცვლა, მაგალითად, მასზე თაგ-
ვის მარჯვენა ღილაკის გატკაცუნებით და გრაფიკების კონტექსტური მენიუს გამოძახებით.
ორი ცვლადის განაწილების გაგლუვება

გაგლუვების პროცედურები ორი ცვლადის 3D ჰისტოგრამებისათვის საშუალებას იძლევიან


მივუსადაგოთ ზედაპირები ორი ცვლადის სიხშირეების სამგანზომილებიან გამოსახულებებს. ასე,
მაგალითად, თითოეული სამგანზომილებიანი ჰისტოგრამა შეიძლება წარმოჩნდეს გაგლუვებული ზე-
დაპირის სახით. ასეთი წარმოდგენა არამიზნობრივია გამოყენებულ იქნას მარტივი კატეგორიზებული
მონაცემებისათვის (ისეთების, როგორიცაა ზემოთ მოყვანილი ჰისტოგრამა).

ოღონდ ეს ხერხი შეიძლება მნიშვნელოვანი საშუალება იყოს სიხშირეთა რთული


სტრუქტურის კვლევისას.
ის საშუალებას იძლევა აღმოვაჩინოთ ის კანონმზომიერებანი, რომლებიც ნაკლებად
შესამჩნევებია სტანდარტულ სამგანზომილებიან ჰისტოგრამაზე, მაგალითად, „ტალღისებური“
ზედაპირი ზემოთ მოტანილ ნახაზზე.

დიაპაზონთა 3D დიაგრამები

დიაპაზონთა 2D დიაგრამების მსგავსად დიაპაზონთა სამგანზომილებიანი დიაგრამები ასახა-


ვენ მნიშვნელობათა დიაპაზონებს ან შეცდომათა სვეტებს, რომლებიც შეესაბამებიან მონაცემების გან -
საზღვრულ წერტილებს.

დიაპაზონები ან შეცდომათა სვეტები არ გამოითვლებიან მონაცემების მიხედვით, არამედ გა-


ნისაზღვრებიან არსებული ცვლადების საწყისი მნიშვნელობებით. თითოეული დაკვირვებისათვის
იგება ერთი დიაპაზონი ან შეცდომათა სვეტი. დიაპაზონის ცვლადები შეიძლება გავიგოთ როგორც
აბსოლუტური მნიშვნელობები ან მნიშვნელობები, რომლებიც პასუხობენ საშუალო წერტილიდან გა-
დახრას. გრაფიკზე შეიძლება წარმოვადგინოთ ერთი ან რამდენიმე ცვლადი.
დიაპაზონთა დიაგრამები ძირითადად გამოიყენებიან შემდეგი მონაცემების ასასახავად: ა) ანა-
ლიზის ცალკეული ელემენტების მნიშვნელობათა (დაკვირვებები, ამონაკრებები და ა.შ.) დიაპაზონე-
ბის ან ბ) ცალკეულ ჯგუფებში ან ამონაკრებებში მნიშვნელობათა ვარიაციების (მეორე შემთხვევას აზ-
რი აქვს, როცა ვარიაციის სიდიდეები მიღებულნი არიან დამოუკიდებელი გაზომვების დროს; სხვა
პირობებში უფრო მიზანშეწონილია გამოვიყენოთ გაბნევის 3D დიაგრამები, რომლებიც ითვლიან
გრაფიკზე წარმოდგენილი ამონაკრებებისათვის ვარიაციებს).
ძირითადი განსხვავება დიაპაზონთა დიაგრამებსა და გაბნევის დიაგრამებს შორის იმაში
მდგომარეობს, რომ დიაპაზონთა დიაგრამებზე დიაპაზონთა განმსაზღვრელი ყველა მნიშვნელობა
(„საშუალო წერტილები“, მინიმუმი დამაქსიმუმი) არ გამოითვლებიან მონაცემებით, არამედ
წარმოადგენენ ცვლადთა საწყის მნიშვნელობებს.
როცა გრაფიკზე საჭიროა წარმოვაჩინოთ მხოლოდ ერთი ცვლადი, ჩვეულებრივ საკმარისია ვი-
სარგებლოთ დიაპაზონთა 2D დიაგრამით; ამ გრაფიკზე აგრეთვე შეგვიძლია წარმოვადგინოთ რამდე-
ნიმე ცვლადი (გამოსახულების ისე გაწევით, რომ თითოეული დაკვირვებისათვის მიმდევრობით ასა-
ხული იქნება იმდენი დიაპაზონი, რამდენი ცვლადიც გამოიყენება ანალიზისათვის). მიუხედავად ამი-
სა დიაპაზონთა 3D დიაგრამა ხშირად უფრო მისაღებ ხერხს წარმოადგენს ერთ გრაფიკზე რამდენიმე
ცვლადის დიაპაზონთა წარმოდგენისათვის, ვინაიდან ის არ „ყოფს“ პიქტოგრამათა სტრიქონებს, რომ-
ლებიც ცალკეულ კლასებს ან ცვლადებს წარმოადგენენ.

გრაფიკის შექმნის შემდეგ შესაძლებელია მისი განლაგებისა და ცალკეული ელემენტების შესა-


ხედაობის შეცვლა. ამისათვის საჭიროა გავხსნათ დიალოგური ფანჯარა საერთო გაწყობა: 3D გრაფიკე-
ბი ან დიალოგური ფანჯარა 3D გრაფიკის განლაგება.

წერტილოვანი დიაპაზონები

დიაპაზონთა სტატისტიკურ 3D მიმდევრობით დიაგრამაზე ასეთი ტიპის დიაპაზონები ასახუ-


ლებია წერტილტა მარკერების სახით (შეერთებულებისა ხაზებით).
თითოეული დაკვირვებისათვის იგება ერთი დიაპაზონი. დიაპაზონთა ცვლადები შეიძლება
გავიგოთ როგორც აბსოლუტური მნიშვნელობები ან როგორც მნიშვნელობები, რომლებიც პასუხობენ
საშუალო წერტილიდან გადახრებს პარამეტრ ტიპი (დიაპაზონის მნიშვნელობა) მიმდინარე
მნიშვნელობიდან დამოკიდებულებით.

სასაზღვრო დიაპაზონები

დიაპაზონთა სტატისტიკურ 3D მიმდევრობით დიაგრამაზე ასეთი ტიპის დიაპაზონები წარ-


მოდგენილებია ორი უწყვეტი ხაზით (ზედა და ქვედა დიაპაზონები). საშუალო წერტილები გამოსახუ-
ლია ხაზებით შეერთებული წერტილების მარკერთა სახით.

დიაპაზონთა ცვლადები შეიძლება გავიგოთ როგორც აბსოლუტური მნიშვნელობები ან


როგორც მნიშვნელობები, რომლებიც პასუხობენ საშუალო წერტილიდან გადახრებს პარამეტრ ტიპი
(დიაპაზონის მნიშვნელობა) მიმდინარე მნიშვნელობიდან დამოკიდებულებით.

შეცდომათა დიაპაზონები

დიაპაზონთა სტატისტიკურ 3D მიმდევრობით დიაგრამაზე ასეთი ტიპის საშუალო წერტილე-


ბი გამოსახულია წერტილების მარკერთა სახით, ხოლო დიაპაზონები - შეცდომების წერტილების სა-
ხით. თითოეული დაკვირვებისათვის იგება შეცდომათა ერთი სვეტი.

დიაპაზონთა ცვლადები შეიძლება გავიგოთ როგორც აბსოლუტური მნიშვნელობები ან რო-


გორც მნიშვნელობები, რომლებიც პასუხობენ ცენტრალური წერტილიდან გადახრებს პარამეტრ ტიპი
(დიაპაზონის მნიშვნელობა) მიმდინარე მნიშვნელობიდან დამოკიდებულებით.
ორმაგი ზოლების დიაპაზონები

დიაპაზონთა სტატისტიკურ 3D მიმდევრობით დიაგრამაზე ასეთი ტიპის დიაპაზონები


წარმოდგენილებია ორი ზოლით (ზედა და ქვედა დიაპაზონები).

დიაპაზონთა ცვლადები შეიძლება გავიგოთ როგორც აბსოლუტური მნიშვნელობები ან რო-


გორც მნიშვნელობები, რომლებიც პასუხობენ საშუალო წერტილიდან გადახრებს პარამეტრ ტიპი
(დიაპაზონის მნიშვნელობა) მიმდინარე მნიშვნელობიდან დამოკიდებულებით. დიაგრამაზე საშუალო
წერტილები არ აისახებიან (ისინი შეიძლება ნაჩვენები იყვნენ დიაპაზონთა დიაგრამების პირველი
სამი ტიპიდან ერთზე).

«მფრინავი ყუთები»

დიაპაზონთა სტატისტიკურ 3D მიმდევრობით დიაგრამაზე ასეთი ტიპის დიაპაზონები წარ-


მოდგენილებია „მფრინავი ყუთების“ სახით. ყუთები არ არიან დამაგრებულები სიბრტყეზე, არამედ
თითქოს „ლივლივებენ“ სივრცეში. ზოგიერთ შემთხვევაში ასეთი გრაფიკები ძალიან ეფექტურებია
მხედველობითი აღთქმისათვის.

დიაპაზონთა ცვლადები შეიძლება გავიგოთ როგორც აბსოლუტური მნიშვნელობები ან რო-


გორც მნიშვნელობები, რომლებიც პასუხობენ საშუალო წერტილიდან გადახრებს პარამეტრ ტიპი
(დიაპაზონის მნიშვნელობა) მიმდინარე მნიშვნელობიდან და მოკიდებულებით. დიაგრამაზე საშუალო
წერტილები არ აისახებიან (ისინი შეიძლება ნაჩვენები იყვნენ დიაპაზონთა დიაგრამების პირველი
სამი ტიპიდან ერთზე).
«მფრინავი ბლოკები»

დიაპაზონთა სტატისტიკურ 3D მიმდევრობით დიაგრამაზე ასეთი ტიპის დიაპაზონები წარ-


მოდგენილებია „მფრინავი ბლოკების“ სახით.

