You are on page 1of 2

განათლება ქმნის განსხვავებას პიროვნებათა შორის

Განათლება უდიდესი საგანძურია,რომელიც მიმართულია ადამიანის


ფიზიკური,ინტელექტუალური და მორალური უნარ-ჩვევების
განვითარებისაკენ.თანამედროვე ეპოქაში კაცობრიობა იაზრებს განათლების მიღების
აუცილებლობას,სწორედ პიროვნების სრულყოფის წინაპირობა ყოველივე ახლის
შემეცნებაა,რაც წუთისოფლის ბნელი ფარდის მიღმა ,,მშვენიერების
სკივრის’’(გეგეჭკორი)ხილვას, ცნობიერების გაფართოებას,ცივილიზების პროცესში
წვლილის შეტანას გულისხმობს.განათლებული ადამიანები წარმოადგენენ ნათელი
მომავლის საყრდენს.განათლების მიღების საშუალება სწავლაა ,სწავლით კი ვიძენთ
ცოდნას,რომელიც ,,თან დასდევს მცოდნელსა,რაზომცა
დაეტარების’’(დ.გურამიშვილი).ცოდნა სინათლეა,გაუნათლებელი ადამიანი კი,,უტარო
ცულია’’(ილია),რომელიც არ ცდილობს სამყაროს ჭეშმარიტი არსის შეცნობას,გონებრივ
განვითარებას,მიწიერ საცდურებზე ამაღლებას და იძირება ,,მყრალ გუბეში ’’. უცოდინარი
ადამიანი ხელისცეცებით დაეხეტება წუთისოფლის ცოდვიან გზაზე ,არც კი ცდილობს
გააკეთოს რაიმე საერთო საქმისთვის და ეს იმის გამო რომ მოქალაქეობრივი
თვითშეგნება არ გააჩნია,თვითშგნებით კი განათლებული ადაიანები არიან
დაჯილდოებულნი.აი ეს არის უდიდესი განსხვავება განათლებულ და გაუნათლებელ
ადამიანებს შორის.თანამედროვე სამყაროში განათლების მაღალი დონის მხრივ
გამოირჩევიან ქვეყნები:აშშ,ისრაელი,კანადა,იაპონია,რაც განათლებულ ადამიანთა
რიცხვის მაღალ დონეზე მიგვანიშნებს,მაგრამ არიან ისეთი ქვეყნებიც , სადაც ძალიან
დაბალია განათლების დონე .განსაკუთრებით რთული ვითარებაა აფრიკაში და
ნიგერში,რაც გამოწვეულია იმითაც,რომ გოგონებს არ ეძლევათ განათლების მიღების
საშუალება,მიუხედავად იმისა, რომ წარსულში მოახერხეს განათლების უფლების მიღება ,
ამის მაგალითია პაკისტანელი გოგონა,მალალა,რომელსაც სურდა განათლების
მიღება,გრძნობდა მის აუცილებლობას და მოახერხა ამ უფლების მოპოვება .
Საქართველოს მასშტაბით განათლებული ადამიანების სიმცირეს ნამდვილად არ
განვიცდით,რადგან ქართველებს უძველესი დროიდან ჰქონდათ გააზრებული ,რომ
,,განათლება- საგანძურია,შრომა კი -მისი გასაღები’’(პიერ ბუასტი) და ამიტომაც
იბრძოდნენ განათელბული ადამიანების რაოდენობის გასაზრდელად.იმის ნათელი
მაგალითი,თუ რა შეუძლია განათლებულ ადამიანს არის ილია ჭავჭავაძე , რომელმაც ,,
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება’’ჩამოაყალიბა ,მასვე
მიუძღვის დიდი წვლილი სახელმწიფო უნივერსიტეტის მშენებლობაში .სწორედ ილია იყო
,,მართლჭვრეტით’’ დაჯილდოებული,და არა მარტო ის,არამედ სხვა ქართველი
მწერლები და პოეტებიც.ისინი თავიანთი ,,წმინდა სიტყვით’’ და ,,მართალი კალმით’’
ცდილობდნენ მოაზროვნე ინდივიდების გამოფხიზლებას.განა გაუნათლებელ
ადამიანს,თუნდაც ისეთ კუჭის მონას როგორიც ლუარსაბი იყო,შეუძლია გააკეთოს რამე
სასარგებლო? Ლუარსაბი ხომ ,,საზოგადო ჭირზე’’ ხუჭავდა თვალს, არ ანაღვლებდა
