You are on page 1of 142

მარიამ სუხიტაშვილი.

მართვა და საზოგადოებრივი მეცნიერებები

ანთროპოლოგია
სარჩევი
ბიოლოგიური ანთროპოლოგია
ლექცია I - ადამიანის ადგილი სიცოცხლის ევოლუციის პროცესში

1. ჩანაწერები ლექციიდან
2. ეუკარიოტების სამეფო.
 ადამიანის ცოცხალი ბიძაშვილები
 ჰომინოიდების ტოტი
 კატარინელების სუპერ-ოჯახი
 პრიმატები
 კურდღლების, მღრღნელები და სხვა დიდი ცხოველების ტოტი
 ამნინიონიანი სახეობების ტოტი
 ტეტრპოდების (ოთხფეხიანები) სუპერკლასის ტოტი
 გნატოსტომების ტოტი (ადამიანის წინაპარი წყალში).
 ხერხემლიანების და კრანიატების ტოტი
 მეორადპირიანების (დეიტეროსტორმი) ტოტი
 ბილატერალური არსებების ტოტი
 მეტაზოა-ს ტოტი
 მცენარეთა ტოტი
3. პროკარიოტები
4. არქეა
5. LUCA
6. შეჯამება

სემინარი I - ცოცხალი ორგანიზმების კლასიფიკაცია

7. ჩანაწერები პპტ-დან
8. კლასიფიკაციის ისტორია
9. ეკლექტური სისტემატიზაცია
10. კლასიფიკაციის კონცეფცია და მეთოდოლოგია
 როგორ ვაჯგუფებთ ცოცხალ ორგანიზმებს?
11. მაქსიმალური პარციმონიის მეთოდი
12. ლექსიკონი

ლექცია II - ევოლუციის თეორია

13. რა არის მეცნიერული თეორია და როგორ მუშაობს მეცნიერება


14. დარვინამდელი იდეები ევოლუციის შესახებ - ევოლუციის თეორიის სათავეებთან
 ლამარკის ტრანსმუტაციის თეორია
15. ჩარლზ დარვინი (მცირე ბიოგრაფია)
16. ხელოვნური გადარჩევა
17. ევოლუციის თეორია - მოკლე განმარტება
18. მიკროევოლუცია

1
მარიამ სუხიტაშვილი. მართვა და საზოგადოებრივი მეცნიერებები

19. მაკროევოლუცია
20. რატომ არ წარმოიქმნენ დედამიწაზე სრულყოფილი ორგანიზმები ამდენი ხანი ?
21. თვალის ევოლუცია
22. ლექსიკონი

ლექცია III-I - არქეოლოგია და დათარიღება

23. ჩანაწერები პპტ-დან


24. ჩანაწერები რიდერიდან
 აღმოჩენებისა და გათხრების პროცესი
 დათარიღება

ლექცია III-I - არქეოლოგია და დათარიღება. ჩანაწერები წიგნიდან

25. პალეოანთროპოლოგიური კვლევა


26. არქეოლოგიის წარმოშობა: ქალის როლი აცკეტურ მექსიკაში
27. წიაღისეული და მისი ადგილდმებარეობა
28. არქეოლოგიური ჩანაწერები
29. ისტორიის არქეოლოგია
30. ადგილსაპოვებლის მიგნება
31. ქვეზედაპირის შემოწმება და კვლევა
32. არქეოლოგიის გამოყენება
 წყალქვეშა ანთროპოლოგია
 საჰაერო არქეოლოგია, დისტანციური დაკვირვება
 არქეოლგიური გათხრები
33. დათარიღების მეთოდები
 ფარდობითი დათარიღება
 სტრატიგრაფული დათარიღება
 ფაუნური თანმიმდევრობა
 პალინოლოგია
 ძვლების დათარიღების მეთოდები
 სერიაცია
 რიცხვითი/აბსოლუტური დათარიღება
 ნახშირბადის რადიოაქტიური იზოტოპით დათარიღების (ნახშირბად 14-ის)
მეთოდი
 კალიუმ არგონის და ურანის გამოსხივების მეთოდები
 თერმოლუმინესცენციით დათარიღება
 დენდროქრონოლოგია
34. ინტერპრეტაციები წარსულზე

ლექცია IV-I - პირველი ჰომინინები

35. ჩანაწერები პპტ-დან


36. ჩანაწერები რიდერიდან
 გვარ homo-ს განსაზღვრების ისტორია
 ვინ? სად? როდის?
 როგორ გამოიყურებოდნენ?

2
მარიამ სუხიტაშვილი. მართვა და საზოგადოებრივი მეცნიერებები

 პირველი გასვლა
 რა შეიძლება გამხდარიყო აფრიკიდან გასვლის მიზეზი?
 დმანისელი ჰომოები

ლექცია IV-II - პირველი ჰომინინები. ჩანაწერები წიგნიდან

37. ბიპედალიზმი
 რატომ ბიპედალიზმი?
38. სახის, კბილებისა და ყბის შემცირება
39. თავის ქალის მოცულობის განვითარება
40. უძველესი ჰომინინები
41. ავსტრალოფითეკები
42. პარანთროპუსები (დიდი ავსტრალოფიტეცენები)
43. პირველი ჰომოები
44. შეცდომები და შეხედულებათა ცვლა
 პილტდაუნის ფარსი
 დ.ჯონსონისა და ტ.უაითის შეცდომა
45. სხვა ფაქტები

ლექცია V-I - რასობრივი თეორია

46. ჩანაწერები პპტ-დან

ლექციაV-II - ადამიანის ვარიაციები

47. ადამიანის ვარიაციის წყარო


48. გენეტიკა და ევოლუცია
49. კულტურა
50. ცვლილებების მიზეზების შეფასება
51. სხეულის თმა
52. კანის ფერი
53. სხეულის აღნაგობა
54. თავის ქალის და სახის თავისებურებები
55. ბიოქიმიური თვისებები
 სისხლის ჯგუფები
 ნამგლისებრი ანემია
 ლაქტაზის უკმარისობა
56. ფიზიკური გარემოს გავლენები
 აკლიმატიზაცია
 ურბანიზაციის გავლენა
57. უძველესი კლასიფიკაციის სისტემები
 ადრეული „მეცნიერული“ კვლევები და რასა
58. კლასიფიკაციის სისტემების შეზღუდულობა
 უწყვეტი ვარიაცია და კლასიფიკაცია
59. გეოგრაფიული რასები
60. კლინური განაწილება
61. მრავალგანზომილებიანი ანალიზი

3
მარიამ სუხიტაშვილი. მართვა და საზოგადოებრივი მეცნიერებები

62. მემკვიდრეობითობა და ინტელექტი


 ინტელექტის გაზომვა

ფსიქოლოგიური ანთროპოლოგია
ლექცია I - ტვინი, ფსიქიკა და კულტურა

1. ტვინი და ფსიქიკა ზოგადად


 ფსიქომორფოლოგიზმი
 დუალიზმი
 მონიზმი
 ნეირობიოლოგიური კვლევები
2. ტვინის სამი ფილოგენეტიკური სტრუქტურა
 ტვინის მარცხენა და მარჯვენა ჰემისფეროები
 „გახლეჩილი ტვინის“ კვლევები
3. პალეოანთროპოლოგიური ტრაქეტორია
4. ევოლუცია და ტვინი
 თავის ტვინის ზომა
 შეფარდება
 სტრუქტურის მნიშვნელობა
 კავშირების მნიშვნელობა
5. პლასტიკური დიდი ტვინი
6. არა მხოლოდ ტვინი
7. სოციალური ინტელექტი
8. კულტურა და კოგნიტური სტილი
 კოგნიტური უნარი და კოგნიტური სტილი
 კონტექსტისგან დამოუკიდებელი და კონტექსტზე დამოკიდებული სტილები
 კულტურის გავლენა
 კონტექსტზე დამოკიდებულება-დამოუკიდებლობის გავლენა სწავლების
პროცესზე
9. ჩანაწერები პპტ-დან
10. სქესთაშორისი სხვაობები ტვინში

ლექცია II - კოგნიციის განვითარება

11. ჩანაწერები პპტ-დან


12. რიდერის შესავალი
13. ფსიქოლოგიური განვითარების სფეროები
14. ფსიქიკის განვითარება ფილოგენეზში
 ცხოველთა ფსიქიკური აქტივობის მარტივი და თანდაყოლილი ფორმები
 ცხოველთა ფსიქიკური აქტივობის შეძენილი ფორმები
 ცხოველთა ფსიქიკური აქტივობის მაღალი ფორმები
 შეუძლიათ თუ არა ცხოველებს ისწავლონ ადამიანური ენა?
15. ფსიქიკის ცვალებადობა ონტოგენეზში
 ფსიქიკური ონტოგენეზის ზოგადი საკითხები

4
მარიამ სუხიტაშვილი. მართვა და საზოგადოებრივი მეცნიერებები

 ონტოგენეტური განვითარების პერიოდები


 ონტოგენეტური განვითარების თეორიების 3 ძირითადი შეკითხვა
16. კოგნიტური განვითარება
 ჟან პიაჟეს კოგნიტური განვითარების თეორია
 ჟ. პიაჟეს თეორიის ძირითადი იდეები (შეჯამება)

ლექცია III - მორალური ქცევის ევოლუცია

17. ალტრუიზმი
 ნათესაობრივი ალტრუიზმი
 რეციპროკული ალტრუიზმი
18. მორალის ევოლუციური ფუნქცია
 1. ზიანი/მზრუნველობა
 2. სამართლიანობა/მოტყუება
 3. ერთგულება/ღალატი
 4. ავტორიტეტი/სუბვერსია
 5. სიწმინდე/დეგრადაცია
19. ლ. კოლბერგის მორალური განვითარების თეორია
 დონე I. პრეკონვენციური მორალი
 დონე II. კონვენციური მორალი.
 დონე III. პოსტკონვენციური მორალი სტადია
 მსჯელობა მორალური მსჯელობის განვითარებაზე (შეჯამება)
 რა უდევს საფუძვლად მორალური მსჯელობის განვითარებას?

ლექცია IV-I - ფსიქოსექსუალური განვითარება

20. დაწყვილების სტრატეგიები


21. რატომ არსებობს სექსი?
22. სქესობრივი გადარჩევა
23. სქესობრივი ქცევა დიდ მაიმუნებში
24. სქესობრივი ქცევა ადამიანებში.
 მომარაგების ჰიპოთეზა
25. ადამიანის დაწყვილების სტრატეგიები
 ხანგრძლივი დაწყვილების სტრატეგიები
 ხანმოკლე დაწყვილების სტრატეგიები
26. სქესთაშორისი კონფლიქტი
 ჯორჯ ბარნსი
 ზიგმუნდ ფროიდის ფსიქოსექსუალური თეორია

ლექცია IV-II - კლინიკური სექსოლოგიის პროპედევტიკა

27. სექსუალობა - ზოგადი საფუძვლები


 რა არის სქესი, გენდერი, სექსუალობა?
 რა არის სექსუალური მოთხოვნილება/ინტერესი
 სექსუალური ქცევა
28. კლინიკური ნაწილი

5
მარიამ სუხიტაშვილი. მართვა და საზოგადოებრივი მეცნიერებები

 ნორმის ცნება სექსოლოგიაში, არაერთგვაროვანი ნორმა, ნორმის


პირობითობა
 სექსუალური ჯანმრთელობის დარღვევა და საერთაშორისო დიაგნოსტიკის
კლასიფიკაცები
29. გენდერული დისფორია
30. ჰომოფობია და კლინიკური სექსოლოგია

კულტურული ანთროპოლოგია
ლექცია I-I - შექსპირი ბუჩქნარში (ლორა ბოანანი)

ლექცია I-II - სხეულის რიტუალები ილეკირემას ტომში (ჰორას მაინერი)

ლექცია I-III - რა არის კულტურული ანთროპოლოგია

1. მცირე შესავალი
2. დარგის მოკლე მიმოხილვა
3. უნივერსალური და კონკრეტული
4. ეთნოცენტრიზმი და კულტურული რელატივიზმი
5. ანთროპოლოგიის მოკლე ისტორია
 პროტო-ანთროპოლოგია
6. ვიქტორიანული ეპოქა (IXXს)
 ფრანც ბოასი (აშშ-ში)
 ბრიტანული სკოლა - ბრონისლავ მალინოვსკი
 მარსელ მოსი (საფრანგეთი)
7. საველე სამუშაო
 ველზე
8. თეორია და მონაცემები
9. ლექსიკონი

ლექცია II-I - ნათესაობა მე-20 საუკუნის მიწურულის ინგლისში ავტორი (მერილინ


სთრათერნი)

ლექცია II-II - სოციალური პირი

10. ადამიანის სოციალური ბუნება რადიარდ


11. „თანდაყოლილი“ vs. „შეძენილი“
12. ენა
13. კულტურა და ბუნება
14. აქტორი/აგენტი
15. სტატუსები და როლები
 სტატუსი
 როლი (სოც.სტატუსის დინამიკური ორეული)
 როლების ცვლა
 პიროვნული “მე”

ლექცია III-I - მითის სოციოლოგიური თეორია

6
მარიამ სუხიტაშვილი. მართვა და საზოგადოებრივი მეცნიერებები

16. ბრანისლავ მალინოვსკი


17. კლოდ ლევი-სტროსი
18. თალალ ასადი - რელიგია

ლექცია III-II - რელიგია და რიტუალი

19. ზეპირი და წერილობითი რელიგიები


 წერილობითი რელიგიები
 ზეპირი რელიგიები
 მცირე და დიდი ტრადიციები
20. ზეპირი რელიგია აფრიკაში
21. წინაპართა კულტების ლოგიკა
22. რიტუალი
 რიტუალი და რელიგია პრაქტიკაში
 რიტუალი და ეკოლოგია - „კაიკოს“ დღესასწაული ცემბაგა-მარინგის
საზოგადოებაში
 რიტუალის ორაზროვნება: კაპფერერი vs. გირცი
 გარდასვლის რიტუალები
 თანამედროვეობის რიტუალები: ფეხბურთი

ლექცია IV-I - ოჯახის ათას ერთი ფორმა

ლექცია IV-II - ქორწინება და ოჯახი

23. ქორწინება
 ნაიარები „გამონაკლისი“
 ქორწინების იშვიათი სახეები
24. რატომაა ქორწინება უნივერსალური?
 სხვა ძუძუმწოვრები და ფრინველები: მშობიარობის შემდგომი მოთხოვნები
25. როგორ ქორწინდებიან ადამიანები
 ნიშნობა
 ქორწინების ეკონომიკური ასპექტები
26. ქორწინების შეზღუდვა: ინცესტის ტაბუ
 ბავშვობის მეგობრობის თეორია
 ფროიდის ფსიქოანალიზის თეორია
 ოჯახის ნგრევის თეორია
 თანამშრობლობის თეორია
 ინბრიდინგის თეორია
27. ვისზე უნდა დავქორწინდეთ?
 დაგეგმილი ქორწინებები
 ეგზოგამია და ენდოგამია
 ბიძაშვილ-მამიდაშვილის ქორწინება (ენდოგამიურია)
 ლევირატი და სორორატი
28. განსხვებები სიყვარულში, ინტიმურობასა და სქესობრივ ეჭვიანობაში
29. რამდენ ქორწინებაში უნდა იყოს ადამიანი?
 პოლიგინია
 პოლიანდრია

7
მარიამ სუხიტაშვილი. მართვა და საზოგადოებრივი მეცნიერებები

30. ოჯახი
 ოჯახის სახეები
 გაფართოებული (დიდი) ოჯახის საცხოვრებელი
 რატომ იმატა ერთმშობლიანი ოჯახების რიცხვმა?

ლექცია V-I - სქესის და გენდერის აღქმა კულტურებში

31. გენდერი და სექსუალობა ამერიკის ადგილობრივ ტომებში


32. ჰიჯრები - ალტერნატიული გენდერული როლი ინდოეთში
33. კათოი - სქესი/გენდერის სისტემის ცვლილება ტაილანდში

ლექცია V-II - სქესი გენდერი და კულტურა

34. აღნაგობა და ფსიქოლოგია


35. გენდერული როლები
 მწარმოებლურობა და საოჯახო საქმიანობა
36. შედარებითი თანამონაწილეობა
37. პოლიტიკური ხელმძღვანელობა და ომი
38. რატომ აქვთ ქალებს ზოგ ბრძოლაში მონაწილეობის მიღბის უფლება?
39. ქალის შედარებითი სტატუსი
40. ჩრ-დას სანაპიროს ქალების საარჩევნო წარმატება
41. პიროვნული განსხვავებები
 განსხვავებული ქცევების შესახებ არსებული არასწორი წარმოდგენები
42. ანდელი მესტიზოსები
43. სექსუალობა
 სექსუალობის კულტურული რეგულატორები: პერმისია და რესტრიქცია
 რესტრიქტულობის მიზეზები

8
მარიამ სუხიტაშვილი. მართვა და საზოგადოებრივი მეცნიერებები

ბიოლოგიური ანთროპოლოგია
ჩანაწერები პირველი ლექციიდან
 ანთროპოლოგია - სწავლობს ადამიანს. (ანთროპოს- სულიერი; ლოგოს -
სწავლება);
 Homo Sapiens - თანამედროვე ადამიანის მეცნიერული სახელწოდება;
 გამრავლების უნარი - სახეობის განსაზღვრის მთავარი კრიტერიუმი;
 კლასიფიკაცია - ევოლუციის გათვალისწინებით. ორგანიზმების
ურთიერთგანლაგება განისაზღვრება მათი უახლოესი საერთო წინაპრით ;
 ადამიანის ადგილი კლასიფიკაციის მიხედვით:

o სამეფო - ცხოველები; o ინფრა-რიგი -


o განშტოება - კატარინიელები;
ხერხემლიანები; o სუპერ-ოჯახი -
o კლასი - ძუძუმწოვრები; ჰომინიოდები;
o რიგი - პრიმატები; o ოჯახი - ჰომინიდები;
o ქვე-რიგი - o ქვე-ოჯახი - ჰომინინები;
ჰაფლორინიენები; o გვარი - ჰომო;
o ჰიპრიგი - მაიმუნები; o სახეობა - საპიენსი.

 ბიო სფეროს ბაქტერიები და მიკრო ორგანიზმები ქმნიან. ქორდიანები 4%-ს


შეადგენენ.

ლექცია I - ადამიანის ადგილი სიცოცხლის ევოლუციის პროცესში


სახეობის განმარტების მთავარი კრიტერიუმი - გამრავლების უნარი.
ერთი სახეობაა, როცა - ინდივიდის ორ შთამომავალს თავად შეუძლია შთამომავლობის
მოცემა.
კლასიფიკაციის კრიტერიუმები შეიძლება იყოს - ზომა, გამრავლების ტიპი, კვების
რეჟიმი....
ლათინური - უნივერსალური, საერთაშორისო და სამეცნიერო ენაა.

 ცოცხალ ორგანიზმთა უწყვეტობის გამომხატველი შარლ ბონისეული სქემა -


კლასიფიკაციის წვეროში იდგა ადამიანი.
 კარლ ლინეს Systema naturae - დაჯგუფება კლასების, რიგის, გვარის მიხედვით. მისი
ორწვერიანი ნომეკლატურა დღევანდელი მეცნიერული ნომეკლატურის სათავეა .
 XVIII ს-ის სიცოცხლის ხე - გააერთიანა წინა ორი მიმდინარეობა. ცოცხალი
სახეობები წყვეტის გარეშეა წარმოდგენილი. ეს მხოლოდ შტოს ბოლოს შეიმჩნევა .
ძველი მოვლენები ხის ძირშია, ახლები ზემოთ. ის გვხვდება დარვინის სახეობათა
წარმოშვობაში. მან ხე გადახა გენეალოგური.
 XIX საუკუნის სიცოცხლის ხე - ხის ძირშია პრიმიტიული სახეობები, თავში ადამიანი.
ეს ხე არასწორია, რადგან განვითარება 1 ორგანიზმიდან არ მოდის და ერთით არ
მთავრდება.

9
მარიამ სუხიტაშვილი. მართვა და საზოგადოებრივი მეცნიერებები

 სიცოცხლის ბუჩქი - თანამედროვე. მის შიგნით არის სახეობა (ლუკა),


რომლიდანაც მოდის სხვა ყველა. თავიდან გვხვდება გამხმარი ტოტები, ანუ უკვე
ჩამქრალი სახეობანი.

სიცოცხლის ბუჩქის განშტოებები - ამ ბუჩქის შუაში არის ერთი საწყისი, რომლიდანაც


გამომდინარეობს სამი სამეფო:

 ეუკარიოტები - ბირთვიანები (ადამიანები, ცხოველები, მცენარეები);


 პროკაროტები - უბირთვოები (ბაქტერიები). იყვნენ ბირთვიანებამდე;
 არქეა - არქეები. გამოირჩეოდნენ ადაპტაციის ორიგინალური უნარით. ყველაზე
ძველი ორგანიზმები არიან. უბირთვოებამდეც.

ემბრიონოლოგია - გვეხმარება საერთო კავშირების დადგენაში. რაც უფრო დაბალ


სტადიზეა ემბრიონი, მით უფრო ჰგავს სხვა სახეობებს. ადამიანს 41 დღის ჩანასახზეც აქვს
კუდი და 7 კვირის ჩანასახზე ხერხემალს ეზრდება.

ეუკარიოტების სამეფო.
დავიწყოთ ადამიანის განხილვით და მისგან ქვემოთ ჩავყვეთ მის წინაპრებს . ასე
განვიხილავთ დაახლოებით ეუკარიოტების სამეფოს.

ადამიანის ცოცხალი ბიძაშვილები


შიმპანზე და ბონობოა. სამივეს გვყავს საერთო აფრიკელი წინაპარი, რომელიც გამოჩნდა
6 მლნ წლის წინ. მანამდე კიდევ 1 მლნ წლის წინ წინაპარი იყო მთის გორილა, კიდევ 1
მლნ წლის წინ კი ორნ-გუტნგი. ანუ ყველა ერთისგან მოვდივართ.

ჰომინოიდების ტოტი
ერთიანდება ადამიანი და გიბონები , რადგან არცერთს არ აქვთ კუდი . ემბრიონში კუდის
შეზრდის დროს ჩნდება კოქსისი.

კატარინელების სუპერ-ოჯახი - 25 მლნ წლის წინ. უერთდება ჰომინოიდების ტოტი. ამ


ჯგუფში მაიმუნებს კუდი აქვთ. მათ შორისაა ბაბუინი, მაკაკა... (82 სახეობა). მათი მთავარი
დამახასიათებელია ის, რომ ნესტოები ქვემოთ აქვთ და არა განზე.

პრიმატები
ადამიანი სიმიურფომანია - „მაიმუნისთვის დამახასიათებელი“ (ლათინურიდან).
სხვა ბევრი თვისების გამო ადამიანი და კიდე 188 სახეობა პრიმატია (63მლნ წელია
არსებობენ).

ადამიანი პრიმატია, რადგან აქვს გამოცალკევებული ცერა თითი (opposing thumb). ის


აქვთ სხვა პრიმატებსაც (გორილა, შიმპანზე და ა.შ), სხვა ძუძუმწოვრებს არა.

ადამიანის სხეულის თითო ნაწილი თითო ხის ტოტს შეესაბამება. ხის ცენტრისკენ
გადანაცვლებით შეიძლება მათი ისტორიების ახსნაც .

კურდღლების, მღრღნელები და სხვა დიდი ცხოველების ტოტი


 კურდღლები, მღრღნელები;
 „ესპანური საერთო საცხოვრებელი“ (ლომი, ცხენი, ვეშაპი, მემინდვრია,
მარტორქა...).

10
მარიამ სუხიტაშვილი. მართვა და საზოგადოებრივი მეცნიერებები

ადამიანებს ამ ცხოველებთან აკავშირებთ ბეჭის ძვალი და ძუძუ.

ადამიანი ვივიპარია (ცოცხალმშობიარეა) - მისი ჩანასახი დედის ორგანიზმში ვითარდება;


ადამიანი ჰომეოთერმულია (თბილსისხლიანია) - სხეულში ინარჩუნებს მუდმივ
ტემპერატურას;
ადამიანი ძუძუმწოვარია.

ამნინიონიანი სახეობების ტოტი


ამნინიონიანები - ფლამინგო, მტრედი და ა.შ.
ამნიოზური ორგანო - მემბრანა, რომელშიც გახვეულია ემბრიონი. ეს აკავშირებს
ადამიანებს ამნინიონიანებთან.

ტეტრპოდების (ოთხფეხიანები) სუპერკლასის ტოტი


ეს ტოტი გვხვდება დაახლოებით 340 მლნ წლის წინ. აქ გაერთიანებულია სახეობები,
რომლებსაც აქვთ 1 დან 8 თითის მქონე კიდურები. მათ რიგს მიეკუთნება 27 ათასი
სახეობა.

ტეტრაპოდები - სალამანდრა, ჟირაფი და ა.შ.

გნატოსტომების ტოტი (ადამიანის წინაპარი წყალში).


420 მლნ წლის წინ ადამიანის წინაპარი არაა ამოსული წყლიდან.
ფარფლი დანარჩენ სხეულთან ერთდება ერთი ძვლით, რომელიც მერე მოშორდა ჩონჩხს
და მისი დაბოლოება განვითარდა სხვადასხვა ფორმებისკენ (ფრთა, ხელი და ა.შ.)
აქამდე ცოტა კიდევ ადრე თევზებს ფარფლი ჰქონდათ შეზრდილი სხეულთან
(უფარფლოები).

ადამიანი გნატოსტომია (ყბის მქონე) - ენათესავება თეთრ ზვიგენს ჰემოგლობინის და ყბის


გამო, რომლითაც იჭერს მსხვერპლს.

ხერხემლიანების და კრანიატების ტოტი


ადამიანი ხერხემლიანი და კრანიატია, რადგან აქვს ტვინის შესანახი და დასაცავი ყუთი .

მეორადპირიანების (დეიტეროსტორმი) ტოტი - მეორადპირიანების ემბრიონის


ფორმირებისას წარმოქმნილი პირველი ხვრელია ანუსი , შემდეგ ფორმირდება პირი .

ბილატერალური არსებების ტოტი


ადამიანი ბილატერალური არსებაა - მისი სხეულის ღერძი სიმეტრიულია და სხეული ორ
თანაბარ ნაწილადაა გაყოფილი. ბილატერალური არსებებია ძმრის ბუზი , ლოკოკინდა და
ა . შ.

მეტაზოა-ს ტოტი - 700 მლნ წლის წინ ვუახლოვდებით ცხოველთა სამეფოს საზღვრებს.
ადამიანი მეტაზოაა - მრავალუჯრედიანი ცხოველი.

მცენარეთა ტოტი - მცენარეებია ადამიანის შორეული ბიძაშვილი. ორივე


ბირთვიანებია.

11
მარიამ სუხიტაშვილი. მართვა და საზოგადოებრივი მეცნიერებები

პროკარიოტები
ბაქტერიები - შესწავლილია 10 000-ობით სახეობა. მათგან მოდის დაავადებები (ქოლერა,
ყივანახველა...), თუმცა ასევე მათ გარეშე სიცოცხლე არ იქნებოდა. მათი
ცხოველმყოფელობის დროს დაგროვდა პირველად ატმოსფეროში ჟანგბადი
ჟანგბადისგან წარმოიქნნა ოზონის ფენა, დაიკლო ულტაიისფერმა რადიაციამ და შეიქმნა
არსებობის პირობები.
მათგანაა დაფარული ჩვენი კანი, ნაწლავის კედლები. გვეხმარებიან მონელებაში ,
თავდაცვაში.

არქეა
ბაქტერიების მსგავსად არიან ერთუჯრედიანი უბირთვოები, თუმცა სტრუქტურულად
ძალიან განსხვავდებიან ბაქტერიებისგანაც და ეუკარიოტებისგანაც .

Pyrococcus abyssi - არქეას ორგანიზმი. 80-1000-იან წყალსა და უჟანგბადობაში ცხოვრობს.


მას აქვს ცილა, რომელიც სხვა ყველა სახეობაშია. მისი შესწავლით ვგებთ სხვადასხვა
დაავადებაზე. ამ ორგანიზმს და ადამიანს ერთიდაიგივე გენეტიკური კოდი და მსგავსი
ცილები აქვთ.

LUCA
უჯრედული არსებები - ეუკარიოტები, პროკარიოტები, არქეა.
ვირუსები - ცალკეული არაუჯრედული არსებები.
ცოცხალი ორგანიზმები - ეუკარიოტები, პროკარიოტები, არქეა, ვირუსები.
Luca - ბოლო უნივერსალური საერთო წინაპარი.

ყველა ცოცხალმა ორგანიზმმა ლუკადან დღევანდელ დღემდე ზუსტად ერთიდა იმავე


სირთულის განვითარების გზა გაიარა. ამიტომ ადმიანი არაა სხვებზე მეტად
განვითარებული, უბრალოდ საქმე გვაქვს ჩვენი სახის კომპლექსურობასთან (თავის
ტვინი).

შეჯამება
მსგავსებები ადამიანთა და ყველა სხვა დანარჩენ არსებას შორის:

 (ჰომინოიდები) ადამიანი/გიბონი - კუდის არსებობა, ემბრიონში კუდი ეზრდება


ხერხემალს და წარმოიქმნება კოქსისი;
 (კატარინელები) ადამიანი/ ბაბუინი, მაკაკა - ქვემოთ მიმართული ნესტოები;
 (პრიმატები) ადამიანი/გორილა, შიმპანზე, ბაბუინი - ცერა თითი;
 ადამიანი/ლომი, კურდღელი, ცხენი, ვეშაპი - ძუძუ, მოძრავი ბეჭის ძვლები;
 (ამნინიონიანები) ადამიანი/ფლამინგო, მტრედი - მემბრანა, რომელშიცაა
ემბრიონი;
 (ტეტრაპოდები) ადამიანი/ სალამანდრა, ჟირაფი - 1-დან 8-მდე თითიანი კიდურები;
 (გნატოსტომები) ადამიანი/ზვიგენი - ყბა, რომლითაც ღეჭავს მსხვერპლს;
 (ხერხემლიანები, კრანიატები) ადამიანი/სხვა ხერხემლიანი - ტვინის შესანახი ყუთი;
 (დეიტეროსტორმები) ადამიანი/ მეორადპირიანები - ემბრიონის ფორმირებისას
წარმოქმნილი პირველი ხვრელია ანუსი, შემდეგ ფორმირდება პირი;

12
მარიამ სუხიტაშვილი. მართვა და საზოგადოებრივი მეცნიერებები

 (ბილატერალური) ადამიანი/ ძმრის ბუზი, ლოკოკინა - სხეულის ღერძი


სიმეტრიული;
 (მეტაზოა) ადამიანი/ მრავალუჯრედიანები - მრავალუჯრედიანები არიან;
 (ეუკარიოტები) ადამიანი/მცენარე - ბირთვიანები;
 ადამიანი/პიროკოკუს აბისი - გენეტიკური კოდი, ცილები;
 ადამიანი/ბაქტერია, არქეა - დნმ.

სემინარი I - ცოცხალი ორგანიზმების კლასიფიკაცია


ჩანაწერები პპტ-დან
 ჰომოლოგიური კლასიფიკაცია - მემკვიდრეობით მიღებული საერთო წინაპრისგან;
 ანალოგიური კლასიფიკაცია - განსხვავებული წარმოშვობის, სტრუქტურის
(ფარფლები) ან ფუნქციის (ფრენა) მსგავსება;
 კლასიფიკაციაში თევზები აღარ არსებობენ, ტერმინებმა „რეპტილიები “,
„უხერხემლოები“ მნიშვნელობები დაკარგა. ნიანგი ფრინველის ნათესავია და ა .შ .;
 კლადისტიკა - სისტემატიკა ორგანიზმების გენეოლოგიური ხაზებით და არა მათი
ფენოტიპური მსგავსებით. გამოიგონა გერმანელმა ვილი ჰენინგმა ;
 მეცნიერები ეყრდნობიან: ჰომოლოგების პრინციპს და ჰენიგის მეთოდს;

კლასიფიკაციის ისტორია
კლასიფიკაცია - ცოცხალი ორგანიზმები დაჯგუფებულია სახეობათა:

 გენეალოგიის მიხედვით - ვინ ვისი წინაპარია (ყავთ კონკეტული წინაპარი);


 ფილოგენეზის მიხედვით - ვინ ვისთან უფრო ახლოს არის (ყავთ ჰიპოტეტური
წინაპარი).

მეცნიერული (ობიექტური) კლასიფიკაციის შექმნის მცდელობა რენესანსის პერიოდიდან


იწყება. 18-ე საუკუნის ბოლოს კარლ ლინეუსმა წარმოადგინა სახეობათა კლასიფიკაცია
(„ღვთიური მეცნიერება“), რომლის თავშიც იყო ადამიანი, როგორც იდეალური არსება . ეს
ყოვილივე კარგად აისახება გ.ლეიბნიცის და შარლ ბონეს ორგანიზმთა კიბეზე.

 ჰიპოტეტური საერთო წინაპარი - მეცნიერები გვთავაზობენ შეძლებისდაგვარად


სარწმუნო ჰიპოთეზებს საერთო წინაპრის შესახებ, რომელიც ჰიპოტეტურია ;
 ფილოგენეტიკური ხე - ასახავს ნათესაობას და ნიშან-თვისებათა იერარქიას;
 ფიქსიზმის ხედვა - დღევანდელი და წარსულის სახეობები იდენტურია
(შეუცვლელები);
 ტრანფორმიზმის ხედვა - ორგანიზმები ვითარდებიან დროთა განმავლობაში;
 ევოლუციური ინოვაციები - ცვლილებების შედეგად შეძენილი ახალი ნიშან-
თვისებები;

ეკლექტური სისტემატიზაცია
ეკლექტური სისტემატიზაცია და „კომპლექსურობის“ ასახვა:

 ეკლექტური სისტემატიკის მიხედვით „რეპტილიების“ კლასში ერთიანდებიან


დინოზავრები, კუები, ხვლიკები, გველები (სკამატები) და ნიანგები. 19-ე საუკუნიდან

13
მარიამ სუხიტაშვილი. მართვა და საზოგადოებრივი მეცნიერებები

დადგინდა კავშირი ფრინველებსა და თეროპოდ დინოზავრებს შორის, მაგრამ


ფრინველები რეპტილიების კლასში არ გავაერთიანეთ, რადგან მაინც იყო
სხვაობა. სინამდვილეში ფრინველები, დინოზავრები, პტეროზორები,
განამარხებული ფორმები და ნიანგები ქმნიან არქოზავრების ჯგუფს.

კლასიფიკაციის კონცეფცია და მეთოდოლოგია


კლასიფიკაცია, რომელსაც თანამედროვეობაში ვიყენებთ ეკუთვნის ვ.ჰენიგს

 შედარებითი ბიოლოგია - ერთმანეთს ვადარებთ ორგანიზმებს და ვადგენთ


კავშირებს.
 ჰომოლოგია - ნიშნავს „ერთიდაიმავეზე საუბარს“.
 ჰომოლოგიური სტრუქტურები - თეორიული ჩარჩო. ვადეგენთ სახეობათა
მსგავსებას.
მაგალითად  მაიმუნის და კალმახის ზურგის ღერძის აგებულება ერთი და იგივეა ,
ერთი ფუნქცია აქვთ, მაგრამ ისინი არაა იდენტური. აშკარაა მსგავსება მათ შორის .

როგორ ვაჯგუფებთ ცოცხალ ორგანიზმებს?


ორგანიზმთა დასაჯგუფებლად სახეობები ზუსტად უნდა პასუხობდნენ ფილოგენეტიკის
კითხვას. უნდა გვახსოვდეს, რომ ჯგუფში ფიზიკურ ნიშან-თვისებებს შეიძლება სხვა
დატვირთვა ჰქონდეთ  ოთხკიდურიანები რომ ავიღოთ ძუძუმწოვრებში, ეს არაფერს
მოგვცემს. სამაგიეროდ ხერხემლიანებში ოთხი კიდურის არსებობა ევოლუციური
ინოვაციაა.

ტაქსონების მსგავსების მიზეზები შეიძლება იყოს:

 ნიშან-თვისებების ერთხელ შეძენილი ფორმები (ადასტურებს მონოფილეტურ


ჯგუფს);

 ნიშნების მემკვიდრეობითი ფორმები;  ნიშნების ჰომოპლაზიური ფორმები.

მაგალითად  ტეტრაპოიდების კიდურები, ამნიონი, ბუმბული მხოლოდ ერთხელ


განვითარდა. შესაბამისად, ყველა ტეტრაპოდი ერთ მონოფილეტურ ჯგუფს ქმნის.
ტეტრაპოდებში ამნიოტები ქმნიან მონოფილეტურ ჯგუფს. ამნიოტებს შორის ყველა
ბუმბულის მქონე ცხოველი (ფრინველი) ასევე ერთი მონოფილეტური ჯგუფია.

ჰენიგის წესის (მონოფილეტურ თვისებებს 1ხელ შეძენილი ფორმა განსაზღრავს)


სირთულეები:

 როგორ გავარკვიოთ რომელი ფორმაა შეძენილი?


 როგორ გავიგოთ ეს ფორმა ერთხელ შექმნილია თუ ჰომოპლაზიურია?

მაქსიმალური პარციმონიის მეთოდი


ზემოთ ჩამოთვლილ პრობლემებს უმეტესად ჭრის პარციმონიის (მაქსიმალური
ეკონომიურობის) ცნებაზე დაფუძნებული მეთოდები:

პარციმონიის მეთოდი - ამტკიცებს, რომ უმარტივესი განმარტება რთულზე უკეთესია. ანუ


ეს მეთოდი ფილოგენეტიკური ანალიზის მეთოდებიდან უმარტივესია და ყველაზე
გამოყენებადი.

14
მარიამ სუხიტაშვილი. მართვა და საზოგადოებრივი მეცნიერებები

ის გვამცნობს, რომ ტაქსონებისთვის რეალური ფილოგენეზის დადგენისათვის


საუკეთესოა ის ხე, რომელიც უმცირესი რაოდენობის ევოლუციური ცვლილებების
დაშვებას მოითხოვს.

გარეჯგუფური/ჯგუფგარე - შორეული ნათესაური კავშირის მქონე ტაქსონები.


შიდაჯგუფური/ჯგუფშიდა - სახეობათა ჩვენთვის საინტერესო კავშირის ტაქსონები.

ვეშაპების ფილოგენეტიკური კავშირების ორი შესაძლო ჰიპოთეზა :

 ჰიპოთეტური ფილოგენეზი - ვეშაპებსა და თინუსისმაგვარ თევზებთან ახლო


კავშირია.
 აღიარებულ ფილოგენეზში - ვეშაპი სხვა ძუძუმწოვრებთან ყველაზე ახლო
კავშირშია.

15
მარიამ სუხიტაშვილი. მართვა და საზოგადოებრივი მეცნიერებები

ლექსიკონი
გენეალოგია - სწავლობს სახეობათა გვარტომობას, მათ ისტორიას (ვინ ვისი
წინაპარია);
ფილოგენეზი, ფილოგენია - ტომი, გვარი, სახეობა, წარმოშვობა, განვითარება.
ანუ, სახეობათა ევოლუციური განვითარების ისტორია;
ფიქსიზმის ხედვა - დღევანდელი და წარსულის სახეობები იდენტურია
(შეუცვლელები);
ტრანფორმიზმის ხედვა - ორგანიზმები ვითარდებიან დროთა განმავლობაში;
ევოლუციური ინოვაციები - ცვლილებების შედეგად შეძენილი ახალი ნიშან-
თვისებები;
ტაქსონი - ერთეული სისტემატიკაში (სახეობა, გვარი, ოჯახი, კლასი და ეგენი);
განმარხებული ფორმები - ცოცხალი ორგნიზმის გაქვავებული ძვალი, კვალი,
ანაბეჭდი..;
ეკლექტური სისტემატიზაცია - ნებისმიერი, უპრინციპო, არაობიექტური
კლასიფიკაცია;
ჰომოგენური - ერთგვაროვანი. შემადგენლობით, წარმოშობით, თვისებებით
ერთგვარი;
ჰომოლოგია - საერთო ევოლუციური წარმოშობით განპირობებული მსგავსება;
ფილოგენეტიკა - სწავლება ფილოგენეზზე. სწავლობს ევოლუციურ ნათესაობას
ორგანიზმთა ჯგუფებს შორის;
ჰომოპლაზიური - მემკვიდრეობის ნიმუში, სადაც ორი ან მეტი ორგანიზმი ასახავს
მსგავს ფენოტიპურ მახასიათებლებს, მაგრამ არ არის მიღებული საერთო
წინაპრისგან. განსხვავდება ჰომოლოგიისგან, სადაც ორგანიზმებს შორის
ნებისმიერი მსგავსება განპირობებულია მათი საერთო წინაპირობით.

ლექცია II - ევოლუციის თეორია


რა არის მეცნიერული თეორია და როგორ მუშაობს მეცნიერება
„სამუშაო ჰიპოთეზის“ თვისებები და როგორ ყალიბდება ის:

 ნებისმიერი ჰიპოთეზის დასადასტურებლად პირველ რიგში საჭიროა ფაქტები ;


 შემდეგ ხდება ცდით, ექსპერიმენტით ამ ჰიპოთეზის სიმართლის დადგენა ;
 მეცნიერული თეორია - აჯამებს და აყალიბებს ყველა ამ ჰიპოთეზას.

მეცნიერული მეთოდი - სამეცნიერო თეორიას უნდა გააჩნდეს:

 შემოწმებადობა - გამოთქმული ჰიპოთეზის შემოწმება ცდისეულად უნდა


შეიძლებოდეს;
 განმეორებადობა - შესაძლებელი უნდა იყოს ცდის ზუსტად გამეორება;
 გამტყუნებადობა -თეორიულად მაინც უნდ გვქონდეს რამე ვარაუდი, რითაც
გავამტყნებთ ჩვენს თეორია.

16
მარიამ სუხიტაშვილი. მართვა და საზოგადოებრივი მეცნიერებები

დარვინამდელი იდეები ევოლუციის შესახებ - ევოლუციის თეორიის


სათავეებთან
დარვინამდე ევოლუციის მომხრეები იყვნენ: ფრანგი ბუნებისმეტყველი ბუფონი , ლამარკი ,
დარვინის ბაბუა ერაზმუს დარვინი და სხვები.

პირველი ვარაუდები, რომ ერთი ორგანიზმისგან შეიძლება მეორე წარმოიქმნას:

 პირველად სოკრატემდელ ძველ ბერძენ ფილოსოფოსებს, ანაქსიმანდრესა და


ემპედოკლეს გაუჩნდათ ეს აზრი.
 მოგვიანებით პლატონმა და მისმა მოწაფე არისტოტელემ ტელეოლოგიური იდეები
გამოთქვეს, რომ ყველაფერი არის განსხეულება ფიქსირებული იდეებისა;
 XVIII ს-დან ბრიტანელი რობერტ ჰუკი ნამარხი ფორმების მეშვეობით ხვდება მათ
ორგანულ ბუნებას. დაასკვნა, რომ ეს ფორმები გადაშენებულებს ეკუთვნით;
 მალე ბ.დე მელე იმავე დასკვნამდე მიდის. მთის ქანებში ნიჟარებს ზღვის დონის
დაცემით ხსნის. დედამიწას უფრო დიდი ისტორია აქვს ვიდრე თეოლოგებს
მიაჩნიათ;
 1690წ-ს ლეიბნიცი ამბობს, რომ ხმელეთის არსებები ადრე წყლის უნდა
ყოფილიყვნენ;
 ჟორჟ კუვიე ამბობს, რომ სახეობები უცვლელია. ისინი არ ტრანსფორმირდებიან,
არამედ კვდებიან. თეორიას ასაბუთებს იბისის მაგალითით;
 XVIIIს-ში კარლ ლინემ პირველად დააჯგუფა ცოცხალი ორგანიზმები. სახეობებს
ორსიტყვიანი სახელები დაარქვა (ბინომური ნომენკლატურა). სათავე დუდო
ტაქსონომიას (იწოდება ტაქსონომიის სამეცნიერო მამად). თავიდან სჯეროდა , რომ
სახეობები უცვლელია, მაგრამ წარმოდგენა მალე შეცვალა, რადგან შენიშნა
ჰიბრიდიზება. შეამჩნია ასევე სახეობათა ბრძოლა გადარჩენისთვის , მაგრამ მაინც
რელიგიურ ჩარჩოებში რჩებოდა. იმავეზე საუბრობდნენ მოპერტუისა და ბუფონი .
 ერაზმუს დარვინმა თქვა, რომ მრავალუჯრედიანი ცხოველები შეიძლება
წარმოშვობილიყვნენ ერთუჯრედიანი მიკროორგანიზმებისგან;
 ლამარკის ტრანსმუტაციის თეორია - პირველი დასრულებული ევოლუციური სქემა.

საბოლოოდ, დარვინამდელმა ევოლუციონისტებმა გამოკვეთეს ორი მიმართულება :

 ფიქსისტური - ყველაფერი წინასწარი გეგმით, ზებუნებრივი ნებით შეიქმნა ;


 ბიოლოგიური სწრაფვა მეტი სირთულისკენ - ლამარკის ჟირაფის მაგალითი.

დღეს ორივე მოსაზრება უარყოფილია. დარვინმა კი ახსნა ევოლუციის მიზეზებიც .

ლამარკის ტრანსმუტაციის თეორია


(ლამარკი მიიჩნევა ევოლუციის პირველ თეორეტიკოსად)
ცოცხალი ორგანიზმები ვითარდებიან, ეგუებიან გარემოს, იძენენ ახალ თვისებებს და
გადსცემენ მათ მემკვიდრეობით (ე.წ. რბილი მემკვიდრეობა).
ლამარკმა გამოიგონა ტერმინი „ბიოლოგია“. აკვირდებოდა უხერხელოებს და ადარებდა
განმარხებულ ფორმებს. მოლუსკებზე დაკვირვებით მიხვდა, რომ სახეობები განიცდიან
ტრანსმუტაციას (იცვლებიან). ორგანოები იცვლებიან გარემოს/საჭიროების მიხედვით .

17
მარიამ სუხიტაშვილი. მართვა და საზოგადოებრივი მეცნიერებები

ლამარკის ჟირაფის მაგალითი - ჟირაფს ადამიანისა და თაგვის მსგავსად 7 კისრის მალა


აქვს, თუმცა ბევრად გრძელი კისერი აქვს, რადგან ხეებზე მისაწვდომად დაუგრძელდა .

ლამარკის ევოლუციის თეორიის ორი მთავარი პრინციპი (ეს თეორია დღეს


უარყოფილია):

 ორგანოთა გამოყენება-გამოუყენებლობა - სხეულის აქტიური ნაწილები


ვითარდება და ძლიერდება, გამოუყენებელი ნაწილები კი დეგრადირდება ;
 შეძენილ ნიშან-თვისებათა მემკვიდრეოითობა - ორგანიზმთა ინდივიდუალური
განვითარების პერიოდში შეძენილი ნიშან-თვისებები შთამომავლობით გადაეცემა .

ჩარლზ დარვინი (მცირე ბიოგრაფია)


დარვინმა ე.წ. პლინიუსის საზოგადოებაში (ბუნების ისტორიის მოყვარულები ) გაიცნო
რ.გრანტი და გახდა მისი მოწაფე. დარვინი გრანტისთვის ზღვის უხერხემლოთა სინჯებს
აგროვებდა და ანატომიურად შეისწავლიდა. ასევე ისწავლა მცენარეთა კლასიფიცირება .

დარვინმა მოგზაურობაში შეაგროვა სკვინჩების 12 სახეობა, რომლითაც იგი დარწმუნდა ,


რომ სახეობები მართლაც გარდაიქმნებიან. პირველი იდეები ჩაიწერა „ბლოკნოტი B“-ში.
აქ დახატა ან სახეობათა გენეალოგიური პირველი ევოლუციური ხეც.

დარვინმა გამოიკვლია ცხოველთა გამრავლება და ჯიშების გამოყვანა (ხელოვნური


გადარჩევა). ფერმერები არჩევდნენ საჭირო თვისებების ცხოველებს. თაობების მერე მათ
მნიშვნელოვნად გამოხატული ჰქონდათ ეს კონკრეტული თვისებები.

1859 წლის 22 ნოემბერს პირველად გამოვიდა დარვინის წიგნი სახეობათა წარმოშობაზე .

ხელოვნური გადარჩევა
ხელოვნური გადარჩევა - ადამიანის მიერ მისთვის სასურველი ნიშან-თვისებების
ინდივიდების გამრავლების პროცესი. ამას ფერმერები ათასწლეულები იყენებდნენ .

ხელოვნური გადრჩევით ადამიანებს ახალი ჯიშები გამოჰყავთ . მაგალითად , ველური


მდოგვიდან სელექციონერებმა მრავალი ახალი ჯიში გამოიყვანეს.

ევოლუციის თეორია - მოკლე განმარტება


დარვინამდეც არსებობდა მოსაზრებები ცვლილებების მეშვეობით სახეობათა
წარმოშობაზე, თუმცა დარვინი იყო პირველი ვინც მიაგნო ბუნებრივ გადარჩევას:
ბუნებრივი გადარჩევა - ინდივიდებს უჩნდებათ ახალი თვისებები და თუ ისინი
სასარგებლოა მისი გადარჩენისთვის, ამ ინდივიდის შთამომავლობა მიიღებს ამ ახალ
თვისებას და ა.შ.

დარვინმა ასევე გამოთქვა იდეა ყველა არსებული ცოცხალი ორგანიზმის საერთო


წინაპრისა და სიცოცხლის დატოტვილი ხის შესახებ.

დარვინის აზრით ევოლუციური გადასვლები უნდა დაფიქსირებულიყო განმარხებულ


ფორმებში. ეს მართლაც დაამტკიცეს მოგვიანებით პალეონტოლოგებმა . მაგალითად :

 ფრინველები დინოზავრების ერთ-ერთი ტოტის შთამომავლები არიან;

18
მარიამ სუხიტაშვილი. მართვა და საზოგადოებრივი მეცნიერებები

 ვეშაპის წინაპარი ხმელეთზე ცხოვრობდა, რადგან ვეშაპთა ნამარხებს გააჩნდათ


რედუცირებული უკანა კიდური.

შედარებითი ანატომია დასტურებს - ევოლუცია გარდაქმნის პროცესია. ეს ჩანს


სახეობების სხეულის ნაწილების შედარებით.

ჰომოლოგია - მსგავსებები საერთო წინაპრისგან წარმოშობის შედეგია. თუნდაც , კატის ,


ვეშაპის, ღამურის და ადამიანის მხრის ძვალი მსგავსი აგებულებისაა და თან მათ
შეიძლება განსხვავებული ფუნქციები ჰქონდეთ. ასეთი მსგავსება არ იქნებოდა კიდურები
დამოუკიდებლად, რომ განვითარებულიყო.

ჰომოლოგიური სტრუქტურები - ვარიაციები, რომლებიც საერთო წინაპარს ჰქონდა. ესენი


შეიძლება იყოს ძუძუმწოვრის ხელი, წინა ფეხი, ფრთა და ა.შ.

რუდიმენტული ორგანო - იმ სტრუქტურის ნარჩენი, რომელიც წინაპარ ორგანიზმში


მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებდა. მაგალითად:

 ზოგი გველის ჩონჩხს მენჯის და კიდურების ძვლების ნარჩენები აქვთ, ანუ, მის
წინაპარს სიარული შეეძლო. რადგან გველს კიდურები არ სჭირდებოდა
ბუნებრივმა გადარჩევამ უპირატესობა მიანიჭა გველის იმ წინაპრებს , რომლებსაც
პატარა კიდურები ჰქონდათ, შესაბამისად ნელ-ნელა სულ გაუქრათ.

ბიოგეოგრაფია - სახეობების გეოგრაფიული გავრცელება. ახლო მონათესავე სახეობები


ნაპოვნია ერთ გეოგრაფიულ რეგიონში. სხვადასხვა გეოგრაფიულ რეგიონში მსგავსი
ეკოლოგიური ნიშნები სხვადასხვა სახეობით არის დაკავებული:

 ავსტრალია ცალკე გეოგრაფიული გავრცელებაა, სადაც არის ჩანთოსნების


სამოსახლო. ისინი განსხვავდება ძუძუმწოვართა სხვა ჯგუფისგან
(პლაცენტიანებისგან), თუმცა ზოგი ჩანთოსანი ჰგავს გარეგნულად მათ და მსგავსი
ადაპტაციებიც გააჩნიათ (ავსტრალიური მფრინავი ციყვი იერით ჰგავს პლაცენტიან
მფრინავ ციყვს. მათი მსგავსება არის კონვერგენტული ევოლუციის მაგალითი )

კონვერგენტული ევოლუცია - სახეობებში მსგავსი მახასიათებლების ერთმანეთისგან


დამოუკიდებლად განვითარება. ის ქმნის ანალოგიურ ორგანოებს. (ავსტრალიურ
მფრ.ციყვსა და პლაცეტიან მფრ. ციყვს არ ყავთ სერთო წინაპარი, მაგრამ აქვთ მსგავსი
მახაიათებელი).
ანალოგიური ორგანოები - მსგავსი ფუნქციისა და განსხვავებული წარმოშობის
ორგანოები.

თანამედროვე ევოლუციის სინთეზის თეორია - დაემყარა დარვინისა და მენდელის


(გენეტიკის აღმომჩენის) შრომებს და მოიცავდა სხვათა მიღწევებსაც.

ევოლუციის თეორიამ თავად განიცადა ევოლუცია. მაგალითები:

 ბუნებრივად შეიძლება ყოველთვის არ გადაირჩნენ არაფრით გამორჩეული


გენების მქონე სახეობები. მაგალითად ბეღურა;
 შეიძლება გადარჩეს არა ძლიერი, არამედ იღბლიანი. მაგ: ხანძარს ვინც
გაასწრებს;

19
მარიამ სუხიტაშვილი. მართვა და საზოგადოებრივი მეცნიერებები

ევოლიუციურად გადაირჩევა არა ის, რომელიც განსხვავდება სხვებისგან, არამედ ის ,


რომელიც უკეთესად ადაპტირდება არსებულ გარემოში.

ბიოლოგიური ევოლუცია - მემკვიდრეობითი ნიშან-თვისებების ცვლილება დროში.


ცვლილებაში იგულისხმება გენები.

მიკროევოლუცია

მიკროევოლუცია - ცვლილებები, როცა ახალი სახეობები არ წარმოიქმნება. ამ დროს


მუტაციით ერთი ან 1+ გენი იცვლება მოკლე დროში და მხოლოდ ზოგი თვისება
წარმოიქმნება ან უმჯობესდება. (მაგ: ანტიბიოტიკისადმი მდგრადობა , სწრაფად
გამრავლება..).

ცოცხალი ორგანიზმების უჯრედებში არის დნმ, გრძელი მოლეკულა , რომელიც არის ოთხი
მცირე მოლეკულის ბმა (ადენინის, თიმინინის, გუანინის, ციტოზინის). მათში ჩაწერილია
ინფორმაცია სასიცოცხლო ფუნქციების შემასრულებელი მოლეკულების, რნმ-ისა და
ცილების შესახებ. ამ უბნებს ეწოდება გენები.

 გენომი - არასასქესო უჯრედებში 47 დნმ მოლეკულაა. გენომი არის მათი


ერთობლიობა.
 ქრომოსომა - ცილებისა და დნმ-ს კომპლექსები.
(აქედან იწყება გენეტიკის ძაან დეტალებში, ამიტომ მხოლოდ ძირითადებს ამოვწერ )

 რეპლიკაცია - ასლის შექმნა. ახორცელებს დნმ პოლიმერაზის მოლეკულური


მანქანა;
 მუტაცია - როცა დნმ პოლიმერაზა რომელიმე ნუკლეოტიდის ნაცვლად სხვას დებს.
სწორედ მუტაციებია ახალი გენეტიკური მასალის და ევოლუციის მთავარი წყარო ;

გამრავლებისას და გენეტიკური მასალის შთამომავლობისთვის გადაცემისას ყოველთვის


ჩნდება მუტაციები, რომლებიც შეიძლება იყოს:

 ნეიტრალური - მუტაციის შემდეგ მომხდარი ცვლილება გენში არაფერს შეცვლის;


 მავნებელი - მუტაცია შეამცირებს უჯრედის სიცოცხლისუნარიანობას;
 სასარგებლო - მუტაცია გაზრდის უჯრედის სიცოცხლისუნარიანობას. ასეთები
გადარჩებიან. მათი გენოტიპი გახდება დომინანტური (ხდება გენეტიკური
წანაცვლება).

ანტიბიოტიკური მდგრადობა - (ბაქტერიების შეგუების უნარის მაგალითი). ანტიბიოტიკები


ორგანული ნივთიერებებია, რომლებიც ბაქტერიებს წამლავს, ადამიანებს კი არ ვნებს .
ანტიბიოტიკებიან გარემოში ბაქტერიები იხოცება, თუმცა ზოგი შეიძლება გადრჩეს .
გადარჩენილებს გააჩნიათ გენი, რომელიც მუტაციით სხვა ძველი გენებისგან გაჩნდა .
ამიტომ ბაქტერიათა მომავალი თაობები ამ გენს შეინარჩუნებენ. შეიძლება მუტაციით ეს
გენები შეიცვალოს. მეცნიერებები იგონებენ ახალ ანტიბიოტიკებს , რომ ძველი
ანტიბიოტიკებისადმი მდგრადი ბაქტრიერიები დახოცონ. რაღაც დროის შემდეგ ეს
ანტიბიოტიკიც იშლება ახალი მუტირებული გენის მიერ და გრძელდება ასე .

20
მარიამ სუხიტაშვილი. მართვა და საზოგადოებრივი მეცნიერებები

 გენთა ჰორიზონტალური გადატანა - ანტიბიოტიკური მდგრადობის


განმაპირობებელი გენები მცირე დნმ-ებში, პლაზმიდებშია ჩაწერილი და არა
ბაქტერიის ქრომოსომაში. ბაქტერიები ხშირად ამ პლაზმიდებს ბაქტერიები
ერთმანეთს უზიარებენ და ერთი უჯრედის გამოგონებას სწრაფად ეზიარება სხვა
უჯრედიც (საუბარია ერთი თაობის უჯრედებზე, რის გამოც ეწოდება
ჰორიზონტალური გადატანა).
 თუ საკვებ არეში ანტიბიოტიკები აღარაა, აღარც მდგრდობის გენი აღარაა ,ამიტომ
თეორიულად შეიძლება ბაქტერიამ პლაზმიდი და მასში ჩაწერილი გენი დაკარგოს .
შეიძლება ამიტომ ბაქქტერიებმა უფრო სწრაფად დაიწყონ გამრავლება , რადგან
მდგრადობის გენის ცილის სინთეზზე ენერგიის დახარჯვა აღარ მოუწევთ , თუმცა თუ
ისევ გამოჩნდა ანტიბიოტიკი, ბაქტერიები მწარედ ინანებენ.

ეს პროცესები ევოლუციის ნაწილია. სწრფად გამრავლებადი ბაქტერიები ხდებიან სხვებზე


გაბატონებულნი და მათი გენოტიპი დაჩრდილავს სხვებს (ხდება გენეტიკური წანაცვლება )

სქესობრივი რეკომბინაცია - ასევე იწვევს ცვლილებებს გენში. მის დროს ქრომოსომები


ადგილებს ცვლიან და სხვანაირი კომბინაციებით სხვანაირი გამეტები ყალიბდება .
სქესობრივი გამრავლების უნარიან პოპულაციაში სქეს.რეკომბინაცია უფრო
მნიშვნელოვანია ვიდრე მუტაციებში, რადგან ის წარმოქმნის მრავალფეროვნებას
თაობებში. დროთა განმავლობაში სქეს.რეკომბინაციით ჩნდება ცვლილებები , რომლებიც
ზრდიან ორგანიზმის ადაპტაციას. ის პასუხისმგებელია შვილი ორგანიზმების
მშობლებისგან განსხვავებაზე.

მაკროევოლუცია
მაკროევოლუცია (სპეციაცია) - დიდი მასშტაბების ცვლილებები, როცა ევოლუციური
პროცესი გავლენას ახდენს არა მარტო ცალკე ინდივიდებზე, პოპულაციებზე , არამედ
სახეობათა ჯგუფებზე. ესაა ცვლილებები ხანგრძლივი დროის განმავლობაში .

სქესობრივი დიმორფიზმი (სქესთა შორის სხვაობა) - განსხვავება სქესთა შორის, ანუ როცა
ერთი სახეობის ორი სქესის წარმომადგებელი განსხვავებულ ნიშნებს ავლენენ ;

სქესობრივი გადარჩევა (ხანდახან ეძახიან მამრის შერჩევას) ორი სახისაა :

 ინტრასექსუალური (სქესთაშორისი) გადარჩევა - ორივე სქესს შორის


მიმდინარეობს;
 შიდასქესობრივი გადარჩევა - ერთი და იმავე სქესს შორის. ესაა შეჯიბრი ერთი
სქესის ინდივიდებში, მეორე ინდივიდის დასაუფლებლად . ეს შესამჩნევია
უმეტესად მამრებში.

რა პრინციპით ირჩევენ პარტნიორებს:

 მდედრის არჩევანი - დამოკიდებულია მამრის გარეგნობაზე, ქცევაზე;


 მამრის არჩევანი - დამოკიდებულია მდედრი რამდენ ნაშიერს მისცემს.

მიკრო/მაკრო ევოლუციები დაფუძნებულია ბუნებრივ გადარჩევაზე , განსხვავებაა დროში .


მიკროს დროს მოკლე დროში ხდება, მაკროს დროს ხანგრძლივში. ამ დიდი დროის
ცვლილებები ისე დიდია, რომ ორგანიზმები ერთ სახეობას აღარ მიეკუთვნება .

21
მარიამ სუხიტაშვილი. მართვა და საზოგადოებრივი მეცნიერებები

რეპროდუქციული იზოლაცია იწვევს სახეობათა დაყოფას - თუნდაც, როცა ერთი სახეობის


ჩიტები იზოლირდებინ სხვადასხვა გარემოში, მათ განუვითარდებათ სხვა თვისებები .

პარაპატრიული სპეციაცია (გენთა შორის მიმოცვლის შეწყვეტა ) - შეიძლება ახალი


სახეობები წარმოიქმნას ერმანეთის ახლო არეშიც. მაგ: მძიმე ლითონით დაბინძურებულ
არეში ზოგი მცენარე შეეგუა გარემოს, ზოგი ვერა. იქვე ახლოს სუფთა მიწაზე იმავე
სახეობის მცენარეებია, თუმცა მათ შორის სხვაობა უკვე შესამჩნევია . ისინი თუ
შეჯვარდებიან, მათი თაობა ვერცერთ გარემოში ვერ გადარჩება . თუმცა ვითარდება ის
გენები, რომლებიც ამცირებენ ასეთ შეჯვარებებს. ისინი სხვადასხვა დროს იყვავილებენ
და მათ შორის გენთა მიმოცვლა შეწყდება.

