You are on page 1of 3

თეონა დადუნაშვილი

ხელოვნური ინტელექტი საფრთხეს უქმნის კაცობრიობას

დროის გასვლასთან ერთად, კაცობრიობა ტექნოლოგიური განვითარების ზენიტს


აღწევს. ერთ-ერთი დიდი ინოვაცია ხელოვნური ინტელექტია, რომელიც კომპიუტერის ან
რობოტის შესაძლებლობების ტექნოლოგიური ერთობლიობაა. იგი ნაწილობრივ
ითვისებს ადამიანის ინტელექტს და გამჭრიახობას, შეუძლია შეასრულოს დავალებები,
რომლებსაც, ჩვეულებრივ, უამრავ დროსა და რესუსრსს ვუთმობთ.
როდესაც დღევანდელ რეალობას, თითოეულ მეცნიერულ პროგრესსა თუ ინოვაციებს
ვიკვლევთ, უდაოდ შეგვიძლია დავინახოთ, რომ კაცობრიობას ნათელი მომავალი აქვს.
ხელოვნური ინტელექტის განვითარება გამოიყენება იმისთვის, რომ ინდივიდებს
საშუალება მიეცეთ იმუშაონ მეტად მომგებიანად, გააუმჯობესონ ცხოვრების დონე,
გარკვეული დავალებები უფრო სწრაფად და ეფექტურად შეასრულონ და
სიცოცხლისუნარიანობაც კი დაზოგონ. ამ ყველაფრის მიუხედავად, ადამიანთა
გარკვეული ნაწილი წინ უდგება ინოვაციის პოტენციურ საფრთხეებს, კითხვის ნიშნის
ქვეშ აყენებს ხელოვნური ინტელექტის კონსტრუქციულ ეფექტს კაცობრიობაზე და იმ
პლანეტაზე, რომელზეც ჩვენ ვცხოვრობთ.
ისეთ განვითარებულ კომპიუტერულ სისტემას, როგორიც ხელოვნური ინტელექტია,
შეუძლია შეასრულოს ადამიანის ინტელექტუალური ამოცანები, როგორიცაა
ვიზუალური აღქმა, მეტყველების ამოცნობა და გადაწყვეტილებების მიღება. ხელოვნური
ინტელექტის მეშვეობით მცირდება ადამიანური შეცდომების რაოდენობა. სწორად
დაპროგრამებული კომპიუტერი გადაწყვეტილებებს არსებული, შეგროვებული
ინფორმაციის ანალიზის მეშვეობით, ალგორითმების ნაკრების გამოყენებით იღებს, რაც
გამორიცხავს შეცდომის დაშვებიის ალბათობას და სიზუსტის გარანტიას გვაძლევს.
ადამიანისგან განსხვავებით, ორმელიც დღეში საშუალოდ 4-6 საათს მუშაობს,
ხელოვნური ინტელექტი მუდმივად ხელმისაწვდომია, მისი საშუალებით შეგვიძლია
ვამუშაოთ ნებისმიერი მექანიზმი, დავზოგოთ დრო და ენერგია. ხელოვნური ინტელექტი
ბევრად უფრო სწრაფ და ტექნიკურად სწორ გადაწყვეტილებებს იღებს, ადამიანზე
ეფექტურ ქმედებებს ახორციელებს. მისი ყველაზე დიდი უპირატესობა ისაა, რომ
ადამიანის ნაცვლად იღებს რისკს საკუთარ თავზე. ხელოვნური ინტელექტის
გამოყენებით ჩვენ შეგვიძლია გადავლახოთ ადამიანური რისკები და შეზღუდვები. იქნება
ეს ბომბის განმუხტვა, მარსზე წასვლა, ქვანახშირისა და ნავთობის მოპოვება თუ
ოკეანეების ღრმა ნაწილების შესწავლა. მისი გამოყენება შეიძლება ნებისმიერი სახის
სტიქიური თუ ადამიანებისგან გამოწვეული უბედურებების დროს. უკრაინაში
ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის აფეთქების დროს არ ასებობდნენ
ხელოვნური ინტელექტის მქონე რობოტები, რომლებიც დაგვეხმარებოდნენ
რადიაციული ეფექტის მინიმუმამდე შემცირებაში, რამაც კატასტროფული შედეგები
გამოიწვია. განვითარებული რობოტები ამ ფატალურ შემთხვევაში ადამიანურ რისკს
ეფექტურად გაუმკლავდებოდნენ და ხანძრის ადრეული ეტაპების კონტროლით
დრამატულად შეამცირებდნენ მსხვერპლთა რაოდენობას. ხელოვნური ინტელექტი
მედიცინის სფეროშიც გვთავაზობ ინოვაციებს, რათა გააუმჯობესოს ადამიანის
ცხოვრების დონე და სიცოცხლისუნარიანობა. ამის ნათელი მაგალითია ექიმების
აღმოჩენა ხელოვნური ინტელექტის დახმარებით მკერდის კიბოს წინასწარმეტყველებაზე.
MIT-ის კომპიუტერული მეცნიერებისა და ხელოვნური ინტელექტის ლაბორატორიამ
შეიმუშავა ღრმა სწავლებაზე დაფუძვნებული ხელოვნური ინტელექტის პროგნოზირების
მოდელი, რომელსაც წინასწარ, 5 წლით ადრე შეუძლია განსაზღვროს მკერდის კობოს
განვითარების საშიშროება.
ამ ყველაფრის მიუხედავად, ხელოვნური ინტელექტის განვითარება და ჭკვიანი
რობოტების შექმნა ზოგიერთ ადამიანში მომავლის შიშისა და პანიკის საფუძველია:
