You are on page 1of 11

ადამიანის ვარიაციები

თანამედროვე ადამიანის არც ერთი პოპულაცია არ გამხდარა გენეტიკურად იმდენად


იზოლირებული, რომ ცალკე სახეობა წარმოექმნა. ნაცვლად ამისა, თანამედროვე
ადამიანის პოპულაციები გენთა უზარმაზარი რაოდენობის გაცვლის შედეგია .

ადამიანებში წარმოდგენილია ფენოტიპური ვარიაციების დიდი რაოდენობა -


ინდივიდების გარეგნული, ხილული თვისებები. ფიზიკურ მახასიათებლებს შორის ისეთი
განსხვავებები, როგორებიცაა სიმაღლე, კანის ფერი, თმის სტრუქტურა და სახის ნაკვთები
მარტივად შესამჩნევია. მაშინ, როდესაც ამ ვარიაციებიდან ზოგიერთი მემკვიდრეობითი
ხასიათისაა, ადამიანის პოპულაციებს შორის ბევრი განსხვავება კულტურიდანაა
წარმოქმნილი: როგორ ვიცმევთ, რა ტიპის სახლებში ვცხოვრობთ , საქორწინო წეს-
ჩვეულებები.

ადამიანის ვარიაციის წყარო


(1) ევოლუციური პროცესი, რომელიც პოპულაციებს შორის გავლენას ახდენს
გენეტიკურ განსხვავებულობაზე;

(2) გარემო - ვარიაციები ინდივიდებს შორის, რომელიც მათი სპეციფიკურ


გარემოში ცხოვრების უნიკალური გამოცდილებიდან მომდინარეობს;

(3) კულტურა - სხვადასხვა კულტურული რწმენებიდან და ჩვეულებებიდან


გამომდინარე ვარიაციები, რომლებიც ინდივიდში ჩნდება მისი ჩამოყალიბების
წლებში და მთელი ცხოვრების მანძილზე ძლიერდება.

გენეტიკა და ევოლუცია
პოპულაციის გენების მთლიან ნაკრებს გენოფონდი ეწოდება. გენებს შესაძლოა
ჰქონდეს ორი ან მეტი ალტერნატიული ფორმა (ან ალელები ) - ფენომენი,
რომელსაც ფილომორფიზმი ეწოდება. ეს განსხვავებები გამოხატულია
სხვადასხვა ფიზიკურ მახასიათებლებში, დაწყებული თმის და თვალის ფერიდან,
დამთავრებული ნაკლებად შესამჩნევი განსხვავებით სისხლის ქიმიურ
შედგენილობით. სახეობას, რომელიც შედგენილია ცალკეული ფიზიკური
თვისებების საფუძველზე ჩამოყალიბებული რეგიონული პოპულაციებისგან ,
პოლიტიპური ეწოდება.

ადამიანის სახეობაში წარმოდგენილი გენეტიკური ვარიაციები ოთხი


ფუნდამენტური ევოლუციური პროცესის შედეგია: მუტაციები, ბუნებრივი
გადარჩევა, გენთა ნაკადი და გენთა დრეიფი.
მუტაციები, გენეტიკური კოდის შემთხვევითი ცვლილება, ცვლის ალელების
სიხშირეს. მუტაციას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლია ევოლუციური ცვლილების
გამოწვევა, თუკი ის მოხდება სასქესო უჯრედებში. მუტაციებია ყველა გენეტიკური
ვარიაციის წყარო.

ევოლუციური პროცესი, რომელიც განსაზღვრას თუ რომელი ახალი მუტაცია


შევიდეს პოპულაციაში არის ბუნებრივი გადარჩევა. ამ ევოლუციური
პროცესისას, რეპროდუქციული წარმატების შემამცირებელი თვისებები თავიდან
იქნება მოშორებული, ხოლო გამრავლების უნარის გამაძლიერებელი თვისებები
უფრო ფართოდ გავრცელდება.

