You are on page 1of 4

იმიგრაცია-ერთ ქვეყანაში სხვა ქვეყნის 

მოქალაქეების ან მოქალაქეობის არმქონე
პირების შესვლა მუდმივი ან დროებითი ცხოვრების მიზნით.
ემიგრაცია — პოლიტიკური, ეკონომიკური ან პირადი მიზეზებით უცხო ქვეყანაში
მცირე ხნით ან მუდმივად საცხოვრებლად წასვლა.

ყველაზე დიდი იმიგრაციული ნაკადები მსოფლიოში:


საერთაშორისო მიგრანტთა მიზიდვის სამი ცენტრია გამოკვეთილი: დასავლეთ
ევროპა, ჩრდილოეთ ამერიკა და სპარსეთის უბის ნავთობმომპოვებელი არაბული
სახელმწიფოები.

20 000 -ზე მეტი ადამიანის გამოკითხვის შედეგად მიგრანტებისთვის 10


საუკეთესო ქვეყნის რეიტინგი შემდეგნაირად გამოიყურება :
ესპანეთი –  ბევრი დადებითი მხარის გამო, ესპანეთი მიგრანტებისთვის ერთ-
ერთი რჩეული ქვეყანაა. მეგობრული და კეთილგანწყობილი გარემო
განსაკუთრებით უმსუბუქებს მიგრანტებს ყოველდღიურობას. გარდა ამისა, კარგი
ჯანდაცვის სისტემა და კლიმატი კიდევ უფორ კომფორტულს ხდის ამ ქვეყანაში
ცხოვრებას.

პორტუგალია – მიგრანტებს ეს ქვეყანა დაბალი ფასების გამო იზიდავს, რაც ერთ-


ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია უცხო ქვეყანაში ცხოვრების
დასაწყებად.

ჩეხეთი – პორტუგალიის მსგავსად, ჩეხეთში ცხოვრება საკმაოდ იაფია და


მიგრაციის მაღალ მაჩვენებელსაც სწორედ ეს განაპირობებს. გარდა ამისა, ჩეხეთი
ევროპაში მოგზაურობის საკმაოდ კარგ შესაძლებლობებს იძლევა მდებარეობიდან
გამომდინარე.

ლუქსემბურგი – წინა ქვეყნებისგან განსხვავებით ლუქსემბურგში ცხოვრება


შედარებით ძვირია, თუმცა იმიგრანტებს კარგ  კარიერულ პერსპქეტივებს
სთავაზობს.

ბულგარეთი – ამ ქვეყანაში განსაკუთრებით მარტივია ადგილობრივებთან


ურთიერთობა. ასევე, უცხოელებს მოსწონთ ბულგარეთის კულტურა და
ბიუჯეტური ცხოვრება.

სინგაპური – ეს ქვეყანა თავის მაცხოვრებლებს საკმაოდ უსაფრთხო და დაცულ


გარემოს უქმნის. მიგრანტებს განსაკუთრებით მოსწონთ კარგი სატრნასპორტო
სისტემა, თუმცა მათი თქმით განათლების მიღება და ჯანდაცვის სერვისები
საკმაოდ ძვირია.

ახალი ზელანდია – ეს ქვეყანა იდეალური ადგილია ბავშვიანი ოჯახებისთვის,


რადგან ბავშვთა მოვლის და განათლების საკმაოდ ხარისხიანი სისტემა აქვთ.
ასევე, მიგრანტებისთვის მისაღებია მათი სამუშაო პირობები.
არგენტინა – ამ ქვეყანაში ცხოვრებას განსაკუთრებით ამარტივებს მეგობრული,
თბილი და კეთილი ხალხი. კარგი კლიმატი და არც თუ ისე ძვირი ცხოვრება კი 
კიდევ უფრო სასურველს ხდის აქ ცხოვრებას.

პანამა – გარდა იმისა, რომ მიგრანტები პანამაში უსაფრთხოდ გრძნობენ თავს, ეს


ქვეყანა მათ სამუშაო ადგილებითა და კარგი პირობებით უზრუნველოფს.

ტაივანი – ტაივანში ცხოვრების, ჯანდაცვისა და უსაფრთხოების ხარისხი საკმაოდ


მაღალ დონეზეა განვითარებული. ამასთანავე, მიგრანტებისთვის ის წარატებულ
კარიერულ შესაძლებლობებს იძლევა.

