You are on page 1of 2

15.

სრული დასაქმება

უმუშევრობა, ეფექტურობის თვალსაზრისით, შრომის– როგორც ეკონომიკური რესურსის


გაფლანგვას გულისხმობს. უმუშევრობის მიზეზით შემოსავლების არქონა პერსონალური
შემოსავლების განაწილების მზარდ უთანაბრობას იწვევს. შემცირებული შემოსავლებითა და
მზარდი ხარჯებით უმუშევრობა უარყოფითად მოქმედებს სახელმწიფო ბიუჯეტის ფინანსურ
მდგომარეობაზე.

უმუშევართა ქვოტა განისაზღვრება, როგორც უმუშევრებისა და შრომითი რესურსების ანუ


დასაქმებულებისა და უმუშევრების ჯამის შეფარდება. ზოგადად, უმუშევართა სტატისტიკა
უნდა მოიცავდეს პირებს, რომლებსაც არ აქვთ სამუშაო, ეძებენ მას და შრომის ბაზრისთვის
ხელმისაწვდომნი არიან.

არსებითი განსხვავებები გვხვდება სამუშაო ძალის პოტენციალის გაზომვის დროს. შრომის


ფედერალური სააგენტოს უმუშევართა ქვოტა მოიცავს საჯარო სფეროში დასაქმებულთა
რაოდენობას და არ მოიცავს არათავისუფალი პროფესიის მქონე პირებსა და რეგისტრირებულ
უმუშევრებს. შრომის ფედერალური სააგენტოს სტატისტიკა მოიცავს ასევე ინფორმაციას
უმუსევრობის ხანგრძლივობის შესახებ, მონაცემებს დასაქმების სააგენტოებში გაცხადებული
სამუშაო ადგილების რაოდენობისა და მოთხოვნილი ვალდებულებების შესახებ.
გამოცხადებული ვაკანსიების რაოდენობა მუდმივად ვაკანტური ადგილების საერთო
რაოდენობაზე დაბალია.

დროთა განმავლობაში უმუშევართა რაოდენობასა და არსებულ ვაკანსიებს შორისშედარების


საშუალებას იძლევა ბევერჟის მრუდი, რომელიც გვეხმარება გაზომილი უმუშევრობის
სხვადსხვა კომპონენტების იდენტიფიცირებაში.

ბევერჟის მრუდი გამოხატავს უმუშევრობის დონესა და ვაკანტური ადგილების რაოდენობას


შორის არსებულ კავშირს.

მრუდზე გამოსახულია უმუშევრობის ფრიქციულ-სტრუქტურული კომპონენტები. მრუდის


გასწვრივ შრომის ბაზარზე ჭარბი მიწოდების მასშტაბი ცვლილებას განიცდის, რაც შესაძლოა,
განპირობებული იყოს მეტისმეტად მაღალი რეალური ხელფასებით ან მოთხოვნის დეფიციტით.
45 გრადუსიანი წრფის გასწვრივ არსებული წერტილები შრომის ბაზარზე ქმნიან განლაგებას,
რომლის როსაც ვაკანტური ადგილების რაოდენობა უმუშევართა რაოდენობას ემთხვევა.

You might also like