სიმპატრიული სპეციაცია - ერთ გეოგრაფიულ არეზე, ყველანაირი ბარიერის გარეშე ხდება


სპეციაცია. ამას იწვევს რამე ერთი დეტალი, მაგალითად, თუ მატლების პოპულაციის
ნაწილი გადაცხოვრდება ვაშლის ხეზე, ისინი აღარ შეჯვარდებიან კუნელის ხეზე
მცხოვრებლებთან.

რატომ არ წარმოიქმნენ დედამიწაზე სრულყოფილი ორგანიზმები ამდენი


ხანი?
ბუნებაში მყოფი ბევრი ორგანიზმი არ არის მორგებული თავის ცხოვრებას. ამის მიზეზებია :

 ევოლუცია შეზღუდულია ისტორიული ზეწოლით - ევოლუციით არ იშლება


ორგანიზმის აგებულება. ის ორგანიზმს ცვლის. მაგ: ფრინველს ფრთების ნაცვლად
ოთხი ფეხი რომ ჰქონოდა მაშინ ხმელეთზე სწრაფად სირბილი შეეძლებოდათ ,
მაგრამ ისინი განვითარდნენ რეპტილიებისგან, რომლებსაც წინა კიდურები
შეეცვალათ ფრთებით.
 გარემოსთან ადაპტაცია კომპრომისებთანაა კავშირში - სელპი ხმელეთზეც ადის
და წყალშიც. ლასტების ნაცვლად ფეხები, რომ ჰქონოდა ხმელეთზე უკეთესად
იმოძრავებდა, მაგრამ ვეღარ იცურებდა.
 ბუნებრივი გადრჩევა და შემთხვევითობა - მწერებს ხანდახან ქარი ოკეანეში
ისვრის და კუნძულზე გადაჰყავს. ზოგი იქ ახალ გარემოს იმდენად კარგად ვერ
ერგება.
 გადარჩევა ხდება ორგანიზმთა არსებული ვარიაციიდან - ახალი ალელები
მოთხოვნით არ იქმნება, ისინი შემთხვევითი მუტაციის შედეგია.

თვალის ევოლუცია
ევოლუციის მოწინააღმდეგეები ამბობენ, რომ ასეთი რთული ორგანო, თვალი, ღვთიური
ძალის გარეშე ვერ შეიქმნებოდა. თუ მანაც განიცადა ევოლუცია, მაშინ „დაუსრულებელი
თვალის“ გარეშე, როგორ იყენებდნენ მას ჩვენი წინაპრები. სინამდვილეში ბევრი სხვა
არსების თვალი მარტივი აგებულებისაა და ისინიც ჩეულებრივ ხედავენ . მაგალითად :

 ფოტორეცეპტორიანი უჯრედის თვალაკი ყველაზე მარტივია. მისი მეშვეობით


არსებებს შეუძლიათ სინათლის და სიბნელის გარჩევა და ეს სრულად საკმარისია
მათთვის;
 შედარებით რთული სტრუქტურის თვალს აქვს ჩაღრმავება, რომლითაც არჩევენ
სინათლის დახრილობას და ხვდებიან მტერი უახლოვდებათ თუ არა;

22
მარიამ სუხიტაშვილი. მართვა და საზოგადოებრივი მეცნიერებები

 შემდეგი თვალის ტიპს ეს ჩაღრმავება გაეზარდა. ამ თვალს უკვე შეუძლია


ფორმების გარჩევა. ანუ ხვდებიან რა ტიპის მტცებელია მათ წინ და შესაბამისად
იცავენ თავს;
 შემდეგ მოდის ლინზის მაგვარი სტრუქტურა და გამოსახულებები უფრო მკვეთრია ;
 ადამიანის თვალიც არაა იდეალური. ჩვენი თვალის შიდა ზედაპრის ერთ-ერთ
ადგილზე ფოტორეცეპრორები არ არის და მანდ დაცემული სინათლე ვერ
აღიქმება. ამ ადგილს ჰქვია ბრმა ხალი. ასევე ბევრ ელექტრომაგნიტური ტალღის
სპექტრს ვერ აღვიქვავთ.

ლექსიკონი
 ინდივიდი - რომელიმე სახეობის ერთი ცოცხალი არსება;
 პოპულაცია - კონკრეტულ არეალში მობინადრე ინდივიდთა ჯგუფი, რომლებიც
თავისუფლად ეჯვარებიან და ნაყოფიერ შთამომავლობას იძლევიან;
 სახეობა - პოპულაციათა ჯგუფი, რომლის წევრებს შეჯვარება შეუძლიათ და
ტოვებენ ნაყოფიერ შთამომავლობას, მაგრამ სხვა პოპულაციებთან ვერ
მრავლდებიან;
 მიკროევოლუცია - მცირემასშტაბიანი ცვლილებები მცრე დროში, რომელიც
გავლენას ახდენს ინდივიდთა ჯგუფებზე (პოპულაცია);
 მაკროევოლუცია - უფრო დიდი მასშტაბის ცვლილებები, როცა ევოლუციური
პროცესი მოქმედებს არა მხოლოდ ცალკეულ ინდივიდებზე ან პოპულაციებზე ,
არამედ მთელ სახეობაზე ან სახეობათა ჯგუფებზე (რიგებზე, კლასებზე და ა.შ .). არის
ხანგრძლივი;
 სქესობრივი დიმორფოზი - განსხვავება სქესთა შორის, ანუ როცა ერთი სახეობის
ორი სქესის წარმომადგებელი განსხვავებულ ნიშნებს ავლენენ;
 ჰომოლოგიური ორგანოები - მსგავსი წარმოშობის, აგებულების და ფუნქციით სხვა
ორგ.;
 ანალოგიური ორგანოები - ფუნქციით მსგავსი, მაგრამ წარმოშობით, აგებულებით
სხვა.

ლექცია III-I - არქეოლოგია და დათარიღება


ჩანაწერები პპტ-დან
 არტეფაქტი - ადამიანის მიერ შექმნილი ან სახეცვლილი ნივთი;
 ეკოფაქტი - საგნები, რომლებსაც ადამიანის გამოყენების კვალი ეტყობათ;
 ნამარხი ფორმა - ცოცხალ ორგანიზმთა ნაშთები, ძვლები, კბილები და ა.შ;
 კომპონენტი - ადამიანის შექმნილი ნივთი/სტრუქტურა, რომელიც ვერ
გადაადგილდება;
 არქეოლოგიური გათხრების პროცესი გათხრამდე:
o გეოლოგი ადგენს გასათხრელი არეალის ასაკს და ასკვნის, რომ
განსხვავებული სახეობები განსხვავებულ პერიოდში ცხოვრობდნენ;
o გათხრამდე აკეთებენ საძიებო შურუფს, რომელიც ძეგლის ტერიტორიულ
გავრცელებასა და სიღრმეზე გვაძლევს წარმოდგენას;
 პალეონტოლოგი - სწავლობს განმარხებულ ცხოველებს და ადგენს მათ სახეობებს;
 პალინოლოგები - პალეოგარემოს აღდგენით კლიმატურ პირობებს აღადგენენ;

23
მარიამ სუხიტაშვილი. მართვა და საზოგადოებრივი მეცნიერებები

 არქეოლოგები - არტეფაქტებს სწავლობენ და იგებენ მეტს ჰომინინებზე;


 დათარიღება სტრატიგრაფიით - ფენების ჰორიზონტალური განლაგების
შემთხვევაში ზემოთ არსებული ფენა ასაკით უფრო ახალგაზრდაა ვიდრე ქვემოთ
მდებრე;
 ლარტე ქვის ხანას გადაშენებულ ცხოველთა სახეობების მიხედვით ყოფდა :

o მღვიმის დათვის პერიოდი; o ირმის პერიოდი;


o სპილოს და მარტორქას o ძროხის პერიოდი.
პერიოდი;

 დათარიღების ორი მეთოდი არსებობს:


o შედარებითი - დათარიღება სხვა ნივთებთან შედარების გზით (უზუსტოა);
o აბსოლუტური - ლაბში ქიმიურ-ფიზიკურ ანალიზებზე დაყრდნობით (ზუსტია).
 ვათარიღებთ:

o კარბონატს; o ვულკანურ მინერალებს;


o სედიმენტს; o გამთბარ ელემენტებს;

o დიდ ძუძუმწოვართა კბილებსა და ძვლებს.


 განმარხებული მცენარეებით ვიგებთ, როგორი იყო ძველი გარემოს კლიმატი .

ჩანაწერები რიდერიდან
პრეისტორიული პერიოდის შესწავლისას, არქეოლოგები 4 ტიპის ფაქტს ეყრდნობიან:

 არტეფაქტები;  ძვლოვანი მასალა;


 ეკოფაქტები;  კომპონენტები.

იმისთვის, რომ არქეოლოგებმა იპოვონ, რასაც ეძებენ, მთავარია ორი ფაქტორი:

 საჭიროა დრო;  უნდა იცოდე სად ეძიო.

საინტერესოა ისიც, რომ შემთხვევითობასაც დიდი როლი აქვს არქეოლოგიაში :

 ლასკო - ოთხი ბავშვი დაედევნა თავიანთ ძაღლს და ასე აღმოაჩინეს ლასკო;


 ლაეტოლის ფეხის8 ანაბეჭდი - ერთი ფეხბურთელი თამაშის დროს ტუალეტში
გავიდა და ასე აღმოაჩინა ავსტრალოპითეკის ანაბეჭდები ტანზნიაში ;
 დმანისის პალეოლითის ხნის ძეგლი - შუა საუკუნეების ფენების გათხრისას იპოვეს.

უძველესი ჰომინინების პოვნა ურთულესია, რადგან ჯერ არ იყვნენ დამჯდარ ცხოვრების


სტილზე გადასულნი. თვითონაც ცოტა იყვნენ და შესაბამისად, ნაშთებიც ცოტაა . ამიტომ
მხოლოდ განმარხულ მასალას არ შეისწავლიან და ასევე აღადგენენ იმ ბუნებრივ
გარემოს, სადაც ჰომინინები ცხოვრობდნენ (ფაუნის, ფლორის, პალეო-კლიმატის,
იარაღების შესწავლა).

აღმოჩენებისა და გათხრების პროცესი


აღმჩენებამდე და გათხრამდე საჭიროა:

 დაზვერვა - შეიძლება იყოს საჰაერო ან საველე;


 საკვლევი ტერიტორიის შემოსაზღვრა;

24
მარიამ სუხიტაშვილი. მართვა და საზოგადოებრივი მეცნიერებები

 შეკრული, სხვადასხვა სპეციალისტისგან შემდგარი (პლურიდისციპლინარული )


გუნდი:
o გეოლოგი - ადგენს მიწის ასაკსა და ბუნებას (ტიპი);
o გეომორფოლოგი - ადგენს მიწის რელიეფის ფორმას/ჩამოყალიბების
ისტორიას;
o პალეონტოლოგი - იკვლევს გადაშენებულ ცხოველთა ნაშთებს, ადგენს
სახეობებს;
o ანთროპოლოგი - იკვლევს ძეგლზე არსებულ ადამიანის ნაშთებს.
 საჭირო მასალა - ტოპო-რუკა, ჯპს და სხვა;
 უნდა შეგროვდეს ყველა ინფორმაცია ველზე გასვლამდე და მის შემდეგ ;

პრე-გათხრის პროცესი:

 ვაკეთებთ საცდელ შურუფებს, რადგან ძეგლის ამოთხრისას , მას ფაქტ.


ვანადგურებთ;
 საცდელი ჭრილი - გვანახებს გასათხრელი ძეგლის სურათს და რა ტიპისაა ის;
 საძიებო ჭრილი - გვადგენინებს რამხელა არეალზე და სიღრმეზე ვრცელდება
ძეგლი.
 უშუალოდ გათხრების დასაწყებად საჭიროა რამდენიმე ეტაპის გავლა :
o უნდა მოიპოვონ გათხრების უფლება (ყველა ქვეყანას თავისი კანონი აქვს
ამაზე);
o უნდა შექმნან სამუშაო გუნდი და უზრუნველყონ პირობები;
o გუნდი შედგებოდეს სპეციალისტების, სტუდენტებისა და მოყვარულებისგან ;
o უზრუნველყოფილი უნდა იყოს მომუშავეთა საცხოვრებელი, კვება,
ინვენტარი, უსაფრთხოების ზომები და ჰიგიენა.

გათხრის პროცესი:

 გასათხრელ არეალს ვყოფთ კვადრატებად (1მ-1მ) და ვიღებთ საწყის წერტილს,


რომელსაც მიებმევა ყოველი ჰორიზონტალური მონაცემი;
 ვიღებთ სიმაღლეს ზღვის დონიდან;
 სათხრელად უმეტესად გამოიყენება დანტისტის იარაღები;
 დაგროვილ მიწას მერე ცალკე ამუშავებენ, რომ რამე არ გამოეპაროთ;
 ნივთის მიწიდან ამოღებამდე ხდება მისი კოორდინირება (ინფორმაციის
მოპოვება):
o თითოეული საგნისთვის ვიღებთ სამ მონაცემს: X, Y, Z.
 საგანს მივაკუთვნებსთ ნომერს და ვუღებთ ფოტოს;
 შემდეგ ნივთი ჩაიკეტება და ხდება მისი შესაბამისი აღწერა.

სამუშაოს დასრულება და არქეოლოგიური გათხრების დხურვა:

 სუფთავდება არეალი, ალაგებენ იარაღებს და სხვა;


 ძეგლის დაცვის მიზნით, გათხრილი ზედაპირი ისევ მიწით იფრება ;
 მოპოვებულ ნივთებს რეცხავენ, წმენდენ, მათ ფოტოებს ბეჭდავენ, მონაცემთა ბაზას
ქმნიან და ამზადებენ ანგარიშს.

25
მარიამ სუხიტაშვილი. მართვა და საზოგადოებრივი მეცნიერებები

დათარიღება
დათარიღება ორნაირია:

 შედარებითი - საჭიროებს დამტკიცდეს სხვა დათარიღების ტიპითაც;


 აბსოლუტური - ათარიღებს სტალაგმიტებს, სტალაგტიტებს, კბილებს, ძვლებს, ხეს,
ნახშირს, სედიმენტს, ვულკანურ მინერალებს.

სტრატოგრაფიის მეთოდი - ყველაზე დაბლა არსებული ფენა უძველესია. მისი კვლევა


დაიწყო მე-18ს-დან. ისინი ეყრდნობა ზღვიური ორგანიზნმებისა და კლიმატური ციკლების
კვლევებს. მათი მეშვეობით მივიღეთ ოთხი გეოლოგიური ერა. აქედან მეოთხეულში
ადამიანი გაჩნდა.

სტრატიგრაფიული სკალა გეოლოგებისგან გამყინვარების/დათბობის პერიოდთა


მიხედვით (რადგან მათ მე-4 არეზე კვალი დატოვეს). ასე გამოიყო ალპებში გამყინვარების
ფაზები:

o ვიურმის; o რისის; o მინდელის o გიუნცის.


;

სტრატიგრაფიული სკალის აგება არქეოლოგებისგან. მივიღეთ სამი პერიოდის სისტემა :

 ქვის ხანა - შემდეგ დაიყო პალეოლითისა და ნეოლითის პერიოდებად;

 ბრინჯაოს ხანა;  რკინის ხანა.

1861წ პალეონტოლოგიური მონაცემებით ე.ლარტე პალეოლითს ოთხ პერიოდად ყოფს:

 დიდი გამოქვაბულის დათვის;  ირმის;


 მამონტისა და მარტორქის;  ბიზონისა და ძროხის.

გ.დე.მორტილიე აერთიანებს ქვის იარაღებს და სტრატოგრაფიულად პალეოლითს ასევე


4-ად ყოფს (ეს დაყოფები მიესადაგება მხოლოდ ევროპას და არა სხვა რომელმე
რეგიონს):

 აშელური;  მუსტიეური;  სოლუტრეს;  მაგდალური.

ქიმიკოსმა ა.ბექრელმა აღმოაჩინა ბუნებრივი რადიოაქტიურობა და მიხვდა , რომ ბუნებაში


არსებობს რადიოაქტიური ელემენტები, რომლებიც რეგულარულად იშლებიან რაღაც
დროში. ამას გეოლოგიური მოვლენების დასათარიღებლად იყენებენ.

აბსოლუტური დათარიღება - ლაბორატორიულ ანალიზებს ეფუძნება, თუმცა გარემოს


სხვდაახვაობის გამო ასევე უნდა გადამოწმდეს შედარებითი მეთოდებით .

დენდროქრონოლოგია - გადაჭრილი ხის 1 რგოლი არის ერთი წელი. თუ რომელიმე


წელს იყო მშრალი ამინდი, ხის რგოლი ვიწროა, თუ არადა ფართო. ასე შეიძლება
შეისწავლონ 11 000 წელი, მაგრამ მერე ხე ფუჭდება და მეტს ვეღარ არკვევენ.

პალეომაგნეტიზმის მეთოდი - მაგნიტური პოლუსები იცვლება დროში. ზოგი ვულკანური,


ტბური და ზღვური ქანები მაგნიტდება მაშინდელი მაგნიტური ველის მიმართულებით .
დადგენილია, რომ ლავის გაჩენის დროს მაგნიტური პოლუსი საპირისპირო იყო. ამ

26
მარიამ სუხიტაშვილი. მართვა და საზოგადოებრივი მეცნიერებები

მეთოდით შედგა ბოლო 5 მლნ წლის ქრონოსტრატიგრაფიული სკალა და დაადგინეს 4


დიდი პერიოდი:

 ბრუნეს;  მატუიამას;  გოსისა;  ჯილბერის.

ნახშირბად 14-ის მეთოდი - გამოიყენა ქიმიკოსმა ვ.ლიბიმ. მან ნახა, რომ ნახ.14-ის
რაოდენობა სიკვდილის მერე იკლებს და 40000 წლის მერე 15 ხდება. ასე ათარიღებენ
ნაშთებს. გამოდგება ორგანულებისთვის (ცხოველური/მცენარეული). 50 000+ წლის ნაშთს
ამით ვერ დავათარიღებთ.

მეთოდი - ფოტოსინთეზის და კვების რაციონის მეშვეობით 12C და 14C ხვდება ორგანიზმში.


სიკვდილის მერე. 14C/12C თანაფარდობა მიგვანიშნებს ორგანიზმის სიკვდილის ასაკზე.

ბუნებაში რადიოაქტიური ელემენტების სამი ოჯახი არსებობს:

 ურანიუმ-238;  ურანიუმ-235;  თორიუმ-232.

არსებობენ დედამიწის შექმნის დღიდან. ძალიან ძველი მინერალების დასათარიღებლად


იყენებენ. თუ გეოლოგიური პროცესებსაც აღვადგენთ, მაშინ ზუსტად შეიძლება
გამოთვლა.

პოტასიუმ-არგონის, არგონ-არგონის, ურანის დაშლის მეთოდები (ტბისეულ დანალექ


ქანებში, რომლებიც ეროზიითაა გაშიშვლებული, არსებულ სედიმენტურ ქნებს ენაცვლება
ვულკანური და ამას ვათარიღებთ):

 პოტასიუმ-არგონი - 40Kი პოტასიუმის რადიოაქტიური იზოტოპია. მისი პერიოდი


1,25 მილიარდი წელია. დაშლის პროცესში ის გარდაიქმენა 40Ar-ად. ამ ორი
ელემენტის დოზის განსაზღვრით ვადგენთ ასაკს. ასე თარიღდება ფელდშფატო ,
მიკა, ამფიბოლი ოღონდ მათი ფორმაციის დროს მინერალი არ უნდა შეიცავდეს
არგონს;
 არგონ-არგონი - ელემენტი იბომბება ნეიტრონებით, რაც 39K -ს 39Ar–ად აქცევს...;
 ურანის დაშლა, Traces de fission - მინერალში ურანიუმ 238–ის ატომის ერთი ნაწილი
ორ ატომად იხლიჩება რაღაც პერიოდში, რომელიც ერთმანეთის საპირისპიროდ
მოძრაობს და კვალს ტოვებს მინერალში. ამ კვალის გამოვკვლევით ადგენდნენ
ასაკს.

ურანუმ - თორიუმის მეთოდი - მინერალში ურანიუმი იშლება თორიუმისა და


პროტაქტინიუმად. ამ ორი ელემენტის დაგროვება კარბონატული განამარხებული
ფორმების დათარიღების საშუალებას იძლევა 10000-300000 წლების ინტერვალში. ამით
ათარიღებენ განმარხულ ძვლებს და კბილებს. ურანიუმი ორგანიზმში ხვდება სიკვდილის
მერე თუ ის ახლოსაა მიწის წყალთან.

Datation par thermoluminescence et resonance de spin electronique - რადიოაქტიური


ელემენტების გამო ბუნებაში არის მინერალებიც, რომლებიც ასხივებენ , ეს ხდება
ელექტრონების გათავისუფლებით. ისინი მინერალის კრისტალურ სისტემაში ხვდება .

27
მარიამ სუხიტაშვილი. მართვა და საზოგადოებრივი მეცნიერებები

სინჯში მათი რაოდენობა გვეუბნება რა გამოსხივების დოზა მიიღო არსებობის


განმავლობაში. ეს შესაძლებელია თუ ვიცით პალეო და რადიაციის დოზა რასაც ერთი
წლის განმავლობაში ღებულობს. resonance de spin electronique-ით ითვიან ელექტრონებს და
ათარიღებენ - კბილებს, გაცხელებულ კაჟს, კვარცის მარცვლებს და ა .შ. დათარიღების
მაქსიმალური შესაძლებლობაა 20000 წელი.

ლექცია III-I არქეოლოგია და დათარიღება. ჩანაწერები წიგნიდან


XVIIს-მდე ანტიკვარულ ნივთებს აგროვებდნენ და მხოლოდ მარტივად აღწერდნენ. ამ
ანტიკვარებში გარდა ნამარხების, არქეოლოგიური მასალებისა და ქვის იარაღების
გარდა იყო სხვა ქვებიც, ნიჟარებიც, ეთნოგრაფიულ საგნები. XVIIIს-დან კი გასცდნენ
მარტივ აღწერებს.

კვლევითი დიზაინი - იყენებენ პალეოანთროპოლოგები და არქეოლოგები. მასში ჩანს


პროექტის მიზნები, სტრატეგია შეგოვებული მონაცემების ტიპი და მათი კავშირები . ამით
განისაზღვრება თუ რა მეთოდები შეიძლება იქნას გამოყენებული , რომელი რეგიონი
მიმოიხილონ, რამდენი ძეგლი იქნება გათხრილი, რამდენი არტეფქტი გაანალიზდება.
შემდგომ პროექტს განიხილავს სხვა ჯგუფი, აძლევს რეკომენდაციას და ელიან
დაფნანსებას.

პალეოანთროპოლოგიური კვლევა
პალეოანთროპოლოგია - შეისწავლის უძველესი ადამიანისა და მისი წინაპრის კვალს.
პალეოეკოლოგია - ნიშნავს უძველესი გარემოს შესწავლას.

ჰოლისტურ, ინტერდისციპლინარული მიდგომა - ანთროპოლოოგისთვის


დამახასიათებელი საკითხის გაგება (წინაპრების ქცევის, ასაკის, საცხოვრებელი გარემოს
და ა.შ.).

პროექტს პირველად მიმოიხილავს პალეონტოლოგი და გეოლოგი. ისინი აფასებენ


შესასწავლი ფენის ასაკს მოცემულ რეგიონში და მის პირობებს. ასაკი განისაზღვრება
გეოლოგიური ფენის მახასიათებლებით, ფლორა-ფაუნის ნაშთებით. ამ ტიპის
ინფორმაციას იყენებენ პალეო ეკოლოგიური და იმ გარემოს რეკონსტრუქციისთვის ,
რომელშიც ჩვენი წინაპარი ცხოვრობდა.

არქეოლოგიის წარმოშობა: ქალის როლი აცკეტურ მექსიკაში


მარტივად გამოიკვლევა უძველესი ტექნოლოგიები, ნადირობა, კვება და ა.შ. თუმცა
ჩვეულებების, წარმოდგენების კვლევა შედარებით რთულია, რადგან ისინი
არამატერიალურია.

ე.ბრუნფილდმა უძველესი მექსიკის აცკეტებში გენდერზე ჩაატარა კვლევა - მან გამოიყენა


არქეოლოგია და დოკუმენტური ჩანაწერები:

 ტენოჩტიტლანში ესპანელებმა გაიდგეს ფესვები, ამიტომ მათი ჩანაწერები ხშირად


გვხვდება აცკეტებზე. ესპანელ ფ.ბ.სააიუნიმ დაწერა აცკეტებზე ამომწურავად .
სწორედ ესაა ძირითადი წყარო მათ შესახებ.
ბრუნფილდმა დაიხმარა სხვა წყაროებიც ქალის როლის გამოსარკვევად. თავად

28
მარიამ სუხიტაშვილი. მართვა და საზოგადოებრივი მეცნიერებები

აცკეტების ჩანაწერებში ხშირადაა აღწერილი ქალი ქსოვასთან , საკვებთან ,


ქოთნებთან (ამაზე არქეოლოგიური ნიმუშებიც მეტყველებს). ქალის საქმიანობა
დამოკიდებული იყო ადგილზე. მაგალითად, ტენოჩტიტლანში მოსახლეობის
მატების გამო ძირითადად საკვებთან ჰქონდათ შეხება, „გარეუბნები “კი
ტანსაცმელს ამზადებდნენ.

ბრიუმფილდმა ისეთი რაღაცებიც გვანახა, რაც არ იყო არქეოლოგიურ /დოკუმენტურ


მასლებში და გამოიყენა სკუთარი ინტერპრეტცია, დაკვირვებები . ქალებისა და
მამაკაცების როლები ურთიერთდაკავშირებული, დინამიკური სისტემის ნაწილია .

წიაღისეული და მისი ადგილდმებარეობა


პალეოანთროპოლოგიის დიდი ნაწილი ეთმობა - წიაღისეული ნარჩენების
ადგილმდებარეობის განსაზღვრასა და მათ შესწავლას.

წიაღისეული - შენარჩუნებული ნარჩენები, ანაბეჭდები, ნაკვალევები. ისინი იქმნება, როცა


ორგანიზმი კვდება და რბილი ტალახი, ქვიშით ან შლამით იმარხება . ნელ-ნელა ეს ნალექი
მაგრდება და არსების ნარჩენები შიგნით იმარხება .
წიაღისეულის ადგილმდებარეობა - ადგილი, სადაც ნამარხი სხეულები გვხვდება.

ორგანიზმის სხეულიდან უმეტესად გადარჩება - ნიჟარები, კბილები, ძვლები. ისინი


ძირითადად დაზიანებულია ამიტომ სჭირდებათ ხოლმე რეკონსტრუქცია .

პალეოანთროპოლოგებს გამოწვევა - მიხვდნენ რომელი კრიტერიუმით განასხვავონ


სახეობები ნაწილობრივ გადარჩენილი ძვლების დახმარებით.

ტაფონომია - სწავლება ბუნებრივი/ქცევით პროცესებზე, რამაც წარმოქმნა გამოვლენილი


ნარჩენები. მას დიდი როლი უჭირავს წიაღისეულის ადგილის დადგენაში .

წინაღობები:

 წიაღისეულზე აღბეჭდილი კვალი შეიძლება შეცვალოს ამინდმა, ველურმა


ცხოველმა...;
 ყველა ნაშთს არ ფარავს ნალექი. უმეტესად ძვლებს მტაცებლები მიმოფანტავენ;
 შეიძლება არ იყოს წიაღისეულად ქცევისთვის საჭირო პირობები ან იმდენად
ფრაგმენტური და სხვა ნარჩენებთან შერეული იყოს, რომ ვერ გამოიყენონ;
 წიაღისეული უმეტესად ღრმადაა ჩამარხული და ეს ართულებს კვლევას;

როცა წიაღისეულის ლოკაციას დაადგენენ იწყება გათხრითი სამუშაოები . პალ .ანთროპ -


ებს დიდი ძალისხმევა სჭირდებათ წიაღისეულის კონტექსტის აღსაწერად :

 კონტექსტი - წიაღისეულის/არტეფაქტის ზუსტი პოზიცია გარემომცველ ნალექთან


ან ნებისმიერ მასალასთან მიმართებით.

თუ ზუსტი ლოკაცია და ასოციაცია ცნობილია, მხოლოდ ამ შემთხვევაში იწყება


დათარიღება:

 I ნაბიჯი - ნარჩენების და მასალების ფრთხილად გაწმენდა;


 II ნაბიჯი - არტეფაქტებს/ფაუნის ნარჩენებს კატეგორია ენიჭება და აღიწერება ;

29
მარიამ სუხიტაშვილი. მართვა და საზოგადოებრივი მეცნიერებები

 III ნაბიჯი - გეოლოგიური, პალეონტოლოგიური, არქეოლოგიური, ფიზიკურ


ანთროპოლოგიური ინფორმაციის მოგროვების მერე პალეოანთროპოლოგი
აღმოჩენებს სხვა აღმოჩენებს და ინტერპრეტაციებს უკავშირებს. ევოლუციის
კავშირის დასადგენად ადამიანის წიაღისეულის ანატომიურ მახასიათებლებს
ადარებენ სხვა უკვე აღმოჩენილს, სხვა მონაცემებით კი რეკონსტრუქცირებენ
საცხოვრებელ გარემოს.

არქეოლოგია - ანთროპოლოგიის ქვედარგი, რომელიც შეისწავლის ადამიანების


კულტურას გადარჩენილი ნივთიერი წყაროების მეშვეობით.

კულტურა:

 ‘კულტურა’ ანთროპოლოგებისთვის - ცხოვრების საერთო გზა. მოიცავს რწმენას,


ნორმებს, გეგმებს, წესებს. მასში შედის ადამიანის თითქმის ყველა აქტივობის
ასპექტი.
 ნივთიერი კულტურა - (იარაღები, ტანსაცმელი). მათი მეშვეობით იგებენ
კულტურაზე. მისი უძველესი ნაკვლევია 2.5 მლნ წლის წინანდელი ქვის იარაღები
და ა.შ. თანამედროვე ნივთიერი კულტურა მოიცავს ყველაფერს ახალი
საზოგადოებიდან (იარაღები, ქუჩები, სახლები...). ამით იგებენ ადრეული ხალხის
ფიქრებს, ქცევას და ა.შ;
 კულტურული ანთროპოლოგია - სწავლება თანამედროვე ადამიანის
პოპულაციების შესახებ. არქეოლოგებს აგებინებს, თუ როგორ მუშაობს
კულტურული სისტემები და როგორ შეიძლება აირეკლოს ამ სისტემის ნაწილები
არქეოლოგიურ მასალაზე.

არქეოლოგიური ჩანაწერები
ზოგჯერ თუ არ არის მწერი, მიკრობული მოქმედება და ლოკაცია ელემნტების
შერწყმისგან დაცულია, შეიძლება გასაოცრად კარგად შემორჩეს არქეოლოგიური
მასალები.

ისტორიის არქეოლოგია
წერილობითი წყაროები გვიყვება ისტორიებს, თუმცა ყოველთვის არაა ამომწურაავი .
ჩვეულებრივი მოქალაქეების შესახებ იშვიათად წერდნენ მატიანეებში , არადა მათ
შეუძლია ბევრი რამ გვითხრს პოპულაციის შესახებ. ნაწერებიც უმეტესად სუბიექტურია .
მაგალითად:

 მონების შესახებ ძალიან ცოტა დოკუმენტია, რადგან მათ ეკრძალებოდათ წერა -


კითხვა, ამიტომაც მათი ყოფის შესახებ არქეოლოგიური მონაცემების მიხედვით
ვმსჯელობთ.

არსებობს ნივთები, რომლებიც გაიყინა და ისე შემოგვრჩა. მაგალითად :

 1991წ-ს იპოვეს 5300 წლის წინანდელი, სპლენძის ხანის კაცი (იტალიაში, ტიროლის
მთებში). მასთან ერთად იყო ხის ჩანთა, თასი, 14 ძვლის ისარი და სამოსი.

30
მარიამ სუხიტაშვილი. მართვა და საზოგადოებრივი მეცნიერებები

არქეოლოგიური ძეგლები - წარსულის ადამიანის მოქმედების ადგილები, რომლებიც


მიწაშია. ეს შეიძლება იყოს საცერემონიო ცენტრი, დასაფლავების ადგილი დ ა.შ .
ცხოველთა ნაშთები გვიყვება იმდროინდელ კლიმატზე, კვების რაციონზე და ა.შ .

არტეფაქტი - ნივთი, რომელიც დამზადებული/გადაკეთებულია ადამიანის მიერ . ესენია


ქვის იარღები, ჭურჭელი და სხვა.
ეკოფაქტები - არაარტეფაქტული ორგანული ან გარემოს ნარჩენები.

ადგილსაპოვებლის მიგნება
ლასკოს მღვიმე - 1940 წელს იპოვეს მოსწავლე ბიჭებმა, რომლებიც ძაღლს ეძებდნენ.
მოხვდნენ გამოქვაბულში, რომელშიც იყო წითელი/შავი ნახატები (ბიზონის, ირმების და
ა.შ) კედლებზე.

ადგილსაპოვებლების მიგნება - მკვლევრები კონკრეტული ტერიტორიის სისტემატიურ


გამოკვლევას ატარებენ მის მისაგნებად. ჯერ იწყებენ უკვე არსებული აღწერების
შესწავლით რათა მიაგნონ მას. ადგილობრივებმა ასევე შეიძლება დიდი დახმარება
გაუწიონ არქეოლოგებს.

მარტივადაც შეიძლება არქეოლოგიური ძეგლების მიგნება . მაგალითად , პირამიდები ,


ათენის პანთეონი და სხვა. ისინი არასდროს დაკარგულა.
ბუნება ეხმარებათ არქეოლოგებს - ქარის/წვიმის ეროზია თვალსაჩინოს ხდის ძეგლებს.

საველე სამუშაოზე არქეოლოგი განსაზღვრავს:

 რომელი მონაკვეთები უნდა შეირჩეს გამოსაკვლევად კვლევის მიზნის, გარემოსა


და ტოპოგრაფიული გათვლების გათვალისწინებით;
 პრაქტიკულ შეზღუდვებს, როგორიცაა დრო და ფინანსები.

არქეოლოგიურ კვლევებში გამოიყოფა ორი ძირითადი მიდგომა:

 სისტემური - ბევრი მეთოდი ერთიანდება. ხშირად რეგიონს ყოფენ ბადისებურად


და სისტემურად ივლიან. სხვა შემთხვევაში მასალას გვაწვდის კვეთა,
განსაკუთრებით როცა მცენარეულობა ხშირია. ამ დროს საკვლევ ადგილას
ივლება ხაზი, რომლის გასწვრივ დადიან, ინიშნავენ ტოპოგრაფიის,
მცენარეულობისა და არტეფაქტების ცვლილებებს;
 არასისტემური - უფრო მარტივი. მკვლევარი მოივლის საკვლევ ბილიკებს,
მდინარის ნაპირებს და დახნულ მინდვრებს. ჩაინიშნავს ნებისმიერ აღმოჩენილ
მასალას. ეს მეთოდი გვარიდებს გაუვალ ტყე-ღრეში სიარულის პრობლემას.
სამწუხაროდ, ამან შეიძლება ასევე მიგვიყვანოს არაავთენტურ ნიმუშებამდე ;

ქვეზედაპირის შემოწმება და კვლევა


რადგან ბევრი ძეგლი მიწაშია, ბევრი კვლევა მიწის ქვეზედაპირზე შესწავლას მოიცავს . ეს
ხერხდება მუდმივი ინტერვალებით ბურჟით ან ბარით.

ახალი ტექნოლოგიებით ვზვერავთ ძეგლებს გათხრების გარეშე (უნარები შეზღუდული


აქვთ):

31
მარიამ სუხიტაშვილი. მართვა და საზოგადოებრივი მეცნიერებები

 პროტონული მაგნიტო მეტრი - აფიქსირებს არტეფაქტებით გამოწვეულ


განსხვავებას ნიადაგის მაგნიტურ ველებს შორის. ამით შესაძლებელიც კია
ნიმუშების რუკის შექმნა;
 ელექტრული წინაღობის მზომი - იყენებენ მიწაში ელექტროდებში გამავალი
ელექტრული დინების გასაზომად. ეს მიანიშნებს განსხვავებაზე ნიადაგის
ტენიანობის დონეში, რაც ასახავს განმარხეულ არხებს, საძირკველებსა და
კედლებს.

აქვთ მინუსებიც, რადგან განმარხებულმა მეტალმა შეიძლება შეცვალოს სხვა


ნივთიერებათა მაგნიტური მაჩვენებელი, ხოლო მილიდან გაჟონილმა წყალმა არაზუსტი
გახადოს წინაღობის მზომის მაჩვენებელი. ორივემ შეიძლება დაგვაბნიოს ქანების
ანალიზის შედეგად.

არქეოლოგიის გამოყენება
წყალქვეშა ანთროპოლოგია
წყალქვეშ გამოკვლევა შესაძლებელი გახდა სასუნთქი აპარატის შემოღების შემდეგ .
ხშირად წყალში მოპოვებული ნივთები უკეთესადაა შემონახული და უფრო მეტ მასალას
გვთავაზობს ვიდრე ხმელეთზე ნაპოვნი, რადგან აქ უმეტესად ადამიანი ზემოქმედებს
ყველაფერზე:

 მერი როუზისა და ჰენრი VIII-ს ფლოტის მშვენების გათხრა - სავარაუდოდ


ქვემეხების სატარებლად შექმნილი პირველი ხომალდი იყო. აქ აღმოაჩინეს 14000
არტეფაქტი.

წყალქვეშ ასევე იკვლევენ ჩაძირულ დასახლებებსაც:

 1692წ-ს ძლიერმა ტალღებმა ჩაძირა პორტ როიალის (იამაიკა) დასახლება.

წყალქვეშა გათხრების დროს მკვლევრებმა უნდა მოახერხონ აღმოჩენების ჩანიშვნა


სპეციფიკური ტექნიკის გამოყენებით და თან უნდა ეკეთოთ სპეციალური სასუნთქი
აპარატი.

საჰაერო არქეოლოგია, დისტანციური დაკვირვება


აეროფოტოგრაფიის მნიშვნელობა აღიარეს I მსოფლიო ომში. პილოტები ზოგ ძეგლს
ჰაერიდან უკეთესად ამჩნევდნენ, ვიდრე ხმელეთზე.

ასევე გამოიყენება ტექნოლოგიები, როგორიცაა ინფრაწითელი, ცრუ ფერის


ფოტოგრაფია და ისინი გვეხმარება შევამჩნიოთ განსხვავებები მცენარეულობაში ,
მიტოვებულ დასახლებებში და მიწის დმუშავების ადრინდელ მეთოდებში . ამით ადგენენ
ასევე რუკებსაც.

თანამგზავრისა და კოსმოსური ხომალდების გადაღებული ფოტოები იშვიათად


გამოიყენება, რადგან უმეტესად გამოუყენებელია და თან ძვირია არქეოლოგებისთვის :

 არქეოლოგებმა და NASA-მ მიაგნეს უძველეს მესოპოტამურ და მაიას ტომთა


დასახლებებს. ასევე სამეურნეო მიწებს.

კოსმოსური რადარი ავლენს ქვიშაში 6 ფუტის სიღრმეზე ნაშთებს და მეტად გამოსადეგია :

32
მარიამ სუხიტაშვილი. მართვა და საზოგადოებრივი მეცნიერებები

 ამით არაბეთის ნახ-კ-ზე აღმოაჩინეს საქარავნო მარშრუტები. ამით დაადგნეს


დაკარგული ქალაქის, უბარის, 100 წელს განადგურებული სავაჭრო ცენტრის და
ინდოეთის ოკეანესთან მდებარე ქალაქის საფარას ლოკაცია.

არქეოლგიური გათხრები
ძეგლების განლაგება ლანდშაფტში გვაწვდის ცნობებს:

 ბუნებრვი რესურსების გამოყენებაზე;


 ვაჭრობის სახეებისა და პოლიტიკურ ორგანიზაციებზე;
 ძეგლების მოცულობაზე და წინასწარ გვანსაზღვრინებს მათ ასაკს.

როცა არქეოლოგიურ ძეგლს გათხრიან ის სამუდამოდ იკარგება და მხოლოდ


არქეოლოგების ჩანიშვნებში აღდგება, ამიტომ საფრთხილო პროცესია . უმეტესად უნდა
გამოიყენონ აქანდაზი, ცოცხი, ნიჩაბი. სხვადასხვა ძეგლისთვის სხვადასხვა ტექნიკაა
საჭირო.მაგალითად:

 მეტი სიფრთხილე სჭირდება პატარა სანადირო ბანაკების ნაშთებს , ვიდრე


ურბანულ გარემოში მდებარე, თანამედროვე ნარჩენებით დაფრულ სახლებს;

მუშაობა ძირითადად იწყება ძეგლის გასუფთავებისა და მისი დეტალური გეგმის


შედგენით. ძეგლის თავზე თავსდება ბადე, რომლიც ათვლის წერტილზეა მიმაგრებული .
კვლევითი მიზანი ამ დროს განსაზღვრავს თუ რომელი ტერიტორია იქნას გათხრილი.

ნაგავსაყრელების გათხრა გვამცნობს ძეგლის არტეფაქტების დიაპაზონზე ,


საცხოვრებლების გათხრა კი გვიყვება წარსულში სოციალური, პოლიტიკური,
სოციოეკონომიკურ სტატუსებზე.

არქეოლოგიური ნაშთის სიღრმე - დამოკიდებულია ცვლადებზე და გააჩნია სიტუაციას.

დათარიღების მეთოდები
შეიძლება დათარიღებისას დაეყრდნონ ნამარხების/არქეოლოგიური ადგილების
უბრალო ინტერპრეტაციას, თუმცა უმეტესად იყენებენ დათარიღების ტექნიკებს . შეიძლება
რამდენიმე ერთდროულადაც გამოიყენონ.

არქოლოგიაში გამოყენებული ძირითადი მეთოდები

 ნატურალისტური მეთოდები:

o სტრატიგრაფია; o დენდროქრონოლოგია;
o ბიოსტრატიგრაფია; o პალეომაგნეტიზმი;

o იზოტოპები
 რადოაქტივობაზე დამყარებული მეთოდები:

o ნახშირბად 14; o ურანიუმ-თორიუმი;

o არგონ-არგონი და პოტასიუმ-არგონი;
 ქიმიურ შემადგენლობაზე დამყარებული მეთოდი:
o ობსიდიანის ჰიდრატაცია

33
მარიამ სუხიტაშვილი. მართვა და საზოგადოებრივი მეცნიერებები

 ბუნებრივი რადიო-აქტიურობით გამოწვეულ ცვლილებებზე დამყარებული


მეთოდები:
o ელექტრონული სპინური რეზონანსი;
o თერმოლუმინესცენტური.

ფარდობითი დათარიღება
ფარდობითი დათარიღება - ადგენს განმარხული ნივთების, არტეფაქტების ან
განმარხული ადგილების ასაკს ერთმანეთთან მიმართებით, ანუ რომელი უფრო ძველია
ან ახალი, ანუ არ იძლევა ზუსტ დათარიღებას. მაგალითად:

სტრატიგრაფული დათარიღება
ნ.სტენომ ივარაუდა, რომ არტეფაქტები ქვისმაგვარ, დალექვის გამო, გამყარებულ გარსს
დროთა განმავლობაში იკეთებდნენ. გარსს შრეები აქვს და ყოველი მომდენო შრე
ერთმანეთზე უფრო ძველია.

არქეოლოგიური არე - სტრატიგრაფიული დონეების ‘ნამცხვარი’, რომელიც მოიცავს


კულტურულ ნივთებსა და მატერიალს (ნასახლართა ნარჩენები, გახრწნილი ორგანული
ნივთიერებები, ბუნებრივი სტრატა და ა.შ.).

წინაღობა - მიწისძვრები ან ვულკანები ხშირად არღვევენ სტრატიფრაფულ შრეებს და


ილექებიან ნამარხებთან. ეს უფრო არაზუსტს ხდის ამ მეთოდს.

ფაუნური თანმიმდევრობა
უ.სმითმა აღმოაჩინა, რომ როცა დაიწყო მშენებლობები, ქვის შრეები, რომლებიც
მშენებლობის დროს მოშიშვლდა, ერთი და იგივე ტიპის ნამარხები იჩენდნენ თავს , ერთი
თანმიმდევრობით, მან აღმოაჩინა, რომ შემცველობის მიხედვით შეეძლო ქვებიდან
აღებული ნიმუშები განელაგებინა სწორი სტრატიგრაფიული თანმიმდევობით .
ესაა ერთგვარი ფაუნური/ცხოველური თანმიმდევრობა. აღმოჩინა დარვინამდე 60 წლით
ადრე.

ფაუნური (ცხოველური) კორელაცია - ნამარხების ფარდობითი დროის პრინციპით


განლაგება.

პალინოლოგია
პალინოლოგია - სწავლობს მცენარეული მტვრის მარცვლებს. მათზე დაკვირვებით
შეგვიძლია გავარკვიოთ ის ადაპტაცია/ვეგეტაცია, რომელიც მცენარემ განვლო . ეს
გვეხმარება დავადგინოთ სტრატას (შრეთა) ფარდობითი ასაკი და გავიგოთ იმ გარემოზე ,
რომელშიც ვცხოვრობდით.

ძვლების დათარიღების მეთოდები


FUN ტრიო - ძვლების ასაკის დასადგენად ზომავენ ფტორის (F), ურანის (U), აზოტის (N)
შემცველობებს. ამ სამ ელემენტს ეძახინ FUN ტრიოს:

 ურანი/ფტორი - ნამარხად ქცეულ ძვლებში თავს იყრის ფტორი და ურანი. ნელ-


ნელა მათი რაოდენობა იზრდება. სწორედ მათი რაოდენობის მიხედვით
ათარიღებენ.

34
მარიამ სუხიტაშვილი. მართვა და საზოგადოებრივი მეცნიერებები

 აზოტი - რაც დრო გადის მისი რაოდენოა უფრო იკლებს. ცოცხალ ორგნიზმში მისი
რაოდენობა დაახლოებით 4%-ია.

მათი თითოეული მეთოდი ფარდობითია, რადგან მათი სიზუსტე დამოკიდებულია


გარემოზე. რადგან ბუნებრივი პირობები ყველგან სხვაა, ისინი თანაბარი პროპორციით არ
გვხვდება ყველგან. მათი გამოყენების აუცილებლად გასათვალისწინებელია გარემოც .

სერიაცია
სერიაცია - მეცნიერები აკვირდებიან არტეფაქტებს და ცდილობენ ისე განასხვავონ ან
დააკავშირონ ერთმანეთთან, რომ მიიღონ ქრონოლოგიური შეფასება. ძირითადად
გამოიყენება კერამიკული და ქვის ხელნაკეთი ნივთების დასათარიღებლად . მაგალითად :

 ინგლისში XVII-IXXსს-ში ქვის საფლავების შეცვლილი სტილისტიკის დადგენა.

იმ გაგებით, რომ თუ შეინიშნება რაიმე ტენდენცია, იგი კვლავ გააგრძელებს განვითარებას


ან პირიქით, გაილევა, შეუძლია ჭეშმარიტ დასკვნამდე მიგვიყვანოს.

რიცხვითი/აბსოლუტური დათარიღება
რიცხვითი დათარიღება გვაძლევს რეალურ ასაკს და ბევრად ზუსტია .

ნახშირბადის რადიოაქტიური იზოტოპით დათარიღების (ნახშირბად 14-ის)


მეთოდი
ეს მეთოდი ემყარება რადიოაქტიური ნახშირბადის დაშლის პროცესს , რომელიც გადადის
აზოტში. ორგანიზმის სიკვდილის მერე CO2-ის დონე აღარ იზრდება და იწყება 14C-ის
ხრწნა.

სხვა რადიოაქტიული იზოტოპების მსგავსად 14C-შიც ვიცით ხრწნის სისწრაფე. მათი


ნახევრად დაშლის პერიოდი არის 5730 წელი. ამის გამოყენებით დგინდება ასაკიც .

მისი მეშვეობით ვათარიღებთ - ანტიკური ხის ხელსწყოებს, ჩონჩხებს. 80000 წლის


წინანდელ არტეფაქტებს (თუმცა 60000-მდე უფრო ზუსტია). ეს მეთოდი გვაძლევს
მიახლოებასაც, როცა ასაკი გაცილებით დიდია.

კალიუმ არგონის და ურანის გამოსხივების მეთოდები


გამოიყენება არა ნიმუშის, არამედ ვულკანური წარმოშობის მტვრისა და ლავის
დასათარიღებლად:

 კალიუმ-არგონის მეთოდი
o რადიოაქტიური ნივთიერებები უმეტესად ვულკანური წარმოშობის ქვებშია .
ზოგი მათგანის დაშლა ძალიან ნელა მიმდინარეობს (მილიარდიც კი).
o მეცნიერებმა დაადგინეს კალიუმის რადიოაქტიური იზოტოპის (40K) დაშლის
პროცესი, რომელიც ინერტულ აირში (40AR) გადადის. მაღალ გრადუზე,
როცა ვულკანი იფრქვევა, არგონი გამოიყოფა და რჩება მხოლოდ კალიუმი.
როცა ლავა გაცივდება და ქვად იქცევა, კალიუმი იწყებს დაშლას არგონად .
40K-ს ნახევრად დაშლის პერიოდია 1.3 მილიარდი წელი.
 Fission-track დათარიღების მეთოდი
o ამ დროს ვიყენებთ ურანის 238- იზოტოპს (238U), რომელიც ენერგიას
გარკვეული სიხშირით კარგავს. მიკროორგანიზმებზე დაკვირვებაშიც კი

35
მარიამ სუხიტაშვილი. მართვა და საზოგადოებრივი მეცნიერებები

გვადგება ეს მეთოდი და მისი გამოყენებით შეიძლება განვსაზღვროთ ასაკი


300 000-დან 4.5 მილიარდი წლის ინტერვალში.
o ძირითადად პალეოანთროპოლოგიაში გამოიყენება, თუმცა შეიძლება
დავათარიღოთ წარმოებული მინის ჭურჭელიც.

თერმოლუმინესცენციით დათარიღება
ამ შემთხვევაში ვადგენთ იზოტოპთა რაოდენობას, რომელიც კრისტალურ სტრუქტურაშია
თავმოყრილი. ისინი წარმოიქმნება ურანის (U), თორიუმის (TH) და კალიუმის
რდიოაქტიული იზოტოპი 40K-ის დაშლის შედეგად.

პროცედურისას ახურებენ არტეფაქტს. ამ დროს თავისუფლდება ელექტრონები და


იწყებენ კრისტალურ მესერში დაგროვებას. დაგროვილი რაოდენობით საზღვრვენ
ასაკსაც.

ეს მეთოდი გამოიყენება - ხელნაკეთი ნივთებისთვის, თიხის, ქვის, ხის და მსგავსი


ხელსაწყოებისთვის. ამ მეთოდს შეუძლია გაყალბებული ანტიკური ნივთების
იდენტიფიკციაც.

დენდროქრონოლოგია
ეფუძნება ზოგი ჯიშის ხეებში გაზრდით გამოწვეულ ყოველწლიური რგოლების დათვლას .
ერთი რგოლი შეესაბამება ერთ წრეს. ამით ითვლიან მის მთლიან ასაკს:

 XVIIIს-ში მ.ქათლერი ამბობდა, რომ ოჰაიოში ერთერთი ადგილი მინიმუმ 463 წლის
იყო.

ასევე რგოლების მეშვეობით ადგენდნე სხვა რაღაცებსაც:

 სქელი რგოლები - იმ წელს ხე უხვ წვიმას იღებდა;


 თხელი რგოლები - იმ წელს მშრალი სეზონები იყო;

ერთი ლოკაციის ხეებს მსგავსი რგოლები აქვთ, რადგან ერთ გარემოში იყვნენ. მათ
ექმნებათ დენდროქრონოლოგიური მიმდევრობა (ერთის ნაწილი, რომ მეორეს დავადოთ ,
დაემთხვევათ):

 სმხრ-დას ამერიკში ფიჭვის ხის საერთო დენდროქრონოლოგიური მიმდევრობას


თითქმის 9000 წლის უკან მივყავართ. მსგავსები არის ევროპაშიც.

შეიძლება ხის რგოლები შევადაროთ საერთო დენდროქრონოლოგიურ მიმდევრობას და


ამით გავიგოთ როდის მოჭრეს ხე. ამის გაგება შეიძლება ნახშირბდ 14-ის მეშვეობითაც ,
თუმცა ვიცით, რომ ატმოფეროში ნახშირბადის კონცენტრაცია ყოველთვის ერთნაირი არ
ყოფილა,ამიტომ დენდროქრონოლოგია უფრო ზუსტს ხდის ნახშირბად 14-ის მეთოდს.

ინტერპრეტაციები წარსულზე
ზოგჯერ ინტერპრეტაცია გამოსადეგია, რადგან წარსულის აღქმაში გვეხმარება , თუმცა
ხანდახან მეცნიერები უხეშად ამახინჯებენ ფაქტებს. მაგალითად:

 XXს-ში ამბობდნენ, რომ განვითარება ‘აღმატებული’ გერმანული რასიდან დაიწყო


და შემდეგ გავრცელდა ევროპაში.

36
მარიამ სუხიტაშვილი. მართვა და საზოგადოებრივი მეცნიერებები

არ გვაქვს ერთი გარკვეული ფორმულა ყველა პალეოანთროპოლოგიური და


არქეოლოგიური მასალის შესამოწმებლად, თუმცა გვაქვს დირექტივები. არასწორ
ინტერპრეტაციები შეიძლება გაოვავლინოთ ჰიპოთეზების ანალიზისას და შევცვალოთ
დამაჯერებელი მოსაზრებებით.

კონკრეტული ფაქტები შეიძლება განმტკიცდეს სხვა დამოუკიდებელი ფაქტებით ,


რომელიც იმავე დასკვნამდე მიდის.

ლექცია IV-I - პირველი ჰომინინები


ჩანაწერები პპტ-დან
 ადამიანის პირველი კვალი იწყება აფრიკიდან;
 ადამიანის წინაპრები იყვნენ ბალნიანები, ჰქონდათ კუდი და მოხერხებული
კიდურები. უნდა ეცხოვრათ ხეებზე, ცხელ და უღრან ტყეებში;
 1891წ დებუამ აღმოჩენილ განმარხებულ ფორმას უწოდა Pithécanthrope,
სინამდვილეში ნამარხი ჰომო ერექტუსის სახეობაა;
 ადამიანის პირველი გაჩენის ადგილის კვლევის დროს პირველი გამორიცხეს
ავსტრალია და ამერიკა. ახალი აღმოჩენები ხდება ძველ სამყაროში (ევროპა, აზია ,
აფრიკა);
 აფრიკული რიფტი - მსოფლიოში უდიდესი ჩავარდნილი ადგილი (6000კმ/50-60კმ).
ამ რეგიონს ხშირად უწოდებენ „ადამიანის გაჩენის აკვანს“.
 გენეალოგია - ხე, რომელიც აჩვენებს ვინ ვისგან მოდის;
 ფილოგენია - ხე რომელიც აჩვენებს ვინ ვისთან იყოფს ამა თუ იმ თვისებას;
 ჩვენ ჰომინინების გვარის უკანასკნელი წარმომადგენელნი ვართ. რამდენიმე მლნ
წლის წინ გამოვეყავით დიდ მაიმუნებს (ცოცხ. სახეობები - შიმპანზე, გორილა,
ორან-გუტანი);
 სხვა ჰომინინებისგან განგვასხვავებს:

o კბილები/ქვედა ყბა; o მენჯის ძვალი;


o ბიპედალობა; o ტვინის მოცულობა.

 ჰომინიდები სქემატურად სამ ჯგუფში შეიძლება გაერთიანდნენ:


o ზედა მიოცენის - 7 და 5 მლნ წლებში;
o ავსტრალოპითეკები - 4 და 2.5 მლნ წლებში;
o ჰომოს გვარის სახეობები - 2,6 მლნ წლის წინ. მათგან ბოლოა საპიენსი.
 პირველი ჰომინინები:
o თუმაი (Sahelantropus tchadensis alias Toumai ) - ჩადში. 7 მლნ წლის:
 ყველაზე ახლოს დგას ადამიანისა და შიმპანზეს საერთო
წინაპართან;
 გაგვაგებინა, რომ ‘აკვანი’ არ არის აღ. აფრიკა, რადგან აღმოჩნდა
დას-ში;
 ავსტრალოფითეკზე ორჯერ ძველია და ბიპედალი უნდა ყოფილიყო;
 კვების რაციონი გვეუბნება, რომ მას ტყეებში უნდა ეცხოვრა.
o ორორინ ტუგენესი (Orrorin tugenensis) - კენიაში. 5.8-6 მლნ წლის:
 ბარძაყის ძვლის დაბოლოვება სქელია, სხეული მას ეყრდნობოდა,
ანუ გამართული უნდა ყოფილიყო;

37
მარიამ სუხიტაშვილი. მართვა და საზოგადოებრივი მეცნიერებები

მკლავის ძვალი და ხელის ფალანგები მეტყველებს, რომ ხეზე


ცოცავდა;
 ქვედა ყბა პრიმიტიულია. პროფილში საკმაოდ მაღლია.
o Ardipithecus kadabba - ეთიოპიაში. 5.2-5.8 მლნ წლის;
o Ardipithecus ramidus - ეთიოპიაში. 4.5 მლნ წლის.
 ადამიანის და შიმპანზეს ხაზის გაყოფის შემდეგ, ადამიანის ევოლუციურ ხაზზე
ყველა განმარხებული ფორმა ჰომინინია, რომელთა პირველი ხაზისთვის
დამახასიათებელია:

o პატარა ტვინი; o ბიპედალობა;


o გრძელი ხელები; o ასაკი 7-4 მლნ.

ავსტრალოფიტეკებს გვარის სახეობებისთვის დამახასიაებელია :

o პატარა ტვინი; o ბიპედალობა;


o გრძელი ხელები; o ასაკი 4-1 მლნ;

o ადამიანის/მაიმუნისთვის დამახასიათებელი მოზაიკური თვისებები .


 ჰომოს გვარი 2.8 მილიონი წლისაა:
o ჰომო ჰაბილისი - 2.5 მლნ წლის. პირვეილი ქვის იარაღების გამოყენება;
o ჰომო ერექტუსი - 1.9 მლნ წლის. დატოვა აფრიკა. გამოიყენა ცეცხლი;
o ჰომო ნალედი - ცოტახნისწინ შეემატა ახალი სახეობა. ასაკი ჯერ არ ვიცით;
o ჰომო საპიენსი - დღევანდელი ადამიანი.

ჩანაწერები რიდერიდან
ჰომინინების გეოგრაფიული გავრცელების სურათის აღსადგენად აღმოჩენების გარდა
საჭიროა:

 ანატომიური ელემენტების გადატანა სხვა ცხოველების მიერ;


 განმარხებისა და დალექვის პირობები და სხვა.

ერთ აღმოჩენასაც კი შეუძლია სრულად შეცვალოს ქრონოლოგიურ-გეოგრფიული


თეორიები. ფიზიკური ანთროპოლოგია დაგროვებითი მეცნიერებაა .

კლადისტიკა - ბიოლოგიური კლასიფიკაციის მეთოდი. სახეობებში ნათესაობას ადგენს.

გვარ homo-ს განსაზღვრების ისტორია


ჰომოს გვარი 1758 წელს კარლ ლინეუსმა განსაზღვრა (ასევე ჰომო საპიენსიც). 1864წ
გეოლოგმა უ.კინგმა ნეანდერტალელი ჰომოს გვარს მიაკუთვნა. 1908 წელს დაემატა Homo
heidelbergensis, 1944 - Pithecanthropus erectus. ახასიათებთ ტვინის მოცულობა 900-2000 სმ3
ინტერვალში.

დღეს ჰომოს გვარი თერთმეტი განმარხებული სახეობისგან შედგება - საპიენსი,


ნეანდერტანელი, ჰეიდელბერგენსი, ერექტუსი, ჰაბილისი, ერგასტერი , რუდოლფენსი ,
antecessor, georgicus, floresiensis, ნალედი.

38
მარიამ სუხიტაშვილი. მართვა და საზოგადოებრივი მეცნიერებები

ჰომო ჰაბილისი - მარჯვე ადამიანი (მოხერხებული ხელებს გამო). ავსტრალოფითეკზე


დიდი ტვინი, განსხავევბული სიარული, სახის პროფილი და საღეჭი აპარატი შედარებით
პატარაა.

ვინ? სად? როდის?


ჰომოს გვარის პირველი ფორმები ორასამდე განმარხებულ ძვალს მოიცავს:

 ყველაზე ძველია ლედი-გერარუს ძეგლზე ნაპოვნი - ისინი ცალკე სახეობად არ


გამოუყვიათ. ფორმების სიიშვიათე ართულებს ამას.

როგორ გამოიყურებოდნენ?
ადამიანისა და დიდი მაიმუნების თვისებების შედარებით ავსტრლოპითეკთან , შეიძლება
რამდენიმე სახეობა მივიჩნიოთ ადამიანის წინპარ ფორმად .

პარანთროპები - ავსტრალოფიტეკებთან ერთად იყვნენ. სახის პროფილი წინ ნაკლებადაა


გამოწეული. საღეჭი აპარატი დაპატარავებულია V-ს ფორმის ყბასთან ერთად. წინა
კბილები დიდი ზომისაა,უკანა შედარებით გრძელი და პატარა . შუბლი ამობურცული .

პირველი ჰომოების სიმაღლე 1.3-1.5 მ და წონა 30-40კ უნდა ყოფილიყო. იყვნენ


ბიპედალები. გრძელი ხელები ჰქონდათ და ხეებზეც ცოცვდნენ. ცხოვრობდნენ ნესტიან
ადგლილებშიც. ჭამდნენ მცენარეებს, ხორცს.

ოლდუვაური ტექნიკის ქვის იარაღები - ჰომოს გვართან ასოცირდება. ქვარგვალებიდან


და ბლოკებიდან ერთ/ორ მხარეს ანაკეტს აცლიდნენ და გამოიყენებდნენ .

ახალი აღმოჩენების სახეობასთან მიკუთვნება სადებატოა. არსებობს ორი სკოლა :

 დაყოფა - როცა აღმოჩენილი ფორმა ახალი სახეობის შექმნის პირობას იძლევა;


 დაჯგუფება - როცა ცდილობენ სახეობების რიცხვი მინიმუმამდე დაიყვანონ.
(მ.ვოლპოფი ფიქრობს, რომ ყველა ძველი ჰომინინი ჰ.საპიენსში უნდა
გაერთიანდეს).

