You are on page 1of 6

იუვალ ნოა ჰარარი

ანა ახალკაცი

საშინაო დავალება

მეცნიერებისა და ხელოვნების ფაკულტეტი

კურსის ხემძღვანელი: ლუკა კუჭუხიძე

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

თბილისი, 2020
იუვალ ნოა ჰარარი გახლავთ ებრაელი მოაზროვნე, რომლმაც წიგნში „საპიენსი:
კაცობრიობის მოკლე ისტორია“ განიხილა ადამიანი ბიოლოგიურ ჭრილში.

ჰარარი გვთავაზობს კოგნიტური რევოლუციის ცნებას. მისი აზრით, კოგნიტური


რევოლუცია არის ის პირველი ეტაპი, რომლის დროსაც ხდება ადამიანის განვითარება და
ასევე ეს არის ეტაპი, როდესაც თითოეული ადამიანი ცდილობს განავითაროს მისი
სამეტყველო ენა. ჰარარი კოგნიტურ რევოლუციაში გულისხმობს კოგნიტურ
ფსიქოლოგიას ანუ „ქცევით თანამედროვეობას“. ჰარარის მიხედვით, ეს არის იმ
აზროვნებისა და ქცევის ნიშნები, რის მიხედვითაც ხდება ადამიანების განსხვავება სხვა
მათივე მონათესავე წინაპრებისაგან. კოგნიტური რევოლუციისას მიმდინარეობდა სამი
ძალზედ მნიშვნელოვანი უნარის განვითარება. უპირველეს ყოვლისა ადამიანმა შეძლო
შეეძინა უნარი, რისი დახმარებითაც შეძლებდა გაენალიზებინა და გადაეცა
გარესამყაროს შესახებ მიღებული დიდი მოცულობის ინფორმაცია, ამ ყოველივემ კი
ხელი შეუწყო ისეთი ქმდედებების დაგეგმვას, როგორიცაა იმ ცხოველებისგან გაქცევა,
რომლებიც ძლიერები არიან და იმ ცხოველებზე ნადირობა, რომლებიც სუსტებად
მიგვაჩნია. მეორე უნარი გახლდათ დიდი მოცულობის ინფორმაციის გადაცება თუნდაც
სოციალური ურთიერთობების შესახებ, რისი დახმარებითაც ჩამოყალიბდა დიდი და
მჭიდრო ჯგუფები. მესამე კი იყო უნარი იმ ფიქციების შესახებ, რომელსაც შეუძლია
ინფორმაციის გადაცემა, რის მეშვეობითაც ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულ
ადამიანებს ჩამოუყალიბდათ თანამშრომლობისა და ურთიერთგაგების თვისებები.
თვალსაჩინოა ის ფაქტი, რომ კოგნიტური რევოლუცია ადამიანებს გამოარჩევს უახლოესი
მონათესავე პრიმატებისაგან და უშუალო წინაპრებისაგან.

ჰომო საპიენსი ეს იყო სახეობა, რომლებმაც ადამიანები აიძულეს დაეტოვებინათ


სხავდასხვა ტერიტორია და ასევე ეს არის ის სახეობა, რომლებსაც მეცნიერებმა პირველი
ნივთების გამოგონება მიაწერეს. არსებობს სხვადასხვა თეორია თუ რა შეიძლება
ყოფილიყო ამის მიზეზი, მაგრამ მათგან ყველაზე გავრცელებულია კოგნიტური
რევოლუცია. საპიენსთა ტვინის აგებულება თანდათან იცვლებოდა გენეტიკური
მუტაციის საშუალებით. საბოლოოდ კი საპიენსებმა შეძლეს დამოუკიდებლად

1
აზროვნება და კომუნიკაცია. სწორედაც, რომ ამ ყოველივეს ჰარარმა უწოდა ცოდნის ხის
მუტაციის პროცესი.

ავტორი ნაშრომში საუბრობს და განიხილავს საპიენსის სამეტყველო ენას. ბუნებრივია ის,


რომ ეს არ ყოფილა პირველი ენა, რადგანაც ყველა ცხოველს მისთვის დამახასიათებელი
ენა გააჩნია. საპიენსების ენა ვერ იკავებდა პირველ ადგილს ბგერით ენებს შორის,
ვინაიდან ასეთ ენაზე უამრავი ცხოველი საუბრობდა, მათ შორის: მაიმუნებიც.
მაიმუნებისგან განსხვავებით საპიენსს შეეძლო ემეტყველა მრავალფეროვანი ბგერითი
სიგნალებით, საპიენსის მსგავსად ასე გასაოცრად მეტყველება შეეძლოთ სპილოებსა და
ვეშაპებს. თუთიყუში ერთადერთი ფრინველია, რომელსაც იმ ყველაფრის გამეორება
შეუძლია, რისი თქმაც ადამიანს. აქედან გამომდინარე გვებადება კითხვა იმის შესახებ, თუ
რატომ არის ადამიანის ენა განსაკუთრებული? ამ კითხვაზე პასუხი ძალზედ ადვილია,
რადგანაც ადამიანებს შეუძლიათ ენის მოქნილობით შექმნან ერთმანეთისგან სრულიად
განსხვავებული წინადადებები. ადამიანს შეუძლია უამრავი ინფორმაციისა თუ დეტალის
გაანალიზება, დამახსოვრება და შემდეგ სხვებისთვის გადაცემა. საფრთხის
მოახლოებისას მამიმუნს შეუძლია, რომ რაიმე სიტყვით თუ მოძრაობით გააფრთხილოს
მისივე მეგობარი, მაგრამ ადამიანს მაიმუნისგან განსხვავებით აქვს უნარი იმისა, რომ
მოყვეს ან აღწეროს ეს თუ ის ამბავი.