დიაპაზონთა ცვლადები შეიძლება გავიგოთ როგორც აბსოლუტური მნიშვნელობები ან რო-


გორც მნიშვნელობები, რომლებიც პასუხობენ საშუალო წერტილიდან გადახრებს პარამეტრ ტიპი
(დიაპაზონის მნიშვნელობა) მიმდინარე მნიშვნელობიდან და მოკიდებულებით. დიაგრამაზე საშუალო
წერტილები არ აისახებიან (ისინი შეიძლება ნაჩვენები იყვნენ დიაპაზონთა დიაგრამების პირველი
სამი ტიპიდან ერთზე).

გაბნევის 3D დიაგრამები

გაბნევის 2D სტატისტიკური დიაგრამების მსგავსად გაბნევის 3D დიაგრამებზე არჩეული


ცვლადის მნიშვნელობათა დიაპაზონები ცალკე იგებიან დაკვირვებათა იმ ჯგუფებისათვის, რომლე-
ბიც განისაზღვრებიან დამაჯგუფებელი ცვლადის მნიშვნელობებით. ცენტრალური ტენდენცია (მაგა-
ლითად, მედიანა ან საშუალო) და დიაპაზონი ან ვარიაციული სტატისტიკები (მაგალითად, კვარტი-
ლები, სტანდარტული შეცდომები ან სტანდარტული გადახრები) გამოითვლებიან დაკვირვებათა თი-
თოეული ჯგუფისათვის, ხოლო გამოსახულების სტილი განისაზღვრება გრაფიკის ტიპით.

დიაპაზონთა 3D დიაგრამები განსხვავდებიან გაბნევის 3D დიაგრამებისაგან იმით, რომ დია-


პაზონთა დიაგრამებზე დიაპაზონები წარმოდგენილებია ამორჩეული ცვლადების მნიშვნელობებით
(მაგალითად, ერთი ცვლადი შეიცავს დიაპაზონთა მინიმალურ მნიშვნელობას, ხოლო მეორე-დიაპა-
ზონთა მაქსიმალურ მნიშვნელობას), ხოლო გაბნევის დიაგრამებისათვის დიაპაზონები გამოითვლე-
ბიან ცვლადების მნიშვნელობებით (მაგალითად, სტანდარტული გადახრები, სტანდარტული შეცდო-
მები ან მინიმალური და მაქსიმალური მნიშვნელობები).
როგორც წესი, გაბნევის დიაგრამები ორ შემთხვევაში გამოიყენებიან: ა) მნიშვნელობათა დიაპა-
ზონების ასახვისათვის ცალკეული დაკვირვებების ან ამონაკრებებისათვის (მაგალითად, ტიპიური მი-
ნიმაქსის დიაგრამა აქციების ან საქონლისათვის ან მონაცემთა აგრეგირებული მიმდევრობითი გრაფი-
კები დიაპაზონებით) ან ბ) მნიშვნელობათა ვარიაციათა ასახვისათვის ცალკეულ ჯგუფებში ან ამონაკ-
რებებში (მაგალითად, გაბნევის დიაგრამები, რომლებიც მედიანას ან საშუალოს ასახავენ თითოეული
ამონაკრებისათვის შეცდომათა „მფრინავი“ სვეტის შიგნით წერტილის სახით, აგრეთვე სტანდარტუ-
ლი შეცდომები ან კვარტალური გაშლა, წარმოდგენილი „მფრინავი ყუთების“ სახით (იხ. ქვემოთ მო-
ტანილი ნახაზი).

გაბნევის დიაგრამები, რომლებიც ასახავენ მნიშვნელობათა ვარიაციას, გვაძლევენ საშუალებას


ადვილად შევაფასოთ და „ინტუიტიურად წარმოვიდგინოთ“ კავშირის სიდიდე დამაჯგუფებელ
ცვლადსა და ერთ ან რამდენიმე დამოკიდებულ ცვლადს შორის. კერძოდ იგულისხმება, რომ დამოკი-
დებული ცვლადები ნორმალურად არიან განაწილებულები, და ვიცით რა, რომ დაკვირვებები მაგალი-
თად ხვდებიან საშუალოდან სტანდარტული გადახრების ±1 ან ±2 ინტერვალებში, შეიძლება ადვილად
ავხსნათ ექსპერიმენტის შედეგები და გავაკეთოთ დასკვნა, რომ, მაგალითად, პირველი ექსპერიმენტა-
ლური ჯგუფის დაკვირვებათა დაახლოებით 95% შედეგები ეკუთვნიან დიაპაზონს, რომელიც განსხვა-
ვებულია მეორე ჯგუფის დაკვირვებათა დიაპაზონის 95% მნიშვნელობებისაგან.
როცა გრაფიკზე უნდა წარმოვიდგინოთ მხოლოდ ერთი ცვლადი, ჩვეულებრივ საკმარისია ვი-
სარგებლოთ გაბნევის 2D დიაგრამით; იგივე გრაფიკზე შეიძლება აგრეთვე წარმოვაჩინოთ რამდენიმე
ცვლადი (ცალკეული „ყუთების“ გამოსახულებების ისე დაძვრით, რომ თითოეული დაკვირვებისა-
თვის ასახული იქნება მიმდევრობით იმდენი „ყუთი“, რამდენი ცვლადიც გამოიყენება ანალიზის-
თვის). მიუხედავად ამისა ერთ გრაფიკზე რამდენიმე ცვლადის წარმოდგენისათვის უფრო მისაღებია
გაბნევის 3D დიაგრამა, ვინაიდან ის არ „ყოფს“ თითოეული ცვლადისთვის პიქტოგრამის სტრიქონებს.
მაგალითად, ეს ხშირად საშუალოთა და სტანდარტულ გადახრათა ან არჩეულ კატეგორიებში კვარტა-
ლურ გაბნევათა სქემას უფრო ცხადს ქმნის.
სასაზღვრო დიაპაზონები

გაბნევის სტატისტიკურ 3D დიაგრამაზე საწყისი მონაცემებით გამოთვლილი დიაპაზონები


(მა გალითად, კვარტილები) წარმოდგენილია ორი უწყვეტი ხაზით (ზედა და ქვედა დიაპაზონები).

საშუალო წერტილები (საშუალო მნიშვნელობები ან მედიანები) აისახებიან წერტილთა მარკე-


რებით და შეერთებულებია ხაზებით.

შეცდომათა დიაპაზონები

ამ ტიპის გაბნევის სტატისტიკურ 3D დიაგრამაზე საშუალო წერტილები (გამოთვლილი საშუ -


ალო მნიშვნელობები ან მედიანები) ასახულებია წერტილთა მარკერებით, ხოლო გამოთვლილი დია-
პაზონები (მაგალითად, კვარტილები) წარმოდგენილებია შეცდომათა სვეტებით.
დამოუკიდებელი (დამაჯგუფებელი) ცვლადის თითოეული დონისთვის იგება შეცდომათა
ერთი სვეტი.

წერტილოვანი დიაპაზონები

ამ ტიპის გაბნევის სტატისტიკურ 3D დიაგრამაზე საშუალო წერტილები და გამოთვლილი დი-


აპაზონები (მაგალითად, კვარტილები) წარმოდგენილებია წერტილთა სამმაგი მარკერებით (შეერთე-
ბულები ხაზებით).

დამოუკიდებელი (დამაჯგუფებელი) ცვლადის თითოეული დონისთვის იგება მნიშვნელობა-


თა ერთი სამეული.

ორმაგი ზოლების დიაპაზონები

ამ ტიპის გაბნევის სტატისტიკურ 3D დიაგრამაზე გამოთვლილი დიაპაზონები (მაგალითად,


კვარტილები) წარმოდგენილებია ორი ზოლებით (ზედა და ქვედა დიაპაზონები).
ამ ტიპის დიაგრამაზე საშუალო წერტილები არ აისახებიან. მათი ჩვენებისათვის საჭიროა
გადავიდეთ გაბნევის დიაგრამის პირველი სამი ტიპიდან ერთზე (იხ. ზემოთ).

«მფრინავი ყუთები»

ამ ტიპის გაბნევის სტატისტიკურ 3D დიაგრამაზე გამოთვლილი დიაპაზონები (მაგალითად,


კვარტილები) წარმოდგენილებია „მფრინავი ყუთების“ სახით.

დიაგრამაზე საშუალო წერტილები არ აისახებიან. მათი ჩვენებისათვის საჭიროა გადავიდეთ


გაბნევის დიაგრამის პირველი სამი ტიპიდან ერთზე.

«მფრინავი ბლოკები»

ამ ტიპის გაბნევის სტატისტიკურ 3D დიაგრამაზე გამოთვლილი დიაპაზონები (მაგალითად,


კვარტილები) წარმოდგენილებია „მფრინავი ბლოკების“ სახით.
დიაგრამაზე საშუალო წერტილები არ აისახებიან. მათი ჩვენებისათვის საჭიროა გადავიდეთ
გაბნევის დიაგრამის პირველი სამი ტიპიდან ერთზე.

თუ გავზრდით მითითების გარეშე დაყენებული ველის მნიშვნელობას X (0%), მაშინ ცალკეულ


„მფრინავ ბლოკებს“ შორის გამოჩნდება წყვეტები, როგორც ეს ნაჩვენებია ზედა გრაფიკზე.

Всплески

ამ რეჟიმის არჩევის შემთხვევაში წერტილოვანი დიაპაზონები ან შეცდომათა სვეტები შეერთე-


ბული იქნებიან გრაფიკის ფუძესთან ხაზებით.
გაბნევის სამგანზომილებიანი დიაგრამები

გაბნევის სამგანზომილებიანი დიაგრამები (რომლებსაც ასევე გაბნევის XYZ დიაგრამებს


უწოდებენ) წარმოადგენენ სამგანზომილებიანი დამოკიდებულების ყველაზე მარტივ ტიპს. როგორც
წესი, ისინი გამოიყენებიან უწყვეტ ცვლადებს შორის კავშირთა ვიზუალიზაციისათვის.