ჰომო ჰაბილისი გაიყო ორად. ჰაბილისად და რუდოლფენსად:

 რუდოლფენსი - შედარებით სწორი და ნაკლებ ამოზნექილი პროფილი. ნაკლებადა


აქვს დახრილი კეფის მხარი. დიდი თავის ტვინი აქვს.
არ ყავთ საერთო წინაპარი. ავსტრალოფიკეტს უფრო გვანან ვიდრე
თანამედროვეს. შესაბამისად, უნდა გადავიტანოთ ავსტალოფიტეკებში და Homo
ergaster პირველ წარმომადგენლად უნდა მივჩნიოთ, რადგან მეტად გავს
თანამედროვეს.
რუდოლფენსი და ჰაბილისი ავსტრალოფიკეტს პოსტ-კრანიალური ნაწილით,
კიდურებით გვანან, მაგრამ ჰომო ერექტუსთან/საპიენსთან თავის ქალა აკავშრებთ .

ბ.ვუდისა და მ.კოლარის მიხედვით - გვარი სახეობებისგან შემდგარი ჯგუფია საერთო


წინაპრით და სხვა სახეობებისგან განსხვავებული ეკოლოგიური ნიშნების მქონე
შთამომავლებით.

პირველი გასვლა
ჰომინინების აფრიკიდან გასვლა არის 10000-ობით წლის შედეგი. გამოიწვია ახალი
არეალის ათვისების სურვლმა. არასახარბიელო კლიმატის გამო ევროპა მანამდე არ იყო

39
მარიამ სუხიტაშვილი. მართვა და საზოგადოებრივი მეცნიერებები

დასახლებული.
ეს არ იყო მიგრაცია, რადგან როცა ერთი ჯგუფი წავიდოდა, მეორე იქვე რჩებოდა .

ევრაზიაში გავრცელება - გაფანტულია. ძეგლებს შორის დიდი ქრონოლოგიური


სხვაობაა:

 ჩრდ-დან - წითელი ზღვა, აღ.აფრიკის გავლით სინაის ნახ-კ-მდე, ლევანტის


კორიდორი, სირია-იორდანიის რიფტი და აღ.ანატოლიიდან სმხ.კავკასიამდე
მისვლა;
 სმხ-დან - წითელი ზღვიდან არაბეთის სახ-კ-მდე;
 სმხ-დან - ჩრ.აფრიკაში ასვლა და გიბრლტარით სმხ. ევროპაში (ესაპანეთში)
გასვლა.

ჩრდილოეთის გზა ყველაზე რეალურია, რადგან სახმელეთო გზაა. ზღვებით გადასვლა


ნაკლებ სავარაუდოა, ძლიერი დინებების გამო და ასევე საზღვაო ტრანსპორტის ნაშთები
არ გვაქვს.

მიიჩნეოდა რომ პირველად 1მლნ წლის წინ განსახლდნენ, თუმცა დმანისში აღმოაჩინეს
1.77 მლნ წლის ნაშთები. ანუ, ბევრად ადრე გამოსულან აფრიკიდან. ჰომინინთა
გვიანდელი ფორმები აღმოაჩინეს თურქეთსა და დას.ევროპაში.

პირველი, ვინც აფრიკა დატოვა იყო ჰომო ერექტუსი, თუმცა დმანისში დაფიქსირდა ჰომო
ერგასტერი (ერექტუსის მსგავსი ნიშანთვისებით), ის ასევე ჰგავს ჰომო ჰაბილისს . ანუ , მათი
გადაადგინება ჰაბილისების დროს უნდა მომხდარიყო.

აფრიკის დატოვები სამი სცენარი გვაქვს:

 აფრიკა ჰაბილისისს მსგავსს უნდა დაეტოვებინა;


 აფრიკა ერაგსტერის (1.7-1.5 მლნ) უნდა დაეტოვებინა;
 დმანისელი ჰომოები არ უნდა გამოვყოთ ძველი აფრიკულ-აზიური ფორმებისგან,
რადგან ყველა ერექტუსს ეკუთვნის, რომლებიც 1.9მლნ-50000 წლებში იყვნენ,
ხოლო განსხვავებას ხსნიან გეოგრაფიული ცვლილებით ხსნიან.
ზოგი ჰომინინების დასახასიათებლად ეექტუს ერგასტერ გეორგიკუსის სახეობის
შექმნას გვთავაზობს. ამ შემთხვევაში ერექტუსი ევრაზიის პირველი მობინადრე
გამოდის.

დმანისის აღმოჩენამ გვანახა რომ ერექტუსი არაა პირველი სახეობა, ვინც აფრიკა
დატოვა.

სხვა აღმოჩენები:

 თურქეთში - 1.6 მლნ წლით დათარიღებული თავის ქალას ნაწილი;


 ისრაელში - 1.5 მლნ წლით დათარიღებული კბილი;
 ესპანეთში - 1.2 მლნ წლის ქვედა ყბა და 1.4მლნ წლის სარძევე კბილი;
 ჩინეთსა და ინდოეთში - 1.5-1.6 მლნ წლის ჰომოს ფორმები.

რა შეიძლება გამხდარიყო აფრიკიდან გასვლის მიზეზი?


ადაპტაციის ის უნარები, რომლითაც აითვისეს ახალი ეკოლოგიური ნიშნები :

 უკეთესი სოც.წყობა;  მრავალფეროვანი საკვები;

40
მარიამ სუხიტაშვილი. მართვა და საზოგადოებრივი მეცნიერებები

 პროპორციული სხეული;  სიარულის მოხერხებულობა;

 განვითარებული ფიზიკური და კოგნიტური უნარები;


 ბუნებრივი გარემოს ცოდნა და ფლობა და სხვა.

ამეებს ხსნიდნენ თავის ტვინის გაზრდით, მაგრამ დმანისელები ტვინით თითქმის არ


განსხვავდებიან ადრინდელი აფრიკელებისგან. ანუ ტვინი არ იქნებოდა მიზეზი. არც
ქვის იარაღების განვითარებაა მიზეზი, ისევ, დმანისელების გამო. არც კლიმატური
ცვლილებები.
მიზეზი უნდა ყოფილიყო მარტივი - მიმდინარე ტერიტორიებს ითვისებდნენ თანდათან.

ერთი თაობა დაახლ.გადაადგილდებოდა 1-10 კმ-ით, ხოლო თაობებს შორის სხვაობა იყო
20-25 წელი. ეს უნდა ყოფილიყო თანმიმდევრული და შეუჩერებელი პროცესი.
გადაადგილება შეიძლება სწრაფად მომხარიყო , თუ ჩავთვლით , რომ ის 2 მლნ წლამდე
მოხდა.

დმანისელი ჰომოები
დმანისში იდენტიფიცირდა 5 ინდივიდი (მოზარდი, ზრდასრული, ხნიერი):

 ჰქონდათ ხელების განსაკუთრებული მოტორიკა;


 ფეხის მორფოლოგია და ტერფი ჰგავს თანამედროვე ადამიანისას ;
 სხეულის აგებულება/წინა ჰაბილისის მსგავსია;
 ტვინის მოცულობა - 546-761 სმ3-ია. ამით ემსგავსებიან ჰაბილისს და რუდოლფენსს;
 მსხვილი თავის ქალით გვანან აზიელ ერექტუსებს;
 ფართო და წინ წამოწეული სახის პროფილით გვანან ჰაბილისს;
 კბილებზე ცვეთის კვალი მიუთითებს, რომ ჭამდნენ მცენარეებსაც და ხორცსაც ;
 ყველაზე ხანდაზმულ ინდივიდს კბლები არ ჰქონდა და სხვების დახმარებით
გადარჩა (სხვები საკვებს უღეჭავდნენ და ისე აძლევდნენ);
 ცხოვრობდნენ ღია ცის ქვეშ სადგომებზე;
 ქვის იარაღები პირდაპირი დარტყმით არის მიღებული. ბასრ პირებს იყენებდნენ
ცხოველთა გასატყავებლად და დასამუშავებლად;
 მოზრდილის საშ.სიმაღლე იყო 147-166სმ, წონა - 48-50კგ;
 მოზარდის საშ.სიმაღლე იყო 145-161სმ და წონა 40კგ.

ლექცია IV-II - პირველი ჰომინინები. ჩანაწერები წიგნიდან


მიოცენის ეპოქა - 23-5 მლნ წლები. თანამედროვე ნახევრად მაიმუნების წინამორბედები,
მაიმუნები და დიდი ზომის მაიმუნები;
პლიოცენის ეპოქა - ჰომინიდები. არიან ბიპედალები, განსხვავებულ აქვთ კბილები, ყბები ,
ტვინი. ჰომინიდები სხვა პრიმატებს 6-10 მლნ წლის წინ გამოეყვნენ.

ჰომინიდების ორი გვარი:

 ავსტალოპითეკი - მხოლოდ აფრიკაში. 6-1 მლნ წლის: anamensis, afarensis.


 ჰომოს გვარი - 2 მლნ წლის:
o ჰომო ჰაბილისი და ჰომო რუდოლფენსისი - 2,2-1,6 მლნ წლით. ჰომოს
გვარის წარმომადგენლებს ავსტრალოპითეკებთან შედარებით დიდი ტვინი
ჰქონდათ.

41
მარიამ სუხიტაშვილი. მართვა და საზოგადოებრივი მეცნიერებები

o ჰომო ერექტუსი (ერაგსტერის ჩათვლით) - აფრიკაში. 1.6 მლნ წლით;


o ჰომო საპიენსი - განვითარდა ერექტუსისგან. არის თანამედროვე ადამიანი.
მოიცავს ბოლო 400000 წელს. ზოგი არსებობდა 2.2-1მლნ წლის წინაც.

პრიმატებთან ჰომინიდები ბაზისურ თვისებებს იზიარებენ (გენერალიზებული ჩონჩხი ,


ხელის სიმარჯვე, გახანგრძლივებული ბავშვობა). ჰომინიდს მათგან განასხვავებს
ბიპედალიზმი, განვითარებული გონებს და სახე, ყბა და კბილები (უფრო პატარაა )

ბიპედალიზმი
ჰომინიდები - ახასიათებთ სრული ბიპედალიზმი. ისინი განსხვავდებიან შიმპანზეებისგან .
ბიპედალიზმის (ყველაზე ადრეული ცვლილება) მიზეზი:

 ჰომინიდებში აპერტურა (ქალას ხვრელი) ხერხემალს უერთდება ქალას ქვედა


ნაწილიდან და სხეულს ზემოდან „აზის“;
 ოთხფეხებში ეს ღარი უკანა ნაწილშია, ამიტომ თავი სხეულის წინა ნაწილშია .

ბიპედალიზმი უნდა გაჩენილიყო 6-10 მლნ წლების ინტერვალში.

რატომ ბიპედალიზმი?
ბიპედალობა იმ დროისთის საკმაოდ არახელსაყრელი თვისება იყო ადაპტაციისთვის და
რატომ განვითარდა?:

 მიიჩნევენ, რომ ამის მიზეზი თერმორეგულაციის მოდელი შეიძლება იყოს;


 ბიპედალიზმი ხელს უწყობდა სოც-ქცევითი თვისებების განვითარებას. ჰომინიდებს
შეეძლოთ იარაღის გამოყენება, საკვების გადატანა, ჩვილის ტარება და ა.შ .

ეს ყველაფერი განვიხილოთ სათითაოდ:

 იარაღების გამოყენება - რადგან ჰომინიებს არ ჰქონდათ მახვილი


კბილები/ძლიერი ყბები, სჭირდებოდათ იარაღები, თუმცა ყველაზე ძველი
იარაღები 2.5 მლნ წლით თარიღდება, როცა ბიპედალიზმი - 6-10მლნ. იარაღების
დამზადება დამოკიდებული არაა ბიპედალიზმზე. საჭიროა ხელის სიმარჯვე .
გორილებიც ამზადებდნენ იარაღებს;
 საკვებისა და ჩვილების გადატანა - ესეც უნდა გამოვრიცხოთ, რადგან
ოთხფეხებსაც შეეძლოთ შვილები ეტარებინათ. ბიპედალიზმი პირიქით აფერხებს
მათ მოძრაობას და სწრაფი გადაადგილების დროს შეიძლება ჩვილიც
დავარდნოდათ;
 რეზერვის შექმნა - ლავჯოი ამბობს, რომ ბიპედალობას იყენებდნენ მეწყვილსთვის
ბევრი საკვების მიტანისთვის (განიერი ფოთლებით). მამრზე დამოკიდებულებით
მდედრი მეტ დროის დაუთმობდა შვილებს, ანუ გაიზრდებოდა სახეობის
გადარჩენის შანსი. ბიპედალიზმს შესაძლოა გაეჩინა სტრატეგია, რომელიც
მდედრისა და მამრის სექსუალურ ერთგულებას და ახლო, ხანგრძლივ კავშირს
გულისხმობს.
 თერმორეგულაციური მოდელები - ჰომინიდების საცხოვრებელში უპირატესობა
ჰქონდა ამტანობას და არა სისწრაფეს. მაშინ ძალიან ცხელი კლიმატი იყო.
ბიპედალების ტერფებში ნაკლები სითბო გროვდება, ოფლი და ნაკლები თმა
აგრილებდა სხეულს, ამიტომ შეეძლოთ დღისით მოძრაობა, როცა მტაცებლებს

42
მარიამ სუხიტაშვილი. მართვა და საზოგადოებრივი მეცნიერებები

ეძინათ. დიდ მანძლზე ეფექტურად და ნელა გადაადგილდებოდნენ. მიუხედავად


ამისა, ზუსტი ინფორმაცია არ გვაქვს ოფლზე და თმაზე, ამიტომ ბიპედალობის
განვითარება ჯერ კიდევ გამოწვევაა.

სახის, კბილებისა და ყბის შემცირება


უძველესი ჰომინიდების მახასიათებლები (2 მლნ წლის წინ უკვე ნაკლებად გამოხატულია ):

 ყბა - წინ წამოწეული;


 კბილები - მაიმუნზე პატარა და საპიენსზე დიდი. ამის გამო მიიჩნევდნენ
გარდამავალ სახეობად ადრეულსა და გვიანდელ წინაპრებში .
 თანკბილვა - ჰქონდა U-ს ფორმა და მოპირდაპირე კბილები ერთმანეთის
პარალელური იყო. ჰგავს გორილების, ორანგუტანების, შიმპანზეების
თანკბილვას. ადამიანის კბილები ერთმანეთის პარალელური არაა.

ავსტრალოფიტეკების მახასიათებლები:

 საღეჭი კუნთები - მასიური;


 ძირითადი კბილები - საპიენსისგან განსხვავებით დიდი ჰქონდათ (მცენარეების
ჭამის გამო). ეს ძლიერი თანკბილვა ახასიათებდა Australopithecus boisei. ჰომოს
გვარს შედარებით მრავალფეროვანი რაციონი აქვთ (მცენარე, ხორცი).
 სქელი გადიდებული ყბები და ყვრიმალები ამ უზარმაზარ საღეჭ კუნთებს იჭერდა.

თავის ქალის მოცულობის განვითარება


თავის ტვინის მოცულობები (ჰომინიდებმა ამ მხრივ განვითრება 2 მლნ წლის წინ
დაიწყეს):

 აფარენსისი (ადრეული ავსტრალოფითეკინი) – 3-4 მლნ წლისწინ. ბეისბოლის


ბურთის ზომის თავის ტვინი ჰქონდა. 400 სმ2-ის მოცულობის;

 ჰომო ჰაბილისი - 600სმ2;  ერექტუსი -1000სმ2;

 საპიენსი- 1350სმ2.

ტვინის ზრდა გამოიწვევდა ფიზიკურ და სოციალურ განვითარებას. განვითარდა ენაც ,


შეიცვალა კვება, სოციალური მოწყობის სტრუქტურა, რამაც გაზარდა მათი გადარჩენის
შანსი.

უძველესი ჰომინინები
ჩამოყალიბდნენ 6-10 მლნ წლის წინ, როდესაც ბიპედალიზმი ფორმირდება:

 თუმაი (Sahelanthropus tchadensi) - ჩადში სხვა ნაშთებიდან 1500 მილით შორს იპოვეს
მისი თავის ქალა. ბიპედია. არის 7მლნ წლის. მას ჰომინიდ-მაიმუნის თვისებები
აქვს. კბილები მაშინდელ მაიმუნზე პატარა აქვს, რითიც გავს გვიანდელ ჰომინიდს .
თავის ქალით უფრო მეტად წააგავს შიმპანზესას;
 Orrorin tugenensis - ტუგენის მთებში. არის 5,8-6 მლნ წლის. ბარძაყის ძვლის
შესწავლამ აჩვენა, რომ ორ ფეხზე გადაადგილება შეეძლო;

43
მარიამ სუხიტაშვილი. მართვა და საზოგადოებრივი მეცნიერებები

 Ardipithecus kadabba – ეთიოპიაში. 5.2-5.8 მლნ წლის. ადამიანის და შიმპანზეს ბოლო


საერთო წინაპარი. ემთხვევა დროს როცა ადამიანის და მაიმუნის ხაზები გაიყო;
 Ardipithecus ramidus - ეთიოპიაში. 4.5 მლნ წლის. ტვინით და სხეულით შიმპანზეს
წააგავს. იყენებდა ხან ორ, ხან ოთხ კიდურს სამოძრაოდ.
ქალა მაიმუნის მსგავსი აქვს. ეშვები - განიერი. ქალის და ხერხემლის შეერთების
ადგილი, მენჯის ფორმა, კიდურების ძვლების ფორმები ბიპედალურ ლოკომოციას
შეესაბამება, რაც ჰომინიდების ნიშანთვისებაა. ანატომიური და მორფოლოგიური
მახასიათებლებით დიდი მაიმუნების ჯგუფში შეიძლება გავაერთიანოთ .

ავსტრალოფითეკები
 ანამენსისი − 3.9-4.2 მლნ წლის. ბიპედალი ჰომინიდის მსგავსი. არდიპითეკუსისგან
განსხვავებით, ძირითადი კბილები საკმაოდ სქელი და დიდია, რითაც ჰომინიდებს
მოგვაგონებს. შესაძლოა ეს სახეობა წარმოადგენდეს გარდამავალ სახეობას
არდიპითეკუსსა და ავსტრალოპითეკინს შორის;
 აფარენსისი − ჰიდრასა და ლაეტოლში. 3-4 მლნ წლის. აერთიანებს რამდენიმე
სახეობას. კისრის ზევით, თავის ქალისა და ყბის ჩათვლით, აფარენსისი მაიმუნის
მსგავსია. ქვედა კიდურები, მენჯის ორიენტაცია, ბარძაყებისა და მუხლების პოზიცია
მიუთითებს, რომ აფარენსისი სრულად გამართული, ბიპედალური არსება იყო.
o Lucy/ლუსი − ჰადარში. 3.2 მლნ წლის. ეკუთვის აფარენსისს. ითვლებოდა
„ყველა ადამიანის დედად“ და პირველ ბიპედალ ჰომინინად. ცხოვრობდა
ნესტიან, ტყიან რეგიონებში. იკვებებოდა ლეშით, პატარა ცხოველებით.
ლუსის პატარა ზომის თავის ქალა (440 სმ3) და დიდი ეშვები ჰქონდა. იყო 34
კგ და 106-122სმ;
o დიკაკას ბავშვი - 3 წლის ბავშვი, ასევე აფარენსისი. ასაკის მიუხედავად ,
ვიგებთ, რომ ბიპედალი და ხეზე მცოცავი იყო.
63. აფრიკანუსი − 2-3 მლნ წლის. პირველი აღწერილი ავსტრალოპითეკი. ჰქონდა
მაიმუნის მსგავსი ნიშნები. იყო ბიპედალი. ტვინის მოცულობა 450სმ3.წონა იყო 18-
27კგ, სიმაღლეში 106-145სმ:
 ტაუნგის ბავშვი - არის აფრიკანუსი. ის უნდა ყოფილიყო 3-4 წლის.კეფის
დიდი ხვრელი უფრო წინ ჰქონდა , ვიდრე თანამედროვე დიდ მაიმუნებს , ანუ
ბიპედალი იყო. ზოგადად ძალიან პატარა ტვინი ჰქონდა, შიმპანზესთან
შედარებით დიდი. ეშვებით ადამიანს უფრო ჰგავდა ვიდრე მაიმუნს . ის
შუალედური რგოლი იყო ადამიანებსა და ადრეულ პრიმატებს შორის.
აღმოაჩინდა დართმა.

პარანთროპუსები (დიდი ავსტრალოფიტეცენები)


პარანთროპუსი - დაახ.1-2.7 მლნ წლის. „ადამიანებს შორის“. ბიპედალები. არის სამი
სახის:

64. აეთიპიკუს/“შავი ქალა“ - ის მანგანუმის გამო ლურჯ-შავად იყო შეღებილი, ამიტომ


„შავი ქალა“ უწოდეს. იპოვეს ტურკანას ტბასთან. ფრაგმენტები უფრო მასიურია ,
ვიდრე აფრიკანუსის. ჰგავს აგარენსის, თუმცა სახე უფრო დიდი და პროგნათურია .
აქვს მასიური დიდი კბილები და გამოკვეთილი საგიტალური ქედი (ამით ჰგავს
ბოისეის). ასაკით თავსდება აფარენსისსა და ბოისეის შორის. აღმოჩენილია
2.5მლნ წლის ქანებში.

44
მარიამ სუხიტაშვილი. მართვა და საზოგადოებრივი მეცნიერებები

65. ბოისეი/“კაკლისმტეხავი კაცი“(ზინჯათროპუს) − ოლდუვაის ხეობაში აღმოაჩნეს ლ.


და მ.ლიკებმა. 1,75 მლნ წლის. ბოისეის კბილების ფორმა ჰომინიდისას ჰგავდა და
ავსტრალოპითეკისაზე ბევრად დიდი იყო.
66. რობუსტუსები (ბრგე ავსტრალოფითეკები) - ზუსტი ასაკი არ გვაქვს (1-2მლნ) აქვთ
დიდი, განიერი სახე. უზარმაზარი კბილები და ყბა. აფრიკანუსისგან განსხვავდება
საგიტალური ქედით, ანუ იმ ძვლოვანი ქედით, რომელიც უკავსირდება ღეჭვის
მასიურ კუნთებთან. ამიტომ შეიძლება ვთქვათ, რომ იკვებებოდა
მაგარი/ბოჭკოვანი საკვებით.

პირველი ჰომოები
 ჰომო ჰაბილისი − ოლდუვაის ხეობაში. 2.2-1.6 მლნ წელი. „მარჯვე ადამიანი“. ქალის
მოცულობა იყო 640 სმ3, რაც დიდია აუსტრალოპითეკინზე და პატარაა ჰომო
ერექტუსზე;
 ჰომო რუდოლფენზისი − 2.2-1.6 მლნ წელი. უფრო ბრტყელი, გაშლილი სახე და
მსხვილი ემალი ნიკაპის კბილებზე. ჰაბილისზე თანამედროვე კიდურები ;
 ჰომო ერექტუსი − 1.8მლნ - 400000წელი. ჰომო საპიენსის გარდა, მას ჰქონდა
ყველაზე დიდი გავრცელების არეალი ჰომინიდებში. ძალიან ჰგავს საპიენსს , თუმცა
პოსტკრანიალური ჩონჩხი უფრო მასიურია. მნიშვნელოვანი განსხვავება ისაა რომ
ჰომო ერექტუსს არ აქვს "შემაღლებული თავის ქალა" და მათი ტვინი უფრო
პატარაა:
o ტურკანის ბიჭი - ტურკანის ტბასთან. 8 წლის ბიჭი.სმაღლე 1.50მ, რითიც
ემსგავსება საპიენსს. თავის ქალის მოცულობა 900სმ3-ია;
o მზია და ზეზვა - დმანისში. 1.7 მლნ წლის. ქალას მოცულობა 600სმ3-ია. აქვს
ასევე ჰაბილისის და რუდოლფენზისის ნიშნები და გარდამავლად ითვლება ;
o „პითეკნთროპუს ერექტუსი“/„იაველი ადამიანი“ - იავაში. დუბისმა იპოვა
ფეხის ძვალი, 2 მოლარი და ქალას ზედა ნაწილი. ფეხი საპიენსისმაგვარი
იყო. ქალა - ბრტყელი და პატარა, წარბის სარტყელი სქელი. დუბისს ეგონა,
გარდამავალი სახეობა იპოვა, თუმცა არასწორი იყო. ის
კლასიფიცირებულია ერექტუსად;
o „სინანთრიპუს პეკინენსი“/პეკინელი ადამიანი - პეკინთან. 460000-230000
წლის. პეიმ აღმოაჩინა კირქვაში არსებული ქალა. აქ კიდევ 6 ქალა და კიდე
ბევრი ფრაგმენტი იპოვეს. აქვე იპოვეს ცეცხლის კვალიც.
 ჰომო ერგასტერი − ჰომო ერექტუსის ერთგვარი განშტოება, რომელსაც
თანამედროვეობის მეტი ნიშნები აქვთ, ამიტომ გამოიყვნენ ცალკე.

შეცდომები და შეხედულებათა ცვლა


არსებობს უთანხმოებები მეცნიერებში. ისინი ორ უკიდურეს ჯგუფად იყოფიან :

 სპლიტერები/ დამყოფები - ფიქრობენ, რომ ერთ სახეობად აღიარებული


ნამარხები, ცალ-ცალკე სახეობებია და ცდილობენ მეტი ჯგუფი წარმოგვიდგინონ ;
 ლამფერები/დამჯგუფებლები - არ ითვალისწინებენ სახეობათა ვარიაციებს.
მეტიც,ზოგი თვლის კიდეც, რომ ჰაბილისი, ეგასტერი და ერექტუსი ერთი სახეობაა .

45
მარიამ სუხიტაშვილი. მართვა და საზოგადოებრივი მეცნიერებები

პილტდაუნის ფარსი
ეოანთროპუს დავსონი/პილტდაუნის კაცი - 1.8მლნ წლის. აღმოაჩინა ჩ.დავსონმა 1912წ
ინგლისში. მას ჰქონდა 1400სმ3 მოცულობის ქალა და მაიმუნის ყბა დიდი კბილებით. ეს
გვეუბნებოდა, რომ ჯერ ტვინი განვითარდა, მერე დანარჩენი. ეს ათობით წელი მიიჩნეოდა
ნამდვილ მონაპოვრად, თუმცა იმდენად არარეალური იყო, რომ კიდევ შეამოწმეს.
აღმოაჩინეს, რომ ყბა ცოტა ახალი იყო ვიდრე ყბა. ბოლოს დადგნდა, რომ ქალა
ადამიანის ყოფილა და ყბა ორანგუტანის. კბილები გქალიბული და ყბა შეღებილი იყო ,
რომ ადამიანისას დამსგავსებოდა.

დ.ჯონსონისა და ტ.უაითის შეცდომა


 მათ დაასკვნეს, რომ აფარენსისი იყო ყველა მომდევნო ჰომინდის საეთო
წინაპარი. მათი სქემა მიდის აფრიკანუსამდე და რობუსტუსამდე, მთავარ
გენეოლოგიურ ხეს კი მივყავართ ჰაბილისამდე, რომელიც წინ უსწრებს დანარჩენ
ჰომოებს, თუმცა, როცა“შავი ქალა“ აღმოაჩინეს, ეს შეიცვალა.
 მათ ბოისეი განათავსეს ავსტრალოფითეკების ბოლოს, თუმცა აეთიფიკუსი
ნაკლებად ჯდებოდა ევოლუციაში. მისი ზოგი თვისება იყო ბოისეიში, რომლებიც არ
იყო აფრიკანუსში და რობუსტუსში, თუმცა თან აფრიკანუს და აეთიფიკუსი ერთი
ასაკის იყო. მოგვიანებით მიხვდნენ, რომ ბოისეის და რობუსტუსისთვის ცალკე
ტოტი გამოეყოთ.

სხვა ფაქტები
 ადამიანისა და შიმპანზეების დნმ 95%-ით ემთხვევა ერთმანეთს;
 ადამიანისა და გორილის დნმ 90-95%-ით ემთხვევა ერთმანეთს;
 Hominidae-ს ოჯახში თავსდება - ორანგუტანები, შიმპანზეები, გორილები, ადამიანები
თავიანთ წინაპებთან ერთად;
 Homininae-ს ქვე-ოჯახში თავსდება - შიმპანზეებს, გორილებს, ადამიანებს;
 Hominini-ს ეკუთვნის - ადამიანები და მათი წინაპრები;
 „ჰომინიდს“ ვიყენებთ იმისთვის, რომ აღვნიშნოთ ადამიანის ოჯახის ხის
განცალკევება;
 ადამიანისა და შიმპანზის ხაზები 5-6მლნ წლის წინ გაიყო;
 Ardipithecus Ramidus - შიმპანზეებისა და ადამიანების საერთო წინაპრი;
 გენეტიკური ინფორმაციით (დნმ-ით) დგინდება:
o ფარდობითი გენეტიკური სხვაობები პრიმატების სახეობებში;
o ევოლუციური ხაზების გაყოფის დრო;
o ნეანდარტალებსა და ადამიანებს შორის კავშირი;

46
მარიამ სუხიტაშვილი. მართვა და საზოგადოებრივი მეცნიერებები

 გენეტიკური ინფორმაციით არ დგინდება როგორ ადაპტირდებოდნენ ადრეული


ადამიანები და პრიმატები გარემოსთან.

ლექცია V-I - რასობრივი თეორია


ჩანაწერები პპტ-დან
 სოციუმის მრავალფეროვნება აღიქმებოდა ნორმიდან გადახრად, ცდომილებად ;
 ბერძნები ბარბაროსებად მოიხსენიებდნენ ყველას, მათ გარდა ;
 „პრიმიტიულს“ იყენებდნენ IXXს-ში. მერე ცვილს „არაიდუსტრიული“,
„განვითარებადი“;
 კრიტერიუმები, რომლებითაც ვაფასებთ სხვებს:
o ფიზიკურობა - ისინი შიშვლები არიან და აცვიათ მხეცთა ტყავი;
o კვება - ჭამენ უმ ხორცს, რასაც უკავშირებდნენ კანბალიზმს;
o ენა და გონებრივი განვითარება - ლაპრაკობენ გაუგებარ ენაზე ;
o რელიგია - არ სწამთ მღერთის, არ აქვთ სული, არიან მახინჯები და ა.შ.

 IXX ში იკვლევდნენ რასებს. ისინი დგინდაბა თავის ქალით და ინტელექტუალობით ;


 ოთხი რასა ლინეუსის კლასიფიკაციის მიხედვით:

o Europaeus; o Asiaticus; o Americanus; o Afer.

 1775 წლის დაყოფა:

o ევროპეიდული - o მონგოლოიდური;
კავკასიური; o მალაური;

47
მარიამ სუხიტაშვილი. მართვა და საზოგადოებრივი მეცნიერებები

o ეთიოპიური - o ამერიკელი ინდიელების.


ნეგროიდული;

 რასობრივი თეორია - ევროპელთა გამოყოფა დანარჩენებისგან:


o თეთრი რასა - კაცობრიობის წამყვანი და უმაღლესი;
o ყვითელი რასა - საშუალო და მატერიალურისაკენ მიდრეკილი;
o შავი რასა - მახინჯი და აზროვნებას მოკლებული, ნიჭიერი ხელოვნებაში.
 თანამედროვე ადამიანის გენეტიკური ვარიაციის საფუძველია :

o მუტაციები;
o ბუნებრივი გადარჩევა;
o გენთა ნაკადი;
o გენთა დრეიფი.

 ადამიანის კანის მნიშვნელობა - ორგანიზმის დაცვა მზისგან და D ვიტამინის


სინთეზი;
 ადამიანის კანის აგებულება:
o ორი შრე - ეპიდერმისი (გარე) და დერმისი (შიდა);
o მელანოციტები - ეპიდერმისის შემადგენლობაში წარმოქმნის მელანინს.
 D ვიტანიმის მნიშვნელობა:
o კალციუმისა და ფოსფოტის მეტაბოლიზმის რეგულაცია;
o ძვლების განვითარება და გამაგრება;
o უჯრედების ზრდის რეგულაცია;
o კიბოს განვითარების შეფერხება.
 ადამიანის კანის პიგმენტის ევოლუცია:
o კანის თმის დაკარგვასთან ერთად იზრდება მელანინის რაოდენობა კანში ;
o ჰომოს ადრეულ წევრებს მუქი პიგმენტაცია ჰქონდათ (1.2 მლნ წლის
შედეგი);
o მუქი პიგმენტი ყველანაირი რადიაციისგან იცავს (მაგ:ინფრაწითელი
სხივები..).
 კანის პიგმენტაცია ადამიანის თანამედროვე პოპულაციებში :
o ეკვატორთან ახლოს - მუქი კანი;
o პოლუსებისკენ - ღია ფერის კანი;
o სმხ.ნახევარსფეროში - მეტად გავრცელებულა მუქი, ახლოსაა ეკვატორთან;
o სქესობრივი დიმორფოზი - ყველა პოპულაციაში ქალებს უფრო ღია კანი
აქვთ.
 ბუნებრივი გადარჩევა და პიგმენტაციის ევოლუცია:
o D ვიტამინის გამომუშავება:
 მუქი - სხეულს იცავს D ვიტამინის ზედმეტი დოზისგან;
 ღია - D ვიტამინის სინთეზი მცირე ულტრაიისფერი სხვივების
პირობებში;
o მელანინი - არეგულირებს ულტრაიისფერი სხივების შეღწევას კანში:
 B ვიტამინი (ფოლიუმის მჟავა) - იშლება გრძელი უ.ი.სხივებით;
 D ვიტამინის სინთეზი ხდება მოკლე უ.ი.სხივებით.
 კანის ფერის გენეტიკური საფუძვლები:

48
მარიამ სუხიტაშვილი. მართვა და საზოგადოებრივი მეცნიერებები

o შედარებითი გენეტიკა - ბეწვის ფერი ცხოველებში, მსგავსი გენები


ადამიანებში;
o პიგმენტაცია, როგორც პოლიგენური ნიშანი - რამდენიმე გენს გადამწყვეტი
მნიშვნელობა აქვს, დანარჩენს კი - დამხმარე;
o ცალკეული გენების როლის გამოკვლევა რთულია;
 კანის პიგმენტაცია და რასები:
o MC1R 1გენის მრავალფეროვნება მეტია ღია ფერის კანში, აფრიკის გარეთ;
o ევრაზიაში MC1R-ს მუტაციები გადაირჩეობა, რომლებიც ღია ფერს ქმნიდნენ;
o მიგრაციის შედეგად უ.ი დასხივების დონის ცვლილება საზღვრავდა
პიგმენტაციის გადარჩევას. ამ დროს სხვადასხვა გენს ეძლეოდა
უპირატესობა იმის მიხედვით, თუ მსოფლიოს რომელ რეგიონში ხდებოდა
გადარჩევა;
o კანის ფერი ცვალებადია, ამიტომ თითქმის უსარგბლოა რასების
განსაზღვრისას.
 დასკვნა  რასები, როგორც უმეტესწილად ცალკეული და გეოგრაფიულად
შემოსაზღვრული გენებს ერთობლიობა არ არსებობს.

ლექციაV-II - ადამიანის ვარიაციები


თანამედროვე ადამიანის პოპულაციები გენთა უზარმაზარი რაოდენობის გაცვლის
შედეგია. თანამედროვე ადამიანები ერთ სახეობას წარმოადგენენ , თუმცა ჩვენ არ
ვგავართ ერთმანთს.

ფიზიკური ანთროპოლოგები - შეისწავლიან ადამიანს, როგორც ბიოლოგიურ სახეობას;


კულტურული ანთროპოლოგები - ხსნიან კულტურული განსხვავებების უამრავ ელემენტს.

ადამიანის ვარიაციის წყარო


ადამიანის პოპულაციებს შორის ვარიაციების გამომწვევი მიზეზები :

 ევოლუციური პროცესი - ცვლის გენეტკურ ელემენტებს;


 გარემო - მომდინარეობს ერთ გარებოში ‘უნიკალური’ ცხოვრების გამოცდილებით;
 კულტურა - ეს ვარიაციები ჩნდება პირის ჩამოყალიბების წლებში და მერე
ძლიერდება.

გენეტიკა და ევოლუცია
 გენოფონდი - პოპულაციის გენების მთლიანი ნაკრები;
 ფილომორფიზმი („ბევრი ფორმა“) - გენებს შეიძლება ჰქონდეთ ორი/მეტი
 ალტერნატიული ფორმა (ალელები) - ეს შეიძლება იყოს თმის, თვალის ფერი და
ა.შ. ეს ყველაფერი სხვადასხვა გეოგრაფიულ ადგილში, სხვანაირადაა
გამოხატული;
 პოლიტიპიური -სახეობა, რომელიც შედგენილია ცალკეული ფიზიკური თვისებების
საფუძველზე ჩამოყალიბებული რეგიონული პოპულაციებისგან;

ადამიანის სახეობაში გენეტიკური ვარიაციები ოთხი ევოლუციური პროცესის შედეგია :

1
თაგვის გენი, რომელიც აკონტოლებს ეუმელანინსა (შავი) და გეომელანინის (წითელი) სინთეზს.

49
მარიამ სუხიტაშვილი. მართვა და საზოგადოებრივი მეცნიერებები

 მუტაცია - გენეტიკური კოდის შემთხვევითი ცვლილება. ცვლის ალელთა


სიხშირეს. მხოლოდ მაშინ შეუძლია ევოლუციური ცვლილება, თუ მოხდება
სასქესო უჯრედში. ისინი შეიძლება იყოს სასარგებლო, საზიანო ან
ნეიტრალური.
 ბუნებრივი გადარჩევა - ევოლუციური პროცესი. წყვეტს, რომელი ახალი
მუტაცია შევიდეს პოპულაციაში. რეპროდუქციული წარმატების შემამცირებელ
თვისებებს იშორებს, გამრვლების უნარის გამაძლიერებლებს - ავრცელებს.
 გენთა ნაკადი/დინება - ახალი გენების ჩართვა პოპულაციათა გენოფონდში
სხვა პოპულაციასთან შეჯვარების შედეგად;
 გენთა დრეიფი - ნეიტრალური თვისებების არაშემთხვევითი განაწილება .
ცვლის ალელთა სიხშირეს. ამით აიხსნება გენეტიკურად იზოლირებულთა
განსხვავებები. ფიქრობენ, რომ პალეოლითურ ჯგუფებში მნიშვნელოვანი
იქნებოდა.

ენდოგამიის წესი - ქორწინება იმავე ჯგუფის წევრთან (ზღუდავს გენთა დინებას).

კულტურა
კულტურას (რელიგია, ადათები, ცრურწმენები...) შეუძლია გენეტიკაზე მოქმედება .
მაგალითად:

 ზოგი ქორწილის ჩვეულება კრძალავს სხვადასხვა პოპულაციის წევრის


დაოჯახებას;
 ზოგი რელიგია კრძალავს რაიმე საკვების მიღებას და ცვლის რაციონს და ა.შ.

ეს ფაქტორები ახალისებენ ან აბრკოლებენ ადამიანის ზრდა -განვითარებას .

ცვლილებების მიზეზების შეფასება


გენეტიკური, ფიზიკური და კულტურული ფაქტორები - ქმნიან ადამიანის ვარაციებს.
განვიხილოთ სიმაღლეში ზრდა:

 გენეტიკურად - ზოგ ფილიპინური პოპულაციაში გენეტიკურად 150სმ-ზე დაბლები


არიან;
 ფიზიკური - სხვადასხვა ადგილზე სხვადასხვა სიმაღლის, რადგან მოქმედებს
ტემპერატურა, მზის შუქი:
o ზომიერ კლიმატში - გაზაფხულ-ზაფხულში უფრო სწრაფად იზრდებიან;
o ტროპიკულ კლიმატში - მშრალ სეზონებზე უფრო იზრდებიან ვიდრე წვიმიან;
 კულტურულად - ზოგს შედარებით ცოტა საკვები აქვს და აკლდებათ ვიტამინები.

სხეულის თმა
ჩვენი შედარებით უთმო კანი საოფლე ჯირკვლებითაა დაფარული, რაც სხვა პრიმატებს
არ აქვს. რადგან, ჰომინიდები ღია სავანეებში გადავიდნენ, აღარ იქნებოდა ხერსაყრელი
თმა. ცხელ ამინდებში საჭირო იყო მეტი ოფლიანობა, ამიტომ ბალანი შემცირდა ,
ჯირკვლები გაიზარდა. თანამედროვე ადამიანის სხეულზე 2 მილიონამდე საოფლე
ჯირკვალია.

50
მარიამ სუხიტაშვილი. მართვა და საზოგადოებრივი მეცნიერებები

კანის ფერი
კანის ფერი - ფიზიკური მახასიათებლები. მისი უწყვეტი ვარიაციები არსებობს . ეს
პოლიგენური თვისებაა, რომელიც ერთზე მეტ გენში ალელების ვარიაციის შედეგია .

კანის შეფერილობის მისაღებად საჭიროა:

 მელანინი - მუქი ფერის პიგმენტი, რომელიც განსაზღვრავს კანის


სითეთრეს/სიმუქეს და პასუხისმგებელია ნამზეურის ვარიაციებზე , კანის ყავისფერ
და შავ ფერზე;
 მელანოციტი - კანის ქვედა შრეების უჯრედი. წარმოქმნის მელანინს. თითქმის
ყველას ერთი რაოდენობით აქვს. ფერის ვარიაციებს ქმნის განლაგების და
წარმოებული მელანინის რაოდენობის მიხედვით. ეს კონტროლდება
გენეტიკურად.
o ღია კანი - აქვს ცოტა მელანინი და ეპდერმისს გამოჩენის საშუალებას
აძლევს.
 ცვლადების სხვადასხვაგვარობა:
o ჰემოგლობინი (შეიცავს რკინას) - ერითროციტებს აწითლებს. ცოტა
მელანინიანებში კი ეს წითელი გამოიხატება და კანს ავარდისფრებს ;
o კაროტინი (სტაფილოსფერ-ყვითელი პიგმენტი) - შეიცავს რაღაც საკვები.
ვინც მას ხშირად მიირთმევს კანის მოყვითალი შეფერილობა აქვს. თუმცა
აზიელებს უმეტესად კანის გარე შრეების გასქელების გამო აქვთ ასეთი
ფერი.

ამრიგად, ინდივიდის კანის ფერი მოდის გენეტიკური და გარემო ფაქტორების


კომბინირებით.

კანის ფერის ბუნებრივად გადარჩევის მიზეზები:

 ტროპიკულში - მზისგან უ.ი.სხივებისგან დასაცავად გაუმუქათ. ფოლატი B


ვიტამინის კომპლექსის შემადგენელია. აუცილებელია ემბრიონული
განივითარებისთვის. მზის ქვეშ დიდიხანი ყოფნისას ნახევრდება ფოლატის 2 დონე,
ამიტომ საჭირო იყო მუქი კანი.
 გრილ ადგილებში - საჭირო იყო მზის უკეთ ათვისება D ვიტამნის
3
გამოსამუშავებად. მის ნაკლებობას შეიძლება ქალებში გამოეწვია მენჯის
დეფორმირება და გავრცელებაში შეეშალა ხელი, ამიტომ საჭირო იყო ღია ფერის
კანი.

სხეულის აღნაგობა
კ.ბეგმანმა შეამჩნია, რომ დიდი ზომის სახეობები უფრო ცივ გარემოში არიან, პატარა
სახეობები კი თბილში (ეს მართალია ადამიანებთანაც).

 პატარები - მცირე წონა და სხეულის დიდი ზედაპირი აქვთ, ამიტომ უკეთესად


გასცემენ სითბოს და არეგულირებენ წონას, ანუ, სითბოში უკეთესად არიან;

2
ფოლატის ნაკლებობა იწვევს - ხერხემლის ნაპალს ანენცეფლიას და ა.შ.
3
D ვიტამინის ნაკლებობა იწვევს - კალცისგან დაცლა და სუსტდება/დეფორმირდება ძვლები.

51
მარიამ სუხიტაშვილი. მართვა და საზოგადოებრივი მეცნიერებები

 დიდები - დიდი წონა და სხეულის მცირე ზედაპირი აქვთ, ამიტომ სითბოს ნელა
გასცემენ, ამიტომ მეტად შეგუებულები არიან ცივ კლიმატს.

ა.ალენი ამბობს,რომ ცივ კლიმატში ადამიანებს მოკლე და სქელი კიდურები აქვთ , ხოლო
გრძელი კიდურები, რომლებიც უფრო მარტივდ კარგავს სითბოს , თბილ კლიმატში აქვთ .

მათი კვლევები შეიძლება გარკვეულწილათ აიხსნას ბუნებრივი გადარჩევით , თუმცა


განვითარებად აკლიმატიზაციას ასევე აქვს გავლენა სხეულის ზომა-წონაზე .

თავის ქალის და სახის თავისებურებები


ფრენოლოგია - პრაქტიკა, რომ ქალას ფორმით ვიგებთ ადამიანის ხასიათზე,
შესაძლებლობებზე და ა.შ. (თუმცა ეს არარეალურია).

თავის ფორმების ადაპტაცია სხვადასხვა კლიმატურ პირობებში :

 ცივ კლიმატში - მრგვალი თავის ფორმები, რადგან სითბოს უკეთ ინარჩუნებს ;


 თბილ კლიმატში - წაგრძელებული ფორმები.

ცხვირს რაც უფრო მაღალი, წვრილი ღრუ აქვს, ჰაერთან შეხებისას მეტი ზედაპირი აქვს ,
ანუ აქვს ასევე მეტი ლორწო, რაც ატენიანებს და ათბობს ჰაერს, ამიტომ მშრალ კლიმტში
მეტი ლორწოვანი ზედაპირი, ანუ მაღალი და წვრილი ღრუსმქონე ცხვირები აქვთ.

ბიოქიმიური თვისებები
ვარიაციები გვხვდება შეუმჩნეველ თვისებებშიც, მაგალითად , სისხლის ჯგუფში ,
ლორწოვანი გარსის შემადგენლობაში და ა.შ.

როცა რამე ლეტრული დაავადება ვრცელდება, დროთა განმავლობაში შეუმჩნეველი


თვისებები ადაპტირდება და მარტივად ეგუებიან ამ დაავადებებს (ამერიკისა და
ევროპელების მაგალითი).

სისხლის ჯგუფები
სისხლის ჯგუფი - იგივე ABO ჯგუფის სისტემა. A,B და O-ს ალელების ფენოტიპური
ექსპრესია:

 A და B დომინანტურია, O კი რეცესიული (პოლიმორფოზის კარგი მაგალითი);


 გვხვდება ოთხნაირად ექსპრესირებული:
o ჯგუფი A – AA, AO - ხშირია, თუმცა უფრო დაბალი პროცენტით ვიდრე O;
o ჯგუფი B – BB, BO - ყველაზე იშვიათია. საერთოდ არ გვხვდება ინდიელებში.
უკეთ იტანენ ისეთ დაავადებებს , როგორიცაა მაგალითად სიფილისი .
o ჯგუფი AB – AB - ძირითადად ევრაზიაშია;
o ჯგუფი O – OO, ყველაზე გავრცელებულია. ზოგ ინდიელებში 100%-ით
გვხვდება.

სისხლის ჯგუფებს სხვადასხვა უპირატესობა აქვთ. თითოეულს აქვს სხვადასხვა ანტგენი


წითელი სისხლის უჯრედების ზედაპირზე.
ანტიგენი - იწვევს ანტისხეულების გამომუშავებას. ცილებია და ებრძვიან უცხო სხეულებს .

52
მარიამ სუხიტაშვილი. მართვა და საზოგადოებრივი მეცნიერებები

სისხლის ჯგუფების ცოდნაც იმიტომაა მნიშნელოვანი , რომ ერთის ანტიგენების


კომბინაცია შეიძლება არ იყოს თავსებადი სხვა ჯგუფთან.

ნამგლისებრი ანემია
გენეტიკური დაავადება. სისხლში ერითროციტს აძლევს არასწორ ფორმას, რომელსაც
აღარ შეუძლია ჟანგბადის სწორად მიწოდება (ჰემოგლობინის მეშვეობით ). ასეთები მალე
კვდებიან.

რატომ არ გადაირჩა ეს გენი ბუნებრივად? - ზოგ პირობებში ანემიის გამომწვევი გენები ,


ეხმარება ორგანიზმს, რომ გადარჩეს სხვა დაავადებების დროს (მაგ: მალარია ). სადაც
მალარია ხშირია შეიძლება პოპულაციის 40%-ს ჰქონდეს ანემია. ეს მუშაობს
შემდეგნაირად:

 ჯერ ვთქვათ, რომ მენდელის სეგრეგაციის პრინციპის მიხედვით არსებობს 3


გენოტიპი:
o ჰომოზიგოტურ დომინანტური - AA;
o ჰომოზიგოტურ რეცესიული - aa;
o ჰეტეროზიგოტური - Aa.
 ის, ვინც ანემიისადმი ჰომოზიგოტურია, გამრავლებამდე კვდება. მხოლოდ ისინი
გადასცემენ შემდეგ თაობას ამ გენს, ვინც ჰეტეროზიგოტულია. 1
 ანემიის მიმართ ჰეტეროზიგოტულები უფრო ნაყოფიერები არიან, ვიდრე სხვები იქ ,
სადაც მალარია ხშირია. ამ ჰეტეროზიგოტული გენოტიპის გადარჩენა აბალანსებს
ამ ნიშნის მიმართ ჰომოზიგოტურ რეცესული ხალხის სიკვდილიანობას.

დაბალანსებული პოლიმორფოზი - როცა ჰომო და ჰეტერო გენები წონაწორობშია .


ეკვატორულ აფრიკაში 40% ამ გენს ატარებს, რათა დაიცვას მოსახლება ზოგი პირის
სიკვდილის ხარჯზე.

ლაქტაზის უკმარისობა
მომნელებელი ფერმენტი ლაქტაზი - ევალება ლაქტოზის (რძის შაქარი) გადამუშავება .

ზოგს არ აქვს გენეტიკური კოდი, რომლითაც შეეძლებათ მისი გადამუშავება 4 წლის მერე .
ლაქტაზური უკმარისობა - მის გარეშე რძე დიარეას და სპაზმებს იწვევს. ეს
სხვადასხვაგვარობა იმ გარემოებების შედეგია, რომლებმაც ლაქტოზის გადამუშავების
უნარი გამოარჩიეს.

პასტორალისტურ (როცა შინაურ ცხოველებზე არიან დამოკიდებულნი) ქვეყნებში


გამოუმუშავდათ ეს გენი, რადგან დამოკიდებულები იყვენენ რძეზე .

ფიზიკური გარემოს გავლენები


გარემოს დიდი გავლენა აქვს. ორი მსგავსი გენოტიპის მცენარე , რომ სხვადასხვა
გარემოში გადავიტანოთ განსხვავებულ შესახედაობას (ფენოტიპი ) მივიღებთ .

აკლიმატიზაცია
აკლიმატიზაცია - ახალ გარემოსთან შეგუება. მაგალითად, პირი, თუ წავა ზღვის დონიდან
ძალიან მაღლა, თავიდან გაუჭირდება სუნთქვა, თუმცა მერე აკლიმატიზდება და შეეგუება .
ეს.დროებითია, დაბლა ჩამოსვლისას ისევ აკლიმატიზდება.
(ჰიპოქსია - ჟანგბადის უკმარისობა)

53
მარიამ სუხიტაშვილი. მართვა და საზოგადოებრივი მეცნიერებები

განვითარებადი აკლიმატიზაცია - ამ დროს ინდივიდები, რომლებიც გაიზარდნენ რაღაც


გარემოში, შეიძლება ჰქონდეთ შეუქცევადი ფიზ.მახასიათებლები (წინასგან
განსხვავებით).

ურბანიზაციის გავლენა
უბრანიზაციას დიდი გავლენა აქვს. მაგალითად, ნიუ იორკში „სიყვარულის არხს“
იყენებდნენ ქიმიური ნარჩენების გადასაყრელად. აქ ახლოს მცხოვრები ქალები
მცირეწონიან ბავშვებს აჩენდნენ, ხოლო ბავშვები უფრო დაბლები იზრდებოდნენ .

უძველესი კლასიფიკაციის სისტემები


უძველესი ნაწერებიდან, ნახატებიდან ჩანს, რომ ადამიანები ერთმანეთს ყოფდნენ
რასისტულად. ამას ეყრდნობოდნენ ეგვიპტეში, საბერძნეთში, ისრაელში და ა .შ.

ძვ.წ. 3000წ-ს ძველმა ეგვიპტელებმა ადამიანები დაყვეს ოთხ კატეგორიად:

 წითელი - ეგვიპტელები;  თეთრი - ჩრდილოელები;


 ყვითელი - აზიელები;  შავი - აფრიკელები.

ბიბლიის პირველ წიგნში „დაბადება“ გამოიყენება მსგავსი დაყოფა (აღარ


დავკონკრეტდები).

ადრეული „მეცნიერული“ კვლევები და რასა


კანის ფერით ყოფდნენ ადამიანებს და ეს მეცნიერებაშიც შემოვიდა . ასე მსჯელობდნენ
მათ გონებაზე, ქცევებზე... ამტკიცებდნენ კიდეც, რომ კავკასიელებს უფრო დიდი ტვინი
ჰქონდათ.

კარლ ლინემ 1735წ-ს შექმნა ჰომო საპიენსის ტაქსონომია და გაყო 4-ად კანის ფერის
მიხედვით:

 ჰომო ევროპეუსი - თეთრი ევროპელები (იყვნენ ჭკვიანი, კანონით


დარეგულირებულები);
 ჰომო ამერიკანუსი - წითელი ჩრ.ამერიკელი ინდიელნი (არეგულირებდათ
ჩვეულებები);
 ჰომო აფერი - შავი აფრიკელები (ზარმაცები და დაუდევრები);
 ჰომო აზიატიკუსი - ყვითელი აზელები.

ი.ბლუმერბხმა 1781წ-ს ადამიანები ხუთად დაყო (არამეცნიურ დისკუსიებში კიდე


გამოიყენება):

 კავკასიური - თეთრი;  მალიაური - ყავისფერი;


 მონღოლური - ყვითელი;  ეთიოპიური - შავი

 მკვიდრი ამერიკული - წითელი.

ამ დაყოფის მიხედვით IXX-XXს-ში წარმოიშვა ახალი კლასიფიკაცია:

 კავკასიური;  მონღოლოიდური;  ნეგროიდული.

სხვა დაყოფები:
 დანიკერი 1900წ. (ყოფდა თმის ფერის, ტექსტურის, თვალის ფერის მიხედვით):
o ადრიატიკული; o ავსტრალიური; o ბუშმენების...

54
მარიამ სუხიტაშვილი. მართვა და საზოგადოებრივი მეცნიერებები

 უ.ბოიდი 1950 (ყოფდა სისხლის ჯგუფების მიხედვით):


o ევროპული; o ავსტრალოიდი; o ადრეული
o აზიური; o ამერიკული; ევროპული.
o აფრიკული; o ინდიელური;
 კ.კუნი, ს.გარნი და ჯ.ბისრსდელი 1950წ (ყოფდნენ აღნაგობით, თვალის/თმის ფერით):
o მურაიანული; o ჩრ-დას ევროპული;
o ჩრ-აღ ევროპული; o ბუშმენი და ა.შ.
(იყვნენ სხვებიც, მაგრამ უმნიშვნელოა დიდად არც ესენი იყო მნიშნელოვანი მარა მაინც...)
კლასიფიკაციის სისტემების შეზღუდულობა
მენდელის პრინციპი - არ არსებობს მხასიათებელთა „შეკვრა“, რომელიც განსხვავებულ
რასებს ახასიათებთ. მაგალითად, ქერა თმა და ცისფერი თვალები სულ ერთ
კომბინაციაში არაა.

უწყვეტი ვარიაცია და კლასიფიკაცია


უწყვეტი ვარიაცია - რასებად დაყოფის პრობლემა, მახასიათებლების ფართო სპექტრი .

რთულია რასების მიხედვით რაიმე ნიშნით (კანით, აღნაგობით, თვალის ფერით ...)
დაყოფა. ამას ართულებს შეჯვარების მრავალფეროვნება . რასები თავიდან არ იყო
შერეული, თუმცა მერე შეჯვარდნენ და მივიღეთ ფიზიკური მახასიათებლების
მრავალფეროვანი კომბინაციები.

გეოგრაფიული რასები
წ.გრანმა რასობრივი კლასიფიკაციის სხვაგვარი მასალა გამოიყენა . მან ადამანები დაყო
გეოგრაფიულ რასებად. ფქრობდა, რომ ბუნებრივი ბარიერების გამო, ყოველი
პოპულაციის წევრები საკუთარი კენური ფონდის შიგნით წყვილდებოდა და ადამიანები
დაყო 9 რასად:

 პოლინეზიური;  მალაიზიური;  ინდური;  ამერიკელი


 მიკრონეზიული  ავსტრალიური;  ევროპული; ინდიელები.
;  აზიური;  აფრიკული;

შემდეგ მათ ყოფდა უფრო მცირე, ლოკლურ მასებად და მიკრომასებად . ამით ცდილობდა
ევოლუციურად დაჯგუფებას, მაგრამ ასეთი დაყოფაც კი რასებს შორის იმაზე მკვეთრ
განსხვავებებს გულისხმობს ვიდრე სინამდვილეში და ა.შ.

კლინური განაწილება
კლინები - გრადაციის კონტინუუმი. ინდივიდუალური ნიშან-თვისებების განაწილება
რუკაზე.
კლინური რუკა - ჰგავს ამინდის რუკას. გვანახებს გენეტიკურ, გარემო და კულტურულ
ფაქტორებს რომლებიც მათ განაწილებაზე ახდენენ გავლენას. მაგალითად :

55
მარიამ სუხიტაშვილი. მართვა და საზოგადოებრივი მეცნიერებები

ესაა ერთ-ერთი კლინური რუკა, რომელზეც


წარმოდგენიია პროცენტული განაწილება
ქერათმიანებისა. ალბათ, თავიდან ეს გენი
მუტაციით გაჩნდა შუაში (წითელთან) და მერე
ნელ-ნელა გავრცელდა (სადაც უკვე მცირე
პროცენტითაა).

მრავალგანზომილებიანი ანალიზი
ერთგანზომიალებიანი ანალიზი - მიმართულია
ერთი კონკრეტული მახასიათებლისკენ;
მრავალგანზომილებიანი ანალიზი - იკვლევს
მრავალი სხვადასხვა მახასიათებლის
ურთიერთმიმართებას.

რ.ს. ლევონტინმა გამოიკვლია ისეთი ნიშან-თვისებების განაწილება, რომლებიც რასების


განმასხვავებელი ნიშნებია (კანი, თმა...). მან შეამჩნია, რომ ეს თვისებები სწორად არ
ასახავდა ადამიანთა ვარიაციებს. ‘რასებს’ შორის გამოვლენილი განსხვავებები
ადამიანის პოპულაციათა მთლიანი ვარიაციების 6%- შეადგენს. მან ამით ხაზი გაუსვა
რასის ცნების შეზღუდულ სარგებლიანობას.

მემკვიდრეობითობა და ინტელექტი
ინტელექტი - ინფორმაციის დამუშავების და მისი პრობლემებთან გამოყენების უნარი .
ინტელექტი ადამიანებს შორის ვარირებს;
ცოდნა - დასწავლილი მარაგი და მისი აღდგენის შესაძლებლობა.

გენეტიკურად მონათესავეების ინტელექტი ძალიან გავს ერთმანეთისას, თუმცა მასში


გენების, გარემოსა და კულტურის ცვალებადი ეფექტები ირევა , რადგან მეცნიერული
ინტეპრეტაციებით დიდი ხანი გავრცელებული იყო, რომ თეთრები ჭკვიანები იყვნენ ,
შავები - სულელები.

ინტელექტის გაზომვა
ინტელექტის კოეფიციენტი (IQ) - ინტელექტის გასაზომი ყველაზე გავრცელებული გზა.
შეადგინა ა.ბინემ 1905 წელს. თავიდან ერქვა სტენფორდ-ბინეს ტესტი. ეს ტესტი იყო ერთი
გარემოსთვის, თუმცა იყენებდნენ კ.ელისზე „გონებაჩამორჩენილი“ ხალხის
გამოსავლენად.

1994წ-ს რ.ჰერნშტინმა და ჩ.მიურეიმ მოიტანეს დასკვნა, რომ რასა დაკავშირებულია


ინტელექტთან. სტატიკური განაწილების მრუდის გამოყენებით ევროპელების აიქიუ
გაუტოლეს 100-ს, აზიელების - 103-ს, აფრიკელების - 90-ს. ანუ , თქვეს, რომ აიქიუ რასებსი
გენეტიკურ განსხვავებებთანაა დაკავშირებული.

მოგვიანებით ტ.სოუელმა (1995) აჩვენა, რომ რასობრივი განსხვავებები ინტელექტში


გამოწვეულია გარემო ფაქტორებით. მაგალითად, იტალიელი ემიგრანტების საშუალო
აიქიუ 50 წელში 10-ით გაიზარდა ამერიკაში გადმოსვლის მერე.

ინტელექტი - მიზეზ-შედეგობრვი ფიქრის უნარი, გამოცდილება და პრობლემების


გადაჭრა.

56
მარიამ სუხიტაშვილი. მართვა და საზოგადოებრივი მეცნიერებები

გარდნერი თვლის, რომ მისი ერთი სახის ტესტით განსაზღვრა არასწორია,რადგან ზოგი
ადამიანი მათემატიკურია, ზოგი ჰუმანიტარული და ა.შ.
აიქიუს აფასებენ კოგნიტური ამოცანებით, თუმცა არ გვაქვს პასუხი ზუსტად იმაზე , თუ
როგორ შეძლებს პირი რეალურ გარემოში პრობლემების გადაჭრას.

ფსიქოლოგიური ანთროპოლოგია
ლექცია I - ტვინი, ფსიქიკა და კულტურა
ტვინი და ფსიქიკა ზოგადად
 ტვინი - ფსიქიკის პრობლემა. სამყაროში ყველაზე მაღალგანვითარებული
სტრუქტურა. ურთულესი ნეირობიოქიმიური მექანიზმი;
 ფსიქიკა/გონება - მეცნიერული პროგრესის მიუხედავად, ჯერ კიდევ ამოუცნობია;

ფსიქომორფოლოგიზმი
ფსიქომორფოლოგიზმი - ფსიქიკური ცხოვრების სხეულში (უმთავრესად ტვინში)
ლოკალიზება. ძველი ფილოსოფოსები ფსიქიკას სხვადასხვა ორგანოში ათავსებდნენ :

 ემპედოკლე/არისტოტელე (ძვ.წ. Vს) - შემეცნებითი პროცესები გულში თავსდება;


 ჰიპოკრატე/კროტონი (ძვ.წ. Vს) - ფსიქიკის ორგანოდ ტვინს მიიჩნევდნენ;
 პლატონი (ძვ.წ. 427-347) - თვლიდა, რომ სული სამ ნაწილად იყოფა:

o ხორციელი (appetitive); o ენერგიული (spirited);

o რაციონალური (racional) - მოათავსა ტვინში, რადგან ახლოსაა ზეცასთან.


