You are on page 1of 6

თემა 11.

მოსახლეობის პოლიტიკა

1. დემოგრაფიული პოლიტიკა ნატალისტურია, თუ ტარდება შემდეგი ღონისძიებები

ა) ჯანდაცვის განვითარება, ბრძოლა ჩვილ ბავშვთა მოკვდაობის წინააღმდეგ;

ბ) კონტრაცეპტივების გამოყენების პროპაგანდა;

გ) ადმინისტრაციული წესით დადგენილია ბავშვთაშობის ინტერვალი;

დ) გამარტივებულია განქორწინების წესი.

2. დემოგრაფიული პოლიტიკის მიზანია

ა) მოსახლეობის აღწარმოებაზე ზემოქმედება;

ბ) შრომის პირობებზე ზეგავლენა;

გ) მოსახლეობის შემოსავლებზე ზრუნვა;

დ) მოსახლეობის სოციალური დაცვა.

3. დემოგრაფიული პოლიტიკის საგანია:

ა) მოსახლეობის აღწარმოების პროცესთა რეგულირება;

ბ) დასაქმების რეგულირება;

გ) მიგრაციული პროცესების რეგულირება;

დ) მოსახლეობის შემოსავლების რეგულირება.

4. რომელი ცნობილი ბერძენი მოაზროვნე თვლიდა, რომ ვინც გაურბის ქორწინებას, არა
მარტო მორალურ, არამედ მატერიალურ სასჯელსაც იმსახურებს.

ა) პლატონი;

ბ) არისტოტელე;

გ) დიოსთენე;

დ) სოკრატე.
5. მსოფლიო ცივილიზაციის ისტორიაში სად და ვისი მმართველობის დროს დაწესდა ღარიბ
ბავშვიან ოჯახებზე სახელმწიფო დახმარების სისტემა?

ა) ძველ რომში იმპერატორ ნერვას მიერ ჩვ. წთ. აღ.-მდე 96-98 წწ;

ბ) ძველ რომში იმპერატორ ტრაიანეს მიერ ჩვ. წთ.აღ.-მდე 98-117 წწ;

გ) ძველ საბერძნეთში ქ. მიკენეში პერსევსის მიერ ძვ. წთ. აღ. მე2 ს.-ში;

დ) ძველ საბერძნეთში, ათენში სოლონის მიერ ძვ. წთ. 638-558 წწ.

6. რომელია სწორი თეზისი:

1) ფეოდალიზმის დროს გაბატონებული იყო მოსახლეობის ზრდის მასტიმულირებელი


პოლიტიკა

2) ფეოდალიზმის დროს გაბატონებული იყო მოსახლეობის ზრდის შემზღუდველი


პოლიტიკა.

ა) (1) თეზისი სწორია, (2) თეზისი არასწორია;

ბ) (2) თეზისი სწორია, (1) თეზისი არასწორია;

გ) ორივე თეზისი სწორია;

დ) არც ერთი თეზისი სწორი არაა.

7. მოსახლეობის პოლიტიკა იგივეა, რაც

ა) დემოგრაფიული, მიგრაციული და შრომითი პოლიტიკა;

ბ) დემოგრაფიული პოლიტიკა;

გ) მიგრაციული პოლიტიკა;

დ) შრომითი პოლიტიკა.

8. დემოგრაფიული პოლიტიკა ხორციელდება შემდეგი ღონისძიებების გატარებით

ა) ეკონომიკური, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი, აღმზრდელობით-


პროპაგანდისტული გზით;

ბ) ეკონომიკური, ადმინისტრაციული და სამხედრო გზით;

გ) ეკონომიკური, პოლიტიკური და სამხედრო გზით;

დ) პოლიტიკური, აღმზრდელობით-პროპაგანდისტული და სამხედრო გზით.


9. დემოგრაფიული პოლიტიკა არ არის ნატალისტური, თუ ტარდება შემდეგი ღონისძიებები
ა) ბავშვთა მაქსიმალური რიცხოვნობა ოჯახში განისაზღვრება სახელმწიფოს მიერ;

ბ) სახელმწიფო ატარებს მარტოხელა დედების მხარდაჭერის პოლიტიკას;

გ) ხანგრძლივი დეკრეტული შვებულება სამუშაო ადგილის შენარჩუნებით;

დ) კონტრაცეპტივებისა და აბორტების აკრძალვა.

10. ვის ეკუთვნის თეზისი: „ბავშვთაშობის წინააღმდეგ ბრძოლა შეუძლებელია ეროვნული


შემოსავლის განაწილების სისტემის ცვლილების გარეშე, მცირეოდენი სახსრებით
შეუძლებელია ამ მნიშვნელოვანი პრობლემის გადაჭრა“.

ა) მაქს რუბნერს;

ბ) პიერ პოლ ლარუა ბოლიეს;

გ) მარიო პულზეს;

დ) ვ. ბორტკევიჩს.

11. დემოგრაფიული პოლიტიკის დაფინანსების პირდაპირი გზაა

ა) ერთდროული ან რეგულარული დახმარება ბავშვებზე;

ბ) ბავშვთა დაავადების პროფილაქტიკა და მკურნალობა ;

გ) სახელმწიფოს მიერ საბავშვო ბაღებისა და ბაგების დაფინანსება;

დ) სახელმწიფოს მიერ ბავშვთა დასასვენებელი სახლების დაფინანსება.

