You are on page 1of 3

1.

ჩამოთვლილთაგან უმუშევართა კატეგორიას მიეკუთნება:

a) 14 წლის გიორგი, რომელსაც არ უმუშავია ბოლო 1 კვირის განმავლობაში, თუმცა


აქტიურად ცდილობდა დასაქმებას უკანასკნელი 4 კვირის განმავლობაში
b) 68 წლის კობა, რომელიც გაასული კვირის განმავლობაშიმუშაობდა და ანაზღაურებას
იღენდა ნატურით
c) 22 წლის ანა, რომელსაც არ უმუშავია ბოლო 1 კვირის განმავლობაში, თუმცა
აქტიურად ცდილობდა დასაქმებას უკანასკნელი 4 კვირის განმავლობაში
d) 35 წლის მარიამი, რომელიც საოჯახო საქმით არის დაკავებული და არ ეძებს
დასაქმების შესაძლებლობას
e) 16 წლის ძაღლი, რომელსაც ყოველდღიურად ერთი წერტილიდან დანიშნულების
პუნქტში მიაქვს ჯოხი და ამისთვის იღებს გემრიელ სადილს

2. დათვალეთ სამუშაო ძალის სიდიდე თუ: დასაქმებულთა რაოდენობა = 15 ადამიანის, 15


წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობა ტოლია = 25-ის, უმუშევართა რაოდენობა = 5-ის,
სამუშაოს არ მქონეთა რაოდენობა = 10-ის

a) 25
b) 10
c) 20
d) 15
e) შეუძლებელია განსაზღვრა

3. განმარტეთ ტერმინი იმედდაკარგული მუშახელი.

4. წარმოდგენილი გეოგრაფიული არეალისთვის დათვალეთ უმუშევრობის დონე:


დასაქმებულთა რაოდენობა = 15 ადამიანის, 15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობა ტოლია
= 25-ის, უმუშევართა რაოდენობა = 5-ის, სამუშაოს არ მქონეთა რაოდენობა = 10-ის

a) 5/20
b) 10/25
c) 10/20
d) 15/20
e) არც ერთი პასუხი არ არის სწორი

5. წარმოდგენილი გეოგრაფიული არეალისთვის დათვალეთ სამუშაო ძალაში მონაწილეობის


კოეფიციენტი: დასაქმებულთა რაოდენობა = 15 ადამიანის, 15 წლის და უფროსი ასაკის
მოსახლეობა ტოლია = 25-ის, უმუშევართა რაოდენობა = 5-ის, სამუშაოს არ მქონეთა
რაოდენობა = 10-ის

a) 25/25
b) 20/25
c) 15/25
d) 5/25
e) 10/25

6. წარმოდგენილი გეოგრაფიული არეალისთვის დათვალეთ დასაქმებულთა წილი შრომითი


ასაკის მოსახლეობაში: დასაქმებულთა რაოდენობა = 15 ადამიანის, 15 წლის და უფროსი
ასაკის მოსახლეობა ტოლია = 25-ის, უმუშევართა რაოდენობა = 5-ის, სამუშაოს არ მქონეთა
რაოდენობა = 10-ის

a) 15/5
b) 15/15
c) 15/20
d) 10/25
e) 15/25

7. განმარტეთ ციკლური, ფირიქციული და სტრუქტურული უმუშევრობა.

8. როგორ გამოითვლება რეალური ხელფასის მაჩვენებელი ეკონომიკაში?

a) რეალური ხელფასი წარმოადგენს რეალურად ხელზე აღებულ ანაზღაურებას


გადასახადების გადახდის შემდეგ.
b) ხელფასის მნიშვნელობას გამოსახულს საქონელში ან მომსახურებაში
c) ნომინალური ხელფასის შეფარდებით ფასების დონეზე
d) ფასების დონის შეფარდებით ნომინალურ ხელფასზე
e) მოცემული ქვეყნის ხელფასების შეფარდებით შესადარებელი ქვეყნის ხელფასებთან

9. შრომის ბაზრის მოთხოვნა-მიწოდების მოდელის მიხედვით, როდის შეიმჩნევა ქვეყანაში


უმუშევრობა?

a) როდესაც შრომის მიწოდება შრომაზე მოთხოვნაზე მეტია


b) როდესაც შრომაზე მოთხოვნა აჭარბებს შრომის მიწოდებას
c) როდებას შრომაზე მოთხოვნა 5000-ის, ხოლო შრომის მიწოდება 6000-ის ტოლია
d) როდესაც შრომაზე მოთხოვნაც და შრომის მიწოდებაც 5000-ის ტოლია
e) სწორია a და c პასუხები

10. რა კავშირი არსებობს რეალურსა და ნომინალურ ხელფასს შორის თუ ინფლაციის დონე


-0%-ის ტოლია?

a) რეალური ხელფასი მეტია ნომინალურ ხელფასზე


b) რეალური ხელფასი ნაკლებია ნომინალურ ხელფასზე
c) რეალური ხელფასი ტოლია ნომინალური ხელფასის
d) არ არსებობს კავშირი ინფლაციას და ჩამოთვლილ 2 ცვლადს შორის
e) რეალური ხელფასი ყოველთვის უცვლელია

You might also like