მიუხედავად იმისა, რომ ბუნებრივი გადარჩევის შედეგად ადამიანის


პოპულაციებში ზოგიერთ თვისებას უპირატესობა მიენიჭა, ეს პროცესი ვერ ხსნის
ყველა გენეტიკურ ვარიაციას.არაშემთხვევითი გადანაწილება ასახავს გენეტიკურ
დრეიფს - პროცესს, რომელიც ცვლის ალელების სიხშირეს. გენეტიკური დრეიფი
განსაკუთრებით ხელსაყრელია გენეტიკურად იზოლირებულ პოპულაციებს შორის
არსებული განსხვავებების ასახსნელად. გენთა დინება, იგივე ახალი გენების
ჩართვა პოპულაციის გენოფონდში სხვა პოპულაციასთან შეჯვარების შედეგად, ამ
გეოგრაფიულად დაშორებული ხალხებისთვის ნაკლებ სარწმუნოა. ამას გარდა,
უმეტესობა კულტურებში არსებობს ენდოგამიის წესი, რაც გულისხმობს
ქორწინებას იმავე ჯგუფის წარმომადგენელთან, რაც კიდევ უფრო ზღუდავს გენთა
დინებას.

ფიზიკური გარემო
ადამიანები ფიზიკური გარემოს ცვლილებებისადმი ძალიან მგრძნობიარეები
არიან. გენეტიკურად მსგავსი ინდივიდები განსხვავებულ გარემო პირობებში
განსხვავებულები ხდებიან.

კულტურა
ხალხი განსხვავდება ჩვეულებებისა და რწმენების მიხედვით, რაც თავის მხრივ
განსაზღვრავს იმას, თუ როგორ ჭამენ, იმოსებიან და აშენებენ თავიან სახლებს.
თუკი მსოფლიოს რომელიმე რეგიონში დაბადებული ბავშვი სხვა კულტურაში
გაიზრდება, ის ისწავლის და შეითვისებს იმ ჩვეულებებს და რწმენებს, რომელიც
დედობილ კულტურაში არსებობს. კულტურას შეუძლია ადამიანის გენეტიკაზე
გავლენის მოხდენა რელიგიური წარმოდგენების, სოციალური ორგანიზაციის ან
საქორწინო ჩვეულებების ან ცრურწმენების საშუალებით, რომლებიც ზღუდავენ
სხვადასხვა ჯგუფის წარმომადგენლებს შორის ქორწინებას და ამგვარად გენთა
დინება ჩახშულია. კულტურული წარმოდგენები ასევე განსაზღვრავს კვების
რაციონს, საცხოვრებელ პირობებსა და სამუშაო გარემოს; თავის მხრივ ეს
ფაქტორები ახალისებენ ან აბრკოლებენ ადამიანის ზრდასა და განვითარებას .

ცვლილების მიზეზების შეფასება


გენეტიკური, გარემო და კულტურული ფაქტორები ქმნიან ადამიანის ვარიაციებს .
მაგრამ რთულია ხშირად მათი შეფარდების მნიშვნელობის დადგენა. კულტურულ
ფაქტორებსაც შეუძლია ადამიანის ჯანმრთელობაზე, აქედან გამომდინარე კი
ზრდაზე გავლენის მოხდენა. (მზე და D ვიტამინი. ღარიბები უფრო დაბლები არიან
არასრულფასოვანი კვების გამო.)

ადამიანის ვარიაციის ადაპტაციური ასპექტები


ბუნებრივმა გადარჩევამ თავისი წვლილი შეიტანა თანამედროვე ადამიანის
პოპულაციებს შორის არსებულ ხილულ განსხვავებებს შორის. მაგრამ ამას ცდით
ვერ დავამოწმებთ.

სხეულის თმა(ბალანი)
ადამიანებსა და დანარჩენ პრიმატებს შორის ერთ-ერთი ყველაზე გასაოცარი
ფიზიკური განსხვავება ბალნის არარსებობაა. ჩვენი, შედარებით უთმო კანი,
საოფლე ჯირკვლებითაა დაფარული რაც დანარჩენს პრიმატებს არ გააჩნიათ. რამ
გამოიწვია ეს განსხვავება? პასუხი შესაძლოა იმ გარემო პირობებში იყოს,
რომელშიც ჩვენი ადრეული წინაპრები განვითარდნენ. საუბედუროდ, ადრეული
ჰომინიდები სავარაუდოდ საკმარისად ვერ ოფლიანობდნენ. თანამედროვე
შიმპანზეებისა და გორილების მსგავსად, მათაც შედარებით ცოტა საოფლე
ჯირკვალი ექნებოდათ, ისიც ძირითადად ხელისა და ფეხის გულებზე. ბალნის
დაკარგვა გაგრილების პროცესს კიდევ უფრო გაამარტივებდა. თანამედროვე
ადამიანების მთელ სხეულზე 2 მილიონამდე საოფლე ჯირკვალია.

