You are on page 1of 1

Რედაქტირება

Რომანული სტილი მძიმე და პირქუში იყო.მთავარი სამშენებლო მასალა,რომელსაც მისი


მიმდევრები იყენებდნენ, ქვა იყო.მშენებლობის მასშტაბს საზოგადოების თვალწინ
არსებული ამოცანა ზრდიდა და ავრცობდა:მას შემოსევების შედეგად დანგრეული
ნაგებობების აღდგენა,გაფართოება,ვითარების სტაბილიზებისა და საერთო დაცულობის
შეგრძნება სჭირდებოდა.სტილის ლიდერი დამპყრობლების თარეშისგან თავდაღწეული
საფრანგეთი გახდა,თვითონ საფრანგეთში კი ბურგუნდიის სკოლა დაწინაურდა .ერთ-
ერთი აქაური სასულიერო ორდენის ტაძარი ევროპაში უდიდესი იყო.მან,სამწუხაროდ ,
ჩვენამდე ვერ მოაღწია.ცნობილია,რომ ტაძარი ხუთნავიანი ბაზილიკა იყო,რომლის
ცენტრალური ნავის სიგანე 30 მეტრს აღწევდა.თვით ტაძარს ხუთი კოშკი
ედგა.მნიშვნელოვან ინოვაციას წარმოადგენდა ისრის ფორმის კამარები,რომლებიც
პროპორციის დასაბალანსებლად შეიქმნა და ევროპაში სწრაფად გავრცელდა .
Ყოველი ახალი სტილი ძველის წიაღში იბადება, მას თანდათან ცვეთს და თვითონ
მკვიდრდება. Გოთურმა სტილმა,რომანული სტილისთვის დამახასიათებელი, ქვით
ნაშენობა კარკასებით შეცვალა.გაჩნდა ქვედა სართულზე გადმოწეული ზედა
სართულები,რათა ნაგებობას ძვირადღირებული მიწის მაქსიმალურად მცირე მონაკვეთი
დაეჭირა.ახალ სტილს ფეხს ქალაქური ცხოვრების აღმავლობა აკიდებინებდა ,რომელიც
ძველს ენაცვლებოდა.

You might also like