You are on page 1of 3

ვინ და როგორ ხდება ტრეფიკინგის მსხვერპლი

XX საუკუნის ბოლოს მსოფლიოს კრიმინალურ ბიზნესს იარაღითა და


ნარკოტიკით ვაჭრობის გვერდით დაემატა ახალი სახე — ადამიანით
ვაჭრობა (ტრეფიკინგი). ეს არის ადამიანის უფლებების უხეში
დარღვევა, რომელიც მსხვერპლს დიდ სულიერ და ფიზიკურ ზიანს
აყენებს. ზიანი ხშირად ისეთი მძიმეა, რომ სამედიცინო ჩარევის
შემთხვევაშიც კი ვერ ხდება მსხვერპლის სულიერი და ფიზიკური
ჯამრთელობის აღდგენა.კაცობრიობის განვითარებასთან ერთად
ვითარდება ტრეფიკინგის განხორციელების მასშტაბებიც, იზრდება
მისი სისასტიკე და მოთხოვნილებები. ეს იმითაა გამოწვეული, რომ იგი
ყველაზე დიდი არალეგალური ბიზნესია იარაღითა და ნარკოტიკებით
ვაჭრობის შემდეგ.წელიწადში 8მილიარდ დოლარამდე აღწევს
ტრეფიკინგით მიღებული მოგება.ტრეფიკინგის შედეგები
განსაკუთრებით საგანგაშოა ისეთი ქვეყნებისათვის, როგორიცაა
საქართველო. საზღვარგარეთ სამუშაოს მძებნელი ტრეფიკინგის
მსხვერპლი საქართველოში იშვიათად ბრუნდება, ხოლო ვინც
ბრუნდება საეჭვოა მან მოკლე პერიოდში შეძლოს რეაბილიტაცია,
ოჯახის შექმნა, ბავშვების ყოლა და მათი ნორმალური განვითარება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს (შსს-ს) ინფორმაციით ყოველ
წელიწადს მსოფლიოში, საშუალოდ, ორიდან ოთხ მილიონამდე
ადამიანი ხდება ტრეფიკინგის მსხვერპლი, მათგან 70 % ქალები და
ბავშვები არიან. ხშირ შემთხვევაში, ისინი საზოგადოების ყველაზე
დაუცველ ფენას წარმოადგენენ.

საქართველოში
ტრეფიკინგის შემთხვევების ანალიზმა გვიჩვენა,რომ მსხვერპლის
გადაბირება მოხდა ნაცნობებისა და ნათესავების მიერ.ეს გადაბირება
განსაკუთრებით დაუნდობელი ხერხია,რადგან მათ ძალაინ ენდობი.
გადაბირება და მისი სახეები

. პირს სთავაზობენ სამუშაოს,კარგ ანაზღარებას,სწავლას,ზოგჯერ


ფიქტიურ ქორწინებას და სხვა.არსებობს გადაბირების 3 ძირითადი
მეთოდი.
1.მოტაცება-ადამიანი მიჰყავთ ძალის გამოყენებით,შანტაჟითა და
მუქარით.
2.გადაბირება სრული მოტყუებით-პირემა საერთოდ არაფერი იცის
რეალური მდგომარეობის შესახებ.
3.გადაბიორება მოტყუებით-ადამიანი ვერ
აცნობიერებს რეაკლურ საფრთხეს და ექსპლუტაციის
ხარისხს.

პოტენციურ მსხვერპლს სთავაზობენ მუშაობას


მოსამსახურედ,დამლაგებლად,ძიძად/მომვლელად და
ა.შ.გადამბირებელი მსხვერპლს კარგ ანაზღაურებას და უცხოქვეყნის
ნახვას ჰპირდება.უმეტეს შემთხვევაში,მსხვერპლს არ მოეთხოვება
კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი და სამუშაო
გამოცდილება,არც უცხო ენის ცოდნა.გადაბირება შეიძლება მოხვდეს
როგორც ჯგუფის ასევე ,ცალკეული პირის მიერ მაგალითად
ნათესავის,მეგობრის ან გაზეთში ინფორმაციის გზით.

გამოსავალი ტრეფიკინგის თავიდან


აცილებისათვის
ტრეფიკინგი თავიდან აცილებისათვის პირველ რიგში საჭიროა
ინფორმირებულობა. საქართველოში მძიმე ეკონომიკური პირობების
გამო ბევრ ჩვენგანს უწევს საზღვარგარეთ წასვლა. არც კი ფიქრობს
თუ რა ელოდებათ იქ. უმრავლესობა კი იქ იმ იმედით მიდის, რომ იქ
სამსახურს იშოვის და წინასწარ არ ფიქრობენ იმაზე, რომ რა
პრობლემას შეიძლება წააწყდეს იქ. მითუმეტეს თუ უკანონოდ
იმყოფებიან. უმრავლესობა მიდის სააგენტოებით, სადაც კარგ
პირობებს და მაღალ ანაზღაურებას პირდებიან. იქ ჩასულებს კი სხვა
რეალობა შეიძლება დახვდეს. ეს ადამიანები ხშირად ტრეფიკინგის
მსხვერპლი ხდებიან. უწევთ მუშაობა არა მაღალი ანაზღაურებით,
არამედ შრომობენ საფასურის გარეშე. მიუხედავად ეკონომიკური
მდგომარეობის გაუარესებისა უნდა დავფიქრდეთ სად მივდივართ, რა
პირობებში უნდა ვიმუშაოდ, კარგად უნდა გავარკვიოთ მოვიპოვოთ
სრული ინფორმაცია იმ ადგილის შესახებ, სადაც მიემგზავრება. უნდა
ვიცოდეთ, რომ ჩვენი საბუთები არ გადავცეთ სხვას. ხელი არ უნდა
მოვაწეროთ ჩვენთვის გაუგებარ ენაზე შედგენილი კონტრაქტს.
კონტრაქტზე ხელის მოწერამდე უნდა მივიღოთ იურისტის
კონსულტაცია, ნუ ვიფიქრებთ, რომ იქ უკეთესია. თუმცა სავარაუდოდ
მდგომარეობა მანამ არ გამოსწორდება, სანამ საქართველოში არ
გამოსწორდება დასაქმების პირობები. საუკეთესო გამოსავალია ის,
რომ ხალხი დასაქმდეს და არ მოუწიოთ სხვა ქვეყანაში წასვლა და
იძულებითი შრომა ფულისათვის, ახლობლებისა და ოჯახის წევრების
გარეშე.

You might also like