თუმცა შეიძლება ვიპოვოთ გაბნევის სამგანზომილებიანი დიაგრამების გამოყენების სხვადა-


სხვა სფერო, მაინც მათი ძირითადი უპირატესობა მდგომარეობს რამდენიმე ცვლადს შორის რთული
ურთიერთკავშირების თვალსაცინო წარმოდგენაში.
განვიხილოთ მარტივი მაგალითი მარკეტინგის სფეროდან. წარმოვიდგინოთ, რომ დროის
განსაზღვრული პერიოდის განმავლობაში (დღე-ღამის სხვადასხვა დროს) ხდებოდა ფასებისა და
საქონლის შემოთავაზებაზე კვლევა. თუ გრაფიკზე ავაგებთ სამი ამ ცვლადის (Price, Supply და Hour)
მნიშვნელობებს, მაშინ შეიძლება გამოვავლინოთ რთული ინტერაქტიული კავშირები, რომელთა
აღმოჩენა მონაცემების რიცხვითი ანალიზის დროს პრაქტიკულად შეუძლებელია.

მაგალითად, შეგვიძლია დავადგინოთ, რომ ურთიერთკავშირი ძლიერდება დღის მეორე ნახე-


ვარში (უფრო მჭიდრო ხდება კავშირი ფასსა და საქონლის შემოთავაზებას შორის). ოღონდ გრაფიკის
ფორმით აგრეთვე ჩანს, რომ ეს კავშირი ქრება შემოთავაზების დაბალი დონის დროს (ანუ ცვლად Sup-
ply-ს მცირე მნიშვნელობების დროს). ხშირად ასეთი რთული დამოკიდებულებები უფრო ადვილია გა-
მოვავლინოთ გრაფიკზე, ვიდრე რიცხვითი მეთოდების გამოყენების დროს, განსაკუთრებით მრუდწი-
რული დამოკიდებულების შემთხვევაში. არაერთგვაროვანი ერთობლიობის ამონაკრებიდან კლასტე-
რებისა და ქვესიმრავლეების გამოყოფის არსებობისას სასარგებლო შეიძლება იყოს გაბნევის XYZ დი-
აგრამები. ეს ის შემთხვევებია, როცა ველით დაკვირვებების ისეთი ჯგუფების არსებობას, რომლებიც
შეიძლება გამოვლენილ იქნან ერთდროულად სამი ცვლადის განაწილების კვლევის დროს. მაგალი-
თად, გაბნევის XYZ შემდეგ დიაგრამაზე მოყვანილია „კლასიკური“ მონაცემები ირისების კლასიფიკა-
ციის შესახებ (Fisher, 1936; ფაილი Irisdat.sta), რომლებშიც მოყვანილია დაკვირვებები ირისების სხვა-
დასხვა დაკვირვებების შესახებ.

გრაფიკიდან ჩანს, რომ ფურცლების სიგანის მათი სიგრძისა და ჯამის ფოთლის სიგანისაგან
დამოკიდებულების აგების შემდეგ შეგვიძლია გავაკეთოთ დასკვნა იმის შესახებ, რომ ამონაკრები
არაერთგვაროვანია.

ზემოთ მოყვანილ გრაფიკზე, სადაც ქვესიმრავლეები მარკირებულებია, ადვილია გამოვყოთ


ირისების სხვადასხვა სახეები.

მრავლობითი ანალიზის შედეგების შესწავლა

ხშირად გაბნევის XYZ დიაგრამები სტატისტიკაში გამოიყენებიან კვლევის მრავალგანზომილე-


ბიანი მეთოდების შედეგების თვალსაჩინო წარმოდგენისათვის, ისეთების როგორიცაა ფაქტორული
ანალიზი და მრავლობითი შკალირება. მაგალითად, სამგანზომილებიან გრაფიკზე ნიშნულებიანი
დაკვირვებების აგება, რომლებიც წარმოადგენენ მრავალგანზომილებიანი შკალირების ამოცანის სამ-
განზომილებიან ამონახსნს, შეიძლება დაგვეხმაროს სიდიდეთა განსაზღვრასა და ცალკეული დაკვირ-
ვებების კლასიფიკაციაში.
ბრუნვა

გაბნევის სამგანზომილებიანი დიაგრამების საერთო პრობლემაა გადამკვეთავი წერტილები,


რომლებიც ართულებენ გრაფიკის შესწავლას. ზოგიერთ შემთხვევაში დაკვირვებათა ძლიერ დიდი
რაოდენობის დროს გრაფიკის გაგება თითქმის შეუძლებელი ხდება, თუ მას შევხედავთ ერთი კუთ-
ხით. ამიტომ ასეთი სამგანზომილებიანი გრაფიკების კვლევისას განსაკუთრებით სასარგებლოა ქვე-
მოთ მოტანილი გამოსახულების ბრუნვა ეკრანზე.
გაფანტვის დიაგრამა

ეს მარტივი ტიპის გაფანტვის XYZ დიაგრამები ასახავენ ურთიერთკავშირს სამ და მეტ ცვლად-
თან სამგანზომილებიან სივრცეში, ამასთან თითოეულ წერტილს შეესაბამება X, Y და Z კოორდინატთა
სამეული.

შევნიშნოთ, რომ თუ არჩეულია Z ერთ ცვლადზე მეტი, მაშინ აგებული იქნება რამდენიმე
გაბნევის XYZ დიაგრამა მონაცემთა სხვადასხვა ნაკრებისათვის (რომლებიც შეესაბამება რამდენიმე Z
ცვლადი), რომლებიც მარკირებული იქნებიან სხვადასხვა ნიშნებით.

სივრცული გრაფიკი

ამ გრაფიკის დახმარებით შეიძლება მოვახდინოთ გაბნევის 3D დიაგრამების წარმოდგენის


სხვადასხვა ხერხები. ამისათვის გათვალისწინებულია X-Y სიბრტყის განლაგების შესაძლებლობა მომ-
ხმარებლის მიერ არჩეულ ვერტიკალურ Z ღერძზე (რომელიც სიბრტყის შუაში გადის).
თუმცა სივრცული გრაფიკები გამოიყენებიან მონაცემთა იგივე ტიპებისათვის, რისთვისაც გაბ-
ნევის XYZ დიაგრამები, მათმა წარმოდგენამ შეიძლება გააადვილოს ზოგიერთი სამგანზომილებიანი
მონაცემთა ნაკრების კვლევა. რეკომენდირებულია გრაფიკზე შევუხამოთ მონაცემები ცალკეულ ღერ-
ძებს ისე, რომ ცვლადი, რომლის კავშირთა სტრუქტურა აუცილებელია გამოიყოს, ავღნიშნოთ როგორც
Z. მაშინ XY სიბრტყის გადაადგილებით Z ღერძის მიმართ და ინტერაქტიულად გამოსახულების
ბრუნვით, შეიძლება შევეცადოთ ვიპოვოთ Z-ის ისეთი დონე, რომელზეც იცვლება კავშირთა სტრუქ-
ტურა X და Y-ს შორის (ან X, Y-ს და Z-ს).
თუ სტრუქტურის მოსალოდნელი ცვლილებები ძლიერ რთულია მათი კვლევისათვის ერთ
„კვეთაში“, შეიძლება ვისარგებლოთ სპექტრალური გრაფიკით, რომელიც საშუალებას გვაძლევს და-
ვაკვირდეთ რამდენიმე კვეთას. მაგრამ ვინაიდან სპექტრალურ წარმოდგენილია სამგანზომილებიანი
მონაცემების გამოსახულების ორგანზომილებიანი შეკუმშული ნაკრები, აქ შეიძლება დაიკარგოს ზო-
გიერთი ნამდვილი სამგანზომილებიანი მახასიათებლები, რომლებიც დაკვირვებადებია სივრცულ
გრაფიკებზე.
სივრცული გრაფიკების მეორე გამოყენებაა სიმკვრივისა და გადახრათა მიმართულების განსა-
ზღვრული დონიდან 9გადახრათა დონე) თვალსაჩინო წარმოდგენა.

სპექტრალური დიაგრამა

თავდაპირველად გრაფიკთა ეს ტიპი გამოიყენებოდა სპექტრალურ ანალიზში არასტაციონა-


ლური დროითი მწკრივების კვლევისათვის, მაგალითად, მეტყველების სიგნალების. ჰორიზონტალურ
ღერძებზე შეიძლება დავიტანოთ სპექტრის სიხშირეები და მიმდევრობითი დროითი ინტერვალები,
ხოლო Z ღერძზე - სპექტრალური სიმკვრივეები თითოეული ინტერვალისთვის.
ამ ტიპის გრაფიკებზე სამგანზომილებიანი სივრცე დაყოფილია ზონებად, რომლებშიც
მონაცემები „შეკუმშულებია“ შესაბამის სპექტრალურ სიბრტყეში. მიაქციეთ ყურადღება იმას, რომ
ფუნქციონალური დამოკიდებულების ასაგებად (ისეთების როგორიცაა სპექტრალურ ანალიზში)
აუცილებელია იმგვარად მოვაწესრიგოთ მონაცემები, რომ ცვლადი H შეიცავდეს კატეგორიზებულ
ინფორმაციას (ანუ იყოს დამაჯგუფებელი ცვლადი).
სპექტრალურ დიაგრამებს ცხადი უპირატესობა აქვთ ჩვეულებრივ გაბნევის 3D დიაგრამებთან,
როცა აუცილებელია გამოვიკვლიოთ, თუ როგორ იცვლება ურთიერთკავშირი ორ ცვლადს შორის
მესამე ცვლადის სხვადასხვა მნიშვნელობების დროს. ეს უპირატესობა ნათლად ჩანს ქვემოთ მოყვანილ
ორ გამოსახულებებზე მონაცემთა ერთი და იგივე ნაკრებისათვის.
X და Z ცვლადების მნიშვნელობები ინტერპრეტირდებიან როგორც თითოეული X და Z წერტი-
ლის კოორდინატები, ხოლო Y ცვლადის მნიშვნელობები დაყოფილებია თანაბარი მანძილით დაცი-
ლებულ ჯგუფებად, რომლებიც შეესაბამებიან მიმდევრობითი სპექტრალური სიბრტყეების შესაბამის
მდგომარეობებს.