თვისი თავის გარდა არავინ,ეს კი გაუნათლებლობის ბრალი იყო. Განა მას რო ყოველივე
ის გაეგო და შეემეცნა,რაც მისმა სამშობლომ და ერმა გადაიტანა,შეძლებდა კი უქმად
ჯდომას? Ასეა, გაუნათლებელი ადამიანი,დაბალი თვითშეგნების მქონეა ,ვერ იაზრებს
საკუთარ ჭეშმარიტ ვალს,არ გააჩნია ზოგადი ცოდნა,ინტელექტი და იძირება უზნეობის
ჭაობში,ისე,რომ თავადაც ვერ ამჩნევს.
Ქმნის თუ არა განათლება განსხვავებას პიროვნებათა შორის?
Დიახ,ვეთანხმები მოცემულ მოსაზრებას.განათლების მიღება ეხმარება ადამიანს
მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებასა და სამყაროს სულ სხვა თვალთახედვით
დანახვაში. Რეალობის დანახვა კი მათ სასიკეთო საქმის კეთებისკენ,ვითარების
გაუმჯობესებისკენ უბიძგებს, გაუნათლებელ ადამიანში კი არ არის ეს გრძნობა ,ასეთნი
ყვარყვარე თუთაბერის მსგავსად ,,ნაცარქექიაობას’’ მიჰყოფენ ხელს და არა დავით
აღმაშენებლის,თამარის,გიორგი ბრწყინვალეს მსგავსად ცხოვრების დონის
გაუმჯობესებაზე ფიქრს,რადგან არ იციან"განათლება ჰგავს მზესა, რომელიც ისე არ
ანათებს, რომ იმავე დროს არ ათბოს და ისე არ ათბობს, რომ არ ანათოს"(ილია)
Მონეტას მეორე მხარეც აქვს.არიან განათლებული ადამიანები,რომლებიც
ზოგადსაკაცობრიო იდეალების სამსახურში დგანან,თავიანთ ცოდნას იყენებენ .ასეთნი
არაინ ხელოვანნი,მეცნიერნი,პროფესორნი,თუნდაც მასწავლებლებიც,მაგრამ არიან
ისეთებიც,რომლებიც ვერ იყენებენ მიღებულ განათლებას.თეიმურაზ
ხევისთვი,არისტოკრატიის წარმომადგენელი,ერთ დროს განათლებული ინტელიგენტი
გარიყული ,,ნაკაცარი’’ გახდა,დაკარგა ყველაფერი,სამსახურის შოვნაც კი
გაუჭირდა,უმწეობა და უსუსურობა გამოიჩინა და მხოლოდ ინტელიგენტური საუბრით
ვეღარაფერი გააწყო.თეიმურაზის განათლებულ უმოქმედობას გაუნათლებელი
მოქმედება დაუპირისპირდა და კიდეც მოიგო.უზნეო,გაუნათლებელი უცხო მიწიდან
მოსული ჯაყო ეპატრონება ყოველივეს და ამაში უცოდინრობა არ უშლის ხელს.
Ამრიგად,განათლება ქმნის განსხვავებას პიროვნებათა შორის.,,განათლებული
ადამიანი მუდამ მაღლდება გონებაში და შორსმჭვრეტელობაში,გაუნათლებელი
ადამიანი კი მუდამ ქვევით ეშვება უვიცობასა და სიბილწეში”
Ჩემი აზრით,განათლებული ადამიანები წარმოადგენენ ნათელი მომავლის
იმედს,ამიტომაც უნდა ვეცადოთ გავზარდოთ განათლების დონე,უგუნურებისა და
უცოდინრების მაჩვენებელი კი შევამციროთ.განათლება ყველაზე ,, ძლიერი
იარაღია’’,რომელიც შეიძლება გამოიყენო მსოფლიოს შეცვლისთვის, ,, მხოლოდ
განათლება იყო და არის წყარო ყოველგვარი ხალხის ბედნიერებისა და
კეთილდღეობის’’(აკაკი). Და რა გვიშლის ხელს შევიზინოთ ცოდნა,მითუმეტეს ,რომ
წინაპრებმა ამის პირობები შეგვიქმნა: უამრავი უნივერსიტეტი ,კომპიუტერი ,წიგნი და
ბევრი სხვა რამ ,რაც გვეხმარება განათლების მიღებაში.ჩვენ ისღა დაგვრჩენია
დროულად გავიაზროთ განათლების მნიშვნელობა და საამაყო მომავლის არსებობის
მიზანი დავსახოთ.

You might also like