You are on page 1of 7

ვარიანტი 1

1. ეკონომიკურ ლიტერატურაში ძირითადად რამდენ ძირითად ჯგუფადა იყოფა


ბიზნესის კონცეფციები ?
ა) ოთხი; ბ) სამი; გ) ორი: დ) შვიდი;

2. ბიზნესის რომელი კონცეფცია არ ახდენს ბიზნესის იდეალიზებას?


ა) პოზიტიური; ბ) პრაგმატული; გ) კრიტიკული; დ) არც ერთი;

3. სამომხმარებლო ბიზნესის მონაწილეები არიან:


ა) სახელმწიფო ორგანიზაციები; ბ) ფიზიკური პირები და მეწარმეები; გ) მხოლოდ
ბიზნეს-სუბიექტები; გ) მხოლოდ ფიზიკური პირები;

4. მეწარმეობისა და ბიზნესის განვითარებისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს:


ა) პოლიტიკურ გარემოს;
ბ) ეკონომიკურ სისტემას;
გ) ქვეყნის კულტურასა და მენტალიტეტს;
დ) გლობალიზაციურ პროცესებს;

5. საზოგადოების რესურსებს ეკონომისტები უწოდებენ:


ა) წარმოების ფაქტორებს;
ბ) მოთხოვნა - მიწოდების პროცესს;
გ) მეწარმეობას;
დ) ეკონომიკურ სისტემას;

6. კონკურენციისათვის ერთ- ერთი გადამჭრელი მნიშვნელობა გააჩნია :


ა) ფასების ზომიერი პოლიტიკას (ფასწარმოქმნის პოლიტიკა);
ბ) ბიზნესის ბუნებრივ გარემოს;
გ) ეკონომიკურ რეგულაციებს;
დ) საკანონმდებლო პოლიტიკას;

7. საქონლისა და მომსახურების გარკვეული ოდენობა, რომელიც შესაძლებელია


მწარმოებლება მოაწოდონ მომხმარებლებს დროის გარკვეულ ინტერვალში
განსხვავებულ ფასებში, არის:
ა) მიწოდება; ბ) მოთხოვნა; გ) მოთხოვნა - მიწოდება; დ) არც ერთი.

8. მომხმარებლები ყიდულობენ მეტ საქონელს - დაბალ ფასებში და ნაკლებს მაღალში,


არის:
ა) მოთხოვნა -მიწოდების თეორია; ბ) ბიზნესის თეორია; გ) კვლავწარმოება;
დ) კონკურენციის პოლიტიკა;
9. მომსახურებასა და საქონელზე საბაზრო ფასები განისაზღვრება:
ა) მოთხოვნა - მიწოდების შესაბამისად;
ბ) კონკურენციის პოლიტიკის შესაბამისად;
გ) პოლიტიკური გარემოს შესაბამისად;
დ) გამოშვებული პროდუქციის რაოდენობის შესაბამისად;

10. საბაზრო სისტემის რეგულირებას ახორციელებს:


ა) თავად ეკონომიკა;
ბ) ბიზნეს - სექტორი;
გ) სახელმწიფო;
დ) ქვეყნის ბუნებრივ - პოლიტიკური გარემო;

11. ბიზნესის ტაქტიკურ მიზანს წარმოადგენს:


ა) შემუშავებული სტრატეგიის რეალიზაცია ყველა კონტრაგენტის მიმართ,
კონკრეტულ დროში, კონკრეტული ურთიერთობათა ფორმით;
ბ) კაპიტალისტურ წყობილებასთან მაქსიმალური თავსებადობა;
გ) პოლიტიკურ და სოციალურ გარემოსთან ადაპტაცია;
დ) არცერთი პასუხი არ არის სწორი;

12. რას მოიცავს ბიზნესის მიკრო გარემო?


ა) მომწოდებლებს, მომხმარებლებს, კონკურენტებს, დაქირავებულ მუშებს, კანონებს
სახელმწიფო ორგანოებს, პროფკავშირებს;
ბ) მხოლოდ სახელმწიფო ორგანოებს და საჯარო სექტორს;
გ) მხოლოდ მომხმარებლებს და მომწოდებლებს;
დ) ყველა პასუხი სწორია;

13. რას მოიცავს ბიზნესის საერთაშორისო გარემო?