სპექტრალურ გრაფიკებს ორი ძირითადი გამოყენება აქვთ. პირველი მათგანი - ესაა ფუნქციათა
ან სამგანზომილებიან სივრცეში მიმდევრობით განაწილებული სიდიდეების კვლევა (მაგალითად,
სპექტრალურ სიმკვრივეთა გრაფიკები, განსაზღვრულნი დროის მიმდევრობითი ინტერვალებისა-
თვის).
ამავე დროს სპექტრალური დიაგრამები არიან „ნამდვილად სამგანზომილებიანები“, არა მიმ-
დევრობითი გრაფიკები, და მათზე შეიძლება წარმოდგენილი იყოს სამი ცვლადი, რომლებიც შეიცავენ
არათანაბრად დაცილებულ სიგნალებს (მაგალითად, დროში მოწესრიგებული პერიოდოგრამები, მაგ-
რამ არა ტოლი ინტერვალებით).
მოცემული გრაფიკების მეორე გამოყენება - გაბნევის დიაგრამების „დაშრევება“ (ან „შეკუმშვა“)
მონაცემთა წინასწარი ანალიზის დროს დაფარული სტრუქტურების გამოვლენისათვის.

თუ იგულისხმება შეთანხმებული ურთიერთკავშირი სამ ცვლადს შორის და განსაკუთრებით


თუ ველით, რომ კავშირი ორ ცვლადს შორის (X და Z) განსხვავებულია მესამე ცვლადის (Y) სხვადა-
სხვა დონეზე, მაშინ ამ მოვლენის გამოკვლევისათვის სავსებით შეგვიძლია გამოვიყენოთ სპექტრალუ-
რი გრაფიკები. ანალისის გამარტივებაში დაგვეხმარება სპექტრალური სიბრტყეების რიცხვის არჩევა
(იხ. ზემოთ) და ინტერაქტიული ბრუნვა.
შევნიშნოთ, რომ ორგანზომილებიანი გამოსახულებების პრაქტიკულად ასეთივე რიგი შეგვიძ-
ლია მივიღოთ გაბნევის კატეგორიზებული გრაფიკების დახმარებით, სადაც X და Z გამოსასახი ცვლა-
დებია, ხოლო Y - გამაერთიანებელი ცვლადია, დაყოფილი რამდენიმე ინტერვალად (რომელთა რიცხ-
ვიც ტოლია სპექტრალური სიბრტყეების რიცხვის). თუ თქვენ გაინტერესებთ ცალკეულ სპექტრალურ
სიბრტყეებზე მონაცემების განლაგების წვრილმანები, მაშინ უფრო მარტივია გამოვიყენოთ გაბნევის
კატეგორიზებული დიაგრამები (სამგანზომილებიან სპექტრალურ გრაფიკებთან შედარებით). ოღონდ
ასეთი კატეგორიზებული გრაფიკების დახმარებით არ შეგვიძლია მივიღოთ გამოსაკვლევი მონაცემე-
ბის სამგანზომილებიანი წარმოდგენა მთლიანობაში, რომელიც შეიძლება სასარგებლო იყოს მათი
სტრუქტურის გაგებისათვის.
სპექტრალური დიაგრამები შეიძლება გამოვიყენოთ ერთგვაროვნების კვლევისათვის, ვინაი-
დან ისეთი თვისება, როგორიცაა ერთგვარონება, ძნელი შესასწავლია სხვა ტიპის გრაფიკებზე (მაგა-
ლითად, შეიძლება გამოვიკვლიოთ დისპერსიის დამოკიდებულება Y ცვლადის მნიშვნელობებისაგან
ან ამოვარდნების განაწილებისაგან).

გადახრების დიაგრამა

გრაფიკთა ამ ტიპზე მონაცემთა წერტილები (მოცემულნი X, Y და Z კოორდინატებით) წარმო-


დგენილებია Z ღერძზე განსაზღვრული საბაზო დონიდან „გადახრათა“ სახით.

გადახრათა დიაგრამები მსგავსია სივრცული გრაფიკების. ოღონდ მათზე უკანასკნელთაგან


განსხვავებით „გადახრათა სიბრტყე“ „უჩინარია“ და არაა აღნიშნული მდებარეობით X – Y სიბრტყეზე
(ეს ღერძები აქ ყოველთვის იმყოფებიან სტანდარტულ ქვედა მდგომარეობაში). გადახრათა დიაგრამის
დახმარებით შეიძლება გამოვიკვლიოთ მონაცემთა სამგანზომილებიან ნაკრებთა ბუნება, გამოვსახავთ
რა მათ გადახრათა სახით ნებისმიერი (ჰორიზონტალური) დონიდან. როგორც ზემოთ იყო აღნიშნუ-
ლი, „კვეთის“ ასეთმა მეთოდმა შეიძლება გამოავლინოს დინამიური კავშირები გამოსაკვლევ ცვლა-
დებს შორის.

ზედაპირის გრაფიკები

ზედაპირის აგებისათვის გამოიყენება გაბნევის სამგანზომილებიანი გრაფიკის წერტილების


მიხედვით მისადაგება. ასეთი წარმოდგენა, ისევე როგორც გაბნევის 3D დიაგრამები, საშუალებას იძ-
ლევიან გამოვავლინოთ მონაცემების დაფარული სტრუქტურა და სამ ცვლადს შორის ურთიერთ კავ-
შირები.
ზედაპირის გრაფიკები გამოიყენებიან მონაცემთა დაზვერვით ანალიზში, ისევე როგორც ზე-
მოთ აღწერილი გაბნევის სამგანზომილებიანი დიაგრამები. გარდა ამისა, ისინი სასარგებლონი არიან
ანალიზის შედეგების თვალსაჩინო წარმოდგენისათვის, ისეთების როგორიცაა სამომხმარებლო ფუნქ-
ციათა მისადაგება ან კლასტერული ანალიზი.
საწარმოო სტატიტიკაში ზედაპირის გრაფიკები ჩვეულებრივ გამოიყენებიან ექსპერიმენტის
ცენტრალური კომპოზიციური გეგმის წარმოდგენისათვის. აქ ექსპერიმენტატორის მიერ ისმება ორი
ცვლადის (ან მეტის) კონკრეტული სიტემატიური მნიშვნელობები მათი ზეგავლენის შესაფასებლად
ზოგიერთ დამოკიდებულ ცვლადზე, რომლებიც ინტერესს წარმოადგენენ (მაგალითად, სინთეტიური
ქსოვილის სიმტკიცე).

ასეთი ექსპერიმენტების დახმარებით შეიძლება აღმოვაჩინოთ რთული არაწრფივი ურთიერთ


კავშირები ცვლადებს შორის.
ხშირად ასეთი გრაფიკის ბრუნვა სასარგებლოა ზედაპირის მახასიათებლების უფრო ცხადი
გამოვლენისათვის (მაგალითად, კონკრეტული ამობურცულობისა და ღრმულებისათვის) ან დაფარუ-
ლი მხარეებისათვის.

წრფივი გაგლუვება

გაგლუვების სამგანზომილებიანი დიაგრამა აპროქსიმირდება წრფივი ფუნქციით


(მაგალითად,Z = а + bХ + сY).

კვადრატული გაგლუვება

გაბნევის სამგანზომილებიანი დიაგრამა აპროქსიმირდება მეორე რიგის პოლინომით.


გაგლუვება უმცირეს კვადრატთა მეთოდით

ზედაპირი აპროქსიმირდება უმცირეს კვადრატთა მეთოდით მანძილისაგან დამოკიდებული


წონებით (ზოგიერთი წერტილის გავლენა მცირდება ზედაპირამდე მანძილით).

ექსპონენციალურად შეწონილი გაგლუვება უარყოფითი მახასიათებლით

ზედაპირი აპროქსიმირდება XYZ კოორდინატებში მეთოდით „ექსპონენციალურად შეწონილი


გაგლუვება უარყოფითი მახასიათებლით“ (თითოეული წერტილის გავლენა ექსპონენციალურად
მცირდება ზედაპირამდე მანძილისაგან დამოკიდებულებით).
გაგლუვება სპლაინებით

ზედაპირი XYZ კოორდინატებში აპროქსიმირდება ბიკუბურუ სპლაინებით.

სხვა ფუნქცია

შეიძლება დამოუკიდებლად მივუთითოთ გამოსახულება ზედაპირის ასაწერად.


მიაქციეთ ყურადღება, იმას რომ ასეთი სახით მითითებული ზედაპირი არ მოახდენს მონაცემ-
თა აპროქსიმირებას, არამედ უბრალოდ იქნება დახატული მათ ზემოთ.

დონის ხაზთა რუქები

დონის ხაზთა რუქები იქმნებიან ზედაპირის სამგანზომილებიანი ფუნქციის მისადაგებით


(მორგებით) გაბნევის სამგანზომილებია დიაგრამაზე. შედეგად მიღებული კონტურული ხაზები (ტო-
ლი „სიმაღლის“ ხაზები) პროექტირდებიან X – Y სიბრტყეზე.

ზედაპირის გრაფიკების მსგავსად, დონის ხაზთა რუქები გამოიყენებიან სამ ცვლადს შორის
ურთიერთკავშირთა გამოვლენისათვის.
წინა პუნქტებში აღწერილი გრაფიკების მსგავსად (გაბნევის სამგანზომილებიანი დიაგრამები
და ზედაპირები), დონის ხაზთა რუქები თავის გამოყენებას პოულობენ მონაცემთა კვლევით ანალიზ-
ში.

გარდა ამისა, ისინი სასარგებლონი არიან კვლევის შედეგების ცხადად წარმოდგენისათვის,


ისეთების როგორიცაა სამომხმარებლო ფუნქციათა მისადაგება. ისინი ნაკლებ ეფექტურებია ზედაპი-
რის გრაფიკებთან (ადრე აღწერილებთან) შედარებით მონაცემთა სრული სივრცული სტრუქტურის
სწრაფი თვალსაჩინო წარმოდგენისათვის. ოღონდ უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ რუქები
საშუალებას გვაძლევენ დიდი სიზუსტით გამოვიკვლიოთ ზედაპირის ფორმა. დონის ხაზთა რუქები
წარმოადგენენ ზედაპირის დაუმახინჯებელ ჰორიზონტალურ „კვეთებს“.
ტრასირების გრაფიკები

როგორც გაბნევის 3D დიაგრამებზე მონაცემთა თითოეული წერტილი ტრასირების გრაფიკებ-


ზე განლაგებულია სამგანზომილებიან სივრცეში X, Y და Z ცვლადების მნიშვნელობათა შესაბამისად
(რომლებიც ინტერპრეტირდებიან როგორც კოორდინატები). შემდეგ ეს წერტილები მიმდევრობით
ურთდებიან ერთმანეთს ხაზებით (შესაბამისად მათი განლაგებისა მონაცემთა ფაილში), რომ აჩვენონ
რაიმე პროცესის (მაგალითად, მოძრაობა, რისიმე შეცვლა დროში და ა.შ.) „კვალი“ (ტრასა).

