You are on page 1of 6

საგამოცდო დავალება

ფაკულტეტი: თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი

საგანი: აკადემიური წერა

შეფასება: 40 ქულა

ტექნიკური ინსტრუქციები:

• გაითვალისწინეთ რეფერატის შექმნის წესები (ინფორმაციის დახარისხება, კლასიფიკაცია,


მსჯელობის ლოგიკური თანმიმდევრობა, ენობრივი საშუალებები, რეფერატის სტრუქტურა),
აკადემიური ტონი და ციტირების წესები (შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც APA-ს, ისე
ჩიკაგოს სტილი).

• რეფერატი დაასათაურეთ, გამოიყენეთ დამოწმებები და ბოლოში დაურთეთ


ბიბლიოგრაფია.

• შესასრულებელი დავალების გვერდების მინიმალური რაოდენობაა 2 გვერდი.

• რეფერატის შესასრულებლად გეძლევათ ერთი დღე (დავალებას ასრულებთ სახლში


დამოუკიდებლად).

• შესრულებული დავალება (რეფერატი) უნდა ატვირთოთ პორტალზე e-learning.tsu.ge


შესაბამის სასემინარო კურსზე, პლაგიატის ამომცნობ პროგრამაში კურსზე მითითებულ
ღილაკზე დაჭერით.

• გთხოვთ, წინასწარ დაიჭიროთ თადარიგი, წვდომა იქონიოთ ინტერნეტთან და დავალება


ატვირთოთ დროულად, ვადის ამოწურვამდე.

• ტექსტი გააფორმეთ შემდეგი მოთხოვნების მიხედვით: ფონტი Sylfaen, ფონტის ზომა 11,
ინტერვალი 1,5.

• დავალება უნდა ატვირთოთ PDF ფორმატით.

• გთხოვთ, ფაილის სახელად მიუთითოთ თქვენი სახელი და გვარი.

• დოკუმენტის დასაწყისში, ასევე, მითითებული უნდა იყოს თქვენი სახელი და გვარი.

1
დავალება:

ნინო მჟავანაძე. თბილისი. გამომცემლობა „ინტელექტი“. 2021. ტრეფიკინგის ისტორია და


სახეები.
ტრეფიკინგი (ინგლ. trafficking) — ინგლისური სიტყვა, რომელიც ნიშნავს აკრძალული
საქონლით ვაჭრობას. ეს ნიშნავს კონტრაბანდისტების ან სხვა დამნაშავე პირების
მიერ ადამიანებით ვაჭრობას, ყველაზე უფრო ხშირად სექსუალური დამონების, იძულებითი
შრომის ან კომერციული მიზნებისთვის იძულებითი პროსტიტუციის მიზნით. იგი ასევე
მოიცავს იძულებით ქორწინებას ან სხეულიდან სხვადასხვა ორგანოების ამოღებას.
XX საუკუნის ბოლოს მსოფლიოს კრიმინალურ ბიზნესს იარაღითა და ნარკოტიკით ვაჭრობის
გვერდით დაემატა ახალი სახე — ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი). იგი ტყვეთა შესყიდვის
სახელწოდებით ცნობილი იყო XIV-XVIII საუკუნეების საქართველოში და მას ძირითადად
მუსლიმური ქვეყნების წარმომადგენლები სჩადიოდნენ ქართველ დიდგვაროვანთა
დახმარებით. ეს არის ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა, რომელიც მსხვერპლს დიდ
სულიერ და ფიზიკურ ზიანს აყენებს. ზიანი ხშირად ისეთი მძიმეა, რომ სამედიცინო ჩარევის
შემთხვევაშიც კი ვერ ხდება მსხვერპლის სულიერი და ფიზიკური ჯანმრთელობის აღდგენა.
კაცობრიობის განვითარებასთან ერთად ვითარდება ტრეფიკინგის განხორციელების
მასშტაბებიც, იზრდება მისი სისასტიკე და მოთხოვნილებები. ეს იმითაა გამოწვეული, რომ
იგი ყველაზე დიდი არალეგალური ბიზნესია იარაღითა და ნარკოტიკებით ვაჭრობის შემდეგ.
მონობის წინააღმდეგ კონვენცია მოქმედებს 1926 წლიდან. 1996 წელს ძალაში შევიდა
დამატებითი კონვენცია მონობის გაუქმების, ადამიანებით ვაჭრობის შესახებ. 1990 წლიდან ამ
პრობლემას შეისწავლიან საერთაშორისო ორგანიზაციები, სამთავრობო და არასამთავრობო
სექტორები.

