You are on page 1of 18

Contents

ცენტრალიზაცია თუ დეცენტრალიზაცია?.........................................................................................2
ცენტრალიზაცია.................................................................................................................................3
დეცენტრალიზაცია............................................................................................................................5
ურთიერთობები ცენტრსა და პერიფერიებს შორის.......................................................................9
კონფედერაცია.....................................................................................................................................9
ფედერალური სისტემები................................................................................................................10
ფედერაციების შექმნის გამაძლიერებელი ფაქტორები : (რამაც შეიძლება
განაპირობოს ფედერაციის შექმნა)........................................................................................11
ფედერალიზმის დამახასიათებელი ნიშნები:..........................................................................12
უნიტარული სისტემები...................................................................................................................14
დელეგირება:................................................................................................................................14
ადგილობრივი მმართველობა.................................................................................................15
ეთნიკური და სათემო პოლიტიკა.....................................................................................................17
ეთნიკური პოლიტიკის გამოცოცხლება......................................................................................17
სათემო პოლიტიკა?.........................................................................................................................17
საშინაო პოლიტიკა
„ნებისმიერი პოლიტიკა- ადგილობრივია“- ამერიკის წარმომადგენლობითი პალატის
ყოფილი სპიკერის, ტომას ონილ- უმცროსის საყვარელი გამოთქმა.

საერთაშორისო პოლიტიკაზე ფიქრისას ყველა სახელმწიფო ერთიან ორგანიზმად


წარმოგვიდგება, რეალურად კი ყოველი მათგანი ინდივიდუალური და მრავალფეროვანია.
ძირითადად არსებობს ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლებები, თითოეულ
სახელმწიფოს ცენტრისა და პერიფერიის ურთიერთობის განსხვავებული ჩარჩო აქვს.

ცენტრალური ანუ სახელმწიფო ხელისუფლების და ადგილობრივი


ხელისუფლების გამიჯვნა ხდება ტერიტორიული პრინციპით:
არსებობს სახელმწიფოს მოწყობის ფედერაციული და უნიტარული მოდელები.

ცენტრალიზაცია თუ
დეცენტრალიზაცია?
სახელმწიფოები ტერიტორიულ საფუძველზე დაყოფილია:
ცენტრალურ- ანუ ნაციონალურ

ინსტიტუციება

პერიფერიულ- ანუ რეგიონულ, პროვინციულ თუ ადგილობრივ

ერთ რამ ფაქტია: არც ცენტრალურ და არც პერიფერიულ ინსტიტუციებს


უერთმანეთოდ არსებობა არ შეუძლიათ.

ცენტრალური ხელისუფლება:

 პარლამენტი
 პრეზიდენტი
 სამინისტროები
ადგილობრივი ხელისუფლება:

 მერიები
 გუბერნიები
 საკრებულოები
ცენტრალიზაცია

ცენტრალიზაცია - მთელი სახელისუფლებლო ძალის თავმოყრა მმართველობის უმაღლეს


სახელმწიფო დონეზე. (როდესაც ძალაუფლება კონცენტრირებულია ცენტრალური
ხელისუფლების ხელში)

პრაქტიკაში: როცა განათლების სამინისტრო რაღაცას მიიღებს


ცენტრალიზებულად. ეროვნული გამოცდების მაგალითი.
ცენტრალიზაციის დადებითი და უარყოფითი ფაქტორები:

დადებითი:

 ცენტრალური ხელისუფლების გარეშე ვერცერთი სახელმწიფო ვერავითარ როლს ვერ


შეასრულებს საერთაშორისო პოლიტიკის არენაზე, მას არ ექნება არანაირი მექანიზმი სტრატეგიულ
კავშირებში გასაერთიანებლად, სავაჭრო ხელშეკრულებების გასაფორმებლად, საერთაშირისო
კონფერენციებში მონაწილეობის მისაღებად და ზესახელმწიფოებრივ ორგანიზაციებში
გასაწევრიანებლად, შესაბამისად, ცენტრალური ხელისუფლების დროს ხდება საერთაშორისო
ურთიერთობების წარმოება, რაც ქვეყანას ეკონომიკურად აძლიერებს და ეხმარება სხვა
სახელმწიფოებთან დაახლოებაში.

 ცენტრალური ხელისუფლების სხვადასხვა ფორმა აუცილებელია პერიფერიულ ორგანოებს


შორის შუამავლობისთვის, საერთო ინტერესების და თანამშრომლობის მოპოვების მიზნით, რაც იმას
ნიშნავს, რომ ცენტრალური ხელისუფლება ქვეყნის ეკონომიკური ცხოვრების სრულ
ზედამხედველობას ახორციელებს, თვითონ აგვარებს საგარეო ვაჭრობის, ტრანსპორტის,
კომუნიკაციის სფეროებთან დაკავშირებულ საკითხებს.

 ეროვნული მთლიანობა - სახელმწიფო მთელი ერის სადარაჯოზე დგას, ძლიერი ცენტრი


იცავს მთელი საზოგადოების ინტერესებს. მაგალითად: განათლების სამინისტროს მიერ
გატარებული რეფორმა, მთელ საქართველოს ეხება, (ეროვნული გამოცდები) მაგრამ სუსტი -
ქიშპობის და უთანხმოების საფუძველია.