 ჰალენი (ძვ.წ. IIIს) - შთაბეჭდილებებს ვიღებთ გარედან თვალით ფლუიდების4
სახით, რომელიც ტვინის პარკუჭში ღვიძლიდან წამოსულ ე.წ. „სასიცოცხლო
ფლუიდებს“ ერთვის და გარდაიქმნება ფსიქიკურ ფლუიდებად;
 ნამეზიუსი (IVს) - წინა პარკუჭი წარმოსახვის/აღქმისაა, უკანა - მეხსიერების. ეს აზრი
გავრცელებული იყო შუასაუკუნეებში. ადასტურებს და ვინჩის ჩანახატებიც ;
 ვეზლიუსი (XVIს) - ფსიქიკა ტვინშია, რაც ფსიქიკური პროცესების სუბსტრატია 5;

დუალიზმი
რენე დაკარტეს დუალიზმი (XVIIს) - სხეული მანქანასავითაა და რეფლექსურად რეაგირებს.
ის ნაწილებისგან შედგება, სული კი განუყოფელია. სული ტვინის ღეროში მდებარე
ჯალღუზისებრი სხეულია (ახლოსაა პარკუჭებთან). ის აკონტროლებს სარქველებს,
რომელთა საშუალებით თავ-ზურგის ტვინის სითხე მიედინება პარკუჭებიდან ნერვების და
კუნთებისკენ, რაც ამოძრავებთ მათ. სხეული და სული თანაარსებობენ, მაგრამ სხეული
ფიზიკას ემორჩილება, სული არა.

მონიზმი
დუალიზმის საპირისპიროა. ამბობს, რომ თავს ტვინი და ფსიქიკა ერთი სუბსტანციის ორი
ნაწილია. მას ორი ფილოსოფიური მიმართულება აქვს:

 მატერიალიზმი - ყველაფრის საფუძველი მატერიაა. ფსიქიკა ტვინის ფუნქციაა;


4
ჰიპოთეზური უფაქიზესი სითხე, რომლითაც ხსნიდნენ სითბოს, მაგნეტიზმს, ელექტრობის
მოვლენებს.
5
.ნივთიერება ან საგანი, რომელზეც მიმაგრებულნი არიან ორგანიზმები

57
მარიამ სუხიტაშვილი. მართვა და საზოგადოებრივი მეცნიერებები

 ფენომენალიზმი (სუბიექტური იდეალიზმი) - მხოლოდ ფსიქიკაა რეალური და


ფიზიკური ობიექტები მისი ანაბეჭდები არიან.

ნეირობიოლოგიური კვლევები
ფსიქიკა არ არის მხოლოდ ტვინის ულტრანატიფი ნეირონების ერთობლიობა. ბავშვი
იბადება მუცლადყოფნის ჰორმონალური გავლენით ფორმირებული ნეიროქსილით ,
თუმცა შემდგომ მასზე მოქმედებს ინტერპერსონალური ურთიერთობები (ადამიანები
ბავშვის გარშემო, დედა..)

როდესაც ტვინზე ზემომედებს ფიზიოლოგიური გავლენა, ურთიერთობები და შემეცნების


პროცესი, ამის შემდეგ იქმნება გონება, ფსიქიკა.

ტვინის სამი ფილოგენეტიკური სტრუქტურა


ტვინი - მოვარდისფრო, რუხი ქსოვილი. შეიცავს ნეირონულ ბადეს (მილიარდობით
ნეირონით) ფსიქიკურ ფუნქციონირებას სწორედ ეს ქსელური პროცესი წარმართავს .

ტვინი ფილოგენეტიკური განვითარებით სამნაირია - პრიმიტიული, ემოციური და


მოაზროვნე. სამივე შეთანხმებულად მოქმედებს, რაც უამრავი ნეირონული გზით
ხორციელდება:

 მოაზროვნე ტვინი - მდებარეობს ნეოკორტექსში (ძალიან მოქნილია და შეუძლია


დასწავლა). ტვინს აქვს ორი ჰემისფერო (მეტყველებისთვის, წარმოსახვისთვის და
ა . შ)

რეპტილიური ტვინი - ყველაზე მარტივი, რომლის ფუნქციაც მხოლოდ გადარჩენაა.

ლიმბური სისტემა - ჩნდება ტვინის განვითარებასთან ერთად. ესაა პირველი სტრუქტურა,


რომელიც ემოციურ-მოტივაციურ და ავტონომიურ 6 ფუნქციებს აერთანებს. მათ შორის
უმნიშვნელოვანესია თვითგადარჩენისა და ბიოლოგიური სახეობის შენარჩუნების
ფუნქცია:

 მისი ჩამოყალიბება - ორგანიზმის ქცევების გართულება. ქცევის ხისტი


ფორმებიდან პლასტიკურ (მეხსიერება/დასწავლა) ფორმებზე გადასვლა .

ტვინის მარცხენა და მარჯვენა ჰემისფეროები


ჰემისფეროები ნაწილობრივ განსხვავებულ ფუნქციებს ასრულებენ . მაგალითად:

 ქალს დაუზიანდა ერთი მხარე და დაკარგა მეტყველების უნარი, თუმცა შეეძლო


სიმღერა, რადგან მეორე ჰემისფერო დაუზიანებელი იყო.

ჰემისფეროთაშორისი ასიმეტრია - ადამიანების და ცხოველების ტვინის ფუნქციონირების


ერთ-ერთი ფუნდამენტური კანონზომიერება. დღემდე არ ვიცით ყველაფერი მასზე .

ეპილეფსიის მკურნალობა - კორძიანი სხეულის (200მლნ-იანი ნერვული ბოჭკოები.


ემსახურება ინფორმაციის გაცვლას ჰემისფეროებში) გადაჭრა . ქირურგიული ჩარევით
ხელს უშლიან ეპილეფსიის აგრესიული აქტივობის ჰემისფეროებზე გავრცელებას :

6
გულის ცემა, მონელება და ა.შ. ავტომატურად მიმდინარე პროცესები ორგანიზმში.

58
მარიამ სუხიტაშვილი. მართვა და საზოგადოებრივი მეცნიერებები

 „გახლეჩილი ტვინი“ - ასე ეძახიან იმ პაციენტებს, რომლებმაც ეს ოპერაცია


გადაიტანეს. რადგან კორძიანი სხეული გადაჭრილია, როდესაც მარცხენა თვალს
წარუდგენენ რამეს, ის ინფორმაცია მხოლოდ მარცხენა ჰემისფეროს გადაეცება
(ასეა მარჯვენასთანაც). ანუ ფაქტობრივად ტვინი გახლეჩილია, რადგან
ინფორმაციის გადამტანი სხეული აღარაა.

„გახლეჩილი ტვინის“ კვლევები


ექსპერიმენტი - კაცის ერთ ჰ.სფეროს აჩვენეს თოვლის ფოტო, მეორე ჰ.სფეროს ქათმის
ფოტო და სთხოვეს რომ ნანახთან ასოცირებული ნივთები ამოერჩია. მარჯვენა ხელით
ამოირჩია ქათამი, მარცხენათი - ნიჩაბი. შემდეგ მან შეაჯამა და თქვა, რომ ნიჩაბი ქათმის
ნარჩენების (და არა თოვლის) ასაწმენდად გამოიყენება და ამიტომ დაუკავშირა ისინი
ერთმანეთს. ეს აბსურდი თქვა, რადგან ჰემისფეროები ერთმანეთის ნანახს ვერ ხედავენ
და იბნევიან.

„გახლეჩილი ტვინის“ კვლევები ადგენს ტვინის მახასიათებლებს:

 „პატერნთა ძიება“ - მარცხენა ჰ.სფერო ინტერპრეტატორია. ეძებს საგნების,


მოვლენების მნიშვნელობებს. ფიქრობს იმის მიღმა, რასაც ხედავს.ვირთხას ასე არ
აქვს და ნაკლებ შეცდომას უშვებს ვარაუდის მხრივ. ჩვენ როცა ვვარაუდობთ რამეს
მხოლოდ იმას რასაც ვხედავთ არ ვენდობით და გონებაში ჰიპოთეზებსაც ვხატავთ .
 მიზეზების ძიება - ვეძებთ სიახლეს და ვსვავთ პრაქტიკულ შეკითხვებს. ადამიანები
ისე აზროვნებენ, რომ კომფორტულად იგრძნონ თავი. ამიტომ ქმნიდნენ
რელიგიებსაც, რადგან როგორც აწყობდათ ისე აღექვათ მიღმიერი ცხოვრება . ესეც
მიზეზების ძებნაა.

პალეოანთროპოლოგიური ტრაქეტორია
სჯერათ, რომ შიმპანზეებისა და ადამიანის ბოლო საერთო წინაპარს დაახლოებით იმ
ზომის ტვინი ჰქონდა, რა ზომის ტვინიც თანამედროვე შიმპანზეს აქვს. ანუ მათგან იმით
განვსხვავდებით, რომ ძალიან მალე გაგვისამმაგდა ტვინის ზომა.

ჰოლოუეი ამტკიცებს - ტვინის განვითარება წაუძღვა მონისნულ ექსპანსიას წინ, რაც ასევე
განგვასხვავებს სხვა ჰომინიდებისგან.

გუდმანი და დაიმონდი ამბობდნენ - რადგან შიმპანზეს გენომი ძალიან ჰგავს ადამიანისას,


ისინი ჰომოს გვარის წარმომადგენლები არიან.

პრიმატებში ზრდასრულის ტვინის ზომის ცვლილება დაკავშირებულია :

 გახანგრძლივებულ მომწიფების პროცესთან;


 მუცლად ყოფნის დროს სხეულის არაპროპორციულად ნელ განვითარებასთან;
 გახანგრძლივებულ ჩვილობასთან;
 გახანგრძილვებულ ტვინის ზრდის დონესთან;
 გადავადებულ სექსუალურ სიმწიფესთან;
 უფრო ხანგრძლივ სიცოცხლესთან.

სხვადასხვა სახეობის ზრდასრულთა ტვინები იგება სხვადასხვა მოდელის საწყისი


სტრუქტურების გაზრდით.

59
მარიამ სუხიტაშვილი. მართვა და საზოგადოებრივი მეცნიერებები

ევოლუცია და ტვინი
 ადამიანის ტვინის შეფარდება ბიომასასთან 8-ჯერ აღემატება ხმელეთზე
მცხოვრები ხერხემლიანების ბიომასისა და მათი ტვინის შეფარდებას .
 კოგნიტური ფსიქოლოგია - შეისწავლის აღქმას, შეგრძნებას, წარმოსახვას და ა.შ.
კოგნიტური უნარები დაკავშირებულია ტვინის ზომასთან.
 ტვინის ზომა ადამიანებს აქვთ 1300სმ3, ხოლო სხვა ჰომინიდებს 300-400. დიდი
ტვინი ასოცირდება რთულ ქცევებთან, მრავალფეროვანი საკვების მოპოვების
უნარებთან.

ადამიანის ტვინის სხვა სახეობის ტვინებთან შესადარებლად ვიყენებთ 4 კრიტერიუმს .


მათი ერთად გამოყენება რაღაც შედეგს გვაძლევს, თუმცა ცალ-ცალკე უსარგებლოა :

 ტვინის ზომა;  სტრუქტურა;


 შეფარდება;  კავშირები.

განვიხილოთ თითოეული ცალ-ცალკე:

თავის ტვინი
ჯ.სტრაიდტერი ამბობს - ტვინის ზომა არის კოგნიტური კომპლექსურობის უმთავრესი
დეტერმინანტი, იმიტომ რომ უფრო დიდი ტვინი მოითხოვს ტვინის უბნების უკეთ
სპეციალიზაციას და ა.შ.

რეალურდ თავის ტვინით შეფასება არასწორია, რადგან ვეშაპს ადამიანზე დიდი ტვინი
აქვს.

შეფარდება
ამბობენ, რომ ტვინის ასე განვითარების მიზეზები შეფარდებაში უნდა ეძებონ , ანუ როგორ
შეეფარდება ტანს თავის ტვინი, მაგრამ აქაც შეცდომას ვაწყდებით , რადგან ვირთხას
ადამიანზე უკეთესი შეფარდებები აქვს.

სტრუქტურის მნიშვნელობა
სტრუქტურული კრიტერიუმიც ცალკე არასწორი შეფასებაა, რადგან ბევრ სხვა სახეობას
აქვს ადამიანის ტვინზე უკეთესი სტრუქტურის აგებულება.

 ადამანის კოგნიტური გამორჩეულობა დაკავშირებულია არა ტვინის მთლიან


გადიდებასთან, არამედ სხვადასხვა ნეირონული სტრუქტურების ფარდობით
ზომასთან;
 ოუენმა ნახა, რომ მხოლოდ ადამიანებს აქვთ ტვინის ზოგი სტრუქტურა. ასეთია
ჰიპოკამპუსი7, თუმცა მალევე ჰაქსლიმ დაადგინა, რომ ამ სტრუქტურებს აქვთ
ჰომოლოგები შიმპანზესთანაც. ბროკას და ვერნიკეს უბნებსაც კი (ენობრივი
უნარები) აქვთ ასეთი ჰომოლოგები სხვა პრიმატებთანაც.

პროპორცია: (როგორც ჩანს სტრუქტურის ქვეკატეგორიასავითაა)

 კომპრატივისტული ნეირომეცნიერები ამბობენ, რომ ძირითადი განსხვავებები სხვა


პრიმატებთან არის ტვინის უბნების პროპორციები და არა ევოლუციით გაჩენილი

7
ჰიპოკამპუსი მიეკუთვნება ლიმბურ სისტემას და მნიშვნელოვან როლს თამაშობს მოკლევადიანი
მეხსიერებისა და გრძელვადიანი მეხსიერების ინფორმაციების გაერთიანებაში

60
მარიამ სუხიტაშვილი. მართვა და საზოგადოებრივი მეცნიერებები

ახალი სტრუქტურები. თუმცა ადამიანის კოგნიტური უნარების უმეტესობა გაჩნდა


მოდიფიკაციით (პრე-ადაპტაცია);
 ნეიროკორტექსის 8წილი მედულას ზომასთან - შიმპანზეებში არის 30:1,
ადამიანებთან კი 60:1 (გაზრდილი თხემის ხარჯზე). ეს გვეუბნება რამდენად
არაპროპორციულია ნეიროკორტექსი ტვინის სხვა ნაწილებთან;

ევოლუციური რეგრესი - სუნთქვის ბოლქვები შიმპანზეებში უფრო დიდია, ვიდრე


ადამიანებში ზოგადად პრიმატებსაც უფრო პატარა აქვთ ვიდრე სხვა ძუძუმწოვრებს .

კავშირების მნიშვნელობა
მიუხედავად იმისა, რომ სხვადახვა უბანი გვაქვს ტვინში. მაინც ხდება მათ შორის
კავშირები. სახეობებს ადარებენ ასევე იმით თუ რამდენად კარგად უკავშირდება
ერთმანეთს ისინი.

 ჰემისფეროების სპეციალიზაციამ გაამარტივა ნეირონული კავშირი , რადგან


შეზღუდა მხოლოდ ცალკეული ტვინის უბნის აქტივობა;
 ჰემისფეროების ასიმეტრიულობის მინუსი - უფრო მოწყვლადები ვართ
დაზიანებების მიმართ, რადგან ერთ ჰემისფეროს უჭრის დაზიანებული ნაწილის
კომპენსირება;
 ევოლუციის დროს ასევე გაიზარდა უბნებს შორის კავშირები;
 ტვინის ან მისი უბნის ზომის ცვლილება არ აუმჯობესებს მათ ფუნქციონირებას.
 ტვინის ნაოჭები - ნაწილების გადიდებამ შეიძლება დისტანცია გაზარდოს
წერტილებს შორის და შეანელოს კავშირი. გაზრდილი ნეოკორტექსის პრობლემას
ტვინი უმკლავდება ნაოჭებით;
 დიდი ტვინი ნიშნავს მეტ ნეირონებს. რაც მეტია ნეირონები, მით მცირედი
პროპორციით უკავშირდება მთლიანს. ფარდობითი კავშირები ამ დროს იკლებს და
დიდი ტვინის უბნები უფრო დამოუკიდებლები ხდებიან.

მომატებული იზოლაციის საპირისპიროდ, აქსონური კავშირების (თეთრი მატერია ) წილი


ბევრად სწრაფად იზრდება, ვიდრე ნეირონების (ნაცრისფერი მატერია ) რიცხვი . თეთრი ,
მაკავშირებელი მატერიის ზრდა არ უშლის ხელს ნაცრისფერი მატერიის ზრდას და
მიუხედავად იმისა, რომ დიდი ტვინი არაპროპორციულად მოიცავს თეთრ მატერიას, ის
მაინც საფუძვლიანადა დაკავშირებული.

 „კავშირებითი შემოჭრა“/დეკონის „გადანაცვლების ჰიპოთეზა“ - ტვინის უბნები,


რომლებიც არაპროპორციულად გაიზარდა ევოლუციურად, ამარაგებენ იმ უბნებს ,
სადაც ადრე ასეთი რამ არ ყოფილა. „დიდი უდრის უკეთ დაკავშირებულს“;
 ედელმანის მიხედვით - ტვინის ასოციაციურ ნაწილებში (მაგ, შუბლისწილი)
შექცევადი კავშირების არსებობა გვეხმარება თვითგაცნობიერებაში , შეფასებაში
და ა.შ.

ნეოკორტექსის მიერ სხვა უბნებთან კავშირის პროპორციული გაძლიერება და


გავრელების არეალის ზრდა, ხელს უწყობს ზემოდან ქვემოთ მიმართულ სტიმულებს და
ქვედა დონის ფუნქციების დათრგუნვას.

8
მისი ძირითადი ფუნქციებია სენსორული აღქმა, სივრცული მსჯელობა, ენა

61
მარიამ სუხიტაშვილი. მართვა და საზოგადოებრივი მეცნიერებები

პლასტიკური დიდი ტვინი


 ინსტიქტები და უნივერსალურად გაზიარებული თვისებები არ არის მკაცრად
დაქსაქსილი და ფიქსირებული, არამედ მოქნილად დაქსაქსილია პლასტიკური
სელექციის პროცესით;
 ედელმანი ამბობს - გენეტიკური ინფორმაცია არასაკმარისია ტვინის
სტრუქტურისთვის. ნერვული კავშრების ჭარბი წარმოება მართება ნერვული
ჯგუფური შერჩევით:
o ნერვული ჯგუფური შერჩევა - გადარჩევა, როცა აქტიური სინაპტიკური
კავშირები ნარჩუნდება, გამოუყენებლები კი ქრება. ემბრიონობის დროს
წარმოქმნილი ნეირონული უჯრედების 20% რჩება ზრდასრულობაში,
დანარჩენი ნადგურდება.
 ძუძუმწოვრებში ნერვული უჯრედები მალე ვითარდება, ხოლო თევზებში,
ფრინველებსა და რეპტილიებში ტვინი მთელი სიცოცხლის განმავლობაში
იზრდება;
 სხვა ძუძუმწოვრებისგან განსხვავებით პრიმტების ტვინი დიდიხანი იზრდება , როცა
სხვებს თავიდანვე დიდი აქვთ და მერე აჩერებენ ზრდას;
 ადამიანის ტვინი დაბადებიდან სამმაგდება, ხოლო სხვა პრიმატებთან ორმაგდება ;
 ზრდის სისწრაფე გვხდის გარემოზე მორგებულს და სწავლებისკენ მიდრეკილს.
თავიდანვე ადამიანის ტვინი ნერვოლოგიურად ზრდასრულივით განვითარებულია ;
 პრუზი ამბობს - ადამიანის ტვინი შეიძლება განსხვავდება სინაფსების
ფორმირებისას მომხდარი გენეტიკური მოდიფიკაციით და მეტაბოლური ენერგიის
რაოდენობით, რომლითაც ტვინი მეტ ენერგიას მოიხმარს თავის ზომასთან
შედარები.

არა მხოლოდ ტვინი


 რიჩარდსონი აბობს - ადამიანის გონებას მხოლოდ ინტელექტი არ წარმოქმნის,
არამედ მნიშვნელოვანია განვითარების პროცესი (ბავშვობა );
 გარემო ბუნებრივი გადარჩევით ორგანიზმში განაპირობებს ადაპტაციას . ნიშის
მოდელის მიხედვით სახეობებს შეუძლიათ გავლენა მოახდინონ გარემოზე და
იმაზეც თუ როგორ იმოქმედებს მათზე ბუნებრივი გადარჩევა;

სხვადასხვა ვარაუდები, რათა ერთმანეთს შეუთავსონ ბიოლოგიურ-კულტურული


ევოლუციები. ისინი უპირისპიდებიან იმას, რომ გენები არის მემკვიდრეობითობის
ერთადერთი მექანიზმი:

 ორმხრივი მემკვიდრეობა/გენი-კულტურის თანაევოლუცია - ბიოლოგიური და


კულტურული ფაქტორები თანაბრად განსაზღვრავს ერთმანეთს;
 სამმაგი სპირალის მოდელი - მოიცავს გენს, ორგანიზმსა და გარემოს;
 „ევოლუციის ოთხი განზომილება“ - გენეტიკური, ეპიგენეტიკური, ქცევით,
სიმბოლური.

ნიში/ნიშა - კენდალი ამბობს, რომ ის არის ერთგვარი ნეიტრალური ამხსნელი მექანიზმი,


რომელიც მკაცრად არ მიჯნავს გარემოს ჩარევასა და ორგანიზმის შიდა პროცესების
გავლენას.

როგორ მოხდა ადამიანის ტვინის ევოლუცია?:

62
მარიამ სუხიტაშვილი. მართვა და საზოგადოებრივი მეცნიერებები

 დეკონის აზრი - ძუძუმწოვრებში სხეულისა და ტვინის არათანაბარი ზრდა ასახავდა


ინტელექტის ან მეტაბოლიზმის ეკონომიას, რომელიც ვრცელდება სხვადასხვა
ადაპტაციასა და ზომებში. (???)

სოციალური ინტელექტი
 „მაკიაველური გონიერება“/“სოციალური ინტელექტი“ (ჰამფრის იდეა) - გაზრდილი
გონიერება პრობლემების გადასაჭრელად უკეთესია ვიდრე ადაპტაციისთვის .
ინტელექტმა მეტად განავითარა ტვინი ვიდრე სხვა საჭიროებებმა (მაგ : იარაღის
შექმნა);
 ნერვული დინამიურობის კომპლექსურობით ადამიანები ერგებიან განვითარებას ,
სოციალურ გამოცდილებებსა და კულტურულ კონტექსტებს.

კულტურა და კოგნიტური სტილი


 კოგნიტური რევოლუცია - ინტელექტუალური მოძრაობა (მეორე მსოფლიო ომის
დროს).
 II მსოფ.ომის დროს უნდოდათ განვითარებადი ქვეყნების განათლება, თუმცა მათზე
მორგებული ცოდნის შემოწმების გზები უცვლელად გამოიყენეს და არაფერი
გამოვიდა.
 ჟან-პიაჟეს აზრი - განათლება მცირე ბიძგს აძლევს განვითარებას, თუმცა დიდ
გავლენას ვერ ახდენს. ფორმალური განათლება ეფექტიანა თუ პირი
განვითარების მე-4 დონეზეა.
 ვიტკინის ექსპერიმენტი - ხალხი შეიყვანა ბნელ ოთახში სადაც ჩანდა მანათობელი
კუბიკი და ხაზი (მის შიგნით). მათ უნდა ეთქვათ როდის გახდებოდა ხაზი
ვერტიკალური:
o კონტექსტისგან დამოუკიდებელი - ისინი, ვინც ხაზის მიმართულებას არ
განსაზღვრავდა ჩარჩოს მდგომარეობის მიხედვით;
o კონტექსტზე დამოკიდებული - ისინი ვინც იყენებდნენ კუბიკის პოზიციას.

კოგნიტური უნარი და კოგნიტური სტილი


ვიტკინი იყო პირველი, რომელმაც მეტი ყურადღება დაუთმო კულტურულ ვარიაციებს და
პირველად შემოიტანა კოგნიტური სტილის ცნება.

 კოგნიტური/მენტალური უნარები - მიემართება კოგნიტური აქტივობის შინაარს,


დონეს;
 კოგნიტური სტილი - მიემართება სწავლების მანერასა და ფორმას.
 უნარები - კომპეტენციები, როცა სტილს განვიხილავთ, როგორც მიდრეკილებად;
 უნარებისა და სტილის შედარება:
o უნარები არის ნაკლები ან მეტი სტილის ბიპოლარულობის (ვიზუალური ან
ვერბალური) მიხედვით;
o უნარების შემთხვევაში ერთ-ერთ პოლუსს მეტი ღირებულება ენიჭება , როცა
სტილის შემთხვევაში სკალის არც ერთი პოლუსი არ არის მეორეზე უკეთესი;
o უნარი არის შესაძლებლობა ამოცანის შესრულებისა, ხოლო სტილი
განსაზღვრავს იმას, თუ როგორ შესრულდეს რაიმე ამოცანა.
 ჩასმული ფიგურის ექსპერმენტი - ხალხს აჩვენებდნენ მარტივ ფიგურას, რომელიც
უნდა ეპოვათ მეორე რთულ ფიგურაში. კონტექსტისგან დამოუკიდებელი პირები

63
მარიამ სუხიტაშვილი. მართვა და საზოგადოებრივი მეცნიერებები

უფრო სწრაფად გადიოდნენ ტესტს, ხოლო დამოკიდებულებს მეტი დრო


სჭირდებოდათ.

კონტექსტისგან დამოუკიდებელი და კონტექსტზე დამოკიდებული სტილები


ეს ორი რამ შეიძლება ასევე აღვიქვათ, როგორც ანალიტიკური აღქმის კონტინიუმი
(დამოუკიდებელი) და როგორც სინთეზური, გლობალური (დამოკიდებული)

 კონტექსტზე დამოკიდებულები - უჭირთ ნაწილების გამოცალკევება მთელისგან


(მაგ: აღიქვამენ უკეთესად ტყეს და არა ხეს);
 კონტექსტზე დამოუკიდებლები - შეუძლიათ ცალკეული ნაწილების უკეთ აღქმა.

რაც უფრო გამოცალკევებულია პირი დანაჩენი საზოგადოებისგან მით მეტად


სავარაუდოა, რომ იქნება კონტექსტისგან დამოუკიდებელი, რადგან მეტად აქვს
ინტერპერსონალური კომპეტენციები, ხოლო „დამოკიდებულები“ მეტად სენსიტიურები ,
მასასთან შერეულები არიან.

კულტურის გავლენა
ვიტკინის აზრით დამოკიდებულება-დამოუკიდებლობა არის ბავშვის აღზრდის
განსხვავებული პრაქტიკის შედეგი:

 მშობლისადმი მორჩილება ზრდიდა კონტექსტზე დამოკიდებულებას;


 ბავშვის ავტონომიის წახალისება ზრდიდა კონტექსტისგან დამოუკიდებლობას .

მიუხედავად ამისა კოგნიტური სტილის მიხედვით განსხვავებები დაფიქსირდა სხვადასხვა


კულტურის ბავშვებში. ანუ მასზე დიდი გავლენა აქვს კულტურას.

გარდა კულტურისა ასევე ზემოქმედებს , თუმცა მერე ისინი კულტურას შეადარეს და


მიხვდნენ, რომ ამ სხვაობებს იწვევდა ავტონომიურობის წაუხალისებლობა (ანუ
გაუმართავი პუნქტებია):

 სოც-ეკონომიკური სტატუსი - ‘ღარიბები’ ცუდად ართმევენ ჩასმული ფიგურის


ტესტს;
 ასაკი - რაც უფრო დიდია პირი, მით უფრო იზრდება კონტექსტზე დამოკიდებულება ;
 სქესი - ცდების მიხედვით კაცები უფრო იყვნენ კონტექსტისგან დამოუკიდებლები .

კონტექსტზე დამოკიდებულება-დამოუკიდებლობის გავლენა სწავლების


პროცესზე
ახალი ექსპერიმენტით და ამ სტილების ჩართულობით ადგენდნენ მოსწავლეების მიერ
სოც.მასალის ათვისებას, მედიატორის როლს სწავლებაში, მიდგომებს და ა .შ:

 კონტექსტისგან დამოუკიდებლობა ასოცირებულია მათემატიკურ მიღწევებთან ;


 კ-დან დამოუკიდებლები მათემატიკის გაკვეთილზე მეტს სწავლობენ, როცა აქვთ
დამოუკიდებელი აღმოჩენების შესაძლებლობა. დამოკიდებულები კი ეფექტურები
იყვნენ მაქსიმალური სუპერვიზიის (სხვების დახმარების) დროს;
 ჯეიმსის კვლევა:
o კონტექსტისგან დამოუკიდებელი მასწავლებლები უფრო მაღალ ქულებს
უწერდნენ კონტექსტისგან დამოუკიდებელ მოსწავლეებს;
o კონტექსტზე დამოკიდებული მასწავლებლები უფრო მაღალ ქულებს
უწერდნენ კონტექსზე დამოკიდებულ მოსწავლეებს.

64
მარიამ სუხიტაშვილი. მართვა და საზოგადოებრივი მეცნიერებები

ვიტკინის კვლევებით მიიჩნევა, რომ კ-ზე დამოკიდებულებს მათემატიკის გაკვეთილი უნდა


ჩაუტარდეთ მათზე მორგებული მეთოდებით.

სასწავლო პირობები, რომლებიც ეფექტურია კ-სგან დამოუკიდებლებისთვის :

 დამოუკიდებელი სასწავლო გარემოს შექმნა;


 აღმოჩენებზე დაფუძნებული სასწავლო მიდგომის გამოყენება;
 ბევრი სხვადასხვა მასალის მიწოდება და განსხვავებული წყაროების დასახელება ;
 ავტონომიურობის, თვით-ინსტრუქციების წახალისება;
 მინიმალური დახმაება და მიმართულების მიცემა;
 სქემების, ცნებების რუკების, გონებრივი იერიშის გამოყენება .

სასწავლო პირობები, რომლებიც ეფექტურია კ-ზე დამოკიდებულებისთვის :

 სოციალური სასწავლო გარემოს შექმნა;


 მათი დაწყვილება კ-დამოუკიდებელ მოსწავლეებთან და მასწავლებლებთან ;
 სტრუქტურული მასალის მიწოდება;
 მკაფიო მიმართულებების და დახმარების მიცემა;
 ინტენსიური უკუკავშირის გამოყენება;
 ორგანიზებული მასალის გრაფიკული სქემის/ჩარჩოს წარდგენა;
 მაგალითების მოყვანა;
 სწავლის პროცესში შეკითხვების ხშირი დასმა.

ჩანაწერები პპტ-დან
 ადამიანთა ადაპტაციური უნარები ევოლუციაში არის სოციალურ , ბიოტიკურ
გარემოსა და ნეიროსოციალურ ქსელებს შორის უკუკავშირის სისტემების შედეგი ;
 ჯგუფის სოციალური სირთულის დონეს განსაზღვრავს ნეოკორტექსის მოცულობას;
 პრიმატებში ადამიანს ყველაზე ნაკლებად მოწიფული ტვინი აქვს დაბადებისას ,
ხოლო პოსტნატალურ პერიოდში ტვინის ზრდა არის შემდეგნაირი :

o კაპუცინებში - 50%; o შიმპანზეებში - 65/75%;

o ადამიანში - 100%.

სქესთაშორისი სხვაობები ტვინში


 ქალისა და მამაკაცის ტვინებს შორის განსხვავებები შეინიშნება ნეირონულ
დონეზე. ამ განსხვავებების მიზეზები შეიძლება იყოს შემდეგნაირი :
o გამრავლების პროცესი, რეპროდუქციული ციკლი;
o ახალშობილის აღზრდის მეთოდები და ა.შ.
 ადამიანის განვითარება მეტწილად დამოკიდებულია აღზრდისა და
გამოცდილების პროცესში რა გამოცდილებას მივიღებთ. ბიოლოგიური და
კულტურული საკითხები ერთდროულად მოქმედებს ადამიანის ფსიქიკაზე;
 ხანგრძლივმა გამოცდილებამ და ცხოვრების სტილმა შეიძლება ფსიქიკური
ცვლილებები გამოიყენოს:

65
მარიამ სუხიტაშვილი. მართვა და საზოგადოებრივი მეცნიერებები

o ქალებსაც, კაცებსაც გვაქვს მეტყველების ინსტიქტი, მაგრამ თუ 2 წლამდე


კომუნიკაცია სხვებთან არ გვაქვს, არ რეალიზდება. ანუ გარემოა
მნიშვნელოვანი.
 ინტელექტი იზომება სხვადასხვაგვარად. არსებობს დავალებათა ტიპები,
რომლებშიც რომელიმე სქესი უკეთესად ავლენს თავს, მაგალითად:
o კაცები ხშირად უკეთესები არიან - სივრცულ და რაოდენობრივ
მსჯელობებში;
o ქალები ხშირად უკეთესები არიან - ვერბალურ აზროვნებაში.
 თვითშეფასება - კაცებს უფრო მაღალი აქვთ, ვიდრე ქალებს. სავარაუდო მიზეზებია
კულტურული, გენდერული როლები და ასევე ჰორმონალური გავლენები;
 რაიმე ასოზე სიტყვების ჩამოთვლა, რომ ვთხოვოთ ორივეს, ქალი უფრო მეტს
დაასახელებს, რადგან ისინი სისწრაფეს ავლენენ პერცეპტულ გადამუშავებაში .
ასევე განვითარებული აქვთ ვერბალური აზროვნება;
 თუ მივცემთ რამდენიმე ფოტოს და ვთხოვთ, რომ იპოვონ რაღაც ერთი სურათის
იდენტური, ქალები უფრო სწრაფები აღმოჩნდებიან. ეს ხდება პერცეპტული
გადამუშავებისა და ასევე დეტალებზე განსაკუთრებული ყურადღების გამო ;
 თუ ვთხოვთ, რომ იპოვონ ერთი სივრცული ფიგურის მსგავსი სხვა ფიგურებში, ამ
შემთვევაში უფრო სწრაფი იქნება კაცი, რადგან უკეთ შეუძლიათ მენტალური
როტაცია და სივრცული ნავიგაცია. ამის მიზეზი შეიძლება იყოს ცხოვრების წესი
(ნადირობა);
 დეპრესია - მეტად დამახასიათებელია ქალისთვის. ამას იწვევს
ნეიროტრანსმიტერების ცვლილება (ჰორმონები, მენსტრუაციული ციკლი და ა.შ.)
ნეიროტრანსმიტერი სეროტონინი მამაკაცებში უფრო ჭარბად (52%-ით) გვხვდება ,
ვიდრე ქალებში;
 ემოციური მეხსიერება - უკეთესი აქვთ ქალებს, რადგან მათი ემოციურობა ხელს
უწყობს დეტალების დამახსოვრებაში;
 წონასწორობის დაჭერა - უკეთ შეუძლიათ ქალებს, რადგან ნეიროტრანსმიტერი
დოფამინის გამომუშავება ქალებში და მამაკაცებში განსხვავებულად ხდება ;
 სქესთაშორისი სხვაობები აიხსნება - ცხოვრების წესით, სოციალიზაციით,
კონტექსტზე დამოკიდებულება-დამოუკიდებლობით, ბილოგიური ფაქტორებით
(მაგ: რეპროდუქცია).

ლექცია II - კოგნიციის განვითარება


ჩანაწერები პპტ-დან
 ფსიქიკური პროცესები:
o კოგნიტური (შემეცნებითი):

 ყურადღება;  აზროვნება;
 შეგრძნება;  მეხსიერება;
 აღქმა;  წარმოსახვა.

o აფექტური (განცდითი):

 გრძნობები;  ემოციები

66
მარიამ სუხიტაშვილი. მართვა და საზოგადოებრივი მეცნიერებები

o ვოლიტური (ქცევითი):

 გადაწყვეტილება;  მოტივაცია;

 ნებელობა - ცნობიერი მოქმედებები.


 ფსიქოლოგიური თეორიის ძირითადი მიზანები: აღწერა  ახსნა  პროგნოზი 
კორექცია  ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება.
 ქცევის ფორმები:
o თანდაყოლილი:

 რეფლექსი;  ტაქსისი;

 ინსტიქტი.
o შეძენილი:

 იმპრინტინგი;  ინსაიტი.

 ობლიგატური დასწავლა;
 ფაკულტატური დასწავლა;
 ოპერანტული განპირობება;

რიდერის შესავალი
ბუნების მრავალსახოვნებაში გამოიყოფა სამი ფენა:

 ფიზიკური - არაცოცხალი;
 ბიოლოგიური - ცოცხალი. არაცოცხალზე რთული ორგანიზაციაა;
 ფსიქოლოგიური - სულიერი. ცოცხალი ბუნების განვითარების შედეგია.

მეორე ბუნება - კულტურა, რომელიც შექმნა ადამიანმა და რამაც გააჩინა ადამიანური


არსის გამოვლენისა და მისი სრულყოფის შესაძლებლობები.

სოც-კულტურული გავლენა - ზემოქმედებს ფსიქიკის ადამიანური ფორმის


ჩამოყალბებაზე.
ფსიქიკის უმთავრესი ნიშანი - ბიო-კულტურული განსაზღვრულობა, რადგან ორივე
აუცილებელია მისი ჩამოყალიბებისთვის.

განვითარება - რაიმეს პროგრესული ცვალებადობა;


განვითარების ფსიქოლოგია - შეისწავლის ფსიქოლოგიურ ცვლილებებს. ის
ფოკუსირდება ბიოლოგიურ პროცესებსა და გარემოს ზეგავლენაზე.

ფსიქიკის განვითარება ორ ფორმაში რეალიზდება:

 ფილოგენეტიკურში - ქევის, ფსიქიკური სტრუქტურების განვითარება ევოლუციის


დროს;
 ონტოგენეზში - ცვლილებები, რომლებსაც განვიცდით სიცოცხლის განმავლობაში.

ფსიქოლოგიური განვითარების სფეროები


განვითარების ფსიქოლოგიაში შეისწავლიან განვითარების სამ სფეროს :

67
მარიამ სუხიტაშვილი. მართვა და საზოგადოებრივი მეცნიერებები

 ფიზიკურს - მაგ: სხეულის ფორმა, ზომა, სენსორული და მოტორული უნარები და


ა . შ;
 კოგნიტურს (ცოდნა, შემეცნება) - შეგრძნება, ყურადღება, აღქმა, მეხსიერება,
აზროვნება, მწარმოსახვა, მეტყველება და ა.შ;
 ფსიქოსოციალურს - პიროვნული მახასიათებლები, სოც.უნარები, ცვლილებები
ემოციებსა და გრძნოებებში და ასევე სოციალური უნარებისა და ქცევის
ფორმირება.

ფსიქიკის განვითარება ფილოგენეზში


ცხოველთა ფსიქიკური აქტივობის მარტივი და თანდაყოლილი ფორმები
ფსიქიკა მხოლოდ სიცოცხლესთან არ არის და ასევე ყველა ცოცხალს არ აქვს ფსიქიკა:

 ბიოფსიქიზმი - ყველაფერი ცოცხალი (მცენარეებიც) ფსიქიკის მატარებელია;


 პანფსიქიზმი - ბუნებაში ყველაფერი სულიერია;
 ანთროპოფსიქიკური თეორია - ფსიქიკა მხოლოდ ადამიანს აქვს.

ფილოგენეზი - ფსიქიკის, ქცევის ცხოველური ფორმების განვითარება.


ფსიქიკის არსებობის რამდენიმე კრიტერიუმი - ძიების უნარი, ადაპტაცია, დასწავლა და
ა . შ.

ყველაზე მიღებული კრიტერიუმი - რეაგირება ბიოლოგიურად ნეიტალურ ზემოქმედებაზე:

 ბიოლოგიურად ნეიტრალური - აბიოტური ზემოქმედებები. ენერგიის სახეები ან


საგნების თვისებები, რომლებიც არ მონაწილეობენ ნივთიერებათა ცვლაში;
 თუ ორგანიზმს აქვს უნარი ასახოს ბიოლოგიურად ნეიტრალური თვისება და
დაუკავშიროს ბიოლოგიურად მნიშვნელოვან თვისებებს, მისი სასიცოცხლო
პოტენციალი იზრდება. მაგ: ბგერები ბუნებაში - საკვებისთვის, თავდასაცავად ...
 ეს საკითხი უკავშირდება ქცევას. თუ პროცესები დაიყვანებოდა საკვების
შეთვისებაზე, გამოყოფაზე, ზრდაზე, ახლა ნდება ნივთიერებათა ცვლა. ის
იმისთვისაა, რომ მიიღწეს ბოლოგიურად სასარგებლო შედეგი იქ, სადაც პირობები
მათ არ გვაძლევს;
 ეს კრიტერიუმი არ აქვთ მცენარეებს.

გაღიზიანებადობა - მცენარის რეაქცია. ფესვები გაღიზიანებადნი არიან ნიადაგში


არსებული საკვების მიმართ, რომელსაც შეიწოვენ;
მგრძნობელობა - ცხოველების რეაქცია. უკავშირდება ფსიქიკის არსებობას. ესაა
აბიოტური გამღიზიანებლის (მაგ: ბგერა) ასახვა. ორნაირია (მათი გამარულობით
ვითარდება ფსიქიკა):

 ობიექტური - რეაგირება მოცემულ სტიმულზე გარკვეული მოძრაობით (შეგრძნება);


 სუბიექტური - საგნის თუ მოვლენის შინაგანი განცდების გამოვლინება (აღქმა). 

ანუ ფსიქიკის ფილოგენეტიკური განვითარების ეტაპები (შეგრძნების უნარები ):

 დიფუზური (შეგრძნების) უნარი - ჩნდება ფსიქიკის საწყის ეტაპზე. უმარტივესი


გამღზიანებელია. ესაა პირველადი შეგრძნება მაგ: შეხების, გემოს, ტემპერატურის ,
სუნის, სხმენის, მხედველობის შესაგრძნებად;
 სენსორული (აღქმის) უნარი - საგნების მთლიანად აღქმის უნარი.

68
მარიამ სუხიტაშვილი. მართვა და საზოგადოებრივი მეცნიერებები

ცხოველთა ქცევის განვითარების პროცესიც პარალელურად მიმდინარეობს. ეს


ორნაირია:

 თანდაყოლილი:
o ტაქსისი - მისი პირველადი ფორმა. ახასიათებთ უმარტივეს
ერთუჯრედიანებს. მისი ფუნქციაა ორგანიზმის მიახოვება ან განრიდება
გამღიზიანებელზე (მწერებს იზიდავს ნათურის შუქი).
 შეძენილი.

რეფლექსი - ცხოველის დაპროგრამებული და ორგანიზმის გარკვეულ ნაწილში


არსებული რეაქცია (მაგ: თვალის დახუჭვა გამღიზიანებელზე). შეიძლება იყოს:

 თანდაყოლილიც (უპირობო) - მაგ: ძაღლი ნერწყვს ყლაპავს ხორცზე;


 შეძენილიც (პირობითი) - მაგ: ძაღლი ზარის ხმაზე ყლაპავს ნერწყვს, რადგან იცის,
რომ საჭმელს მოუტანენ. ეს თვისება მან დროთა განმავლობაში შეიძინა.

ინსტიქტები - რთული ქცევა, რომელშიც ერთიანდება მრავალი რეფლექსური რეაქცია.


მაგ: საჭმლის მოპოვებასთან, თავდაცვასთან, გამრავლებასთან ასოცირებული ქცევები .
ინსტინქტი შეფასებული იყო, როგორც გონივრული, თუმცა ასე არ არის. თუ ცხოველების
ინსტინქტურ ქმედებებს დავუკარგავთ აზრს, ისინი ამას მაინც შეასრულებენ . ინსტინქტები
„სიბრმავეზე“ მეტად ხასიათდება ფიქსირებულობით. ცვლად გარემოსთან შესაგუებლად
საჭიროა არასტანდარტული მოქმედებებიც.

ცხოველთა ფსიქიკური აქტივობის შეძენილი ფორმები


რაც მეტია შეძენილი ფორმები და რაც ნაკლებია თანდაყოლილი, მით უფრო რთული
ქცევებით ხასიათდება ცხოველი.

ირკვევა, რომ გამოცდილების შეძენა მარტივი ნერვული სისტემის ცხოველებსაც


შეუძლიათ:

 „მარტივ“ ჭიაყელას შესაძლებელია ვასწავლოთ მარჯვნივ მოხვევა T-ს მაგვარ


ლაბირინთში, თუმცა რთულია.

დასწავლის ამ უნარს ცხოველელებში მუდამ ვხვდებით. ხშირად მჟღავნდება ისე ადრეულ


ასაკში, რომ გვგონია თითქოს ქცევა თანდაყოლილია. მაგალითად:

 ე.წ. იმპრინტინგი (აღბეჭვდვა) - აღმოაჩინა კ.ლორენცმა. ახალგამოჩეკილი ჭუკები


აუცილებლად დედას კი არ მიჰყვებიან, არამედ იმას, რასაც პირველად ნახავენ. ეს
ინსტინქტის კი არა, ადრეული დასწავლის გამოვლინებაა.

ობლიგატური დასწავლა - ზოგმა ინსტინქტურმა მოქმედებამ ცხოველის განვითარებისას


უნდა გაიაროს ჩამოყალიბებისა და ვარჯიშის პერიოდი, მაგალითად:

 წიწილას კენკვა - წიწილა გამოჩეკვისთანავე ავლენს ინსტინქტურ საკენკ


მოძრაობებს, მათ სიზუსტე აკლია. მოგვიანებით სიზუსტე მნიშვნელოვნად
მატულობს.
 ჩიტების ფრენა - ბარტყი გამოჩეკვისთანავე აქნევს ფრთებს და მხოლოდ
გარკვეული ხნის შემდეგ აფრინდება ჰაერში, მაგრამ ეს ფრენა თავიდან
არასრულყოდილია;

69
მარიამ სუხიტაშვილი. მართვა და საზოგადოებრივი მეცნიერებები

 ჩიტის გალობა - ზოგ მგალობელ ჩიტს არ შეუძლია გაიმეოროს თავისი სახეობის


ჩიტების გალობა, თუ ის გაიზარდა იზოლაციაში ან სხვა ჩიტებთან

ანუ, ბევრი ინსტინქტური (თანდაყოლილი) აქტი საჭიროებს სრულყოფას. მიიჩნევა, რომ


ასეთი დასწავლა დაპროგრამებულია. იგი უზრუნველყოფს ინსტინქტური მოქმედების
ადაპტაციას.

ფაკულტატური დასწავლა - უზრუნველყოფს ქცევის ბევრად მეტ პლასტიკურობას (ახალი,


ნამდვილად ინდივიდუალური ქცევის ფორმების ათვისების პროცესი).

განსხვავება ობლიგატურ და ფაკულტატურ დასწავლებს შორის:

 ობლიგატურისას - ცხოველი იწაფება სახეობისთვის დამახასიათებელ ერთ


ქმედებაში;
 ფაკულტატურისას - ცხოველი შეითვისებს ქცევის ინდივიდუალურ ფორმებს,
რომლებიც ეხმარება ადაპტაციისთვის. მაგალითად:
o ცხოველთა წვრთნა ცირკში.

არსებითად, ცხოველის ყოველ ქცევაში შერწყმულია სახეობისთვის დამახასიათებელი და


შეძენილი ქცევის ელემენტები. საქმე ისაა, რომ ქცევა შედგება ორი ძირითადი ფაზისაგან:

 ძიებითი (ან მოსამზადებელი) - აქტივირებულია მოთხოვნილებით. გამოიხატება


არამიმართულ გადაადგილებაში, გარემოს გამოკვლებაში. მაგალითად :
o ცხოველი ეპარება მსხვერპლს, მისდებს და კლავს. ეს არის ფაზა კვები თ
ქცევამდე (როცა გლეჯს და ჭამს უკვე მონაპოვარს).
აქ ითვისებს ცხოველი ახალ ხერხებს. ეს არაა ინსტინქტით
დაპროგრამებული.
 დამამთავრებელი - მისი მოქმედებები სტერეოტიპული და პროგნოზირებადია,
ამიტომ უწოდებენ ხოლმე ფიქსირებულ მოძრაობათა კომპლექსს (ფმკ):
o როცა ცხოველი ნანადირევს უკვე გლეჯს და ჭამს (კვებითი ქცევა)

ძიებითი და დამამთავრებელი ფაზების თანაფარდობა განსხვავდება სხვადასხვა


ცხოველებში. რაც უფრო რთულია ცხოველის ფსიქიკური ორგანიზაცია, მით უფრო
ხანგრძლივია ძიებითი ფაზა, რადგან შეუძლია ინდივიდუალური გამოცდილების მიღება.

ცდისა და შეცდომის მეთოდი (ახალი ქცევის შეძენა) - მცდარი მოქმედებებიდან სწორი


მოქმედებების განმტკიცება. რაც უფრო ხშირად შეასრულებს ცხოველი მით მეტად
მტკიცდება იგი. ეს პროცესი ხორციელდება ჩვევის ჩამოყალიბების მსგავსად
მრავალჯერადი გამეორებით.

ცხოველთა ფსიქიკური აქტივობის მაღალი ფორმები


გონიერი ქცევა - ცხოველელთა ქცევის მაღალი ფორმა. ესაა ახალ სიტუაციასთან
ადაპტაციისა და ახალი ამოცანის გადაწყვეტის უნარი, ჩვევისგან განსხვავებით,
მრავალჯერადი გამეორების გარეშე (ე.წ. ინსაიტი). მაგალითად (მაგალითებიდან
არცერთი მანამდე არ გაუკეთებიათ):

 გალიაში მჯდომი შიმპანზე შორს დადებული საკვების ასაღებად გამოიყენებს ჯოხს ;


 შიმპანზე მაღლა დაკიდებული კალათიდან მაღლა კალათით ბანანის ასაღებად
მოიტანს ყუთებს, ავა და მისწვდება საჭმელს;

70
მარიამ სუხიტაშვილი. მართვა და საზოგადოებრივი მეცნიერებები

პრაქტიკული განზოგადება (გავრცელება/გადატანა) - ერთი ახალი ქმედება საკმარისია,


რომ ის სამუდამოდ ისწავლოს. მაგალითად:

 შიმპანზე ერთხელ თუ გამოიყენებს ყუთებს კალათზე მისაწვდომად, სხვა დროსა


იზავს. ამას ტრანსპოზიცია ეწოდება.

ანუ, გონიერ ქცევას ახასიათებს:

 ინსაიტი - რამის შესწავლა ბევრი გამეორების გარეშე;


 ტრანსპოზიცია - ერთხელ გაკეთებულის სამუდამოდ შესწავლა.

ისინი გვხვდება ადამიანის ქცევით რეპერტუარშიც. იგი დასტურდება ანთროპოიდებში ,


როგორც ექსპერიმენტულ, ისე ბუნებრივ პირობებში. მაგალითად:

 გალიაში მყოფი ძაღლის წინ რომ დავდოთ ძაფის წვერი, რომლის ბოლოს
საკვებია მიბმული, ძაღლი ვერასდროს მიხვდება, რომ ძაფი თავისკენ უნდა
მიწიოს. ხოლო ანთროპოიდი მიხვდება და სხვა სიტუაცია შიც გამოიყენებს.

ცხოველთა ენა - სიგნალიზაციის რთული სისტემა. შეიძლება იყოს ხმა, მოძრაობა,


პოზა,სუნი და ა.შ. ასე ცხოველები ერთმანეთს გადასცემენ ბიოლოგიურად მნიშვნელოვან
ინფორმაციას. ესაა განგაშის, მუქარის, დამორჩილების, „არშიყის” თუ ბევრი სხვა
სიგნალი.

 სემანტიკური (მნიშვნელობა) - ადამიანისგან განსხვავებით, ცხოველთა ენას ეს არ


აქვს. ანუ, ცხოველის ენა არ აღნიშნავს გარეგან საგნებს, მათ თვისებებსა და
მიმართებებს. ისინი მხოლოდ უკავშირდებიან ბიოლოგიურ სიტუაციებს.
 ცხოველის სიგნალი გრძნობებს გამოხატავს ან აღძრავს ინსტინქტებს.
მაგალითად:
o სირენის წუილი საფრთხის სიგნალია, რომელიც ინსტინქტებს ამუ შავებს;
 ცხოველთა ხმას ახასიათებს ემოციური „გადადებაც“. მაგალითად:
o ერთი ჩიტის განგაშის ხმა მთელ გუნდზე გადადის და აიძულებს მათ
აფრენას;
o ფუტკარი მტრის გესვლისას გამოყოფს სუნს, რომელიც ააგრესიულებს
სხვებს
 გენეტიკური ფიქსირებულობა - ენა არის დახურული სისტემა (ადამიანის ღიაა) და
შეზღუდულია, თუმცა შეიძლება ბევრნაირი სიგნალი ჰქონდეთ. მაგალითად :

o ქათმებს - 20-მდე სიგნალი o მაიმუნებს - 90-მდე და ა.


აქვთ;

 ცხოველებმა დაბადებიდანვე იციან თავიანთი ენა, ხოლო ადამიანი მერე


სწავლობს;
 „ჩამრთველი სტიმულები“ - ცხოველთა ენის ელემენტები. იწვევენ ან ამუხრუჭებენ
ინსტიქტურ ქმედებებს. მაგალითად:
o ჩიტები თავიანთ ბარტყებს თავს არ ესხმიან, რადგან მათი წრიპინი
ამუხრუჭებს.
 ‘ფუტკრების ცეკვები’ - ფუტკარი, რომელმაც აღმოაჩინა ნექტარი, სკაში
დაბრუნებისას აკეთებს რთულ მოძრაობებს (გარბენები ფიჭაში, მუცლის ქნევა და

71
მარიამ სუხიტაშვილი. მართვა და საზოგადოებრივი მეცნიერებები

ა.შ.). სხვები ეხებიან მას და გემოსა, სუნის მეშვეობით იღებენ საკვებზე


ინფორმაციას. ეს თანდაყოლილია.

დამორჩილების პოზების აღწერა - მათი მეშვეობით სუსტი ცხოველები მოწინააღმდეგის


აგრესიას აჩერებენ (გავრცელებულია მტაცებლებთან). მაგალითად:

 ორი მგლის ჩხუბი - დამარცხებული მგელი ქვავდება. იგი მოწინააღმდეგეს


მიუშვერს დაუცველ კისერს . ასე აგრესორს უმუხუჭდება თავდასხმა. მსხვერპლი თუ
პოზას შეიცვლის, მაშინ ისევ შეუტებს.

ჯგუფური ცხოვრების წესი - ცხოვრება ჯოგში, გუნდში და ა.შ. ამ დროს თითოეულმა


ინდივიდმა, იცის, ვინაა მასზე ძლიერი და სუსტი. ანუ მკვიდრდება იერარქია სხვადასხვა
აქტის მეშვეობით (წაკინკლავება, რიტუალები, ტურნირები…). მაგალითად (იერარქია):

 უფრო ძლიერებს უპირატესობა აქვთ საკვების განაწილებისას, სექსუალური


პარტნიორის შერჩევისას და ა.შ. მათ ემორჩილებიან, ბაძავენ, მიჰყვებიან .
შეიძლება გახდნენ ჯგუფის ლიდერები.

ჯგუფებში ზოგჯერ ფუნქციები დაყოფილია. ამის საფუძველს ქმნის სქესობრივი ,


ასაკორივი, რანგული სხვაობები. მაგალითად:

 რეპროდუქცია - მამრი მოიპოვებს და მიაქვს საკვები მდედრთან, რომელიც უვლის


შვილებს. (ხანდახან რიგრიგობით უვლიან შვილებს);
 ფუტკრის ოჯახში ფუნქციების განაწილება:
o ერთი დედა ფუტკარი - მხოლოდ კვერცხებს დებს;
o ასეულობით მუშა ფუტკარი - უვლიან დედას, აშენებენ/წმენდენ ფიჭას,
კვებავენ მატლებს („აღმზრდელები“), აგროვებენ მარაგს („ამკრეფები“),
იცავენ სკას („მცველები“) და ა.შ.
o მამრი ფუტკრები - სამუშაოში არ მონაწილეობენ. მხოლოდ მდედრს
ანაყოფიერებენ. შემოდგომაზე მათ კლავენ, ან აგდებენ სკიდან.
 მაიმუნების ჯოგში ფუნქციური განაწილება:
o ახალგაზრდები („გუშაგები“) - სულ მოძრაობენ და გადაადგილდებიან;
o ბებრები („წინამძღოლები“) - თვალს ადევნებს წესრიგს ჯოგში. მტაცებლის
მოახლოებისას გაჰყავს ჯოგი უსაფრთხო ზონაში.
o ღონიერები („მცველები“) - გადაადგილებისას შვილებიან მდედრებს გარს
ერტყმიან. დგანან სათავეში (ლიდერთან) და ბოლოში.

შრომოთი აქტივობა - ერთ-ერთი აზრით ეს მიიჩნევა ადამიანთა სოციალური


განვითარების ძირითად წყაროდ. შრომა იარაღით იწყება, ამიტომ ცხოველების ასეთი
ქცევა განიხილება, როგორც ანთროპოგენეზის ერთ-ერთი ბიოლოგიური პირობა .

 იარაღები - ადრე მიიჩნეოდა, რომ მხოლოდ ადამიანისმსგავსები იყენებდნენ,


თუმცა თურმე პატარა მაიმუნები, ჩიტები და მწერებიც კი აკეთებენ მათ :
o შიმპანზეები იყენებენ ჯოხებს იყენებენ ტერმიტების ხიდან ამოსაყვანად;
o დაღეჭილი ფოთლით აკეთებენ „ღრუბელს“ და ამოაქვთ წყალი
ღრმულიდან;

ორივე შემთხვევაში ცხოველები სრულყოფენ იარაღებს:

72
მარიამ სუხიტაშვილი. მართვა და საზოგადოებრივი მეცნიერებები

o ტოტების გამოყენებისას - აცლიან მათ ფოთლებს და გვერდითა


ყლორტებს;
o ფოთლების გამოყენებისას - ღეჭვთ ამუშავებენ.

მაგრამ ამისთვის იყენებენ ბუნებრივ საშუალებებს (კბილები, კიდურები და სხვა).


ასევე, არ ინახავენ იარაღს შემდეგი გამოყენებისთვის.

იარაღის დამზადება მეორე საგნით - შრომის აღმოცენება. ამ დროს წარმოიქმნება


ცნობიერება. იგი გულისხმობს შრომის განაწილებას არაბიოლოგიური ქცევის
საფუძველზე. ასე გამოცდილებას ინახავენ და თაობებს გადასცემენ.

ცხოველების ქცევათა განმახვავებელი ნიშნები ადამიანთა ქცევისგან :

 ბიოლოგიური განსაზღვრულობის ხარისხი;


 ქცევის შეზღუდულობა, დაუგეგმავი ქმედება და მიზნის წარმოდგენის
შეუძლებლობა;
 მომავლის არ არსებობა - მაგალითად, იარაღი არ მზადდება შესანახად;
 თანდაყოლილი, ფიქსირებული ქცევითი პროგრამების სიმრავლე;
 დასწავლის შეზღუდულობა ინდივიდუალური გამოცდილების შეძენით;
 თაობათა გამოცდილების განმტკიცების, დაგროვებისა და გადაცემის
შეუძლებლობა მატერიალური კულტურის საგნების ფორმაში, მეტადრე ენის
საშუალებით.

შეუძლიათ თუ არა ცხოველებს ისწავლონ ადამიანური ენა?


შეეცადნენ შიმპანზესთვის ესწავლებინათ ადამიანის ენა :

 ექსპერიმენტი - იყვანდნენ ახლაშობილ შიმპანზეს და ზრდიდნენ ადამიანის


შვილთან ერთად, ერთნაირ პირობებში. მაქსიმუმი, რასაც მაიმუნებმა მიაღწიეს ის
იყო, რომ ესმოდათ რამდენიმე ათეული სიტყვა ამბობდნენ 1-2-ს (მაგრამ რთულად).

მაიმუნების აკუსტიკური აპარატი არაა მორგებული ადამიანის მეტყველების ბგერათა


გამოსაცემად. გაჩნდა იდეა, გამოეყენებინათ ჟესტების ენა :

 ექსპერიმენტი I - 4 წელში შიმპანზე ვიშიმ ისწავლა ასზე მეტი ჟესტი და მარტივი


ფრაზები („მოდი აქ”,„მომეცი კბილის ჯაგრისი”, „გთხოვ შენ მე სეირნობა” და ა.შ);
 ექსპერიმენტი II - მაიმუნმა ბასიამ იხვის დანახვაზე თქვა „წყალი და ჩიტი“.

მრავალ გამოკვლევაში გამოიყენებოდა ნიშნების სხვა ხელოვნური სისტემები - ფერადი


კლავიატურა, კომპიუტერული გამოსახულება და ა.შ:

 ექსპერიმენტი I - მაიმუნმა პინოქიომ აღწერა ბავშვი სპილო;


 ექსპერიმენტი II - მეორე მაიმუნი ღილაკებზე დაჭერით „ლაპარაკობდა”.მან არ
იცოდა ფორთოხლის სახელი, და შექმნა ასეთი ფრაზა: „მომეცი ნარინჯისფერი
ვაშლი“, თუმცა სინამდვილეში ისინი უმეტესად ადამიანების ჟესტიკულაციას
ბაძავდნენ. გავდა ჰანსს 

„ჭკვიანი ჰანსი“ - ცხენ ჰანსს შეეძლო შეკრება-გამოკლება, წილადები, ფერების გარჩევა,


ცნობდა რიცხვებს საათზე და ა.შ (ამას გვეუბნებოდა კაკუნით). თუმცა გაირკვა, რომ
გამომცდელი „ჰკარნახობდა” ცხენს პასუხს. ჰანსი ამჩნევდა მის დაძაბულობას და ასე

73
მარიამ სუხიტაშვილი. მართვა და საზოგადოებრივი მეცნიერებები

ხვდებოდა როდის შეეწკვიტა კაკუნი. ამის შემდეგ დაიწყეს აქცენტირება არაცნობიერი


მინიშნებების არსებობაზე.

ზოგი უარყოფს მაიმუნების ენობრივ პოტენციალს, რადგან პრიმატების ენობრივი


შესაძლებლობები საშუალოზე დაბალგანვითარებული ორი წლის ბავშვის მიღწევებს არ
აღემატება. (თან ბავშვები „ტიკტიკებენ“, მაიმუნები კი არა). მათი სამეტყველო უნარი არაა
თანდაყოლილი, როგორც ეს ადამაინებშია.