Report Part Title: Kidnapping in Historical Perspective (1970–2013) Report Title: Held Hostage: Report
Subtitle: Analyses of Kidnapping Across Time and Among Jihadist Organizations Report Author(s):
Seth Loertscher and Daniel Milton Combatting Terrorism Center at West Point (2015)
გვ. 10-11
ტრეფიკინგის თითოეული ინციდენტი ინდივიდუალურია და აქვს თავისი გამოწვევები და
გამოვლინებები. ზოგიერთ შემთხვევაში, გამტაცებლები მძევლებს სწრაფად კლავენ. ზოგჯერ
მძევლების გათავისუფლება ხერხდება მოლაპარაკებების შედეგად. წინამდებარე ანგარიშში
უფრო დეტალური ინფორმაციაა წარმოდგენილი ჯიჰადის დაჯგუფებების მიერ დასავლეთის
მოქალაქეების გატაცების ფაქტების შესახებ. აღნიშნული ინფორმაცია გვაძლევს სურათის
მაკრო-დონეზე განხილვისა და მძევლების გატაცების სიხშირის გამოვლენის საშუალებას, 1970
-2013 წლების მონაცემების მიხედვით.
ამ პერიოდის განმავლობაში დაფიქსირდა მძევლების გატაცების 7,048 ფაქტი. ინციდენტების
ყველაზე მეტი რაოდენობა (630) იყო 2013 წელს. შემთხვევების რაოდენობა თანდათან
გაიზარდა (1998 წლის გარდა) 2000-იანი წლების დასაწყისამდე. ის შემცირდა 2001 წელს 178-
დან 2003 წელს 67-მდე. ამის შემდეგ ადამიანთა გატაცებების რიცხვი მკვეთრად გაიზარდა 2013
წლის განმავლობაში. ზოგიერთი მკვლევარი ამტკიცებს, რომ 2003 წლიდან ტერორისტების
მიერ გატაცებების რიცხვის ზრდა დაკავშირებულია მხოლოდ ერაყსა და ავღანეთში
კონკრეტული ჯგუფების გაჩენასთან. ასევე იმ ქვეყნებში ჩამოსულ უცხოელთა რაოდენობის

2
გაზრდასთან. თუმცა, როგორც კვლევები გვიჩვენებს, რომ ამ პერიოდში ადამიანებს
ინტენსიურად იტაცებდნენ, ასევე, სომალში, პაკისტანსა და კოლუმბიაში. ამ რეგიონებში
ტრეფიკინგის მთავარ მიზეზებად სახელდება მძიმე ეკონომიკური კრიზისი, შიდა
არეულობები და კონფლიქტები.

მარინა მესხი. საქართველოში მოქმედი კანონმდებლობა ტრეფიკინგთან დაკავშირებით.