ტრასირების გრაფიკის საუკეთესო მაგალითს წარმოადგენს ობიექტის ტრაექტორია სამგანზო-


მილებიან სივრცეში.
ზოგად შემთხვევაში ტრასირების გრაფიკების დახმარებით შეიძლება შევისწავლოთ პროცესე-
ბი, რომელთა დროსაც ცვლადები ერთდროულად იცვლებიან სამ განზომილებაში მიმდევრობითი
დაკვირვებების დროს.

რამდენიმე ტრასირების გრაფიკთა განსხვავება მხოლოდ იმაში მდგომარეობს, რომ მათზე


ერთდროულად შეიძლება ავსახოთ Z ცვლადის სიისათვის ერთდროულად რიგი „ტრაექტორიები“.
მონაცემთა ნაკრების მაგალითად, რომელიც შეიძლება შევადაროთ ტრაექტორიას, შეიძლება
მოვიყვანოთ მრავალგანზომილებიანი დროითი მწკრივი. წარმოვიდგინოთ, დიდ ქალაქში რამდენიმე
წლის განმავლობაში თითოეულ თვეში ზომავდნენ ტემპერატურას, დაბინძურების დონეს და ჰაერში
ოზონის შემცველობას. ვინაიდან ეს ცვლადები თავისი ბუნებით ციკლურებია (მაგალითად, ზამთარში
ჩრდილო ნახევარსფეროში ცივა), ჩნდება დამახასიათებელი სურათი, რომელსაც იმავე დროს აქვს
რთული სტრუქტურა. ასეთი გრაფიკების დახმარებით ასევე შეგვიძლია შევისწავლოთ საქონელზე
ფასების დროზე ან მაკროეკონომიკური მაჩვენებლების დამოკიდებულება.
ასეთი გრაფიკების სხვა გამოყენებაა ზუსტი „სამგანზომილებიან ნახატების“ შექმნა (კოორდი-
ნატების მითითებით სამგანზომილებიან სივრცეში) ისეთი ობიექტებისათვის, როგორიცაა კონტრო-
ლის საზღვრები ან გამოყოფილი ზონები. ჩვეულებრივ სამგანზომილებიანი ობიექტები, გამოსახულნი
ტრასირების გრაფიკების დახმარებით, შეიძლება ვაბრუნოთ და ვცვალოთ პერსპექტივაში. მიაქციეთ
ყურადღება იმას, რომ ასეთი ობიექტები არ შეიძლება გამოსახულნი იყვნენ ინტერაქტიულ რეჟიმში,
ვინაიდან არ არსებობს მესამე განზომილების („სიღრმის“) კონტროლის ხერხი.

თუ რომელიმე დაკვირვება შეიცავს გამოტოვებულ მონაცემებს (მაგალითად, არა ყველა სამი X,


Y და Z კოორდინატა, არამედ ორი მათგანი), ტრასირების გრაფიკის ხაზი გაწყვეტილი იქნება. ეს თვი-
სება შეიძლება გამოვიყენოთ ცალკეული ობიექტების შესაქმნელად (როგორც ეს ქვემოთაა ნაჩვენები).
ტერნალური გრაფიკები

ტერნალური გრაფიკები გამოიყენებიან რამდენიმე ცვლადს შორის კავშირების კვლევისათვის,


როცა ცვლადების მნიშვნელობათა ჯამი მუდმივია ყველა დაკვირვებისათვის. ჩვეულებრივ ასეთი
გრაფიკები გამოიყენებიან ექსპერიმენტალური კვლევებისათვის ამოძახილის დამოკიდებულებისა ნა-
რევში სამი კომპონენტის ფარდობითი შემადგენლობიდან (მაგალითად, სამი ქიმიური შენაერთისას),
ამასთან კომპონენტების ფარდობა იცვლება მისი ოპტიმალური მნიშვნელობის განსაზღვრის მიზნით.

ტერნალურ გრაფიკებზე ოთხი (ან მეტი) ცვლადის დამოკიდებულების ასაგებად (X, Y და Z


კომპონენტებისა და V1, V2 და ა. შ. ამოძახილების) გამოიყენება კოორდინატთა სამკუთხა სისტემა სიბრ-
ტყეზე (გაბნევის ტერნალური გრაფიკები ან დონის ხაზები) ან სივრცეში (გაბნევის სამგანზომილები-
ანი ტერნალური გრაფიკები ან ზედაპირები). ტერნალური გრაფიკის აგების დროს თითოეული კომ-
პონენტის ფარდობითი წილი (თითოეული დაკვირვებისთვის) შეზღუდულია მათი საერთო მუდმივი
ჯამით (მაგალითად, 1). გრაფიკის შექმნისას მითითების გარეშე წილთა მასშტაბი იცვლება ისეთნაი-
რად, რომ ეს ჯამი იყოს 1-ის ტოლი ყველა დაკვირვების დროს.
ვთქვათ, გვაქვს ნარევი, რომელიც შედგება სამი A, B და C კომპონენტისაგან. ნებისმიერი სამ-
განზომილბიანი ნარევი შეიძლება აღნიშნულ იქნეს კოორდინატთა სამკუთხა სისტემაში წერტილით,
მოცემული სამი ცვლადით.
მაგალითად, ავიღოთ შემდეგი 6 სამკომპონენტიანი ნარევი:

კომპონენტთა ჯამი თითოეულ ნარევში შეადგენს 1,0-ს და ეს მნიშვნელობები შეიძლება განი-


ხილებოდნენ როგორც წილები. თუ გამოვსახავთ ამ მონაცემებს გაბნევის ჩვეულებრივ სამგანზომილე-
ბიან დიაგრამაზე, აღმოჩნდება, რომ ისინი ქმნიან სამკუთხედს სივრცეში. წესიერ ნარევს შეესაბამებიან
მხოლოდ ის წერტილები, რომლებიც მოთავსებულებია სამკუთხედის შიგნით, სადაც კომპონენტების
ჯამი 1-ის ტოლია. ამიტომ კომპონენტების შეფარდების ასახვისათვის საკმაოდ ადვილია უბრალოდ
ავაგოთ სამკუთხედი სიბრტყეზე.
სამი კომპონენტი წარმოდგენილია ღერძებით, რომლებიც გადიან სამკუთხედის წვეროდან მო-
პირდაპირე გვერდის შუამდე (სამკუთხედის მედიანებით), და თითოეული წერტილის მდებარეობა გა-
ნისაზღვრება მნიშვნელობებით, რომლებიც მოზომილებია შესაბამის ღერძებზე. თუ დააკვირდებით
გრაფიკს, ადვილად შეამჩნევთ, რომ სამკოთხედის წვეროებში ნარევის მხოლოდ ერთი არანულოვანი
კომპონენტაა, მაშინ როცა სამკუთხედის გვერდებძე - ორი კომპონენტა არ უდრის ნულს, ხოლო ერთი
კომპონენტა ნულოვანია.
ტერნალური გრაფიკების ილუსტრირება შეიძლება მოვახდინოთ შემდეგი მაგალითით, რომე-
ლიც განხილულია ვაინერის შრომაში (Wainer, 1995).
სტუდენტებისთვის განათლების განვითარების ნაციონალური ბიუროს (National Assessment
of Educational Progress (NAEP)) მიერ ჩატარებულმა ტესტებმა აჩვენა განათლებულობის სამი დონის
არსებობა: უმაღლესი/პროფესიონალური (Advanced/proficient), საშუალო (Basic) და არასრული საშუა -
ლო (Below Basic). სხვადასხვა რეგიონებში მიღებული შედეგები შიძლება ასახულნი იყვნენ ტერნა-
ლურ გრაფიკზე, სადაც სამი ღერძიდან თითოეულზე გადაზომილია განათლებულობის შესაბამისი
დონის სტუდენტთა წილი.

ზემოთ ნაჩვენებ გრაფიკზე (Wainer, 1995) ჩანს, რომ აივოვას (Iowa) შტატის სტუდენტთა 37%-ს
აქვს უმაღლესი (Advanced) ან პროფესიული (Proficient) განათლება, 44%-ს - საშუალო (Basic) და 19%-ს
არასრული საშუალო (Below Basic). შედარებისათვის ვირჯინიის კუნძულების (Virgin Islands) მხო-
ლოდ სტუდენტების 1%-ს აქვთ უმაღლესი (Advanced) ან პროფესიული ( Proficient) განათლება, 12% -ს -
საშუალო (Basic) და 87% -ს არასრული საშუალო (Below Basic).
ვაინერი აგრეთვე აღნიშნავს სამკუთხა კოორდინატებში გრაფიკების სხვა საინტერესო გამოყე-
ნების საკითხს. მსგავსი გრაფიკი გამოყენებული იყო ხმების წილის შესასწავლად, რომლების ამომ-
რჩევლებმა მისცეს ბრიტანეთის სამი პოლიტიკური პარტიიდან ერთ-ერთს 1987 და 1992 წლის საყო-
ველთაო არჩევნებში.

გაბნევის 2D დიაგრამა

ამ გრაფიკებზე კოორდინატთა სამკუთხა სისტემა გამოიყენება სამი (ან მეტი) ცვლადის


(კომპონენტი X, Y და Z) დამოკიდებულების ასაგებად სიბრტყეზე.