 საყოველთაობა - (ერთნაირი საგადასახადო, საკანონმდებლო, საგანმანათლებლო და


სოციალური დაცვის სისტემები) ცენტრალური ხელისუფლება ქმნის საყოველთაო კანონებს,
სამსახურებს, რომელიც ამარტივებს ქვეყნის ერთი ადგილიდან მეორეში გადასვლას, ანუ
გეოგრაფიულ მობილურობას. მაგალითად: რა კანონიც და ფულის ერთეული მოქმედებს
ოზურგეთში, იგივე კანონი და ფულის ერთეული მოქმედებს თბილისში, ან , გურულიც, რაჭველიც
და ქუთაისელიც ერთი და იგივე პენსიას, რომ იღებს.
 თანასწორობა - ცენტრალური ხელისუფლება რეგიონებს საშუალებას აძლევს იყვნენ
სოციალურად თანასწორები, ანუ, ყველა რეგიონს მეტ-ნაკლებად თანაბარი განვითარების
შესაძლებლობა ჰქონდეს, ის რეალურად აბალანსებს რეგიონებს შორის ეკონომიკურ განსხვავებას და
ცდილობს, რომ ბიუჯეტი გადაანაწილოს თანაბრად (მთლად თანაბრად არა, რადგან უსამართლობა
იქნებოდა ბათუმსაც და ხაშურსაც ერთი და იგივე ბიუჯეტი, რომ გამოვუყოთ, გააჩნია მოსახლეობის
რაოდენობას და ა.შ)
მთავარი ამბავი და მაგალითის მსგავსი: ცენტრალური ხელისუფლება მხოლოდ ადგილობრივი
შემოსავლების (ადგილობრივი ტურიზმის, წარმოების) იმედად არ ტოვებს რეგიონებს, ცენტრალური
ხელისუფლება ცდილობს, რომ მაგალითად სოფელ გურიანთაში, სადაც არაა ადგილობრივი
საწარმოები, ტურისტული ზონები, ადგილობრივი ბიზნესი, მაცხოვრებელ ადამიანებს თავი
დაჩაგრულად არ აგრძნობინოს და შეძლებისდაგვარად თანასწორი გარემო შეუქმნას, გამოუყოს
იმდენი ბიუჯეტი, რომ რაღაც მაინც გააკეთონ, სკვერები, გზა დააგონ, დამბები და ა.შ

 კეთილდღეობა - საერთო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, გზატკეცილები, რკინიგზა,


ერთიანი ვალუტა, აეროპორტები, ცენტრალური ხელისუფლების „საქმეა“ და თუ ქვეყნა
მდიდრდება, ამ ქვეყანაში ცენტრალიზაციის პირობებში ქვეყნის ყველა რეგიონი მეტ-ნაკლებად
მდიდრდება.
ცენტრალიზაცია + სწორი პოლიტიკა = ეკონომიკური განვითარება

მეორე მხრივ, აბსურდულია მხოლოდ ერთმა სისტემამ უზრუნველყოს მილიონობით მოსახლის


მოთხოვნები. ეს ქაოსს იწვევს, რომელსაც ეკონომისტები „მასშტაბების არაეკონომიკურობას“
უწოდებენ. პერიფერიულ ინსტიტუტებზე დაკისრებული პასუხისმგებლობა „საშინაოა“ იმ
თვალსაზრისით, რომ უმთავრესად ადგილობრივი მაცხოვრებლის მოთხოვნილებათა
დაკმაყოფილებას ემსახურება, თუმცა ცენტრალური ხელისუფლებიდან გარკვეულ
გადაწყვეტილებათა მიღების უფლებამოსილების პერიფერიულ ორგანოებზე გადანაცვლებაც
საყურადღებო საკითხია, რეალურად პერიფერიებმა უნდა მოაგვარონ ადგილობრივ დონეზე
წარმოქმნილი პრობლემები.

უარყოფითი:

 სუსტი ცენტრალური ხელისუფლების შემთხვევაში, უთანხმოების და ქიშპობის დაწყების


დიდი შანსია. რა მოხდება მაშინ, როცა ცენტრალურ ხელისუფლებას ექნება ძალაუფლება, მაგრამ არ
ექნება მართვის ძალა ანუ არ ეცოდინება როგორ მართონ? ამ შემთხვევაში ცენტრი დაკარგავს
ფუნქციას. ზოგადი მაგალითი:
კომპანიის ცუდი დირექტორი, რომელსაც ძალაუფლება აქვს, მაგრამ ძალაუფლებას ვერ იყენებს და
არის ცუდი მმართველი, ხომ სჯობს, რომ ძალაუფლება გადანაწილდეს დირექტორის მოადგილის
და სხვა ადამიანების ხელში.

 გადაწყვეტილების მიღება იწელება დროში - ცენტრალური მთავრობა ბევრად მეტ დროს


დაუთმობს იმ პრობლემის გადაჭრას, რომელიც ადგილობრივია.
 ცენტრალიზაცია ადამიანებს აშორებს პოლიტიკისგან - ცენტრის მხრიდან
გადაწყვეტილების მიღებამ შესაძლოა ადგილობრივ პერიფერიებში ვერ მიაღწიოს და ადამიანებს არ
ჰქონდეთ ინფორმაცია ამ გადაწყვეტილებაზე.

 ცენტრალიზაციამ შეიძლება ხელისუფლება ტირანიად აქციოს, და ადამიანებს შეუზღუდოს


თავისუფლება.
 ცენტრმა არ იცის პრობლემები ადგილობრივ დონეზე.

დეცენტრალიზაცია

დეცენტრალიზაცია - უმაღლესი სახელმწიფო ორგანოებიდან ძალაუფლების და


პასუხისმგებლობების დელეგირების გზით ადგილობრივი ავტონომიის გაფართოება.
(ძალაუფლების გადანაწილება ცენტრალურიდან ადგილობრივზე)

დელეგირება - ცენტრალური ხელისუფლების მიერ უფლებამოსილების გადაცემა


დაქვემდებარებული, რეგიონალური ორგანოებისთვის.

პრაქტიკაში: თუ ადგილობრივ ხელისუფლებას ექნება საკუთარი უფლება-


მოსილებები, მაგალითად დამოუკიდებლად, ცენტრალური ხელისუფლების გარეშე
გასცემს დახმარებას წარმატებულ სტუდენტებზე, ვინც 100% - იან გრანტს მიიღებს.