12. დემოგრაფიული პოლიტიკის დაფინანსების ირიბი გზაა

ა) ბავშვთა დაავადების პროფილაქტიკა და მკურნალობა;

ბ) ერთდროული ან რეგულარული დახმარება ბავშვებზე;

გ) დეკრეტული შვებულებების დაფინანსება;

დ) ბავშვთა მოვლის ხარჯების უზრუნველყოფა.

13. ანტიკურ ხანაში არჩევით პოსტებზე უნდა ყოფილიყვნენ პირები

ა) რომელთაც რამდენიმე შვილი ჰყავდათ;


ბ) რომელთაც არც ერთი შვილი არ ჰყავდათ;

გ) რომელთაც ერთი შვილი მაინც ჰყავდათ;

დ) რომლებიც დაუქორწინებელნი იყვნენ.

14. მე-20 საუკუნის დასაწყისში ფრანგი ეკონომისტი პიერ პოლ ლარუა ბოლიე სახელმწიფოს
სთავაზობდა მაღალანაზღაურებად პოსტებზე დაენიშნათ პირები, რომლებსაც

ა) არც ერთი შვილი არ ჰყავდა;

ბ) სამი და მეტი შვილი ჰყავდა;

გ) ხუთი და მეტი შვილი ჰყავდა;

დ) ორი შვილი მაინც ჰყავდა.

15. გაეროს ბავშვთა ფონდის რეკომენდაციით, ბავშვთა სიღარიბის გათვალისწინებით,


მოსახლეობის პოლიტიკაზე გაწეული ხარჯები არ უნდა იყოს მშპ-ს

ა) 2,5-3,5%-ზე ნაკლები;

ბ) 4,5-5,2%-ზე ნაკლები;

გ) 5,2-6,0%-ზე ნაკლები;

დ) 7-10%-ზე ნაკლები.

თემა 12. მოსახლეობა და ეკონომიკა

1. მიახლოებითი გათვლებით, მოხმარება მაქსიმუმს აღწევს შემდეგ ასაკში

ა) 25-30 წ.;

ბ) 30- 40 წ.;

გ) 41-50 წ.;

დ) 51-60 წ.
2. ეკონომიკურ პროცესებზე ასაკობრივი სტრუქტურის გავლენა შეისწავლება

ა) ასაკობრივი ეკონომიკური ცხრილების მეთოდით;

ბ) სქესობრივ-ასაკობრივი პირამიდის მეთოდით;

გ) მოკვდაობის ალბათური ცხრილების მეთოდით;

დ) ქორწინებადობისა და განქორწინებადობის ცხრილების მეთოდით.

3. რომელი თეზისია სწორი:

ა) ზრდასრულ ასაკში ადამიანი მეტს აწარმოებს, ვიდრე მოიხმარს;

ბ) ზრდასრულ ასაკში ადამიანი მეტს მოიხმარს, ვიდრე აწარმოებს;

გ) ზრდასრულ ასაკში ადამიანი იმდენს აწარმოებს, რამდენსაც მოიხმარს;

დ) არც ერთი თეზისი სწორი არაა.

4. დაქორწინებულ ქალთა ეკონომიკური აქტივობა ყველაზე დაბალია:

ა) 20-30 წლის ასაკობრივ ჯგუფში;

ბ) 31-40 წლის ასაკობრივ ჯგუფში;

გ) 41-50 წლის ასაკობრივ ჯგუფში;

დ) 51-59 წლის ასაკობრივ ჯგუფში.

5. ემპირიული კვლევებით, მოსახლეობის ჯანდაცვის ხარჯები მინიმუმს აღწევს, როცა

ა) მოსახლეობის საშუალო ასაკი 33 წელია;

ბ) მოსახლეობის საშუალო ასაკი 53 წელია;

გ) მოსახლეობის საშუალო ასაკი 43 წელია;

დ) მოსახლეობის საშუალო ასაკი 29 წელია.

6. ყველაზე მწარმოებლური ასაკია

ა) 20-29;

ბ) 31-39;
გ) 35-44;

დ) 41-49.

7. ვის ეკუთვნის თეზისი: „მოსახლეობის ზრდა იწვევს ნოვატორ მეწარმეთა ზრდასა და


კაპიტალის ექსპანსიას“.

ა) ს. კუზნეცს;

ბ) თ. მალთუსს;

გ) ა. მარშალს;

დ) რ. ფოგელს.

8. ვის ეკუთვნის თეზისი: არა მოსახლეობის ზრდაა ეკონომიკური ზრდის განმსაზღვრელი


ფაქტორი, არამედ მოსახლეობის ხარისხის ზრდა, რომელსაც, თავის მხრივ, მოსახლეობის
ნულოვანი ზრდა განაპირობებს.

ა) ჯ. სპენგლერი და ჰ. საიმონი;

ბ) ა. სმიტი და დ. რიკარდო;

გ) თ. მალთუსი;

დ) ს. კუზნეცი.

You might also like