მოტანილ გრაფიკზე გამოსახულია წერტილები, რომლებიც შეესაბამებიან ცვლად-კომპონენტ-


თა (X, Y და Z) წილებს.
გაბნევის 3D დიაგრამა

ამ ტიპის ტერნალურ გრაფიკებზე სამკუთხა კოორდინატთა სისტემაში სამგანზომილებიან


სივრცეში იგება ოთხი (ან მეტი) ცვლადის (კომპონენტი X, Y და Z V1, V2 და ა. შ. ამოძახილების) დამო-
კიდებულება - გაბნევის სამგანზომილებიანი ტერნალური გრაფიკები ან ზედაპირის გრაფიკები.

ამ ტერნალურ გრაფიკზე ამოძახილები (V1, V2 და ა.შ.), რომლებიც შეესაბამებიან ცვლად-კომ-


პონენტთა (X, Y და Z) განსაზღვრულ წილებს, დაიტანებიან წერტილთა სიმაღლეების სახით.

ზედაპირი

აქ სამგანზომილებიან ტერნალურ გრაფიკზე ზედაპირი წარმოადგენს ოთხ კოორდინატიანი


მონაცემთა ნაკრების მისადაგების შედეგს.

ხაზთა რუქა

ტერნალური გრაფიკების მოცემულ ტიპში სამგანზომილებიანი ზედაპირი (მისადაგებული


ოთხკოორდინატიანი მონაცემების ნაკრებს) პროექტირდება სიბრტყეზე დონის ხაზების სახით.
ზონური რუქა

ტერნალური გრაფიკების ამ ტიპში სამგანზომილებიანი ზედაპირი (მისადაგებული მონაცემთა


ნაკრებთან) პროექტირდება სიბრტყეზე ზონების რუქის სახით.

ტრასირების გრაფიკი

მოცემულ შემთხვევაში შესაძლებელია ოთხ და მეტ ცვლადს (X, Y, Z და V1, V2 და ა. შ.) შორის
კავშირების კვლევა გრაფიკზე წერტილების იმ თანმიმდევრობით შეერთების დახმარებით, როგორც
არიან ისინი განლაგებულნი მონაცემთა ფაილში.
ზემოთ ჩამოთვლილი ვარიანტების გარდა, გრაფიკის აგების შემდეგ დიალოგურ ფანჯარაში
ასევე შესაძლებელია გრაფიკთა შემდეგი ტიპების არჩევა.

სივრცული გრაფიკი

ტერნალური ეს ტიპი გვთავაზობს გაბნევის სამგანზომილებიან დიაგრამათა წარმოდგენის გან-


საკუთრებულ მეთოდს X-Y-Z სიბრტყის გამოყენებით (განსაზღვრულისა კოორდინატთა სამკუთხოვან
სისტემაში), რომელიც განლაგებულია ვერტიკალურ Y ღერძზე (ეს ღერძი გადის სიბრტყის შუაში) მომ-
ხმარებლის მიერ მითითებულ დონეზე.

X-Y-Z სიბრტყის განლაგების დონე შეიძლება ისეთნაირად შევარჩიოთ, რომ X-Y-Z სივრცე
დავყოთ მნიშვნელოვან ნაწილებად (მაგალითად, ცვლადთა კავშირების განსხვავებული სტრუქტურის
გამოსაყოფად).

გადახრათა დიაგრამა

ეს დიაგრამა სივრცული გრაფიკის მსგავსია, მაგრამ მასზე არ აისახება სიბრტყე, რომლიდანაც


აითვლებიან გადახრები.
მისადაგება

ქვემოთ მოტანილი რეგრესიის ოთხი განტოლება შეიძლება გამოვიყენოთ ტერნალურ გრაფი-


კებზე დამოკიდებულებათა მისადაგებლად. მიაქციეთ ყურადღება იმას, რომ განტოლებები მიღებუ-
ლია სტანდარტული პოლინომებიდან (X, Y, Z) კომპონენტთა მნიშვნელობებზე შეზღუდვების გათვა-
ლისწინებით, რომელთა ჯამიც ყოველი დაკვირვებისთვის მუდმივი სიდიდის ტოლია (მაგალითად,
1,0).
პირველი რიგის უმარტივესი მოდელი:
V = a + bl×X + b2×Y + b3×Z
შეზღუდვით X+Y+Z=1, შეიძლება აგებულ იქნას а კოეფიციენტის გამრავლებით 1= X+Y+Z - ზე:
V = a×X + a×Y + a×Z + bl×X + b2×Y + b3×Z
ეს გამოსახულება შეგვიძლია გავამარტივოთ:
V = (а+b1)×X + (а+Ь2)×Y +(а+bЗ)×Z
ან ჩავწეროთ ასეთი სახით:
V=bl'×X + b2'×Y + b3'×Z
ქვემოთ ჩამოთვლილია STATISTICA-ში მისაღწევი რეგრესიის პოლინომიალური ფუნქციები:
 წრფივი გაგლუვება (პირველი რიგის პოლინომი):
V = bl×X + b2×Y + b3×Z
 კვადრატული გაგლუვება (მეორე რიგის პოლინომი):
V = b1×X + b2×Y + bЗ×Z + b12×X×Y + b13×X×Z + b23×Y×Z
 სრული კუბური გაგლუვება:
V = bl×X + b2×Y + b3×Z + bl2×X×Y + bl3×X×Z + b23×Y×Z + bl2×X×Y×(X-Y) +
b1З×X×Z×(X-Z) + b23×Y×Z×(Y-Z) + b123×X×Y×Z
 სპეციალური კუბური გაგლუვება:
V=bl×X+b2×Y + b3×Z+bl2×X×Y + bl3×X×Z+b23×Y×Z + bl23×X×Y×Z
სამგანზომილებიანი კატეგორიზებული გრაფიკები

სტატისტიკური გრაფიკების ეს ტიპი საშუალებას იძლევა შევქმნათ გაბნევის სამგანზომილები-


ანი კატეგორიზებული დიაგრამები (და ტრასირების გრაფიკები), დონის ხაზთა რუქები და ზედაპირე-
ბი. ამასთან გამოიყენება არჩეული ცვლადის მოცემული კატეგორიები ან დაკვირვებათა ლოგიკური
დაჯგუფების სხვა ხერხები.

გრაფიკზე წარმოდგენილია იგივე ინფორმაცია, რაც გაბნევის სამგანზომილებიან დიაგრამაზე,


ზედაპირის გრაფიკზე ან დონის ხაზთა რუქაზე, იმის გამოკლებით, რომ აქ თითოეული მომხმარებ-
ლის მოცემული ჯგუფისათვის ან კატეგორიისათვის ნაჩვენებია თავისი გრაფიკი. ასეთი გრაფიკების
ძირითადი აზრია იმ ჯგუფებისა ან კატეგორიების შედარების გამარტივება, რომლებშიც ასახულია
კავშირები სამ ან მეტ ცვლადს შორის.
ზოგადად სამგანზომილებიანი XYZ გრაფიკები ასახავენ დინამიურ კავშირებს სამ ცვლადს შო-
რის. მონაცემთა კატეგორიზაციის სხვადასხვა ხერხების დახმარებით შესაძლებელია გამოვიკვლიოთ
კავშირები მონაცემთა განსაზღვრულ ჯგუფებში.
მაგალითად, დადებითი ურთიერთკავშირი ასაკს, ჯამრთელობის მდგომარეობასა და ცხოვრე-
ბით დაკმაყოფილება შეინიშნება ქალების გამოკითხვისას და არა კაცების.

ვინაიდან კატეგორიები მოიცემიან ლოგიკური პირობებით, რომლებიც განსაზღვრავენ ქვეჯ-


გუფებს, შეიძლება უფრო შორს წავიდეთ და ავაგოთ სხვა გრაფიკები - გავყოთ მამაკაცთა ჯგუფი უცო-
ლოებსა და ცოლიანებზე, ცალკე შეიძლება გამოვყოთ უცოლო მამაკაცების ჯგუფი მაღალი შემოსავლე -
ბით და ა.შ.
ზედაპირის ქვემოთ მოტანილი კატეგორიზებული გრაფიკებიდან (და მათ შესაბამის დონის
ხაზთა რუქებს) შეიძლება გავაკეთოთ დასკვნა იმის შესახებ, რომ ხელსაწყოზე დაშვებათა მიცემა
გავლენას არ ახდენს გამოსაკვლევ ურთიერთკავშირზე გაზომვათა შედეგებს შორის (Depend1, Depend2
და Height), იმ შემთხვევათა გამოკლებით, როცა ეს სიდიდე <3.
ზოგჯერ უფრო ადვილია დონის ხაზთა რუქების გააანალიზება, ვიდრე ზედაპირის
გრაფიკების (რაც კარგად ჩანს შემდეგ მაგალითზე).

ამრიგად, 3D კატეგორიზებული გრაფიკები წარმოადგენენ მძლავრ კვლევის ინსტრუმენტს


რთული ურთიერთკავშირების შესასწავლად ცვლადებსა და დაკვირვებათა ჯგუფებს შორის.

გაბნევის კატეგორიზებული 3D დიაგრამა


ამ ტიპის გრაფიკებზე აისახებიან კავშირები სამ ცვლადს შორის (რომლებიც წარმოადგენენ X, Y
და Z (ვერტიკალი) კოორდინატებს სამგანზომილებიან სივრცეში), დაყოფილნი კატეგორიებად დამაჯ -
გუფებელი ცვლადის დახმარებით ან ქვეჯგუფთა მითითებით.
კატეგორიზებული სივრცული გრაფიკი

მოცემულ შემთხვევაში ერთ გრაფიკულ ფანჯარაში იგება რამდენიმე სივრცული გრაფიკი (კა-
ტეგორიზებულ მონაცემთა ჯგუფებისათვის).

კატეგორიზებული სპექტრალური დიაგრამა

ამ ტიპის გრაფიკზე სამგანზომილებიანი სივრცე დაყოფილია ზონებად, რომელშიც მონაცემები


„შეკუმშულებია“ შესაბამის სპექტრალურ სიბრტყეში.