კანის ფერი
მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში აღმოჩენილია კანის ფერის რამდენიმე
ელფერი. კანის ფერი არის ფიზიკური მახასიათებელი, რომლის უწყვეტი
ვარიაციები არსებობს. კანის ფერი პოლიგენური თვისებაა, რომელიც ერთზე მეტ
გენში ალელების ვარიაციის შედეგია.

განსხვავებები კანის ფერში


კანის შეფერილობის მისაღებად მნიშვნელოვანია მელანინი-მუქი პიგმენტიი.
მელანინს წარმოქმნის კანის ქვედა შრეებში განთავსებული უჯრედი, რომელსაც
მელანოციტი ეწოდება. მზის სხივების ულტრაიისფერი გამოსხივება
ასტიმულირებს მელანინის გამოყოფას.

კანის ფერზე ასევე გავლენას ახდენს ცვლადების სხვადასხვაგვარობა.


ჰემოგლობინი, ცილა, რომელიც რკინას შეიცავს, ერითროციტებს წითელ
შეფერილობას აძლევს. იმ ადამიანებში, რომლთა კანშიც ნაკლები მელანინია,
წითელი ფერი უფრო ძლიერად გამოიხატება, რაც კანს ვარდისფერ
შეფერილობას აძლევს. კაროტინს, ნარინჯისფერ-მოყვითალო პიგმენტს,
რომელიც კანს მოყვითალო შეფერილობას ანიჭებს, შეიცავს გარკვეული საკვები,
ამგვარად მათი კანი, ვის რაციონშიც დიდი რაოდენობით კაროტინი შედის,
ნარინჯისფერ ტონს იძენს. თუმცა, აზიური წარმოშობის ინდივიდების კანის
მოყვითალო შეფერილობაში კაროტინის არსებობას წვლილი არ მიუძღვის. კანის
ეს ელფერი კანის გარე შრეების გასქელების შედეგია. საბოლოოდ, კანის ფერზე
პირდაპირ გავლენას ახდენს გარემო. ამგვარად, ინდივიდის კანის ფერი მოდის
ორივე, გენეტიკური და გარემო ფაქტორების კომბინირებით.

კანის ფერის ადაპტაციური ასპექტები


ეკვატორთან ახლოს მცხოვრებ პოპულაციებში კანის ფერი ზოგადად უფრო მუქია .
ეკვატორული ზონისგან შორეულ ჩრდილოეთ და სამხრეთ რეგიონებში კანი უფრო
ღია შეფერილობისაა. მაგრამ მეცნიერებმა თქვეს, რომ კანის ფერის წარმოქმნაში
გარემოც მონაწილეობს. ხალხს, რომლებიც მზით განებივრებულ ეკვატორულ
რეგიონებში ცხოვრობდნენ, განუვითარდათ უფრო მუქი კანის ფერი, რათა
აერიდებინათ ულტრაიისფერი გამოსხივების დიდი დოზით მიღების უარყოფითი
შედეგები. ამის საპირისპიროდ კი ხალხი, რომლებიც ცივ ღრუბლიან კლიმატში
ცხოვრობდნენ, თბილ ტანსაცმელს ატარებდნენ და ღია ფერის კანი ჰქონდათ,
უფრო ადვილად გადარჩებოდნენ, ვიდრე იგივე ადგილას მუქკანიანები, რადგან
მათ ჰქონდათ მეტი D ვიტამინი ორგანიზმში. დროის განმავლობაში, ბუნებრივი
გადარჩევით მოხდა კანის ფერის განაწილება მზის სინათლის ინტენსივობის
მიხედვით.

სხეულის აღნაგობა
ბერგმანის წესი: ცივ კლიმატში მცხოვრებ ხალხს უფრო მასიური ფიგურა და მეტი
წონა აქვთ, როდესაც სითბოში მცხოვრებ ხალხს უფრო თხელი ფიგურა აქვთ.

ალენის წესი: ცივ კლიმატში მცხოვრებ ადამიანებს უფრო მოკლე და სქელი


კიდურები აქვთ. გრძელი კიდურები, რომლებიც უფრო მარტივად კარგავს სითბოს,
უფრო თბილ გარემო პირობებში გვხვდება.