მეტყველებს უნარი ადამიანის ექსკლუზიურ უნარად უნდა მიიჩნეოდეს? (ჯერ კიდევ


იკვლევენ):

 თუ ვგულისხმობთ - რთული გრამატიკის სიტყვებს ან სხვა გამოხატვის უნარს


ვგულისხმობთ მაშინ, ენას მხოლოდ ადამიანები ფლობენ;
 თუ ვგულისხმობთ - ნიშნების აზრიანი თანმიმდევრობით ურთიერთობას, მაშინ
ადამიანისმსგავსი მაიმუნები ნამდვილად მეტყველებენ.

ფსიქიკის ცვალებადობა ონტოგენეზში


ფსიქიკური ონტოგენეზის ზოგადი საკითხები
ონტოგენეზი - არაა მხოლოდ ფიზიკური, კოგნიტური ან სოც.პიროვნული განვითარება,
თუკი განვითარებაში მატება და ზრდა იგულისხმება:

 განვითარება - შეიძლება შეწყდეს, და დაიწყოს დეგრადაციის პროცესებიც. აქ ორი


გარემოებაა გადამწყვეტი:
o რა ასაკში მიმდინარეობს პროცესი - ჩასახვიდან ბავშვობის დამთავრებამდე
განვითარება პროგრესია. მატულობს ძალა, ცოდნა, ჭკუა და ა.შ. თუმცა
განსხვავებული ტემპით და თანმიმდევრობით.
o და რა სფეროში - შემდეგ პერიოდში, ზოგ სფეროში, შესაძლებლობები
ნაკლებად ან სულ აღარ მატულობს (ფიზიკური, სენსორული,
ინტელექტუალური განვითარება დასრულებულია). ამიტომა ეწოდება
ზრდასრულობა.
რაღაც პერიოდიდან კი ფუქციონალური სისტემები ქვეითდება.

მომწიფება - დაკავშრებულია ზრდა-ფორმირებასთან ოღონდ ამ დროს პროგრესული


ცვალებადობა თანდაყოლილი პროგრამით მიმდინარეობს. მაგალითად:

 ემბრიონალური (პრენატალური) განვითარებისას - ჩანასახი მკაცრად


განსაზღვრულ სტადიებს გაივლის;
 მოტორული (მამოძრავებელი) სფეროს განვითარებისას - თავის დაჭერა, ჯდომა,
დგომა, ხოხვა, სიარული… ამ ეტაპთა თანმიმდევრობა გენეტიკურად
დაპროგრამებულია (არცერთი ბავშვი არ იწყებს სიარულს უფრო ადრე, ვიდრე
ჯდომას ან დგომას).
 მეტყველება-აზროვნების განვითარებისას - ჯერ ბგერებს სწავლობენ, მერე
ლაპარაკს.

ეს ყველაფერი არ ნიშნავს, რომ ადამიანის განვითარება მხოლოდ მომწიფების ანუ


თანდაყოლილი მექანიზმების მოქმედების შედეგია. განვითარებაში დიდ როლს

74
მარიამ სუხიტაშვილი. მართვა და საზოგადოებრივი მეცნიერებები

გარემოსეული ფაქტორები ასრულებს. გარემო აფერხებს ან აჩქარებს გენეტიკურ


მომწიფების პროცესებს:

 გარემოს გავლენა დაბადებამდე - დედის ცხოვრების წესმა ან ავადმყოფობამ


შეიძლება მნიშვნელოვანი ცვლილებები შეიტანოს ემბრიონალურ განვითარებაში ;
 გარემოს გავლენა მოტორულ განვითარებაზე - ვარჯიშებით ფეხის ადგმა და ა.შ;
 გარემოს გავლენა მეტყველების განვითარებაზე - იქ სადაც ჩვილს სულ
ელაპარაკებიან, ბავშვები უფრო ადრე იწყებენ მეტყველებას.

თითქმის ყველა დინამიკური პროცესი ფსიქიკაში, ყოველი ფსიქოფიზიოლოგიური ,


კოგნიტური, პიროვნული თუ ქცევითი ხასიათის ცვლილება ონტოგენეზში ორმხრივი
ზემოქმედების შედეგია - გენეტიკური და გარემოსეული, ანუ თანდაყოლილი და შეძენილი
ფაქტორების ინტერაქცია.

ონტოგენეტური განვითარების პერიოდები


მკვლევრები ადამიანის განვითარებას პერიოდებად ყოფენ:

 მუცლადყოფნა - ჩასახვიდან დაბადებემდე;


 ჩვილობა - დაბადებიდან 2 წლამდე;
 ადრეული ბავშვობა - 2-დან 6 წლამდე;
 შუა ბავშვობა - 6-დან 11 წლამდე;
 მოზარდობა - 11 წლიდან 20 წლამდე;
 ადრეული მოზრდილობა - 20 წლიდან 40 წლამდე;
 შუა ხანი - 40 წლიდან 60-65 წლამდე;
 გვიანი მოზრდილობა - 60-65 წლიდან და ზემოთ.

ასაკობრივი პერიოდებთან დაკავშირებულია ადამიანის განვითარების კრიტიკული


პერიოდების არსებობის იდეა - გარდატეხის პერიოდები, როცა ხდება ცვლილებები
განვითარების ნორმალურად გასაგრძელებლად.

ოპტიმალური პირობები - წარმოიქმნება, როცა პირი მგრძნობიარე ხდება ზოგი


ზემოქმედების მიმართ. ეს ხდება ამა თუ იმ ფსიქოფიზიკური თუ ფსიქიკური ფუნქციის
განვითარებისთვის.
სენზიტური პერიოდები - როცა აღნიშნული „მგრძნობიარობის“ დროს ფსიქიკური
მოქმედების რომელიმე ასპექტი არასაკმარისად ჩამოყალიბდა და ვეღარ ვითარდება .
მაგალითად:

 ადრეული ბავშვობა - ენის ათვისების სენზიტური პერიოდია. ბავშვები, რომლებიც 6


წლამდე საკმარისად ვერ ისწავლეს ენა, შემდეგ შეიძლება კარგად ვერ
ამეტყველდნენ.

სენზიტური პერიოდების არსებობა-არარსებობა, ინტენსივობა და ხანიერება დიდწილად


განსაზღვრავს იმას, თუ რა, როდის და როგორ ვასწავლოთ ბავშვს.

ონტოგენეტური განვითარების თეორიების 3 ძირითადი შეკითხვა


ფსიქოლოგიური თეორია - მტკიცებულებათა მოწესრიგებული ნაკრები, რომელიც
აღწერს, ხსნის და პროგნოზირებს ქცევას.

75
მარიამ სუხიტაშვილი. მართვა და საზოგადოებრივი მეცნიერებები

განვითარების შესახებ უამრავი თეორია არსებობს, რომლებიც ცდილობენ 3 კითხვას


უპასუხონ:

განვითარების პროცესი წყვეტილია, თუ უწყვეტი?:

 განვითარება უწყვეტია - ბავშვები და ზრდასრულები ერთნაირად რეაგირებენ გარე


სამყაროზე. მათ განასხვავებთ ქცევის რაოდენობა და სირთულე.
ბავშვის აზროვნება შეიძლება ისეთი ლოგიკური იყოს, როგორც მოზრდილი
ადამიანის, მაგრამ ვერ იყენებდეს უნარ-ჩვევას ინფორმაციის იმ რაოდენობაზე და
იმავე სიზუსტით, როგორც ამას აკეთებს მოზრდილი ადამიანი. მაგალითად:
o ბაღის ბავშვი საგნებს მარტივ კატეგორიებად ახარისხებს, სკოლის ბავშვს კი
შეუძლია საგნების უფრო მეტ და რთულ კატეგორიებად დახარისხება .
 განვითარება წყვეტილია - სამყაროს გააზრებისა და მასზე რეაგირების ახალი
გზები დროის განსაზღვრულ ეტაპზე ჩნდება. განვითარება სტადიებად უნდა
განვიხილოთ. ეს კიბეზე ასვლას გავს, რომლის თითოეული საფეხური
ფუნქციონირების უფრო სრულყოფილ, მოწიფულ საშუალებას წარმოადგენს.
განვითარება უფრო ნახტომისებურია, ვიდრე თანდათანობითი და უწყვეტი .

განვითარების ერთი თუ მრავალი ხაზი არსებობს?

 განვითარებას ერთი ხაზი აქვს - ვარაუდობენ „წყვეტილობის“მომხრეები.


მაგალითად:
o კოგნიტურ განვითარებაში გამოყოფენ მხოლოდ ბიოლოგიურ და გარემოს
ფაქტორებს, რომლებიც განაპირობებს კოგნიტური განვითარების
სტადიებს.
 განვითარება მრავალმხრივია - განსხვავებული გარემოებები გვაძლევს
განსხვავებულ შემეცნებით შესაძლებლობებს, სოციალურ უნარ -ჩვევბს, სხვანაირ
აღქმას და ა.შ.

რომელი უფრო მნიშვნელოვანია: გენეტიკა თუ გარემო?

 გენეტიკა - ხაზს უსვამენ სტაბილურობას. ადამიანები სხვადასხვა ასაკში


ინარჩუნებენ მახასიათებლებს (ინტელექტი, ვერბალური შესაძლებლობები ,
კომუნიკაბელობა, ა.შ.). ასეთ დროს არაფასეულად მიაჩნიათ ცლილებების
ხელშეწყობა განვითარებისთვის;
 გარემო - ამბობენ, რომ ადრეულ გამოცდილება მოქმედებს მთლიან
ჩამოყალიბებაზე:
o ბოულბი და ჯონსონის აზრი - პირველი წლების ძლიერი უარყოფითი
გავლენა, მოგვიანებით დადებითი მოვლენებით სრულად ვერ დაიძლევა ;
o ნელსონის და რიდის აზრი - ცვლილება შეიძლება, თუ ის ახალი
გამოცდილებით იქნება გამყარებული.
ასეთ დროს სტიმულირებით ერევიან განვითარებაში, რომ უკეთ წარიმართოს
პროცესი.

გაწონასწორებული შეხედულება

თანამედროვე თეორეტიკოსები აღიარებენ ორივე შეხედულების დადებით მხარეებს :

76
მარიამ სუხიტაშვილი. მართვა და საზოგადოებრივი მეცნიერებები

 ზოგი თვლის, რომ - ხდება როგორც წყვეტილი, ასევე უწყვეტი ცვლილებები;


 ზოგი თვლის, რომ - განვითარებას შეიძლება იყოს როგორც უნივერსალური, ასევე
ინდივიდუალური;
 უმრავლესობა განიხილავს - მემკვიდრეობისა და გარემოს მჭირდო კავშირს,
სადაც თითოეული მეორის პოტენციალზე მოქმედებს და ცვლის ადამიანის
შესაძლებლობებს.

კოგნიტური განვითარება
კოგნიტური განვითარების შესწავლისთვის აკვირდებიან:

 ადამიანის ასაკობრივ ზრდას;  აზროვნების სტრუქტურია

 აზროვნების ფორმების ცვალებადობას;

კოგნიტური განვითარების მკვლევრებს აინტერესებთ - როგორ აღიქვამს, აზროვნებს და


იგებს ადამიანი მის ირგვლივ არსებულ სამყაროს, გენებისა და დასწავლის
ურთერთქმედებით. მაგ:

 აინტერესებთ - როდის წვდება ბავშვი მოვლენებს შორის არსებულ მიმართებებს;


 აინტერესებთ - როგორ ლოგიკას იყენებენ ბავშვები პრობლემის გადაჭრისას და
სხვ.

კოგნიტური განვითარების კვლევების უმეტესობა ადრეულ განვითარებაზე


ფოკუსირდებოდა. (დაბადებიდან ადრეულ მოზრდილობამდე). ასეე აკვირდებიან
კოგნიტურ ფუნქციონირებას მოზრდილობაშცი და ცვლილებებს ხანში შესულობის
პერიოდში.

ჟან პიაჟეს კოგნიტური განვითარების თეორია


ჟ.პიაჟემ განიხილა ბავშვის ინტელექტუალური განვითარება. განვითარების ძირითად
ნიშნად თვლის სტადიების მონაცვლეობას, გადასვლას ერთი შემეცნებითი
სტრუქტურიდან მეორეზე. სტრუქტურის სტადია მიიღება წინა სტადიის დიფერენციაციისა
და კოორდინაციის შედეგად.

ჟ. პიაჟეს მიხედვით, ადამიანი არის - აქტიური, დინამიური, შემოქმედებითი არსება. ის


მენტალური სტრუქტურებით გადაამუშავებს გარემოს ინფორმაციას.

კოგნიტური სქემა - ე.წ. „კატალოგის ბარათი”. ინახება ადამიანის ტვინში


თანმიმდევრობით. ისინი კარნახობს პატრონს როგორ განსაზღვროს გარემოს
ინფორმაცია და როგორ მოიქცეს:

 ჩვილს - აქვს მცირე რაოდენობის „კატალოგის ბარათები”. მაგალითად:


o ტაცების ან წოვის რეფლექსური სქემა.
 მოზრდილს - აქვს ბევრი და დიდი მოცულობის „კატალოგის
ბარათები”.მაგალითად:
o მოთავსებული ცხოვრებისეული გამოცდილება.

სქემით ადამიანი მოვლენას ანაწილებს გარკვეულ კატეგორიად, რათა გადაწვიტოს,


როგორი რეაგირება მოახდინოს მოვლენაზე.

77
მარიამ სუხიტაშვილი. მართვა და საზოგადოებრივი მეცნიერებები

ბავშვის ასაკის მატებასთან ერთად სქემები გარდაიქმნება მარტივიდან , რთულ კოგნიტურ


სტრუქტურებად, რომელიც საფუძვლად უდევს ადაპტაციის (გარემოსთან შეგუების )
პროცესს. გარემოსთან ადაპტაციას განაპირობებს ორი მექანიზმი (ისინი გვეხმარება
ადაპტაციაში):

 ასიმილაცია - ახალი ინფო თავსდება არსებულ სქემაში და მას იყენბს ახლის


გასაგებად. საშუალებაა, რომ უკეთ გამოიყენონ უკვე არსებული სქემები .
მაგალითად:
o ჩვილი იყენებს წოვის რეფლექსს (ლოკავს საგნებს), რომ აღქვას, რა არის
ის.
 აკომოდაცია („ახალი კატალოგის ბარათი) - ახალი სქემის შექმნა, რადგან ძველი
სქემებით ვერ ხერხდება ახალთან ადაპტაცია (სწავლის პროცესივით არის ).
საშუალებაა, რომ შეცვალონ არსებული სქემები, რათა ახალ სიტუაციას მოარგონ.
მაგალითად:
o როცა ჩვილს უნდა გაარკვიოს რა არის გასაღები, წოვას ვეღარ იყენებს და
ცდლობს მეთოდები შეცვალოს საგანზე დასაკვირვებლად.

ინტელექტი ჟ. პიაჟესთვის:

 ადამიანის განკარგულებაში მქონე ყველა სქემის ერთიანობა;


 გარემოსადმი ადაპტაციის მექანიზმი (ასიმილაციისა და აკომოდაციის შედეგი);
 არაა ცოდნის შინაარსი ან მოცულობა. ესაა სტრუქტურა, თუ როგორაა ცოდნა
ორგანიზებული, რომ შეძლებოდეს მისი გამოყენება:
o ინტელექტის სტრუქტურები - ასიმილაცია-აკომოდაციის წარმოქმნილი სქემები .
 განაპირობებს ადაპტაციას მუდმივად ცვლადი გარემოს მიმართ ;
 ესაა აპროცედურული ცოდნა თუ რა უნდა გაკეთდეს და არა უბრალოდ ფაქტების
ცოდნა;
 ესაა როგორც შედეგი, ასევე საფუძველი ასიმილაციისა და აკომოდაციის;
 ასაკის მატებასთან ერთად იცვლება, გამოცდილების მატებასთან ერთად ბავშვი
იძენს ახალ სქემებს, რომლებიც ეხმარება მას ადაპტაცია ში.

რა არის ინტელექტის განვითარების პროდუქტი?

ინტელექტუალური განვითარების კრიტერიუმი პიაჟესთვის - ოპერაციის წარმოშობა:

ოპერაცია - განსაკუთრებული სახის მოქმედება, რომელიც განსხვავდება უბრალო


მოქმედებისაგან ანდა მიზანდასახული ქცევისაგან ორი ნიშნით, ესენია:

 ინტერიორიზებული - ბავშვი ამოცანას წყვეტს არა გარეგანი მოქმედების გზით,


არამედ შინაგან პლანში, აზროვნების პროცესების სახით.
 შექცევადი - სრული კომპენსაცია. ოპერაციის ქმედება შეიძლება გაუქმდეს
საწინააღმდეგო ოპერაციით (გონებაში დავუბრუნდეთ პირველად კონდიციას).

ოპერაცია - კოორდინირებული მოქმედებების სისტემა. (თუნდაც მათემატიკური


მოქმედებები). ასაკის მატებასთან ერთად, აზროვნება უფრო ორგანიზდება, ვითარდება
რთული ოპერაციები.

78
მარიამ სუხიტაშვილი. მართვა და საზოგადოებრივი მეცნიერებები

ოპერაცია ქმნის ცვალებად, მთლიან სტრუქტურას. ჟ. პიაჟე გამოყოფს 4 ძირითად ს


(დეტალურად განხილულია ქვემოთ ფერად ჩარჩოებში):

 სენსომოტორული - 0-2. წელი;  ოპერაციამდელი - 2-7 წელი;

 კონკრეტული ოპერაციები - 7-11  ფორმალური ოპერაციები - 11-15+ წ.


წელი;

ანუ, ამ სხვადასხვა ასაკისთვის დამახასიათებელია გარკვეული ოპერაცია . მაგალითად:

 „შენახვის” ოპერაცია - თუ ორ სხვადახვა ჭიქაში ჩავასხავთ ერთი რაოდენობის


წყალს, ბავშვი მიხვდება, რომ ნივთიერების რაოდენობა იგივე დარჩა .

რა ფაქტორები განსაზღვრავს ინტელექტუალურ განვითარებას?

 მემკვიდრეობა - გავლენას ახდენს მომწიფების ტემპზე:


o მომწიფება - განსაზღვრავს პირის მემკვიდრეობით მიღებულ
თავისებურებებს. ეს არაა ინტელექტუალური სტრუქტურების განვითარება.
ის ქმნის გარკვეული სტრუქტურის წარმოქმნის შესაძლებლობას, მაგრამ
მისი აღმოცენება დამოკიდებულია დანარჩენ ფაქტორებზე 
 აქტივობა - შეიძლება იყოს ფიზიკური ან აზრობრივი, ასევე ადამანებთან ან
საგნებთან კავშირში. მაღალი აქტივობის ბავშვებს უვითარდებათ ის კოგნიტური
სტრუქტურები, რომლებიც დამახასიათებელია ინტელექტის განვითარების ოთხივე
სტადიისთვის;
 გამოცდილება - სოციალური ინტერაქცია. ინტელექტის განვითარების სტადიათა
საშუალო ასაკს იღებენ სოც.გარემოს, კულტურისა და განათლების დონის
მიხედვით;
 წონასწორობა - თვითრეგულაციის საშუალება. ამუშავებს ახალ ინფოს
ასიმილაციითა და აკომოდაციით. ადაპტაციისთვის საჭიროა წონასწორობა
გარემოს-ადამიანს შორის.

ჟ. პიაჟე ინტელექტის განვითარების სტადიურ თეორიას ავითარებს და გამოყოფს


აზროვნების განვითარებაში 4 სტადიას (ოთხვეს გამოვყოფ სხვადასხვა ფერით). ესენი
არაა აბსოლუტური. მიუთითებენ მხოლოდ ბავშვის ინტელექტუალური განვითარების
ტენდენციას:

1. სენსომოტორული - 0-2 წელი (დამახასიათებელია გარემოს მოტორული აღქმა,


რომლებსაც არ სჭირდება აზროვნება). ბავშვი გარე გამღიზიანებლებს მოტორული
რეაქციებით პასუხობს. ის უკვე ფლობს რამდენიმე რეფლექსურ რეაქციას (მაგ:წოვა),
თანდათან კი ეუფლება სხვადასხვა ქმედებას, რომლებიც ემსახურება საგნებთან შეგუებას.
ბავშვი სიახლის ჩართვას ცდილობს რაც შეიძლება მეტ სქემაში (სვამს კითხვებს -
შემიძლია ავლოკო? შემიძლია ხელი ვტაცო? შემიძლია შევანჯღრიო?..).
თანდათან ბავშვს უვითარდება წარმოდგენა გარემოს ნივთებზე. სენსომოტორული
ინტელექტი არაა ოპერაციული (ბავშვის ქმედებები არ ეფუძნება აზრს, წარმოსახვას ).

ბავშვის აზროვნების გასაგებად პიაჟე იყენებს ამოცანებს:

79
მარიამ სუხიტაშვილი. მართვა და საზოგადოებრივი მეცნიერებები

 ინსტრუმენტულ-მიზნობრივი ამოცანები - ასრულებენ იმისთვის, რომ მერე


შეასრულონ მეორე მოქმედება (მეორე ქმედება არის ერთგვარი მიზანი)
მაგალითად:
o ბოთლს თავს ვხსნით იმისთვის, რომ მერე წყალი დავლიოთ.
პირველად როდის ჩნდება ასეთი რამ? - პიაჟეს დაკვირვება:
o 12 თვის ჟაკლინს სასურველი სათამაშოები დაუდო პლედზე, ისე რომ ხელით
ვერ წვდებოდა, მაგრამ შეეძლო პლედს მიწვდომოდა. ბავშვი მალე მიხვდა,
რომ პლედი მოექაჩა (ინსტრუმენტულ-მიზნობრივი ქცევა).
 ობიექტის მუდმივობის გაგება - მიმართულია იმაზე, თუ რამდენად აცნობიერებს
ჩვილი ობიექტის არსებობას მაშინაც, როდესაც მას არ უყურებს. მაგალითად :
o თუ 6 თვის ბავშვს სათამაშოს დავუმალავთ, ის მის ძებნას არ დაიწყებს, 1
წლიდან კი უკვე ფქრობენ იმ ნივთზე, რომელსაც ვეღარ ხედავენ. ამის
გასაგებად ნივთებს ადებდნენ ნაჭერს და აკვირდებოდნენ ჩვილს.
როცა ბავშვს ესმის საგანთა მუდმივობა, ის იწყებს სიმბოლურ აზროვნებას:
o სიმბოლური აზროვნება - ბავშვის უნარი, გონებაში წარმოსახოს საგნები;
o საბაზისო მენტალური სტრუქტურები - პიეჟეს აზრით, ჩვილებს უნდა
გააჩნდეთ, ეს სქემები, რათა შეინახონ გარემოდან შემოსული ინფორმაცა.
მათთვის ამ სქემების ფუნქციას თავიდან ასრულებს რეფლექსები (ე.წ.
უნებლიე ქმედებები) და იყენებს ასიმილაციას, მოგვიანებით კი ეუფლება
აკომოდაციასაც (ე.ი. ადაპტაციისთვის ჩვილს სჭირდება ასიმილაცია-
აკომოდაციის პროცესები).

2. ოპერაციამდელი ინტელექტის სტადია - 2-7 წელი. ამ პერიოდისთვის


დამახასიათებელია:
 სიმბოლური ფუნქციის განვითარება - 2 წლამდე ბავშებში არ გვხვდება (მაგ: ჯოხის
გამოყენება, როგორ ცხენი). ესაა რაღაც შინაგანი მიბაძვა, რომელიც არის
ხატოვანი აზოროვნების განვითარების საფუძველი;
 ფართოვდება ინტელექტის ფუნქციონირება;
 აწმყოს ემატება წარსულისა და მომავლის ქმედებების გაცნობიერება .

სენსომოტორული ინტელექტი აღარაა საკმარისი, საჭიროა ახალი ფსიქო. ოპერაციები,


თუმცა ამისთვის საჭიროა წლები. გაცილებით ძნელია მოქმედების აზრის ფორმით
მოცემა, ვიდრე მისი პრაქტიკული განხორციელება. მაგალითად:

 2 წლის ბავშვს შეუძლია თავისი მოძრაობების კოორდინაცია (მაგ: ოთახში


სიარულსას), მაგრამ სანამ ამას სრულებით გაიაზრებს, დიდი დრო გადის.

2-7 წლამდე ბავშვს არ გააჩნა:

 ინვარიანტული წარმოდგენები - ანუ, იგი მიბმულია საგანთა და მოვლენათა


სიტუაციურ მახასიათებლებზე და მყარი, მუდმივი, უცვლელი წარმოდგენები არ
აქვს;
 შექცევითობის ოპერაციები და შენახვის (კონსერვაციის ) ცნება - ესაა ერთგვარი
„თვალისა და აზრის ბრძლა“. ვერ აღიქვამს, რომ თუ ნივთი გარეგნულად
შეიცვალა, ის ისევ ის ნივთია. მაგალითად:

80
მარიამ სუხიტაშვილი. მართვა და საზოგადოებრივი მეცნიერებები

o თუ 5-6 წლის ბავშვს დავუწყობთ მონეტების რიგს და ვთხოვთ იმდენივე


მონეტა დადოს, სწორად შეასრულებს. ის ზუსტად მონეტების ქვემოთ
დადებს ახლებს, მაგრამ წყობას თუ ავურევთ იტყვის, რომ სხვადასხვა
რაოდენობაა და ა.შ;
o თუ ჩვენ მანქანა დაგვიზიანდა მაინც ვიცით, რომ ის ისევ ჩვენი მანქანაა,
მაგრამ ბავშვი ვერ აღიდგენს ძველ აზრებს და ახალი მანქანა გონია
დაზიანების გამო.

ცნებამდელი პერიოდის ბავშვს უჭირს ერთმანეთისგან ფიზიკური , გონებრივი და


სოციალური რეალობის გარჩევა. ამ პერიოდში ბავშვების აზროვნებას ახასიათებს:

 ანიმიზმი - მისთვის მოძრავი ობიექტები ცოცხლები არიან (მზე, მთვარე, მანქანა…);


 არტიფიკალიზმი - გარემოში ყველაფერი ადამიანმა შექმნა (მზე განათებისთოს და
ა . შ)

ოპერაციამდელ სტადიას გარკვეული ზოგადი თავისებურებები ახასიათებს . ესენია :

 თვალსაჩინოება - როდესაც დანახვის გარეშე უჭირთ რამის წარმოდგენა გონებაში.


მაგ:
o თუ ბავშვი ხედავს ვაშლს და მსხალს და მათ შორის სხვაობას ვკითხულობთ,
მარტივად ასახელებს, მაგრამ თუ ვერ ხედავს, უჭირს;
 კონკრეტულობა - აზროვნებისას ეყრდნობა თავის გამოცდილებას. მაგალითად:
o „ცივი წყლის დალევა არ შეიძლება, რადგან 1-მა ბავშვმა დალია და ავად
გახდა“.
 შეუქცევადობა - ვერ წარმოიდგენენ, რომ ობიექტი შეიძლება პირვანდელ
კონდიციას დაუბრუნდეს, ან რომ მათ შორის არსებობს ორმხრივი კავშირი.
მაგალითად:
o ბავშვს ეკითხებიან: - “გყავს და?” ის პასუხობს: - “დიახ, ნინო”. “ნინოს ყავს
და?” - “არა”. - ბავშვმა იცის, რომ ყავს და, მაგრამ არ ესმის რომ თვითონაც
მისი დაა.
 ეგოცენტრიზმი - ბავშვს არ შეუძლია „დადგეს სხვის პოზიციაზე“. მისთვის არსებობს
მხოლოდ საკუთარი სინამდვილე. ეს მოქმედებს მეტყველებაზეც, მაგალითად:
o ხშირად ბავშვი როცა მარტოა თამაშისდროს ხმამაღლა ლაპარაკობს.
 ცენტრირება საგნის ერთ ნიშანზე - ვერ ითვალისწინებს საგნის რამდენიმე ნიშანს.
მაგ:
o როცა ბავშვს აჩვენებენ სხვადასხვა ფერის-მატერიის ბურთებს და
ეკითხებიან - „რომელია მეტი, ლურჯი თუ ხის?“ - ის იბნევა, რადგან ორივეს
ვერ აღიქვამს.
 ტრანსფორმაციული აზროვნების ნაკლებობა - ბავშვი არ კონცენტრირდება იმაზე
თუ როგორ იცვლება საგანი. ის აკვირდება პროცესისს დასაწყისს და დასასრულს.
მაგ:
o თუ ერთი რაოდენობის წყალს ჩავასხავთ მაღალ და დაბალ ჭურჭელში,
ბავშვი იტყვის, რომ მაღალში უფრო მეტი წყალია, რადგან ფომა შეიცვალა.

81
მარიამ სუხიტაშვილი. მართვა და საზოგადოებრივი მეცნიერებები

3. კონკრეტული ოპერაციების სტადია - 7 -11 წლამდე – ამ სტადიაზე აზროვნება


ოპერაციონალური ბუნების ხდება.

ამ სტადიისთვის დამახასიათებელია:

 კონკრეტულ-ოპერაციული აზროვნება - აზროვნება აღქმიდან იხრება ლოგიკისკენ,


რითიც უკვე გონებაში ჭრის პრობლემებს. (კონკრეტულობა ამ სტადიის შეზღუდვაა
)
o ,,კონკრეტულობა” - აზროვნებენ ლოგიკურად, თუმცა კონკრეტულ
სიტუაციებში. უჭირთ აბსტრაქტული აზროვნება, განზოგადება
გამოცდილებების გარეშე.
o კონკრეტული ოპერაცია - გონებრივი ოპერაცია. დაკავშირებულია
კონკრეტულ ობიექტებსა და სიტუაციებთან. ხასიატდება შექცევადობით .
 ბავშვი ხდება ნაკლებად ეგოცენტრული და ცენტრირებული, ასევე ხდება
ტრანსფორმაციული და შექცევადი (აღარ აქვს „შენახვის“ პრობლემა):
o შექცევადობა - „ნებისმიერი ოპერაციისთვის არსებობს საპირისპირო
ოპერაცია“ (ზემოთ დების მაგალითი). ბავშვი უკვე აკეთებს ასეთ შეკრებებს:
6-4=2; 2+4=6.
 სერეაცია - ობიექტთა თანმიმდევრული დალაგება ერთი ნიშნით (მაგ: ზომით,
წონით..);
 შენახვის (კონსერვაციის) პრინციპი - აცნობიერებს, რომ რაოდენობა, წონა და
მოცულობა, არ იცვლება იქამდე, სანამ მას არ დაემატება ან არ მოაკლდება რამე.
ასეთი ლოგიკური ოპერაციების სრულდება მხოლოდ რეალურ საგნებზე. ამიტომ,
ხშირად სწორად ხსნიან ამოცანებს რეალურ საგნებზე, მაგრამ ვერ წყვეტენ მათ
ფორმალური ოპერაციების დონეზე - გონებაში.
4. ფორმალური ოპერაციების სტადია - 11-15 წლამდე და ზევით. ამ დროს მოზარდი
ოპერირებს ცნებებით, აბსტრაქტიზმით, აქვს ზრდასრულის კოგნიტური
შესაძლებლობები.

ამ ასაკის მოზარდებში დამახასიათებელია:

 აბსტრაქტული აზროვნება - ესმით ისეთი ცნებები: დაჯგუფება, დაწყვილება,


განცალკევება, ჩანაცვლება, უარყოფა, ტოლობა, ურთიერთდამოკიდებულება .
ასევე იყენებენ მათ პრობლემების გადაჭრის დროს;
 ჰიპოთეზების ფორმულირება, გადამოწმება, შეფასება - ისინი ეყრდნობიან
როგორც მხოლოდ თვალსაჩინო ნიშნებს, ასევე განყენებული იდეებითაც
მანიპულირებენ;
 ინდუქციური მსჯელობით აზრების სისტემაში მოყვანა, კრიტიკულად გაანალიზება;
 დედუქციური მსჯელობით (თუ ეს მართალია, მაშ ასე მოხდება) თეორიების
გადამოწმება ლოგიკური და მეცნიერული მეთოდებით, ასევე კვლევისას
სხვადასხვა ცვლადების გათვალისწინება. ექსპერიმენტი:
o მოზარდებს უნდა გაერკვიათ, თუ რა ახდენდა გავლენას ძაფის მოძრაობის
სიჩქარეზე. შესამოწმებლად პიაჟე 4 ფაქტორს სთავაზობდა:
 ძაფის სიგრძის შეცვლას;
 მასზე დაკიდებული საგნის სიმძიმის შეცვლას;
 ვარდნის სიმაღლის ცვლილებას;

82
მარიამ სუხიტაშვილი. მართვა და საზოგადოებრივი მეცნიერებები

 მოძრაობის სიმძლვარის ცლილებას.


მოზარდებმა თავდაპირველად შეადგინეს კვლევის სისტემური გეგმა და
შემდეგ ყველაფერი შეამოწმეს. მიხვდნენ, რომ სიჩქარეზე ძაფის სიგრძე
მოქმედებს.
ანუ, მათ შეუძლიათ:
o ორ ან მეტ ცვლადს შორის კავშირების გამოვლენა;
o ერთი ცვლადის გავლენის დაფიქსირება მეორე ცვლადზე;
o ცვლადების დაკავშირება ან გამიჯვნა დედუქციურ დასკვნაზე დაყრდნობით
o აზროვნებისას გაითვალისწინონ რეალობა და შესაძლებლობები.
 ლოგიკაზე დამყარებული აბსტრაქტული აზროვნება :
o შეისწავლიან - მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებება ;
o ინტერესდებიან - ფანტასტიკით, ფილოსოფიური საკითხებით.

ფორმალური ოპერაციების სტადია ჟ. პიაჟეს მიხედვით ინტელექტუალური განვითარების


ბოლო სტადიაა. თითოეული სტადიისთვის განკუთვნილი ასაკი მხოლოდ მიახლოები თია.

ჟ. პიაჟეს თეორიის ძირითადი იდეები (შეჯამება)


 ბავშვი არის - აქტიური, დინამიური, შემოქმედებითი. ის მენტალური სტრუქტურებით
(სქემებით) საშუალებით გადაამუშავებს გარემოს ინფორმაციას. ასაკის მატებასთან
სქემები რთულდება, რომელიც საფუძვლად უდევს ადაპტაციას;
 გარემოსთან ადაპტაციას განაპირობებს ორი მექანიზმი : ასიმილაცია და
აკომოდაცია;
 ბავშვის ინტელექტუალური განვითარების საფუძველს წარმოადგენს
წონასწორობის პროცესი. წონასწორობა ეს არის ბალანსი ასიმილაციასა და
აკომოდაციას შორის;
 ინტელექტუალური განვითარების კრიტერიუმად მიიჩნევს ოპერაციის
წარმოშობას;
 გამოყოფს 4 ძირითად სტრუქტურას (შეესაბამება განვითარების 4 ასაკობრივ
სტადია):
o სენსომოტორული ინტელექტის სტადია - 0-2 წელი;
o ოპერაციამდელი სტადია - 2-7 წელი;
o კონკრეტული ოპერაციების სტადია - 7-11 წელი;
o ფორმალური ოპერაციების სტადია - 11-15 წელი;
o ინტელექტუალურ განვითარებას განაპირობებს: მემკვიდრეობა, აქტივობა,
სოციალური ინტერაქცია და წონასწორობა.

ლექცია III - მორალური ქცევის ევოლუცია


ალტრუიზმი
სოციალურობა - დამახასიათებელა ჩვენი ქცევისთვის (მაგ: მეტყველება უაზროა ერთ
პირში). ბავშვის განვითარებაც ამას უკავშირდება. სოციალური ქცევები ორნაირად იყოფა :

 პრო-სოც.ქცევები - სხვისი დახმარება (ალტრუიზმი). ამით ადამიანი


უნივერსალურად ხასიათდება. ბევრი ასეთი ქცევა შეიძლება ინკლუზიური შეგუების
მაგალითი იყოს.

83
მარიამ სუხიტაშვილი. მართვა და საზოგადოებრივი მეცნიერებები

 ანტი- სოც.ქცევები - ესეც უნივერსალურად დამახასიათებელია.

ნათესაობრივი ალტრუიზმი
ალტრუიზმი - საკუთარი ინტერესით სხვისი დახმარება. სოც .ცხოველებში ეს სულ
ნათესავებში ხდება, რომლებთანაც ინდივიდები მსგავს გენებს ინაწილებენ:

 ჰამილტონის კანონი - „მოქმედი“ თავს წირავს „მიმღებისთვის“, როცა ამ მიმღების


სარგებელი მოქმედის ხარჯებს აღემატება. მისი ფორმულაა: c < rb:

o B - მიმღების სარგებელი. o C - მოქმედის ხარჯი

o R - მოქმედსა და მიმღებს შორის გენეტიკური კავშირის კოეფიციენტი ;


ეს სარგებელი და დანახარჯი ინკლუზიურ შეგუებაში განისაზღვრება. არის ორი:
o პირდაპირი შეგუება - როცა გენები მშობლიდან მომავალ თაობას
გადაეცემა;
o არაპირდაპირი შეგუება - გენების გავრცელება ნათესავის დახმარებით:
 ნათესაობრივი გადარჩევა - ინდივიდში ნათესავებისადმი გაწეული
დახმარების გადარჩევა.

შეგვიძლია ნათესაობრივი გადარჩევით ავხსნათ ადამიანების ალტრუისტული


ქცევა?

კვლევა - ომში ადამიანები დაბომბვისგან დასაცავად ნათესავებთან ერთად აფარებდნენ


თავს და შემდეგ მათვე ურეკავდნენ დახმარება თუ სჭირდებოდათ. ამის საპირისპიროდ ,
მაგალითად, დაბომბვაზე ინსტრუქციებში უფრო მეტად მეგობრებს ეხმარებოდნენ .

 “the Use and Abuse of Biology” - მ.სალინსის წიგნი. ნათეს.ალტრუიზმი გააკრიტიკა.


 ჯ.სილქის კვლევა - ოკეანიის კუნძულების 11 კულტურაში ნაშვილებ ბავშვებს,
ძირითადად ისევ ნათესავები მზრუნველობდნენ;
 ალოკოკის/სილქის ვარაუდი - ბავშვებზე მზრუნველობა შესაძლოა ინკლუზიური
შეგუებიდან გამომდინარეობდეს.

ფსიქოლოგიური მექანიზმი დღეს - განაპირობებს არამონათესავე ბავშვებისადმი ზრუნვას.


(დასავლეთის ქვეყნებში ხშირია). ამისთვის უნდა განირჩეოდეს ნათესავი და
არანათესავი:

 კონტექსტზე დაფუძნებული გარჩევა - ცხოველები ნათესავებს ლოკაციით აგნებენ.


მაგ:
o კონკრეტულ ბუდეში ან სოროში იციან თუ ვინ იქნება.
 ნაცნობობაზე დაფუძნებული გარჩევა - ნათესავად “აღიქვამს” იმას, ვისთანაც დიდი
დრო გაატარა განვითარების პერიოდში.
 ფენოტიპური შეთავსება - ნათესავების ფენოტიპური თვისებებით საზღვრავს. მაგ:
o თაგვები კარგად განარჩევენ უცხო ნათესავებსა და უცხო არანათესავებს.

რეციპროკული ალტრუიზმი
რ.ალექსანდერის მიხედვით - “კომპლექსური სოციალურობა მაშინ შეიქმნება, თუკი
საერთო ინტერესები უფრო მეტ სარგებელს იძლევა“. ცხოველების სოც .ქცევა
კოოპერაციულ თავდაცვასა და ნაყოფის მოვლას უნდა უკავშირდებოდეს.

84
მარიამ სუხიტაშვილი. მართვა და საზოგადოებრივი მეცნიერებები

შემთხვევები, როდესაც ერთ ორგანიზმი,მეორე არამონათესავე ორგანიზმს ეხმარება :

 ღამურები პირიდან უკან იღებენ სისხლს რათა სხვა დამშეულ ღამურას


დაალევინონ.
 მაიმუნები საფრთხის მანიშნებელი სიგნალით ეხმარებიან სხვა არამონათესავეებს
(აიხსნება „რეცეპროკული ალტრუიზმით  „სიკეთის სიკეთით დაბრუნება“).

რეციპროკული ალტრუიზმი - რ.ტრივერსის ტერმინი. როცა სასიკეთო აქტი უკან ბრუნდება.


მისი ჩამოყალიბების 3 პირობა (აკმაყოფილებენ დელფინები, პრიმატები , ღამურები ,
ჩიტები):

 მიმღებისთვის ნაკლები დანახარჯი უნდა იყოს ვიდრე მოქმედისთვის - სარგებელი ;


 ცხოველებმა უნდა ამოიცნონ ერთმანეთის მატყუარების/არარეციპროკულების ;
 დიდხანს უნდა იცხოვრონ რომ ხშირად შეხვდნენ ერთმანეთს.

რეციპროკულ ალტრუიზმს დიდი როლი უნდა შეესრულებინა ჰომინინების ევოლუციაში :

 ყველა არსებული საზოგადოება აკმაყოფილებს ჩამოთვლილ სამ წინაპირობას;


 მსოფლიოს გარშემო, ადამიანები რეციპროკულობის პრინციპით ეხმარება
მეგობრებს;
 ასეთი ქცევებისთვის ევოლუციურად ჩამოყალიბებული ემოციური სისტემები
გაგვაჩნია.

სოციოკულტურული პერსპექტივა:

ამტკიცებენ, რომ სოც.ფაქტორები, ბიოლოგიურზე მეტად განსაზღვრავს ადამიანის


პროსოც.ქცევებს. დ.კემპბელის მიხედვით, გენეტიკით მომხდარი პროსოციალური ქცევაა
დედის მზრუნველობა შვილზე, მაგრამ ის ვერ ხსნის უცნობების დახმარების შემთხვევებს .

გულუხვობა უცხოების მიმართ. ე.წ. სოციალური ევოლუცია:

 ო.მაკარტნის შემთხვევა - შავკანიანმა გოგომ, სწავლა შეწყვიტა და დაიწყო


მუშაობა. თანხას აგროვებდა და 87 წლის ასაკში 150k $, ხელმოკლე შავკანიანი
სტუდენტების სტიპენდიისთვის, რომ მათაც მისი ბედი არ გაეზიარებინათ . - რადგან
პროსოციალურ ქცევას სარგებელი მოაქვს სოციუმისთვის, ის გახდა სოციალური
ნორმების ნაწილი.

მორალის ევოლუციური ფუნქცია


კვლევა - ევროპაში ჩაატარეს პლასტინაციით შენახული გვამების გამოფენა . ამან
აღაშფოთა ხალხი. ისინი ამბობდნენ, რომ მორალურ წუხილს გრძნობდნენ, თუმცა რატომ
ფიქრობდნენ ასე? გვამები ვერაფერს გრძნობდნენ და სანამ ცოცხლები იყვნენ თვითონ
დათანხმნენ პლასტინაციას. ხალხი ზუსტად ვერ ამბობდა რა იყო ამაში ამორალური .

მორალური აზროვნება ინტუიციურია - ეს აჩვენა ჰაიტმა. ის უნივერსალურია. მისი


ეპატებია:

 თავდან გვაქვს ავტომატური ემოციური რეაქცია რაღაც მოვლენაზე;


 შემდეგ ასევე არაცნობიერად განვსჯით/ვაფასებთ მოვლენას;
 საბოლოოდ, ვეძებთ მიზეზებს, რომლებიც ჩვენს გადაწყვეტილებას გაამართლებს.

85
მარიამ სუხიტაშვილი. მართვა და საზოგადოებრივი მეცნიერებები

ჰაიტმა გამოყო 5 უნივერსალური საფუძველი (თითოეულს ადაპტაციურ მნიშვნელობას


აძლევს), თუმცა მათი ღირებულებითი დატვირთვა კულტურების მიხედვით
განსხვავებულია:

1. ზიანი/მზრუნველობა
ბავშვი ძალიან მოწყვლადია და გადარჩენისთვის დიდი მზრუნველობა სჭირდება .
ბუნებრივი გადარჩევით ქალებს (ცოტა კაცებსაც) ბავშვის ტირილზე, ავტომატური რეაქცია
აქვთ. ასეთი რეაქციის მქონე დედები მეტ შთამომავალს დატოვებდა, ვიდრე ურეაქციო
დედები.

მიჯაჭვულობის თეორია - დედები და ბავშვები ერთმანეთის ემოციებს არეგულირებენ და


რაც ბავშვს ნორმალური განვითარებისთვის სჭირდება. ამას ააქტიურებს ბავშვის ტირილი
ან მისი „საყვარელი გარეგნობა“ (სისაყვარლე მეტი ყურადღებისკენ უბიძგებთ ).

2. სამართლიანობა/მოტყუება
როცა სიკეთეს გვიკეთებენ, ჩვენ დავალებულად ვგრძნობთ თავს.
ევოლუციური თეორიები გენებს ‘ეგოისტად’ განიხილავს, მაგრამ „ეგოისტმა გენებმა
კეთილი ადამიანები“ შექმნეს (მაგ:რეციპროკული ალტრუიზმის თეორია“).

სოციალურ ცხოველებში არაა ისეთი ქცევა, როცა ინდივიდი ყველას უანგაროდ ეხმარება
ან როცა არავის ეხმარება (ასეთ შემთხვევაში, მასთან არავინ ითანამშრომლებდა ).

სამართლიანობის მოდული - ჩვენ მაქსიმალურს ვიღებთ თანამშრომლობით


ურთიერთობიდან.

3. ერთგულება/ღალატი
ერთგულება და ღალატი - ჯგუფთან დაკავშირებული ქმედებები. ერთგულება:

 ბიჭებისთვის - უკავშირდება ჯგუფს;


 გოგოებისთვის - უკავშირდება ორ ადამიანს შორის ურთიერთობას.

ჯგუფები - ომი და ჯგუფური შეჯიბრი ადამიანისთვის ბუნებრივია, ამიტომ, ჩვენი წინაპრები


ადაპტაციისთვის აყალიბებდნენ შეჭიდული ჯგუფებს მტრისგან თავდასაცავად. ჩვენ
ასეთი წარმატებული ტომობრივი აზროვნების შთამომავლები ვართ და არა -
ინდივიდუალისტების.

ერთგულების/ღალატის საწყისი - იქნებოდა ის, რაც ჯგუფის წევრის ერთგულება/ღალატზე


მიანიშნებდა ომის დროს (ჩვენს დროში ასეთია თუნდაც სპორტული შეჯიბრებები ).

მოღალატე - იმსახურებს გარეჯგუფის წარმომადგენელზე მეტ აგრესიასაც კი. მაგალითად :

 ყურანისტვის ებრაელი მტერია, თუმცა მასზე უარესა განდგომილი მუსლიმი.

4. ავტორიტეტი/სუბვერსია
ავტორიტეტი/სუბვერსია - იერარქიისთვის ქართულში გვაქვს „თქვენობით ფორმა“. მოხუც
ადამიანს „შენობით“ თუ მივმართავთ უხერხულად ვართ და ა.შ. ესაა ავტორტეტის
გავლენა.

ცხოველების ჯგუფებსაც ახასიათებთ იერარქიულობა - ძალაუფლება ხშირად


დაჩაგვრასთან ასოცირდება, მაგრამ სოც.ცხოველებში ლიდერს თავისი ფუნქცია აქვს.

86
მარიამ სუხიტაშვილი. მართვა და საზოგადოებრივი მეცნიერებები

მორალური წესრიგის გარეშე, ცივილიზაციის განვითარებაც წარმოუდგენელი იქნებოდა .


როცა ამ წესრიგს არღვევენ, ავტომატურად ნეგატიური განვეწყობით იმის მიუხედავად,
რომ ჩვენ პირადად არ შეგვხებიან.
ამ მოდულს ააქტიურებს - მორჩილება ან დომინანტობის გამომხატველი ქცევები.

5. სიწმინდე/დეგრადაცია
ცხოველთა უმეტესობამ იცის რა უნდა ჭამოს (სენსორული სისტემა უბიძგებთ), ადამიანებმა
კი უნდა ისწავლონ რითი იკვებონ, რადგან ჩვენ ვირთხების მსგავსად ომნივორები 9 ვართ:

 ომნივორობის უპირატესობა - შეგიძლია განსხვავებული ტიპის საკვები ვჭამოთ;


 „ომნივორობის დილემა“ (ნაკლი) - ახალი საკვები შესაძლოა მომწამვლელი იყოს.

ზიზღი - „ომნივორის დილემის“ საპასუხოდ ჩამოყალიბდა. ის, ვისაც მეტი ზიზღი ჰქონდა
საკვებისადმი, მეტ შთამომავლობას ტოვებდა, რადგან ნაკლებად იწამლებოდა . ასევე მს
გარეშე არ გაჩნდებოდა სიწმინდისა და სისუფთავის განცდა .

სიწმინდე - ასოცირდება საკვებთა, სისუფთავესთან ასევე წმინდანებთან, პრინციპებთან


და ა.შ.

„ქცევითი იმუნური სისტემა“ (მ.შილერის ტერმინი) - ბიპედალობასთან ერთად, ჯგუფის


წევრები დაავადების გადამტანები გახდნენ. ამის იწვევდა : გვამები, ექსკრემენტები
(განავალი/შარდი), შემგროვებელი ფრინველები (მაგ: სვავი) და ხილვადი ჭრილობების
მქონე ადამიანები.

ლ. კოლბერგის მორალური განვითარების თეორია


სამაგიეროს გადახდის პრინციპი - გვხვდება ბავშვებში („შენ თუ დამარტამ, მეც
დაგარტყამ“) ასაკის მატებასთან ერთად იწყებენ ამის გააზრებას და ითავსებენ მორალს .

მორალი - ადამიანის ქცევის პრინციპები, ღირებულებები და ნორმები . ბევრად მეტია


ვიდრე სოც.წესების მექანიკური დახსომება. ესაა დამოუკიდებელი გადაწყვეტა . აქვს სამი
სახე:

 მორალური მსჯელობა  მორალური გრძნობები;


(მთავარი);

 მორალური ქცევა.

კოლბერგმა იკითხა - რომელი შემეცნებითი სტრუქტურები აღწერს ტყუილს, შიშს,


ქურდობას? ამ კითხვებით მან შექმნა „ბავშვის მორალური განვითარების თეორია“.
ჩაატარა კვლევა:

 10,13,16 წლის ბიჭებს მისცა მორალური დილემები და შეაფასა მორლური


განვითარება:
o დილემა - „ქალი კიბოთი კვდებოდა. კაცს ჰქონდა მისი წამალი, მაგრამ 10-
ჯერ ძვირს აფასებდა. ქალის ქმარმა შეაგროვა ნახევარი და სთხოვა, რომ

9
ბალახის და ხორცისმჭამელი.

87
მარიამ სუხიტაშვილი. მართვა და საზოგადოებრივი მეცნიერებები

დანარჩენს მერე მისცემდა, მაგრამ უშედეგოდ. მოგვიანებით, მან წამალი


მოიპარა“.
ბავშვის მორალური მსჯელობა, კოგნიტურის პარალელურად ვითარდება.
დილემის მერე კოლბერგმა დასვა უამრავი შეკითხვა. უნდოდა გაეგო მიზეზი თუ
რატომ თვლიდა ბავშვი ქმარს დამნაშავედ ან უდანაშაულოდ.

კ-მ კვლევა შეისწავლა და გამოყო მორალური განვითარების სამი 2-სტადიანი ძირითადი


დონე:

 პრეკონვენციური;  პოსტკონვენციურ
 კონვენციური; ი.

განვიხილოთ თითოეული დონე და სტადია:

დონე I. პრეკონვენციური მორალი


სტადია 1. მორჩილება და დასჯაზე ორიენტირება.

მორალური აზროვნების I სტადიაზე ბავშვს აღელვებს ის, რისი ნება აქვს და რის გამო
სჯიან. ბავშვი თვლის, რომ ვიღაც "ყოვლისშემძლეები" ადგენენ წესებს, რომლებსაც
ვემორჩილებით:

 ბავშვი ამბობს - ‘წამალი არ მოიპაროთ, თორემ ციხეში ჩაგსვავენ“ (უმეტესობის


აზრი), „თუ ცოლს სასიკვდილოდ გაწირავთ, დაგადანაშაულებენ, რომ არ
დაეხმარეთ“.

ზნეობა I სტადიის ბავშვებთან - გარეგანი,მათგან დამოუკიდებელი რაღაც, რასაც მას


უფროსები ავალებენ. ისინი სწორ/არასწორ საქციელს განსაზღვრავენ იმით, თუ რა
შედეგი მოჰყვება.
ის რაც ისჯება - ცუდია, ის რაც ჯილდოვდება - კარგი. თუ წაასწრეს და დასაჯეს, მაშინ მისი
საქციელი არასწორია, საწინააღმდეგო შემთხვევაში კი - სწორი.

დასჯა მათთვის - უკავშირდება ბოროტებას. ის "ადასტურებს“, რომ ქცევა არასწორი იყო.

სტადია 2. მარტივი ინსტრუმენტალური ჰედონიზმი (ორიენტაცია საკუთარი


მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაზე).

ამ სტადიაზე ბავშვები აცნობიერებენ, რომ, სხვადასხვა ადამიანებს შეიძლება სხვადასხვა


შეხედულებები ჰქონდეთ. მათთვის სწორი ხდება ის საქციელი, რომელსაც პირი აირჩევს.
მაგ:

 ბავშვი ამბობს - „ფარმაცევტივსაც და ქმარსაც შეუძლია რაც უნდათ ის ქნან“.

ამ ბავშვების აზრი თითქოს ამორალურია, მაგრამ მათთვის სამართლიანია ორმხრივი


ვალდებულებები, როცა საპასუხოდ პირადი მოთხოვნილებებიც დაუკმაყოფილდებათ.
მაგ:

 ბავშვს მოეწონა მეორეს სათამაშო და უცვლის თავის სათამაშოში.

ბავშვი ვერ აფასებს თავის ქცევას საზოგადოებრივი პოზიციიდან. მისი ხედვა


ეგოცენტრულია. ეს დამახასიათებელია „ბაღის ბავშვებსთვის“.

88
მარიამ სუხიტაშვილი. მართვა და საზოგადოებრივი მეცნიერებები

დასჯა მათთვის - საფრთხე, რომელსაც ადამიანის, ბუნებრივია სურს, რომ გაექცეს.

დონე II. კონვენციური მორალი.


სტადია 3. კარგი ადამიანური ურთიერთობები.

ამ სტადიაზე მოზარდები - მორალს განიხილავენ, როგორც ჩვეულებრივ შეთანხმებაზე


მეტს. თვლიან, რომ ოჯახის, სოციუმის მოლოდინებით უნდა იცხოვრონ და "კარგად"
მოიქცნენ:

 კარგი საქციელი - კარგი მოტივების ქონა (სიყვარული, ემპათია, ნდობა,ზრუნვა).


მაგ:
o ბავშვები ქმარს ამართლებენ - "ცოლის გადარჩენა უნდოდა";
o ბავშვები ქმარს არ ამართთლებენ - ”მოპარვის მერე ცუდი აზრები
შეაწუხებს“.

ამ სტადიის ბავშვს - უნდა, რომ სხვებს მოეწონოთ და ,,იყოს კარგი.” ქცევის ავკარგიანობას
აფასებს სხვისი აზრით. უნდა, რომ დაიმსახუროს შექება. იწყებს “კარგის”, „ცუდის“ შესახებ
საკუთარი წარმოდგენების ფორმირებას. მათთვის მნიშვნელოვანია უფროსის მაგალითი.

სტადია 4. სოციალური წესრიგის შენარჩუნება

ამ სტადიის მოზარდი - ემორჩილება კანონებს, რათა შენარჩუნდეს სოციალური წესრიგი.


ისინი მორალურ გადაწყვეტილებებს სოციუმის გადმოსახედიდან იღებენ. მაგალითად:

 ბავშვი ამბობს - „ქმარმა უნდა იქურდოს ცოლის დასაცავად, მაგრამ ქურდობა


ცუდია, ამიტომ მერე ფული უნდა დააბრუნოს და დაისაჯოს. თუ ყველა კანონს
დაარღვევს, ქვეყანაში დანაშაული და ძალადობა გამეფდება“.

დონე III. პოსტკონვენციური მორალი სტადია


სტადია 5. სოციალური კონტრაქტი და ინდივიდუალური წესები.

ამ სტადიის პირები - კარგ სოციუმს წარმოიდგენენ სოც.კონტრაქტის სახით, რომელშიც


პირები ნებით ერთვებიან, საყოველთაო კეთილდღეობისთვის. აცნობიერებენ
სოც.ჯგუფების განსხვავებულ ღირებულებებს, ამიტომ მათთვის საჭიროა, რომ:

 დაცული იყოს ადამიანის ბაზისური უფლებები (სიცოცხლე, თავისუფლება და ა.შ);


 ნებისმიერი უთანხმოება გადაწყდეს დემოკრატიული პროცესებით.
o ისინი ამბობენ - „არსებობს კანონი ქურდობაზე, მაგრამ ქმარს ეს ეპატიება“.

ამ სტადიის პირების მთავარი კრიტერიუმი - დემოკრატიული გადაწყვეტილებები და


ადამიანის უფლებათა დაცვა. იქცევიან თავიანთი მორალური პრინციპებს მიხედვით და
ასევე პატივს სცემენ სხვა ადამიანის მორალურ პრინციპებსაც. ისინი აცნობიერებენ ორ
რამეს:

 წესების უმრავლესობა ფარდობითია;


 არსებობს ეჭვშეუვალი წესები - სიცოცხლის დაცვა და თავისუფლების მხარდაჭერა .

სტადია 6. უნივერსალური ეთიკური პრინციპები.

ამ სტადიის პირისთვის - იქმნება ეთიკური პრინციპები, რომლებიც ვრცელდება


კაცობრიობაზე, განურჩევლად კანონისა და სოციალური შეთანხმებისა . მათი მთავარი

89
მარიამ სუხიტაშვილი. მართვა და საზოგადოებრივი მეცნიერებები

პრინციპია „თანაბარი ზრუნვა ყველა ადამიანის მოთხოვნილებაზე და ღირსების


პატივისცემა“. მაგალითად:

 პირი მსჯელობს - „თუ ქმარი ყველაფერს იზავს ცოლისთვის, ის სიცოცხლეზე


მაღლა სხვა ფასეულობას დააყენებს. მორალი განისაზღვრება სინდისით“.

ამ სტადიის პირები - არ არიან ეგოცენტრულები. იქცევიან საკაცობრიო ზნეობრივი


პრინციპების შესაბამისად („ჭეშმარიტებას უნდა მივყვე, თუმცა ამის გამო შეიძლება
დავისაჯო“). ამ სტადიას ცოტა აღწევს და მათ შორის იყვნენ მაჰათმა განდი , მ.ლ.კინგი ,
დედა ტერეზა და ა.შ.

მსჯელობა მორალური მსჯელობის განვითარებაზე (შეჯამება)


ლ. კოლბერგმა მოგვიანებით თქვა, რომ მე-5 და მე-6 სტადიები ერთში უნდა გაერთიანდეს.
მან თქვა, რომ მორალური მსჯელობის განვითარება 2 მიმართულებით ხორციელდება:

 თავიდან ეფუძნება - გარეგან შედეგებს. არის მეტად კონკრეტული;


 მერე ეფუძნება - ინტერნალიზებულ მორალურ პრინციპებს. ხდება აბსტრაქტული.

მორალური მსჯელობის განვითარების სტადიები:

განვითარებ რას ნიშნავს რატომ უნდა მოვიქცე მორალური მსჯელობა (ცოლისა და


ის სტადია სწორად მოქცევა სწორად ქმრის მაგალითზე)

0 სტადია: „ვაკეთებ, რასაც - -


0-2 წელი მინდა“

I სტადია: „ვაკეთებ, რასაც „ვაკეთებ, რათა მივიღო „არ უნდა მოეპარა. ამის გამო
2-3 წელი მეტყვიან“ ჯილდო“ დაისჯება“,
„მოიპაროს, თორემ ცოლი მოკვდება“
II სტადია: „მოვექცე ისე, „რათა ხელიდან არ „იქურდოს რომ ბედნიერი იყოს
4-7 წელი როგორც მინდა, გავუშვა სარგებელი“ ცოლთან“, „არ იქურდოს, რადგან არ
რომ მომექცნენ“ უღირს ციხეში ჩაჯდომა“
III სტადია: „გავამართლო „რათა ჩემზე კარგი „იქურდოს, ცოლის გადარჩენა უნდა“,
7-10 წელი მოლოდინი, სხვებს წარმოდგენა ჰქონდეთ“ „არ იქურდოს, რადგან მასზე ცუდს
ვასიამოვნო“ იტყვიან“
IV სტადია: „დავემორჩილო „ვიყო ნამდვილი „იქურდოს, ეს ქმრის ვალია, თუნდაც
10-13 წელი კანონებს, მოქალაქე, ხელი დანაშაულის ფასად“, „არ იქურდოს, ეს
შევასრულო ჩემი შევუწყო სოციუმს“ უკანონობაა, რაც არ უნდა უჭირდეს“
მოვალეობები“
V სტადია: „დავიცვა ჩემი და „საჭიროა „წყვილს ჰქონდა უფლება წამალი
13 წელს სხვისი უფლებები“ დემოკრატიისა და მიეღო და თუ ვერ მიიღებდა
ზემოთ სხვების მორალური სახელმწიფოს უნდა ეზრუნა მათზე“
პრინციპების
პატივისცემა“
VI სტადია: „ვიმოქმედო „ჭეშმარიტება „მიუხედავად იმისა, რომ ქურდობა
18 წელს სინდისის ეთიკური უპირველესია“ დანაშაულია, ადამიანის სიცოცხლე
ზემოთ პრინციპებით“ მეტად ღირებულია“

90
მარიამ სუხიტაშვილი. მართვა და საზოგადოებრივი მეცნიერებები

რა უდევს საფუძვლად მორალური მსჯელობის განვითარებას?


ლ.კოლბერგი ეთანხმებოდა ჟ.პიაჟეს - მორალურ მსჯელობას ავითარებს არა მხოლოდ
მომწიფება, სოციალიზაცია, ასევე ბავშვის საკუთარი აზრი. ( სხვა პირის როლის
შესრულებაც).

მორალურ განვითარებას ლ. კოლბერგის მიხედვით, საფუძვლად უდევს 3 კრიტერიუმი:

 ორიენტაცია ავტორიტეტზე;  ორიენტაცია ტრადიციაზე, წესებზე;

 ორიენტაცია პრინციპებზე.

წესებისა და ნორმების ინტერიორიზაციის 10 მექანიზმებია:

 იმიტაცია - ბავშვის სურვილი გაიმეოროს ‘ავტორიტეტული’ პირის ქცევა;


 იდენტიფიკაცია - სხვისი ქცევის მოდელის, ღირებულებების, განწყობების მიღება;
 სირცხვილის გრძნობა - გარკვეული ქცევის აკრძალვის მექანიზმი;
 დანაშაულის გრძნობა - განცდა, რომ ‘ეს’ საქციელი, არ შეეფერება მის
ღირებულებებს.