გადახრათა კატეგორიზებული დიაგრამა

ამ ტიპის გრაფიკებზე მონაცემთა წერტილები (მოცემულნი X, Y და Z კოორდინატებით) წარ-


მოდგენილებია Z ღერძის განსაზღვრული საბაზო დონიდან „გადახრების“ სახით.
ზედაპირის კატეგორიზებული გრაფიკი

ამ ფუნქციის დახმარებით აგებული იქნება ზედაპირი (გაგლუვების მეთოდით ან მოცემული


მათემატიკური გამოსახულებით) კატეგორიზებული მონაცემებისთვის.

დონის ხაზთა რუქა

დონის ხაზთა რუქა ესაა სამგანზომილებიანი ზედაპირის პროექცია ორგანზომილებიან სიბრ-


ტყეზე. მასზე ხაზებით აღნიშნულია ერთნაირი „სიმაღლეები“ (Z ცვლადის ტოლი მნიშვნელობები).
ზონური რუქა

ასეთ გრაფიკზე ერთნაირი „სიმაღლეები“ (Z ცვლადის მნიშვნელობები) ზედაპირზე (ერთნაირი


სიმაღლის კონტურულ ხაზებს შორის ზონები, იხ. გრაფიკის წინა ტიპი) ნაჩვენებია ერთი ფერისა და
სახისა ზონებით.

კატეგორიზებული ტერნალური გრაფიკები

კატეგორიზებული ტერნალური გრაფიკები გამოიყენებიან სამ და მეტ ცვლადს შორის ურთი-


ერთკავშირთა კვლევისათვის, როცა მათგან სამი წარმოადგენს ნარევის კომპონენტებს თითოეული და-
მაჯგუფებელი ცვლადისათვის (ანუ მათ შორის არსებობს ხისტი კავშირი, რომელიც იმაში მდგომარე-
ობს, რომ მათი მნიშვნელობები ჯამში იძლევინ მუდმივ სიდიდეს ყველა დაკვირვებისთვის).
ტერნალურ გრაფიკებზე ოთხი (ან მეტი) ცვლადის (X, Y და Z კომპონენტების და V1, V2 ამოძა-
ხილების და ა. შ.) დამოკიდებულების ასაგებად გამოიყენება კოორდინატთა სამკუთხა სისტემა სიბრ-
ტყეზე (გაბნევის ტერნალური გრაფიკები ან დონის ხაზები) ან სივრცეში (გაბნევის ტერნალური სამ-
განზომილებიანი დიაგრამები ან ზედაპირები). ტერნალური გრაფიკის აგების დროს თითოეული კომ-
პონენტის ფარდობითი წილი (თითოეული დაკვირვებისთვის) შეზღუდულია მისი საერთო მუდმივი
ჯამით (მაგალითად, 1). მითითების გარეშე გრაფიკის შექმნისას წილების მასშტაბი ისე იცვლება, რომ
ეს ჯამი თითოეული დაკვირვებისთვის ხდება 1-ის ტოლი. სამკუთხედის წვეროებში არის ნარევის
კომპონენტთა მხოლოდ ერთი არანულოვანი მნიშვნელობა.
კატეგორიზებულ ტერნალურ გრაფიკებში დამაჯგუფებელი ცვლადის თითოეული დონის-
თვის (ან მომხმარებლის მიერ მითითებული ქვეჯგუფი) იგება ცალკეული გრაფიკი. ყველა ეს გრაფიკი
თასდება ერთ გრაფიკულ ფანჯარაში მონაცემთა (კატეგორიათა) ჯგუფების შედარებისათვის.
ჩვეულებრივ ასეთი გრაფიკები გამოიყენებიან ექსპერიმენტებში, სადაც ამოძახილი დამოკიდე-
ბულია სამი კომპონენტის ფარდობითი შემცველობიდან (მაგალითად, სამი სხვადასხვა ქიმიური შენა-
ერთი). ამასთან ეს ფარდობა ვარირებს მისი ოპტიმალური მნიშვნელობის განსაზღვრისათვის (მაგალი-
თად, ნარევების კვლევისას). გრაფიკების ეს ტიპები შეიძლება ასევე გამოყენებულ იქნენ იმ შემთხვე-
ვაში, როცა აუცილებელია შევადაროთ ჯგუფები ან მონაცემთა კატეგორიები ცვლადებს შორის ხისტი
კავშირის არსებობის დროს.

გაბნევის 2D კატეგორიზებული დიაგრამა

ასეთ გრაფიკებში კოორდინატთა სამკუთხა სისტემა გამოიყენება სამი (ან მეტი) ცვლადის (კომ-
პონენტები X, Y და Z) დამოკიდებულების ასაგებად სიბრტყეზე.
აქ გამოსახულია წერტილები, რომლებიც წარმოადგენენ ცვლად-კომპონენტთა (X, Y და Z) წი-
ლებს.

გაბნევის 3D დიაგრამა

ტერნალური გრაფიკების მოცემული ტიპისთვის სამკუთხა კოორდინატთა სისტემაში სამგან-


ზომილებიან სივრცეში იგება ოთხი (ან მეტი) ცვლადების (X, Y და Z კომპონენტების და V1, V2 ამოძახი-
ლების და ა. შ.) დამოკიდებულება (გაბნევის სამგანზომილებიანი ტერნალური დიაგრამები ან ზედაპი-
რების გრაფიკები).

ამ ტერნალურ გრაფიკზე ამოძახილები (V1, V2 და ა.შ.), რომლებიც შეესაბამებიან ცვლად-კომპო-


ნენტთა (X, Y და Z) განსაზღვრულ წილებს, დაიტანებიან წერტილთა სიმაღლეების სახით.

ზედაპირი

აქ სამგანზომილებიან ტერნალურ გრაფიკზე ზედაპირი წარმოადგენს ოთხი კოორდინატის


მონაცემთა ნაკრებისათვის მისადაგების შედეგს.
ხაზთა რუქა

ტერნალური გრაფიკების ამ ტიპში სამგანზომილებიანი ზედაპირი (მისადაგებული ოთხგან-


ზომილებიან მონაცემთა ნაკრებზე) პროექტირდება სიბრტყეზე დონის ხაზთა სახით.

ზონური რუქა

მოცემულ შემთხვევაში სამგანზომილებიანი ზედაპირი (მისადაგებული მონაცემთა 4-კოორ-


დინატიანი ნაკრებისათვის) პროექტირდება სიბრტყეზე ზონების რუქების სახით.

ტრასირების გრაფიკი

ასეთი გრაფიკების დახმარებით შეიძლება გამოვიკვლიოთ კავშირები ოთხ და მეტ ცვლადს (X,
Y, Z და V1, V2 და ა. შ.) შორის წერტილების იმ თანმიმდევრობით შეერთებით, როგორც არიან ისინი
განლაგებულნი მონაცემთა ფაილში.
სივრცული გრაფიკი

ტერნალური გრაფიკების ეს ტიპი ახდენს გაბნევის სამგანზომილებიან დიაგრამათა წარმოდ-


გენის სპეციალური მეთოდის რეალიზაციას X-Y-Z სიბრტყის (განსაზღვრულისა კოორდინატთა სამ-
კუთხა სისტემაში) გამოყენებით, რომელიც განლაგებულია ვერტიკალური Y ღერძის განსაზღვრულ
დონეზე (ეს ღერძი გადის სიბრტყის შუაში).

X-Y-Z სიბრტყის განლაგების დონე შეიძლება ისე შევარჩიოთ, რომ გავყოთ X-Y-Z სივრცე მნიშ-
ვნელოვან ნაწილებად (მაგალითად, ცვლადების კავშირთა სხვადასხვა სტრუქტურის გამოყოფის-
თვის).

გადახრათა დიაგრამა

ეს გრაფიკი მსგავსია სივრცული გრაფიკის (იხ. ზემოთ), მაგრამ მასზე არ აისახება სიბრტყე,
რომლიდანაც ხდება გადახრათა ათვლა.
მისადაგება

ქვემოთ მოყვანილი რეგრესიის ოთხი განტოლება შეიძლება გამოვიყენოთ მონაცემთა მისადა-


გებისათვის სტატისტიკურ, კატეგორიზებულ ან სამომხმარებლო ტერნალურ გრაფიკებზე. ყურადღება
მიაქციეთ იმას, რომ ეს განტოლებები მიღებულია სტანდარტული პოლინომებიდან შეზღუდვათა გათ-
ვალისწინებით კომპონენტთა (X, Y, Z) მნიშვნელობებზე, რომელთა ჯამიც თითოეული დაკვირვების-
თვის ტოლია მუდმივი სიდიდის (მაგალითად, 1,0). მაგალითად, პირველიბ რიგის მარტივი მოდელი:
V = a + bl×X + b2×Y + b3×Z
X + Y + Z=1 შეზღუდვით, შეიძლება აიგოს а კოეფიციენტის გამრავლებით 1-X + Y + Z -ზე:
V = a×X + a×Y + a×Z + bl×X + b2×Y + b3×Z
ეს გამოსახულება შეიძლება გავამარტივოთ:
V = (а+b1)×X+(а+b2)×Y+(а+bЗ)×Z
ან ასე ჩავწეროთ:
V=b1'×Х + b2'×Y + b3'×Z
ქვემოთ მოტანილია პოლინომიალური რეგრესიის მისაწვდომი ფუნქციები:
 წრფივი გაგლუვება (პირველი რიგის პოლინომი):
V = bl×X + b2×Y + b3×Z
 კვადრატული გაგლუვება (მეორე რიგის პოლინომი:
V = bl×X + b2×Y + b3×Z + bl2×X×Y + bl3×X×Z + b23×Y×Z
 სრული კუბური გაგლუვება:
V = bl×X + b2×Y + b3×Z + bl2×X×Y + bl3×X×Z + b23×YvZ + b12×X×Y×(X-Y) +
b1З×X×Z×(X-Z)+ b23×Y×Z×(Y-Z)+b23×X×Y×Z
 სპეციალური კუბური გაგლუვება:
V = bl×X + b2×Y + b3×Z + bl2×X×Y + bl3×X×Z + b23×Y×Z + b123×X×Y×Z
შეიძლება მივუთითოთ სამომხმარებლო ფუნქცია. ოღონდ ასეთი ფუნქციები არ მიესადაგებიან
მონაცემებს, არამედ ედებიან გრაფიკზე.
მომხმარებლის ფუნქციათა გრაფიკები