თსუ-ს მაგალითზე:

თუ მხოლოდ რექტორი მიიღებს გადაწყვეტილებას იქნება ცენტრალიზებული


სისტემა, თუ ცალკეული ფაკულტეტის დეკანატი მიიღებს რაღაც გადაწყვეტილებას
იქნება დეცენტრალიზებული სისტემა, მაგალითად ფსიქოლოგიის ფაკულტეტმა
მოითხოვა გამოცდების ოფლაინ ჩატარება, ამაზე უარი ცენტრალიზაციის მაგალითი
იქნებოდა.

დეცენტრალიზაციის დადებითი და უარყოფითი ფაქტორები:

დადებითი:

 თანამონაწილეობა: ადგილობრივი ხელისუფლება უფრო ეფექტურად ახდენს მოქალაქეთა


პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართვას, რაც სამოქალაქოს საზოგადოების ხარისხის ზრდას
უწყობს ხელს. პრაქტიკული მაგალითი: ნამახვან ჰესის ქეისი, ადგილობრივი მოქალაქეების
ჩართულობა.

 ხელმისაწვდომობა - პერიფერიული ინსტიტუტები უფრო ახლოს არიან ხალხთან, უფრო


კარგად იცნობენ ადგილობრივ პრობლემებს, მიზნებს და ამოცანებს, შესაბამისად, უფრო
ხარისხიანად შეასრულებენ საქმეს, სწრაფად მიიღებენ გადაწყვეტილებას, ოპერატიულად.
პრაქტიკული მაგალითი: როცა ოზურგეთში გზის დაგების პროექტს ადგილობრივ დონეზე
დააპროექტებენ, უფრო ხარისხიანი, ეფექტური გამოვა, ვიდრე თბილისში დაგეგმილი,
რადგან ადგილობრივ დონეზე უკეთესად იციან საჭიროებები, ძლიერი და სუსტი მხარეები.

 კანონიერება: ადგილობრივ დონეზე მიღებული გადაწყვეტილების დროს ადამიანები უფრო


ადვილად ადგენენ მის კანონიერებას. პრაქტიკული მაგალითი: ტრანსპორტის აკრძალვა
პანდემიის ფონზე დიდ ქალაქებში, მაგრამ პატარა ქალაქებშია არა, რადგან იქ არ იყო ამის
საჭიროება - დეცენტრალიზაცია. კომენდანტის დაწესება ყველგან, საჭიროებების
გაუთვალისწინებლად, თბილისშიც და სადღაც ისეთ სოფელში სადაც მაინც არ გადიოდა
ხალხი 9-ის მერე არის ცენტრალიზაცია.

 თავისუფლება - დეცენტრალიზაცია სახელისუფლებლო ძალის დანაწილებით


თავისუფლებას იცავს და კონტროლის და ბალანსის მთელ სისტემას ქმნის . პერიფერიული
ორგანოები თვალყურს ადევნებენ ცენტრალურ პრაქტიკული
ხელისუფლებასაც.
მაგალითი: ოზურგეთს, რომ ჰყავდეს ოპოზიციონერი მერი და საკრებულოშიც, რომ
უმრავლესობა ოპოზიცია იყოს, ცენტრალურ ხელისუფლებას „გააკონტროლებდა“ და
არ მისცემდა ისეთი რეფორმების და გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობას,
რომ ოზურგეთისთვის საზიანო ყოფილიყო, მაგრამ „ოპოზიციაც“ აპრიორი
გამაკონტროლებს არ ნიშნავს, ცუდი ოპოზიციის შემთხევაში არაფერიც
შეიცვლებოდა.

უარყოფითი:

გეოგრაფიული მობილობა რთულდება თუ ყველა რეგიონში განსხვავებული


ვალუტა, კანონები, მომსახურების სფეროები იქნება რთული გახდება ერთი
რეგიონიდან მეორე რეგიონში გადასვლა.
აიძულებს ადგილობრივ პერიფერიულ ინსტიტუტებს, რომ ადგილობრივი
რესურსების იმედად იყვნენ, სოციალურად შეჭირვებული რეგიონები, რომლებსაც
დიდი ბიუჯეტი არ აქვთ არსებობა უნდა შეწყვიტონ?
სისტემის უფრო მარტივად დაშლა შეიძლება გამოიწვიოს

ცენტრალური დეცენტრალური
დადებითი უარყოფითი დადებითი უარყოფით

საერთაშორისო სუსტი თანამონაწილეობ გეოგრაფიულ
ურთიერთობები - ცენტრალური ა- ი მობილობა
ხდება ხელისუფლების ადგილობრივი რთულდება
საერთაშორისო შემთხვევაში, ხელისუფლება თუ ყველა
ურთიერთობების უთანხმოება და უფრო ეფექტურად რეგიონში
წარმოება, რაც ქიშპობა იწყება. ახდენს განსხვავებულ
ქვეყანას მოქალაქეთა ი ვალუტა,
ეკონომიკურად რა ხდება მაშინ, პოლიტიკურ კანონები,
აძლიერებს და როცა ცენტრალურ ცხოვრებაში მომსახურების
ეხმარება სხვა ხელისუფლებას ჩართვას, რაც სფეროები
სახელმწიფოებთან აქვს ძალაუფლება, სამოქალაქოს იქნება რთული
დაახლოებაში. მაგრამ არ აქვს საზოგადოების გახდება ერთი
მართვის ძალა ანუ ხარისხის ზრდას რეგიონიდან
არ იციან როგორ უწყობს ხელს. მეორე
მართონ? რეგიონში
მაგალითი: გადასვლა.
კომპანიის ცუდი
დირექტორი,
რომელსაც
ძალაუფლება აქვს,
მაგრამ
ძალაუფლებას
ვერ იყენებს და
არის ცუდი
მმართველი, ხომ
ჯობია, რომ
ძალაუფლება
გადანაწილდეს და
დირექტორის
მოადგილის და
სხვა ადამიანების
ხელში.

