You are on page 1of 10

რეფერატი

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი


ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი
კურსის დასახელება: ფინანსური ინსტიტუტები და ბაზრები
ლექტორი: თეიმურაზ ყანდაშვილი
სტუდენტი: მიროტაძე ზაზა
თემა: კრიპტოვალუტა
სარჩევი
რა არის კრიპტოვალუტა? .................................................................................................................. 3
რა არის ბლოკჩეინი? ........................................................................................................................... 3
ორმაგი ხარჯვის პრობლემა. ............................................................................................................. 4
კრიპტოვალუტის დადებითი და უარყოფითი მხარეები. ........................................................... 5
ბიტკოინი და ეთერიუმი .................................................................................................................... 7
რობერტ კიოსაკი კრიპტოვალუტაზე. ............................................................................................. 8
პიტერ შიფი კრიპტოვალუტაზე ....................................................................................................... 9
საბოლოოდ ... ....................................................................................................................................... 9
გამოყენებული ლიტერატურა ........................................................................................................ 10
რა არის კრიპტოვალუტა?
კრიპტო იგივე ვირტუალური ვალუტები ან ციფრული ფული ნამდვილად არ გავს
ამერიკულ დოლარს ან ბრიტანულ ფუნტს. ისინი ონლაინში არსებობენ და არ
არიან მხარდაჭერილი მთავრობის მიერ. კრიპტოვალუტის ფუნქციონირება
სხვადასხვა ქსელების მეშვეობით ხორციელდება. ტექნიკურად ციფრული
ვალუტა მონაცემთა ბაზაში მყოფი საიდუმლო ინფორმაციაა. ამ ინფორმაციის
შესაცვლელად კონკრეტული კონკრეტული ნაბიჯების გადადგმაა საჭირო.
რადგანაც ეს ინფორმაცია შექმნილია კრიპტოგრაფით, მის უსაფრთხოებას
უზრუნველყობს არა ხალხი არამედ მათემატიკა.

ინფორმაცია განთავსებულია ისეთ მონაცემთა ბაზაში, რომელიც ფუნქციონირებს


P2P-ის პრინციპით, რაც გულისხმობს იმას, რომ ორ კომპიუტერულ სისტემას
შეუძლია ერთმანეთს შორის ინფორმაცია გაცვალოს ან ერთმა კომპიუტერმა
მეორეს ინფორმაცია მიაწოდოს პირდაპირ, ყოველგვარი მესამე მხარის
მონაწილეობის გარეშე, მთავარი სერვერის გვერდის ავლით. მაგალითად,
როდესაც რამდენიმე ბიტკოინს უგზავნი შენს მეგობარ ნიკას, შენ ქმნი და აგზავნი
ინფორმაციას ბიტკოინის ქსელით. ქსელი რწმუნდება, რომ შენ ერთი და იგივე
ინფორმაცია ორჯერ არ გაგიგზავნია. ის ამას ცენტრალური სერვერებისა და
ავტორიტეტების გარეშე აკეთებს. წინა მაგალითის მიხედვით ეს ნიშნავს, რომ
ქსელი რწმუნდება შემდეგ რამეში: შენ არ გაგიგზავნია ერთი და იგივე ბიტკოინი
ნიკასთვის და დავითისთვის.

ამ ტიპის ქსელი უმრავლეს შემთხვევაში აგვარებს ორმაგი ხარჯვის პრობლემას,


რადგან ქსელში იწერება ყველა ინფორმაცია და ამის შემდეგ დგინდება ბალანსი.
ორმაგი ხარჯვის პრობლემას ქვემოთ დაწვრილებით განვიხილავ. მანამდე კი
ავხსნათ ისეთი რაღაც, რომელიც კრიპტოვალუტას ასეთ მიმზიდველსა და
პოპულარულს ხდის - ეს ბლოკჩეინია.

რა არის ბლოკჩეინი?
ბლოკჩეინი არის საჯარო მონაცემთა ბაზა, რომელიც იწერს განხორციელებულ
ტრანზაქციებს. ეს ყველაფერი კი ხდება მესამე მხარის ჩარევის გარეშე.
ბლოკჩეინის ფუნქციონირებას უზრუნველყოფენ ერთმანეთთან დაკავშირებული
ბლოკები, რომლებზეც ასევე დაფუძნებულია ბიტკოინის პროგრამული
უზრუნველყოფა. ქსელის ბლოკები ასრულებენ შემდეგ ოპერაციებს:
ტრანზაქციების ვალიდურობის დადგენა, მათი მონაცემთა ბაზაში დამატება და
შემდეგ, უფრო მეტი უსაფრთხოებისთვის, ამ ტრანზაქციების სხვა ბლოკებზე
გავრცელება. დაახლოებით, ერთ საათში ექვსჯერ, ბლოკების ამ ჯაჭვს ემატება
ახალი ჯგუფი დამოწმებული ტრანზაქციებისა, რომლებიც სწრაფადვე
ვრცელდება სხვა ბლოკებზე. ეს ეხმარება ბიტკოინ პლატფორმას დაადგინოს, რომ
ბიტკოინის კონკრეტული რაოდენობა დაიხარჯა და გამოირიცხოს მისი
ე.წ. ორმაგი ხარჯვის პრობლემა. ახლა კი გადავიდეთ ამ პრობლემაზე.