ა) უცხოურ ინვესტიციებს, იმპორტირებას, ერთობლივი საწარმოების საქმიანობას;
ბ) საერთაშორისო ნორმატიულ აქტებს;
გ) იმპორტ - ექსპორტთან დაკავშირებულ საკითხებს;
დ) არცერთი პასუხი არ არის სწორი;

14. ბიზნესის სამართლებრივი სივრცის გარდაქმნის რევოლუციური ფორმა გულისხმობს:


ა) სამართლის არსებული სისტემის ფუძემდებლური პრინციპების ნგრევას ახალი
სისტემის შექმნის საფუძველზე;
ბ) ყველაფერი ძველის ნგრევას და ახლის შენებას;
გ) სახელმწიფოს სამართლებრივ - ნორმატიულ აქტებთან შესაბამისობას;
დ) საერთაშორისო პოლიტიკურ პროცესებთან თავსებადობას;

15. მომხმარებელთა 4 ძირითადი უფლება გულისმობს:


ა) უსაფრთხოების, ინფორმაციის მიღების, არჩევითობის, საკუთარი მოთხოვნის
დაცვლის უფლება;
ბ) უსაფრთხოების, სოციალური პირობების გაუმჯობესების, არჩევითობის, საკუთარი
მოთხოვნის დაცვლის უფლება;
გ) უსაფრთხოების, ინფორმაციის მიღების, არჩევითობის, თავისუფალი პოლიტიკური
არჩევანის უფლება;
დ) რელიგიური მრწამსის, ინფორმაციის მიღების, არჩევითობის, საკუთარი
მოთხოვნის დაცვლის უფლება;

16. საწარმოო სექტორი მოიცავს:


ა) მრეწველობას, მშენებლობას, სოფლის მეურნეობას;
ბ) ბანკებს, სადაზღვეო კომპანიებს, აგრო-სექტორს;
გ) საცალო და საბითუმო ვაჭრობას, ტურიზმს, კომუნალურ მომსახურებას;
დ) ბანკებს, სადაზღვეო კომპანიებს, საცალო და საბითუმო ვაჭრობას, ტრანსპორტს,
ტურიზმს, კომუნალურ მომსახურებას და სხვა;

17. კორპორაციას გააჩნია უპირატესობა:


ა) შეუძლია დიდი ოდენობით კაპიტალის მობილიზება;
ბ) მოეთხოვება მხოლოდ მცირე საწესდებო კაპიტალი;
გ) ვალდებულია დაასაქმოს 500 ერთეული მუშახელი;
დ) არ აქვს ვალდებულება საჯაროდ დაადეკლარიროს მოგება;

18. რა არის ბიზნეს - გეგმა?


ა) ბიზნეს გეგმა არის დოკუმენტი, რომელშიც აისახება მეწარმის მიზნები და ამ
მიზნის მისაღწევად გაწერილი პროგრამა;
ბ) მეწარმის მიერ წინასწარ გათვლილი წლიური მოგების ოდენობა;
გ) წლის განმავლობაში კომპანიაში შემოსული და გასული ფული;
დ) გაცემული ხელფასები, საწარმოო ხარჯები და მენეჯმენტის ხელფასები;

19. მართვის რამდენი დონე არსებობს:


ა) სამი; ბ) ხუთი; გ) შვიდი; დ) ცხრა;

20. შტატების დაკომპლექტება ნიშნავს:


ა) კადრების შერჩევის და სამუშაოზე მიღების პროცესი;
ბ) განცხადებების დამუშავება და გასაუბრების პროცესის ორგანიზება;
გ) კადრების შერჩევა და მხოლოდ ტესტირება;
დ) სამუშაო ადგილებზე თანამშრომელთა გადანაწილება;

21. მოტივაციის პროცესის ახსნა თანამედროვეობაში ასახულია:


