You are on page 1of 2

1. ვინ მიეკუთვნება ეკონომიკურად აქტიურ და არააქტიურ მოსახლეობას.

ეკონომიკურად აქტიურ მოსახლეობას მიეკუთვნება 15 წლის და მეტი ასაკის ადამიანები. ამ


ადამიანებს შეუძლიათ შრომა და ისინი ეძებენ სამსახურს მსგავს საქმიანობას, რომლითაც
დასაქმდებიან. ეს იქნება დასაქმებულ-დაქირავებული თუ თვითდასაქმებული, არ აქვს
მნიშვნელობა. რაც შეეხება ეკონომიკურად არააქტიურ მოსახლეობას, ისინი არიან ადამიანები,
რომლებიც არ მუშაობენ, არ აქვთ მუშაობის სურვილი და არც სამსახურს ეძებენ, რითაც
დასაქმდებიან. (აგრეთვე პენსიაზე გასული ადამიანები)

2. როგორ განისაზღვრება შრომითი რესურსების აბსოლუტური რიცხოვნობა.

შრომითი რესურსების აბსოლუტური რიცხოვნობა განისაზღვრება შემდეგნაირად: შრომის


ასაკის შრომისუნარიან მოსახლეობას გამოაკლდება პირველი და მეორე ჯგუფის უმუშევარი
ინვალიდები, ასევე გამოაკლდება შეღავათიანი საპენსიო ასაკის პირები, რომლებიც არ
მუშაობენ და დაემატება როგორც მომუშავე მოზარდები ასევე მომუშავე პენსიონერები.

3. რა მაჩვენებლებით ხასიათდება შრომითი რესურსების დინამიკა.

შრომითი რესურსების დინამიკა გარკვეული პერიოდის მანძილზე ხასიათდება შემდეგი


მაჩვენებლებით. ესენია: შრომითი რესურსების აბსოლუტური ზრდა, ზრდის ტემპი და მატების
ტემპი.

4. რა ნიშნით შეისწავლიან შრომითი რესურსების სტრუქტურას.

შრომითი რესურსების სტრუქტურას შეისწავლიან სქესის, განათლების, ასაკის, საცხოვრებელი


ადგილის, ეროვნების, დასაქმებისა და ა.შ.

5. როგორ გაიანგარიშება შრომითი რესურსების დაბერება.

C=W40-64/W16-64*100%, სადაც C შრომითი რესურსების სიბერის კოეფიციენტი, W40-64 - 40-64


წლის ასაკობრივი ჯგუფის რიცხოვნობაა. W16-64 - 16-64 წლის ასაკობრივი ჯგუფის
რაოდენობაა.

6. შრომითი რესურსების რაოდენობის ცვლილებაზე რა ახდენს გავლენას და როგორ.

შრომითი რესურსების რაოდენობის ცვლილებაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მიგრაცია.


მიგრაცია ამა თუ იმ ტერიტორიის ფარგლებს გარეთ ადამიანთა (რომელსაც უწოდებენ
მიგრანტს) გადაადგილება, რომელსაც თან სდევს საცხოვრებელი ადგილის შეცვლა სამუდამოდ
ან თუნდაც მეტ-ნაკლებად ხანგრძლივი დროით. ძირითადი კრიტერიუმებია: დრო, მიზეზები
და აგრეთვე საზღვრის გადაკვეთა ანუ მანძილი.

7. რისთვის არის საჭირო შრომითი რესურსების ფორმირებისა და განაწილების შესწავლა.

შრომითი რესურსების ფორმირებისა და განაწილების საკითხის შესწავლა საშუალებას


გვაძლევს, რომ სწორად დავგეგმოთ ან დაიგეგმოს მისი ეფექტიანი გამოყენება, აგრეთვე
გაანგარიშდეს შრომითი რესურსების პროგნოზული რაოდენობა, როგორც გრძელვადიანი
პერიოდისთვის, აგრეთვე მოკლევადიანი პერიოდისთვისაც.

8. როგორ გაიანგარიშება საწარმოოს შრომითი პოტენციალი.


საწარმოში შრომითი პოტენციალის გაანგარიშება ხდება შემდეგი ფორმულით: ფი=Z*D*Tc,
სადაც Z არის მომუშავეთა რაოდენობა, D - სამუშაო დღეების რიცხვი, Tc - დღის ხანგრძლივობა
(სამუშაო). შრომითი პოტენციალი კი ადამიანური პოტენციალის ნაწილია, რომელიც
ფორმირდება ბუნებრივი მონაცემების საფუძველზე. მაგალითად, ნიჭის, განათლების და ა.შ.

9. როგორ გაიანგარიშება საზოგადოების შრომითი პოტენციალი.

საზოგადოების შრომითი პოტენციალი გაიანგარიშება: ფი =სიგმა (m i=1) Zi*T, სადაც T - კანონით


დადგენილი სამუშაო დღის ხანგრძლივობაა თითოეული i-ური ჯგუფისთვის კალენდარულ
დროში. Zi - ეროვნულ ეკონომიკაში მონაწილეობის შემძლე მოსახლეობის რიცხვია ცალკეული
i-ური ჯგუფების მიხედვით.

You might also like