მისი გამომწვევი მიზეზები

მსოფლიოში მიგრაციული პროცესების მიზეზები ყოველთვის არსებობდა და


დღესაც არსებობს. სხვადასხვა ხასიათის კონფლიქტი, ომი ადამიანებს
ლტოლვილებად აქცევს და კონფლიქტური ზონებიდან მეზობელ ან უფრო
შორეულ ქვეყნებში გადასახლებისაკენ უბიძგებს. ემიგრაციის მიზეზი
პოლიტიკური, სოციალური თუ ეკონომიკური პრობლემებიც ხდება: რევოლუცია,
ეკონომიკური კრიზისი და მრავალი სხვა.იმიგრაციის გამომწვევი მიზეზები
შეიძლება იყოს როგორც პოლიტიკური (მათ შორის ეთნიკური წმენდა და
გენოციდი), ისე ეკონომიკური (მატერიალური პირობების გაუმჯობესება),
რელიგიური, სოციალურ-კულტურული, ბუნებრივ-ეკოლოგიური და სხვ.
განხორციელების ფორმის მიხედვით გამოყოფენ ნებაყოფლობით და იძულებით
იმიგრაციებს, ხოლო დროითი განზომილებით - მუდმივსა და დროებითს.
გლობალიზაციის ეპოქაში, როცა კომპლექსურმა ურთიერთდამოკიდებულებამ და
ტრანსნაციონალიზაციამ საყოველთაო ხასიათი მიიღო, ს.მ. მასობრივ მოვლენად
იქცა. იმიგრაციისა და თავისუფლად გადაადგილების უფლება დასავლური
ლიბერალურ-დემოკრატიული ღირებულებაა და ადამინის უფლებების
უმნიშვნელოვანესი ელემენტია. ამიტომ დემოკრატიულ სახელმწიფოს არა აქვს
უფლება თავის მოქალაქეებს აუკრძალოს ემიგრაციაში წასვლა. მეორე მხრივ,
დასავლეთ ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის უმწვავესი პრობლემა გახდა
უკონტროლო, არალეგალური მიგრაცია მესამე სამყაროს ქვეყნებიდან, რამაც
უამრავი სიძნელე შექმნა და იძულებული გახადა აღნიშნული ქვეყნები, მკვეთრად
შეეზღუდათ იმიგრაცია.იმიგრაცია  და მიგრაცია ერთმანეთთან მჭიდროდააა
დაკავშირებული ერთი წარმოქმნის მეორეს და პირიქით:ემიგრაცია წარმოქმნის
მიგრაციას.

დადებითი მხარეები:
 წარმოშობის ქვეყნებიდან მაღალკვალიფიციური კადრების მოზიდვის
შემთხვევაში, ეკონომიკას აქვს მეტი შესაძლებლობა მიიღოს მოგება,
რადგან მიმღები ქვეყანა იყენებს უკვე მომზადებულ კადრებს, არ
უწევს ახალ კადრებზე სახსრების გამოყოფა, მათი განათლებისა და
კვალიფიკაციის ამაღლებისთვის.
 შრომითი მიგრანტების სახით იაფი სამუშაო ძალის გამოყენება
ნაწილობრივ ეხმარება მიმღებ ქვეყნებს გახდნენ უფრო
კონკურენტუნარიანები და მიმზიდველი ინვესტორებისთვის.
 შრომით მიგრაციის ხარჯზე სამუშაო ძალის დეფიციტის შევსებითა
და საჭირო ადამიანური რესურსების მიღებით ქვეყნების
ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა.

უარყოფითი მხარეები:
 მიგრაციასთან დაკავშირებული საცხოვრებელი და საყოფაცხოვრებო
პრობლემების გართულება, აღნიშნული ჯგუფის საქონელზე
ერთობლივი მოთხოვნის ზრდის გამო ფასების მატება.
 მიგრანტთა ინტეგრაციის მხარდამჭერ პროგრამებზე მაგალითად,
სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამების დაფინანსება,
თავშესაფრის და სხვა სოციალური დახმარებების უზრუნველყოფაზე
გაწეულ დახმარებებზე დამატებითი დანახარჯების ზრდა.
 იაფი სამუშაო ძალის შემოდინების გამო, დემპინგი შრომის ბაზარზე,
რაც ადგილობრივი სამუშაო ძალის ხელფასის შემცირებასაც
განაპირობებს.