ა) მოთხოვნა - მიწოდების თეორიაში;
ბ) მოთხოვნისა და სამართლიანობის თეორიებში;
გ) ლოგისტიკის შესახებ მოძღვრებაში;
დ) მარკეტინგის შესახებ მოძღვრებაში;

22. მოთხოვნა და სამართლიანობა, უკონფლიქტო გარემო, ხელმძღვანელობის,


ურთიერთობის და მოტივაციის უნარი, მუშაკის „მორალური სული“ - აღნიშნული
საკითხები წარმოადგენს:
ა) ლოჯისტიკის შესწავლის ობიექტებს;
ბ) მარკეტინგის ფუძემდებლურ პრინციპებს;
გ) შრომის ნაყოფიერების ამაღლებისაკენ მიმართულ ღონისძიებებს;
დ) არცერთი პასუხი არ არის სწორი;

23. მოთხოვნილებათა იერარქიის 5 ძირითად ეტაპად დაყოფა ეკუთვნის:


ა) აბრაჰამ მასლოუს;
ბ) გრედერიკ ტეილორს;
გ) გოტორნს;
დ) ყველა პასუხი სწორია;

24. ბიზნესის ფილოსოფიის ძირითადი ელემენტებია:


ა) მარკეტინგი და რეალიზაციები;
ბ) მარკეტინგი და მენეჯმენტი;
გ) მარკეტინგი და იურისპრუდენცია;
დ) მარკეტინგი და ფსიქოლოგია;

25. XX საუკუნის დასაწყისამდე მარკეტინგის თეორია დაიყვანებოდა:


ა) გასაღების თეორიამდე;
ბ) მეწარმეობის თეორიამდე;
გ) მარაგების მართვის მოდელამდე;
დ) სტრატეგიულ დაგეგმარებამდე;

26. ბაზარზე დაკვირვება და ინფორმაციის ძალა არსებითად მნიშვნელოვანია:


ა) მარკეტინგში;
ბ) ლოჯისტიკაში;
გ) ბუღალტერიაში;
დ) არცერთი პასუხი არ არის სწორი;

27. ინფორმაციის სწორ გამოკვლევას, შეგროვებას და ანალიზს განსაკუთრებულად


საჭიროებს:
ა) ლოჯისტიკური კვლევა;
ბ) მარკეტინგული კვლევა;
გ) ეკონომიკური ზრდის შესახებ კვლევა;
დ) საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ კვლევა;

28. ბიზსნეს ორგანიზაციაში სტრატეგიული დაგეგმვა მთლიანად ეყრდნობა


ა) ლოჯისტიკურ ინფორმაციას;
ბ) შესყიდვებთან და მარაგებთან დაკავშირეულ ინფორმაციას;
გ) სამარკეტინგო ინფორმაციას;
დ) არცერთი პასუხი არ არის სწორი;

29. სამომხმარებლო ბაზრის საფუძვლიან შესწავლას, მომხმარებელთა გემოვნების,


მოთხოვნილებების ყოველმხრივ ანალიზს და ამ საფუძვლეზე წარმოების აგებას,
ამასთანავე, წარმოების აქტიური ზემოქმედების განსაზღვრას სამომხმარებლო
ბაზარზე, მომხმარებელთა მოთხოვნასა და გემოვნებაზე სწავლობს:
ა) მარკეტინგი;
ბ) მარკეტინგი და ბუღალტერია;
გ) მარკეტინგი და შესყიდვების სამსახური;
დ) არცერთი პასუხი არ არის სწორი;

30. ე.წ. 4 P- ს პრინციპი (Price - ფასი, Promotion - რეკლამა, Place -ადგილი, Product -
პროდუქტი) წარმოადგენს:
ა) საკადრო საკითხთა დეპარტამენტის ინტერესის სფეროს;
ბ) ლოჯისტიკის მოქმედების სფეროს;
გ) ბუღალტერიის მოქმედების სფეროს;
დ) მარკეტინგის მოქმედების სფეროს;

ღია კითხვები.