თავის ქალის და სახის თავისებურებები


ისევე როგორც სხეულის ფორმები, სახის და თავის ქალის ფორმებიც არის
გარკვეულ ფიზიკურ გარემოსთან ადაპტაცია. მრავალი სხვადასხვა პოპულაციის
შესწავლის შედეგად აღმოჩნდა დიდი კავშირი თავის ქალის ფორმასთან და
კლიმატთან. ცივ კლიმატში მცხოვრებ ხალხს უფრო მომრგვალებული თავის
ფორმები აქვთ, რაც უფრო უკეთ ინარჩუნებს სითბოს, სითბოში კი უფრო
წაგრძელებული ფორმები აქვთ. უფრო მაღალ წვრილი ცხვირის ღრუებს ჰაერთან
შეხების მეტი ზედაპირი აქვთ, აქვთ მეტი ლორწო რაც უკეთ ატენიანებს და ათბობს
ჰაერს. მშრალ კლიმატში მცხოვრებ ხალხს უფრო მეტი ლორწოვანი ზედაპირი
აქვთ. რა თქმა უნდა, ეს შედარებები განზოგადებულია და არსებობს ბევრი
გამონაკლისები.

ბიოქიმიური თავისებურებები
ვარიაცია გვხვდება უამრავ შეუმჩნეველ თვისებაში, მაგალითად სისხლის ჯგუფში,
ლორწოვანი გარსის შემადგენლობაში და სხვა.

სისხლის ჯგუფები
ერთ-ერთი ყველაზე კარგად შესწავლილი ბიოქიმიური ნიშან-თვისება არის
სისხლის ჯგუფი, კერძოდ ABO ჯგუფის სისტემა. ეს არის A, B და O ს ალელების
ფენოტიპური ექსპრესია. A და B ორივე დომინანტურია, O კი რეცესიული. ჯგუფი O
ყველაზე გავრცელებულია და აზიის ავსტრალიის, აფრიკის და ევროპის
დაახლოებით 50%-ს შეადგენს, ზოგიერთი ინდიელების ჯგუფებში კი 100%-ც
გვხვდება. ჯგუფი A-ც ყველგან გვხვდება, თუმცა უფრო დაბალი პროცენტით ვიდრე
ჯგუფი O. ჯგუფი B კი ყველაზე დაბალი სიხშირით გვხვდება, და საერთოდ არ
გვხვდება ინდიელებში. ჯგუფი B კი ძირითადად ევრაზიაშია. თითოეულ სისხლის
ჯგუფს აქვს სხვადასხვა ანტიგენი წითელი სისხლის უჯრედების ზედაპირზე.
ანტიგენი არის უცხო ნივთიერება\ორგანიზმი, რომელიც იწვევს ანისხეულების
გამომუშავებას, ესენია ცილები რომლებიც ებრძვიან ორგანიზმში შემოჭრილ უცხო
სხეულებს.

ნამგლისებრი ანემია
ნამგლისებრი ანემია, რომელიც სისხლში ერითროციტს, რომლეზეც
ჰემოგლობინია მოთავსებული აძლევს არასწორ ფორმას, ჰემოგლობინს
გადააქვს ჟანგბადი. დაავადებულ ინდივიდებში ერითროციტის არასწორ ფორმას
კარგად ვერ გადააქვს ჟანგბადი. ის ინდივიდები რომლებსაც ეს დაავადება ჭირთ
ადრეულ ასაკშივე კვდებიან.

რატომ ვერ მოახერხა ბუნებრივმა გადარჩევამ რომ ასეთი გენი მოეშორებინა ?


ზოგიერთ პირობებში, ის გენი რომელიც ანემიას იწვევს, ხელს უწყობს ორგანიზმს
რომ გადარჩენ ისეთი დაავადების დროს როგორიც არის მაგალითად მალარია.

ადამიანები იმის მიხედვითაც განსხვავდებიან, თუ რამდენად კარგად შეუძლიათ


კონკრეტული საკვების გადამუშავება. კველაზე კარგად შესწავლილი საჭმლის
მომნელებელი ფერმენტის, ლაქტაზის, გამომუშავების ვარიაციაა, რომელიც
პასუხისმგებელია ლაქტოზის (რძის შაქარი) გადამუშავებაზე. ლაქტაზის გარეშე
კუჭ-ნაწლავში მოხვედრილი რძის ფერმენტები დიარეას და სპაზმებს იწვევს .

