You are on page 1of 8

ევოლუცი

ლუკა ჰაქან ბებია


რა არის
ევოლუცია?
ევოლუცია — ბიოლოგიური პოპულაციების მემკვიდრეობითი
ნიშან-თვისებების ცვალებადობა მომდევნო თაობებში. ეს ნიშან-
თვისებები წარმოადგენს გამოხატვას გენებისა, რომელიც
მშობლიდან ნაშიერს რეპროდუქციის შედეგად გადაეცემა.
ნებისმიერ მოცემულ პოპულაციაში შესაძლოა, არსებობდეს
განსხვავებული თვისებები, რაც შედეგია მუტაციის, გენეტიკური
რეკომბინაციის და გენეტიკური ვარიაციების სხვა ფაქტორებისა.
ევოლუციას ადგილი აქვს, როცა ევოლუციური პროცესები,
როგორიცაა, მაგალითად, ბუნებრივი გადარჩევა (მათ შორის,
სქესობრივი გადარჩევა) და გენური დრეიფი მოქმედებენ
აღნიშნულ ვარიაციებზე, რაც იწვევს პოპულაციის შიგნით
კონკრეტული თვისების გავრცელებას ან გაიშვიათებას.
ევოლუციის სწორედ ამ პროცესმა წარმოშვა
ბიომრავალფეროვნება ბიოლოგიური ორგანიზმების ყველა
დონეზე, სახეობის, ინდივიდუალური ორგანიზმებისა და
მოლეკულების ჩათვლით.
მემკვიდრეობითობა
ევოლუცია ორგანიზმებში ხდება მემკვიდრული თვისებების —
ორგანიზმის მემკვიდრეობით გადაცემული მახასიათებლების
ცვლილებით. მაგალითად, ადამიანებში თვალის ფერი არის
მემკვიდრეობით გადაცემული მახასიათებელი და ინდივიდს
შესაძლოა გადაეცეს „ყავისფერი თვალის თვისება“ ერთ-
ერთი მშობლისგან. მემკვიდრეობით გადაცემული თვისებები
კონტროლდება გენებით და გენების სრულ კომპლექტს
ორგანიზმის გენომში (გენეტიკური მასალა) ეწოდება მისი
გენოტიპი.
ვარიაციების
წყაროები
ევოლუციას ადგილი ექნება მხოლოდ მაშინ, თუ პოპულაციაში
არსებობს საკმარისი გენეტიკური ვარიაციები (გენეტიკური
მრავალფეროვნება). ვარიაციები წარმოიშობა გენომში
მომხდარი მუტაციების, სქესობრივი რეპროდუქციის დროს
გენების შერევის და პოპულაციებს შორის გენების მიგრაციის
(გენების დინების) შედეგად. მიუხედავად მუტაციით და
გენების დინებით ახალი ვარიანტების მუდმივი შემოტანისა,
სახეობების გენომის უმეტესობა იდენტურია ამ სახეობების
ყველა ინდივიდებს შორის. თუმცა, შედარებით მცირე
სხვაობამ გენომში შესაძლოა ფენოტიპში დრამატული
განსხვავება გამოიწვიოს: მაგალითად, ადამიანებისა და
შიმპანზეების გენომები მხოლოდ 5%-ით განსხვავდება.
მუტაცია
მუტაციები არის დნმ-ის მიმდევრობის ცვლილებები უჯრედის გენომში.
როდესაც მუტაცია ხდება, მან შეიძლება შეცვალოს გენის
პროდუქტი, გამოიწვიოს ამ გენის ფუნქციონირების დაკარგვა ან
საერთოდ არ მოახდინოს გავლენა. ხილის ბუზის, დროზოფილას
შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ თუ მუტაცია გენის მიერ
ნაწარმოებ ცილას შეცვლის, ეს, სავარაუდოდ, საზიანო იქნება ― ამ
მუტაციათა 70%-ს ექნება დამაზიანებელი ეფექტი, დანარჩენი
ნაწილი კი ან ნეიტრალური იქნება, ან სუსტად სასარგებლო.
სქესი და
რეკომბინაცია
ასექსუალური გზით გამრავალებად ორგანიზმებში გენები მემკვიდრეობით
ერთად, ანუ დაკავშირებულად გადაეცემა, რადგან მათ არ შეუძლიათ
გამრავლებისას სხვა ორგანიზმის გენებს შეერიონ. ამის საპირისპიროდ,
სქესობრივი გზით გამრავლებადი ორგანიზმების შთამომავლობა შეიცავს მათი
მშობლების ქრომოსომების შემთხვევით ნაკრებს, რომლებიც წარმოიქმნება
დამოუკიდებელი განაწილებით. ამასთან დაკავშირებულ პროცესში,
რომელსაც ჰომოლოგიური რეკომბინაცია ეწოდება, სქესობრივი გზით
გამრავლებადი ორგანიზმები დნმ-ებს ცვლიან ორ შესატყვის ქრომოსომას
შორის. ხელახალი განაწილება და რეკომბინაცია არ ცვლის ალელების
სიხშირეს, მაგრამ ამის ნაცვლად ცვლის იმას, თუ რომელი ალელები არიან
დაკავშირებული ერთმანეთთან, რის შედეგადაც წარმოიქმნება
შთამომავლობა, რომელთაც აქვთ ალელების ახალი კომბინაცია. სქესი
ჩვეულებრივ ზრდის გენეტიკურ მრავალფეროვნებას და ევოლუციის ტემპებს.
ინფორმაციის
წყაროები
https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%94%E1%83%95%E1%83%9D%E1%83%9A%E1%83%A
3%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90

https://nikanika73.blogspot.com/2017/02/blog-post_10.html

https://library.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2017/03/BiologiaCampbel-Binder4.pdf
გმადლობთ
ყურადღებისათვის!

You might also like