ჟურნალი „მე და საზოგადოება“. 2019 წლის ნომერი 3.
გვ. 12-13
საქართველოში, ასევე, მოქმედებს კანონი “ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ
ბრძოლის შესახებ”, რომელშიც დეტალურად არის გაწერილი ტრეფიკინგთან ბრძოლის,
პრევენციის, მსხვერპლის რეაბილიტაციის და სხვა მექანიზმები. ამ კანონის ფარგლებში
შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო შეიმუშავებს სტრატეგიას და სამოქმედო
გეგმას, რომლებშიც ტრეფიკინგის წინააღმდეგ დაგეგმილი ღონისძიებები და მათი
შესრულების სქემაა გაწერილი. შინაგან საქმეთა სამინისტროს საიტზე საკმაოდ დეტალურად
არის გაწერილი საქართველოს პოლიტიკა ტრეფიკინგის წინააღმდეგ.

Stephen Morewitz Kidnapping and Violence New Research and Clinical Perspectives. Springer
Science+Business Media, LLC, part of Springer Nature. 2019
გვ. Vii
ადამიანების გატაცების პრაქტიკა ცივილიზაციის გარიჟრაჟიდან არსებობდა.
მაგალითად, ძველ რომსა და საბერძნეთში ომების დროს და შემდეგ ტყვეებს მონებად
ამუშავებდნენ. ტერმინი გატაცება „kidnapping“ მომდინარეობს სიტყვიდან kid, რაც ნიშნავს
ბავშვს და ფორმიდან nap (nab), რაც ნიშნავს გატაცებას. ეს ტერმინი პირველად გაჩნდა 1673
წელს და თავდაპირველად გამოიყენებოდა ბავშვების ქურდობის პრაქტიკის აღსაწერად,
როდესაც ამერიკულ კოლონიებში ბავშვებს მოსამსახურეებად იყენებდნენ ან მძიმე
სამუშაოს ასრულებინებდნენ.
დღეს ტერმინი გულისხმობს ნების საწინააღმდეგოდ ნებისმიერი ასაკის ადამიანების
უკანონოდ გატაცებასა და მათი ნების საწინააღმდეგოდ სხვადასხვა საქმიანობაში ჩაბმას
ადამიანებს ხშირად იტაცებენ გამოსასყიდის მისაღებად ან სხვა დანაშაულებრივი
მიზნების მისაღწევად.

3
Ikime, O., 2006. History, the historian and the nation: the voice of a Nigerian historian. Ibadan:
Heinemann
გვ. 211
ადამიანთა გატაცება, იგივე ტრეფიკინგი, არ არის ისტორიულად უცხო მოვლენა ისეთი
ქვეყნისთვის, როგორიც ნიგერიაა. XIX საუკუნის გაცხოველებული მონათა ვაჭრობის
პირობებში ხშირად არბევდნენ და თავს ესხმოდნენ და იტაცებდნენ მოსახლეობას.
შრომისუნარიან მამაკაცებს იტაცებდნენ და მონათა ბაზარზე ყიდდნენ, ასევე, მეკობრეები. ეს
მოვლენა განსაკუთრებით ხშირი იყო ნიგერიის დელტის რეგიონში.

Oarhe Osumaha and Iro Aghedo. Who wants to be a millionaire? Nigerian youths and th
commodification of kidnapping. Review of African Political Economy Vol. 38, No. 128, June 2011, 277-
287
გვ. 177
თანამედროვე ტრეფიკინგი ფუნქციონირებს როგორც ეკონომიკური გადარჩენის, პოლიტიკურ
პარტნიორებზე უპირატესობის მოპოვებისა და ბიზნესის წარმოების ინსტრუმენტი.
ადამიანთა გატაცება გავრცელებულია მთელ მსოფლიოში და განურჩეველია მიუხედავად
ეროვნებისა, ასაკისა თუ პროფესიისა. თანამედროვე ტრეფიკინგის შემთხვევები ძირითადად
დაუსჯელი რჩება. თუმცა ზოგიერთი მსხვერპლი გაათავისუფლეს უზარმაზარი
გამოსასყიდის დასახლებების შემდეგ, ზოგი კი გამტაცებლებმა სასტიკად გაანადგურეს.
გატაცების ყველაზე გავრცელებულ მიზეზებს შორისაა: რიტუალური მსხვერპლშეწირვა,
ეკონომიკური სარგებელი და პოლიტიკური ვენდეტა.