ცენტრალური
ხელისუფლების
სხვადასხვა ფორმა
აუცილებელია
პერიფერიულ
ორგანოებს შორის
შუამავლობისთვის
, საერთო
ინტერესების და
თანამშრომლობის
მოპოვების მიზნით
ცენტრალური
ხელისუფლება
თვითონ აგვარებს
ტრანსპორტის,
კომუნიკაციის
საგარეო ვაჭრობის
საკითხებს.
ეროვნული გადაწყვეტილები ხელმისაწვდომო აიძულებს
მთლიანობა- ს მიღება იწელება ბა- ადგილობრივ
სახელმწიფო დროში- პერიფერიული პერიფერიულ
მთელი ერის ცენტრალური ინსტიტუტები ინსტიტუტებს,
სადარაჯოზე დგას, მთავრობა ბევრად უფრო ახლოს რომ
ძლიერი ცენტრი მეტ დროს არიან ხალხთან, ადგილობრივ
იცავს მთელი დაუთმობს იმ უფრო კარგად ი რესურსების
საზოგადოების პრობლემის იცნობენ იმედად
ინტერესებს , გადაჭრას, ადგილობრივ იყვნენ,
მაგრამ სუსტი - რომელიც პრობლემებს, სოციალურად
ქიშპობის და ადგილობრივია. მიზნებს და შეჭირვებული
უთანხმოების ამოცანებს, რეგიონები,
საფუძველია. შესაბამისად, რომლებსაც
უფრო დიდი ბიუჯეტი
ხარისხიანად არ აქვთ
შეასრულებენ არსებობა უნდა
საქმეს, სწრაფად შეწყვიტონ?
მიიღებენ
გადაწყვეტილებას.
ოპერატიულობა
საყოველთაობა- ცენტრალიზაცია კანონიერება: სისტემის
ცენტრალური ადამიანებს ადგილობრივ უფრო
ხელისუფლება აშორებს დონეზე მიღებული მარტივად
ქმნის საყოველთაო პოლიტიკისგან, გადაწყვეტილების დაშლა
კანონებს, ცენტრის მხრიდან დროს ადამიანები შეიძლება
სამსახურებს, გადაწყვეტილების უფრო ადვილად გამოიწვიოს
რომელიც მიღებამ შესაძლოა ადგენენ მის
ამარტივებს ქვეყნის ადგილობრივ კანონიერებას.
ერთი ადგილიდან პერიფერიებში ვერ
მეორეში მიაღწიოს და
გადასვლას, ანუ ადამიანებს არ
გეოგრაფიულ ჰქონდეთ
მობილურობას. ინფორმაცია ამ
გადაწყვეტილებაზ
ე.

თანასწორობა - ცენტრალიზაციამ თავისუფლება-


რეგიონებს შეიძლება დეცენტრალიზაცია
საშუალებას აძლევს ხელისუფლება - სახელისუფლებო
იყვნენ ტირანიად ძალის
სოციალურად აქციოს, და დანაწილებით
თანასწორები, ანუ, ადამიანებს თავისუფლებას
ყველა რეგიონს შეუზღუდოს იცავს და
დაახლოებით თავისუფლება. კონტროლის და
ერთნაირი ბალანსის მთელ
განვითარების სისტემას ქმნის .
შესაძლებლობა პერიფერიული
ჰქონდეს. ორგანოები
თვალყურს
ადევნებენ
ცენტრალურ
ხელისუფლებასაც
.
კეთილდღეობა - ცენტრმა არ იცის
გზატკეცილები, პრობლემები
რკინიგზა, ერთიანი ადგილობრივ
ვალუტა, დონეზე.
აეროპორტები,
ცენტრალური
ხელისუფლების
„საქმეა“
ცენტრალიზაცია +
სწორი პოლიტიკა =
ეკონომიკური
განვითარება

ურთიერთობები ცენტრსა და პერიფერიებს შორის

დეცენტრალიზაცია და ცენტრალიზაცია არ არის ხისტი პროცესები, სახელმწიფო


შეიძლება იყოს უფრო ცენტრალური ან უფრო დეცენტრალური, არ არსებობს
სრულად ცენტრალიზებული სისტემა, მაგალითად: რომელიღაც სოფელში პატარა
გზის დაგებაზე ცენტრალური ხელისუფლება არ მიიღებს გადაწყვეტილებას, მაგრამ
თუკი ქალაქებს შორის დასაგებია გზა, მაგისტრალები და ა.შ მაგაზე უკვე
ინფრასტრუქტურის სამინისტრო იმუშავებს.

საქართველო არის უფრო მეტად ცენტრალური, რადგან ძალაუფლება ძირითად


არის ცენტრალური ხელისუფლების ხელში.

ცენტრალიზაციის ზღვარი - ყველაფერს ცენტრი აკონტროლებს? ყველა საჯარო


სამსახური ცენტრიდან იქნება მართული? ამიტომ უნდა განისაზღვროს
ცენტრალიზაციის და დეცენტრალიზაციის დონე, რაც მთავარია ცენტრალიზაცია და
დეცენტრალიზაცია ურთიერთ თანხმლები პროცესებია.

კონფედერაცია - სახელმწიფოთა გარკვეული ტიპის კავშირი, როცა ყოველი სუბიექტი


საკუთარი დამოუკიდებლობის ხარისხს ინარჩუნებს წინასწარი ურთიერთშეთანხმების
საფუძველზე.

ცენტრალიზაციასა და დეცენტრალიზაციას შორის წონასწორობას ბევრი ფაქტორი


განაპირობებს, მაგრამ უმთავრესი სახელმწიფოს კონსტიტუციური მოწყობაა.