ჰარარის მოსაზრებით არსებობს საპიენსის სასაუბრო ენის სხვადასხვა ფუნქცია.


ზოგიერთი მეცნიერის აზრით, ჩვენი სასაუბრო ენის შექმნა უკავშირდება ჭორაობას, ანუ
აზრთა გაცვლას. ამის მიხედვით, ვიგებთ, რომ ჰომო საპიენსს შეგვიძლია ვუწოდოთ
სოციალური ცხოველი, ხოლო ჩვენი გადარჩენის ერთადერთი გზა სწორედაც, რომ
სოციალური ურთიერთგაგებაა. ადამიანთა ენა მართლაც, რომ განსაკუთრებულია და ეს
იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ ნებისმიერ ისეთ თემაზე რაც არ
არსებობს. არსებობს მოსაზრება, რომ მაიმუნებს კი აინტერესებთ სოციალური
ინფორმაცია, მაგრამ მათ ადამიანებისგან განსხვავებით არ შეუძლიათ ერთმანეთის
ზურგს უკან საუბარი. ვერ ვიტყვით, რომ ჭორაობა კარგი ქმედებაა, მაგრამ ეს მართლაც
რომ მნიშვნელოვანია თანამშრომლობის ეფექტურად წარმართვისთვის. უამრავი
ადამიანისთვის ჭორაობის თეორია მართლაც სასაცილოა, მაგრამ ამ თეორიას ბევრი
2
კველა ამტკიცებს. ჭორაობა ადამიანთათვის იმდენად მნიშვნელოვანი და ბუნებრივი
მოვლენაა, რომ ჩნდება მოსაზრება იმის შესახებ, რომ სწორედ ჭორაობაა ჩვენი ენის
ძირითადი ფუნქცია. ჰარარის მიხედივით, „ჭორიკნები წარმოადგენენ მეოთხე
ხელისუფლების–ჟურნალისტების წინაპრებს. ისინი ზრუნავენ საზოგადოების
ინფორმირებულობაზე და ამგვარად მას თაღლითებისა და მუქთახორებისგან
იცავენ.“(შთა II, ჰარარი, გვ.453, თბილისი, 2018). სწორედაც, რომ ეს ყოველივე
წარმოადგენს ჩვენი ენის უმნიშვნელოვანეს ფუნქციას. ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ ისეთ
თემებზე რაც არც მოგვისმენია და არც დაგვინახავს, ანუ ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე რაც არც
კი არსებობს.

ჰარარი თავის ნაშრომში ამბობს, „თქვენ ვერასოდეს დაიყოლიებთ მაიმუნს ბანანის


მოცემაზე იმ პირობით, რომ სიკვდილის შემდეგ სამოთხეში უთვალავ ბანანს მიიღებს“
(შთა II, ჰარარი, გვ.454, თბილისი, 2018). უდავოა ის ფაქტი, რომ მხოლოდ ჰომოსაპიენსებს
შეეძლოთ რეალურ სამყაროში ყოფილიყვნენ და არარეალურ მოვლენებზე ესაუბრათ.
ფრაზა, რომელიც ზემოთ მოვიყვანე სწორედაც რომ ადამიანების მიერ არარეალური
მოვლენების დაჯერების ნათელი მაგალითია. სხვადასხვა გამოგონილ ამბავს შეუძლია
ადამიანთა შეცდომაში შეყვანა. ავტორი ამის დასამტკიცებლად გვთავაზობს ორ
მაგალითს: პირველი არის ადამიანი, რომელიც დაკავებულია ფერიების ძებნით, ხოლო
მეორე ადამიანი დაკავებულია ცხოველებზე ნადირობით და სოკოების კრეფით. ამ ორი
სახის ადამიანს შორის გადარჩენის უპირატესობა აქვს მეორეს, რადგანაც რაღაც
არარეაულრში დახარჯულ დროს ჯობია ეს დრო საკვების მოპოვებაში გამოვიყენოთ.
ადამიანებს შეუძლიათ ისეთი მითების შექმნა, რომლის დახმარებითაც საპიენსებს
ეძლეოდათ შესაძლებლობა დიდ ჯგუფებში ემოქმედა მოქნილი და შეთანხმებული
მუშაობით. თვალსაჩინოა, რომ ნებისმიერ ცხოველსაც შეუძლია ფართო ჯგუფებში
მუშაობა, მაგრამ საპიენსებს შეეძლოთ უფრო ეფექტურად მუშაობა და მათ არანაირი
ფაქტორი ხელს არ უშლიდათ.სწორედაც, რომ ეს ყოველივეა იმის მიზეზი რომ საპიენსები
განაგებენ ამ სამყაროს, ხოლო ცხოველები მათი ნარჩენებით ირჩენენ თავს. ზემოთ
მოცემული ინფორმაციის მიხევდით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჰარარის მაიმუნებზე მიერ
ნათქვამი ფრაზა ნათლად გადმოგვცემს იმ ფაქტს,რომ არარეალური მოვლენის
3
არანაირად არ სჯერავს არც მაიმუნს და არც სხვა ნებისმიერ ცხოველს. ამ ყოველივეს
დაჯერება შეუძლია მხოლოდ და მხოლოდ საპიენსს.

4
ბიბლიოგრაფია

ჰარარი, იუვალ ნოა. „საპიენსი: კაცობრიობის მოკლე ისტორია.“ წიგნი შესავალი


თანამედროვე აზროვნებაში II. 428-467. თბილისი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის
გამომცემლობა, 2018.

You might also like