გარემომ შეიძლება წარმოშვას განსხვავებული გარეგნული ნიშნები (ფენოტიპები )


მსგავსი გენოტიპების მქონე ორგანიზმებში. ადამიანის პოპულაციები ხანდახან
ერთნაირ გარემო პირობებს განსხვავებულად ეგუებიან. აკლიმატიზაცია იმ
ფიზიოლოგიურ პროცესს ეწოდება, რომლის დროსაც ახალ გარემოსთან შეგუება
ხდება.

ტერმინი „რასა“, სავარაუდოდ, ლათინური წარმოშობისაა (ლათ. „ratio“) და


ნიშნავს სახეობას ან ტიპს. ფიზიკური მახასიათებლები, როგორებიცაა კანის
პიგმენტაცია, ცხვირის ფორმა, თმის ხარისხი, ისტორიის განმავლობაში ხშირად
ყოფილა რასებად დაყოფის მიზეზი.„მეცნიერულ კრიტერიუმებზე“ დაყრდნობით
ადამიანის რასების კლასიფიცირება არ ამართლებს, რადგან ისინი ზედმეტად
მოუქნელია იმისთვის, რომ ე.წ. რასებს შორის ვარიაცია ან მსგავსებები
გაითვალისწინოს. როგორც ამას ვნახავთ, ფიზიკური მახასიათებები არ ყოფენ
ადამიანებს განსხვავებულ ჯგუფებად ან რასებად; ცალკე მდგომი, რასობრივად
განსხვავებული პოპულაციები რეალურ სამყაროში არ მოიძებნება.

უძველესი კლასიფიკაციის სისტემები


უძველეს დროში, როდესაც ადამიანებმა წერა ჯერ კიდევ არ იცოდნენ, ქვებზე,
გამოქვაბულის კედლებზე სხვადასხვა გამოსახულებებს ხატავდნენ .
არქეოლოგებმა აღმოაჩინეს რომ მათ შორის იყო რასისტული გამოსახულებებიც .

„ნოეს შვილები იყვნენ სემი , ქამი და იაფეტი “...ესენი არიან ნოეს სამი ვაჟი და
მათგან წარმოიშვა მთელი მსოფლიოს ყველა ხალხი “ (დაბ , 9:18 - 19).
თანამედროვე კვლევები კანის ფერის, დნმ-ს, ლინგვისტიკის, გენეტიკის შესახებ,
საეჭვოს ხდის ბიბლიური რწმენებს ნოეს და მისი შვილების შესახებ.
ადრეული „მეცნიერული“ კვლევები და რასა
როგორც კი ევროპელებმა აღმოაჩინეს ამერიკა, აფრიკა, ახლო აღმოსალეთი,
მაშინვე დაიწყეს კანის ფერის მიხევდით ადგილობრივების გონებრივი
განვითარების, ქცევების შეფასება. ევროპელები მათ ხშირად უწოდებნენ
ველურებს და ბარბაროსებს. მიღებული იყო მათი მიწების კოლონიზაცია და
მონებად გამოყენება.

ადამიანების კლასიფიკაციის ერთ-ერთი ძველი მეცნიერული მოდელი ეკუთვნის


შვედ მეცნიერს, კარლ ლინეს. 1735 წელს მან შექმნა ჰომო საპიენსის
ტაქსონომია და გაყო ისინი 4 ნაწილად კანის ფერის მიხედვით: ჰომო ევროპეუსი
(თეთრი ევროპელები), ჰომო ამერიკანუსი (წითელი ჩრდ. ამერიკელი ინდიელები),
ჰომო აზიატიკუსი (ყვითელი აზიელები) და ჰომო აფერი (შავი აფრიკელები).