ტერიტორიული მოწყობის 2 ყველაზე გავრცელებული ფორმა არსებობს:

 ფედერაციული
 უნიტარული

არსებობს კონფედერაციაც-----დსთ
კონფედერაცია
ისტორიული მაგალითებით კონფედერაცია არ იყო სიცოცხლისუნარიანი, კონფედერაციის
დამცველნი ანარქისტები იყვნენ და ემხრობოდნენ პერიფერიებში ძალაუფლების სრულ
განაწილებას)

კონფედერაციის სახით გვევლინება საერთაშორისო ორგანიზაციები, ნატო, გაერო, მაგრამ


რეალურად ნამდვილი კონფედერაცია არის ევროკავშირი, რადგან მას აქვს საკუთარი
საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო, ასევე სამივე დონეზე არსებობს,
ლოკალურად, ეროვნულად და სუპრანაიცონალურად.

კონფედერაციის კრიტიკა:

 ზედმეტად დეცენტრალიზებული
 სახელისუფლებლო ძალა პერიფერიულ ორგანოებს სრულად აქვთ
მინიჭებული
 ცენტრალური ხელისუფლების გარეშე კონფედერაცია ან ფედერალურ
სახელმწიფოებრივ წარმონაქმნთა ერთობლიობად გარდაიქმნება ანდა სრული
დეზინტეგრაციის გზას დაადგება ანუ ადრე თუ გვიან დაიშლება.

ფედერალური სისტემები

ფედერალიზმი: ფედერალიზმის ცნება საკანონმდებლო და პოლიტიკური სტრუქტურების


მიერ ძალაუფლების ტერიტორიულ განაწილებას გულისხმობს ერთი სახელმწიფოს
ფარგლებში. როგორც პოლიტიკური მოწყობის ფორმა, ის მმართველობის ორი
განცალკევებული დონის არსებობას მოითხოვს, რომელთაგან არც ერთი არ ექვემდებარება
მეორეს - როგორც პოლიტიკური, ისე საკანონმდებლო თვალსაზრისით, ანუ -
ფედერალიზმის უმთავრესი ნიშანი ურთიერთ ზიარი, სუვერენიტეტია. ამ განმარტების
საფუძველზე, „კლასიკური“ ფედერალიზმი მხოლოდ რამდენიმე ქვეყანაში გვხვდება, (ა.შ.შ ;
შვეიცარია; ბელგია; კანადა; ავსტრალია) თუმცა ფედერალიზმის ნიშან-თვისებები
გაცილებით მეტ სახელმწიფოს ახასიათებს.

ფედერაციული: ტერიტორიულ-ადმინისტარციული მოწყობის ფორმა, როცა სახელმწიფო


იყოფა ფედერალურ ოლქებად.

დღეს მსოფლიოს მოსახლეობის მესამედზე მეტი ისეთ სახელმწიფოში ცხოვრობს სადაც


ამა თუ იმ ტიპის ფედერალური მოწყობაა.
აშშ; ბრაზილია; პაკისტანი; ავსტრალია; მექსიკა; შვეიცარია; მალაიზია; კანადა----
ფედერალური სახელმწიფოები.

 ყველა ფედერალურ სისტემას ახასიათებს; ცენტრალურ და პერიფერიულ


ინსტიტუციებს შორის ხელისუფლების განაწილება , რაც თეორიულად მაინც
უზრუნველყოფს, რომ მმართველობის არც ერთ დონეზე უფლებამოსილებათა უხეში
ხელყოფა არ ხდება.
 ფედერაცია პოლიტიკური ორგანიზების ერთგვარი გარდამავალი1 ფორმაა,
უნიტარულ და კონფედერაციას შორის.

უნიტარული სახელმწიფო ფედერაცია კონფედერაცია

 ფედერალური სახელმწოფო საფუძველს წარმოადგენს - წონასწორობა ერთიანობასა


და რეგიონალურ მრავალფეროვნებას, ქმედუნარიანი ცენტრალური ხელისუფლების
აუცილებლობასა და ამ ხელისუფლების მოთოკვის თუ კონტროლის მოთხოვნილებებს
შორის.

რატომ ფედერაცია?
აშშ პირველი ფედერალური სახელმწიფო.

პრაქტიკაში: ყველა შტატს თავისი რატიფიცირება აქვს, შტატს ჰყავს თავისი შერიფი, პარლამენტი,
მთავრობა, სასამართლო, მოქალაქეობა, ჯერ ალაბამას მოქალაქე ხარ და მერე ამერიკის.

ფედერაციების შექმნის გამაძლიერებელი ფაქტორები: (რამაც შეიძლება


განაპირობოს ფედერაციის შექმნა)
 ისტორიული ფონი
 საგარეო საფრთხის არსებობა და საერთაშორისო ურთიერთობებში უფრო აქტიურად ჩართვის
მოთხოვნილება - მაგალითები:
საგარეო საფრთხის არსებობა:
 გერმანიის შექმნის მაგალითი, საფრანგეთიდან შესაძლო განადგურების საფრთხის
გამო.
 ქვანახშირისა და ფოლადის ევროპული გაერთიანების და 1957 წელს ევროპის
ეკონომიკური გაერთიანების შექმნა საბჭოთა კავშირის შიშით

საერთაშორისო ურთიერთობებში უფრო აქტიურად ჩართვის მოთხოვნილება:

 როცა ამერიკა კონფედერაცია იყო, ვერ ამყარებდა საერთაშორისო ურთიერთობებს,


რთული იყო საერთაშორისო ხელშეკრულებების გაფორმება, რამაც განაპირობა მისი
ფედერაციულ სახელმწიფოდ გარდაქმნა.