კრიტიკა - ლ. კოლბერგს ბევრი აკრიტიკებდა, იმაზე, რომ შეიძლება პირს ჰქონდეს


მაღალი მორალური პრინციპები, მაგრამ ქცევის შესასულებლად არ აღმოჩნდეს
სათანადო დონეზე. მაგ:

 ნ.ეიზენბერგი თვლიდა რომ - კოლბერგის სტადიები მკაცრადაა განსაზღვრული.


„ბავშვების მორალური განვითარების გამოცნობა რთულია და ჩარჩოში ვერ
ჩავსვამთ“.

ბავშვების მორალური აზროვნება ბევრი ფაქტორის ურთიერთქმედებით ყალიბდება.


თუნდც, მათი კულტურისთვის დამახასიათებელი ჩვევები და ტრადიციები ახდენენ
გავლენას.

ბავშვებმა (მოზარდებმაც) შეიძლება გამოავლინონ მორალურობის მაღალი დონე და


მეორე მომენტში - უფრო დაბალი. მაგალითად:

 ტრავმირებულის დახმარებაზე მორალურები არიან, მაგრამ სტუმრის მი ღებაზე,


რომლების არ მოსწონთ, მაგაზე

ლ. კოლბერგმა იცოდა, რომ არაა უნაკლო და აკორექტირებდა ხოლმე. მისი ძირითადი


იდეები:

 მორალური მსჯელობის განვითარება 6 სტადიას გაივლის;


 მორალური მსჯელობის სტადიები ერთმანეთისგან თვისობრივად განსხვავდებიან;
 სტადიები თანმიმდევრობითია (არ გამოიტოვება/დაბრუნედება რომელიმე );
 მორალური მსჯელობის საფუძველია - მომწიფება, სოციალიზაცია და აქტივობა

10
გარეგან ობიექტებზე მანიპულაციით აქტივობის გადაქცევა შინაგან აქტივობად (?).

91
მარიამ სუხიტაშვილი. მართვა და საზოგადოებრივი მეცნიერებები

ლექცია IV-I - ფსიქოსექსუალური განვითარება


დაწყვილების სტრატეგიები
ბუნებრივი გადარჩევა - ევოლუციური მექანიზმი, თუმცა ვერ ხსნის სქეს თაშორის
განსხვავებებს;
სქესობრივი გადარჩევა - ერთი სქესის ქცევის გავლენა მეორე სქესის ქცევაზე.
პარტნიორის არჩევის კრიტერიუმების სქესის მიხედვით განსხვავდება .

 არასქესობრივი გამრავლება - ახასიათებს ერთუჯრედიანებსაც,


მრავალუჯრედიანებსაც;
 პართენოგენეზი („ქალწულებრივი შობა“) - გაუნაყოფიერებელი კვერცხით
გამრავლება;
 ორივე გზას იყენებს ზოგი მრავალუჯრედიანი - ბუგრისებრნი, წყლის რწყილები და
ა . შ;
 ფუტკრებთან/ბზიკებთან/ ჭიანჭველებთან - მდედრი გაუნაყოფიერებელი
კვერხიდან ჩნდება, ხოლო მამრი განაყოფიერებულიდან.

რატომ არსებობს სექსი?


სქესობრივ გამრავლებას ბერვი ნაკლი აქვს. მაგალითად:

 მეიოზის პრობლემა - გამრავლებისას გენების ნახევარი „გადაიყრება“;


 არაეკონომიურობა - შეწყვილებას დრო მიაქვს, რაც საკვებზე, თავდაცვაზე
შეეძლოთ..;

მეცნიერთა აზრები თუ რატომ არსებობს სექსი:

 ფიშერის აზრი - გენებით იქმნება ვარიაციები. ეს გადაარჩენს მათ ცვალებად


გარემოში. თუ ყველა ერთნაირი იქნება, ერთმა ცვლილებამ შეიძლება მოსპოს
პოპულაცია;
 ჰ.მიულერის თეორია - როგორც რაჩეტი ერთ მხარეს ბრუნავს, ასევე ‘ცუდი’
მუტაციაც თაობებს გადაეცემა, თუ ყველა მშობლის ანალოგიური იქნება ;
 ჯ.უილიამსი - ლატარიის 1 ბილეთით ვერ მოვიგებთ, გენებზეც ასეა. საჭიროა ბევრი.

ეს თეორიები გულისხმობს - სქეს.გამრავლება უფრო არასტაბილურ გარემოში უნდა


ხდებოდეს, სადაც მეტი სიახლეა და საჭიროა სახეობის ვარიაციები ადაპტაციისთვის ,
თუმცა კვლევებმა აჩვენა, რომ სქეს.გამრავლება თურმე მეტად ხდება სტაბილურ
გარემოში.

 ლ.ვ.ვალენის თეორია - სტაბილურ გარემოში პარაზიტებთან ბრძოლაში


სჭირდებათ:

„გამალული შეიარაღება“ (იგივე „წითელი დედოფლის თეორია“) - ორგანიზმი და


პარაზიტი ერთმანეთის საპასუხოდ ადაპტაციურ მახასიათებლებს გამოიმუშავებენ :

 ლოკოკინის ერთი ჯიში ტბაშიც ცხოვრობს, სადაც სქესობრივად მრავლდება


(პარაზიტებისგან დასაცავად) და მდინარეებშიც ცხოვრობს, სადაც
არასქეს.მრავლდება.

92
მარიამ სუხიტაშვილი. მართვა და საზოგადოებრივი მეცნიერებები

სქესობრივი გადარჩევა
სქესობრივი გადარჩევით ყალიბდება დაწყვილებისთვის ხელშემწყობი მახასიათებლები :

 ინტრასქესობრივი - ერთი ჯგუფის წევრები ეჯიბრებიან დაწყვილებაში.

სქეს.გადარჩევის მერე რატომ ყალიბდება რაღაც მახასიათებლები მამრში ?:

 ფიშერის „გაქცეული გადარჩევა“ - თუ მამრის რამე თვისება მდედრისთვის


მოსაწონია, ის გადასცემს ამ თვისებას შემდეგ თაობებს. ეს იცვლება იქამდე სანამ
სარგებლიანია.

ასიმეტრია შვილების გაზრდაში - მდედრი მეტად ზრუნავს შვილებზე (მოქმედებს კვერცხუ-


ჯრედის ზომა, ორსულობა, ლაქტაცია...). ის უფრო „წუნიაა“, რადგან არასწორ პარტნიორს
თუ აირჩევს, ბევრს დაკარგავს, მამრი კი მხოლოდ სპერმას გასცემს. ეს განსაზღვრავს :

სქესობრივი დიმორფულობა - მამრი და მდედრი ფიზიკურად განსხვავდება. მამრი ზომაში


უფრო დიდია ხოლმე, რადგან მარტივად დაამარცხოს სხვა მამრები მდედრის
მოსაპოვებლად.
ჰარემი - მამრის მონოპოლია მდედრზე. რაც დიდია მამრი, მით მეტი მდედრი ჰყავს
ჰარემში.

პარაზიტების თეორია - მამრი გამოირჩევა პარაზიტებისადმი რეზისტენტულობის


ხარისხით. შესაძლოა ეს მახასიათებელი სქესობრივი გადარჩევის გზით გამრავლდეს
პოპულაციაში. შეფერხების თეორია - მამრის ზოგი თვისება გადირჩევა რადგან მის
უნარიანობაზე მიუთითებს:

 ფარშევანგის კუდი იზიდავს მდედრებს და ასევე მტაცებლებსაც . „ამხელა


ტვირთის“ მიუხედავად ორგანიზმს მაინც შეუძლია გადარ ჩენა.

სქესობრივი ქცევა დიდ მაიმუნებში


გორილები - ჩვენთან, შიმპანზეებთან საერთო წინაპარი 10მლნ წლისწინ ყავდათ. მათი
გენების 98% ჩვენნაირია. მათი ჯგუფები 2-20 წევრიანია (1 მამრი, 3 მდედრი, დანარჩენი
შვილები):

 მამრი - სხვა მამრებთან აგრესიულია (მკერდზე ირტყამს ხელებს და აფრთხილებს).


 იკვებებიან - ძირითადად ხილით, მცენარეებით. შიმპანზეებივით ხორცს არ ჭამენ.

შიმპანზეები - სოც.ცხოველები. საერთო წინაპარი 6მლნ წლისწინ გვყავს. ჯგუფში 20-100


წევრი:

 მამრები - სტატუსს აგრესიით გამოხატავენ სხვა მამრებთან (ხშირად მისი ძმები


არიან);
 მდედრები - მომწიფების მერე სხვა ჯგუფში გადადიან (შიდაშეჯვარების
ასაცილებლად);
 იკვებებიან - ძირითადად ხილით, მცენარეულობით და ზოგჯერ პატარა მაიმუნებით;
 ნადირობა - მხოლოდ მამრების საქმე. ზოგჯერ საკვები მდედრთან მიაქვთ
სექსისთვის.

93
მარიამ სუხიტაშვილი. მართვა და საზოგადოებრივი მეცნიერებები

 შეჯვარება - მდედრს გენიტალიებთან არე უსივდება, უწითლდება. ეს იზიდავს


მამრებს. ერთ მდედრთან რამდენიმე წყვილდება, თუმცა დომინანტი ყველაზე
ხშირად.
 მონოპოლია მდედრებზე - გორილებისგან განსხვავებით არ აქვთ.

ბონობო - შიმპანზეს ქვესახეობა. მათი ხაზი 1.5 მლნ წლის წინ გაიყო. ჯგუფში 50-120
წევრია:

 მდედრები - დომინანტები. მამრები სოც.სტატუსს იღებენ მდედრთან ნათესაობით;


 იკვებებიან - ხილით, მცენარეებით, ხანდახან მცირე ზომის ხერხემლიანებითაც;
 ნადირობა - მონაწილეობენ მდედრებიც;
 შეჯვარება - სექსი აქვთ მაშინ როცა მცირე დაძაბულობაა და კონფლიქტს
იცილებენ. ძალიან ხშირად აქვთ. ხანდახან ხორცის სანაცვლოდ აქვთ მამრებს და
ა . შ.

სქესობრივი ქცევა ადამიანებში.


მომარაგების ჰიპოთეზა
ტუბის/დევონის მომარაგების ჰიპოთეზა - კაცები მონადირეები არიან, ქალები
შემგროვებლები.
მაიმუნებისგან განხვავება - თვლიან, რომ კვების რაციონს უკავშირდება (ხორცის
შემოტანა).
ხეზე ცხოვრებისას ჩამოყალიბებული გვქონდა - სტერეოსკოპული მხედველობა,
მოჭიდების უნარის მქონე ხელი და დიდი ტვინი.

რატომ ნადირობს მამრი? - ქალი სულ ორსულად ან ლაქტაციის პერიოდში იყო და არ


შეეძლო. ნადირობის უნარი მისაზიდი პრიორიტეტია ქალისთვის. კაცებში ნადირობა სქეს-
ად.გადაირჩა.
მომარაგების ჰიპოთეზა ვარაუდობს - ქალები დიდხანს რ ჩებოდნენ კარგ მონადირე
მამრებთან.

რატომ რჩებიან მამრები ქალებთან ხანგრძლივად? არსებობს ორი აზრი:

 ფარული ესტრუსის ჰიპოთეზა - მამრები დიდხანს რჩებიან ქალებთან, რადგან


ქალებს ესტრუსის პერიოდის დაწყება არ ემჩნევათ გარეგნულად (მაიმუნებთან
საშო სივდება), ამიტომ სულ თან ჰყავთ, რომ არ გამოეპაროთ ეს პერიოდი და
გაანაყოფიერონ;
 ქალებს მკერდი რეპროდუქციის ასაკში სულ შესიებული აქვთ და მამრები
ფიქრობენ, რომ ის სულ მზადაა, ამიტომ უბიძგებს, რომ მის გვერდით იყოს
მუდმივად.

მონოგამიური წყვილები - აიხსნება ზემოთ განხილული ადაპტაციებით და


ბიპედალობითაც. ბიპედალობა - სულ ცოტა ოთხი მლნ წლის წინ. ამან მენჯის ძვალი
შეავიწროვა და გაართულა ნაყოფის გამოსვლა. საჭირო იყო ნაადრევად დაბადება, ანუ
ბავშვის მოწყვლადობის პერიოდი გაიზარდა. ანუ, მამრი უკეთ გამრავლდებოდა თუ
შვილის გაზრდას მეტ დროს მოახმარდა.

94
მარიამ სუხიტაშვილი. მართვა და საზოგადოებრივი მეცნიერებები

ადამიანის დაწყვილების სტრატეგიები


დ.ბასის კვლევა - ჩაატარა 37 კულტურაში. რესპოდენტებმა დაასახელეს ის
ღირებულებები, რომლებიც უნდა ჰქონოდა სასურველ პარტნიორს. თუ უნივერსალური
იქნებოდა ისინი მაშინ ეს მახასიათებელი სახეობის სპეციფიკაა . ასეთ დროს შეგვიძლია
ევოლუციურ ახსნას მივმართოთ.

ხანგრძლივი დაწყვილების სტრატეგიები


ბასის კვლევა - ხანგრძლივი ურთიერთობისთვის ქალიც და კაციც უმეტესად
პიროვნულობას აკვირდება, ასევე სიყვარულს, სანდოობას, ემოციურ სტაბილურობას .
არსებობს განსხვავებაც:

 ქალებისთვის მეტად მნიშვნელოვანია - კაცის ფინანსები, სოც.სტატუსი;


 კაცებისთვის მეტად მნიშვნელოვანია - ქალის გარეგნობა, სექსუალობა.

ეს შეიძლეება აიხსნას რეპროდუქციული პერიოდით - ქალისთვის ეს პერიოდი მეტად


ხანმოკლეა (15-35), ამიტომ კაცი ახალგაზრდულობას უყურებს (თავისზე უმცროსს ირჩევს),
ხოლო რადგან კაცისთვის ეს პერიოდი თითქმის სულაა, ქალს სხვა რაღაცები
აინტერესებს. რაც უფროსია კაცი, მით ზრდება მისი სოც.სტატუსი (ამიტომ ქალები
უფროსებს ირჩევენ).

გარეგნული კრიტერიუმები:

 კაცებს მოსწონთ - როცა ქალის წელის და თეძოების შეფარდება 0.75-ია. ასეთ


ქალებს ნაკლებად აქვთ გულ-სისხლ-ძარღვთა დაავადებები. რეპროდუქციაც
მაღალი აქვთ;
 ქალებს მოსწონთ - V-ის ფორმის სხეულის კაცები. გამოხატავს ფიზიკურ
სიძლიერეს.

ხანმოკლე დაწყვილების სტრატეგიები


ფიზ.მახასიათებლები ინდივიდების სქესობრივ ქცევაზე მიგვანიშნებს. მაგალითად:

 დიდ მაიმუნებში მამრის სიდიდე (აღნაგობის მხრივ) - იზიდავს ბევრ პარტნიორს;


 სათესლე ჯირკვლების ზომა სხეულის ზომასთან :
o თუ დიდია - ბევრ სპერმას გამოყოფს და ზრდის განაყოფიერების
ალბათობას;
o პატარაა თუ - მონოპოლია აქვთ მდედრზე და ის სხვასთან ისედაც აღარ
წავა.

დაახლოებით იგივე მახასიათებლებია ადამიანზეც:

 სიდიდე - კაცი საშუალოდ 20%-ით დიდია ქალზე;


 სათესლე ჯირკვლების ზომა - შიმპანზესაზე მცირეა, გორილასი კი 4-ჯერ დიდია. ეს
სპერმის შეჯიბრის არსებობაზე მიუთითებს, რაც ყალიბდება მდედრის მრიდან
რამდენიმე კაცთან სექსით. სპერმის რაოდენობა იზრდება, როცა პარტნიორი არ
ჰყავს, ხოლო როცა დაიბრუნებს მდედრს, ბევრი სპერმი თ განაყოფიერების შანსს
ზრდის.

95
მარიამ სუხიტაშვილი. მართვა და საზოგადოებრივი მეცნიერებები

ქალები არ არიან სრულად მონოგამიურები - კვლევები გვეუბნება, რომ გამოკითხულთა


40-50% სექსი ქორწილამდე ჰქოდა. ასევე ინგლისის კვლევით 5-დან 1 კაცი შესაძლოა
შვილის მამა არაა.

რა სარგებელი აქვს ქალისთვის ხანმოკლე ურთიერთობას?:

 ბევრ მამრთან დაწყვილებით ზრდიან საკუთარი შთამომავლობის ვარიაციულობას;


 რესურსების ამოღება - ბევრთან დაწყვილებით უფრო მეტ რესურსს მიიღებდა.
კვლევებით როცა ქმარს ღალატობენ, საყვარელი უმეტესად უკეთესია
სოც.სტატუსით.
 სექსუალური ვაჟიშვილის ჰიპოთეზა - ქალი ღალატობს მდიდართან შვილებისთვის.

ამ მიზეზების მიუხედავად, კაცები უფრო ორიენტირებული არიან ხანმოკლე


ურთიერთობაზე, დროის გარკვეულ მონაკვეთში კაცებს ბევრად მეტი პარტნიორის ყოლის
სურვილი აქვთ.

სქესთაშორისი კონფლიქტი
ჯორჯ ბარნსი
კოოპერაცია სქესთა შორის - გამრავლების აუცილებელი პირობა.

სტრატეგიული ინტერფერენცია - სულ სიყვარულით არ ოჯახდებიან, რაც ქმნის


კონფლიქტს:

 სექსის განზრახვის შესახებ დასკვნა - კაცები მარტივ რეაქციებზე ფიქრობენ, რომ


ქალს სექსი უნდა (მაგ: გაღიმება). კვლევაში ხალხს ანახეს ვიდეო, სადაც სტუდენტი
ლექტორს დროის დამატება სურდა. უმეტესობა კაცმა თქვა, რომ გოგოს სექსის
სურვილი ჰქონდა.
o კვამლის დეტექტორის პრინციპი - ხსნის აღნიშნულ დამოკიდებულებას.
კაცისგან სექსის სურვილის დანახვა (რომც არ იყოს) მომგებიანია , რადგან
მეტია შანსი, რომ ასეთის არსებობის შემთხვევაში, ის არ გამოეპარება .

ხანმოკლე ურთიერთობებში ქალები ნაკლებად დამყოლები არიან, ამიტომ კაცები


ხშირად იწტყუებიან, რომ გრძნობენ ვალდებულებას და ერთგულები არიან. მაგალითად,
კვლევა:

 კოლეჯში 112 ბიჭიდან 71% თქვა, რომ ერთხელ მაინც გაუკეთებიათ ასეთი რამ;
 ქალებს კითხეს მოუტყუებიათ თუ არა კაცებს გრძნობებზე. 97%-მა თქვა კი. ამავე
კითხვაზე კაცების მხოლოდ 59%-მა უპასუხა დადებითად.

გადაჭარბებული სექსუალობის აღქმის წინარწმენა - კაცებსა და ქალებში , როცა


ფიქრობენ, რომ პარტნიორს მათთან სექსი უნდათ, რათა გაზარდონ თავიანთი
ინკლუზიური შეგუებულობა.

ქალის მხრიდან სექსისგან თავშეკავების მიზეზები:

 სექსის გადავადებით, ქალს მეტი დრო აქვს ოპტიმალური პარტნიორის


შესარჩევად;
 თავშეკავებით ზრდის სექსის ღირებულებას. „რაც ცოტაა მით უფრო ეზრდება
ფასი“;

96
მარიამ სუხიტაშვილი. მართვა და საზოგადოებრივი მეცნიერებები

 ბაძავენ ლამაზ და სექსუალურ ქალებს და თავიანთ მიმზიდველობას ზრდიან;


 ადვილი სექსი კაცს მიანიშნებს მოკლე ურთიერთობაზე და ამას იცილებენ
თავიდან.

ზიგმუნდ ფროიდის ფსიქოსექსუალური თეორია


ფსიქიკური ენერგია ზ. ფროიდის მიხედვით - ადამიანის მოქმედების წყარო.
ლიბიდო - სექსუალური (ფსიქიკური) ენერგია, მიგვმართავს შეგრძნებითი
სიამოვნებებისკენ.
ყველას აქვს ლტოლვები. ფროიდმა 2 ბაზისური ლტოლვა დაუშვა:

 თვითშენახვის ინსტინქტი - მოიაზრებს შიმშილს, წყურვილს და ა.შ.


 ეროსი - სექსუალური სურვილები.

ფროიდი გამოყოფს პიროვნების 3 სტრუქტურას:

 იდი (id) - ბაზისი ლტოლვების საცავი. მოქმედებს იმპულსურად. მართავს


სიამოვნება.
 სუპერეგო (superego) - სოციუმისგან ნასწავლი ღირებულლებები. კონფლიქტშია
იდთან. იდს უნდა ის გააკეთოს, რაც სიამოვნებს, სუპერეგო ითხოვს იმის კეთებასმ
რაც ‘სწორია’;
 ეგო - პიროვნების ცნობიერი, რაციონალური ნაწილი. აგვარებს კონფლიქტს იდსა
და სუპერგეგოს შორის. აკმაყოფილებს იდის იმპულსებს ცუდი შედეგების გარეშე .

განვითარების ფსიქოანალიტიკური თეორია ეფუძნება ორ წინაპირობას :

 ადრეული ბავშვობის გამოცდილება (≈ 0-5 წელი) - ამით ფორმირდება ზრდასრული.


 ადამიანი იბადება ლიბიდოთი - ის რამდენიმე ფსიქოსექსუალურ სტადიას გადის. 

ფროიდის აზრით ბავშვობაში სქესობრივი იმპულსები ორალურიდან ანალური და


გენიტალური ნაწილებისკენ აინაცვლებს. აქედან გამოყო პირის ფსიქოსექსუალური
განვითარების 5 სტადია: ორალური, ანალური, ფალური, ლატენტური და გენიტალური
(დეტალურად ქვემოთ ფერებში).

ზოგჯერ ბავშვის მოთხოვნილებები შეზღუდულად კმაყოფილდება და უყალიბდებათ


დამოკიდებულებისა და არაკომპეტენტურობის განცდა. ასეთ დროს ზედმეტი ლიბიდო
გროვდება, რაც იწვევს ხასათის, ღირებულებების ცვლილებას და ფისოქსექსუალურ
სტადიებს.

1. ორალური სტადია (0-18 თვე)


პირველი ფაზა - წოვაზე დამოკიდებულება (1 წლამდე)

ორალურ ზონაზე მიჯაჭვულობა - პირი ბიო.მოთხოვნილებების დამაკმაყოფილებელი და


სიამოვნების გამომწვევია. ერეგენული ზონაა. ზრდასრულობაშიც გვხვდება ორალური
ქმედებები (მოწევა, კევის ღეჭვა, ფრჩხილების კვნეტა...).

პირი სიამოვნების პირველი ადგილია - ჩვილს სიამოვნებს დედის მკერდი ან საწოვარა.


ჩვილი მერე იწყებს საკუთარი სხეულის ნაწილების წოვას. ამით ამცირებს იმ
დაძაბულობას, რომელიც უფროსის ზრუნვის ნაკლებობამ გამოიწვია.

97
მარიამ სუხიტაშვილი. მართვა და საზოგადოებრივი მეცნიერებები

ორალურად პასიური პიროვნება - როცა ჩვილობისას ზედმეტ ან ცოტა სტიმულაციას


იღებდა. ასეთები არიან ხალისიანები, ოპტიმისტები, გარემოდან ელის ზრუნვას.

მეორე ფაზა - ორალურ-აგრესიული (1 წლიდან)

ჩვილს ამოსდის კბილები. კბენით, ღეჭვით გამოხატავს აგრესიას, რასაც დედის არყოფნა
ან დაკმაყოფილების გადავადება იწვევს.
ორალურ-აგრესიული სტადიაზე ფიქსაცია ზრდასრულებში - გამოიხატება ადამიანის
პესიმიზმში, სარკაზმში, ცინიზმში. სურვილი აქვთ დომინირების საკუთარი
სარგებლისთვის.

2. ანალური სტადია (18 თვიდან 3 წლამდე)

ამ სტადიის სიამოვნება - ფეკალიების შეკავება და გამოყოფა. მეთოდები, რომლითაც


ბავშვს ტუალეტს აჩვევენ დიდი გავლენა აქვთ პიროვნულ განვითარებაზე :

 ანალურ-შეკავებული პირი - მშობელი სწრაფად მოთავებას ითხოვს.


ზრდასრულობაში კი ბავშვი ხდება ჯიუტი, ხელმოჭერილი, პუნქტუალური, ვერ იტანს
გაურკვევლობას. ექმნება სადისტური მიდრეკილებები. პარტნიორს საკუთრებად
მიიჩნევენ;
 როცა მშობელი ბავშვს აცდის და წააქეზებს კიდეც, ის შემოქმედებითი ხდება (წტფ ?).

3. ფალური სტადია (3-6 წელი)

ამ სტადიის ბავშვები - სასქესო ორგანოებს აკვირდებიან, მასტურბირებენ (ო.ო), ზოგჯერ


ინტერესდებიან სქესობრივი ურთიერთობებით.

ოიდიპოს კომპლექსი - ბიჭს დედისადმი აქვს სექსუალური სურვილები. 5-6 წლიდან ეს


სრულდება და იწყება მამასთან იდენტიფიცირების პროცესი: 

 „აგრესორთან იდენტიფიცირება“ - შვილი მამის თვისებებს შეითავსებს.


 კასტრაციის შიში - დედასთან ინცესტური კავშირის გამო დასჯის შიში (ოიდიპოსი).

ოიდიპოს კომპლექსის გადაწყვეტის ასპექტები - მშობელთა აკრძალვები და ძირითადი


მორალური ნორმების ინტერნალიზება, აყალიბებს ბავშვის სუპერეგოსა და სინდისს.

ელექტრას კომპლექსი - გოგოებისთვისაც სექს.ობიექტი დედაა. ის აცნობიერებს, რომ არ


აქვს პენისი და უყალიბდება ერთგვარი შური (კასტრაციის შიშის ანალოგიურია). ის
მტრულადაა დედისადმი, რადგან მან ასეთი გააჩინა. მიილტვის მამის დაუფლებისკენაც,
რადგან მას აქვს პენისი. იწყებს 3-6 წლებში მასტურბაციას, რაც მასკულინური
ფანტაზიებით მდიდრდება.

ფალურ სტადიაში ფიქსირებული კაცები - უყვართ ტრაბახი, არიან წინდაუხედავები.


ესწრაფიან წარმატებას, რაც მათთვის საპირისპირო სქესის მშობელზე გამარჯვებაა .
მამაკაცურობის დამტკიცებას ცდილობენ (დონ ჟუანის ტიპის საქციელი).

ფალურ სტადიაში ფიქსირებული ქალები - ახასიათებთ ფლირტი, არეული


სექს.კავშირები. ასევე შეიძლება გულუბრყვილო და უმწიკვლო სექსუალურობით

98
მარიამ სუხიტაშვილი. მართვა და საზოგადოებრივი მეცნიერებები

გამოირჩეოდნენ. ზოგი კი შეიძლება კაცებზე ბატონობისათვის იბრძოდეს, ანუ


თვითდარწმუნებული იყოს.

4. ლატენტური სტადია (6-12 წელი)

ამ სტადიაში ლიბიდო სუბლიმაციის გზით მიმართულია ინტელექტუალური აქტის,


სპორტისა და თანატოლებთან კონტაქტისკენ. ესაა ზრდასრულობისადმი მზადების
პერიოდი. იკლებს სექს.აქტივობა ორგანიზმსი მიმდინარე ცვლილებების და ეგოს,
სუპერეგოს ფორმირების გამო

5. გენიტალური სტადია (12+ წლები)

 მოზარდებში იღვიძებს სექს.იმპულსები - ჩნდება ინტერესი საპირისპირო


სქესისადმი;
 ორგანიზმში იცვლება ბიოქიმიურ-ფიზიოლოგიურობა - რეპროდუქციული
ორგანოები მწიფდება. ქალებში სარძევე ჯირკვლები ფორმირდება , კაცებში
ამოდის თმა და ა.შ;
 იმატებს აღგზნება - პასუხისმგებელია სოც.სექს.ურთიერთობებზე. უკვე მართავს
ინსტიქტებს და ამიტომ პარტნიორთან ნაკლები კონფლიქტი აქვს.
 ხაზი ესმევა ოჯახური ურთიერთობების მნიშვნელობას.

კრიტიკა ფროიდისადმი - „მან განვითარებაში გადაჭარბებული მნიშვნელობა მიანიჭა


სექსუალური განცდებს. ამავე დროს, მას ბავშვები უშუალოდ არ შეუსწავლია“.

ლექცია IV-II - კლინიკური სექსოლოგიის პროპედევტიკა


სექსუალობა - ზოგადი საფუძვლები
რა არის სქესი, გენდერი, სექსუალობა?
სქესი - ქალის და კაცის ბიოლოგიური სხვაობა (სასქესო ორგანოები, მეორადი სასქესო
ნიშნები, რეპროდუქციული ფუნქცია). მოიცავს ქრომოსომულ კომბინაციებს,
ჰორმონალურ პროფილს... მისი საბოლოო მიზანი არის განაყოფიერება. დავახასიათოთ
რამდენიმე ნიშნით:

 გენეტიკური (ქრომოსომული) - სასქესო ქრომოსომები;


 გონადური (რეპროდუქციული ფუნქცია) - მამრობითი ან მდედრობითი გონადები;
 ჰორმონალური (სასქესო ჰორმონები) - ჰორმონები (ენდოკრინული სქესი);
 სომატური,ანატომიური (სასქესო ორგანოები, მეორადი სასქესო ნიშნები ).
 ტვინის სქესობრივი დიფერენცირება.

საპასპორტო სქესი - მინიჭებული სქესი. სქესის სოციალური დადატურება.


ფსიქიკური სქესი (გენდერული იდენტობა) - რა სქესის ადამიანად გრძნობ თავს.

ადამიანის ბიოლოგიური სესი შეიძლება იყოს:

 მდედრობითი;  მამრობითი;  ინტერსექსუალური.

გენდერი - სქესის აღქმა ანატომიისგან დამოუკიდებლად. ქცევათა ნაკრები, რომელსაც


საზოგადოება სახელს ანიჭებს კაცის მასკულანურობის ან ქლის ფემინურობის მიხედვით .
გამოხატავს ქალის, კაცის სექსუალობასთან დაკავშირებულ სოციალურ როლს.

99
მარიამ სუხიტაშვილი. მართვა და საზოგადოებრივი მეცნიერებები

ტრანსგენდერული იდენტობა - პირის ბიოლოგიური სქესი არ ემთქვევა ფსიქიკურისას.

სექსუალობა - მოიცავს სექსუალობის გამომხატველ ფორმებს და ადამიანის ცხოვრებაში


სექსუალური აქტივობის მნიშვნელობას. ადამიანის სექსუალობას განსაზღვრავს :

 სოლო (დამოუკიდებელი) ეროტიკულობა/სექსუალობა, პლატონურ-რომანტიკურ-


ეროტიკული აქტივობები/აუტოეროტიზმი - ბავშვობიდანვე ვლინდება
(მასტურბაცია);
 პარტნიორული სექსუალური გამოცდილება;

სექსუალობა მოიცავს ფართო სპექტრის კომპონენტებს:

 ფიზიოლოგიურ გამოვლინებებს - ლტოლვა, აღგზენება, ერექცია, ორგაზმი და ა.შ;

 სესექსუალურ ქცევას;  სექსუალურ რეპერტუარს;


 სექსუალურ იდენტობას;  სექსუალურ გემოვნებას და ა.შ

სექსუალობა განსაზღვრავს - რამდენად მნიშვნელოვანია პირისთვის სექსი, აქვს თუ არა


ლტოლვა (თუ ასექსუალია), რომელი სქესი იზიდავს, როგორ გამოხატავს
სექს.სურვილებს...

სექსუალობა ‘მედიცინურად’ - ფიზიოლოგიურ-ფსიქიკურსოციო-კულტურული ნაზავი,


რაზეც გავლენას ახდენს ადამიანის ცხოვრებისეული გამოცდილება .

რა არის სექსუალური მოთხოვნილება/ინტერესი


სექსუალური მოთხოვნილება - გამოხატავს პირის მზაობას უპასუხოს სექს.იმპულებს.
ეტაპები:

 პლატონურ-რომანტიკულობა (ფანტაზიები) - მოზარდს უჩნდება განცდემი


მეორესადმი;
 პრეპუბერტულ/პრუბერტული პერიოდი - ვლინდება „ჰორმონებით ინდუცირებული “
გენიტალური ფიზიოლოგიური რეაქციები (ერექცია). მძაფრდება ფანტაზიებიც ;
 ზრდასრულობა - ბიოლოგიური, აფექტურ-მოტივაციური თუ კოგნიტური
ფაქტორებით შეიგრძნობს საკუთარ სექსუალურას და ესწრაფის სხბასაც .

სექს.მოთხოვნილება და ინტერესი ინდივიდის აუტო/სოლი მახასიათებელია და მოიცავს :

 ბიოლოგიურ კომპონენტს - ანუ ლტოლვა, ნეიროენდოკრინუული მექანიზმებით


აღმოცენებული შინაგანი ენერგია. ის სექსისკენ გვიბიძგებს;
 მოტივაცია - კავშირშია კოგნიტურ და დადებითი უკუგების (დაჯილდობის)
ფენომენთან. აღძრავს მიმზიდველი ადამიანი, სექსუალური სიტუაცია,
თვითრეალიზაციის სურვილი. ბიოლოგიურიდან გახდა რეკრეაციული . ესაა
შინაგანი ნეიროენდოკრინული მექანიზმი და პირადი გამოცდილებით ,
კულტურული მოლოდინებით დასწავლილი ნიმუში:
o პრაგმატულ-გამოყენებითი მოტივაცია -„ბიზნესის“ შეფერილობის (?);
o ინსტრუმენტული მოტივაცია -როცა მოტივაციაა ანგარება.
 სექსუალურ სტიმულზე რეაგურების უნარსს - საპასუხო კომპონენტი. ფიზიკური
მგრძნობელობის და კოგნიტური პროცესების შედეგია.

ცხოველის და ადამიანის სექსუალური აქტივობის დაყოფა:

100
მარიამ სუხიტაშვილი. მართვა და საზოგადოებრივი მეცნიერებები

 აპეტიტური - ფლირტი, ფანტაზიები, და სხვა ქმედებები სექს.ინტერაქციისთვის ;


 მომხმარებლური.

ცხოველში სექს.სურვილი ეგრევე გადაიქცევა აქტივობად, ხოლო ადამიანში ასე არ ხდება.


ტვინის „ცენზურის“ ფაზით მოთხოვნილება ცნობიერდება რამდენად ადეკვატურია .

 იურული (დაბალგანვითარებული ძუძუმწოვრის) ტვინი - ხორციელდება მხოლოდ


ჰორმონებით და ექვემდებარება გარემოს პირობებს;
 კულტურული (ჩვენი) ტვინი - ჰორმონებს ცვლის ფსიქო-სოციო-კულტურული
გავლენა.

სექს.მოთხოვნილება და მოტივაცია ემთხვევა ერთმანეთს, როცა სექს.აქტის ინტერესს


განაპირობებს მყისიერი დაკმაყოფილების სურვილი (უფრო კაცებში ).

აგზნებადობა/ინჰიბიციის მიხედვით სექს.მოთხოვნილება - როცა მოთხოვნას მართავს


აგზნებადობაც და შემაკავებელი ძალებიც („ჩართვა-გამორთვის“ ბალანსი ).

არ გვაქვს საზომი, რომლითაც ვიტყვით, რომ სექს.მოთხოვნილება ჭარბი ან


დაქვეითებულია, თუმცა ზოგს ძლიერი აპეტიტი აქვს, ზოგს სუსტი. დღეს დარღვევად
მიიჩნევენ მხოლოდ უკიდურეს მაღალ ან დაბალ სექს.მოთხოვნილების ინტენსივობას:

 კაცის მოთხოვნილება - უმეტესად ჰორმონ (ანდროგენ) დამოკიდებულია. ბევრ


კულტურაში მეტად „თავისუფალია“, ამიტომ „თავშეუკავებელია“ (გეისთანაც). ამას
ზოგი იმით ხსნის, რომ გენეტიკურად აქვს შთამომავლობის გადაცემს კოდი.
 ქალის მოთხოვნილება - უმეტესად სხვადასხვა ფაქტორი განაპირობებს
(ემოციურიც). აიხსნება იმით, რომ ევოლუციურად ქალს განუვითარდა
„შემაკავებელი“ ფაქტორები. თუმცა ბიოლოგიურად ქალს მაინც ნაკლები
აღგზნებადობა აქვს (ლესბოსელებთანაც).

სექს.მოთხოვნილებების ორი ვარიანტი:

 ბაზისური (სპონტანური) – „ბიოლოგიური შიმშილი“ თითქოს თავისთავად


აღმოცენებადი, (უმეტესად კაცს ახასიათებს). კაცში ვლინდება ერექციით , ქალში
საშოზე „ფეთქვით“. ქალში ეს ნაკლებად არის (უმეტესად რამემ უნდა გამოიწვიოს
აღგზნება);
 საპასუხო მოთხოვნილება - სექს.სტიმულზე საპასუხო რეაქცია (ადვილია
კაცისთვის).

პოზიტიური განმტკიცება - როცა რაღაცას გასინჯავ (იგ.სექსი). მერე კი გახსენებით


გინდება. ქალის სექს.მოტივაცია მცირდება, როცა - პოზიტიური განმტკიცება არა (ვერ
იღგზნება და ა.შ).

შეჯამება: კაცებში სპონტანურობა უფრო ძლიერია, მაგრამ სუსტია სოციო -კონტექსტურობა ,


ქალებში კი პირიქით.

კოპულაციური11 ციკლის მოდელები:

11
ორი ინდივიდის შეერთება სექსუალური აქტის დროს.

101
მარიამ სუხიტაშვილი. მართვა და საზოგადოებრივი მეცნიერებები

 Masters & Johnson-ის მოდელი - წრფივია. შედგება 4 ფაზისგან და ისინი


მიმდინარეობს ერთნმანეთის მიყოლებით: აღგზნება, პლატო, ორგაზმი
(აუცილებელი პირობა), განტვრთვა. მოდელი არ ითვალისწინებს ურთერთობით
პრობლებეს, კულტურას....
 H.Kaplan-ის მოდელი - სამფაზიანი (წრფივი) : მოთხოვნა, აგზნება, ორგაზმი (აუც);
 R.Basson-ის - საუკეთესოდ ასახავს ქალის სექს.რეაქციებს. არაა წრფივი. მოიცავს
ინტმურობის საჭროებასაც. აღიარებს, რომ მოთხოვნილება საპასუხო ან
სპონტანურია. ორგაზმი ეხმარება სექს.ატისადმი დადებითი რეფლექსის
ჩამოყალიბებაში (თუმცა სიამოვნების მიღება და ფსიქოეროტიკული რელაქსაცია
მის გარეშეც მიიღება). ის თვლის, რომ ზედა მოდელები მეტად კაცს შეესაბამება ,
რადგან ჯერ მათთან სურვილია, ქალთან კი უმეტესად აღგზნების მერე მოდის
მოთხოვნილება:
სტიმულაციით დაწყებული პროცესები  აღგზნება  ორგაზმი ან „წახალისებები“
 სექს.სიამოვნების გამეორების მზაობა (ვუბრუნდებით საწყის ეტაპს).

სექს.აღგზნების სუბიექტური ფაზა - ქალის ცნობიერი ფოკუსირდება სექს. სტიმულებზე ,


რომლებიც გადამუშავდება ტვინში ბიოლოგიურ-ფსიქოლოგიური ფაქტორების
გავლენით.

ქალი სექს.აქტში მაინცდამაინც სექს.სურვილის დასაკმაყოფილებლად არ მონაწილეობს :

 უმეტესად თავისი სურვილით იწყებენ ამას. იქმნება სპონტანურად ან მის გარეშე ან


სექს.აგზნებადობის მომატებისას;
 ხანდახან იძულებით თანხმდება, როგორ „ცოლის მოვალეობას’’. როცა ქალი
ფიქრობს „არ ეწყინოს, არ იეჭვიანოს“ და უერთდება, ესეც სექს.მოტვაციაა. ეს
ორნაირი სახისაა:
o შეიძლება იძულებით დათანხმდეს, მაგრამ მერე თვითონაც ესიამოვნოს;
o შეიძლება იძულებით დათანხმდეს და სექსი მისთვის ასევე უსიამოვნო იყოს.

ანუ სექს.მოთხოვნილებას განაპირობებს სექსუალურიც და არასექსუალური მოტივაციაც .

სექს.მოთხოვნილება ეგრევე აქტში არ გადადის, თუმცა ეს კაცისთვის უფრო მარტივია .


ადვილად „სწავლობს“ მასტურბაციას, თითქმის უპრეტენზიოა პარტნიორის შერჩევისას და
ა . შ.

ვაგინა და ორგაზმი:

 ვაგინური ორგაზმი - კლიტორის კომპლექსი და მიმდებარე ერექციული ქსოვილი


ეროგენულია,ე რომელსაც ქალი „მიაგნებს“ და იწყება ვაგინური ორგაზმი;
 ეროტიკულობის გამომწვევი ნერვული დაბოლოებები - კლიტორის თავშია, ამიტომ
უმეტესად ორგაზმი სწორედ მისი სტიმულაციით დგება;
 ორგაზმის რეფლექსი - იწყება კლიტორის სტიმულაციით  იმპულსაცია გადაეცემა
საშოს კუნთოვან სისტემას  რიტმულად შეიკუმშება ნაკადი  ორგაზმი;
 ავტონომიური ნერვული სისტემა - განაგებს საშოს და მიმდებარე კუნთების
შეკუმშვას;
 ორგაზმისას პერიფერიაზე მიმდინარე ცვლილებები მოიცავს - მენჯის განივზოლიან
კუნთებს. საშოს გლუვ კუნთებს და გენიტალურ სისხლის მიმოქცევას:

102
მარიამ სუხიტაშვილი. მართვა და საზოგადოებრივი მეცნიერებები

o მენჯის განივზოლიან კუნთებს სხვა ასეთი კუნთების მსგავსად აქვს:


 აფერენტული, ანუ სენსორული ნეირონები;
 ეფერნტული, ანუ მოტორული ნეირონები.

სექსუალური ქცევა
სექს.ქცევის მიზანი - სექს.სურვილის დაკმაყოფილება და ინტერესი. მას აქვს სახეები:

 პენეტრაციული აქტი - სექსი ქალსა და კაცს შორის;


 ფანტაზიებით და წარმოსახვითი სცენებით ტკბობა და მერე მასტურბაცია და
ორგაზმი;
 ღრმა პეტინგი - ურთიერთალერსი გენიტალიების ჩართვით. და ა.შ....

სექს.ქცევები, რომელთა მიზანია ეროტიკული განმუხტვა - ფლირტი, შეხება, ცეკვა და


ა.შ. ამ ქცევებმა შეიძლება პარტნიორი არ აღაგზნოს, ამიტომ ხშირად იყენებენ
გაყალბებას, ვითომ სიამოვნებთ. ქალს ეს უმეტესად გამოდის, კაცთან კი თითქმის
შეუძლებელია (ერექცია).

სტერეოტიპები:

 უმეტეს ქვეყანაში სექს.ქცევების გამოხატვა აკრძალულია, ხალხისთვის


მიუღებელი;
 ფიქრობენ, რომ ჰეტეროებს აუცილებლად პენო-ვაგინური სექსი, ხოლო ჰომოებს
ანალური სექსი აქვთ, თუმცა ასე არ არის. ორიენტაცია სრულად არ საზღვრავს
ქცევას.

ქცევა ბიოლოგიურად - ცოცხალი არსების ადაპტაცია (მაგ:ძუძუს წოვა). მისი შესწავლა


ბუნებრივ სელექციას ეყრდნობა (თანდაყოლილი ქცევა მდიდრდება ინდივიდუალურით ).
ქცევა ფიზიოლოგიურად - ფიზ.რეაქციათა ჯაჭვი (ორგანიზმს ცვლად პირობებთან
შეგუება).

ი.პავლოვმა ქცევის ანთროპომეტრიული ასპექტი დაუპირისპირა უმაღლესი ნერვული


მოქმედების მოძღვრებას (ეყრდნობა პირობითი რეფლექსის ცნებას). ასე წარმოგვიდგა
ნეიროფიზიოლოგიური მიდგომა ქცევის ცენტრალური მექანიზმების შესწავლაში . (???)

უმარტივესი ქცევები - ნერვული სისტემით ნაბიძგი ქმედებები, სიცოცხლის


შესანარჩუნებლად;
„მიახლოება-მიწვდომის“ ქცევა - თვითშესწავლა, რესურსების მოძიებ. თუ მას
სიამოვნება მოაქვს, ესეიგი ესაა პოზიტიურად წახალისებული (დაჯილდოებული ). თუ არ
მოაქვს ისევ ეძებს.

Grey Ja-ს ქცევის ტიპების კლასიფიკაცია - მოიცავს უმარტივეს და ურთულეს ქცევებსაც .


განასხვავებენ ქცევის დისტალურ (რეპროდუქცია) და პროქსიმალურ (ორგაზმი)
ფაქტორებს.

განრდების ქცევა - მისი სტრატეგიებია: ბრძოლა (აგრესია), თავდაცვა და ინჰიბიცია (გავს


ფროიდის სუპერეგოს და იდ-ის კონფლიქტს). ისინი შეიძლება იყოს ეფექტურიც და
არაეფექტურიც. მოითხოვენ ორგანიზმის ვაზომოტორულ და ჰორმონული ფუნქციების
მობილიზებას. ამ ყველაფერს განაგებს ადრენალინი:

103
მარიამ სუხიტაშვილი. მართვა და საზოგადოებრივი მეცნიერებები

 ინჰიბიცია (ქცევის დათრგუნვა) - მაგ: თუ პირს აგრესორი მოსდევს იმალება:


o მისი ხშირი გამოყენება იწვევს სტრესს. ეს მეთოდი საკმაოდ
გავრცელებულია;
o ინჰიბიცია შეიძლება უინფორმაციობამაც გამოიწვიოს. ამის მაგალითია ,
როცა წარუმატებლობის შიშით კაცი ითრგუნავს ქალთან კონტაქტის
სურვილს.

კლინიკური ნაწილი
ნორმის ცნება სექსოლოგიაში, არაერთგვაროვანი ნორმა, ნორმის
პირობითობა
ზოგადი სექსოლოგია - სხვადასხვა მეცნიერებებიდან ამოღებული სექს.ასპექტების
ნაკრები.

კლინიკური სექსოლოგია - ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ნორმები. დარღვევები


შეიძლება იყოს ერექციის, ანორგაზმიის ან ვაგინიზმის პრობლემა . თუმცა ხალხი
ნაკლებად საუბრობს ამ თემებზე და რთულია გამოკვლევა.

Shnabi-მ თქვა, რომ სექსოლოგიაში ნორმის ცნებზე სამი ჰეტეროგენული ასპექტი


ზემოქმედებს:

 ნორმა, როგორც მორალური პოსტულატი. იცვლება სოციუმის აზრის


განვითარებით;
 ნორმა, როგორც სტატისტიკა. მაგ: ნორმაა ის, რაც ხშირია, ‘არანორმაა’ - იშვიათი;
 ნორმა, როგორც სამეცნიერო ასპექტი. ესაა ჯანმრთელობის კატეგორია. არ
ემყარება სოციუმის აზრს, სტატისტიკას. ნორმა ფასდება იმით თუ საჭიროებს პირი
მკურნალობას.

კლინიკური შემთხვევა I - ცოლ-ქმრის სექს.ცხოვრება კარგი იყო სანამ კაცმა არ თქვა, რომ
იქმდე სექსი არ ჰქონია. ქალმა თქვა, რომ ავადმყოფი იყო, ვერ წარმოედგინა 30-წლამდე
ვაჟიშვილობა და გაუქრა ლტოლვა - ამ დროს ჯამრთელობა არ ირღვევა, ექიმი უძლურია.

კლინიკური შემთხვევა II - ცოლ-ქმარს სექს.ცხოვრება აერია, თუმცა ორივეს ყველაფერი


კარგად ჰქონდათ. აღმოჩნდა, რომ ქალს აგრესია ჰქონდა, რადგან ქმარი ‘კუნის ’ არ
უკეთებდა - მიმღებლობის დიაპაზინის სხვაობა, ერთს უნდა მეორეს არა.

დასკვნა - მორალურ-ზნეობრივი-რელიგიური აკრძალვები კლინიკაშიც მრავლად აღწევს


და პაციენტის მდგომარეობაზე ზემოქმედებს, ამიტომ ექიმი იძულებულია
გაითვალისწინოს ნორმის არაერთგვაროვნება და პაციენტებს სხვადასხვაგვარად
მიუდგეს.

სექსუალური ჯანმრთელობის დარღვევა და საერთაშორისო დიაგნოსტიკის


კლასიფიკაცები
კლინიკაში სექს.ჯანმრთელობაზე ვხვდებით შემთხვევებს - როცა პაციენტს მიაჩნია , რომ
სერიოზული დარღვევა აქვს, როცა პირი წუხს პარტნიორის არასრულფასოვნების გამო ან
როცა უბრალოდ კითხვები აქვთ და პასუხები სწირდებათ.

სექს.პრობლემა - აერთებს სექსუალობასთან დაკავშირებულ ყველა უკმაყოფილებას;


სექს.სირთულე - როცა პაციენტს აქვს ჩივილები, მაგრამ რეალურად არ აქვს დარღვევა;

104
მარიამ სუხიტაშვილი. მართვა და საზოგადოებრივი მეცნიერებები

სექს.დარღვევა/დისფუნქცია - როცა პირს ნამდვილად სჭირდება მკურნალობა .

გენდერული დისფორია
გენდერ-ატიპური ქცევა - იწყება ბავშვობიდან. ამ დროს არ მიდის გენდერულ
დისფორიამდე. ხდება, როცა ‘ტრანსგენდერულ’ ქცევას ბავშვში არ კიცხავენ.
გენდერული დისფორია - პირის ბიოლოგიური სქესი და მისი გენდერის შეგრძნება
შეუსაბამობაშია. მეტად ხშირია ბავშვებში. ე.წ. „ქალა-ბიჭური“ ქცევა.

სრული ანდროგენ რეზისტენტული დიაგნოზი - ბავშვი არ დაიბადა პენისით და ეგონათ


გოგო, მაგრამ მერე აღმოჩნდა, რომ სათესლეების ნაწილი მუცელში ჰქონდა
(ინტერსექსულობა).

ტრანზიცია - ტრანსგენდერად გარდაქმნა (მოკლედ რომ ვთქვათ).


სექსოლოგის პასუხისმგებლობა გენდერული იდენტობის პრობლემების დროს:

 უნდა დიაგნოსტირდეს გენდერული დისფორია დ სირთულის ხარისხი;


 უნდა შეფასდეს პირის სექს და გენდერ იდენტობა, სხვების დამოკიდებულება ,
ემთხვევა თუ არა პაციენტის კონდიცია კლასიფიცირებით მოწოდებულ
კატეგორიებს;
 სიფრთხილით დადგინდეს თანმხლები დაავადებები (ფსიქიკურიც );
 დაიგეგმოს პირის ფსიქიკურ პრობლემებსა და აშლილობაზე დაკვირვება ;
 ჩატარდეს საუბარი სამკურნალო მეთოდებზე;
 შეუძლია თუ არა პირს დამკურნალო ღონისძიებებზე ინფორმირებული თანხმობა .

ჰომოფობია და კლინიკური სექსოლოგია

კულტურული ანთროპოლოგია
ლექცია I-I - შექსპირი ბუჩქნარში (ლორა ბოანანი)
ავტორს ოქსფორდის დატოვებამდე მეგობარმა უთხრა, რომ შექსპირი ინგლისელი
პოეტია და მისი ზოგი ნიუანსი ამერიკელებს არ ესმით. ეს ეჭვს ბადებს მის
უნივერსალურობაზე, თუმცა ავტორი სხვაგვარად ფიქრობდა. ამიტომ მეგობარმა მას ერთ -
ერთი ეგზემპლარი მისცა, რათა აფრიკაში ყოფნისას შეესწავლა. ლორამ იქ ჩასვლისას
აფრიკელი ტომისთვის გადაწყვიტა წიგნი წაეკითხა და აეხსნა , თუმცა მათ ის ისე ვერ
გაიგეს, როგორც ჩვენ გვესმის. მაგალითად:

 კლაუდიუსის მიერ ძმის ცოლის შერთვა ნორმალურად მიაჩნდათ და შეაქეს;


 უკვირდათ, რომ მეფეს ბევრი ცოლი არ ჰყავდა. აბა საქმეებს ვინ აკეთებსო;
 აჩრდილი ვერ აღიქვეს და ეგონათ გრძნეულის ნიშანი;
 ჰამლეტის გაგიჟებაც ვერ აღიქვეს და ეგონათ, რომ კლაუდიუსმა ჯადო გაუკეთა.

ეს ყველაფერი მიგვანიშნებს კულტურულ სხვადასხვაგვარობაზე .

ლექცია I-II - სხეულის რიტუალები ილეკირემას ტომში (ჰორას


მაინერი)
ილეკირებას ტომის (ჩრ. ამერიკელების ტომი სხვადასხვა ხალხებს შორის) უჩვეულობები :

105
მარიამ სუხიტაშვილი. მართვა და საზოგადოებრივი მეცნიერებები

 მათი რიტუალების მიზანი - მახინჯ სხეულში (ყველა ადამიანის) გამომწყვდეული


პირის ცერემონიალებით გათავისუფლება. ამისთვის ყველას 1 ან 2 ოთახი აქვთ
გამოყოფილი;
 წმინდა ოთახის მთავარი ნიშა - კედელში ჩაშენებული ყუთი, რომელშიც თილისმები
ან მაგიური ხსნარები დევს, რომელთა გარეშეც, მათი აზრით, ვერავინ იარსებებს ;
 შადრევანი ყუთის ქვეშ - იყენებენ ყოველდღიური პირის გაბანვის რიტუალისთვის;
 წმინდა პირის კაცები - ასრულებენ პირის რიტუალებს. რომ არა ისინი, სჯერათ, რომ
კბილები ჩამოსცვივდებოდათ და ა.შ. მაგალითად, პირში ღორის ჯაგარს იდებენ.
ხალხი წელში 1-2ჯერ ამ კაცს სტუმრობს, რომელიც სადისტურად ექცევა პაციენტებს
და საშინელი იარაღებით პირში გაჩენილ ღრმულებს უფრო უფართოვებს. მათ
გონიათ, რომ ასე კბილების ლპობას აირიდებენ, მაგრამ მაინც ულპებათ და ისევ
სწამთ;
 კაცები სახეს დანებით ისერავენ, ქალები თვეში 4-ჯერ ღუმელში 1 საათით იწვავენ
თავს;
 აკინილკი - ავადმყოფებისთვისაა, თუმცა თითქმის ყველა კვდება იმდენად
სასტიკია. აქ შესვლა-გამოსვლა საჩუქრის მიტანით შეიძლება. აქ ყველა შიშველია.
პაციენტებს რაღაებს აჭმევენ, აწამებენ, კუნთებში ნემსებს ჩხვლეტენ ისინი კი
კმაყოფილები არიან;
 მსმენელი - კუდიანი ექიმი, რომელიც ისმენს სხვის პრობლემებს. ტომში ჰგონიათ,
რომ ხალხს ჯადოები აქვთ მშობლებისგან და სწორედ ამის შესახებ ისმენენ
კუდიანებიც;
 სექსი - გასაიდუმლოებულია. მთვარის ფაზების და სხვა საგნების მიხედვით
ცდილობენ ჩასახვის არიდებას, ამიტომ იშვიათია დაორსულება. ორსულობასაც
მალავენ და მშობიარობასაც, ხოლო ხშირად დედები ბავშვებს არ უვლიან.
 სხვა რიტუალები:
o შიმშილი მსუქნების გასახდომად;
o საყოველთაო ნადიმი გამხდრების გასასუქებლად ;

o მკერდის გადიდება; o მკერდის დაპატარავება.

ლექცია I-III - რა არის კულტურული ანთროპოლოგია


მცირე შესავალი
სოციალური და კულტურული ანთროპოლოგიის ინტერესის სფეროები:

 რითი განსხვავდებიან საზოგადოებები;


 რას გულისხმობს ის საზ.ასპექტი, რომელიც ყველა წარმოდგენას და სოციუმს
აერთებს;
 უნივერსალურსა და სპეციფიკურს შორის მერყეობს.

ანთროპოლოგები - ადგენენ საზოგადოების შიგნით და მათ შორის არსებულ


მიმართებებს.

სოც-კულტ.ანთროპოლოგები - დიდი კითხვებისთვის საპასუხოდ მცირე სოციუმებს


იკვლევენ (გეოგრაფიულ რეგიონს, ცალკეულ დასახლებას, სოც.კლასს და ა.შ).

106
მარიამ სუხიტაშვილი. მართვა და საზოგადოებრივი მეცნიერებები

თავიდან კულტურული ანთრო აქცენტირებული იყო მცირე საზოგადოებებისკენ, დღეს კი


ნებისმიერ სოც.სისტემას, ვირტუალურ ეთნოგრაფიას, მარსის კოლონიზაციასაც
შეისწავლიან.

დარგის მოკლე მიმოხილვა


ანთროპოლოგია - ‘ადამიანი’ და ‘მსჯელობა’, ანუ ნიშნავს მსჯელობას ადამიანზე;
კულტურა - ნიშნავს კულტივირებას. ესაა ქცევის ფორმები, რომლებიც სოციუმ ში შეიძინეს:

 ყველა სოციუმი კულტურულია - ეს განასხვვებთ სხვა


ცხოველებისგან/პრიმატებისგან;
 ყველა სოციუმი განსხვავებულია - აქვთ თავისი რიტუალები, წესები, შეხედულებები;

კულტურული ანთროპოლოგია - ცოდნა კულტივირებული ადამიანის შესახებ. ესაა ის


ასპექტები, რომლებიც შეძენილია და არა თანდაყოლილი.

კ.გირცისეული კონცეფცია კულტურაზე - კულტურა ერთი მთლიანობა და ხალხის მიერ


გაზიარებული მნიშვნელობათა სისტემაა. ის ბევრი ნაწილისგან შედგება .

სოციალური-კულტურული ანთროპოლოგია - კულტ-სოც.ცხოვრების შედარება. მისი


მთავარი მეთოდია ჩართული დაკვირვება (ხანგრძლივი საველე კვლევა) ერთდროულად
აკვირდებიან:

 ნათესაობას;  სქესს/გენდერს;  პოლიტიკას.

სოც-კულტ.ანთროპოლოგია ინტერდისციპლინურია - აერთიანებს ბევრ დისციპლინას,


თუმცა ასევე განსხვავდება მათგან. ეს შედარებითი და ემპირიული მეცნიერებაა.

უნივერსალური და კონკრეტული
სოც.ცხოვრება მრავალფეროვანია, ამიტომ ანთრო.კვლევები ცდილობს იპოვოს ბალანსი
მსგავსებას და სხვაობას შორის:

 კულტურული უნივერსალიზმი - ყველა სოციუმს საერთო მახასიათებლები აქვს;


 რელატივიზმი - რაიმე ობიექტური ან „აბსოლუტური“ სტანდარტი არ არსებობს.

დონალდ ბრაუნი ემხრობა უნივერსალიზმს. ის მახასიათებლები, რომლებიც საერთოა:

 თამაშები;  ჰიგიენა;  ხელოვნება;


 სხეულის შემკობა;  სამზარეულო;  მკითხაობა;
 კალენდარი;  ცეკვა;  მთავრობა და ა.შ.

ამ ტიპის სიის საწინააღმდეგოდ რამდენიმე არგუმენტი იქნა მოხმობილი :

 მისი ტრივიალურობა (გაცვეთილობა);


 ამ უნივერსალურობებს თავიანთი უნიკალური გამოხატულებები აქვთ - მაგ: ოჯახის
კონცეფცია ყველა საზოგადოებაში სხვადასხვგვარად შეიძლება აღიქვან ;
 არ გვაძლევს კერძო კონტექსტში დანახვის შესაძლებლობას - მაგ: „ქორწინება
გარიგებით“, პენჯაბის და ბენგალის სოფლებში სხვადასხვა რამეს ნიშნავს.

107
მარიამ სუხიტაშვილი. მართვა და საზოგადოებრივი მეცნიერებები

ეს დებატები ჩარჩოში მოაქციეს ეთნოცენტრიზმით და კულტურული რელატივიზმით.

ეთნოცენტრიზმი და კულტურული რელატივიზმი


ეთნოცენტრიზმი - როცა პირი სხვის კულტურას საკუთარის გადმოსახედიდან აფასებს.მაგ:

 ამერიკელები - ჭამენ საქონლის ხორცს, თუმცა ეს ბარბაროსულად შეიძლება


შეფასდეს იმ კულტურებში, სადაც ძროხას წმინდა ცხოველად მიიჩნევენ;
 კვაკიუტლის ტომი - ელექტროენერგიას არ მოიხმას, რაც ჩვენ შეიძლება ცუდ
ცხოვრებად შევაფასოთ, მაგრამ მათთვის ეს ნორმალური და დადებითია და ა .შ.

ანთროპოლოგები ეთნოცენტრულად არ აფასებენ საკითხებს და არც იმას გვეუბნებიან , თუ


რომელი საზოგადოება ცხოვრობს უკეთესად. მათთვის ეს უნიკალური არჩევანია.

ადრეული ევოლუციონიზმის თეორია - 1870-იან წლებში იყო. გულისხმობდა, რომ


კულტურები ერთნაირი და პროგრესირებადი გზით ვითარდებიან. მაგალითად:

 ლ.ჰ.მორგანის პოსტულატი - ოჯახის განვითარება ექვსი საფეხურისაგან შედგება:


o პირველი საფეხური - “გარყვნილებაში მცხოვრები ურდო”;
o ბოლო საფეხური - უმაღლესი მონოგამიური ოჯახი.

ფ.ბოასი, მ.ჰერსკოვიცი, მ.მიდი არ ეთანხმებოდნენ ამას და ასევე იმას, რომ დასავლური


კულტურები უდავოდ „აღმატებული“ იყო.

კულტურული რელატივიზმი - საზოგადოების წეს-ჩვეულებები და იდეები ობიექტურად


უნდა აღიწეროს. ჩანს ეთნოცენტრიზმის საპირისპირო ცნებად. ამტიკცებს, რომ ყოველ
კულტურას თავისი უნიკალური შიდა ლოგიკა აქვს და იერარქიული პრინციპით
დახარისხება აბსურდია.

კულტურული რელევატიზმის მინუსი - თუ ყველაფრის ფარდობითად შევაფასებთ, ამან


ნიჰილიზმამდე შეიძლება მიგვიყვანოს.