1781 წელს გერმანელმა მეცნიერმა იოჰან ბლუმერბახმა ადამიანები ხუთ


კატეგორიად დაყო. საინტერესოა რომ ეს მოდელი არამეცნიერულ დისკუსიებში
ჯერ კიდევ აქტიურად გამოიყენება. მის მიერ დაყოფილი ჯგუფებია: კავკასიური,
მონღოლური, მალაიური, ეთიოპიური და მკვიდრი ამერიკული. ამ ჯგუფების
შესაბამისი ფერებია თეთრი, ყვითელი, ყავისფერი, შავი და წითელი.
ბლუმერბახმა აღნიშნული კასიფიცირება შეადგინა როგორც კანის ფერის, ისე
საცხოვრებელი გეოგრაფიული არეალის მიხედვით. თუმცა ითვალისწინებდა სხვა
ფიზიკურ მახასიათებლებსაც, მაგალითად, თვალის ჭრილს, თმის ფერს, ნიკაპის
ფორმას და ა.შ. გვიან მე-19 და ადრეულ მე-20 საუკუნეში მის კლაისფიკაციაზე
დაყრდნობით წარმოიშვა ახალი კლასიფიკაცია, რომელიც კაცობრიობას ყოფდა
სამ ნაწილად: კავკასიურ, მონღოლოიდურ და ნეგროიდულ რასებად. კიდევ
უფრო გვიან, ანთროპოლოგებმა ევროპაში და ამერიკაში დაიწყეს მტკიცება რომ
კავკასიურ რასას ჰქონდა უფრო დიდი მოცულობის ტვინი და უფრო მეტი
ინტელექტუალური შესაძლებლობები.

კლასიფიკაციის სისტემების შეზღუდულობა


მენდელის პრინციპის მიხედვით კი არ არსებობს მახასიათებლების „შეკვრა“,
რომელიც განსხვავებულ რასებს ახასიათებთ. ასევე, მაგალითად ქერა თმა და
ცისფერი თვალები ყოველთვის ერთ კომბინაციაში არ გვხვდება, ისევე როგორც
კონკრეტული კანის ფერი და თმის ფერი არ არის ერთმანეთზე მიბმული. არამედ
ეს მახასიათებლები ერთმანეთისგან დამოუკიდებელია.

უწყვეტი ვარიაცია და კლასიფიკაცია


რასებად დაყოფის ერთ-ერთი პრობლემაა მახასიათებლების ფართო სპექტრი.
მეცნიერები ვერ ახერხებენ შეთანხმებას თუ რა ნიშნებით უნდა მოხდეს დაყოფა.
ბევრი ამას ხსნის შეჯვარებების მრავალფეროვნებით (mongrelization). რაც იმას
ნიშნავს რომ ერთ დროს რასები არ იყო ერთმანეთში შერეული, მაგრამ დროთა
განმავლობაში სხვადასხვა რასების წარმომადგენლებმა დაიწყეს შეჯვარება, რის
შედეგადაც მივიღეთ ფიზიკური მახასიათებლების მრავალფეროვანი
კომბინაციები.

რასიზმი
დროდადრო რასობრივი კლასიფიკაცია რასიზმის გასამართლებლად
გამოიყენებოდა, იდეოლოგიისა, რომელიც ერთი კონკრეტული რასის
აღმატებულობასა და დანარჩენების არასრულფასოვნებას უჭერს მხარს . 1853
წელს რასისტული შეხედულებები შეჯამებულ იქნა ფრანგი არისტოკრატის ,
ჯოზეფ არტურ დე გობინოს ოთხტომიან სამეცნიერო ტრაქტატში,
სახელწოდებით „ნარკვევი ადამიანური რასების უთანასწორობაზე“. თავის
ნაშრომში გობინომ კაცობრიობის მთელი ისტორია აღწერა, როგორც ბრძოლა
ადამიანის სხვადასხვა რასებს შორის. ის ამტკიცებდა, რომ თითოეულ რასას
გააჩნდა საკუთარი, მაღალი ან დაბალი ინტელექტუალური შესაძლებლობები, და
რომ არსებობდა სუსტი და ძლიერი რასები. ის წიგნს იწყებს დებულებით, რომლის
მიხედვითაც კაცობრიობის მიღწევებს შორის ყველაფერი დიდებული, ღირსეული
და ნაყოფიერი არიული ოჯახიდან, ე.წ. „სუპერ რასიდან“ მომდინარეობს.

რასისტულ რწმენებს სინამდვილეში საფუძველი არ აქვს. ადამიანთა ჯგუფები


არასდროს თავსდება ასეთ მკაფიო კატეგორიებში.

