You are on page 1of 3

გიორგი ხახუტაიშვილი

კონრად ზაქარიას ლორენცი


მოცემული ტექსტი შეეხება იმ ცოდვებს, რომლებიც ადამიანთა რასას
განადგურებამდე მიიყვანს. ნაშრომში საუბარია პრობლემებზე, როგორებიცაა ჭარბი
მოსახლეობა, ბუნებრივ რესურსებზე მოფრთხილება, ადამიანთაშორისი
ურთიერთობები, წარსულისა და აწმყოს დაპირისპირება, თაობათაშორისი ბრძოლა,
გენეტიკური მუტაცია, ინდოქტრინაცია და ბირთვული საფრთხე, მათი აღწერითა და
ანალიზით, ავტორი საუბრობს თუ რისი გამომწვევი შეიძლება იყოს მათი
უგულებელყოფა.

პირველი ცოდვა არის ჭარბი მოსახლეობა. მას შემდეგ, რაც ადამიანი ჩაერია ბუნებრივ
გადარჩევაში და აჯობა კლიმატს, ავადმყოფობა და სხვა, იგი გამრავლდა და აითვისა
მთელი დედამიწა. ლორენცი ამბობს, რომ სიმჭიდროვის პრობლემა არ უნდა მივიღოთ
არაჰუმანურად, რადგან როდესაც მოსახლეობის რაოდენობა გადააჭარბებს გარემოს
ტევადობას, გარდაუვალი იქნება განადგურება. ამასთან, იგი საუბრობს ისეთი
გრძნობების დაქვეითებაზე, როგორებიცაა თანაგრძნობა და სიყვარული ახლობლის
მიმართ, რადგან როდესაც მას ყოველდღე ხედავ, ისმენ და ურთიერთობაში ხარ, დგება
მომენტი, როდესაც ნაკლებად გადარდებს და საბოლოოდ ამას მივყავართ
უყურადღებობამდე, ამის პარალელურად კი ქალაქგარეთ, სადაც მჭიდრო
დასახლებები არ გვხვდება, ურთიერთობები უფრო თბილია, ხალხი კი -
მოსიყვარულე.

მეორე ცოდვა, რომელიც პირველიდან გამომდინარეობს, არის ეკოლოგიური


კატასტროფის მომასწავებელი. მას შემდეგ, რაც ადამიანთა რაოდენობა გაიზრდა, მათ
დასჭირდათ მეტი საკვები, მეტი ენერგია, მეტი ყველაფერი, რისი მოძებნაც ბუნებრივი
რესურსების გაჩანაგებით სრულდება, ამის პარალელურად, ავიწყდებათ ის ფაქტი,
რომ ეს რესურსები ამოწურვადია და ბუნების თანაარსებობაში ასე პირდაპირ ჩარევა,
გამანადგურებელი იქნება ეკოსისტემისთვის, მაგალთად კი მოჰყავს ჩლიქოსნებისა და
მტაცებლების „თანაარსებობა“, მტაცებელი ჭამს სუსტსა და ნელ ჩლიქოსანს, რომელიც
ვერ გაექცა მას, ამით კი გადარჩება ის, რომელიც ძლიერი და სწრაფია, მაშასადამე,
ბუნებამ გადაარჩია, ამის პარალელურად, ჩლიქოსანი ანადგურებს ბალახის საფარს,
მაგრამ თელავს მათ, რათა ისევ გამრავლდეს, ეს ბუნებრივი თანაარსებობა ამ
სახეობებს აძლევთ საშუალებას იარსებონ, მაგრამ ადამიანი, რომელიც
ბარბაროსულად ანადგურებს ბუნებრივ რესურსებს, საბოლოოდ მათ გარეშე დარჩება,
რაც, როგორც უკვე ვახსენე, კატასტროფის მომასწავებელია.