სხვაობა ეთნოცენტრიზმსა და კულტურულ რელატივიზმს შორის:

 „კულტურული რელატივიზმის“ ცნება - კვლევის აუცილებელი მეთოდოლოგიური


წინაპირობაა და არა ზოგადი მორალურ-ეთიკური პრინციპი, მაგრამ მაინც უნდა
გამიჯნონ ხოლმე სწორი-არასწორი ობიექტურობასთან ერთად (ლმობიერი
ფორმა).
 ეთნოცენტიზმი - მორალური ხასიათის განსჯასაც მოიაზრებს.

ანთროპოლოგიის მოკლე ისტორია


პროტო-ანთროპოლოგია
 უძველესი კულტურის აღწერა - ჰეროდოტე დეტალურად აღწერდა საბერძნეთის
ნახ-კ-ის „ბარბაროსების“ წეს-ჩვეულებებს და ათენელებისას ადარებდა.
 XIV საუკუნე - ტუნისელმა იბნ ხალდუნმა დას.სოც.მეცნიერებებს საუკუნეებით
გაუსწრო. მისი ნაშრომი კანონზე, განათლებაზე, პოლიტიკასა და ეკონომიკაზე
დაკვირვებებია;
 XV საუკუნე - ევროპაში კულტურული ვარიაციისა და ადამიანური ბუნებისადმი
რენესანსულმა ინტერესმა იჩინა თავი. დაიწყო შორეული მიწების კვლევა ;

108
მარიამ სუხიტაშვილი. მართვა და საზოგადოებრივი მეცნიერებები

 XVIII საუკუნე - ევროპელმა ფილოსოფოსებმა ჩვენი ბუნების, მორალის, სოციუმის


აღმწერი თეორიები შექმნეს და კულტურის სისტემურ-შედარებითი კვლევაც
ჩაატარეს. შედეგად, წარმოიშვა რამდენიმე ურთიერთგამომრიცხავი ხედვა :
o უნივერსალისტური მიდგომა - არსებობდა ერთი, უნივერსალური
ცივილიზაცია;
o მეორე ხედვა - თითოეულ ხალხს ჰქონდა საკუთარი Geist (სული), რომ
შეენარჩუნებინა საკუთარი უნიკალური ღირებულებები და წეს- ჩვეულებები .
 XVIII საუკუნის ბოლოს - უკვე ფიქრობდნენ უნივერსალიზმი თუ რელატივიზმი;

ვიქტორიანული ეპოქა (IXXს)


ვიქტორიანული ეპოქისთვის დამახასიათებელი იყო სოც.ევოლუციის რწმენა - ესაა
მოსაზრება იმის შესახებ, რომ სოციუმები წრფივად განვითარდა და ევროპული კულტურა
უმაღლესი საფეხური იყო. კოლონიალიზმს და ამ თეორიას იმპერიალისტები
ამართლებდნენ (IXX-XX) რ.კიპლინგისეული ‘თეთრი ადამიანის ტვირთის’ 7 ცნებით
(„ცივილიზების მისია“).

 „თეთრი ადამიანის ტვირთი“ - რ.კიპლინგის პოემა. აქ ავტორი აქებს ბრიტანულ


იმპერიალიზმს და ევროცენტრულ ხედვას აღწერს  კოლონიაში ჩასულ
„თეთრებს“ „ველური“ ადგილობრივების „ცივილიზების ტვირთი“ აწვათ მხრებზე .
ეს პოემა კვლევებში ხშირად ევროცენტრული რასიზმის ერთგვარ „მანიფესტად“
განიხილება.

კულტურული ცვალებადობის I ზოგადი თეორია (ჰ.მორგანის) - დასავლეთევროპული


საზოგადოება აქაც კაცობრიობის განვითარების მწვერვალად განიხილებოდა :

 მის ნაშრომში „Ancient society” იყო 7-საფეხურიანი ევოლუციური სქემა


ველურობიდან - ცივილიზაციამდე. ამას გავლენა ჰქონდა კ.მარქსზე და
ფ.ენგელსზე;
 მისი სანათესაო ხაზის კლასიფიცირება - დაყო ტიპებად და აღწერა ნათესაობის
ტერმინოლოგია. მისი გავლენით სანათესაო ხაზის კვლევა დღემდე
ანთროპოლოგიური კვლევის ცენტრალურ ხაზად რჩება.

ე.ტაილორი - იყო გვიანდელი ვიქტორიანული ეპოქიდან. მან გავლენა მოახდინა


დარვიზე. მისი მრავალტომიანი ნაშრომები მოიცავს კულტურის ცნობილ განმარტებას:

 „კულტურა კომპლექსური მთლიანობაა და აერთიანებს ცოდნას, რწმენას,


ხელოვნებას, მორალს, ტრადიციებს და იმ უნარებს, რომლებსაც სოციალიზაციის
გზით ვიძენთ“.

დარვინის ბუნებრივი გადარჩევის თეორია - ამტკიცებდა, რომ ყველა ადამიანი მჭიდროდ


უკავშირდება ერთმანეთს. აქ კულტურულის ნაცვლად უფრო ბიოლოგიურ ფაქტორებზე
საუბრობდა, ამიტომ საფრთხედ მიიჩნეოდა.
სოციოლოგიური თეორია - გვაძლევდა ზოგად თეორიებს საზოგადოების შესახებ.

109
მარიამ სუხიტაშვილი. მართვა და საზოგადოებრივი მეცნიერებები

ექსპედიცია ბრიტანეთის ტორესის სრუტეებში და ექსპედიცია ინდოელთა შესასწავლად


გახდა მეტი ინფორმაციის მოძიების წყარო, რამაც შეცვალა IXX12 საუკუნის წარმოდგენები.

თანამედროვე ანთროპოლოგიის აღმასვლა სამ მნიშვნელოვან სწავლილთან


ასოცირდება - ფრანც ბოასი (აშშ-ში), ბრონისლავ მალინოვსკი (ინგლისში), მარსელ მოსი
(საფრანგეთში).

ფრანც ბოასი (აშშ-ში)


ფრანც ბოასი - „აშშ-ს ანთროპოლოგიის მამა“. 1880-იანებში ბაფინის კუნძულზე ინუიტების
ენითა და კულტურით მონუსხულმა წყნარი ოკეანის ჩრ-დას ხალხის კვლევა დაიწყო.
კულტ.რელატივიზმის 1 საუკუნით ადრე დაიბადა, თუმცა ბოასმა აქცია ის ანთრო.კვლევის
ამოსავალ წერტილად. უარყო ევოლუციური სქემები. ამბობდა, რომ ყველა კულტურა
თავისი კონტექსტით უნდა შეფასდეს. მან განავითარა ისტორიული პარტიკულარიზმი.

ისტორიული პარტიკულარიზმი - ყოველ საზოგადოებას აქვს უნიკალური ისტორია,


რომლის მორგება რაიმე უნივერსალური განვითარების სქემაზე შეუძლებელია .

ბრიტანული სკოლა - ბრონისლავ მალინოვსკი


ბრონისლავ მალინოვსკი - თანამედროვე ბრიტანული სოც.ანთროს, ანთროპოლოგიაში
ფუნქციონალიზმის სკოლისა და ჩართული დაკვირვების მეთოდის ფუძემდებელი .

ბიო: აინტერესებდა ეკონომიკური გაცვლის ტიპები ავსტრალიის ადგილობრივთა


კულტურაში (ეცნობოდა ეთნოგრაფიული დოკუმენტებით ). WW1-ს დროს ინგლისში აღარ
უშვებდნენ, მარა ავსტრალიაში განაგრძო კვლევა. შექმნა ნაშრომი: „დასავლეთ წყნარი
ოკეანის არგონავტები“. მან ტრობრიანის კუნძულებზე 2 წელი იმუშავა და საველე
პირობებში ეთნოგრაფიული მასალის შეგროვების დღემდე აღიარებული სტანდარტი
შექმნა. ის ტრობიანის ხალხზე წერდა - ეკონომიკაზე, მაგიაზე, სექსზე, გაცვლებზე და ა.შ.

მალინოვსკი ამბობდა, რომ - კულტურის ‘შიგნიდან’ საჭირო იყო ადგილობრივი ენის


სწავლა.
მალინოვსკისთვის სოც.სტრუქტურა - არა მოქმედების განმსაზრვრელი, არამედ მისი
ჩარჩო, რომელშიც ინდივიდი იმპროვიზირებს.

მალინოვსკის მიაჩნდა - სოციუმის ყველა ინსტიტუტი შინაგანად ერთმანეთს უკავშირებდა


და რომ თითოეული სოც-კულტ მოვლენა სრულად უნდა ყოფილიყო შესწავლილი.

მარსელ მოსი (საფრანგეთი)


„პირველყოფილი რელიგიები“ - მოსის ძირითადი ინტერესი.
მოსის მთავარი მიგნება - არქაულ საზოგადოებებში გაცვლის სპეციფიკის ანალიზი
(საგნების გაცვლა - საკვები, იარაღები, ქალები...). მოსისთვის გაცვლა ორმხრივ საჩუქარს
ჰგავდა და მატერიალური მხარე გაცვლის სოც.მდგომარეობის გამტკიცების საფუძველს
წარმოადგენდა.

სხვა მიგნებები:

12
ვიცი, რომ მე-19-ს უცნაურად ვწერ და ყველა სათითაოდ ნუ მწერთ ;დდდ ასე უფრო მარტივად
ასაკრეფია და მივეჩვიე!

110
მარიამ სუხიტაშვილი. მართვა და საზოგადოებრივი მეცნიერებები

 ‘გამცვლელები’ სოც.სიმბოლოებსაც ცვლიან - პოლიტიკურს, იურიდიულს,


ესთეტიკურს;
 სხეულის ტექნიკები - ყველა საზოგადოებას სხვადასხვა ფიზიკური ტექნიკა
ახასიათებს, (უკავშირდება სქესს, ასაკს..) მაგ: ბავშვობის, დიდობის, მშობიარობის,
ძილის ტექნიკები..

საველე სამუშაო
საველე კვლევის მიზანი - საკვლევის ღრმად გაგება. შეიძლება გაგრძელდეს თვეები.
საკვლევ არეზე ანთროპოლოგი დიდხანს უნდა დარჩეს, რათა ადგილობრივებმა
ბუნებრივად აღიქვან.

ანთროპოლოგმა უნებურად შეიძლება სხვადასხვა როლი მოირგოს და ასე აიღოს


ინფორმაცია:

 „ჯამბაზის როლი“ - საკვლევ არეზე ზოგჯერ უნებურად ჯამბაზის როლს ირგებენ


(ადგილობრივებისთვის გაუგებრად საუბრობე, უტაქტო კითხვებს სვამენ და ა .შ ). ასე
ხშირად ვიგებთ კიდეც როგორ რეაგირებენ ისინი ჩვენზე , როგორ აზროვნებენ და
ა . შ.
 კანონდამრღვევის როლი - ქცევების სახეები იმდენია, რომ ერთხელ უეჭველად
დაარღვევს მკვლევარი რომელიმეს. მაგ:
o UK-ში „ცუდ ტონად“ ითვლება თეთრი წინდების ჩაცმა მუქი ფერის
კოსტიუმთან; განსხვავებული და ხანდახან უფრო პრობლემური როლი,
რომელიც
 ექსპერტის როლი - ამ დროს მასპინძლები მათ პატივისცემით ეპყრობიან,
ესაუბრებიან ზრდილობიანად და ა. შ, თუმცა ასე შეიძლება ვერ ვნახოთ
ადგილობრივთა სხვა მხარე;

პრობლემები საველე კვლევის დროს:

 ენის ბარიერი;  ქცევის კოდექსი;  აკლიმატიზაცია

 მტრული დამოკიდებულება მათდამი;


 ურბანულ დასახლებებში შეიძლება ცნობისმოყვარეობა ვერ გამოიწვიონ
ხალხისგან;
 არაურბანულ დასახლებებში შეიძლება ბევრი სიახლის გამო მარტო აღარ
დაგტოვონ;

ურბანული საველე სამუშაო ხშირად უფრო წყვეტილია, ვიდრე სოფლის საველე და უფრო
დამოკიდებულია ისეთ ფორმალურ მეთოდებზე (მაგ: ნახევრადსტრუქტურირებული
ინტერვიუ).

ველზე
მასალების შეგროვებისათვის იყენებენ:

 სხვადასხვა ფორმალურ და არაფორმალურ ტექნიკებს :


o ჩართული დაკვირვების კომბინაცია - არაფორმალურია. საველე სამუშაოს
ფუნდამენტია. შეიძლება დამატებით მეთოდებს შეიცავდეს. მისი მიზანია
მკვლევარი რაც შეიძლება ღრმად შეიყვანოს სოციუმის სოც-კულტ ველში.

111
მარიამ სუხიტაშვილი. მართვა და საზოგადოებრივი მეცნიერებები

ამ დროს მკვლევარი შეუმჩნევლად ერთვება მათ ცხოვრებაში, რათა მათი


ქცევა ბუნებრივი დარჩეს.
 სტრუქტურირებული ინტერვიუები;
 კვლევის მონაწილეთა სტატისტიკური შერჩევა.

დაკვირვება ღია უნდა იყოს თუ დაფარული? - მკვლევრებს დაფარული უფრო აწყობთ,


თუმცა მეტად ამორალურია, რადგან ხალხს აქვს უფლება იცოდეს, რომ მათზე ანალიზს
აკეთებენ.

სხვა ფაქტორები:

 მკვლევრის სქესი/გენდერი, ასაკი, ‘რასა’ და კლასი უნებლიე ზემოქმედებს


კვლევებზე;
 მკვლევარმა უნდა იცოდეს რისი გაგებაც უნდა და ასე შეარჩიოს შესაფერისი
მეთოდები, თუმცა, შეიძლება კვლევის დროს მიხვდეს რა უნდა და ამიტომაც
სჭირდება ბევრი დრო.
 ეთნოლოგებს შეიძლება საკვლევ ჯგუფზე გაუჩნდეთ სხვადასხვა
დამოკიდებულება:
o ამბივალენტური - ერთმანეთის საპირისპირო დამოკიდებულებები;
o ანტაგონისტური - წინააღმდეგობრივი;
 საველე სამუშაოს საერთო პრობლემა შეიძლება იყოს:

o ენის არცოდნა; o გენდერული


დისკრიმინაცია;

o ის რომ მკვლევრის მთავარი ინფორმანტები არ არიან მთლიანი


საზოგადოება.
 კვლევა არ შეიძლება ჩატარდეს მხოლოდ ელიტაში, საჭიროა სხვა სოც.ფენებიც;
 საველე სამუშაოები იაფია, რადგან მოითხოვს მხოლოდ მკვლევარს და მის
ასისტენტს;

თეორია და მონაცემები
კვლევის ინდუქციური განზომილება - ველზე გასვლა, ყურება, დაინტერესება, ინფოს
მოპოვება;
კვლევის დედუქციური განზომილება - ხსნის ფაქტებს ზოგადი ჰიპოთეზით ან კითხვებით.
ახალი ფაქტები ცვლიან თეორიას და თეორია ხსნის ფაქტებს. თეორიიდან ემპირიულ
პროცესებზე გადასვლისას ჩვენი ხედვა გაცილებით ზუსტი ხდება.

ანთროპოლოგიურ პროექტს უმეტესად შეადგენს - ნიმუშებისა და კანონზომიერებების


ველზე მოპოვებულ მასალასთან დაკავშირება;
მიზანი - ამ კავშირზე დაყრდნობით, სოც-კულტ.ცხოვრების შესახებ რამეს ძირითადის
თქმა. ამგვარად, ზუსტი თემის შერჩევა კვლევისათვის არის მნიშვნელოვანი ნაწილი.

საველემდე დაახლოებით მაინც უნდა ვიცოდეთ რომელი თემა გვაინტერესებს (ბავშის


აღზრდა, რესურსების მართვა თუ რა?..), თორებ საბოლოოდ, ძალიან ცოტა გვეცოდინება
ყველაფერზე.

სოციოლოგიისგან განსხვავებით, ანთროპოლოგია...:

112
მარიამ სუხიტაშვილი. მართვა და საზოგადოებრივი მეცნიერებები

 აქცენტს ჩართულ დაკვირვებასა და საველე სამუშაოზე აკეთებს;


 უმეტესად, არაინდუსტრიულ სოციუმებს იკვლევს, სოციოლოგი თანამედროვეებს;
 ისტორიული ამოცანაა, რათა ახსნას ადამიანთა არსებობის ვარიაციები და
მსგავსებები;

ლექსიკონი
 ეტიმოლოგია - სიტყვის წარმომავლობა, შედგენილობა და პირვანდელი
მნიშვნელობა;
 ნიჰილიზმი - ყველაფრის უარყოფა, საყოველთაო ნორმების მიუღებლობა;
 პარტიკულარიზმი - საზოგადოებებს შორის ისტორიული, კულტურული და სხვა
ტიპის განსხვავებები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ის, რაც მათ საერთო აქვთ ;
 ემპირიული - ცდისეული.

ლექცია II-I - ნათესაობა მე-20 საუკუნის მიწურულის ინგლისში ავტორი


(მერილინ სთრათერნი)
ინგლისელთა შეხედულებები
პიროვნულობა - ინდივიდის ევოლუციური თვისება. ვლინდება, როგორც დროის ფუნქცია.
ინგლისელები უშვებენ, რომ სიცოცხლე ემბრიონის პიროვნებად განხილვამდე იწყება.

პიროვნება უფრო მეტია, ვიდრე ის, რაც მას ცოცხლად აქცევს. სიკვდილის მერე ის სხვა
ადამიანების მეხსიერებაში და მოგონებებში აგრძელებს არსებობას და მუდმივად
არსებობს. სიკვდილი სპობს მხოლოდ გარდაცვლილთა აქტიურ სოციალურ
ურთიერთობებს. მაგალითად:

 ქორწინება სრულდება მეუღლის გარდაცვალებით („სანამ სიკვდილი არ


დაგვაშრებს“..);

მათთვის პიროვნება არის სუბიექტური “მე”, სიკვდილი კი ყინავს მის ურთიერთობებს. სხვა
თაობამ შესაძლოა მის ‘დანატოვარში’ (ქორწინება, რწმენა..) შეიტანოს ცვლილებები ,
თუმცა, შეუძლებელია არსებული ურთიერთობების გაუქმება. პიროვნება განიხილება
უნიკალურ ინდივიდად, რომელიც ქმნის მის ინდივიდუალურ ისტორიას.

რადგან პიროვნება არ კვდება, მათი რაოდენობა უფრო იზრდება და მეტი რესურსი


ჩნდება წარსულის შესასწავლად. აღწარმოება არაა არსების მეორეთი ჩანაცვლება,
არამედ ახალი არსების ჩამატება მარაგში. თითოეული პიროვნება განასახიერებს დროის
მრავლობითობას.

სიკვდილი ინგლისელებისთვის - ავტონომიური პროცესი, რომელმაც პირის სიცოცხლე


წაიღო, თუმცა არა მისი ინდივიდუალური პიროვნულობა;
გლოვა - სიკვდილზე რეაქცია და არა მისი განმსაზღვრელი.

„პიროვნება არის მეტი ვიდრე სიცოცხლე. ცხოვრება არის მეტი ვიდრე პიროვნება“.

პიროვნულობის/ სიცოცხლის განსაზღვრის ორი მთავარი ფაქტორი:

 ბუნებრივი სხეულის შესაძლებლობები;

113
მარიამ სუხიტაშვილი. მართვა და საზოგადოებრივი მეცნიერებები

 კულტ-სოც.სამყაროს მიერ შემოთავაზებული შესაძლებლობები და


ვალდებულებები.

მშობლები გავლენას ახდენენ შვილების იდენტობაზე უფრო მეტად, ვიდრე შვილები


ახდენენ გავლენას მშობლების იდენტობაზე, რადგან ჩვენ ‘კავშირებიან’ სამყაროში
ვიბადებით.

ტრობრიანელთა და მასიმის სხვა საზოგადოებების შეხედულებები


ტრობრიანელთა პიროვნება - განისაზღვრება და იდენტობას იღებს
სოც.ურთიერთობებით. პიროვნება ცოცხლად სოც.აქტიურობის მიხედვით მიიჩნევა,
ურთიერთობებს კი ანადგურებს არა სიკვდილი, არამედ - ხალხი. როცა პირი კვდება ,
სხვებმა მასთან კავშირი უნდა შეწყვიტონ, თორემ მიცვალებულს ცოცხლებზე ისევ ექნება
ზეგავლენა. მაგალითად:

 მასიმების მტანჯველი რიტუალი ქვრივებისთვის - ასე წყვეტენ ცოლქმრულ


კავშირს;
 სამგლოვიარო რიტუალები - უმთავრესია, რადგან სიკვდილი განსაზღვრავს
კავშირებს;

გარდაცვლილთათვის ინდივიდუალურობის მოსაშორებლად გადანარჩენებმა უნდა


დაასრულონ ურთიერთობები, რომლებიც შექმნეს გარდაცვლილის სიცოცხლეში .

კუნძული მუიუვის მცხოვრებლების შეხედულებები


მუიუვის სამგლოვიარო რიტუალი - უქმდება გარდაცვლილის მშობლების ქორწინება,
რათა სხვა თაობებს ჰქონდეთ ქორწინების უფლება (მხოლოდ ერთი თაობა შეიძლება
იყოს მშობელი).

ჩრდილოეთ მეკეოს (პაპუა-ახალი გვინეის სანაპიროზე) შეხედულებები


ქორწინებისთვის საჭიროა - პირი ჩამოშორდეს იმ კომპოზიტებს, რომლებსაც ბებია-
ბაბუისგან იღებს, ამიტომ სამგლოვიარო ნადიმით ცოცხლები კავშირს მთლიანად წყვეტენ
წინაპრებთან.

მელანეზიელების შეხედულებები
ისინი შლიან მშობლების სპეციფიური ურთიერთობები, რათა შეიქმნას ახალი პიროვნება.

ლექცია II-II - სოციალური პირი


ადამიანის სოციალური ბუნება
„ჯუნგლების წიგნის“ (მაუგლის) ცენტრალური იდეა - საზოგადოებისგან იზოლირებული
ადამიანის სოციუმში დაბრუნების და “ხელახლა აღზრდის“ შესაძლებლობის საკითხ ი.

„კრიტიკული პერიოდის“ ჰიპოთეზა - ადამიანს ენის ათვისება პირველ წლებში შეუძლია.


სოციალიაზია (ინკულტურაცია) - პიროვნებად ჩამოყალიბება, სოც.ნორმების, წესების და
შიდაკულტურული მნიშვნელობების ათვისება. ეს თანდაყოლილი არაა, არამედ
შეძენილი.

ქცევა - სოციალურად კონსტრუირებულია. განსაზღვრა საზოგადოებამ. ყველა ქცევა,


რომელიც ერთი შეხედვით ბუნებრივად მიგვაჩნია, გარემომ, კულტურამ გვასწავლა .
მაგალითად:

114
მარიამ სუხიტაშვილი. მართვა და საზოგადოებრივი მეცნიერებები

 შიმშილი ბიოლოგიურია, თუმცა საკვების მოპოვების გზებს სოციუმი იგონებს.

საკვები
საკვების მომზადების ხერხები - განსხვავდება კულტურის მიხედვით. ერთი ნაციისთვის,
რაც კარგი გზაა, ის შეიძლება მეორესთვის ასე არ აღიქმებოდეს.
ტაბუ საკვებზე - ყველა სოციუმში გვხვდება. მაგალითად:

 ინდუსების უმაღლესი კასტის წარმომადგენლებს ხორცის ჭამა საერთოდ


ეკრძალებათ;
 კანონმორჩილი ებრაელები და მუსლიმები ღორის ხორცზე უარს ამბობენ და ა. შ.

თმის ზრდა
თმის ზრდაც ბიოლოგიურია, თუმცა მას ჩვენ სოც.კულტურულად ვექცევით (ვიჭრით,
ვიზრდით). თმის მოვლას, სიგრძეს, შეღებვას ფუნქცია შეიძლება ჰქონდეს სხვადასხვა
სოციუმში. მაგ:

 თუ ერთგან გრძელი თმა გლოვას აღნიშნავს, სხვაგან შეიძლება ამბოხს ნიშნავდეს;


 ჰიპებს გრძელი თმა თავსუფლების სიმბოლოდ აქვთ, სხვები ასე არ აღიქვამენ და
ა.შ.

სოციალური შეთანხმება
ადამიანმა საზოგადოებაში არსებობისთვის, ქცევები ზოგად სოც.ჩვევებს და იმპლიიციურ
(ნაგულისხმევ) წესებს უნდა დაუქმევდებაროს. მათ თავისთავად არსებულად მივიჩნევთ .
მაგ:

 მგზავრებმა ბილეთი ავტობუსში ასვლისთანავე უნდა შეიძინონ;


 სავაჭრო ცენტრების გარშემო შიშველი სიარული არ შეიძლება;
 სხვასთან სახლის შესვლამდე უნდა დავაკაკუნოთ ან ზარი დავრეკოთ და ა.შ.

„თანდაყოლილი“ vs. „შეძენილი“


ჩვენი ტიპური მახასიათებლები საერთო ბიოლოგიური თავისებურებებით შეიძლება
განისაზღვროს: მომნელებელი სისტემა, სიმაღლე, წონა, ტვინის მოცულობა, ლაპარაკის
უნარი.

რასობრივი განსხვავებები -1930-40წ-მდე არსებობდა ეს აზრი. ბევრ ევროპელ მეცნიერს


ეგონა, რომ ჩვენში არსებობდა გენეტიკური განსხვავებები, რაც ხსნიდა კულტურათა
თავისებურებებს, თუმცა გენეტიკური განსხვავებების უმცირესი ნაწილი განისაზღვრება
‘რასობრივი ფენოტიპით’:

 ყველა პირს გენთა 99.8% აქვს საერთო, რასობრივი სხვაობა კი 0.012-ს შეადგენს;
 ‘რასობრივი’ განსხვავების უმეტესობა არ არის კავშირში ფიზიკურ გარეგნობასთან :
o ბევრ სოციუმში ლაქტოზის ფერმენტი აკლიათ, რომელიც რძის
მოსანელებლად აუცილებელი კომპონენტია. ასეც შეიძლება დაიყოს რასა.

ადამიანის შესაძლებლობები ბიოლოგიურად შეზღუდულია. მაგალითად :

 არ არსებობს საზოგადოება, რომელმაც ისწავლა თუ როგორ იცხოვრონ მუდმივად;


 არ არსებობს საზოგადოება, რომელმაც ასწავლა თავის წევრებს ფრენა და ა .შ.

115
მარიამ სუხიტაშვილი. მართვა და საზოგადოებრივი მეცნიერებები

ანთროპოლოგია ამ შეზღუდვებს არ აღწერს. ის ფოკუსირებულია სოც.კულტ-


განზომილებებზე.

ანთროპოლოგების გაყოფილი აზრი:

 ევოლუციური თეორიის გავლენით ზოგი მიიჩნევს, რომ ცხოვრების მნიშვნელოვანი


ასპექტები, მთლიანობაში, გენეტიკური წარმომავლობისაა;
 სხვები, ამტკიცებენ, რომ ყოფითი მახასიათებლები, რომლებიც თანდაყოლილი
გვეჩვენება, სოციალური და კულტურული პროდუქტია.

„კულტურა“ - ნებისმიერ ჯგუფს აქვს რაღაც ისეთი, რასაც ჩვენ „კულტურას“ ვუწოდებთ
(ოჯახი, ნათესაობის სისტემა, რიტუალები, რწმენის სისტემები, ბავშვის აღზრდის წესები და
ა.შ);
„კულტურები“- აღნიშნავს განსხვავებებს და იმ ფორმებს, რომლებსაც სხვადასხვა
ლოკაციაზე ვიძენთ (მაგ: სიკვდილის რიტუალი ყველგანაა, მაგრამ ზოგი ხმამაღლა
გლოვობს, ზოგი არა).

ენა
კომუნიკაცია - ‘გადაცემა’,’განაწილება’. ვთანხმდებით, რომ რაღაცას საერთო სახელს
ვანიჭებთ. კომუნიკაცია მოიცავს - ზეპირ მეტყველებას, ჟესტიკულაციას, მიმიკას, ხმის ტონს
და ა.შ.

დუმილი - ესეც ერთ-ერთი ურთიერთობის ფორმაა. მაგალითად ზოგჯერ...:

 გამოხატავს მეგობრულ ურთიერთობას, როცა ერთ პროექტზე უსიტყვოდ მუშაობენ;


 გამოხატავდეს მტრულ დამოკიდებულებასაც (გაბუტვა და ა.შ).

ტაბუ - ზოგ საზოგადოებაში თემებს ტაბუ ადევთ, საიდანაც მკვლევრები ბევრ რამეს იგებენ .
მაგალითად, ინდოეთში არა არის მიღებული სექსზე საუბარი.

არავერბალური კომუნიკაცია - მისი ფორები უმეტესად საერთოა ყველასთვის, თუნდაც


ადამიანები ყველგან ერთნაირად იგებენ მიმიკებს (ბედნერება , გაბრაზება , ზიზღი ..);

საუბარი - დომინანტური მნიშვნელობა აქვს. ის კულტურის უდიდესი გადამცემია. ამ მხრივ


ადამიანი უნიკალურია. სხვა ‘აზრიანად’ ვერ ილაპარაკებს. ჩვენ აღვიქვავთ აბსტრაქტულ
ობიექტებსაც, როგორიცაა სული და ღმერთი.

თითოეული ფენომენის სიმბოლური აზრი და ვერბალური ფორმა შეთანხმებულია


სოციუმებში ხოლო ცნებებსა და სიმბოლოებს შორის ურთიერთკავშირი ქმნის კულტურულ
სამყაროს.

ენასა და კულტურას შორის მიმართება ორმხრივია:

 კულტურა აყალიბებს ენას;


 ენა აძლევს კულტურას გარკვეულ „სტრუქტურას“, სააზროვნო ჩარჩოს.

ენაზე კულტურის გავლენის მაგალითია ჰ.ჰოიჯერის კვლევა ნავახოს ხალხის შესახებ .


მათთვის მოქმედებების აღწერისას მნიშნელოვანია მოძრაობა და მიმართულების
დაკონკრეტება. მაგ:

116
მარიამ სუხიტაშვილი. მართვა და საზოგადოებრივი მეცნიერებები

 ნავახოს აქვს ერთი კატეგორია შემთხვევებისთვის მოძრაობაში და მეორე,


შემთხვევებისთვის მოძრაობის შეჩერებისას.

ენა, ასევე, ნათლად ასახავს ამა თუ იმ საზოგადოების ეკონომიკურ თავისებურებას. მაგ:

 კერძო საკუთრების ცნება სახასიათოა იქ, სადაც სოციალური უთანასწორობა


მკაფიოა;
 საზოგადოებებს, რომლებსაც კერძო საკუთრების ცნება არ აქვთ, ასევე არ აქვთ
ზმნა „I have”, მაგრამ შეიძლება გვითხრან „it is to me”. “have” მაშინ ჩნდება, თუ
ეკონომიკური სისტემა იცვლება და საკუთრებაში ფლობის სისტემებს აყალიბებენ .

„სეპირ-ვორფის ჰიპოთეზა“/ „ლინგვისტური ფარდობითობის ჰიპოთეზა“- ენა ზემოქმედებს


კოგნიციასა და მსოფლმხედველობაზე, ამიტომ ადამიანთა აღქმა სასაუბრო ენას
უკავშირდება.

ჰოპის ენასა და ინგლისურს შორის სხვაობები (რომლებსაც სხვადასხვა აღქმამდე


მიჰყავთ):

 ინგლისური დროისა და სივრცის განცალკევებას გამოხატავს , ჰოპისა კი - არა ;


 ინგლისურს აქვს გამოკვეთილი წარსული, აწმყო და მომავალი და მოვლენები
განსაზღვრულ დროში ხდება, ჰოპი მოვლენებს გამოხატავს როგორც ხდომილებას
დროის დანაწევრების ფიქსირებული სეგმენტების გარეშე .

ამ ჰიპოთეზის შესამოწმებლად საჭიროა მკლვევრებმა განასხვავონ კულტურის სხვა


ასპექტების ზემოქმედება ენობრივი ასპექტების ზემოქმედებისგან .

ბევრი მკლველარი არ მიიჩნევს, რომ ენა „აიძულებს“ ფიქრს, თუმცა შესაძლოა, გავლენას
ახდენდეს ფიქრის დინების, მიმართულების თავისებურებაზე .

კულტურა და ბუნება
ყველა საზოგადოება თანაბრად კულტურულია, თუმცა ერთმანეთისგან განსხვავებულია .
არის მოსაზრება, რომ ბუნებასთან უფრო ახლოს მყოფი რთულ ტექნიკას ვერ ეგუება და
პირიქით.

იტურის ტყის ბამბუთის პიგმეები (კონგოსკენ):

 არიან მონადირეები და შემგროვებლები მარტივი ტექნოლოგიებით ;


 მათი სოც.დიფერენციაცია გენდერს, ასაკსა და პიროვნულ თვისებებს ემყარება ;
 აქვთ ნადირობის ორი განსხვავებული მეთოდი:
o ინდივიდუალური მეთოდი - მშვილდ-ისრით;
o კოლექტიური მეთოდი - ბადის გამოყენებით.
 ქალები/ბავშვები საკვებს აგროვებენ, ფიქრობენ, რომ შიმშილი სიზარმაცის
შედეგია;
 სექსს ქორწინების გარეშე ცუდად უყურებენ, ფლირტი კი მკაცრ წესებს
ექვემდებარება;
 ბამბუთი კაცების უნარი - ნადირობის ტექნიკა, თაფლის შეგროვების მეთოდები და
ა . შ;
 ბამბუთი ქალების უნარი - მცენარეების და მათი გამოყენების შესახებ აქვთ ცოდნა:;

117
მარიამ სუხიტაშვილი. მართვა და საზოგადოებრივი მეცნიერებები

 რელიგია - მალიმოს ეთაყვანებიან. რიტუალებისთვის იყენებენ საყვირს და


სიმღერას;
 უფრო არიან ბუნებასთან (სუბიექტად - მეგობრად აღიქვამენ) ახლოს ვიდრე
მიწათმოქმედნი (ბუნებას ობიექტურად არიქვამენ, რომელსაც ცვლიან, ამუშავებენ).

საბოლოოდ, ბუნებას ზოგჯერ არ აღიქვავენ კულტურის საზპირისპირო ცნებად (თუმცა


არის)
ბუნებას ორი დატვირთვა აქვს - ეკოლოგიური გარემო და ადმიანის ხასიათი.

აქტორი/აგენტი
აქტორი, აგენტი - სოციალური პირი ანთროპოლოგიასა და სოციოლოგიაში. შეიძლება
აღნიშნავდეს ჯგუფსაც კი, ამიტომ მისი ცნება უფრო ფართოა ვიდრე „ინდივიდის“.

კორპორაცია - შეიძლება იყოს აქტორი. უნდა განვასხვავოთ „კატეგორიისგან“( ის


კატეგორია, რომელთაც კლასიფიცირებით რამე საერთო აქვთ, არასოდეს აქტორი).

აქტორთა აქტივობები მიმართულია სხვა აქტორებზე და ამ ურთიერთქმედების


საფუძველზე ყალიბდება. ურთიერთობა ორ ინდივიდს შორის არის სოციუმის უმცირესი
„საშენი მასალა”.

სტატუსები და როლები
სოც.სტატუსი - ჩვენ სხვებისადმი უფლებ-მოვალეობები გვაქვს, რაც ზოგჯერ სიტუაციურად
იცვლება. არ არსებობს ორი ადამიანი სრულიად იდენტური უფლებებითა და
მოვალეობებით.

სტატუსი
სტატუსი - პიროვნების სოციალურად განსაზღვრული ასპექტი. განსაზ ღვრავს
სოც.კავშირებს. სხვა ადამიანების მიმართ გარკვეულ უფლებებსა და მოვალეობებს
აყალიბებს. პირს შეიძლება რამდენიმე სტატუსი ჰქონდეს (იყოს ბიძაც, კბილის ექიმიც ,
მეზობელიც და ა.შ).

სოციალური პირი - განისაზღვრება ზემოთ მოყვანილი სტატუსთა ერთობლიობით.


აქტორისთვის (სოც.პირისათვის) თითოეული სტატუსის „წონა“ განსხვავებულია. მაგ:

 პირის რელიგია შეიძლება იმდენად მნიშვნელოვანი იყოს, რომ მის საქმიანობაზეც


ზემოქმედებდეს, მაშინ როცა,ნათესაური სტატუსები მისთვის უმნიშვნელოა .

დადგენილი სტატუსი - ვერ შეცვლი. მაგ:7 წლის ბიჭს ვერ აირჩევს, რომ არ იყოს ვაჟი ან
ბავშვი;
მოპოვებული სტატუსი - მას ირჩევს აქტორი, თუნდაც პროფსია. (ზოგან ესეც დადგენილია).

კლასიკური ანთროპოლოგები და სოციოლოგები ჯგუფებს განასხვავებდნენ ასე:

 „თანამედროვე საზოგადოებებში“ - სოც.სტატუსები უმეტესად მოპოვებული იყო;


 „ტრადიციული საზოგადოებებში“ - სოც. სტატუსები უმეტესად დადგენილი იყო.

სოც.სტატუსის ქონა პიროვნების მოქმედებებს სპეციფიკურად განსაზღვრავს. მაგალითად:

118
მარიამ სუხიტაშვილი. მართვა და საზოგადოებრივი მეცნიერებები

 ინუიტებში თვლია, რომ საჭიროებისას შამანი ზებუნებრივ ძალებს უნდა


დაუკავშირდეს;
 ტრობრიანდის კ-ზე მოელიან, რომ ცოლს მხოლოდ ქმართან ექნება სექსი;

როლი (სოც.სტატუსის დინამიკური ორეული)


როლი - ზოგჯერ სტატუსის სინონიმად მიიჩნევა. ანთროში ითვლება სტატუსის დინამიკურ
ასპექტად, ანუ ეს არის სტატუსი მოქმედებაში. როლი განისაზღვრება სტატუსის მიხედვით.

როცა პირი სტატუსით განსაზღვრულ როლთან დაკავშირებულ წესებსა და მოლოდინებს


არღვევს, საზოგადოების სხვა წევრებმა შეიძლება სანქციები, სასჯელი ან სხვა ... დაუწესონ.

როლების ცვლა
სტატუსის დიფერენციაციისა და სანქციების განხორციელებით სოც .ცხოვრება
ნაწილობრივ მოწესრიგებულია, თუმცა არა ყოველთვის პროგნოზირებადი .

სოც.სტატუსი და როლი აქტორს კონკრეტულ უფლება-მოვალეობებს აკისრებს და მის


შესაძლო მოქმედების არეს განსაზღვრავს, თუმცა არა სრულად, რადგან სტატუსი
არასოდეს აწესებს ქცევის დეტალურ წესებს ყველა სიტუაციისათვის და როლიც არაა
სტატუსის იდენტური. ანუ, ადამიანი იძულებულია, იმპროვიზაციას მიმართოს. მაგალითად:

 ‘მამის’ სტატუსი მოლოდინებს იწვევს, თუმცა მისი შესრულების ბევრი გზა


არსებობს.

როლის თამაში - იყენებენ, რათა თანაავტორს წარმოდგენა შეუქმნან თავიანთ ვინაობაზე .


ი.გოფმანის „თვითპრეზენტაცია ყოველდღიურ ცხოვრებაში“ - სხვადასხვა მაგალითზე
ავტორი გვიჩვენებს, როგორ იყენებენ ადამიანები სტატუსებს და სოც .ურთიერთობებს
მიზნებისთვის:

 ‘შთაბეჭდილების მენეჯმენტი’ - როცა მაგალითად პირი ცდილობს უფროსზე კარგი


შთაბეჭდილება.
o ეს პირველად გამოიყენა ფ.ბართმა - აღწერდა დას.ნორვეგიის ნაპირის
ხალხს. გემზე უფრო მნიშვნელოვანი იყო პროფესიული სტატუსი, რაც
დანაწილებული გახლდათ. გემზე აქტორები შთაბეჭდილების მოხდენას
ცდილობდნენ, როცა საქმის კარგად შესრულებთ კაპიტანს მზაობას
ანახებდნენ. ამით თავიანთი სტატუსის კომპეტენტურ მატარებლებად
წარმოადგენენ.

არ შეიძლება ვიფიქროთ, რომ ყველა იტყუება და თამაშობს როლს (ნაწილობრივ კი ).


გოფმანის უნდა გვანახოს, რომ ზოგი სოც.ჩვეულებები ჩვენს ქმედებებს განსაზღვრავს . თუ
აქტორს სურს, რომ მისი ქმედება გასაგები იყოს, ყველაზე სპონტანური აქტსაც კი
სოც.ფორმებს აყრდნობს.

თუ პირს სოც.ნორმების დარღვევა სურს, ამისთვის შეზღუდული გზები აქვს. ეს ჩანს


(ჰ.გარფინკელისეულ კვლევის მეთოდშიც):

 „არევ-დარევის ექსპერიმენტი“ - ნორმები და წესები ქცევის გარდა, სოც.წესრიგსაც


აყალიბებს. ექსპერიმენტის დროს მკვლევარი განზრახ იწყებდა უცნაურად ქცევას
(მაგ: კოსტუმში გამოწყობილი ქუჩაში ხტოდა). ამის მერე უყურებდა რეაქციებს და
იმ სოც.სტრუქტურას სწავლობდა, რომელიც ამგვარ რეაქციებს განაპირობებდა.

119
მარიამ სუხიტაშვილი. მართვა და საზოგადოებრივი მეცნიერებები

ინდივიდები ყოველდღიურად მონაწილეობენ სოც.ინტერაქციის „თამაშის წესების “


განსაზღვრაში და თან არ იციან რომ ამას აკეთებენ.
 ჩვეულებებს ზოგჯერ ‘ციხედ’ აღწერენ, რომელიც ჭეშმარიტ ‘მე’-ს ზღუდავს. ხალხი
ცდილობდა ‘ბუნებრივი’ ფორმით ეცხოვრათ, იზრდიდნენ თმებს, ჰქონდათ
ქაოტური სექსი და ა.შ. კრიტიკოსებმა აქედან 2 ზოგადი სოც.ხასიათის დასკვნა
გამოიტანეს:
o ახალი სოც.ჩვეულებები სწრაფად გავრცელდა და მეამბოხეებთანაც უკვე
ვერ მოხვდებოდი თუ რაღაც დრესკოდს არ დაემორჩილებოდი;
o ადამიანი მაინც სოც.რიტუალებზე და ჩვეულებებზეა დამოკიდებული .

პიროვნული “მე”
პიროვნული ‘მე’-ს როლებად დანაწილება დაუშვებელია. ის ‘განუყოფელი და მთლიანი
პიროვნებაა’, მაგრამ ზოგი სიტუაცია მოითხოვს, რომ მათ მოვერგოთ.
ზოგადად ეს მარტივია, მაგრამ ზოგჯერ პირი ურთიერთგამომრიცხავ მოლოდინებს
ეჩეხება:

 როცა მოზარდი უცბად თავის მეგობრებს მშობლების თანხლებით შეხვდება .

ადამიანთა ყველა ჯგუფს გააჩნია პიროვნული ‘მე’-ს და პერსონის ცნება, მაგრამ ეს


სხვადასხვა კულტურაში სხვადასხვაგვარად ესმით. მაგალითად:

 ევროპაში - პიროვნული ‘მე’ განუყოფელი (‘individual’) და სუვერენულია;


 არადასავლურ სოციუმში - პიროვნული ‘მე’ სოც.ურთიერთობების ერთიანობაა:
o ცენტ.აფრიკაში - ბავშვი თუ მოკვდება, მათი აზრით ის წინაპართა სულებს
ვერ შეერწყმება, რადგან სოციალურად დიდხანს ვერ იცხოვრა. არ აღიქმება
პირად;
o მელანეზიაში - პიროვნება იქამდე არ ითვლება გარდაცვლილად, სანამ მის
ყველა ვალს არ დაფარავენ და მემკვიდრეობა არ განაწილდება. ანუ, სანამ
ყველა სოც.ურთიერთობა, რომელშიც მონაწილეობდა, არ დასრულდება.
სთრათერნი მიხვდა, რომ ისინი ისე აღიქვამენ ადამიანს, როგორც
სოც.მეცნიერებები (ანუ, მათთვის პირი არის სოც. ურთიერთობის
ერთიანობა).

მოსი აღნიშნავს, რომ ‘persona’ თავიდან ‘ნიღაბს’ ნიშნავდა. ის გვაჩვენებს, რომ


‘პიროვნული მე’-ს იდეა „ნიღბის“ ან „როლის“ ცნებებისგან განსხვავებული მნიშვნელობით
ევროპაში მხოლოდ ქრისტიანობის გავრცელების შემდეგ ჩნდება.

ლექცია III-I - მითის სოციოლოგიური თეორია


ბრანისლავ მალინოვსკი
 მალინოვსკი - მითის კვლევისას საჭიროა, „პრიმიტიულ“ მითოლოგიას
დავუბრუნდეთ;
 მალინოვსკიმ დაუკავშირა მითი რიტუალს - მითი მართავს ხალხის სოც.ქცევას;
 მალინოვსკის რჩევა - ველზე ჩართული დაკვირვების წარმოება.

120
მარიამ სუხიტაშვილი. მართვა და საზოგადოებრივი მეცნიერებები

მითი - ცხოვრებისეულად განცდილი რეალობა (მალ.). აძლიერებს რწმენას, იცავს


მორალს და რიტუალის ეფექტურობას ამტკიცებს, რომ მითი ცივილიზაციის/კულტურის
ცოცხალი ნაწილია.

მალინოვსკი ფუნქციების მიხედვით ერთმანეთისგან განასხვავებს...:

 ზღაპრებს - სოციოლოგიური კონტექსტი ვიწროა;


 ლეგენდებს - უფრო ღრმად იჭრება საზოგადოების სათემო ცხოვრებაში;
 მითებს - მისი ფუნქცია უკავშირდება ტრადიციას და წარსულთან
დამოკიდებულებას.

„მაგია, მეცნიერება და რელიგია“ (მოკლედ):


„მითი არაა ველურთა სპეკულაცია ან ბუნებაზე დაკვირვების შედეგი . ესაა სამართლიდან
გამომდინარე მოვლენების ჩამოყალიბებაა. ზოგჯერ ის მაგიური გამოცხადების რეალური
მტკიცებულებაა, რომელიც მომდინარეობს იმ პირისგან, რომელმაც შეიგრძნო ის
პირველად. უფრო ხშირად ესაა გარკვეული კლანის, თემის, ოჯახის მიერ მაგიის
დაუფლების პროცესი. ის ადამიანის რწმენის შედეგია, ასე ხალხი იგებს ზებუნებრივობაზე;
მითი ასევე ნებისმიერი ტიპის სოც.ძალასთან, მტკიცებასთან შეიძლება იყოს კავშირში. მას
ასევე მოიხმობენ მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისას;
რელიგიური რწმენების წყაროს ძებნამაც კი შეიძლება მითთან მიგვიყვანოს;
სოციოლოგიური მითი ერწყმის ლეგენდებს. მითის ფუნქციაა თავდებად დადგომა,
ძალაში დარწმუნება, კვანძის გახნაა და ა.შ.“ (უაზრო გრძელი ტექსტი...).

კლოდ ლევი-სტროსი
სტროსის ბინალური ოპოზიციების პრინციპი - უნივერსალური კულტურის გრამატიკით
ცადა ენახებინა როგორ იქმნებიან კულტურული დისკურსის ნაწილები. ასევე ის წესები,
რომლებითაც ეს ნაწილები (ოპოზიციურ ნებათა წყვილები) ლაგდებიან და ერწყმიან
ერთმანეთს.

მითი - სტროსის აზრით, ბინარული ოპოზიციების ასეთი კომბინაციების ნაყოფია. ის


უარყოფს, რომ მითები წარმოსახვაა. მითოლოგია მისთვის რეალობის კოსმოლოგიური
ინტერპრეტაცია. ის „არაცნობიერში განდევნილ“ განცდებს ასახავს. ყველა ნაციის მი თს
რაღაც საერთო აქვს, ამიტომ არ შეიძლება, რომ შემთხვევითი იდეები იყოს.
მითს ენის მსგავსად უნდა მივუდგეთ. მასში ფორმა (ალბათ გადმოცემის) შინაარსზე
მნიშვნელოვანია. მასში უნდა ვუყუროთ არა სიმბოლოებს, არამედ მათ
ურთიერთმიმართებას. ის მითს ენის ფენომენად მიიჩნევს და ფონემის 13 ანალოგიით,
ახალი ცნება, „მითემა“ შემოაქვს.

მითემა - მითის მსხვილი ერთეულია. მითის დანაწევრებით ვხედავთ, რომ მის თითოეულ
სუბიექტს ცალკეული ფუნქცია აქვს.

ტროსი - „მითიური აზროვნების ლოგიკა ისეთი მკაცრია, როგორიც მეცნიერებისა. მათი


განსხვავება საგნის ბუნებაშია. ორივეგან ვხვდები თ ლოგიკურ პროცესებს (მსგავსს)“.

13
ენის ძირითადი ელემენტი

121
მარიამ სუხიტაშვილი. მართვა და საზოგადოებრივი მეცნიერებები

თალალ ასადი - რელიგია


ამტკიცებდა, რომ რელიგიის უნივარსალური განმარტება ნიღბავს იმას, რომ ის
დასავლური სეკულარული მოდერნულობის ნაყოფია. რელიგიას ვერ გავიგებთ
სეკულარიზაციის გარეშე.

სეკულარიზაცია14 - მტკიცედ უკავშირდება ევროპული ქრისტიანობის ტრანსფორმაციას.


რელიგიის შესწავლისას კონტექსტზე ყურადღებას უნდა ვამახვილებდეთ.

ასადი აკრიტიკებს გირცს, რომელიც რელიგიას აიგივებს ლიბერალურ


პროტესტანტიზმთან. ასადის აზრით რელიგია სოციალური და რელიგიური ძალაუფლების
კონფიგურაციების საფუძველზე დგინდება. ის ამბობს, რომ გირცისეული განმარტება
(შემდეგ თავშია) ბადებს კითხვას - „საიდან ჩნდება სიმბოლოთა სისტემა?“. მისი აზრით
რელიგია ზოგადად ვერ განიმარტება. განმარტება მხოლოდ კონკრეტული
ისტ.კულტურული კონტექსტით შეიძლება.

ლექცია III-II - რელიგია და რიტუალი


ფ.ბართი იკვლევდა სამხრ.ბასერებს - ისინი მესაქონლე ხალხია. ფორმალურად
მუსლიმები არიან, მაგრამ გულგრილნი არიან რელიგიისადმი. თავს „უმოქმედო
მუსლიმებს“ უწოდებენ. ანუ, ის რელიგიური ცნებები, რაც ჩვენთვის აქტუალურია ,
სხვებისთვის ასე შეიძლება არ იყოს.

წარმართობა - არაქრისტიანული რელიგიები და მათი საჯარო რიტუალები;


ცრურწმენა - რწმენა, რომელსაც ვერც მეცნიერება, რელიგია ან ‘საღი აზრი’ ვერ ხსნის;

ე.ტაილორისგან რელიგიის განმარტება - „ზებუნებრივი არსებების რწმენა”, თუმცა მაინც


რა არის ზებუნებრივი, ის, რაც ჩემთვის ზებუნებრივია, სხვისთვისაცაა და ა .შ ...

ე.დიურკჰაიმის აზრი:
ყველა სოციუმში განასხვავებენ უწმინდურსა (პროფანული) და წმინდას (საკრალური ).
რელიგიას წმინდა სფეროს მიაკუთვნებს. რელიგიის ფუნქცია პრიმიტიულებთან
რიტუალებით/წარმოდგენებით სოლიდარობისა და სოც.ინტეგრაციის უზრუნველყოფაა
‘რელიგიური ცხოვრების ელემენტარული ფორმებში’ წერს, რომ თავის ყველაზე
სიღრმისეულ გამოვლინებაში, რელიგია საზოგადოების მიერ საკუთარი თავის
თაყვანისცემას წარმოადგენს.

კ.გირცის აზრი:
რელიგიის განმარტება - ესაა (1) სიმბოლოთა სისტემა, რომელიც (2) ძლიერ განწყობა-
მოტივაციას ქმნის (3) ყოფიერების ზოგადი წესრიგის შესახებ წარმოდგენით და (4)
რეალობის ისეთი აურით შემოსვის გზით, რომ (5) განწყობები და მოტივაცია სრულიად
რეალისტური ჩანს.

მისი აზრით რელიგიის სოც.ფუნქციის ნაცვლად, უნდა გამოვიკვლიოთ, რა არის ის მისი


ხალხისთვის, როგორ ეხმარება მათ სამყაროს აღქმაში და როგორ სძენს აზრს მათ
არსებობას.

14
როცა რელიგიური აზროვნება კარგავს სოციალური გავლენასა და მნიშვნელობას.

122
მარიამ სუხიტაშვილი. მართვა და საზოგადოებრივი მეცნიერებები

რელიგია დუალურია (ორსახოვანია) - ის ერთდროულად გვთავაზობს მოდელებს


სამყაროს მოწყობის შესახებ და მოდელებს ქმედებისათვის.

გირცის აზრებმა 1970-იანებამდე არსებული ტენდენციები შეცვალა. ადრე „პრიმიტიული


საზოგადოება“ იყო ისეთი, რომელსაც არ ჰქონდა დამწერლობა, იყო იზოლირებული,
ჰქონდა მცირე პოპულაცია, მარტივი სოც.ინსტიტუტები და ტექნოლოგია.

ზეპირი და წერილობითი რელიგიები


წერილობითი რელიგიები
ისინი ეფუძნება წმინდა ტექსტებს. არის წიგნის რელიგიები. მორწმუნეებს მისი
ელემენტარული ცოდნა მოეთხოვებათ. წიგნების გამო შეიძლება მისი მარტივად
გავრცელება სხვადასხვა

მოქცევის რელიგიები - განსაზღვრავს წერილობით და ახლო აღ-ის მონოთეისტურ


რელიგიებს. ესაა რწმენის სისტემები, რომლებზეც პირს შეუძლია მოექცეს და რწმენა უნდა
დაადასტუროს. ისინი ექსკლუზიურია და სინკრეტიზმი (რწმენათა არევა) არ ახასიათებთ.

ზოგ წერილობით რელიგიას (ინდუიზმს, ბუდიზმს) ნაკლებად ფიქსირებული დოქტრინა


აქვთ და ნაკლებად ითხოვენ მორჩილებას, ვიდრე მონოთეისტური წერილობითი
რელიგიები.

ზეპირი რელიგიები
მათთვის დამახასიათებელია სინკრეტიზმი. თუნდაც როცა ქრისტიანებმა აფრიკაში
რწმენა გაავრცელეს, მათ ქრისტიანობა მიიღეს და თან სულებს ეთაყვანებოდნენ . ისინი
ჩაშენებულია სოც.პრაქტიკაში, როცა წერილობითები სოც.ინსტიტუტებისგან ხშირად
განცალკევებულია.

ისინი ლოკალურად შემოსაზღვრულია - მაგ: ნუერის, კაგურუს ხალხი არ ელის, რომ


მსოფლიო მათი კულტის მიმდევრი გახდება.

მცირე და დიდი ტრადიციები


ძალაუფლება - ინდუსტრიულ სოციუმში მარტივად იდენტიფიცირებადია, ხოლო
არაინდუსტრიულში ხშირად ყოველდღიურობაში „გაბნეული“.

რ.რედფილდისეული რელიგიების ‘მცირე’ და ‘დიდ’ ტრადიციებად კლასიფიცირების


წესი: რელიგიისა და ცოდნის განსხვავებული ფორმები ბევრ სოციუმში თანაარსებობს .
მაგალითად:

 ქრისტიანობასთან ერთად (დიდი ტრადიცია) არსებობს „ავი თვალის“ რწმენაც


(მცირე);
 ქრისტიანობა დიდი ტადიციაა ჩვენთან, ხოლო ლომისობა მცირე და ა.შ.

ნიუ ეიჯი (ჩრ.ატლანტიკური) - რწმენით განკურნებას, ნათელმხილველობასა და წმინდა


კრისტალებს უკავშირდება. ესეც მცირე ტრადიციია, მისი დიდი ტრადიცია კი მეცნიერებაა.

ზეპირი რელიგია აფრიკაში


ზეპირი რელიგიები ხასიათდება დოგმის შედარებითი არსებობით და არარელიგიურ
სფეროსთან მჭიდრო კავშირით. ამის მაგალითია ზეპირი რელიგია აფრიკაში :

123
მარიამ სუხიტაშვილი. მართვა და საზოგადოებრივი მეცნიერებები

კაგურუს ხალხის რწმენა - სამყარო მულუნგუმ შექმნა, თუმცა მის ნაცვლად გასაჭირის
დროს კაგურუები რჩევისათვის წინაპართა სულებს მიმართავენ (მთის ფერდობზე,
სოფლიდან შორს).
წინაპარები - მითიურ წარსულში ჩრ-დან და აღ-დან ჩამოვიდნენ. სანათესავო გვარები
დააფუძნეს და მიწები დაინაწილეს, ამიტომ მათ თავიანთ მიწებთან ზებუნებრივი კავშირი
აქვთ. ამ რწმენის გამო მიწებს არ ყიდიან, რასაც მივყავართ ეკონომიკურ სისტემამდე .

კაგურუებს სჯერათ, რომ წინაპართა სულებს მათი ცხოვრებაზე დიდი გავლენა აქვ თ. მაგ:

 ქალმა შვილის სიკვდილზე თქვა, რომ მამამისი მარტოდ გრძნობდა თავს და


წაიყვანა.

წინაპართა კულტების ლოგიკა


კოპიტოვი აცხადებს - ასეთ სოციუმებში ცოცხლებსა და სულებს შორის ტერმინოლოგიური
ან კონცეპტუალური სხვაობა არაა. ზრდასთან ერთად, პირი ბრძენდება და ნაკლებ
აქტიური ხდება. წინაპრებიც ასევე აღიქმებიან. ანუ სიკვდილის და სიცოცხლის ხაზი არაა
მკაფიო.

წინაპართა პატივისცემა პოლიტიკურ ლეგიტიმაციასა და სოც .სტაბილურობაზე აისახება .


როცა ასაკი სიბრძნისა და პოლიტიკის კრიტერიუმია, პოლიტიკა კონსერვატული ხდება .
წინაპრებმა ცხოვრების წესი განსაზღვრეს. უხუცესები მათი შუამავლები არიან ,
რომლებსაც ახალგაზრდა შთამომავლები უსმენენ და ემორჩილებიან.

„წარსულის გაცოცხლება“ - უკავშირდება ბევრ აფრიკულ რიტუალს (ჰორტონი), რომლითა


ცოცხლები უხუცესებისგან ნასწავლი ღირებულებებისა და პრაქტიკების ერთგულნი
რჩებიან.

რელიგია და პოლიტიკა - რელიგია შესაძლოა ნარკოტიკივით მოქმედებდეს და რეალური


პოლიტიკური საკითხებიდან ყურადღება გადაჰქონდეს ღვთისმოსავი , პოლიტიკურად
პასიური ადამიანების ფანტაზიებზე ბედნიერი იმქვეყნიური ცხოვრების შესახებ .

რიტუალი
რიტუალი და რელიგია პრაქტიკაში
რიტუალი - რელიგიის სოც.გამოვლინება, რომელიც მას კონკრეტულ გამოხატულებას
ანიჭებს. ესაა წესებზე აგებული საჯარო მოვლენა, რომლითაც მიწიერი-სულიერი სამყარო
კავშირდება.

ე.დიურკჰაიმის აზრი - რიტუალი თვითგამოხატულებაა. ესაა ძალაუფლების ლეგიტიმაციის


საშუალება და იდეოლოგიის ძირითადი მექანიზმი.

ვ.ტერნერის აზრი - აქცენტირებს რიტუალურ სიმბოლოს მრავალმნიშვნელოვნებაზე. ის


შეიძლება არც უკავშირდებოდეს რელიგიას (მაგალითად, მამლების ჩხუბი, ოლიმპიადა
და ა.შ). რიტუალები წარმოადგენს სოც.რეალობის რამდენიმე მნიშვნელოვანი დონის
სინთეზს (სიმბოლური და სოციალური, ინდივიდუალური და კოლექტიური).

124
მარიამ სუხიტაშვილი. მართვა და საზოგადოებრივი მეცნიერებები

რიტუალი და ეკოლოგია - „კაიკოს“ დღესასწაული ცემბაგა-მარინგის


საზოგადოებაში
რიტუალის და ეკოლოგიის კავშირის მაგალითი (რ.რაპაპორტის კვლევა) - ცემბაგები
(ახალი გვინეა) მებაღჩეები, მეღორეები და მეომარი ხალხია. ყოველ XIV-XV წელს კაიკოს
დღესასწაულს აწყობენ და წლის ბოლოს ‘მეზობელს’ ომს უცხადებენ. ომამდე ისინი
უამრავ ღორს წირავენ წინაპრებს. ეს ფესტივალი მაშინ იწყება, როცა სოფელში იმდენი
ღორია, რომ მოსავალს ანადგურებენ. ეს ერთგვარი საპასუხო რეაქცია ღორების
პარაზიტიზმზე, ასევე თუ ომში დამარცხდნენ უწევთ სხვაგან გადასვლა, რაც ეკოსისტემაზე
ზეწოლას ამსუბუქებს (ანუ, როცა არეზე ღორების და ადამიანის უხვი რაოდენობა
მცირდება, ეკო.სისტემა სტაბილურდება).

რიტუალის ორაზროვნება: კაპფერერი vs. გირცი


ბ.კაპფერერი შრი-ლანკაზე სინჰალელთა ეგზორციზმის რიტუალს იკვლევს - ამ
რიტუალით მონაწილეები სამყაროს უფრო ნათლად აღიქვამენ და მასში საკუთარ
ადგილზე ფიქრდებიან.

კაპფერერი VS გირცი - გირცი მამლების ჩხუბის მაგალითზე ამბობდა, რომ სანაძლეოს


დამდებნი იყვნენ სრულადგაცნობიერებული ის ხალხი, რომლებიც ბრძოლის ადგილას
ახლოს იდგა. კაპფერერთან კი პირიქით, წინ მსხდომებს იმდენად აბრუებთ დრამატიზმი,
რომ უფრო ცუდად აღიქვამდნენ სიტუაციას და უკან მსხომდნი ამ დროს უკეთესად
იგებდნენ ყველაფერს.

რაპაპორტის სისტემური ეკოლოგია და კაპფერერის, გირცის ჰერმენევტიკული მიდგომაც


ერთ რამეზე თანხმდება - რიტუალი სოციუმის/ცხოვრების კომპლექსურობის ამსახველი
პროცესია.

გარდასვლის რიტუალები
გარდასვლის რიტუალი - ეს ტერმინი ა.ვ.გენეპთანაა ასოცირებული. ის ამბობდა, რომ
„სოციუმი მათი მეშვეობით თავის კვლავწარმოებას ახდენდა“. ადამიანები სტატუსებს
სოც.სტრუქტურის ცვლილების გარეშე იღებენ. ცერემონია კი მათ ახსენებს უფლებებსა და
ვალდებულებებს.