ყველაზე დიდი ემიგრაციული ნაკადები მსოფლოში:


ემიგრანტთა საერთო რაოდენობა დედამიწის მოსახლეობის დაახლოებით 3,2 %-ს
შეადგენს. ემიგრანტთა დიდი რაოდენობით გამოირჩევა აფრიკა, ირანი, პაკისტანი,
ბანგლადეში, თურქეთი, ინდოეთი, საქართველო და ა.შ
მიეკუთვნება ქვეყნები სადაც შობადობის დაბალი მაჩვენებელია ხოლო მიგრაციის
სალდო მკვეთრად უარყოფითი.

მისი გამომწვევი მიზეზები:


ფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენენ ემიგრაციაზე, დაჯგუფებულია ”ბიძგისა და
გაყვანის” პროცესში ემიგრაციის განზოგადებული წარმოდგენა ემყარება ინდივიდუალურ
სურვილს, თავი დააღწიოს საკუთარ ქვეყანაში არსებულ ნეგატიურ გარემოებებს და
გავლენას ახდენს მათ, როგორც მოქალაქის განვითარებაზე და ცხოვრების ხარისხზე.
ბიძგების" მიზეზებს შორის, რომლებიც ქვეყნის დატოვებას იწვევს, ჩამოთვლილია:
სამუშაო ან / და განათლების შესაძლებლობების არარსებობა ან არარსებობა;
კონსტიტუციური პოლიტიკური უფლებების არარსებობა; რასობრივი, სექსუალური
ორიენტაციის ან რელიგიური მიზეზების გამო დევნა; იმ დროისთვის მთავრობის
მხრიდან გარანტიებისა და პოლიტიკური ზეწოლის არარსებობა; წარუმატებელი
ეკონომიკური სისტემა; შიდა ომის კონფლიქტები (პარტიზანები, ტერორიზმი);
კულტურული კონფლიქტები და დანაშაულის მაღალი მაჩვენებლები და დაუსჯელობა.
დღეს ამ ელემენტების მრავალი შემჩნევა შესაძლებელია, განსაკუთრებით
განუვითარებელ ან განვითარებად ქვეყნებში (მაგალითად ლათინური ამერიკის
შემთხვევაში), სადაც უსაფრთხოების, ეკონომიკისა და პოლიტიკის მხრივ სირთულეები
იწვევს ემიგრაციას მისი მოქალაქეები. აფრიკისა და აზიის ერები წარმოადგენენ საომარი
ხასიათის შიდა კონფლიქტების ცენტრს რასობრივი, კულტურული ან რელიგიური
დასაბუთებით; რაც ასევე იწვევს მოსახლეობის დიდ რაოდენობას თავშესაფრისკენ
ნაკლებად პრობლემურ ერებში.

დადებითი მხარეები:
უკეთესი ეკომომიკური და სოცოალური მდგომარეობა იმ პირისთვის რომელიც თავის
ქვეყანას ტოვებს და მიდის სამუშაოდ იმ ქვეყანაში რომლის ემიგრანტადაც ითვლება.

უარყოფითი მხარეები:
მასობრივი ემიგრაციის ქვეყნებს მოსახლეობის აქტიური, შრომისუნარიანი და
ინტელექტუალური ნაწილი ტოვებს, რაც მძიმედ აისახება ქვეყნის სოციალურ,
ეკონომიკურ თუ დემოგრაფიულ სურათზე. მსგავსი ვითარება არღვევს ქვეყანაში
დარჩენილი მოსახლეობის ნორმალური ასაკობრივი სტრუქტურას,რაც, თავის მხრივ,
მკვეთრად ამცირებს შობადობის მაჩვენებელს და ქვეყანას უქმნის დეპოლულაციის
საფრთხეს.ამას ემატება არაერთი სოციალურ-ეკონომიკური,სამართლებრივი თუ
მორალურ-ფსიქოლოგიური პრობლემა,რაც ქვეყანაში ძალიან მძიმე მდგომარეობას ქმნის.

You might also like