გეოგრაფიული რასები
სტენლი გარნმა ადამიანების რასობრივი კლასიფიკაციისას კონცენტრირება
მოახდინა გავლენაზე, რომელიც შესაძლოა, ევოლუციურ ძალებს მოეხდინათ
ადამიანთა გეოგრაფიულად იზოლირებულ პოპულაციებზე. გარნმა თანამედროვე
ადამიანები დაყო (როგორც თვითონ უწოდებდა) გეოგრაფიულ რასებად. ანუ
პოპულაციებად, რომლებიც ერთმანეთისგან გამოიყოფიან ბუნებრივი ბარიერით,
როგორიცაა ოკეანეები, მთები და უდაბნოები. მისი მსჯელობის მიხედვით, ამგვარი
ბარიერების გამო, თითოეულ პოპულაციაში მცხოვრები ადამიანების უმეტესობა
საკუთარი გენური ფონდის შიგნით წყვილდებოდა. გარნის კლასიფიკაცია
ადამიანებს ცხრა გეოგრაფიულ რასად ყოფდა. შემდგომ ისინი იყოფოდნენ უფრო
მცირე ლოკალურ რასებად და მიკრორასებად, რაც შედარებით მცირე
პოპულაციებს შორის გენთა შეზღუდულ მიმოცვლას ასახავდა.
ალტერნატიული მიგომები ადამიანთა ვარიაციის მიმართ
ფიზიკური მახასიათებლები, რომლებიც ისტორიულად ერთი რასის მეორისაგან
გამორჩევისთვის გამოიყენებოდა, ადამიანის მთლიანი გენეტიკური
შედგენილობის ძალიან მცირე ნაწილს შეადგენს და პოპულაციის შიგნით ბევრი
ვარიაციაა. ანთროპოლოგები თავს არიდებენ რასების განსაზღვრას .

კლინური განაწილება
ზოგიერთი მკვლევარი სასარგებლოდ მიიჩნევს ცალკეული ნიშან-თვისებების, ანუ
კონკრეტული ცვლადების შესწავლას. კლინური განაწილების რუკა შეიძლება
ამინდის რუკას მივამსგავსოთ. რუკები დეტალურად განსაზღვრავენ
ტემპერატურას ქვეყნის სხვადასხვა ნაწილში. მეცნიერები აკვირდებოდნენ
სპეციფიკურ ნიშან-თვისებებს პოპულაციის შიგნით.

მრავალგანზომილებიანი ანალიზი
მრავალგანზომილებიანი ანალიზი მრავალი სხვადასხვა მახასიათებლის
ურთიერთმიმართებას იკვლევს. ლევონტინმა (1972) გამოიკვლია ისეთი
ფიზიკური მახასიათებლების განაწილება, რომლებიც ადამიანთა პოპულაციებში
ვარირებს, მათ შორის ისეთებისაც, რომლებიც ცალკეული რასების
განმასხვავებელ ნიშნებად ითვლებოდა, მაგალითად, კანის ფერი და თმის
სტრუქტურა. და ნიშან-თვისებები, რომლებიც რასების იდენტიფიკაციისთვის
გამოიყენებოდა არ ასახავდა ადამიანთა ვარიაციების სრულ რაოდენობას და
რასის ცნების შეზღუდულ სარგებლიანობას უსვამს ხაზს.

მემკვიდრეობითობა და ინტელექტი
ინტელექტი არის ინფორმაციის დამუშავების და მისი პრობლემის გადაჭრისათვის
გამოყენების უნარი.მემკვიდრეობითობა უდაოდ დიდ როლს თამაშობს
ინტელექტში. გენეტიკურად დაკავშირებული ინდივიდების (მაგალითად,
მშობლები და მათი ბიოლოგიური შვილები) ინტელექტი ძალიან ახლო კავშირშია,
მაგრამ კვლევის არცერთ სფეროში არაა გენების, გარემოსა და კულტურის
ცვალებადი ეფექტები ისე აღრეული, როგორც ინტელექტის ინტერპრეტაციაში .
ადამიანთა გარკვეულ ჯგუფებს ანუ რასებს განსაზღვრულად სხვადასხვაგვარი
ინტელექტუალური შესაძლებლობები აქვთ.

ინტელექტის გაზომვა
ინტელექტის გაზომვის საშუალება ინტელექტის კოეფიციენტი (IQ) ფრანგმა
ფსიქოლოგმა ალფრედ ბინემ შეადგინა.