1. რომელია ინდივიდუალური კერძო ფირმის/ ინდივიდუალური მეწარმეობის


უპირატესობანი და ნაკლოვანებანი ?
ინდივიდუალური კერძო ფირმა მიეკუთვნება ერთ პიროვნებას,თუმცა მასში
შესაძლოა დასაქმებული იყოს რამოდენიმე ადამიანი.მას გააჩნია დადებითი და
უარყოფითი მხარეები.
დადებითი მხარეებია:დაფუძვნება არის მარტივი და ფირმის მფლობელი არ არის
ვალდებული ხალხის წინაშე.
კერძო ფირმის უარყოფითი მხარე არის ის,რომ მას აქვს მცირე კაპიტალი,რის
გამოც მათ აქვთ სესხებთან პრობლემები.
2. რა არის და როგორია ბიზნეს - გეგმის ზოგადი სტრუქტურა
3. ჩამოაყალიბეთ რასთან არის დაკავშირებული ბიზნესის ჩამოყალიბების
ისტორიული პროცესი?
ბიზნესის ჩამოყალიბების პროცესი, მეწარმის, როგორც ბიზნესის ძირითადი
ფიგურის ფორმირება,დაკავშირებულია კაპიტალის თავდაპირველ
დაგროვებასთან.კაპიტალის თავდაპირველი დაგროვება მოიცავს ფეოდალური
საზოგადოების დაშლის შემდგომ პერიოდს, მაგრამ სინამდვილეში მისი ნიშნები
უფრო ადრეულ ეპოქაშიც გვხვდება.კაპიტალის დაგროვება ემყარებოდა პირად-
საკუთრებით ურთიერთობებს მონათმფლობელურ საზოგადოებაში. ამ
საზოგადოებაში მონათმფლობელი ახდენდა კაპიტალის დაგროვებას
მიწების,ფულის, საქონლის, შრომის იარაღებისა და თვით მონების რაოდენობის
ზრდის საფუძველზე.

4. რას ნიშნავს ვენჩურული კაპიტალი და ფრენჩაიზინგი ?


ახალ ან მცირე საწარმოში ინვესტიცია, რომელიც ჩვეულებრივ აქციათა პაკეტის
მნიშვნელოვანი წილის ინვესტორის საკუთრებაში გადასვლის სანაცვლოდ
ხორციელდება. ვენჩურული კაპიტალის ძირითადი დამახასიათებელი ნიშანია
დიდი რისკი.
ფრენჩაიზინგი არის საქმიანი ურთიერთობის მეთოდი, რომლის დროსაც
ხელშეკრულების პირველი მხარე (ფრენშაიზორი) გარკვეული საფასურის
სანაცვლოდ მეორეს (ფრენჩაიზს) გადასცემს უფლებას იმოქმედოს დადგენილი
სქემით. მარტივად რომ ვთქვათ, ეს არის შესაძლებლობა წამოიწყოთ საკუთარი
პროექტი, მაგრამ უკვე დაწინაურებული კომპანიის ნიშნით. ფრენჩაიზინგი არის
ორმხრივად მომგებიანი თანამშრომლობის თანამედროვე ფორმა, რომელიც
საშუალებას აძლევს მცირე კომპანიებს თანაბარ პირობებში კონკურენცია გაუწიონ
ბაზრის ძირითად მოთამაშეებს.
5. რას ნიშნავს მარკეტინგი და როგორი იყო მისი ევოლუცია?
მარკეტინგი – მოქმედებებისა და პროცესების ერთობლიობა, რომლებიც
ახდენს შეთავაზებების შექმნას, კომუნიკაციასა და მიწოდებას. ისეთი
შეთავაზებების, რომლებსაც გააჩნია კონკრეტული ღირებულება
მომხმარებლისთვის და უზრუნველჰყოფს პროდუქტზე მოთხოვნის წარმოშობას.

თეორიული საკითხი:
იმსჯელეთ ბიზნესის ორგანიზაციულ - სამართლებრივ ფორმებზე. დაახასიათეთ
თითოეული მათგანი და განიხილეთ მისი დადებითი და უარყოფითი მხარეები.

You might also like