Kidnap insurance and its impact on kidnapping outcomes Author(s): Alexander Fink and Mark Pingle
Source: Public Choice , September 2014, Vol. 160, No. 3/4 (September 2014), pp. 481-499 Published
by: Springer
გვ. 482
ტრეფიკინგის შემთხვევების რაოდენობა განსაკუთრებით მაღალია განვითარებად ქვეყნებში.
მაგალითად, მექსიკაში ადამიანის გატაცების ოფიციალური შემთხვევების რაოდენობა 2000
წელს იყო 600, ხოლო 2010 წელს დაფიქსირდა 3000 შემთხვევა. თუმცა, ტრეფიკინგის
დაურეგისტრირებელი შემთხვევების რაოდენობა გაცილებით მაღალია.
დღეს ადამიანებმა დაიწყეს გატაცების საწინააღმდეგო ზომების მიღება. მაგალითად, დაიწყეს
უფრო უსაფრთხო სამგზავრო მარშრუტების შერჩევა, ქირაობენ დაცვას, ნაკლებად ენდობიან
უცნობებს, თავს აღწევენ საფრთხის შემცველ ადგილებს და იცვლიან საცხოვრებელ
მისამართს. ერთ-ერთი აქტუალური საკითხია ტრეფიკინგის სადაზღვევო პაკეტის შეძენა. ამ
ტიპის დაზღვევის შეძენა შესაძლებელია როგორც ინდივიდუალურად, ისე კორპორატიულად.

4
სადაზღვევო პაკეტში შედის გამოსასყიდის თანხა, ყველა იმ ხარჯის ანაზღაურება, რომლებიც
უკავშირდება გამტაცებლებთან მოლაპარაკებებსა და შესაბამის საჭიროებებს.

ტრეფიკინგთან დაკავშირებული რისკები საქართველოში. 15.11.2022.


https://fortuna.ge/fortuna/post/trefikingis-mskhverpli-qartvelebi-sazghvargaret-da-dacvis-
meqanizmebi-ra-unda-icodet-emigraciashi-wasvlamde
საქართველო, როგორც ვიცით, წარმოადგენს სატრანზიტო ქვეყანას, რაც ორმაგად
აძლიერებს კონკრეტულად სექსუალური ტრეფიკინგის რისკს. ამ კუთხით,
განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამახვილდეს ტურისტულ რეგიონებზე,
სახელმწიფომ აქტიურად მოახდინოს საინფორმაციო შეხვედრები და გაააქტიუროს
მუშაობა შესაძლო დანაშაულის გამოვლენისა და შემდგომში ეფექტიანი რეაგირების
მიმართულებით.
კიდევ ერთი მიმართულება – შრომითი ტრეფიკინგია. ბოლო პერიოდში საქართველოდან
ემიგრაციის ზრდასთან ერთად, გაიზარდა ტრეფიკინგის საშიშროებაც, რადგან როგორც
ცნობილია, მოქალაქეები ყველანაირი გზით, მათ შორის არალეგალურად ცდილობენ სხვა
სახელმწიფოს ტერიტორიაზე შესვლას. არის შემთხვევები, როცა კონკრეტული
კომპანიები ადამიანებს ჰპირდებიან, რომ გარკვეული თანხის სანაცვლოდ, მოაწყობენ
სამუშაო ადგილზე ამა თუ იმ ქვეყანაში, ამისთვის წინასწარ ითხოვენ პასპორტს, თანხას
და პირს.

