You are on page 1of 1

დამოუკიდებლობა

რეგულირების პოლიტიკის ხანგრძლივი დროითი არასტაბილურობის თავიდან


ასაცილებლად და ეკონომიკურ-პოლიტიკური ღონისძიებების ეფექტურობის
გასაზრდელად, ზოგჯერ მიზანშეწონილია არსებული კონტროლის მექანიზმების
შემცირება ან სახელმწიფო აპარატებისთვის სხვა სახელმწიფო აპარატების
კონტროლისაგან თუ შეთანხმებისაგან დამოუკიდებლობის მინიჭება. მაგალითად
ფედერალურად დაყოფილ ქვეყნებში ეკონომიკურ-პოლიტიკური
გადაწყვეტილებებისა და კონტროლის კომპეტენციები სხვადასხვა იერარქიულ
დონეებზე ნაწილდება. გარდა ამისა, შესაძლოა სუბსიდიარიზმის პრინციპის
გამოყენებაც.

ადმინისტრაციული აპარატის ცალკეული სფეროს დამოუკიდებლობის მოპოვება


პირიქით საერთო სახელმწიფოებრივი პრობლემების შექმნის მიზეზი შეიძლება
გახდეს. ერთი მხრივ, მათი დამოუკიდებლობა ეწინააღმდეგება დემოკრატიული
სახელმწიფოს ორგანიზაციული სტრუქტურის პრინციპებს და არ უნდა მოხდეს მათი
კონტროლის შემცირება, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს ეკონომიკურ-პოლიტიკური
ღონისძიებების ეფექტურობის გაზრდას ემსახურება. მეორე მხრივ, კონტროლის მოხსნა
ხელს შეუწყობს დამოუკიდებლად მოქმედ ინსტიტუციებს საკუთარი ინტერესების
გატარებაში. აღნიშნული პრობლემების დაძლევა შესაძლებელია ზედმიწევნით
დაზუსტებული მიზნებითა და ვალდებულებებით: როდესაც დასახულია
ზედმიწევნით დაზუსტებული და გადამოწმებადი მიზნები და მიზნიდან
მნიშვნელოვანი გადახრა გამოიწვევს კრახს. დამოუკიდებლობის მინიჭების დადებით
მხარედ შესაძლოა განვიხილოთ ეფექტიანი დანაწილება, თუმცა დამოუკიდებლობის
ხარისხსი არ უნდა იყოს იმდენად დიდი, რომ პასუხისმგებელ პირებს უბიძგოს
ბოროტად გამოიყენონ თანამდებობა.

დამოუკიდებლები არიან ასევე ეკონომიკური პოლიტიკის ის გამტარებლებიც,


რომლებიც სახელმწიფო გადაწყვეტილებებისა და კონტროლის სფეროში საწყის ეტაპზე
არ არიან ჩართული. მათ მიეკუთვნება: პროფკავშრები, კერძო ინტერესთა ჯგუფები,
დამსაქმებელთა ალიანსები. ეკონომიკურ პოლიტიკურ მნიშვნელობას იძენენ კერძო
ინტერესთა ჯგუფები, თუ მათი გადაწყვეტილება გავლენას ახდენს სხვა ეკონომიკურ
სუბიექტებზე. საერთაშორისო დონეზე, ეკონომიკური-პოლიტიკის ცალკეული
გამტარებლებიც დამოუკიდებლები არიან. ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული
ეროვნული ეკონომიკების შემთხვევაში, შიდა ეკონომიკურ განვითარებაზე
მნიშვნელოვანი ზეგავლენა აქვს, ქვეყნის ფარგლებს გარეთ შემუშავებულ და
გატარებულ ეკონომიკურ-პოლიტიკურ ღონისძიებებს.

You might also like