ორმაგი ხარჯვის პრობლემა.


როგორც თვითონ სიტყვა გვეუბნება ორმაგი ხარჯვა ერთი და იგივე ფულის
ორჯერ დახარჯვას ნიშნავს. ფიზიკური ფულით ასეთი რამის გაკეთება
შეუძლებელია და ამიტომ მათთვის ეს პრობლემა არაა. მაგალითად: მიდიხარ
სუპერმარკეტში და კიდულობ 10 ლარის ღირებულების საკვებს. როგორც კი
მოლარე აიღებს შენ ფულს მოპარვის გარეშე მისი დაბრუნება ფაქტობრივად
შეუძლებელია. ციფრული ფული კი განსხვავებულია. როდესაც ახორციელებ
ტრანზაქციას შენ ბიტკოინს გადაცემ ყველა ნოუდს ( ნოუდი კომპიუტერია,
რომელსაც აქვს სპეციალური კრიპტოვალუტის მხარდამჭერი პროგრამა). ნოუდებს
ჭირდებათ ტრანზაქციის მიღება და დადასტურება, რაც დროს საჭიროებს.
მაშასადამე იბადება კითხვა. რა შეაჩერებს ადამიანს, რომ არ დააკოპიროს
ტრანზაქცია და სხვასთან არ გააგზავნოს კრიპტოვალუტა სანამ მისი წინა
გაგზავნილი თანხა დაუდასტურებელია?

ბიტკოინის გამოგონებამდე არსებობდა ციფრული ფული, რომელიც იმართებოდა


და კონტროლდებოდა ბანკებისა და ფინანსური ინსტიტუტების მიერ. ბანკები აქ
შუამავლის როლს ასრულებდნენ, რაც ტრანზაქციის შესრულებას მაღალ
ხარჯიანსა და ნელს ხდიდა. ბიტკოინმა ამ პრობლემის აღმოფხვრას დაუმიზნა და
ნდობის ნაცვლად, შეიქმნა კრიფტოგრაფულ მტკიცებულებაზე დაფუძნებული
სისტემა. ეფექტი ისაა, რომ კრიპტოვალუტა ასრულებს ბანკების, როლს უფრო
დაბალი დანახარჯებით და სწრაფად.

თუ კიბერვალუტის პოპულარულობიდან გამომდინარე ვიმსჯელებთ შეგვიძლია


ვივარაუდოთ, რომ მას ბევრი დადებითი თვისება გააჩნია. ეს მართლაც ასეა,
თუმცა კრიპტოვალუტას ასევე გააჩნია უარყოფითი თვისებებიც. მოდით
განვიხილოთ ისინი ცალ-ცალკე. დავიწყოთ უარყოფითით.
კრიპტოვალუტის დადებითი და უარყოფითი მხარეები.
უარყოფითი - კრიპტოვალუტის გაგება რთულია
შესაძლოა ყველაზე გამომწვევი დაბრკოლება კავშირშია კრიპტოვალუტების
მრავალფეროვანი ფუნქციების გაგებასთან. იდეა, რომ დეცენტრალიზებული
ფინანსური სისტემა ფუნქციონირებს ბლოკჩეინის მეშვეობით შესაძლოა საკმაოდ
რთულად აღქმადი იყოს, განსაკუთრებით იმისთვის, ვინც კომპიუტერებში
კარგად ვერ ერკვევა. იმ ფაქტის გამო, რომ ციფრული ფული ზოგჯერ საკმაოდ
რთული გასაგებია ხალხი ამტკიცებს, რომ კრიპტოვალუტისგან სარგებლის
მიღება სანდო არაა. ჩანს, რომ ეს უკანასკნელი დაბრკოლებაა, რომელსაც
კიბერვალუტის დამცველები უნდა გაუმკლავდნენ, თუ მათ სურთ, რომ ხალხმა
მომავალში უფრო ფართოდ გამოიყენოს ციფრული ვალუტა.