„ხელოვნური ინტელექტის სრულმა განვითარებამ შეიძლება გმაოიწვიოს კაცობრიობის
დასასრული... იგი თავისთავად გაძლიერდება და მუდმივი, მზარდი ტემპით ხელახლა
შეიმუშავებს თავს. შეზღუდული ბიოლოგიური ევოლუციის მქონე ადამიანები ვერ
შეძლებენ კონკურენციის გაწევას და რეპრესიას განიცდიან“ - სტივენ ჰოკინგი.
ხელოვნური ინტელექტის შექმნა დიდ რესურსებსა და მაღალ ხარჯებთან ასოცირდება,
აპარატურა და პროგრამული უზრუნველყოფა დროთა განმავლობაში უნდა განახლდეს
უახლესი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, რაც დიდ ფინანსურ რესურსებს
მოითხოვს. ადამიანებს დამოკიდებულების შეგრძნება უჩნდებათ ახალ ინოვაციებსა და
აპლიკაციებზე, რომელიც მათ მაგივრად ასრულებს სამუშაოს, რამაც შეიძლება ადამიანთა
გაზარმაცება და ინერტულ მდგომარეობაში ყოფნა გამოიწვიოს. ვინაიდან ხელოვნური
ინტელექტი განმეორებადი ამოცანების და სხვა სამუშაოების უმეტესობას რობოტებით
ანაცვლებს, ადამიანის როლი ამ პროცესებში მცირდება რამაც შეიძლება დიდი პრობლემა
შექმნას დასაქმების სფეროში და გაზარდოს უმუშევართა რიცხვი. ასევე, ხელოვნურ
ინტელექტს არ აქვს არანაირი ემოცია და არ შეუძლია ყუთს გარეთ აზროვნება. ეჭგარეშეა,
რომ კომპიუტერული მექანიზმები ბევრად უკეთ და ეფექტურად მუშაობენ, მაგრამ ისინი
ვერ შეცვლიან ადამიანურ კავშირს, რომელიც ქმნის გუნდს და საერთო მიზნისკენ
ერთობლივ მუშაობას. რობოტებს არ შეუძლიათ ადამიანებთან ემოციური თუ
მენტალური კავშირის დამყარება, რაც აუცილებელი ატრიბუტია როდესაც საქმე გუნდის
მენეჯმენტს ეხება. ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით მხოლოდ იმ ამოცანების
შესრულება შეგვიძლია, რომლებისთვისაც დაპროექტებული თუ დაპროგრამებულია, ამ
კურსიდან ნებისმიერი გადახვევა მოგვცემს შეუსაბამო შედეგებს. ეს დინამიკა საფრთხის
მომცველია ადამიანური ცნობისმოყვარეობის, ინოვაციურიბის, კრეატიულობის და
სოციალური უნარების მიმართ. ამ ყველაფრის მიუხედავად, ხელოვნურ ინტელექტზე
სრული კონტროლი ადამიანებს გვაქვს, ჩვენ ვაპროგრამებთ და ვირჩევთ კონკრეტულ
სამსახურს, რისი ეფექტურად შესრულება გვსურს. ჭკვიანი რობოტების საშიშროება
კაცობრიობის მომავალზე უშუალოდ იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად
პოზიტიურად თუ ნეგატიურად გავმართავთ და გმაოვიყენებთ მათ.
ხელოვნური ინტელექტი უდაოდ უზარმაზარი რევოლუციის წყარო იქნება
კაცობრიობის ისტორიაში. როგორც ყველაფერ დანარჩენს, ყოველ ახალ გამოგონებას ან
მიღწევას აქვს დადებითი და უარყოფითი მხარეები. ჩვენ, როგოც ადამიანებმა უნდა
ვიზრუნოთ ტექნოლოგიური ინოვაციების დადებითი კუთხით გამოყენებაზე. ყოველ
განვითარებად სიახლეს საფუძვლად ადამიანის კრეატიული იდეა და ფართოდ
აზროვნების უნარი უდევს, ამ შემთხვევაში, არც ხელოვნური ინტელექტია გმაონაკლისი,
იგი ადამიანის მიერაა შექმნილი და დაპროგრამებული, შესაბამისად, ჩვენ
ვაკონტროლებთ და ვუძებნით გამოყენებას. ის ვერასდროს გიქნება სრულად იდენტური
ადამიანური ინტელექტისა და ვერც ადამიანური თვისებებისა თუ ემოციების
ჩანაცვლებას მოახერხებს. არცერთი ხელოვნური ინტელექტის მქონე აპლიკაცია თუ
რობოტი არ არის შექმნილი იმ მასშტაბით, რომელსაც შეუძლია კაცობრიობის
განადგურება ან დამონება, შესაბამისად მოსაზრება, რომ იგი საფრთხეს უქმნის
კაცობრიობას, საფუძველს მოკლებულია. ხელოვნური ინტელექტის პოზიტიურად და
ჭკვიანურად გმაოყენების შემთხვევაში შეგვიძლია ხელი შევუწყოთ ადამიანური
ცივილიზაციის განვითარებას, გავიუმჯობესოთ ცხოვრების დონე და
სიცოცხლისუნარიანობა. როდესაც პრაქტიკულ და შრომატევად ყოველდღიურ საქმეებს
რობოტები შეასრულებენ, შეგვიძლია საკუთარ თავს მივცეთ დრო და მენტალური
ენერგია მეტად მნიშვნელოვან საკითხებზე კონცენტრაციისა და განხორციელებისთვის.

You might also like