MBIA LAW REVIEW A RATIONALE OF THE LAW OF KIDNAPPING


A Rationale of the Law of Kidnapping Source: Columbia Law Review , Apr., 1953, Vol. 53, No. 4 (Apr.,
1953), pp. 540-558 Published by: Columbia Law Review Association, Inc
გვ. 542

დღეს ყველა იურისდიქციას აქვს გატაცების კანონმდებლობა. უმეტესობა დანაშაულს ყოფს ორ


კატეგორიად: 1. ოდენ ტრეფიკინგი/გატაცება, რაც გულისხმობს შეპყრობას, დაკავებას ან
დეპორტაციას და 2. გატაცება დამამძიმებელი გარემოებებით, რაც გულისხმობს შეპყრობას
სპეციალურად განსაზღვრული მიზნით, როგორებიცაა გამოსასყიდი, ძარცვა ან ჯილდ.
მარტივი გატაცება, როგორც წესი, ისჯება მაქსიმალური ვადით. ყოველი დამამძიმებელი
გატაცების ფაქტი - დანაშაული ექვემდებარება მაქსიმალურ სასჯელს, რაც გულისხმობს
უვადო თავისუფლების აღკვეთას ან სიკვდილს. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ
იურისდიქციას აქვს მხოლოდ მარტივი გატაცების დებულება, ისინი ითვალისწინებენ
ჯარიმებს მძიმე შემთხვევებისთვისაც.

5
https://police.ge/ge/projects/adamianit-vachroba. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.
თარიღი უცნობია.
ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი) განიხილება, როგორც მონობის თანამედროვე,
სახეშეცვლილი ფორმა. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1431 მუხლის
მიხედვით, აღნიშნული დანაშაული მოიცავს პირის ძალისმიერი, მოტყუებითი ან იძულების
სხვა საშუალებებით გადაბირებას, ტრანსპორტირებას, გადაყვანას, შეფარებას ან მიღებას
ექსპლუატაციის მიზნით, რომელშიც მოიაზრება როგორც კომერციულ-სექსუალური, ასევე
შრომითი ექსპლუატაცია.
ყოველ წელიწადს მსოფლიოში საშუალოდ ორიდან ოთხ მილიონამდე ადამიანი ხდება
ტრეფიკინგის მსხვერპლი, მათგან 70% ქალები და ბავშვები არიან. ხშირ შემთხვევაში, ისინი
საზოგადოების ყველაზე დაუცველ ფენას წარმოადგენენ.
საკითხის სიმწვავიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტმა შეიმუშავა ,,საქართველოს
კანონი ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინაღმდეგ ბრძოლის შესახებ“, რომელიც
წარმოადგენს დანაშაულის თავიდან აცილებისა და მის წინააღმდეგ ბრძოლის სამართლებრივ
საფუძველს. გარდა ამისა, საქართველოს მიერ რატიფიცირებულია ,,ტრანსნაციონალური
ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ გაეროს კონვენციის ოქმი“ და ,,ევროპის საბჭოს
კონვენცია ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“.
საქართველოს ოც ქვეყანასთან აქვს გაფორმებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისა და
პოლიციის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საერთაშორისო შეთანხმებები, რომლებიც
მოიცავს თანამშრომლობას ადამიანით ვაჭრობასთან ბრძოლის სფეროშიც. ტრეფიკინგის
წინააღმდეგ აღმკვეთი ღონისძიებების გატარების მიზნით, შესაბამისი ოქმი ხელმოწერილია
თურქეთის რესპუბლიკასთან.
სახელმწიფო უწყებების მიერ განხორციელებული საქმიანობის კოორდინაციის მიზნით,
შექმნილია ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების
განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭო. საბჭო, მანდატის
ფარგლებში ორ წელიწადში ერთხელ იმუშავებს ეროვნულ სამოქმედო გეგმას. სამოქმედო
გეგმის შესრულების ფარგლებში და ეროვნული რეფერალური მექანიზმის დახვეწის მიზნით,
საბჭომ დაამტკიცა „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა
რეაბილიტაციისა და საზოგადოებაში რეინტეგრაციის სტრატეგია“.

You might also like