უარყოფითი - ბაზრის მერყეობის გამოწვევები


კრიპტოვალუტის გამოყენების მრავალი გზა არსებობს მაგრამ ხალხთა
უმრავლესობა მას როგორც ინვესტიციას იყენებს. სანამ მეტი მსურველი იყენებს
ციფრულ ვალუტას სპორტული მოვლენების ბილეთების საყიდლად, ონლაინ
აზარტულ თამაშებში, ან ბიტკოინით სახლის ყიდვისთვისაც კი, მათი
უმრავლესობა მარტივად ელოდება ბაზრის რყევას, რომელიც მის სასარგებლოდ
იმუშავებს. მოეპყრო შენს ბიტკოინს ისე, როგორც სხვა ნებისმიერ ფინანსურ
ინსტრუმენტს, შესაძლოა ამან კრიპტოვალიტისადმი მეტი ნდობის გაჩენა და
გაცნობიერება გამოიწვიოს.

უარყოფითი - არავითარი უსაფრთხოება დანაკარგის შემთხვევაში


როგორც ყველა ზრდად და განვითარებად ტექნოლოგიაში აქაც გამოუცდელობას
და გულუბრყვილობას იყენებენ თაღლითობისთვის და შენი გამომუშავებული
ფულის მოპარვისთვის. ასეთი შემთხვევები ციფრულ ვალუტებთან
დაკავშირებით აშკარად მრავალჯერ დაფიქსირდა. ასე რომ მნიშვნელოვანია
უსაფრთხოების რისკების გაცნობიერება. ის ვინც კრიპტოვალუტას იყენებს ყიდვა-
გაყიდვისთვის ან აზარტული თამაშების სათამაშოდ ფრთხილად უნდა იყოს
ნებისმიერი ინვესტიციის განხორციელების დროს. ონლაინ კაზინოები, რომლებიც
გთავაზობენ არარეალურ შეთავაზებებსა და ბონუსებს არ უნდა ენდო. მცირე
ძირითადი უსაფრთხოებით შეგიძლია მოახდინო იმ ფონდების დაკარგვის
მინიმიზაცია, რომლებიც ვერასდროს დაბრუნდება.

დადებითი - უკეთესი გამჭირვალობა


ეს არის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, თუ რატომ გვთავაზობს ციფრული ვალუტა
მეტ პოტენციალს საზოგადოებრივი ცვლილებებისთვის და
ანგარიშვალდებულობისთვის. თუმცა კრიპტოვალუტის გამოყენება ანონიმურია.
ტრანზაქციები თვითონ ინახება ღია ჩამწერში, ბლოკჩეინში. ეს ნიშნავს, რომ
ნებისმიერ მომენტში მონაცემები ყველასთვის ხელმისაწვდომია. ეს კი
სასარგებლოა იმათთვის, ვისაც სურს მეტად გამჭირვალე საბანკო სისტემა.
სწორედ ამის გამოა, რომ ბიტკოინი ერთ-ერთი პოპულარული ვალუტაა მთელს
მსოფლიოში.

დადებითი - დაუყონებლივი და 24 საათიანი ხელმისაწვდომობა


შესაძლებელია დახარჯო ან იყიდო როდესაც მოგესურვება და ამისთვის
კომპიუტერის გამოყენებაც კი არ დაგჭირდება. ყველაფერი შეგიძლია მობილური
პლათფორმით მოაგვარო. ეს კი ხელშემწყობია მათთვის, ვინც ვერ ერკვევა კარგად
ტექნოლოგიებში. ხელმისაწვდომობა მთავარი თვისებაა ბიტკოინის
ფუნქციონირების გაგებისთვის. ბიტკოინი გამოიყენება მსოფლიოს ირგვლივ,
რათა შეუქმნას შესაძლებლობები მათ, ვისაც ადრე ონლაინ მომხმარებლად
გახდომის პრობლემა ქონდა.

