You are on page 1of 1

ანა ახალკაცი- დავალება 2

ესსე- რა ვისწავლე და რა ვიცოდი


ზოგადად დიალექტოლოგია გახლავთ ენათმეცნიერება, რომელიც შეისწავლის
დიალექტებს, ალბათ ეს იქნებოდა ჩემი პასუხი კითხვაზე თუ რა არის
დიალექტოლოგია და რას შეისწავლის იგი, რომ ეკითხათ, მაგრამ ახლა თუ
იგივე კითხვას ვინმე დამისვამს უფრო მრავალფეროვან პასუხს გავცემ,
რადგანაც უამრავი რამ გავიგე დიალექტების შესახებ.
უპირველეს ყოვლისა მინდა ყურადღება გავამახვილო თემაზე, რომელიც
ყველაზე საინტერესო იყო ჩემთვის, ეს გახლავთ თუ რა არის ზოგადად
დიალექტი, რას შეისწავლის და და ა.შ. რა თქმა უნდა, აქამდე მქონდა ზოგადი
ცოდნა დიალექტების შესახებ, მაგრამ ასე ღრმად არასდროს ჩავძიებულვარ .
მეორეს მხრივ უფრო ბევრი რამ გავიგე კილოს შესახებაც და გავეცანი ენობრივ
სისტემებს, ასევე დავაზუსტე ის ფაქტი, რომ დიალექტი არ არის
დამოუკიდებელი ენობრივი სისტემა და ის გახლავთ საერთო ეროვნული ენის
ნაირსახეობა.
და ბოლოს ჩემთვის აქამდე უცხო იყო ისეთი ტერმინების განმარტება,
როგორიცაა ჟარგონი და არგო. უფრო ნათელი, რომ გახდეს დღემდე
ჟარგონის განმარტებად სულ სხვა რამეს მივიჩნევდი, მაგრამ დღეს სულ სხვა
რამ ვისწავლე.
საბოლოოდ, რომ შევაჯამოდ დღევანდელმა ლექციამ მართლაც ბევრი რამ
მასწავლა. დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ ამ საგნის დახმარებით
სამომავლოდ ბევრ ახალ და საინტერესო რამეს ვისწავლი.

You might also like