გრაფიკთა სხვა ტიპებისაგან განსხვავებით, აქ არაა საჭირო ცვლადების არჩევა. ამის ნაცვლად
პროგრამა მოგთხოვთ შეიტანოთ ფორმულა გრაფიკის ასაგებად. ამ რეჟიმში შეიძლება ავაგოთ გრაფიკი
არა მონაცემთა ფაილის ცვლადების მნიშვნელობათა მიხედვით, არამედ მომხმარაბლის ფუნქციის მი-
ხედვით (ანუ ავსახოთ მომხმარებლის ფუნქცია), მაგალითად:

გრაფიკის მოცემულ ტიპზე შეიძლება ცხადად მივუთითოთ ცვლადების ცვლილების დიაპა-


ზონი. მაგალითად, შეიძლება მივუთითოთ ორივე ღერძისათვის (X და Y) მინიმალური და მაქსიმალუ-
რი მნიშვნელობები, შესაბამისად 0 და 100.
არის მომხმარებლის მიერ მოცემულ ფუნქციათა გრაფიკების გამოყენების ორი ძირითადი ვა-
რიანტი.
ყველაზე ცხადი ესაა კონკრეტული ფუნქციონალური დამოკიდებულების კვლევა (მაგალი-
თად, გამოსაკვლევი პროცესისა ან მოვლენის კონკრეტულ თეორიულ მოდელთან მონაცემთა შესატყ-
ვისობის შემოწმება).
მეორე მიმართულება ესაა მონაცემთა დაზვერვითი ანალიზი, როცა აუცილებელია ფუნქციო-
ნალურ დამოკიდებულებათა ფორმის შესწავლა არგუმენტის მნიშვნელობათა სხვადასხვა დიაპაზონ-
ში.
ასეთი გამოკვლევის შემდეგი ნაბიჯი, ცხადია, არის კონკრეტული მონაცემებისათვის ფუნქცია-
თა მისადაგების ხარისხის სტატისტიკური შემოწმება.
მატრიცული გრაფიკები

მატრიცული გრაფიკები გამოიყენებიან რაღაც სიმრავლის ცვლადებს შორის დამოკიდებულე-


ბის გრაფიკული წარმოდგენისათვის ჩვეულებრივი ორგანზომილებიანი გრაფიკების მატრიცის სახით.
უფრო ხშირად მატრიცულ გრაფიკებად გამოიყენებიან გაბნევის დიაგრამები, ისინი შეიძლება განვი-
ხილოთ როგორც საკვლევი ცვლადების კორელაციურ მატრიცათა ვიზუალიზაციის მეთოდი.

მოტანილ გრაფიკზე ცვლადების თითოეული წყვილისათვის აგებულია გაბნევის დიაგრამა


მასზე გამოსახული წრფივი რეგრესიის ხაზით.
გაბნევის დიაგრამათა მატრიცები შეიძლება არა მხოლოდ კვადრატულები იყვნენ (როგორც
მოტანილ ნახაზზეა), ასევე მართკუთხედებიც, თუ არჩეული იყო ცვლადების ორი სია (კორელაციის
მართკუთხა მატრიცათა ანალოგიურად). თუ გამოყენებულია კვადრატული მატრიცა, მაშინ დიაგო-
ნალზე გაბნევის დიაგრამათა ნაცვლად შესაბამისი ცვლადებისათვის აგებული იქნებიან ჰისტოგრა-
მები.
მსგავსი გრაფიკები გამოსაკვლევ ცვლადებს შორის დამოკიდებულებათა ვიზუალური
ანალიზის ეფექტურ ხერხს გვთავაზობენ. მაგალითად, მათი დახმარებით ცვლადების ნაკრებიდან
ადვილია გამოვყოთ ის ცვლადები, რომლებიც სხვა ცვლადებთან არ კორელირებენ.

წრფივი გრაფიკების მატრიცები

ზემოთ განხილული გაბნევის დიაგრამათა მატრიცები ჩვეულებრივ გამოიყენებიან ზოგიერთ


შემთხვევით ცვლადს შორის დამოკიდებულების გრაფიკული წარმოდგენისათვის. მრავალსაფეხური-
ანი პროცესების გამოსახვისთვის, როგორც წესი, გამოიყენებიან წრფივი გრაფიკების მატრიცები.
მაგალითად, აგებულ მატრიცულ გრაფიკებზე გამოსახულია Y ცვლადის (პროცესის მდგომა-
რეობა) რამდენიმე განსხვავებული დამოკიდებულება ერთი X ცვლადისაგან (დრო); ამრიგად, ერთ
ნახატზე შეიძლება აგებულ იქნას ერთდროულად რამდენიმე შესასწავლი პროცესი (დროითი მწკრი-
ვების).
მატრიცული გრაფიკების ტიპიურ გამოყენებას წარმოადგენს გასაანალიზებელი ცვლადებისა
და მათ შორის დამოკიდებულებათა ერთ განაწილების გრაფიკზე ერთდროული წარმოდგენა.

ეს სასარგებლოა გაზომვების მასშტაბის შესარჩევად და მონაცემთა დაზვერვითი ანალიზის ჩა-


სატარებლად (მაგალითად, ანკეტების, ეკონომიკური ინფორმაციის, საკონტროლო პროცესის შესახებ
მონაცემების და ა.შ. დამუშავება).
მონაცემების დაზვერვითი ანალიზის ჩატარებისას აუცილებელი ხდება ცალკეულ დაკვირვე-
ბათა, რომლებიც აკმაყოფილებენ რაღაც პირობას, გავლენის შესწავლა ცვლადებს შორის დამოკიდებუ-
ლებათა საერთო სახეზე. ეს შეიძლება შესრულდეს მატრიცული გრაფიკის აგებისათვის დაკვირვებათა
ქვესიმრავლის გამოყოფის ლოგიკურ პირობათა დახმარებით.

გაბნევის მატრიცა

ამ მატრიცულ გრაფიკზე წარმოდგენილია გაბნევის ორგანზომილებიანი დიაგრამები, რომელ-


თაგან თითოეულზე ცვლადის მნიშვნელობა სტრიქონიდან გამოიყენება X კოორდინატად, ხოლო
ცვლადების მნიშვნელობა სვეტიდან - Y კოორდინატად.

ჰისტოგრამები, რომლებიც ასახავენ თითოეული ცვლადის განაწილებას, განლაგებულებია


მატრიცის მთავარ დიაგონალზე (კვადრატულ მატრიცებში) ან კიდეებში (მართკუთხა მატრიცებში).
ხაზთა მატრიცა

ამ ტიპის გრაფიკის ამორჩევისას იქმნება წრფივ (ანუ არამიმდევრობით) –XY გრაფიკთა მატრი-
ცა (მსგავსად გაბნევის მატრიცული დიაგრამისა), რომელზეც ცალკეული წერტილები შეერთებულებია
ხაზებით მათი მონაცემთა ფაილში გამოჩენის რიგით.
ჰისტოგრამები, რომლებიც ასახავენ თითოეული ცვლადის განაწილებას, განლაგებულებია
მატრიცის მთავარ დიაგონალზე (კვადრატულ მატრიცებში) ან კიდეებში (მართკუთხა მატრიცებში).

სვეტების მატრიცა

ამ გრაფიკზე მატრიცა შედგება სვეტისებური დიაგრამებისაგან, რომელზეც წარმოდგენილია


მონაცემთა ცალკეულ წერტილთა პროექციები X ღერძზე (რომლებიც აჩვენებენ მაქსიმალურ მნიშვნე-
ლობათა განაწილებას).
ჰისტოგრამები, რომლებიც ასახავენ თითოეული ცვლადის განაწილებას, განლაგებულებია
მატრიცის მთავარ დიაგონალზე (კვადრატულ მატრიცებში) ან კიდეებში (მართკუთხა მატრიცებში).

ფუნქციის მონაცემებთან მისადაგება

წრფივი მისადაგება

წრფივი ფუნქცია ( Y = а + bХ) ესადაგება გაბნევის ორგანზომილებიანი დიაგრამის თითოე-


ულ წერტილს. а, b პარამეტრები ფასდებიან უმცირეს კვადრატთა მეთოდით. შევნიშნოთ, წრფე არ გა-
დის დაკვირვებად წერტილებზე, არამედ განლაგებულია მათთან მაქსიმალურად ახლოს (а, b-ს არჩე-
ვით ხდება წერტილებიდან წრფემდე დაცილებათა კვადრატთა ჯამის მინიმიზაცია). იგივე ეხება სხვა
ხაზებსაც (იხ. ქვემოთ).
ლოგარითმული მისადაგება

მონაცემებს ესადაგება შემდეგი სახის ლოგარითმული ფუნქცია:


Y = q×[lognх] + b,
სადაც ლოგარითმის ფუძე (π) ირჩევა მომხმარებლით (მითითების გარეშე გამოიყენება ნატურალური
ლოგარითმი е ფუძით, სადაც е = 2,71...).

ექსპონენციალური მისადაგება

მონაცემებით ირჩევა შემდეგი სახის ექსპონენციალური ფუნქცია:


у - b×exp(q×x)
სპლაინებით მისადაგება

მოცემულ შემთხვევაში ხდება მონაცემთა მისადაგება ბიკუბური სპლაინებით.

პოლინომიალური მისადაგება

აქ უმცირეს კვადრათთა მეთოდით მონაცემები აპროქსიმირდებიან შემდეგი სახის პოლინო-


მით
у = b0 + b1×x +b2×х2 + b3×х 3+...+ bn×xn,
სადაც n პოლინომის ხარისხია (1<n<6). პოლინომის ხარისხი შეიძლება ავირჩიოთ.

მისადაგება უმცირეს კვადრატთა მეთოდით

მრუდი ესადაგება მონაცემთა კოორდინატებს გაგლუვების პროცედურის დახმარებით მანძი-


ლის მიმართ შეწონილი უმცირეს კვადრატთა მეთოდით (ცალკეულ წერტილთა ზეგავლენა მცირდება
მრუდზე შესაბამისი წერტილებიდან ჰორიზონტალური მანძილის ზრდით).

You might also like