ვ.ტერნერმა (გაიზიარა გენეპის აზრი) შეისწავლა ნდემბუს ხალხის გარდასვლის რიტუალი


- ისინი სოციუმში ინტეგრირების გზაა და ხალხს სულიერებასთან, სოც.ორგანზმთან
ერთობის მისტიკურ გამოცდილებას აძლევს. გარდასვლის რიტუალებს სამ ფაზად ყოფს:

 განცალკევება - სოც.სტრუქტურის ფიქსირებულ წერტილიდან პირის/ჯგუფის რაღაც


უცნობისკენ გადაადგილება. როცა წყვეტა სრულდება, შედიან შემდეგ ფაზაში ;
 ლიმინალური (სასაზღვრო მდგომარეობა) - პირი სოციუმის გარეთ ორ სტაბილურ
პირობას შორის ექცევა (არც იქ, არც აქ). ეს სარისკოა, რადგან შეიძლებ უარყონ
რეინტეგრაცია, მისი ღირებულებები და ძალაუფლების იერარქიები . აქ რისკს
წარმოადგენს ანომია (სოც.ქაოსი) ან სოც.მიუსაფრობა. ეს ფაზა მაინც
აუცილებელია პირის წინა სტატუსისგან განწმენდისა და ხელახალი
დაბადებისთვის. რიტუალის მერე ის ახალი ადამიანი ხდება და სტატუსიც ეცვლება
(მაგ: ბიჭი იქცევა კაცად);
 რეინტეგრაცია - პირებს უკვე ახალი პიროვნება და უფლება-მოვალეობები აქვთ.

125
მარიამ სუხიტაშვილი. მართვა და საზოგადოებრივი მეცნიერებები

კაგურუს ხალხის წესი - თუ ბიჭი წინადაცვეთისთანავე კვდება, იგი არ დაიკრძალება


ჩვეულებრივი წესით, რადგან მოკვდა, როგორც ლიმინალური, შუალედური პირი ან
უპირო.

ტერნერის ფაზების მაგალითი - ბაიდელმანის მიერ კაგურუს ხალხის რიტუალის


აღწერა:

 განცალკევება - 10-12 წლის ბიჭები სოფლიდან ბუჩქნარში მიჰყავთ, ხდიან და


პარსავენ. მერე წინდაცვეთავენ. ამ დროს კაცები უმღერიან, უყვებიან მითებს
თავანთი მსოფლმხედველობის გასაზიარებლად და სასწავლებლად. ამის მერე ;
 ლიმინალური ფაზა - ბიჭები რაღაც დრო რჩებიან ბუშში, კაცები კი ამდროს ცდიან:
o ბიჭებმა ბუჩქნარში ღამით, ლომის ღრიალის ფონზე უნდა გაიარონ, თან
ეუბნებიან, რომ მოკვდებიან და ა.შ. ეს ფაზა ხანგრძლივია;
 რეინტეგრაცია - ბიჭებს აბრუნებენ სოფელში და ახალ სახელებს არქმევენ.

რიტუალი გოგონებისთვის (‘სახეს’ ძირეულად ისინი არ იცვლიან) - ბიჭებისგან


განსხვავებით ცალკე მიჰყავთ სოფლის ქოხებში, წინდაცვეთენ და სხვანაირ ზნეობრივ
განათლებას აძლევენ.

ლიმინალური ფაზა - ბიჭები ერთად ლახავენ სირთულეს, რაც მომავალში სოლიდალურ


კავშირებს ქმნის, რომლებიც ასტულებს შემამსუბუქებელი პოლიტიკური ფაქტორის
როლს. სხვაგვარად ექსკლუზიურად საგვარეულო ხაზზე იქნებოდნენ დაფუძნებული .

თანამედროვეობის რიტუალები: ფეხბურთი


სპორტი - თანამედროვე რიტუალი.
ფეხბურთი - მის ანთრო.კვლევის ფოკუსს სოც.ისტორიიდან რელიგიურ ანთროზე უნდა
გადაენაცვლა. ფეხბურთის კვლევებში უმეტესად სოც.იდენტობის ფორმებს სწავლობენ .

 რ.დამატა - ფეხბურთის მხარდამჭერთა დინამიკა სოც.დრამის ცნებით შეისწავლა ;


 ე.დუარდო არჩეტი - თამაში გააიგივა ‘კაცურობს ზეიმთან’, ფეხბურთელები -
ხატებთან;
 ჰ. ჰოგნესტადი - მოიკვლია შორეული ფანები (ლივერპულის ნორვეგიელი ფანები);
 სხვები - აქცენტი გულშემატკივართა კლასობრივ მახასიათებელზე გააკეთეს;
 კიდე სხვები - ფეხბურთის ცენტრალურ როლზე (ოპერაციულ დონეზე მაინც),
ეროვნული იდენტობის გამოხატვასა და თაობებს შორის გაუცხოების აღმოფხვრაზე
(ბიჭები მამის საყვარელი გუნდის ფანები ხდებიან) გააკეთეს აქცენტი .

ფეხბურთის (მრავალხმიანი სიმბოლური სფერო) უნარი - გამოხატოს


პოლიტ.შეხედულებები:

 გლაზოელები მხარსუჭერენ ქალაქის ორი გუნდიდან ერთ-ერთს.

ფეხბურთის გლობალურობა - გამოიხატება ტრანსნაციონალურ ჯგუფებში. ასევე


მაგალითად:

 მანჩესტერ იუნაიტედი ‘გაგლობალურდა’ და შეიცვალა ლოკაცია. პარადოქსულია ,


მაგრამ, ფაქტობრივად, სინგაპურის გუნდად იქცა.

126
მარიამ სუხიტაშვილი. მართვა და საზოგადოებრივი მეცნიერებები

რადგანაც თამაშების შედეგების პროგნოზირება შეუძლებელია , საზღვარი იშლება


ფეხბურთს, რელიგიასა და ჯადოსნობას შორის.

ლექცია IV-I - ოჯახის ათას ერთი ფორმა


ეთნოლოგიური სინამდვილე - ოჯახისთვის შესაქმნელად ქალის და კაცის ურთიერთობა,
მამის გვარის მიცემა და ა.შ. არაა უნივერსალური მოვლენა. მაგალითად:

 ქალების ქორწილი - სუდანელ ნუერებში თუ ქალი უნაყოფოა, კაცის ტოლად


მიიჩნევა, ამიტომ შეიძლება ქალზე დაქორწინდეს. ის კაცვით მუშაობს, ცოლი
„ქმარს“ ეძახის. ასევე უცხო კაცისგან ცოლს ბავშვსაც აჩენინებს, რომელიც „მამას“
ეძახის და ა.შ.
 მკვდართან ქორწინება - ნუერებში, როცა მკვდარს შთამომავლობა არ ჰყავს,
შეიძლება ‘დაოჯახდეს’. მის ცოლს შვილი თუ ეყოლება, მკვდრის გვარს ატარებს.
ცოლს, ქმრის სახელით შეუძლია მის ნათესავებს გაჰყვეს ცოლად (მარა იმის
ქმარია მაინც), ასევე შეუძლია ქალზე ქორწინებაც. ბიოლოგიური მამები კი ბიძებად
ან ძმებად მიიჩნევა;
 ბურკინა ფასოში - ბავშვი ნაწილდებიან ცოლებში და მათ სხვები ზრდიან. ისინი
მიიჩნევან აღმზრდელებად. ბავშვები მათ დედად ზრდასრულობამდე მიიჩნევენ ;
 ტიბეტელებში - როცა უფროსი ძმა ცოლს მოიყვანს, 1 წლის ინტერვალებით მერე
უმცროს ძმებს გადაცემა და ხან ერთის ცოლია ხან მეორესი. შვილები მამად
უფროსს აღიქვამენ, დანარჩენებს ბიძებად. ოჯახის ქონებას განაგებს საერთო
მეუღლე;
 სენუფოს ხალხი - ქმრები მუდმივად არ არიან ცოლებთან და აკითხავენ ხოლმე.

ლექცია IV-II - ქორწინება და ოჯახი


ქორწინება
ქორწინება - არაა რაღაც საბუთი. ესაა სქესობრივ-ეკონომიკური კავშირი ქალს და კაცს
შორის. თავიდან ყოველთვის მუდმივად მოიაზრება. ასევე ესაა ის მოვლენა, რომლის
საჯაროდ თქმასაც არ ერიდებიან, ანუ შეუძლიათ თამამად თქვან „გაიცანით ჩემი ქმარი “
და ა.შ.
ქორწილის ერთადერთი საყოველთაო წესი - არ შეიძლება ოჯახისწევრზე ქორწილი (მამა,
ძმა..).

ნაიარები „გამონაკლისი“
ნაიართა კასტა - სქეს-ეკონომიკურ კავშირები ქორწილის გარეშე აქვთ (რადგან კაცები
მეომრები იყვნენ და სულ მოძრაობდნენ). მათ აქვთ საქორწინო, საჯარო რიტუალი, თუმცა
არ ეკისრებათ ვალდებულებები და მის შემდეც აღარც კი ხვდებიან ერთმანეთს . ქალი
ნათესავებთან აგრძელებს ცხოვრებას და ნებისმიერ კაცთან შეუძლია სექსი , მის ბავშვს კი
ნათესავები უვლიან.

მალე ნაირელებმა ომები შეწყვიტეს და ახლა მათთანაც შემოვიდა ქორწინების ცნება , ანუ ,
ქორწინება კვლავ საერთო მახასიათებელია ყველა საზოგადოებისთვის. სოციუმებისთვის .

127
მარიამ სუხიტაშვილი. მართვა და საზოგადოებრივი მეცნიერებები

ქორწინების იშვიათი სახეები


ერთსქესიანთა ქორწინება - არცერთ სოციუმში არაა მყარი. ესეც გულისხმობს
ვალდებულებებს. საინტერესოა როლებს როგორ ანაწილებდნენ ამ შემთხვევაში .
მაგალითები:

 ჩეიენის ინდიელებში - კაცს შეეძლო ტრასვესტიტი კაცის (ბერდაჩეს) ცოლად


მოყვანა;
 სუდანელი აზანდე - თუ ცოლის შერთვის საშუალება არ ჰქონდათ, (სექსისთვის)
ბიჭები მოჰყავდათ. მისი ცოლად შერთვისთვის ნაკლებად ძვირფასი საჩუქრები
სჭირდებოდათ;
 კენიელი ნანდები - (იგივე მაგალითია რაც წინა თავში სუდენელ ნუერებში) ^^^.

რატომაა ქორწინება უნივერსალური?


ქორწინება ყველგანაა, ამიტომ ადაპტაციურია, რასაც ხსნის თეორიები. თეორიების
მიხედვით ქორწინება წყვეტს შემდეგ პრობლემებს (მაგრამ, მხოლოდ ქორწინება
აგვარებს მათ?):

 შრომის გენდერული დანაწილება - ამას მხოლოდ ქორწინება არ აგვარებს;


 ბავშვების აღზრდა - შეიძლება ქორწინების გარეშეც, თუნდაც სხვების დახმარებით;
 სქესობრივი კონკურენცია - ამ მოსაზრებას აბათილებს რამდენიმე აზრი:
o საკითხავია რატომ უნდა გამძაფრებულიყო კონკურენცია (?);
o მრავალი სახეობის მამრი მომატებული სექსუალობის დროსაც არაა
აგრესიული;
o შეიძლება კონკურენცია სისტემით მოგვარებულიყო (ეცვალათ
პარტნიორები).

სხვა ძუძუმწოვრები და ფრინველები: მშობიარობის შემდგომი მოთხოვნები


ზედა თეორიებიდან არცერთი არ ხსნის იმას თუ რატომაა ქორწინება საუკეთესო
გამოსავალი. ძუძუმწოვართა და ფრინველთა დაკვირვების შედეგები ეჭვქვეშ აყენებენ
ზედა თეორიებს - მათთან არის ქორწინების მსგავსი რაღაც, მაგრამ არ აქვთ შრომის
დანაწილება და რაც მეტად ზრუნავენ ნაშიერებზე და მეტია კონკურენცია , მით მეტად
იცვლიან პარტნიორებსაც.

რეაურად ურთიერთობებს ხსნის მშობიარობის შემდგომი პერიოდის მოთხოვნები . თუ


მდედრი ამის მერე მალევე ახერხებს საკვების მოძებნას, იშვიათია ქორწინება და პირიქით
(ასეა ჩვენშიც)

როგორ ქორწინდებიან ადამიანები


ნიშნობა
როცა ნიშნობა ცერემონიალის ნაცვლად სოც.სიგნალებით ხდება:

 ტარამიუტებთან - სქეს.მომწიფებისას ვაჟი დანიშნულის ოჯახში გამოსაცდელი


ვადით მიდის. თუ გოგო 1 წელში დაორსულდა, ქორწინებაში ითვლებიან და მიდიან
ვაჟთან;
 ტრობრიანდებთან - როცა ქალი ვაჟისგან საჩუქარს მიიღებს, ეს მისი მშობლების
დასტურიც არის და შემდეგ ვაჟის სახლში გადადიან;

128
მარიამ სუხიტაშვილი. მართვა და საზოგადოებრივი მეცნიერებები

 ახალგვინეელი კვომა - საცოლე ვჟთან ცხოვრობს გამოსაცდელად. ეს დრო


საჭმელს მარტო თავისთვის ამზადებს. თუ ‘დედამთილს’ ის მოეწონება, ნებას
რთავს, რომ ვაჟსაც გაუკეთოს საჭმელი. ქმარი როცა გასინჯავს, არ უნდა იცოდეს,
რომ ცოლმა მოუმზადა, ხოლო როცა გაიგებს, გაიდის ეზოში და აფურთხებს კერძს,
რაც ქორწინებას ნიშნავს;

ნიშნობა ცერემონიალით:

 ციმბირული ტუნგუსები - ქორწილს მოლაპარაკებით ნიშნავენ. ამ დღეს სანათესაო


ცალ-ცალკე კარავს შლიან. როცა ნეფე საცოლეს საჩუქრებს გადასცემს, მათ
მზითვიანი ირემი საქმროს კარავისკენ მიყავთ. ცოლი ქმრის მარჯვნივ დგება ,
ჩამოუვლიან ყველას, რომლებიც პატარძალს პირ-ხელზე კონციან. ბოლოს, ისინი
ვინც თავიდან ქორწილი დაგეგმეს, ქალს ხელზე 3-ჯერ აფურთხებენ და წყვილი
ცოლ-ქმრად ცხადდება;

ნიშნობა, რომელიც მტრულ რიტუალებს შეიცავს (ხშირად როცა ოჯახები მტრები არიან ):

 კენიელი გუსიიები - სიძის 5 მეგობარი მიდის საცოლესთან. ისილი


მოელაპარაკებიან მშობლებს და ქალი სახლიდან ძალით მიჰყავთ (გასვლისას
ბოძს ეჭიდება და ტირის). სექსიც მტრული აქვთ. თუ ქალი მეორე დღეს ვერ
გაივლის, მაშინ ბიჭი ნამდვილი კაცია.

ქორწინების ეკონომიკური ასპექტები


ქორწინებამდე ან შემდეგ ხდება ეკონომიკური გაცვლები. ეს შეიძლება იყოს :

 საცოლის ფასი (44%) - როცა კაცი საცოლის ოჯახს უხდის ფულს (ან საქონელს, ან
საკვებს) ქალისთვის (ერთსქესიანთა ქორწინებაზეც ასეა). ამით ქალის სტატუსი
დაბლდება. რაც მეტია მისი ფასი, მით რთულია მერე დაშორებაც ქალისთვის. ეს
ხერხი იშვიათია იქ, სადაც ქალები მეურნეობაში მუშაობენ (ანუ როცა იყენებენ ):
o სუბანუნები - აქ ცოლის ფასი საქმროს წლობის შემოსავალს უდრის (რასაც
ცოლის 3-5 წლის სამსახურიც ემატება);
 საცოლის სამსახური (19%) - ქალის მუშაობა ოჯახში. ეს ხდება თვეობით ან წლობით;
 ქალების გაცვლა (6%) - ქორწინების მერე კაცი ვალდებულია თავისი ან ნათესავი
ქალი გაუშვას იმ სოციუმში, საიდანაც მისი მეუღლე წამოიყვანა;
 საჩუქრების გაცვლა (11%) - საჩუქრები თანაბარი ღირებულების უნდა იყოს;
 მზითვები (8%) - ქონება, რომელსაც საცოლის ოჯახი აძლევს ვაჟს, სანაცვლოდ
არაფერს იღებს. ევროპაში მისი ღირებულებით ირჩევდნენ საცოლეებს. ამას
იყენებდნენ იმიტომ, რომ მომავალში შვილი უზრუნველყოთ ან კარგი სასიძო რომ
მოეზიდათ;
 არაპირდაპირი მზითვი (12%) - ქმრის მამა საცოლის მამას აძლევს მზითვებს ის კი
თავის შვილს აძლევს. ეს შეინიშნება ირნელ ბასერებთანაც .

ქორწინების შეზღუდვა: ინცესტის ტაბუ


ინცესტის ტაბუ (დღეს) - კრძალავს სექსს მშობლებთან, შვილებთან დადა-ძმებთან, თუმცა
ის ნებადართული იყო ადრე სამეფო ოჯახის წევრებისთვის, დანაჩენებისთვის კი
იკრძალებოდა:

129
მარიამ სუხიტაშვილი. მართვა და საზოგადოებრივი მეცნიერებები

 კლეოპატრა (ინცესტის მაგალითი) - ის თავისი ორი ძმის ცოლი იყო. ამის მიზეზები:
o რელიგია - ფარაონი ღმერთად მიიჩნეოდა და თავის ტოლზე
ქორწინდებოდა;
o ეკონომიკა - სამეფო ოჯახის ქონება გარეთ რომ არ გასულიყო.

ბავშვობის მეგობრობის თეორია


ე.ვესტერმარკის თეორია - ერთად გაზრდილი ბაშვები (მაგ: და-ძმა) ერთმანეთს არ
იზიდავს (არ ეხება ბიძაშვილებს). ეს თეორია შემდგომში უარყვეს, რადგან ზოგ ბავშვში
შეამჩნიეს ლტოლვა:

 ი.ტალმონმა გამოიკვლია კიბუცები - ბავშვები მშობლებისგან შორს,


თანატოლებთან იზრდებოდნენ. ეს ბავშვები ერთმანეთზე აღარ ქორწინდებოდნენ.
ტალმონმა, თქვა, რომ ხშირი სიახლოვე ინტერესს აქრობს;
 ა.ვოლფის კვლევა ტაივანში - ღარიბი ოჯახიდან ხშირად გოგონას ყიდიან და მას
ახალი ოჯახის რძლად ზრდიან. ამან დააფიქსირა, რომ ცოლ-ქმარში ნაკლები
ლტოლვა იყო;
 ჰ. და ს.პარკერების კვლევა - კაცმა, რომელმაც შვილი გააუპატიურა, თითქმის არ
იღებდა მონაწილეობას მის აღზრდაში.

ფროიდის ფსიქოანალიზის თეორია


ინცესტის ტაბუ - ფსიქიკის რეაქცია მიუღებელ, ქვეცნობიერ სურვილებზე. შვილები დაბალ
ასაკში ილტვიან მშობლებიკენ, მაგრამ იციან, რომ ეს გრძნობა უნდა დაითრგუნოს. ეს
თეორია არ ხსნის და-ძმის ურთიერთობას. ამას ეწინააღმდეგება ე.ვესტირმარკის
კვლევებიც.

ოჯახის ნგრევის თეორია


ოჯახში წევრებს შორის სქეს.კონკურენცია იმდენად ძაბავდა სიტუაციას, რომ ოჯახი ვერ
იარსებებდა, როგორც ეფექტური ერთეული, ამიტომ ინცესტის ტაბუ ოჯახს ამტკიცებს . ეს
მაინც ბადებს კითხვეს, რათა შეიძლებოდა მექანიზმის მოფიქრება ჩხუბის ასარიდებლად
და ა.შ.

თანამშრობლობის თეორია
ე.ტაილორის თეორია - ინცესტის ტაბუთი კავშირი იწყება სხვა ოჯახებს შორის, რაც ზრდის
თანამშრომლობას და ასევე გადარჩენის ხარისხს. ასევე მსუბუქდება მტრობა ოჯახებს
შორის. მიუხედავად ამისა, გუსიიების მაგალითიც (მტრული ქორწილი) უარყოფს მას,
რადგან ამ სახის ქორწინება არ აუმჯობესებდა თანამშრომლობას, ასევე ჩნებ აზრი , რომ
თუ თანამშრომლობა უნდოდათ მაშინ მიმართავდნენ გარე ქორწინებას და თუ არა რა
უშლიდათ ხელს?

ინბრიდინგის თეორია
ოჯახის წევრებს შეიძლება ერთნაირი მავნებელი გენი ჰქონდეთ. ეს იწვევს ჩვილის
სიკვდილს, დაავადებას (40% რისკი). უ.დურჰამის კვლევით ვიგებთ, რომ ძველად ამაზე
იცოდნენ:

შეჯამება: ინცესტის ტაბუს საუკეთესოდ ხსნის ინბრიდინგის თეორია , სხვები - ვერ ხსნიან .

130
მარიამ სუხიტაშვილი. მართვა და საზოგადოებრივი მეცნიერებები

ვისზე უნდა დავქორწინდეთ?


შეზღუდვები - ინცესტის გარდა კიდე ბევრია, რომლითაც ირჩევენ პარტნიორს. ადამიანები
უმეტესად საკუთარი კლასის, ლოკაციის მეუღლეები უნდათ.

დაგეგმილი ქორწინებები
იგეგმება წინასწარ შუამავლების ან ოჯახის წევრების მოლაპარაკებით . ზოგჯერ ცოლ -
ქმარი ბავშვობიდანაც ინიშნება (ინდოეთი, ჩინეთი და ა.შ.). ამის მიზეზი იყო ოჯახთა
გაერთიანება:

 კ.ფორდის კვლევა კვაკიუტლებზე - „როცა 25ის გავხდი, მომიძებნეს გოგო ჩემი


ფენიდან. მე სხვა მომწონდა (უფრო ღარიბი) და მასზე ქორწილის ნება არ
დამრთეს“;
 როტუმას კ. – 1960-იანებამდე ცოლ-ქმარი ერთმანეთს პირველად ქორწილში
ხედავდა. მოგვიანებით ეს ცოტა შეიცვალა და უკვე შეუძლიათ თავიანთი აზრის
გამოთქმა და ა.შ;
 მაროკო (დღესაც) - მეუღლეებს ქორწინამდე შეხვედრის უფლება არ აქვთ.

ეგზოგამია და ენდოგამია
ეგზოგამია - მოთხოვნა, როცა მეუღლე ნათესაური წრის ან საზოგადოების გარედან
ირჩევა. ხშირად წყვილები დიდი მანძილის მიუხედავად ქორწინდებიან . ამ დროს
ძალადობა საზიანოა:

 რანი ხერა - ამ სოფელში მოყვანილია რძლები 200 სხვა სოფლიდან, თანად კი


გათხოვებული ჰყავთ 200 სხვა სოფელში, ანუ უკავშირდებიან სულ 400 სოფელს;

სიმჭიდროვე - გავრცელებული მიზეზია. რაც ნაკლებია სიმჭდროვე, ქალებს უფრო შორს


ეძებენ.

ენდოგამია - ხალხს ავალდებულებს, რომ საზოგადოების შიგნით იპოვონ


მეუღლე.მაგალითად:

 ინდური კასტები - მაღალი ფენა დაბალ ფენასთან არ ოჯახდებოდა;


 აფრიკაში, მასაებთან - მეომარს მჭედლის ქალიშვილი ცოლად არ მოჰყავს და ა.შ.

ბიძაშვილ-მამიდაშვილის ქორწინება (ენდოგამიურია)


კროს-კუზენი - ინგლისურში აღნიშნავს დედის მხრიდან ბიძაშვილებს ან მამიდაშვილებს ;
პარალელური კუზენები - ინგლისურში. დეიდაშვილები და მამის მხრიდან ბიძაშვილები .

ზოგ სოციუმში იკრძალება პირველი თაობის ბიძაშვილ-მამიდაშვილის ქორწილი , ზოგში


არა:

 ჩიპევას ინდოელები - დაშვებული იყო ქორწილი კროს-კუზენებში (უფრო თამამები


იყვნენ), ხოლო პარალელურ კუზენებთან პირიქით (უფრო თავშეკავებულები
იყვნენ).

ქორწინება უმეტესად პირველი თაობის კროს-კუზენებთან ხდება, ხოლო


პარალელურებთან ეს იშვიათია (მუსლიმებთან არა). უმეტესად ასეთი ქორწილები ხშირია
მაღალი სიმჭიდროვის სოციუმებში და ინბრინდინგის რისკიც დაბალია , თუმცა ხანდახან
იგივეა მცირე სოციუმებშიც (რაც წინა აზრს ეჭვქვეშ აყენებს). კვლევებით ვიგებთ , რომ

131
მარიამ სუხიტაშვილი. მართვა და საზოგადოებრივი მეცნიერებები

მეჩხერ-დასახლებებში კუზენების ქორწინება იმიტომაა მიღებული , რომ ეპიდემიებმა


ხალხი დაკარგა და გამრავლდება სურთ.

ლევირატი და სორორატი
ლევირატი - წესი, როცა კაცი ვალდებულია მკვდარი ძმის ცოლი ქვრივი შეირთოს ცოლად.
თუ მკვდარს ძმა არ ყავს, მისი ცოლი კუზენმა უნდა შეირთოს (მზრუნველობა გადადის
მათზე).
სორორატი - როცა ქალი ვალდებულია, რომ მკვდარი დის ქმარს გაჰყვეს ცოლად.

განსხვებები სიყვარულში, ინტიმურობასა და სქესობრივ ეჭვიანობაში


სიყვარული - ხშირადაა დაოჯახების მიზეზი, თუმცა ბევრ კულტურაში უარყოფენ, რადგან:

 უფრო მნიშვნელოვანია ხოლმე ადაპტაცია და სიყვარული მეორეხარისხოვანი


ხდება;
 ხშირად პირველადი საარსებო საქმის ძირითად ნაწილს ერთი მეუღლე ასრულებს
(?);
 სიყვარული არაა მოსალოდნელი, როცა კაცს ქალზე მეტი სექს.თავისუფლება აქვს;

ინტიმურობა - ასახავს რამდენად ახლოსაა წყვილი ერთმანეთთან. უმეტესად მომპოვებელ


სოციუმში წყვილებს მეტი ვნება აქვთ. მილიტარიზაცია ხელს უშლის სიახლოვეს.

სქესობრივი ეჭვიანობა - კაცები ამ დროს უფრო აგრესიულები არიან. რაც მეტი


მნიშვნელობა აქვს ქორწილს სზოგადოებაში, მით მეტად ეჭვიანები არიან წყვილები.

სიყვარული და ინტიმურობა არ გამორიცხავს უთანხმოებებსა და ოჯახურ ძალადობას .

რამდენ ქორწინებაში უნდა იყოს ადამიანი?


მონოგამია - ერთცოლიანობა; პოლიგამია - მრავლობითი ქორწინება;
პოლიგინია - მრავალცოლიანობა; ჯგუფური ქორწინება - რამდენიმე კაცი
პოლიანდრია - მრავალქმრიანობა; რამდენიმე ქალზეა დაქორწინებული.

პოლიგინია
უმეტესად იმიტომ არსებობს, რომ კაცებს სიმდიდრე გაეზარდოთ. მაგალითად:

 სივაის ხალხი - მთავარი საკვები ღორია, ქალებს კი მათი საკვები მოჰყავთ, თუმცა
ბევრი ცოლის მოვლა მაინც უჭირთ. პრობლემაა ცოლების კონკურენციაც.

პოლიგინია ხასიათდება ეჭვიანობით, თუმცა შეიძლება ასე არ მოხდეს. ამას


განაპირობებს:

 სორორული პოლიგინია - როცა კაცს ცოლად დები მოჰყავს. ისინი ერთმანეთს


ეწყობიან;
 ცოლების ცალკე ცხოვრება - ქმარი ცოლებს ცალკე სახლებში გზავნის. ეჭვიანობა
ქრება;
 თანასწორობა - ცოლები თანაბრად არიან სქეს-ეკონომიკურ და პიროვნულ
საკითხებში:

132
მარიამ სუხიტაშვილი. მართვა და საზოგადოებრივი მეცნიერებები

o ტანალაები - კაცი ვალდებულია, რომ თითო ცოლთან თითო დღე იყოს. თუ


ასე არ იზამს, მისი ქმედება ღალატია და ცოლს შეუძლია ქონების მესამედი
წაიღოს.
 როლები - პირველი ცოლი მთავარია, რომელსაც პრივილეგიები აქვს (ესაა
კომპენსაცია მისი სიბერის გამო), ხოლო პატარა ცოლებს პირიქით. აქაც არაა
ეჭვიანობა, რადგან პატარები ახალგაზრდები არიან, მთავარს კი პრივილეგიები
აქვს და ბალანსდებიან.

პოლიგინიური წყვილები უმეტესად თავიანთი ცხოვრებით კმაყოფილები არიან .


მაგალითად:

 კენია - პოლიგინიური ოჯახები ფლობენ პოლიტ-ეკონომიკურ უპირატესობებს.


რადგან ბევრი არიან შეუძლიათ მეტი საქონელი აწარმოონ;
 სმხრ.აფრიკა - ქალებს მოსწონთ, რადგან სხვა ცოლები შვილის გაზრდაში
ეხმარიებიან.

რა არის პოლიგინიის მიზეზები:

 რ.ლინტონი - კაცებს ბევრი ქალი უნდათ (მაგრამ, ყველგან ასე რატო არაა მაშინ?);
 სექსის აკრძალვა - ხდება მშობიარობის მერე. ეს დრო კი კაცებს სხვა ქალები
ჰყავთ:
o კვშაიორკორი - ბავშვის დაავადებაა, ამიტომ დედას აღარ სცალია
სექსისთვის.
 რაოდენობა - როცა ცოტა კაცია (მაგ: ომის გამო) და ეს ხდება ქალების გათხოვების
გზა;
 კაცის ქორწინების დაგვიანება (?).

ბოლო სამი თეორია თანაბრად მნიშვნელოვანია. უფრო უკეთესი მიზეზებია ბოლო ორი .

პოლიანდრია
პოლიანდრია მხოლოდ მსოფლიო კულტურებიდან ოთხში აღინიშნება (1%). მას ორი სახე
აქვს:

 ფრატერნალური - როდესაც ქმრები ერთმანეთის ძმები არიან:


o ტიბეტში - ამ დროს ბავშვის მამას არ ადგენენ და ყველა ქმარი მოიაზრება;
o ასევე გვხვდება ინდოეთში ტოდასა და შრილანკელ სინჰალებს შორის.
 არაფრატერნალური - ქმრები ერთმანეთის ძმები არ არიან.

პოლიანდრიის მიზეზები:

 ქალების სიმცირე - მაგ: ტოდას ხალხი გოგო ბავშვებს ხოცავდა და რაოდენობამ


იკლო;
 ადაპტაციურობა - მ.გოლდსტეინმა შეისწავლა ტიბეტელები. მათ დასამუშავებელი
მიწა ცოტა აქვთ და ასე თავიანთ ქონებას ოჯახშივე ტოვებენ.

საგულისხმოა, რომ ზოგჯერ პოლიანდრია მოსახლეობას ამცირებს, რადგან ბევრი ქალი


უშვილო რჩება (ვერ თხოვდება). მონოგამიურებისას უფრო ბევრნი იქნებოდნენ.

133
მარიამ სუხიტაშვილი. მართვა და საზოგადოებრივი მეცნიერებები

ოჯახი
ოჯახი - მინიმუმ მშობლისა და შვილისგან ან ცოლ-ქმრისგან შედგება. მათ
ერთმანეთისადმი აქვთ უფლება-მოვალეობები. ოჯახს საცხოვრისი არ საზღვრავს,
შეიძლბა ცალკე ცხოვრობდნენ.

ოჯახის სახეები
მატრიფოკალური ოჯახი - როცა ოჯახში მხოლოდ ერთი მშობელია. ისინი შეიძლება იყოს
(?):

 მონოგამურნი (ბირთვული);  პოლიგამურნი (უფრო


პოლიგინური).

გაფართოებული (დიდი ოჯახი) - შეიძლება მოიცვას ორ ან მეტ ერთმშობლიან, მონოგამურ


ან პოლიგამურ ოჯახს, რომლბიც ერთმანეთს ენათესავებიან. (მაგ: ძმების ოჯახი ერთად).

გაფართოებული (დიდი) ოჯახის საცხოვრებელი


ამ ოჯახისთვის ქორწინება არ იწვევს მნიშნელოვან ცვლილბებს ცხოვრების წესში . ისინი
ისევ ძველ საცხოვრებელში არიან (სხვაგან არ გადადიან). ეს ოჯახი უფრო მყარია ვიდრე
ბირთვული:

 მ.მიდი სამოაზე - ცოლი ქმრის ოჯახში გადადის. ქალი სხვა ქალებთან ერთად
შრომობს, კაცი სხვა კაცებთან და ამ წყვილს ცალკე ოჯახად არ აღიქვამენ. როცა
უფროსი წევრები მოკვდებიან, შემდეგ ეს წყვილი ხდება მთავარი ოჯახში და ა .შ .

დიდი ოჯახის არსებობის შესაძლო მიზეზები:

 ეკონომიკა - ხშირია იქ , სადაც განვითარებულია მიწათმოქმედება. ასევე ქონება


მათთან რჩება (მონადირეებისთვის ბირთვული ჯობს მარტივი
გადაადგილებისთვის);
 შეუთავსებელ საზოგადოებათა თეორია - როცა მაგ: დედა ვერ მიხედავს ბავშვს
ყანაში სამუშაოს გამო. ასე ნათესავებს იხმარენ.

რატომ იმატა ერთმშობლიანი ოჯახების რიცხვმა?


ერთმშობლიანი ოჯახის წარმოქმნის მიზეზები:

 დაშორება - მიზეზი შეიძლება იყოს კანონით გამამარტივი დაშორების პროცესი .


ასევე დაშორების მერე რთულია მეორე მეუღლის პოვნა (თუ გამოჩნდა უარს არ
ამბობენ);
 ბავშვის ქორწილის გარეშე გაჩენა - ეს პროცესი გამარტივებულია, რადგან ბოლო
ხანებში მარტოხელა მშობლებს სახელმწიფოსგან ბევრი შეღავათი აქვთ
(შვედეთი), თუმცა სულ ეს არაა მიზეზი, რადგან ზოგან ბევრი მარტოხელაა და
შეღავათი არა.
 მეუღლის სიკვდილი და ა.შ.

შეჯამება - თვითონ რიდერის ბოლო გვერდზეა მოკლედ და აღარ ამოვწერე.

134
მარიამ სუხიტაშვილი. მართვა და საზოგადოებრივი მეცნიერებები

ლექცია V-I - სქესის და გენდერის აღქმა კულტურებში


ზოგ საზოგადოებაში არანორმატიულ გენდერულ ქცევებს ღვღაებრიობად მიიჩნევდნენ ,
როცა უმეტეს კულტურაში მათ დისკრიმინაციას ეწევიან.

გენდერი და სექსუალობა ამერიკის ადგილობრივ ტომებში


ქალის კროსგენდერული როლი - ეჭქვეშ აყენებს ქალის დაქვემდებარებულ როლს
ოჯახში. არის იუკონის კასკაში, კამათში, მოჰავეში, მარიკოპოსა დ კოკოპაში.

ბერდაშები (ევროპელების ტერმინი), ორსულიანები (აშშ-ს ტერმინი) - ჰომოსექსუალები.


უმეტესად ტექსტები ფოკუსირდება კაც ბერდაშებზე, რის გამოც ქალი ბერდაშები ეგონათ
არ არსებობნენ, თუმცა ისიც ისევე იყო გავრცელებული, როგორც კაცები.

ნახევრად ქალები/კაცები - ასე აღწერდნენ ევროპელები, რადგან უცნაური იყო, როდესაც


საპირისპირო სქესის მსგავსად იცვამდნენ, ლაპარაკობდნენ და ა.შ.

სიზმრები და კროსგენდერები:

 აბორიგენების რწმენა - სჯეროდათ სიზმრების, ხილვების და პირთა გენდერის


შეცვლასაც ამასთან აკავშირებდნენ (ეგონათ, რომ სიზმრები მიმართულებას
გვიცვლის);
 მოჰავე - ეგონათ, რომ ბერდაშად გარდაქმნა ემბრიონობის დროსვე
ესიზმრებოდათ;
 მარიკოპას - ბერდაშები ხდებოდნენ ისინი, ვინც ბავშვობში ბევრ სიზმარს ხედავდა ;

კროსგენდერობის გამოხატულებები:

 კოკოპას ტომში - გოგოები ფემინურობას უარყოფდნენ და ბიჭებთან თამაშობდნენ ;


 მოჰავეს ტომში - გოგონები თოჯინებს ყრიდნენ;

სხვების დამოკიდებულება (უმეტესად ავარჯიშებდნენ საპირისპირო სქესის საქმეებში ):

 კასკას ტომი - უვაჟო ოჯახი ირჩევდა ქალიშვილს და ავარჯიშებდა მას ‘კაცად’


გახდომაში. სრულწლოვნების მერე მას შეეძლო ‘ცოლი შეერთო’ (უკვე კაცი იყო);
 მოჰავეს ტომი - აქვთ გენდერის შეცვლის ცერემონია. ბერდაშ ქალს აძლევდნენ
კაცის სახელს და ქორწინების უფლებას;
 კოკოპას ტომი -მემკვიდრე ქალს თმას კაცისას უმსგავსებდნენ და ცხვირს
უხვრეტდნენ, როგორც მის თანატოლ ბიჭებს. ამის მერე ყველა, როგორც კაცს ისე
ექცეოდა.

ზრდასრული ბერდასი ქალები - იბრძოდნენ, ნადირობდნენ, ჰქონდათ კაცის


ვალდებულებები:

 კლამათის ტომი - ბერდაში ცოლის დაღუპვის მერე საგლოვად ხის ქამარს


იკეთებდა;
 მოჰავეს ტომი - მიიჩნეოდნენ უნაყოფოდ, ასევე შამანებად და ა.შ.

IXX საუკუნის ბოლოს, ქალთა კროსგენდერობა შესუსტდა და ბოლოს გაქრა. ამის მიზეზი
იყო ევროპული იდეოლოგიის გავლენა, რომ ქალი დაქვემდებარებული უნდა ყოფილიყო.

135
მარიამ სუხიტაშვილი. მართვა და საზოგადოებრივი მეცნიერებები

ჰიჯრები - ალტერნატიული გენდერული როლი ინდოეთში


 ჰიჯრა - შერეული გენდერი.. აწყობდნენ ცერემონიებს, ‘პროსტიტუტობდნენ’
 ჰიჯრა კაცები - მთლად ჰიჯრები არ არიან, რადგან ვერ ასრულებენ კაცის
სექს.როლს, მაგრამ პარტნიორობას უწევენ სხვა კაცს. იმიტირებდნენ ქალს, რაც
ცუდად აღიქმებოდა;
 ჰიჯრის იდინტიფიცირება - ჰიჯრა ტაშს შემოკვრით ამცნობდა სხვებს, რომ ჰიჯრა
იყო;
 ინდური მითოლოგია - ბაჰუჩარა მატა (მითის გმირები) მოუწოდებს უნაყოფო
კაცებს, ქალის სამოსი ატარონ და მოიკვეთონ ‘ის’. ასე ღვთაებრივ ძალას იღებენ;
 ინდოეთში სქესი/გენდერის მრავალფეროვნება პოზიტიური მოვლენად აღიქმება ;
 უნაყოფობა მათთვის იქცევა შემოქმედ ძალად ასკეტიზმით. და ესწრებიან კიდეც
ბავშვის დებადების ცერემონიალს, როგორც დედა ქალღმერთის
წარმომადგენლები;
 მეორე მხრივ, ასევე მიიჩნევა, რომ მათ ძალას უბედურების მოტანაც ოჯახისთვის.

კათოი - სქესი/გენდერის სისტემის ცვლილება ტაილანდში


 ტაილანდური მითების გენდერები - ქალი, კაცი და კათოი (ჰერმაფროდიტი);
 კათოი დღეს - ჰომოსექსუალი კაცი. იცვამენ ქალივით, გადიან ჰორმონო-თერაპიას,
პლასტიკურ ოპერაციებს და ა.შ, ხოლო 1970-იანებიდან გავრცელდა სიტყვა „გეი“;
 ადრე დადებითი დამოკიდებულება ჰქონდათ კათოებისადმი . მთავარი იყო
შეესრულებინა თავის მოვალეობები. დღეს ეს სოც.პრობლემად მიიჩნევა ;

ლექცია V-II - სქესი გენდერი და კულტურა


აღნაგობა და ფსიქოლოგია
სქესობრივი დიმორფულობა - ადამიანები სქესის მიხედვით გარეგნულად განსხვავდებიან
(შეიძლება დაემსგავსონ ვარჯიშით - ათლეტები), ცხოველებში კი ამის გარჩევა რთულია .
მაგ:

 ქალების სიდაბლე - ზრდა ადრე სრულდება ორსულობის ხელშეწყობისთვის;


 მამაკაცის აღნაგობა - ხასიათდებიან ფიზ.ძალით, დიდი გულით, ფილტვებით და
ა . შ.

გენდერული როლები
მწარმოებლურობა და საოჯახო საქმიანობა
გენდერული როლები - შრომა იყოფა სქესის მიხედვით. რატომ კავდებიან სხვადასხვა
საქმით:

 ძალის თეორია - მეტი ძალის გამო ფიზიკურად შრომობენ. ამით არ იხსნება რატომ
აკეთებენ ისეთ რამეებს, რასაც ქალიც იზავს (თაფლის აგროვება, საკრავის
გაკეთება..);
 ბავშვის მოვლასთან შეთავსების თეორია - ძუძუთი კვების გამო ქალები უფრო
უვლიან ბავშვებს. ამიტომ ვერ აკეთებს კაცის საქმე (ბავშვისთვის რისკია ) და ვერ
მუშაობს. ეს ვერ ხსნის თუ რატომ ამუშავებენ კაცები მიწას (არ შეიცავს საფრთხეს
და ქალსაც შეუძლია);

136
მარიამ სუხიტაშვილი. მართვა და საზოგადოებრივი მეცნიერებები

 მცდელობის ეკონომიის თეორია - ქალი აკეთებს მასთან ახლოს მყოფ საქმეს,


რადგან კაცს მეტი გამოცდილება უგროვდება სხვადასხვა ადგილში მოგზაურობით ;
 აღუდგენლობის თეორია - კაცის საქმე სახფათოა, რადგან მცირე ფასი აქვს ვიდრე
ქალს.

ეს თეორიები ძირითად კითხვებს პასუხს ცემს, მაგრამ რჩება ასევე სხვა თემებც .
მაგალითად, ზოგ სოციუმში ქალებს მძიმე სამუშაო აქვთ. თუ ისინი ამას ახერხებენ, იქნებ
ფიზიკური ძალა უბრალოდ ვარჯიშზეა დამოკიდებული? ასევე აგათას ტომში ქალებიც
ნადირობენ და ახერხებენ შეუთავსონ ბავშვის მოვლას. ანუ, თეორიები სრულ პასუხებს
მაინც ვერ გვაძლევენ.

შრომის გენდერული დანაწილების მაგალითები

საქმიანობ თითქმის მხოლოდ უმეტესად ორივესთვსი უმეტესად თითქმის


ა კაცებისთვისაა. კაცებისთვისა ს ქალებისთვი მხოლოდ
ა თანაბრადაა ს ქალებისთვი

საარსებო ნადირობა თევზაობა, მოლუსკების ველური -
საქმეები მწყემსობა, აგროვება, ნაყოფების
თაფლის თესვა, შეგროვება
აგროვება, მოსავლის
მიწის აღება,
დამუშავება... წველა...
მეორადი - ცხოველთა ხორცის და ბავშვის ბავშვების
საარსებო დაკვლა.. თევზის მოვლა, მოვლა
საქმეები დამუშავება... მზარეულობა
, რეცხვა...
სხვა შეშა, მადანი, სახლების ტყავის მატყლის -
მუსიკალური/საბრძოლ შენება, დამუშავება, ჩეჩვა
ო იარაღების ბადეების კალათების
გაკეთება... დაწვნა... და ჭურჭლის
გაკეთება....

შედარებითი თანამონაწილეობა
პირველადი საარსებო საქმეები - საკვების მოსაპოვებელი საქმეები (ნადირობა,
თევზაობა..)
მეორადი საარსებო საქმეები - საკვების დამუშავება/შენახვა.
თანამონაწილეობა - პირს მეტი თ-მონაწილეობა აქვს,როცა ოჯახის რჩენაში მეტს
მონაწილობს.

ასევე შრომის ხარისხი შეიძლება მოპოვებული სარჩოს მიხედვით განისაზღვროს ,


მაგალითად:

 იანომამოს ინდიელები - მეტს ნადირობენ, თავს კი ძირითადად მებაღეობით


ირჩენენ.

137
მარიამ სუხიტაშვილი. მართვა და საზოგადოებრივი მეცნიერებები

ზოგჯერ თანამონაწილეობის ხარისხით ქალები აღემატებიან კაცებს. მაგალითად :

 ტჩამბულის ტომი - ქალები თავად თევზაობენ და ასევე მისით ვაჭრობენ კიდეც.

თანამედროვეობაში გენდერული სტერეოტიპებ სუსტდება , თუმცა ზოგად მაინც


შემორჩება. მაგ:

 ინდოეთის ტოდა - ეყრდნობიან კამეჩის რძეს, ეს კი კაცების საქმეა და პირვილეგია


აქვთ.

სადაც მნიშვნელოვანია ნადირობა, თევზაობა, მწყემსობა კაცები მეტს შრომობენ


(ინუიტები, ტოდა, მაგრმ ტჩამბულაში ძირითადი საკვები თევზია და ქალები არიან
მეთევზეები).

 შემგროველ საზოგადოებაში - მეტ როლს თამაშობენ ქალები (კუნგები);


 მიწათმოქმედებაში - ორივე მონაწილეობს (აფრიკაში ამ მხირვ დატვირთვა
ქალებზეა, ევროპაში, უმეტეს აზიაში კი დატვირთვა მეტად კაცებზე მოდის);
 მებაღეოებაში - ქალების როლი მეტია კაცისაზე, მაგრამ როცა გუთანს/ირიგაციას
იყენებენ იზრდება კაცის როლი (ეს არ ხსნის ქალების მცირე მოვალეობას). ქალის
დიდი როლი შეიძლება ავხსნათ იმით, რომ კაცები მოშორებულები არიან
მიწათმოქმედებას (მაგ: არიან ომში ან სავაჭრო მოგზაურობაში). როცა ქალები
საარსებო საქმეში აქტიურები არიან, ეს ისახება შვილებზეც . ასეთ დროს ბავშვები
მყარი საჭმლის ჭამას ადრევე იწყებენ. ასევე დედასთან მეტად გოგოები არიან და
ნარჩუნდება მათი როლი.

ზედა მაჩვენებლები უმეტესად პირველად საქმიანობას ემყარება , მაგრამ თუ ყველა საქმეს


გავითვალისწინებდით, სურათია იცვლება. უდავოდ ვნახავთ , რომ ასე ქალები მეტს
შრომობენ.

პოლიტიკური ხელმძღვანელობა და ომი


უმეტესად პოლიტიკაში კაცები დომინირებენ, ქალებს კი უმნიშვნელო როლი აქვთ . მაგ :

 იროკეზები - ქალებს გავლენა აქვთ რესურსებზე, მაგრამ პოლიტიკაში კაცები


არიან. მათ ბელადთა კავშირში ქალი ვერ შევიდოდა, მაგრამ მას მცირე უფლებები
მაინც ჰქონდა...

რატომ დომინირებენ კაცები პოლიტიკაში? - ომის გამოცდილების ან იარაღის გამო? არა!


პოლიტიკაში ძალა არაა გადამწყვეტი. რატომაა ომი კაცის საქმე იხსნება სამნაირად
(ძალით, საქმიანობის თავსებადობით და ‘ცვეთადობის თეორიით’(??)).

პოლიტიკაში დომინირება შეიძლება აიხსნას ფიზიკურაობით (რატომღაც მაღალი კაცები


უფრო ხშირია პოლიტიკაში) და ასევე კაცები უკეთ იცობენ გარე სამყაროს , თუმცა
გასარკვევია, რატომ განსხვავდება ქალების ჩართულობა პოლიტიკაში სოციუმებს შორის .
ამის მიზეზი შეიძლება იყოს სოციუმის კაცების ირგვლივ ორგანიზება .

რატომ აქვთ ქალებს ზოგ ბრძოლაში მონაწილეობის მიღბის უფლება?


ომები, სადაც ქალები არიან, წარმოებს მხოლოდ საზოგადოების გარეთ. რადგან
ქორწინება სოციუმს შიგნითაა ზოგად ნაშვებული, ცოლის ღალატი არაამოსალოდნელი ,

138
მარიამ სუხიტაშვილი. მართვა და საზოგადოებრივი მეცნიერებები

ხოლო, როცა შინაომიანობაა, ღალატის შანსი დიდია და ქმრები აღარ უშვებენ.

ქალის შედარებითი სტატუსი


ზოგისთვის შედარებითი სრატუსი ის მნიშნელობაა, რომელსაც სოციუმი გვანიჭებს.
გენდერული სტრატიფიკაცია - ხალხის დაყოფა სქესის მიხედვით (სტერეოტიპულად):

 დაგარა (მუსლიმები) - ქალები და კაცები ცალკე ცხოვრობენ. ქალებს კაცის


ნებართვის გარეშე გარეთ გასვლა არ შეუძლია. ძალიან მკაცრად ზღუდავენ მათ ;
 მბუტი - ქალებს, კაცებს თანაბარი უფლებები აქვთ. მპოლიტ.ორგანიზაცია არ აქვთ.

ქალის შედარებითი სტატუსის ამხსნელი თეორიები:

 ქალის სტატუსი ემყარება საარსებო საქმიანობაში მისი მონაწილეობის ხარისხს ;


 კაცები უფრო დაფასებულები არიან იქ სადაც ომი მნიშვნელოვანია ;
 კაცებს უპირატესობები მეტად პოლიტიკური იერარქიის მქონე სოციუმში აქვთ ;
 ქალებს უპირატესობა აქვთ, როცა ნათესაური ჯგუფები მათ ირგვლივ
ორგანიზდება:
o იროკეზები - ქალებს გავლენა ჰქონდათ ოჯახზე და მის გარეთ.ნათესავები
ერთ სახლში ცხოვრობდნენ და ქალებს შეეძლოთ გაეგდოთ კიდეც კაცი.
ისინი აკონტროლებდნენ ყველაფერს და ა.შ.

უაიტის აზრი - არ შეიძლება სტატუსზე, როგორც ერთ ცნებაზე საუბარი. უფრო სწორია
ქალების შედარებითი სტატუსის განხილვა საზოგადოების ცხოვრების სხვადასხვა
სფეროში. სტატუსი საკვების მოპოვებაზე არაა დამოკიდებული.

ქალს დაბალი სტატუსი უმეტესად იქ აქვს, სადაც პოლიტიკური იერარქია არსებობს . ასევე
შეიძლება უკავშირდებიდეს სოც.დაყოფას, გუთნის /ირიგციის მიწათმოქმედებას და ა .შ .

დ ა ვ ი ღ ა ლ ე

ჩრ-დას სანაპიროს ქალების საარჩევნო წარმატება


სალიშები - ეკონომიკურმა შესაძლებლობებმა აქ ქალებს მისცა საშუალება მეტი
მონაწილეობა მიეღოთ ოჯახს უზრუნველყოფაში. მილერმა შეამჩნია, რომ მათი რიცხვი
პოლიტიკაში იზრდებოდა მცირე, ეკონომიკურად სუსტ ტომებში. აქ საქმე შემოსავალში
ქალის თანამონაწილეობის ხარისს ეხება. ღარიბ ჯგუფებში ქალს სასიცოცხლი
მნიშვნელობა აქვს ოჯახიის ცხოვრებაში. ისინი იღებენ მთავრიბის დახმარებას , როცა
კაცები ხშირად კარგავენ სამუშაოს (კაცები იქ დომინირებენ სადაც თევსჭერიდან
შემოსავალი დიდია, რადგან ისინი ამ საქმით კავდებიაბნ). ქალის წამატებს მცირე
საზოგადოებაში განაპირობებს ის, რომ პირადად იცნობენ საზოგადოებას სხვადასხვა
ღონისძიებაში მონაწილეობისთვის.(?)

ანუ, ფაქტობივად, ქალის წარმატებას ხსნის შემოსავლით (მაგრამ მყარი არაა ეს აზრი ).

პიროვნული განსხვავებები
მიდის აზრი- არ არსებობს სქესთა უნივერსალური თავისებურებები, რომლებიც კაცებს და
ქალებს ერთმანეთისგან განასხვავებს:

 არაპეშები - ოივე სქესი თანაბრად ზრდილობიან, მზრუნველი და კეთილმოსურნეა;

139
მარიამ სუხიტაშვილი. მართვა და საზოგადოებრივი მეცნიერებები

 მუნდუგუმორები - ორივე სქესი აგრესიით გამოირჩევა;


 ტჩამბულა - ქალები მბრძანებყლებ, უსულგულოები, კაცები კი მგრძნობიარეები
იყვნენ.

ბოლო კვლევებმა უარყო მიდის აზრი, რადგან აღმოჩნდა რაღაც საერთო


თავისებურებები, თუმცა ეს არ ნიშნავდა, რომ მიდი ცდებოდა ამ ტომების
მახასიათებლებში. ახალი კვლევები ჩატარდა ბავშვებზე და ნახეს, რომ ბავშვობის წლებში
ბიჭები მეტად აგრესიულები არიან, გოგოებს კი მეტად პასუხისმგებლიანი ქცევები აქვთ ,
მეტად მორჩილნი არიან. გოგოები უმეტესად სხვა გოგოების მცირე ჯგუფთან თამაშობდა ,
ბიჭები სხვა ბიჭების დიდ ჯგუფთან.

თუ ზედა მახასიათებლები უნივერსალურია, რატომ ხდება ასე? - შეიძლება ეს


ბიოლოგიური ან საზოგადოების გავლენის ბრალი იყოს (შეიძლება ორივე ერთად ).
რთულია მათი გარჩევა:

 ექსპერიმენტი ცხოველებზე - მდედრები, რომლებსაც დაბადებამდე (ან მალევე)


გაუკეთდა ‘აგრესისის’ ჰორმონი (ანდროგენი), უფრო აგრესიულები გაიზარდნენ,
ვიდრე ისინი, რომლებსაც ინექცია არ გაუკეთდათ;
 აგრესია ემბრიონში - დედები მუცლის მოშლისთვს ისეთ პრეპარატებს სვავდნენ,
რომლებიც ანდროგენს შეიცავდა. ესეც ერთ-ერთი მიზეზია;
 სამუშაო - ბიჭებს/გოგონებს სხვადასხვა სამუშაო აქვთ და ესეც მოქმედებს.

საბოლოოდ, მიუხედავად იმისა, რომ ვხედავთ სქესთაშორის ვინ უფროა აგრესიული,


რეალურად, მათ შორის აგრესიის გაღვივების განსხვავებული ხარისხი არ შეიმჩნევა .

განსხვავებული ქცევების შესახებ არსებული არასწორი წარმოდგენები


 გოგოები ბიჭებზე მეტად არიან სხვებზე დამოკიდეულები, არიან პასიურები , მეტდ
მეგობრულები - რეალურად, ამ კრიტერუმებით დიდად არ განსხვავდებიან.

რადგან კაცებში მეტად შეიმჩნევა აგრესია, არ ნიშნავს , რომ ზოგადად არიან ქლზე
აგრესიულები. ვ.ბერბენქმა შეისწავლა ქალების აგრესია:

 ავსტრალიის აბორიგენები - ქალების აგრესია, საერთო აგრესიის 43%-ს


შეადგენდა;
 მონგროუველი ქალები - ისე გამოხატავდნენ აგრესიას, როგორც კაცები, მაგრამ
მათი მკვლელობები ბევრად ცოტა იყო (იარაღებს უმეტესად კაცები ხმარობდნენ ).

ანდელი მესტიზოსები
გენდერ.დისკრიმინაცია - დაბადებიდან იწყება. ბიჭ ჩვილებს 10 თვით მეტხანს აწოვებენ
ძუძუს, ვიდრე, გოგოს, რადგან ფიქრობენ, რომ გოგოსთან დიდხანს თუ გააგრძელებენ
ასე, შეიძლება სექსუალური, ვნებიანი გაიზარდოს (იზრდება მისი მომავალში
ქორწინებამდე სექსის რისკი, ან სექსუალობის გამო მეტი ორსულობა მოუწევს). ამის გამო
სიკვდილიანობაც მაღალია გოგოებში.

რატომ იწვევს ეს სიკვდილიანობას? - მთებში ცოტა სუფთა წყალი და ანტისანიტარია აქვთ,


დედის რძე კი იმუნოგლობულინებს და ანტიმიკრობულ რაღაცებს შეიცავს, რაც საჭიროა .

140
მარიამ სუხიტაშვილი. მართვა და საზოგადოებრივი მეცნიერებები

სექსუალობა
სექსუალობის კულტურული რეგულატორები: პერმისია და რესტრიქცია
სექსი ქორწინებამდე - მასზე დამოკიდებულება ყველგან სხვადასხვაგვარია:

 ტრობირაინდის კ. - მიღებულია. სექსს მიიჩნევენ სასარგებლოდ და არ ზღუდავენ;


 ილას ენის ტომები - მიღებულია. გოგოებს ეძლევათ სახლები, სადაც მიჰყავთ
არჩეული ვაჟი და ცხოვრობენ (საცდელი ქორწილი). აქ 10 წლიდან კარგავენ
ქალწულობას;
 ტეპოცტლანები - მიუღებელია. ციკლის შემდგომ გოგოები კარჩაკეტილად
ცხოვრობენ. არ საუბრობენ ვაჟებთან. მათი კონტროლი დედებს ევალებათ;
 ბევრ მუსლიმთან - მიუღებელია. ამოწმებენ ქალწულობას I ღამის მერე (ზეწრით);

ქორწინებისგარე სექსი - უმეტესად კაცები ღალატობენ ხოლმე და დასაშვებიც ბევრ


საზოგადოებაში ეს სწორედ კაცებისთვისაა (54%):

 ჩუქჩები - მიღებულია ცოლიან კაცს (სტუმარს) და მისი მასპინძლის მეუღლეს შორის


სექსი, რადგან ეს მათთვის თანადგომას გამოხატავს;
 ნავახო - აკრძალული იყომ მაგრამ კაცების 27%-ს მაინც ჰქონდა ასეთი სექსი.

სექსი დაქორწინებულებს შორის - კულტურებში განსხვავებულია კოიტუსის...:

 ლოკაცია - შეიძლება იყოს საწოლში, ბუჩქებში, ვინმეს თანდასწრებით და ა.შ;


 დრო - უმეტესად ღამე ურჩევნიათ (იაპერებს, რუსუვენებს -დღე). მაგალთად:
o ჩენჩუები - ღამე ჩასახვა ბავშვს ბრმას ბადებს (თავს იცავენ ციკლის
პერიდებით);
 აკრძალვები:
o ლეპსუს ტომი - იკრძალება ტომის წევრის სიკვდილიდან მის
დაკრძალვამდე;
o ‘ზოგან’ - იკრძალება ზოგი საქმის წინ (მაგ: ნადირობამდე, თევზაობამდე..).

ჰომოსექსუალიზმი - ზოგ სოციუმში იკრძალება, ზოგ სოციუმში კი არა:

 ლეპაჩას ხალხი - კაცი ჰომოსექსუალი ხდებოდა თუ ის ღორის ხორცს შეჭამდა;


 პაპაგოს ხალხი - აწყობდნენ „სატურნალიის ღამეებს“. შეიძლებოდა
ჰომოსექსუალური ქცევების გამოხატვა. აქ ბევრი ტრანსვესტიტი კაცი იყო და
ქალის საქმეს აკეთებდნენ. თუ ოჯახი არ ჰყავდათ, შეეძლოთ კაცების სტუმრად
მიღებაც (ქალებს არა)
 სივანების ტომი - ყველა კაცს ჰქონდა ჰომოსექს.ურთიერთობა. მამები ვაჟებს
მოზრდილ კაცებს ატანდნენ, სექს.გამოცდილების მისაღებად, მერე კი ქალებს
ირთავდნენ (წტფ?);
 ეტოროს ტომი - აქ ჰომო.ზმს ჰეტეროობაზე მაღლა აყენებდენ (აკრძალულიც იყო).

რესტრიქტულობის მიზეზები
რესტრუქტულობა (ჰ.ს) ჰომოსექსუალიზმის მიმართ:

 სოციუმები, სადაც მიუღებელია ორსულობის შეწყვეტა, ქორწინებამდე სექსი , ან


სადაც სასურველია მოსხლეობის ზრდა უმეტესად ჰ.ს-ს მიმართ შეუმწყნარებლები

141
მარიამ სუხიტაშვილი. მართვა და საზოგადოებრივი მეცნიერებები

არიან, ხოლო ჰ.ს-ს საზოგადოებაში, მიუღებელია ქორწინებისგარე


ჰეტეროსექსუალური სექსი.
 ჰს-ს მიმართ შემწყნარებლები არიან ხშირად, როცა საკვების უკმარისობაა ,
რადგან მოსახლეობის რაოდენობის შემცირება შეიძლება აწყობდეთ კიდეც ,
მაგალითად:
o 1917წ. რევოლუციის მერე გაუქმდა აბორტი, ჰმ-ის აკრძალვა და ა.შ...

რესტრიქქტულობა (ჰტს) ჰეტეროსექსუალიზმის მიმართ:

 თუ სოციუმი რესტრიქტულია ჰეტეროსექსუალობის მიმართ (ქორწინებამდე /ისგარე


სექსი და ა.შ) - ასევე იქნება სხვა ასპექტებისადმიც. აქ გვხვდება სამოსის
მოკრძალებულობის ტენდენციაც.
 თუ სოციუმი რესტრიქტულია ჰტს-სადმი - არაა აუცილებელი, რომ ასევე იყოს ჰს-
სადმი;
 ურთიეთობების კონტროლი, ქონების კონტროლის საშუალებაა - ქალწულობა
ნიშვნელოვანია რანგობრივ, კლასობრივ სოციუმებში, სადაც ოჯახები ფულსა და
საქონელს დაგეგმილი ქორწინებების შესაბამსად იცვლია.

შეჯამება - რიდერის ბოლოში უკეთესად წერია.

142

You might also like