 ქვეყნის გეოგრაფიული მასშტაბები - მსოფლიოს დიდი სახელმწიფოები ფედერაციულ სისტემებს


ანიჭებენ უპირატესობას, რადგან დიდ სახელმწიფოებში არის კულტურული მრავალფეროვნება და
ძლიერი ადგილობრივი ტრადიციები ახასიათებს, მაგრამ გამონაკლისია
ჩინეთი - რომელიც არ არის ფედერაცია, კომუნისტური, ცენტრალიზებული სისტემის გამო,
ისტორიულად ჩინეთი ყოველთვის ცენტრალიზებული იყო, ის წესით ხუთ სასაათო სარტყელში
უნდა იყოს, მაგრამ ერთშია ცენტრალიზების გამო, თან ენობრივადაც განსხვავებულია, მაგრამ მაინც
ცენტრალიზებულია.
 კულტურული და ეთნიკური მრავალფეროვნება - კანადა ; ბელგია შვეიცარიის და ინდოეთის
ქეისები.

1
გარდამავალი - შუალედური მონაკვეთი ერთი მდგომარეობიდან მეორეზე გადასვლამდე ; ცვალებადი და არამუდმივი .
კანადაში გათვალისწინებულია, არა მარტო დიდი ხნის წინ ჩამოყალიბებული რეგიონული
ტრადიციები , არამედ , ენობრივი და კულტურული განსხვავებები ქვეყნის ინგლისურ და
ფრანგულენოვან ნაწილებს შორის.

ბელგია- სამხრეთ ბელგიაში ფრანგულად ლაპარაკობენ და ყველაფერი ფრანგულია, მაგრამ


ჩრდილოეთ ბელგიაში ჰოლანდიურად ლაპარაკობენ და ყველაფერი ჰოლანდიურია, ორივეს
საკუთარი საკანონმდებლო, აღმასრულებელი, სასამართლო ხელისუფლებები აქვთ
„ერთმანეთს ვერ იტანენ“ :დ ვალონია VS ფლანდრია.

შვეიცარია - ფედერალიზმი განაპირობა ენობრივმა სიჭარბემ, შვეიცარიას აქვს 4


ოფიციალური ენა: იტალიური; გერმანული; ფრანგული; ადგილობრივი - რომანული

ინდოეთი - რელიგიური მრავალფეროვნება

რუსეთის ფედერაცია, ფედერაციად ჩამოყალიბების ფაქტორები:


 ქვეყნის გეოგრაფიული მასშტაბები (დიდი ტერიტორია )
 ისტორიული ფონი, რუსეთში ყოველთვის ჰქონდათ ავტონომია პატარა-პატარა ოლქებს
ამერიკის შეერთებული შტატები:
 ტერიტორია - ტერიტორიულად დიდი სახელმწიფო
 ისტორია - ყველა შტატი საკუთარი ისტორიული ფონიდან გამოდინარე იღებს კანონებს,
მაგალითად, ამერიკის შტატ ალაბამაში სიკვდილით დასჯა მიღებულია, მაგრამ როდ
აილენდში არა.

ფედერალიზმის დამახასიათებელი ნიშნები:


განსხვავება ფედერალური მოწყობის მოდელებს შორის:

საპრეზიდენტო და საპარლამენტო ფედერალური სისტემა - გვ. 9

მიუხედავად იმისა, რომ ყველა ფედერალური სისტემა განსხვავდება მაინც შეიძლება


გამოვნახოთ საერთო :

 მართვის ორი, მეტ ნაკლებად დამოუკიდებელი დონე - ცენტრალური ანუ


ფედერალური და რეგიონალური ანუ ადგილობრივი დონე, მათ გააჩნიათ თავიანთი
საკუთარი პასუხისმგებლობების სფეროები, არცერთ მათგანს არ აქვს მეორის
პასუხისმგებლობის სფეროში „შეჭრის“ უფლება. საკუთარი საკანონმდებლო,
აღმასრულებელი და სასამართლო ორგანოები, საკუთარი კანონები, კონსტიტუცია,
საგადასახადო სისტემა, მოქალაქეობა.
 დაწერილი კონსტიტუცია - სახელმწიფო ორივე მმართველობის დონის უფლება-
მოვალეობები კოდიფიცირებული, ანუ დაწერილი კონსტიტუციითაა დადგენილი,
კონსტიტუცია საჭიროა იმისთვის, რომ დაარეგულიროს ურთიერთობები ცენტრსა
და პერიფერიებს შორის.
 საკონსტიტუციო სასამართლო - საკონსტიტუციო ნორმებს განმარტავს, ასრულებს
არბიტრის როლს
 დამაკავშირებელი ინსტიტუტი - ორპალატიანი საკანონმდებლო ორგანოები,
რომლებშიც ერთ-ერთი პალატა ადგილობრივი დონის ინტერესებს გამოხატავს.

ფედერალური სისტემის დადებითი და უარყოფითი ფაქტორები:


დადებითი:
 რეგიონალურ და ადგილობრივ ინტერესებს კონსტიტუციით უზრუნველყოფილ
პოლიტიკურ წონას ანიჭებს - შტატები და პროვინციები უფლებამოსილებათა ფართო
სპექტრით სარგებლობენ და ცენტრალურ ხელისუფლებაში წარმომადგენლები ჰყავთ მეორე
პალატის სახით.
 კონტროლისა და ბალანსის სისტემა უზრუნველყოფს პიროვნულ თავისუფლებას - ჯეიმს
მედისონი: „ამბიცია ისევ ამბიციამ უნდა შეაკავოს“ ფედერალურ სისტემებში უფრო
წარმატებით მოხერხდა პოლიტიკოსთა მოთოკვა, ვიდრე უნიტარულში.
 დახლეჩილი საზოგადოების გამთლიანება - ამერიკის მაგალითი: ამერიკაში
„მოზღვავებული“ ემიგრანტების საზოგადოებად ჩამოყალიბება და ისეთი
ინსტიტუციური სისტემის შექმნა, რომელმაც მოზღვავებული ხალხი კალაპოტში
ჩააყენა.