მესამე ცოდვის დასაწყისს, რომელიც ასევე უკავშირდება პირველ ცოდვას, რადგან


ჭარბი მოსახლეობის დროს კონკურენცია მზარდია, ლორენცი საუბრობს
შიდასახეობრივ კონკურენციაზე, რომელიც სახეობათაშორის კონკურენციაზე
გაცილებით სახიფათოა. ამ ცოდვაში იგი ადამიანების მიმართ ამბობს, რომ
ერთმანეთისთვის მგლები არიან, რადგან ასეთი კონკურენციის დროს ინდივიდის
მიზანია გადაუსწროს მეორე ინდივიდს, მასზე ამაღლდეს, მაგრამ ამ პირობებში, მის
მიზნად იქცევა საკუთარ თავზე ამაღლება, ეს კი შიშის გამომწვევია, მაშასადამე, მზადი
მოსახლეობა - მზარდი კონკურენცია, ადამიანს კი დრო აღარ რჩება, რომ ყველაზე
მთავარი - ფიქრი, აზროვნება - მოასწროს, რომელიც განვითარებისთვის
აუცილებელია.

მეოთხე ცოდვა, რომელზეც პირველ ცოდვაშიც ვისაუბრე, არის გრძნობების სითბური


კვდომა, მაგრამ ამ შემთხვევაში ლორენცი აკონკრეტებს და ამ ცოდვის წყაროდ
ფარმაკოლოგიას, მედიცინას, ტექნიკას ასახელებს, მათი დახმარებით ადმიანს
ნაკლებად ადარდებს, სწყინს, უხარია. ნებისმიერი გრძნობის შემსუბუქება ადამიანს
აღარ აქცევს გამორჩეულ ინდივიდად, მაგალითად კი მოჰყავს ალპინისტი, რომელიც
მთელი გზა იმისთვის წვალობდა, რომ მწვერვალზე ასულიყო, თუ იგი იმ ასვლის
ტანჯვასა და წვალებას ვერ იგრძნობდა, მწვერვალზე ასვლაც არ იქნებოდა ძალიან
სასიხარულო, ლორენცს იმის თქმა სურს, რომ ნებისმიერი სახის ემოცია, უმჯობესია
იყოს ნამდვილი, ბუნებრივი, რეალური, ვიდრე ძალით შემსუბუქებული და
ხელოვნური, რადგან ამით ვკარგავთ უმნიშვნელოვანესს - ადამიანურობას.

მეხუთე ცოდვა გენეტიკასთან და განსხვავებულ ინდივიდებთანაა დაკავშირებული,


დასაწყისს, ლორენცი საუბრობს, რომ სოციუმს აქვს მიღებული ნორმები, რომლებიც
უზრუნველყობს ნორმალურ თანაარსებობას, მაგრამ ზოგიერთ ადამიანში მთავარი
საკუთარი მოთხოვნების დაკმაყოფილება, სიამოვნების მიღებაა, რაც თავისთავად
იწვევს პასუხისმგებლობის არიდებას, მაშასადამე, ირღვევა ნორმები, რომლებიც
სტაბილურობას ინარჩუნებენ. ეს ინფანტილური ქცევა ხშირშემთხვევაში იწვევს
სამართლებრივ დანაშაულებს. ლორენცს მაგალითის სახით მოჰყავს ახალგაზრდები,
რომლებიც, ერთი მხრივ, ეწინააღმდეგებიან მშობლებს, მეორე მხრივ კი, მშობლების
დახმარებით ირჩენენ თავს, ეს არის გენეტიკური მუტაცია, ეთგვარი გენის
გადაგვარება და ამის გამოსწორება შეუძლებელია, ამიტომაა ასეთი საშიში.

