You are on page 1of 1

ანა ახალკაცი- დავალება 3

სოფელ წინანდალში
ენა / დიალექტი: შიგნიკახური (ქართული / კახური)
სოფელ წინანდალში ჩვენები მოსულები არიან იმერეთიდან. მოსულა სამი ძმა,
ერთი – წინანდალს, რომელსაც ბატიაშვილის ქალი მოჲწონებოდა. ბატონს
ეთქვა, რომაო ჩემი ყმის ქალსაო მოქცემო, თუ მეყმობიო. მერე ყმათ გახთომია
და ქალის გვარი მიუღია – ბატიაშვილი, კაცის გვარი გუბელაძე იყო. ორ ძმას კი
– ერთი კონდოლში წასულა და თავის გვარი უტარებია და მეორე ყვარელში
წასულა და იმასაც თავის გვარი უტარებია. პირველი ყმათ გამხთარა. როცა
დავით ჭავჭავაძე გარდაიცვალა, რკინისგზა ხომ ბევრით იმას მემრე მოვიდა.
რამდენჯერაც დაჰპლანამდნენ მაგ რკინისგზასა, ხანი გადიოდა. ეგ რკინისგზის
მოსვლა ყველასთვის კარგი იყო. ზოგიერთები, როგორც უვიცი ხალხი და უფრო
გაუგებარი, იმას ამობდა, რომაო რაც რამე გვექნება, წაიღებსო ეგ რკინისგზაო,
მაგრამ შეგნებული ხალხისთვის საუკეთესო საქმე კეთდებოდა. ამ მთავრობაში
კარგი რამე გაკეთდა. თელ ამ წინანდალში წყალი სულ არ იყო და ეხლა
რამთენია, ვინ დაჲთვლის! მარტო აქ კი არა, საცა გამშრალი ქვეყანა იყო, იქაც
მოვიდა. ციხის წისქვილთან იყო წყალი და წინანდალი, ნასომხარი და
კისისხევი მაგ წყალ სომდნენ, მაგის მეტი წყალი არ იყო. ეხლა კი ყველგან
ბევრია. პირველათ რო ლამფა მაიტანეს, მთელი ხალხი მოდიოდა სანახავათა.
ლამფა სად იყო! იყო ბიკონი, ქონის სანთელი. იმას ჩაასხამდნენ ჭურჭელში,
ძონძს დაგრიხამდნენ და ფიტელივით გააკეთებდნენ, ჩადებდნენ ქონში და ისე
მოუკიდებდნენ ცეცხლს, ცეცხლი შუქზე ცხოვრობდნენ. სპიჭკის მაგივრათ ტალ-
კვესი იყო. ფურცლის ზოკოს მოჰკრეფამდნენ, იმას რაღაცნაირათ ხარშამდნენ,
მე კარქათ არ ვიცი, და აკეთებდნენ აბედს და ტალზე დადებდნენ ი აბედს და
კვესით ცეცხლ უჩენდნენ. ქამრებზე ებათ ტალ-კვესი და იგრე დაჲქონდათ.
კრამიტიან სახლ ვერა ნახამდი სოფელში, სუ ჩალურები იყო. თითონ გულბაათ
ჭავჭავაძესაც ჩალა ეხურა სახლზე ჩემ ბავშობაში და მოსწრებაში. ეხლა კი ჩვენ
სოფელში სუ სართულიანი სახლები დგანან.

You might also like