უარყოფითი:

 შეიძლება ცენტრი და პერიფერია რეალურად არ იყოს გამიჯნული - არის თუ არა


გამიჯნული რეალურად ცენტრი და პერიფერია, ხომ არ ხდება პერიფერია დამოკიდებული
ცენტრზე? მაშინ რა აზრი აქვს „ფედერალიზმს“? მაგალითი: ზოგადად მე-20 საუკუნისთვის
დამახასიათებელი იყო ცენტრალიზაციის ტენდენცია, უფრო მეტად ძლიერი იყო
ცენტრალური ხელისუფლების გავლენა. ასე მაგალითად, ამერიკა თავდაპირველად „ორმაგი
ფედერალიზმის“ პრინციპით მოქმედებდა, როცა ფედერალური და შტატის ხელისუფლების
პოლიტიკური სფეროები გამიჯნული იყო და ურთიერთ გავლენებისგან დაცული, მერე მე-
19 საუკუნეში ჩანაცვლდა „თანამშრომლობის ფედერალიზმის“ მოდელით, რაც
ფედერალური ანუ ცენტრალური ხელისუფლებისგან ადგილობრივისთვის „ხელის
გაწვდენას“ (დახმარებას) ნიშნავდა, რამაც ადგილობრივი ხელისუფლება ცენტრზე
დამოკიდებულები გახადა, ეს კარგად გამოჩნდა „ახალი კურსის“ პოლიტიკის შემდეგ, მე-20
საუკუნის 30-იანი წლები, როცა უამრავი სოციალური და ეკონომიკური პროგრამა ამუშავდა,
მაგრამ მე-20 საუკუნის 60-იანი წლების შუახანებიდან ეს მოდელიც შეიცვალა ე.წ
„იძულებითი ფედერალიზმით“ , რომლის მიხედვით ცენტრი, პერიფერიებს
კანონმდებლობის სახით თავს ახვევს საკუთარ ნებას და გარკვეულ ჩარჩოებსაც უწესებს,
ასევე მაგალითად შეგვიძლია გამოვიყენოთ საბჭოთა კავშირის მაგალითი და „რუსეთის
ფედერაცია“ ბრჭყალებში 😊

 ცენტრალური ხელისუფლების „მოთოკვით“ რთულდება ფართომასშტაბიანი ეკონომიკური


და სოციალური პროგრამების გატარება - რუზველტის „ახალ კურსს“ ხელი შეუშალა
უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებებმა, რომლებიც არ აძლევდა ფედერალურ
ხელისუფლებას შტატების პასუხისმგებლობის სფეროებში შეჭრის უფლებას, მაშინ, როცა
ამას შეიძლება ხელი შეეწყო შტატების განვითარებისთვის.
 ხელისუფლების დანაწილებამ შესაძლოა ქვეყნის დაშლა გამოიწვიოს და
წაახალისოს სეპარატიზმი - ხელისუფლების დანაწილებისკენ სწრაფვამ
შესაძლოა, ცენტრიდანული ტენდენციები უაღრესად გააძლიეროს და საბოლოოდ
ქვეყნის დაშლაც გამოიწვიოს, მაგალითად: კანადაში ვერ მოხერხდა
ფრანგულად და ინგლისურად მოლაპარაკე ნაწილების გაერთიანება,
ფრანგულენოვანი პროვინცია კვებეკში სეპარატიზმის გაძლიერების პასუხად,
კანადა უშედეგოდ ცდილობს იმ კონსტიტუციური ფორმულის მოძებნას, რაც
კვებეკს ფედერაციის სრულუფლებიან წევრად ჩაათვლევინებდა თავს.
დასკვნა:

შეიძლება გავიზიაროთ მავანთა :D მოსაზრება, რომ ფედერალიზმი არამდგრადია - ან


ერთიანობისკენ იხრება, რომლის შემოთავაზება მხოლოდ უნიტარულ სისტემას შეუძლია, ან , უფრო
ძლიერი დეცენტრალიზაციისკენ, რომელიც საბოლოოდ ქვეყნის დაშლას განაპირობებს.

ფედერალიზმი იმიტომაა არამდგრადი, რომ ორი უკიდურესობა ახასიათებს - ან იხრება


უნიტარიზმისკენ და ერთიანდება, ან ძლიერ დენეცტრალიზირდება და საბოლოოდ იშლება.

უნიტარული სისტემები

თანამედროვე სახელმწიფოთა უდიდეს უმრავლესობაში მმართველობის უნიტარული


სისტემებია გავრცელებული და უმაღლესი ხელისუფლება ერთი, ინსტიტუტის ხელშია
კონცენტრირებული. უნიტარულ სისტემებში კონსტიტუციური უზენაესობა ცენტრს აქვს
მინიჭებული, პერიფერიული თუ ადგილობრივი სისტემა ცენტრის სურვილის შემთხვევაში
იქმნება.

უნიტარული სისტემა მახასიათებლები:

 ერთი საკანონმდებლო
 ერთი აღმასრულებელი
 ერთი სასამართლო
 ერთი მოქალაქეობა
 ერთი კანონები
 ერთი საგადასახადო სისტემა
 ერთი კონსტიტუცია
 უფრო მეტად ცენტრალური

უნიტარულ სისტემას პერიფერიული ხელისუფლების ორი ინსტიტუციური ფორმა


ახასიათებს: ადგილობრივი მმართველობა და დელეგირებული საკრებულო, ორივე
მათგანი კი სწორედაც რომ განსაკუთრებულ ხასიათს ანიჭებს ცენტრისა და პერიფერიის
ურთიერთობას.

