You are on page 1of 2

ქვიზი 1

შრომითი რესურსები და შრომითი პოტენციალი


(თემა 2)
სახელი. გვარი _ქეთევან ქანთარია___

პრაქტიკულის ხელმძღვანელი__მანანა ლობჟანიძე


საგანი : შრომის ეკონომიკა
ჯგუფის ნომერი ---208--------------

1. ვინ მიეკუთვნება ეკონომიკურად აქტიურ და არააქტიურ მოსახლეობას?


ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობა მოიცავს დასაქმებულებს და უმუშევრებს , ანუ ხახლს ,
რომლებიც ბაზარს თავის შრომას სთავაზობენ.
ეკონომიკურად არააქტიურ მოსახლეობაში შედიან: მოსწავლეები და სტუდენტები, პირები ვინც
იღებენ შრომით ან ინვალიდობის პენსიას, დიასახლისები, ოჯახის ავადმყოფი წევრის მოვლით
დაკავებული პირები, სამუშაოს მაძიებელნი, რომელთაც იმედი დაკარგეს მაგრამ მზად არიან
სამუშაოდ, ისინი, ვინ იძულების წესით გადიან მკურნალობის კურსს და პირები, რომელთან
არსებული შემოსავლის გამო არ სურთ მუშაობა.

2. როგორ განისაზღვრება შრომითი რესურსების აბსოლუტური რიცხოვნობა?


შრომის ასაკის შრომისუნარიან მოსახლეობას - I და II ჯგუფის უმუშევარი ინვალიდები -
შეღავათიანი საპენსიო ასაკის პირები რომლებიც არ მუშაობენ + მომუშავე მოზარდები და მომუშავე
პენსიონერები.

3. რა მაჩვენებლებით ხასიათდება შრომითი რესურსების დინამიკა?


შრომითი რესურსების აბსოლუტური ზრდა;
ზრდის ტემპი;
მატების ტემპი.

4. რა ნიშნით შეისწავლიან შრომითი რესურსების სტრუქტურას?


სქესი;
ასაკი;
განათლება;
პროფესია;
ეროვნება;
დასაქმების სფერო;
საცხოვრებელი ადგილი და სხვა.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მაკროეკონომიკის კათედრა, მ. ლობჟანიძე


5. როგორ გაიანგარიშება შრომითი რესურსების დაბერება?
თუ 40-64 წლის ასაკობრიბი ჯგუფის წილი სისტემატიურად იზრდება, მიმდინარეობს შრომითი
რესურსების დაბერება. მისი ფორმულაა:

Cშრ.რ.სიბ.=(W40-64/W16-64)*100%
Cშრ.რ.სიბ.- შრომითი რესურსების სიბერის კოეფიციენტი;
W40-64 - 40-64 წლის ასაკობრივი ჯგუფი;
W16-64 – 16-64 წლის ასაკობრივი ჯგუფი.
6. შრომითი რესურსების რაოდენობის ცვლილებაზე რა ახდენს გავლენას და როგორ?
შრომითი რესურსების რაოდენობის ცვლილებაზე გავლენას ახდენს შობადობა, მოკვდაობა,
ასაკობრივი სტრუქტურა და მიგრაცია. შობადობის დონე ზრდის სრომით რესურსებში
ახალგაზრდობის წილს. თუ მოკვდაობა მაღალია შუა საპენსიო ასაკის მოსახლეობაში შრომითი
რესურსების რიცხოვნობაზე გავლენას არ ახდენ, თუმცა ჩვილ ბავშვთა მოკვდაობის მაღალი
მაჩვენებელი ეტაპობრივად შეამციებს შრომითი რესურსების რიცხოვნობასაც. ასაკობრივი
სტრუქტურა გავლენას ახდენს რადგან თუნდაც სტუდენტები რომ ავიღოთ მაგალითად 25 წლამე ვერ
ვსაქმდებით რაც აცირებს რიცხვს. მიგრაცის გამო ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები გადაადგილდებიან
ქვეყნის საზღვებ გარეთ დროებით ან ხანგრძლივად რაც ასევე ამციებს რიცხვს.

7. რისთვის არის საჭირო შრომითი რესურსების ფორმირებისა და განაწილების შესწავლა?


ის გვეხმარება სწორად დაიგეგმოს მისი ეფექტიანი გამოყენება; გაანგარიშდეს შრომითი რესურსების
პროგნოზული რაოდენობა, როგორც მოკლევადიანი, ისე გრძელვადიანი პერსპექტივისთვის; მისი
დახმარებიტ ვიგებთ რა პროფესიისა და კვალიფიკაციის სამუშაო ძალაზეა მოთხოვნა ცალკეულ
დარგებსა და საწარმოებში და რა რაოდენობით იქნება საჭირო მომავალში; როგორ მოხდეს
რესურსების საჭირო რაოდენობის მოძიება და რა ეკონომიკური პროგრამები დაგვეხმარება ამაში.

8. როგორ გაიანგარიშება საწარმოს შრომითი პოტენციალი?

Ф=Z*D*TC
Z- მომუშავეთა რაოდენობა (კაცი);
D- სამუშაო დღეების რიცხვი (დღე);
TC-სამუშაო დღის ხამგრძლივობა (სთ)

9. როგორ გაიანგარიშება საზოგადოების შრომითი პოტენციალი?

Ф=∑Zi*T
Zi - ეროვნულ ეკონომიკაში მონაწილეობის შემძლე მოსახლეობის რიცხვია ცალკეული i-იური
ჯგუფების მიხედვით (კაცი);
T- კანონიტ დადგენილი სამუშაო დღის ხანგრძლივობა თითოეული i-იური ჯგუფისათვის
კალენდარულ დროში (სთ).

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მაკროეკონომიკის კათედრა, მ. ლობჟანიძე

You might also like