რიჩარდ ჰერნშტაინი და ჩარლზ მიურეი ამტკიცებენ, რომ კვლევის მონაცემები


ადასტურებს დასკვნას, რომლის მიხედვითაც რასა დაკავშირებულია
ინტელექტთან. სტატისტიკური განაწილების მრუდის გამოყენებით ისინი
ევროპული წარმოშობის ადამიანების ინტელექტუალურ კოეფიციენტს 100-ს
უტოლებენ. აღმოსავლეთ აზრიური წარმოშობის ადამიანები ამ სტანდარტს
ცოტათი აჭარბებენ და მათი მონაცემი საშუალოდ 103-ს აღწევს. აფრიკული
წარმოშობის ადამიანები სტანდარტს ჩამორჩებიან და მათი ინტელექტის საშუალო
კოეფიციენტი 90-ია. მათი აღმოჩენები გულისხმობს, რომ IQ მაჩვენებლები რასებს
შორის არსებულ გენენტიკურ განსხვავებებთანაა დაკავშირებული.

მსოფლიოს გარშემო ეთნიკური ჯგუფების შედარებით გვიანდელ კვლევებში


ტომას სოუელმა (1994, 1995) აჩვენა, რომ აღრიცხული რასობრივი განსხვავებების
უმეტესობა ინტელექტში გამოწვეულია გარემო ფაქტორებით. დადგინდა, რომ IQ-ს
დონე ყოველ ახალ თაობას შორის 3-5 ქულით უმჯობესდება.

რას ზომავს ინტელექტის ტესტი?


ფსიქოლოგების უმეტესობა თანხმდება, რომ ინტელექტი არ არის ინდივიდის
ისეთი მარტივი თვისება. მათი გადმოსახედიდან, ინტელექტი ეს არის მიზეზ-
შედეგობრივი ფიქრის უნარი, წარსულში დაგროვებული ცოდნის გამოყენება
(გამოცდილება) და პრობლემების გადაჭრა. გარდნერის თქმით, ინდივიდების
ინტელექტს მეტწილად კულტურაც განსაზღვრავს. გარდნერი თვლის, რომ
ინტელექტის ერთი სახის ტესტით განსაზღვრა არამართებულია.

შეჯამება
ადამიანები განსხვავდებიან თავიანთი ფიზიკური აღნაგობით, კანის ფერით, სახის
ნაკვთებით და სხვადასხვა ბიო-ქიმიური მახასიათებლებითაც კი. ეს ყველაფერი
გამოწვეულია ევოლუციის მამოძრავებელი ძალით, ფიზიკური გარემოთი და
კულტურით.

მუქ კანში უფრო დიდი რაოდენობითაა მელანინი, რომელიც ულტრაიისფერი


გამოსხივებისგან იცავს კანს და ამ მახასიათებლით ხდება შეგუება ტროპიკულ
გარემოში მცხოვრებთათვის. სხვა კვლევებით დასტურდება, რომ მუქი კანი
რეზისტენტულია სხვადასხვა ტროპიკული დაავადებების მიმართ. ღია ფერის კანს
კი სიცივის, ყინვისადმი გამძლეობა აქვს გამომუშავებული, რაც ჩრდილოეთით
მაცხოვრებლებს უფრო ახასიათებთ. ასევე, საინტერესოა, რომ მსგავსი კავშირი
არსებობს სისხლის ჯგუფების განაწილებაზეც.
ფიზიკურმა მახასიათებლებმა, როგორებიცაა კანის პიგმენტაცია, ცხვირის
მოყვანილობა და თმების ტექსტურამ, ისტორიის განმავლობაში ადამიანები
სხვადასხვა „რასად“ ჩამოაყალიბა.

ადამიანთა ინტელექტი განსხვავდება, მათი ხედვა და პრობლემების გადაჭრის


მეთოდები მრავალფეროვანია. კონკრეტულ პრობლემაზე ფიქრის პროცესის
წარმართვა მეტწილად დამოკიდებულია ინდივიდის კულტურაზე და მის
დაგროვებულ ცოდნაზე. იმისდა მიხედვით თუ რა საზოგადოებაში განვითარდა
ინდივიდი, მას ჩამოუყალიბდება შესაბამისი ხედვა, რაც ინტელექტუალურ
შესაძლებლობებში დიდ როლს თამაშობს.

You might also like