დადებითი (უარყოფითი) - აბსოლუტური ანონიმურობა


გქონდეს არარეგულირებული კრიპტოვალუტა, რომელზეც გავლენას ვერ ახდენს
ფინანსური რეგულირებები და პოლიტიკური ცვლილებები, არის როგორც
დადებითი ისევე უარყოფითი. კრიპტოვალუტა სრულიად ანონიმური, რომელიც
კარგია მათთვის, ვისაც უღირს ონლაინ კონფედენციალობა და ფრთხილები არიან
რათა ზედმეტად ბევრი ციფრული მონაცემები არ გადაცენ. მიუხედავად იმისა,
რომ ანონიმურობა დამატებით უსაფრთხოების ფენას ქმნის, ეს ასევე გარდაუვალს
ხდის კრიმინალის ჩართულობას ამ სფეროში. შავი ბაზარი და ინტერნეტის ბნელი
ქსელი ( ინტერნეტის ის ნაწილი რომელსაც ჩვეულებრივი საძიებო სისტემის
გამოყენებით ვერ ვიპოვით და ზოგჯერ გამოიყენება კრიმინალური
აქტივობისთვის) კრიპტოვალუტის დიდი გამომყენებელია. კრიმინალებისთვის
აშკარად ღირებულია მათი ანონიმურობა იმდენად რამდენადაც მათ უღირთ
დიდი თანხის გაგზავნა ტელეფონზე რამდენჯერმე თითის დაჭერით.
კანონმორჩილი მოქალაქეებისთვის ანონიმურობის სარგებელი ბევრია, თუმცა
ყველაზე მაცდური ფაქტია, რომ ამ თვისების გამო ქურდის გამოვლენის შანსი არ
არსებობს. სწორედ ამიტომ არის დიდი ინტერესი ონლაინ უსაფრთხოებისადმი.

კრიპტოვალუტებს ერთმანეთთან მრავალი საერთო აქვთ, თუმცა მათ შორის ასევე


არსებობს განსხვავებებიც. ამის დასადასტურებლად განვიხილოთ დღეისათვის
ორი ყველაზე პოპულარული კრიპტოვალუტა ეთერიუმი და ბიტკოინი.
ბიტკოინი და ეთერიუმი
ბიტკოინის მსგავსად, ეთერიუმი არის განაწილებული საჯარო ბლოკჩეინ-ქსელი.
მიუხედავად ზოგიერთი არსებითი ტექნიკური განსხვავებისა, ყველაზე
მნიშვნელოვანია ის, რომ ბიტკოინი და ეთერიუმიგანსხვავდება დანიშნულებითა
და შესაძლებლობებით. ბიტკოინი სთავაზობს ბლოკჩეინის ტექნოლოგიის ერთ
კონკრეტულ გამოყენებას, ნაღდი ფულის თანაბარუფლებიან ელექტრონულ
სისტემას, რომელიც შესაძლებელს ხდის ბიტკოინით ონლაინ-ანგარიშსწორებას.
თუ ბიტკოინის ბლოკჩეინი გამოიყენება ციფრული ვალუტის (ბიტკოინის)
ფლობის თვალყურის დევნებისთვის, ეთერიუმის ბლოკჩეინი ფოკუსირებულია
ნებისმიერი დეცენტრალიზებული აპლიკაციის პროგრამული კოდის მუშაობაზე.

ეთერიუმის ბლოკჩეინში ბიტკოინის მაინინგის ნაცვლად, მაინერები


გამოიმუშავებენ ეთერს, კრიპტოგრაფიული ტოკენის ნაირსახეობას, რომელიც
კვებავს ქსელს. ხელმისაწვდომი კრიპტოვალუტის გარდა, ეთერი ასევე
გამოიყენება აპლიკაციების დეველოპერების მიერ ეთერიუმის ქსელში
ტრანზაქციული მოსაკრებლისა და მომსახურების საფასურის გადახდისთვის.

„ბიტკოინი პირველ რიგში ვალუტაა; ეს არის ბლოკჩეინის ერთი კონკრეტული


გამოყენება. მაგრამ ეს არ არის მხოლოდ აპლიკაცია. მსგავსი სიტუაციის წარსულ
მაგალითს რომ მივმართოთ, ელ-ფოსტა არის ინტერნეტის გამოყენების ერთი
კონკრეტული გამოყენება და, რა თქმა უნდა, მან ხელი შეუწყო მის
პოპულარიზაციას, მაგრამ არის კიდევ ბევრის სხვა“. დოქტორი გევინ
ვუდი, ეთერიუმისთანა და კრიპტორესურსები იყო შემუშავებული მხოლოდ
ერთრანგიანი ციფრული ვალუტების სახით ოპერაციებისთვის.

ეთერიუმის ვირტუალური მანქანა ბლოკჩეინის აპლიკაციების შექმნის პროცესს


უფრო მარტივსა და ეფექტურს ხდის. იმის ნაცვლად, რომ შექმნას სრულიად
ორიგინალური ბლოკჩეინი ყოველი ახალი
აპლიკაციისთვის, ეთერიუმი შესაძლებელს ცდის ერთ პლატფორმაზე ათასობით
აპლიკაციის შემუშავებას.