ცენტრალური და დეცენტრალური უნიტარიზმი

ადგილობრივ დელეგირებ
ი ა
მმართველობ
დელეგირება:

დელეგირება: ესაა ცენტრალური ხელისუფლების მიერ უფლებამოსილებათა გადაცემა


დაქვემდებარებული რეგიონალური ორგანოებისათვის. შესაბამისად , დელეგირებული
ორგანოები წარმოადგენენ შუალედურ დონეს ცენტრალურ და ადგილობრივ
ხელისუფლებათა შორის. ოღონდაც დელეგირების პრინციპი იმით განსხვავდება
ფედერალიზმისგან, რომ დელეგირებულ ორგანოებს დამოუკიდებლობის არანაირი
ხარისხი არ გააჩნიათ. დელეგირების ყველაზე სუსტი, ადმინისტრაციული ფორმა
ადგილობრივი ორგანოების მიერ სხვაგან მიღებული გადაწყვეტილებების მხოლოდ
შესრულებას ნიშნავს, მეორე საკანონმდებლო ფორმის თანახმად კი შესაძლებელია
არჩევითი რეგიონალური საბჭოების შექმნა, რომელთაც პოლიტიკის „კეთების“
გარკვეული პასუხისმგებლობა ეკისრებათ და მცირეოდენი ფისკალური
დამოუკიდებლობაც ენიჭებათ. მისი სუსტი ფორმაა ადმინისტრაციული, ხოლო ძლიერი-
საკანონმდებლო დელეგირება.

საქართველო არის უნიტარული სახელმწიფო, რადგან გვაქვს ერთი კონსტიტუცია,


საერთო კანონები, ერთი საკანომდებლო, აღმასრულებელი, სასამართლო
ხელისუფლება... და ა.შ ჩვენთან მოქმედებს დელეგირება ანუ დეცეტრალური
უნიტარიზმი, რადგან თვითმმართველი ქალაქები გვაქვს, თბილის თავისი ბიუჯეტი აქვს
და თეორიულად საერთოდ არ ეკითხება ცენტრს როგორ უნდა განკარგოს

მარტივი ამბავი: დელეგირების დროს, რაღაც უფლებამოსილება არის გადაცემული


ადგილობრივ დონეზე, იქამდე სანამ არ გახდება ფედერალიზმი

ადგილობრივ მმართველობაში ცენტრი უკვეთავს, კარნახობს ადგილობრივს რა უნდა


გააკეთოს. რესურსცენტრები არის ადგილობრივი მმართველობის მაგალითი ,
ფოსტალიონია სკოლებსა და სამინისტროებს შორის.
ადგილობრივი მმართველობა
მარტივად, რომ ვთქვათ ესაა სხვადასხვა დასახლებული ადგილის, სოფლის , დაბის
პატარა თუ დიდი ქალაქის უშუალო ხელისუფლება, უფრო კონკრეტულად ეს არის
მმართველობის ფორმა, რომელსაც დამოუკიდებლობის არანაირი ხარისხი არ გააჩნია
და მთლიანადაა დაქვემდებარებული ცენტრალურ ხელისუფლებას, (ფედერალურ
სისტემებში შტატსა თუ რეგიონალურ ხელისუფლებას), მმართველობის ეს დონე,
ფედერალურ და კონფედერაციულ სისტემებშიც გვხვდება, უნიტარულ სისტემებში ის
ცენტრს დაცილებულ ხელისუფლების ერთადერთ ფორმას წარმოადგენს.

ადგილობრივი მმართველობის დადებითი:

 მეტი სიახლოვე ხალხთან - ადგილობრივი მმართველობა ადმინისტრაციულად


აუცილებელია ხალხთან მეტი სიახლოვის გამო; (მაჟორიტარები)
 პოლიტიკოსებს საკუთარი ძალაუფლების გაფართოების შესაძლებლობა
ეძლევა- ადგილზე არჩეულ პოლიტიკოსებს დემოკრატიული ლეგიტიმაციის
მაღალი ხარისხი გააჩნიათ, რაც მათ შესაძლებლობას აძლევს, რომ საკუთარი
ძალაუფლება და პასუხისმგებლობა გააფართოვონ.
 ცენტრისა და პერიფერიების ურთიერთობა უფრო გარიგებებისა და
მოლაპარაკების გზით ხორციელდება, ვიდრე დიქტატის მეშვეობით.

უარყოფითი:

 უფრო მეტი გავლენა ცენტრისგან


 არასაჭირო ინვესტიციების რისკი, ცენტრმა უფრო იცის რა სჭირდება რეგიონს
თუ რეგიონმა?
 რეგიონებს არ ეძლევათ საკუთარი ბიუჯეტის თვითონ განკარგვის
შესაძლებლობა
 ცენტრზე დამოკიდებულება რეალურად რეგიონში „უსაქმურებს“ გააჩენს ,
როცა ცენტრი გეუბნება რა უნდა გააკეთო, რაში რა დახარჯო, მაშინ რა უნდა
აკეთოს ადგილობრივმა ხელისუფლებამ?
ადგილობრივ დემოკრატია: პრინციპი, რომელიც ადგილობრივი ავტონომიურობის
იდეებსა და სახალხო წარმომადგენლობის მიზნებს აერთიანებს.

ვააო: იშიფრება, როგორც ვითომ ავტონომიური არასამთავრობო ორგანიზაცია-


საზოგადოებრივი გაერთიანება სადაც, არა პოლიტიკოსები ან საჯარო მოხელეები ,
არამედ დანიშნული პიროვნებები მსახურობენ.
ეთნიკური და სათემო პოლიტიკა
ეთნიკური პოლიტიკა

ეთნოპოლიტიკა იწვევს დეცენტრალიზაციას და დაშლას, რაც ხშირად სათუოს


ხდის ერის სიცოცხლისუნარიანობას. ივარაუდება, რომ ლიბერალიზმის
გავრცელება აღმოფვრის ხაზგასმას ეთნიკურ პოლიტიკაში.

სათემო პოლიტიკა

თუკი ეთნოპოლიტიკა „ქვემოდა“ ხორციელდება, სათემო პოლიტიკა „ზემოდან“


მომდინარეობს. მას აძლიერებს „კომუნიტარიზმის“ თეორია, ანუ პიროვნებისთვის
ერთიანობის განცდის სასიცოცლო აუცილებლობა.
ეთნიკური პოლიტიკის გამოცოცხლება
სათემო პოლიტიკა?

You might also like