მეექვსე ცოდვა არის ტრაიდიცებისგან მოწყვეტა, ეს თანამედროვეობას უკავშირდება,


ლორენცი კონკრეტულად გვიხსნის, რომ ძველი ტრადიციები პირდაპირ არ უნდა
მოვიშოროთ, ამ ცოდნამ მოგვიყვანა დღეს თანამედროვეობამდე, კარგი ტრადიციები
უნდა დარჩეს, მოდერნიზდეს და ახლებს შეერწყას, რათა ცოდნაზე უარი არ ითქვას.
წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ ადამიანი ათასწლეულების განმავლობაში ნაგროვებ
გამოცდილებაზე უარს იტყვის, ეს არასწორი იქნება. ცოდნა, რომელმაც შექმნა
თანამედროვეობა, ტექნოლოგია, მედიცინა და სხვა... დავიწყებას არ უნდა მიეცეს,
რადგან ეს თავად თანამედროვეობის საპირისპიროდ გადადგმული ნაბიჯი იქნება.
მეშვიდე ცოდვას, ინდოქტრინაციას, ლორენცი მძიმედ მიიჩნევს, რადგან იგი
პირდაპირ ეხება ადმიანთა ინდივიდუალურობას. ავტორი ჰიპოთეზას საჭიროდ
მიიჩნევს, მაგრამ იმ შემთხვევასი, თუ იგი ფაქტებითაა გამყარებული და უარყოფილი,
წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ ჰიპოთეზამ აღიარება მიიღო, როცა ტყუილია, ვიღებთ
ინდოქტრინაციას, რომელთა გავრცელებასაც ხელს უწყობენ მასმედიის საშუალებები.
ინდოქტრინაციის ფონზე, როდესაც გადაუმოწმებელ ინფორმაციას ხალხი იჯერებს,
გამოჩნდება ისეთი ადამიანი, რომელიც სიმართლეს იტყვის, მაგრამ იგი ჩაგვრისა და
გარიყვის მსხვერპლი გახდება, რადგან ხალხი დაიჯერებს ინდოქტრინაციის
„სიმართლეს“ და ეს ჭეშმარიტება გახდება. ასეთ შემთხვევაში ის ინდივიდიც
ორდინალურობას დაექვემდებარება, რაც საბოლოოდ ინდივიდუალურობის
გაქრობამდე მიგვიყვანს. ეს ცოდვაც ეხმიანება პირველ ცოდვას, მეტი მოსახლეობით,
საზოგადოებრივ აზრს ძალა ემატება და ხდება მათი უნიფიცირება,
გაერთმნიშვნელიანება, ერთგვაროვანი მასა კი ყოველთვის ადვილად შეიძლება
იმართოს.

მერვე ცოდვა, რომელიც გამოწვეულია ზემოთ ჩამოთვლილი ცოდვებით, არის


ბირთვული იარაღი, მაგრამ ლორენცი წერს, რომ თუ ზემოთ ნახსენებ ცოდვებს
გამოვასწორებთ, ამ ცოდვის თავიდან არიდება შესაძლებელია, თუ ღილაკზე თითს არ
დავაჭერთ. ამით, ვფიქრობ, ლორენცს იმის თქმა სურს, რომ ზემოთ ჩამოთვლილ
ცოდვებს მივყავართ ამ დესტრუქციულობამდე და მათ გარეშე, თავისუფლადაა
შესაძლებელი, რომ თავიდან ავირიდოთ ბირთვული კატასტროფა.

გამომდინარე ზემოთ თქმულიდან, შემიძლია შევაჯამო, რომ ლორენცი საუბრობს


თანამედროვეობაში აქტუალურ პრობლემებზე, რომლებსაც ცოდვების სახით
გვიჩვენებს, თვალს გვიხელს ტექნოლოგიების განვითარების უარყოფით მხარეებზე
და შეჯამები სახით გვაფრთხილებს, რომ ცოდვათა გაგრძელება მიგვიყვანს ბირთვულ
ომამდე, რაც ადამიანთა რასისთვის გამანადგურებელი იქნება. ამ რვა ცოდვის
გამოსწორება უნად იყოს ჩვენი მიზანი, რათა კვლავ შეგვეძლოს არსებობა.

გამოყენებული ლიტერატურა
1. ლორენცი, კონრად ზაქარიას. „ცივილიზებული კაცობრიობის რვა
მომაკვდინებელი ცოდვა“ წიგნში შესავალი თანამედროვე აზროვნებაში 2, 242-
309. თბილისი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2019

You might also like