მფუძნებელი.
ეთერიუმის შექმნამდე ბლოკჩეინის აპლიკაციებს შეეძლო ოპერაციების მხოლოდ
შეზღუდული რაოდენობის შესრულება. მაგალითად, ბიტკოინი და სხვა .

მნიშვნელობა არა აქვს რა დონის ფინანსური განათლება გაქვს. კრიპტოვალუტაზე


ფინანსური ექსპერტების აზრი ორად იყოფა. რაც თავის კიდევ ერთხელ
გვახსენებს, თუ რაოდენ რთული გასაგებია კრიპტოვალუტის სისტემა.

მაგალითისთვის მოვიყვანოთ რობერტ კიოსაკისა და პიტერ შიფის განცხადებები


კრიპტოვალუტაზე.

რობერტ კიოსაკი კრიპტოვალუტაზე.


„მდიდარი მამა ღარიბი მამას“ ავტორი კრიპტოვალუტასა და ფიზიკურ ფულზე
საუბრობს. ბესთსელერის ავტორი ამერიკულ დოლარს „ყალბ ფულს“ უწოდებს.
კიოსაკის ნათქვამის მიხედვით, მეტი ფულის მუდმივი ბეჭდვა დიდ ბუშტს ბერავს,
რომელიც მალე დიდ ეკონომიკურ ჩავარდნას გამოიწვევს. „სამწუხაროდ 2000 წელს
გვქონდა ეგრეთწოდებული dotcom კრიზისი უკვე 2008 წელს უძრავი ქონების
ჩავარდნა. შემდეგი ყველაზე დიდი იქნება“

ის ციფრულ ვალუტას „ხალხის ფულს“ უწოდებს და არ შევიდა დეტალებში თუ


რატომ ამბობს ამას. ასევე, მტკიცედ ამბობს, რომ კრიპტოვალუტა, ოქრო და
ვერცხლი არსებულ უინტერესო ვალუტას მალე ჩაანაცვლებს.

„ვფიქრობ, რომ დოლარი განადგურებასთან ახლოსაა, რადგან ოქრო, ვერცხლი და


კიბერვალუტა მის ჩანაცვლებას აპირებენ. დოლარი თაღლითობაა. ვფიქრობ
დოლარის დასასრულს ვუყურებთ. აი ამას ვამბობ“ .
პიტერ შიფი კრიპტოვალუტაზე
აქციებით მოვაჭრე და ფინანსური კომენტატორი ამბობს: „არ ვფიქრობ, რომ
ბიტკოინის ოქროსთან რაიმე საერთო აქვს. ვგულისხმობ, რომ ის ცდილობს
ოქროდ თავის მოჩვენებას, მაგრამ ჩემი აზრით ის სულელის ოქროა. მას აქვს
ოქროს რამდენიმე მონეტარული თვისება, მაგრამ ციფრულ ვალუტას არ გააჩნია
ჩამნაცვლებლის თვისებები. ხოლო ამ თვისებების ქონის გარეშე გარეშე
ჩამნაცვლებელი ვერ იქნები. განსაზღვრის მიხედვით, ფული ყველაზე
ლიკვიდური ჩამნაცვლებელია და დამახასიათებელი ფაქტი, გარდა იმისა რომ
ხალხს სურს იყიდოს ის, რადგან შემდეგ იფრო დიდ ფასად გაყიდოს. ეს ფული
არაა ეს პონზის სქემაა ( კლიენტების მოტყუების ერთერთი გზა. ფულის
გამოყენება იმისთვის, რომ გადაუხადო სარგებლის განაკვეთი არსებულ
კლიენტებს მიღებული თანხებით ნაცვლად ინვესტირებისა).

საბოლოოდ ...
ყველა განვითარებად ტექნოლოგიას მომავალში გაურკვევლობის რაღაც ხარისხი
გააჩნია და კრიპტოვალუტაც არაა ამისგან განსხვავებული. სანამ მოსახლეობის
რაოდენობა იზრდება ბიზნესის მოთხოვნა, რომ გამოიყენოს კრიპტოვალუტა,
შესაძლოა ზედმეტად ადრეა იმაზე ფიქრი, თუ რამდენად დიდი გავლენა ექნება
კრიპტოვალუტას. როგორც პოტენციური ფინანსური რევოლუცია ღირს, რომ
მასზე თვალი გვეჭიროს და შესაძლოა ინვესტირება ღირდეს ახლა ვიდრე ის
მსოფლიოში გავრცელდება.
გამოყენებული ლიტერატურა

1.wall-street.com

2.www.dummies.com

3.medium.com

4.taripebi.ge

5. bitcoinist.com

6. www.ccn.com

You might also like